Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

კითხვები განმეორებისთვის:

1. სად აღინიშნება კვირიკობა? ეპიცენტრია უშგულის თემის სოფ.კალა.


2. სად აღინიშნება იახსარობა?

(არაუგვიანეს 25 ივლისისა). წარმართული ღვათაებაა ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთ-


გუდამაყარში და ერწო-თიანეთში. საკულტო სადღესასწაულო ცენტრია სოფელი შუაფხო.

3. სად აღინიშნება ნეპტუნობა? -ნეპტუნობა არის ბათუმში კიდევ ერთი ძალიან ლამაზი
და მხიარული ტრადიციული დღესასწაული. აგვისტოს თვეში ადგილობრივი
მცხოვრებლები და დამსვენებლები პლიაჟზე აწყობენ ნეპტუნის დღესასწაულს. ეს
არაჩვეულებრივი სანახაობაა. მზეზე გარუჯული ლაღი და ბედნიერი ადამიანები მზეს,
ზღვას, სიცოცხლეს შეჰხარიან. ეს ზღვარგადასული მხიარულება გვიან ღამემდე გრძელდება
და ბევრი სასაცილო კონკურსისა და თამაშობისგან შედგება.

4. სად აღინიშნება შუამთობა?


5. სად აღინიშნება ჯარალუა?- ჯარალუა. სახალხო დღესასწაული წალენჯიხაში,
აღინიშნება 1995 წლიდან, ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას. იმართება რაიონის
თვითშემოქმედი კოლექტივების გამოფენა-კონკურსები, ფოლკლორის საღამოები, სოფლის
მეურნეობის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
6. ქრისტიანული კალენდრის მიხედვით როდის აღინიშნება ახალი წელი? 14 ianvars
7. რომელი სვანური ხალხური დღესასწაული არის მიძღვნილი წმინდა გიორგისადმი?-
შემონახულია ის ეკლესიებიც, რომელთა მახლობლადაც სასწაულები მომხდარა _
`თათრების~ შემოსევებისას ქართველ მეომრებს წინ განცხადებულად მიუძღოდა წმიდა
გიორგი, მისი შემწეობით დამარცხებიათ ქართველები მტერი და ერთ-ერთი ასეთი დიდი
გამარჯვების აღსანიშნავად მადლიერ სვანებს წმიდა გიორგისადმი მიძღვნილი ხალხური
დღესასწაული ლამპრობა/ლიჩედურალი დაუწესებიათ. წმიდა გიორგის უკავშირდება
`წმიდა გიორგი მოისარი~-სადმი მიძღვნილი მოისარობის დღესასწაული (`მეისარაბ~)
ცნობილი მთელ დასავლეთ საქართველოში.
8. რომელი დღესასწაული აღინიშნება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში?
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშია შემონახული ათენგენობის სადღესასწაულო
რიტუალები. ათენგენობა/ათნიგენობა წმ. ათინოგენის სახელს უკავშირდება. წმ.
მღვდელმოწამე ათინოგენი და მისი 10 მოწაფე ქრისტესთვის ევნენ, ქრისტიანთა დევნისას ქ.
სებასტიაში. ხევსურეთში სადღეობო ცილი იწყება 13 (26) ივლისს, გრძელდება ერთი კვირა.
თუშეთში ათნიგენობის პირველი ნაწილი შუა ივლისში იწყებოდა და 2 კვირა
გრძელდებოდა. მეორე ნაწილის აღნიშვნის დროს აღდგომისა და ლაშარობის
დღესასწაულების თარიღების მიხედვით გამოითვლებოდა
9. რას უწოდებენ სვანეთში შესაწირავ ღვინოს? ქართლში, კახეთსა და სვანეთში კი —
ზედაშეს.
10. რას უწოდებენ აფხაზეთში შესაწირავ ღვინოს? აფხაზეთში — ამაჭარს,
11. რას უწოდებენ სამეგრელოში შესაწირავ ღვინოს?სამეგრელოში — ოხვამერს,
12. ქართული სპორტული სახეობებიდან რომელს მიენიჭა არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის სტატუსი და შესულია იუნესკოს წარმომადგენლობით სიაში?
ჭიდაობა
13. რა ეწოდებოდა სვანეთში გავრცელებული ჭიდაობის სახეს?
ლიბრგვილი შალის ხალათითდა შეკრული ქამრით ჭიდაობდნენ რადან ფეხი არ
დაებიჯებინათ
14. ჭიდაობის რომელი ვარიანტია გავრცელებული რაჭაში? ღოჯური ჭიდაობა აქ ფეხს არ
იხმარდნენ და შესაბამისად გახსნილი ქამრებით ჭიდაობდნენ
15. ხალხური სპორტის რომელი სახეობა იყო ცნობილი ხევსურეთში? კეჭნაობა ხალხური
სპორტის ერთგარ სახეობად მიაჩნიათ ხევსურული `კეჭნაობა~ (`ჭრაჭრილობა~). ის,
ფაქტობრივად, ორ მხარეს შორის წაჩხუბება იყო. ერთი გვარის წევრები არ კეჭნაობდნენ.
კეჭნაობისას ერთმანეთს მსუბუქად ჭრიდნენ. მოკეჭნავის სიძლიერე მოწინააღმდეგის
მსუბუქად დაჭრაში გამოიხატებოდა.

