Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 28

48.

მონღოლთა დაპყრობები

 ცენტრალური აზიის სტეპების მესაქონლე მონღოლური ტომები


თავდაპირველად გვარებად მომთაბარეობდნენ
 ნოინი - მონღოლთა დიდგვაროვანი. ნოინები ჯოგებს და ვრცელ
საძოვრებს ფლობდნენ
 XIII საუკუნის დამდეგს მონღოლეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ
ტომებს შორის მიმდინარე ბრძოლის შედეგად მონღოლთა
გაერთიანებული სახელმწიფო წარმოიქმნა
 1206 წელს მდინარე ონონის ნაპირზე მოიწვიეს მონღოლური
არისტოკრატიის წარმომადგენელთა ყრილობა - ყურულთაი
 ყაენი - მთავარი ნიონი
 თითოეული ნიონი ვალდებული იყო, ყაენისთვის გარკვეული
რაოდენობის მეომრები გაეგზავნა
 მონღოლების ლაშქრის მთავარი ძალა იყო მშვილდისრით
შეიარაღებული ცხენოსანი ჯარი
 იასაკის წესის თანახმად, ერთი მეომრის ღალატისთვის მთელ
ათეულს სიკვდილით სჯიდნენ
 მონღოლთა ლაშქარი აღჭურვილი იყო იმ დროისთვის მოწინავე
ჩინური სამხედრო ტექნიკით
 ომის დროს მონღოლები იყენებდნენ ე.წ. „ჰაშარის“ სისტემას -
დაპყრობილ მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ
ციხეების ალყისას. ყველაფერმა ამან მნიშელოვანწილად
განაპირობა მონღოლთა წარმატება დასავლეთის ლაშქრობაში
 ქეშიკთა რაზმი - პირადად ყაენის დაცვა და ქვეყნის შიგნით
წესრიგის დამყარება ევალობოდა
 დისციპლინამ და სამხედრო მომზადებამ მონღოლებს
საშუალება მისცა, უმოკლეს დროში მსოფლიო ისტორიაში
არნახული მასშტაბის დაპყრობები განეხორციელებინათ
 1211 წელს მონღოლები ჩნეთში შეიჭრნენ
 1215 წელს მონღოლებმა პეკინი აიღეს
 1219 წელს ყურულთაიზე გადაწყდა ხორეზმზე ლაშქრობა.
რამდენიმე წელიწადში ჩინგიზ-ყაენმა ხორეზმი, ავღანეთი და
ჩრდილოეთ ირანი დაიპყრო
 1227 წელს ჩინგიზ-ყაენი გარდაიცვალა და დაპყრობილი მიწები
მის სამ შვილს შორის გაანაწილა
 1229 წელს დიდმა ყაენმა უგედეიმ ყურულთაი მოიწვია, სადაც
დასავლეთში ლაშქრობა დადგინდა
 1231 წელს, ჯალალედინის გარდაცვალების შემდეგ,
მონღოლები ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში შეიჭრნენ
 1236 წელს მონღოლთა ლაშქარი ბათო ყაენის სარდლობით
ვლოგის ბულგარეთს და რუსეთს შეესია
 1240-1242 წლებში მონღოლებმა პოლონეთი, უნგრეთი,
ავსტრია, ბოსნია, სერბეთი და ბულგარეთი მოარბიეს
 1256 წელს ჩნგიზ-ყაენის შვილიშვილმა ჰულგაუმ ირანის
ტერიტორიაზე კიდევ ერთი მონღოლური სახელმწიფო -
ილხანთა ულუსი შექმნა, რომელსაც დამაარსებლის სახელის
მიხედვით ფულაგუიანთა სახელმწიფო ეწოდა. ამ სახელმწიფოს
შემადგენლობაში შევიდა: ირანი, თურქმენეთი, ავღანეთ,
ერაყი, მცირე აზია, ამიერკავკასია
 1258 წელს ჰულაგუმ ქ. ბაღდადი აიღო და თავისი სახელმწიფოს
დედაქალაქად აქცია
 სიბა - სამხედრო თავდაცვითი სისტემა
 დაახლოებით 1335 წელს ილხანთა სახელმწიფო 5-6
დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად დაიშალა
 წინა აზიაში მონღოლური იმპერიის აღორძინება შემდგომ მცირე
ხნით შეძლო გათურქებულმა თემურ-ლენგმა (1336-1405)

49. მონღოლთა ბატონობა საქართველოში

 საქართველოში მონღოლები პირველად 1221 წლის


გაზაფხულზე გამოჩნდნენ. ჩინგიზ-ყაენის ბრძანებით
ხორეზმშაჰის ლტოვლილ მემკვიდრეს, ჯალალედინს ორი
საუკეთესო ნოინი - ჯებე და სუბუდაი დაედევნა.
 1222 წელს ჯებე და სუბუდაი კიდევ ერთხელ შემოიჭრნენ
საქართველოში
 1225 წელს ხორეზმშაჰმა საქართველოს სამეფოს
შემადგენლობაში მოქცეული სომხური მიწების დარბევა
დაიწყო
 1225 წლის აგვისტოში ჯალალედინი საქართველოში შმოიჭრა
და გარნისის ველზე ქართველთა ჯარი დაამარცხა
 1226 წელს ჯალალედინმა თბილისი აიღო
 1235 წელს კავკასიაში მონღოლთა ჯარი შემოიჭრა
 1243 წელს, საქართველოს სამეფო კარიც იძულებული გახდა,
მონღოლებს დაზავებოდა
 უმეფობის პირობებში მონღოლებმა საქართველო 9
ადმინისტრაციულ ერთეულად, დუმანად დაყვეს
 1247 წელს მონღოლებმა ერთდროულად ორი მეფე დანიშნეს
 1253 წელს ქვეყანა ორად გაყვეს
 ვილაითებს დიდი ყაენის მიერ დადგენილი მოადგილეები
მართავდნენ
 საქართველოში 12 სახის ძირითადი მონღოლური
გადასახადი მოქმედებდა
 XIII ს. 60-იან წლებში ილხანთა ულუსსა და ოქროს ურდოს
შორის ომი დაიწყო
 ორტადები - პირველი საბანკო დაწესებულებები

