Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 32

ჯონდო გვაზავა

საუბრები
მათემატიკურ
თემებზე
ნაწილი 1

თბილისი 2018
„საუბრები მათემატიკურ თემებზე“ პროფესორ ჯონდო გვაზავას
ერთადერთი წიგნია, რომელიც არაა სამეცნიერო ნაშრომი, არამედ
პოპულარულ ენაზე დაწერილი დამხმარე სახელმძღვანელოა. თუმცა,
ასეთი მაღალი დონის სასწავლო წიგნის დაწერა უდავოდ სამეცნიერო
ნაშრომის შექმნის ტოლფასია. წიგნში გასაგებ ენაზეა ახსნილი
ძირითადი მათემატიკური ცნებებისა და ობიექტების წარმოშობა და
მათი არსი. ნათლადაა ნაჩვენები, რომ მათემატიკა უხსოვარი დროიდან
ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მის
გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მაღალი ცივილიზაციის განვითარება.
ავტორი მკითხველს სავსებით ბუნებრივად გადასცემს მათემატიკური
აზროვნებიდან წამოსულ სიბრძნეს, და, ეჭვგარეშეა, რომ ეს წიგნი ბევრ
ახალგაზრდას საუკეთესო მოტივაციას მისცემს ხალისით შეისწავლოს
მათემატიკური თემები საშუალო სკოლის თუ უნივერსიტეტის დონეზე.

წიგნი ამავე დროს გვიჩვენებს, თუ რამდენად საინტერესოდ შეიძლება


ისწავლებოდეს მათემატიკა საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში.
აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომი სასარგებლო იქნება ასევე
უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც, ვისაც სურს მაღალ პედაგოგიურ
დონეზე გადასცეს ცოდნა ახალგაზრდა თაობას. წიგნი დააინტერესებს
ნებისმიერ მკითხველს, ვისი ცნობიერებაც მიმართულია მათემატიკური
აზროვნებისა და ზოგადად სამყაროს შეცნობისაკენ.

რეცენზენტები: ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ვახტანგ კვარაცხელია


მათემატიკის აკად. დოქტორი გიორგი ბაღათურია

რედაქტორი - ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი მარინა მენთეშაშვილი

© ჯონდო გვაზავა, 2018


© ყდის დიზაინი - დიმიტრი გვაზავა, 2018
© გამომცემლობა მწიგნობარი 2018
ISBN 978-9941-473-62-3

3
რედაქტორის წინასიტყვაობა

ჯონდო გვაზავას უზომოდ უყვარდა ახალგაზრდები და სწორედ


მათთვის წერდა. წერდა არა სახელმძღვანელოს, არამედ უბრალოდ,
მათთან მათემატიკაზე საუბარი სურდა. წიგნიც მკითხველთან უშუალო
საუბრის სტილში აქვს აწყობილი - ისე, როგორ განუმეორებლადაც
ატარებდა ლექციებს. „წიგნს ვამთავრებო. ცოტა უკეთ რომ გავხდები,
დავასრულებ - ბევრი აღარ დარმრჩაო.“ – მითხრა ერთ-ერთი ბოლო
საუბრისას. სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. ვფიქრობ, არ მიწყენს, მაინც რომ
გადავწყვიტეთ ამ სახით გამოცემა. მით უფრო, რომ ჩვენი აზრით, ეს
წიგნი უდავოდ გაუღვივებს ახალგაზრდებს „მათემა“-ს – ცოდნის,
მეცნიერების სამყაროში მოგზაურობის სურვილს.

P.S. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის


ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა
ხელშემწყობ ცენტრს „ერთად“, პროფესორ მერაბ ახობაძეს წიგნის
გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის.

მარინა მენთეშაშვილი

4
წინათქმა

ყველა საგანს, მეცნიერების ყველა დარგს საკუთარი სახელი აქვს, ძირი-


თადად ბერძნული ან ლათინური წარმომავლობისა. ზოგი მათგანი
ჩვენში შემოსვლისთანავე გადმოქართულდა კიდეც. ყოველ შემთხვევა-
ში, მათი შინაარსი ყველასათვის ცნობილია – მაგალითად, რომ ბერძნუ-
ლად ფილოსოფია „სიბრძნის ტრფიალია“, ფილოლოგია კი – „სიტყვი-
სა“, რომ ფიზიკა „ბუნებას“ ნიშნავს და უსულო მატერიის ზოგად თვი-
სებებსა და აგებულებას სწავლობს... ნებისმიერი დარგის ხელნაწერისა
თუ წიგნის პირველსავე გვერდებზე აქვთ მოტანილი ეს განმარტებები.
მათემატიკაა ერთადერთი, რომლის წარმოშობაზე ორიოდ სიტყვას აქა-
იქ თუ წავაწყდებით ლექსიკონებსა და სახელმძღვანელოებში. მხოლოდ
ამ გზით შეიძლება გავიგოთ, რომ „მათემა“ ჩვენებურად თურმე შემეცნე-
ბასა და ცოდნას ნიშნავს. სიდიდეთა, რაოდენობათა და ფორმათა შესა-
ხებ მეცნიერების ასეთი სახელით მონათლვა ოცდახუთი საუკუნის წი-
ნანდელი ამბავია, თანაც საკმაოდ დრამატული. იგი პითაგორელების
სკოლაში მომხდარ განხეთქილებასთან ყოფილა დაკავშირებული.

როგორც ამბობენ, პითაგორას მოძღვრება ორსახოვანია, მეცნიერულიცა


და რელიგიურ-მისტიკურიც. მართალია, ბრძენი ვარო, თვითონ თურმე
არასოდეს უთქვამს და თავს მხოლოდ სიბრძნის თაყვანისმცემლადა და
მაძიებლად თვლიდა. მაგრამ ერთგულმა მიმდევრებმა მისი სახელი

5
მაინც წინასწარმეტყველის ბრწყინვალე შარავანდედით შეამკეს და ყო-
ველი მისი გამონათქვამი ზეშთაგონებულ ჭეშმარიტებად გამოაცხადეს.
ამის შემდეგ თუმცა გამორიცხული უნდა ყოფილიყო სკოლის მამამ-
თავრის შეხედულებათა ეჭვქვეშ დაყენება, მაგრამ მათი შემოწმების
სურვილი მოწაფეთაგან ზოგიერთს მაინც გასჩენია. ასეთ „მკრეხე-
ლობას“ პითაგორელებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოუწვევია,
რაც შემდეგში იმდენად გამძაფრებულა, რომ მთელი სკოლა ერთმანეთ-
თან მტრულად განწყობილ ორ ბანაკად, ორ სექტად დაშლილა. დიდი
ნაწილი ერთგულად იცავდა და ქადაგებდა ცხოვრების პითაგორასეულ
უწმიდესს წესებს. იგი მომდევნო თაობებს გადასცემდა მასწავლებლი-
საგან გაგონილ და ღვთაებრივად და შეუცთომლად აღიარებულ
ჭეშმარიტებას – „აკუსმატას“, რაც გაგონილს, მოსმენილსა ნიშნავს.
მცირე ნაწილი კი თავს მათემატიკოსს უწოდებდა, რადგან „მათემატა“,
ანუ ცოდნა და სრულყოფილად დამტკიცებული ჭეშმარიტება ეწადა.
თანდათან მათი რიგები ფართოვდებოდა და მოძღვრებაც იხვეწებოდა.
მოგვიანებით მათემატა უკვე მეცნიერების დარგს ნიშნავდა. მათ „მათე-
მატა“ ოთხი ჰქონდათ: „არითმეტიკა“, ანუ მოძღვრება რიცხვების
შესახებ; მუსიკის თეორია – „ჰარმონია“; მესამეა „გეომეტრია“, ანუ
მოძღვრება ფიგურებისა და გაზომვების შესახებ; დაბოლოს, „ასტრო-
ლოგია“, ანუ მნათობთმცოდნეობა. ნიშანდობლივია, რომ ყოველივე ეს
ცნობილი ყოფილა ჩვენი წინაპრებისათვისაც. მაგალითად, „სამართლის
წიგნში“ ვახტანგ მეექვსეს იმავე მიმდევრობით ჩამოთვლილი გადმოუ-
ღია ოთხივე ეს „მათემატა“ თანამემამულე წინამორბედებისაგან. ასე
რომ, „აკუსმატიკის“ ნაცვლად ტერმინად „მათემატიკა“ დამკვიდრდა.

