ჰაკიმ ბეი - სულიერი პალეოლითი და მაღალი ტექნოლოგიები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ჰაკიმ ბეი - სულიერი პალეოლითი და მაღალი ტექნოლოგიები

ონტოლოგიური ანარქიზმის ასოციაცია ხშირად ახსენებს “პალეოლითს”, მაგრამ არ იფიქროთ


თითქოს ჩვენ ქვის ხანაში გვსურს დაბრუნება.

ჩვენ არავითარი ინტერესი არ გვაქვს “დავუბრუნდეთ მიწას” თუ ეს გულისხმობს განავალში-


მქექავი მიწათმოქმედი გლეხის მოსაწყენ ცხოვრებას – ჩვენ არ ვემხრობით “ტრაიბალიზმს” თუ
ის მოდის თავისი ტაბუებით, ფეტიშებითა და კვების ნაკლებობით[ცუდი კვებით]. ჩვენ არ
ვერჩით კულტურის კონცეფციას – თავისი ტექნოლოგიებით.

ჩვენი პრეტენზიები იწყება ცივილიზაციასთან შეხებისას.

ის, რაც ჩვენ გვიზიდავს პალეოლითურ ცხოვრებაში ჩამოყალიბებული იყო ანთროპოლოგიური


სკოლა “ხალხი-ავტორიტარიზმის-გარეშე”-ს მიერ:

მონადირე/შემგროვებელთა საზოგადოების ელეგანტური სიზარმაცე, 2 საათიანი სამუშაო დღე,


აკვიატებული ხელოვნება, ცეკვა, პოეზია და შეყვარებულობა, “შამანიზმის დემოკრატიზაცია”,
აღქმის კულტივაცია... მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვიზიდავს კულტურა.

ის, რაც არ მოგვწონს ცივილიზაციაში გამომდინარეობს შემდეგი პროგრესიიდან:


“აგრიკულტურული რევოლუცია”; კასტების წარმოშობა; ქალაქი და მისი იერარქიული
კონტროლის კულტი [“ბაბილონი”]; მონობა; დოგმა; იმპერიალიზმი [“რომი”]; სექსუალობის
ჩახშობა, სუბლიმაცია “მუშაობაში”, “ავტორიტეტის” მეთვალყურეობის ქვეშ.

“იმპერია არასოდეს გამქრალა”.

ფსიქიური/სულიერი პალეოლითი დაფუძნებული მაღალ ტექნოლოგიებზე.

პოსტ-ინდუსტრიალური, ნომადური [“უფესვო კოსმოპოლიტიზმი”],”ნულოვანი სამსახურით”.

კვანტური პარადიგმის საზოგადოება – აი რა არის ჩვენთვის მომავლის იდეალური ხედვა


როგორც ქაოსის თეორიის მიხედვით, ასევე “ფუტუროლოგიის” მიხედვით [ამ ტერმინის
რობერტ ანტონ უილსონისა და ტიმოთი ლირისეული გაგებით]

რაც შეეხება აწმყოს: ჩვენ უარვყოფთ ყველანაირ კოლაბორაციას ანორექსიისა და ბულემიის


ცივილიზაციასთან, ხალხთან ვისაც იმდენად რცხვენია რომ არასოდეს უტანჯიათ რომ
განდეგილი ბერის ტანისამოსები გამოიგონეს თავისთვის და სხვებისთვის – ან იმათთან ვინც
თანაგრძნობის გარეშე, ხარბად ჭამს, ხოლო შემდეგ აღებინებს საკუთარ დახშულ დანაშაულს
დიეტებისა და ძუნძულის მაზოხისტურ თამაშებში. ყველა სიამოვნება და თვით-დისციპლინის
ფორმები ჩვენ ბუნებისგან გვეკუთვნის – ჩვენ არასოდეს უარვყოფთ საკუთარ თავებს, ჩვენ
არასოდეს დავთმობთ რამეს; მაგრამ რაღაცეებმა პირიქით ჩვენ დაგვთმეს და მიგვატოვეს
იმიტომ რომ ჩვენ ზედმეტად დიდები ვართ მათთვის.
მე ერთდროულად გამოქვაბულის ადამიანი და ვარსკვლავური მუტანტი ვარ, კრიმინალი და
თავისუფალი პრინცი.

