პოლიტიკური ლიდერობა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

პოლიტიკური ლიდერობა პოლიტოლოგიის ერთ-ერთი საინტერესო პრობლემაა.

ჰეროდოტე,
პლუტარქე და სხვა ანტიკური ისტორიკოსები მას მთავარ ყურადღებას უთმობდნენ და
ისტორიებს გმირებზე, მონარქებზე და მხედართმთავრებზე წერდნენ.

მნიშვნელოვანი წვლილი პოლიტიკური ლიდერობის ფორმირებაში შეიტანა ნიკოლო


მაკიაველიმ. მისი ტრაქტატის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერი აერთიანებს და წარმოადგენს
მთელ საზოგადოებას და საკუთარი ძალაუფლების და საზოგადოებრივი წესრიგის
შენარჩუნებისთვის ყველა საშუალებას იყენებს. თავის „მთავარში“ მაკიაველიმ შეიმუშავა
პრაქტიკული რჩევები მთავრებისთვის, რაც მოიცავს ცბიერების და ძალის კომბინაციას. ამ
რჩევებს აფასებდა კრომველი და ნაპოლეონი, სტალინი და ბრეჟნევი, ჰიტლერი და ჩერჩილი და
ა.შ.

ლიდერობის კონცეფცია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ აზრსა და


პრაქტიკაზე, შეიმუშავა ფრიდრიხ ნიცშემ. თავის ნაშრომებში „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ და
„ნება და ძალაუფლება“ იგი აყენებს ადამიანი-ლიდერის, ზეადამიანის კონცეფციას.

ყველა აღნიშნავს, რომ ლიდერის მთავარი თვისება არის სხვა ადამიანებზე გავლენის მოხდენა
და მათი ძალისხმევის მიმართვა გარკვეული მიზნების მისაღწევად. მთავარი კითხვაა:
ლიდერებად იბადებიან თუ ხდებიან? ამ თემაზე მუშაობდნენ ზიგმუნდ ფროიდი და ლევ
გუმილევი. ლევ გუმილევის თანახმად ლიდერები იბადებიან. მათ ბუნება აჯილდოვებს ძლიერი
ბიოქიმიური ენერგიით. ისინი შეადგენენ მოსახლეობის მხოლოდ 5%. თუმცა ლიდერებად
დაბადებულები აუცილებლად არ იქცევიან ასეთებად. ამისთვის აუცილებელია გარკვეული
გამოცდილება. ამიტომაც მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლიდერები ხდებიან.

ლიდერობა რთული მექანიზმია მმართველების და მართულების ურთიერთობის. მთავარი


შემადგენელი ამ ცნების არის: ლიდერის უნარი შეაფასოს ზუსტად სიტუაცია; მონახოს სწორი
გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე არსებული ამოცანების, იმოქმედოს ადამიანებზე
გარკვეული ამოცანის შესასრულებლად მათი მობილიზაციისთვის. ლიდერობის მექანიზმი
გულისხმობს, რომ ადამიანები მხარს უჭერენ ლიდერს, გაცნობიერებულად და საკუთარი
სურვილით ემორჩილებიან მას.

ლიდერობის აუცილებელი პირობაა - ძალაუფლების ფლობა ფორმალურ თუ არაფორმალურ


ორგანოებში სახელმწიფოს სხვადასხვა დონეზე - სამთავრობო სტრუქტურებში, ადგილობრივ
თვითმმართველობაში ან სახალხო მოძრაობებში. ლიდერის ფორმალიზებული ძალაუფლება
გამყარებულია კანონით. ყველა შემთხვევაში ლიდერს აქვს სოციალური, ფსიქოლოგიური და
ემოციურ დასაყრდენი საზოგადოებაში.

