შიშები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7




••
Mars_Rebel
• •

• ყველა ჩვენგანს აქვს შიშები და ეს
სავსებით ნორმალურია!
• •
მთავარია, თუ როგორ მოქმედებს შიში შენზე: გაფერხებს
თუ პირიქით, წინსვლაში გეხმარება.

ონლაინ მუშაობასთან დაკავშირებით შეგვიძლია


გამოვყოთ ბევრი შიში:

საქმის ცუდად შესრულების შიში;

სამსახურის ვერ პოვნის შიში

შიში, რომ საქმე ბევრ დროს წაგართმევთ და


ოჯახისთვის აღარ დაგრჩებათ
შიში, რომ მხარს არ დაგიჭერენ ოჯახის წევრები
და მეგობრები

საკუთარი მომსახურების გაყიდვის შიში

შიში, რომ ხართ არაკომპეტენტური სპეციალისტი

და ბევრი სხვა…

- არ არის შენი მტერი

Mars_Rebel
ეს უბრალოდ შენი ტვინის მცდელობებია დაგიცვას
ახლისგან, მიუჩვევლისგან - პოტენციურად საშიშისგან.

თუ ეს „რაღაცა“ კარდინალურად ახალია, შენ კი დიდი


ხანია არ გამოსულხარ კომფორტის ზონიდან, შიშები
შეიძლება უფრო გაძლიერდეს, ჩაკლას სურვილი და
მიზნამდე მისასვლელი გზები მოგიჭრას.

მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ !

დავიწყოთ?
ნაბიჯი 1.
აიღე სუფთა ფურცელი და კალამი, ან ამობეჭდე ეს
ვორქბუქი. დაჯექი და აუჩქარებლად, 10-15 წუთის
განმავლობაში, ჩამოწერე შენი შიშები.

შეგიძლია აარჩიო ერთი კონკრეტული თემა - ონლაინ-


სამსახური, დამკვეთების მოზიდვა, ან ჩამოწერე
ზოგადად ყველა შიში.

თავიდან შენი ტვინი „მოგაწვდის“ იმ შიშებს, რაც


ზედაპირულია, შემდეგ კი თავში თითქოს სიცარიელე
დაისადგურებს - იფიქრებ, რომ უკვე
ყველაფერი ჩამოწერე.

მაგრამ არ გაჩერდე: ზუსტად ამ სიცარიელის შემდეგ


„მოვლენ“ ნამდვილი შიშები.

Mars_Rebel
ნაბიჯი 2.
გახაზე შიშები, რომლებიც გაშინებს ყველაზე მეტად
(ან ხელს გიშლის მიზნის მიღწევაში).

კარგად დაფიქრდი: როდის და რატომ გაგიჩნდა


თითოეული შიში? რა იყო ამის მიზეზი? შესაძლოა
ამასთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება გაქვს?

ან , იქნებ, ეს შიში ირაციონალურია.

Mars_Rebel
ნაბიჯი 3.
დაფიქრდი, რა შედეგი მოაქვს ამ შიშებს?
მაგალითად: მეშინია ცუდად შევასრულო დავალება,
იმიტომ, რომ არ მიყვარს ნეგატივი ჩემი მისამართით.
ვგრძნობ, რომ ეს ნეგატივი იქნება, რადგანაც არ ვარ
მზად შევისწავლო ეს პროფესია და ჩავუღრმავდე მას.
ვერ ვიმუშავებ, მაგრამ არ იქნება ნეგატიური
დამოკიდებულება ჩემ მიმართ.

დაწერე მსგავსი მიზეზები თითოეულ შიშზე.

ნაბიჯი 4.
თითოეულ შიშს მიუწერე 5 საპირისპირო მაგალითი.
მაგალითად: მეშინია, რომ ვერ ვიპოვი დამკვეთებს,
რადგან დამწყები ვარ.

Mars_Rebel
მაგრამ გოგონამ ჩათიდან, რომელმაც ჩემსავით
ნულიდან დაიწყო სწავლა და თან 2 შვილის დედაა,
შეძლო ამის გაკეთება! ანუ მეც შევძლებ.

მაგალითები შეიძლება იყოს შენი წარსულიდან,


ფილმიდან, წიგნიდან ან ნებისმიერი
სიტუაციიდან აღებული.

ნაბიჯი 5.
ფინალური პუნქტი - დაწერე, რას კარგავ ყოველდღე,
როცა უნებდები საკუთარ შიშებს.

ეს შეიძლება იყოს არასაყვარელი სამსახურიდან


წამოსვლა, იმისთვის, რომ იყო ახლოს ოჯახთან, ზღვის
სანაპიროზე საცხოვრებლად გადასვლა, ან უბრალოდ
იმ სპეციალობის შესწავლა, რაც მოგწონს.
დაწერე ის, რაც გაღელვებს და გაწუხებს მხოლოდ შენ.

Mars_Rebel
მზადაა !
შიშები დამუშავებულია. რა თქმა უნდა, ერთი
პრაქტიკით შიშები არ გაქრება, ამისთვის საჭიროა
სისტემატიური მუშაობა საკუთარ თავზე.

შეინახე შენი ჩანაწერები: ყოველ ჯერზე, როცა შიში


შეგაფერხებს , გადაიკითხე. ამის დახმარებით 100%-ით
შეძლებ გაუმკლავდე შიშს და წახვიდე წინ, მიზნისკენ!

Mars_Rebel

You might also like