Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 64

მრწამსი

(‘აყიდა)
აღნიშნული გამოცემის რელიგიურ საკითხებში
მრჩეველი და კონსულტანტი

მედინის ისლამის უნივერსიტეტის


კურსდამთავრებული ვეისალ გურჯი
‫ويسل جورجي‬
‫خريج من الجامعة اإلسالمية بالمدينة المنورة‬

თარჯიმანი:
აბუ ანვარ ალ-ჯურჯი
‫مترجم ابو أنوار جورجي‬

მთარგმნელი-რედაქტორები:
აბდურრაჰმან გურჯი
მუჰამმედ ალი მირზა
‫تصحيح ومراجعة‬
‫عبد الرحمن جورجي‬
‫محمد على مرزا‬
მრწამსი
(‘აყიდა)
სუნნისა და მუსლიმანური ერთობის
მიმდევართა მრწამსი
‫عقيدة أهل السنة و اجلامعة‬

მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-‘უსაიმინი

‫الشيخ حممد بن صالح العثيمني‬


ასალამუ ალეიქუმ!

პატივცემულო მკითხველო ალლაჰის ნებით მე


გავეცანი შეიხ უსეიმინის მიერ გამოცემული წიგნის:
აყიდა (მრწამსის) ქართულ თარგმანს. აღნიშნული
გამოცემა დღემდე მსოფლიოს მრავალ ენაზე იქნა ნა­
თარგმნი და გამოცემული. დიდება ალლაჰს დღეს უკვე
მისი ქართულ ენაზე წაკითხვაც ხდება შესაძლებელი,
რაც ამ წიგნზე მომუშავე გუნდის წევრების დიდი
დამსახურებაა, ალლაჰმა დალოცოს ისინი. პირადად
ჩემთვის ამ ნაშრომის ქართულად გამოცემა
ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან ქართული ენა
საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი
მუსლიმებისთვისაც მშობლი­ური და უსაყვარლესი
ენაა.
რაც შეეხება თვითონ ნაშრომს მინდა გითხრათ, რომ
შეიხს ალლაჰმა შეიწყალოს იგი, საკმაოდ ლაკონურად
და ეფექტურად აქვს ჩამოყალიბებული ის, თუ რა
უნდა სწამდეს ჭეშმარიტ მუსლიმს. ამაზე მეტყველებს
მუსლიმურ სამყაროში უდიდესი ავტორიტეტით
მოსარგებლე არაერთი სწავლულის კომენტარი. იმედი
მაქვს ამ გამოცემას მკითხველი გულთან ახლოს მიი­ტანს
და მისგან სარგებელს ნახავს სულიერების ამაღლებისა
6 მრწამსი (‘აყიდა)

და განათლების გაღრმავების კუთხით. მინდა კიდევ


ერთხელ აღვნიშნო, ნაშრომი ქართულ ენაზე იბეჭდება,
მასში შესაძლოა მცირეოდენი უზუსტობანი აღმოაჩინოს
დაკვირვებულმა მკითხველმა, მუშაობის პროცესში
ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ნუ დავივიწყებთ,
რომ სამყაროში სრულყოფილი და იდეალური მხოლოდ
და მხოლოდ ალლაჰის წიგნია . ჩემი თხოვნა იქნება
მთარგმნელთა ჯგუფის თითოეულ წევრს, ისე როგორც
ჭეშმარიტ მუსლიმებს შეეფერება აღმოჩენილი შენიშვნები
მივუთითოთ, მისგან დაზღვეული არავინაა და
წარმატებები ვუსურვოთ ალლაჰის სადიდებელ საქმეში
შეტანილი თავიანთი წვლილის გამო

ვეისალ ორუჯოვი
მედინის ისლამის

უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
მოწყალე და მწყალობელი ღმერთის სახელით.
მთარგმნელის კომენტარი:

მოწყალე და მწყალობელი ღმერთის სახელით.


მხოლოდ მას ვემსახურებით და მხოლოდ მას
მოვიიმედებთ ჩვენს შემწედ

თქვენს წინაშეა ბოლო ასწლეულისა და


თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სწავლულის,
შეიხ მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-‘უსაიმინის (1347-1421
წწ. ჰიჯრით/1929-2001 წწ. გრიგორიანულით) წიგნი
მუსლიმთა მრწამსისა და შეხედულებების შესახებ,
რომელიც დაფუძნებულია უზენაესის, სამყაროს
შემოქმედი ღმერთის გამოცხადებებზე - ბრძენ ყურანსა
და სარწმუნო სუნნაზე.
ისლამი, რომლის შესახებაც მრავალი მცდარი
სტერეოტიპია გამჯდარი ჩვენს საზოგადოებაში,
სრულიადაც არ არის რაღაც უცხო ან მტრული,
აგრესიულ ფუნდამენტზე აგებული რელიგია. ისლამი
- ეს არის იბრაჰიმის, ანუ აბრაამის, მშვიდობა მას,
ერთღმერთიანობის ტრადიციის აღდგენა.
წიგნში მოცემულია მაცნეთა და წინასწარმეტყველთა
სახელები იმგვარად, როგორც ეს ისლამურად არის
8 მრწამსი (‘აყიდა)

მიღებული, მათი სახელების შემდეგ კი მოჰყვება


სალავათი, ანუ მათი დალოცვა, რომელიც ასევე
ისლამური ტრადიციაა. უზენაესის თვისებებისა და
სახელების აღწერისას ფრჩხილებში მოცემულია ამა
თუ იმ სახე­ლისა და თვისების არაბული ექვივალენტი,
როგორც ეს ბრძენ ყურანშია მოცემული. ყრუ
ხშულიგლოტალები - ‘აინი და ჰამზა, რომელსაც
ქართულ ანბანში ექვივალენტი არ აქვს, აპოსტროფითაა
გადმოტანილი. რაც შეეხება ტრანსლიტერაციისას
გრძელსა და მოკლე ხმოვნებს, მათი გადმოტანა
საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რადგან არაბულში
გაუთვითცნობიერებელ მკითხველს ისინი დამატებით
უხერხულობას შეუქმნიდა.
შევთხოვ ღმერთს, მადლიანი და სასარგებლო
გახადოს ეს ნაშრომი ყველასთვის, ვინც მას
გულისყურით წაიკითხავს, გაგვიძღვრეს სწორი გზითა
და გაგვამტკიცოს რწმენაში.

აბუ ანვარ ალ-ჯურჯი

10 ჯუმადა ალ-ახირა, 1435/10 აპრილი 2014 წწ


წინასიტყვაობა

ქება ერთადერთ ღმერთს, მისი


ლ­ო­ცვა-კურ­­თ­ხევა მის მაცნეს,
რო­მ­­­ლის შემდეგაც სხვა მაცნე აღარ იქნება, მის სახლე­
ულსა და მხლებლებს.
მე გავეცანი მოკლე, მაგრამ ფასეულ თეზისებს
ისლამური მრწამსის შესახებ, რომელიც ჩვენმა ძმამ,
შეიხმა მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-‘უსაიმინმა შეკრიბა.
მათი გაცნობის შემდეგ მე დავასკვენი, რომ ისინი
მოიცავენ და განმარტავენ სუნნისა და მუსლიმანური
ერთობის (აჰლ ას-სუნნა ვა ლ-ჯამა’ა) მიმდევართა
შეხედულებებს და რწმენას ღმერთის სახელთა და
თვისებათა განუმეორებლობისა, მის ანგელოზთა,
წმინდა წერილთა, მის მაცნეთა, უკანასკნე­ლი დღისა,
კარგისა და ცუდის ბედისწერის შესახებ.
მან შეძლო წარმატებით შეკრიბა ასეთი
შეხედულებები, გაეკეთებინა მათთვის სასარგებლო
განმარტებები და გადმოეცა ღმერთის, მისი
ანგელოზების, წერილების, მაცნეების, უკანასკნელი
დღისა და ბედისწერის არსი, რის შესახებაც უნდა
იცოდეს ყველამ, ვისაც კი ღვთიური რელიგიის
შესწავლა სურს, და საერთოდ ყველა მუსლიმმა. ამის
10 მრწამსი (‘აყიდა)

გარდა იგი გადმოგვცემს იმ მრავალ სიკეთეზე, რასაც


ადამიანი იღებს ჯანსაღი შეხედულებები­დან, რომლის
შესახებაც მრავალი ისლამური ნაშრომი დუმს.
ღმერთს შევთხოვ, რომ მან დააჯილდოვოს შეიხი
ამ საქმის სანაცვ­ლოდ, ხოლო მისი ნაშრომი მრავალი
ადამიანისთვის სწორ გზაზე დამყენებელი გახადოს.
ქება-დიდება ღმერთსა და მისი დალოცვა მის
მაცნეს, მის სახლეულსა და მიმდევრებს უკანასკნელ
დღემდე.

‘აბდუ ლ-‘აზიზ იბნ ‘აბდუ ლ-ლაჰ იბნ ბაზი.


ِ ِ
ِ ‫الل الر ْحم ِن الر ِح‬
‫يم‬
َّ ٰ َّ ٰ‫ب ِْسم ه‬
მოწყალე და მწყალობელი ღმერთის სახელით

ქება ღმერთს, სამყაროთა უფალს. ჭეშმარიტად,


ღვთისმოშიშთათვისაა გამზადებული კეთილი, ხოლო
უღირსნი ღვთის რისხვას დაიმსახურებენ. ვამოწმებ,
რომ არ არის ღვთაება ღირსი თაყვანისცე­­მი­სა, გარდა
შემოქმედი ღმერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანასწორი,
რომელიც არის ცხადი და ჭეშმარიტი მეუფე და ვამოწმებ
რომ მუჰამმადი ‫ ﷺ‬არის მისი მაცნე და მსახური.
იგი არის უკანასკნელი მაცნეთაგან და ყველა
ღვთისმოშიში მორწმუნის წინამძღოლი, დაე, ღმერთმა
დალოცოს და აკურთხოს იგი, მისი სახლეული, მისი
მხლებლები და მიმდევრები უკანასკნელ დღემდე.
ჭეშმარიტად, უზენაესმა გამოაგზავნა თავი­
სი მაცნე მუჰამმადი სწორი წინამძღვრებით და
ჭეშმარიტი რელიგიით, სამყაროთა წყალობად,
რათა იგი გამხდარიყო მისაბაძი მაგალითი კაცთა
და ჯინთათვის, და გამხდარიყო სასარგებლო ან
საწინააღმდეგო მტკიცება ყოველი ღვთის მონისთვის,
მათი არჩევანისამებრ.
მაცნეებისა და მათთვის გარდმოვლენილი
წერილებისა და სიბრძნის საშუალებით უზენაესმა
ნათელი მოჰფინა ყოველ სწორ შეხედულებას,
12 მრწამსი (‘აყიდა)

მართალ საქმეებსა და მშვენიერ მორალურ და ეთიკურ


კრიტერიუმებს, რომლებსაც შეუძლიათ სარგებელი
მოუტანონ მის მონებსა და დააყენონ ისინი სწორ გზაზე
როგორც სულიერ, ასევე მიწიერ ცხოვრებაში.
ღმერთის მაცნემ თავისი მიმდევრები დატოვა
ნათელ გზაზე, სადაც არ არის წყვდიადი და
გაურკვევლობა, და ყოველი, რომელიც გადაუხვევს ამ
გზიდან, იქ მხოლოდ ავს ჰპოვებს.
ამ გზას დაადგა მის მიმდევართა ერთობა,
რომელთაც უპასუხეს ღმერთისა და მისი მაცნის
მოწოდებას. ამ გზით წავიდნენ ღვთის საუკეთესო
ქმნილებები - მაცნის მხლებლები, მათი მოწაფეები და
ქველი მიმდევრები. ისინი მისდევდნენ მის გზას და
მტკიცედ ეჭიდებოდნენ მის სუნნას როგორც თავის
შეხედულებებში, ასევე ღვთისმსახურებაში, მანერებსა
და საქციელში. მათ შექმნეს გამარჯვებულთა ერთობა,
რომელიც არ ასცდა ჭეშმარიტ გზას და რომელსაც
ვერ ავნებენ ვერც ისინი, ვინც დატოვებს მას და ვერც
ისინი, ვინც შეეწინააღმდეგებიან, იმ დრომდე, ვიდრე
მოვიდოდეს უზენაესის ბრძანება.
ქება უფალს, რომ ჩვენც მივყვებით მათ კვალს
და პირდაპირ გზას. ჩვენ ვქადაგებთ უზენაესის
მოწყალების შესახებ და ვყვებით, რა უნდა აკეთოს
ყოველმა მუსლიმანმა.
ჩვენ ვთხოვთ უზენაესს, რომ მან გაგვამტკიცოს
და გაგვაძლიეროს ჩვენ და ჩვენი მუსლიმანი
მრწამსი (‘აყიდა) 13

