Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 34

მასალები ქაქუთის ლინგვისტური პორტრეტისათვის

***

ნაცხავატელი ქალი მყავს მურადა მახარაძის. აა, ადრე ცხორობდა ჩემი


წინაპარი. ქალაქში გვქონდა ადგილი პირველ საშვალო სკოლის უკან მარა მამაჩემა არ
ქნა, მე ხეხილი მიყვარსო, ხეხილი სოფელზე მეტი ქალაქშია. ხო, ახა თბილისელი
ცხოვრობს. სხალი ქონდა გულაბი და შარშან ვუთხარი ბაბუავ ერთ ცალს მოვწიკვავ
მეთქი და გადმოცემით იციან აი ადგილი შენი იყო და სულ მოთხარე სულ ძირშიო.

ბავშვობიდან რა მახსოვს და ყველაფერი კაი იყო. შუაი გული კარაქი მინდაო


მაღაზიაში იტყოდნენ ბაღნიზაო ვითამ დიდს სწყენდა. მაშინ იი, წყობა იყო, ახა აი
წყობაა. მეზობელი აგერ მამულაიშვილი ცხორობდა ახლა წევდა ზეით ცხოვრობს.
ახლა ცხორობს ილუშაძე. იი, მართალიშვილი ადრე ცხოვრობდა, ქი ცხოვრობს მაქ.
ახალგაზრდებია დარჩენილი, მოხუცები მოკტენ. იდეალური ხალხი იყო და რავიცი
ყველაფერი კაი. მაი ახლა სწორი გითხრა, არ მახსოვს გადმოცემით რატუმ დიერქვა
ლეღვა, ან ქაქუთი ან აჭი რატუმ სთქვია. თავგადსავალს რეიზა არ გევხსენეფ
გევხსენეფ. 30 წელი ბახმაროსი ვიარე შუწყვეტელი. არ შემიწყვეტია ისე. ახლა ქი მაქ
ორთვალი სახლი. მისი ბალკონით აყუდებული ტყულად. არ ავსულვარ ათი წელია.
ვინცხა ვინცხა იარება და ისვენეფს. არ ვსთხოვ რამე თანხას. შედიან ათევენ ღამეს.
სახლს მომიარეთ და იყავით შით - მეთქი.

ძველთაგან ჩვენთან ადესაია და ნოვეს უძახიან ტეთრი ყურძენია რომაა.


გამოხდა ხდება სხალს, ტყემალს რაცხას ჩაყრი და დააყრი ბევრ შაქარს ბევრს
გამოხტი პაწას დააყრი პაწას გამოხტი. ადრე გრძალავდენ მაგას კომუნისტების დროს
ხომიცი გამოხტას. წმუნებული ზდევდა და თუ უშპიონებდი, თუ ვინმე მუუტანდა
ანბავს გინდა არგინდა მოსულიყო უნდა და წაგართუმდა ამ ქვაფს და რაცხას
წეიღებდა და. და თუ კაცი არ მუუტანდა იმას, მისით არ მოაკითხავდა.

დედაბრების ანბავია, ქათამს რუმ დაჟდენ ჭუჭულებზეო, ჯორკოზე სხვა არ


უნდა დასჟდუმლო გეიქცევა იქეთ-აქეთო. გაჩერდი მაი ზღაპარია. მოგონილი ანბავია
სუ ყველა არცერთი სწორი არაა. არცერთი სისწორე არაა მეთუ მკითხავ.
უწინდელებმა იცოდა შელოცვები ახლანდელს ვერ გეტყვი. მაი შაირები არის ძარმაცი

1
კაცის მე მაგიზა არ მცალია. დილიდან საღამომდის ვმუშაობ. რაცხა ბალახია გველის
ნაკბენზე. აკეთებენ გველის ნაკბენის წამალს.

თუ პაწა ყველს ბევრს უზამ, ხაჭაპური კაია და წაგრილებულ ხაჭაპურზე


იდარას იზამს კაცი.

მებაღეობას რამეს თუ დარგავ სახში შენც ჭამ და სხვაიც და. კორკიმელი


ამფერი სხალი, ვაშილი გქონდეს უნდა სახში. შენც ჭამ მაგას და სხვაიც ჭამს სულ
ყველანაირი გქონდეს უნდა სოფელში. თუ ზარმაცი ხარ არ გექნება აფერი. ძროხები
მყავს სახში.

ადრე აი ჩემი მეზობლები ახალწელიწადს ხან ერთან ვართ ხან მეორისთან


ახალი წლის დადგომამდე პაწას წუულევთ მერე დევშლებით და რუმ დამთავრდება
ახალი წლეი მერე ისევ მოვყრით თავს ხან ჩემტან ხან იმასან და ქია ძველთ
ახალწლამდე გვაქვს სმა და ჭამა.

მუსლიმანური წესით არი მაი ბაირამი. სინამდვილეში ღმერთი ერთია ცაში.


რომელცხას გინდა შენ იმას უნდა ემსახურო მარა ემსახურო უნა პატიოსნად
არაპატიოსნად არ უნდა ემსახურო. ზოგი მონათლული ვარო ჩივა და ძროხის
ეჟვანსავით აქვს ჯვარი კისერში დაკიდული და რას ნიშნავს ის ჯვარი არ იცის.
ჩვენთან ქრისტიანები მეტია. აი მუსლიმანები ჩამოსული ხალხია რომა ქურთები
მაგინია ეე. ნახვარზე მეტი ქრისტიანს წააგავს. გაქანებული ლოთებია დრეში სამჯერ
თრებიან. რომ კითხო ლოცვილობენ ჯამეში.

წარმოშობით ჩემი გვარი ლანჩხუთიდან უნდა იყყოს ჩამოსული. ახლა კაცი არ


იტაცებს ქალს ახლა ქალები იტაცებს კაცს ტელეფონით. არც მურავი უნდა და
არაფერი. ტელეფონით ქორწინდება.

(რევაზ ოქროპირიძე, 67 წლის)

2
***

მეიცა, სამოცდაცამეტ წელში. მაშინ მურავობები იყო. უწინ დანახვებები იყო.


ერთმანეთს შეგვახვედრეს რაღაცა და იმით გაკეთდა. ერთი კვირეში მოვედი.
ადრინდელი ჩამოსულები არიან. აქა მიწა იყიდეს და აქ ისურვეს დასახლება მეტი
არაფერი არვიცი. მეზობლები კარგი, ფუნქციონირებდა ყველაფერი, აგერ იგი იყო რა
ქვია, კლუბი, კონცერტები, თეატრები, კინოები, უფრო უკეთესი ხალისი და იგი იყო.
გოგიტიძე რავიცი მე, გვარია. ძველებური გვარებია, წარმოშობით იმიდან არიან
საცხა. დედაა, მაჭახელა თუ რაცხას რომ უძახიან. სიმღერაშიც ვიყავი, კლუბშიც
გამოვდიოდი, პირველობას ვღებულობდით მუხაისტატის სკოლა. ცელქი არ
ვყოფილვარ, ჩვეულებრივი, მასწავლებლებიც კაი იყო, ვერავისზე ცუდს ვერ ვიტყვი.

ახალ წელს როგორც ყველა ისე ვხტებით. ყველანაირი კერძი, რავიცი მე,
ბაქლავაზე მისლამდე. ბაქლავას სამი ცალი კვერცხი უნდა, ცოტა კარაქი უნა
დამწვარი დაასხა, მერე ცოტა შაქარი, მარილი ამას ათქვიფავ, ერთ ბაქლავას უნდა
ჭიქა ნახევარი წყალი. ჩაის კურუშკით და შეაზილავ კარგათ, მერე იმას ასე დაჭრი
ფენებათ ცალკ-ცალკე გეიყვან და გადაფარებ ტილოს. ამასობაში გასუქდება და ან
ხელით გაწელავ და ან იმით ოქლაოთი. გადააფენ ყველა სამ ფენაზე უნდა თხილის
და შაქრის მოყრა და ყველა ფენაზე კარაქის. და სამ-სამ ფენაზე შაქარის და იქნა.

მარილის დაპნევაზე უნდა წყალი მუასხა ჩხუბის მომასწავლებელია თუ


რაღაცა.

აღდგომაზე ორი სამი დოზა პასკა უნდა მოზილო. კვერცხიდა შეღებო,


ყველანაირი ყველაფერი კეთდება დიდი დრესასწაულია. მუსლიმანებიც კარგათ
აღნიშნავენ საკლავს კლავენ, იგენიც ყველაფერს აკეთებენ სასაფლაოზე მიდიან. მე
ჩემ მუსლიმან წესაც ვიცავ და ქრისტიანები ვართ, ჩემ ქრისტიანულ წესაც. ძან
მიყვარს ხალვის დაწვა. მეუღლეს უყვარდა გარდაცვლილია და ვწვავ ყოველთვის
ხშირათ ვაკეთებ. ორი ვართ ოჯახში ბიჭი მყავს დასაქორწინებელი, გოგო
გათხოვილი მყავს, ერთი აქ მყავს კვესიეიშვილს ყავს, გეცოდინებიან აკაკი
კვესიეიშვილის ლძალია ჩემი გოგო აჭიდან წამოსული.

3
მე ლოცვები არვიცი. მე სხვას უსმენ და მარა დევიმახსოვრო და რამე მეთქი
არა. მრავალძარღვა კარგია მოხარშული ორგანიზმიზა სასარგებლო, მაკიდოს ძირები
და რავიცი.

შვილები გავზარდე, იმ დროში გაჭირვება იყო არ იყო დალხინება. ახლა


ღმერთს მადლობა. დედამთილი მყავდა გადასარევი, ჩემთან არ ცხორობდა აგერ
მეზობლათ ცხოვრობს რავიცი იმის ცუდი რომ ვთქვა მიწა არ ჩემიშვებს. კაი ქალი
იყო.

იშვიათად აკეთებენ ფხალლობიოს, გაგიგონიათ ჯერ? მოხარშული ფხალი


ცალკე ლობიო ეს ფხალი უნდა შეჩეხო ლობიოს წვენში ჩაყარო უნდა და ძან ბევრი
ნიგოზი უნდა გამოტარებული და ხმელი სუნელები.

მსხალის არაყი, ხუმრა, ტემალის, ვაშლის გარდა ყველანაირის.

კომუნისტების დრო ბევრიზა არ იყო კაი, ვიზა იყო კაი? ერთეულებს ქონდა
ფული ერთეულებს ქონდა მანქანები. ახლა გლეხმაც თვალი გააჭყილა გეიხედა
გამეიხედა რაცხა ყველაფერში, დედა. არ გავაჭრებდნენ არაფერს. მე ტუთხმეტი
წელიწადია ლილოზე ვივაჭრე კომუნისტების დროს სა წახვიდოდი მუხაისტატე
წყავროკა ლეღვა ქაქუთს ვამარაგებდი ახლა ბაღანამ თქვა მანაც ვაჭრობდა ისე, აღარ
გინდა გეყო ამდენიო. მანაც თვითონ მუშაობს, მე ბახჩა ტონა ნახევარი თხილი
მიცთის, საქონელი მყავს, შარშანს წინ იგი მყავდა ხუთი სული, სამი გავყიდე იმის
მერე კიდე იმრავლა ახლა ოთხი სული მყავს. ოჯახს უნა ერი ქალი.

მაგერ ეთერი რომა ჯამბული მამულაიშვილის ცოლი აჭიდანაა გამოთხოვილი


კვესიეიშვილი. რაფერ არიცი, მარა ახალგაზრდები ხართ. მაგის მამას რომ ვიღაცა
შემუაკტა ბავშვი. უწინ, უწინ გაგონილი გაქვს? ალეკო სთქვია მაგის ძმას. დედა, აჭში
ვიყავით ტირილში წასული, აქედან ნაცხავატებია სამი საათი დაგვჭირდა ასვლას
მერე ჩამოვლას სამი საათი. კინაღამ დავწყდით. ათი ქალი ვიყავით, დეგვიძახეს,
ყველა პურმალილიანია. ისე ალბათ იქედან მკტრებს ჩამოგვიყვანდნენ.

