Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სამიზნე ცნება: ისტორიული მოვლენა/პროცესი

საკითხი : ფარსმანის II-ის მეფობა

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ფარსმან II-ის კარის ისტორიკოსი და დაგევალათ


მისი ცხოვრების აღწერა. ამასთან, პირადად ახლდით მეფეს რომში ვიზიტისას,
მოინახულეთ "მარადიული ქალაქი" და აღწერეთ იგი.

დავალებაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:


• რა მიზეზები განაპირობებდა ქართლისა (ფარსმანის) და რომის (ადრიანეს )
ურთიერთობას და რა მნიშვნელობა ჰქონდა შავი ზღვის კონტროლს მათთვის
• როგორ და რატომ შეიცვალა ურთიერთობა ქართლის მეფესა და რომის ახალ
იმპერატორს შორის
• რატომ იყო ქართლის მეფე რომის იმპერატორებისთვის მნიშვნელოვანი და
ანგარიშგასაწევი პერსონა
• რა შედეგით დასრულდა რომში სტუმრობა და როგორ აისახა ის ქართლზე

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:


 კარის ისტორიკოსები ასრულებდნენ მეფის დაკვეთას, ამიტომ ისინი ვალდებულები
იყვნენ მეფეები შეექოთ და შესაბამისი ეპითეტები გამოეყენებინათ მის მიმართ .
 კარის ისტორიკოსები სამეფო კართან დაახლოებული პირები იყვნენ. ამიტომ ისინი
მუდამ თან დაყვებოდნენ მეფეებს. დავალებაში საკუთარი თავი წარმოაჩინეთ ,
როგორც პროცესების მონაწილე ფიგურა.
 ა.წ. II საუკუნეში ჯერ არ გამოიყენებოდა ქრისტეს შობიდან წელთაღრიცხვა . ამ
დროისთვის გამოიყენებოდა წელთაღრიცხვა მეფეთა ზეობის მიხედვით:
მაგალითად ფარსმან II მეფობდა 128-161 წლებში. ისტორიკოსს როცა უნდა, ვთქვათ,
138 წლის მოხსენიება ამბობდა ასე: "ფარსმანის მეფობიდან მეათე წელს (ანუ 138
წელს) ..."
შეფასების კრიტერიუმები:

 მოსწავლე დავალებაში წარმოაჩენს ქართლისა და რომის წინა საუკუნეების


ურთიერთობის ისტორიას და ხსნის მთავარ მიზეზებს, თუ რატომ დაინტერესდა რომი
ქართლით? (2 ქ.)
 მოსწავლე მსჯელობს მიზეზებზე, თუ რატომ დაიძაბა ურთიერთობა ფარსმანსა და
ადრიანეს შორის და რატომ შეიცვალა ახალ იმპერატორის დროს (2 ქ.)
 მოსწავლე აღწერს ქალაქ რომს და შეუძლია დაასახელოს და აღწეროს იქ
"მონახულებული ნაგებობები" (2 ქ.)
 მოსწავლეს შეუძლია გარდასახვა და საკუთარი თავის ჩაყენება II საუკუნის
ისტორიკოსის პოზიციაში. წერს პირადი ისტორიკოსისთვის დამახასიათებელ სტილში
(2 ქ.)
 დავალების დროული ჩაბარება და პრეზენტაცია (2 ქ.)

რესურსები:

 36-ე, 37-ე, 38-ე, და 39-ე პარაგრაფები


 Virtual Ancient Rome in 3D from Air
 დოკუმენტური ფილმი - ფარსმან ქველი

You might also like