ძმები და დები ამ გზაზე და მოგვანიჭოს თავისი


მოწყალება, რადგან იგია ყოვლისმომნიჭებელი.
ამ საკითხის მნიშვნელობისა და ასევ იმისთვის, რათა
გაფანტული იქნას ზოგიერ­თი ადამიანის მცდარი
შეხედულებები, მე გადავწყვიტე მოკლედ გადმოვცე
ჩვენი - სუნნისა და მუსლიმანური ერთობის მიმდე­
ვართა - შეხედულებები ღმერთის, მისი ანგელოზების,
წმინდა წერილების, მაცნეების, უკანასკნელი დღისა
და კარგი თუ ავი ბედისწერის შესახებ. შევთხოვ
ღმერთს, დალოცოს ეს ნაშრომი, ქმნას იგი წრფელად
მისი კმაყოფილებისთვის და სასარგებლოდ მისი
მონებისათვის.
ისლამი

ჩვენი სარწმუნოება შედგება ღმერთის, მისი


ანგელოზების, წმინდა წერილების, მისი მაცნეების, უკა­
ნასკნელი დღისა და კარგისა თუ ავის ბედისწე­რის­გან.
ჩვენ გვწამს უზენაესის უფლობის (არ-
რუბუბია), ანუ იმისი, რომ იგი არის უფალი,
შემოქმედი, მეუფე და ყოველი საქმის გამ­რი­გე.
ჩვენ გვწამს უზენაესის ღვთაებრიობის (ალ-ულუჰია),
ანუ იმისი, რომ იგი არის ერთადერთი ჭეშმარიტი
ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი. და ყოველი, რასაც მის
გარდა თაყვანისცემენ, ისინი არ არიან ამის ღირსი.
ჩვენ გვწამს მისი სახელები და თვისებე­ბი (ალ-
ასმა’ა ვა ს-სიფათ), ანუ ის, რომ მას აქვს საუკეთესო
სახელები და სრულყოფილი თვისებები. ჩვენ გვწამს,
რომ ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ უზენაესის
დამახასიათებელია, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი
და თანასწორი არც უფლობაში (არ-რუბუბია), არც
ღვთაებრიობაში (ალ-ულუჰია) და არც სახელ-
თვისებათა (ალ-ასმა’ა ვა ს-სიფათ) მფლობელობაში.
უზენაესმა ბრძანა თავის სიტყვაში: “თაყვანი ეცი
მას, უფალს ცისა, ქვეყნისა და იმისა, რაც მათ შორისაა,
16 მრწამსი (‘აყიდა)

და იყავი მომთმენი ღვთისმსახურებაში. ნუთუ უწყი


ვინმე მის გარდა მსგავსი სახელით?” (მარიამ, 19:65)
ჩვენ გვწამს რომ “ღმერთი - არ არის სხვა ღვთაება, მის
გარდა, მარადცოცხალისა (ალ-ჰაიი), მარადმსუფევისა
(ალ-ყაიუმ). არც დაიღლება, არც თვლემა მოერევა.
მისია, რაც კი არის ცასა თუ მიწაზე. ვინ იშუამდგომ­
ლებს მასთან მისივე ნების გარეშე? მან უწყის რა
იყო მათ უწინ და რა იქნება მათ შემდეგ, და ვერავინ
მიიღებს მისი ცოდნის ნაწილსაც კი მისი ნების გარეშე.
მისი ტახტი მოიცავს ცასა და მიწას, და არ უძნელდება
მას მათი დაცვა. უეჭველად, იგია უმაღლესი (ალ-‘ალი)
და უდიადესი (ალ-‘აზიმ).”(ალ-ბაყარა, 2:255)
ჩვენ გვწამს, რომ “იგია ღმერთი, რომლის გარდა სხვა
ღვთაება არ არის.მან უწყის დაფარული თუ ცხადი. იგია
მოწყალე (არ-რაჰმან) და მწყალობელი (არ-რაჰიმ). იგია
ღმერთი, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არის. მეუფე
(ალ-მალიქ), წმინდა (ალ-ყუდდუს), მშვიდობიანი
(ას-სალამ), რწმენისა და სიმშვიდის მომნიჭებელი
(ალ-მუ’მინ), ფხიზლად დამცველი (ალ-მუჰაიმინ),
ძლევამოსილი (ალ-‘აზიზ), უძლიერესი (ალ-ჯაბბარ),
განდიდებული (ალ-მუთაქაბბირ).
დიდებულია ღმერთი მასზე, რასაც უთანასწორებენ!
იგია ღმერთი, შემოქმედი (ალ-ხალიყ), გამჩენი (ალ-
ბარი), ფორმის მიმცემი (ალ-მუსავვირ), მას ეკუთვნის
საუკეთესო სახელნი! მას ადიდებს ყოველი, რაც კი
არის ცასა თუ მიწაზე. იგია ძლევამოსილი (ალ-‘აზიზ),
მრწამსი (‘აყიდა) 17

ბრძენთაბრძენი მსაჯულთმსაჯული (ალ-ჰაქიმ).”(ალ-


ჰაშრ, 59:22-24)
ჩვენ გვწამს, რომ “მას ეკუთვნის მეუფება ცისა
და მიწისა.იგი შეიქმს, რაც სურს და მიანიჭებს,
ვისაც მოისურვებს მდედრ შთამომავალთ, და ვისაც
მოისურვებს - მამრ შთამომავალთ. ან დააწყვილებს
მდედრ და მამრ შთამომავალთ ტყუპებად, ხოლო ვისაც
მოისურვებს, უშთამომავლოდ დატოვებს. უეჭველად,
იგია ყოვლისმეცნიერი (ალ-‘ალიმ), არსთაგამრიგე (ალ-
ყადირ).”(აშ-შურა, 42:49-50)
ჩვენ გვწამს, რომ “... არ არის რაიმე, მისი მსგავსი!იგია
ყოვლისშემსმენი (ას-სამი‘), ყოვლისმხედველი (ალ-
ბასირ). მას ეკუთვნის ყოველი გასაღები ცისა თუ
მიწისა. იგი გაუდიდებს და შეუმცირებს სარჩოს, ვისაც
ინებებს. და იგია ყოველი არსის მცოდნე.”(აშ-შურა,
42:11-12)
ჩვენ გვწამს, რომ “არ არის არც ერთი არსება
დედამიწაზე, რომელსაც ღმერთმა არ გაუჩინა სარჩო.
ღმერთმა იცის მისი სამყოფელიც და მისი მარაგებიც.
და ყოველი ეს აღნუსხულია ცხად წიგნში.” (ჰუდ, 11:6)
ჩვენ გვწამს, რომ “მასთანაა დაფარულთა გასაღები.
არავინ უწყის ისინი, მის გარდა. უწყის მან, რაც კი არის
ხმელეთსა თუ წყალში. არ ჩამოვარდება ფოთოლიც
კი მისი ცოდნის გარეშე და არ არის ერთად ერთი
მარცვალიც კი დედამიწის უშორეს ჯურღმულებში,
18 მრწამსი (‘აყიდა)

არც რაიმე სველი თუ მშრალი, რაც არ იყოს აღნუსხული


ცხად წიგნში.” (ალ-ან‘ამ, 6:59)
ჩვენ გვწამს, რომ “უეჭველად, ღმერთანაა ცოდნა
უკანასკნელი საათისა. იგი გარდმოავლენს წვიმას და
უწყის, ვინ რა იღო მუცლად. მაგრამ არ უწყის სულმა,
რას მოიგებს ხვალ და არც ის, რომელ მხარეს ეწვევა
სიკვდილი. უეჭველად, ღმერთია ყოვლისმეცნიერი
(ალ-‘ალიმ), ყოვლისმცოდნე (ალ-ხაბირ).” (ლუყმან,
31:34)
ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი ესაუბრება რაც სურს,
ვისაც სურს, როცა სურს და როგორც სურს. “... ესაუბრა
ღმერთი მუსას.” (ან-ნისა, 4:164) “როცა მოვიდა მუსა
დანიშნულ დროს, ესაუბრა მას მისი უფალი...” (ალ-
ა‘რაფ, 7:143) “მოვუხმეთ მას სინას მთის მარჯვენა
მხრიდან და მოვიახლოვეთ სასაუბროდ.” (მარიამ,
19:52)
ჩვენ გვწამს, რომ “ზღვები რომ მელნად
ქცეულიყვნენ და მისით დაგვეწერა ჩემი უფლის
სიტყვა, ისინი დაშრებოდნენ სანამ მოვრჩებოდით
წერას, თუნდაც ერთი იმდენივე კიდევ დამატებოდათ
ზღვებს.” (ალ-ქაჰფ, 18:109) “თუნდაც ყველა ხისგან
კალამი გაეკეთებინათ, ზღვათა მოცულობა კი შვიდჯერ
მომატებულიყო და ისინი მელნად ქცეულიყვნენ,
ეს მაინც არ იქნებოდა საკმარისი ღმერთის სიტყვის
ჩასაწერად. უეჭველად, ღმერთი ძლევამოსილია (ალ-
მრწამსი (‘აყიდა) 19

‘აზიზ), ბრძენთაბრძენი მსაჯულთმსაჯული (ალ-


ჰაქიმ).” (ლუყმან, 31:27)
ჩვენ გვწამს, რომ მისი სიტყვა არის ყველაზე
სწორი, სამართლიანი და მშვენი­ერი. უზენაესი ამბობს:
“აღსრულდა სიტყვა შენი უფლისა - ჭეშმარიტი და
სამართლიანი.” (ალ-ან‘ამ, 6:115), “ვისი სიტყვაა ღვთის
სიტყვაზე უფრო სწორი?” (ან-ნისა, 4:87)
ჩვენ გვწამს, რომ ბრძენი ყურანი არის უზენაესის
სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა და გადასცა ჯიბრილს,
ხოლო ჯიბრილმა იგი მაცნე მუჰამმადს ‫ﷺ‬, ჩამოუტანა.
“თქვი:უეჭველად, ჩამოიტანა იგი წმინდა სულმა შენი
უფლისგან...” (ან-ნაჰლ, 16:102)
“უეჭველად, ეს სამყაროთა უფლის
გარდმოვლენილია. სარწმუნო სულმა ჩამოიტანა
იგი შენს გულში, რომ შენ ყოფილიყავი ერთ-ერთი
გამაფრთხილებელთაგანი. ცხადი არაბული ენით.” (აშ-
შუ‘არა, 26:192-195)
ჩვენ გვწამს, რომ ყოვლისშემძლე და უდიადესი
ღმერთი აღმატებულია ქმნილებებზე როგორც თავისი
არსით, ასევე თავისი თვისებებით, რაზეც მოწმობს
უზენაესის სიტყვები:
“...უეჭველად, იგია უმაღლესი (ალ-‘ალი) და
უდიადესი (ალ-‘აზიმ).” (ალ-ბაყარა, 2:255) “იგი
მბრძანებლობს მის მსახურებზე. იგია ბრძენთაბრძენი
20 მრწამსი (‘აყიდა)

მსაჯულთმსაჯული (ალ-ჰაქიმ), ყოვლისმცოდნე (ალ-


ხაბირ).” (ალ-ან‘ამ, 6:18)
ჩვენ გვწამს, რომ “მან შექმნა ცა და მიწა ექვს დღეში,
შემდეგ კი ამაღლდა ტახტზე, თან განაგებს ყოველ
საქმეს.” (იუნუს, 10:3)
ღმერთის ამაღლება ტახტზე მოწმობს მის უმაღლეს
მდგომარეობას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისთვისაა
დამახასიათებელი და ესადაგება მის სიდიადეს და
ძალმოსილებას.
ხოლო იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ეს და ამ
საკითხის დეტალიზაციას, არავინ უწყის მის გარდა.
ჩვენ ასევე გვწამს, რომ უზენაესი მუდამ თან ახლავს
თავის ქმნილებებს, მან იცის მათი მდგომარეობის
შესახებ, ესმის მათი საუბარი, ხედავს მათ საქციელს,
განაგებს მათ საქმეებს, უგზავნის სარჩოს უპოვართ,
ამხნევებს გულგატეხილთ, მიანიჭებს ძალაუფლებას
და წაართმევს, ვისაც ინებებს. იგი აამაღლებს ან
დაამცირებს, ვისაც ინებებს, და ყოველი სიკეთე
მის ხელშია, რადგან იგია ყოვლისშემძლე. ის, ვინც
აკეთებს ამას, არის მის ქმნილებებთან და ამავე დროს
იგი ამაღლებულია თავის ტახტზე, რადგან “...არ არის
რაიმე, მისი მსგავსი! იგია ყოვლისშემსმენი (ას-სამი‘),
ყოვლისმხედველი (ალ-ბასირ).” (აშ-შურა, 42:11)
ჩვენ არ ვიმეორებთ იმას, რასაც ამტკიცებენ
ჰულულიები (ერთ-ერთი ჯაჰმიური მიმდინარეობა)
მრწამსი (‘აყიდა) 21