(მაყვალა ოთიაშვილი, 65 წლის.)

4
***

ანუკი, ბებო პატარა სტოლი შემეიტანე დადებს და დასწერს ხელში რატუმ


უნდა სწეროს. მე წარმოშობით აჭიდან ვარ, აჭიდან ვარ გამოთხოვილი. ჩემები
ტყემაკარავიდანა ჩემი გვარი. 52 წელი დეიწყო რაც გამოთხოვილი ვარ. ძირითადში
დიდია ქაქუთი, უბნებადა გოგმაჩაური, ნაცხავატი, ქაქუთი, ნაცხავატს რომ უზახიან
თუთხმეტი ოჯახია, გოგმაჩაურში რვაი თუ ცხრა ოჯახი. სხვათასორის ძალიან კარგი,
თავს არ ვიქებ, თუ მეიკითხავ გეტყვიან. მობრძანდით ფეხსე წამეიცვით ჩუსტები.

ჩემი ბავშვობა, დედაჩემი ავატმყოფი ქალი იყო. ძირითადში მეტი ჯაფა ჩემზე
გადადიოდა ჩემი ძმაი ადრე წევიდა სტუდენტად. საბუღალტრო დაამთავრა.
დავამთავრე ჯერ რვაწლედი აჭის რვა წლიან სკოლაში მერე ლიხაურის საშუალო
სკოლა დავამთავრე. მე სწავლა ვერ მოვახერხე შეძლება არ იყო ასე თუ ისე მე უფროსი
ვიყავი, მე ვისწავლიდი მქონდა იმის უნარი მესწავლა მარა საშვალება მაშვინ
სხვანაირი პირობები იყო ფული უნდოდა ნაცნობი, კაცი უნდოდა დავრჩი
უსწავლელი.

ქაქუთში სხვათაშორის ნამყოფიც არ ვიყავი შვილო. ისე გამოვთხოვდი რომ


ვიცოდი აქ იყო ქაქუთი ქობულეთში რომ გევიარდი, ავტობუს წავყვებოდი,
აჭყვისთავში სადმე წევდოდი ვიცოდი აქ იყო შემოსახოვი ქაქუთის. ქაქუთში ფეხი
დაბიჯებული არ მქონდა. ნატესავებიც ბევრი იყო აქ მარა არ მომიწია მისვლა
ნათესავებთან. მყავს ოთხი შვილი, უფროსი 73 წელში - შემეძინა მაიკო, 74 წელში -
ლევანი, 76 წელში - გივი, 80- იანია თამრიკო, დღეს ოთხი შვილი მყავს, ოთხი
შვილიდან მყავს 27 ნამრავლი, გივის აი ორი გოგვები ყავს, მაიკოს შვილებიც და
შვილიშვილებიც ყავს. თამარს ერთი გოგო ყავს, ჩემი სიხარული აგენია, დე, ყველაზე
მეტად რომ მიხარია რომ რაღაცნაირად თავს რომ მეიყრიან მილიონერი მგონია ჩემი
თავი. აბა ჩვენგან რა რჩება მეტი ააფერი, მოგონება. დამხტა დედამთილი,
მამამთილი, მაზლი გაყოფილია მისთვინ ცხოვრობს, ორი ძმაი და ერთი დაი იყვნენ
აგენი. მეუღლე ადრე დამეღუპა. გუუჩნდა რაღაც უხსენებელი სენი, შვილი. ოთხი
შვილის ანაბარა დავრჩი, უფროსი გოგო გათხოვილი მყავდა, გოგო ბიჭი ყავდა უკვე
იმას, პატარები ყავდა 2-3 წლის. მერე რავიცი ერთი ლძალი, მეორე ლძალი. ახლა ქი
5
ვარ ძალიან ბევრი იგი მყავს, ჩემი შტო განშტოება, მარა მე ჯამრთელობა აღარ მაქვს
შვილო. 70 წლის ასაკში გულის ოპერაციაც დამჭირდა. რომ არ გაკეტებულიყო
არიზამდა სავალდებულოაო. შენ აგი დიდი გონია არა პაწაია აყუდებულია ისე
თვარა. სხვათასორის არაბი სიძე გვყავს, შვილიშვილის ქმარი, ბიზმესმენია,
მაღაზიები აქვს ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, მის დასახლებაში ქონდა ბინა და
ახლა შევცვალეო სოფიკომ და არვიცი. საცხა ახალ ბულვართან გადვედითო და
არვიცი. სოფოს ბაღანა ექიმია, მედიკოსია. სამი თუ ოთხი სერთიფიკატი აქვს ნაირ-
ნაირი ეიღო. სიძე ბიზმესმენია ტავარი მოაქ ასაღებს. იმიდანაა ბულგარეთიდან.
სხვათაშორის ძალიან კაია, რაღაცნაირად იმნაირი მიღება აქვს რომ სულში ჩეიძრენ,
თფილია. და რავიცი სხვაი რაგითხრა. კაცს ჭადის სახელი დაავიწყდაო ისე ვარ, ამ
ნარკოზის მერე ცხრა საათი ნარკოზში ვიყავი, თითქოს ცარიელი ადგილებია თავში
და ვერ ვკითხულობ. ცავ, თეონა რაგვარია თინიკოვ?

არვიცი რატუმ დეერქვა ქაქუთი. ნამდვილათ არვიცი. ახლა მაგი შეიძლება


უნფრო ძველებმა იცოდენ ან მასწავლებლებმა. მაი კიარა აჭს რატომ დეერქვა აჭი
იგიც არვიცი. ჭას ამსგავსებდნენო და იმიტომ დიერქვაო, ჩემი სოფლისა რაცხა ვიცი
და. აქაური არ მომისმენია. იტყოდნენ აქ რომ ხალხი დასახლებულა, გადაღმა ღორი
ფერმა იყო. მიწას რომ თხრიდნენ დიდი ჭურები ამოცვენილა იქიდან. ე.ი ოდითგანვე
ადამპაპაის ხნიდან მართლა ყოფილა ღვინის დაყენების ტრადიცია. ახლაც უღვინოთ
მაგიდაში არ დაჟდებიან. ჩვენებმა ტანი დეიბანონ უნდა ღვინოში. საერთოდ
ტრადიცია რაღაცნაირი პურისჭამის ტრადიცია. რავიცი აქ სოფელს კულტურის
სახლი, რომელიც ვერავინ შეინარჩუნა და ქაქუთში არის. სოფელს ყავს მისი გუნდი,
ყავს მისი მომღელები, ოზურგეთიდან დადიან. ჰოდა რავიცი და კულტურულად
ყველანაირად ცდილობს რომ განვითარებული იყოს. გვაქვს საშვალო სკოლა.
წარჩინებული მოსწავლეებიც ბევრია კლასსი. რაფერ გითხრა შვილო, შრომის
მოყვარე ხალხია სოფელში. სკოლაც კაი გვაქვს. ჩემა ოთხმა დაამთავრა მარა მე ცუდი
მოსწავლე არ მყოლია ოჯახში. არც მე ვიყავი ცუდი მარა ვერ ვისწავლე. ლიხაურში
რომ დავამტავრე სკოლა იქ მასწავლებელმა მითხრა რომ შე ნრომ უსწავლი დარჩე
ცეცხლი და ნაცვთიაო. რაით ვისწავლიდი შვილო მამაჩემი ომის მონაწილე იყო.
შეძლებული არ იყო. დედაჩემი ავატმყოფი იყო, ფეხი სტკიოდა. ჰოდა მე უფროსი
ვიყავი, ჩემს უკან ნუნუკა იყო , თემური ტექნიკუმში სწავლობდა და ჩემი სწავლის
6
ვარიანტი არ იყო. ჯერ საშვალება არ იყო, ჩაცმა ხომ გინდოდა რაცხა ხომ გინდოდა.
დავრჩი უსწავლელი. მერე რაცხა ვიბძოლე დავამთავრე თან ერხანს ქობულეთში
სასწავლებელი იყო, წვრილმანი იყო მარა რაცხა ხო ვისწავლე. მერე კურსები გევიარე
ბიბლიოთეკარის. სკოლაში ბიბლიოტეკაშიც ვმუშაობდი. ბოლოს შეძლება რომ
არარმქონდა დამლაგებლადაც ვიმუშავე სკოლაში. ახლა არსაღა აღარ შემიძლია ჩაშიც
ვმუშაობდი რომ მოვედი სხვათაშორის ვინმეზე ნაკლები არ ვიყავი არსათ, თუ
გევიდოდი ნაპირზე. ქმარს და მამთილს დაზგა ქონდნენ. მუშაობდნენ ხელოსნები
იყვნენ. რავიცი და ყველანაირად ვცდილობდით რომ ცხოვრებაში რაღაცნაირად
ჩვენი წვლილი შეგვეტანა. ახლა ბიჭი ერთი წალკაში ცხოვრობს. რავიცი და ამ ფეხს
რამე თუ საშველი დაადგა და მოშუშდა რამე საშველი იქნება. აქედან ამომაჭრეს
გულზე მიმაკერეს. ამის მოშუშვებას არ დაადგა საშველი. შაქარი გამიჩტა. რაცხა
ნევიულობა მიწია, მერე შაქარმა აღარ ჩადგა ხან ეიწია ხან დეიწია, ოპერაციის დროს
ძალიან იზალა შაქარმა. ახლა შაქრის ბრალია, ამ თვეში ისედაც აფერი არ რჩება
იმფერია ივლისი, დაჩირქებას გადავარჩინე მარა რომ მორჩეს ვერა, არ რჩება, ანდა სა
მაქ გასაქცევი დევმალები სადმე თუ? ამფერი ამბავი შვილო. მყავს ერთი მული,
მაზლის ოჯახი, მაზლიშვილები. ჩემი ბაღანა რატომ არ უნდა გიცნობდეს შენ? ახლა
აი ბაღნები შენთვის უცხოა? მე არ შემიძლია რომ ვიარო. ადრე იგი ბაბუაი მეტყოდაა
მომკიდე ხელი აჭყვისთავში საცხა-საცხა გვარის მცხოვრები ნათესავებია ჩვენიო.
ბაბუაის მონაყოლები მახსოვს რომ იქ სადღაც ჩვენი ახლობლები ცხოვრობს.
ზენითის გადასასვლელზე ვიყავით. აი, ჩემი ბიძაშვილის სახლიაო. დღესაც რომ
გევიართ აი ჩვენი ყოფილა-მეთქი და რაიციო. ბაბუაის ნათქვამი მახსოვს. კლასიდან
რომ მოვდოდით ვსაქმობდით და რამე თუ ვერ ვისწავლიდი დილას უნდა მესწავლა.
რავიცი შვილო ყოლიფერი პრობლემა იყო. იმდენი კაი მახსოვს, თათო მამიდიდან.
ახლა რუმ ბიცოლა მეიყვანეს, მას შვილი დატიებული ყაბვდა პირველ ქმარტან. მის
კაბებს გადამიჭრიდა შემიკერავდა მაჩუქებდა და ისე წამიყვანდა მისეთან. იი,
მეხალისებოდა. ბაბუაი კაი ასაკოვანი მოკტა. რეხიმე მამიდა გაღმა იყო გათხოვილი
ახლა რომ სახლია კაკალაძის. რაფერ მავიწყდება სახელები, ციხეში რომ ჩააგდეს შარი
რომ უნახეს, ახალგაზრდა მოკტა ნური ბუძიას სურათი მეც მაქ სახში. ახა აგერ
ცეცხლაძნების ოჯახი რომაა, პავლეს ოჯახი რომაა ნათესავებია. თუ გაგიგია ზაფით

7
ბუძია იყო, ბაბუის ძმა ალალი, დედიდან ძმები. ჩვენი ოჯახი არის სუ ღვიძლი ერთი.
იი, გაღმასანი ფრიდონასანი და კაკუნასანი მაგენი მეგვარეებია უბრალოთ.