6
ზოგიერთ ცოცხალ ენაში ეს ტერმინი სიტყვა „ცოდნას“ შეიცავს და თუ
ქართულად სიტყვა-სიტყვით გადმოვთარგმნით, „ცოდნისმეტყველება“
ან „ცოდნის ხელოვნება“ გამოგვივა. ამის საუკეთესო მაგალითია თუნ-
დაც სკანდინავური „Wiskunde”. თუ შესაძლებელია ქართული ტერმი-
ნები „სიბრძნისმეტყველება“ და „ბუნებისმეტყველება“,რატომ არ შეიძ-
ლება მათემატიკის ნაცვლად ერთერთი თარგმანი, თუნდაც „ცოდნის-
მეტყველება“ ვიხმაროთ? – არ არის გამორიცხული ასეთი შეკითხვა და
პასუხიც დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს, რომ ქართულში, ისევე როგორც
ნებისმიერ სხვა ენაში ყოვლად გაუმართლებელია დიდი ხნის წინ შემო-
სული და მკვიდრად ფეხმოკიდებული ტერმინების უკუგდება. პირი-
ქით, სათუთად მოფრთხილება უნდა, რადგან ისინი ერის მიერ განვლი-
ლი ცხოვრების ნაწილია. ამიტომაც სასურველია, რომ ყოველი მათგა-
ნის წარმომავლობა და შინაარსი ვიცოდეთ და ისიც, თუ როდის, საიდან
და რა ვითარებაში მოაღწიეს მათ ჩვენამდე.

ჯონდო გვაზავა
5 დეკემბერი, 2012 წელი

7
ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება–მოვლენათა მიზეზების
ძიებაა.
ვაჟა–ფშაველა

ალბათ ბევრი იზიარებს ლეოპოლდ კრონეკერის ფრთოსან გამოთქმას,


რომ „ნატურალური რიცხვები ღმერთმა შექმნა, დანარჩენი ყველა – ადა-
მიანის ნახელავია”. საზოგადოდ ითვლება, რომ ნატურალური რიცხვე-
ბი ადამიანმა მართლაც უხსოვარ დროს შეიცნო, სხვადასხვა საგანთა
ფორმის, სიდიდისა თუ რაოდენობის გაცნობიერების პროცესში. სავსე-
ბით დამაჯერებელია შეხედულება, რომ დასაბამიდან ნატურალური
რიცხვები ჯერ კონკრეტულ საგნებს მიუსადაგეს. რიცხვის შინაარსის
სწორად გასაგებად ახლაც ბევრს მიზანშეწონილად და აუცილებლადაც
მიაჩნია გადასათვლელ საგანთა ჩვენება სწავლების დასაწყისშივე.
ალბათ ამიტომაც შემთხვევითი არ უნდა იყოს, ქართულში ერთნაირი
ჟღერადობის სიტყვები “თვლა” და “თვალი” რომ გვაქვს. რიცხვი საგნე-
ბისაგან დამოუკიდებელ ცნებად შედარებით მოგვიანებით ჩამოყალიბ-
და. თანდათან იგი ადამიანის მრავალფეროვანი საქმიანობის მოწესრი-
გების უნივერსალურ საშუალებად გადაიქცა და საზოგადოების ცხოვ-
რების ყველა სფეროში შეიჭრა. ანტიკურ მოაზროვნეთა ერთი ჯგუფი
იმაშიც კი იყო დარწმუნებული, რომ რიცხვებით შეიძლება ამომწურა-
ვად აღიწეროს და დახასიათდეს ყველაფერი, რაც კი რამ ადამიანის
გარშემო არსებობს. სხვები კიდევ უფრო შორს წავიდნენ, რიცხვებს

8
ჯადოსნური თვისებები მიაწერეს, თუმცა რიცხვი არანაირ ზედმეტ
სამკაულს არ საჭიროებს. მის გარეშე ისედაც წარმოუდგენელია თანა-
მედროვე საზოგადოება. ჩვენც საუბარს

რიცხვებით

დავიწყებთ. დღეს ყველა კარგად იცნობს რიცხვებზე მოქმედებათა


მექანიზმს, მაგრამ რიცხვთა სისტემების შესახებ უფრო სრულყოფილი
წარმოდგენისათვის უმარტივესი ცნობები აღარა კმარა და შედარებით
მეტი ინფორმაცია არის საჭირო, მათ შორის ისტორიული განვითარების
მხრივაც. ნიშანდობლივია, რომ ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუ-
ნეში ევკლიდე ნატურალურ რიცხვს განმარტავდა, როგორც ერთეულე-
ბისაგან შედგენილ სიმრავლეს. თუმცა ”სიმრავლე”, ”ნაკრები” თუ
მსგავსი შინაარსის სხვა ცნებები არც მაშინ იყო სიტყვა ”რიცხვზე” უფ-
რო გასაგები.

განვითარების ადრინდელ საფეხურზე ადამიანს მხოლოდ ორი ან სამი


საგნისაგან შედგენილი კრებულები შეეძლო ერთმანეთისაგან განესხვა-
ვებინა. სამზე მეტი, რამდენიც არ უნდა ყოფილიყო საგანი, მათ რაოდე-
ნობას ”ბევრი” ერქვა. ეს ჯერ თვლა კი არა, ჩანასახი იყო მისი. საგანთა
მცირერიცხოვან კრებულთა ერთმანეთისაგან გარჩევის უნარი მან მოგ-
ვიანებით შეიძინა, რის შედეგადაც თანდათანობით, ერთმანეთის მიყო-
ლებით წარმოიშვა ცნებები ”ოთხი”, ”ხუთი”,... ”ცხრა”. ზოგს მიაჩნია,
რომ ადრინდელ ქართულში ”ცხრა” საკმაოდ დიდხანს ნიშნავდა განუ-
ზომლად ბევრს და დღევანდელი ”ცხრა მთა”, ”ცხრაწყარო”, ”ცხრათვა-
ლა” და სხვა მათი მსგავსი გამოთქმები იმდროინდელი მეტყველების

9
გამოძახილია. მზარდმა და მრავალფეროვანმა სამეურნეო საქმიანობამ
თვლის ფარგლების გაფართოვება მოითხოვა, რისთვისაც ადამიანს
უკვე სათვლელი საშუალებები დასჭირდა. და ისიც ითვლიდა ხეზე
ნაჭდევებითა თუ ნაკვანძებით თოკზე, ან ჯგუფ-ჯგუფად დალაგებული
კენჭებით. ყოველივე ეს მეტად მოხერხებული და სასარგებლო გამოდგა:
ჯერ ერთი, რომ გაიოლდა ანგარიში და მეორეც – რაც უფრო მეტადაა
მნიშვნელოვანი – შესაძლებელი გახდა გამოთვლების შედეგების ”შე-
ნახვა” და მათი შემდგომი გამოყენება. ასე, რომ თვლის იმდროინდელ
საშუალებებს უკვე ჰქონდათ, მართალია უმნიშვნელო, მაგრამ მაინც
”მეხსიერება”. დროთა განმავლობაში თვლის ეს იარაღები იხვეწებოდა
და მათ იდეაზე შემდგომში უფრო სრულყოფილი სათვლელი მოწყო-
ბილობები იქმნებოდა. კენჭებით თვლის იდეამ მოგვიანებით შვა
ჩინური ”სვან პანი” და ძველეგვიპტური ”აბაკა”, რომლითაც საკმაოდ
დიდხანს სარგებლობდნენ შუა საუკუნეების ევროპაშიც კი. ეს იყო
ზოლებად დაყოფილი მცირე ზომის დაფა, რომელზეც კენჭებს ან
ჟეტონებს ალაგებდნენ. სიტყვამ მოიტანა და ისიცა ვთქვათ, რომ
ლათინური ”calculatio”, ჩვენებურად „თვლას“ თუ „ანგარიშს” რომ
ნიშნავს, სიტყვა „calculus”-იდან ანუ „კენჭიდან” მოდის.

გამოთვლათა შედეგების შენახვა შეუძლებელია ადამიანის თითებზე,


რადგან გამორიცხულია მათზე ნაჭდევებისა და, მით უმეტეს, ნაკვან-
ძების გაკეთება. ამის მიუხედავად, ადამიანი საკუთარ თითებს, თვლის
ამ ბუნებრივ და ყოველთვის ხელმისაწვდომ საშუალებას, ძელისა და
თოკისაგან განსხვავებით, გაცილებით უფრო ხშირად მიმართავდა.
ეჭვგარეშეა, რომ პირველყოფილი ადამიანის ენა მწირი იქნებოდა.