50. გიროგი V ბრწყინვალე და მონღოლთა ბატონობის დასასრული

 XIV საუკუნის დასაწყისისთვის მონღოლთა ბატონობამ მძიმე


დაღი დაასვა ქვეყნის განვითარებას
 ჩობან-ნოოინის თანხმობით გიორგი V 1318 წელს
საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა
 1335 წელს ყაენ აბუ-საიდის გარდაცვალების შემდეგ
მონღოლთა ასწლოვან ბატონობას ბოლო მოეღო
 XIV საუკუნის 20-იან წლებში დასავლეთ საქართველოში შიდა
დაპირისპირება იყო დავით ნარინის შვილებს - კონსტანტინესა
და მიქაელს შორის. 1329 წელს მიქაელი გარდაიცვალა. ამით
ისარგებლა გიორგი V-მ და დასავლეთ საქართველო შეიერთა
53. ჰუმანიზმი და აღორძინება

 XIII საუკუნიდან მოყოლებული, ბიზანტიაში დადგა უძრაობის


პერიოდი
 ჰუმანისტები რელიგიას არ უპირისპირდებოდნენ. მათ
მიაჩნდათ, რომ ხელს უწყობდნენ ჭეშმარიტი რწმენისა და
ეკლესიის აღორძინებას და ამასთანავე, ქრისტიანობასა და
ანტიკურ ფილოსოფიას შორის ვერაფერს წინააღმდეგობრივს
ვერ ხედავდნენ
 დასავლეთ ევროპის კულტურის ისტორიაში ამ ხანას
აღორძინების ხანა, ანუ რენესანსი ეწოდება
 საბეჭდი დაზგა გამოიგონა იოჰან გუტენბერგმა
 აღორძინების მთავარი ცენტრი იტალია იყო. XIV საუკუნეში იგი
პატარ-პატარა სახელმწიფოებად იყო დაყოფილი

54. ოსმალთა სახელმწიფოს წარმოშობა

 ოსმალთა იმპერიის ჩამოყალიბებამ მნიშვნელოვანი როლი


ითამაშა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ხალხების ისტორიაში
 თურქული ტომები მცირე აზიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ XI
საუკუნიდან სახლობდნენ. ხოლო XIII საუკუნის შუა ხანებში მათ
ინტენსიურად დაიწყეს ამ ტერიტორიების ათვისება
 XIII საუკუნის დასასრულს რუმის სასულთნო რამდენიმე წვრილ
სამთავროდ - საემიროდ დაიშალა. ერთ-ერთ ასეთ სამთავროს
სათავეში ედგა ოსმანი. სწორედ აქედან მომდინარეობს მთელ
იმპერიისა და მისი მოსახლეობის სახელი - ოსმალეთი და
ოსმალები
 1371 წელს ოსმალებმა დაამარცხეს სერბები მდინარე მარიცის
ველზე, სოფელ ჩერნომენთან. ამან თურქებს მაკედონიისა და
სერბეთის შიდა ტერიტორიებისაკენ გაუხსნა გზა
 ოსმალთა იმპერიის შემდგომ გაფართოებაში დიდი როლი
შეასრულა კოსოვოს ბრძოლამ (1389 წ.)
 1395 წლისთვის ოსმალებმა მთელი ბულგარეთის დაპყრობა
შეძლეს
 1396 წელს მოეწყო ჯვაროსნული ლაშქრობა ოსმალეთის
წინააღმდეგ, მასში მონაწილეობა მიიღეს უნგრელმა, ჩეხმა,
პოლონელმა, ფრანგმა და სხვა ევროპელმა რაინდებმა
 ბრძოლა თემურ-ლენგისა და ოსმალებს შორის გაიმართა 1402
წელს ანგორასთან (ქ. ანკარა). ოსმალები ბრძოლაში სასტიკად
დამარცხდნენ
 ანგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ თემურლენგმა
მოარბია მთელი მცირე აზია, დაიპყრო ბურსა, იზმირი და სხვა
ქალაქები და ოსმალეთის ერთიანი სამეფო დაუნაწილა
ბაიაზეთის ოთხ შვილს, რათა ჩქარა ვერ გაერთიანებულიყო
 1450 წლისათვის ოსმალებს უკვე დაკავებული ჰქონდათ
საბერძნეთის უდიდესი ნაწილი, ბოსნია, ალბანეთი და
ბულგარეთი
55. კათოლიკური ევროპა და ბიზანტიის დაცემა

 XV საუკუნის 30-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ოსმალებმა


განაგრძეს ბიზანტიის ტერიტორიების მითვისება, იმპერატორმა
იოანე VIII-მ მოლაპარაკებები დაიწყო დასავლეთ ევროპის
სახელმწიფოებთან, მათ შორის - რომის პაპთან, რათა საერთო
ძალით გამკლავებოდნენ ოსმალურ ექსპანსიას
 ხელშეკრულება - „ფლორენციის უნია“, რის თანახმადაც,
მართლმადიდებლები ცდილობდნენ პაპის ხელისუფლებას.
სანაცვლოდ კი დასავლეთ ევროპა ბიზანტიას დაეხმარებოდა
 1453 წლის აპრილში ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ
კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყა
 კონსტანტინოპოლის დაცემა იყო ერთ-ერთი ბრძოლა, სადაც
ახალი სამხედრო ტექნოლოგიები - დენთი და არტილერია
გამოიყენეს

