Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 2

კახთა მიმართ

პოეტი მიმართვს კახელებს, ნამდვილ ქართველებს უწოდებს მათ, და სულით


მოლხენილებს. მათთან აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად. კახელებს ძლიერ
უყვართ მხურვალე გულით ერეკლეს დროის გახსენება. იმ დროის , როდესაც
კახელებივით მოლხენილი ევლინებოდა მტრებს გამგმირად.

რაც საყვარელი მეფის, ერეკლეს მეფობის დრომ ჩემზე მოახდინა გვალენა ყრმობისას .
მეც ძმებო, კახელებო, ძღვნად მოგართმევთ ამ პოემას, ერთსულობისა, ვაჟკაცობისა ,
ლხინის ნიშნად.

როცა თქვენებურად მამულის (კახური) ღვინით გულს გაიხარებთ, ხელში ჯამით წარსულ
დროს გაიხსენებთ, რიგრიგობით დალევთ წინაპრების შესანდობარს, მეც გამიხსენეთ ,
მიუსაფარი, უთვისტომო მგოსანი, თქვენი მთხრობელი.

თი ნ. ბ.

კარი პირველი
ერეკლე მიმართავს უფალს, კეთილ მწყემსს უწოდებს, და მის ანგელოზებს (სამწყსოს )
თავის სამეფოს ავედრებს. გულთამხილავია უფალი და იცის რა ჭირიც მოიადგა დღეს
საქართველოს. მრავლად არიან მტერბი და მრავლად იტაცებენ ქართველებს (მეტაფორა
ცხვრებს). გვიშველე, ჩვენო შემწევ, და არადგინე დღეს საქართველო. ასე ლოცულობდა
მეფე ერეკლე თავის ლაშქარზე მხურვალე გულით. უფლის წინაშე მსხვერპლად შეწირული
ცრემლი ურიცხვი იყო.

ქართველთა ჯარი კრწანისის მინდვრად დაბანაკებულიყო სპარსელებთან საომრად !


პატარა კახი, ძლიერ, რისხვიან აღა მაჰმად-ხანს უპირებდა შებმას. ამ დროს გამოჩნდა
სამხრეთით მტერი. მოწმენდილი, მშვენიერი ცა დანათლიდა ბრძოლის ველს , ერეკლეც
ჯარს მამობრივი ხმით ამხნევებდა:

"ხედავთ, როგორი თავხედობით შეიკრიბნენ ურჯულოები, დღეს გადაწყდება


საქართელოს ბედი ან უბედობა. დღეს სჭიდება მამულს მხნეობა , დღეს მეც რიგითი
მეომარი ვარ თქვენში. რიგითი მხედარი. დღეს გამოჩნდება ვინ არის ერთგული , ვის
უფრო უყვარს მამული, ძმებო."

"შენი გამჩენის ჭირიმე, შენი, რომ გაგვაგონე კვლავ სალხენი ხმა." შებღავლა მეფეს ჯარმა
ერთხმად. "ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით, ოღონდ შენ იყავ, მეფევ ,
დღეგრძელი! მტერი რაღაა, როცა ქართველებს ერეკლე ნუგეშად ევლინებათ.
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!" ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს, ოდეს მოყმენი ,
ვით მამას შვილნი, განუცხადებენ თავისს სიყვარულს!

ჩაჰბერეს ნაღარას (საყვირს), გულებს ზარავდა მისი ხმა. მტერთან საომრად ჯარი
შეჰყარა. ხმა ნაღარისა, ხმა ამ ბრძოლისა როგორ არ აგაფორიაქებს, გმირო ქართლისა !
მხდალს გაამხნევებს, მხნეს გააღვიძებს და მიჯნურსაც სულს შეუშფოთებს !

შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი; როგორც ნადირს მშიერი ლომი,ისე ეკვეთნენ სპარელებსა
ქართველი მხედრები, მტკვარს შეუერთდა სისხლის ღვარი! ორივე იბრძოდა
გამწარებული, ორივე ომებში გამოცდილი.

მეფე ერეკლეს ღვაწლი ყველაში გააღვიძებს ვაჟკაცურ სულს. მაინც ვერ ხედვენ ბრძოლის
სასრულს. როცა ნახეს ქართველებმა,რომ გართულდა საქმე, მაშინვე ჩაიკეცეს ქუდები
თურმე, ხმალს ხელი იკრეს მამაპაპურად და დაერივნენ თავისებურად!

ბინდმა გაჰყარა მებრძოლნი მტერნი,გამარჯვებულნი დარჩნენ ქართველები . მაგრამ მეფე


ჯარს რომ უყურებდა, გამარჯვება აღარ ახარებდა, რადგან ძვირად დაუჯდა .
მრავალმა ყმაწვილმა, თავი დადო მამულისათვის! მათთვის საფლავიც არსად ჩანს
ჰაერში გაქრა მათი სახელი და არსად მატიანე არ გვიქადაგებს მათ საქმეებს . დუმილნი
ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!.. მაგრამ, გმირებო, ნუ შეშფოთდებით, თქვენ სახსოვარი
გაქვთ თვით განგებით: რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ
გარდაეცემის; ქართლი თქვენს ღვაწლსაც არ დაივიწყებს , აღა-მაჰმად -ხანს სანამ
ახსენებს!

მეფემ უბრძანა თვავის ქვეშევრდომებს: “გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს მივიქცეთ


და ციხე ჩვენი მსწრაფლ გავამაგროთ, თორემ ხვალ სიმხნევე ვეღარ გვიშველის,
აღა-მაჰმად-ხან აქ როცა გვნახავს. ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს,და იქნება , რომ
ციხეში დავხვდეთ, იფიქროს რომ დიდი ლაშქარი გვყავს. ძველთაგან ასე ნაამბობია , რომ
ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია”. ყველა დაეთანხმა ამაზე მეფეს; ქალაქს მოიქცნენ იმავე
ღამეს და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა თავშესაფრად ექცათ, ჯართა ქართლისა!

გათენდა დილა მზისა აღმოსვლად. მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლად ბნელი მოჰფინა
ტფილისის არეს: აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს, სამი დღე და ღამე გარს ერტყა ჯარით ,
მაგრამ ვერაფერი ავნო. დაღონდა სპარსთა მეფე შფოთვით მოცული , აღელვებული ,
მოსვენებადაკარგული. და თურმე ყოვლით იმედმიხდილი ქართლითგან წასვლას
აპირებდა. მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა. აჰა მან იგი აწ მოიხელთა და მუხთალისა ანგართა
ხელთა აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი! მან თავისი ხალხი მტერს შესწირა ზვარაკად
თავისი ხალხი გასცა!

სცნა რა ირაკლიმ ესე მუხთლობა, მოყმეთა თვისთა სულმდაბლობა, მყისვე აღენთო


ხელმწიფე-გული, მტერზედ ამაყად გამზადებული! მაგრამ უაზრო იყო ყოველი ღონე : აღა -
მაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე, შემოეპარა ციხისა კართა,და მოევლინა მსწრაფლ
ქართველთ ჯართა. გააფთრებული ეძებდა მას,ვინცა ჰერანის (ირანი)ტახტს,
ხელმწიფებას ქართველთა შორის წაართვა ძალა; მაგრამ ირაკლიმ უკვე გაქუსლა
მთიულეთისკენ თავისი ცხენი და შეუმცირა სპარსთ ტკბილნი დღენი!

You might also like