Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

მერაბ მამარდაშვილი

ანა ახალკაცი

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: ლუკა კუჭუხიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
მერაბ მამარდაშვილი გახლდათ XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსი. ის იყო
ადამიანი, რომელსაც „ქართველ სოკრატესაც“ კი უწოდებდნენ. იმისდა მიუხედავად, რომ
მერაბი მოღვაწეობდა საბჭოთა პერიოდში, მისი ხედვა ნამდვილად არ იყო ისეთი,
როგორიც სხვების.

მამარდაშვილის მსჯელობა იწყება იმის გაანალიზებით თუ რა არის ცოდვა. ავტორი


ფიქრობს, რომ ეს არის ის მექანიზმი, რომელიც ადამიანებისგან სრულიად
დამოუკიდებლად მოქმედებს. პავლეს მიხედვით ის ხმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში
საკუთარი გვოგონია არის ცოდვის ხმა და სწორედ ეს ხმა გვაიძულებს ისეთი რამეების
გაკეთებას, რაც ჩვენთვის მიუღებელია. უმეტესწილად ადამიანები უჯერებენ
იდეოლოგიის ხმას და ასეთ შემთხვევაში ადამიანები ხდებიან სხვაზე დამოკიდებულნი,
აკეთებენ ისეთ რამეს, რაც მათთვის მიუღებელია და აღარ გააჩნიათ საკუთარი აზრი.
მამარდაშვილი ამის გასაანილეზბლად გვთავაზობს ფრაზას „მე კი არ ვმოქმედებ, არამედ
ცოდვა, რომელიც ჩემშია“ (მამარდაშვილი, შთა II, გვ. 421, თბილისი, 2018) ამ ფრაზის
გაგება ყველას განსხვავებულად შეუძლია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ფრაზის მთავარი
მიზანი არის იმის წარმოჩინება თუ რა მდგომარეობაში იყვნენ საბჭოთა კავშირის დროს
ადამიანები. ავტორი ამბობს, რომ არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ადამიანებს
უწევთ იმის გაკეთება, რაც არა კანონს, არამედ მათ მეგობარს ან ნათესავს გამოადგება.
მაგალითისთვის შეგვიძლია ვისაუბროთ იმ მეგობარზე, რომელმაც ჩაიდინა უკანონო
ქმედება, იმის გამო, რომ არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებობები. ასეთ შემთხვევაში,
ბუნებრივია, ადამიანი მოქმედებს არა კანონის, არამედ მეგობრის სასარგებლოდ, რასაც
ავტორმა შერწყმა უწოდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორედ ამ შერწყმას პავლე
ცოდვას უწოდებდა.

მამარდაშვილი გვესაუბრება ისეთ სიტუაციებზე, როდესაც ადამიანებმა ვიცით რისი


გაკეთებაც გვინდა, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო ამ ყოველივეს ვერ ვაკეთებთ და
გვიწევს საწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. „აქ არის კვანძების რაღაცგვარი ტრიალი,
რომელსაც თავისთავად მივყავართ ისეთ წერტილთან, სადაც ხდება ან არ ხდება ის, რასაც
მე დავარქვი „შეხვედრა“.“ (მამარდაშვილი, შთა II, გვ. 424, თბილისი, 2018) ავტორი
ამბობს, რომ უმეტესად ამ ყოველივეს ბედისწერის სახელითაც მოიხსენიებენ. არსებობსს
1
ისეთი პრობლემა, რომელიც ფილოსოფოსების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
ამის არსი კი შემდგომში მდგომარეობს, არსებობს სიტუაციები, როდესაც ადამიანს ისეთი
რამის თქმა უნდა, რაც ნამდვილად იცის და მისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს, მაგრამ
მას ეს ყოველივე უცბად ავიწყდება. ასეთი პრობლემის დროს არ შეგვიძლია
კონცენტრირება და იმის გახსენება, რაც ნამდვილად ჩვენშია და იმ მომენტში მისი
გახსენება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ ყოველივეს უკან კი არის პრობლემა „სრულად
ვფლობდე იმას, რაც მაქვს“ (მამარდიშვილი, შთა II, გვ. 425, თბილისი, 2018)და მის
საკუთრებაში იყოს დრო, რომელსაც მამარდაშვილი „ისტორიულ მომენტს“ უწოდებს.