ლიდერი უნდა შეესაბამებოდეს დროის მოთხოვნებს, ისევე როგორც მისი გარემოცვა. ბევრმა
ლიდერმა-რეფორმატორმა ვერ შეძლო თავის წარმოჩენა, რადგან მხარდაჭერა არ ჰქონდა.
ლიდერი უნდა იყოს საკუთარი ჯგუფის მეთაური, იდეის გამტარი, რომელიც დაიპყრობს
საზოგადოების ან მისი ძირითადი ნაწილის თავებს. თუმცა საზოგადოებაც უნდა ამზადებდეს
ლიდერებს. ელიტის აღზრდა - მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ამოცანაა. საზოგადოებრივი
მართვის სწავლა ქმნის წინაპირობას იმ ადამიანების მომზადების, რომლებიც შემდეგ
სახელმწიფოში მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებს დაიკავებენ. ეს არის როგორც
ცოდნის გადაცემა, სიტუაციის ანალიზის გამოცდილება, ასევე მმართველობითი ჩვევების
განვითარება და პასუხისმგებლობის გრძნობა. ასევე მართვის სხვადასხვა სტილის სწავლა,
ადამიანებთან ურთიერთობა. ლიდერმა უნდა ისწავლოს გადაწყვეტილების მიღება, გამოუვალი
სიტუაციების თავიდან აცილება და გარდაუვალი, თუმცა სასურველი ვითარების შექმნა.
ჩერჩილის სიტყვებით, მან უნდა შეძლოს სარგებლის მიღება გამოუვალი სიტუაციებიდან.

თანამედროვე სამყაროში და განსაკუთრებით რუსეთში საზოგადოებრივი განვითარების მთავარ


პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური ლიდერობის პრობლემა - საკვანძო თანამდებობებზე
ახალი ადამიანების წამოწევა, რომლებიც ღია არიან რეფორმებისთვის და იმ პოლიტიკის
გატარებისთვის, რომელიც გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრებას. პოლიტიკური ლიდერობის
პრობლემა ჩნდება მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური პირობების არსებობისას. მისი
აუცილებელი წინაპირობაა: პოლიტიკური პლურალიზმი; მრავალპარტიულობა;
შიდაპარტიული და შიდასაპარლამენტო საქმიანობა; ინტელექტუალურ-პოლიტიკური ბრძოლა
საზოგადოებაში, რომელშიც გამოიხატება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების სოციალური
ინტერესები.

წინაპირობების არარსებობა, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური ლიდერობის პრობლემების


გამოსავლენად, გამორიცხავს ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენას დემოკრატიული
გზით. ასეთია ტოტალიტარიზმი და ავტორიტარიზმი. ტოტალიტარიზმის და ავტორიტარიზმის
დროს პოლიტიკური ლიდერები არ არსებობს, არის მხოლოდ დიქტატურები და ნომენკლატურა,
რომელიც საზოგადოებას თავისი კანონებით მართავს. ამ დროს არ არის პოლიტიკური
კონკურენცია და ბრძოლა პოლიტიკური ლიდერობისთვის მხოლოდ ნომენკლატურის შიგნით
მიმდინარეობს. ამიტომაც პოლიტიკური ლიდერობის საკითხი რუსეთში აქტუალური გახდა
1980-იანი წლების ბოლოდან.

რუსეთში პოლიტიკური ლიდერობის მთავარი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მან


ერთი მხრივ შეიძინა დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური ლიდერებისთვის
დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები, ხოლო მეორე მხრივ შეინარჩუნა ნომენკლატურული
სისტემის ლიდერების თავისებურებები.

ნომენკლატურული წარსული ნათლად ჩანს პოსტკომუნისტური რუსი ლიდერების თვისებებში,


რომელიც აღიარებს ნომენკლატურული სისტემის გარკვეულ ფორმებს და მეთოდებს. ამ
თვალსაზრისით რუსი პოლიტიკური ლიდერები უფრო ახლოს არიან ნომენკლატურულთან,
ვიდრე დემოკრატიულ მართვასთან.

თანამედროვე რუსი ლიდერების თვისებაა ერთმანეთში წარმოების საშუალებების მფლობელის,


წარმოების ორგანიზატორის და პოლიტიკოსის როლის შეთავსება, რომელიც ასრულებს
პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზატორის ფუნქციებს. რეგიონული კანონმდებლობის
თანახმად, დეპუტატის მანდატის შეუთავსებლობა სამეწარმეო საქმიანობასთან ვრცელდება
დეპუტატებზე, რომლებიც მუშაობენ სრული განაკვეთით, რითიც აქტიურად სარგებლობენ
მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. აუცილებელია აღინიშნოს, რომ დასავლეთ ევროპის
ქვეყნებში პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა არის პროფესიონალი პოლიტიკოსი, ხოლო
აშშ-ში პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს უთავსებენ ბიზნესმენის და პოლიტიკოსის როლს.

კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების


დეცენტრალიზაცია, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენის რეგიონების
ჰორიზონტალურ სტრუქტურებში გადატანამ გამოიწვია რეგიონული პოლიტიკური
ლიდერების გაძლიერება. 2005 წლამდე რეგიონული ლიდერები წამოყენებული იყო
მოსახლეობისგან, ამიტომაც ცდილობდნენ მათი ნდობის მოპოვებას. ელცინის დროს
რეგიონული პოლიტიკური ლიდერები თავს გრძნობდნენ ფედერაციის საკუთარი
„სუბიექტების“ მმართველებად.

პუტინის პოლიტიკური რეფორმები ხელს უწყობდა რეგიონული პოლიტიკური ლიდერების


ნეგატიური გავლენის შემცირებას ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაზე ქვეყანაში და
დააყენა ისინი ფედერალური ცენტრის დამოკიდებულების ქვეშ.

აუცილებელია პოლიტიკური ლიდერობის კიდევ ერთი თავისებურების აღნიშვნა თანამედროვე


რუსეთში: ლიდერები არ ასრულებენ თავის პირობებს, რადგან არ არის შემუშავებული
განვითარების სტრატეგია, არ ხდება მასების ინტეგრაცია გარკვეული მიზნების და
ღირებულებების გარშემო, საზოგადოება არ არის დაცული ბიუროკრატიის უკანონობისგან.
პოსტკომუნისტური ტიპის პოლიტიკური ლიდერები ეგუებიან ქმედების ახალ პირობებს,
ახდენენ „პოლიტიკური მუტანტების“ ფორმირებას, რომელიც სხვადასხვა სტილებს აერთიანებს.
პოლიტიკურ-კულტურული ორიენტაცია ლიდერების, როგორც ეგოცენტრული
პოლიტიკოსების, გამოიხატება პირადი მოთხოვნების პრიორიტეტულ სურვილებში.

რუსული საზოგადოების ერთ-ერთი პრობლემა არის ნომინალური და ფაქტიური პოლიტიკური


ლიდერობის გამოვლენა. მნიშვნელოვან როლს არადემოკრატიულ რეჟიმებში სახელმწიფო
პოლიტიკის ფორმირებაში თამაშობენ არაოფიციალური მრჩევლები, რომელთაც ხშირად „რუხ
კარდინალებს“ უწოდებენ. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ
თანამდებობებს არ იკავებენ, თუმცა აქვთ წვდომა საკვანძო პოლიტიკურ ფიგურებთან.

რუსულ საზოგადოებაში დღეს იქმნება ახალი პოლიტიკური სიტუაცია. ერთი მხრივ, აგრძელებს
არსებობას ხელმძღვანელების რიცხვი, რომელიც არ ფლობს პოლიტიკური ლიდერების
თვისებებს. მათი ნაწილის „რეკრუტირება“ მოხდა რეფორმამდელ დროში, ნაწილის ადრე,
ძველი ტექნოლოგიით. ეს ადამიანები არ სარგებლობენ პოლიტიკური ავტორიტეტით. მეორე
მხრივ, წინა პლანზე გამოვიდნენ ლიდერების თვისების მქონე პირები. ბოლოს, საზოგადოების
დემოკრატიზაციამ გამოიწვია პოლიტიკური ლიდერების ახალი პლეადის წარმოჩენა,
რომლებიც პოლიტიკურ არენაზე სხვა მეთოდებით წარმოჩინდნენ (ალტერნატიული არჩევნები,
მიტინგებში და მასობრივ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა). ამ პროცესის
თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მან საშუალება მისცა პოლიტიკურ სცენაზე ლიდერი-
ინტელექტუალების წარმოჩენას, და არა აპარატის თანამშრომლების.

