Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა


აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება

სილაბუსი

სასწავლო კურსის არტ-სტუდიო 2 ვიდეო არტ


დასახელება
სასწავლო კურსის ბაკალავრიატი
საფეხური
სასწავლო კურსის სავალდებულო
სტატუსი
სასწავლო კურსის ერთი სემესტრი/II სემესტრი
ხანგრძლივობა
სასწავლო კურსის AFC 152
კოდი
კრედიტების კრედიტი: 4
რაოდენობა
საათების სულ 100 საათი
განაწილება საკონტაქტო საათები:
სტუდენტის ● ვიდეო არტ-შეხვედრა 12 ( 2 საათი ) 24 საათი
დატვირთვის სულ საკონტაქტო საათი: 24
შესაბამისად სულ დამოუკიდებელი სამუშაო საათი: 76

კურსის სოფიო ჩერქეზიშვილი - ვიდეო არტ


განმახორციელებე მობ: 599225374
ლი ლექტორი s.cherkezishvili@gmail.com
საკონტაქტო s.cherkezishvili@gipa.ge
ინფორმაცია საკონსულტაციო საათი -კვირაში თითო საათი
სამშაბათი 12:00-14:00
სტუდენტთან
ინდივიდუალური
მუშაობისთვის
გამოყოფილი
საათები
სასწავლო კურსის კურსის უმთავრესი მიზანია კრეატიული ხედვის განვითარება.
მიზანი თავისუფალი ექსპერიმენტული მუშაობის დროს სტუდენტი ძიების
პროცესშია. მას უნდა გამოუმუშავდეს ინდივიდუალური ხედვა და
კონცეპტუალური აზროვნება. შექმნას კონცეპტუალური
პროექტები/პროდუქტები სხვადასხვა მედიისთვის, სადაც იდეა და
ვიზუალიზაცია პასუხობს მოცემულ თემას. კონცეპტუალური, ტექნიკური და
ექსპერიმენტული მუშაობის ხელშეწყობა სტუდენტს მისცემს შემოქმედებითი
პროექტის განხორციელების საშუალებას.

1
სასწავლო კურსის
შესწავლის AFC 106
წინაპირობები

სასწავლო კურსის 1. ინტერაქტიური და ახსნა–განმარტებითი მეთოდი


ფორმატი 2. Workshop - ჯგუფში მიმდინარე პრაქტიკული მეცადინეობა- მუშაობა
კონკრეტულ კონცეფციაზე
3. დამოუკიდებლად შესრულებული დავალება - ანალიზი და კონცეფციის
განხორციელება
4. ანალიზის და სინთეზის მეთოდი

- ინტერაქტიური და ახსნა-განმარტებითი მეთოდი გულისხმობს სალექციო


თემის ახსნას, საჭირო ვიზუალური მასალის განხილვას და ანალიზს,
ჯგუფურ დისკუსიას და უახლესი მასალების მიწოდებას საინტერესო
პრეზენტაციის ფორმატით, ინფორმაციას თანდართული ლინკებით ან პდფ
მასალებით, რაც სტუდენტს დაეხმარება თანამედროვე ტენდენციებში
გარკვევაში და მის სათანადო აღქმაში.
- Workshop - პრაქტიკულ მეცადინეობებზე ადგილზე მუშაობისას
სტუდენტი მენტორთან კომუნიკაციით იძენს შემოქმედებითი მუშაობის
კულტურას, რაც დაეხმარება დამოუკიდებლად დავალების
შესრულებაში . პრაქტიკულ მეცადინეობებზე მნიშვნელოვანია სწავლების
ისეთი მეთოდის გამოყენება, როგორიცაა ქმედებაზე ორიენტირებული
სწავლება.
- დამოუკიდებლად შესრულებული დავალება - კონცეფციის ვიზუალური
გამოხატულება, გადაღებულ მასალაზე მუშაობა. კონკრეტულ თემაზე
მასალის დამუშავება.
- ანალიზის და სინთეზის მეთოდი: ანალიზის პროცესის დროს ამა თუ იმ
კონცეფციის ნაწილებად დაყოფა და დეტალურად განხილვა. სინთეზის
პროცესში დეტალების გაერთიანებით ახალი კონცეფციიის კონსტრუირება.
ეს სტუდენტს უადვილებს ახალი სალექციო თემის სიღრმისეულ გაგებას.
სასწავლო კურსის შინაარსი
I კვირა შეხვედრა 1 ვიდეო არტ
ვიდეო არტის ისტორია, მაგალითები და არტისტები. დისკუსია
Fleep book - მაგალითები
● Fleep book. იდეა. ფორმა. ვიზუალი . თემის დამუშავება და კადრში ჩასმა
● ჩანახატებზე მუშაობა
პრაქტიკული მუშაობა
სავალდებულო მასალა: Nam June Paik - 'The Father Of Video Art'
http://www.theartstory.org/movement-video-art.htm
Bill Viola - ამერიკელი ვიდეო არტისტი
Movements and Styles: Video Art, Installation Art
http://www.theartstory.org/artist-viola-bill.htm
ინტერვიუ - Bill Viola - ამერიკელი ვიდეო არტისტი
https://www.youtube.com/watch?v=uenrts2YHdI

