Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

მოგესალმებით ქალბატონო მოსამართლევ და მივესალმები დამსწრე

საზოგადოებას , მე გახლავართ ადვოკატი ნინო ხარებავა. და დღეს ვიცავ


ბრალდებულების ნესტან დარეჯნისა და ტარიელის ინტერესებს. დღეს ჩვენ
განვიხილავთ საქმეს მართალი სამართალი, რომელიც ეხება ხვარზმთა მეფის
აჟის მკვლელობას . ესარის საქმე სადაც მეფე საკუთარი ერთგული რაინდის,
ტარიელის მტერი გახდა. მოდით ქრონოლოგიურად განვიხილოთ მოვლენები
რათა ცავწვდეთ მომხდარის ობიექტურ სინამდვილეს. ყველაფერი იქიდან იწყება
რომ დილის ცხრა საათზე ბატონი ტარიელი ფარსადანის ინიციატივით
დაპატიჟებყული იყო სასახლეში რათა დასწრებოდა სხდომას , სადაც
სულრამდენიმე ადამიანი გახლდათ. სადაც მეფემ წამოაყენა ნესტანის
გათხოვების აუცილებლობა და მიხეხად სიყმაწვილის ჯამის ცამორჩენა განაცხადა .
არცისე დიდი ბჭობის შემდეგ სხდომა შეჯერდა რომ ნესტანი უნდა მიეთხოვებინათ
ხვარაზმშთა მეფის ვაჟისთვის, რასაც ტარიელი უხმოდ უსმენდა. საინტერესოა ასე
მალე როგორ მოახერხეს მათი თქმით იდეალური სასიძოს პოვნა, მაგრამ ფაქტია
რომ ყოველივე ეს წინასწარჰქონდათ დაგეგმილი. შესაბამისად ტარიელმა ჩუმად
ყოფნა და დათანხმება არჩია, რადგანაც შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა,
რათქმაუნდა შეეძოო მისი მიჯნურისადმი ერთგულება გამოეხტა და ვაჟკაცობა
გამოეჩინა მაგრამ და საპირისპირო აზრის წარმოთქმა არც არაფერს შეცვლიდა
და მეფის თვალში უნდობლობას წარმოაჩენდა. როდესაც ხვარაზმთა მემკვიდრე
ინდოეთის საზღვრების ზღურბლს გადმოცდა მეფემ მას სასახლის წინ კარავში
დაბანაკება შესტავაზა რათა დაესვენა. საინტერესოა, რატომ არ შემოიპატიჟა
მომავალი სასიძო სასახლეში. აქ კი საღამო ჟამს უკვე ვაწყდებით ტარიელის
ტავდასხმას. და მესმის, როცა ბრალმდედებელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს
ბრალს დებს სისხლის სამართლის ას მეცხე მუხლის ე ქვეპუნკტით რომელიც
მოიცავს განზრახ მკვლელობას. ქალბატონო მოსამართლევ მინდა
მხედველობაში მიიღოთ ის რომ არნიშნულ დანაშაული არანაირად არ ყოფილა
პოლიტიკირად მოტივირებული როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. აღნინშული
საქმე პირდაპირ კავშირში იყო დამნაშავე ფარსად მეფის პირად ინტერესებთან ,
რომელიც აგრთვე მისმა მეუღლემაც გაიზიარა. ყურადღება მინდა გავამახვილო
ფარსადანის მეუღლეზე რომელსაც სრული წვდომა ჰქონდა აღნიშნულ თემაზე, და
მონაწილეობდა კიდეც მასში. ტარიელის ჩვენების საფუძველზე მინდა
დავადასტურო თუ როგორ დაინახა სასახლის ვეზირმა სასხლის კუთხეში,
სხდომამდე მოჩურჩულე მიჯნურნი, ამ შემთხვევაში ფარსადანი და მისი მეუღლე.
იმ პერიოდში ჩვენ არავინ ვიყავით იქ, სრული სურათის მისაღებად ჩვენ უნდა
დავეყრდნოთ მოწმეებს მაგრამ ნება მომეცით ვისაუბრო იმ მოწმეებზე რომლებიც
ბრალმდებელმა არ ახსენა. საინტერესოა რატომ არ გაამხვილა ყურადღება
ბრალმდებელმა სასახლის კარისკაცებზე.. გარდა ამისა არ შეინიშნება არანაირი
სიტყვიერი კონტაქტი ფარსადნის მეუღლესა და ტარიელს შორის. მას შეეძლო წინ
აღსდგომოდა საკუთარი ქალიშვილის არასასურველ მამაკცზე გათხოვებას ,
მაგრამ რატომრაც მან თავი ვალდებულად არ ჩათვალა. ფარსადანის მეუღლეს
შეეძლო ფარსადანს დალაპარაკებოდა განსხვავებული მოსაზრებით, მაგრამ ეს
არ გააკეთა, ამის აფუძველზე ვასკვნით რომ ქალბატონი ფარსდანი მონაწილე იყო
ამ შეტქმულებისა. აღსანიშნავია ისიც რომ აღნიშნულ ვითარებას , ვგულისხმობ
ხვარაზმთა მეფის ვაჟის მკლველობას დიდი აღშფოთება არ გამოუწვევია