ადრე საერთოთ ბანდიტების სოფელი ყოფილა აჭი. საცხა საიდანღაც ვინცხა


გამეიქცეოდა მეიყრიდა ყველა თავს აქ. მარა გვარა ჩვენი გვარი გადაგვარებული
არაა. ლძალი უნდა ყოფილიყო დამჯერე, ჩემი დედამთილი ასაკოვანი იყო რომ
მომიყვანეს. ყველანაირად მიმყვებოდა აგი ასე გავაკეთოთ, აგი ასე გავაკეთოთ, კაი
რძალ-მამამთილობაც კაი გვქონდა. მული გასათხვარი დამხტა მე რომ მოვედი. ერთი
მულია დარჩენილი. ადრინდელ სიტყვას ფასი ქონდა შვილო ახლა რომელი ლძალი
უსმენს დედამთილს. მე მაგალითად, ვაფასებ ძველ ტრადიციას. უფრო მეტი ფასი
ქონდა ერთმანეთში ჩემი დედამთილი ხმამაღლა არ დეილაპარიკებდა სახში. ჩემა
მამამთილმა რა მითხრა იცი? ხმამაღლა არ დეილაპარაკო, ჭიშკართან მიდი მოდიანო
და ჩხუბი ეგონებათო მაგიც სწორია. მუსორი მამაო ჭიშკართან არ გადაყაროვო.
მუსორიო მე ვიფიქრე ნაგავის გადაყრას მეუბნება. და აბა ნაგავი სა დავყარო მე
უთხარი. მე მამ ნაგავზე არ გეუბნებიო. პირის ნაგავზე გეუბნებიო. იმფერი არ თქვა
ვინცხამ გეიგოს და ანბავი გააკეთოსო. იყო მეზობლები გვყავდა აქ. დიდუ,
გათენდებოდა დილა რძალ - დედამთილში ომი იყო. დაღამდებოდა ომი იყო იგი
იმას იმას უზახოდა აგი ამას და ასე. ჩვენთან მაი არ ყოფილა სითბო და სიტკბო იყო
ოჯახში საერთოდ. მილინერი მაშინი არ ვიყავით, მე რომ მოვედი ზედაი სართული
არ იყო გაწყობილი, აი ოთახი იყო, იგერ ის პატარა ოთახი იყო ერთი და კუხნა და
ეზოში გვქონდა პატარა ქოხი სადილს და რაცხაებს ვაკეთებდით. მარა დაფასება იყო
უფრო. ადრე უფრო შემოსავალი იყო ჩაი იყო, ხილი იყო, ეხლა აღარც ჩაია აღარც
ხილია, ახლა თხილი დარგეს, წელს ორ ლარს ჩივიან, ორ ლარშიც თუ ჩეიბარენ, თუ
გადარჩევა დეიწყეს შეიძლება ლარშიც ჩეიბარონ. გამეიხედე რაქნას გლეხმა, რა უნდა
ჭამოს. რათ გინდა ვინცხამ შეჭამლა მაინც ცივა. ბახჩაში რამე აღარაა ბოსტნეული
გაფუჭტდა, დეიწამლა ყველაფერი. რაც იყო პირვანდელი თოვლმა დასწვა.
სიმინდმაც თუ გეიკეთა თავი რუმ ჭამო. უწველავი ვერ გავალ, ბაღნებს უნდა. არ
ვართ ბევრი სული მარა სტუმარია წასულია მოსულია საჭიროა.

იახნი კეთდებოდა გინდა არგინდა მარა ახლა თუ სახალისო იმაზე გააკეთებენ


თორე აღარ კეთდება ახლა. ახლა შემოვდა სალიამი, სოვსი, ახლებული საჭმელები.

8
იახნს ხორცი უნა შვილო. მოხარშო უნდა ახალი ხორცი, ძვლიანი, წვენი გადუწურო
უნდა, ხახვი ჩააშუშო იმაში, ნიგოზი უნდა, ხმელი ქინძი უნდა, პიმპილი, მარილი,
ზაფრანა და რომ შეხრაკავ კარგათ ამ სუნელს შუურევ შიგნით, ნიგოზი იმდენი უნა
მისცე, რომ ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი არ უნდა დარჩეს. ყველაზე კაი
საჭმელია მარა იშვიათად თუ გააკეთონ. ახლებმა ახლა იციან სალიანკა უცბათ და
დადვენ მაგიდაზე. ღომი დარჩა. ხაჭაპურს ნაირ-ნაირს აკეთებენ. ზოგი აფხაზურია,
ზოგი იმერულია, ზოგი იმდენნაირი ახალი საჭმელებია მე ვერ ვისწავლე, მე უფრო
ძველებურზე უფრო მიჩვეული ვარ. დარჩა ძველებური ლობიო და ფხალი და მჭადი.
იმ მჭადმაც არ ქნა. შარშან იმ მჭადსაც გუუჭირდა. წელს არვიცი რა იქნება. ჯერ
ქოჩორი აქვს. ფაროსანა ებრძვის შვილო სასწაულათ, ებრძვის თხილსაც,
სიმინდასაც, ე.ი შარშან სიმინდში იყო ჩასული. ბულგარულები დარჩა ჩია-ჩია,
პატარები. დაწამლულია. უდაბნოს ბალახებია ამოსული, გაუდაბნოვდა. აგერ ახლა
გუშინ გამოაცხადეს, ვიტირე, რვა კაცი ერთად მეიჟუჟა იმაში, ქალები რომ ტიროდა
მე აქ ვტიროდი დამჟდარი. თვითფრინავი რომ წამოვდა ქვევით კიოდნენ იგენი
მიხტენ რომ უკვე საშველი აღარ იყო. პილოტი 33 წელია მუშაობდა. ჰოდა რამდენი
ადგილიდან ცოცხალ მკვტარი გამომიყვანია გადამირჩენია ხალხიო მაგრამ ახლა
თვითონაც შეეწირა საწყალი. დღეს გლოვიარეა საქართველო.

მარილის დაპნევა ცოდვაო იტყოდნენ საერთოდ. მე არ მჯერავს ისე, ზოგი წავა


მარჩიელთან ყოლიფერი სჯერა, მე არ მჯერავს. რაფერ დევჯერო ცრუწმენის.
მარილის დაპნევით ხომ არ დეიქცევა ქვეყანა.

ახალ წელს ყველაფერს ახალს ვაკეტეფთ. ვხტებით ახალ წელს. გვინდა სუფრა
სავსე იყოს, გურული მასპინძლის როლი უნდა ითამაშო საერთოდ. რაც გაქვს
საშვალება რა თქმა უნდა თუ არა დე, იმას ვერ დახატავ და ვერ დადებ, რაცხა
საშვალება გაქვს ის. ვცდილოფ რომ ყველანაირად გვქონდეს, სტუმარს პატივი უნდა
სცე. წელს არვიცი რაფერი ახალი წელი გვექნება. საქონელი ყველამ გამოსწყვიტა.
წელიწადი რაფერ გევდოდა რომ საქონელი ჩვენ არ დეგვეკლა. წელს ვყიდდი რომ
სული გემეტანა, ხპო დეიბადა გავყიდე.

ოჯახი ქრისტიანულია. ჩემთან ვინაა აი ბაღნები და დედამის არა


მონათლული. დანარჩენი მონათლულია მეც მონათლული ვარ. ცუდათ რომ ვიყავი

9
მაშინ მოვინათლე. მწამს ქრისტიანული სარწმუნოების. წმენა უნდა გქონდეს.
მუსლიმანი მუსლიმანია მარა თუ არ ირწმუნე და არ გააკეთე ქრისტიანიც ვეეფერს
ვერ იზამს. მე მწამს ქრისტიანულის. მე ხალვას ვერ ვწვავ არ მაქვს უფლება ხალვა
რომ გავაკეთო. აღდგომაზე მაგალითად ჩემი მამათილი რას მეიტანდა რას
გავაკეტებდით უყვარდა მისი დღესასწაული იყო. ბაირამსაც აქ მისებურათა,
ბაირამზე ახლა არ გავალთ არა გავდივართ დედამთილი, მამთილი მონათლული იყო
მარა ბაბუა არ იყო მონათლული. ვინცხაი არ იყო იმასთან ხუმ უნდა მიხვიდე და
ვინც იყო მონათლული იმასთან რა აზრი აქვს მისვლა. ყველა წმენას პატივს ვცემთ
მარა ძირითადში რომელიც შენია იმას უფრო. 68 წლის ვიყავი რომ მოვნათლე,
მანამდე მუსლიმანი ვიყავი მარა ოჯახს ქონდა ტრადიცია ოჯახი იყო ქრისტიანი.
აღდგომა მოვიდოდა თუ რამე დღესასწაული იმას ვასრულებდით.

საერთოდ, ბავშვებს სიცხე რომ ექნებოდენ. ია და მარწყვი, ია ამოდიოდა ღობის


ძირებში. იმას გავრეცხავდით დავნაყავდი და დავალევინებდი სიცხის დასაწევათ.
დალევიებდი თუ არა ორ დალევაზე სიცხეს დუუწევდა.

შელოცვები ვიცოდი, თვალის შუულოცავდი.

თუ მასწავლებლის შვილი იყო იმას კაის ნიშანს უწერდენ, თუ მასწავლებლის


შვილი არ იყო იმას ნაკლებს უწერდნენ.

კაკილო ხო იცი იმის შვილიზა ხუთიანები იყო ჩვენზა არ შეიძლებოდა. და არ


დაგავიწყდეს დარჩებოდა ისე მერხზე გიყურებდა რომ გედიეწერა შენსგან. ე.ი კი
ქონდა ნიჭი უნიჭო იყო მეთქი იმას ვერ ვიტყვი მარა, შენსგან უნდა გედიეწერა შენ
უნდა გამოსულიყავი გლახა, მან კიდე კაი.

აქ რომ გამოვთხოვდი ხან იგი მოვდოდა, ხან იგი მოვდოდა თემა დამიწერეო.
აი არ მეთაკილებოდა მე რომ შემეძლო. ჩემს შვილებსაც ვეხმარებოდი რა თქმა უნდა.
ყველამ რაცხა დაამთავრა. კაია თუ გლახა სპეციალობები დაამთავრა. ჩემსავით
უსწავლელი არ დარჩენილა. ამით რას ვშვებოდი იცი? გულს ვიფხანდი, რომ იგენმა
მაინც რაცხა ისწავლეს.

წელს რაიქნება არვიცი, აი თხილი ჩამოყარა დაალპო წუმამ. სახში მეორე


სართულში იმდენმა ფაროსანამ შემოვდა.
10
ფეხები დაჩეხილი. გული შვაში გაპობილი და რავიცი დედი. გულის
ოპერაცია გევიკეთე მე ძირითადში. სა იყავი ერთი შენ? ღმერთმა ხელი მოგიმართოს
შვილო. იყო რამე ხეირი დე? არსა აფერი არაა. ჰოდა პოლონეთში ვინცხა წევდა საცხა
საცხა გადევდენ. დედიკოი რაფერაა? თქვენ ქი ხართ კუკლასავით.

