არქ. ლექსიკონი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 20

არქიტექტურული

ლექსიკონი

სტუდენტი: ზურაბ გოგოლაძე

ჯგუფი: 62204

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი


-ა-
აბაკი (1) (ბერძნ.) – კაპიტელის ზედა ნაწილი, რომელიც,
ჩვეულებრივ, კვადრატული ფილაა, სწორი (დორიული
ორდერი) ან ჩაზნექილი (კორინთული ორდერი) ნაპირებით.

აბსოლუტური ნიშნული – ადგილის სიმაღლე ზღვის


დონიდან.
აკვედუკი (ლათ.) – რუსხმული; ხიდისმაგვარი,
უმეტესად თაღოვანი სუბსტრუქციები, რომლის
მეშვეობით წყალგაყვანილობის მილები, სარწყავი
და ჰიდროტექნიკურიარხები ხევებზე, გზებზე,
მდინარეებზე გადაყავთ.

არქივოლტი (იტ.) – თავსართი; თაღის მოჩარჩოება, რომელიც


წარმოადგენს მთლიან ან დანაწევრებულ ზოლურას.

არქიტექტურული ანსამბლი – ერთიან კომპოზიციას,


გარკვეულ არქიტექტურულ იდეას დამორჩილებული შენობების და ნაგებობების
ერთობლიობა, ჩამოყალიბებული თანდათან – ხანგრძლივი დროის მანძილზე ან
ერთდროულად.
არქიტექტურული ორდერი – არქიტექტურული კომპოზიცია, სისტემა, რომელსაც
საფუძვლად უდევს დგარულ-კოჭოვანი კონსტრუქცია და წყობის განსაზღვრული
კანონები. ჩაისახა ანტიკურ საბერძნეთში და გავრცელდა ევროპის მრავალი
ქვეყნის კლასიკურ არქიტექტურაში. ორდერი სამი ძირითადი ნაწილისაგან
შედგება: ფუძე, სვეტი და კოჭოვანი სისტემა – ანტაბლემენტი. ცნობილია ხუთი
კლასიკური ორდერი: დორიული, ტოსკანური, იონური, კორინთული, კომპოზიტი.
ძირითადი განსხვავება ცალკეულ ორდერებს შორის მდგომარეობს როგორც
ცალკეული ელემენტების წყობასა და მხატვრულ დამუშავებაში, ასევე მთავარი და
მეორეხარისხოვანი ელემენტების პროპორციებში.

-ბ-

ბალდახინი (იტ.) – 1. გავალაკი; უძრავ ან გადასატან ბოძებზე ან


ლატნებზე დამაგრებული ქსოვილის ჩარდახი, საჩრდილობელი. 2.
ქვაში, ხეში, ლითონში შესრულებული არქიტექტურული ფორმა –
ჩარდახი კოლონებზე ან ბოძებზე (მაგ. სამეფო ტახტის თავზე
ბარელიეფი (ფრან.) – სკულპტურული
გამოსახულება სიბრტყეზე, რომლის ყველა
ნაწილი სიბრტყიდან თავისი მოცულობის
ნახევარზე ნაკლებად არის გამოყოფილი. შდრ.
გორელიეფი.

ბაქანი – 1. ოროკო; “კლდეში მცირე ვაკე რამ” (საბა). 2. ეზოში, ბაღ-პარკებში


გამოყოფილი მცირე მოედანი სათამაშოდ, საცეკვაოდ და ა.შ. 3. მიწაყრილის ან
სუბსტრაქციებით შექმნილი ნიადაგიდან ამაღლებული თარაზული სიბრტყე. 4.
კიბის სვლებს შორის მოქცეული მცირე მოედანი. იხ. კიბის ბაქანი.
ბელეტაჟი (ფრან.) – 1. შენობის მეორე, მთავარი სართული, რომლის ოთახები
უფრო მაღალია და პირადულად არის
მოპირკეთებული. 2. მაყურებელთა დარბაზის
პარტერისა და ამფითეატრის თავზე მოთავსებული
პირველი იარუსი.
ბიფორი (გერმ.) – სვეტით ორად გაყოფილი გოთიკური
ფანჯარა.

-გ-
გაბარიტი (ფრან.) – რაიმე საგნის, შენობის და სხვა ზღვრული, გარე მოხაზულობა.

განაკიდი – შენობის შვეულ კედლებზე


გადაცილებულისახურავი, რომელიც
განლაგებულია ჰორიზონტალურად გარე კედლების
კონტურის გარე

გალავანი – ქალაქის, ციხის, ეზოს, ცალკეული


არქიტექტურული კომპლექსის (სასახლის, მონასტერის და
ა.შ.) გარშემო შემოვლებული, ჩვეულებრივ, ქვის კედელი.
ზღუდე.
გალერეა (ფრან.) – 1.
შენობის სხვადასხვა ნაწილების დამაკავშირებელი
სვეტნარი ან თაღედი. 2. შენობის სხვადასხვა
ნაწილების დამაკავშირებელი გრძელი სათავსი. 3. მიწისქვეშა გადასასვლელი
ციხე-სიმაგრეებში ან შახტებში. 4. ქანდარა, მაყურებელთა დარბაზის ზედა იარუსი.
განმბრჯენი – დახრილი ან თარაზული ძელი კონსტრუქციაში მისი ნაწილების
მდგრადობის და განსაზღვრული მდებარეობის სიხისტის შესანარჩუნებლად.
გეგმა - 1. შენობის სართულის თარაზული ჭრილის გრაფიკული გამოსახულება. 2.
დასახლებულ ადგილში შენობების, უბნების, ქუჩებისა და სხვა ნაწილების
ურთიერთგანლაგების მაჩვენებელი გრაფიკული გამოსახულება – გენგეგმა .
გრაფიკა (ბერძ.) – ხატვის ხელოვნება, სადაც ჭარბობს ფორმის ხაზოვანი ასახვა.

