Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

Iშუალედური გამოცდის დავალება

საგანი: ქართული ხელოვნების ისტორია


სტუდენტი: ნატალია ტაბატაძე
ფაკულტეტი: სიზაინი.
სპეციალობა : მხ. კერამიკა.
ქართული დაზგური ფერწერა:
საწყისები
ქართული დაზგური ხელოვნების ათვლის წერტილად
ითვლება პორტრეტის ჟანრი, კერძოდ, XVIII საუკუნის
მეორე ნახევარში შექმნილი ქართული სამეფო ოჯახის
და რუსეთში გადასახლებაში მცხოვრები
თავადაზნაურთა პორტრეტების ჯგუფი.
უცნობი მხატვარი, ერეკლე II, ტილო, ზეთი, 89x71სმ,
XVIII საუკუნის II ნახევარი

ქართული დაზგური მხატვრობა რუსეთის იმპერიის


წიაღში ჩაისახა და ირეკლავს იმ ეპოქისთვის
დამახასიათებელ ტენდენციებს, მათ შორის
პორტრეტული ტილოების პოპულარობას. ორივე
შემთხვევაში ევროპული პარადული პორტრეტის ჟანრი
არის მთავარი რეფერენსი. შესრულებული ნახატები
მისდევს ჟანრისთვის დადგენილ წესებს - ზომაში
მოზრდილი ნამუშევრები, გამოსახულ ფიგურებს
თითქმის ნატურალ ზომაში წარმოაჩენს. რეალისტურად
შესრულებულ ნახატებზე გამოსახული ფიგურები,
ოდნავ შელამაზებულია, მაგრამ სკურპულოზური
დაკვირვებით ქმნის ფოკუსში მყოფი ფიგურის ხასიათს;
ამასთანავე, დეტალურად არის დახატული ძვირფასი
სამკაული და სამოსი, როგორც სტატუსის
გამომხატველი მთავარი სიმბოლო.  გადასახლებაში
მყოფი ქართული სამეფო ოჯახისთვის პორტრეტების
დაკვეთა, მათი ახალ რეალობაში მორგებისთვის
აუცილებელი იყო, ამას ითხოვდა ეტიკეტი და მათი
სტატუსი. პორტრეტების დახატვა ასევე აუცილებელი
იყო, რომ შემდეგ მათ მიხედვით შექმნილიყო ასლები,
რომლებიც უფრო ფართოდ გავრცელდებოდა.
უცნობი მხატვარი, დარეჯან დედოფალი, ტილო, ზეთი,
89x71სმ, XVIII საუკუნის II ნახევარი
 
ქართულ პარადულ პორტრეტებში არის
ჩამოყალიბებული განმასხვავებელი, რომელიც მათ
რუსეთის იმპერიაში შექმნილი სხვა ნამუშევრებისგან
გამოარჩევს, შემდგომში სრულიად განსაკუთრებულ
მოვლენად ჩამოყალიბდება და  ‘ტფილისური
პორტრეტული სკოლა’ დაერქმევა.  თითქმის ყველა
შემორჩენილ პორტრეტზე, ფიგურის გამოსახულება,
წელამდე ან მუხლამდე, ტილოს ცენტრშია
განთავსებული, თითქმის მთელ ფართობს იკავებს და
თითქოს ამოდის ბრტყელი ფონიდან. ფიგურას უკანა
პლანზე სადა, მუქ ტონებში გადაწყვეტილი, ზედმეტი
დეტალების გარეშე შექმნილი სიბრტყე აქვს. ასეთი რამ
საკმაოდ იშვიათია ევროპულ თუ რუსულ ანალოგებში;
შესაძლებელია, რომ ეს თავად ქართველი
დიდგვაროვნების მოკრძალებული ცხოვრების სტილით
იყო განპირობებული. მაგრამ ამავდროულად, შეიძლება
გავავლოთ პარალელი მართლმადიდებლური ხატწერის
ტრადიციასთან, როდესაც უარყოფილია პერსპექტივა და
სამგანზომილებიანი აღქმა.

ქართული პარადული პორტრეტების ავტორები


თითქმის სულ უცნობი მხატვრები არიან, მიუხედავად
იმისა, რომ თანადროულად მოღვაწე რუსი და
ევროპელი მხატვრები უკვე აწერდნენ ხელს
ნამუშევრებს. შეიძლება ვივარაუდოდ, რომ
ხელმოუწერელი ნამუშევრები ქართველ მხატვრებს
ეკუთვნით ან ეს დამკვეთის მოთხოვნა იყო, უცხოელი
მხატვრებიც ითვალისწინებდნენ და არ აწერდნენ
ნამუშევრებს ხელს. ეს უცნაური ფენომენი შეგვიძლია
ასევე დავაკავშიროთ საეკლესიო ტრადიციასთან;
ძალიან იშვიათად და თითქმის არასდროს, არიან
კედლის მხატვრობის ავტორები ცნობილი.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ თანადროულ, XIX
საუკუნის, საარქივო მასალებში არის შემორჩენილი
ცნობები მხატვრების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ
შეუძლებელია განსაზღვრა რომელი ნამუშევარი რომელ
მხატვარს ეკუთვნის.
 
