5 განლაგება (ჰენდაუთი)

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 9

თემა: საპატრულო ბაზა, პერიმეტრის დაცვა, მოხსენება: SALUTE

სლაიდის ნომერი: S05

მსუბუქი ქვეითი ოცეულის სტრუქტურა

ოცეული სტანდარტულად შედგება სამეთაურო ჯგუფის და 3 ათეულისგან, აქედან ერთი ათეული შეიძლება იყოს
შეიარაღების, ანუ ხელის საშუალო ტყვიამფრქვევით (მაგ.: MG3, M60, M240, PKM) და ტანკსაწინააღმდეგო
საშუალებებით (მაგ.: RPG-7). თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ მსუბუქი ქვეითი ოცეულის (28 მებრძოლი)
ვარიანტი. ოცეულს შეიძლება მიემაგროს ტანკსაწინააღმდეგო, ან სნაიპერების სპეციალური ჯგუფები.
სამეთაურო ჯგუფი: ოცეულის მეთაური, ოცეულის სერაჟანტი, მალემსრბოლი, მსროლელი-რადისტი
ათეული (X2): ათმეთაური, მსროლელი, მსუბუქი მეტყვიამფრქვევე (მაგ.: 5.56mm M249), მსროლელი; მეორე
ჯგუფის მეთაური, მსროლელი, მსროლელი, მსროლელი
შეიარაღების ათეული: ორი მეტყვიამფრქვევე (მგ.: 7.62mm MG-1M) და ორი დამხმარე; RPG-7-ის ორი მსროლელი
და ორი დამხმარე
ოცეულის ერთ წევრს შეიძლება ჰქონდეს ჩუბინის (კარგი მსროლელი) ოპტიკიანი ავტომატური შაშხანა,
ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები და ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი გასროლები (მაგ.: M72 LAW, RPG-22)

გარემოს პირველადი სკანიერება, მანძილის გამოთვლა თვალით და ორიენტირები

გარემოს სკანირება ხდება ობიექტის, ან მოძრაობის შემჩნევის მიზნით. სადამკვირვებლო არე იყოფა 3 ნაწილად:
ახლო, შუა და შორი. თავდაპირველად დაკვირვება ხდება ახლო ნაწილზე (დაახლ. 100 მეტრამდე) მარცხნიდან
მარჯვნივ. სკანირების დროს ვამოძრავებთ თავს, რათა სწრაფად არ დაიღალოს თვალები. ახლო ნაწილის შემდეგ
სკანირდება საშუალო (100-300 მეტრი) და შემდეგ შორი (300 მ. +) ნაწილები.

მანძილის გამოთვლა თვალით. ობიექტამდე მანძილის ცოდნა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით: კომანდის
მოცემისას გეცოდინებათ რამსიშორეზე გაიხედოთ, ზუსტად დაუმიზნებთ (იარაღზე დააყენებთ შესაბამის
დაშორებას) და საფრთხეზე რეაგირებას ადექვატურად მოახდენთ. მხედველობა ყველა ადამიანს ინდივიდუალური
აქვს, ამიტომ მანძილის გამოთვლაში საჭიროა ვარჯიში.

100 მეტრის მეთოდი. ყოველ 100 მეტრში უნდა დადგათ სანიშნე (ან დაიხმარო მეგობარი) და დააკვირდეთ, რათა
100, 200 და 300 მეტრის თვალით შეფასება შეძლოთ. ცნობისთვის: ფეხბურთის სტანდარტული მოედანი სიგრძეში
100 მეტრია.
დაკირვებისას თუ ჩათვლით რომ თქვენსა და ობიექტს შორის 3 მოედანი ჩაეტევა ე.ი. მანძილი დაახლ. 300
მეტრია. გაითვალისწინეთ რომ ეს მეთოდი მაშინ გამოდგება, თუ თქვენსა და სამიზნეს შორის სრულად ჩანს მიწის
ზედაპირი. ხევი შეიძლება ვერ შეამჩნიოთ და ობიექტი იმაზე ახლოს მოგეჩვენოთ ვიდრე სინამდვილეში არის.

