88550კომუნიკაცია, პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 9

სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსის ფორმა

უმაღლესი განათლების
ბაკალავრიატი
საფეხური

სასწავლო კურსის
კომუნიკაცია, პრეზენტაცია, დისკუსიის ტექნიკა
სახელწოდება
სასწავლო კურსის სტატუსი საუნივერსიტეტო სავალდებულო

სწავლების ენა ქართული

წინაპირობა წინაპირობის გარეშე

სახელი, გვარი ნინო ტურაშვილი


სამეცნიერო გერმანული ენის სწავლების თეორიისა და პრაქტიკის
ხარისხი მაგისტრიას აკადემიური ხარისხი
თანამდებობა მოწვეული ლექტორი
სასწავლო კურსის
განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. +995 597 12 13 14
E-mail n.turashvili@sabauni.edu.ge
ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული გრაფიკის
კონსულტაციის
შესაბამისად (იხ. უნივერსიტეტის საიტზე
დღე:
http://www.sabauni.edu.ge

კრედიტი (ECTS) 6
სულ საათები
150
(1 კრედიტი = 25 სთ)
სტუდენტის სასწავლო საკონტაქტო საათები 32
დატვირთვა
ლექცია 22
სემინარი/პრაქტიკული 4
შუალედური და დასკვნითი გამოცდა 6
დამოუკიდებელი საათები 118

სტუდენტმა მიიღოს ცოდნა ეფექტური პრეზენტაციის თანამედროვე ტენდეციებისა და


ტექნიკების შესახებ.
სასწავლო
სტუდენტი დაეუფლოს საჯარო სივრცეში ეფექტური კომუნიკაციისთვის და საკუთარი
კურსის მიზანი
პოზიციების საჯაროდ გამოხატვისთვის აუცილებელ უნარებს.
სწავლის შედეგები
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:

 აღწერს საჯარო გამოსვლის/დამარწმუნებელი საუბრის ტექნიკას;


 აღწერს საჯარო გამოსვლის ეთიკურ ნორმებს და ხსნის მათი დაცვის
მნიშვნელობას;
ცოდნა და
 ითვალისწინებს გუნდური მუშაობის პრინციპებს და ეთიკას;
გაცნობიერება
 იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს პრეზენტირების დროს;
 ითვალისწინებს აუდიტორიის თავისებურებებს;
 იცის ეთიკური უკუკავშირის მიღების და გაცემის ტექნიკა.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:

 მუშაობს გუნდში ეფექტურად;


 წარმართავს ეფექტური პრეზენტაციას:
უნარი  მართვას აუდიტორიის ;
 მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას, მასალებს და სათანადოდ აანალიზებს;
 ახდენს პრობლემური სიტუაციის ანალიზს და ეძებს პრევენციის გზებს:
 აზროვნებს კრეატიულად და ახდენს იდეების გენერირებას;

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი

პასუხისმგებლობა  იცავს ეთიკურ ნორმებს პრეზენტირებისა და აუდიტორიის მართვისას;


და  იცავს გუნდში მუშაობის პრინციპებს;
ავტონომიურობა  განსაზღვრავს სწავლის გაგრძელების საჭიროებას და საშუალებებს.

x ლექცია x სემინარი
სწავლება-
ელექტრონული რესურსით
სწავლის
x სამუშაო ჯგუფში მუშაობა სწავლება
მეთოდი
x პრაქტიკული მუშაობა ელექტრონული სწავლება
სხვა (...)

