Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ყველა ადამიანს არ შეუძლია თავი დააღწიოს უსახურ გარემოებას

რადგან ამას ძალიან დიდი გამბედაობა ესაჭიროება. ზოგ შემთხვევაში


შესაძლოა ეს ფატალურადაც დამთავდეს მაგრამ ეს ზოგისთვის
პრობლემას არ წარმოადგენს.
ნიკოლოზ ლორთქიფანიძის მოთხრობაში „შელოცვა რადიოთი“
მოცემულ ამონარიდში მკითხველი ეცნობა ძუსტად ამ პრობლემას.
უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს მითითება და ბიძგი სჭირდებათ რათა
გადადგან ნაბიჯი ახალი ცხოვრებისაკენ. კარგადაა მოთხრობაში
მოცემული ამ გარემოების შესახებ და რამინოს ზემოქმედება ელის
მოტივაციის მიმართ. სწორედ ამ მონაკვეთიდან ხვდება მკითხველი
რომ სხვა გამოცდილი ადამინის რჩევებით ცხოვრება უფრო ადვილია
ვიდრე რჩევების გარეშე რაიმეს მიღწევა. ხშირ შემთხვევაში ამ
გარემოებისგან თავის დაღწევა და ახალი ცხოვრების დაწყება სხვა
ადამიანის რჩევებით ძალიან ადვილი ხდება მაგრამ შესაძლოა დიდი
რისკებიც კი მოითხოვოს. ელის ბოლო სურვილი ყოველდღე
იზრდებოდა და სამშობლოს მონატრება დიდ ტანჯვას იწვევდა მის
გონებაში, ოდნავი ძალაც კი არ შერჩენია მას იმისთვის რომ
სამშობლოს მიწაზე ფეხი კიდევ დაედგა რადგან მას ხელ-ფეხი
უცხოურმა მიწამ შეუბოჭა. ეს კი მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ მას
გვერდში არავინ უდგა და არც ნუგეშის გამზიარებელი არ ჰყავდა
„ამიტომაც ქართველი ქალი, ძველი ქართული გვარის უკანასკნელი
ნაშიერი კვდება კონიაკით მთვრალი, გველებთან ცეკვით მოღლილი
და მათგანვე დაგესლილი... მისი ერთადერთი მიზანი ხომ ოცნებაშია:
ელის სურდა ეყიდა სამშობლოში დაბრუნების უფლება ჭრელ
პარტნიორებთან ამ გასაოცარი შეჭიდებით.“
უსახური გარემოებისგან თავდასაღწევად ყველაფერი გააკეთება
ნეტარმა შუშანიკმა მან ძალიან დიდი გამბედაობა გამოიჩინა როდესაც
რელიგის დათმობას და დედოფლის სამკაულებს ბორკილები და
ციხეში დამწყვდეული ლოცვა ამჯობინა. მისი მაგალითი რომ არა
ალბათ დღეს ჩვენი სამშობლო არ იქნებოდა ისეთი როგორიცაა.
ფილმი ფესვები ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი
განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე
მოგვითხრობს. ფილმის მთავარი პერსონაჟი საფრანგეთში საშოვარზე
მიემგზავრება, თუმცაღა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა და
საზღვრების ჩაკეტვის გამო ის სიცოცხლის ბოლომდე რჩება
საფრანგეთში. მიუხედავად გადაწურული იმედებისა ის მაინც არ
კარგავს სამშობლოში დაბრუნების იმედს. მაგრამ რეალობა ადამიანს
ყოველთვის ანახებს მის სიმწარეს და მთავარ პერსონაჟს მიახვედრებს
რომ შინ დაბრუნება არ უწერია.

You might also like