1. ჩამოთვალეთ MICE ტურიზმის მიმართულებები.

საკონვენციო ტურიზმი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში ცნობილია ინგლისური


აბრევიატუირით – MICE, რომელიც მიგვანიშნებს საქმიანი ღონისძიებების ოთხ
ძირითად მიმართულებაზე:

Meetings – შეხვედრები, სტრატეგიული თათბირები, მოლაპარაკებები, პრეზენტაციები;


Incentive – წამახალისებელი მოგზაურობები, სამოტივაციო პროგრამები, პარტნიორებისა
და თანამშრომლების ლოიალობის სტიმულირება;
Conferences/Congresses – კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები;
Exhibitions/Events – გამოფენები, კონკრეტულ (შემეცნებით, კულტურულ, მუსიკალურ,
სპორტულ და ა.შ.) ღონისძიებებზე დასწრება, კორპორატიული ღონისძიებები.

2. რას გულისხმობს ინსენტივ ტურიზმი?


წამახალისებელი მოგზაურობები, სამოტივაციო პროგრამები, პარტნიორებისა და
თანამშრომლების ლოიალობის სტიმულირება;
როცა კომპანია უშვებს თანამშორმელს ან თანამშორმლებს სამოგზაუროდ თავისის
კომპანიის ხარჯებით
3. რას გულისხმობს „M“ MICE ტურიზმში?
მიითინგებს ანუჯ შწეხვედრებს
1. განმარტეთ რას აღნიშნავს ICCROM
კულტურული მემკვიდრეობის სწავლის, დაცვისა და რესტავრაციის
საერთაშორისო ცენტრი
კულტურული საკუთრების შენარჩუნებისა და აღდგენის კვლევის საერთაშორისო
ცენტრი (ICCROM) არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას მთელ მსოფლიოში ტრენინგის,
ინფორმაციის, კვლევის, თანამშრომლობისა და ადვოკატირების პროგრამების
მეშვეობით. ის მიზნად ისახავს კონსერვაცია-რესტავრაციის სფეროს გაღრმავებას და
კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და მყიფეობის შესახებ ცნობიერების
ამაღლებას.
2. განმარტეთ რას აღნიშნავს ICOMOS
არის პროფესიული ასოციაცია, რომელიც მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის
ადგილების კონსერვაციასა და დაცვაზე მთელს მსოფლიოში.
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების
საერთაშორისო საბჭო ორგანიზაცია მოწოდებულია ICOMOS-ის ქარტიების,
რეკომენდაციებისა და დეკლარაციების შესაბამისად ხელი შეუწყოს
კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მაღალი სტანდარტების
განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით
ICOMOS საქართველო ახორციელებს, უნარ-ჩვევების ამაღლების,
გათვითცნობიერების და სპეციფიკურ საპილოტო პროგრამებს/პროექტებს.
ICOMOS საქართველო აერთიანებს 22 ინდივიდუალურ და 1 ინსტიტუციურ წევრს
და თანამშრომლობს ფართო მრვალდისციპლინარულ პროფესიულ, აკადემიურ
წრეებთან და ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ICOMOS- ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო,
არის გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასოცირებულია
UNESCO-სთან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ძეგლების, შენობათა კომპლექსების
და ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციას, დაცვას, გამოყენებას და
განვითარებას. ორგანიზაცია მონაწილეობს დარგის დოქტრინების
განვითარებაში, მუშაობს იდეების ევოლუციასა და გავრცელებაზე და წარმართავს
ადვოკატირებას. ICOMOS-ი წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის
მრჩეველ ორგანიზაციას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის
შესრულებისთვის. ICOMOS-ი ამჟამად აერთიანებს 110 ეროვნულ კომიტეტს და 28
საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტს.