-დ-
დგარი – 1. რისამე საყრდნობი ძელი. 2. ფერმის, ნივნივების სისტემის და მისთ.
ვერტიკალური ღერო.
დედნდროლოგია (ბერძ.) – ბოტანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ხე-
ბუჩქოვან ჯიშებს.
დილეგი (სპარს.) – 1. მიწის ქვეშ მოთავსებული საპყრობილე, საკანი. 2. ციხე-
კოშკი, რომლის ქვედა ნაწილი გამოყენებული იყო საპყრობილედ.
დიპტეროსო (ბერძ.) – ანტიკური ტაძრის სახეობა, რომლის ძირითად მოცულობას
გარს არტყია სვეტების ორი რიგი (ერთრიგიანი სვეტნარით გარშემორტყმული
ტაძრის – პერიპტეროსისაგან განსხვავებით).

დოლმენი (ფრან.) – პირველყოფილ-თემური


საზოგადოების მეგალითური ნაგებობა – სამარხი,
რომელიც წარმოადგენს თარაზული ფილით
გადახურულ, ვერტიკალურად დაყენებულ რამდენიმე
ქვის ლოდს ან ფილას.
დრენაჟი (ფრან.) – თხრილების, მილების და სხვა საშუალებათა სისტემა, ყამირის
წყლების დონის დასაწევად.

-ე-
ეკვდერი (ბერძ.) – 1. ეგვტერი, საჟამნო, სამლოცველო; ეკლესიის სიახლოვეს
აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა სალოცავად. “მცირე
სამწირვალო” (საბა). 2. ეკლესიას მიდგმული საგვარეულო აკლდამა.
ეკლესია (ბერძ.) – 1. საყდარი, ტაძარი; საკულტო ნაგებობა, სადაც წარმოებს
ღვთისმასხურება და რელიგიური წესჩვეულებათა შესრულება. 2.
`თავდაპირველად ამ ტერმინს ძველ ქართულში სარწმუნოებრივი მნიშვნელობა
არ ჰქონია. მაგალითად, ყრილობა როდესაც იმართებოდა ხოლმე, იმ ადგილს
ეკლესია ეწოდებოდა და თავდაპირველად საერთოდ ეკლესია შესაკრებელი
სახლის სახელიც იყო~ (ივ. ჯავახიშვილი); `შესაკრებელი~ (საბა).
ეკლეკტიზმი არქიტექტურაში – ძირითადად მემკვიდრეობიდან ნასესხები
მხატვრული ელემენტების და არქიტექტურული მოტივების მექანიკური,
არაშემოქმედებითი, აღრევით გამოყენება შენობის იდეურ-სახვითი და
კონსტრუქციული საფუძვლის ნაწილობრივ ან მთლიანად უგულეველყოფით
(დამახასიათებელია XIX საუკუნის მეორე ნახევრისათვის).
ენტაზისი (ბერძ.) – სვეტის ტანის გამოზნექილობა კლასიკური კოლონის
დაახლოებით 1/3-ის ზევით, რაც სვეტის ტანის შეზნექილობის
შთაბეჭდილებას აქარწყლებს.

ერდო – 1. დოლაბი, სახურავში, შუაცეცხლის თავზე, ამოჭრილი


ადგილი, რომელსაც სარკმლისა და საკვამურის დანიშნულება
აქვს. 2. რაჭაში – ჭერში ამოჭრილი ღიობი, სართულიდან
სართულზე გასასვლელად. ხევში – ასეთივე ოთხკუთხა ღიობი,
საიდანაც კიბის მეშვეობით საქონლისთვის განკუთვნილ ქვედა სართულში ჩადიან.
3. ბანი, საჩეხი; ბრტყელი სახურავი.
ერდოიანი სახლი – ქართული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომელიც
ერდოიანი სახურავით არის დახურული.
ერკერი (გერმ.) – შენობის ფასადის სიბრტყიდან
გამოტანილი სხვადასხვა მოხაზულობის
(ნახევარწრიული, სამკუთხა, წახნაგოვანი) შემინული
მოცულობა, რომელიც ზრდის ძირითადი სადგომის
ფართობს.
ესკიზი (ფრან.) – მომავალი ნაწარმოების – არქიტექტურული პროექტის,
ქანდაკებისა და ა.შ. გრაფიკული, ფერწერული ან სკულპტურული ჩანახატი.
ექსედრა (ბერძ.) – 1. ნახევარწრიული მოხაზულობის ნიში კედელში ან ასეთივე
ფორმის დასვენებისა და საუბრებისათვის განკუთვნილი ღია ანტიკური შენობა. 2.
ანტიკური საცხოვრებელი სახლის პერისტილისაკენ გახსნილი პარადული
სადგომი.
ექსპლიკაცია (ლათ.) – ნახაზზე დართული ტექსტი, რომელიც განმარტავს
პირობით აღნიშვნებს.

-ვ-
ვარდული – როზეტი; ორნამენტი სტილიზებული ყვავილის სახით.
ვერანდა (ინგ.) – დერეფანი; ღია ან შემინული (ჩვეულებრივ, გაუმთბარი) მინაშენი,
რომელიც წარმოადგენს გადახურულ სვეტნარს მოაჯირით ან შემინულ გალერეას .
სახურავიანი აივანი.
ვერტიკალური დაგეგმარება – განსაზღვრული ტერიტორიის – ქუჩის, მოედნის,
კვარტალის და ა.შ. რელიეფის საპროექტო დონეებისა და მათზე შენობების
განლაგების სქემა.
ვესტიბიული (ლათ.) – 1. ტალანი რომაულ სახლში. 2. სადგომი საზოგადოებრივ
შენობის შესასვლელთან, რომელიც ამ უკანასკნელს ძირითად ოთახებთან ან
კიბის უჯრედთან აკავშირებს.
ვილა (ლათ.) – ქალაქგარეთა სახლი, აგარაკი.
ვინიეტი (ფრან.) – წიგნის ან ხელნაწერის ბოლოში ან დასაწყისში მოთავსებული
სამკაული ორნამენტის ან ნახატის სახით.
ვიტრაჟი (ფრან.) – ღიობის შემინვა ფერადი მინის ცალკეული ნაჭრებით,
რომლებიც ქმნის გარკვეულ ორნამენტს ან ნახატს. შემინვის ამგვარი ხერხი
განსაკუთრებით გავრცელდა რომანულ და გოთიკურ არქიტექტურაში.
ვოლიუტა (ლათ.) – ხვიარა სპირალის სახით,
სკულპტურულად შესრულებული ორნამენტული
დეტალი ცენტრში მოთავსებული რგოლით. ვოლიუტა
იონური, კორინთული, კომპოზიტური კაპიტელებისა
და სხვა არქიტექტურული ფორმების (მაგ. ბაროკულ
არქიტექტურაში კარ-ფანჯრების მოჩარჩოების)
შემადგენელი ნაწილია.