ერთხელ ინდიელი ბელადი თეთრ სახლში ბანკეტზე მიიწვიეს. როცა საჭმელი მოიტანეს,
ბელადმა მისი თეფში მთლიანად გაავსო, და არა ერთხელ, არამედ სამჯერ. ბოლოს მის წინ
მჯდარმა თეთრმა უთხრა ბელადს: ”ბელადო, ჰეჰეჰ, ხომ არ ფიქრობთ რომ ეს ძალიან ბევრია ?”

“აჰა”, უპასუხა ბელადმა, “ძალიან ბევრი – ზუსტად საკმარისია ბელადისთვის”

ამის მიუხედავად მაინც, “ფუტუროლოგიის” გარკვეული დოქტრინები ჩვენთვის


პრობლემატურია. მაგალითად, თუნდაც დავუშვათ, რომ ისეთ ახალ ტექნოლოგიებს
როგორიცაა ტელევიზორი, კომპიუტერები, რობოტიკა, კოსმოსის კვლევა და ა.შ.
განმათავისუფლებელი პოტენციალი გააჩნიათ, ჩვენ მაინც ვხედავთ ცარიელ დასაძლევ
სივრცეს პოტენციალურსა და აქტუალიზაციას შორის. ტელევიზორის გაბანალურება,
კომპიუტერების “იაპიფიკაცია” და კოსმოსის მილიტარიზება “გვეუბნებიან,” რომ ეს
ტექნოლოგიები თავიანთ თავში წინასწარ,“დეტერმინირებულად” არ ატარებენ
განმათავისუფლებელ პოტენციალს.

თუ ჩვენ უარვყოფთ თუნდაც ბირთვულ ჰოლოკოსტს, როგორც მომდევნო დიდ სპექტაკლს,


რომელიც ჩვენს ყურადღებას რეალური პრობლემებიდან სხვაგან მიუძღვება ორკესტრის
დირიჟორივით, ჩვენ მაინც ვაღიარებთ, რომ “გარანტირებული საერთო
უერთიერთგანადგურება” და “სუფთა ომი” რამდენადმე “აცივებს” ჩვენს ენთუზიაზმს მაღალ-
ტექნოლოგიური მოგზაურობის გარკვეული ასპექტების მიმართ.

ონტოლოგიური ანარქიზმი ინარჩუნებს თავის სიყვარულს ლუდიზმის როგორც ტაქტიკისადმი:


თუ მოცემული ტექნოლოგია,იმის მიუხედავად თუ რამდენად საინტერესოა მისი პოტენციალი
მომავალში, გამოიყენება ჩაგვრისთვის აქ და ახლა, მაშინ მე უნდა შევიარაღდე საბოტაჟით ან
ხელში ამ ტექნოლოგიის წარმოების საშუალებები [ან შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი –
კომუნიკაციის წარმოების საშუალებები] ჩავიგდო. არ არსებობს კაცობრიობა ტექნეს გარეშე –
მაგრამ არ არსებობს ტექნე რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ჩემი
ადამიანურობა.

ჩვენ უარვყოფთ ანტი-ტექნოლოგიურ ანარქიზმს – პირველ რიგში ჩვენთვის [სადღაც ალბათ


არსებობს ხალხი ვისაც სიამოვნებს ფერმერობა, ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ] – და ჩვენ
უარვყოფთ ტექნოლოგიური “რემონტის” კონცეფციასაც. ჩვენთვის ყველა ფორმის
დეტერმინიზმი ერთდროულად მიუღებელია – ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მონები არც ჩვენი
გენების, არც ჩვენი მანქანების. “ბუნებრივი” არის ის რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ და ვქმნით.
“ბუნებას არ გააჩნია კანონები – მას აქვს მხოლოდ ჩვევები.”