ჯო, მაქ იგი იყო ჯამე. ლოცვილობდნენ. იქ ვლოცვილობდით რომ გევდოდით


კალოშებს გევძრობდით. ახლა თითქმის უმეტესი გაქრისტიანდა. ქალები ჭადს რუმ
დააკრავდნენ, ჯვარს ჭადზე გამოხატავდნენ, უფლება არ ქონდნენ რომ ელოცათ მარა
მაინც ეთაყავანებოდნენ საეკლესიოს. დიდიხანი არა ჩამიეარა ვინცხამ და სააჭმელი
გვაჭამა ხომ არ სთმენსო. ესეიგი თმენას უშლიდნენ იმფერი პერიოდი იყო.
იმდენნაირი სარწმუნოება შემოსული ქრისტიანულ მიწა წყალზე გაზრდილი ვართ
შვილო.

(ვარდო მართალიშვილი, 70 წლის.)

***

სამსახურში რომ მივედი შემხტა ჩემი დედამთილი და ჩემი საქმრო. ხოდა


დედამთილს მოვეწონე და ეე, იქიდან იქნა ანბავი. რაფერი? ვინცხამ დუუძახა
მოასწარი შენ გასტეხეო. მარა არ გასტეხა მე გავსტეხე. საუკეტესო დედემთილი
მყავდა. მე ვმუშაობდი ყველაფერი საუკეთესო ჩემთვის უნდოდა. აგერ უბრალო
საჭმელიც ხუმ უნდა გაგატანოს მას შიეძლო მას ეწამა მარა მე გამატანდა.
ვსწავლობდი მოვიდოდი ვთამაშობდით ნაირ-ნაირი ბავშვური სათამაშოებს და ქი
ვიყავით.

ქაქუთმა ძალიან კაი შთაბეჭტილება დატია მაშინაც და ახლაც. ჩემი ქმარის


სოფელი, ჩემი შვილების გამზრდელი სოფელია და რავიცი მომწონს. ლოცვები
გემიგია. მაგალითად ჩემ ბაღანას შეშინდებოდა მახსოვს ვალოციებდით, აქეთ
გვყყავდა მოხუცებული ქალები და ულოცავდნენ.

11
თვალის ლოცვა

ალისა მალისა მე გილოცავ თვალისა, ჯერ შინაური და მერე გარეული


მოსული და წასულიდან, გოგოიდან, ბიჭიდან, ქალიდან, კაციდან, ქვრივიდან,
მაღალიდან, დაბალიდან უშნოიდნ ლამაზიდან თვალშავიდან თვალწრელიდან ჩემი
ლოცვა ლოცვაა მარგებელი ღმერთია. სამჯერ გადუბერავ და იქნა.

შეჭრეტილის ლოცვა

ადამი დიეცა, გვერდი ეტიკნა, ადგა ეშველა, ხეზე შემოდვა, ხემან ხეს მისცა,
წყალმა წყალს მისცა, წყალმა ნოყრად წაიღო. კუმ გაქარდა, დაწყვეტილი ურაელსა
სურაელსა მიქელ გაბრიელსა. საცხა იქნება შეჭრეტილი, იქა ხელს დადებ სამჯერ და
იქნა.

შაირები რაღა მახსოვს ბებიავ, დავბერდი. გაღმა გორას გავიხედე ხიდი იყო
ჩატეხილი რაღა უნდა ვეშაირო შენისთანა კაი გოგოს.

მე ლძლები მყავს ახა დასასვენებლათ არიან წასული ერთი სურამში, მეორე


მთაზე.

ახალ წელს ძალიან კარგად ვხდებით. ადრე აქ მაგიდას მაგიდაზე


მივადგავდით და ღამეს ათევდნენ, დეიცდიდნენ პირველი რომ დეიწყებოდა მერე
წევიდოდნენ, ახლა ისეთი სიხარულია და არც ისეთი შეხვედრა და წასვლა მოსვლა.

მეზობლები ძალიან საუკეთესო და საყუარლები. უმეზობლოთ ღმერთმა ერთი


დღე არ დამტოვოს. ხანდიხან მარტო რუმ ვარ და ავათ ვარ მეზობლების იმედათ ვარ.
მევლებიან თავს, ჩემი თავი ენაცვალოს თითოეულს.

ცოტა ქათამი გვყავს, ცოტა ინდაური, ტურებმა წეიყვანა. ჩვენზე მეტი ტურამ
შეჭამა. ბაღიც მაქვს, ბახჩა, ბოსტანი. ყველაფერი მაქ. შეძლებისდაგვარად, თუ არ
შეწამლე და თუ არ იგისქენი არაფერი არ შობა. აქა კი არა არსად.

არც გამიგონია ქაქუთი რატომ დიერქვა. ქაქუთლობაზე ცეკვა, სიმღერა,


გართობა და რავიცი მე. დღე დეითქმება და აქ კი არა ქალაქშიც რაიონშიც ატარებენ
ქაქუთლობას. ძალიან მუსიკალური სოფელია. სიმღერა უყვარს ყველას. ელიას ციხე

12
გვაქვს. ნაეკლესვარიც არის, ნაციხვარიც არის. აი ეკლესია ახა აშენდა, იმას რომ
ბაღანა მუუკტა მაშინ აშენდა. მერე მერაბიმ მეინდომა მაღლა აშენება თვარა აქამდის
აქაც აშენდებოდა.

ქათამს დასჭრი კარგათ, გარეცხავ მოხარშავ რომ ადუღდება არ უნდა


ჩაადუღო ქაფი უნდა მოხადო ხოდა რომ მეიხარჩება მიხტები მერე გადმოწურავ
წვენს, იმ წვენს რომ გააცივებ კარგათ თავზე ცხიმს მოხტი. იმ ცხიმს დასწვავ მერე
ცალკე და დამატებ კიდევ ცხიმს. მერე ჩაასხამ წყალს და წყალი რომ ადუღდება
ჩაყრი ნიგოზს, ამ ქათამის ნაჭრებს ჩაყრი და ჩაშუშვებ.

(ვარდო ცენტერაძე, 70 წლის.)

***

საშვალო სპეციალობის განათლება მაქ. კლასელები ბევრი არ ვიყავით კლასში.


გაპარული ვარ. არაფერი, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ბედისწერა იყო ესეთი თვარა
სიყვარულობანას თამაში არ გვქონია. ქაქუთი ძალიან პულმალილიანი სოფელია
ძალიან მუსიკალური სოფელია განთქმულია ცეკვა სიმღერით რავიცი ყველაფერი კაი
მახსენდება. ვმუშაობდი კანტორაში ვიცი წელი. კოლმეურნეობის დროს. ჭაჭის
ერთად ვაყრით შაქარს მეცხრე დღეს ამოვწურავთ და გადუღდება და იქნება.

ძალიან კარგი მეზობლებია. უწინდული ურთიერთობა მეზობლობა ძალიან


შეიცვალა დრევანდელი მდგომარეობა.

სამი გოგო მყავს ორი უმაღლესი განათლებით, ერთი საშვალო სპეციალობით.


ძირძველი იგი მოდის და მოდის იყო იახნე, სამოდურებული საცივი და რაცხა
ამფერი და ახლა შეიცვალა ჩქმელურია პიცა განსხვავებულია.

ცრუწმენეზე რავა არ მსმენია, მაქ იმდენი რაცხა გამიგია მაგალითად თვალი


ეცა რამეს.

ტრადიცია ყოველთვის მირებული იყო ყველანაირი სასიამოვნო სუფრის


გაშლით კერძებით. როგორც ახლით საახალწლოდ ძველით საახალწლოთ მე ახლა
მონათლული ვარ მარა იმ ბაირამზეც აღდგომაზეც იმფერ ნაირი შეხვედრა ვიცით
13
როგორც ახალ წელს. მე დედამთილი ძალიან კაი მყავდა მარა მე თვითონ
დედამთილობა არც გამომიცთია და ვერც გამოვცთი იმიტომ რომ გოგოები მყავს.

საღარმაკარინას, აჩმის ცომს ოთხი ცალი კვერცხი უნა. ზეთი , დროჟი, შაქარი
და მარილი, რა თქმა უნა. ორ ჭიქა ნახევარი წყალი და იმას გადანაწილეფ ცომს
მოზელ ცხრა ფენად კილო ყველი უნდა, მაი ახლა გრამობით ცხიმის არვიცი
რამდენი უნდა, და თვაისთავათ მოხარშვა უნდა ფენას რომ გაიყვან. ცხიმი უნდა
კარგათ.

ახალგაზდა რომ ვიყავი მეზობლები მთელ ქუჩას შემოვიარდით და ყველა,


ყველა ოჯახებში პურმალილი გეიშლებოდა და სასიამოვნო საუბრები გვქონდა.

(ნანა მახარაძე, 67 წლის.)

***

აა, ქაქუთიდან ვარ. გვარი საიდან მოვიდა მაი რავიცი. ჩემი ბავშვობა როგორი
იყო და სიღარიბე იყო. მამაჩემი ზეით ცხორობდა, მაშინდელი ცხორობა სხვაი იყო.
მასწავლებელი თუ ჭამდა და სუამდა რავიცოდით მაი ჩვენ.

თურქები იყვნენ სუ. იგერ მთას ხუმ ხედავ ჩოლოქს აქეთა იყო სულ თურქის.
მერე გათვისუფლება მოხდა, გეირბარგენ. მოსახლეობას ახსოვს. კი მაქ კი მაქ ჩემი
წასული რარას გაინტერესებს. აგერ საშვალო დავამთავრე. მუსიკალური დავამთავრე,
ვცეკვავდი ანსაბლში, დიდ ანსაბლში. მერე მილიციაში წევედი. მერე პენსიაში
გევედი. ჩემი ისტორია დიდი ძნელი ისტორიაა.

ქაქუთი განთქმული იყო ღვინით. პირველი სასმელი აქ დეილია ალი ფაშა


შემევიდა თავდგირიძე. აჭარის მეფე იყო მაი კაცი. ბეჩი ბაღანა იყო.

მეზობლები აქა ყველაი კაი თუ შენ კაი ხარ იგენიც კაი იქნებიან. ბევრი წევიდა.
მოკტა, დეიხოცა ხალხი, მაშინ თავრობა ხელს უწყობდა ბევრს ხელფასი ჰქონდა
აფინანსებდა, ახლა გაჩანაგებულია. ეე, დათვის მეტი აფერი არაა ამ ტყიებში. ხალხს

14
წასლა ეშინია და მოსლა ეშინია რომ არ შემჭამოსო. სა წავსულიყავი ბაბუაი ბებიაი
ყველა აქ იყო. აჭში წამოსულან, აჭიდან გედევიდა მერე იქეთ, თავიდან მერე საცხა
იქეთ ნაცხავატეფში გადასულა იგერ ეე, სახლი ჩანა. ხალხი მერე გეიქცა. ერი ათი
ოჯახი. ზეითაც იყო სკოლა. ახლა საჭმელი მანდარინა აღარაა. ამერიკამ მუატყუა
მანდარინას დაბარვა არ უნდაო. ჰოდა შვას ზედაი გადასჭარიო იი, კი ვერ მიხტა
ჩვენმა ხალხმა რომე შუაის ზედა ისხამს. არ დაბარეს და გახმა. ძან დიდი შემოსავალი
ქონდა. აგერ აქ პური ცხობოდა. იქა ფერმა იყო ქათმის. სასადილო ორი გვქონდა. ჩას
ფერმა იყო კიდო. გლეხს კიდო პუტიოვკა ეძლეოდა ყველა თვეში. მამაჩემს
შემუთვალეს აი პუტიოვკა სა წეიღესო, მამაჩემი დუღდა რომე მე დასვენება რათ
მინდაო. ახლა პუტიოვკას ვინ მოგცემს. ახლა რარაისა პუტიოვკაა. თუ საჭმელი
გაქვს და სასმელი გაქვს შეხტები ახალ წელს. მეუღლე თუ გყავს სახში და საჭმლის
გამკეთებელი. მუუტან გააკეთებს. შენ ჩემზე მეტად იცი რა ხტება და როგორ
ცხოვრობს ყველა. როგორი ხტება. აი თავრობა რას იზამ რავიცი ახლა. ღმერთით კაის
გააკეთებს, კაი მომავალი თაობაა. თურქეთში მოჯამაგირეთ ხარ წასული. მე
თხილზე ვიყავი დამადგა რასქვია თურქმა ხოდა იმუშავე, იმუშავეო. მესტუმრე
სახში. ღვინოს დაგალევიეფ და ვილაპარიკოთ. მაი აღარ გინდა. თუ დავლიე მერე
შაირი ვიცი იმფერი. მიხტი ახლა თორმეტი კაცი ერტად რუმ ჭამდენ. პური სა იყო.
ერთმანეთის ჭამდნენ, მორიდება იყო ახლა სადა. აგენი დამჯდარი არიან თფილ-
თფილ სკამებზე არ გაძღა მაგენის არც შვილი, არც ცოლი, არც მოდგმა, სულ ყველა.
შეხდე ქაქუთს, გადახედე,თუა რამე? აი ერი თხილი დარგვიეს ხალხს და იგიც ორ
ლარზეა მაი ახლა მოცვი შემოვიდა მოდაში მოცვით რომ მეიჯერებენ გულს ოდნავ
და ააფერი.