-ზ-
ზედა სინათლე – სათავსის ზემოდან – სახურავიდან განათების ხერხი.
ზეპნა – დატკეპნილი მიწა ბანზე.
ზეძირკველი – ცოკოლი; კედლის ქვედა, შეკიბული
ნაწილი.
ზოლურა – კედლის სიბრტყიდან უმნიშვნელოდ
გამოწეული, თარაზული, ხშირად არქიტექტურული
დეტალების მომჩარჩოებელი, პროფილირებული (ქვის
ან მობათქაშებული) სარტყელი.
ზოომორფული ორნამენტი – ორნამენტი, რომლის ძირითადი შემადგენელი
ელემენტია ცხოველთა სამყაროს სტილიზებული გამოსახულება.
ზოოფორი (ბერძ.) – ცხოველებისა და მცენარეულობის ამსახველი სკულპტურული
ზოლი.
ზღურბლი – ბჭე, დირე (კარისა), კარობანი, კარაპინი, კარნაგელა; კარის ჩარჩოს
ქვედა ძელი ან ის უხილავი ხაზი, რომელიც გასდევს დახურულ კარს იატაკზე.
ზიკურატი – საფეხუროვანი პირამიდის მსგავსი
საკულტო ნაგებობა მესოპოტამიაში.

-თ-
თაღი – ორ საყრდენს შორის ამოყვანილი მრუდხაზოვანი ზღუდარი გადახურვა.
არსებობს მრავალნაირი თაღი: ამაღლებული,
განმტვირთავი, გარესაყრდნობი, გოთიკური,
დამრეცი, ელიფსური, ისრული (შეისრული),
კილისებრი, კოლოფა, კბილანა, კონცენტრული,
კუმშვილი, მრავალფრთიანი, მშვილდა, მცოცავი,
ნალისებრი, ნახევარწრიული, პარაბოლური,
პერსპექტიული, სამფრთიანი, სამცენტრიანი, სატრიუმფო, სოლისებრი, შეკიდული,
შემაღლებული, ხოკერული, ცრუ, ტიუდორის.
თბოიზოლაცია – საგანგებო ღონისძიება (თბოგაუმტარი შრის მოწყობა) შენობაში
ან სადგომში სითბოს დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით.
თეატრონი (ბერძ.) – მაყურებელთა ადგილები ძველ
ბერძნულ თეატრში, რომლებიც, ჩვეულებრივ,
ნახევარწრიულ რიგებად იყო განლაგებული მთის
კალთებზე.
თერმები (ლათ.) – ანტიკური რომის საზოგადოებრივი
აბანოები, რომლებიც მოიცავდნენ აგრეთვე
სპორტულ დარბაზებს, დისპუტების ჩასატარებელ სათავსებს, ექსედრებს საუბრისა
და კითხვისათვის.
თხრილი – ხანდაკი, ტრანშეა; გრძელი და ვიწრო მთხრებლი.

-ი-
იარდი (ინგლ.) – ინგლისში და ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული სიგრძის
საზომი ერთეული, რომელიც 91,4 სმ-ს შეადგენს და იყოფა სამ ფუტად.
იარუსი (ლათ.) – სართული; შენობის ერთმანეთის თავზე განლაგებული ერთ-ერთი
განმეორებადი ნაწილი.
იატაკი – სართულშუა გადახურვაზე ან მიწაზე მოწყობილი სხვადასხვა მასალის
ფენილი სადგომში.იგლუ – ესკიმოსთა
გუმბათისებრი, ყინულის საცხოვრებელი.
იზოლაცია (ფრან.) – განცალკევება, გამოყოფა.
ინტარსია (იტ.) – სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ხისაგან შესრულებული
ინკრუსტაცია.
ინტერიერი (ფრან.) – სადგომის არქიტექტურულად გაფორმებული შიგა სივრცე.
ისრული თაღი – გოთიკური თაღი; კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისგან
შედგენილი წარმართველის მქონე თაღი.
ისრული კამარა – ისრული თაღის მოხაზულობის განივკვეთის მქონე კამარა.

-კ-
კამარა – მრუდხაზოვანი, შეზნექილი ზედაპირის მქონე სივრცითი კონსტრუქცია
(გადახურვა).
კაპიტელი (ლათ.) – სვეტისთავი; სვეტის დამაგვირგვინებელი ნაწილი.
კარკასი (იტალ.) – ნაგებობის კონსტრუქციული ჩონჩხი –
დგარების განბრჯენებისა და ირიბანების სისტემა.
კარნიზი (ბერძ.) – ლავგარდანი; ანტაბლემენტის, კედლის ან
მისი ნაწილის დამაგვირგვინებელი პროფილირებული
ელემენტი.
კაშხალი – ქვის, ბეტონის, მიწის ნაგებობა, რომელიც ეღობება წყლის დინებას,
ამაღლებს მდინარის დონეს და ჰქმნის
წყალსაცავს.
კვარცხლბეკი – 1. პედესტალი, პოსტამენტი;
ქანდაკების ლარნაკის, ობელისკის ქვესადგამი. 2. ძვ. მეფეთა და
მღვდელმთავართა საჯდომის საფეხური, შეკიბული ბაქანი.
კიბის უჯრედი – კედლებით შემოსაზღვრული შენობის ნაწილი, რომელშიაც კიბეა
მოთავსებული.
კოლონა (ლათ.) – სვეტი; ჩვეულებრივ, მრგვალი კვეთის საყრდენი (ბოძის სახით),
რომელზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი ან თაღის ქუსლი.
კონსოლი (ფრან.) – ბრჯენი, კორნშტეინი; კედელში ერთი ბოლოთი ჩაჭედილი
კოჭი, ფილა ან კედლის წყობიდან გამოშვერილი კოჭის ნაწილი, რომელზედაც,
ჩვეულებრივ, დაყრდნობილია კარნიზი, აივანი, ქანდაკება და ა.შ.
კოჭი – ერთ (კონსოლი) ორ ან მეტ წერტილზე დაყრდნობილი სხვადასხვა კვეთის
(სწორკუთხა, ტესებრი, კოლოფა და სხვა) მზიდი ძელი.