II კვირა შეხვედრა 2 ვიდეო არტ


თემა Fleep book
● Fleep book. იდეა. ფორმა. ვიზუალი . თემის დამუშავება და კადრის
განხილვა

2
● ჩანახატებზე მუშაობა
პრაქტიკული მუშაობა
სავალდებულო მასალა:
Marina Abramović - პერფორმანს არტისტი
https://www.theguardian.com/artanddesign/2014/may/12/marina-abramovic-ready-to-die-
serpentine-gallery-512-hours
https://www.youtube.com/watch?v=ASB07-v_ADM

III კვირა შეხვედრა 3 ვიდეო არტ


სახე ნიღაბი. ამოძრავებული სიტყვები და ტექსტი.
ჩანახატების შექმნა ვიდეოსთვის. მათი კონცეპტუალურად გადმოცემა.
შემოქმედებითი პროექტის მთავარი ხაზი და დამხმარე ელემენტები.
სავალდებულო მასალა:
ვიდეო ლექცია გამოფენის კურატორი კარლოს ბასუალდო -Duchamp, Father of
Conceptual Art
https://www.youtube.com/watch?v=7O9c-wjNW8E
https://www.youtube.com/watch?v=Bwk7wFdC76Y
საშინაო დავალების განხილვა, ფიდბექი
IV კვირა შეხვედრა 4 ვიდეო არტ
საშინაო დავალების განხილვა, ფიდბექი
სახე ნიღაბი. ამოძრავებული სიტყვები და ტექსტი - ეტაპი 2
ჩანახატების აწყობა ვიდეოსთვის. მათი კონცეპტუალურად გადმოცემა.
შემოქმედებითი პროექტის მთავარი ხაზი და დამხმარე ელემენტები.
პროექტის განვითარება.
სავალდებულო მასალა:
ვიდეო ინტერვიუ David Sylvester -Francis Bacon Fragments Of A Portrait
https://www.youtube.com/watch?v=xoFMH_D6xLk

V კვირა შეხვედრა 5 ვიდეო არტ


I შუალედური პრეზენტაცია

VI კვირა შეხვედრა 6 ვიდეო არტ


თემა: ინტერპრეტაცია
კლასიკოსები
ფერწერული ნამუშევრის გაცოცხლება და კონცეპტუალურად დამუშავება.
ფერწერული ნამუშევარის შერჩევა, კონცეფციის განსაზღვრა და კადრებზე
მუშაობა.
რენესანსის პერიოდის ფერწერული ნამუშევრები
http://www.renaissanceart.org/:

VII კვირა შეხვედრა 7 ვიდეო არტ


თემა: ინტერპრეტაცია იგავ-არაკი
ტექსტის ინტერპრეტაცია და ვიზუალური გადაწყვეტილება
ვიზუალური გადაწყვეტილებისთვის ჩანახატების შექმნა
პროექტის დასრულება დამოუკიდებლად
სავალდებულო მასალა:
იგავ-არაკების წაკითხვა და შერჩევა http://www.aura.ge/103-sabavshvo/4883-sulxansaba-