მაგას ახლა თაფლს გამოწურავენ. რას ქვია მის სპეციალურ ხოდა თაფლი
დაგრჩება ფუჭი დაგრჩება იმაში, თაფლს ვინ შეაყოლებს ახლა მაგას. შაქარი არ უნდა
მისცე. მერე ტყემლის არაყია კაი ვისაც შაქარი აქ. ბოლოს ჭაჭაა.

ადრე ითქვა ერი ორასი წლის უკან რას ქვია ქრისტეს მოსვლამდის რუმე
სოფლიოში სარწმუნოება რომ მოიშლება ქვეყნის ნგრევა იწყება. მაგინს მაგი არ
ეყურება. კაი მუსლიმანი ხარ რამაზანი უნდა დეიცვა, ხუმ იცი რა არის? ქრისტიანია
აგერ ეკლესია გაქვს კუთხეში შედი შით. რაცხა ღმერთის რუმ გეშინია არც კაცს

15
მოკლავ და რაცხა იქნება. თქვენფერი ლამაზი ბაღნები მოვლა უნდა იმას.
სახელმწიფომ მუუაროს უნდა.

(რევაზი ზაქარიაძე, 70 წლის.)

***

ქარცივაძე ციური, მამის სახელი ხუმ არ გინდა? მემედის ასული დაბადებული


1946 წელს. აა, ქაქუთიდან ვარ. აქვე ვიყავი გათხოვილი. სამი წელი გვიყვარდა მე და
ცემ ქმარს ერთმანეთი, მე კოლმეურნეობაში ვმუშაობდი კკადრების ინსპექტორად
ჩემი მეუღლე ბრიგადირი იყო. სპეციალობით აგრონომი და შეგვიყვარდა
ერთმანეთი და სიყვარულით გავთხოვდი. სამი წელი გვიყვარდა და მერე გავყე.
ოთხი შვილი მყავს: ავთანდილი, ტარიელი, ფრიდონი და თინათინი. პედაგოგები
მყავდა პრწყინვალე. გურიიდან გადმოდიოდენ მაშინ ადგილობრივი კადრები
ნაკლები იყო ხოდა გამოდიოდენ გურიიდან და გვასწავლიდანენ. ისტორიის
მასწავლებელი გურული მყავდა, ფიზკულტურის მასწავლებელი გურული მყავდა.
სკოლის დირექტორი ხელაძე გურული იყო. მისი მეუღლეც გურული იყო და
ძირითადად გურიიდან გამოსული პედაგოგებთ იყო დაკომპლექტებული სკოლა.
ადგილობრივები ნაკლები იყო დედი, მაშინ ჩემ დროში უფრო ნაკლებს ქონდა
უმაღლესი განათლება აქა. პირველი გამოშვება ვიყავით, სკოლა რომ გაიხსნა. ადრე
იყო შვიდი კლასი ხოდა მერე გაოიხსნა საშვალო სკოლა და იმ სასვალო სკოლის
პიველი გამოშვება ვიყავით მე და ჩემი თანაკლასელები. 1964 წელს დავამტავრე
საშუალო სკოლა.

ქაქუთი ადრე ვიცი გადმოცემით იყო ნახალვარი ერქვა ქაქუთს. მერე დაერქვა
ქაქუთი მაგრამ ისტორიულად რატომ დაერქვა არ ვიცი. მაგრამ ეს ისტორია ვიცი რომ
ადრე ქაქუთი არ იყო და იყო ნახალვარი. ასეთი სახელწოდებთ იყო. ჩემს ბავშვობაში
ქაქუთი იყო ბწყინვალე. ამ სოფელს ყავდა ანსაბლი ცეკვისა და სიმღერის. მე
პირადათ ვცეკვობდი. სოლოს ვასრულებდი გიორგი სალუქვაძე იყო ჩემი
მასწავლებელი. 70-75 წლის ადამიანები მონაწილეობდნენ სოფლის ანსაბლში. მაშინ
ოლიმპიადები ტარდებოდა სოფლის. გადიოდნენ სოფლის ცეკვისა და სიმღერის

16
ანსაბლები და. თფილისშიც ვიყავით. და ძალიან კარგი ანსაბლი გვყავდა.
ქობულეთის რაიონის ანსაბლებში ყოველთვის პირველი ადგილი გვქონდა.
ყოველთვის ჩვენს სოფელს ქონდა პირველი ადგილი. ძალიან მუსიკალური ხალხი
ცხოვრობს.

ავღნიშნავდით ქაქუთლობას, რომელიც ბწყივალე იყო. აგერ სკოლის


დირექტორმა მანანამ გააკეტა ქაქუთობა ორჯერ თუ სამჯერ. შემოწმებაზე რომ
მოვიდენ რაიონში ასეთი არ იყო. ასეთი ლამაზი ღონისძიება მოაჭყო და ასაკოვანი
ხალხი მომღერალი ოჯახები მაქაც არიან სოფელში. და რავიცი დედი.

ჩემი მეუღლე ცორობდა ნაცხავატევში. ნაცხავატევი იყო ასეთი, ქაქუს


ეკუთნოდა მარა მარღალმთიანშია გოგმაჩეური და ნაცხავატევი. ხოდა რომ
გავთხოვდი მისი მეურლე რომ გავხდი ვცხოვრობდით იქა დაესოჯახი ვიყიდეტ ჩვენ
მერე, მე და ჩემა მეუღლემ. აქ ცოვრობდენ მამულაიშვილები იგინმა სხვაგან
გადასახლდენ სხვაგან სოფლისგარეშე კიარა? ამ სოფელში უნფრო მაღალში და ჩვენ
ვიყიდეთ და დავსახლდით აქ.

ბავშვობაში როგორ ვერთობოდით? უბრალოთ, გოგოები , ბიჭები მოიყრიდენ


თავს მეწზობლები. მე აგერ ახლოს ვცხოვრობ ზეით ცოტა მაღალში. ვერთობოდით
ვთამაშობდით. რომ წამოვიზარდე მერე ანსაბლი იყო . მე გაერთიანებული ვიყავი
სოფლის ანსაბლში და ვცეკვავდი. რუმ გავთხოვდი მერე აღარ.

ქაქუთი სახელგანთქმულია, აჭარული კერძეი მიღებულია, იცი შენც.


არანაკლებ ყველა კუთხეს თავისი კულტურა და კერძები აქ. მარა აჭარასაც
განსაკუთრებული კერძები აქ. აჩმა ტოლმა იყო განსაკკუთრებული, საცივი. რავიცი
ყველაფერი ხაჭაპური.

რასქვია მეზარება? ტოლმა როგორ ვამზადებდი გააჩნია ზოგი გატარებული


ხორცით.ზოგი ფარშით. მე მაგალითად, ყოველთვის წვლილად დაჭრილი ხორცით
ვამზადებ. ჯერ ხორცს მოვხარშავ, მოვთუშავ. მერე აქეთ ცალკე სუნელები. მაკიდო,
ხმელი ქინძი, ნიორი, მარილი, პიმპილი. ეე, პამიდორი თუ პამიდორი გაქვს და თუ
არა ტომათითაც შეიძლება. ხახვი ბლომათ. ამ მოთუშულ ხორცში შეურევ ბრინჯს
ერთათ მოვხარშავ ცოტახანს. მერე ვახვევთ კეჟერა ფხალი რომაა ხუმ იცი? შეიძლება

17
ვაზის ფოთოლშიც გაახვიო, მაგრამ ჩვენ ძიღითადად მასე ვაკეთებდით. ფხალში
ვახვევდით ტოლმას.

ლძალ-დედამთილობა მე ახლა კარგი ლძლები მყავს. მაგრამ მასინ უფო,


უფრო როგორ გითხრა სიყვარულიც იყო და მორიდებაც რაღაცნაირი მოკრძალებაც.
გააჩნია ქალს პიროვნებას. როგორია ლძალი ან დედამთილი როგორია. მაგრამ მე
საუკეთესო დედამთილი მყავდა. წილოსანის, ლეღვადან ბწყინვალე. ძალიან
მიყვარდა. ბევრი რამე დამრჩა მისგან და ვისწავლე საუკეთესო და კარგი. ჩემში რაც
დარჩა და მერე ჩემს ლძლებს გაუზიარე და მერე პირადად გადასარევი რძალ-
დედამთილობა გვქონდა. მორიდებული ვიყავი, ძალიან თავაზიანი ვიყავი. მისი
სიამოვნების გულისთვის ბევრი რამე გამიკეთებია. ახლა არაა მასე. ადრე მასე იყო.

ცრუწმენები როგორ არ მსმენია და როგორ არ გამიგია მაგრამ მე დიდათ არ


მჯერა. მაგალთად, ცრუწმენა რომ არსებობდა თითქოს კუდიანები, თითქოს ასეთი
რაღაცები მე არ დამიჯერებია. არიან ქალები, კაცები, კუდიანები. შენ არ გსმენია?
მარილის დაპნევაძე, თვარა მე არ მჯეროდა. მობზანდი! არ მაწუხებს რომ გაძღება
გამოვდენი. ეზოში კორდი გაზრდილია და ბალახობენ. ჯაზები არიანო ამბობენ.

ჩემი მეღლე ძალიან ტრადიციული კაცი იყო და ვეთაყვანები ტრადიციებს


ზრდილობას წესიერებას პატიოსნება და სტუმართმოყვარეობას ყოველთვის. ჩემს
შვილეფშიც ასე მაქვს გადატინილი. ჩემს შვილეფსაც ძალიან ტრადიცული ბიჭები
არიან და ალბათ მის შვილებსაც გაუზიარებს ტრადიციებს და წესებს. გააჩნია
ტრადიციას მოსაწონი იქნება თუ არა. უფროსის მიმართ პატივისცემა ყოველთვის
საჭიროა დედი.

გააჩნია თუ ყველას შვიდობა მოგვცა ღმერთმა. კარგათ ვხდებით. გააჩნია


როგორ მდგომარეობაში ხარ. რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით. მე მიხარია ჩემი
ყველა შვილები თავს რომ მეიყრის. ერთი ბიჭი აქაა, ერთი პოლონეთშია, ერთი
თურქეთშია, გოგო ერაყშია. სამდიცინო დაამთავარა და იქ მუშაობს ხო და მენატრება
სუ ყველა. და არის იგი რომ ახალ წელს თავს ვყრით ჩემს შვილეფთან ერთად და
ამიტომ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებილია.