-ლ-
ლაბირინთი (ბერძ.) – ლავრინთო; ქუჩების, ხეივნების, კორიდორების და სხვა
რთული, დახლართული განლაგება.
ლავრა (ბერძ.) – ზოგიერთი მამათა მონასტრის სახელწოდება.
ლაკონიუმი (ლათ.) – ოფლის სადენი სადგომი რომის თერმებში.
ლამპიონი (ფრან.) – ფერადმინიანი სანათი.
ლანდშაფტი - (გერმ.) – ადგილმდებარეობის საერთო ხედი.
ლანდშაფტური პარკი – პეიზაჟური პარკი; არარეგულარული დაგეგმარების
მქონე პარკი, რომელიც მეტად წააგავს ბუნებრივ ადგილს და ხშირად მოიცავს
ტყეს პატარა მინდვრებით, ხევებს და ა.შ.
ლარი – 1. კუთხ. ფაცხა, ჩოდოლი, ლაჭყორი; წნულის ქოხი იმერეთში; 2. კუთხ.
გრძელი და განიერი სკამი, რომელიც საწოლადაც გამოიყენება.
ლარტყა – 1. ლატანი; ოთხკუთხა კვეთის ბრტყელი ძელი. 2. გეოდეზისტების
იარაღი – გრძელი და ბრტყელი ძელი დედამიწის ზედაპირის ორი წერტილის
შედარებითი სიმაღლის დასადგენად.
ლენტური საძირკველი – უწყვეტი საძირკველი; კაპიტალური კედლის ქვეშ
უწყვეტად ამოყვანილი საძირკველი.
ლილვი – მრუდხაზიანი არქიტექტურული პროფილი,
რომელიც განივკვეთში ნახევარწრეს წარმოადგენს.
ლოჟა (ფრან.) – ტიხრებით ან მოაჯირით გამოყოფილი
განცალკევებული ადგილი მაყურებელთა დარბაზში,
სადაც რამოდენიმე სავარძელი დგას.
ლოჯია (იტ.) – სამ ან ორ მხრიდან კედლებით
შემოზღუდული შენობის ღია ნაწილი – აივანი.

-მ-
მაკეტი (ფრან.) – მცირე ზომის ნიმუში (მოდელი) განზრახული ან უკვე არსებული
ნაგებობისა.
მალი – მანძილი ორ კედელს, სვეტს ან საყრდენს შორის.
მანსარდი – უშუალოდ სახურავის ქვეშ სხვენის სივრცეში მოქცეული სადგომი (XVII
საუკუნის ფრანგი ინჟინრის მანსარის სახელის მიხედვით).
მასტაბა (არაბ.) – ძველი ეგვიპტის სამარხების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც
ფორმით წაკვეთილ პირამიდას მოგვაგონებს.
მასშტაბი (გერმ.) – სიდიდის (სიგრძის) პირობითი
გამოსახულება სიგრძის უფრო მცირე ერთეულში (სმ-ში)
გეგმაზე, რუკაზე – ხაზის სიგრძის ფარდობა მისივე
სიგრძესთან ნატურაში, ე.ი. მის ნამდვილ სიგრძესთან.
მზიდი კედელი – კედელი, რომელსაც გადაეცემა კონსტრუქციული დატვირთვები.
მოზაიკა – საროთი, სოფიის კენჭი; მონუმენტური
ფერწერის სახეობა, სადაც გამოსახულება
მიიღება სხვადასხვა მასალის (მარმარილოს,
მინის, კენჭების და მისთ.) ნაჭრების მჭიდროთ შეერთებით; ასეთი წესით
მიღებული, კედლის იატაკის და სხვა ზედაპირი.
მოლიურები – იგივეა რაც არქიტექტურული პროფილები.

-ნ-
ნავი – ნაოსი, ნეფი; ბაზილიკის ერთ-ერთ გრძივ (ზოგჯერ, განივ) ნაწილთაგანი,
რომელიც გამოყოფილია სვეტების რიგებით.
ნაოსი (ბერძ.) – 1. სეკოეი; ბერძნული ტაძრის მთავარი სათავსი (შეესატყვისება
ლათინურ ცელას). 2. იგივეა რაც ნავი.
ნახევარსვეტი – აყრდნობილი სვეტი, პილასტრი, კედლის სვეტი; სვეტი, რომელიც
კედლის სიბრტყიდან თავის საგულისხმო სისქის ნახევარზეა გამოწეული.
ნახევარფრონტონი – ფრონტონის სახეობა, რომელშიაც ამოღებულია
ჰორიზონტალური ზოლურას შუა ნაწილი.
ნახევარწრიული თაღი – კოლორი; ნახევარწრის მოხაზულობის თაღი.
ნახევარწრიული კამარა – ცილინდრული კამარა; კამარა, რომლის
წარმმართველი ნახევარი წრის მოხაზულობისაა.
ნეკროპოლისი (ბერძ) – ანტიკური ქალაქის განაპირას მოწყობილი სასაფლაო.
ნერვიურა (ლათ.) – გურტი; კამარის შიდა ზედაპირის დამანაწევრებელი
პროფილირებული ზოლი, წიბო.