56. ანტიოსმალური კოალიცია. საქართველოს დაშლა სამეფო-


სამთავროებად

 თემურლენგმა 8-ჯერ ილაშქრა საქართველოში


 1412 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ალექსანდრე I.
მეფემ მიწასთან გასწორებული და განადგურებული ქვეყნის
აღდგენა დაიწყო. ამისათვის მან 1425 წელს მთელ სამეფოში
დროებითი ყოველწლიური გადასახადი შემოიღო, რომელიც
თითოეულ კომლს (ოჯახს) უნდა ეხადა
 1440 წელს საქართველოს საზღვრებს შავბატკნიან თურქმენთა
სახელმწიფოს, ყარა ყოინლუს მეთაური მოადგა და მეფეს
დამორჩლება და ხარკის გადახდა მოსთხოვა. ალექსანდრესგან
მიღებული უარის შემდეგ თურქმენები საქართველოში
შემოიჭრნენ
 1446 წელს საქართველოს მეფე გიორგი VIII გახდა
 1459 წელს საქართველოში ჩამოვიდა პაპის ელჩი ლუდოვიკო
ბოლონიელი
 საქართველო ოთხ ნაწილად დაიყო: კახეთი, ქართლი, სამცხე
და იმერეთი
 1473 და 1477 წლებში საქართველოში 40-ათასიანი ჯარით ირანის
შაჰი უზუნ-ჰასანი შემოიჭრა
 1486-87 წლებში საქართველოში ორჯერ ილაშქრა უზუნ-ჰასანის
მემკვიდრემ იაყუბხანმა
 1490 წელს ქართლის სამეფო დარბაზმა ცნო საქართველოს
ერთიანი სამეფოს სამეფო-სამთავროებად დაშლა

57. კოლუბამდელი ამერიკა

 ამერიკის კონტინენტზე პირველი ადამიანები დაახლოებით 30


ათასი წლის წინ მოხვდნენ. ეს ხალხი ამერიკაში აზიის
რეგიონებიდან ბერნგის სრუტის გავლით მოვიდა
 ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული ცივი კლიმატი სოფლის
მეურნეობის განვითარებას ხელს უშლიდა და ამიტომ იქაურები
ნადირობით და მეთევზეობით ირჩენდნენ თავს
 ძვ.წ. 1200 წელს შეიქმნა პირველი ამერიკული ცივილიზაცია.
ესენი იყვნენ ოლმეკები, რომლებმაც თანამედროვე მექსიკის
დასავლეთ ნაწილში დედაქალაქი დააარსეს
 ომლეკების ცივილიზაცია ძვ.წ. 300 წელს გაქრა
 ჩავინის კულტურამ თავისი განვითარების ზენიტს ძვ.წ. IX-III
საუკუნეებში მიაღწია
 ოლმეკების მსგავსად დაახლოებით ძვ.წ. 200 წელს ჩავინის
კულტურაც განადგურდა
 ოლმეკების განადგურების შემდეგ მის ადგილას წარმოიშვა
ქალაქ-სახელმწიფო ტეოტიჰუაკანი
 ტეოტიჰუკანი ამერიკის უდიდესი სავაჭრო ცენტრი იყო,
რომელიც კონტინენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს
ამარაგებდა საქონლით და ერთმანეთთან აკავშირებდა
 ტეოტიჰუკანი იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე
დიდი და განვითარებული ქალაქი იყო
 ახ.წ. VII საუკუნეში ტეოტიჰუაკანი გაურკვეველ ვითარებაში
განადგურდა და არსებობა შეწყვიტა
 იროკეზი ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ტომთა
გაერთიანებას ერქვა
 კოლუბამდელი ამერიკის ცივილიზაციებში ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეულია მაიას ხალხის კულტურა. ისინი ცენტრალურ
ამერიკაში სახლობდნენ და ახ.წ. III საუკუნის დასაწყისში შექმნეს
ძლიერი ცივილიზაცია
 მაიას კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი იყო
ჩიჩენიცა
 XII-XIII საუკუნეებში დღევანდელი მექსიკის და პერუს
ტერიტორიებზე აცტეკების და ინკების ორი ძლიერი იმპერია
ჩამოყალიბდა
 ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში აცტეკები ჩრდილოეთიდან
სამხრეთისაკენ დაიძრნენ და საბოლოოდ XIV საუკუნის
დასაწყისში დღევანდელი ქ. მეხიკოს მახლობლად დასახლდნენ
 XV საუკუნეში მსხვერპლშეწირვის ტრადიციამ აცტეკები
დაღუპვამდედ მიიყვანა
 საბოლოოდ XVI საუკუნის დასაწყისში აცტეკების იმპერია
დაიშალა
 XIII საუკუნის დასაწყისში დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე,
მაღალმთიან ანდებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქების
აშენება დაიწყო და მაღალგანვითარებული ცივილიზაცია შექმნა.
ესენი იყვნენ ინკები, რომლებმაც აცტეკებთან ერთად კიდევ
ერთ ამერიკულ კულტურას ჩაუყარეს საფუძველი. მათი მთავარი
ქალაქი იყო კუსკო, რაც ინკების ენაზე „ჭიპს“, ანუ სამყაროს
ცენტრს ნიშნავს
 XV საუკუნეში ინკებმა დაპყრობითი ომები დაიწყეს და უკვე 1500
წლისათვის დიდი იმპერია შექმნეს
 მიუხედავად იმისა, რომ ინკებს დამწერლობა არ ჰქონდათ, მათ
გამართული სახელმწიფო აპარატი შექმნეს
 ინკების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი იყო მაჩუ-
პიქჩუ, რომელიც ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარეობდა და
ისე საიმედოდ იყო მიმალული, რომ მხოლოდ 1911 წელს
აღმოაჩინეს
 XVI საუკუნის დასაწყისში ინკების იმპერიაში სამოქალაქო ომი
დაიწყო, ამით ისარგებლეს ესპანელებმა და მათივე გზების
გამოყენებით ინკების იმპერია სრულად გაანადგურეს

58. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

 პირველი ნაბიჯი პორტუგალიამ გადადგა და პრინც ენრიკე


„ზღვაოსნის“ (1394-1460 წწ.) ინიციატივით აფრიკის სანაპიროს
საგულდაგულო კვლევას დაუდო სათავე. ამ კვლევის მიზანი იყო
აზიაში უმოკლესი გასასვლელის მონახვა
 იტალიელმა მათემატიკოსმა ლეონარდო ფიბონაჩიმ
იმოგზაურა არაბეთში და ევროპაში ციფრები შემოიტანა
 1487 წელს პორტუგალიელმა მოგზაურმა ბარტოლომეუ დიშმა
აფრიკის შემოვლით, ინდოეთის ოკეანეში სცადა გასვლა
 დიასის მარშუტი უფრო წარმატებით განახორციელა ვასკო და
გამამ. 1498 წელს ის გასცდა კონცხს და გავიდა ინდოეთის
ოკეანეში
 1502 წელს გამამ მეორედ იმოგზაურა იმავე მიმართულებით
 საზღვაო ვაჭრობის მონოპოლიისთვის ბრძოლაში პორტუგალიის
მთავარი მოწინააღმდეგე იყო ესპანეთი. ესპანეთის მეფე
ფერდინანდს სურდა, მოეწყო ექსპედიცია, რომელიც მას
დააკავშირებდა ინდოელ ვაჭრებთან და იაფად შემოიტანდა
სანელებლებს ევროპაში
59. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგები

 XVI საუკუნის პირველ მეოთხედში, ესპანელებმა ამერიკის


კონტინენტის დაპყრობა დაიწყეს
 1519 წელს ესპანელი კონკისტადორი ერნან კორტესი 500-
კაციანი რაზმით და რამდენიმე ზარბაზნით აცტეკების ქვეყანას
მიადგა
 კორტესმა მისივე სასახლეში დაატყვევა მონტესუმა და დიდი
გამოსასყიდი მოითხოვა, რის შედეგადაც აცტეკები აჯანყდნენ
და კორტესი ქვეყნიდან გაიქცა, თუმცა მალევე მან მიიმხრო
აცტეკებით შევიწროვებული სხვა ადგილობრივი ტომები და მათი
დახმარებით სამთვიანი ბრძოლის შემდეგ დედაქალაქი
ტენოჩტიტლანი აიღო
 კორტესმა ქალაქს სახელი შეუცვალა და მეხიკო დაარქვა
 1532 წელს კიდევ ერთი ცნობილი ესპანელი კონკისტადორი
ფრანსისკო პისარო 160 ჯარისკაცთან ერთად პერუს ნაპირებს
მიადგა. იმ დროს ინკების იმპერიაში იმპერატორის ვაჟებს
შორის ბრძოლა მიმდინარეობდა
 პისარომ ინკების დედაქალაქი კუსკო აიღო
 ინკების მიწებს პერუს ვიცე-სამეფო ეწოდა
 1494 წელს დადებული ტორდესილას ხელშეკრულების
თანახმად პორტუგალიელებს სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ
სანაპიროს ათვისება შეეძლოთ
 1530-იანი წლებიდან მათ თანამედროვე ბრაზილიის
ტერიტორიის კოლონიზაცია დაიწყეს. მათ ეს ტერიტორია 15
ნაწილად დაყვეს
 1570 წ.- მონების აჯანყება
 საზღვაო მოგზაურობების ორგანიზებამ და ამის შედეგად
მიღწეულმა წარმატებებმა ესპანეთი და პორტუგალია
იმდროინდელი ევროპის ორ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ
აქცია

60. რეფორმაცია ევროპაში

 XV საუკუნის ბოლოს გერმანია სხვადასხვა სამეფო-


სამთავროებად იყო დანაწილებული
 ინდულგენცია - ცოდვების გამოსასყიდი საშუალება
 გერმანიაში ინდულგენციებით ვაჭრობა დაევალა ბერ იოჰან
ტეცელს
 კათოლიკური ეკლესიის მიერ ინდულგენციით ვაჭრობის
წინააღმდეგ პირველად ქალაქ ვიტენბერგის უნივერსიტეტის
ღვთისმეტყველების პროფესორი და ბერი მარტინ ლუთერი
(1483-1546) გამოვიდა
 1517 წელს მარტინ ლუთერმა ეკლესიის კარზე მიაკრა „95
თეზისი“
 მარტინ ლუთერმა პირველმა თარგმნა ბიბლია გერმანულად და
ამით გერმანულ სალიტერატურო ენას ჩაუყარა საფუძველი.
 1521 წელს პაპმა მარტინ ლუთერი ეკლესიიდან განდევნა
 ლუთერის მიერ ჩამოყალიბებული მოძღვრების მიმდევრებს
ეწოდათ პროტესტანტები, ხოლო კათოლიკური ეკლესიის
წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობას - რეფორმაცია
 1555 წელს ქ. აუგსბურგში კარლ V-მ გერმანელ დიდებულებთან
რელიგიური ზავი დადო, რომლის თანახმადაც ყოველ მთავარს
უფლება მიენიჭა, თავის სამფლობელოში პროტესტანტობა ან
კათოლიკობა აერჩია.