ხატწერის და კედლის მხატვრობის გავლენა უხვად
იგრძნობა პორტრეტების ჯგუფში, მით უმეტეს, რომ
საეკლესიო მხატვრობაში ქტიტორული (ქტიტორი -
საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი; ვინც თანხა გაიღო
ტაძრის აგებისათვის ან აღდგენისთვის) პორტრეტის
მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. ამასთანავე,
მე-19 საუკუნის პორტრეტებზე ასევე გვხვდება ვინაობის
აღმნიშვნელი წარწერები, რომელიც თითქმის
ყოველთვის ახლავს ქტიტორულ პორტრეტებს.
უცნობი მხატვარი, თეკლა ბატონიშვილი, ტილო, ზეთი,
87x63სმ, XIX საუკუნის I ნახევარი

ზოგადად რუსეთის იმპერიაში პორტრეტის ჟანრის ერთ-


ერთ წინამორბედად პარსუნა ითვლება -
გარდაცვლილთა მემორიალური პორტრეტი, რომელიც
ამოდის ხატწერის ტრადიციიდან და XVII საუკუნეში
მოიპოვებს პოპულარობას. ამიტომაც არაა გასაკვირი,
რომ ქართულ პორტრეტებზე გამოსახული ფიგურები
გაწონასწორებული, მედიდური სიმშვიდით
გვიბრუნებენ მზერას და ხატწერის მრავლსაუკუნოვან
ტრადიციას გვაგონებენ. რუსული პორტრეტებისგან
განსხვავებით, ქართულში ხშირად გვხვდება ჯგუფური
პორტრეტები, რაც უფრო დასავლეთ ევროპულ
პორტრეტებში გვხვდება. ქართული პარადული
პორტრეტის კიდევ ერთი განმასხვავებელი უნიკალური
ნიშანი სპარსული მხატვრობის გავლენაა, მეტი აქცენტი
ორნამენტსა და დეკორაციაზე, მეტი გრაფიკულობა და
სიბრტყოვანება, რომელიც ნამუშევრებში იკითხება.
 
უცნობი მხატვარი, ნინო ერისთავი, ტილო, ზეთი,
135x90სმ, 1829
 
XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან ქართულ დაზგურ
მხატვრობაში იბადება ‘ტფილისური პორტრეტული
სკოლა’, რომელიც განსხვავდება ქართული პარადული
პორტრეტისგან, მიუხედავად იმისა რომ აქაც მთავარი
გავლენად ისევ ევროპული და ქტიტორული
პორტრეტები გვევლინება. ტფილისური პორტრეტული
სკოლის პორტრეტები ზომაში მცირდება, უფრო
ინტიმური ხდება, ხშირია წყვილადი პორტრეტები,
მოყვანილობა ხდება წამყვანი- მკვეთრი მოხაზულობის
შიგნით სამოსი ლაქებად არის დაშლილი, ვიდრე
სკურპულოზურად დახატული, ნახატი უფრო ბრტყელი
ხდება, მეტად გვაგონებს ქტიტორულ პორტრეტებს,
მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით ზუსტად არის
ფიგურის სახის ნაკვთები დახატული.

  უცნობი მხატვარი, თავად ნიკოლოზ ედიშერის ძე


მუხრან-ბატონის ოჯახი, ტილო, ზეთი, 94.5x130სმ,
1862

 
ასპარეზზე გამოდის პირველი პროფესიონალი
მხატვარი, გრიგოლ მაისურაძე, რომელმაც განათლება
პეტერბურის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, კარლ
ბრიულოვის კლასში ‘კლასგარეშე მოწაფედ’. მისი
ადრეული ნამუშევრები ტფილისური პორტრეტული
სკოლის სტილშია შესრულებული. XIX საუკუნის 70-იან
წლებში საქართველოშიც გაჩნდა დაგეროტიპი და
მრავალი ფოტო ატელიე, რის შემდეგაც პორტრეტის
ჟანრი კარგავს პოპულარობას და ქართულ დაზგურ
ხელოვნებაში ახალ ეტაპი იწყება.
(გვიან შუა საუკუნეებში (XIII სკ. IIნახ. – XVIII სკ-მდე.)
თათარ მონღოლთა შემოსევის გამო საქართველო
უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბუნებრივია,
შეფერხდა ქვეყნის განვითარება, განსაკუთრებით
კრიზისი დაეტყო აღმოსავლეთ საქართველოს.
დასავლეთ საქართველოში შემოქმედებისათვის
შედარებით მეტი შესაძლებლობა იყო. თუმცა აქაც
მხატვრობაში ტრადიციული მონუმენტალიზმის
ნაცვლად მცირე, მინიატურული ხასიათის
მრავალფეროვანი კომპოზიციები გაჩნდა, მხატვრობა
კვლავ ბიზანტიურ კომპოზიციებს იმეორებდა.

You might also like