ზოგადი განათლება - დავალება 4

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სკოლის უსაფრთხოება არ მოიცავს მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას, რაშიც,

ძირითადად ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა და ფიზიკური შეურაცხყოფა , მათ


შორის რაიმე იარაღით მიყენებული ზიანი ან მკვლელობა მოიაზრება . ემოციური (მაგ . შიში
რომ ღიად გამოხატო ემოციები), ფსიქოლოგიური (გარემოცვის ზეწოლა) და
ინტელექტუალური (შეცდომის დაშვების შიში) უსაფრთხოება ესაა ტერმინები , რომლებსაც
სხვადასხვა ავტორები იყენებენ სხვა სახის უსაფრთხოების აღსაწერად . იმისთვის რომ
სკოლა უსაფრთხო გავხადოთ, საჭიროა ვიცოდეთ, რა ფაქტორები ზრდის სკოლაში
საფრთხის რისკებს. კვლევების მიხედვით ამაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას:
თანატოლები, ოჯახი, თემი, გარემო, სკოლის კონსტრუქცია, მასწავლებელი და ა.შ.
თითოეული ფაქტორი შეიძლება იყოს საფრთხის წყარო.

იმ ნაშრომების უმეტესობაში, რომლებიც სკოლასთან დაკავშირებულ ძალადობას


იკვლევს, აღნიშნულია, რომ სკოლის ძალადობასთან ყველაზე მაღალ კორელაციაშია
თემი და დასახლება, სადაც სკოლა მდებარეობს. 2009-2018 წლების სტატისტიკით
სკოლაში სროლების სტატისტიკით, რომელშიც დაჭრილი იქნა ერთი მაინც ადამიანი
(მსროლელის გარდა) ამერიკა დომინირებს კოლოსალური რიცხვით 288 ადამიანი. ეს 57-
ჯერ აღემატება დიდი შვიდეულის ქვეყნებში დაფიქსირებული ინციდენტების საერთო
რაოდენობას. ყველაზე საინტერესო ისაა რომ დანაშაულების უმეტესობა ჩადენილია
აფრიკელი ამერიკელების მიერ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათ
ეთნოკულტურულ გარემოსთან. რაც შეეხება სკოლის შიდა ფაქტორებს, აშშ-ში
ჩატარებული კვლევა, რომელიც ლოს ანჯელესის 95 სკოლა მონაწილეობდა ადასტურებს,
რომ ისეთი ფაქტორები როგორიცაა სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა ,
კლასის საფეხური, აკადემიური მოსწრების ინდექსი მნიშვნელოვნად
წინასწარმეტყველებს სკოლებში ძალადობის დონეს. თუ აკადემიური მოსწრების ინდექსი
საშუალოზე დაბალი იყო, ეს მნიშვნელოვნად ასოცირდებოდა სკოლაში დანაშაულის
ზრდასთან.

რისკფაქტორები, რომლებიც სკოლიდან გამომდინარეობს - სკოლის ცუდი დიზაინი და


მისი ტერიტორიის არაგონივრული გამოყენება, ბავშვებით ზედმეტად გადატვირთვა ,
მტკიცე და მზრუნველი დისციპლინის არარსებობა, მულტიკულტურული ფაქტორების
უგულებელყოფა, მოსწავლეების გაუცხოება, რისკის ჯგუფის მოსწავლეების გარიყვა
თანატოლებისა და მასწავლებლების მიერ, სკოლის რუტინის მიუღებლობა , სკოლაში
სუსტი ზედამხედველობა. საერთაშორისო პრაქტიკა სკოლის უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად ძირითადად მოიცავს პროცესზე დაფუძნებულ მიდგომას და
პროდუქტზე დაფუძნებულ მიდგომას. პროდუქტზე დაფუძნებული მიდგომა დაცვას,
კამერებს, დეტექტორებს, მოსწავლეთა პირადი საქმეების კომპიუტერულ
უზრუნველყოფას მოიცავს, ხოლო პროცესზე დაფუძნებული მიდგომა პოზიტიურ სასკოლო
კლიმატს, მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა მხარდაჭერის სისტემას და
კონსულტაციების შესაძლებლობებს.

