Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 14

1.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები

მუნიციპალიტეტს გააჩნია 3 უფლებამოსილება: საკუთარი, დელეგირებული და


ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება
არის ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და
საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს. ნებაყოფლობითი უფლებამოსილება არის
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება
ყველა იმ საკითხზე, რომელიც, კანონის თანახმად, არ განეკუთვნება თვითმმართველი
ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს ან სახელმწიფოს მმართველი ორგანოების
უფლებამოსილებებს და არ არის აკრძალული თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის.
რაც შეეხება დელეგირებულ უფლებამოსილებებს, სახელმწიფო უწყებების მიერ
მუნიციპალიტეტებზე უფლებამოსილებათა დელეგირება ხდება საკანონმდებლო აქტის
საფუძველზე, დელეგირება არის ზოგადი ხასიათის და შეეხება ყველა თვითმმართველ
ერთეულს. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა დელეგირება ხდება ხელშეკრულების საფუძველზე,
დელეგირების სახე არის ინდივიდუალური ხასიათის და შეეხება ერთ ან რამდენიმე
კონკრეტულ თვითმმართველ ერთეულს. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების
მოცულობა და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო
აქტის საფუძველზე. ეს საკანონმდებლო აქტებია ევროპული ქარტია ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული
კანონი.

2.ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანიზების


ძირითადი მახასიათებლები და პრინციპები

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანიზების საკითხებში მოიაზრება მუნიციპალიტეტის


ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა, მუნიციპალიტეტის გაყოფა, გაერთიანება,
მუნიციპალიტეტის შექმნა და ა.შ. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საკუთარი
ინიციატივით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და შესაბამისი მუნიციპალიტეტის
მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს მიმართოს
მუნიციპალიტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ წარდგინებით. ახალი მუნიციპალიტეტის
შექმნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობა წარედგინება
შესაბამის სამთავრობო კომისიას.

3.მუნიციპალიტეტის მერის როლი და ადგილი ადგილობრივ თვითმმართველობაში.

მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი და უმაღლესი


თანამდებობის პირი. ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა
და მოსახლეობის წინაშე. მერის უფლებამოსილებები გამოიხატება ძირითად
ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში,საკრებულოსთან ურთიერთობაში, რაც
გულისხმობს იმას რომ მერი წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს
გაწეული მუშაობის შესახებ. ასევე მერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო-საბიუჯეტო
სფეროში,ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში, ვინაიდან სწორედ მერი
უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების
ფარგლებში და მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს;

4.საკრებულოს აპარატი და მუნიციპალიტეტის მერია, მათი ზოგადი სტრუქტურული


დახასიათება და ფუნქციური დანიშნულება

მუნიციპალიტეტის მერია არის მერს დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც მერის


ფუნქციებისა და მოვალეობების შესასრულებლად არის საჭირო. მერია შედგება
სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც შესაბამისი სფეროების მიხედვით
უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.
მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. ესენი არიან: მერი;
მერის პირველი მოადგილე; მერის მოადგილე; მერიის სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი.

საკრებულოს ჰყავს აპარატი, რომელიც საკრებულოს ფუნქციონირების ორგანიზაციულ და


ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს.საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს
საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. მისი ძირითადი ფუნქციაა
ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების
განხორციელებაში.უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს
სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა,
კენჭისყრისას ხმების დათვლა და ა.შ. საკრებულოს აპარატში შედის აპარატის უფროსი და
მოხელეები.ეს არის საჯარო მოხელეთა კორპუსი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზე არ უნდა
იყოს დამოკიდებული, ისინი არიან პროფესიული საჯარო მოხელეები.

5.მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი ბუნება

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ძირითადი მახასიათებლები არის ის რომ ის არის


პოლიტიკური ორგანო, არის წარმომადგენლობითი ორგანო, ადმინისტრაციული,
კოლეგიური ორგანო, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და
ნორმათშემოქმედებითი ორგანო. მოკლედ დავახასიათოთ თითოეული მათგანი:

საკრებულო არის პოლიტიკური ორგანო და იგი გამოხატავს შესაბამის მუნიციპალიტეტში


პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას. საკრებულოს წევრთა არჩევა ხდება არა მათი
პროფესიული უნარებისა და კომპეტენციის, არამედ პოლიტიკური შეხედულებების
მიხედვით. შესაბამისად, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა ადგილობრივი პოლიტიკის
განსაზღვრაა.

