V Á Á . 13.04.23.

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 3

ლოგიკური ამოცანები

1) გვაქვს ორი ქვიშის საათი. ერთი მათგანი ზომავს 9 წუთს, ხოლო მეორე - 7 წუთს.
როგორ გავზომოთ მათი საშუალებით წვნიანის მოსახარშად საჭირო დრო, თუ მის
მოხარშვას 20 წუთი სჭირდება?

2) ა) რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვია, რომელიც იყოფა 2-ზეც და 3-ზეც?


ბ) რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვია, რომელიც იყოფა 2-ზე და არ იყოფა 3-ზე?
გ) რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვია, რომელიც იყოფა 3-ზე და არ იყოფა 2-ზე?

3) ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტში ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა ტოლია.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონის კენჭისყრაში ყველა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა
და ზოგმა ხმა მისცა კანონს, ზოგიც წინააღმდეგ წავიდა. თავი არც ერთ მათგანს არ
შეუკავებია.
ცოტა ხნის შემდეგ თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ კანონი მიღებულია, ვინაიდან კანონს
ხმა მისცა 23-ით მეტმა დეპუტატმა, ვიდრე იყო წინააღმდეგი.
ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი წამოდგა და განაცხადა, რომ ხმები არ არის სწორად
დათვლილი.
როგორ გამოიტანა მან ეს დასკვნა?

4) ჯამებიან სასწორზე 3 ვაშლი და 5 მსხალი წონასწორობაშია 4 მსხალსა და 4 ვაშლთან.


რომელია უფრო მძიმე - ერთი ვაშლი თუ ერთი მსხალი?

5) ყუთში 7 ლურჯი, 3 წითელი და 4 მწვანე ფანქარია, ყუთში ჩაუხედავად სულ მციერე


რამდენი ფანქარი უნდა ამოვიღოთ, რომ მათ შორის აუცილებლად იყოს:
ა) 3 ლურჯი?
ბ) 3 წითელი?
გ) 3 მწვანე?
დ) 7 ლურჯი?
ე) 2 ლურჯი, 2 მწვანე და 2 წითელი?

6) ნიკას ტირში ხუთჯერ უნდა ესროლა. მიზანში მოხვედრისას მას კიდევ ორი სროლის
უფლება ეძლეოდა. რამდენჯერ მოარტყა ნიკამ მიზანში, თუ სულ 17-ჯერ ისროლა?

7) ლოკოკინა ყოველ 6 წამში 5 სმ-ს გადის და ყოველი 5 მეტრის გავლის შემდეგ 2 წუთს
ისვენებს. მოძრაობის დაწყებიდან რამდენ ხანში გაივლის ლოკოკინა 20 მეტრს?

8) სამი გოგონა გამოვიდა სასეირნოდ თეთრი, მწვანე და ლურჯი კაბითა და ფეხსაცმლით.


გაიგეთ რა ფერის კაბა და რა ფერის ფეხსაცმელი ეცვა თითოეულს, თუ ცნობილია, რომ
მხოლოდ შორენას ეცვა ერთნაირი ფერის კაბა და ფეხსაცმელი, თამუნას არც კაბა და არც
ფეხსაცმელი არ იყო თეთრი ფერის, ხოლო სოფიკოს ეცვა მწვანე ფერის ფეხსაცმელი
(პასუხი დაასაბუთეთ).

9) სამ კლასში 123 მოსწავლე იყო. როცა პირველი კლასიდან სხვა სკოლაში გადავიდა 2
მოსწავლე, მეორე კლასში მიიღეს ორი მოსწავლე, ხოლო მესამე კლასში მიიღეს 9 მოსწავლე,
სამივე კლასში მოსწავლეთა რაოდენობა გათანაბრდა. რამდენი მოსწავლე ყოფილა
თითოეულ კლასში თავდაპირველად?

10) ერთმანეთს შეხვდა სამი მეგობარი _ მათემატიკოსი წითლანაძე, ფიზიკოსი


ჭრელაშვილი და მუსიკოსი თეთრაძე.
«საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს უკეთია წითელი, მეორეს თეთრი, ხოლო
მესამეს ჭრელი ჰალსტუხი, მაგრამ არც ერთ ჩვენთაგანის გვარი მისი ჰალსტუხის
ფერზე არ მიგვანიშნებს» - შენიშნა თეთრჰალსტუხიანმა.
«მართალი ხარ» - დაეთანხმა მას წითლანაძე.
რა ფერის ჰალსტუხი უკეთია ფიზიკოსს?

11) ამოწერილია მწკრივში ნატურალური რიცხვები 1-დან 20-მდე,


1234567891011....1920. მიღებულ რიცხვში წაშალეთ ოცი ციფრი ისე, რომ მიიღოთ რაც
შეიძლება: ა) დიდი; ბ) პატარა რიცხვი.

12) ჩასვით გამოტოვებული რიცხვი:

13) A, B და C ფეხბურთელები არიან. ერთ-ერთი მათგანი მეკარეა, მეორე მცველი,


მესამე თავდამსხმელი. A ან მეკარეა ან თავდამსხმელი. B ან მცველია ან
თავდამსხმელი. C მეკარეა. რომელია სწორი ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან?

ა) B თავდამსხმელია; ბ) A თავდამსხმელია; გ) A მცველია; დ) B არ არის მცველი.

14) ტურნირში თამაშობდა 4 გუნდი: რუსეთი, ჰოლანდია, იტალია და ჩინეთი.


ცნობილია, რომ:

 რუსეთმა გაასწრო ჩინეთს;


 იტალიამ გაასწრო რუსეთს;
 ჰოლანდიას მხოლოდ ერთმა გუნდმა გაასწრო.

როგორ განაწილდა ადგილები ტურნირში?

You might also like