საქართველოში 2007 წელს განათლების სამინისტრომ დაიწყო პროგრამა ,,უსაფრთხო


სკოლა“, რომელიც მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: 1) მოსწავლეთა ქცევის კოდექსი,
2) მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, 3) საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი, 4)
საჯარო სკოლის სააპელაციო კომიტეტი, 5) მოსწავლეთა პირადი საქმეები, 6) სკოლის
შიდა აუდიტი, 7) კლასგარეშე დროის გამოყენებისთვის კლუბებისა და წრეების მუშაობის
ორგანიზება, 8) სკოლის და პოლიციის თანამშრომლობის ტრენინგ-მოდულის შექმნა
პოლიციის თანამშრომლებისთვის, 9) გაცდენა-დაგვიანებების აღრიცხვა და კონტროლი ,
10) კვლევა, 11) ბროშურები.

განსახორციელებელი ქვეპროგრამების ნუსხა კი ასეთი იყო: 1) ინტერაქტიული თეატრი , 2)


სასჯელაღსრულებით დაწესებულებებთან თანამშრომლობა , 3) ცნობილ სახეებთან
ერთად ანტიდანაშაულებრივი კამპანიის წამოწყება , 4) სკოლის
ფსიქოლოგთა/მედიატორთა გადამზადება, 5) ბავშთა ტოლერანტობა, 6) სკოლის
მოსწავლეების წაყვანა წარმატებულ ორგანიზაციებში , 7) მშობელთა პედაგოგიზაცია , 8)
საგზაო უსაფრთხოება მოზარდებისთვის, 9) სკოლის მასწავლებელთა ტრენინგი, 10)
საბოლოო შედეგების კვლევა.

ამჟამად საქართველოში არსებული უსაფრთხოების მექანიზმებია მანდატურის სამსახური


და ვიდეოკონტროლი. ასევე დამრიგებლებს ევალებათ მოსწავლეთა აღრიცხვა და
მშობლებთან კონტაქტი გაცდენების შემთხვევაში. 2007 წლის პროგრამის მიზნების დიდი
ნაწილი კი არაა განხორციელებული. მაგალითად დაფიქსირდა ფაქტი , როცა პოლიციის
თანამშრომელთა უპასუხისმგებლობამ ვანდალიზმში დამნაშავე სკოლის მოსწავლე
სუიციდამდე მიიყვანა. სკოლების უმრავლესობაში ასევე არ კონტროლდება უცხო პირების
სკოლის ტერიტორიაზე მოძრაობა, ფსიქოლოგი სკოლების უმეტესობას არ ჰყავს.

საინტერესო პროექტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის ბოლოს


კრასნოდარის ერთ-ერთ სკოლაში, რომელშიც 4000 ბავშვზე მეტი სწავლობს, რომლის
ფარგლებშიც სკოლაში დამონტაჟდა ,,ჭკვიანი ანალიტიკა“, რაც წარმოადგენს
ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაფუძნებულ ავტომატიზირებულ უსაფრთხოების
სისტემათა ერთობლიობას. ეს შემთხვევა გახდა პირველი რუსეთში, რომლის გავლენითაც
მოხერხდა არა ზედაპირული, არამედ კომპლექსური უსაფრთხოების დანერგვა .

