სპორტის გაკვეთილები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ სპორტი ადამიანის და, მეტადრე, მოზარდის

ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი და ხშირად შეუცვლელი “წამალია”.

სპორტი აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის, რაც


დაწყებითი და საბაზო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს. პირველ ეტაპზე
აუცილებელია, ბავშვმა შეიმეცნოს, რა არის სპორტი, რატომ არის საჭირო და მნიშვნელოვანი
სპორტული ცხოვრების წესი და რას ნიშნავს იყო სპორტსმენი, ისწავლოს სპორტის
სხვადასხვა სახეობის თუნდაც უმარტივესი წესები, მაგალითად, როგორი ქულებრივი
აღრიცხვაა კალათბურთში, რა ფუნქციები აკისრია ძიუდოში მსაჯს, რამდენწუთიანია
საფეხბურთო მატჩის ტაიმები და სხვა. ამ საფეხურზე აუცილებელია რომ ბავშვები
დავაკავოთ სპორტის რომელიმე სახეობით. ამ ასაკის ბიჭების ინტერესი ფეხბურთის
მიმართაა. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ფეხბურთისთვის ყველა ინვენტარის
უზრუნველყოფა. მათ უნდა ჰქონდეთ სპორტის დარბაზი სადაც მოსწავლეები შეეძლებად
ითამაშონ ფეხბურთი, კალათბურთი, ასევე რაგბიც. სპორტის ამ სახეობებით გოგონები
იშვიათად ინტერესდებიან, ამიტომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. გოგონებისთვის უნდა
მოეწყოს ცალკე დარბაზი სადაც ისინი დაეუფლებიან ფიზიკურ აქტივობა , მაგ ტანვარჯიშს ,
რომელშიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა , ფრენბურთი ,
ამისთვის საჭიროა ცალკე დარბაზი თავისი ბადით და ბურთით. კარგი იქნება
ფრენბურთის, ჩოგბურთის და ბამბიქტონის მოთამაშეებისთვის ფორმების შემოღებაც .
ასევე ზაფხულობით ამ სახეობის სპორტის გაკვეთილების სკოლის ეზოში ღია ცის ქვეშ
ჩატარება.

სპორტის გაკვეთილებზე მოსწავლის განვითარება როგორც ფიზიკური მხრიდან ასევე


შემეცნებითიდანაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ სკოლაში უნდა ხდებოდეს
მოსწავლის ინტერესის გაღრმავება ამა თუ იმ სახეობის სპორტის მიმართ . მათ უნდა
იცოდნენ რა გზის გავლა მოუწევთ თუ სპორტს გაყვებიან. ამიტომ სკოლამ საჭიროა
მოიწვიოს ხოლმე ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტმენები რომლებიც გაესაუბრებიან
მოსწავეებს, თავიანთ გამოცდილებებს და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ , პასუხებს
გასცემენ მათ კითხვებს და რჩევასაც მისცემენ.

 სკოლის ფარგლებში, ან რამდენიმე სკოლის მოსწავლეებისათვის


ერთობლივად, სპორტის რომელიმე სახეობაში სპორტული წრის დაარსება,
რომელში მონაწილეობის საშუალებაც მოსწავლეებს გაკვეთილების
დასრულების შემდეგ ექნებათ. სკოლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს
სპორტული პროგრამები, სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები,
რომლებიც მოსწავლეების ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობებსა და
სპორტში ჩაბმას ემსახურება.

ასევე საჭიროა თვეში ერთხელ კლასებს შორის მოეწყოს შეჯიბრებები, ე.წ


მხიარული სტარტები, რომელშიც მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან
სწრაფად სირბილში, ბურთის სროლაში, თოკის გაქაჩვაში,
დაბრკოლებების გადალახვაში.
საბოლოო ჯამში რომ დავასკვნათ სასწავლო გამოცდილება, რომელსაც სკოლა
ბავშვებსა და ახალგაზრდებს სთავაზობს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების
საშუალებით, უნდა იყოს მათი განვითარების დონის შესაბამისი და უნდა ემსახურებოდეს
იმ ფსიქომოტორული და კოგნიტური უნარების და, ასევე, სოციალური და ემოციური
უნარების განვითარებას, რომლებიც მათ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების
წარმართვისთვის სჭირდებათ.

You might also like