Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 11

სუპერქარი,რომელმაც

დროს გაუსწრო
McLaren F1
ტიტული - "ყველაზე სწრაფი"
ყოველთვის მომხიბვლელი
იყო ავტოსამყაროში. 60-იანი
წლებიდან დაწყებული
ყველაზე ძლიერი
ავტომწარმოებლები
იბრძოდნენ ამ ტიტულის
მოსაპოვებლად.
როდესაც არავინ არ დათმო
- ბოლოს კონკურენცია
სიგიჟეს დაემსგავსა, მაგრამ
მალევე ჩაკვდა 1992 წელს,
როდესაც ინგლისურმა
ავტომწარმოებელმა McLaren-
მა ყველა დროის ერთ-ერთი
საუკეთესო მოდელი -
F1 გამოუშვა.
ისტორია 1988 წელს
დაიწყო - როდესაც
McLaren-ის ფორმულა 1-
ის გუნდა 16 რბოლიდან
15 მოიგო და სეზონის
გამარჯვებული გახდა...
კომპანიის
პარტნიორებმა სწორედ
ამ დროს გადაწყვიტეს
შეექმნათ უნიკალური
ავტომობილი,
რომელსაც ექნებოდა
შეუდარებელი
Performance-ი, უმაღლესი
Horsepower to Weight
Ratio და ასევე
გამოსადეგარი იქნებოდა
ყოველდღიური
მოხმარებისათვის.
ამ მიზნების მისაღწევად, მაკლარენის მთავარი კონსტრუქტორი Gordon Murray მიხვდა, რომ
საჭირო იყო შეექმნა მძლავრი და მსუბუქი, ატმოსფერული V12-ით აღჭურვილი მოდელი,
რომელიც არაერთი გამარჯვების ტიტულის მფლობელი გახდებოდა. 4 წლიანმა შრომამ და რაც
მთავარია F1-ის უდიდესმა გამოცდილებამ/ტექნოლოგიების გამოყენებამ თავისი გაიტანა -
მაკლარენმა მოდელი პირველად 1992 მონაკოს ფორულას კვირის დღეებში გამოაჩინა, სადაც
პოტენციურმა მყიდველებმა შეიტყვეს, რომ გამოშვებული იქნებოდა მხოლოდ 100 ავტომობილი,
რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირი და რაც მთავარია ყველაზე სწრაფი იქნებოდა.
F1 გახდა პირველი სერიული მანქანა,
რომლის კუზაოშიც გამოყენებული
იყო კარბონის ქსოვილი,
გაძლიერებული პლასტიკი,
ალუმინი და მაგნესიუმი ერთად
(დაკიდების სისტემაში).
მანქანის უნიკალურობა იმაშიც
მდგომარეობდა, რომ მძღოლის
პოზიცია (სკამი-საჭე და ა.შ.)
განთავსებული იყო სალონის
ცენტრში - მგზავრების სკამები კი
ცოტათი უფრო უკან.
ავტომობილის საერთო წონა 1140 კგ-
ს შეადგენდა.ესეც ის არაერთი
თვისება იყო, რითიც მოდელი F1-ის
ბოლიდს გავდა. ავტომობილი რა
თქმა უნდა ცენტრალურძრავიანი
იყო. ორივე კარი იღებოდა ე.წ.
butterfly doors-ის პრინციპით, ანუ
ზემოთ.
ჩვეულებრივი F1 არ იყო
აღჭურვილი უკანა სპოილერით -
თუმცა მისი შასის ფორმა და უკანა
დიფუზორი (რაც ამ წლის F1-ის
სეზონის ცხარე კამათის თემაა)
უზრუნველყოფდა მანქანისთვის
ძლიერი Downforce-ის წარმოქმნას.
მანქანას გააჩნდა ასევე რამდენიმე
"ფრთების მოძრაობის" რეჟიმი,
რისი საშუალებითაც მძღოლს
Downforce-ის კონტროლი შეეძლო,
დამუხრუჭების დროს ის
ავტომატურად ირთვებოდა და drag
coefficient-ი 0.32-იდან 0.39-მდე
იზრდებოდა, რაც F1-ს სიჩქარის
დაგდებაში ეხმარებოდა.
გორდონ მიურეი მოითხოვდა - ძრავი უნდა ყოფილიყო
ატმოსფერული, არანაირი ტურბინა და კომპრესორი. მართალია
ისინი გამომუშავებულ სიმძლავრეს ბევრად ზრდიან, მაგრამ
რთული სისტემებია, რომლებიც მძღოლს აკარგვინებენ ძრავის
სრულიად კონტროლის საშუალებას. იგეგმებოდა 550 ცხენის
ძალიანი "გულის" ჩადგმა, მიურეიმ კი ამისთვის Honda-ს მიმართა
(იმ დროისთვის ჰონდა მაკლარენისთვის მომწოდებელი იყო F1-
ში), თუმცა Honda-მ უარი განაცხადა. წარუმატებელი აღმოჩნდა
ასევე Isuzu-ს 3.5 ლიტრიანი პროექტიც, F1-ის კონსტრუქტორებმა
უფრო 'აგრესიული' ძრავი მოითხოვეს..
სუპერქარის აღჭურვაში ინტერესი
BMW-მ გამოთქვა, რაზეც მიურეი
სიამოვნებით დათანხმდა, ასე
დაიწყო ახალი პროექტის შექმნა,
რომელსაც სათავეში BMW
Motorsport-ის განყოფილების
ძრავების ექსპერტი - პაულ როშე
ჩაუდგა.საბოლოოდ შეიქმნა 6.1
ლიტრიანი (6064 cc),60 გრადუსიანი
V ტიპის 12 ცილინდრიანი, 4
"რასპრედვალიანი" და 48 კლაპნიანი
ძრავი (ცილინდრზე 4 კლაპანი),
რომლის შემადგენლობაშიც
შედიოდა, კარბონის ქსოვილი,
მონოკოკი - ტემპერატურის
გაძლებისათვის და ასევე ოქრო -
თითო მანქანაში დაახლოებით 0.8
უნცია (25 გრამი).
ტექნიკური მახასიათებლები