-ო-
ობელისკი (ბერძ.) – მონუმენტის სახეობა, რომელიც წარმოადგენს ზევითკენ
დავიწროებულ ქვის წახნაგოვან ბოძს პირამიდულად წაწვეტებული დაბოლოებით.
ოდა – 1. ოთახი, სენაკი. 2. იგივეა, რაც ოდა-სახლი. 3. კუთხ. ქართლში – ბოსლის ის
ნაწილი, სადაც საქონელი არ იმყოფება.
ოდა-სახლი – ხის ან ქვის ბოძებზე შეყენებული ფიცრული სახლი.
ოთახი – სადგომი, სათავსი; საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი შენობის ნაწილი,
რომელიც კედლებით გამოყოფილ სივრცეს წარმოადგენს.
ორანჟერეა (ფრან) – სათბური; საგანგებო შენობა, სადაც სინათლისა და სითბოს
საჭირო პირობების დაცვით ხელოვნურად აშენებენ თბილი ქვეყნების
მცენარეულობას.
ოქროს კვეთი – ოქროს კვეთის პროპორციები საფუძვლად უდევს მსოფლიო
არქიტექტურას, კერძოდ – ანტიკური და აღორძინების ხანის არქიტექტურას, ბევრ
ნაწარმოებს. მისი არსი მდგომარეობს Aჩ მონაკვეთის ორ ნაწილად ისეთ
დაყოფაში, რომელიც იძლევა შემდეგ შეფარდებას: BC/AB=AB/AC ეს შეფარდება
დაახლოებით უდრის 3/5, 5/8, 8/13 და ა.შ.
-პ-
პავილიონი (ფრან) – 1. მსუბუქი შენობა ბაღ-პარკებში. 2. ცალკე შენობა ან
მინაშენი სახელდახელო ვაჭრობისათვის. 3. გამოფენის რომელიმე
განყოფილებისადმი განკუთვნილი შენობა. 4. კინო ან ფოტოგადაღებისათვის
სპეციალურად მოწყობილი შენობა.
პანდუსი (ფრან) – სქორი ან მრუდხაზოვანი მოხაზულობის დახრილი სიბრტყე,
რომელიც სცვლის კიბეს და, ხშირად, გამიზნულია ტრანსპორტის ასასვლელად.
პანთეონი (ბერძ) – 1. `ყველა ღმერთის ტაძარი~ ძველ რომში. 2. გამოჩენილი
ადამიანების საძვალე.
პარაპეტი (იტ.) – გისონი; სახურავის, აივნის, ხიდის ან მისთ. შემომზღუდავი
დაბალი კედელი, მეტ ნაწილად, ყრუ, გაუმჭოლ ზღუდეს წარმოადგენს.
პედესტალი (ფრან.) – 1. კვარცხლბეკი, პოსტამენტი; სკულპტურის, ვაზის,
ობელისკის ქვესადგამი. 2. არქიტექტურული ორდერის ქვედა, საყრდენი ნაწილი
(სურათი).
პერგოლა (იტ) – თალარი; ბაღ-პარკული ნაგებობა. იგი წარმოადგენს ზემოდან
მოლარტყვით შეერთებულ თაღების ან ჩარჩოების რიგს, რომლის ირგვლივ
დარგულია ხვიარა მცენარეულობა.
პილასტრა (იტ.) – აყრდნობილი სვეტი, კედლის სვეტი; კედლის სიბრტყიდან
გამოწეული ვერტილკალური ზოლი, რომელიც იმეორებს რომელიმე ორდერის
სვეტის მწყობრს და წარმოადგენს დეკორაციულ ელემენტს ან კედლის
კონსტრუქციულ შესქელებას.

-ჟ-
ჟალიუზი (ფრან) – ფირფიტანა; ცხაური დარაბა, რომლის შემადგენელი ხის ან
ლითონის ფირფიტები ბრუნავს გრძივი ღერძის გარშემო.
ჟარდინიერი (ფრან) – საყვავილე; ოთახის მცენარეულის მოსათავსებლად
განკუთვნილი იარუსული სადგარი, თაროედი.
ჟირანდოლი (ფრან) – კედელზე დამაგრებული სანათი არმატურა – შანდალი
რამდენიმე სანთლის რამდენიმე ბუდით.

-რ-
რაფა – საფანვალი; ფანჯრის ღიობის შიგა მოჩარჩოების ქვედა თარაზული
ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კედლის სიბრტყიდან გამოწეულ ფიცარს ან
ფილას.
რიგელი (გერმ) – მწეკოჭი; შემკვრელი კოჭი, მზიდი კონსტრუქციის
ჰორიზონტალური ელემენტი – სვეტების შემაერთებელი ძელი.
რიკული – ბალიასინა, სურაია; მცირე ზომის ფიგურული ბოძი, რომელსაც
ეყრდნობა კიბის, აივნის და მისტ. მოაჯირი.
როტუნდა (იტ) – წრიული გეგმის მქონე, ჩვეულებრივ გუმბათით
დაგვირგვინებული ცენტრული ნაგებობა.
რუსტი (ლათ) – კედლის მოსაპირკეთბელი ქვა, რომელსაც წინა პირი გაუთლელი,
უხეშად დამუშავებული აქვს.

-ს-
სარდაფი (სპარ) – პირველი სართულის ქვევით, მიწის დონეზე დაბლა მდებარე
სართული.
სარკმელი – 1. საჰაერო, შუკუმი; ფანჯრის საგდული ნაწილი, რომელიც
დამოუკიდებლად იღება და სადგომის გასანიავებლად არის განკუთვნილი. 2.
ფანჯარა; შემინული ღიობი კედელში, შენობის განათების და განიავებისათვის .
სატრიუმფო თაღი – ცალკე მდგომი მემორიალური
ნაგებობა თავისებური კარიბჭის სახით, ერთ ან
სამმალიანი თაღოვანი გასასვლელით, აგებული
რომელიმე გამოჩენილი პიროვნების
უკვდავსაყოფად ან რაიმე ისტორიული ამბის
აღსანიშნავად.
საძირკველი – ნაგებობის მიწისქვეშა საყრდენი ნაწილი, რომელიც შენობის
დატვირთვებს ფუძეს გადასცემს.
საწვიმური - შენობის სახურავზე, გარკვეულ ადგილებზე, მოწყობილი თუნუქის
ძაბრი, რომლის მეშვეობითაც სახურავზე დაგროვილი წვიმის წყალი ჩადის
საწვიმარ მილში.
სიტუაციური გეგმა – ადგილმდებარეობის გრაფიკული გამოსახულება საგანგებო
პირობითი ნიშნების საშუალებით.

