Professional Documents
Culture Documents
კავკასიურის საკითხები
კავკასიურის საკითხები
ხთონურ ღვთაებათა მესამე წევრი დედა მიწაა. იგი ყველაზე მაღალი რანგის
ხთონური ღვთაებაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ განაგებს და მფარველობს მთელ
დედამიწას და ასევე მას ემორჩილებიან დანარჩენი ღვთაებები. საინტერესოა ის
ფაქტი, რომ აქაც ფიგურირებს გველი. თუმცა ისინი ღვთაებების უფლებამოსილებისა
და მოვალეობების მიხედვით განსხვავდებოდნენ. მართალია ოჯახის საკითხებს
მეტწილად ადგილის დედა და ფუძის ანგელოზი მონაწილეობდნენ და დედა მიწის
ძირითადი მოვალეობა მთლიანად დედამიწის მფარველობა იყო და არა კონკრეტულ
ოჯახებში წესრიგის დამყარება და ა.შ. მაგრამ იყო შემთხვევები, როცა დედა მიწის
უფლებებში შედიოდა ოჯახის საკითხები, როგორიცაა ბავშვის დაბადება. ამასაც
ჰქონდა გარკვეული რიტუალები, მშობიარე ქალს აწვენდნენ თივისგან ან ჩალისგან
გაკეთებულ საწოლზე. იმ საწოლებზე დაწოლა არ შეიძლებოდა, რომლებსაც
ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ, ეს წესი იმერეთში ჩამოყალიბდა. ზოგიერთ
ადგილზე მშობიარე ქალს მიწაზე აწვენდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბავშვს
პატრონობდა და მფარველობდა მიწის ღვთაება და მასზეც იყო დამოკიდებული
ბავშვის უსაფრთხოება.