10
უამრავ საგანს და მათ შორის რიცხვებსაც მაშინ ჯერ კიდევ არ ექნებოდა
შერქმეული სახელი და მათ ჟესტებით გამოსახატავდნენ. რაოდენობა,
ბუნებრივია, თითებით უნდა ეჩვენებინათ. სათვლელ საგანთა სულ
უფრო მეტი და მეტი რაოდენობებისათვის თითები, რაღა თქმა უნდა,
ვეღარ იკმარებდა და თვლის გასაიოლებლად ადამიანს რაიმე უნდა
ეღონა. მანაც არ დააყოვნა და საგნები ჯერ დააჯგუფა, შემდეგ კი ამ
ჯგუფების თვლა დაიწყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ საგნებს თითების
რაოდენობის მიხედვით აჯგუფებდა. ამას ყოველი ხალხი საკუთარი
შეხედულებით აკეთებდა: ზოგი აჯგუფებდა ერთი ხელის თითების
რაოდენობის მიხედვით ხუთ-ხუთად, ზოგიც ორი ხელის თითების
შესაბამისად ათ-ათად, ანდა სულაც ოც-ოცად. მას შემდეგ, რაც დაჯ-
გუფების პრინციპი გაითავისა, ადამიანმა უკვე ეს ჯგუფები იმავე წესით
დააჯგუფა ხუთ-ხუთად თუ ათ-ათად და ახლა ამ ჯგუფების თვლა
დაიწყო. მსგავსი პროცესის შემდგომი განვრცობით შეიქმნა თვლის
მოქნილი სისტემა. იგივე პრინციპის საფუძველზე ითხზვებოდა
რაოდენობათა შესაბამისი რიცხვების სახელებიც. ამის დასტურია
დღესაც არსებული ცოცხალი ენები, რომლებზეც „ხელი“ და „ხუთი“
ერთი და იგივე სიტყვით გამოითქმის, „ორი ხელი“ ნიშნავს „ათს“,
„კაცი“ კი -„ოცს“. ენათა უმრავლესობაში თვლის სისტემაცა და
რიცხვითი სახელებიც ორი ხელის თითების შესაბამის რაოდენობას –
”ათს” დაეფუძნა. ისეთი ენებიც არსებობს, რიცხვით სახელებს ერთ-
დროულად რამდენიმე საფუძველი რომ უდევს. მათ შორისაა ქართუ-
ლიც, სადაც ნათლადა ჩანს როგორც ”თერთმეტი” (ათ ერთ მეტი),
...”ცხრამეტი” (ათ ცხრა მეტი) სახელებით გამოხატული ”ათობითობის”

11
კვალი, ასევე კვალი ”ოცისა”, საიდანაც არის ნაწარმოები სახელები
”ორმოცი”, ”სამოცი”, ”ოთხმოცი”. ამ გაერთიანებულ ორ ათეულს
ქართულმა ენამ სხვა უპირატესობაც მისცა. თუ ავირჩევთ ოცზე
აღმატებულ ნებისმიერ დიდ რიცხვს, ვთქვათ, „ათას ორას ოცდაექვსს“,
სიტყვათა ამ კომბინაციაში შევნიშნავთ ერთადერთს, რიცხვს რომ არ
აღნიშნავს. ეს არის კავშირი „და“. საყურადღებოა, რომ ამ კავშირს
რიცხვითი სახელებიდან მხოლოდ „ოც“-თან, ან მის ჯერადებთან
ვხვდებით: ოც-და ერთი, სამ-ოც და ორი, ... ოთხ-მ-ოც და ცხრა-მეტი.
არც „ას“-თან, არც „ათ-ას“-თან და საერთოდ არსად. როგორ არის ამ
მხრივ საქმე სხვა ენებში? ინგლისურში ამ მოვლენის მსგავსი არაფერია
და ორი ათეული ჩვეულებრივი სახელია, ისეთივე როგორც სხვა ათეუ-
ლები, ერთი ათეულის გამოკლებით. ასევეა რუსულშიც. გერმანულ
ენაში კი „და“-ს ტოლფასი კავშირი „und“ აქვთ. მხოლოდ იქ მას ყველა
ათეულს უბამენ პირველი ათეულის გარდა. კიდევ არის ერთი განსხვა-
ვება. ჩვენებურად ჯერ უდიდესი გამოითქმის, შემდეგ კი „და“ კავშირს
ოცზე უფრო მცირე ერთეულები მოჰყვება. ზუსტად იმ მიმდევრობით,
როგორც ინდურ–არაბული ციფრებით იწერება. გერმანულში ეს პირი-
ქითაა: ჯერ ერთეულები გამოითქმის და შემდეგ ათეულები. მათთან,
მაგალითად, ჩვენებური „ოც-და-სამი“-ს ნაცვლად „სამი-და-ოც“-ს ამბო-
ბენ. ფრანგულთან ამ მხრივ ქართულს უფრო მეტი აქვს საერთო. მაგრამ
თვლის ათობითისა და ოცობითის შერწყმული ჩვენეული წესი სხვაგან
იშვიათად თუ მოიძევება. ერთი შეხედვით თითქოს ჩვენთან ეს
სახელები უფრო რთული წესითაა წარმოქმნილი, მაგრამ ამის მიუ-
ხედავად ქართული რიცხვითი სახელები მაინც საკმაოდ მოხერხებუ-

12
ლადაა მისადაგებული ნუმერაციის საყოველთაოდ მიღებულ სისტე-
მასთან. ვარაუდობენ, რომ დასაწყისში რიცხვთა მარაგი მეტისმეტად
მდოვრედ ფართოვდებოდა – ჯერ პირველი ათეულის ერთეულებში,
შემდეგ დაჯგუფების პრინციპის მიხედვით, ათეულების პირველი
ათეულის, ანუ ”ასეულის” ფარგლებში. მოგვიანებით ასეულებად
დაჯგუფებული საგნების ათეულმა ”ათასიც” ხელმისაწვდომი გახადა
და ცნება ”ბევრის” შესატყვისი რაოდენობა უფრო და უფრო შორს ინაც-
ვლებდა. საინტერესო ფაქტია, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის ქართულში
ათასების ათეულს სწორედ ”ბევრი” ერქვა, ”ბევრთა” ათეულს – ”ბევრის-
ბევრი”, ”ბევრის-ბევრთა” ათეულს – ”უშქარი”, ”უშქართა” ათეულს
”უშტი” და მათ ათეულს კი – ”უშტის-უშტი”.

ერთია სიტყვის ზეპირად გამოთქმა და სულ სხვა – მისი წერილობითი


გამოსახვა. და რიცხვები რომ წერილობით გამოისახოს, გარკვეული
ნიშნებია საჭირო. მათ ”ციფრებს” უწოდებენ. საინტერესო თავგადასავა-
ლი აქვს ამ ტერმინსაც. როგორც ამბობენ, მისი სათავე ყოფილა ძველინ-
დური სიტყვა ”სუნჲა”, რაც მათებურად მაშინ თურმე ”ცარიელ ად-
გილს” ნიშნავდა. იგივე შინაარსი აქვს ამ სიტყვის არაბულად ნათარგმნ
”სიფრ”-საც. ევროპელებმა კი იგი ჟღერადობის უმნიშვნელო ცვლილე-
ბით, უთარგმნელად გადაიღეს. ასე რომ, ცნებათა ზოგად სამეულს ”სა-
განი - სახელი - ჩანაწერი” ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში სიტყვათა
ჯაჭვი

რაოდენობა - რიცხვი - ციფრი

13
უნდა შევუსაბამოთ. დასაბამიდან რიცხვებს სწორხაზოვანი პატარა
შვეული ნაკაწრებით – ”ჩხირებით” აღნიშნავდნენ. ერთი ჩხირი
ნიშნავდა ერთიანს, ორი ჩხირი – ორიანს... ჩაწერის ეს ხერხი
ნაჭდევებით რიცხვთა წარმოდგენის იდეიდან შორს არ იდგა. მას
დღესაც ხშირად მიმართავენ. თუნდაც, მაგალითად მაშინ, როცა
”რომაული ციფრებით” ერთეულთა პირველ სამეულს წერენ. შედა-
რებით უფრო დიდი რიცხვებისათვის ეს წესი მოუხერხებელია. ამიტო-
მაც შემოიღეს ხუთისა და ათის შესაბამისი აღნიშვნები. ძველი სამყაროს
ბევრმა ხალხმა საკუთარი ციფრული ნიშნები შემოიღო და ამ ნიშნების
კომბინირებით დიდი რიცხვების გამოსახვის განსხვავებული წესებიც
მოიგონა. ასეთ წესებს „ნუმერაციის სისტემას“ უწოდებენ. იმდრო-
ინდელი ცივილიზებული სამყაროს ხალხთა კულტურული თანამშრომ-
ლობის საფუძველზე ნუმერაციის სისტემები დროთა მანძილზე ერთმა-
ნეთს ერწყმოდა და თანდათანობით იხვეწებოდა. მაგალითისათვის
ისევ რომაული ნუმერაცია მოვიტანოთ, სადაც რიცხვები”ხუთი” და
”ათი” შესაბამისად “V” და “X” ნიშნებით გამოიხატება. მკვლევართა
ერთი ჯგუფის ვარაუდით პირველი მათგანი ხელის მტევნის გამოსა-
ხულებაა, მეორე კი - ერთად აღებული ორი ხუთიანია. არსებობს სხვა
მოსაზრებაც, რომელის თანახმადაც საგანთა ხუთეული ჯერ ხუთი