18
კი დედი, მე პირადად, მონათლული ვარ. ხოდა ჩემი შვილებიც სუ ყველა
მონათლულები არიან. ლძალიც შვილიშვილებიც და სუ ყველა. ბწყივალეთ
ვხდებით. მულიმანებიც არიან ამ სოფელში, რომელიც თაყვანსცემენ, ღმერთი
ერთია. მაგრამ არიან. უფრო მეტი ქრისიტიანებია, ადრე უფრო მუსლიმანები იყო და
მერე და მერე გაქრისტიანდა აქ კიაარა ხულოში, შუახევში და იმაში გაქრისტიანდენ
რომ შემოვიდა უფრო კულტურა. 300 წელი ბატონობდა თურქეთი კიდო კარგათ
ვართ ჩვენ. მარა შემორჩა ადამიანები რომელიც მუსლიმანებია და მუსლიმანურათ
არიან. ბაირამობას ვაკეთებდით, ვიდრე აღდგომას, ახლა არხდე. ახლა უფრო
ქრისტიანულია. მობზანდი ნანა! შენც ჩამოგართვეს ინტერვიუ? მე ამასწინათ
ვარდოსან ვიყავი და იქ. ძახალია აგი ჩემი. მეზობელი ლძალი.

ზღაპრები მიყვარდა მარა აღარ მახსოვს. ასაკი მის შვება დედი. შაირებს მე
პირადად ვცეკვობდი და შაირები ჩამოიტანა ხიხაძირიდან, ხულოდან. ხულოს ერთ-
ერთი სოფელია. დადგა ცეკვა შუამთური და იქანა ვშაირობდით.

შაირები

ძიგლიგაში გოგრებიო, მატყლსა ვართავთ გოგვებიო.

ოი, ნანინა ნანაო, ხელ ტარმა ხელი დამღალმა, ხელტარ გასატეხელმა მამაჩემა
არ გამათხვა კისერ მოსატეხელმაო.

სამკურნალო ბალახეულთან დაკავშირებით, ახლა ამასწინათ მოვისმინე მარა


იგი რაქვია, მრავალძარღვა რომა ხუმ იცი? იგი არის ყველაზე საუკეთესო
სამკურნალო. როდესაც ჭრილობაზე, ძირმაგარაზე იდებ გადასარევია. ზემოდან რომ
იმას იზამ დააფარებ და. ყველაზე სამკურნალოა და იმდენი რაღაცა შედის შით, არ
მახსოვს ახლა, ზეპირად.

ჩვენ ბაღჩას უზახით, ბოსტანს. ხოდა იქა მოგვყავს კეჟერა ქინძი მაკიდო,
მაკიდოს ახლა ოხრახუშს ეძახიან. ვთქვათ რეხამი, შეშტრამი, ქონდარი პრასა, სოხი
და რავიცი ყველაფერი ლობიო პამიდორი კიტრი.

ახალგაზრდა რუმ ვიყავი ორი მეწველი ძროხა გვყავდა და უვლიდი.


არარააძველებური შეძლება.

19
მანდარინი აქ არ ხარობს დაბალი ადგილია. თხილი გვაქვს. ქათმებიც მყავდა
ყოველთვის ბევრი მაგრამ ახლა იცი რახდება ვისაც ყავს ქატამი სუ ტურა უჭამს.
ამიტომ იძულებული ვართ ამდენ სიმინდს შეჭამს ქათამი და ტურა შეჭამს შენ
რადაგრჩება. მე არ ნყავს არც ძროხა და არც ქათამი.

გადასარევი მეზობელები მყავს. ძალიან მიყვარს ყველა და მეც ძალიან მიყვარს


ყველა. ხო, მეზობელი უნა გიყვარდეს. შენ ნათესავზე წინ შენი მეზობელი უნდა
გყავდეს რომ გაგიჭირდეს იგი მოგისწრებს და მოგეხმარება. ასე ვფიქრობ მე.
ქალქივით ვართ ჩვენ დაწყებული თავიდან დამტავრებულო ბოლოდან ყველა კაი
მეზობელი მყავს. არანაირი წყენა, არანაირი მდურობა, გარდა დიდი სიყვარულისა.

ჭაჭას ანიჭებენ უპირატესობას. ვისაც ფუტკარი ყავს. ფუტკრის არაყს,


ფუტკრის ფაჭები რომ დარჩება. ფუტკარს ხომ ფაჭები აქვს იმ ფაჭებიდან ამზადებენ
არაყს. ბწყივალე არაყს. არაყს ამზადებენ ტყემალისგან, ამზადებენ ხუმბრა რომ
დამწიფდება ჩამოვარდება იმისგან, ყველაზე უპირატესობა ჭაჭის არაყია.

იახნს უნდა: ცოტა გულიანი ხორცი, ძვლიანიც და ლბილიც რომ გარეცხავ


კარგათ იმას ხოდა მერე იმას დაასხამ წყალს რომ წამოქფდება ქაფს მოიდებს ზემოდან
იგი უნდა მოხადო და სუფტა წვენი დარჩეს მერე დედი ნიგოზი ზაფრანა. იცი დედი
ზაფრანა? ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, ნიორი, ნიგოზი და ყვითელი ყვავილი
ერთმანეთში უნდა აურიო და ცოტა რომ დააკლდება ხორცს მოხარშვა, ერთმანეთში
შერეული ნიგოზი და ყვითელი ყვავილი დადო უნდა ზემოდან ხორცს. ცოტახანს
უნდა იხარშოს იმან ჭურჭელში. უნდა მოწვა ცხიმი მარგარინი და იმაში ხახვი უნდა
ჩაყარო ბლომათ. რომ მეიხარშება, ზოგი ხორცი ადვილათ იხარშება ზოგი ძნელად.
ხუმ მეიხარშება ხომ გაქ აგერ განზადებული სუნელები ქინძი ნიორი მარილი
პიმპილი და დადო უნდა ზემოდან და ბოლოს უნდა დაასხა მომწვარი მარგარინი
რომ ცხიმი ჰქონდეს ზემოდან და იქნა იახნი მეტი კი აფერი უნდა.

(ციური ქარცივაძე, 76 წლის.)

20
***

წარმოშობით მე ფიჭვნარიდან ვარ. საშვალო განათლება მაქ.

ვერ გევიგონე. ქობულეთიდან ვარ. სოფელში ვცხოვრობდი, როგორც ყველა


ბავშვი. გავიზარდეთ სიყვარულით, გვქონდა ერთობა და რავიცი და. ერთობა ძან
მნიშვნელოვანია.

ღმერთმა დეიცვას მაგი. დედ-მამის გაჩენილს არ ყავს შობელი.

ალექსანდრე ადრე ადგა პაწაი.

სიცხის წამალი არაა არსათ.

ჩანჩურა ქალია. მაგი იმფერია კედელს გაანგრევს რუმ წუუხტეს საქმე.

ოპერაცია უკეთთება მაგი რამითხარი ახა.

მაი არიკაცმა არ იცის.

(მილენა მეგრელიძე, 40 წლის.)

***

ჩემი წარმოშობა ისე ხინოდან წამოსული ცეცხლაძეები იყო. ძიმე ბავშვობა იყო.
რეპრესილებული, ნაფრონტალის ოჯახში გევიზარდე. სხვა ბავშვები თამაშობდენ
ჩვენ ვშრომობდით. მიყვარდა სწავლა. კითხვა მიყვარდა. წიგნს ხელიდან ვერ
დავდობდი. ვეძებდი ფურცელს, რომე რამე ყოფილიყო ზეთ დაწერილი. გაზეთის
ნაგლეჯიც რომ ყოფილიყო. ჩემს დედულეთში გასვლა მიყვარდა რომ იქ იყო
წიგნები.

გარიგებით გავთხოვდი. მოლაპარაკდენ მშობლები და. ყველაფერი


მეუცხოებოდა.

სიღარიბე, სიმშლით არ გვიშიმშილია მარა სიღარიბე გამოვირეთ. ბავშვებით


ყანის ასაღებათ ვიყავით. პატარა ყანა გვაქვს. ყანას რომ ვიღებდით ატყდა ავტომატის

21
კაკანი, რახთებოდა არვიცოდით. დევიხარეთ და ყანაში დახრილები გამოვიქეცით ასე
ვმუშაობდით.

ავტომატებით ნადირობდენ კალმახზე. მე კი მეგონა რომ მოხდა სროლები.

რაფერი კაი ბავშვი იზრდება ჩვენ აჭში. მამაჩემიც აჭიდანაა. ეს გოგო დიდი
ხანია გათხოვილი მეგონა. მაშინაც კაი გოგო იყო. გახსოვს აქა ლაბორატორიაში
რომელიღაცამ თვალი დაატანა. მაგას ვინ გაჩერებდა ამდეხანს გათხოვილი მეგონა.
ამ ოჯახს რაკაი ბიჭები ყავს იცი? დავტოვოთ რუსიკო არ გაუშვათ. მაი ჩვენზე არა
დამოკიდებული.

იახნით გამოირჩევა ქაქუთი. ბორანოთი, ორნაირია. კარაქი დამწვარი და


ყველით. კარაქს რომ ყველში ჩავდობთ იმას ჩვენ რას ვეზახით? ყველჩაყრილას?
ჩათვლილი? ასუთას აღარ აკეთებენ. ასუთას კარაქი უნდა. კარაქი საღაა. ფიფიას
უზახოდით მოხალულ ქფილში რომ ფაფას გააკეთებენ ცხიმით და ყორაოს წვენით.
მაგი აღარ კეთდება. დედი, მაგი აღარ კეთთება. ძველათ იყო. მჟავე ფხალს აღარ
აკეთებენ.

ძალიან შრომელი დედამთილი მყავდა.

ფეხის დაბიჟება მარილზე ცოდვააო.

ცეცხლი გაჩდა ჭანიეთში. დედა, ვიღაცის სახლი იწვის. არიქა მივაცვივდით


ფანჯარას. ცეცხლი უნთია. თურმე ჭიაკოკონობა ყოფილა. ვაიმე რა უბედური არიან
და ვაიმე დამეხმარონ და. იტყვიან ხვალე ვისი სახლი იყო და დევეხმაროთ
რაღაცითო. მეორე დღეს რომ ვთქვი გასკდა სიცილი ჩემი კოლეგებისგან.

ინტერნეტში ვნახულობ რაღაცეებს მარა ისე დამახინჯებულია.

თამაზიე კვირკველიე წევიდა სახში?

წევიდა სახში კაცო.

ვისთან მივასწავლო. შუქიფე გააპოტიკებს ხელეფს. ხალხი არ არიან. ბევრი


ბახმაროზეა. მამულაიშვილეფში ვინმემ იცის ისე როგორც კუკურიმ იცის.
ისტორიული რაღაცეები უნა. კუკურიმ ისტორია დაწერა ქაქუთის. წიგნი აქვს

22
სხვათაშორის და შეიძლება გამოგადგეს. ტოპონიკაზე მისლამდე. ხუმ იცი რაცაა?
პატარა ადგილები რომა ტაკისოული, პატარაის ღელე. მანანა აქვე ცხოვროფს ამ
ქუჩას რომ გაყვები მინდორი რომაა იქ ჯეშტიანი სახლია.

(მაყვალა ცეცხლაძე, 76 წლის)

***

ქაქუთური იუმორი

აბაშიძის მმართველობის პერიოდში ქაქუთის პოსტზე გაძლიერებული დაცვა


იყო. მებაჟეები ყველა მანქანას აჩერებდნენ და იწერდნენ შემომსვლელთა ვინაობას,
სად და რატომ მიდიოდნენ და ა.შ.

