Untitled

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

გრიგოლ ორბელიანი XIX საუკუნის რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე იყო.

მას
ხშირად უწევდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო მისი ქვეყნის
ინტერესებთან შეწინააღმდეგება. მაგრამ ის თავისი ლექსებით ხალხს წარსულს
ახსენებდა, რითიც იმედს აძლევდა ყველა ქართველს.

მისი რომანტიკული სული კარგად, სწორედ მის ლექსებში ჩანს, რადგან, როგორც უკვე
ვიცით რომანტიკოსი მწერალის ათი დამახასიათებელი ნიშნიდან წარსულის გაიდიალაბე
ერთერთია. რომანტიკოსი მწერლები და მათ შორის გრიგოლ ორბელიანიც წარსულის
გახსენებით ჩვენ, მკითხველებს გვეუბნება თუ როგორი იყო ერთ დროს საქართველო,
ისინი გვიხატავენ იდეალური, თავისუფალი საქართველოს სურათს, რითაც ამ
ჩაბნელებულ ქვეყანაში ბედის ერთადერთ სხივს გვიტოვებენ. რაც შეეხება გრიგოლ
ორბელიანს, მის ორ ლექსში „იარალის“ და „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში “
განსაკუთრებული ყურადღება სწორედ წარსულზეა გამახვებული. ის წარსულს მის ლექსს
„იარალის“-ში ადიდებს, სადაც გადმოგვცემს ძველ საქართველოს, როცა ომისა და
თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგივრად ხალხი ყოველდღიური ცხოვრებით ტკბებოდა ,
იმართებოდა საჯირითო ტურნირები, ქვეყანა პატრიოტული სულით და ვაჟკაცებით იყო
სავსე. ხოლო მის ლექსში „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ ის თამარს თხოვს,
კიდევ ერთხელ აკურთხოს საქართველო, რათა ის აღდგეს ისეთი, როგორიც მის დროს
იყო და როგორც თამარის მმართველობაში ადვილად ვუმკლავდებოდით ნებისმიერ
მტერს ისე ადვილად გავუმკლავდეთ ამ უახლეს მტერს.

ჩემი აზრით ამ ლექსების მთავარი სათქმელი არის ის, რომ, მნიშვნელოვანია ქართველმა
ხალხმა არ დავივიწყოთ ჩვენი წარსული, რადგან რაოდენ დაუმარცხებელი არ უნდა
ჩანდეს ჩვენი მოწინააღმდეგე, ქართველები ძლიერი ერი ვართ, რომლებსაც შეგვიძლია
ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან გამარჯვება და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დასუფება .

You might also like