ადამიანი არის ერთადერთი და მუდმივი მოქმედი ობიექტი პოლიტიკაში. ძირითადად,


პოლიტიკა იმისთვის არსებობს, რომ აღკვეთოს ადამიანებისთვის გზა სრული, ანარქიული
თავისუფლებისკენ და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნილებები. როგორც პიროვნების
განვითარების თავისუფლება, ასევე მისი არჩევანის მრავალფეროვნება დამოკიდებულია
პოლიტიკაზე. სწორედ ეს „აიძულებს“ ადამიანებს გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი, მიიღონ
მონაწილეობა პოლიტიკაში განსაზღვრული პოლიტიკური მიზნებით. თუმცა ადამიანი
პოლიტიკაში ეფექტურად მონაწილეობს მხოლოდ სხვებთან ერთად. მასებს პოლიტიკაში აქვთ
გადამწყვეტი როლი. პოლიტიკაში ადამიანის მონაწილეობის მწვერვალია პოლიტიკური
ლიდერობა. პოლიტიკური ლიდერის ჩამოყალიბება რთული პროცესია.

ვლადიმერ პუტინის ფიგურის ფორმირება

2022 წლიდან რუსეთი ღიად ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას და საუბრები უკრაინაში


ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც კი არის. ომი იქცა კულმინაციად თითქმის 20 წლის წინ
აღებული კურსის მამაკაცურ ძალასა და მილიტარისტულ თემებზე, რომელიც
კონცენტრირებული იყო ვლადიმირ პუტინის ფიგურის ირგვლივ.

პროექტი „ვლადიმერ პუტინი“

პირველივე საპრეზიდენტო ვადის დაწყებისას ვლადიმირ პუტინი და მისი იმიჯმეიკერები


წააწყდნენ მოთხოვნას „ძლიერი ხელის“ მქონე ფიგურაზე. ქვეყანა ფრუსტრირებული იყო
საბჭოთა კავშირის დაშლის და მძიმე 90-იანი წლების შემდეგ, ხოლო წინა პრეზიდენტს ბორის
ელცინს ჯანმრთელობა შელახული ჰქონდა. მოთხოვნა სამხედროზე ან ძალოვან-პრეზიდენტზე
მაშინ არ არსებობდა, ამიტომაც პუტინისთვის გამოიყენეს ე.წ. „ჩეკისტის“ იმიჯი - რაღაც
საშუალო სამოქალაქო და სამხედრო პირს შორის: არაფრით გამორჩეული ტანსაცმელი, ჩუმი,
შემპარავი ხმა, საკითხების გადაწყვეტა ცბიერი კომბინაციებით და მოლაპარაკებებით (არა
ძალისმიერი მეთოდებით), დუმილი ოჯახისა და მეგობრების შესახებ. ამასთან პრეზიდენტი
დაკავებული იყო ძალისმიერი სპორტის სახეობით - ძიუდოთი, ხოლო მის გამოსვლებში
დროდადრო აგრესიული ფრაზებიც ისმოდა.

ეტაპობრივად მაჩოიზმი და მილიტარიზმი პუტინის სახეხატში სულ უფრო ნათლად


გამოიკვეთა. 2004 წლის არჩევნების წინ პრეზიდენტი სულ უფრო ხშირად მონაწილეობდა
სამხედრო სწავლებებში, სადაც გარე დამკვირვებლის და მაკონტროლებლის როლი უშუალო
მონაწილის როლით შეცვალა. რაკეტა „Молния М“-ის გამოცდისას ვლადიმერ პუტინმა ჩაიცვა
ფორმა კოსმოსური ჯარების ემბლემით. მან ჩაყვინთა ზღვაში ატომურ წყალქვეშა ნავ
„არხანგელსკზე“ და ამ დროს საზღვაო ქურთუკში იყო გამოწყობილი. ამით პუტინი ხაზს
უსვამდა, რომ იგი არა მხოლოდ არმიის უმაღლესი მთავარსარდალია, არამედ ამ არმიის რიგითი
ჯარისკაციც, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ჯარში იგი არასდროს გაუწვევიათ.
მოგვიანებითაც რუსეთის პრეზიდენტი აგრძელებდა სამხედრო ანტურაჟში გამოჩენას - ხან
ავიაგამანადგურებლის საჭესთან, ხანაც სნაიპერული შაშხანით ხელში.

პარალელურად პუტინის წარმოჩენა ხდებოდა უკიდურესად მასკულინური სახეხატით - საჯარო


სივრცეში იგი ნამდვილ მაჩოდ უნდა გამოჩენილიყო. ფოტოები შიშველი ტორსით ცხენზე, ცაში
აფრენა დელტაპლანით. საინფორმაციო სიახლეებში მუდამ უსვამდნენ ხაზს, რომ რუსეთის
მეთაური ციმბირში ისვენებს - ანუ დასვენება არის ექსტრემალური, რაც ხალხში „კაცურის“
ანალოგიურია. პუტინი თევზაობდა, ღამეს კარავში ათენებდა, ხოლო მას მუდამ თან ახლდა
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ.