61. ლუთერანობა, კალვინიზმი და ანგლიკანური ეკლესია

 XVI საუკუნის 20-30-იან წლებში ლუთერანობა თითქმის მთელ


ევროპაში გავრცელდა
 პროტესტანტიზმის სამი ძირთადი თეზისია: 1) სულის ხსნა
უშუალოდ, ეკლესიის ჩაურევლად; 2) მორწმუნეთა საყოველთაო
სიწმინდე; 3) წმინდა წერილის ავტორიტეტი
 შვიდი საეკლესიო საიდუმლოებებიდან დარჩა ორი - ნათლობა
და ზიარება
 შვეიცარიაში რეფორმაციას სათავეში ედგა განმანათლებელი
ულრიხ ცვინგლი. მისი საქმიანობა წარმატებით გააგრძელა
საფრანგეთიდან დევნილმა ჟან კალვინმა (1509-1564). მის მიერ
გატარებული რეფორმების შემდეგ მთელი შვეიცარია ახალი
პროტესტანტული მიმართულების კალვინიზმის მიმდევარი
გახდა
 ჰენრი VIII-ისა და განსაკუთრებით მისი ვაჟის ედუარდ VI-ის
მეფობის პერიოდში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები,
რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა ანგლიკანური ეკლესია. მის
ჩამოყალიბებაში ასევე დიდი როლი ითამაშა კენტერბერიელმა
არქიეპისკოპოსმა თომას კრანმერმა, რომელმაც
ანგლიკანური ეკლესია კათოლიცზმს, ლუთერანიზმსა და
კალვინიზმს შორის მოაქცია
 1571 წელს შემუშავებულ „რწმენის 39 მუხლში“ ანგლიკანური
ეკლესიის ძირითადი პრინციპებია წარმოდგენილი

62. კათოლიკობის განახლება და რელიგიური ომები ევროპაში

 რეფორმაციის შედეგად დაახლოებით 30-წლიან მონაკვეთში


ევროპის ბევრმა ქვეყანამ მთავარ რელიგიად პროტესტანტობა
აირჩია
 1545 წელს პაპმა პავლე III-მ ტრიენტის საეკლესიო კრება
მოიწვია, რომელსაც რეფორმაციის წინააღმდეგ ღონისძიებები
უნდა შეემუშავებინა და შეეჩერებინა პროტესტანტიზმის
შემდგომი გავრცელება ევროპაში
 კათოლიკური ეკლრესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
1534 წელს იეზუიტთა ორდენის შექმნა. ორდენის ბერებს
ევალებოდათ ყველა საშუალებით ებრძოლათ კათოლიკური
ეკლესიის ოპონენტთა და პროტესტანტთა წინააღმდეგ
 იუზისტების ხელმძღვანელს გენერალი ეწოდებოდა
 იეზუიტების ორდენის შემქმნელი და პირველი გენერალი იყო
იგნასიო ლოიოლა.
 ფრანგ პროტესტანტებს ჰუგენოტები ეწოდებოდათ
 1562 წელს კათოლიკეთა ლიდერის ჰერცოგ ფრანსუა გიზის
შეიარაღებულმა ამალამ ერთ-ერთ სოფელზე გავლისას ამოხოცა
მლოცველი პროტესტანტები
 საფრანგეთი ორად გაიყო. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
კათოლიკე და ჰუგენოტი დიდებულები
 ომის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ, 1572 წელს მხარეების
შერიგების მიზნით პარიზში დაიგეგმა ჰუგენოტთა ლიდერის,
ნავარის მეფის ანრი ბურბონის და საფრანგეთის მეფის შარლ
IX-ის დის მარგარიტა ვალუას ქორწილი
 1572 წ. 23 აგვისტო - სისხლიანი ამბავი ისტორიაში „ბართლომეს
ღამე“
 ანრი III-ის მიერ მიღებული ედიქტით კათოლიკეები უკმაყოფილო
დარჩნენ და მეფეს დაუპირისპირდნენ. ეს დაპირისპირება
ისტორიაში „სამი ანრის ომის“ სახელით არის ცნობილი
 ანრი IV-მ ბურბონთა დინასტიას ჩაუყარა საფუძველი
 ოცდაათწლიანი ომი (1618-1648)
 აუგსბურგის ზავი - 1555წ.
 1648 წელს გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონ
ვესტფალიაში მხარეებს შორის საზავო ხელშეკრულება დაიდო.
ზავის მიხედვით შვედეთმა გერმანიის ჩრდილოეთ
ტერიტორიების ნაწილი მიიერთა, საფრანგეთმა გერმანიისგან
მიიღო ელზასის მხარე

კათოლიკე მისიონერები საქართველოში

 XIII საუკუნიდან კავკასიაში შემოსვლა იწყეს პირველმა


კათოლიკე მისიონერებმა.
 1329 წელს რომის პაპის ბრძანებით ნ ოსმალების მიერ
შევიწროებულ, ქ. სმირნაში (ქ.
========================================