და მათი მსგავსე­ბი, რომლებიც თვლიან, რომ ღმერთი


ყველგანაა დედამიწაზე თავის ქმნილებებ­თან თავისი
არსით.
ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი რამ შეუძლია ამტკიცოს
მხოლოდ ურწმუნოს ან გზააბნეულს, რადგან ეს
სიტყვები ღმერთს მიაწერენ არასრულყოფილებას, რაც
მისთ­ვის შეუფერებელია.
ჩვენ გვწამს ყოველივე, რაც შეგვატყობინა ღმერთზე
მისმა მაცნემ ‫ﷺ‬, მათ შორის ისიც, რომ ყოველ ღამე, ღამის
უკანასკნელ მესამედში იგი ეშვება უახლოეს ცაზე “მე
ვუპასუხებ მას, ვინც შემევედრება, დავასაჩუქრებ მას,
ვინც მთხოვს და ვაპატიებ მას, ვინც მოინანიებს.”
ჩვენ გვწამს, რომ უკანასკნელ დღეს უზენაესი
გამოარჩევს თავის მართალ და ცოდვილ მონებს,
როგორც თქვა მან თავის ბრძენ წიგნში: “არა! როცა მიწა
მტვრად გაიფანტება! როცა შენი უფალი მოვა რიგებად
დაწყობილ ანგელოზებთან ერთად, როცა ჯოჯოხეთს
მიუახლოვდება, მაშინ გაიხსენებს კაცი, მაგრამ რას
არგებს მას ეს გახსენება?” (ალ-ფაჯრ, 89:21-23)
ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი “აკეთებს იმას, რასაც
ისურვებს” (ალ-ბურუჯ, 85:16)
ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის ნება ორგვარია:
პირველი ეს არის აბსოლუტური ნება. ეს არის
ღმერთისგან დაშვებული და იგი ყოველთვის არ
ეთანხმება იმას, რაც ღმერთისთვის კმაყოფილების
22 მრწამსი (‘აყიდა)

მომტანია. უზენაესი ამბობს: “თუ ღმერთი ინებებდა,


ისინი არ შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ
ღმერთი აკეთებს იმას, რასაც ისურვებს” (ალ-ბაყარა,
2:253) “ჩემი რჩევა თქვენ ვერას გარგებთ, რაც არ უნდა
მოვინდომო თქვენი შეგონება, თუ ღმერთმა არ ისურვა
თქვენი სწორ გზაზე დაყენება. იგია თქვენი უფა­ლი...”
(ჰუდ, 11:34)
მეორე კანონმდებლური ნება - იგი ყოველთვის
არ ემთხვევა იმას, რასაც ღმერთი დაუშვებს, თუმცა
იგი განსაზღვრავს რა არის მისთვის კმაყოფილების
მომტანი, რაზეც მოწმობს მისივე სიტყვა: “ღმერთს
სურს მიიღოს თქვენი მონანიება...” (ან-ნისა, 4:27)
ჩვენ გვწამს, რომ როგორც აბსოლუტური,
ასევე კანონმდებლური ნება ღმერთის სიბრძნიდან
გამომდინარეობს, ყოველი ის, რაც მან დაუშვა და
ყოველი ისიც, რაც მან განუჩინა თავის ქმნილებებს
შარი‘ათში, ანუ ღვთიურ კანონში, დაკავშირებულია
მის სიბრძნესთან და თანხვედრაშია მასთან, იმის
მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ შევიცნოთ ეს თუ
ჩვენი გონების ძალას აღემატება მისი შეცნობა. “განა
არ არის ღმერთი ყველაზე უფრო ბრძენთაბრძენი
მსაჯულთაგანი?” (ათ-თინ, 95:8) “ვისი განჩინება
შეიძლება იყოს ღმერთის განჩინებაზე უკეთესი
მათთვის, ვინც მტკიცენი არიან რწმენაში?” (ალ-მა’იდა,
5:50)
მრწამსი (‘აყიდა) 23

ჩვენ გვწამს, რომ უზენაესს უყვარს მართალნი, და


მართალთაც უყვართ ის.
“უთხარი - თუ თქვენ გიყვართ ღმერთი, მაშინ
მომყევით მე. ისიც შეგიყვარებთ და გაპატიებთ თქვენს
შეცოდებებს! და ღმერთი მიმტევებელია (ალ-ღაფურ),
მოწყალე (არ-რაჰიმ)” (აალ ‘იმრან, 3:31) “...ღმერთი
მოიყვანს იმ ხალხს, რომელიც მას უყვარს და რომელთაც
უყვართ იგი...” (ალ-მა‘იდა, 5:54) “თუ აკეთებენ ქველ
საქმეებს - ღმერთს უყვარს ქველმოქმედნი!” (ალ-მა’იდა,
5:93)
ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი კმაყოფილია იმ
საქმეებითა და სიტყვებით, რომელთა ქმნა მან განაჩინა
თავის შარი‘ათში, და უკმაყოფილოა იმით, რაც მან
აკრძალა. “თუ უმადურნი იქნებით და უარჰყოფთ,
მაშინ იცოდეთ, რომ ღმერთს არ სჭირდებით თქვენ.
იგი არ მოიწონებს უმადურებას თავის მონებში. თუ
მადლიერნი იქნებით, ეს მოსწონს მას თქვენში” (აზ-
ზუმარ, 39:7) “... მაგრამ ღმერთმა არ მოისურვა მათი
გაგზავნა ლაშქრობაში და ისინი დატოვა, მათ უთხრეს
- დარჩით მათთან, ვინც რჩება!” (ათ-თაუბა, 9:46)
ჩვენ გვწამს, რომ უზენაესი კმაყოფილია მათით,
ვინც ირწმუნა და აღასრულა ქველი საქმენი. “ღმერთი
კმაყოფილია მათით და ისინიც კმაყოფილნი არიან.
ესეთია ჯილდო მათთვის, ვინც იყო ღვთისმოშიში.”
(ალ-ბაიინა, 98:8)
24 მრწამსი (‘აყიდა)

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი განრისხებუ­­ლ­


ია ურწმუნოებსა და მათზე, ვინც იმსახურებ­ენ მის
რისხვას. “რომ დასაჯოს თვალთმაქცი კაცნი და ქალნი,
მრავალღმერთიანი კაცნი და ქალნი, რომლებიც
ბოროტს მიიჩნევენ ღმერთზე. მათ წინააღმდეგ იქნება
ეს სიბოროტე, რადგან განრისხებულია ღმერთი
მათზე.” (ალ-ფათჰ, 48:6) “მათ, ვინც გაუხსნა გული
ურწმუნოებას, მათ მოიმკეს ღმერთის რისხვა და
მიეზღვებათ დიდი სასჯელი.” (ან-ნაჰლ. 16:106)
ჩვენ გვწამს, რომ უზენაესს აქვს სახება (ვაჯჰ),
დიდებული და იმგვარი, როგორიც მას შეეფერება.
“მარადმსუფევია მხოლოდ სახება შენი უფლისა,
დიდებისა და კეთილშობილების მფლობელისა.” (არ-
რაჰმან, 55:27)
ჩვენ გვწამს, რომ უზენაესს აქვს ორი დიადი და
გულუხვობით გაშლილი ხელი (იად). “მისი ხელები
გახსნილია - იგი გააჩუქებს, რამდენსაც მოისურვებს.”
(ალ-მა’იდა, 5:64) “არ იყვნენ ისინი ღვთის მადლიერი
იმგვარად, როგორც მას ეკადრებოდა. არადა, განა არ
აღმოჩნდება მთელი დედამიწა მის ხელებში უკანასკ­
ნელ დღეს, ხოლო ზეცა მისი მკლავის ქვეშ ჩაიკეცება?
ქება მას, და დიდებულია იგი მასზე, რასაც მიაწერენ.”
(აზ-ზუმარ, 39:67)
ჩვენ გვწამს, რომ უზენაესს აქვს ორი თვალი (‘აინ).
“და ჩვენი ნებით, აღმართე კიდობანი ჩვენი თვალების
წინაშე...” (ჰუდ, 11:37)
მრწამსი (‘აყიდა) 25

მაცნე მუჰამმადმა ‫ﷺ‬, თქვა: “მას აქვს საბურველი,


რაც იფარავს სინათლეს. თუკი იგი მოიშორებს მას,
მისი სახის სინათლე წალეკავდა ყოველს, რასაც კი
მისწვდება ხედვა.”
სუნნის მიმდევრები ერთსულოვანნი არიან იმ
რწმენაში, რომ ღმერთს აქვს ორი თვალი, რაც მტკიცდება
მაცნის ‫ﷺ‬, გამონათქვამით ცრუ მესიაზე (ად-დაჯჯალი,
ქრისტიანული ესქატოლოგიით ანტიქრისტე):
“იგი ცალთვალაა და უეჭველად, თქვენი უფალი არ
არის ცალთვალა.”
ჩვენ გვწამს, რომ “მზერა ვერ სწვდება მას, არამედ
იგი სწვდება მზერას. იგია ყოვლისგამჭვრეტი (ალ-
ლატიფ), ყოვლისმცოდნე (ალ-ხაბირ).” (ალ-ან‘ამ,
6:103)
ჩვენ გვწამს, რომ “არ სძლევს მას დაღლილობა და
არც ძილი.”(ალ-ბაყარა, 2:255), რადგან მისი არსებობა
სრულყოფილია.
ჩვენ გვწამს, რომ იგი არავის არ დაჩაგრავს
უსამართლოდ, რადგან მისი სამართალი
სრულყოფილია.
ჩვენ ასევე გვწამს, რომ იგი არ ავლენს გულგრილო­
ბას თავის მსახურთა ქმედებე­ბის მიმართ მისი ხედვისა
და ცოდნის სრულყოფილების გამო.
26 მრწამსი (‘აყიდა)

ჩვენ გვწამს, რომ მისი ცოდნისა და ძალაუფლების


სრულყოფილების გამო არაფერი არ არის მისთვის
შეუძლებელი.
“როცა იგი მოისურვებს რამეს, იგი ამბობს - იყავი!
და ასე იქნება.” (ია სინ, 36:82)
ჩვენ ასევე გვწამს, რომ მისი ძალის სრულყოფილე­
ბის გამო, მას დაღლილობა ვერ სძლევს. “ჩვენ შევქმენით
ცა და მიწა და ყოველი, რაც მათ შორისაა, ექვს დღეში,
და არ შეგვხებია ჩვენ დაღლილობა.” (ყაფ, 50:38)
ჩვენ გვწამს ყოველი სახელი და თვისება, რომლი­
თაც საკუთარი თავი აღწერა ღმერთმა და რომლითაც
იგი აღწერა მისმა მაცნემ ‫ﷺ‬, მაგრამ ამათთან ერთად ჩვენ
ღმერთს შევეფარებით ორი ძალიან საშიში რამისგან:
შემოქმედის მიმგვანებაზე ქმნილებებისთვის, ანუ
სიტყვით ან ფიქრით მისი რომელიმე თვისების
აღწერა იმგვარად, რომ მისი თვისებები ქმნილებების
თვისებების მსგავსია და ასევე შემოქმედის აღწერისგან,
ანუ სიტყვით ან ფიქრით უზენაესის თვისებების
აღწერისგან და წარმოდგენისგან ამა თუ იმ სახით.
რადგან უზენაესი ამბობს, რომ “არ არის მისი მსგავსი
რაიმე ქმნილებათაგანი.” (აშ-შურა, 42:11)
ჩვენ უარვყოფთ იმას, რაც უარყო თვის­გან
თვით ღმერთმა და უარყო მისგან მისმა მაცნემ ‫ﷺ‬.
და როცა უარვყოფთ რაიმე არასრულყოფილებას
მის თვისებად, ამით ვამტკიცებთ რომ
მისი ყოველი თვისება სრულყოფილია.
მრწამსი (‘აყიდა) 27

ასევე ჩვენ ვდუმვართ იმ საკითხებზე, რაზეც დუმან


ღმერთი და მისი მაცნე.
ჩვენ ვთვლით, რომ ამგვარ შეხედულებ­ებს უნდა
იზიარებდეს ყველა, რადგან ყველაფერი, რითაც მან
აღწერა თავისი თავი და რაც მან უარყო თავის თავზე,
უზენაესმა თავად შეგვატყობინა და მან ყველაზე უკეთ
იცის მის შესახებ, ხოლო მისი სიტყვა ყველაზე სწორი
და უკეთესია, ხოლო მისი მსახურები ვერ შესწვდებიან
მას თავიანთი ცოდნით.
რაც შეეხება იმას, რითაც მაცნემ ‫ﷺ‬, აღწერა
ღმერთი და რაც მან უარყო მისგან, რადგან
იგი სხვა ადამიანებზე უკეთ უწყოდა თავისი
უფლის შესახებ და იყო ყველაზე გულწრფელი
და მჭევრმეტყველი ადამის შთამომავალთაგან.
უზენაესისა და მისი მაცნის სიტყვები სრულყოფილი
ცოდნით, სიმართლით და სიცხადითაა სავსე, ამგვარად
ყოველი, რომელიც უარყოფს მას ან ყოყმანობს მის
გათავისებაზე, ვერ იმართლებს თავს ვერაფრით.
ჩვენ გვწამს ანგელოზების, რომლებიც ღმერთს
ემორჩილებიან. გვწამს, რომ ისინი “არიან კეთილი
მსახურები. მათი სიტყვა არ დაასწრებს მის სიტყვას და
მისი ნების თანახმად მოქმედებენ.” (ალ-ანბია, 21:26-
27)
ისინი უზენაესის მიერ არიან შექმნილნი,
იმს­­ახ­ურე­ბენ მას და აღვსილნი არიან მისდამი
მორჩილებით. “ისინი არ დრტვინავენ მისი ღვთის­
28 მრწამსი (‘აყიდა)