მხედველობითი შეფასება. როდესაც დაიმახსოვრებთ თუ როგორ გამოიყურებიან საგნები (მაგ.: შეიარაღებული


ადამიანი, მანქანა) თქვენგან 100, 200 და ა.შ. მეტრზე, შეძლებთ მანძილის სწრაფ გათვლას სამიზნემდე.

1
როგორ ჩანს ადამიანის ფიგურა სხვადასხვა დაშორებაზე

100 მ - დეტალურად
200 მ - კარგად, ჩანს კანის ფერი და განირჩევა აღჭურვილობა
300 მ - ჩანს სხეულის ფორმა და კანის ფერი, მაგრამ სხვა დეტალები ბუნდოვანია
400 მ - ჩანს მხოლოდ სხეულის ფორმა
500 მ - სხეულის ბუნდოვანი ხდება და აღარც თავია გამოკვეთილი
600 მ - სხეული სოლისებრია და საერთოდ აღარ ჩანს თავი

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ ჩანან სხვადასხვა საგნები:

ტანსაცმლის ნაწილები და ფერი 300 მეტრამდე


სიგარეტის ნათება ღამით 500 მეტრამდე
ხელების და ფეხების მოძრაობა სიარულისას 700 მეტრამდე
ადამიანების მოძრაობა წერტილების სახით 1.500 - 2.000 მეტრი
ტანკის სილუეტი 1.200 - 1500 მეტრი
ფანჯრები სახლებზე 4.000 მეტრამდე
ფოთლები ხეზე 200 მეტრამდე
თვალის მიერ საგნის აღქმის ცხრილი

ფსიქოლოგიური შესწორება. საგნები გვეჩვენება ახლოს როდესაც მკვეთრად გამოირჩევიან გარემოში, მზე
გვანათებს ზურგიდან, თუ საგანსა და თქვენს შორის არაფერი არაა და თუ საგანი თქვენზე მაღალია.
საგნები მოსჩანან შორს: როდესაც მზე გვანათებს თვალებში, არ გამოირჩევა სიდიდით გარემოში, როცა
მხედველობა ცუდია, ქუჩის გაყოლებაზე და როდესაც მიწაზე წევხართ.
დამკვირვებელმა შეიძლება ვერ შამჩნიოს ხევი და რეალური მანძილის „შემოკლება“ გამოიწვიოს შეფასებისას.

რა გვეხმარება მანძილის გამოთვლაში

• ტიპოგრაფიული რუკა, რომლის ბადით მარტივად გაიგებთ მანძილს


• თუ ვერ ახერხებთ სწორ შეფასებას, გაასაშუალოეთ, ანუ აიღეთ მაქსიმალური (მაგ. 300 მ) და მინიმალური
მანძილები (მაგ. 100 მ) და გაყავით შუაში. 300+100 / 2 = 200 მ
• თუ ჯგუფში ხართ, ყველამ ცალცალკე შეაფასოს მანძილი და გამოიყვანეთ საშუალო

ორიენტირი არის გარემოში გამოკვეთილი უძრავი ობიექტი, რომელიც კარგად ჩანს და გამოდგება
ადგილმდებარეობაში გასარკვევად. მაგ.: მაღალი ეკლესია სოფელში, ცალკე მდგომი სახლი, ანძა, კოშკი და ა.შ.
ორიენტირების დახმარებით ინსაზღრება დაკვირვების და ცეცხლის გახსნის სექტორები, ხდება მიზანჩვენება,
იოლდება გზის გაგნება, მიმართულების განსაზღვრა მანევრირების და დანაყოფის მართვის დროს.
ორიენტირებს ენიჭებათ სახელი, რომელიც აღწერს ობიქტს (მაგ. „ფერმა“) და ისინი შეიძლება დაინომრონ.