მუნიციპალიტეტის საკრებულო, როგორც ნორმათშემოქმედების ორგანო

საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი, კოლეგიური ორგანო, რომელიც


ირჩევა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ. ამდენად, საკრებულო უპირველესად არის
პოლიტიკური ორგანო, რომლის მუშაობის ძირითადი პრინციპია საკითხების კოლეგიური
განხილვა და გადაწყვეტა. საქართველოში არის ერთიანი საკანონმდებლო სისტემა,
რომელიც კანონმდებლობას შეიმუშავებს და ეს არის საქართველოს პარლამენტი,
მუნიციპალიტეტის საკრებულოები კი ახდენენ ამ საკანონმდებლო აქტების ლოკალიზაციას
მუნიციპალიტეტებში ნორმათშემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში, კერძოდ კი
მიიღებენ ადგილობრივ სამართლებრივ აქტებს - დადგენილებებს, რომელიც არის
ნორმატიულ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები და სწორედ ამ აქტებზე
ხორციელდება სამართლებრივი ზედამხედველობა, შესაბამისი მიზნის პროპორციულობის
დაცვით. კერძოდ სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ კანონ
შესაბამისობის ჭრილში და არა მისი მიზანშეწონილობის ჭრილში.

6) ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებზე სამართლებრივი და დარგობრივი


ზედამხედველობის განხორციელების პირობები და პრინციპები

სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს


მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებზე და მას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-
მინისტრი. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები და
განხორციელებული ქმედება ექცევა დარგობრივი ზედამხედველობის ქვეშ, რომლის
განმახორციელებელი ორგანო არის შესაბამისი სამინისტრო, რომელიც დაადგენს
სარეკომენდაციო ინსტრუქციებს, გასცემს მითითებებს, აჩერებს ან აუქმებს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ანაცვლებს თვითმმართველობის ორგანოს.
პროპორციულობის პრინციპით, ნებისმიერი სახის ზედამხედველობა თვითმმართველობის
ორგანოებზე უნდა იყოს იმ მიზნის პროპორციული რა მიზანიც აქვს დასახული ამ
ზედამხედველობას, მაგალითად სამართელბრივი ზედამხედველობის დროს
კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა არის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული
აქტების მიზანი, ხოლო დარგობრივი ზედამხედველობის დროს იმ უფლებამოსილების
ჯეროვნად განხორციელება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცა სხვადასხვა უწყების მიერ.

7) მუნიციპალიტეტის ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიები, ადგილობრივი


შემოსავლები და ფინანსური ტრანსფერები.

ევროპული ქარტიის დათქმის შესაბამისად მუნიციპალიტეტის შემოსავლების ნაწილი


მაინც უნდა იყოს ადგილობრივი შემოსავლები.

ფინანსური ტრანსფერებია: კაპიტალური, მიზნობრივი, სპეციალური და ასევე დამატებითი


ღირებულების გადასახადი, რომელიც ნაწილდება მუნიციპალიტეტებზე.

კაპიტალური ტრანსფერის მიღების მეშვეობით კონკრეტული პროექტის განხორციელების


შედეგად მუნიციპალიტეტი იქმნის ახალ ქონებას, ანუ იზრდება თვითმართველი ერთეულის
არაფინასური აქტივები.ეს არის კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც
დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან.

სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერი ეძლევა


მუნიციპალიტეტს დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

როცა სარეზერვო ფონდი არასაკმარისია სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის


კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების
შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის
ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტს ეძლევა სპეციალური ტრანსფერი.

8. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პირობები და


პრინციპები.

მუნიციპალიტეტის ძირითადი უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება


კონსტიტუციით ან კანონით, რომლის თანახმადაც ის უნდა იყოს სრული და ექსკლუზიური
და არ შეიძლებოდეს მათი შეზღუდვა ცენტრალური ან რეგიონული ორგანოს მიერ.საკუთარი
(ექსკლუზიური) უფლებამოსილება არის თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება,
რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.მუნიციპალიტეტის საკუთარი
უფლებამოსილებებს მიეკუთვნება: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება,
განხილვა და დამტკიცება,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
მართვა,ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება და ა.შ.