მსახურებისას სიამაყით და ეს მათთვის ძნელი


არ არის. ისინი ადიდებენ ღმერთს დღისით
და ღამით დაუღლელად.” (ალ-ანბია, 21:19-20)
ღმერთმა დაფარა ისინი ჩვენი მზერიდან და ჩვენ არ
შეგვიძლია მათი დანახვა. თუმცა ღმერთმა თავის
ზოგიერთ მსახურს მისცა საშუალება ეხილათ ისინი.
მაგალითად მაცნემ ‫ﷺ‬, იხილა ანგელოზი ჯიბრა’ილი
თავისი სახებით, ექვსასი ფრთით, რომლებიც
ფარავდნენ მთელს ცისკიდურს. ჯიბრა’ილი წარსდგა
მარიამის წინაშე ადამიანის სახით და ისინი ესაუბრნენ
ერთმანეთს. ასევე იგი მივიდა მაცნესთან, როცა იგი
თავისი საჰაბების გარემოცვაში იჯდა, თეთრსამოსიანი
და შავთმიანი ადამიანის გარეგნობით. საჰაბები არ
იცნობდნენ ამ ადამიანს, თუმცა მას არც მგზავრობის
ნიშნები ეტყობოდა. იგი დაჯდა, ხელი დაადო მაცნეს
‫ﷺ‬, მუხლზე და ესაუბრა მას. შემდეგ კი მაცნემ უთხრა
საჰაბებს, რომ ეს იყო ჯიბრა’ილი.
ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზებზე დაკისრებულია
განსაკუთრებული მოვალეობები.
ჯიბრა’ილზე დაკისრებულია მოვალეობა
ჩამოიტანოს ღმერთის გამოცხადებები მის მიერ
არჩეულ წინასწარმეტყველებსა და მაცნეებს.
მიქა’ილზე დაკისრებულია მოვალეობა წვიმისა
და მცენარეთა მეთვალყურისა. ისრაფილის
მოვალეობაა საყვირის ჩაბერვა, რითაც იგი ამცნობს
უკანასკნელი, სამს­ჯავ­როს დღის დადგო­მას.
მრწამსი (‘აყიდა) 29

სიკვ­დი­ლის ანგელოზი (მალაქ ალ-მაუთ) ადამიანთა


სხ­ეუ­ლებისგან ამოიყვანს მათ სულებს სიკვდილის
ჟამს.
არიან ასევე მთების ანგელოზები და ანგელოზი
მალიქი, რომლის მოვალეობაა ჯოჯოხეთის დაცვა.
არიან ანგელოზები, რომელთა მოვალეობაა
ადამიანთა ჩანასახებზე ზრუნ­ვა. არიან ასევე
ანგელოზები, რომლებიც მის ყოველ მოქმედებას
ჩაიწერენ, და ასეთი ანგელოზი ყოველ ადამიანს ორი
ჰყავს. “ორი ანგელოზი ზიან მარჯვნივ და მარცხნივ,
და ჩასწერენ. არ იტყვის იგი არც ერთ სიტყვას, რომ არ
ჩაწერონ ფხიზელმა მცველებმა.” (ყაფ, 50:17-18)
არიან ანგელოზები, რომელთა მოვალეობაა
გარდაცვლილთა გამოკითხვა. როცა გარდაცვლილის
სხეული დასაფლავდება, მასთან მიდიან ორი ან­
გელოზი და ეკითხებიან მისი უფლის, მი­სი რელიგიის
და მისი მაცნის შესახებ. “ღმერთი შეეწევა მორწმუნეთ
მტკიცე სიტყვითა და მტკიცე ხელით წუთისოფელშიც
და ზესთასოფელშიც. უსამართლოებს კი იგი ააცდენს
გზიდან. და ღმერთი იქმს, რასაც მოისურვებს.”
(იბრაჰიმ, 14:27)
არიან ანგელოზები, რომლებიც სამოთხის
მკვიდრებზე ზრუნავენ. “და შევლიან მათთან
ანგელოზები და ეტყვიან: მშვიდობა თქვენდა, რომ
იყავით მომთმენთაგანნი! როგორი მშვენიერია
უკანასკნელი სამყოფელი!” (არ-რა‘დ, 13:23-24)
30 მრწამსი (‘აყიდა)

მაცნემ ‫ﷺ‬, გვამცნო, რომ ზეცად არის სამლოცველო


სახლი, სადაც ყოველდღე სალოცავად შედის 70 ათასი
ანგელოზი და არც ერთი იქ აღარ შევა განმეორებით
უკანასკნელ დღემდე.
ჩვენ გვწამს, რომ უზენაესმა გარდმოუვლინა თავის
მაცნეებს წმინდა წერილები, როგორც მტკიცებულება
სამყაროთათვის, სადაც მან თავის ქმნილე­ბებს აჩვენა
სწორი გზა, მათი საშუალებით ამცნო მათ გამოსადეგი
სიბრძნე და განწმინდა ისინი.
ჩვენ გვწამს, რომ ყოველ მაცნეს უზენაესმა
გარდმოუვლინა წერილი, რისი მტ­კი­ცე­ბულებაც არის
მისი სიტყვა: “უწინ ჩვ­ენ გა­მოვგზავნეთ ჩვენი მაცნენი
ცხადი ნიშნე­ბი­თ ­და გარდმოვავლინეთ მათზე წერილი
და თანასწორობა, რომ ხალხი სამართლიანობ­
ის მიმდევარი იყოს.” (ალ-ჰადიდ, 57:25)
ამ წერილებიდან ჩვენთვის ცნობილია:
ა) თავრათი, ანუ თორა, რომელიც უზე­ნა­ე სმა
მუსას, მშვიდობა მას, ანუ მოსეს გა­­­რ­დმ­­ო­უვლინა.
ეს ისრაელის ტომისთვის გა­­რ­დმოვლენილი დიადი
წერილთაგანი­ იყო. “უეჭველად, ჩვენ გამოვგზავნეთ
თავრათი, რომელშიც იყო წინამძღვრება სწორი
გზისა და სინათლე. წინასწარმეტყველნი, ვინც
ემორჩილებოდნენ ღმერთს, ასევე სწავლულნი
განსჯიდნენ იუდეველთ იმით, რაც მიეცათ მათ
ღმერთის წერილიდან, რომლის ნამდვილობის მოწმენი
ისინი იყვნენ.” (ალ-მა’იდა, 5:44)
მრწამსი (‘აყიდა) 31

ბ) ინჯილი, ანუ სახარება, რომელიც უზენაესმა


‘ისას, მშვიდობა მას, ანუ იესოს გარდმოუვლინა.
იგი ამტკიცებდა თორის სისწორეს და ავსებდა მას.
“ჩვენ გარდმოვუვლინეთ მას ინჯილი. მასშია სწორი
გზა და სინათლე იმის დასამტკიცებლად, რაც იყო
თავრათში. ეს არის სწორი წინამძღვრება და შეგონება
ღვთისმოშიშთათვის.” (ალ-მა’იდა, 5:46)
“...რომ ნება დაგრთოთ რაღაც ნაწილისა იმისგან,
რაც აქამდე აკრძალული გქონდათ.” (აალ ‘იმრან, 3:50)
გ) ზაბური, ანუ ფსალმუნი, რომელიც უზენაესმა
დავუდს, მშვიდობა მას, ანუ დავითს გარდმოუვლინა.
დ) იბრაჰიმის, ანუ აბრაამის და მუსას, ანუ მოსეს,
მშვიდობა მათ ორივეს, კრებულები.
ე) ბრძენი ყურანი, რომელიც ღმერთმა უკანასკნელ
მაცნეს, მუჰამმადს ‫ﷺ‬, გარდმოუვლინა. “...ჭეშმა­რიტი
წინამძღვრება ხალხისთვის, სწორი გზის ცხადად ახსნა
და გამიჯვნა სიცრუისა სიმართლისაგან.” (ალ-ბაყარა,
2:185)
ბრძენი ყურანი გარდმოვლენილია
“დასამტკიცებლად იმისა, რაც იყო ნათქვამი წინა
წერილებში, რომ გაარჩიონ, თუ რამეა შეცვლილი
მათში.” (ალ-მა’იდა, 5:48)
მისი გარდმოვლენით ღმერთმა გააუქმა წინა
წერილთა კანონები. მანვე იტვირთა ვალდებულება
დაეცვა ყურანი ურწმუნოთა თავდასხმებისგან და
32 მრწამსი (‘აყიდა)

ცვლილებებისგან. “უეჭველად, ჩვენ ჩამოვგზავნეთ ეს


შეგონება და ჩვენ ვართ მისი დამცველნი.” (ალ-ჰიჯრ,
15:9)
ამიტომაც ბრძენი ყურანი დარჩება მტკიცებულებ­
ად ყოველი ქმნილებისთვის უკანასკნელ, სამსჯავროს
დღემდე. რაც შეეხება წინა წერილებს, ისინი იყვნენ
დროებითი ამა თუ იმ დროისა და ადგილისთვის და
მათი დრო იწურებოდა, როცა გარდმოევლინებოდა
შემდეგი გამოცხადება, რომელიც ცხადს ხდიდა
იმ ცვლილებებს, დამახინჯებებს, ჩამატებებსა და
გამოტოვებებს რაც მასში აღმოჩნდებოდა.”იუდეველთა
შორის არიან ისეთები, რომლებიც ცვლიან უფლის
სიტყვას და უცვლიან მათ ადგილს...” (ან-ნისა, 4:46)”ვაი
იმათ, ვინც გადაწერენ წერილებს და შეცვლიან მათ
თავისი ხელით, შემდეგ კი უტიფრად ამტკიცებენ - ეს
ღმერთისგანაა! რათა მიიღონ ამ ქმედებისთვის მცირე
ჯამაგირი. ვაი მათ იმისთვის, რაც დაწერეს მათმა
ხელებმა და ვაი მათ იმისთვის, რასაც ისინი მოიგებენ
ამით.” (ალ-ბაყარა, 2:79)”უთხარი: ვინ გარდმოავლინა
შეგონებად და წინამძღვრებად წერილი, რომლითაც
მოვი­და მუსა? თქვენ გადაწერეთ იგი ფურცლებ­ზე,
ზოგიერთ მათგანს კითხულობთ, ხოლო დიდ ნაწილს
კი მალავთ!” (ალ-ან‘ამ, 6:91)”მათ შორის არიან ისეთები,
რომლებიც ამახინჯებენ წერილს თავისი ენით, რომ
თქვენ მათი სიტყვა ჩათვალოთ ნამდვილ წერილად!
მრწამსი (‘აყიდა) 33

მაგრამ ეს არ არის წერილი! ისინი ამბობენ - ეს


ღმერთისგანაა! არადა ის არ არის ღმერთისგან. ისინი
ცრუობენ ღმერთის შესახებ და თან უწყიან! ადამიანს,
რომელსაც ღმერთმა მიანიჭა წერილი, სიბრძნე და
მაცნეობა, არ ეგება უთხრას ხალხს - იყავით ჩემი
მსახურნი და არა ღმერთისა!” (აალ ‘იმრან, 3:78-79)”ჰეი,
წიგნის მქონენო! თქვენთან მოვიდა ჩვენი მაცნე, იგი
გაგიცხადებთ ბევრს მათგან, რასაც ფარავთ თქვენი
წიგნებიდან, და თავს შეიკავებს ზოგზე. მოვიდა
თქვენთან ღმერთისგან სინათლე და ცხადი წერილი,
რომლითაც ღმერთი ატარებს მშვიდობის გზებით მათ,
ვინც მიიღებს მის ნებას, გამოიყვანს მათ წყვდიადიდან
სინათლეზე და დააყენებს მათ სწორ გზაზე. არ
ურწმუნიათ მათ, ვინც ამტკიცებს - ღმერთი - ეს მესიაა,
მარიამის ძეო...” (ალ-მა’იდა, 5:15-17)
ჩვენ გვწამს, რომ უზენაესმა გამოუგზავნა ჯინებსა
და ადამიანებს თავისი მაცნენი “მახარობლებად და
გამფრთხილებლებად, რადგან ურწმუნო ხალხს არ
ჰქონოდა არგუმენტი ღმერთის კანონის წინააღმდეგ,
მას შემდეგ რაც მოვიდნენ ეს მაცნენი. უეჭველად,
ღმერთი ძლევამოსილია (ალ-‘აზიზ), ბრძენთაბრძენი
მსაჯულთმსაჯული (ალ-ჰაქიმ).” (ან-ნისა, 4:165)
ჩვენ გვწამს, რომ ქრონოლოგიურად პირველი
მაცნე არის ნუჰი, მშვიდობა მას, ხოლო უკანასკნელი
- მუჰამმადი ‫ﷺ‬. “უეჭველად, ჩვენ გარდმოგივლინეთ
34 მრწამსი (‘აყიდა)