მიზანჩვენება

როცა ორიენტირები განსაზღვრულია, უნდა იცოდეთ როგორ მიუთითოთ სამიზნის მდებარეობა სხვას, ანუ
მიზანჩვენება არის მოქმედება როდესაც სხვას აჩვენებთ ჩვენგან რა დაშორებაზე და კონკრეტულად სადაა
მოწინააღმდეგე (სამიზნე).
მიზანჩვენების კომანდაში უნდა იყოს: მანძილი სამიზნემდე, მდებარეობა ორიენტირის გამოყენებით და რას
ხედავთ. კომანდა უნდა იყოს: გასაგები, საკმარისად ხმამაღალი და ზუსტი. საჭიროებისას, ვერბალურთან ერთად
ხდება ხელით მითითებაც.
კომანდის მაგალითი: „200 - ეკლესიიდან მარცხნივ გზაზე - ქვეითები“
აღწერა: „ჩვენგან 200 მეტრში, ეკლესიიდან ხელმარცხნივ გზაზე ვხედავ მოწინააღმდეგის ქვეითებს.

2
თუ დანაყოფი საკმარისად დიდხანს იყო ერთ გარემოში, მითითება სწრაფი და ზუსტია, რადგან აგრემო კარგადაა
შესწავლილი ყველა მებრძოლის მიერ, მაგრამ როცა პატრული გადაადგილდება და შეტაკება უწევს უცნობ
რელიეფზე, მიზანჩვენება რთულდება.

საცეცხლე რკალი. მიზანჩვენება მარტივდება, როდესაც ჩვენი პოზიციის წინ მდებარე არე წარმოსახვაში იყოფა
სეგმენტებად. იქმნება საცეცხლე რკალი, რომელიც შედგება: ცენტრის, მარცხენა და მარჯვენა ზღვარისგან.
მეთაური გასცემს შესაბამის კომანდას და დანაყოფში ყველამ იცის საცეცლე რკალი სადაა. საჭიროების
შემთხვევაში ინსაზღვრება ორიენტირებიც.

სურათი N1. საცეცხლე რკალი ორიენტირებით (შორ მანძილზე)

სურათი N2. საცეცხლე რკალი ორიენტირებით (ახლო მანძილზე)

მეთაურის მიერ საცეცხლე რკალის განსაზღვრა სურათ N2-ის მაგალითზე


მეთაური: „გიორგაძე. პირველი ათეულის რკალი. ჩვენს წინ ქვის კოშკი და ნანგრევებია. კოშკის მარცხენა მხარე
თვენი რკალის ცენტრია. ხედავ? გაიხედე მარჯვნივ, ტყის მარჯვენა მხარეს ღობის გამოკვეთილი ბოძია. ეს თქვენი
რკალის მარჯვენა ზღვარია. ხედავ? გაიხედე მარცხნივ, ხეების ჯგუფი თქვენი მარცხენა ზღვარია. ხედავ?“ მეთაური
უნდა დარწმუნდეს რომ ჯგუფის მეთაურები ხედავენ მითითებულ ცენტრს და ზღვრებს.

მეთაურის მიერ ორიენტირების განსაზღვრა სურათ N2-ის მაგალითზე


მეთაური: „ორიენტირების განსაზღვრა. რკალის ცენტრთან ქვის კოშკია. ორიენტირის სახელი: „კოშკი“. მანძილი
200. ხედავ? მარცხნა ზღვარის მარჯვნივ ორი ცალკე მდომი ხეა. სახელი: „ორი ხე“. მანძილი 250. ხედავ?“ და ა.შ.

3
საათის მეთოდი. გამოიყენება როცა მიზანჩვენება გართულებულია. ამ დროს ორიენტირი უნდა წარმოიდგინო
როგორც მექანიკური საათის ცენტრი და სამიზნის მდებარეობა აითვალო მისგან.