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება


სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის
სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 70 ქულა) და დასკვნით
შეფასებას (მაქსიმუმ 30 ქულა), რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა,

2
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
დასკვნითი ზეპირი გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების
თითოეულ კომპონენტს გააჩნია თავისი წილი შუალედური შეფასების 70 ქულის ფარგლებში. სტუდენტის
შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს შუალეუდრი
შეფასების მაქსიმალური ქულის (70 ქულის) 30%-ს, ანუ 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი ზეპირი
გამოცდა. დასკვნითი ზეპირი გამოცდა სავალდებულოა. დასკვნით ზეპირ გამოცდაზე გასვლის უფლება ეძ-
ლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი აქვს შუალედური შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური
შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, დასკვნით ზეპირ გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი
შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 40%. დასკვნითი შეფასება
ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი დასკვნით ზეპირ გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ
12 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი


შეფასების მაქსიმალური ქულის (30 ქულა) გათვალისწინებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას.
სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების
მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D-დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
FX - ვერ ჩააბარა
ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი გამოცდა შეიძლება დანიშნოს
დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ
დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული
F - ჩაიჭრა
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
შეფასების ფორმები და რაოდენობა თითოეულის მაქსიმალური მაქსიმალური
N
კომპონენტები შეფასება ქულა
შუალედური შეფასება, მათ 70 ქულა
1
შორის:
ზეპირი გამოკითხვა 4 10
1.1 40ქულა
(პრეზენტაცია)
შუალედური ზეპირი გამოცდა 1 30
1.2. 30 ქულა
(პრეზენტაცია)
2 დასკვნითი შეფასება 30 ქულა
2.1. დასკვნითი ზეპირი გამოცდა 1 30 30
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები

3
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
სასწავლო კურსის ფარგლებში ჩატარდება 4 პრეზენტაცია, თითოეულის მაქსიმალური
შეფასებაა 10 ქულა.
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
ქულა

პრეზენტაციის შინაარსი თანმიმდევრული, კონკრეტული, ლაკონურად


ჩამოყალიბებული და კარგად ორგანიზებულია, წარმოდგენილია
შემოქმედებითად და ორიგინალურად, ძირითადი საკითხები მკაფიოდაა
9-10
გამოკვეთილი, მათ შორის ორგანული კავშირი ნათელია, პრეზენტაციის
ვიზუალური მხარე მაქსიმალურად ეფექტურია, მიზნობრივ
აუდიტორიასთან უკუკავშირი სრულია.
პრეზენტაციის შინაარსი მეტწილად თანმიმდევრული, კონკრეტული,
ლაკონურად ჩამოყალიბებული და კარგად ორგანიზებულია. ძირითადი
საკითხები გამოკვეთილია, მათ შორის ორგანული კავშირი ძირითადად
ზეპირი 7-8
დაცულია, პრეზენტაციის ვიზუალური მხარე მაქსიმალურად ეფექტურია,
გამოკიხვა/ თუმცა მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი ფრაგმენტულად
პრეზენტაცია/ დარღვეულია.
პრეზენტაციის შინაარსი ძირითადად კონკრეტული და ლაკონურად
ჩამოყალიბებულია, თუმცა გარკვეული საკითხები ბუნდოვანია. საკითხებს
5-6
შორის ორგანული კავშირი ფრაგმენტულად დარღვეულია, პრეზენტაცია
მონოტონურია, მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი არასრულია.
პრეზენტაციის შინაარსი ბუნდოვანია, პრეზენტაცია მონოტონურია, თუმცა
3-4
პრეზენტატორი ახერხებს აუდიტორიასთან უკუკავშირის დამყარებას.
პრეზენტაციის შინაარი ბუნდოვანია, პრეზენტაცია ტექნიკურად
1-2 გაუმართავი და მონოტონურია, მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი
მნიშვნელოვნად დარღვეული.
არ აქვს მომზადებული პრეზენტაცია / პრეზენტაციის დონე სრულიად
0
არადამაკმაყოფილებელია.
შუალედური ზეპირი გამოცდა - ტარდება მიმდინარე სემესტრის მე-8-9 კვირას, სილაბუსში
მითითებული ფორმით/მეთოდით და დროის ფორმატით. შუალედური გამოცდა ტარდება
ზეპირი ფორმით და ფასდება 0 - 30 ქულით. შალედური გამოცდა მოიცავს პრეზენტაციას და
ფასდება 30 ქულის ფარგლებში შემდეგნაირად:

27-30 ქულა - პრეზენტაცია სრულფასოვნად, შემოქმედებითად და ორიგინალურად ასახავს


დასახულ მიზნებსა და შედეგებს, განხილული საკითხები და თემატიკა
ურთიერთშესაბამისობაშია; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია უახლესი ინფორმაცია,
მონაცემები და ლიტერატურა; სტუდენტმა გამოავლინა ინფორმაციის / მონაცემების
შუალედური მოძიების, დამუშავების და კრიტიკული ანალიზის უნარი; შეძლო დასკვნების ლოგიკურად
ზეპირი და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება. აუდიტორიასთან ურთიერთობის დროს იყენებს
გამოცდა ეთიკურ ნორმებს დ უკუკავშირს წარმატებით და დამაჯერებლად ართმევს თავს.
პრეზენტაცია მეტყველება გამართული აქვს და ორატორულ ხელოვნებას იყენებს. დროის რეგლამენტის
დაცვა გათვალისწინებულია.
23-26 ქულა - პრეზენტაცია მეტწილად ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს; ძირითადი
საკითხები გამოკვეთილია და შეესაბამება თემატიკას; გამოყენებულია რელევანტური
ინფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა; სტუდენტი კარგად იცნობს ინფორმაციის
მოძიების და გამოყენების ხერხებს; დასკვნები ლოგიკურია, თუმცა არგუმენტები
არასაკმარისი. დროის რეგლამენტი დაცულია, უკუკავშირს წარმატებით ართმევს თავს.
სტუდენტი დამაჯერებლას საუბრობს.
19-22 ქულა - პრეზენტაციაში დასახულია მიზნები. განხილული საკითხები და თემატიკა
დასახვეწია და არ ქმნის სრულ სურათს მოხსენების თემაზე; გამოყენებული ინფორმაცია,

4
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
მონაცემები და ლიტერატურა არასრულად არის წარმოდგენილი; ინფორმაციის /
მონაცემების მოძიების, დამუშავების ხარიხსი დასახვეწია; ნაშრომი წარმოდგენილია
არასრული დასკვნებით და სუსტი არგუმეტებით. დროის რეგლამენტი ნაწილობრივ
არის გათვალისწინებული. უკუკავშირის მიღებას ნაწილობრივ ახერხებს სტუდენტი.
სტუდენტი ავლენს ორატორული მეტყველების უნარებს.
15-18 ქულა - პრეზენტაციის მიზნები და შედეგები ბუნდოვანია; განხილული საკითხები
სრულად არ შეესაბამება თემატიკას; ინფორმაცია , მონაცემები და ლიტერატურა მწირად
არის წარმოდგენილი; სტუდენტი არ იცნობს საკმარისად ინფორმაციის მოძიების,
დამუშავების და გამოყენების მეთოდებს; დასკვნები არ შეესაბამება ნაშრომში განხილულ
ძირითად საკითხებს. დროის რეგლამენტი არ არის დაცული, უკუკავშირს ვერ ართმევს
თავს,
11-14 ქულა - ნაშრომის სტრუქტურა, მიზნები და თემატიკა არ არის კავშირში
ერთმანეთთან; განხილული საკითხები არ შეესაბამება თემატიკას; გამოყენებულია მწირი
ლიტერატურა ; დაბალია ინფორმაციის, მოძიებისა და დამუშავების ხარისხის დონე;
არგუმენტები და დასკვნები არ არის წარმოდგენილი. დროის რეგმალენტი არ არის
დაცული, ვერ ახერხებს უკუკავშირის მიღებას.
7-10 ქულა - ნაშრომის სტრუქტურა, მიზნები და თემატიკა არ არის წარმოდგენილი;
განხილველი საკითხები ბუნდოვანია და არ შეესაბამება თემატიკას; ინფორმაცია
არარელევანტურია; არ არის დაცული დროის რეგლამენტი, არ აქვს უკუკავშირის ტექნიკის
უნარი.
3-6 ქულა - სტუდენტი არ იცნობს საკითხს, არ არის ინფორმაცია რელევანტური, ვერ
ართმევს თავს პრეზენტირებას.
2-1 ქულა - პრეზენტაციის სამუშაო ვერსიაა
0 ქულა - სტუდენტის მიერ არ არის წარდგენილი პრეზენტაცია
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი წერითი გამოცდა - ტარდება მიმდინარე სემესტრის მე-16-17 სასწავლო კვირას,
სასწავლო გეგმაში მითითებული ფორმით/მეთოდით და დროის ფორმატით. დასკვნითი
გამოცდა ფასდება 0 - 30 ქულით; ტარდება ზეპირი ფორმით. დასკვნითი ზეპირი გამოცდა
ტარდება პრეზენტაციის სახით და 30 ქულის ფარგლებში ფასდება შემდეგნაირად:

I. ფორმალური მხარე (რეგლამენტის დაცვა, მასალები, გაფორმების ვიზუალური მხარე და


სხვ.) - max 10
10 - წარდგენილი საპრეზენტაციო მასალები სათანადო დონეზეა შესრულებული, ტექ-
ნიკური პარამეტრები დაცულია, მოხსენება მომზადებულია შესაბამისი კომპიუტერული
პროგრამების გამოყენებით; დროის რეგლამენტი დაცულია.სლაიდების დიზაინი
დასკვნითი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
ზეპირი 5.0- წარდგენილი საპრეზენტაციო მოხსენების გაფორმების ვიზუალური მხარე ძირითადად
გამოცდა დამაკმაყოფილებელია.
პრეზენტაცია 0 - წარდგენილი საპრეზენტაციო მოხსენების გაფორმების ვიზუალური მხარე
არადამაკმაყოფილებელია.

II. შინაარსობრივი მხარე (საკითხის დასმა, საკითხის გადაწყვეტის გზა, მიღებული შედეგები
და მათი არგუმენტირებული დასაბუთება და სხვ.) – max 10 ქულა
10 - პრეზენტაცია სრულფასოვნად ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს, , განხილული
საკითხები და ნაშრომის თემატიკა ურთიერთ შესაბამისობაშია; გამოყენებულია უახლესი
ინფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა; გამოავლინა ინფორმაციის/ მონაცემების
მოძიების და კრიტიკული ანალიზის უნარი; შეძლო დასკვნების დამოუკიდებლად, ლოგი-
კურად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება.
8.0 - პრეზენტაცია ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს, სტრუქტურა, განხილული

5
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
საკითხები და ნაშრომის თემატიკა ურთიერთშესაბამისობაშია, თუმცა სრულფასოვანი არ
არის და განხილული საკითხები სრულად არ ასახავენ განსახილველ თემატიკას;
გამოყენებულია საკმარისი ინფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა
6.0 - პრეზენტაცია სრულად არ ასახავს დასახულ მიზნებსა და შედეგებს, სტრუქტურა, გან-
ხილული საკითხები და თემატიკა დასახვეწია, განხილული საკითხები არ ქმნის სრულ
წარმოდგენას საპრეზენტაციო მოხსენების თემაზე; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია
მწირი ინფორმაცია, მონაცემები და ლიტერატურა.
4.0 - განხილული საკითხები ძირითადად შეესაბამება მოხსენების თემატიკას, მაგრამ არ იკ-
ვეთება ნაშრომის სტრუქტურის, განხილული საკითხების და ნაშრომის თემატიკის
ლოგიკური კავშირი.
2.0 განხილული საკითხები არ ქმნის სრულ წარმოდგენას საპრეზენტაციო მოხსენების თემა-
ზე; ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულია მწირი ინფორმაცია.
0 - განხილული საკითხები არ შეესაბამება მოხსენების თემატიკას.