3
orbeliani--sibrdzne-sicruisa-igavarakebi.html

VIII კვირა შეხვედრა 8 ვიდეო არტ


თემა: ავტოპორტრეტი, ჩანახატების დამუშავება.
შედევრის გაცოცხლება ვიდეოს საშუალებით - ინდეტიფიცირება საკუთარ
თავთან. რა სიახლეს ვთავაზობთ, კონცეფცია, მასალები.
სავალდებულო მასალა:
Yayoi Kusama - იაპონელი არტისტი
https://www.youtube.com/watch?v=zFBvl-3dg9U
https://www.youtube.com/watch?v=rRZR3nsiIeA
Art of the20 th century, Taschen 2005- დასათვალიერებლად

IX კვირა შეხვედრა 9 ვიდეო არტ


სტრიტ არტი - ისტორია და განვითარება
საკომუნიკაციო კონცეფცია - იდეა, ჩანახატი, მასალის დამუშავება
Banksy-ს ხელოვნება https://www.thesun.co.uk/fabulous/3309415/banksy-identity-real-
name-graffiti-street-artist-latest-work/
II შუალედური ვიდეო პრეზენტაცია

X კვირა შეხვედრა 10 ვიდეო არტ


სთოფ-მოუშენი
ამბის შექმნა, პერსონაჟების ძერწვა

XI კვირა შეხვედრა 11 ვიდეო არტ


სთოფ-მოუშენი
გადაღება

XII კვირა შეხვედრა 12


ფინალური პრეზენტაცია

შეფასების სწავლის/სწავლების მეთოდები, შეფასების კრიტერიუმები და პირობები შეესაბამება


სისტემა: საქართველოს განათლების შესახებ კანონმდებლობას. შეფასების სისტემა უშვებს:
ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ბ) (B) ძალიან კარგი – შეფასების 81-90 ქულა;
გ) (C) კარგი – შეფასების 71-80 ქულა;
დ) (D) დამაკმაყოფილებელი – შეფასების 61-70 ქულა;
ე) (E) საკმარისი – შეფასების 51-60 ქულა.
ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ა) (Fx) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ
სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი
მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ
სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან
აქვს შესასწავლი.
სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

4
დასკვნით დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა შუალედურ შეფასებებში მინიმალური
გამოცდაზე კომპეტენციის ზღვრის გადალახვა. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის
დაშვების უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის
წინაპირობა და შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა.
გამოცდის
გადაბარება დამატებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, ფინალური გამოცდის ქულა
განულდება და მის ნაცვლად დაფიქსირდება გადაბარების გამოცდაზე მიღებული
შეფასება.
შეფასების შეფასება
კომპონენტები I შუალედური პროექტის პრეზენტაცია - 30 %
ვიდეო არტ
II შუალედური პროექტის პრეზენტაცია - 30%
ვიდეო არტ
ფინალური პრეზენტაცია 40%
საბოლოო შეფასება 100%

გაცდენილი
შეფასებითი გაცდენილი,შეფასებით გათვალისწინებული აქტივობები აღდგენას ექვემდებარება
კომპონენტის მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში.
აღდგენა
შუალედურები - თითოეული შეადგენს 30 ქულას
ვიდეო არტი შეფასების კომპონენტის აღწერილობა:
სტუდენტი ასრულებს შუალედურ დავალებას გავლილი თემების შესაბამისად,
რითიც მოწმდება სალექციო შეხვედრებზე განხილული საკითხების ადეკვატური
აღქმა, შემოქმედებითი ხედვა და ტექნიკური უნარები. შუალედურ
პრეზენტაციებზე წარმოდგენილი კონცეფციები, კონცეფციის ვიზუალური
გადაწყვეტილებები, შექმნილი ნიღბები და მოძრავი გამოსახულებები საბოლოო
პროექტის დეტალებს წარმოადგენს.
შეფასების კრიტერიუმები:
შემოქმედებითი აზროვნება და ტექნიკური უნარები, კონცეფცია, კომპოზიციური
ხედვა
● კონცეფციის გამართულობა
● ტექნიკური შესრულება
15 ქულა: სტუდენტი დავალებას ასრულებს უშეცდომოდ შემოქმედებითი და
ტექნიკური თვალსაზრისით. კონცეფცია გამართულია და ვითარდება
საინტერესოდ.
14-10 ქულა: დავალების შესრულებისას არსებითი შეცდომა არ არის, სტუდენტის
ნამუშევარს არ აკლია შემოქმედებითი ხედვა, კონცეპტუალურად გამართულია,
მაგრამ ტექნიკური უნარების განვითარება ჭირდება. დინამიკა
დამაკმაყოფილებელია.
9-7 ქულა: დავალების შესრულებისას არის არსებითი შეცდომა, სტუდენტის
ნამუშევარს აკლია შემოქმედებითი ხედვა, კონცეფცია არ არის ბოლომდე
გამართული, არ არის დინამიური, ტექნიკური თვალსაზრისით არის ხარვეზები.
6-0 ქულა: დავალების შესრულებისას სტუდენტის ნამუშევარი ვერ აკმაყოფილებს
ვერც ერთ კრიტერიუმს ან არ შეასრულა დავალება.