მაგალითი: გადაადგილების, ან პოზიციიდან დაკვირვების დროს შეამჩნიე მოწინააღმდეგის ქვეითი კოშკურის


მარჯვნივ დაბლა. მიზანჩვენება საათის მეთოდით ხდება ასე: „300 - კოშკურა - მარჯვნივ - 4 საათზე - ბუჩქთან -
მოწინააღმდეგე“

პატრულის ცნება, მიზნები და სახეები

პატრული არის დიდი დანაყოფიდან გამოყოფილი შედარებით მცირერიცხოვანი ქვედანაყოფი (საცეხლე ჯგუფი -
ათეული - ოცეული), რომელიც კონკრეტულ ამოცანას ასრულებს ინფორმაციის მოპოვების, ან საბრძოლო
ოპერაციის შესარულების მიზნით.
პატრულის სტრუქტურა არის დროებითი და სპეციალურად შეთავსებულია უშუალო დავალებისათვის. ცნება
პატრულირება ან პატრულირების ჩატარება გამოიყენება ნახევრად დამოუკიდებელი ოპერაციის წარმოსადგენად,
რომელიც ტარდება საპატრულო ამოცანის შესასრულებლად. პატრულირება საჭიროებს სპეციფიკურ დავალებასა
და მიზანს.
თუ პატრული შექმნილია ორგანული ქვედანაყოფისგან, როგორიცაა ქვეითი ათეული, მაშინ პასუხისმგებელ
პირად ინიშნება ათეულის მეთაური. თუ პატრული შექმნილია რამოდენიმე ქვედანაყოფის ელემენტების
შერთებით, მაშინ რომელიმე ოფიცერი, ან არაოფიცერი პირი ინიშნება პატრულის მეთაურად.

პატრულირების მიზნები. არსებობს პატრულირების რამდენიმე სპეციფიური მიზანი:

1. მოწინააღმდეგის, ადგილმდებარეობის, ან მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება


2. მოწინააღმდეგესთან შეხების განახლება
3. მოწინააღმდეგესთან ბრძოლა მისი განადგურების, ან ზიანის მიყენების მიზნით
6. დანაყოფის პასუხიმგებლობის ზონაში კრიმინალური ქმედებების გამოვლენა და ჩაშლა
7. ქვედანაყოფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
8. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და ბაზების დაცვა

პატრულის სახეები. ამოცანებიდან გამომდინარე პატრული რამდენიმე სახის შეიძლება იყოს:

1). სადაზვერვო პატრული (4 მებრძოლი)


ძირითადი ამოცანა: ტოპოგრაფიული ინფორმაციის შემოწმება (მაგ. რა მდგომარეობაშია ხიდი) და
მოწინააღმდეგის მდებარეობის/მოქმედების დადგენა. საკუთარი პოზიციების და დაბრკოლებების (მაგ.
მავრთულხლართი) შემოწმება

2). სადამკვირვებლო (ხშირად სტაციონარული, ანუ ერთ ადგილას განლაგებული) პატრული (4 მებრძოლი)
ძირითადი ამოცანა: ძირითადი პოზიციის წინ მტრის მოახლოების შემჩნევა და მკვდარი ზონის დაცვა. ასეთი
პატრული ერთ ადგილზეა, მისი პოზიცია შენიღბულია და იცავს დანაყოფს მეწინავე სადამკვირვებლო პოსტის
(Forward Observation Post) როლში.
სადამკვირვებლო პატრულს შეიძლება დაევალოს საკუთარ პოზიციებს შორის არეალის კონტროლი. მაგალითად
აჭრილ რელიეფზე ასეულებს შორის გადაკვეთის არეში მოძრაობა. ასევე ინფრასტრუქტურის დაცვა.

3). საბრძოლო პატრული (მებრძოლების რაოდენობა დამოკიდებულია ამოცანაზე)


4
ძირითადი ამოცანა: ნეიტრალურ ზოლში მტრის აქტივობების შეზღუდვა, მოწინააღმდეგის ყურადღების
გადატანა, ტექნიკაზე „ნადირობა“, ტყვეების აყვანა, ჩასაფრების მოწყობა და ა.შ.