III. პრეზენტაციის ტექნოლოგია ანუ კონტაქტი აუდიტორიასთან - max10 . ქულა


10 სტუდენტი ეფექტურად წარადგენს ნაშრომს, მისი ვერბალური და არავერბალური
კომუნიკაცია ადეკვატურია და მიმართულია აუდიტორიის დარწმუნებისკენ , იყენებს
უკუკავშირის ტექნიკებს და პრეზენტაციის სხვა კომპეტენციებს წარმოადგენს.
8.0 - სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა, კომპეტენციების წარმოჩენა და
საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, არგუმენტების
მოყვანა და თავისი მოსაზრებების დაცვა. არავერბალური კომუნიკაცია ხარვეზებით
მიმდინარეობს.
6.0 - სტუდენტს შეუძლია ნაშრომის წარდგენა, მაგრამ უჭირს კომპეტენციების წარმოჩენა და
საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა, დამაჯერებლად ვერ
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს.
4.0- სტუდენტი წარადგენს პრეზენტაციას, თუმცა არ ითვალისწინებს სრულად იმ ეთიკურ
ნორმებს, რომელიც პრეზენტატორს მოეთხოვება.
2.0 - სტუდენტს უჭირს მოხსენების პრეზენტაცია, ვერ მონაწილეობს დისკუსიაში, პასუხობს
კონკრეტულად დასმულ შეკითხვებზე, არ შეუძლია მოსაზრების ჩამოყალიბება და მსჯე-
ლობა. იყენებს პრეზენტატორისთვის არაადეკვატურ არავერბალურ კომუნიკაციას.
0 - სტუდენტს არ შეუძლია მოხსენების პრეზენტაცია, ვერ მონაწილეობს დისკუსიაში.

სასწავლო კურსის შინაარსი


სწავლების
კვირა შინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება
მეთოდი
თემა: კურსის მიზნის გაცნობა სტუდენტებისთვის;
კურსთან დაკავშირებული მოლოდინების ჩამოყალიბება;
სამუშაო წესების შემუშავება;
განსახილველი თემებისა და განრიგის გაცნობა(რას ვსწავლობთ);
ლექცია (2სთ) ინტერაქტიული სწავლების მეთოდის გაცნობა (როგორ ვსწავლობთ).
1
ძირითადი ლიტერატურა:
რიდერი - კომუნიკაცია, პრეზენტაცია, დისკუსიის ტექნიკა, 2013, 4-6

თემა: უკუკავშირის ტექნიკა;


2
ლექცია (2 სთ.) შეფასების მიცემა და მიღება;
6
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
უკუკავშირის გამოყენება პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის.

ძირითადი ლიტერატურა:
რიდერი - კომუნიკაცია, პრეზენტაცია, დისკუსიის ტექნიკა,2013, 15-16

თემა: 3. კომუნიკაციის მიმდინარე პროცესი;


ინტერპერსონალური კომუნიკაცია .

ლექცია (2 სთ.)
3 ძირითადი ლიტერატურა:
რიდერი - კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის მართვის ტექნიკა,2013, 6-
9

თემა: აქტიური მოსმენა;


პერიფრაზი.

4 ლექცია (1 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:


რიდერი - კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის მართვის ტექნიკა, 2013,
10-15
სემინარი(1 სთ.) ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაცია მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა
თემა: არავერბალური კომუნიკაცია;
ჟესტების მნიშვნელობა;
საჯარო გამოსვლის მღელვარების მართვა.

5 ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
რიდერი - კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის მართვის ტექნიკა, 2013,
17-20

თემა : კონფლიქტის მართვა;


კონფლიქტის წყაროები;
სუბიექტური რეალობა და ემპათია;
ლექცია ( 2სთ.)
6 ძირითადი ლიტერატურა:
რიდერი - კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის მართვის ტექნიკა, 2013,
21-28

თემა : პიროვნული და სოციალური კონფლიქტები;


კონფლიქტის ესკალაცია - დეესკალაცია;
ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში.

