Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

I ჯგუფი, V კურსი

თინათინ ლეჟავა

შემთხვევის განხილვა
22 წლის მდედრობითი სქესის პაციენტმა, მომართა კლინიკას დიდი მტკივნეული
წყლულოვანი დაზიანებებით მარჯვენა იღლიის ქვეშ და ზურგზე. მან პირველად
შეამჩნია რამდენიმე ფურუნკული თავის იღლიაში, რომელსაც მისი ზოგადი
პრაქტიკოსი ექიმი თავდაპირველად მკურნალობდა ანტიბიოტიკებით, თუმცა
უშედეგოდ. მოგვიანებით ეს ფურუნკულები გაიზარდა, გაერთიანდა და
წარმოიქმნა დიდი ჩირქოვანი წყლულები.
შემდგომი ანამნეზის შეკრებისას, პაციენტმა აღნიშნა ლეთარგია, მადის
დაქვეითება, და წონაში კლება. იგი უარყოფს დიარეას, შეკრულობას ან
აბდომინალურ ტკივილებს. პაციენტი არ იღებდა არანაირ რაგულარულ
მედიკამენტს, გარდა ორალური კონტრაცეპტივებისა.იგიგ ამჟამად უმუშევარია .
ამბობს რომ ახლახანს დაბრუნდა მოგზაურობიდან, რომლის ფარგლებშიც იგი
იმყოფებოდა აშშ-ში, მექსიკასა და იამაიკაზე.
ფიზიკალური გამოკვლევა: ინსპექციით გამოვლინდა მრავლობითი
პუსტულარული დაზიანება, თეთრი ზედაპირით, ზურგზე და რამდენიმე ღრმა
წყლული იასამნისფერი, უსწორმასწორო კიდეებით და ყვითელი გამონადენი
პაციენტის იღლიის ფოსოდან, რომელმაც შეხორცებისას მიიღო
კრიბრიფორმული შესახედაობა. მუცლის ინსპექცია ცვლილებების გარეშე.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა: სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდა
მიკროციტული ანემია(ჰემოგლობინი 9.5 გ/დლ), ჰიპოალბუმინემია(21გ/ლ) და ც-
რეაქტიული ცილა 166მგ/ლ. ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები ნორმაში.
ჭრილობის ნაცხებში არ აღმოჩნდა რაიმე პათოგენის ზრდა და კანის ბიოფსიის
შედეგად გამოვლინდა ღრმა ჩირქოვანი ფოლიკულიტი მკვრივი ნეიტროფილური
ინფილტრატით.
დიფერენციალური დიაგნოზი: საწყის ეტაპზე დიფ.დიაგნოზი გატარდა
ინფექციურ წყლულებთან, როგორიცაა სტაფილოკოკური ინფექცია ან
ლეიშმანიოზი, და კანის ანთებით მდგომარეობასთა. ჭრილობის კულტურალური
გამოკვლევის და ჰისტოლოგიური ცვლილებების საფუძველზე დაისვა
განგრენული პიოდერმიის დიაგნოზი.
მკურნალობა: პაციენტმა თავდაპირველად დაიწყო ფართო სპექტრის
ანტიბიოტიკების ინტრავენური ინექცია, თუმცა წყლულოვანი დერმატიტის
დიაგნოზის დასმის შემდეგ მასმკურნალობდნენ ორალური და ადგილობრივი
სტეროიდებით, ასევე რეგულარული ტენიანი ჭრილობების სახვევებით.
გამოსავალი და შემდგომი დაკვირვება: განგრენული პიოდერმიის დიაგნოზის
დადასტურების შედეგ, პაციენტს ჩაუტარდა შემდგომი გამოკვლევები, ძირითადი
დაავადების გამოსავლენად, რომელიც იწვევდა ზემოთ აღნიშნულ სხვა
სიმპტომებს. ანამნეზურად წონის კლებისა და ალბუმინის დაბალი რაოდენობის
გამო მას ჩაუტარდა კოლონოსკოპია, რომლითაც გამოვლინდა ღრმა
დაწყლულებების არეები და ქვაფენილის სიმპტომი. ჰისტოლოგიური
გამოკვლევით დადასტურდა კრონის დაავადების დიაგნოზი. პაციენტს დაენიშნა
სტეროიდები PG-ისთვის, ასევე ჭრილობის ყოველდღიურ მოვლა და დამუშავება,
რასაც კარგად დაექვემდებარა კანის დაზიანებები. შემდგომში შემოწმდა
თიოპურინ მეთილტრანსფერაზას დონე და დაიწყო აზათიოპრინის მიღება კრონის
დაავადებისთვის.

You might also like