ჩვენთვის სიცოცხლე არ ეკუთვნის არც წარსულს – ამ საქვეყნოდ განთქმული ლანდების


სამეფოს, სადაც ისინი ღობედ არიან ჩამწკრივებულები ძველი პროდუქტებივით თავიათ
გაფერმკრთალებულ საფლავებთან, სიცოცხლე არ ეკუთვნის არც მომავალს,რომლის მუტანტი
მოქალაქეები მთელი მზრუნველობით[შურით] იცავენ უკვდავების, სინათლის სიჩქარეზე უფრო
სწრაფად გადაადგილების, გენეტიკური ინჟინერიისა და სახელმწიფო აპარატების ჭკნობის
საიდუმლოებებს. Aut nunc aut nihil .

ყოველი მომენტი შეიცავს უსასრულობას,რომელშიც შესაძლებელია ჩაყვინთვა – და მაინც ჩვენ


ვიკარგებით მკვდარი ადამიანების თვალებიდან დანახულ ხილვებში, ან ჯერ კიდევ
დაუბადებელი სრულყოფილების ნოსტალგიაში.

ჩემი წინაპრებისა და ჩემი შთამომავლების ცოდნა ჩემთვის იმაზე მეტი არაა, ვიდრე
დიდაქტიკური ან საინტერესო ზღაპარი – მე არასოდეს ვიტყვი, რომ ისინი ჩემზე უკეთესები
არიან, თუნდაც ჩემი სიუძლურის [სიპატარავის] გასამართლებლად. მე ჩემს თავს მივეცი
ლიცენზია, რომელიც უფლებას მაძლევს გავძარცვო ისინი, მოვიპარო მათგან ის რაც მე
მჭირდება – სულიერი პალეოლითი თუ მაღალი ტექნოლოგიები, თუნდაც ცივილიზაციის
ულამაზესი ნამტვრევები, ფარული მაგისტრების საიდუმლოებები, ფუქსავატ არისტოკრატთა
სიამოვნებები და ბოჰემის ცხოვრება.

იმის მიუხედავად, თუ რას ამბობდა ნიცშე, დეკადანსი ისეთივე ღრმა როლს თამაშობს
ონტოლოგიურ ანარქიზმში, როგორც ჯანმრთელობა – ჩვენ ყველასგან ვიღებთ იმას, რაც ჩვენ
გვინდა/გვჭირდება. დეკადენტი ესთეტები არ მართავენ სულელურ ომებს და არ ძირავენ
საკუთარ ცნობიერებას მიკროცეფალურ სიხარბესა და შეურაცხყოფებებში. ისინი
თავგადასავლებს - არტისტულ ინოვაციებსა და არა-ორდინარულ სექსუალობაში ეძებენ, ვიდრე
სხვათა გაჭირვებაში. ონტოლოგიური ანარქიზმის ასოციაცია აღფრთოვანებულია და
იარაღდება მათი სიზარმაცით, მათი ზიზღით უინტელექტობისა თუ ნორმალურობის მიმართ,
მათ მიერ არისტოკრატიული მგრძნობელობის ექსპროპრიაციით. ჩვენი აზრით ეს თვისებები
პარადოქსალურად ეთავსება უძველესი ქვის ხანის უსაზღვრო ჯანმრთელობას,
იერარქიულობის უარყოფას, კანონების ნაცვლად სათნოების/ღირსების კულტივაციას.

ჩვენ ვითხოვთ დეკადანსს ავადმყოფობის გარეშე და ჯანმრთელობას მოწყენილობის გარეშე!

ამიტომაც A.O.A. [ონტოლოგიური ანარქიზმის ასოციაცია] მთლიანად მხარს უჭერს ყველა


მკვიდრი,ადგილობრივი ტომის ბრძოლას ავტონომიისთვის – და ამავდროულად მხარს უჭერს
ფუტუროლოგების ველურ, ყველაზე “გასულ” სპეკულაციებსა და მოთხოვნებს, მომავლის
პალეოლითი [რომელიც ჩვენთვის, როგორც მუტანტებისთვის უკვე არსებობს] გლობალურ
დონეზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ წარმოსახვის/ფანტაზიის ტექნოლოგიების მასობრივი
გავრცელების შემდეგ, მხოლოდ ისეთი მეცნიერული პარადიგმის გავრცელების
შემდეგ,რომელიც სცდება კვანტური მექანიკას და თავს აღმოაჩენს ქაოსის თეორიისა და
სპეკულაციური გამონაგონის ჰალუცინაციებში.