7 ლექცია (1სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
რიდერი - კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის მართვის ტექნიკა, 2013,
28-31
სემინარი (1 სთ.) ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაცია მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა
8-9 შეფასების კომპონენტი - შუალედური ზეპირი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება -

7
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
2სთ 30 ქულა
შუალედური გამოცდა მოიცავს I-VII კვირაში განვლილ მასალას.
თემა : შუალედური გამოცდის შედგების განხილვა-ანალიზი.
ჯგუფი და გუნდი
გუნდის განვითარების ფაზები და როლები გუნდში;
ჯგუფური მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მეთოდები.
10 ლექცია (2 სთ.)
ძირითადი ლიტერატურა:
რიდერი - კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის მართვის ტექნიკა,2013,
34-41

თემა : დამარწმუნებელი შეტყობინებები;


რაპორტი, როგორც ერთერთი დამხმარე დამარწმუნებელი ინსტრუმენტი;
აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის მექანიზმი;
ემოციური კავშირის დამყარება;
11 ლექცია (2სთ.) ცვლილებებისკენ ბიძგის მიცემა.

ძირითადი ლიტერატურა:

ლექტორის მიერ მომზადებული რიდერი ,,დამარწმნუნებელი პრეზენტაცია“ 2023

თემა : ვიზუალიზაციის საშუალებები და მათი გამოყენების მიზნობრიობა,


დადებითი და უარყოფითი მხარეები: დაფა, ფლიპჩარტი, ბარათებით
პრეზენტაცია, სლაიდების თანამედროვე დიზაინი და ტენდენციბი
ძირითადი ლიტერატურა:
12 ლექცია (1 სთ.)
რიდერი - კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის მართვის ტექნიკა, 2013,
49-56

სემინარი (1 სთ.) ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაცია მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა


თემა: სლაიდებზე რთული ინფორმაციის ვიზუალიზირება: გრაფიკების,
დიაგრამების, რიცხვების,მნიშვნელოვანი იდეების, ვიდეოების გამოყენება.

ლექცია (2 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:


13

ლექტორის მიერ მომზადებული რიდერი, ,,დამარწმუნებელი პრეზენტაცია’’ 2023

თემა : დისკუსია მცირე ჯგუფებში;


დისკუსიის წარმართვა შეკითხვების გამოყენებით;
14 ლექცია (2სთ.) რეფლექსია კრიტიკის დროს.

ძირითადი ლიტერატურა:
რიდერი - კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკა, 2013, , 41-49

თემა : ეფექტური და არაეფექტური პრეზენტაცია;


განვლილი მასალის შეჯამება.

15 ლექცია (1 სთ.) ძირითადი ლიტერატურა:

8
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University
რიდერი- კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკა,2013, 56-66
სემინარი (1სთ.) ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაცია მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა
შეფასების კომპონენტი - დასკვნითი ზეპირი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30
16-17 2 სთ
ქულა მოიცავს სემესტრის განმავლობაში განვლილ მასალას.
შეფასების კომპონენტი - დამატებითი დასკვნითი ზეპირი გამოცდა. მაქსიმალური
შეფასება - 30 ქულა
18 2სთ
დაინიშნება დასკვნით გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5
კალენდარულ დღეში.

რიდერი - კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დისკუსიის ტექნიკა, 2013


ძირითადი ლიტერატურა
რიდერი, ტურაშვილი ნინო, ,,დამარწმუნებელი პრეზენტაცია“ 2023

 საჯარო გამოსვლები და ადამიანის უფლებები, დავით ბატონიშვილის


დამხმარე ლიტერატურა სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა , თბილისი, 2017,
 Persuasive Presentations, HBR,

9
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhan-Saba Orbeliani University

You might also like