9)ადგ. თვითმმარტველობის როლი სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის სისტემაში

ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის ხელისუფლების ყველაზე ახლოს მდგომი


ორგანო მოქალაქეებთან, რომელიც ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში, საკუთარი
პასუხისმგებლობით,დემოკრატიული ფორმით დაფუძნებული ადგილობრივი ორგანოების
მეშვეობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განაგებს
ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს.ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და
დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ: ადგილობრივი
საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემათა დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება,
საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვის შესაძლებლობა და საკუთარი თანასაზოგადოების
ბედზე პასუხისმგებლობა. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის იყოფა
ხელისუფლება.ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია ადგილობრივი
ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში საზოგადოების ინტერესებზე დაფუძნებული
მართვის პროცესის განხორციელება.გამოყოფენ ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ სამ
მნიშვნელოვან ფუნქციას: 1) საჯარო მომსახურების გაწევა 2) მდგრადი განვითარება 3)
სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ადგილობრივ
თვითმმართველობას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განვითარების
დემოკრატიზაციის პროცესში. ის იყოფა ცენტრარულ და ადგილობრივ ხელისუფლებად.
ადგილობრივს აქვს საკუთარი უფლებამოსილებები, ცენტრალური ხელისუფლება მხოლოდ
გარკვეულ საკანონმდებლო კონტროლს ახორციელებს, რათა თვითმმართველობის მიერ არ
მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და ის კანონით დადგენილ ჩარჩოებში
მოქმედებდეს.

10) ადგ. თვითმმართველობის კონცეფციის ძირითადი მახასიათებლები.

ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და


შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს
კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად
გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგ. თვითმმართველობის
კონცეფცია ჩამოყალიბებულია ჯერ კიდევ ევროპულ ქარტიაში, შემდგომში გააზრებული
აქვს იგი ქართულ მოდელსაც . კერძოდ, საქართველოს კონსტიტუაში არის ევროპული
ქარტიის დათქმის შესაბამისად ასახული ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპი და
უფლება. ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც უფლება სათავეს იღებს ევროპული
ქარტიიდან, უფლება მოქალაქისა ჰყავდეს ადგილობრივი ხელისუფალი და თავადაც იყოს
არჩეული ამ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში. მათ შორის ევროპული ქარტიის
გავლენა არის ის, რომ მუნიციპალიტეტებს ჰყავს წარმომადგენლობითი ორგანოები
საკრებულოების სახით და ასევე მათ წინაშე ანგარიშვალდებული აღმასრულებელი
ორგანოები.

11)მუნიციპალიტეტის არჩევითი ორგანოები და მათი დამოუკიდებლობის საკანონმდებლო


გარანტიები.

მუნიციპალიტეტის არჩევითი ორგანოები არის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო.


საკრებულო არის წარმომადგენლობითი ორგანო, მერი აღმასრულებელი ორგანო.
მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იგი
გადაწყვეტილებებს იღებს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და მასთან
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს
ნებაყოფლობითობას და არა სუბორდინაციის პრინციპს.

12) მუნიციპალიტეტის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებისა და


მუნიციპალური ქონების მართვის ძირითადი ასპექტები

მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, რომ დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები,


მათ შორის არაკომერციული და კომერციული იურიდიული პირები სხვადასხვა
მომსახურების გაწევის მიზნით. მუნიციპალიტეტის ქონება არის, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი
და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მუნიციპალიტეტი, მუნიციპალური ქონების
გამოყენებით, ახორციელებს მუნიციპალური სერვისების მიწოდებას. შესაბამისად,
ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული მუნიციპალური ქონება და
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები . მუნიციპალიტეტის ქონების მართვა ნიშნავს ამ
ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას, მართვის უფლებით გადაცემას.
მართვის უფლებით გადაცემა არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა
და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა კანონით დადგენილი
წესით.

13)ანსამბლეების და საბჭოების როლი ადგ. თვითმმართველობის განხორციელების


პროცესში (ევროპული ქარტიისა და ადგ. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით)

ადგ. თვითმმართველობის განხორციელებისათვის აუცილებელ წინაპირობად ევროპული


ქარტია ასახელებს ანსამბლეებისა და საბჭოების არსებობას, რომელიც უნდა იყოს
პირდაპირი, ფარული კენჭისყრით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოები. ასეთი
ორგანოებია მუნიციპალიტეტის საკრებულო და ასევე ევროპული ქარტია ამბობს, რომ
მსგავსი ორგანოების წინაშე შესაძლებელია არსებობდნენ მის წინაშე ანგარიშვალდებული
აღმასრულებელი ორგანოები.

