Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საგანი: ინგლისური ენა

მასწავლებელი: თამარ ბუზალაძე

კლასი: VIკლასი

თემა: ჩემი საყვარელი ფილმი

ცნება: ზეპირი და წერითი კომუნიკაცია შედეგები: 1,2,3,4,5,8.

კომპლექსური დავალების პირობა:

დაასახელე საყვარელი ფილმი ,დაწერე ყველაფერი მის შესახებ

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე: 

 დაასახელე შენი საყვარელი ფილმი


 აღწერე რა ჟანრს მიეკუთვნება,ვინ არის ფილმის დირექტორი,მთავარი მსახიობები
 დაასახელე რომელია შენი საყვარელი სცენა ამ ფილმიდან და აღწერე
 რატომ მოგწონს ეს ფილმი
 გამოიყენე ნასწავლი ლექსიკური მარაგი: ჟანრი:დოკმენტური,კომედია,სათავგადასავლო,რომანი.საშიში და
სხვა.
 გრამატიკული ერთეულები:ზედსართავი სახელები( ამაღელვებელი, კეთილი, საინტერესო და ა.შ) არსებითი
სახელები,კუთვნილებითი ნაცვალსახელები სახელები,ზმნები სახელმძღვანელოშიახლანდელ დროში
 პრეზენტაციის დროს ყურადღება მიაქციე ინტონაციას, მახვილებს, პაუზებს წინადადებებს შორის;
 გამოიყენე ლაპარაკის ეფექტური სტრატეგიები; Გაიარე რეპეტიცია, სიტყვის დავიწყების შემთხვევაში გამოიყენე
ჟესტიკულაცია.
დავალება 1. გვ.54 სკოლის სახელმძღვანელოში წაიკითხე ტექსტები ფილმის შსახებ და ისწავლე სიტყვები (
a criminal,crime, chase,take place,gun,bad guy and others)
დავალება 2. გვ.56 წაიკითხე ფილმის ორი სცენარი და დაასახელე რომელი ჟანრისაა ,ისწავლე ახალი
სიტყვები.
დავალება 3. გვ.57 საშვალო ფორმატის ფურცელზე დახატე ერთ-ერთი სცენა ფილმიდან და
აღწერე ,წარუდგინე კლასელებს ,მათ უნდა გამოიცნონ რომელი ფიმიდან არის და რა ჟანრს მიეკუთნება .
დავალება 4. გვ.60,61 წაიკითხე ტექსტი ჰობიტებზე,დაასრულე ამბავი როგორც გახსოვს ფილმიდან და
დაასახელე შენი საყვარელი პერსონაჟები და სცენა ამ ფილმიდან

ნაშრომის წარმოდგენის შემდეგ ისაუბრე:


 რა ნაბიჯები გადადგი დავალების შესასრულებლად?
 რა სტრატეგიები გამოიყენე? რაში დაგეხმარა?
 რა გაგიჭირდა, რა გაგიადვილდა?
 რას შეცვლიდი თავიდან რომ იწყებდე მუშაობას?

რეკომენდაციები:
 სახელმძღვანელოდან გამოიყენე ნასწავლი ტექსტები გვ.54,55,60,61;
 რესურსის შესაქმნელად გამოიყენეთ საშვალო ზომის ფორმატის ფურცელი,ამობეჩდილი ფოტო.
 ფილმზე ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენეთ ინტერნეტი
 პრეზენტაციის დროს გაითვალისწინე დროის ლიმიტი. (3-4 წთ)

You might also like