სისტემა ახერხებს უცხო პირების ამოცნობას, საკეტებზე და ტურნიკეტებზე წვდომის


გამოყენებით ავტომატურად ბლოკავს შესასვლელს, რითიც არ აძლევს უცხო პირებს
სკოლის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას. როგორც კი სისტემა აღმოაჩენს ნებისმიერ
მისთვის ნაცნობ საფრთხეს ის მაშინვე დინამიკის გამოყენებით განგაშის სიგნალს
იყენებს. ასეთი საფრთხეების მაგალითია: მწოლიარე ადამიანი , არასანქცირებული
შემოჭრა და ა.შ. სისტემისთვის შესაძლებელია ახალი საფრთხეების სწავლება ,
როგორიცაა ქურდობის მცდელობა, რაც სასკოლო პროექტის ფარგლებში უკვე
განხორციელდა. ასევე შესაძლებელია სასწრაფოს და სამართალდამცავი ორგანოების
ავტომატური ინფორმირება, თან ისე რომ ინციდენტების რანჟირება ხდება უმაღლეს
დონეებზეც რეაქციის და სკოლის დაცვის რეაქციის მიხედვით. ეს ნიშნავს რომ თუ დაცვამ
რამე ვერ შენიშნა, გავიდა პოსტიდან ან შეგნებულად არ რეაგირებს ინციდენტზე არის
შესაძლებლობა შესაძლო ტრაგედიის პრევენციის.

სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიები დაყოფილია 5 ზონად, რომლებშიც


გამოიყენება სხვადასხვა ანალიტიკის პრინციპები. სისტემა მუდმივად უთვალთვალებს და
კლასიფიკაციას უკეთებს ადამიანების ქცევას სკოლის პერიმეტრთან, რაცაა ღობეებიდან
200-300 მეტრის რადიუსი. ალგორითმი აღმოაჩენს იმათ ვინც ღობეებთან ძალიან დიდ
ხანს დგას, ჩხუბობენ ან მიწაზე არიან დაწოლილი. ასევე ამ ზონაში სისტემა აღიქვამს
ავტომობილის ნომრებს და ადარებს მათ ძებნაში მყოფ ნომრებს.

ტურნიკეტებს ასევე აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამ ადგილზე დამონტაჟებულია


ბიომეტრიული ტექნოლოგიები და ტემპერატურის სენსორები, რომლებიც კარგად
ცნობილია პანდემიის პროცესებიდან. თუ ბავშვს უფიქსირდება მაღალი ტემპერატურა ეს
ინფორმაცია მომენტალურად გადაეცემა სამედიცინო პუნქტს. დანერგვიდან პირველი
სამი თვის განმავლობაში აღკვეთილია ორი ჩხუბის მცდელობა, ორი მოპარვის
მცდელობა და ათამდე სხვა წესრიგის დარღვევა.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავისი მოქმედების სფეროში, არამედ


დროის მოგების მხრივადაც, რადგან რუტინული და შრომატევადი ზოგადი აღრიცხვის და
რეაგირების პროცესები ხდება ავტომატიზირებული. ეს ნიშნავს რომ სკოლას მეტი დრო
და რესურსი უთავისუფლდება იმისთვის რომ დაკავდეს უფრო მნიშვნელოვანი და
სიღრმისეული პრობლემებით, როგორიცაა ბავშვთა ფსიქოლოგიური დახმარება ,
სოციალური კონფლიქტების რეგულირება მოსწავლეებს შორის, მასწავლებელთა და
მოსწავლეთა ურთიერთობების რეგულირება და ა.შ. . ვინაიდან რაც არ უნდა ზუსტი და
ეფექტური იყოს პრევენციული სისტემა ბავშვები ყოველთვის შეეცდებიან მონახონ მასზე
გვერდის ავლის გზა, ამიტომ მნიშვნელოვანია ეთიკური აღზრდა და შესაბამისი გარემო
პირობების ჩამოყალიბება მშობლებთან კოორდინაციით და აღმზრდელობითი პროცესის
ერთიან ჩარჩოებში მოქცევით.

ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახდა სხვა სკოლებისთვისაც და მას დაემატა ახალი


ფუნქციები, როგორიცაა მოსწავლის რუკა, რაც საშუალებას იძლევა მშობლისთვის გაიგოს
მოსწავლის ადგილმდებარეობა, ასევე მათ აქვთ წვდომა დასწრება /დაგვიანების
მონაცემებზე.

წყაროები

https://habr.com/ru/company/jetinfosystems/blog/664982/

https://safeschool.ru/

https://worldpopulationreview.com/country-rankings/school-shootings-by-country

https://www.britannica.com/topic/school-shooting

https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9C
%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%9B
%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-15-%E1%83%AC
%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D
%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90-
%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AA
%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90-/30324383.html

You might also like