ანსამბლეები და საბჭოები არსებობს საერთაშორისო აქტის უნივერსალურობის


პრინციპიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა
მოარგოს საკუთარ კანონმდებლობას ზოგადი ტერმინები, რომელიც გულისხმობს არჩეული
წარმომადგენლობითი ადმინისტრაციული კოლეგიური ორგანოების არსებობას
მუნიციპალიტეტებში, რაც არის აუცილებელი წინაპირობას იმისათვის, რომ
თვითმმართველობის პრინციპი განხორციელდეს.

14) დელეგირებული და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელების


ფარგლები და ურთიერთგანმასხვავებელი ელემენტები

დელეგირებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს ან ავტონომიური რესპუბლიკის


ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცა კანონის
საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე, სათანადო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფით. ხოლო
ნებაყოფლობითი უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, საკუთარი
ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც, კანონის თანახმად,
არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს ან
სახელმწიფოს მმართვლი ორგანოების უფლებამოსილებებს და არ არის აკრძალული
თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის.

15)მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშვალდებულება საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე


მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი და უმაღლესი
თანამდებობის პირი. ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა
და მოსახლეობის წინაშე. მერის უფლებამოსილებები გამოიხატება ძირითად
ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში,საკრებულოსთან ურთიერთობაში, რაც
გულისხმობს იმას რომ მერი წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს
გაწეული მუშაობის შესახებ. ასევე მერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო-საბიუჯეტო
სფეროში,ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში, ვინაიდან სწორედ მერი
უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების
ფარგლებში და მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს;
საკრებულოს საკუთარი ინიციატივით შეუძლია ანგარიშები დამატებით მოითხოვოს
მუნიციპალიტეტის მერისაგან და ასევე,მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოსახლეობას
მერის უნდობლობის საკითხის ინიცირებაც შეუძლიათ. მუნიციპალიტეტის საკრებულო
არის კოლეგიური ორგანო, იგი შედგება მოქალაქეების მიერ არჩეული საკრებულოს
წევრებისაგან და ეს საკრებულოს წევრები არიან მოქალაქეების წარმომადგენლები
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, შესაბამისად ამ ორგანოს აქვს 100 %-
იანი ლეგიტიმაცია, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის მერი შეიძლება იყოს არჩეული 50% +
1 ხმით, ანუ ლეგიტიმაციის ხარისხი კოლეგიური ორგანოსი ყოველთვის არის უფრო
მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მერიც პირდაპირი წესითაა არჩეული.

16) მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გრანტის მიღების პირობები

სესხი და გრანტი ადგილობრივი თვითმმართველობის ისეთი საკუთარი შემოსულობებია,


რომლებიც დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან მათ
მოთხოვნაზე და მოძიებაზე. ისინი მუდმივ და სტაბილურ შემოსავლად ვერ ჩაითვლებიან.
მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის ნებართვით, თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში და საკუთარი სახელით, კაპიტალური ინვესტიციის
განსახორციელებლად, აიღოს სესხი იურიდიული პირისგან. მუნიციპალიტეტის მიერ
აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის
მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების საშუალო წლიური ოდენობის 10 პროცენტს,
ხოლო თბილისის მიერ სესხის აღების შემთხვევაში აღებული სესხის საერთო მოცულობიდან
ყოველწლიურად დასაფარავი სესხის მომსახურების (ძირითადი თანხა და პროცენტი)
მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თბილისის წლიური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების
5 პროცენტს.

მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის ნებართვით, საკუთარი


უფლებამოსილების განსახორციელებლად, კანონით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი.
გრანტის მიღების ნებართვის მისაღებად საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით
მიმართავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საქართველოს მთავრობის
ნებართვა საჭირო არ არის, თუ: ა) გრანტი საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება; ბ)
გრანტის გამცემია საქართველოს სამინისტრო ან „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) გრანტის
მიმღებია თბილისი.

17)საკრებულოს მიერ მერზე ზემოქმედების საკანონმდებლო ბერკეტები

საკრებულო, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი და ნორმების დამდგენი ორგანო,


ვალდებულია განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მის მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებათა ჯეროვან შესრულებაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის
თანახმად, აღმასრულებელი ორგანო - გამგებელი/მერი ანგარიშვალდებულია საკრებულოს
წინაშე მიუხედავად იმისა, რომ ისიც უშუალოდ მოსახლეობის მიერაა არჩეული და მისი
ლეგიტიმაციის ხარისხი საკრებულოს ლეგიტიმურობის ხაროსხზე ნაკლები არაა.
საკრებულოს უფლებამოსილებაში შედის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების
თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების
დამტკიცება; მერისთვის უნდობლობის გამოცხადება;

18. მუნიციპალური ქონების ფლობისა და განკარგვის ზოგადი პრინციპები

მუნიციპალიტეტს, ისევე როგორც სხვა იურიდიული პირს, აქვს უფლება, ფლობდეს თავისი
საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ქონებას. ქონებაზე საკუთრების უფლების
განხორციელებისას მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელია. მუნიციპალიტეტის ქონება არის
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მუნიციპალიტეტის მიერ ქონებრივი
უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მუნიციპალიტეტის


სახელით.

მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე


ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტის ქონება შეიძლება მდებარეობდეს როგორც მუნიციპალიტეტის


ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლების გარეთ.

მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა ნიშნავს ამ ქონების პრივატიზებას, სარგებლობის


უფლებით გადაცემას, მართვის უფლებით გადაცემას ან, კანონით დადგენილ შემთხვევებში
სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის
(მუნიციპალიტეტების) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის მიერ
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის საკუთრებაში ან
სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემას.

19. ადგ. თვითმმართველობის მოხელეებისა და არჩეული პირების გარანტიები ევროპული


ქარტიისა და თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით

მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო


სამსახურის საშტატო თანამდებობაზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ,
რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის
ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების
დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და
სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, სხვაგვარად მას პროფეესიულ საჯარო მოხელეებს
უწოდებენ, ხოლო არჩეული პირები არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და
მუნიციპალიტეტის მერი. ქარტიაში პირდაპირი მითითებაა ამ არჩეული პირებისთვის
ხარჯების კომპენსირებაზე. მათ შორის მოხელეებისათვის შესაბამისი სოციალური
უზრუნველყოფის მიმართულებით და ადგ. კოდექსშიც არის გარკვეული გარანტიები
საკრებულოს წევრებისათვის, მათ შორის საჯარო მოხელეებისათვის, კვალიფიკაციის
ამაღლებისა და გადამზადებისათვის. იმპერატიული დათქმა აქვს ადგ. თვითმ. კოდექსს, რომ
სახელფასო ფონდის 1% უნდა იყოს მიმართული მოხელეების გადამზადებისათვის და ა.შ.

20). თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის საკანონმდებლო და


არასაკანონმდებლო ფორმები

დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელი მართვისა თუ


გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობაა, რაც
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე,
რადგანაც სწორედ მუნიციპალური მართვის ორგანოების უფლებამოსილებას წარმოადგენს
მოქალაქეთა პირველადი, კომუნალური საჭიროებების გადაწყვეტა. ადგილობრივ
თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობა არის გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში ცალკეული პიროვნებების ან ჯგუფების მონაწილეობის როგორც ძირითადი -
არჩევნების, ასევე სხვადასხვა დამატებითი ფორმების ერთობლიობა, რომელიც მიზნად
ისახავს მოქალაქის მიერ საკუთარი ნების დაფიქსირებას და ზემოქმედების მოხდენას
მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების და მათი
განხორციელების პროცესზე. მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს წარმოადგენს
ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები. ფორმალური მექანიზმებია: დასახლების
საერთო კრება-რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული
ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების
განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე
ინიცირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

პეტიცია-რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ


ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს ან საერთო კრებას შეუძლია შეიტანოს ერთობლივი
განცხადება საკრებულოში.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო- მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომლის


შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა
და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში


მონაწილეობა-ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი
ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი კომისიის საჯარო
სხდომებს. საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები
თავმჯდომარეს, მომხსენებელს და თანამომხსენებელს.

მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული


მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა და საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობა-
მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან,
წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები
მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის
შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ
დასმულ შეკითხვებს.

არაფორმალურ მექანიზმებში იგულისხმება მუნიციპალიტეტის შესაძლებლობა დანერგოს


ნებისმიერი ჩართულობის მექანიზმი, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება.

21) დედაქალაქის სტატუსი და მისი განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობა.