ჩხირით იკაწრებოდა. შემდეგ ამ ჯგუფს, ჩხირების გრძელ რიგში

უფრო მკაფიოდ რომ გამოჩენილიყო, მეხუთეთი ზემოდან გადახაზული

ოთხი ამოკაწრული ჩხირით აღნიშნავდნენ. ჩაწერის შესამოკ-


ლებლად ბოლოს ორი ჩხირიღა დატოვეს – პირველი შვეული და

მეორეც დახრილი , რითაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ციფრი V

14
იშვა. მისი წარმოშობის სხვა ვერსიებიც არსებობს და ყოველი მათგანის
მიხედვით იგი თვლის ხუთობითი სისტემის გამოძახილია. საინტერესო
ფაქტია, რომ თვით ლათინურში ხუთობითობის ნასახიც კი არსადა
ჩანს. ამიტომაც ასკვნიან, რომ რომაელებმა ნუმერაციის სისტემა სხვა
ხალხისაგან (სავარაუდოდ, ეთრუსკებისაგან) გადაიღეს. ამ მოსაზრებას
კიდევ L (”ორმოცდაათი”) და D (”ხუთასი”) ციფრების არსებობით
ადასტურებენ, რადგან პირველი მათგანი ხუთჯერ აღებული ათეულია,
მეორე კი – ხუთჯერ აღებული ასეული. რაც შეეხება დანარჩენ C და M
ციფრებს, თვლიან, რომ ისინი ეგრეთწოდებული ”აკროფონული” წესით
არის შემოტანილი. ეს ის წესია, რომლის მიხედვითაც საგანი მისი
შესაბამისი სახელის პირველი ასოთი ან რაიმე სხვანაირი შემოკლებით
აღინიშნება. ასე რომ, ეს ციფრები შესაბამისად “Centum” (ასი) და “Mille”
(ათასი) სიტყვების საწყისი ასოების მიხედვით შემოუტანიათ. ყველა
დანარჩენი რიცხვი ამ ციფრებითა და რომაული ნუმერაციის გარკვე-
ული წესების დაცვით წარმოიდგინება. ერთერთ მათგანზე – პოზი-
ციურობის თავისებურ პრინციპზე უპრიანი იქნება ზოგიერთი რამ აქვე
ითქვას. რომაელთა ენაში ცნებები: ”მარჯვენა”, ”გამარჯვება”, ”მატება”,
შინაარსით ერთ ჯგუფს განეკუთვნება, ხოლო ”მარცხენა”, ”წაგება”,
”კლება” – საპირისპიროს. ვინც ქართულად მეტყველებს, მისთვის ეს
უცხო ხილი არ უნდა იყოს. და აი, როცა რიცხვით გამოსახულებაში
მცირე მნიშვნელობის ციფრი უფრო დიდი მნიშვნელობისას მარჯვნივ
უზის, ამ პრინციპის მიხედვით ისინი უნდა შეიკრიბოს, ხოლო თუ
მცირე მნიშვნელობის ციფრი დიდის მარცხნივა დგა, დიდს მცირე უნდა
გამოაკლდეს. მაგალითისათვის, VI არის ”ხუთი და კიდევ ერთი”, IV კი

15
ნიშნავს ”ერთით ნაკლებ ხუთს”. ან კიდევ ჩანაწერები XC, რომელშიც
”ასი ნაკლებია ათით” და CX, რაც უნდა იკითხებოდეს, როგორც ”ასი და
კიდევ ათი”. რომაელები რიცხვით გამოსახულებათა ჩაწერის სხვა
წესებსაც იცავდნენ. ერთერთი მათგანის მიხედვით რიცხვით
გამოსახულებაში ერთი და იგივე ციფრის ზედიზედ გამეორება
მხოლოდ სამჯერ შეიძლება. მაგალითად, თუ ”ოთხმოცი” წარმოიდ-
გინება, როგორც ”ორმოცდაათი და კიდევ სამი ათეული” (LXXX), მისი
მიბაძვით ”ოთხმოცდაათისათვის” დაუშვებელია ”ორმოცდაათი და
კიდევ ოთხი ათეული” LXXXX სახით ჩაწერა. ის წარმოდგენილი უნდა
იყოს მხოლოდ ზემოთმოტანილი XC გამოსახულებით. როგორღა
გამოვსახოთ რიცხვი, თუ მასში ათასების რაოდენობა სამს აჭარბებს?
ასეთ შემთხვევაში ათასების რაოდენობას წარმოადგენენ არსებული
რომაული ციფრებითა და ფეხთან მარჯვნივ m ნიშნაკს უსვამენ, რო-

გორც მაგალითად IV m CXI = 4111 გამოსახულებაშია. ნუმერაციის სის-

ტემა რომაულის გარდა სხვაც ბევრია. ზოგიერთ სისტემას საფუძვლად


ანბანი დაუდეს. ამ მხრივ არც ქართულია გამონაკლისი. პირველი ცხრა
ასო ჩვენმა წინაპრებმა ერთეულებს შეუსაბამეს, მომდევნო ცხრა – ათეუ-
ლებს, შემდეგი კრებულები კი ასეულებსა და ათასეულებს. მაშინ ქარ-
თულ ანბანში ორმოცი ასო იყო და რიცხვთა ჩაწერის იმდროინდელი
წესის დღევანდელ ოცდაცამეტ-ასოიან ანბანთან მისადაგებით შემდეგი
სურათი იხატება:
ერთეულები: ა(1), ბ(2), გ(3), დ(4), ე(5), ვ(6), ზ(7), თ(8), ი(9).
ათეულები: კ(10), ლ(20), მ(30), ნ(40), ო(50), პ(60), ჟ(70),
რ(80), ს(90).

16
ასეულები: ტ(100), უ(200), ფ(300), ქ(400), ღ(500), ყ(600),
შ(700), ჩ(800), ც(900).
ათასეულები: ძ(1000), წ(2000), ჭ(3000), ხ(4000), ჯ(5000), ჰ(6000).
ამ სისტემის ათობითობა თვალის ერთი შევლებითაცა ჩანს. საბუთად
იმის შენიშვნაც კმარა, რომ „თერთმეტი“, „თორმეტი“, ... „ცხრამეტი“
რიცხვითი სახელები ადრინდელ „ათ-ერთ-მეტი“, ..., „ათ-ცხრა-მეტი“
სახელთა თანამედროვე ფორმაა. მაგრამ მასში არც ნულია სადმე და არც
ე.წ. პოზიციურობის პრინციპი. ამიტომ ასოთა რაიმე ნიშნით დალაგებას
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მაგალითად, რა თანმიმდევრობითაც
არ უნდა იყოს „ი,ნ, შ, ჭ“ ასოები დაწყობილი, ისინი რიცხვს 3749
ყოველთვის ცალსახად განსაზღვრავენ. თუმცა მათ მაინც კლებადობის
ნიშნით აწესრიგებდნენ. წარსულიდან ამ აღნიშვნათა შემცველი
უამრავი ჩანაწერია შემონახული. ძირითადად ისტორიულ საბუთებსა
და ნაგებობათა კედლებზე, საფლავის ქვებზე და ბევრგან სხვაგანაც. უპ-
რიანი იქნება, ინდურ-არაბული სისტემისა და რიცხვთა ჩაწერის
დღევანდელი წესების თაობაზე ზოგი რამ აქვე ითქვას. ყველასათვის
ცნობილია, რომ ამჟამინდელი ცივილიზებული სამყარო თვლის
ათობითი სისტემით სარგებლობს. და რიცხვთა ჩასაწერად ამ სისტემას
საყოველთაოდ გავრცელებული და მართლაც რომ შესაფერისი ათი
ციფრი აქვს მორგებული. რადგან ეს ციფრები ევროპაში არაბეთიდან
შევიდა, მათ „არაბულს“ უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში ინდური
წარმოშობისაა. ეს ნუმერაცია ქართლში არაბებმა გაცილებით ადრე
შემოიტანეს, ვიდრე ის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდებოდა.
ქართულად მას „ნულა“ ერქვა. ჩვენს საერო ცხოვრებაში მან საუკუ-