ფინალური შეადგენს 40 ქულას:


პრეზენტაცია შეფასების კომპონენტის აღწერილობა:

5
ფინალური დავალება წარმოადგენს თამაშის კონცეფციას ვირტუალურ რეალობაში.
მოიცავს კურსის განმავლობაში მიღებული შემოქმედებითი და ტექნიკური
უნარების სინთეზს, სადაც სტუდენტმა უნდა შემნას არაორდინალური კონცეფცია,
ისტორია, განავითაროს ის, შექმნას უნიკალური პერსონაჟები და არტეფაქტები, რაც
ეხმარება თამაშის განვითარებაში.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 50%
შეფასების კრიტერიუმები:
● კონცეფცია
● შემოქმედებითი გადაწყვეტილება
● განვითარების დინამიკა
● შესრულების ხარისხი
● პრეზენტაცია
40 ქულა: სტუდენტმა ძალიან კარგად შეასრულა დავალება, გათვალისწინებული
აქვს ყველა მიღებული ფიდბექი, იდეალურია შემოქმედებითი და ტექნიკური
თვალსაზრისით.
39-35 ქულა: დავალების შესრულებისას არსებითი შეცდომა არ არის, სტუდენტის
ნამუშევარს ეტყობა მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი და არ აკლია
შემოქმედებითი ხედვა, მაგრამ ტექნიკური უნარები შედარებით სუსტია,
განვითარება ჭირდება.
34-30 ქულა: დავალების შესრულებისას არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,
სტუდენტის ნამუშევარს აკლია შემოქმედებითი ხედვა, ტექნიკური უნარები
დამაკმაყოფილებელია
29-25 ქულა: დავალების შესრულებისას არის არსებითი შეცდომები, სტუდენტის
ნამუშევარს აკლია შემოქმედებითი ხედვა, ტექნიკური უნარები საგრძნობლად
სუსტია.
24-20 ქულა: დავალების შესრულებისას არის მრავლობითი არსებითი შეცდომა,
სტუდენტის ნამუშევარი მეტისმეტად ზედაპირულია, აკლია შემოქმედებითი
ხედვა, ტექნიკური უნარები ძალიან სუსტია.
19-0 ქულა: დავალების შესრულებისას სტუდენტის ნამუშევარი ვერ აკმაყოფილებს
ვერც ერთ კრიტერიუმს ან არ შეასრულა დავალება.

სავალდებულო მითითებულია შეხვედრების მიხედვით


მასალა ლექტორების მიერ მომზადებული მასალა
Nam June Paik - 'The Father Of Video Art'
http://www.theartstory.org/movement-video-art.htm
Bill Viola - ამერიკელი ვიდეო არტისტი
Movements and Styles: Video Art, Installation Art
http://www.theartstory.org/artist-viola-bill.htm
ინტერვიუ - Bill Viola - ამერიკელი ვიდეო არტისტი
https://www.youtube.com/watch?v=uenrts2YHdI
Introduction to Augmented Reality (AR) 2018
http://www.realitytechnologies.com/augmented-reality
Marina Abramović - პერფორმანს არტისტი
https://www.theguardian.com/artanddesign/2014/may/12/marina-abramovic-ready-to-die-
serpentine-gallery-512-hours
https://www.youtube.com/watch?v=ASB07-v_ADM
ვიდეო ლექცია გამოფენის კურატორი კარლოს ბასუალდო -Duchamp, Father of
Concptual Art

