5 შემაჯამებელი მე 10 კლასი 2 სემესტრი 2021

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლა

საგანი: „ისტორია“
მასწავლებელი ლევან ბუკია
X კლასი
2020-2021
მეორე სემესტრი
შემაჯამებელი N5
თარიღი: 2021.

სულ 100 ქ.

X კლასის მოსწავლე: სახელი ნატა გვარი ტუკვაძე


საკითხები:
1.ნიკოლო მაკიაველი (1469-1527) ისტორიის შესწავლის დანიშნულების შესახებ: წაიკითხეთ ტექსტი და
წერილობით გადმოეცით თქვენი მსჯელობა: რა ფუნქციას ანიჭებს მაკიაველი ისტორიის ცოდნას! (50 ქ.)
ნაწყვეტი წიგნიდან „მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი ათი თავის შესახებ: „...ავადმყოფობის
დროს ყველა მიმართავს წინაპართა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამკურნალო საშუალებებს, ხოლო
რაც შეეხება რესპუბლიკის წყობილებას, სახელმწიფოს მართვასა თუ მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას,
ლაშქრის წვრთნასა თუ საომარ ხელოვნებას, ქვეშევრდომთა განკითხვასა თუ გასამართლებას და სახელმწიფო
ძალაუფლების განმტკიცების სხვადასხვა საშუალებას,-არ არსებობს არც სამთავრო, არც რესპუბლიკა, არც
წინამძღოლი, არც მოქალაქე, რაიმე ანგარიშს რომ უწევდეს წინაპართა მაგალითს. ჩემი აზრით, ამის მიზეზია . . .
ის, რომ დაიკარგა ისტორიის ჭეშმარიტი გაგება და აღარავის აღარ შესწევს იმის უნარი, რომ მისი კითხვისას
გაიცნობიეროს ისტორიული მოვლენების აზრი და სული. ამის გამოა, რომ მკითხველთა უმრავლესობას
სიამოვნებას ანიჭებს მხოლოდ იმ შემთხვევების მრავალფეროვნება, რომლებზედაც მოგვითხრობს ისტორია და
არავინ არ ფიქრობს მიბაძოს მათ. ვინაიდან მიბაძვას არა მარტო ძნელ საქმედ, არამედ, საერთოდ, შეუძლებლად
თვლიან.“

2.ივანე ჯავახიშვილი: „ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია“. წყაროზე დაყრდნობით, წერილობით


განმარტეთ, რას უწოდებს ივ.ჯავახიშვილი „ისტორიულ პერსპექტივას“. როგორ ესმით ილიასა და
ივ.ჯავახიშვილს ისტორიული კვლევის მიუკერძოებლობა და რამდენად ღირებულია მათთვის ამგვარი კვლევა.
(50 ქ.)
წყარო: „XII საუკუნის მწერლის ღირსებათა და ღვაწლის დაფასება მხლოდ XII საუკუნეშივე არსებულ
პოეტურ მოთხოვნილებათა და შეხედულებისდაგვარად შეიძლება . . . ილიას თქმით, ჭეშმარიტი მეისტორიე,
„ჯერ იმ დროების ქერქში ჩაჯდეს და მერე განიკითხოს თვით დროების შვილნიცა“. საისტორიო მეცნიერებაში
ამას ისტორიული პერსპექტივის აუცილებლობა ეწოდება და მართლაც, ცხადია, რომ უამისოდ წარსულის არც
ერთ შეფასებას ღირებულება არ ექნება.“

1)მაკიაველნა როგორც ისტორიკოსმა მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანა ისტორიოგრაფიის განვითარებაში.

მაკიაველის თანახმად საზოგადოება ვითარდება ბუნებრივი მიზეზებით და არა ღმერთის ნებით. პოლიტიკურ
ბრძოლაში მაკიაველს დასაშვებად მიაჩნდა მორალის კანონების უგუნეველყოფა. მიზნის მისახწევად ნებისმიერ
საშვალებას გამოიყენებდა

You might also like