4). გაცილების პატრული (მებრძოლების რაოდენობა დამოკიდებულია ამოცანაზე)


ძირითადი ამოცანა: სადაზვერვო პატრულის, სხვა ჯგუფების (მაგ.: სადაც VIP პერსონაა) დაცვა, გაცილება

ოცეულის ზომის დანაყოფის საპატრულო ბაზა (სბ)

საპატრულო ბაზა არის ადგილი, საიდანაც რაზმი გადის ამოცანის შესასრულებლად და გამოიყენება
ღამისთევისთვის.
სბ-სთვის ადგილი ირჩევა რუკით, ან საჰაერო ფოტოებით. შერჩეული ადგილის შესამოწმებლად შეიძლება
გაიგზავნოს 4 კაციანი სადაზვერვო პატრული რომელიც უნდა დარწმუნდეს უსაფრთხოებაში. პატრული
მოწყვეტილია ძირითად ძალას, მოქმედებს ავტონომიურად, ამიტომ სბ ეწყობა 24 საათით, ან საგანგებო
შემთხვევაში 2-3 დღით.

საპატრულო ბაზის მდებარეობა ამოცანის შესრულებისას

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ადგილი სადაც სბ მოეწყობა?

- უნდა იყოს დაცული სახმელეთო და საჰერო თვალთვალისგან


- ბრტყელი, მშრალი ადგილი სადაც არავინ არ დადის
- გზების, ქედების, სოფლების და ბილიკებისგან მოშორებით
- ბაზასთან მისასვლელი არეს კარგი კონტროლის და თავდასხმისას მანევრის შესაძლებლობა
- სასურველია მარშრუტზე, ან ბაზის სიახლოვეს იყოს სასმელი წყლის მარაგის შევსების საშუალება
- მეთაურის მიერ იგეგმება ბაზის დაცვის პროცედურები, უკანდახევის მარშრუტი და თავმოყრის ძირითადი და
სათადარიგო წერტილები

საპატრული ბაზის დაკავება

სადაზვერვო საცეცხლე ჯგუფის მიერ ადგილის შემოწმების შემდეგ მეთაურები და რადისტი შედიან ბაზაზე.
რაზმის მეთაური განსაზღვრავს ბაზის კონფიგურაციას (სამკუთხედი, წრიული და ა.შ. რაც დამოკიდებულია
რელიეფზე) და სამეთაურო ჯგუფის მდებარეობას (როგორც წესი, ეწყობა ბაზის ცენტრში). რადისტი ამოწმებს
კავშირს და ათმეთაურები არჩევენ თავიანთი ათეულების განალგების ადგილს.
ამ ადმინისტრაცული პროცედურების დასრულებამდე ოცეულის ძირითად ნაწილი მარშრუტის განაპირას
გარკვეულ მანძილზე (დაახლ. 200 მეტრი) დაშორებით, დაფარულ ადგილას წვება ერთ ხაზში, იკავებს პოზიციას და
ელოდება წყვილს, რომელიც მოვა სბ-დან და ფაილში მოწყობილი ოცეული შეყავს ბაზაზე.
2-3 კაციანი პატრულები ამოწმებენ სბ-ს გარე პერიმეტრს ბაზიდან ვიზუალური (უნდა ჩანდნენ ბაზიდან) და ხმით
დაშორების (დაძახებაზე უნდა გამოიხედონ) მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში ოცეულმა სწრაფად უნდა
აღმოუჩინოს საცეცხლე მხარდაჭერა მცირე პატრულს.

5
პერიმეტრის შემოწმებისთანავე პოსტებზე ინიშნებიან საბრძოლო გუშაგები (თვალი), რომელთა ამოცანა ბაზის
პერიმეტრის დაცვაა. ამ დროს მებრძოლები ისვენებენ: ჭამენ, ძინავთ, თავშესაფარს აწყობენ და ა.შ.
დღისით მითითებულ სექტორს აკონტროლებს ერთი თვალი რომელიც ვიზუალური დაშორების მანძილზეა
ჩაწოლილი, ღამით თვალები მუშაობენ წყვილში და შემოიწევიან ბაზასთან ახლოს. საბრძოლო გუშაგებისთვის
შეიძლება დაინიშნოს 3, ან 4 პოსტი რომელმაც წრიულად უნდა დაიცვას ოცეული.