პატივცემულ ფარსადანში გამომდინარე იქიდან რომ მან უკვე იცოდა შედეგი მის
მიერ მომზადებული გეგმისა. მას თავიდანვე ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი
ნესტანის გათხოვების გეგმა შემუშავებული რათა ტარიელი და ქალბატონი
ნესტანი მიჯნურობაში ემხილა და შესაბამისად გათვლილი ჰქონდა პრინცის
სიკვდილიც.
ასევე ის სამართლებრივი აბსურდი, რასაც პროკურორი უყენებს ბრალად ჩემი
დაცვის ქვეშმყოფთ მხოლოდ ნაწილობრივ არის საფუძლიანი და ვერ
დასტურდება ვერანაირი კონკრეტული მტკიცებულებებით რომ ტარიელმა
გამიზნულად გააკეთა ეს. ვადასტურებ, რომ ბატონმა ტარიელმა მართლაც
საკუთარი ხელით გააკეთა ეს. დანაშაული ჩდენილი იყო სისხლისსამართლის
კოდექსის მეცრე მუხლის მესამე ქვეპუნქტით, რომელიც მოიაზრებს განზრახ
დანაშაულს არაპირდაპირი განზრახვით. დანაშაული ეხება პირს, რომელსაც
გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობ მაგრამ არ სურს
შედეგი. მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ დანაშაული კიდევ უფრო არ დავამძმოთ
ამ ორი უდანაშაულო ადამიამიანის დასჯით. თავიდან ბოლომდე მოწმეთა
დაკითხვიდან და მტკიცებულებათა გამოკვლევიდან დასტურდება რომ ბატონი
ტარიელი იძლებული იყო ამ მკვლელობაზე წასულიყო და აქ არ ყოფილა
არანაირი პოლიტიკური განხრა ტახტის არქონის მხრივ. გარდა ამისა
გასათვლისწინებელია ტარიელისს მეობაც, ის არ გახლავთ ისეთი ტიპის ადამიანი
რომელიც უბრძოლველად ტოვებს მსგავს საქმეს, რაც კიდევ ერთხელ
ადასტურებს იმას რომ ბატონი ტარიელიდ და ქალბატონი ნესტანი უშუალოდ
კრიტიკულ სიტუაციაში იყვნენ. როგორ შეიძლება კრიტიკული სიტუცაიის ქვეშ
მყოფ პიროვნებას დავაბრალოდ მიზანმიმართულად ასეთი შემზარავი რამის
გაკეთება როდესაც ეს სიტუაცია სწორედ რომ ფარსადანმა შეუქმნა მას . გარდა
სისხლის სამართლის დანაშაულისა, მინდა ღვნიშნო ნესტანის პირადი
უფლებების დარღვევაც. ადამიანის უფლებებს აღიარებს და უზრნველყოფს
საქართველოს კონსტიტუციაც კონსტიტუციის მეშვიდე მუხლის თანახმად,
სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა
და თავისუფლებებს. კონსტიტუციის მეორე თავზე დაყრდნობით ირღვევა ნესტანის
პირადი , სიტყვისა და აზრის თავისუფლება. გარდა ამისა, მუხლ 5 ზე დაყრდნობით
ყველას აქვს ტავისუფლების უფლება რომელიც მხოლოდ მაშინაა ღკვეთილი თუ
ეს კანონის შესაბამისობაშია დადგენილი. ფარსადანს საკუთარი ქალიშვილი
მოშორებით, კოშკში ჰყავდა გამოკეტილი. ამიტომ უადგილოა რომ ნესტანს
ცხოვრება ისეთმა ადამიანმა დაუგეგმოს ვინც მას არ აუღზრდია და მასზე არ
უზრუნვია. აგრეთვე აქ ვაწყდებით ქორწინების უფლების დარღვევას. ამ
შემთხვევაში ნესტანი იძულებული გახლდათ გათხოვილიყო მამაკაცზე მისი
თანხმობის გარეშე სადაც ირღვევა 150 მუხლის პირველი ქვეპუნქტი. ამ დროს კი
ქალბატონი ნესტანი გახლდათ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ.
ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ფარსადანი რა გამოიწვია მისმა ქვეცამ , რეალურად
კი ჩვენ დიდებული მონარქისა და მებრძოლის ნიღაბს სახეს ვხედავდით
თუმცა სხვა ყველა მონარქის მსგავსად მასაც აქვს ჩვენთვის უცხო მხარე , არის
ფარსადანის ის მხარე როდესაც თქვენ არასდოეს შეხვედრილხართ და ამასთან
გამკლავება სწორდ ნესტანსა და ტარიელს მოუწიათ. თქვენ არ გინახავთ ბოროტი ,
მიზანმიმართული მონარქის სახე რომელიც გამოცანებით თამაშობს, სადაც მან
პასუხი უკვე იცის. ან თავად ქმნის მას. გარდა ამისა, ეს პირველი შემტხვევა არ
ყოფილა როცა ფარსადანს მალულად გეგმა შეუემუშაოს : მაგ. ნესტანისა და
არ------------