გამოცხადება შენ, ისევე როგორც გარდმოვუვლინეთ


ნუჰს და მაცნეებს მის შემდეგ.” (ან-ნისა, 4:163)
“მუჰამმადი არ არის თქვენი მამა, იგი მხოლოდ
ღმერთის მაცნეა და წინასწარმეტყველთა ბეჭედი.”
(ალ-აჰზაბ, 33:40)
მუჰამმადი ‫ﷺ‬, არის ყველაზე პატივდებული
მაცნეთაგან, შემდეგ - იბრაჰიმი, მშვიდობა მას, შემდეგ
მუსა, მშვიდობა მას, შემდეგ ნუჰი, მშვიდობა მას,
შემდეგ ‘ისა, მარიამის ძე, მშვიდობა მას. ეს მაცნეები
გამორჩეულნი არიან ღვთის გამოგზავნილთაგან, რასაც
უზენაესი აღნიშნავს თავის სიტყვაში: “ჩვენ დავუდეთ
აღთქმა მაცნეებს - შენ, ნუჰს, იბრაჰიმს, მუსას და ‘ისას.
ჩვენ დავუდეთ მათ მტკიცე აღთქმა.” (ალ-აჰზაბ, 33:7)
ჩვენ გვწამს, რომ მუჰამმადისთვის ‫ﷺ‬, გამოგზავნი­
ლი შარი‘ათი, ანუ ღვთის კანონთა კრებული,
აერთიანებს ყველა სხვა მაცნის შარი‘ათის საუკეთესო
თვისებებს, რაზეც მოწმობს უზენაესის სიტყვა:
“ღმერთმა განგიჩინათ თქვენ საღვთო კანონად ის, რაც
უბოძა ნუჰს, და ის, რაც გარდმოგივლინეთ შენ, და ისიც,
რაც ვუბოძეთ იბრაჰიმს, მუსას და ‘ისას - დაიცავით
საღვთო კანონები და ნუ დაიყოფით ჯგუფებად.” (აშ-
შურა, 42:13)
ჩვენ გვწამს, რომ ყველა მაცნე არის ადამიანი და
ისინი არიან ქმნილებები, ისინი არ ფლობენ არც ერთ
თვისებას, რაც უფალს ახასიათებს. უზენაესმა გვამცნო,
რომ ნუჰმა, მშვიდობა მას, პირველმა მაცნემ, თქვა: “მე
მრწამსი (‘აყიდა) 35

არ გიმტკიცებთ, რომ მე ვფლობ საუნჯეს, ან მე ვიცი


ის, რაც დაფარულია. მე არ გეუბნებით, რომ მე ვარ
ანგელოზი.” (ჰუდ, 11:31)
რაც შეეხება უკანასკნელ მაცნეს, მუჰამმადს ‫ ﷺ‬-
უზენაესმა უბრძანა, რომ მასაც ეთქვა: “მე არ გიმტკიცებ,
რომ მე ვფლობ საუნჯეს, ან მე ვიცი ის, რაც დაფარულია.
მე არ გეუბნებით თქვენ, რომ მე ვარ ანგელოზი.” (ალ-
ან‘ამ, 6:50) “მე არ მაქვს ძალაუფლება, რაიმე ვავნო ან
ვარგო ვინმეს, თუ ამას ღმერთი არ მოინდომებს.” (ალ-
ა‘რაფ, 7:188)
“უეჭველად, მე არ მაქვს ძალა, მოგიტანოთ
სარგებელი ან ვნება! უთხარი - ვერავინ ამარიდებს
მე ღმერთის სასჯელს, და ვერ ვიპოვი მშველელს მის
გარდა.” (ალ-ჯინნ, 71:21-22)
ჩვენ გვწამს, რომ ისინი არიან ღმერთის მსახურები,
რომლებიც მან გამოარჩია თავისი გამოცხადებებით
და დააჯილდოვა თავისი შექებითა და დიდებული
მდგომარეობით, რაც კი შეუძლიათ ღმერთის
მსახურებს დაიკავონ. ნუჰზე, მშვიდობა მას, პირველზე
მაცნეთაგან, უზენაესმა თქვა: “ჰეი, შთამომავალნო
იმათი, ვინც გადავარჩინეთ ნუჰთან ერთად! უეჭველად,
ის იყო მადლიერი მსახური.” (ალ-ისრა, 17:3)
უკანასკნელ მაცნეზე, მუჰამმადზე ‫ﷺ‬, მან თქვა:
“კურთხეულია იგი, ვინც გარდმოუვლინა თავის
მსახურს გამიჯვნა სიმართლისა და ტყუილისა, რომ
36 მრწამსი (‘აყიდა)

გამხდარიყო იგი გამაფრთხილებელი სამყაროთა


ბინადრებისთვის.” (ალ-ფურყან, 25:1)
რაც შეეხება სხვა მაცნეებს, უზენაესმა თქვა:
“გაიხსენე ჩვენი მტკიცე და გულისხმიერი მსახურები
- იბრაჰიმი, ისჰაყი და ია‘ყუბი.” (სად, 38:45) “გაიხსენე
ჩვენი მსახური დავითი, ძლიერი მკლავების მქონე.
უეჭველად, იგი იყო ღმერთისკენ მობრუნებული.”
(სად, 38:17)
‘ისას, მარიამის ძის, მშვიდობა მას, შესახებ მან
თქვა: “იგი - მსახურია, რომელსაც ჩვენ მივანიჭეთ
წყალობა და რომელიც გავხადეთ მისაბაძი მაგალითი
ისრაელიანთათვის.” (აზ-ზუხრუფ, 43:59)
ჩვენ გვწამს, რომ უზენაესმა დაასრულა მაცნეთა
მისია მუჰამმადის ‫ﷺ‬, მქადაგებლური მისიით,
რომელიც მან მოუვლინა მთელ კაცობრიო­ბას,
რაზეც მიუთითებს უზენაესის სიტყვა: “უთხარი:
ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, მე ვარ ღმერთის მიერ
გამოგზავნილი თქვენთან ყველასთან, ღმერთისა,
რომელიც მფლობელობს ცასა და მიწაზე.
არ არის ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, მის
გარდა, იგი აცოცხლებს და მოავლენს სიკვდილს, მაშ,
ირწმუნეთ ღმერთისა და მისი მაცნის, უსწავლელი
წინასწარმეტყველისა, რომელსაც სწამს ღმერთი და
მისი სიტყვა. მიჰყევით მას, რადგან დადგეთ სწორ
გზაზე” (ალ-ა‘რაფ, 7:158)
მრწამსი (‘აყიდა) 37

ჩვენ გვწამს, რომ მუჰამმადის ‫ﷺ‬, შარი‘ათი, ეს არის


ისლამის რჯული, რომელიც უზენაესმა აარჩია თავისი
მსახურებისთვის და რომლის გარდაც იგი არავისგან
არ მიიღებს სხვა რელიგიას.
უზენაესმა თქვა - “უეჭველად, ღმერთის რჯული -
ეს ისლამია!..” (აალ ‘იმრან, 3:19) “დღეს მე სრულვყავი
თქვენი სარწმუნოება, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა
და თქვენგან მხოლოდ ისლამის რჯულით ვარ
კმაყოფილი” (ალ-მა’იდა, 5:3)
“ის, ვინც ეძებს სხვა რჯულს ისლამის გარდა, მისგან
ის არასდროს არ იქნება მიღებული და ზესთასოფელში
იგი აღმოჩნდება წაგებულთა შორის” (აალ ‘იმრან, 3:85)
ჩვენ გვწამს, რომ ყოველი მუსლიმი, რომელიც
თვლის იუდაიზმს, ქრისტიანობას, საბიელობას ან სხვა
ნებისმიერ რელიგიას ჭეშმარიტად და ღმერთისთვის
მისაღებად, იგი არის ურწმუნო. თუ იგი მოინანიებს,
ღმერთი მიიღებს მის მონანიებას, თუ არა, მაშინ იგი
იმსახურებს სიკვდილით დასჯას, როგორც რელიგიის
უარმყოფელი, რადგან იგი თავისი სიტყვებით
უპირისპირდება ბრძენ ყურანს.
ჩვენ გვწამს, რომ ყველა, ვისაც არ სჯერა
მუჰამმადის ‫ﷺ‬, მქადაგებლური მისიისა, რომელიც
მთელი კაცობრიობისკენ იყო მიმართული, არ სჯერა
მასთან ერთად არც ერთი ღმერთის მაცნის, მათ შორის
არც იმის, რომელიც თავისი აზრით სწამს და რომლის
38 მრწამსი (‘აყიდა)

რჯულსაც მიჰყვება, რადგან უზენაესი ამბობს - “უარყო


ნუჰის ხალხმა მაცნენი” (აშ-შუ‘არა, 26:105).
ღმერთმა მათი უარყოფა ნუჰის, მშვიდობა მას,
მქადაგებლური მისიისა ჩაუთვალა ყველა მაცნის
მისიის უარყოფ­აში, მიუხედავად იმისა რომ მანამდე
სხვა მაცნეები არ ყოფილან.
უზენაესმა თქვა: “უეჭველად, ისინი, რომლებმაც
არ ირწმუნეს ღმერთისა და მისი მაცნეებისა, და სურთ
გამოარჩიონ ღმერთი და მაცნეები, და ამბობენ - ჩვენ
გვწამს ერთი მაგრამ არ გვწამს მეორეო. მათ სურთ
აირჩი­ონ შუალედი რწმენასა და ურწმუნოებას შორის.
მაგრამ ისინი არიან ნამდვილად ურწმუნონი, და
ჩვენ მოვუმზადეთ ურწმუნოთ სამარცხვინო სასჯელი”
(ან-ნისა, 4:150-151)
ჩვენ გვწამს, რომ მაცნე მუჰამმადის ‫ﷺ‬, შემდეგ
აღარ იქნება სხვა მაცნე და წინასწარმეტყველი. ხოლო
ის, ვინც თავს აცხადებს წინასწარ­მეტყველად, არის
ურწმუნო, რადგან იგი უარყოფს ღმერთს, მის მაცნესა
და მუსლიმთა საერთო შეთანხმებას.
ჩვენ გვწამს, რომ მაცნე მუჰამმადს ‫ﷺ‬, ჰყავდა
მართლმორწმუნე ხალიფები, რომლებიც იყვნენ
მისი მემკვიდრეები ცოდნაში, ისლამური ქადაგების
გავრცელებასა და მუსლიმთა ერთობის მართვაში.
საუკეთესო მათ შორის იყო აბუ ბაქრ ას-სიდდიყი
(მართალი), შემდეგ - ‘უმარ იბნ ალ-ხატტაბი,
მრწამსი (‘აყიდა) 39

შემდეგ - ‘უსმან იბნ აფფანი და შემდეგ ‘ალი იბნ


აბუ ტალიბი, ღმერთი იყოს მათით კმაყოფილი.
მათი უფლება ხალიფობაზე, ანუ მაცნის ‫ﷺ‬, შემდეგ
მმართველობაზე, დამოკიდებული იყო მათ
უპირატესობებზე ერთისა მეორის წინაშე. უზენაესი,
რომელიც ფლობს სრულყოფილ სიბრძნეს, არ მისცემდა
საშუალებას ვინმეს, ჩადგომოდა სათავეში ადამიანთა
საუკეთესო თაობას, რომლებიც იყვნენ საჰაბები, თუ
მათ შორის იქნებოდა სხვა ადამიანი, რომელსაც უფრო
მეტი უფლება ჰქონდა ხალიფობაზე.
ჩვენ გვწამს, რომ ზოგიერთი ამ საჰაბებისგან
თავისი ზოგიერთი თვისებით სჯობდა მას, ვინც მის
წინ დგას მართლმორწმუნე ხალიფობაში, მაგრამ ეს
ნაწილობრივი უპირატესობა არ ნიშნავს აბსოლუტურ
უპირატესობას, რადგან ამის ნიშნები და თვისებები
მრავალია და არა ერთი კონკრეტული.
ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ერთობა არის საუკეთესო
და მართლმორწმუნე უზენაესი და ყოვლისშემძლე
ღმერთის წინაშე, რაზეც მოწმობს უზენაესისვე
გამონათქვამი: “თქვენ საუკეთესო ერთობა ხართ,
ადამიანთა სიკეთისთვის შემდგარი, თქვენ მოუწოდებთ
კარგისკენ, უკრძალავთ ავს და გწამთ ღმერთისა”
(აალ ‘იმრან, 3:110) ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ერთობის
საუკეთესო წარმომადგენლები არიან საჰაბები, შემდეგ
თაბი‘ები (საჰაბების შემდგომი თაობა), შემდეგ კი ათბა‘
ათ-თაბი‘ები (თაბი‘ების შემდგომი თაობა).
40 მრწამსი (‘აყიდა)