თინიკო დევრიშაძესთან, რომელიც თბილისში სწავლობდა სამედიცინოზე,


საახალწლოდ მეგობრები მოდიოდნენ დედაქალაქიდან სტუმრად. გააჩერეს
სტუდენტები ქაქუთის საბაჟოზე და ეკითხებიან, სად მიდიხართ, მასპინძლის სახელ-
გვარი გვითხარითო. სტუდენტებმა, რომლებმაც თინიკოს მამის სახელი არ
იცოდნენ,აუხსნეს:

-მასპინძლის სახელი არ ვიცით, მაგრამ შვილებს ჰქვიათ


თინათინი,ავთანდილი,ტარიელი და ფრიდონი.

- რა ამბავია, შოთა რუსთაველთან მიდიხართ?

- გაოცდნენ მებაჟეები.

***

ქაქუთური იუმორი

23
გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული სერდელ ბეჟანიძე. სამძიმარში დგანან
მისი შვილი თევრათი და შვილიშვილი სოზარი, თევრათი ტირის, რატომ მომიკვდი
ბაბავ, აწი რაღა ვქნა უშენოდო. სოზარმა „დაამშვიდა“ დამწუხრებული მამა:

- არაფერია, მამაჩემო, დაწყნარდი. აი ცხოვრება ამფერია, ხან შენ მოგიკვდება


მამა და ხან მე. მაგით ქვეყანა არ დაიქცევა.

***

ქაქუთური იუმორი

ჩვენს სოფელში მიცვალებულს აკლდამას უშენებენ და შიგ შეასვენებენ.

გარდაიცვალა მოხუცი ქალბატონი,ნაფიე აბდუშელიძე(უფალმა სამოთხე


დაუმკვიდროს).რა თქმა უნდა,აკლდამა აუგეს,მაგრამ შენებისას შემოაღამდათ,თან
წამოწვიმდა, ამიტომ აკლდამას „შეაფარეს” თავი: ბარემ აქ ვისადილოთო.სანთელი
აანთეს და შეყვნენ სმას.

ამასობაში გზაზე ჩამოიარა მეზობელი, ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებელი,


კუკური მამულაიშვილი, გაიხედა სასაფლაოსკენ (რადგან მესაფლავეები აკლდამაში
ისხდნენ, არავინ შეუმჩნევია) და სინანულით ხმამაღლა თქვა:

- საცოდავო ნაფიევ,ხვალ სად მიდიხარ!

აკლდამაში მყოფებმა გულწრფელად მიიპატიჟეს:

- ჩამოდი, კუკური!

-ვაიმე!- იყვირა გულგახეთქილმა კუკური მასწავლებელმა და სირბილით


დაეშვა სახლისკენ.

***

24
ქაქუთური იუმორი

კომუნისტების ეპოქაში ხალხი პენსიას ფოსტაში იღებდა.

ერთხელ პენსიის გაცემისას ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, ხმაურობდნენ,


ხელს უშლიდნენ ფოსტალიონს. ამასობაში კომისიაც მოვიდა და ყველანი გარეთ
გაუშვეს თითო-თითოდ შემოდით ფულის ასაღებადო.

სერდელ ბეჟანიძეს შეეზარა სიცივეში გარეთ გასვლა და რიგში ჩადგომა, აიღო


გაზეთი და იქვე ჩამოჯდა, ვითომ კითხვაში ვარ გართული და გარეთ ვერ გავალო.
კითხვა არ იცოდა, გაზეთი უკუღმა ეჭირა. ვიღაცამ შენიშვნა მისცა-გარეთ
გაბრძანდითო.

-გაზეთს ვკითხულობ - იმართლა თავი სერდელმა.

- კი მაგრამ გაზეთი უკუღმა გიჭირავთ - მისცეს შენიშვნა.

- ვაჟკაცობა იგია, უკუღმა რომ წაიკითხავ დაწერილს, თორემ წაღმა ყველა


წაიკითხავს -ამაყად უთხრა სერდელმა და განაგრძო „კითხვა“.

-წითელი პარასკევია დღეს და ჯოხი არ შემეიტანო ეზოში- მმოძღვრავდა


ბებია. მე მაშინ ათი წლის ვიყავი და არაფერი გამეგებოდა წითელი პარასკევისა.

-რატომ არ შემოვიტანო ჯოხი?-ვეკითხებოდი გაოცებული.

-იმიზა,რომ გველი მოვა ეზოში და გიკბენს-მაშინებდა ბებია

-და რა არის წითელი პარასკევი? -არ ვასვენებდი ბებიას ჩემი


ცნობისმოყვარეობით.

-მაგი ქართველების დღეია და დუცეთია,გესმის?

-აბა ჩვენ ვინ ვართ? ქართველები არ ვართ?

-არა-მკაცრად მეტყოდა ბებია.

-აბა ვინ ვართ, აჭარლები?

-დიდუუ!-იკივლებდა ანანიძის ქალი-ვინაა აჭარელი?

25
-აბა ვინ ვართ?-მთლად გამოშტერებული მივაჩერდებოდი.

-ქობლეთლები-"გამანათლებდა'' ბებიაჩემი.

-ბებია, მერე წითელი პარასკევი რატომ ჰქვია?-ვუბრუნდებოდი თემას.

-აღდგომამდე პარასკევია და იმიზა-ბებიას ცოდნა ამის იქით აღარ „ქაჩავდა“,


თავად მუსულმანი იყო.

-და აღდგომა რაა?

-კვერცხებს რომ ღებავენ ქართველები,იგია აღდგომა-მთლად კარგად ვერ


ამიხსნიდა და თავადაც დაეჭვებული შემომხედავდა.

-შენ შეღებავ?

-აბა რას ვიზამ, ბაღნები რომ მყავს მკვდარი, იგენის სასაფლაოზე უნდა
მივტანო. ქართველების ბაღნებს რომ ექნებათ წითელი კვერცხები, აგენს ეხავისება
თურმე, იგინი თამაშობენ და არ აძლევენ-დარდით იტყოდა ბებია.

-და სად თამაშობენ, მიწაში?-ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

-ჯენნეთში თამაშობენ, იმ დუნიას.ახლა იგინი ანგელოზებია და ღმერთთან


არიან...

-ბებია, ღმერთი არ არსებობს-ახლა მე „ვაძლევდი“ განათლებას ბებიას.

-ღმერთო მომკალი, რას ბჟუტურებს აი ყაზილარი-შეიცხადებდა ბებია-ვინ


გითხრა შენ მაგი?

-კუკური მასწავლებელმა გვითხრა, ღმერთი არააო მოვიშველიებდი


ავტორიტეტს, ჩემს ისტორიის მასწავლებელსა და მისი ათეისტური აღზრდის
გაკვეთილს.

-ღმერთო მოკალი მაი კუკური!_მთელი გულით მიაწყევლიდა გაკაპასებული


ბებიაჩემი ჩემს მასწავლებელს-მაგას ასწავლის მაგხელა კაძახი სკოლაში ერიცახე
ბაღნებს?

26
ისე, ბებია ყველა მსგავსი პოლემიკის დროს წყევლიდა ჩემს მასწავლებელს
უღმერთობის გამო, მაგრამ რა ექნა იმასაც, გაგანია კომუნისტების ეპოქაში
სადამრიგებლო გეგმაში ცალკე თავი იყო „მოსწავლეების ათეისტური აღზრდა“ და
ისიც ასე გვმოძღვრავდა. ხანდახან ჩხუბობდა კიდეც გაკვეთილზე: კაცის
გაკეთებულია ამ ქვეყანაზე ყველაფერი, რაა ამ ოთახში ღმერთის გაკეთებული, აი
მერხი? აი დაფა? აგი? -მოკიდებდა ხელს წიგნს, აგი?-მოკიდებდა ხელს რომელიმე
მოსწავლეს... ტვინი არეული გვქონდა, სახლში ღმერთის შიშს გვინერგავდნენ,
სკოლაში საწინააღმდეგოს გვასწავლიდნენ.ესეც შენი საბჭოთა სკოლა!

ბებია აღდგომაზე ხახვის ფურცლებით შეღებავდა კვერცხებს და სასაფლაოზე


წავიდოდა.ისე,კეცზე მჭადს რომ დააკრავდა, ჯვარსაც დაასვამდა-ეშმაკი არ
ჩავარდება შიგნითო. შეშინებულისა და ავი თვალის შელოცვას ასე იწყებდა:
„სახელითა ხვთისა, მამისა და ძისა...“ „დადექობა-ღამეს“ სახლის ყველა კარსა და
ფანჯარას სანთლით გაკეთებულ პაწია ჯვრებს მიაკრავდა-ბოროტი ძალა ვერ
დაგვძლევსო. თვეებს მარიობისთვისა და ქრისტეშობისთვის სახელებით
მოიხსენიებდა. ..რას ხვდებოდა, თორემ ახლა რომ ვუკვირდები, გაუცნობიერებლად
მაინც ქრისტიანობას ემსახურებოდა. დიდ შაბათს მიწას არ შეეხებოდა დასაბარავად,
ცოდვაა ამ დღეს მუშაობა და ქარი წააქცევს მოსავალსო.

და კიდევ, მიუხედავად ბებიაჩემის წყევლისა, ჩემმა კუკური მასწავლებელმა 85


წლამდე იცოცხლა და კომუნისტების „წაშავების“ შემდეგ ქრისტიანულად მოინათლა
კიდეც, წესიც ასე აუგეს...

დღეს მიცვალებულთა ხსოვნის დღეა და უფალმა გაანათლოს ორივეს სული...

(მანანა ჩხაიძე)

***

კაკა ბერაძე მეზობელ სოფელში, აჭში იყო სატირალში. ორი ძმა იყო
გარდაცვლილი. ჩამეიარა კაკამ მწკრივი, მიუსამძიმრა ჭირისუფალს და ეზოში
გამოსულმა კმაყოფილმა მიმართა ხალხს.

27
ა, ბიძავ, ამფერი უნდა ტირილი. ორი კტარი იდვა ერთად ზალაში!

(ფატი ბერაძე, 80 წლის)

დილაუთენია გავარდა ცივი კივილი. მოსკტა დაზაფრული სოფელი და


გავარდა კაკაის სახლისკენ, საიდანაც ხმა მოდიოდა. შეცვინდენ ეზოში
გულგახეთქილები ყვირილით: რა ამბავია, მშვიდობა თუა?! გამოეგებათ კაკა და
„დაამშვიდა“ ხალხი:

- აფერია, ჯი, ნენეი მოკტა.

(ფატი ბერაძე, 80 წლის)

***

მეორე მსოფლიო ომი სულს აშპობდა მშიერ-ტიტველ ხალხს და ამ გაგანია


გაჭირვებიხანს მევლუდ მამულაიშვილს დიეკარგა ოჯახის მარჩენალი, მეწველი თხა,
ვინცხამ მიასწავლა ოზურგეთში კაი მარჩიელია, დაკარგულზე მკითხაობს და
გეტყვის, სადაა შენი თხაო. მიადგა მარჩიელს მევლუდი- დაკარგულზე მიმკითხავეო.
მკითხავმა იფიქრა, ომში ყავს ალბათ ვინმე დაკარგულიო და უთხრა კარტი მეუბნება
შენი დაკარგული ქერჩში იბრძვის მოჭინავე ხაზზეო.

მევლუდმა ხელი ჩაიქნია:

- გუშინწინ ბოსტნის ბოლოში ბალახობდა და დღეს თუ ქერჩში გააღწია მაი


აღარცაა უკან მომბრუნებელი.

(თამაზ ლაზიშვილი, 66 წლის)

***

ქაქუთელი ასლან მართალიშვილის სიმავრს, კვირიკელ მოლა მამუდ


ჯინჭარაძეს მოუგონეს ჭორი ვითომც ერთი ლამაზი ქვრივი ქალის ძროხის ეჟვანი
28
შეხსნა და საღამოს რომ ქალმა ძროხის ძებნა დეიწყო, ეჟვნნის რაკუნით ტყის
სიღრმეში შეიტყუაო.