საპატრული ბაზასთან მისვლის წესი

სამკუთხა საპატრულო ბაზა

უსაფთხოების წესები სბ-ზე

- მაქსიმალურად ვიცავთ სიჩუმეს, განსაკუთრებით ღამით


- არ ვმოძრაობთ, თუ აუცილებელი არაა
- გარდაუვალი აუცილებლობისას ღამით მცირე ხნით გამოიყენეთ ფანრის წითელი ფილტრი
- დაიძინეთ შესაძლებლობისთანავე, არ დაელოდოთ კომანდას
- აღჭურვილობა იქონიეთ ახლოს და ზურგჩანთიდან ამოღებულია მხოლოდ აუცილებელი ნივთები
- იარაღი ყოველთვის ტანზე, ან ხელის გაწვდენაზეა!

6
პერიმეტრის დაცვა და საბრძოლო გუშაგი „თვალი“ (სგ)

თვალი რაზმის თვალი და ყურებია, რომელიც იცავს სბ-ს დღისით და ღამით. ამიტომ მისი შემჩნევა უნდა იყოს
ძალიან რთული!

მიზანი: დროულად შეამჩნიოს და შეატყობინოს რაზმს მტრის მოახლოება, ან შეაჩეროს და ამოიცნოს


მოახლებული უცხო პირი

- მეთაური განსაზღვრავს სგ-ს მდებარეობას (პოსტი), რომელიც უნდა ფარავდეს სახიფათო ადგილებს რაც
შეიძლება სიღრმეში
- სამკუთხა სბ-ს იცავს 3 პოსტი. რაოდენობა დამოკიდებულია სიტუაციაზე
- დღისით პოსტზე ინიშნება ერთი თვალი, ღამით ორი. დღისით მოშორებითაა (ვიზუალურ და ხმით
დაშორებაზე), ღამით ბაზასთან შედარებით ახლოს გადმოდიან
- თვალების სიას და მორიგეობის გრაფიკს (იცვლებიან 1-2 საათში) ადგენს მეთაური
- განისაღვრება ამოცანისთვის საჭირო აღჭურვილობა: ოპტიკა (ღამის ხედვა), საცეცხლე ბარათი, ფანარი, რაცია,
ან სასიგნალო პარაკორდის თოკი (დამაგრებულია ბაზის ცენტრში და მეორე მხარე აქვს თვალს, რომელსაც
მოქაჩავს საფრთხის შემთხვევაში და ასე ატყობინებს მეთაურს საფრთხის მოახლოების შესახებ)
- შესაძლოა დაბრკოლებების მოწყობაც. მაგ.: ჩახერგვა, სასიგნალო მახეების მოწყობა მოწინააღმდეგის შესაძლო
მოახლოების მარშრუტზე

მორიგეობის გრაფიკის ვარიანტი

რა უნდა იცოდეს გუშაგმა!

1. სად და რა ვადით ასრულებს თვალის მოვალეობას


2. მისი სხვა თვალით შეცვლის წესი
3. რაზმის მეთაურის მდებარეობა და მასთან კავშირის წესი
4. მის წინ მდებარე გარემო, დაკვირვების სექტორი და ცეცხლის გახსნის წესი
5. საფრთხის სახეობა და მტრის შესაძლო მოახლოების მიმართულება
6. არეში მყოფი სხვა საკუთარი ძალის განლაგების დეტალები
7. სხვა პოსტების მდებარეობა
8. ინფორმაცია ბაზიდან გასულ ჯგუფზე (საიდან და როდის მოვლენ)
9. მიმდინარე პაროლი და მისი შეცვლის წესი

პაროლის გაცემა. საკუთარი ძალის ამოცნობისთვის 24 საათით გაიცემა პაროლი. ეს არის ოთხი ასოთი
დაშიფრულია ოთხი სიტყვა:

მაგალითი: დ.ა.თ.ო. = დათვი - ასკილი - თოხი - ორმო


თვალი ამბობს: „დათვი ასკილი“
მოსული ჯგუფის მეთაური პასუხობს: „თოხი ორმო“

უცხო პირის შემოწმების წესი

თვალის მოქმედება უცნობის მოქმედება

ატყობინებს მეთაურს უცნობები ახლოვდებიან


(მაგ.: სასიგნალო თოკით)