17
ნეების მანძილზე ფეხი ვერაფრით მოიკიდა. სამაგიეროდ სასულიერო
სამყარომ ალღო თავიდანვე აუღო და გაითავისა ეს მეტად მოსახერ-
ხებელი სისტემა. და ეს ორი სისტემა ჩვენში თითქმის მეცხრამეტე საუ-
კუნის მიწურულამდე თანაარსებობდა. ამის თაობაზე „სიტყვის კონაში“
ნათქვამია, რომ „ესე ნულა ყოველთა რიცხვთა და ანგარიშთა
უმჯობესია. ყოველნი ქრისტიანენი ანუ ჰურიანი, გინა წარმართნი ამის
მიერ რიცხვენ. ქართველთა, მიკვირან, რად არა დასჭვრიტეს, ანუ
წმიდათა მამათა დაუტევეს.“ თვით ნული ამ ციფრებს მოგვიანებით
დაუმატეს. ალბათ საინტერესოა, სად და როდის დაიბადა ყველაზე
მნიშვნელოვანი ეს ციფრი. არაფრისაგან ჯერ რაღაცის შექმნა და შემდეგ
ამ რაღაცისათვის სახელისა და აღნიშვნის მოფიქრება მართლაც რომ
გენიალური გამოგონებაა. როგორც ცნობილია, ბაბილონელთა უძვე-
ლესი სამოცობითი სისტემა, პოზიციურობის მიუხედავად, მაინც არ
იყო სრულყოფილი. მას ნული არა ჰქონდა და ამიტომ ვერც გამოტო-
ვებულ თანრიგებს უჩვენებდა. მათი სისტემა ბერძენმა ასტრონომებმა
სრულჰყვეს და გამოტოვებული თანრიგი -ით („ო-მიკრონ“) აღნიშნეს.
ინდოელები უკვე იცნობდნენ მათ შრომებს, როცა თვლის საკუთარ
სისტემას ქმნიდნენ. ამას იმდროინდელ ინდურ ასტრონომიულ
ტრაქტატებში ბერძნული ტერმინების სიუხვითაც ადასტურებენ. მაგა-
ლითად, ტერმინები „კენდრა“ (), ანუ ცენტრიდან დაშორება, ან
„ლიპტა“ ( – წუთი) და სხვაც მრავალი. ბერძნებისაგან ნასესხები
პოზიციურობა, ნული და თანრიგების კლების მიხედვით მარცხნიდან
მარჯვნივ დალაგების პრინციპიც ინდოელებმა თავიანთ ათობით
სისტემასა და ბრაჰმას 1–9 ციფრებს მოარგეს. ასეთია ისტორიკოსთა

18
შეხედულება და, შესაძლოა, ყოველივე ეს ასეც მოხდა. მაგრამ აქ სხვა
რამეა მთავარი, რომ ვიცოდეთ: კაცობრიობის ყველა მნიშვნელოვანი
მონაპოვარი ეროვნებათა მჭიდრო თანამშრომლობის ნაყოფია. დღეს
რომ სკოლაში მთელ რიცხვებსა და წილადებზე მოქმედებებს ასწავ-
ლიან, არითმეტიკის იმდროინდელ ინდურ სახელმძღვანელოებში ყვე-
ლაფერი თითქმის ისევე წერია. ფათერაკებითაა აღსავსე თვლის ამ სის-
ტემის მოგზაურობა ინდოეთიდან ევროპამდე: შერისხული მუჰამედის
მედინიდან მექაში ტრიუმფული დაბრუნებით ერთდროულად დაიწყო
„ჰიჯრა“ – ისლამური წელთაღრიცხვა და კაცობრიობის კულტურის
განვითარების ახალი ერაც. ისლამის მოძღვრებით გაერთიანებულ
არაბებს საუკუნეც არ დასჭირვებიათ მსოფლიოს უმდიდრესი ნაწილის
დასაპყრობად. იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი
ინდოეთიდან პირენეიმდე დიდი სისხლის ფასად მათ ხელში
აღმოჩნდა. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე საერთაშორისო ენად არაბუ-
ლი გადაიქცა. იმპერიამ ზრუნვა დაიწყო წესრიგის, მშვიდობისა და
კეთილდღეობისათვის. ზრუნავდა კულტურასა და მეცნიერებაზეც.
ძველი სელევკიის ნანგრევებზე ზღაპრული ქალაქი ბაღდადი ააშენეს
და იქ დამორჩილებული ქვეყნებიდან მეცნიერები და მხატვრები მიი-
ზიდეს. არაბულად თარგმნილმა ლიტერატურამ წინა თაობათა ნაღვა-
წიდან ბევრი რამ გადაარჩინა. ითარგმნა ერთი ინდური სახელ-
მძღვანელოც ასტრონომიაში. ამ წიგნიდან გაეცნო ინდურ ნუმერაციას
ალ-ხვარიზმის ფსევდონიმით ცნობილი მუჰამედ ბენ მუსა ხორეზმელი,
ალგებრის პირველი ტრაქტატის ავტორი. გაეცნო და მის შესახებ წიგნიც
დაწერა, „არითმეტიკა“ სახელად. იქ მას ნულის თაობაზე ნათქვამი აქვს:

19
„როცა გამოკლების შედეგად არაფერი რჩება, პატარა წრეს წერენ, რომ
ადგილი ცარიელი არ დარჩეს. ამ წრემ უნდა თავისი ადგილი დაიკავოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში თანრიგები დაგვაკლდება და, მაგალითად,
მეორე თანრიგი პირველში შეიძლება აგვერიოს.“ მავრების მიერ ესპა-
ნეთში შეტანილი ეს წიგნი მოგვიანებით, მეთორმეტე საუკუნეში, მისი
ავტორის ფსევდონიმის მიხედვით „Algorithmus“-ად მონათლული, ლა-
თინურადაც ითარგმნა. თავიდან ინდური ციფრებით მხოლოდ ბერები
სარგებლობდნენ აღდგომის მცოცავი დღესასწაულის თარიღის
გამოსათვლელად. ხალხი კი მათ უცხოობდა და შეჩვეულ რომაულ
ციფრებს ამჯობინებდა. განსაკუთრებით ნული იყო გაუგებარი,
რომელიც არაფერს წარმოადგენდა და მის წინ დაწერილ რიცხვს კი
ათჯერ ზრდიდა. ერთ დროს საფრანგეთში გამოთქმა „Algorismus cifra“
თურმე სალანძღავადაც კი იხმარებოდა. ხელშეკრულებისა და თამასუ-
ქის შედგენისას ფლორენციაში აკრძალული ჰქონდათ მათი გამოყენება.
თვლიდნენ, რომ ნულის გადაკეთებით ექვსიანად ან ცხრიანად
ადვილად შეიძლებოდა საბუთების გაყალბება. ერთი სიტყვით,
ნუმერაციის ინდური სისტემა მეტად მძიმედ მიიკვლევდა გზას და
თითქმის ხუთი საუკუნე დასჭირდა ევროპის ქვეყნების უნდობლობის
დასაძლევად.

ინდურ-არაბული ნუმერაციის დიდი ღირსებაა რიცხვით გამოსახუ-


ლებათა ჩაწერის განსაკუთრებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც
ყოველი ციფრის მნიშვნელობა არსებითადაა დამოკიდებული გამოსა-
ხულებაში მის მიერ დაკავებულ ადგილზე ანუ პოზიციაზე. ამიტომაც

20
ეწოდა მას „პოზიციურობის პრინციპი“. როგორც ვიცით, ნებისმიერი
რიცხვი ათობით სისტემაში შეგვიძლია

 n 10 n      1 101   0 10 0   1 10 1     ,

ჯამით წარმოვადგინოთ. აქ ათეულის k -ური ხარისხები ეგრეთ-


წოდებული „საყრდენი“ რიცხვებია, ხოლო მათ შესაბამის ყოველ  k ,

k  n, n  1,   კოეფიციენტს შეიძლება ჰქონდეს ერთერთი რომელიმე

ციფრის შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა. სასრული როდენობის


საყრდენი რიცხვებიანი ჯამით წარმოდგენილ გამოსახულებაში, რა
თქმა უნდა, დასაშვებია შესაკრებთა გადანაცვლება. მაგრამ თუ რიცხვთა
ჩვენთვის ჩვეულ ჩაწერას, ანუ შეკრების ნიშნებისა და საყრდენი
რიცხვების ჩამოცილებას მოვინდომებთ, ასეთი თავისუფლება უკვე
გვეზღუდება და ციფრები აუცილებლად ათეულის შესაბამის ხარისხთა
კლების მიხედვით

 n    1 0 , 1   
უნდა დავალაგოთ. სწორედ ამას მოითხოვს პოზიციურობის პრინციპი.