64. ირან-ოსმალეთის ომები და საქართველო

 XIV საუკუნეში კავკასიის სამხრეთით მნიშვნელოვანი


პოლიტიკური ცვლილებები მოხდა
 ოღუზთა თურქული ტომის ბელადმა ოსმანმა (1282-1326) მცირე
საფეოდალოებად დაშლილი თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს
გაერთიანების პროცესი დაიწყო
 თურქ-ოსმალებმა XVI საუკუნის II ნახევარში მნიშვნელოვნად
გააფართოვეს თავიანთი სახელმწიფოს საზღვრები
 ოსმალთა იმპერია განსაკუთრებით სულთან სულეიმან I-ის
(1520-1566) პერიოდში გაძლიერდა
 პირველი ომი შესვენებებით 40 წლის განმავლობაში (1514-1555)
გრძელდებოდა და საბოლოოდ 1555 წლის 29 მაისს ქ. ამასიაში
დადებული ზავით დასრულდა
 ირან-ოსმალეთის ომის განმავლობაში ირანის შაჰი თამაზი 1541-
1554 წლებში ოთხჯერ შემოესია საქართველოს. იმავდროულად
ოსმალებმა საქართველოსა და სომხეთის დასავლეთ ნაწილი
მიიტაცეს
 ამასიის ზავს საქართველოსათვის უაღრესად უარყოფითი
შედეგი ჰქონდა
 ამასიის ზავის პირობები არ ცნო ქართლის მეფე ლუარსაბ I-მა
და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა
 1556 წელს ქართლში ირანელები შემოიჭრნენ. ბრძოლა სოფელ
გარისთან მოხდა. ქართველებს ახალგზარდა უფლისწული
სიმონი სარდლობდა
 1569 წ. - ფარცხისის ბრძოლა
 XVI საუკუნის 70-იან წლებში ირანში დაიწყო ბრძოლა შაფის
ტახტისთვის
 1578 წლის აგვისტოს დასაწყისში თურქ-ოსმალებმა მთლიანად
დაიპყრეს სამცხე-საათაბაგო და ჩილდირის ტბასთან
სასტიკად დაამარცხეს ირანელები
 1579 წელს საქართველოს დაპყრობილ ტერიტორიაზე სულთანმა
შექმნა ოსმალური ადმინისტრაციული ერთეული - გურჯისტანის
ვილაიეთი
 XVII ს.-ის დასაწყისიდან სულთანმა სამცხე საათაბაგო დანარჩენ
საქართველოს ჩამოაშორა და აქ ახალციხის საფაშო შექმნა
 1590 წელს ირანი იძულებული გახდა, ოსმალეთთან ზავი დაედო
და მთელ კავკასიაზე ეთქვა უარი
 1598 წელს სიმონ I-მა ოსმალეთთან ომი განაახლა და
უმნიშვნელოვანესი გორის ციხე წაართვა
 1600 წ. ფარცხისთან ბრძოლა
 სეფიანთა ირანში შაჰ-აბას I (1587-1629წწ.) გამეფების შემდეგ
ვითარება სრულებით შეიცვალა
 სეფიანებმა კავკასიაში დაკარგული უფლებების აღდგენა
გადაწყვიტეს და 1603 წელს ოსმალეთს ომი გამოუცხადეს,
რომელიც მცირეოდენი შესვენებებით თითქმის 35 წელიწადს
გაგრძელდა
 1605 წელს ირანელებმა ურმიის ტბასთან სასტიკად დაამარცხეს
ოსმალთა არმია
 1612 წლის ზავით, ირან-ოსმალეთმა კიდევ ერთხელ გაიყო
კავკასია, მათ ძირითადად ამასიის ზავის პირობები მიიღეს,
მხოლოდ ერთი შესწორებით - სამცხე-საათაბაგო მთლიანად
ოსმალეთის ხელში გადავიდა
 1614-1617 წლებში შაჰ-აბასმა 4 დიდი ლაშქრობა მოაწყო
ქართლ-კახეთის წინააღმდეგ
 1625 წელს გიორგი სააკაძის ანტიირანული აჯანყების
შედეგად მოხერხდა ქართლ-კახეთის გათავისუფლება და
გაერთიანება თეიმურაზ I-ის მეფობით
 1632 წელს შაჰმა ქართლის მმართველად დაუთხანის ვაჟი
როსტომი დასვა. ამ დროიდან მოყოლებული 1745 წლამდე
ქართლში მხოლოდ გამაჰმადიანებული ბაგრატიონები
ისხდნენ
 1612 წლის ზავის პირობები კიდევ ერთხელ დაადასტურა 1639
წლის ზოჰობის ზავმა
 XVII საუკუნეში „ტყვის სყიდვის“ მასშტაბები კატასტროფული იყო

65. ბრძოლა ოსმალური ექსპანსიის წინააღმდეგ ევროპაში

 ბიზანტიის დაცემის შემდეგ დაიწყო ოსმალთა იმპერიის ოქროს


ხანა
 XVI საუკუნის დასაწყისში ოსმალებმა სირიის, არაბეთისა და
ეგვიპტის დაპყრობა მოახერხეს
 ოსმალთა იმპერია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების ნახევარზე
მეტს (ბალკანეთისა და აფრიკის სანაპიროებს) აკონტროლებდა,
რაც სავაჭრო გზებისა და ქალაქების კონტროლს ნიშნავდა
 სულთან სულეიმან კანონმდებელმა 1521 წელს სერბეთის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი ბელგრადი აიღო.
ამით მან ხელში ჩაიგდო სტრატეგიულად მომგებიანი
დასაყრდენი პუნქტი ეროპაში სამომავლო ომის საწარმოებლად
 როდოსი ხმელთაშუა ზღვის მნშვნელოვანი სავაჭრო-
სტატრეგიული პუნქტი იყო
 1526 წელს ქალაქ მოჰაჩათან სულთან სულეიმანის 100 000-მა
არმიამ გაანადგურა უნგრეთ-ჩეხეთის 25 000-იანი არმია
 1529 წელს ოსმალები ევროპის შუაგულში შეიჭრნენ და ვენას
ალყა შემოარტყეს
 1533 წელს ავსტრიასა და ოსმალეთს შორის დაიდო საზავო
ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ავსტრიამ უნგრეთის
დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები შეინარჩუნა,
ამის სანაცვლოდ კი ოსმალეთის სასარგებლოდ ყოველწლიური
ხარკის გადახდა დაეკისრა
 ხელშეკრულება „მშვიდობის, მეგობრობისა და ვაჭრობის
შესახებ“, რომლის თანახმადაც საფრანგეთს და ოსმალეთს
მოქალაქეებს ერთმანეთთან მიმოსვლა და ვაჭრობის უფლება
მიეცათ
 ოსმალეთისა და საფრანგეთის მოკავშირეობა ესპანეთისა და
ავსტრიის წინააღმდეგ იყო მიმართული
 ოსმალეთს, ალჟირსა და საფრანგეთს შორის მიღწეული
შეთანხმების საფუძველზე დაიწყო ომი იტალიისთვის (1536-38 და
1542-46 წწ.)
 ოსმალთა იმპერიის შექმნიდან მოყოლებული თურქებს
არასდროს განუცდიათ ისეთი სასტიკი მარცხი, როგორიც 1683
წელს ვენასთან გამართულ ბრძოლაში
 1684 წელს რომის პაპის ინიციატივით ჩამოყალიბდა
ანტიოსმალური კოალიცია „საღვთო ლიგა“, რომელშიც
ავსტრია, ვენეცია და პოლონეთი შევიდნენ. მალე მათ
რუსეთიც დაემატა
 1699 წელს ოსმალეთმა საზავო ხელშეკრულება დადო „საღვთო
ლიგის“ სახელმწიფოებთან, რომლის თანახმადაც
მნიშვნელოვანი ტერიტორიები (უნგრეთი და აზოვი) დათმო
 მნიშვნელოვანწილად თურქეთი ეკონომიკურად ევროპის
სახელმწიფოებზე გახდა დამოკიდებული