7
“სდექ! ხელები მაღლა!” ჩერდებიან, ხელებს მაღლა წევენ და იძლევიან პასუხს
(ხმადაბლა) (ასახელებენ ვინ არიან)

“ერთი გამოვიდეს” მეთაური, ან ლიდერი გამოდის (არ ლაპარაკობს)

“სდექ!” პიროვნება ჩერდება მანამ, სანამ გუშაგი არ დაასრულებს


(აცლის ახლოს მოსვლას) იდენტიფიკაციას (არ ლაპარაკობს)

თუ ამოცნობა ვერ მოხერხდა, თვალი იყენებს პაროლს და თუ ზუსტ პასუხს ვერ იღებს
შეუძლია გახსნას ცეცხლი

დაკვირვება პოსტიდან და SALUTE-ს შედგენა

სადამკვირვებლო პოსტი (Observation post) არის წინასწარ შერჩეული ნებისმიერი პოზიცია, საიდანაც
შესაძლებელია დაკვირვების წარმოება ღიად, ან ფარულად. როდის გამოიყენება OP? შეხების ხაზის (ორი მტრული
ძალა განლაგებულია ერთმანეთის პირისპირ) დასაცავად, სამშვიდობო მისიის დროს და ა.შ.

მიზანი

• მოწინააღმდეგეზე განუწყვეტელი დაკვირვება და მისი მოქმედების შემჩნევა - დაფიქსირება


• მოწინააღმდეგის მიერ ახალი პოზიციების მოსაწყობად დაწყებული სამუშაოების დაფიქსირება
• მტრის შემოჟონვისგან (სადაზვერვო, ან საბრძოლო პატრულები) შეხების ხაზის დაცვა
• მკვდარი ზონის დაცვა. მკვდარი ზონა არ ჩანს და ტყვიებით ზემოქმდება შეუძლებელია, ამიტომ OP
იცავს მასთან მისასვლელ მარშრუტებს და დაზიანების ზონაში შემოსულ მოწინააღმდეგეს უხსნის
ცეცხლს, არ აცდის შეფარებას

SALUTE (დამკვირვებლის ალგორითმი)

დაკვირვების დროს მოხსენების ჩაბარების მოხერხებული საშუალებაა ე.წ. SALUTE (size, activity, location, unit, time,
equipment), რომელიც აშშ-ს არმიის საველე წესდება FM 21-75 -ში, „საბრძოლო დაზვერვის და კონტრდაზვერვის“
მეექვსე თავშია მოყვანილი. რაზმის მეთაურებს სჭირდებათ მოწინააღმდეგეზე დაკვირვებით მოპოვებული
ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც სწრაფად დაგეგმავენ მოქმედებას.
თქვენი და თქვენი თანამებრძოლების სიცოცხლე შეიძლება დამოკიდებული გახდეს იმაზე, თუ რას ხედავთ და
გესმით. მეთაურს უნდა მოხსენდეს ყველაფერი რასაც ხედავთ, რადგან ზოგიერთი მოქმედება თქვენთვის
შეიძლება უ,ნიშვნელო იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მეთაურისთვის. ინფორმაცია უნდა მოხსენდეს
სწრაფად, დეტალურად და ზუსტად.
რაციით მოხსენების დრო არ უნდა აღემატებოდეს მოწინააღმდეგის აქტიურობიდან 5 წუთს! მოხსენების
შედგენის დროს შეგიძლიათ გააკეთოთ ჩანაწერი და სიტუაციიდან გამომდინარე მოხსენება შეიძლება იყოს
წერილობითიც, ანუ აწარმოოთ დაკვირვების ჟურნალი. რა ინფორმაცია გადაიცემა მოხსნების დროს:

1. რაოდენობა (Size) - მოახსენე ჯარისკაცების ან/და მანქანების/ჯავშანტექნიკის რაოდენობა.