ზემოთ მოტანილ ორივე ჩანაწერში მრავალწერტილიანი აღნიშვნაა, რაც


მოცემული წევრების მიბაძვით აგებული შესაკრებებით გამოტოვებული
ადგილის შევსების საჭიროებაზე მიგვანიშნებს. ყოველ შემთხვევაში
იგულისხმება, რომ ისინი იქ უნდა ეწეროს. ასეთი ჩაწერა მოხერხებუ-
ლია საკმაოდ დიდი ჯამებისათვის, რადგან შედარებით ნაკლებ
ადგილს იკავებს და თანაც მოცემული ჯამის მთლიანობაში აღდგენა
ხშირად მაინცდამაინც დიდ მიხვედრას არ საჭიროებს. თუ შესაკრებთა
ერთმანეთთან დამაკავშირებელი წესის მიგნება და მათი კონკრეტული

21
ფორმულით გამოხატვა ვერ ხერხდება, ჯამის სტრუქტურაში გასარ-
კვევად მისი გაშლილი სახით ჩაწერას ვერ ავცდებით. მიუხედავად
ერთგვარი მოუხეშავობისა, მრავალწერტილოვანი აღნიშვნა მაინც
ერთობ პოპულარულია. ჯამებს სხვა ჩანაწერებითაც წარმოადგენენ.
n
მაგალითად, დასახელებული საზღვრებითა და a
k 1
k  10 k სიგმა-

აღნიშვნით. ბერძნული ასომთავრულით ჯამის აღნიშვნა ჟოზეფ ფური-


ეს მიერ იყო შემოთავაზებული 1820 წელს და თავისი სიმარტივის
წყალობით ფართოდ მოიკიდა ფეხი. ამ ჩაწერის მიხედვით მხოლოდ ის
წევრები უნდა შეიკრიბოს, ინდექსი ნაჩვენებ საზღვრებს შორის რომ
აქვს მოქცეული.

რადგან ათობითი სისტემა ვახსენეთ,

თვლის სხვა სისტემების

არსებობაც უნდა ვივარაუდოთ. ეს მართლაც ასეა. მაგალითად, ბაბი-


ლონელი ასტრონომების სამოცობითი სისტემა დღესაც ცოცხალია
საათში წუთებისა და წუთებში წამების რაოდენობით, ან სრული
კუთხის 360 თანაბარ ნაწილად, ანუ გრადუსად დაყოფით. საზოგადოდ,
თვლის სისტემა ნებისმიერი რიცხვის ხარისხებზე შეიძლება
დავაფუძნოთ. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი
გარემოება – თვლის სისტემას საფუძლად პატარა რიცხვს თუ დავუ-
დებთ, რიცხვითი გამოსახულებები დიდი და გამოსაყენებლად მოუხე-
შავი გამოვა. საფუძვლად დადებული დიდი რიცხვი კი სამაგიეროდ
მეტი რაოდენობის ციფრთა დახსომებასა და გამრავლების მეტად

22
ფართო ცხრილის ცოდნას მოგვთხოვდა. ამ მხივ მეტად მოსახერ-
ხებელია თვლის თორმეტობითი ანუ დუოდეციმური სისტემა. თორ-
მეტს ოთხი გამყოფი აქვს, რითაც მნიშვნელოვნად იოლდება გაყო-
ფასთან და წილადებთან დაკავშირებული გამოთვლები. თანაც,
ათობითი სისტემიდან რიცხვების გადასაყვანად მხოლოდ ორი დამა-
ტებითი ციფრული აღნიშვნის შემოტანაა საკმარისი – ათეულისა,
ვთქვათ, „ა“ და თერთმეტისა – „თ“. მაშინ რაოდენობა „თორმეტი“
წარმოდგენილი უნდა იყოს „10“ გამოსახულებით. შესაბამისად, ცამეტის
ნაცვლად უნდა დაგვეწერა „11“, ოცდაორის ნაცვლად - „1ა“, ოცდასამისა
- „1თ“... თვლის დუოდეციმური სისტემა ბაბილონელთა სამოცობით
სისტემასაც კარგად ეხამება. რომაელებმა იგი ძველი ბერძნებისაგან
გადაიღეს. დასახელებაც სწორედ რომ „თორმეტის“ ლათინური შე-
სატყვისი „duodecim“-დან მოდის. იმის საბუთად, რომ თვლის ეს სისტე-
მა ევროპის ქვეყნებში რომიდან გავრცელდა, იტალიური „dozzina“,
ფრანგული „douzaine“, ინგლისური „dozen“ რიცხვითი სახელებიც კმარა.
ამ სისტემის თანრიგებია გროსი (დუჟინთა დუჟინი) და მასი (გროსების
დუჟინი). მათ დღესაც იყენებენ თეთრეულის, ჭურჭლის, ქაღალდისა
თუ საწერ მოწყობილობათა დასათვლელად. არც ის უნდა დაგვრჩეს
შეუმჩნეველი, რომ დღეღამეში საათების რაოდენობაც ორჯერ აღებული
დუჟინია.

აღსანიშნავია, რომ კომპუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ სტი-


მული მისცა თვლის თექვსმეტობითი (მეოთხე ხარისხად აყვანილი
ორიანი) სისტემის წინა პლანზე წამოწევას, რამაც მათი ფერთა პალიტ-
რის მრავალფეროვნება უზრუნველყო. ასე, რომ ადამიანი დღეს თვლის

23
სხვადასხვა სისტემით სარგებლობს. ამიტომაც არ უნდა უჭირდეს
თვლის ერთ სისტემაში მოცემულ რიცხვით მნიშვნელობათა სხვა
სისტემაში გადაყვანა. მაგალითად, როგორ გამოისახება ათობით სის-

ტემით მოცემული 8864 რიცხვი შვიდობით სისტემაში, ანუ როგორ


შეიძლება წარმოვადგინოთ იგი

 k   7 k   k 1  7 k 1       1  71   0  7 0

ჯამით, რომლის  n , n  1,.., k კოეფიციენტებში ექვსიანზე მეტი მნიშ-

ვნელობის არცერთი ციფრი არ ურევია. მრავალჯერადი გაყოფით


ვარკვევთ, შვიდის რომელი ხარისხი რამდენჯერ თავსდება მოცემულ
რიცხვში –

8864  1266  7  2  180  7  6  7  2 


  25  7  5  7  6   7  2 
  3  7  4  7  5   7  6  7  2 
 3  7 4  4  7 3  5  7 2  6  71  2  7 0.
რის საფუძველზეც ვასკვნით, რომ შეჩეულ რაოდენობას თვლის შვი-

დობით სისტემაში 34562 გამოსახულება შეესაბამება. რიცხვითი სიდი-


დეების ერთი სისტემიდან მეორეში გადასაყვანად აღარ იმეორებენ
ზემოთ მოტანილ მსჯელობას და დაზეპირებული მარტივი წესით
კმაყოფილდებიან. ამ წესის თანახმად შვიდზე ყოფენ ჯერ მოცემულ
რიცხვს, შემდეგ კი თანმიმდევრობით ყველა მიღებულ განაყოფს მანამ-
დე, ვიდრე საბოლოო გაყოფის შედეგად მიღებული განაყოფი გამყოფზე
ნაკლები არ გახდება. ამასთანავე იხსომებენ თითოეული გაყოფის
შედეგად დარჩენილ ნაშთს:

24
8864 : 7  1266 + ნაშთი 2; 1266 : 7  180  ნაშთი 6;
180 : 7  25  ნაშთი 5 ; 25 : 7  3  ნაშთი 4,

რომ შემდეგ შებრუნებული მიმდევრობით მიუწერონ ერთმანეთს უმაღ-


ლეს თანრიგში დასმულ ბოლო გაყოფის შედეგს. ეს წესი, რაღა თქმა
უნდა, ვარგისია ყველა შემთხვევისათვის. მათ შორის თვლის ორობით
სისტემაში გადასაყვანადაც, რომელსაც „დიადიურს“ ან „ბინარულს“
უწოდებენ. იგი შემთხვევით არ გვიხსენებია. ჯერ ერთი, რომ მას
„ორი“-ს შესატყვისი უმცირესი რაოდენობა უდევს საფუძვლად და
ნებისმიერი რიცხვი „0“ და „1“ სიმბოლოთა კომბინაციით უნდა
გამოისახოს. შეკრებისა და გამრავლების ცხრილი კი უმარტივესი აქვს
და მხოლოდ ორი თანაფარდობით ამოიწურება: 1+1=10, 1  1=1.
სამაგიეროდ, ამ მომხიბლავ სიმარტივესთან ერთად დიდი ნაკლიც
გააჩნია, რადგან არცთუ ისე დიდი რიცხვების გამოხატვაც კი საკმაოდ
გრძელ გამოსახულებებს საჭიროებს. ეს კი, როგორც უკვე ითქვა,
გამოთვლებისათვის მეტად მოუხერხებელია. მიუხედავად ამისა,
თვლის ეს სისტემა მეტად მნიშვნელოვანია და ფართოდაც გამოიყენება,
რადგან კარგად ესადაგება ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტიდან
ერთერთის არჩევანს, რაიმე წინადადების უარყოფას ან დადასტურებას.
მაგალითად, ჭეშმარიტია („1“) თუ მცდარი („0“) რომელიმე დებულება.
ანდა, არის თუ არა ძაბვა ელექტრულ ქსელში და სხვა მისთანანი. ესაა
თვლის ორობითი სისტემის ესოდენ დიდი პოპულარობის მთავარი
სარჩული გამოთვლითი მოწყობილობებისა და პროგრამების აგებისა
თუ გამოყენების პროცესში.

