Professional Documents
Culture Documents
ევრო
ევრო
❖ 1946 წლის 5 მარტს ფულტონში (აშშ, მისურის შტატი) უინსტონ ჩერჩილმა ყურადღება
გაამახვილა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის „რკინის ფარდის“ არსებობაზე და
გააკეთა მოწოდება ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო კავშირის შექმნის შესახებ.
❖ 1947 წლის იანვარში პოლონეთში მოხდა კომუნისტური ე.წ. „ლიუბლინის კომიტეტის“
მიერ ძალაუფლების მონოპოლიზება და კომუნისტური რეჟიმი დამყარდა.
❖ ამერიკელი მეცნიერისა და დიპლომატის, ჯორჯ ქენანის, მიერ შემუშავებულ იქნა ე.წ.
„შეკავების დოქტრინა“, რომელიც უფრო კონცენტრირებული სახით განსახიერებულ იქნა
„ტრუმენის დოქტრინასა“ და „მარშალის გეგმაში“. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა,
1947 წლის 12 მარტს აშშ-ის კონგრესის სხდომაზე წარმოადგინა ინიციატივა,
საბერძნეთისა და თურქეთის დასახმარებლად გამოყოფილიყო $400 მლნ. ეს პროგრამა
დამტკიცდა 15 მარტს.
❖ 1947 წლის 5 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა, წარმოადგინა
ევროპის ეკონომიკური რეკონსტრუქციის გეგმა - „მარშალის გეგმა“ (დახმარება
შესთავაზეს სსრკ-სა და მის სატელიტებსაც აღმ. ევროპაში, თუმცა საბჭოთა
ხელისუფლებამ უარი განაცხადა დახმარების მიღებაზე). 1948 წლის აპრილიდან 1952
წლის თებერვლის ჩათვლით დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა 17 მლრდ. დოლარის
მოცულობის დახმარება მიიღეს. ამ თანხის გადანაწილება დაეკისრა „ევროპის
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას“ (OEEC).
❖ 1947 წლის სექტემბერში შეიქმნა კომუნისტური პარტიების საინფორმაციო ბიურო -
„კომინფორმი“.
❖ 1948 წლის 25 თებერვალს ჩეხოსლოვაკიაში განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება
და საბჭოთა დიქტატურა დამყარდა, იმავე წლის ზაფხულში კი - ბერლინის ბლოკადა,
რითაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა ქალაქის მოსახლეობა.
❖ ევროპის თავდაცვის ორგანიზაციის შექმნის იდეა პირველად ბრიტანეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა, ერნესტ ბევინმა, 1948 წლის იანვარში გააჟღერა. 17 მარტს ბელგიის,
ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა
მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბრიუსელის ხელშეკრულებას ეკონომიკური, სოციალური
და კულტურული თანამშრომლობისა და კოლექტიური თავდაცვის შესახებ. 27-28
სექტემბერს მათ დააფუძნეს დასავლეთის კავშირის თავდაცვის ორგანიზაცია.
❖ კომუნისტური ექსპანსიის შესაკავებლად საჭირო იყო აშშ-ის დახმარებაც. 1948 წლის
ივნისში აშშ-ის სენატმა მიიღო „ვანდერბერგის რეზოლუცია“, ივლისში კი აშშ-მ, კანადამ
და ბრიუსელის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს მოლაპარაკებები
ჩრდილოატლანტიკური რეგიონის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის
შესახებ. დეკემბერში ვაშინგტონში განახლდა მოლაპარაკებები ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე. 1949 წლის მარტში აღნიშნულმა ქვეყნებმა
შესთავაზეს დანიას, ისლანდიას, ნორვეგიას, იტალიასა და პორტუგალიას
მიერთებოდნენ ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. 4 აპრილს 12-მა სახელმწიფომ
(აშშ, კანადა, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია,
ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, იტალია, პორტუგალია) გაეროს წესდების 51-ე მუხლის
საფუძველზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს ნატოს შექმნის შესახებ. ხელშეკრულება
ძალაში შევიდა 24 აგვისტოს, 17 სექტემბერს კი ვაშინგტონში ჩატარდა
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი სესია.
❖ კოლექტიური თავდაცვა;
❖ კრიზისების მართვა;
❖ თანამშრომლობის გზით უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
natos struqtura
❖ სამოქალაქო სტრუქტურა - ალიანსის ყველა წევრს ქვეყანას ნატო-ს შტაბ-ბინაში ჰყავს
ეროვნული წარმომადგენელი/დელეგაცია. დელეგაციას ელჩის ხელმძღვანელობს.
❖ გენერალური მდივანი (ამჟამად იენს სტოლტენბერგი, ნორვეგიიდან) - წევრი
სახელმწიფოების მიერ 4 წლის ვადით ინიშნება, მას არ აქვს ხმის მიცემის უფლება.
❖ საერთაშორისო სამსახური - საკონსულტაციო და ადმინისტრაციული ვალდებულებები +
ჩართულია ალიანსის გაფართოების პროცესში.
❖ ჩრდილოატლანტიკური საბჭო - გადაწყვეტილებების ძირითადი მიმღები ორგანო.
საბჭოში თითოეულ წევრ ქვეყანას ერთი ხმა გააჩნია. საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე
იმართება:
1. ელჩების დონეზე - კვირაში ერთხელ;
2. მინისტრთა დონეზე - წელიწადში ორჯერ (მინისტერიალი);
3. სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე - წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ (სამიტი).
❖ სამხედრო სტრუქტურა - უმაღლესი სამხედრო ორგანო აროს სამხედრო კომიტეტი, მას
დახმარებას უწევს საერთაშორისო სამხედრო სამდივნო.
❖ სამხედრო სარდლობები - 1. მოკავშირეთა მთავარსარდლობა ევროპაში (შტაბბინა -
მონსში, ბელგია); 2. მოკავშირეთა ტრანსფორმაციის მთავარსარდლობა (ნორფოლკი,
აშშ).