მაგ.: „მტრის 7 ჯარისკაცი“ და არა „მტრის ათეული“. სწორია: „მტრის 3 ტანკი“ და არა „მტრის სატანკო ათეული“.

2. აქტიურობა (Activity) - მოახსენე კონკრეტულად რას აკეთებს მოწინააღმდეგე.


მაგ.: „დაიწყეს მიწის თხრა ხიდიდან 20 მეტრით მარჯვნივ“; „დაიწყეს სატვირთოს დაცლა“ და ა.შ.

3. მდებარეობა (Location) - მოახსენე სად შეამჩნიე მოწინააღმდეგე. თუ გაქვს რუკა, გადაეცი კოორდინატები. თუ
არ გაქვს, მაშინ გამოიყენე წინასწარ დანიშნული ორიენტირები.
მაგ.: „ანაგისკენ მიმავალ გზაზე, ხიდიდან 1700-ზე 300 მეტრში“; „ეკლესიიდან ჩრდილოეთით 200 მეტრში
გზაჯვარედინზე“.

8
4. დანაყოფი (Unit) - მოახსენე მოწინააღმდეგის დანაყოფის შესახებ. თუ ვერ ხვდები რომელი დანაყოფია, მაშინ
ყურადღება მიაქციე სიმბოლოებს ტექნიკაზე, ან უნიფორმის გამორჩეულ დეტალებს (მაგ.: ლურჯი ბერეტები,
ემბლემები ფორმზე, განსხვევებული კამუფლირება და ა.შ.). ეკიპირება, ან ტექნიკა (მაგ.: საინჟინრო) შეიძლება
დაგეხმაროს დანაყოფის დადგენაში.
მაგ.: „ადგილობრივების ბანდა, უმეტესობას აცვია სხვადასხვა ფორმა, მარჯვენა მკლავზე ატარებენ თეთრ
სახვევს“.

5. დრო (Time) - მოახსენე მოწინააღმდეგის აქტიურობის ზუსტი ადგილობრივი დრო.


მაგ.: „10.05.2015 – 14:34“

6. აღჭურვილობა (Equipment) - მოახსენე მტრის ხელთ არსებული აღჭურვილობის (რასაც თან ატარებენ, ან
იყენებენ) შესახებ. თუ ვერ ამოიცანით იარაღი, ან ჯავშანტექნიკა, ჩაიხატეთ და მოაყოლეთ მოხსენებას.
მაგ.: „დაჯავშნული ურალები“ მაგ,: „სპეციალური ჩაფხუტები, მაყუჩიანი ავტომატები, ყველას აქვს ერთჯერადი
ყუმბარმტყორცნები“

რაციით მოხსენების მაგალითი: „ორბმა შეამჩნია მტრის ორი ტანკი და ერთი ბმპ-2 სოფელ ახალდაბას
დასავლეთით ტყის პირას. მოძრაობენ ნელა სოფლის მიმართულებით გრუნტის გზაზე. დრო 13:37. ქვეითები ზიან
ჯავშანზე, არ ატარებენ ჩაფხუტებს, აქვთ მხოლოდ ავტომატები“.

დაკვირვების ჟურნალის შევსების ნიმუში

დაკვირვების დრო სად და რაა შემჩნეული ვის და როდის მოხსენდა

15.10.2021

0930 ორიენ. 2-ის ზემოთ 300, 0935 კაპიტანი ინჯია


ერთი BMP-3

1045 ორინ. 3 -თან დაჯავშნული 1048 მასვე


კამაზიდან 8 ყუთი
გადმოცალეს

© 2023 გენერალ მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი


საბაზისო მომზადების ჰენდაუთი სლაიდ S5 -ზე

ჰენდაუთი წარმოადგენს ლეგიონის საკუთრებას, არის პირადი გამოყენების და აკრძალულია მისი სხვა პირისთვის გადაცემა.
აკრძალულია ჰენდაუთის ლეგიონის საბაზისო კურსის გარეთ რაიმე ფორმით გამოყენება, ტექსტის კოპირება და გავრცელება
ლეგიონის გამგეობასთან შეუთანხმებლად.

You might also like