Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საგანი - ბიოლოგია

საკითხი:
 ხერხემლიანი ცხოველები

 ცხოველთა მნიშვნელობა ადამიანისა და ბუნებისათვის.

სამიზნე ცნება:

სტრუქტურა, ფუნქცია (შედეგები: 1, 2, 3, 5, 6,7,8,9,10)

სასიცოცხლო თვისება (შედეგები: 1, 2, 5, 6,7,8,9,10)

ბიომრავალფეროვნება (შედეგები: 1, 2, 5, 6,7,8,9,10, 11,12,13)

დავალების პირობა

ნიას აინტერესებს, როგორ ახერხებენ ხერხემლიანი ცხოველების სხვადასხვა კლასის წარმომადგენლები ერთ გარემოში ცხოვრებას.

დაეხმარე ნიას, გაანალიზე წყალში მცხოვრები ხერხემლიანი ცხოველების აგებულების და სასიცოცხლო თვისებების თავისებურებები.

მოამზადე ელექტრონული პრეზენტაცია „ხერხემლიან ცხოველთა შეგუებულობები წყალში ცხოვრებასთან“ და წარუდგინე თანაკლასელებს.

ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

 როგორ შეესაბამება წყალში მცხოვრები ხერხემლიანი ცხოველების აგებულების თავისებურებები გარემო პირობებს?
 როგორ შეესაბამება წყალში მცხოვრები ხერხემლიანი ცხოველების სასიცოცხლო თვისებების თავისებურებები გარემო პირობებს?
 რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოველთა მრავალფეროვნების შენარჩუნება?
 რა როლს ასრულებს გარემოს დაცვითი ღონისძიებები ცხოველთა მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მდგრადი განვითარების
თვალსაზრისით?

რესურსები:
 სახელმძღვანელო  
 ვიდეორესურსი „თევზები“
 საინფორმაციო ტექსტი -ქვეწარმავლები,
 ვიდეორესურსი ნიანგები

You might also like