ესე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

 

რა შეიძლება განიცდიდეს ადამიანი, რომელიც ზნეობრივ იდეალს


საკუთარი სიცოცხლის ფასად ამკვიდრებს. 

   შეიძლება ყველა ჩვენგანი ატარებდეს ისეთ იდეალს, რის გამოც თუ


საჭირო იქნება თვსაც გაწირავს. როდესაც ადამიანს ააქვს ან ყავს ასეთი
რამე/ვინმე, ეს მინიმუმ მის სიცოცხლეს აზრს აძლევს. თუმცა, ისეც
შეიძლება მოხდეს, რომ დიდი სიყვარულის მიუხედავად, მისთვის
თავის გაწირვა მაინც ვერ შესძლოს.                                                             
არსებობს ორი  სახის თავგანწირვა, ერთი, როცა ეს აქტი უცებ ხდება და
მეორე, როცა ის გრძელდება და ტანჯვად იქცევა. ამ უკანასკნელის
შემთხვევაში, ადამიანმა უნდა იქონიოს დიდი ფსიქოლიგიური მზაობა,
მარტომ გაიაროს ეკლებიანი გზა, უმთავრესია ჰქონდეს გააზრებული,
რომ ამ პრობლემის წინაშე ის სრულიად მარტოა, შეიძლება ყველა
მხრიდან ანუგეშებდნენ, მაგრამ მის ტკივილებს ვერავისთან ვერ
გაიყოფს. შენი ტანჯვა, მხოლოდ შენ უნდა აიტანო და შენვე უნდა
შეამსუბუქო, ამისთვის საჭიროა რკინის ნერვები, მინიმუმ იმისთვის რომ
არ გაგიჟდე.და რაც მთავარია, ღრმად უნდა იყო დარწმუნებული
საკუთრ გადაწყვეტილების სისწორეში, ამ დროს უნდა გამოძრავებდეს
ღრმა რწმენა, სხვა შემთხვევაში ვეღარ გაუძლებ და მოგიწევს შუა გზაში
გაჩერება. უნდა ფიქრობდე იმაზე, თუ რა მოჰყვება შენს საქციელს, რომ
ის უაზრობა არ არის და მრავალ ადამიანს მისცემს მაგალითს. ასევე, რაც
არუნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ტანჯვას ისევ ტანჯვა ამსუბუქებს,
შესაბამისად, სიკვდილი აღარაა მტკივნული, მაშინ როცა სიცოცხლეა
მტკივნეული.                                                                                                 
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა პირიქითაა? როცა წუთისოფლის მიმართ
სულაც არ ხარ ზიზღით განმსჭვალული? ამ დროს უბრალოდ გიწევს
ნელა და ტანჯვით გამოემშვიდობო ტკბილ საწურთოს. სწორედ ამ
სიტუაციაში იყო, წმინდა შუშანიკი. როცა მან იწინასწარმეტყველა რომ
ვარსქენმა სარწმუნიება შეიცვალა "საწყალობელ იქმნა უბადრუკი
ვარსქენი, რამეთუ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი და შეერთო იგი
უღმრთოთა"მაშინვე დატოვა სასახლე და შვილებთან ერთად, თავი ერთ
პატარა სენაკს შეაფარა. პირველად აქ იხატება მისი თანამედროვეული
ხასიათი, როცა საცხოვრებლიდან დაუკითხავად და ნებართვის გარეშე
წამოვიდა. შემდეგ, ტექსტის კითხვისას, გზადაგზა, ვრწმუნდებით, რომ
შუშანიკი პრინციპული ქალი იყო, ზოგჯერ ჯიუტიც და ძალიან ამაყიც...
ტექსტის მოცემულ მონაკვეთშიც კარგად იკვეთება მისი სურვილი, ქალი
და კაცი იყვნენ თანასწორნი, როცა ის ცოდვების მოსანანიებლად მოსულ
ჯოჯიკს ეუბნება, რომ იმ ქვეყნად, სადაც არაა გარჩევა ქალისა და კაცის ,
მე და ვარსქენი თანასწორად განვისჯებითო. შუშანიკმა სარწმუნოების
გამო, დათმო ყველაფერი რაც უყვარდა, დედოფლის ცხოვრება და მისი
ამ პრინციპების გამო შვილებზეც კი უარი თქვა. აქ შეიძლება აზრი ორად
გაიყოს შუშანიკის დედობრივი სიყვარულის შესახებ, მაგრამ თუ მას
რწმენის მიმართ ასეთი სიყვარული შეეძლო, დარწმუნებულები უნდა
ვიყოთ რომ შვილებიც არა ნაკლებ ეყვარებოდა. ეს პირიქით, მას უფრო
მეტად აღამაღლებს,  ყველას არ შეუძლია, საკუთარ თავს გადაახტეს. ამ
ნაწარმოებზე ლაპარიკსას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ იაკობ ხუცესი,
შუშანიკის ერთადერთი მეგობრი, რომელიც რამდენჯერაც შეხვდება,
იმდენჯერ ამოწმებს მის სიმტკიცეს, რადგან თავის გაწირვა ასე ოილი
ხომ არ არის?! როცა შუშანიკი დადარდიანდება, სანუგეშოც მზად აქვს
იაკობს და მომავალში მოსალოდნელ პატივ-დიდებას შეახსენებს.
მართლაც არ ჩაუვლია შუშანიკის გმირულ საქციელს ფუჭად, რადაგან ეს
მაგალითი გახდა სხვებისთვისაც და ხალხში მეტად განმტკიცდა
ქრისტიანობის მიმართ სიყვარული.                                                             
პარალელი შეგვიძლია გავავლოთ, იოანე საბანისძეს მოთხრობასთან 
“აბო თბილელის წამება“ ანალოგიური ვითარებაა აბოს შემთხვევაშიც,
განსხვავებით, რომ აბო მისი ქვეყნისთვის უცხო სარწმუნოებას იცავდა.
ზოგი მას მოღალატეს უწოდებს და ვარსქენს ადარებს, რადგან ორივემ
თავის სარწმუნოებას უღალატა.მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ვარსქენმა
ეს ფულის და დიდების გამო გააკეთა, მისთვის სულ ერთი იყო რომელ
რელიგიაზე იქნებოდა, აბო კი მხოლოდ რწმენას მისდევდა. როგორც
ტექსტიდან ვიგებთ, აბო საკმაოდ შეძლებული და განათლებული
ჭაბუკი იყო და როდესაც ის გაეცნო უცხო ქვეყნის რჯულს, მიხვდა, რომ
ამდენხანს სიცრუეს ეთაყვანებოდა, ხოლო ქრისტიანობის სახით
ჭეშმარიტ რწმენას ეზიარა.                                                                           
თუმცა თავგანწირვა მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს ხომ არ მოიცავს.
ბარათაშვილის “მერანშიც“ ავტორი თავგანწირვის  შესახებ საუბრობს. ის
არ ზოგავს თავს და არ აინტერესებს რა მოუვა. რადგან იმედი აქვს რომ
მისი შრომა ფუჭი არ არის: “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს
განწირულის სულის კვეთება,და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო
ჩემო, მაინც დარჩება“   მას იმედი აქვს რომ ის გზას გაუკვალავს მის
შემდგომ თაობას, რომელთაც  უკვე გაუადვილდებათ იგივე გზაზე
გავლა.    

You might also like