25
ახლა კი ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე შევაჩეროთ ყურადღება: რო-
დესაც რაოდენობათა ჩხირებით გამოსახვაზე ვსაუბრობდით, გამოთქმა
”კიდევ ერთი” ვახსენეთ. საგანთა რა რაოდენობაც არ უნდა ჰქონოდა,
ადამიანს ყოველთვის შეეძლო კიდევ თითო ემატებინა და ემატებინა
მრავალგზის. ასეთმა შესაძლებლობამ მის ცნობიერებაში თანდათან
მოამწიფა ნატურალური რიცხვების დაუსრულებლობის შეგრძნება. ეს
ალბათ ერთერთი უპირველესთაგანია აზროვნების განვითარების იმ
მნიშვნელოვანი საფეხურებიდან, რომელზეც ადამიანი უსასრულობას
შეეხო. გარდა ამისა, რამდენჯერმე ”კიდევ ერთის დამატება” გვავა-
რაუდებინებს, რომ შეკრების ოპერაცია დასაბამითვე რიცხვებთან ერ-
თად ყალიბდებოდა და ადამიანი მას აქტიურადაც მიმართავდა. დადგა
დრო და პრაქტიკულმა აუცილებლობამ მას ახალი, შებრუნებული
კითხვა დაუსვა, თუ რამდენი უნდა დაემატებინა მოცემული რაოდე-
ნობისათვის, რომ საგანთა სასურველი რაოდენობა მიეღო. ამ შეკით-
ხვით წარმოიშვა არითმეტიკულ ოპერაციათა შექცევის პრეცედენტი.
შეკრების

შექცეული ოპერაცია

გამოკლებაა. მან ადამიანს ნატურალური რიცხვებიდან მთელი უარყო-


ფითი რიცხვებისაკენ გაუხსნა გზა, რომელთა ნაკრებიც ნატურალური
რიცხვების კრებულის მსგავსად ცალი მხრიდან შემოსაზღვრულია, მეო-
რიდან კი დაუსრულებელი. როგორც კი რიცხვთა ეს კრებულები
ერთმანეთს შეერწყა, მთელ რიცხვთა ორივე მხრიდან შემოუსაზღვრელი
გროვა წარმოიქმნა. მაშინდელი წარმოდგენით ადამიანი რიცხვებს
თითქოს უკვე ორჯერ მეტი რაოდენობით დაეუფლა. მაგრამ ეს

26
მოსაზრება სწორი არ გამოდგა, რადგან თურმე ერთად აღებული ყველა
მთელი დადებითი და უარყოფითი რიცხვი იმდენივე ყოფილა,
რამდენიც ნატურალურია. ეს, ერთი შეხედვით უაზრო წინადადება, რომ
მთელს გროვასა და მის განახევრებულ ნაწილში საგნების თანაბარი
რაოდენობა შეიძლება იყოს, ამ შემთხვევაში ჭეშმარიტია და მარტი-
ვადაც მტკიცდება. ამისათვის ორივე გროვა უნდა გადაითვალოს.

შემოუსაზღვრელი რაოდენობის საგანთა გადათვლა შეუძლებელია. აქ


გამოთქმა “გადათვლა“ მხოლოდ ისეთ მოქმედებათა მოფიქრებას
გულისხმობს, რომლითაც უკლებლივ ყველა რიცხვისათვის ერთადერი
საკუთარი ნატურალური რიცხვის მისადაგება მოხერხდება.

ამასთან, სულაც არაა აუცილებელი რიცხვთა რაიმე ბუნებრივი


თანმიმდევრობის დაცვა, ვთქვათ, ზრდადობის ან კლებადობის ნიშნით.
ჩვენ შემთხვევაში პროცედურა მარტივია: მოპირდაპირე რიცხვები
დავაწყვილოთ, გადავნომროთ და ყოველ ცალკეულ რიცხვს ქვეშ
სათანადო ნომერი მივუწეროთ:
1,  1, 2,  2, 3,  3, . . .
1, 2, 3, 4, 5, 6, . . .

როგორც ვხედავთ, წყვილ-წყვილად დალაგებული მთელი რიცხვების


„დათვლა“ სავსებით შესაძლებელი ყოფილა. რადგან ნებისმიერ რიცხვს
ერთადერთი საკუთარი ნომერი მივეცით, მისთვის მხოლოდ ერთი
ნატურალური რიცხვი შეგვითანადებია. პირიქითაც, როგორც რიცხვთა
ჯაჭვებიდან ჩანს, ყოველ ნატურალურ რიცხვს თავისი საკუთარი მთე-
ლი რიცხვი შეესაბამება. მაშასადამე, რიცხვები ორივე კრებულში თანა-

27
ბარი რაოდენობითა ყოფილა. ეს კი სწორედ ისაა, რაშიც გვინდოდა
დავწმუნებულიყავით.

წყვილ-წყვილად თვლას ყოველთვის ჰქონდა პრაქტიკული გამოყენება


და ადამიანი მას დიდი ხანია მიმართავს. ძველად ქართულში მას
საგანგებო სახელიც კი ჰქონია – მუზნური თვლა. ასე უწერია დიდ საბას
სიტყვის კონაში. საზოგადოდ, ნებისმიერ კრებულს, რომელშიც საგანთა
რაოდენობა ამოუწურავია და მაინც შესაძლებელია მათი გადანომრვა
(გადათვლა),

თვლადი სიმრავლე
ეწოდება. მაშასადამე, ნატურალური რიცხვების კრებული თვლადია და
ასეთივე ყოფილა მთელ რიცხვთა კრებულიც. ამ ფაქტებზე საუბრით
მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას შეგნებულად ვარღვევთ,
რადგან ჩვენ ისტორიული მიმოხილვა კი არა, საგანთა შესახებ მეტნაკ-
ლებად ნათელი წარმოდგენის შექმნა გვინდა. გამოკლების ოპერაციამ
მთელი უარყოფითი რიცხვები დღის სინათლეზე გამოიტანა. ამ
სიკეთის სანაცვლოდ, როგორც ხშირად ხდება, მშობელი ოპერაცია
სწორედ მის მიერ შობილმა რიცხვებმა აქციეს ზედმეტად. ეს კი ასე
მოხდა: ნატურალური რიცხვების ნაკრებში მაკლები მთელი დადებითი
რიცხვია. მთელ რიცხვთა ერთობლიობაზე კი ის უკვე მოპირდაპირე
ნიშნის მქონე შესაკრებადაც შეიძლება ჩაითვალოს. გამოდის, რომ ამ
შემთხვევაში სხვაობა თურმე ჯამია და, ამდენად, გამოკლებაც იგივე
შეკრების ოპერაციაა. ასე, რომ მთელ რიცხვებში მოქმედებისას შეკრების
ოპერაცია სავსებით საკმარისი ყოფილა.

28
რაც შეეხება ერთი და იგივე ნატურალური რიცხვის რამდენჯერმე
შეკრებას, ადამიანისათვის ჯერ კიდევ მაშინ უნდა ყოფილიყო გასაგები,
როცა დიდი რიცხვების საწარმოებლად ჯგუფ-ჯგუფად დალაგებულ
საგნებს ითვლიდა. ძნელია გადაჭრით თქმა, რომელია უფრო ადრინ-
დელი, გამოკლების ოპერაცია, თუ გამრავლებისა. ერთი კი ცხადია, რომ
ნებისმიერი ორი მთელი რიცხვის გამრავლება ისევ მთელ რიცხვს
იძლევა. ამიტომ გამრავლება მთელი რიცხვების სიმრავლეს ახალს არა-
ფერს მატებს. სამაგიეროდ ამას მისი შექცეული ოპერაცია – გაყოფა
აკეთებს. მთელ რიცხვთა ერთმანეთზე გაყოფით ხომ

წილადები

შემოდის! ლათინური “ratio” (გაყოფა) სიტყვის მიხედვით წილადებს


რაციონალურ რიცხვებსაც უწოდებენ. ეს მათი საერთაშორისო სახელია.