66. რუსეთის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე და რეჩ პოსპოლიტა

 XIV საუკუნის ბოლოს და XV საუკუნის დასაწყისში თემურლენგის


გამანადგურებელი შემოსევების შედეგად ოქროს ურდომ
დასუსტება დაიწყო
 ოქროს ურდოს დასუსტების პარალელურად ძლიერდებოდა
რუსული სამთავროები, განსაკუთრებით კი მოსკოვის
სამთავრო, რომელიც სათავეში ჩაუდგა სხვა სამთავროებს
მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლაში
 1380 წელს მოსკოველებმა მოახერხეს ოქროს ურდოს
დამარცხება
 1462 წელს მოსკოვის სამთავროს ტახტზე ივანე III
 1480 წელს მონღოლები ივანე III-მ ქვეყნიდან განდევნა
 ივანემ თავი „მთელი რუსეთის მმართველად“ გამოაცხადა
 ივანე III-მ შექმნა სამართლის წიგნი, რომლის მიხედვითაც
რუსეთის ერთიანი სასამართლო-ადმინისტრაციული სისტემა
შეიქმნა
 1547 წელს მოსკოვის მთავარმა ივანე IV-მ მეფის წოდება მიიღო
 IV-მ გამოსცა ახალი სამართლის წიგნი, რომლის მიხედვითაც
ყველა მნიშნველოვანი საქმე სამეფო სასამართლოში
იხილებოდა
 ივანე IV-ის დროს ჩამოყალიბდა მეთოფეთა მუდმივი ჯარი
(„სტრელცები“)
 ივანე IV-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო
„ოპრიჩნიკების“ ინსტიტუტის ჩამოყალიბება
 1557 წელს მან მოსცა სპეციალური კანონი, რომლის თანახმადაც
რუსეთში მოვაჭრეებს დიდი პრივილეგიები ენიჭებოდათ
 XVI საუკუნის 50-იან წლებში მან ყაზანისა და ასტრახანის
სახანოები დაიპყრო და ამით გზა გაეხსნა აღმოსავლეთით
ციმბირის სახანოებისაკენ. ამ ორი პროვინციის დაპყრობით
ივანე IV-მ კონტროლი დააწესა მდ. ვოლგის სავაჭრო
არტერიაზე, რომლის მეშვეობითაც რუსეთი კასპიის ზღვაზე
გავიდა
 XVI საუკუნის 80-90-იან წლებში, რუსეთმა საბოლოოდ მოახერხა
დასავლეთ ციმბირის დამორჩილება
 1558 წელს ივანე IV-მ ხანგრძლივი ომი დაიწყო
ბალტიისპირეთის დასაუფლებლად
 ომი განახლდა 1561 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ომში
შვედეთი, პოლონეთი და ლიტვა ჩაებნენ
 1569 წელს პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდ სამთავროს
შორის დაიდო ხელშეკრულება - „ლუბლინის უნია“, რომელიც ამ
ორ სახელმწიფოს გაერთიანებას გულისხმობდა
 სეიმი წარმომადგენლობითი ორგანო იყო და მასში პოლონელი
და ლიტველი ფეოდალები იყვნენ გაწევრიანებული
 1582 წელს დაიდო ზავი, რომლითაც მოსკოვმა დაკავებული
ტერიტორიები დათმო
 1584 წელს ივანე IV გარდაიცვალა და რუსეთი მძიმე
მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტახტზე ავიდა მისი ავადმყოფი და
გონებასუსტი ვაჟი თევდორე, რომელსაც სახელმწიფოს
გაძღოლა არ შეეძლო. ამიტომ რუსეთის მართვა თავის თავზე
აიღო მეფის ცოლისძმამ ბორის გოდუნოვმა
 1609 წელს რეჩ პოსპოლიტის მეფე სიგიზმუნდ III რუსეთში
შეიჭრა და ქ. სმოლენსკს ალყა შემოარტყა
 1613 წელს მოსკოვში გაიმართა რუსი ერობის კრება, რომელმაც
რუსეთის მეფედ 16 წლის მიხეილ რომანოვი აირჩია. მისი
გამეფებით საფუძველი ჩაეყარა რომანოვთა დინასტიის
მმართველობას რუსეთში. ისინი რუსეთს 300 წელზე მეტი ხნის
განმავლობაში, 1917 წლამდე მართავდნენ

