ბიოლოგია 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

შემაჯამებელი სამუშაო 4

1.რომელ პერიოდებს მოიცავს უჯრედის სასიცოცხლო ციკლი?


G1 (ინტერფაზის პრესინთეზური ფაზა). უჯრედი მისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს
ასრულებს, მაგალითად კუნთოვანი უჯრედები მამოძრავებელი ფუნქციის შესრულებაში იღებენ
მონაწილეობებს. თუ რპმელიმე ჯირკვლის უჯრედია, მაშინ ასინთეზებს და გამოყოფს ფორმონს.
ეს ფაზა ყველაზე ხანგძლივია სხვებთან შედარებით, მაგრამ მისი ხანგძლივობა მაინც უჯრედის
ტიპთან არის დაკავშირებული. შემდეგი ფაზა არის S ფაზა რომელსაც მეორენაირად სინთეზურ
ფაზასაც უწოდებენ. ამ ფაზაში უჯრედი ქმნის თავისი ბირთვული დნმ-ის ასლებს -
მიმდინარეობს დნმ-ის რეპლიკაცია. ამ ფაზის ბოლოს უჯრედი შეიცავს დნმ-ის მოლეკულების
გაორმაგებული (2x) რაოდენობას. მესამე ფაზა ანუ G2 ფაზა (პოსტსინთეზური ფაზაა). უჯრედი
აგრძელებს თავისი ფუნქციების სესრულებას და გარკვეულ ზომამდე ზრდას. ეს ფაზა შეიცავს
გადამწყვეტ საკონტროლო წერტილს: უჯრედის გაყოფის დაწყებამდე, უჯრედს უნდა ჰქონდეს
ადეკვატური ზომა და დაუზიანებელი დნმ. უჯრედის გაყოფა უჯრედული ციკლის მეორე
სტადიაა, რომელიც მოიცავს მიტოზსა ციტოკინეზს. მიტოზი არის ბირთვისა და მისი შიგთავზის
გაყოფა. ციტოკინეზი არის პროცესი რომელიც ყოფს უჯრედის ციტოპლაზმა და მიიღება ორი
შვილეული უჯრედი

2. ინტერფაზის S ცნობილია როგორც სინთეზური ფაზა , რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს


უჯრედში?

S ფაზა რომელსაც მეორენაირად სინთეზურ ფაზასაც უწოდებენ. ამ ფაზაში უჯრედი ქმნის თავისი
ბირთვული დნმ-ის ასლებს - მიმდინარეობს დნმ-ის რეპლიკაცია. ამ ფაზის ბოლოს უჯრედი
შეიცავს დნმ-ის მოლეკულების გაორმაგებული (2x) რაოდენობას.

3. რაზეა დამოკიდებული უჯრედისგაყოფის სიჩქარე?

უჯრედები სხვადასხვა სიჩქარით იყოფიან. როკარიოტული უჯრედები რომელთაც არ გააჩნიათ


მემბრანული შენების ორგანელები/ორგანოიდები, გაცილებით სწრაფად იყოფიან, ვიდრე
ეუკარიოტი უჯრედები. უჯრედების გაყოფის სიჩქარე დაკავშირებულია ამ უჯრედებისადმი
ორგანიზმის მოთხოვნილებსთან. ადამიანის უჯრედბში S, G2 და M ერთად, დაახლოებით 12
საათს გრძელდება. ყველაზე მეტად სხვადასხვა ტიპის უჯრედები ერთმანეთისაგან
განსხვავდებიან G1 ფაზის ხანგძლივობით. უჯრედების გაყოფა უფრო ჩქარია ემბრიონსა და
ბავშვებში ვიდრე მოზრდილებში. ასევე, მოზრდილ ადამიანებში უჯრედული გაყოფის სიჩქარე
განსხვავებულია სხვადასხვა ქსოვილში.

4. რასთან არის დაკავშირებული უჯრედების უკონტროლო გამრავლება ?