3. განმარტეთ რას აღნიშნავს UNESCO


(გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია
იუნესკოს მისიაა ხელი შეუწყოს მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებას, სიღარიბის
აღმოფხვრას, მდგრადი განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის განათლების,
მეცნიერების, კულტურის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის მეშვეობით.
4. განმარტეთ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სამი ძირითადი ფუნქცია
კომიტეტის სამი ძირითადი ფუნქციაა:
• წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი ნომინაციების საფუძველზე,
განსაკუთრებული, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე კულტურული და
ბუნებრივი ობიექტების იდენტიფიცირება, რომლებიც დაცულ უნდა იქნენ
კონვენციის მეშვეობით, და მათი შეტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში;
• გადაწყვეტილების მიღება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის რომელიმე
ღირსშესანიშნავი ადგილის საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში
შეტანის შესახებ (მაგ., საშიშროების ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის
ღირსშესანიშნავი ადგილები, რომლებიც მათი კონსერვაციის მიზნით
მსხვილმასშტაბიან ქმედებებს საჭიროებენ; ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, საჭიროა
შესაბამისი ქვეყნის მიერ დახმარების მოთხოვნა);
• მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის რესურსების განაწილების გზებისა და
პირობების განსაზღვრა წევრი სახელმწიფოების დასახმარებლად მათი
ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლების დაცვის მიზნით.

5. რა შემთხვევაში ხდება ძეგლის ამორიცხვა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან?


ამორიცხულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან შემდეგ შემთხვევებში:
• როცა ღირსშესანიშნავი ადგილი დეგრადირებულია იმგვარად, რომ დაკარგული აქვს
ძირითადი მახასიათებლები, რომელთაც განაპირობეს მისი მსოფლიო
მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა;
• თუკი ღირსშესანიშნავი ადგილი იმყოფებოდა ადამიანის ქმედებებით გამოწვეული
საფრთხის წინაშე მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის მომენტისათვის
და დადგენილ ვადებში წევრი სახელმწიფოს მიერ არ იქნა მიღებული ნომინაციის
დოკუმენტით განსაზღვრული ზომები აღნიშნული საფრთხის თავიდან
ასაცილებლად.