იელის სუფრასთან პირისპირ დასხდომა რომელიც მათი მიჯნურობის გამოტეხვის


პორველი ეტაპი იყო. ხატაეთიდან დაბრუნების შემდეგ, ტარიელის ხალხთან
შეხვედრის დროს ლამაზად გამოწყობილი ნესტანის შეგებება. მაგრამ აი სადამდე
მივიდა ფარსადანი. ახლა კი მინდა შევაჯამო არსებული საკითხები რომელიც ამ
შემაძრწუნებელ მკვლელობაშ მას სდებს ბრალს. 1) თავდაპირველადფარსადანის
გეგმა რომ არა ტარიელი ამაზე წამსვლელი არ იქნებოდა. გარდა ამისა წესით ეს
წოდება და ტახტი მას ეკუთვნის, ვგულისხმობ ნესტანთნ ერთად მეფობას. ხვარმთა
მეფიის ვაჟის გამეფების შემთხვევაში კი ფარსადანი სახელმწიფოს აგდებდა
საფრთხეში და მმართველობას სპარსელებს უბოძებდა. ქალბატონო
მოსამართლევ, ნაფიც მსაჯულებო საკუთარ თავს კითხეთ რა მოხდებოდა თუ
ნესტანი გაყვებოდა ხვარაზმთა მეფის ვაჟს? ვის ხელში გადავიდოდა
ძალაუფლება? რათქმაუნდა ეს როგორც აღვნიშნე არ ყოფილა მოტივი მაგრამ ეს
ის მინუსი ფარსადანის გეგმაში რომელიც ნესტანის გატხოვების შემთხვევაში
იქნებოდა. არ დაიტანჯებოდა ორი მიჯნური რომელიც ამდენი ხანია ერთმანეთს
ეტრფიან?

ქალბატონო მსოამართლევ , მე როგორც დაცვის მხარის წარმომადგენელს და


ბრალდების მხარეს ღრმად გვწამს რომ თქვენ მიიღებთ ობიექტურ და
სამართლიან სწორ გადაწყვეტილებას. მინდა აღვნიშნო რმ ქალბატონი
პროკურორის მიერ წაყენებული აბსურდული ბრალდებები სასამართლოშც და მის
გარეთაც არაფრად დარჩება და თქვენ მიიღებთ ერთადერთ სამართლიან
გადაწყვეტილებას. ჩვენ გვჯერა სამართლიანი მართლმსაჯულების . მადლობა
თვენო ღირსებავ.
როგორც დაცვის მხარე მოწმედ ვიძახებ სასახლის კარისკაცს, ვეზირს

You might also like