Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

აკაკი წერეთელი ლექსის სათაურს დაესესხა ებრაელთა მეფე სოლომონს.

ამ ლექსში
ღვინო აღიქმება ემოციების აღმგზნებ საშუალებად. პოეტისთვის ნეტარების წყარო
მიდამოს მშვენიერების აღჰქმაა. ბუნების სილამაზე ნეტარების განცდას უმძაფრებს პოეტს .
იგი იმიტომ შეჰხარის საღამოს, რომ გულს სამოთხისკენ ეზიდება იმ მიზნით, რომ ადამიანს
შეაცნობინოს ბუნების ის საიდუმლო, რომლის შემეცნება ჭკუა-გონებით შეუძლებელია .

აკაკი შეიგრძნობს, რომ ეს ქვეყანა უფლის შექმნილია და იგი - „ქვეყანა“ შემოქმედს


მადლობას უხდის. მთვარე, მოკაშკაშე ვასკვლავები ქებათა-ქებას უძღვნიან შემოქმედს.
ყვავილთა მეტყველების გამოხატულებაა სურნელების კმევა.

პოეტმა საკუთარ თავში ღვთის ხატების არსებობა შეიცნო ბუნებაში არსებული


ჰარმონიით. აკაკი საუბრობს სიყვარულზე და უწოდებს მას ცისა და ქვეყნის
შემაკავშირებელს, შუამავალს. პოეტს მთელი ცხოვრების საპირწონედ მიაჩნია
სიყვარულის ერთი სანეტარო წამი, მისთვის მიუღებელია სულიერი, ზეაღმტაცი
სიყვარულისა და პირუტყვული გრძნობის გაიგივება. სიყვარული ხომ მასში
აღფრთოვანების ემოციას აღძრავს.

მომაკვდავი გედის სიმღერის მოტივის შემოტანით აკაკი შინაგანად უნათესავდება


გალაკტიონს („მთაწმინდის მთვარე“) პოეტის შემოქმედება მომავალ თაობებს იმ
შემთხვევაში გადაეცემა, თუ პოეტური უნარი, მსგავსად გედისა, სიკვდილის წინ უცნაურ
ჰანგზე აამეტყველებს.

რა არის სიყვარულის სამკაული ლექსის მიხედვით? - იგი მშვენიერებით არის


გაცისკროვნებული. ვარდის ელფერით, იის სინაზით, ბულბულის ტკბილხმოვანებით .
სიყვარულის ავტორისეული ხატება არის ოცნება, რომელსაც სიყვარულის ტახტი უდგას
და პატიოსნების გვირგვინი ამკობს.

პოეტი განადიდებს ზოგადად სიყვარულს და აღნიშნავს, მოხუცებულობაშიც ისე


ეთაყვანება ამ გრძნობას, როგორც ახალგაზრდობაში. დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ ,
რომ ღვთიურმა სიყვარულმა პოეტს ამქვეყნიური ყოფა გაუმშვენიერა .

You might also like