ამ სახეხატში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო - პროპაგანდა აჩვენებდა, რომ პრეზიდენტი


ქალებში პოპულარობით სარგებლობს, ამასთან ახალგაზრდა ქალებში, როგორც ნამდვილ მაჩოს
შეეფერება. 2000-იანების დასაწყისში რადიოსა და ტელევიზიაში გამოჩნდა სიმღერა „ისეთივე,
როგორიც პუტინია, ხოლო 2010-იანების დასაწყისში მოძრაობა „Наши“-მ პუტინის დაბადების
დღისთვის გამოუშვა კალენდარი МГУ-ს ნახევრადშიშველი სტუნდეტებით. ყოველწლიურ
პრეს-კონფერენციებზე პუტინს შეკითხვებს ძირითადად ახალგაზრდა გოგონები უსვამდნენ.

სამხედრო ლიდერი

სამხედრო სახეხატში პუტინი ახდენდა მეომარი მამაკაცის არქეტიპის, დამცველის და


ამავდროულად პოტენციური აგრესორის აქტუალიზებას. პუტინის იმიჯმეიკერები უჩვენებდნენ
საზოგადოებას ჯანღონით სავსე მამაკაცს, ქალების ოცნებას და მისაბაძ მაგალითს თანამოქალაქე
კაცებისთვის. თავად პუტინსაც ეს ძალიან მოსწონდა: სავარაუდოდ, მას ამ როლის თამაშიც კი არ
მოუწია. რუსეთის პრეზიდენტის გამონათქვამები და გასროლილი რეპლიკები ადასტურებს მის
პატრიარქალურ მსოფლმხედველობას და აგრესიულ განწყობებს. უკრაინაში ომამდე ყველას
დაამახსოვრდა მისი ფრაზა: „Нравится — не нравится, терпи, моя красавица“. ამ ფრაზაში
იკვეთება მამაკაცის მხრიდან ქალზე ძალადობის მოტივი, მაგრამ პუტინი, რომელმაც ფრაზა
ღიმილით წარმოთქვა, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

იმას, რომ პუტინი ემხრობა პრიმიტიულ სექსისტურ ხედვებს და უშვებს ძალადობას, მისი სხვა
გამონათქვამებიც ადასტურებს. „ცნობილი იტალიურ ფილმში არის ასეთი ფრაზა: „ნამდვილმა
მამაკაცმა ყოველთვის უნდა სცადოს, ხოლო ნამდვილი ქალი მას შეეწინააღმდეგოს“ - თქვა
პუტინმა მედიის თავისუფლებაზე საუბრისას.

„მომიკითხეთ თქვენი პრეზიდენტი! ძალიან ძლიერი მამაკაცია! ათი ქალი გააუპატიურა! მისგან
ნამდვილად არ ველოდი! მან ყველა გაგვაკვირვა და მისი ყველას გვშურს!“ - ასეთი რეპლიკა
წარმოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებაზე, რომელიც
ისრაელის ექს-პრეზიდენტ მოშე კაცავს წაუყენეს.

„ბერლუსკონის იმის გამო ასამართლებენ, რომ ქალებთან ცხოვრობს. ის რომ ჰომოსექსუალი


იყოს, თითითაც არავინ შეეხებოდა“ - ეს მისი განცხადებაა იტალიის ექს-პრემიერ სილვიო
ბერლუსკონიზე, რომელიც არასრულწლოვნების გარყვნაში დაადანაშაულეს.

ახლა, რუსული და საერთაშორისო გამომძიებლების პუბლიკაციებიდან ჩვენ ვიცით პუტინის


მრავალრიცხოვანი საყვარლების და ქორწინების მიღმა დაბადებული შვილების შესახებ,
ამიტომაც ეს სექსისტური ხუმრობები არა მხოლოდ მისი თამაშია აუდიტორიასთან, არამედ
პირადი შეხედულება ურთიერთობებზე.