კანონმდებლობით განსაზღვრული დედაქალაქის განსაკუთრებული სტატუსიდან


გამომდინარე, თბილისის თვითმმართველობა განსხვავდება სხვა მუნიციპალიტეტებისაგან
როგორც ინსტიტუციური მოწყობით, ისე საკუთარი უფლებამოსილებებით. ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლით მუნიციპალიტეტისათვის
გათვალისწინებული საკუთარი უფლებამოსილებების გარდა, ქალაქ თბილისის
კომპეტენციებში დამატებით შედის: გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფა,
ჩამდინარე წყლების გასუფთავება და უტილიზაცია,ტაქსების რეგულირება და ა.შ. ასევე
კიდევ ერთი განსხვავება არის ის რომ სხვა მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალიტეტის მერის
უფლებამოსილების შეწყვეტას უკავშირდება მისი მოადგილეების უფლებამოსილების
შეწყვეტა. თბილისის მერის ვადის ამოწურვა კი იწვევს მთავრობის სრული შემადგენლობის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. მართალია ისინი მერის გარდა პირდაპირი წესით არ
არიან არჩეული, მაგრამ პირდაპირი წესით არჩეული პირი ნიშნავს მას თავისი
უფლებამოსილების ვადით.

22) საბიუჯეტო პროცესის ძირითადი ასპექტები ადგ. თვითმმართველობაში

მუნიციპალიტეტების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელების ძირითადი


ინსტრუმენტი არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. მისი მეშვეობით
ხდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება,ასევე
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ ადგილობრივი
თვითმმართველობებისთვის გადაცემული უფლებამოსილებების აღსრულება.
ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესი კანონით განსაზღვრული
ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაა, რომელიც მოიცავს ადგილობრივი ბიუჯეტების
მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, ბიუჯეტის შესრულებასა და
კონტროლს.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველწლიურად უნდა შედგეს და დამტკიცდეს.
ყოველი საბიუჯეტო (საფინანსო) წელი ემთხვევა კალენდარულ წელს, ამიტომ იგი 1 იანვარს
იწყება და ამავე წლის 31 დეკემბერს მთავრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი წლის 1
იანვარს ადგილობრივი თვითმმართველობა ახალი დამტკიცებული ბიუჯეტით უნდა
შეხვდეს. საბიუჯეტო პროცესი 2 წლის განმავლობაში გრძელდება. იგი იწყება საბიუჯეტო
წლის დაწყებამდე 10 თვით ადრე (ანუ 1 მარტს) ბიუჯეტის პროექტის მომზადებით და
მთავრდება საბიუჯეტო წლის მომდევნო წლის (არა უგვიანეს) 1 მაისს, ბიუჯეტის
შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებით.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის
მომზადება, წარდგენა, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების
პროექტების მომზადება და წარდგენა, ბიუჯეტის შესრულება და მისი ანგარიშგების
პროექტის შედგენა გამგებლის/მერის კომპეტენციაა.

23) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების


ურთიერთმიმართება

მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.


მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი
თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს, უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებასა და მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო −
მუნიციპალიტეტის საკრებულო.მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით,
ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი
ვადით.

24) ადგ. თვითმმართველობის კომპეტენციის სფერო, ევროპული ქარტიისა და ადგ.


თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ძირითადი უფლებამოსილებანი და
პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონსტიტუციით ან კანონით.ხელისუფლების
ადგილობრივ ორგანოებს, კანონის ფარგლებში აქვთ სრული თავისუფლება განახორციელონ
თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი
კომპეტენციიდან ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა
ორგანოს. როგორც წესი, სახელმწიფო უფლებამოვალეობების განხორციელება ხდება
ხელისუფლების იმ ორგანოს მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის
მოქალაქეებთან.ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის მინიჭებული
უფლებამოსილება, როგორც წესი, იქნება სრული და ექსკლუზიური. იგი არ შეიძლება იქნას
შეზუდეული სხვა ცენტრალური ან რეგიონალური ორგანოს მიერ, კანონით განსაზღვრული
შემთხვევების გარდა. ცენტრალური ან რეგიონალური ორგანოების მიერ
უფლებამოსილებათა დელეგირების შემთხვევაში, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს
ენიჭებათ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავისუფლება მოახდინონ დელეგირებული
უფლებამოსილებების განხორციელება ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით.
რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს უნდა გაეწიოთ
კონსულტაციები სათანადო დროს და შესაბამისი გზებით ყველა იმ საკითხის დაგეგმვასა და
მათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ პირდაპირ ეხებათ.

25) სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სამართლებრივი ბუნება

სამხარეო საკონსულტაციო საბჭო არის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული


მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება და საქმიანობს კანონით
დადგენილი წესით.მისი მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების
წარმოდგენა და გათვალისწინება სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების
განხორციელების ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების
პროცესში.სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან
სახელმწიფო რწმუნებული და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს
თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.სამხარეო საკონსულტაციო
საბჭოს უფლებამოსილებაა: სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით შესაბამის
ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და
მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის
განხილვა და ა.შ

26) თბილისის მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანიზების საკითხები

თბილისის მერიის სტრუქტურული ნაწილი არის თბილისის მთავრობა, რომელიიც სხვა


მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებულია, კომისიების რაოდენობით. თბილისის მთავრობა,
შედგება მერის, მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილეების, მერიის
ადმინისტრაციის უფროსის, საქალაქო სამსახურების უფროსების და თბილისის რაიონების
გამგებლებისგან. მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერი ან თბილისის
მერის დავალებით − ვიცე-მერი ან ერთ-ერთი მოადგილე. მთავრობის სხდომა
უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი
გადაწყვეტილება მიიღება მთავრობის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. რაც შეეხება
ტერიტორიული ორგანიზების საკითხს, მასში იგულისხმება ის, რომ თბილისის მერიას
ჰყავს რაიონები, რაიონებს ჰყავთ ხელმძღვანელები გამგებლების სახით, მაგრამ ეს რაიონები
არ წარმოადგენენ ცალკე თვითმმარტველ ერთეულებს. ისინი არიან დეკონცენტრირებული
ორგანოები, თბილისის მერს დაქვემდებარებული ტერიტორიული ერთეულები.

27) ადმინისტრაციული ზედამხედველობის პრინციპები ადგ. თვითმმართველობის


ორგანოებზე ევროპული ქარტიის გათვალისწინებით.

ადმინისტრაციული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით,


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით― და ამ კანონით
დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ზედამხედველობა
ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის დაცვით. როცა ადგ. თვითმმართველობაში
ხდება ჩარევა ცენტრალური უწყებების მიერ , ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს
კანონმდებლობით და კონსტიუციით განსაზღვრული და შესაბამისად ნებისმიერი ჩარევა
უნდა იყოს მიზნის პროპორციული, ისე, რომ არ შეილახოს ადგ. თვითმმართველობების
დამოუკიდებლობა.ადმინისტრაციული ზედამხედველობა არის აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის კანონიერების და დელეგირებული
უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველყოფა.

28)ხელისუფლების ადგ. ორგანოების ფინანსური სახსრები ევროპული ქარტიის მიხედვით

ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ ეროვნული ეკონომიკური


პოლიტიკის ფარგლებში გააჩნდეთ საკუთარი ფინანსური სახსრები, რომელთა განკარგვაც
მათ შეეძლებათ მათი უფლებამოსილების ფარგლებში.ფინანსური წყაროები თანაზომიერნი
უნდა იყვნენ კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ მათ უფლებამოვალეობებთან. მათი
ნაწილი უნდა შემოდიოდეს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან,
რომელთა ოდენობის დადგენაც შეუძლიათ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს
კანონის ფარგლებში. ფინანსური სისტემები, რომლებსაც ეფუძნებიან ხელისუფლების
ადგილობრივ ორგანოთა სახსრები, უნდა იყოს საკმარისად მრავალფეროვანი და მოქნილი,
რათა ამ ორგანოებს საშუალება ჰქონდეთ, იმდენად, რამდენადაც ეს პრაქტიკულად
შესაძლებელი იქნება, გაითვალისწინონ მათი ამოცანების შესრულებისას გაწეული რეალური
ხარჯების ბალანსი. ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან
სათანადო წესით გაიმართოს კონსულტაციები იმ გზების შესახებ, რომლებითაც უნდა
მოხდეს მათთვის გათვალისწინებული სახსრების გადანაწილება.
29)პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ესაა დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც


საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ
ერთეულში სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის
საკითხების გადაწყვეტას. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების კანონისმიერი საფუძვლები ორ
კატეგორიად იყოფა:

ა) საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება;

ბ) საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

გადაწყვეტილებას საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ,


საქართველოს მთავრობის წარდგინებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით, იღებს
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხზე გამოსცემს ბრძანებულებას.საკრებულოს
დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება შესაბამისად იწვევს გამგებლის/მერის
უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას.

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობას შესაბამის თვითმმართველ ერთეულში


ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მერი, ხოლო მმართველობის
განხორციელებას ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა.

პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის


ორგანოების რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების
უფლებამოსილების ცნობის დღემდე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე
ნაკლები - მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების
უფლებამოსილების ცნობის დღემდე.

You might also like