6. ჩამოთვალეთ დამთვალიერებელთა მართვის მეთოდები

დამთვალიერებელთა მართვის მეთოდები უზრუნველყოფს, რომ სტუმრების


უმრავლესობამ ისიამოვნოს ღირსშესანიშნავი ადგილის მონახულებით და,
ამავდროულად, თავიდან აცილებულ იქნას ისტორიული რესურსების ფიზიკური
დაზიანება. ეს მეთოდები ასევე ამცირებს მოვლის ხარჯებს და ზრდის შემოსავალს.
დამთვალიერებელთა გადაჭარბებული რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, თუ
ახლომახლო არსებობს გართობის სხვა საშუალებები. ასეთი შეიძლება იყოს:
ზოოპარკი, აკვარიუმი, დასასვენებელი პარკი, პლაჟი ან სხვა. რადგანაც, ხშირად
ყველაზე მოსაფრთხილებელი მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილები
საყოველთაოდ ცნობილნი არიან და მათ ახლოს არ არის სხვა გასართობი
საშუალებები, ტურისტული ორგანიზაციები შეიძლება შეიზღუდონ მათ
რეკლამირებაში. მათ ასევე შეუძლიათ საყოველთაო ყურადღება მემკვიდრეობის
ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნავი ადგილებისკენ წარმართონ, რომელთა
პოტენციალი არ არის გამოყენებული.
 პიკური დატვირთვის შემცირება შესაძლებელია ჩამომსვლელთათვის
ბილეთების დაჯავშნის სისტემით და დროის მოცემულ მონაკვეთში
დამთვალიერებელთა რაოდენობის შეზღუდვით.
 ექსკურსიების ჩამოსვლის დროის მცირე ცვლილება დიდად ამსუბუქებს
ზეწოლას.
 სასარგებლოა ექსკურსიებისათვის ალტერნატიული მარშრუტების
არსებობა, ისე, რომ შესაძლებელი იყოს ერთდროულად ჩამოსული
რამდენიმე ექსკურსია განცალკევდეს ან სხვადასხვა სიგრძის
მარშრუტებზე განაწილდეს.
იატაკების ცვეთა შესაძლებელია შემცირდეს ხალიჩის, ნოხის, ტილოს, რეზინის
ან სხვა მასალის დაგებით. ბალახის შენარჩუნება შესაძლებელია სასიარულო
ბილიკების ერთი მეტრის ან მეტი მანძილით რეგულარულად გადანაცვლებით. არც
ისე ადვილია ათასობით ხელის შეხებით და ამოსუნთქვით გამოწვეული ზიანის
გამოსწორება, ასე რომ, ზოგჯერ საჭიროა დამთვალიერებელთა გაკონტროლება, რათა
ისინი უსაფრთხო მანძილს არ გადმოსცდნენ.
დამთვალიერებლებს უნდა შეეძლოთ ღირსშესანიშნავი ადგილების
დათვარიელება საკუთარი ტემპის შესაბამისად. იქ, სადაც უსაფრთხოების ან
ადგილის სიმცირის გამო შეუძლებელია ინდივიდუალური თვალიერება,
უზრუნველყოფილ უნდა იყოს ცირკულაციის სხვადასხვა ტემპის მქონე ექსკურსიები,
რათა სტუმრებმა შეძლონ ამოირჩიონ სწრაფი ან შედარებით ნელი, დეტალური
ექსკურსია. რადგანაც შენობაში მუდმივად ბევრი ხალხის ყოფნა ფარდობითი
ტენიანობის სახიფათო ზომის ზრდას იწვევს, საჭიროა დამთვალიერებელთა
რაოდენობის მკაცრი კონტროლი.
 დამთვალიერებელთა მარშუტების მიმართულება უნდა შეესაბამებოდეს
ადამიანის მიდრეკილებას – სივრცეში შესვლისას მარცხნივ შეტრიალდეს.
 მაღაზიები მოხერხებულად უნდა იქნას განლაგებული ღირსშესანიშნავი
ადგილის შესასვლელათან ან გამოსასვლელთან.
შესვლის ფასი განსაზღვრული უნდა იყოს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს
დამთვალიერებელთა მომსახურების გაუმჯობესება კონსერვაციის ხარჯების
შემცირების გარეშე, რომელიც ცალკე ბიუჯეტის სახით დგინდება. შესვლის ფასი
შეიძლება იცვლებოდეს კვირის დღეების მიხედვით დამთვალიერებელთა
რაოდენობის გადანაწილების მიზნით. შესვლის ფასი საუკეთესო მაჩვენებელია, თუ
რამდენად საინტერესო და სახალისოა ღირსშესანიშნავი ადგილის დათვარიელება.
როცა ხალხი იხდის ფულს ძეგლის დათვარიელებაში, ის,შესაბამისად, რაღაც
ღირებულს ელოდება და იმედგაცრუების შემთხვევაში კრიტიკას არ დაიშურებს.
დამატებითი შემოსავლები ლიტერატურის, ფოტოების, ნახატების, გზამკვლევების,
სუვენირების მიწოდებისა ან გაყიდვისგან ასევე ხელს უწყობს ღირსშესანიშნავი
ადგილის განვითარებას და სარგებლობა მოაქვს დამთვალიერებელთათვის.
შესასვლელი ფასის შემოღებისას შესაძლებელია წარმოიშვას უკმაყოფილება; ამიტომ,
სასურველია ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის უფასო შესვლის უფლების
მინიჭება კვირის ერთი რომელიმე (წყნარი) დღის განმავლობაში, ან გარკვეული
საათის შემდეგ. შესვლის ფასი ასევე შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი, იმ პირობით,
რომ არგადამხდელებმა არ გადმოლახონ ბარიერები.
უმეტეს შემთხვევაში, ერთჯერადი გადახდა უნდა იძლეოდეს ღირსშესანიშნავი
ადგილის მთლიანად დათვარიელების შესაძლებლობას, რადგანაც ასეთი მეთოდით
შესაძლებელია მეტი შემოსავლის მიღება ნაკლები საშტატო ხარჯებით. თუ საჭირო
ხდება სხვადასხვა შენობაში შესვლა, ბილეთი მონიშნულ უნდა იქნას თითოეულ
შესვლაზე. თუკი დასათვარიელებელი ობიექტების რიცხვი დიდია, შეთავაზებულ
უნდა იქნას სხვადასხვა ვარიანტი, რათა შენარჩუნებულ იქნას საერთო ბილეთის
რეალური ფასი. ასეთ შემთხვევაში, მკაფიოდ უნდა იქნას განმარტებული თითოეული
ვარიანტი. ძირითადად, დამთვალიერებელთა მართვა უნდა ითვალისწინებდეს
ფიზიკურ მოწესრიგებასა და დარწმუნებას, რეგულირებას, ამკრძალავი ნიშნების
განთავსებას და ზედამხედველობას შესაბამისი გზით.