მაგრამ პრეზიდენტის გამონათქვამები რეზონანსში მოდის რუსების ნაწილის ხედვებთანაც -


როგორც მამაკაცების, ასევე ქალების და ამავდროულად ახდენს ძალადობის ნორმალიზებას.
შედეგად, 2017 წელს რუსეთში მოხდა ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაცია: ერთგვარი
სიგნალი, რომ ქალების ცემა სახლში მამაკაცების მხრიდან დაშვებულია. 2020 წლის ბოლოს კი
ექსტრემალურად სწრაფად, 10 დღეში მიიღეს ცვლილებები კანონში, რომელიც აწესებდა
სასჯელს სექსუალიზებულ ძალადობაზე ცილისწამების გამო. ეს იყო რუსული პასუხი
საერთაშორისო #metoo კამპანიაზე და კანონპროექტის მიღების სისწრაფიდან ჩანს, რომ
ინიციატივა ზემოდან მოდიოდა.

ვლადიმირ პუტინი სულ უფრო აგრესიულად იქცეოდა საერთაშორისო არენაზეც - სპორტულ-


შეჯიბრობითი რიტორიკა, მაგალითად, პორტუგალიის დაწევა ეკონომიკური მაჩვენებლებით,
ჩაანაცვლა აგრესიულმა რიტორიკამ. პრეზიდენტი სულ უფრო ხშირად საუბრობდა რუსეთის
ინტერესების დაცვაზე ძალის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ ღია პრეტენზიები რუსეთის
სახელმწიფოს არსებულ ინტერესებზე ყირიმის ანექსიამდე სხვა ქვეყნებს არ გამოუთქვამთ.
თავდასხმისგან ჰიპოთეტური თავდაცვა იქცა ვლადიმირ პუტინის გამოსვლების
პარანოიდალურ ლეიტმოტივად.

2009 წელს ილია გლაზუნოვის გამოფენაზე პუტინმა ყურადღება მიაქცია წმინდა თავადების
ბორისის და გლების ნახატს. „ბორისი და გლები წმინდანები არიან, ეს ცხადია. თუმცა მათ
ყველაფერი ბრძოლის გარეშე დათმეს. ეს ჩვენთვის მაგალითი ვერ იქნება. იწვნენ და ელოდნენ,
თუ როდის მოკლავდნენ“ - განაცხადა პუტინმა.

მაჩო-ლიდერი

პოლიტიკაში გენდერული როლების მკვლევარი ტატიანა რიაბოვა აღნიშნავს, რომ „თავად


საერთაშორისო ურთიერთობების სფერო შეგვიძლია მასკულინობის კვლავწარმოების ადგილად
განვიხილოთ“. რუსეთი და მისი ლიდერი მასკულინობას საერთაშორისო არენაზე აქტიურად
აწარმოებენ. მოწინააღმდეგეც ძალიან სწრაფად მონიშნეს: აშშ - სახელმწიფო, რომელიც
სამხედრო ძალით უთანაბრდება და აღემატება კიდეც მას.

მამაკაცის სახეხატი, რომელიც იარაღს აჟღარუნებს და მზადაა გადაჭრას საკითხები ძალით,


სწრაფად გავრცელდა მემების სახით, სადაც ეს მამაკაცი (მართალია წარმოსახვით სამყაროში)
საკითხებს ძალის გამოყენებით აგვარებს. მოძრაობა „ახალგაზრდა გვარდიამ“ მოაწყო გამოფენა,
სადაც ხდებოდა პუტინის გამოსახულების ექსპონირება, რომელიც ძიუდოს დაპირისპირებაში
ამარცხებდა ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას. მსგავსი სურათების მესიჯი ლოგიკური
კავშირითაა აწყობილი: პუტინი ფიზიკურად ძლიერია ობამაზე და მასზე უკეთ ფლობს
საბრძოლო ხელოვნებას - შესაბამისად რუსეთიც ძლიერია აშშ-ზე.

ტატიანა რიაბოვას კვლევაში მოყვანილია სოციოლოგიური კვლევების შედეგებიც:


რესპოდენტები რუსეთისა და აშშ-ს დაპირისპირებას ორი მამაკაცის ჩხუბად წარმოაჩენდნენ.
ზოგიერთი ამ დაპირისპირების მიზეზზეც საუბრობდა: უკრაინაზე, რომელიც ამ შემთხვევაში
ქალს წარმოადგენს.