უპრიანი იქნება სიტყვა „წილადზე“ ყურდღების შეჩერება. „წილი“


სარგოს, კუთვნილს ნიშნავს და მას ლათინურად „portio“ ესადაგება,
ხოლო ლათინური “pro” წინსართის უამრავი მნიშვნელობიდან ერთ-
ერთს ქართული ბოლოსართი „ადი“ შეესაბამება. ყოველივე ეს მიგვა-
ნიშნებს, რომ მთლიან სიდიდედ ჩათვლილი რაღაც რაოდენობა
ნაწილებადაა დაყოფილი. მაგალითად, Procentum – მეასედ ნაწილს
ნიშნავს. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ტერმინი „პროპორციაც“ სიტყვა
”წილადის” მონათესავეა.

წილადებმა მართლაც მნიშვნელოვნად გააფართოვეს წარმოდგენა


რიცხვების შესახებ. აქაც წამოიჭრა მსგავსი კითხვა: წილადების შემოს-

29
ვლით გაიზარდა რიცხვთა საერთო რაოდენობა და თუ გაიზარდა,
რამდენჯერ? თურმე ნუ იტყვით და, არცრამდენჯერ, რადგან
ერთად აღებული ყველა მთელი და წილადი რიცხვი რაოდენობით
იმდენივე ყოფილა, რამდენიცაა ნატურალური რიცხვი!

ამ წინადადების სისწორეში რომ დავრწმუნდეთ, მთელი რიცხვებიც


ისეთ წილადებად ჩავთვალოთ, მნიშვნელში რომ ერთიანი უზით.
შემდეგ დავალაგოთ წილადები მათი მრიცხველებისა და მნიშვნელების
ჯამების ზრდის მიხედვით და ეს ჯამები შესაბამისად ქვეშ მივუწეროთ.
რამდენადაც შესაძლებელია, ყველა წილადი შევკვეცოთ და თუ მისი
ტოლი მნიშვნელობის რიცხვი ადრე უკვე შეგვხვდა, ჩამონათვალში
ნუღარ შევიტანთ. ამით სათვალავში ერთი და იმავე წილადის გამეო-
რებას თავიდან ავიცილებთ. მაშ ასე,

1 1 2 1 3 1 2 3 4 1 5 1 2 3 4 5 6
, , , , , , , , , , , , , , , , ...
1 2 1 3 1 4 3 2 1 5 1 6 5 4 3 2 1
2, 3, 4, 5, 6, 7, ...
1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12,13, 14,15,16, 17, ...

ამგვარი წესით დალაგებული წილადები ყოველ ჯგუფში სასრული


რაოდენობით შედის. ამიტომ ძნელი არაა თითოეულ ჯგუფში წილა-
დების გადათვლა და, აქედან გამომდინარე, რაც კი არსებობს, ყველა
წილადის გადანომრვაც ხელმისაწვდომი ყოფილა. მესამე სტრიქონიც
სწორედ ამ რიგით ნომრებს დავუთმეთ. რადგან ყველა წილადს საკუ-
თარი ნომერი ჰქონია, გამოდის, რომ თითოეულ მათგანს ერთადერთი
ნატურალური რიცხვი შეესაბამება. ასე რომ, ნატურალური და მთელი
რიცხვების მსგავსად, წილადების ნაკრებიც თვლადი ყოფილა. ამ ნიშ-

30
ნით რიცხვთა სამივე ეს გაერთიანება ერთმანეთს წააგავს. მაგრამ ისინი
ხომ სხვადასხვანაირ რიცხვთა კრებულებია და მათ ერთმანეთისაგან
განსხვავებული თვისებებიც უნდა ჰქონდეთ! აი, მაგალითისათვის
მთელ რიცხვთა ორი ჯგუფი ავიღოთ. ერთი იყოს მთელი რიცხვები,
ვთქვათ, 5–დან 15–მდე ჩათვლით უკლებლივ, ანუ [5,15] შუალედი.
მეორე კი – იგივე, ოღონდ პირველი და ბოლო რიცხვების
ჩაუთვლელად, ე.ი. (5,15) შუალედი. ორივე ჯგუფში ყოველგვარი
დაბრკოლების გარეშე შეგვიძლია უდიდესისა და უმცირესი მთელი
რიცხვების დასახელება. პირველში უმცირესია 5 და უდიდესი – 15,
მეორეში კი ეს რიცხვებია 6 და 14 შესაბამისად. თუ ორივე ჯგუფში
რომელიმე რიცხვთაგანს (ვთქვათ 9–ს) გამოვტოვებთ, რაღაც გარკვეული
აზრით ორთავე გაგვიწყდება. თუ არ გამოვტოვებთ – არ გაგვიწყდება.
მაგრამ გაწყვეტა ხომ ისეთი რამისა შეიძლება, რაც თავიდან
განუწყვეტელია, უწყვეტია. არის კი რიცხვთა ეს ორი ჯგუფი უწყვეტი?
ან როგორ წარმოვიდგინოთ მთელ რიცხვთა ეს ჯგუფები უწყვეტად.
ანდა, საერთოდ რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა „უწყვეტი“? მთელი
რიცხვების ნაკრებში ეს სიტყვა არაფერსაც არ ნიშნავს. ხოლო
წილადების კრებულში თუ გადავალთ და რიცხვთა ორივე ჯგუფს იმავე
5 და 15 საზღვრებში განვიხილავთ, რამდენადმე განსხვავებულ ვითა-
რებაში აღმოვჩნდებით. მართლაც, ნებისმიერ ორ მთელ რიცხვს შორის
უამრავი წილადის ჩასმა შეგვიძლია, შემდეგ კი ამ წილადებს შორის
ახალი წილადების ჩასმა. ახალი და ახალი წილადების ჩასმის ამ
პროცესს ბოლო არა აქვს. ამიტომაცაა, რომ წილადების ნაკრებში უკვე
შეუძლებელი ხდება რომელიმე რიცხვისათვის უახლოესი წილადის

31
დასახელება. აქედან გამომდინარე, პირველი ჯგუფისაგან განსხვა-
ვებით, მეორე ჯგუფში ვერც უმცირესსა და ვერც უდიდეს წილადს
ხელს ვერ დავადებთ მასში შემავალ რიცხვთა სასრული საზღვრების
მიუხედავად. ესაა დახურულ და ღია ინტერვალებზე წილადების
ერთობლიობისა და მთელი რიცხვების კრებულთა შორის ერთერთი
არსებითი განმასხვავებელი ნიშანი. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ორივე
ეს ნაკრები თვლადია. ამიტომ წილადებიც ნატურალური რიცხვებივით
განცალკევებით ყოფილა გაბნეული. როდესაც საგნები ერთმანეთისაგან
განცალკევებით დგას, ამბობენ რომ მათი კრებული „დისკრეტულია“
(ლათინურად dis-cretum დანაწევრებას, განცალკევებას ნიშნავს). თუ
წილადების კრებული დისკრეტულია, მაშინ რითიღაა შევსებული მათ
შორის არსებული უამრავი სიცარიელე? ან რომელ სიცარიელეზე შეიძ-
ლება იყოს საუბარი, როცა მათში კვლავ უამრავი ახალი წილადი თავს-
დება? გამოდის, რომ საგნები ერთმანეთისაგან გაცალკევებულადაა და
თანაც მათ შორის სავსებით ცარიელ ადგილებს მაინც ვერ ვადებთ
ხელს. თურმე ამგვარი ორმაგი ბუნება იმ ნაკრებთა კიდევ ერთი გან-
მასხვავებელი თავისებურებაა, საგნებს უსასრულო რაოდენობით რომ
შეიცავს. თავიდან ყოველივე ეს ძნელი წარმოსადგენია და უფრო ნათე-
ლი რომ გახდეს, შესადარებლად გეომეტრიულ ობიექტებს იშველიებენ.
სახელდობრ, რიცხვთა ჩვენს ჯგუფებს ღერძის წერტილების სიმრავლეს
უდარებენ.

კიდევ ერთ საყურადღებო გარემოებაზე შევჩერდეთ. როგორც ზემოთ


ითქვა, გამოკლების ოპერაციამ წარმოაჩინა უარყოფითი რიცხვები და
მათ მიერვე უარყოფილი იქნა. მსგავსი ვითარებაა გაყოფის ოპერაცი-

32
ასთან დაკავშირებითაც. რაციონალურ რიცხვთა ჩარჩოებში გაყოფის
ოპერაცია კარგავს თავის დანიშნულებას, რადგან გამყოფი ყოველთვის
შეიძლება განიხილებოდეს, როგორც შებრუნებული მნიშვნელობის
თანამამრავლი. ასე რომ, რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებისას
გამრავლების ოპერაცია სავსებით საკმარისია. ნიშანდობლივია, რომ
შემდგომში, როცა საგანთა მრავალფეროვან სიმრავლეებს განმარტავენ,
ხშირად მხოლოდ შეკრებისა და გამრავლების ოპერაციებითა და მათი
ანალოგებით იფარგლებიან.

33

You might also like