Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ყურადღებით წაიკითხეთ გალაკტიონის ლექსი „ქებათა ქება ნიკორწმინდას“

მაქვს მკერდს მიდებული ხვეულთ დიადება


ქნარი, როგორც მინდა. ვხედავ - რა უხვია,
ჩემთვის დიდებული დრომ მას დიადემა
სხივი გამობრწყინდა. კრძალვით შეუხვია.
მკვიდრად ააშენა, ნეტა ვინ მოჰქარგა,
ვინაც ააშენა და როცა მოჰქარგა,
და ცით დაამშვენა შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
დიდი ნიკორწმინდა. გზნება - ნიკორწმინდა!

გზნებით დამკარგავი მკვეთრი და მოქნილი


გრძნეულ ჩუქურთმებით, ხაზთა დასრულება
ქარგით დამქარგავი არის ამოდქმნილი
ნაზი შუქურთმებით, ნატვრის ასრულება.
ნეტა ვინ აზიდა, ეს ის სიმკვეთრეა,
ან როგორ აზიდა, ეს ის სიმდიდრეა,
რა ხელმა აზიდა რაითაც მკვიდრია
მაღლა ნიკორწმინდა! ძეგლი - ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია, შენის სულმნათისად


რა მხნე, რა მდიდარი, ასვლა ეროვანი:
ჟღერს ქვის ჰარმონია - ყელი გუმბათისა
დარობს რამდი დარი. მაღალღეროვანი,
კარგად გამოჰკვეთა, ცამდის აღერილი,
ვინაც გამოჰკვეთა, ნებით აღერილი,
სიბრძნით გამოჰკვეთა სათნოდ აღერილი,
მძლავრი ნიკორწმინდა. გშვენის, ნიკორწმინდა!

აქ რომ თაღებია, მზერა ქართულია


სვეტთა შეკონება, სივრცის დაუნჯებით,
ისე ნაგებია, თვალი გართულია
სიზმრის გეგონება. ფრთიან ფასკუნჯებით:
ნეტა ვინ ააგო, ფრთები, ფრთები გინდა,
რა ნიჭმა ააგო, კიდევ ფრთები გვინდა,
რა მადლმა ააგო გინდა დაეუფლო
სვეტი - ნიკორწმინდა! სივრცეს ნიკორწმინდა!

ვგრძნობ, ვით დიადია შენ ფრთამოღუღუნეს


თორმეტი სარკმელი, ჟამთა სიმაღლეზე,
ხაზებში ანთია ჩვენი საუკუნე
ცეცხლი მისარქმელი: გიცავს, უახლესი.
ნეტა ვინ აანთო, მძლავრი ხელოვნება,
რომ გრძნობით აანთო ხალხის ხელოვნება -
და წლებს გადაანდო ბრწყინავს საქართველოს
ნათლად ნიკორწმინდა! ქებად ნიკორწმინდა!

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

იმსჯელეთ პოეტის დამოკიდებულებაზე შემოქმედების მიმართ;

იმსჯელეთ ნიკორწმინდაზე, როგორც ქართველი ხალხის გენიის წარმოჩენაზე;

იმსჯელეთ ლექსის მხატვრულ თავისებურებებზე.

თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

You might also like