Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

2023 წლის 24-26 თებერვალს თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების

სკოლისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ევროკავშირის გაფართოების


მოდელირება ჩატარდება.

3-დღიანი პროექტი საერთაშორისო და ევროპის პოლიტიკით დაინტერესებულ


ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის
სტანდარტებს, იმუშაონ კანდიდატი ქვეყნების საკითხებზე თემატურ ჯგუფებში და შექმნან
რეზოლუციები არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით.

ევროკავშირის გაფართოების მოდელირების მონაწილეები, ბლოკის წევრობის კანდიდატი


ქვეყნების რაოდენობის შესაბამისად, 8 ჯგუფად დაიყოფიან და იმუშავებენ ევროკავშირში
შემდეგი ქვეყნების გაწევრიანების პრობლემებსა და გარემოებებზე:
 უკრაინა
 მოლდოვა
 ბოსნია და ჰერცეგოვინა
 ალბანეთი
 მონტენეგრო
 ჩრდილოეთ მაკედონია
 სერბეთი
 თურქეთი

მოდელირების მონაწილეები 2 დღის განმავლობაში მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრების


ხელმძღვანელობით და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორების კოორდინირებით
გაანალიზებენ ევროინტეგრაციისკენ 8 კანდიდატი ქვეყნის მიერ გავლილ გზას, შეაფასებენ იმ
პოზიტიურ და ნეგატიურ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს, ან უშლის თითოეული
ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანებას და მოამზადებენ საბოლოო რეზოლუციებს თითოეული
ქვეყნის შესახებ.

პროექტის ფარგლებში გაიმართება ინტერაქციული სემინარი ევროკავშირში


ინტეგრაციისთვის საქართველოს მიერ გავლილი გზის, არსებული მდგომარეობისა და
პერსპექტივების შესახებ.

დასკვნით დღეს ყველა სამუშაო ჯგუფი მოდელირებულ შეხვედრაზე წარადგენს


რეზოლუციას თითოეული ქვეყნის შესახებ. იმავე დღეს გამოვლინდება სამუშაო ჯგუფი,
რომელმაც ყველაზე ამომწურავად იმუშავა საკითხზე, გამოავლინა ქვეყნებისთვის
ევროკავშირში საბოლოოდ გასაწევრიანებლად საჭირო ყველა რეფორმა, დასახა მათი
გატარების გზა და გაანალიზა პოლიტიკური კონტექსტი.
ევროკავშირის გაფართოების მოდელირების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა
ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო ყველაზე აქტიური მონაწილეები წამახალისებელი
პრიზებით დაჯილდოვდებიან.

მოდელირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 20 წლამდე მოსწავლეებსა და


სტუდენტებს.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:


https://forms.gle/7QDGMExo8rutNHtF8

რეგისტრაცია შესაძლებლია 2022 წლის 21 თებერვლის 23:59 საათამდე.

პროექტის საფასურია 65 ლარი, რომელიც აქტივობებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და


დამატებითი ღონისძიებების საფასურს ანაზღაურებს.

ევროკავშირის გაფართოების მოდელირება ჩატარდება თბილისის თავისუფალ


უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (მის: დავით აღმაშენებლის
ხეივანი 240).

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და


რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ტელეფონით დაასკანეროთ QR
კოდი:

You might also like