-ტ-
ტექნიკური პროექტი – პროექტის დამუშავების მეორე ეტაპი, რომელიც აზუსტებს
საპროექტო მოცემულობას (ესკიზურ პროექტს), სამუშაო ნახაზების Aშესადგენად .
ტექნიკური სართული – საგანგებო სართული მრავალსართულიან შენობაში,
რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის სანტექნიკური მილგაყვანილობისათვის ,
სავენტილაციო არხებისათვის და მისთ. და ჩვეულებრივ სართულზე ნაკლები
სიმაღლისაა.
ტვიფარი – ესტამპი, ანაბეჭდი გრავიურიდან.
ტიმპანი (ბერძ.) – 1. ფრონტონის თარაზულ და დახრილ ზოლურებს შორის
მოქცეული სამკუთხა არე. 2. პილასტრის, თაღსა და არქიტრავს შორის მოქცეული
მრუდხაზოვანი სამკუთხა არე.
ტიუდორის თაღი – ოდნავ შეისრული სამცენტრიანი თაღი.
ტრავეა (ფრან) – შეკრული კამარით გადახურული შენობის ნაწილი – ნავი.
ტრანსეპტი (ლათ) – ტაძრის განივი ნავი.

-უ-
უბანი – დასახლებული ადგილის (ქალაქის, სოფლის ნაწილი).
უნიფიკაცია (ლათ)– რისამე (მაგალითად კონსტრუქციული ან არქიტექტურული
ელემენტების) დაყვანა ერთიან ნორმაზე, ერთიან ფორმაზე, ერთ სახეობაზე.
ურასა – იაკურტეგბის საცხოვრებლის სახეობა, რომლის ჩონჩხს წარმოადგენს
მიწაში ჩაფლული ბოძების რიგი.
ურბანიზაცია (ფრანგ) – დიდ ქალაქებში მრეწველობის და მოსახლეობის
თავმოყრა.
ურბანიზმი (ფრან) – თეორია, რომელიც ქადაქებს მატერიალური და სულიერი
კულტურის თავმოყრას დიდ ქალაქებში და ქალაქის შემდგომ განვითარებას.
ურდული – კედა, საკვალთი, საგდული, რაზა; კარის საკეტი ძელაკი ან ლითონის
ღერო.

-ფ-
ფანჩატური – თალარი, საჩრდილობელი, ტალავარი; მსუბუქი კონსტრუქციის
ნაგებობა.
ფასადი (ფრან.) – შენობის გარე მხარე.
ფაქტურა (ლათ) – კედლის, ჭერის და სხვა არქიტექტურული ფორმის, ელემენტის
და, აგრეთვე, მხატვრული ნაწარმოების (ფერწერა, ქანდაკება, გამოყენებითი
ხელოვნება და ა.შ.) ზედაპირის დამუშავების ხასიათი.
ფრიზი (ფრან.) – 1. Aანტაბლემენტის ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც
მოქცეულია არქიტრავსა და კარნიზს შორის. ფრიზის არე, ხშირად,
გამოყენებულია სკულპტურული გამოსახულების ან ორნამენტული მოტივების
მოსათავსებლად.

ფილა მზიდი - გადახურვის ერთმალიანი,


მრავალმალიანი ან კონსოლური ფილა, რომელიც
იღებს ძირითად დატვირთვებს და ღუნვაზე
მუშაობს. მასალის მიხედვით არსებობს ფ.მ.
რკინა-ბეტონის, ლითონის, ხის.

 
ფრონტონი (ფრან.) – ფასადის დამაგვირგვინებელი, ლავგარდნით
შემოფარგლული სამკუთხა სიბრტყე; ფანჯრის, კარის და სხვ. ელემენტების
ანალოგიური დაგვირგინება.

-ქ-
ქალაქმშენებლობა – ქალაქების დაგეგმარების და მშენებლობის თეორია და
პრაქტიკა არქიტექტურული, ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური სოციალ-
ეკონომიკური პრობლემების კომპლექსური გათვალისწინებით.
ქანდაკება – ნაქანდაკები, ნაქანდაკარი, ნატიფი, ნაძერწი, სკულპტურა; სახვითი
ხელოვნების სახეობა, რომლის ნაწარმოებს მოცულობითი ფორმა აქვს და
სრულდება მკვრივი (ქვა) ან პლასტიკური (თიხა) მასალისაგან.

ქვერკალი - სფერული ზედაპირი


განლაგებული სათავსის კარნიზის ქვეშ. ის
ქმნის გადასვლას კედლის სიბრტყიდან ჭერის
სიბრტყეზე.

ქუსლი - არქიტექტურული პროფილრ


შედგენილი ორი რკალის შეუღლებით,
რომელთაგან ზედა ამოზნექილია, ხოლო ქვედა შეზნექილი.

- ღ-
ღარი - 1. ხეში, ქვაში, ლითონში, და ა. შ. ამორებული სიგრძივი ჩაღრმავება; 2.
მცირე არხი.
ღვარსარინი - ნიაღვრის გადასაყვანი რარი ან მილი.
ღიობი - სიო; განჯრის, კარის და მისთ. ხვრეტი კედელში.

ღვარცოფსაშვი - ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობათა


ერთ-ერთი ტიპი, მიეკუთვნება ღვარცოფგამტარ
ნაგებობათა ჯგუფს. ღ. თავის მხრივ, წარმოადგენს რკინაბეტონის ღარს და
ღვარცოფული კალაპოტის გაგრძელებას დასაცავი ხაზოვანი ობიექტის (რკინიგზის
ან გზატკეცილის ვაკისი, არხი) ზემოდან; გამოიყენება ღვარცოფის მცირე ხარჯების
გასატარებლად. ტრანზიტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად ღარის ქანობი უნდა
იყოს თანაბარი ან აღემატებოდეს ბუნებრივი კალაპოტის ქანობს მისასვლელ უბანზე.
ღარის სიგანე უნდა შეესაბამებოდეს ღვარცოფული ნაკადის საშუალო სიგანეს, ხოლო
კედლების სიმაღლე უნდა აღემატებოდეს ნაკადის მაქსიმალურ სიღრმეს 20%-ით.