627 HP @ 7400 RPM


651 NM @ 5600 RPM
Redline @ 7500 RPM

0-100კმ/სთ აჩქარება 3.2 წამში (დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია


მსოფლიოში)
0-160კმ/სთ აჩქარება 6.7 წამში
1/4 მილი (402 მეტრი დრაგი) - 11.6 წამი

F1-მა მაქსიმალური სიჩქარე 241 მილი (386.4 კილომეტრ საათში)


განავითარა.
McLaren F1-მა გამოშვებისთანავე სიჩქარის მსოფლიო რეკორდი მოხსნა და
მან ეს ტიტული 11 წელი შეინარჩუნა!
McLaren-ის გუნდმა პროექტი წარმატებით
დაასრულა - სულ გამოშვებული იქნა 106
მანქანა, აქედან 69 ჩვეულებრივი საქალაქო
ვერსია,6 LM ვერსია (680 HP-ით, 100-მდე
ჩქარდებოდა 2.9 წამში), 3 GT ვერსია (FIA GT
სერიებისთვის) და 28 GTR ვერსია სარბოლო
მიზნებისთვის.McLaren F1-ის ფასი 970'000 $-ი
იყო, რაც მას იმ დროისათვის წარმოებულ
ავტომობილებს შორის ყველაზე
ძვირადღირებულს ხდიდა, თვითონ მოდელის
გასაყიდი ფასი ამჯამად დაახლოებით
2'000'000 დოლარს შეადგენს.ამ მანქანამ
ძალიან ბევრი თქვა ავტოინდუსტრიაში, ამ
შედევრმა დაჩაგრა უამრავი სუპერქარი -
McLaren F1-ის წარმოება 10 წლის წინ - 1998
წელს შეწყდა, მიუხედავად ამისა,
ის დღესაც ითვლება ყველაზე სწრაფ
ატმოსფერულ ძრავიან მანქანად.
ზურაბ ტყემალაძე

გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like