ჩვენ გვწამს, რომ მუსლიმთა ერთობაში არსებობს


ძლევამოსილი ჯგუფი, რომელიც არასოდეს
გადაუხვევს სწორი გზიდან და რომელსაც ვერას ავნებენ
ვერც ისინი, ვინც მიატოვებს მათ და ვერც ისინი, ვინც
შეეწინააღმდეგება მათ, იმ დრომდე, ვიდრე მოაწევდეს
ყოვლისშემძლე და დიადი ღმერთის ბრძანება.
ჩვენ გვწამს, რომ არეულობა და განხეთქილება
საჰაბებს შორის გამოიწვია მათმა განსხვავებულმა
მიდგომამ და მეთოდოლოგიამ ამა თუ იმ საკითხების
გადაწყვეტისას. ისინი, ვინც სწორად განსაჯა, მიიღებენ
ორმაგ ჯილდოს, ხოლო ისინი, ვინც შეცდა, მიიღებენ
უბრალო ჯილდოს და მათი შეცდომა მიტევებული
იქნება.
ჩვენ სავალდებულოდ ვთვლით თავშეკავებას მათი
შეურაცხყოფისგან, სავალდებულოდ ვთვლით მათზე
ღირსეულად საუბარს და მათკენ მხოლოდ სანაქებო
სიტყვების მიმართვას, ასევე განწმენდას ჩვენი გულებისა
მათ მიმართ მტრობისა და სიძულვილისგან.
უზენაესმა თქვა მათ შესახებ: “არ არიან თანაბარნი
ისინი, ვინც ხარჯავდა და იბრძოდა გამარჯვებამდე.
ისინი საფეხურით მაღლა დგანან, ვიდრე ისინი, ვინც
ხარჯავდა და იბრძოდა გამარჯვების შემდეგ. ყველას
ღმერთმა აღუთქვა საუკეთესო...” (ალ-ჰადიდ, 57:10)
ხოლო ჩვენს შესახებ უზენაესმა თქვა: “ისინი, ვინც
მოვიდნენ მათ შემდეგ, ამბობენ: უფალო ჩვენო! მო­
გვიტევე ჩვენ და ჩვენს ძმებს, რომლებმაც ჩვენზე უწინ
მრწამსი (‘აყიდა) 41

ირწმუნეს. არ ჩათესო ჩვენს გულებში სიძულვილი მათ


მიმართ, ვინც ირწმუნა. უფალო ჩვენო, უეჭველად, შენ
ხარ თანამგრძნობი (არ-რა’უფ), მოწყალე (არ-რაჰიმ)”
(ალ-ჰაშრ, 59:10)
42 მრწამსი (‘აყიდა)

მკვდრეთით აღდგომა

ჩვენ გვწამს უკანასკნელი დღისა - მკვდრეთით


აღდგენის დღისა, რომელზეც დადგება სამყაროს
აღსასრული და ღმერთი მკვდრეთით აღადგენს
ადამიანებს მარადიული ცხოვრებისთვის ან კმაყოფილ­
თა წალკოტებში, ან მუდმივ სატანჯველში.
ჩვენ გვწამს მკვდრეთით აღდგომისა, როცა
ანგელოზი ისრაფილი მეორეჯერ ჩაჰ­ბერავს საყვირს და
უზენაესი დაუბრუნებს სიცოცხლეს გარდაცვლილებს.
“დააყვირებენ საყვირს და ყველა, ვინც კი არის მიწაზე
თუ ზეცაში, დაეცემიან, გარდა მათი, ვისაც ინებებს
ღმერთი. შემდეგ ისევ გაისმება საყვირი და ადამიანები
აღდგებიან, მიიხედ-მოიხედავენ.” (აზ-ზუმარ, 39:68)
ადამიანები გამოვლენ თავისი სამარხებიდან
და წარსდგებიან უფლის წინაშე შიშვლები,
წინდაუცვეთელნი. “ჩვენ კვლავ შევიქმთ, ჩვენი აღთქმის
თანახმად, ისევე, როგორც შევქმენით პირველად.
უეჭველად, ეს ჩვენი აღთქმაა და ჩვენ შევასრულებთ
მას.” (ალ-ანბია, 21:104)
ჩვენ გვწამს, რომ ადამიანთა ქმედებები იწერება
გრაგნილებში, რომელსაც ყოველ ადამიანს გადასცემენ
მარჯვნიდან, ან ზურგიდან მარცხენა ხელში. “მას, ვისაც
მრწამსი (‘აყიდა) 43

გრაგნილს მისცემენ მარჯვენა ხელში, მისთვის განსჯა


იოლად ჩაივლის, და იგი ბედნიერი დაუბრუნდება
თავის სახლეულს.
ხოლო მას, ვისაც გრაგნილს ზურგიდან მისცემენ,
იგი გოდებით შეხვდება თავის ბედს და შევა
დაგზნებულ ცეცხლში.” (ალ-ინშიყაყ, 84:7-12)” ყოველ
ადამიანს ჩვენ კისერზე ჩამოვკიდებთ მისი ბედს,
წარვუდგენთ მას გრაგნილის სახით და ვეტყვით -
წაიკითხე შენი გრაგნილი! დღეს შენთვის საკმარისია
თავად დაითვალო შენი ნამოქმედარი.” (ალ-ისრა,
17:13-14)
ჩვენ გვწამს, რომ სამსჯავროს დღეს აღიმართება
სასწორი და არც ერთ სულს არ მოექცევიან
უსამართლოდ. “ყოველი, ვინც ერთი მისხალის ოდენი
სიკეთე მაინც ჰქნა, იხილავს მას და ყოველი, ვინც
მისხალის ოდენი სიავე მაინც ჰქნა, იხილავს მას.” (აზ-
ზალზალა, 99:7-8) “ის, ვისი სიკეთეც გადასწონის,
წარმატებულნი არიან, ხოლო ის, ვისი სიკეთეც ვერ
გადასწონის, თავის თავს ავნებს და მარადიულ
ცეცხლში იქნებიან, ცეცხლი დადაღავს მათ სახეებს
სიმწრის ღიმილით.” (ალ-მუ’მინუნ, 23:102-104) “ისინი,
ვინც წარსდგებიან ღმერთის წინაშე კეთილი საქმეებით,
ათმაგად მიეზღვებათ. ისინი კი, ვინც წარსდგებიან ავი
საქმეებით, მიეზღვებათ იგივე და მათ არ მოექცევიან
უსამართლოდ.” (ალ-ან‘ამ, 6:160)
44 მრწამსი (‘აყიდა)

ჩვენ გვწამს მაცნე მუჰამმადის ‫ﷺ‬, შუამდგომლობ­


ისა, რომლის ნებართვა მხოლოდ მას მიეცემა. როცა
ადამიანებს უზომო შეშფოთება და დარდი დაეუფ­ლე­
ბა, ისინი გაემართებიან ჯერ ადამისკენ, მშვიდობა მას,
შემდეგ ნუჰისკენ, იბრაჰიმისკენ, მუსასა და ‘ისასკენ,
მშვიდობა მათ ყველას, სანამ ბოლოს მუჰამმადს ‫ﷺ‬,
არ მიმართავენ. მაშინ მაცნე მუჰამმადი ‫ﷺ‬, ღმერთის
დაშვებითა და ნებართვის მოახერხებს უშუამდგომლოს
მის მსახურ­ებს, რომ შეამსუბუქოს მათი მდგომარეობა.
ჩვენ გვწამს შუამდგომლობისა მორწმუნეებზე,
რომლებიც მოხვდებიან ცეცხლში და ამ
შუამდგომლობის სა­შუალებით ისინი თავს დააღწევენ
მას. ასეთ შუამდგომლობაზე უფლება ექნება არა
მხოლოდ მუჰამმადს ‫ﷺ‬, არამედ სხვა მაცნეებსაც,
კეთილმორწმუნეებსა და ანგელოზებს.
ჩვენ ასევე გვწამს, რომ ბევრ მორწმუნეს
უზენაესი გადაარჩენს ჯოჯოხეთისგან
შუამდგომლობის გარეშე თავისი მოწყალების გამო.
ჩვენ გვწამს მაცნე მუჰამმადის ‫ﷺ‬, წყალსაცავისა,
რომელშიც წყალი იქნება რძეზე თეთრი და თაფლზე
ტკბილი, ხოლო მისი სურნელება ყოველ­გვარ
ნელსურნელებას გადააჭარბებს.
ამ წყალსაცავის სიგრძე და სიგანე ერთი თვის სავა­
ლი მანძილია, ხოლო მის გარშემო ჭურჭელი იმდენია,
რამდენიც ცაზე ვარსკვლავი და ისინი მშვენიერი
ნახელავნი არიან. ამ წყალსაცავთან შეგროვდებიან
მრწამსი (‘აყიდა) 45

მორწმუნენი მუჰამმადის ‫ﷺ‬, ერიდან, რომ დალიონ


წყალი და ამის შემდეგ ისინი აღარასოდეს განიცდიან
წყურვილს.
ჩვენ გვწამს სირატის ხიდისა, რომელიც
ჯოჯოხეთის უფსკრულზე იქნება გადადებული და
რომელზეც ადამიანები გადავლიან თავისი ქმედებების
შესაბამისად.
კეთილმორწმუნენი მასზე გადავლიან, როგორც
ელვა, სხვები - როგორც ქარი და ჩი­ტები, ზოგი -
სირბილით გადაივლის. მაცნე მუჰამმადი ‫ﷺ‬, იდგება
ამ ხიდზე და ღმერთს ევედრება - უფალო, უშველე!
უშველე! შემდეგ გამოჩნდებიან ისინი, ვისი კეთილი
საქმეებიც მცირე იქნება.
ისინი მუცელზე დაწოლილები, ფორ­თხვით
მიუახლოვდებიან ამ ხიდს. ხიდის ორივე მხარეს იქნება
კავები, რომლებიც ეცემიან ცოდვილებს. ისინი, ვინც
წაიქცევიან ამ ხიდზე, ჩავარდებიან ჯოჯოხეთში.
ჩვენ გვწამს ყოველივესი, რასაც გვაცნობს
ბრძენი ყურანი და სარწმუნო სუნნა ამ დღესა და
მის საშინელებებზე, და ვევედრებით ღმერთს
დახმარებისთვის.
ჩვენ გვწამს მაცნე მუჰამმადის ‫ﷺ‬, უფლებისა
უშუამდგომლოს სამოთხის მკვიდრებს,
რომლის წყალობითაც ისინი იქ მოხვდებიან.
46 მრწამსი (‘აყიდა)

ეს უფლება ღმერთმა მხოლოდ მას მიანიჭა.


ჩვენ გვწამს სამოთხისა და ჯოჯოხეთისა.
სამოთხე - ეს კმაყოფილთა წალკოტებია, რომელიც
უზენაესმა ღვთისმოშიშ მსახუ­რებს მოუმზადა.
სამოთხეში არის ისეთი სიამოვნებანი, რომელიც არ
უნახავს თვალს, არ სმენია ყურს და ვერც წარმოიდგენდა
ადამიანი. “არც ერთმა სულმა არ უწყის, რა დაფარული
სიკეთეები მოუმზადეს ადამიანებს იმის საზღაურად,
რასაც ისინი იქმოდნენ.” (ას-საჯდა, 32:17)
ჯოჯოხეთი - ეს ტანჯვათა სამყოფელია, რო­მელიც
უზენაესმა განუმზადა უღირსთ­ და ურწმუნოებს. აქ
ისინი იღებენ ისეთ ტანჯვ­ასა და სასჯელს, რაც ადამიანს
აზრა­დაც არ მოუვა. “უეჭველად, ჩვენ გავუმზადეთ
ურწმუნოებს ცეცხლი, რომელიც დაჰფარავს მათ,
როგორც კედლები. თუ ისინი შველას ითხოვენ,
მოუტანენ წყალს, რომელიც მდნარი ლითონის მსგავსი
იქნება, რომელიც მათ სახეებს დაუწვავს. საძულველია
იგი სასმელად და გამოუსადეგარია თავშესაფრად.”
(ალ-ქაჰფ, 18:29)
ჯოჯოხეთი და სამოთხე უკვე შექმნილია და
არასოდეს არ გაქრებიან.
“ისინი, ვინც ირწმუნეს და ქმნეს კეთილი საქმეები,
მათ შეიყვანენ წალკოტებში, სადაც მდინარენი დიან.
ისინი დარჩებიან იქ სამუდამოდ - ღმერთმა განუმზადა
მათ საზღაური მშვენიერი.”(ატ-ტალაყ, 65:11)
მრწამსი (‘აყიდა) 47

“უეჭველად, ღმერთმა დაწყევლა ურწმუნონი და


გაუმზადა მათ ჯოჯოხეთის ცეცხლი, რომელშიც ისინი
დარჩებიან სამარადისოდ.ისინი ვერ ნახავენ იქ ვერც
მფარველსა და ვერც დამხმარეს. იმ დღეს, როცა ისინი
ცეცხლში იქნებიან შეყვანილი, დაიგმინებენ - ეჰ, ნეტავ
კი დავმორჩილებოდით ღმერთსა და მის მაცნეებსო.”
(ალ-აჰზაბ, 33:64-66)
ჩვენ ვამოწმებთ, რომ სამოთხეში შევლიან ყველა,
ვისაც ეს ეხარა ბრძენ ყურანსა თუ სარწმუნო სუნნაში,
ან ვისი კეთილშობილი თვისებებიც შექებულია ამ
ტექსტებში. ამ პირთა შორის, ვისაც სახელდობრ
ასახელებენ წმინდა ტექსტები, არიან აბუ ბაქრი,
‘უმარი, ‘უსმანი, ‘ალი და სხვა საჰაბები, ღმერთი იყოს
მათით კმაყოფილი, რომელთა შესახებაც გვამცნო მაცნე
მუჰამმადმა ‫ﷺ‬. მათ გარდა, ყოველი ღვთისმოშიში
მორწმუნე შევა სამოთხეში.
ჩვენ ასევე ვამოწმებთ, რომ ჯოჯოხეთში მოხვდება
ყველა, ვისაც ეს განუწესა ბრძენმა ყურანმა ან
სარწმუნო სუნნამ, ან ვისი თვისებებიც იქ გაკიცხულია.
სახელდობრ მოხსენიებულია აბუ ლაჰაბი, ‘ამრ იბნ
ლუჰაიი ალ-ხუზა‘ი და სხვები.
ასევე ჯოჯოხეთში მოხვდება ყოველი
უღმერთო, წარმართი და თვალთმაქცი.
ჩვენ გვწამს გამოცდისა საფლავში, როდესაც
გარდაცვლილს ეკითხებიან მისი უფლის, რელიგიისა
და მაცნის შესახებ.
48 მრწამსი (‘აყიდა)

