Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს

სწორად გაანალიზება. აქაც, როგორც ყოველთვის,


არსებობს ფაქტორები, რომლებიც დიდ გავლენას
ახდენს ადამიანის შესაძლებლობაზე, გამოიტანოს
სწორი დასკვნა. ამათგან ყველაზე დიდ დაბრკოლებას
წარმოადგენს შიში - ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი
ემოცია. მას შეუძლია გააქტიუროს მექანიზმები
გონებაში, რომლებიც თითქოს ბინდს ჰფენენ ტვინს და
არარეალურ რაღაცებს აჯერებენ. ამასთან ერთად
ანალიზისათვის სწორი პერსპექტივაც არის
მნიშვნელოვანი. შიში ამ პერსპექტივაზეც მოქმედებს
და შესაბამისად ქმნის გარკვეულ ილუზიებს,
რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. ამ ემოციის
ძლიერი გავლენა ნაჩვენებია ედგარ ალან პოს
ნაწარმოებში „სფინქსი“.
ნაწარმოებში რამდენიმე შიშის შემქმნელი ფაქტორია
გამოხატული. ყველაზე დიდი ქოლერის დაავადების
გავრცელებაა. „რაკიღა ეს უბედურება აღარ
თავდებოდა, შიშმა დაგვრია ხელი, ვაითუ დღეს-ხვალ
რომელიმე მეგობრის დაღუპვის ამბავი
შეგვატყობინონო...“ ამ წინადადებიდან კარგად ჩანს,
რამდენად სტრესულ მდგომარეობაში არიან მთავარი
პერსონაჟი და მისი მასპინძელი. მათ გარშემო
შექმნილი სიტუაცია საკმაოდ შიშისმომგვრელია და ეს
განაპირობებს იმას, რაც შემდეგ მოხდა. მთავარი
პერსონაჟი სარკმელში დაინახავს უზარმაზარ
ურჩხულს და გული წაუვა. მას მასპინძლის
ბიბლიოთეკიდან ჰქონდა წაკითხული წიგნები,
რომლებშიც ეწერა ავის მომასწავებელ ნიშნებზე.
„სწორედ ამ წიგნებში ამონაკითხმა გამიღვივა
მემკვიდრეობით გამოყოლილი ცრურწმენათა
თესლი.“ ურჩხულის დანახვისას მას მაშინვე გაახსენდა
წაკითხული და ეს არსება ავის მომასწავებელ ნიშნად
ჩათვალა. ამ ამბის შესახებ რა თქმა უნდა მასპინძელს
მოუყვა, რომელმაც ამბავი არ დაიჯერა. როგორც
თვითონ მთავარი პერსონაჟი გვეუბნება: „მასპინძელი
არ გახლდათ ჩემსავით მგრძნობიარე კაცი და თუმც
თავადაც შეურვებული იყო, ჩემს გამხნევებას მაინც
ცდილობდა. ფანტაზიები არასდროს ჩაითრევდა მის
ძალუმ ფილოსოფიურ გონს.“ აი პასუხიც, რომელსაც
ვეძებთ. შიშს შეუძლია დაძლიოს ემოციური ადამიანი
და ის, ვინც წარმოსახვითი ამბებს იჯერებს. ხშირ
შემთხვევაში კი ეს ორი ერთსა და იმავეს ნიშნავს.
ემოციებს დიდი გავლენა აქვთ ანალიზის გაკეთების
შესაძლებლობაზე. გარშემო არსებული სიტუაციისა და
წიგნებისგან დატვირთულმა ემოციურმა მთავარმა
პერსონაჟმა დაინახა ურჩხული, ხოლო ამავე
სიტუაციაში მოხვედრილმა, მაგრამ ფილოსოფიური
აზროვნების მქონე მასპინძელმა დეტალების მოსმენის
შემდეგ დაადგინა და გვაჩვენა კიდეც, რომ ეს
მხოლოდ მწერი იყო, რომელიც ახლოს, ობობის
ქსელზე, მიდიოდა. „...ადამიანს არ შეუძლია სწორად
შეაფასოს ან განსაზღვროს საგანი, რაკიღა ზუსტად
ვერ გამოითვლის ხოლმე მანძილს ამ საგნამდე.“
ამბობს ის. აქ შემოდის პერსპექტივაც, რომელიც ასევე
ემოციურ ფონზეა დამოკიდებული. მთავარი
პერსონაჟის ემოციურად დატვირთულმა ტვინმა
მართლაც ურჩხული დაინახა და ამაში ვერ
გავამტყუნებთ, ხოლო ნაკლებად მგრძნობიარე
მასპინძლის ტვინი იმავე წამს მიხვდა, რას
წარმოადგენდა პრობლემა, და, შესაბამისად, სწორი
პერსპექტივით შეხედა მას. მთავარი პერსონაჟი არ
იტყუება. მან მართლა ნახა ურჩხული. განსხვავება
მხოლოდ ისაა, რომ მის მიერ დანახული იყო
გამოწვეული სიტუაციისგან შექმნილი გადამეტებული
შიშით და ნერვიულობით და არა ფაქტებით და
რეალობით. ამის გამო მან პატარა მწერის მაგივრად
საზარელი ურჩხული დაინახა.

You might also like