MATH

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

თალესი

თალესი დაიბადა მილეტში (ახლანდელ თურქეთში) ძვ. წ. 624 წელს და იქვე გარდაიცვალა ძვ. წ. 546
წელს. თალესი იყო პირველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. ის იყო ბერძნული ფილოსოფიის
დამფუძნებელი. სავარაუდოდ ის ანაქსიმანდრეს მასწავლებელი იყო. ის თვლიდა, რომ საწყისი ელემენტი,
რისგანაც შეიქმნა მსოფლიო იყო წყალი. ასევე მან მნიშვნელოვანი ცლილება მოახდინა, როდესაც თქვა,
რომ ყველაფერს საფუძვლად უდევს უბრალო ფიზიკური წესები. მან ასევე წამოაყენა აზრი რომ
ვარსკვლავები იყო სხვა მსოფლიოები. თალესმა ამით ბიძგი მისცა სხვა ფილოსოფოსებს, რაციონალიზმის
პოზიციიდან ემსჯელათ ციური სხეულების ბუნებაზე. ამან გამოიწვია სწრაფი ზრდა აზრისა სხვა
სამყაროების არსებობაზე. თალესმა ასევე იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება ძვ. წ. 585 წელს. თალესის
არც ერთ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია, რის გამოც ჩვენ ვეყრდნობით იმას რაც სხვებმა დაწერეს
მასზე და მის ნაშრომებზე. პროკულუსი წერს რომ თალესი ახალგაზრდობაში წავიდა ეგვიპტეში და რაც
ისწავლა ყველაფერი შეიტანა ბერძნულ მათემატიკაში და ფილოსოფიაში.

პითაგორა
პითაგორა დაიბადა სამოსში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. მამამისი მნესარხი
მოხსენიებულია, როგორც სამოსში მცხოვრები, მაგრამ ბევრი ვერსია მიუთითებს, რომ პითაგორა დაიბადა
ფინიკიაში ან სიდონში. ითვლება, რომ მნესარხი არის ფინიკიელი, რომელმაც მიიღო სამოსის
მოქალაქეობა, ან პირიქით - ბერძენ ვაჭრად, რომელიც ცოლ პიფაიდასთან ერთად გადავიდა ფინიკიაში,
სადაც გახდა მამა. სახელი მან მიიღო მის შემდეგ, რაც დელფიის წინასწარმეტყველმა პითეამ
იწინასწარმეტყველა მისი დაბადება (პითაგორა პირდაპირი თარგმანით ნიშნავს "ის ვისზეც
იწინასწარმეტყველა პითეამ")ასევე არსებობს ნაკლებად ცნობილი, პითაგორას დაბადების სამი ვერსია: ის
არის ტირელი (ანუ ეტრუსკი) ან ქალაქ ფლიუნტა და მეტაპონტას მაცხოვრებელი. ასევე არსებობდა ძველი
მწერლების ვერსია, რომლებიც ამბობდნენ, რომ პითაგორა იყო ღმერთ აპოლონის შვილი.ყველა ეს ვერსია
ჩვენამდე მოვიდა მწერლებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ პითაგორას სიკვდილიდან 600-700 წლის
შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მწერლების უმეტესობა ეყრდნობა უფრო ძველი მწერლების ვერსიებს,
პითაგორას თანამედროვეებზე ინფორმაცია არ არის.

You might also like