როგორც უფესვო და უსამშობლო კოსმოპოლიტები ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ წარსულის


ყველა სილამაზეზე, იქნება ეს აღმოსავლეთის თუ ტომური საზოგადოებების – ეს ყველაფერი
უნდა იყოს და შეიძლება იყოს ჩვენი, ესენიც და იმპერიის ოქროებიც: ჩვენ უნდა ვფლობდეთ მას
იმისათვის, რომ გავუყოთ სხვებს. და ამავე დროს, ჩვენ ვითხოვთ ტექნოლოგიას, რომლიც
გარდაქმნის სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიას, ელექტროობის ყველგანმყოფობასაც კი; ჩვენ
ვითხოვთ “ჰარდვეარს” რომელიც გადაიკვეთება ჩვენი ცნობიერების ბიოლოგიურ
არქიტექტურასთან, რომელიც შეიცავს კვარკების ძალას, სავსეა იმ ნაწილაკებით, რომლებსაც
ძალუძთ დროში უკან მოგზაურობა, ჩვენ ვითხოვთ ტექნოლოგიას, რომელსაც გააჩნია
კვაზარებისა და პარალელური სამყაროების ენერგია.

ანარქიზმისა და ლიბერტარიანიზმის მოქიშპე იდეოლოგიები ყოველი მისი ბრენდის


შესაბამისი, შეზღუდული ხედვის საფუძველზე ხატავს რაიმე უტოპიას – ერთთათვის ეს
გლეხური კომუნაა, მეორეთათვის განვითარებული კოსმოსური ქალაქი. ჩვენ კი ვამბობთ: დაე
აყვავდეს მილიონი ყვავილი, მხოლოდ იმ მებაღის გარეშე, რომელიც თხრის სარეველებს და
“ალამაზებს” ბაღს, რომელიმე მორალისტური ან ევგენიკური სქემის მიხედვით.

ერთადერთი ჭეშმარიტი კონფლიქტი არსებობს ტირანის ავტორიტეტსა და რეალიზებული


“მე”-ს ავტორიტეტს შორის – დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა, ფსიქოლოგიური პროექცია,
ფუჭი მრავალსიტყვაობა.

გარკვეული გაგებით გაიას[დედამიწის] გოგოები და ბიჭები არასოდეს გაცდენილან


პალეოლითს, სხვა გაგებით, მომავლის ეს სრულყოფილებები უკვე ჩვენია. და მხოლოდ ამბოხს
შეუძლია “გადაწყვიტოს” ეს პარადოქსი; მხოლოდ ამბოხი, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი
ცრუ ცნობიერების წინააღმდეგ – დაანგრევს ჩაგვრის ტექნოლოგიას და სპექტაკლის
სიმდაბლეს. ამ ბრძოლაში შამანის მოხატული ნიღაბი შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი
აღმოჩნდეს, როგორც თანამგზავრის ან დაშიფრული კომპიუტერული ქსელის დაპყრობა.

ჩვენთვის იარაღის არჩევის ერთადერთი კრიტერიუმი – მისი სილამაზეა. საშუალებები უკვე


რაღაც გაგებით გადაიქცნენ მიზნებად; ამბოხი უკვე გახდა ჩვენი თავგადასავალი. Becoming is
Being. წარსული და მომავალი არსებობს ჩვენში და ჩვენთვის, ალფა და ომეგა. არ არსებობენ
სხვა ღმერთები ჩვენამდე და ჩვენ შემდეგ. ჩვენ ვართ თავისუფლები დროში – და აუცილებლად
ვიქნებით ასეთივე თავისუფლები სივრცეში.

You might also like