ერთხელ ასლანი (მოლა მამუდის სიძე) ჭყიმარტეში იყო სანადიროთ.


ვერაფერი მოკლა, მარა მისდა ჭირად ტყეში ეჟვანი მეიძია და სახლში ჩამეიტანა.
ცოლმა ჰკითხა:

-ასლან, რა ჩამეიტანე ნადირობიდან?

ასლანი ისეც გაცოფებული იყო და ენამწარედ მიაძახა:

-ეჟვანი ჩამუუტანე მამაშენს საჩუქრად.

ამას ყური შეასწრო მათმა შვილმა ბადრიმ, რომელიც 5 წლის იყო და


დეიმახსოვრა. მალე სიძეს სიმავრი ესტუმრა, ბუხრის პირას, ტაბლას შემოუსხდენ და
ტკბილი მუსაიფი გააბეს. სხვათაშორის სიმავრმა ჰკითხა:

-სიძე ბატონო, რა მეინადირე ჭყიმარტეში. -ბადრიმ დაასწრო მამას:

-ბაბუ, მამიკომ ტყიდან საჩუქრად ეჟვანი ჩამოგიტანა!

ასლანი გაშრა, მუუბოდიშა, იგონებსო და საცემრად წატანა ბაღანას. სიმავრმა


დინჯად შეაჩერა:

-ნუ სცემ მაგიზა ბაღანას, უფროსმა თუ არ თქვა, უმცროსი ვერ გეიგონებდა.

(ელგუჯა ქარცივაძე, 57 წლის)

***

ქაქუთელ ამირან (ფუტი) მახარაძეს ქორწილი ჰქონდა. მაშინდელი ტრადიციის


მიხედვით სტუმრების ნაწილი წინა დღეებში მოგროვდა, მათ შორის იყო ბათუმიდან
(წარმოშობით აჭიელი) მურად მახარაძე, ცნობილი იურისტი, ადვოკატი და ხალხური
მთქმელი, რომელსაც ქორწილის დილით ტუფლები დაუმალენ და თან ისე, რომ
ვეღარც, ნახეს (ეტყობა მოიპარეს) შეწუხდნენ მასპინძლები, სხვისი ტუფლი ჩააცვეს,
თან პირველ თამადად იყო მოწვეული გვარის სჩინო კაცი ქორწილის მერე ჩასვენ

29
ფეხშიშველი მურადი მანქანაში და ყველა მაღაზია მეიარენ, მარა აგი სპეციალურად
ყველა ტუფლს, იწუნებდა, ბოლოს ბათუმის უნივერსამში მოიწონა, რავარც იქნა,
ფეხსაცმელი, რაც მიულოცა ფუტის, იმაზე მეტი დაუჯინა და ლექსიც გამოუგზავნა
ქაქუთლებს:

მომენატრა, ქაქუთლებო, თქვენი ღვინო დასალევი,

ვიგვიანებ, იმიტომ, რომ ვერ ვიშოვე ფეხსაცმელი.

რამდენი წყვილი ვიყიდო, თითოს გერგოთ თითო წყვილი,

შევარცხვინე, თქვე ქურდებო, თქვენი ლხენაც და ქორწილიც.

სტუმრის ტუფლებს მოიპარავთ, მომპარავები იცინით.

მთელ სოფელს რომ თავლაფს ასხამთ, არ გერიდებათ სირცხვილის?

ამ ლექსს გიწერთ აჭიელი, მოჭირნახულე მართალი,

ქურდებს ძველი შევაჩეჩე, ფეხზე ჩავიცვი ახალი,

კაცი მუდამ გაიმარჯვებს, საქმით თუ არის მართალი,

ქურდ ქაქუთელს ძველი ტუფლი, მურად მახარაძეს ახალი!

(ნანა მახარაძე, 61 წლის)

***

თალათოლის გუნდა

იყო ერთი ღარიბი მარა ნამეტანი კეთილი კაცი, ჰყავდა ლამაზი ცოლი მარა
რათ გინდა სულ ატყუებდა საწყალს. ავათ ვარო არ მუშაობდა მარტუა იპრანჭებოდა
და ქმარი რომ ყანაში წევდოდა, შეყვარებულები მოჰყავდა შინ. ბოლოს მეინდომა
ქმრის თლათ მოშორება და ლოგინში ჩაწვა, ვკვტებიო ეიჩემა. კაცს შიეცოდვა და რა
მოგარჩენსო, ჰკითხა. მეტი აფერი მიშველის, ეგერ შორს მთის წვერზე რუმ
30
შარშანდელი თოვლი ჩანა, იმის გუნდა თუ ვჭამე, მოვრჩებიო. საწყალმა კაცმა
მეიკიდა გუდა, დეიკავა ჯოხი და ევდა მთის წვერზე თალათოლის გუნდიზა. ცოლს
გუუხარდა, იქნებ დათვებმა დაგლიჯონო, წამოხტა, გეიპრანჭა, დუუძახა
საყვარლებს, ქმარს მშიერს რუმ კლავდა, საჭმელი აფერი არ გვაქო, აგინს ყოლიფერი
დუუწყო და თან აქეიფებდა, თან მღეროდა.

საწყალი კაცი ტყეში მიდიოდა, სულ ეკლები ესობოდა, გუდიდან ხმელ პურს
ამეიღებდა და ლოღნიდა. წინ შეხტა გრძელწვერა კაცი და ჰკითხა ამბავი. სა
მიხვალო? ამან მუუყვა ყოლიფერი. კაცმა უთხრა შენ მაგ გუდაში ჩაჯექი, მე ზურგში
მოგიკიდებ და შენ ასე მიგიყვან, ნახავ, რაფერი ავადაა შენი ცოლი. კაცი ჩაჯდა და
წამეიყვანა უკან.

სახლს რომ მიუახლოვდენ, უცხო კაცმა დეიძახა ღამე გამათევიეთო. მაგერ


მიეგდე კუთხეშიო. უთხრა ქალმა და სიმღერა გაგრძელა.

მთაზე ქმარი გავგზავნე,

თალათოლის გუნდისათვის,

ღმერთო ცოცხალს ნუ ჩამომგრი

ამ საყვარლებისათვის.

კაცმა ქმარს ჩასძახა:

ტუმ ტუმარაო,

გესმის თუ არაო?

ქმარმა სთხოვა ამოშვება. კაცმა გაუხსნა თავი. ქმარი დიდი ჯოხით დიერია
მოღალატე ცოლს და მის სიყვარულებს და გარეკა.

ასე გადაარჩინა კეთილი კაცი დაღუპვას უცნობმა.

განმარტება: თარათოვლი - ალბათ თეთრა თოვლს ნიშნავს.

(ხურიე ჩხაიძე, 86 წლის)

31
***

ხის ფურცელი იტყვისო

იყო ერთი კაცი ძალიან ლამაზი ცოლი ყავდა ბევრს შურდა მისი და თურმე მის
მეგობარს ყველაზე უფრო.

ერთხელ კაცი მეგობართან ერთად ტყეში ხეს სჭრიდა. მეგობარმა ცული


დაჰკრა, მიეკლა უნდა ნუ მკლავო - უთხრა. კაცმა ჩემი ცოლი მაინც გეიგებს და არ
მოგიცთისო.

-ვინ ეტყვის, მე რომ მოგკალი, აქ კაცისშვილი არაა და ვინ გამცემსო.

კაცმა მუხას ახედა და უთხრა: ხის ფურცელი იტყვისო მეგობარმა, რომელიც


მტრად ექცა ლამაზი ცოლიზა, მოკლა. გევდა დრო. ცოლი კი გლოვობდა, მარა
ბოლოს იმ კაცს გაყვა ცოლად.

ერთხელ კაცს ცოლმა ყანაში სადილი მუუტანა და მუხის ქვეშ გუუშალა. ხეს
ფურცელი მოწყტა და სახეზე დიეცა. კაცმა თვალი გაახილა, ეიღო ფურცელი.
გაახსენდა სიკტილიხანს მეგობრის ნათქვამი და გიეცინა. ცოლი მიაჩემდა, რა
გაცინებსო. ერხანს არ უთხრა, მარა მერე ნამტარი შიეხვეწა. დააფიცა და ამანაც
მუუყვა ყოლიფერი, რაფერ მოკლა მისი ქმარი, მისი გულიზა და რა უთხრა იმან
ბოლოს. ცოლს აფერი არ უთქვამს, კაცს ჩიეძინა პაწაი ხანის მერე ტკივილით
გიეღვიძა. თავზე ცულით ხელში ედგა ქალი, მეორეც მუუქნია და მოკლა. ამფერათ
გასცა საიდუმლო ხის ფურცელმა.

ლეგენდები

32
***

ტყემაკარავი

გურიაში ცხოვრობდა თურმე ერთი ჰლეხი, გვარად მჟავანაძე. ნამეტარი


ღონიანი და ამაყიც ყოფილა. ცოლად ლამაზი ქალი უთხოვია. ქორწილის ღამეს
ბატონს მუუნდომნია მასთან წაყვანა იმ ქალის. ამაზე გაკუჭდა მჟავანაძე, ბატონი
ყამით მუუკლია და ქალიანა გამოქცევლა. აჭარაში ასულიაჩვენი სოფლის ზეით,
ტყეში, უნფრო ჭახათისკენ, იქანაი ტყეში კარავი დუუდგმია და ქი დასახლებულა
ამიზა ქვია იმ ადგილს ტყემაკარავი. მას თხი ბიჭი მისცემია. იგენიზა სახლებათ
დუუთქუმია გამარჯობაი, დევრიშაი, ოქროპირაი, მართალაი. გამრავლებულან და
იგინის შთამომავალს დიდი ბაბუების სახელები გვარებად გუდუუქცევია. მას მემრე
არიანჩვენ სოფელში გამარჯობაშვილები, დევრიშანები, ოქროპირიძნები,
მართალიშვილები. აგინს შორის გათხოვნა მოყვანა არ შეიძლება, ნათესაობენ, რავარც
ერთი წინაპრის ნამრავლი.

(ემინე მართალიშვილი, 93 წლის)

***

ჩაშლილი ნიშნობა

მურავმა ქორწილის პირობა გეიტანა გოგოს ოჯახიდან. ქორწილამდე სარძლოს


ოჯახს ესტუმრა სამამამთილო. ბუხარში ცეცხლი გუზგუზებდა. შორიახლოს
მომავალი ზახლები ქეიფობდენ. სამამამთილომ სარძლოს უთხრა, ჩიბუხს ცეცხლი
მომიკიდეო, იმან ასანთს გაჰკრა კაცმა დეიწუნა. ბუხარში ცეხლი ენთო და ასანთი
რაღაიზა დახარჯა. უყაირათო ქალი იქნებაო.

გაკეთებული საქმე ამ მიზეზით დაშლილა.

***
33
უფრო დეიხსომებსო

ერთი დედოფალი მაყარმა სახლიდან გამეიყვანა. ცხენზე რომ შეაჯინეს,


დედამისმა მეითხოვა, გააჩერეთ, სათქმელი მაქ გოგოსთან რაცხაო. საშინლად წვიმდა
დედოფალი ოჭვათოში იდგა და სოლდებოდა. დედამ უთხრა: ,,დეიხსომე, ქმრის
ოჯახიდან რამე გლახა ამბავი მშობლებთან არ მეიტანო. ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ
მოშორდებით, მოყვრებს კი ერთმანეთზე გული გაგვიცივდებაო.“

მაყარი გაბრაზდა, ამდენი წელიწადი სახლში გყავდა და დროზე


დეგერიგებიაო.

-არაო-უთხრა დედამ-ოჭვათოში რომ დასოლდა, ამით უფრო დეიმახსოვრებს


და არ შეცთებაო.

34

You might also like