7. რა საკითხებს მოიცავს სტრილინგის კენტერბერში, 1990 წელს ICCROM-ის


კონფერენციაზე ჩამოყალიბებული ქცევის კოდექსი?
1. ტურიზმის განვითარების მრავლისმომცველი გეგმები არსებითია, რადგანაც
ისინი განაპირობებენ ტურიზმის ნებისმიერი პოტენციალის განვითარებას;
2. ტურიზმის განვითარების ნებისმიერი გეგმის ძირითად პრინციპს უნდა
წარმოადგენდეს, რომ სარგებელი უნდა მიიღოს როგორც კონსერვაციამ, მისი ფართო
გაგებით, ასევე ტურიზმმა. ეს პრინციპი უნდა წარმოადგენდეს ყველა ეროვნული
ტურისტული სააგენტოს, ადგილობრივი ტურიზმისა და რეკრეაციის
დეპარტამენტების უმთავრეს განზრახვას;
3. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი
გამოყენებული უნდა იქნას კონსერვაციისათვის როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ
დონეზე;
4. მასპინძელ საზოგადოებაში მცხოვრები და მომუშავე ადამიანების
გრძელვადიანი ინტერესები უნდა იყოს ტურიზმის განვითარების ვარიანტების
შერჩევის უპირველესი განმსაზღვრელი ფაქტორი;
5. საგანმანათლებლო პროგრამები უნდა დაეხმაროს ტურისტებს და მოიზიდოს
ისინი ადგილობრივი ცხოვრების წესის, კულტურის, ისტორიისა და რელიგიის
გასაცნობად. ეს ფაქტორები გათვალისწინებულ უნდა იქნას ტურიზმის პოლიტიკაში;
6. ახალი შენობების და სატრანსპორტო სისტემების დიზაინი ხელს უნდა
უწყობდეს ტურიზმის მიერ შექმნილი პოტენციურად დამაზიანებელი ვიზუალური
ეფექტის მინიმუმამდე შემცირებას. ყველა სახის ინფრასტრუქტურის
ჩამოყალიბებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნას დაბინძურების კონტროლი.
განსაკუთრებული სილამაზის ბუნებრივი ლანდშაფტების შემთხვევაში,
ახალმშენებლობების შემოჭრა შეძლებისდაგვარად აცილებულ უნდა იქნას;
7. კარგი მართვის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ტურიზმის განვითარების
მისაღები დონე და შემოღებულ იქნას სათანადო კონტროლი აღნიშნული დონის
შესანარჩუნებლად.
ზემოაღნიშნული პრინციპები თანაბრად მიესადაგება მსოფლიო
მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ადგლებს და გამოსადეგია ნებისმიერი მართვის
გეგმის შემუშავებისას.

You might also like