-ყ-
ყავარი - თხელი და ვიწრო ფიცარი, რომელიც
გამოიყენება სოფლის სახლის ქანობიან სახურავზე
ბურულის მოსაწყობად .

ყორე - უკიროდ და უტალახოდ ნაგები ქვის კედელი -


ზღუდე, მიჯნი.
ყორღანი - ტაბუთი, ტაგრუცი; სამარხი, რომელიც წარმოადგენს მიწაყრილს მის
სისქეში დატანილი სამურავიტ, აკლდამით.
ყულფი - მარყუჟი, სიკილოე; რაზის გასაყრელი რგოლი.
ყავარი- 13-14 მმ-ის სისქის ფიცარი, რომელსაც ხმარობდნენ სახურავის მასალად
ან კედლის შეამოსად.

-შ-
შუაჯვარედი – ტაძრის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნება გრძივი ნავისა და
ტრანსეპტის (განივი ნავის) გადაკვეთით.

შუკუმი – სარკმელი, ფანჯრის სადულის  ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლად


იღება და სათავსის გასანიავებლად არის
განკუთვნილი.

შუბლა ფიცარი - ძვ. ხის ხუროთმოძღვრებაში


ჩუქურთმებით დამშვენებული ფიცარი, რომელიც
ხურავს გადასასვლელს კედლის მორებიდან ქოხის
ფრონტონის ფიცრებამდე.

შპონი - მერქნის (ბუნებრივი) ან სხვა მასალის (სინთეზური) თხელი ფირფიტები.


გამოიყენება ფანერის, მუსიკალური ინსტრუმენტების, ასანთის, ავეჯის და სხვ.
დასამზადებლად.
-ჩ-
ჩალანგარი - ერთი იმ ორ დახრილ ძეგლტან, რომლებიც ჰქმნიან სახურავის
ჩონჩხედს.

ჩონჩხედი - კარკასი; ნაგებობის კონსტრუქციული ჩონჩხი.

ჩანა (რუს. Тетива) - ხის ან ლითონის კიბის სვლის დახრილი


მზიდი კოჭი, რომელსაც საფეხურები უერთდება გვერდიდან
(ნახ. 1). რკ.ბ.-ის კიბეებში ჩანა და საფეხურები ერთ მთლიან
მონოლითს ქმნის. ხის ჩ. შეიძლება არ ჰქონდეს შიდა მხრიდან
ღარები და იგი შიცვალოს ლითონის კუთხოვანის ნაჭრებმა,
რომელზედაც დაეყდნობა საფეხურები.

-ც-
ცატამბრჯენი - ძალიან მაღალი შენობა ფოლადის კარკასზე, რომელიც შეიძლება
იყოს საცხოვრებელი ან საოფისე დანიშნულების (სიმაღლით არა ნაკლები 150 მ).
სიმაღლის დადგენა ხდება სამი კრიტერიუმის მიხედვით: შენობის კონსტრუქციული
სიმაღლე სიმაღლე შენობის ყველაზე მაღალი სართულის იატაკამდე და ანტენის
(შპილის) წვერომდე. ფოლადის, რკ.ბ.-ის, მინის წარმოების ტექნოლოგიის
განვითარებამ, გაანგარიშებების კომპიუტერული პროგრამების შექმნამ, აგრეთვე
წყლის დაწნევითი ტუმბოების და სამგზავრო ლიფტების კონსტრუქციების დახვეწამ,
საშუალება მისცა ინჟინრებს ათჯერ და მეტად გაეზარდათ შენობების სიმაღლე, რაც
განსაკუთრებით მოთხოვნადია მეგაპოლისებში, სადაც დაშენების ფართობის
ღირებულება კატასტროფულად მაღალია. 

ცოკოლი - საფუძველი, ზეძირკველი, ნაგებობის ქვედა, მიწისზედა ნაწილი,


რომელიც გამოწეულია კედლის ძირიტად სიბრტყიდან.

ცრუ იატაკი - სამრეწველო შენობების ასაწყობ-დასაშლელი იატაკი განიავებადი


იატაკქვეშა სივრცით, რომელშიც გადის ელექტროტექნიკური და
სხვა სახის კომუნიკაციები.

ცრუ კამარა - ჰორიზონტალური წყობის რიგების


გადმონაშვერით წარმოქნილი კამარა, რომელიც არ წარმოშობს
ჰორიზონტალურ გამბჯენს (ნახ. 1).

-ძ-
ძელფენილი - მჭიდროდ მორგებული ძელებიტ შექმნილი ფენილი.
ძელჭრი - კოჭოვანი გადახურვის სევსების მზიდი ნაწილი მჭიდროდ დალაგებული
ძელაკების ან ნამორების სახით.
ძალაყინი - კარის საკეტი ხის ძელი.
ძელი - დახერხილი ან გათლილი ხე, რომელის განიკვეთის ზომები 100 მმ-ს
აღემატება.

ძელურა - 1. ნამტვრევი ან თლილი ქვა, რომელიც ხასიათდება პარალელეპიპედის


ფორმით. მიიღება ამოფრქვეული ან მკვრივი დანალექი
ქანებისაგან; იყენებენ ქალაქის ქუჩებისა და მოედნების
მოსაპირკეთებლად; 2. ხის გასუფთავებული მორი,
რომელსაც ჩრდილოეთის ქვეყნებში იყენებენ
საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად (ნახ. 1); 3. რიყის
და ნამტვრევი ქვა გამოიყენება IV და V კატეგორიის
გზების ზედა და I...III კატეგორიის გზების ქვედა
ფენებისათვის. მათ აგრეთვე იყენებენ მიწაყრილების და
მდინარეების ნაპირების გასამაგრებლად; 4. ჭის თავი, გვირგვინი.