ავტორის აზრით, რელიგიური ჩანაწერები არის ადამიანის ამოსავალი წერტილი,


რომელშიც განხილულია თითოეული ადამიანის მეტაფიზიკური მდგომარეობა და ის
სიტუაციები, სადაც აღწერილია საღი აზრის მნიშვნელობა. მერაბი ამბობს, რომ
რელიგიური ჩანაწერები სრულდება იმ სიტყვებით, სადაც ჩანს ორი ადამიანის სახე:
პირველი ადამიანი წარმოადგენს მართლაც ადამიანს, ხოლო მეორე შინაგანი ადამიანის
სახითაა წარმოდგენილი. ეს ორი სახე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, მაგრამ
მათ აქვთ საერთო საწყისი, რადგანაც პირველი სახე წარმოგვიდგენს ისეთ ადამიანურ
სახეს, რომელიც საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ
ხმას, რომელიც მის შიგნითაა და სწორედ ამის გამო ხდება, რომ ასეთი ადამიანი აკეთებს
ისეთ რამეს რაც მისთვის მიუღებელია, შესაბამისად ასეთ სიტუაციებში ვერ მოხერხდება
შეხვედრა, შინაგანი ადამიანი კი შეგვიძლია ვუწოდოთ მას, ვინც „იცის ის, რაც იცის, და
არის ის, რაც არის; არა ის, რომელსაც უყვარს და სინამდვილეში სძულს, ან სძულს და
სინამდვილეში უყვარს, არამედ ის, რომელსაც უყვარს, როცა უყვარს და სძულს, როცა
სძულს“. ( მამარდაშვილი, შთა II, გვ.425, თბილისი, 2018) ამ ორი სახის ადამიანთა
განსხვავებას სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები განაპირობებს. შინაგანი
ადამიანი არის ის ვისაც შეუძლია შეიგრძნოს „ისტორიული მომენტიც“, დაინახოს
რეალობაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოახერხოს „შეხვედრაც“. ავტორი ფიქრობს,
რომ კანონის, სჯულისა და სხეულის ცნება ერთმანეთისგან არანაირად არ გასხვავდება.
კანონი და სჯული ერთ მთლიან მოცულობას და მნიშვნელობის მაშინ იძენს, როდესაც
ისინი ემორჩილებიან სხეულს. ამ შემთხვევაში სხეული არ უნდა გავიგოთ პირდაპირი
2
მნიშვნელობით, ესაა სივრცე, სადაც ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ესაა
სიტყვა, რომელსაც მამარდაშვილმა მეტაფორული დატვირთვა შესძინა.

მამარდაშვილის მიხედვით, ადამიანთა უმეტესობა სხვადასხვა სიტუაციაში ვერ


აზროვნებს ისე, როგორც მისთვის საჭიროა, რადგან ადამიანებს ერთმანეთის მიმართ
გააჩნიათ სიყვარულის და პატივისცემის გრძნობა. შესაძლებელია ადამიანთა უმეტესობას
გააჩნდეს ნაპერწკალი, მაგრამ უმეტესად ის გამოყენების გარეშე ქრება, სწორედ ამის გამო
არ სრულდება „შეხვედრა“. ჭეშმარიტება არ მიუყვება იმ გზას, სადაც ჩვენ იმ მომენტში
ვართ, რადგანაც ნაპერწკალი ეწინააღმდეგება ჩვენს ურთიერთობებს. დასასრულისკენ კი
ისეთ ქმედებას ჩავდივართ, რაც ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდება. ასეთ ქმედებას კი
ავტორი ბოროტებას უწოდებს. ნათესავური სიყვარული, ისეთი რამაა რომ ადამიანთა
უმეტესობას არ შეუძლია ჩაუშვას ის მიუღებელი ქცევის ჩადენის შემთხვევაში. ასეთ
სიტუაციაში კი ჩვენი გრძნობების მეპატრონედ და სხეულის მოწინააღმდეგედ
გვევლინება ნაპერწკალი. სინდისი გვეუბნება, რომ გავაკეთოთ ის, რასაც უცხოს
შემთხვევაში მოვიმოქმედებდით, მაგრამ ნაპერწკალი ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაპერწკალი არის ის, რის გამოც
თითოეული ადამიანი სჩადის ბოროტებას. ასეთ შემთხვევაში, ავტორისთვის მთავარ
საზრუნავს წარმოადგენს სინამდვილის დანახვა, რისთვისაც საჭიროა იმ სიყვარულისა
თუ ურთიერთკავშირების დარღვევა და თუ თითოეულმა ადამიანმა ეს მოახერხა მაშინ
გაჩნდება იმის საშუალება, რომ დავინახოთ რეალობა და გაგვიჩნდეს „შეხვედრის“ შანსი.

3
ბიბლიოგრაფია

მამარდაშვილი, მერაბ. „საუბრები ფილოსოფიაზე“. წიგნში შესავალი თანამედრობე


აზროვნებაში II. 421-427. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2018.

You might also like