უჯრედების გაყოფა კონტროლიდან შეიძლება გამოვიდეს სხვადხვა მიზეზით: 1) უჯრედს
შეიძლება არ ჰქონდეს გენი, რომელიც საჭიროა ზოგიერთი მემბრანულ ცილის მაგალითად იმ
ცილის სინთეზისთვის, რომელიც მოლეკულა-რეცეპტორის როლს ასრულებს. 2) ეს ცილა-
რეცეპტორი რაღაც მიზეზით შეიძლება ინაქტივირებული იყოს, რაც გარემო გაქტორების ბრალი
შეიძლება იყოს. უჯრედების უკუნტროლო გაყოფა შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ ან
გარემო ფაქტორებთან. ხშირ შემთხვევაში ორივე ტიპის ფაქტორის კომბინირებული მოქმედებით
არის გამოწვეული.
5. რა არსებითი განსხვავებაა უსქესო და სქესობრივ გამრავლებას შორის ?

მიტოზი არის ბირთვისა და მისი შიგთავსის გაყოფა, რომელიც უსქესო ანუ სომატურ უჯრედებში
ხდება და იყოფა 4 ფაზად: პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა, ხოლო მეიოზი არის
სქესობრივი გამრავლების სახე, რომელიც ორ ეტაპად იყოფა. ეს არის I მეიოზური გაყოფა და II
მეიოზური გაყოფა. I მეიოზურ გაყოფაში შედის ოთხი ფაზა: I პროფაზა, I მეტაფაზა, I ანაფაზა და
I ტელოფაზა, II მეიოზურ გაყოფაშიც ოთხი ფაზა შედის: II პროფაზა, II მეტაფაზა, II ანაფაზა და II
ტელოფაზა. მეიოზის შედეგად მიიღება ჰაპლოიდური გამეტები, რომელთა შერწყმის შედეგად
ზიგოტაში კვლავ აღდგება სახეობისთვის დამახასიათებელი დიპლოიდური ქრომოსომული
კომპლექტი. მიტოზის შედეგად კი წარმოიქმნება გენეტიკურად იდენტური ორი ბირთვი.
თითეულ ბირთვს კი ქრომოსომათა იმავენაირი ნაკრები აქვს რაც საწყის უჯრედის ბირთვს.
მეიოზი კი გენთა ახალ კომბინაციას წარმოქმნის და გენეტიკური მრავალფეროვნების წყაროა.

6. ახსენი განსხვავევბა ზრდასრულ ( სომატურ) ღეროვან უჯრედებსა და ემბრიონულ ღეროვან


უჯრედებს შორის.

ბლასტოცისტის რრუში 30-მდე უჯრედი ქმნის შიდაუჯრედულ მასას, რაც ემბრიონული


ღეროვანი უჯრედების წყაროა. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები დიფერენცირდება და
უჯრედები იძენენ სპეციფიკურ ფუნქციებს. საბოლოოდ მათგან ფორმირდება ადამიანისთვის
დამახასიათებელი 200-მდე ტიპის უჯრედი. ეს პროცესი კონპლექსურია და მასში მრავალი გენია
ჩართული, რომელთაგან ზოგიერთი აქტიურდება, ზოგი კი ჩუმდება.

ზრდასრულ ღეროვან უჯრედებს სომატურ ღეროვან უჯრედებსაც უწოდებენ. ზრდასრული


ღეროვანი უჯრედები ნაწილობრივ არადიფერენცირებული უჯრედებია, რომლებიც
განლაგებულია მრავალი ორგანოსა და ქსოვილის სპეციალიზრბულ უჯრედებს შორის. ისინი
გვხვდება მთელ სხეულში, მაგალითად: ტვინში, ღვიძლში, ძვლის წითელ ტვინში, ჩონჩხის
კუნთში, კბილის პულპაში და სხვა მრავალშიც. ზრდასრული ღეროვანი უჯრედებიდან,
ემბრიონული ღეროვანი უჯრედებისგან განსხვავებით ყველა ტიპის უჯრედი არ ფორმირდება.