67. ნიდერლანდის რევოლუცია

 XIV-XV საუკუნეებში დღევანდელი ნიდერლანდის ტერიტორიაზე


მდებარე ჩვიდმეტი მცირე პროვინციის ტერიტორიებს
ბურგუნდიელი ჰერცოგები მართავდნენ
 ნიდერლანდში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს
ჰოლანდიელები წარმოადგენდნენ
 რეფორმაციის წლებში ნიდერლანდის უმეტეს ნაწილში
კალვინიზმი გავრეცლდა. პროტესტანტიზმის გაძლიერებამ
ნიდერლანდში კიდევ უფრო შეუწყო ხელი დრომორჭმული
ბატონყმობის გაუქმებას და ახალი ეკონომიკური სისტემის
ჩამოყალიბებას
 ანტვეროენი და ნიდერლანდის სხვა ქალაქები ინტენსიურ
ვაჭრობას აწარმოებდნენ გერმანიასთან, საფრანგეთთან,
ინგლისთან და სკანდინავიის ქვეყნებთან
 1556 წელს კარლ V-ის მემკვიდრეობა მის ვაჟს ფილიპე II-ს ერგო
 1566 წელს ნიდერლანდში აჯანყება დაიწყო, რომელშიც,
კათოლიკე სამღვდელოების გარდა, საზოგადოების ყველა
ფენა ჩაერთო
 ალბამ შექმნა სპეციალური სასამართლო „არეულობის საქმეთა
საბჭო“, რომელმაც 8 ათასზე მეტი ადამიანი დასაჯა სიკვდილით.
ამიტომ მას „სისხლიანი საბჭო“ უწოდეს
 1574 წელს ესპანელებმა ალყა შემოარტყეს ჩრდილოეთ
ნიდერლანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს ლეიდენს
 1581 წელს ჩრდილოეთ ნიდერლანდის შვიდმა პროვინციამ
გაერთიანებული სახელმწიფო ჩამოაყალიბა და ესპანეთისგან
დამოუკიდებლობა გამოაცხადა
 1588 წელს „უძლეველი არმადა“ ნიდერლანდისკენ დაიძრა
 1598 წელს ფილიპე II გარდაიცვალა.
 დასუსტებულ ესპანურ ჯარებს ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ
გამარჯვების ყველა შესაძლებლობა მოესპოთ
 1609 წელს ესპანეთმა ომის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღო და იმავე წელს ჰააგაში ინგლისის და საფრანგეთის
წარმომადგენლების თანდასწრებით ხელი მოაწერა
ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ცნო ჩრდილოეთ
ნიდერლანდის პროვინციების რესპუბლიკის ლეგიტიმურობა
 1621 წელს ესპანეთსა და ჩრდილოეთ ნიდერლანდს შორის ომი
განახლდა
 1648 წ. დაიდო მიუნსტერის საზავო ხელშეკრულება, რომლის
თანახმადაც ჰოლანდია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ
გამოცხადდა
 ოცდაათწლიანი ომი (1618-1648) ევროპაში
 ნიდერლანდის ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა წარმატებებმა
გავლენა იქონია ქვეყნის ხელოვნების განვითარებაზეც

68. ინგლისი XVI-XVIIსაუკუნეებში

 1559 წელს ინგლისის მმართველი დედოფალი ელისაბედ I


ტიუდორი გახდა
 ელისაბედის მმართველობის პერიოდი ინგლისის ოქროს
ხანად არის მიჩნეული
 მიდი მმართველობის დროს განვითარების მწვერვალს მიაღწია
ინგლისურმა დრამატურგიამ. სწორედ იმ ეპოქაში მოღვაწეობდა
მსოფლიოს დრამატურგიის კლასიკოსი - ულიამ შექსპირი
 წარმოების განვითარების შე3დეგად ინგლისში ახალი, ძლიერი
და მდიდარი კლასი - ბურჟუაზია, ანუ მოქალაქეების სოციალური
ფენა ჩამოყალიბდა
 იმავე პერიოდში ინგლისში ჩამოყალიბდა ახალი
პროტესტანტული (კალვინისტური) მიმდინარეობა - პურიტანიზმი
 1603 წელს ელისაბედი გარდაიცვალა და რადგან მემკვიდრე არ
ჰყავდა, ინგლისის სამეფო ტახტზე ახალი დინასტიის,
სტიუარდების, რაწმომადგენელი ჯეიმს I (1603-1625) ავიდა
 ჯეიმს I-ის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ჩარლს I (1625-1649) ავიდა
 1628 წელს მეფემ არასასურველი პარლამენტი დაითხოვა და
ახალი მოიწვია. ახალმა პარლამენტმა ჩარლს წარუდგინა
„პეტიცია უფლებების შესახებ)
 სამ თვეში მეფე ახალი პარლამენტი დაითხოვა. ამიტომ მას
ისტორიაში „ხანმოკლე პარლამენტის“ სახელით იცნობენ
 1640 წლის ბოლოს შეიკრიბა ახალი პარლამენტი, რომელიც
ისტორიაში „ხანგრძლივი პარლამენტის“ სახელით შევიდა
 იმავე წელს პარლამენტმა გამოსცა საპროტესტო წერილი
(„დიდი რემონსტრაცია“) მეფისა და მარტელი ხელისუფლების
წინააღმდეგ, რომელშიც პარლამენტი მეფეს და სასულიერო
ლიდერებს უკანონო საქმეებში ამხელდა
 მეფე 1642 წლის დასაწყისში ქვეყნის ჩრდილოეთში გაემგზავრა
და პარლამენტის წინააღმდეგ ომი დაიწყო
 ხანგრძლივი ომი პარლამენტარისტებს და როიალისტებს
შორის 1648 წელს მეფის მომხრეების დამარცხებით დასრულდა
 1649 წლის იანვარში შეიქმნა 135-კაციანი სასამართლო,
რომელსაც მეფის გასამართლება დაევალა
 1660 წელს ინგლისში სტიურატების სამეფო დინასტია აღდგა

You might also like