უზენაესი მხარს უჭერს მორწმუნეებს მტკიცე


სიტყვით წუთისოფელსა და ზესთასოფელშიც.”
(იბრაჰიმ, 14:27)
მორწმუნე იტყვის - “ჩემი უფალი - შემოქმედი
ღმერთია, ჩემი რელიგია - ისლამია, ჩემი მაცნე კი
მუჰამმადია ‫ﷺ‬.” ურწმუნო და თვალთმაქცი კი იტყვის
- “არ ვიცი... გავიგონე რაღაც, როგორ ამბობდნენ
ადამიანები და გავიმეორე მეც.”
ჩვენ გვწამს, რომ მორწმუნენი საფლავში (ალ-
ბარზახში) იქნებიან კმაყოფილნი. “ისინი, ვისაც
ანგელოზნი გარდაცვალებისას ნახავენ მორწმუნედ,
ეტყვიან - მშვიდობა შენდა! შედი სამოთხეში იმის
საზღაურად, რასაც აკეთებდი.” (ან-ნაჰლ, 16:32)
ჩვენ გვწამს, რომ ცოდვილი უღმერთოები მიიღებენ
თავის საფლავში სასჯელს. “რომ გენახა, როგორ
იტანჯებიან ცოდვილნი სიკვდილის კლანჭებში,
ანგელოზები კი მათკენ იწვდიან ხელს და ამბობენ:
განეშორეთ თქვენს სულებს! დღეს თქვენ სამარცხვინო
სასჯელით ზღავთ იმას, რომ ღმერთზე სიცრუეს
ამბობდით და არად აგდებდით მის ნიშნებს.” (ალ-ან‘ამ,
6:93)
ამაზევე მოწმობს ბევრი ცნობილი ჰადისი.
ყოველი მორწმუნე ვალდებულია ირწმუნოს ჩვენგან
დაფარული ეს მოვლენები, რომელიც აღწერილია
ბრძენ ყურანსა და სარწმუნო სუნნაში, არ უარყოს ისინი
იმის საფუძველზე, რასაც ხედავს ხილულ ცხოვრებაში,
მრწამსი (‘აყიდა) 49

რადგან ზესთასოფელი განუზომელია წუთისოფელ­


თან შედარე­ბით, მათ შორის დიდი განსხვავების გამო.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ საკითხში.
50 მრწამსი (‘აყიდა)

ბედისწერა

ჩვენ გვწამს კარგის და ცუდის ბედისწერისა, რადგან


ღმერთმა განაჩინა ყოველი მოსახდენი სამყაროში,
თავიდანვე უწყოდა ისინი და დაუქვემდებარა ისინი
თავის სიბრძნეს.
უფლისმიერი ბედისწერა ოთხგვარად ვლინდება:
პირველია - ცოდნა. ჩვენ გვწამს რომ უზენაესი
ყოვლისმცოდნეა. თავისი მარადიული ცოდნით მან
უწყის ყოველი, რაც მოხდა და რაც მოსახდენია. იგი არ
იძენს ცოდნას, და არ ივიწყებს არაფერს იმისგან, რაც
უწყის.
მეორეა - წინასწარგანჩინება. ჩვენ გვწამს, რომ
უზენაესმა დაცულ წერილებში (ალ-ლავჰ ალ-მაჰფუზ)
ჩაწერა ყოველივე, რაც მოხდება უკანასკნელ დღემდე.
“ნუთუ არ იცით, რომ ღმერთმა უწყის ყოველი, რაც კი
არის ცასა თუ მიწაზე? უეჭველად, ეს წერილშია, და ეს
იოლია ღმერთისათვის.” (ალ-ჰაჯჯ, 22:70)
მესამეა - დაშვება. ჩვენ გვწამს, რომ რაც კი ხდება
ცასა თუ მიწაზე, ხდება ღმერთის დაშვებით, რადგან
არაფერი არ ხდება ღმერთის ნებართვის გარეშე. ხდება
მხოლოდ ის, რასაც ღმერთი მოისურვებს.
მრწამსი (‘აყიდა) 51

რაც მას არ სურს, ის არასდროს მოხდება


მეოთხეა - ქმნა. ჩვენ გვწამს, რომ უზენაესი “შემოქმედია
ყოვლისა და მეოხი ყოვლისა, მას ეკუთვნის გასაღებნი
ცისა და მიწისა.” (აზ-ზუმარ, 39:62-63)
ეს ოთხი გამოვლინება ეხება ყველაფერს, რასაც
ასრულებს თვით ღმერთი. მასთან ერთად ყოველი,
რასაც ამბობენ, აკეთებენ თუ რას არ აკეთებენ მისი
მსახურები, ღმერთმა ესეც უწყის და ესეც ჩაწერილია
დაცულ წერილებში (ალ-ლავჰ ალ-მაჰფუზ).
ყველაფერი, რასაც აკეთებენ ქმნილებები, ხდება
ღმერთის ნებართვით და მისი სურვილის გარეშე მისი
მსახურები ვერაფერს გააკეთებენ.”იმ თქვენთაგანთ,
რომელსაც სურთ პირდაპირი გზით სიარული, მაგრამ
ამას არ მოისურვებთ, თუ არ მოისურვა ღმერთმა
სამყაროთა უფალმა.” (ათ-თაქვირ, 81:28-29) “ღმერთს
რომ მოესურვებინა, ისინი არ შეებრძოლებოდნენ
ერთმანეთს, მაგრამ ღმერთი იქმს, რასაც მოისურვებს.”
(ალ-ბაყარა, 2:253) “თუ ღმერთი მოისურვებდა, ისინი
არ იზამდნენ ამას. ასე რომ ზურგი აქციე მათ და არ
მოუსმინო მათ ვარაუდებს.” (ალ-ან‘ამ, 6:112) “ღმერთმა
შეგქმნათ თქვენ და ყოველი, რასაც თქვენ აკეთებთ.”
(ას-საფფათ, 37:96)
მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვწამს, რომ ღმერთმა
ადამიანი დააჯილდოვა არჩევანის თავისუფლებითა
და ნებით, რომლის საფუძველზეც იგი ასრულებს
თავის ქმედებებს.
52 მრწამსი (‘აყიდა)

ამის მტკიცებულებად, რომ ადამიანი


ასრულებს ამა თუ იმ ქმედებას თავისი
ნებიდან გამომდინარე, არის შემდეგი:
1) უზენაესის სიტყვები: “მიდით თქვენს ყანებში,
როცა მოისურვებთ...” (ალ-ბაყარა, 2:223) “თუ ისინი
მოისურვებდნენ გასულიყვნენ ლაშქრო­ბაში, მაშ
გაამზადებდნენ სალაშქრო აღჭურვილობას...” (ათ-
თაუბა, 9:46)
ამგვარად, ღმერთმა გვაცნობა, რომ ადამიანები
ასრულებენ ქმედებებს თავისი ნებიდან გამომდინარე.
2) ღმერთმა უბრძანა თავის მსახურებს, ემოქმედათ
მისი ბრძანებებისა და აკრძალ­ვების შესაბამისად.
თუ ადამიანებს არ ექნებოდათ თავისუფალი ნება და
არჩევანის უფლება, მაშინ ღმერთი მას მოუწოდებს
გააკეთოს ის, რაც მას არ შეუძლია. ამგვარი რამ კი
შეუთავსებელია ღმერთის სიბრძნესა და მოწყალებასთან
და ეწინააღმდეგება მის მიერ ნათქვამ სიტყვას:
“ღმერთი არ დააკისრებს თავის სულს იმაზე მეტს,
ვიდრე მას შეუძლია იტვირთოს.” (ალ-ბაყარა, 2:286)
3) კეთილმორწმუნენი შექებულნი არიან თავისი
ქველი საქმეების გამო, ხოლო ცოდვილნი გაკიცხული
არიან თავისი ავი ქმედებების გამო, და ყოველ სულს
მიეზღვება იმის მიხედვით, რაც დაიმსახურა.
თუ ადამიანი აკეთებდა საქმეებს არა თავისი
ნებით და არ ჰქონდა არჩევანის უფლება, მაშინ
მრწამსი (‘აყიდა) 53

კეთილმორწმუნეთა შექება ცარიელი სიტყვებია, ხოლო


ცოდვილთა დასჯა - უსამართლობა.
უზენაესი კი შორსაა ყოველგვარი ცარიელი
სიტყვებისა და უსამარ­თლობისგან.
4) უზენაესმა გამოგზავნა მაცნენი “მახარობლებად
და გამფრთხილებლებად, რადგან ურწმუნო ხალხს არ
ჰქონოდა არგუმენტი ღმერთის კანონის წინააღმდეგ,
მას შემდეგ რაც მოვიდნენ ეს მაცნენი.” (ან-ნისა, 4:165)
ხოლო თუ ადამიანი ასრულებდა ქმედებებს არა თავისი
ნებით და არ ექნებოდა არჩევანის თავისუფლება, მაშინ
ადამიანთა მიერ თავისი შეცოდებების გამართლება
მისაღები იქნებოდა როგორც მაცნეთა მოსვლამდე, ისე
მას შემდეგ.
5) ყოველი ადამიანი გრძნობს, რომ თავისი
საქციელებისას იგი არ არის იძულებული. იგი დგება
და ჯდება, შედის და გამოდის, მიემგზავრება სხვაგან
ან რჩება სახლში მხოლოდ თავისი ნებით, და იგი
ვერ გრძნობს ვერანაირ იძულებას. ადამიანი გრძნობს
რეალურ სხვაობას მათ შორის, რას აკეთებს იგი
თავისი ნებით და რას აიძულებენ მას. ასევე შარი‘ათიც
განარჩევს ამ ორ კატეგორიას შორის და ადამიანი
არ არის პასუხისმგებელი იმ ქმედებებზე, რაზეც ის
იძულებული გახდა, რომ შეესრულებინა.
ჩვენ ვთვლით, რომ ბედისწერა არ შეიძლება იქნას
მოხმობილი ცოდვათა გასამართლებლად, რადგან
ცოდვილი ეურჩება ღმერთს თავისი ნებით მანამ, სანამ
54 მრწამსი (‘აყიდა)

გაიგებს, რა ბედისწერა განუჩინა მას ღმერთმა. რადგან


ყოველი ადამიანი იგებს ბედისწერის შესახებ მხოლოდ
მას შემდეგ, რაც ესა თუ ის მოვლენა უკვე მოხდა. “არც
ერთმა სულმა არ უწყის, რას მოიგებს ხვალ…” (ლუყმან,
31:34)
როგორ შეიძლება მიღებული იქნას გამართლება
იმით, რაც ადამიანმა არ იცოდა წინასწარ და შემდეგ
გაიგო, რომ ასე მოხდებოდა?
უზენაესმა აღნიშნა ამგვარი მტკიცებების
უსაფუძვლობა თავის სიტყვაში: “ისინი, ვინც
ღმერთს თანაზიარს უჩენდა, იტყვიან: ღმერთს
რომ მოესურვებინა, ჩვენ არ გავუჩენდით მას
თანაზიარს და არც ჩვენი წინაპრები იზამდნენ ამას,
და არც ავკრძალავდით რამეს იმისგან, რაც ღმერთმა
ნებადართულად გამოაცხადაო! ამგვარად, მათ ცრუდ
შერაცხეს მათმა წინაპრებმა ჩვენი ნიშნები, სანამ არ
იგრძნეს ჩვენი სასჯელი. უთხარი: გაქვთ რაიმე ცოდნა?
მაშ გვამცნეთ ჩვენც, მაგრამ თქვენ მხოლოდ თქვენს
ვარაუდებს მიჰყვებით და სიცრუეს სიმართლედ
ასაღებთ.” (ალ-ან‘ამ, 6:148)
ცოდვილს, რომელიც ეცდება თავი იმართლოს
ბედისწერით, ჩვენ ვეუბნებით: რატომ არ ემორჩილები
ღმერთის ბრძანებებს, რომ შემდეგ თქვა, ეს განმიჩინა
ღმერთმაო? უეჭველად, ადამიანმა არ იცის, რა
ბედისწერა ელოდება მას მანამ, სანამ არ მოხდება ეს,
მრწამსი (‘აყიდა) 55