-წ-
წამატი - ხის კოჭის, ნივნივის და მისთ. ნაზარდი.

წინაფრა - შენობის შესასვლელის თავზე მოწყობილი გამონაშვერი ბრტყელი ან


მომრგვალებული ფორმისა, რომელიც
შემოსასვლელს იცავს წვიმის წვეთების პირდაპირი
მოხვედრისაგან და შენობის ფასადს აძლევს
დამთავრებულ არქიტექტურულ სახეს. ის შეიძლება
დამზადდეს ლითონის, ხის, რკ.ბ.-ის,
მინაოლასტიკის, პოლიკარბონატის (ნახ. 1) და სხვა
მასალისაგან.
წვეტურა - 1. ლირსი შენობის ვიწრო მხარეზე ორქნობიანი სახურავით შექმნილი
სამკუთხა არე; 2. ღიობის დამაგვირგვინებელი წვერმახვილი
სამკუთხედის ფორმის დეკორატიული ელემენტი გოთიკურ
არქიტექტურაში.

წამწე - ღეროების სისტემა, რომლებიც ბოლოებში შეერთებულია


სახსრებით და წარმოადგენს ერთ მთლიან ხისტ (მტკიცე)
კონსტრუქციას.არის შენობის , ხიდის მალის
ნაშენის, ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და
სხვათა გადახურვის ღეროვანი მზიდი
კონსტრუქცია, რომელსაც ამზადებენ
ლითონისაგან (ნახ. 1), რკინაბეტონისაგან, ხისა და
კომბინირებული მასალისაგან.. სანგარიშო სქემაში კვანძებში
ღეროების შეერთება პირობით მიღებულია სახსრიან შეერთებად, დატვირთვა კი -
კვანძებში მოდებულად. ამიტომ გაანგარიშებისას ვარაუდობენ, რომ წ. ღეროებში
წარმოიქმნება მხოლოდ გრძივი (გამჭიმი ან მკუმშავი) ძალები.

-ჭ-
ჭდობა - ხის ნაწილების შეერთება, როდესაც ერთი ნაწილის ნაშვერი - კბილი და
მისთ. ჯდება მეპრის სათანადო ამონარარში.
ჭედვა - კვერვა; რელიეფური გამოსახულების მისაღებად საკვეთით ლითონის
დამუშავების ტექნიკა.
ჭერი შეკიდული - საკიდურების საშუალებით გადახურვის მზიდავ ელემენტებზე
(კოჭებზე) დაკიდული ჭერი.
ჭიშკარი - ალაყაფის კარი, ბჭე, ბჭე-კარი, ბჭის კარი, გალავნის დიდი განიერი
კარი - მთავარი შესასვლელი.

ჭრილი არქიტექტურული - შენობის ან


არქიტექტურული დეტალის
ფრონტალური გეგმილი პირობითად
გაკვეთილი სიბრტყით (ნახ. 1).

- ხ-
ხარგა - ნაბდით დახურული კარავი.

ხიდი ლითონის - ხიდი, რომლის მალის ნაშენი შესრულებულია ლითონის


კონსტრუქციებისაგან (კოჭი, წამწე, კამარა, თაღი და სხვ.).
გამოირცევა სიმსუბუქით, სტანდარტულობით, აწყობის
სიმარტივით. მალის ნაშენის სისტემის მიხედვით არის კოჭური, თაღოვანი და
კიდული. მზიდი კონსტრუქციებისათვის ძირითადად გამოიყენება ნახშირბადიანი
ცხლადგლინული ფოლადის პროფილები, ხოლო დიდმალიან ხიდებში - მაღალი
სიმტკიცის ფოლადი მალეგირებელი დანამატებით. საყრდენები ბურჯები და
პილონები, როგორც წესი, მზადდება ქვის, ბეტონის ან რკინაბეტონისაგან.

ხიმინჯი - გრუნტში მოთავსებული ძელური


ელემენტი (სვეტი, ხის, ბეტონის ან ლითონის
ძელაკი), რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის
დატვირთვას. განასხვავებენ ჩასასობს (მზა სახით
ჩადებულს) და დანატენს (გაბურღვის შედეგად
ჩაყენებულს). გამოიყენება ხიმინჯოვან საძირკვლებში

- ჯ-
ჯვარედი - რისამე საყრდენი გადაჯვარებული ფიცრების, ძლების ან ლითონის
ღეროების სახით.

ჯარგვალი - გვირგვინი, ჯირგვალი; ოთხკუთხად ან


სამკუთხად შეკრული მორები, ძელები. მათი ერთმანეთზე
წყობით ამოიყვანება ჯარგვალური სახლი (ნახ. 1) ან სხვა
ნაგებობა.გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს
სოფლებში, რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, სკანდინავიის
ქვეყნებში.

ჯამე - მეჩეთი, მიზგითი, მუსლიმთა საკულტო ნაგებობა.

-ჰ-
ჰოლი - ვრცელი მოსაცდელი სადგომი საზოგადოებრივ შენობაში.
ჰორელიეფი - საკულპტურო გამოსახულება სიბრტყეზე, რომელიც
ბარელიეფისგან განსხვავებიტ სიბრტყიდან გამოწეულია
ასახული საგნის საულისხმო მოცულობის ნახევარზე მეტად.

ჰიპოსტილი (ბერძ.) - ტაძრის ან სასახლის დიდი დარბაზი,


მრავალრიცხოვანი რეგულარულად განლაგებული
კოლონებით (ნახ. 1).დამახასიათებელი იყო ძველი
აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის (ეგვიპტე, ირანი).
ჰორიზონტალი - 1. მხაზველობით გეომეტრიაში - წრფე, რომელიც პარალელურია
გეგმილის ჰორიზონტალური სიბრტყისა და არ არის გეგმილის ვერტიკალური
სიბრტყის მართობული; 2. წრფე სივრცეში, რომელიც პარალელურია იმ სიბრტყისა,
რომელშიც მდებარეობს აბსცისისა და ორდინატის ღერძები; 3. წრფე სიბრტყეზე,
რომელიც აბსცისთა ღერძის პარალელურია;

You might also like