რთული წარმოსადგენი არ არის, რომ პროპაგანდისტული პატერნები უკრაინის სისუსტის


შესახებ სწორედ მაშინ წარმოიშვა - 2008 წელს, ამასთან მათი გავრცელებისთვის გამოიყენებოდა
გენდერული სტერეოტიპები. მაშინვე პროპაგანდამ დაიწყო სხვა სტერეოტიპების გავრცელებაც,
რომელიც უკვე ევროპას ეხებოდა. იგი წარმოჩენილი იყო სუსტ და დაუძლურებულ
ტერიტორიად, სადაც ბატონობს ფემინიზმი და გეი-აღლუმები.

რუსეთის დაცვის თემის მუდმივად აქტუალიზება დასავლეთის ქვეყნების, უპირველეს ყოვლისა


აშშ-ს მხრიდან პრაქტიკულად გარდაუვალი თავდასხმის წინაშე, არმიის, როგორც
ტექნოლოგიური მანქანის მუდმივი პიარი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი თავდასხმის
მოგერიება თითქმის ადამიანური დანაკარგების გარეშე - დიდწილად ეს იქცა კონფლიქტის
ცხელი ფაზის კატალიზატორად. გამოთქმა „საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმაა“ სავარაუდოდ
ცნობილია რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელსაც უყვარს ანდაზები და გამონათქვამები.

როგორც ცნობილია, ვლადიმირ პუტინი ენდობა საკუთარ პროპაგანდისტებს. სავარაუდოდ,


პრეზიდენტს მართლაც ჰქონდა ბლიცკრიგის და უსისხლო ომის იმედი. და აქ ის კვლავ
აღმოჩნდა საკუთარი გამონათქვამების ლაბირინთში. პუტინი თავს წარმოაჩენდა მაჩო ლიდერად
ასეთივე მაჩო-ქვეყნის, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ვერც სამხედრო და ვერც
სანქციების თვალსაზრისით. ხელისუფლებისადმი ლოიალური რუსები, რაც მოსახლეობის
საკმაოდ დიდი ნაწილია, მსგავს ხედვას მხარს უჭერდნენ და დღემდე უჭერენ.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაიწყო საომარი დროის კანონებით ცხოვრება. სახელმწიფო
დუმამ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „არმიის დისკრედიტაციის“ შესახებ, რომელსაც
შემოჰქონდა სამართლებრივი დევნა შეიარაღებული ძალების შესახებ გავრცელებული ფეიკების
გამო. სწრაფად ამოქმედდა ცენზურა - დაიბლოკა ტელეარხი „დოჟდი“ და „გაზპრომ-მედიას“
საკუთრებაში არსებული რადიოსადგური „ეხო მასკვაც“ კი. ისეთი აბსტრაქტული პლაკატების
გამოც კი, რომელსაც „მშვიდობისთვის“ აწერია, ადამიანების ციხეში ხვდებიან. კანონი
მოსახერხებელი საშუალება აღმოჩნდა პოლიტიკურ ოპონენტებთან გასამკლავებლადაც -
მაგალითად მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის მუნიციპალური საბჭოს ოპოზიციური
დეპუტატები ყრილობაზე გამოთქმული განცხადებების გამო სამართლებრივი დევნის ქვეშ
აღმოჩნდნენ. რეჟიმი მაქსიმალურად მიუახლოვდა დიქტატურას.

64-ე ბრიგადისთვის საპატიო წოდების მინიჭებით, რომელიც ეჭვმიტანილია ბუჩაში ჩადენილ


სამხედრო დანაშაულებში, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ძალადობის მაქსიმალურ ესკალაციას
მისი ყველაზე სასტიკი სახით იგი მიესალმება და სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს.
ის, რაზეც უმაღლესი ძალაუფლების წარმომადგენელი ძალადობაზე საუბრობდა, მოქალაქეთა
ნაწილისთვის ნორმად იქცა.

იარაღი, რომელიც კედელზე ეკიდა, რომ ხაზი გაესვა პატრიარქალურ ქვეყანაში პრეზიდენტის
მასკულინური იმიჯისთვის, თანდათან ტყვიებით გაივსო. მას უნდა გაესროლა და 2022 წლის 24
თებერვალს გაისროლა.

You might also like