და ამ მხრივ არ არის განსხვავება ცოდვასა და კარგ


საქმეებს შორის.
როცა მაცნემ ‫ﷺ‬, ამცნო თავის საჰაბებს, რომ ყოველ
ადამიანს უკვე გამზადებული აქვს ადგილი სამოთხესა
თუ ჯოჯოხეთში, მათ ჰკითხეს - და ხომ არ სჯობს
დავეყრდნოთ ბედისწერას და კეთილი საქმეების
კეთება შევწყვიტოთ? მაცნემ ‫ﷺ‬, კი უპასუხა - არა!
შეასრულეთ, რადგან ყოველ ადამიანს უადვილდება
სიარული იმისკენ, რისთვისაცაა იგი შექმნილი.
თუ ადამიანს სურს გაემგზავროს მექაში და
იცის, რომ მისკენ მიდის ორი გზა, ხოლო სარწმუნო
წყაროებიდან მისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი
მათგანი ძნელი და საშიშია, ხოლო მეორე - უსაფრთხო
და ადვილი, უეჭველად აირჩევს მეორე გზას. არასოდეს
წავა პირველი გზით და იტყვის, რომ ეს ბედისწერააო,
და თუ ასე მოიქცევა, ადამიანები ამას უაზრო
საქციელად ჩაუთვლიან.
თუ ადამიანს სთავაზობენ ორ თანამდებობას,
რომლიდან ერთ-ერთი კარგად ანაზღაურებადია და
სადაც არანაირ პრობლემას არ იგრძნობ, ნუთუ იგი
აირჩევს უფრო ცუდ თანამდებობას, ბედისწერის
მომიზეზებით?
როცა ადამიანი დაავადდება, იგი მიდის ყველა
ექიმთან განსაკურნად და ამისთვის მზადაა აიტანოს
ქირურგიული ოპერაციების სიძნელე და წამლების
56 მრწამსი (‘აყიდა)

სიმწარე. მაგრამ როცა ცოდვებს, სულის დაავადებას


ეხება საქმე, რატომ არ იქცევა იგი ამგვარად?
ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი არ იქმს ავს მისი
მოწყალებისა და სიბრძნის სრულ­ყო­ფი­ლე­ბ­­ის
გამო. იმამ მუსლიმის მიერ გადმოცემულია ჰადისი,
რომ მაცნემ ‫ﷺ‬, თქვა: “...ხოლო ავი - არაა შენგან.”
ამგვარად, ღმერთის მიერ განჩენილი აბსოლუტური
ბედისწერა არ არის ავი, რადგან იგი ღმერთის
მოწყალებისა და სიბრძნიდან მომდინარეობს.
მაგრამ ღმერთის მიერ განჩენილი ბედისწერის
ცალკეული მომენტები შეიძლება იყოს ავი, რადგან
ყუნუთის ვედრებაში, რომელიც მაცნემ ‫ﷺ‬, ასწავლა
ალ-ჰასანს, არის ფრაზა: “…და დაგვიცავი ჩვენ
ბოროტისაგან, რომელიც განგვიჩინე!”
ამით მან ავი დააკავშირა ღმერთის მიერ განჩინე­
ბულ ბედისწერასთან, მაგრამ ეს ავიც არ არის
აბსოლუტური, რადგან ის, რაც არის ერთის მხრივ
სიავის მომტანი, მეორე მხრივ მოაქვს სიკეთე. ან
რაც არის სიავე ერთ ადგილას, მეორე ადგილას იგი
სიკეთის მომტანია.
გვალვა, ეპიდემია, სიღარიბე და სხვა უბედურებები
დედამიწაზე წარმოადგენენ სიავეს, თუმცა მასთან
ერთად მათ მოაქვთ სიკეთეც. “უბედურებები ხმელეთსა
თუ ზღვაზე ნაცვალგებაა იმისთვის, რასაც ადამიანები
იქმოდნენ თავისი ხელებით, რათა მათ იგრძნონ
მრწამსი (‘აყიდა) 57

იმის ნაწილი, რაც მოიმოქმედეს. იქნებ შეიგონონ და


დაბრუნდნენ სწორ გზაზე.” (არ-რუმ, 30:41)
ხელის მოკვეთა ქურდისთვის და მრუ­შის ქვით
ჩაქოლვა სიავეა ქურდისა და მრუშის მი­მართ, რადგან
ერთი მათგანი კარგავს ხელს, ხოლო მეორე - სულს.
თუმცა მეორე მხრივ ეს მათთვისაც სიკეთეა, რადგან ეს
არის მათი ცოდვების სასყიდელი და წუთისოფელში
დასჯის შემდეგ ისი­ნი ზესთასოფელში პასუხს არ
აგებენ ამ ცოდვისთვის. ეს ქმედებები სიკეთეა ასე­
ვე იმიტომაც, რომ ეს უზრუნველყოფს ადა­მიანთა
ქონების, ღირსებისა და ოჯახების დაცვას.
58 მრწამსი (‘აყიდა)

მუსლიმთა მრწამსი

ეს არის მუსლიმთა მრწამსი, რაც ეფუძნება ჩვენს


მიერ ჩამოთვლილ დიად ბურჯებზე, და მოაქვთ მისი
მიმდევრისთვის ბევრი დიდებული ნაყოფი.
ღმერთის, მისი თვისებებისა და სახელების რწმენის
შედეგია ღმერთის სიყვარული და მისი თაყვანისცემა.
რაც აუცილებელია მისი ბრძანებების
შესასრულებლად და მისი აკრძალვების
მოსარიდებლად. სწორედ ღმერთის მიერ ნაბრძანების
შესრულებისას და მის მიერ აკრძალულის
მორიდებისას ადამიანი და მთელი საზოგადოება
აღწევენ სრულ ბედნიერებას როგორც წუთისოფელში,
ასევე ზესთასოფელში. “მორწმუნე კაცთა და ქალთა,
რომლებიც იქმოდნენ ქველ საქმეებს, ჩვენ უეჭველად
აღვადგენთ და მივანიჭებთ მშვენიერ ცხოვრებას,
მივუზღავთ ჯილდოებს უკეთესს, ვიდრე მათ
გააკეთეს.” (ან-ნაჰლ, 16:97)
ანგელოზთა მიმართ რწმენას მოაქვს შემდეგი
ნაყოფი:
1) ჩვენი შემოქმედის, ყოვლადკეთილშობილი და
უზენაესი ღმერთის სიდიადის, მისი ძლიერებისა და
ძალაუფლების შეცნობა.
მრწამსი (‘აყიდა) 59

2) მადლიერების შეგრძნება უზენაესის იმ


ზრუნვისთვის, რაც მან გამოიჩინა მისი მსახურების
მიმართ, რათა მან მიუჩინა ანგელოზნი ადამიანებს
მფარველებად, მათი ქმედებების აღსაწერად და სხვა
მრავალი სარგებლობის მომტანად.
3) სიყვარული ანგელოზთა მიმართ მათი ღვთის
ერთგული მსახურებისთვის და მორწმუნეთა
გულისთვის მიმართული ვედრების გამო მის მიმართ.

წერილთა მიმართ რწმენას მოაქვს შემდეგი


სიკეთეები:
1) უზენაესის მოწყალებისა და ზრუნვის შეცნობა მისი
ქმნილებების მიმართ, როცა მან გარდმოუვლინა ყოველ
ხალხს წერილი მათ სწორ გზაზე დასაყენებლად.
2) უზენაესის სიბრძნის დამოწმება, რომელმაც
წერილებში გამოაცხადა კანონ­ები, რაც მისაღები იყო
ამა თუ იმ თემისათ­ვის, ხოლო ბოლო წერილში - ბრძენ
ყურანში, გარდმოავლინა შარი‘ათი, რომელიც მიე­
სადაგება კაცობრიობას ყოველ ადგილსა და ეპოქაში
უკანასკნელ დღემდე.
3) მადლიერება უზენაესის მიმართ ამ წყალობის
გამო.

რწმენა მაცნეთა მიმართ შემდეგი ნაყოფის


მომტანია:
60 მრწამსი (‘აყიდა)

1) უზენაესის მოწყალებისა და ზრუნვის შეცნობა


მისი მსახურების მიმართ, რომლებსაც მან გამოუგზავნა
კეთილშობი­ლი მაცნეები მათ შესაგონებლად და სწორ
გზაზე დასაყენებლად.
2) მადლიერება უზენაესის მიმართ ამ უდიდესი
წყალობისთვის.
3) სიყვარული მაცნეთა მიმართ, მათთვის სათანადო
და საკადრისი პატივის მიგება, რადგან მიუხედავად
იმისა, რომ მაცნეები მხოლოდ ღმერთის მსახურნი
იყვნენ, ისინი გულწრფელად ემსახურებოდნენ მას,
მოჰქონდათ ადამიანებამდე მისი გამოცხადება,
შეაგონებდნენ ღმერთის მსახურებს და ითმენდნენ
ყოველ სიძნელეს ამ გზაზე.

უკანასკნელი დღის რწმენის ნაყოფი:


1) უზენაესის მორჩილებისკენ სწრაფვა უკანასკნელი
დღის ჯილდოს იმედით და ცოდვებისგან არიდება
ამავე დღის სასჯე­ლის შიშით.
2) იმედი, რომ ამქვეყნად დაკარგული წამიერი
სიამოვნება უკანასკნელ დღეს მეტად იქნება
ანაზღაურებული, ასევე ნუგეშისცემა ჩაგრულთა, რომ
მათი უფლებები უკანასკ­ნელ დღეს იქნება სრულად
აღდგენილი.
მრწამსი (‘აყიდა) 61

ბედისწერის რწმენის სარგებლობანი:


1) უზენაესის მოიმედება ყოველ საქმეში, რადგან
როგორც მიზეზი, ისე შედეგი ემორჩილება ღვთიურ
წინასწარგანჩინებას.
2) სულიერი სიმშვიდე, რაც მიიღწევა იმის ცოდნით,
რომ ყოველი ღმერთის მიერ წინასწარგანჩინებულია
და ის, რაც ჩვენთვის უსიამოვნოა, გარდაუვალია და
მის უკან არის ღმერთის სიბრძნე და სარგებლობა.
ამიტომაც ყველაზე სასიამოვნო ცხოვრება და მშვიდი
სული აქვთ მათ, ვინც ირწმუნა ბედისწერისა.
3) მედიდურობისა და ამპარტავნების უადვილესად
დაძლევა ნებისმიერი მიზნის მიღწევისას, რადგან მას,
ვისაც სწამს ბედისწერისა, გაცნობიერებული აქვს, რომ
ეს ღმერთის წყალობაა, რომლითაც მან დააჯილდოვა
ეს ადამიანი, განუჩინა რა ის გზა, რომელმაც მიიყვანა
იგი სიკეთესა და წარმატებასთან. ადამიანმა უნდა
უმადლოს ღმერთს ამის გამო და არა გამედიდურდეს.
4) შეშფოთებისა და სინანულის დაძლევა რაიმეს
დაკარგვისას, ან უსიამოვნებისას, რადგან ყოველი
წინასწარგანჩინებულია, ვის მეუფებაშიცაა ცა და მიწა.
ეს უნდა მომხდარიყო და ამას ვერაფერი შეაჩერებდა.
ამიტომად ადამიანმა უნდა გამოავლინოს სიმტკიცე და
მოთმინება ზესთასოფლის ჯილდოს იმედით. ამაზე
მიანიშნებს უზენაესის სიტყვები: “არანაირი უსიამოვნე­
ბა არ ეწვევა მიწას და არც თქვენ, გარდა იმისა, რაც
ჩაწერილია, ვიდრე მოვახდენდით.უეჭველად, ეს
62 მრწამსი (‘აყიდა)

ადვილია ღმერთისათვის! იმისთვისაა, რომ თქვენ არ


იდარდოთ ზედმეტი იმაზე, რაც დაჰკარგეთ და არც
იმედიდუროთ იმით, რაც მოგენიჭათ. რადგან ღმერთს
არ უყვარს ამპარტავანნი და მედიდურნი.” (ალ-ჰადიდ,
57:22-23)
ვევედრებით უზენაესს გაგვამტკიცოს ჩვენ ამ
შეხედულებებში, დაგვაჯილდოვოს მათი უძვირფასესი
ნაყოფით და გაგვიმრავლოს ჯილდო თავისი
მოწყალებიდან. ღმერთო! არ აგვაცდინო სწორი გზიდან
მას შემდეგ, რაც დაგვაყენე მასზე და მოგვანიჭე შენი
წყალობა, უეჭველად, შენ ხარ ყოვლისმომნიჭებელი!
ქება-დიდება ღმერთს, უფალს სამყაროთა! მისი
ლოცვა-კურთხევა ჩვენს მაცნე მუჰამმადს, მის
სახლეულს, მხლებლებსა და ყველა გულმართალ
მიმდევარს.

მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-‘უსაიმინი,


30 შავვალი, 1404 წელი ჰიჯრის შემდგომ/30 ივლისი 1984.
სარჩევი

ისლამი.......................................................................... 15
მკვდრეთით აღდგომა............................................... 42
ბედისწერა.................................................................... 50
მუსლიმთა მრწამსი.................................................... 58

You might also like