7, ახსენი რა განსხვავებაა გენერაციულ და სომატურ მუტაციებს შორის?

მუტაცია შეიძლება იყოს გენერაციული ან სომატური. გენერაციული მუტაციები გამეტებში ხდება


და თაობიდა თაობას გადაეცემა კვერცხუჯრედის სპერმატოზოიტის მეშვეობით. სომატური
მუტაციები შესაძლებელია მოხდეს ემბრიონის განვითარების პროცესში, ან მის შემდგომ
სომატურ უჯრედებში. ასეთი მუტაციები გავლენას ახდენს იმ ქსოვილებზე და ორგანოებზე,
რომლებიც ამ მუტანტი უჯრედებიდან ვითარდება.

8 რა წარმოადგენს გამრავლების მოლეკულურ საფუძველს ?


გამრავლების მოლეკულურ საფუძველს დნმ-ის რეპლიკაცია წარმოადგენს

9.რა პროცესები მომდინარეობს ინტერფაზის G1 ფაზაში?

G1 (ინტერფაზის პრესინთეზური ფაზა). უჯრედი მისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს


ასრულებს, მაგალითად კუნთოვანი უჯრედები მამოძრავებელი ფუნქციის შესრულებაში იღებენ
მონაწილეობებს. თუ რპმელიმე ჯირკვლის უჯრედია, მაშინ ასინთეზებს და გამოყოფს ფორმონს.
ეს ფაზა ყველაზე ხანგძლივია სხვებთან შედარებით, მაგრამ მისი ხანგძლივობა მაინც უჯრედის
ტიპთან არის დაკავშირებული. უჯრედს უსასრულოდ ზომაში გაზდა არ შეუძლია. უჯრედების
ზომა განისაზღვრება ზედაპირის ფაროთობითა და მისი მოცულობის თანაფარდობის სიდიდით.
უჯრედის ზომის ზრდასთან ერთად უფრო სწრაფად მოცულობა იზრდება. როდესაც ზედაპირის
ფაროთობის მოცულობასთან თანაფარდობა ძალიან მცირეა, უჯრედს ასეთ შემთხვევაში არ
შეუძლია ნივთიერებათა მიმოცვლა გარემოსთან საკმარისი/საჭირო სიჩქარითა და რაოდენობით

10.უჯრედში ყველა გენის მიხედვით არ ხდება ტრანსკიფცია , ახსენი როგორ მიმდინარეობს ეს


პროცესი?

ტრანსკრიფცია გენის ექსპრესიის პირველი საფეხურია. ამ პროცესში გენის დნმ-თანმიმდევრობა


რნმ-ზე გადაიწერება. ტრანსკრიფციამდე დნმ-ის ორმაგი სპირალი უნდა გაიხსნას იმ გენთან
ახლოს, რომელიც უნდა გადაიწეროს. ტრანსკრიფციის დროს სპირალის ორი ჯაჭვიდან ერთ-
ერთი ნიმუშად გამოიყენება. ამ ჯაჭვს ნიმუში, ანუ მატრიცა, ეწოდება. მიღებული რნმ-ის
მოლეკულა ნიმუში ჯაჭვის კომპლიმენტარულია, ხოლო დნმ-ის მეორე, ანუ მაკოდირებელი,
ჯაჭვისა - თითქმის იდენტური. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც:
ახლადწარმოქმნილ რნმ-ში ყველა "თიმინი" ნუკლეოტიდი "ურაცილი"-თია ჩანაცვლებული.
ტრანსკრიფციის მთავარი ფერმენტი რნმ-პოლიმერაზაა. რნმ-პოლიმერაზები ფერმენტებია,
რომლებიც დნმ-ს რნმ-ად გადაწერენ. დნმ-ის ნიმუშის გამოყენებით რნმ-პოლიმერაზა რნმ-ის
ახალ მოლეკულას აწყობს კომპლემენტარული ფუძეების დაწყვილებით.

You might also like