6
https://www.youtube.com/watch?v=7O9c-wjNW8E
https://www.youtube.com/watch?v=Bwk7wFdC76Y
ვიდეო ინტერვიუ David Sylvester -Francis Bacon Fragments Of A Portrait
https://www.youtube.com/watch?v=xoFMH_D6xLk
Yayoi Kusama - იაპონელი არტისტი
https://www.youtube.com/watch?v=zFBvl-3dg9U
https://www.youtube.com/watch?v=rRZR3nsiIeA
Banksy-ს ხელოვნება https://www.thesun.co.uk/fabulous/3309415/banksy-identity-real-
name-graffiti-street-artist-latest-work/
Reality Technologies, Virtual Reality | Augmented Reality | Mixed Reality

ლექციის, სემინარის ან გამოცდის მსვლელობისას (თუ ეს წინასწარ არ არის დაშვებული ლექტორის მიერ)
იკრძალება:
• დაგვიანება;
• დაწყებულ ლექციაზე შესვლა;
• ლექციის მსვლელობისას ლექციის დატოვება და დატოვების შემთხვევაში უკან დაბრუნება;
• ხმაური;
• ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის გამოყენება.
აკრძალული ქცევების სასწავლო პროცესში აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტის მიმართ შეიძლება
გავრცელდეს შემდეგი სანქციები:
• შენიშვნა;
• საყვედური;
• სხვა პასუხისმგებლობა.
აკადემიური აკადემიურ თაღლითობად და პლაგიატად მიიჩნევა სხვა ავტორის ნაშრომის, იდეის,
თაღლითობა - მოსაზრების, გამონათქვამის უკანონო მითვისება, იმიტირება, ციტირების არსებული
წინასწარ მოთხოვნების დარღვევით და/ან წყაროს მითითების გარეშე. სხვა სტუდენტისაგან ან
მომზადებული წინასწარ მომზადებული კონსპექტიდან ან სხვა წყაროდან გადაწერის შემთხვევაში
გადაწერის გამოცდის ან დავალების აღდგენა არ ხდება და სტუდენტს ამ შეფასების შესაბამის
საშუალების კომპონენტში დაეწერება 0 ქულა.
გამოყენება, პლაგიატის შემთხვევაში (მათ შორის უნებლიე), სტუდენტს მოცემულ საგანში
გადაწერა, ავტომატურად უფორმდება არადამაკმაყოფილებელი შეფასება (F). დამატებით
გადაწერაში სანქციებზე იმსჯელებს დისციპლინური კომისია. სტუდენტის მიმართ შეიძლება
დახმარება, გავრცელდეს შემდეგი სანქციები:
კარნახი და • შენიშვნა;
პლაგიატი • საყვედური;
• სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;
• სხვა პასუხისმგებლობა.
სწავლის შედეგი კურსის გავლის შედეგად, სტუდენტს განუვითარდება შემდეგი კომპეტენციები:
ცოდნა და გაცნობიერება
● შეუძლია ორ და სამგანზომილებიანი ნამუშევრის შექმნა, შემოქმედებითი
აზროვნება,ინდივიდუალური ხედვის ჩამოყალიბება.
● შეუძლია პროექტზე თანმიმდევრული მუშაობა, იდეიდან
განხორციელებამდე.
● შეუძლია შემოქმედებითი იდეის ჩამოყალიბება.
● შეუძლია შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღება.

უნარი

● შეუძლია იდეის პრაქტიკული განხორციელება, ვიზუალის ტექნიკურად და


კონცეპტუალურად დამუშავება.

7
• შეუძლია შემოქმედებითი პროექტის პრეზენტაციისა და საკუთარი
კრეატიული ხედვის მართებულობაში დარწმუნება.
• აქვს შემოქმედებითი და დამოუკიდებელი აზროვნების, განსჯის და
მოვლენათა შეფასების უნარი.
• შეუძლია სწავლის მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად წარმართვა და
განვითარება, ინფორმაციის მოძიება, გააზრება და საჭიროების მიხედვით
გამოყენება.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

• სტუდენტი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი შემოქმედებითი იდეის


განხორციელებაზე
• სტუდენტი დამოუკიდებლად ახორციელებს პროექტს მიღებული ცოდნის
შესაბამისად.
დამატებითი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საჭიროა:
ინფორმაცია და პროექტორი, ეკრანი, დინამიკები.
პირობები

You might also like