Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

34)როგორ ავედრებს საკუთარ პერსონას რუსთველი ღმერთს (სახე ყოვლისა ტანისა)

ვეფხისტყაოსნის პირველ სტროფში რუსთველი მოგვიტხრობს ღმერთის მიერ


სამყაროს შექმნაზე,ხოლო მეორე სტროფში პოეტი მიმარტავს რმერთს და საკუთარ
პიროვნებას, სულს ავედრებს,ეს ვედრება კი იწყება სიტყვებით“ჰე ღმერთო ერთო სენ
შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა“ეს სტრიქონი რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში
სხვადასხვაგვარადაა გააზრებული.ამ საკითხთან დაკავშირებითმეტად საინტერესოა
მოსე გოგიბერიძის თვალსაზრისი.მისი აზრით,ამ სტრიქონში სახე ნიშნავს ფორმას,
ხოლო ტანი -მატერიას.ამდენად,რუსთველი ღვთაებას მიმართავს:“ღმერთო,შენ
შეჰქმენი ყოველი მატერიის ფორმა.“ეს დებულებამ.გოგიბერიძემ არისტოტელეს და
არაბულ არისტოტელიზმს,კერძოდ,ავიცენას დაუკავშირა.რამდენადაც სწორედ
არაბული არისტოტელიზმი აღიარებდა,რომ ღმერთმა შექმნა,მხოლოდ მატერიის
ფორმა, ხოლო საკუთრივ მატერია ყოველთვის არსებობდა.ესწმინდა
არისტოტელური დებულებაა. შოთას ეპოქაში არაბულ ფილოსოსფიას ესმოდა
ნამდვილი არისტოტელე და იცოდა,რომ ტანი არ იყო შექმნილი ღმერთის
მიერ,არამედ მარად არსებული,ღმერთს მიეწერებოდა მხოლოდ მატერიის
ფორმის,3“ე.იყოვლისა ტანის სახის“ შექმნა.ამ გაარებას ერთგვარ გაუგებრობამდე
მივყავარ,რადგან ისეთი გაგებით ერთმანეთს ეწინააღმდეგება პროლოგის პირველი
და მეორე სტროფში გამოტქმული მოსაზრებები:კერძოდ: პირველ პირველ სტროფში
საუბარია ღმერთის მიერ სამყაროს შექმნაზე.სამყაროში კი იგულისხმება როგორც
მისი ფორმა,ასევე მატერია.მეორე სტროფში კი ეს მოსაზრება დართვეული ჩანს.

თავის მხრივ,შ. ნუცუბიძე რუსთველის „სახეში“მართალია ფორმას ხედავს,მაგრამ


‘ტანში“მოიაზრებს არა საზოგადოდ მატერიას,არამედ კონკრეტულ საგანს.შემდგომში
შ.ნუცუბიძემ ამ ტაეპის სულ სხვაგვარი გააზრება შემოგვთავაზა.“სახე,რომეზედაც
ლაპარაკია,არ ნიშნავს გამოსახვას,საგნის ფორმას.ი.ლოლაშვილმა ახლებურად
განმარტა, მისი აზრით რუსთველის „სახე ყოვლისა ტანისა“ნიშნავს ყოველი სახის
ცხოველის პირველ გვამს და აქედან გამომდინარე: ამ სტრიქონში

მოცემულია „პირველ-სახეტა სექმნის ქრისტიანულ-თეოლოგიური წარმოდგენა.“თუ


ამ მოსაზრებას სწორად მივიცნევთ და რუსთველის „ტანს“გავიგებთ გვამად, მაშინ
პოეტი ამბობს:ღმერთმა შექმნა ყოველი გვამის სახე“ამგვარი წაკითხვით,ესსტრიქონი
შეუთანხმებელია პოემის პირველ სტროფთან.

ი.ლოლაშვილის მსჯელობა გააგრძელა და განავითარა ზვიად გამსახურდიამ.მისი


აზრიტაც,ამ კონტექსტში სახე ნიშნავს არქეტიპს.პროტოტიპს,მაგრამ ამავე დროს იგი
მოიცავს პერსპექტივასაც,მომავლის იდეალსაც.იგი ასკვნის რომ“სახე“შეიძლება
ნიშნავდეს „პროტოტიპსაც“და „მომავლის იდეალსაც“

იმისათვის რომ სწორად გავიგოტ ეს დებულება,პირველ რიგში უნდა დაზუსტდეს


რუსთველის ცნებების“სახე“და „ტანის“მნიშვნელობა.სახე ქართულში მრავალი
ერთმანეთის მონათესავე მნიშვნელობიტ იხმარება.თუმცა მათგან
ძირითადია:11)გარეგნობა.2)პირისახე.3)მაგალითი ,ნიმუში ანუ
პარადიგმა.4)ნიშანი,დამახასიათებელი თვისება.5)მიზეზი,6)გამოხატულება.

მეორე საკითხია,რა არის ცოცხალი სხეულის ფორმა,თუმცა არისტოტელემ ნათელი


პასუხი გასცა:სული არისარსი,პოტენციური სიცოცხლის მქონე ბუნებრივი სხეულის
ფორმა.თუმცა სულის რაობის შესახებ ზველ საბერძნეთში სხვადასხვა აზრი იყო
გამოთქმული.მაგ, ანაქსიმანეს აზრიტ,სული მატერიალურად არსებობდა და
შედგებოდა ჰაერისაგან.ჰერაკლიტეს აზრით,სული წყლისა და ცეცხლის ნაერთს
წარმოადგენდ.პითაგორა სულს ჰარმონიად მიიჩნევდა,ხოლო სოკრატე ებრძოდა ამ
აზრს და ამტკიცებდა რომ ჰარმონია,რამდენადაც არის რთული,სული-მარტივია.იგი
მიიჩნევს რომ სული არსებობდა სხეულის დაბადებამდე და იარსებებს სიკვდილის
შემდეგაც.არისტოტელეს აზრით,საგნის ფორმა და საგნის სახე ერთი და
იგივეა.ხოლო სულის რაობის შესახებ არისტოტელეს დებულება ასთია: სული არის
სხეულის ფორმა,ანუ სახე.რუსთველის სიტყვები „სახე ყოვლისა ტანისა“გულისხმობს
სულს.მაშასადამე რუსთველი იზიარებს არისტოტელეს დებულებას სულის
რაობაზე.არისტოტელე ასახელებს ჭეშმარიტად არსებობის ოთხ მიზეზს.!მატერია-
ის,რაც რარაცად უნდა გარდაიქმნას.2)ფორმა-საგნის გარკვეულობა-ის რა
განხორციელებაც აქვს მატერიას.3)მოქმედი მიზეზი-ის რაც მატერიას აქცევს ამა თუ
იმ გარკვეულობად,ფორმად.4)მოქმედების მიზეზი-ის,რისთვისაც ხდება,ან არის
რაიმე.

რუსთველის დებულებაში-ღმერთმა შექმნა ყოველი ტანის სახე-ტანი არისტოტელეს


მატერიალური მიზეზია,სახე- მეორე მიზეზი, ხოლო ქრისტიანული შემოქმედი
ღმერთი სტრუქტურულად გააზრებულია შემოქმედებით მიზეზად,რაც თავის მხრივ
არიტოტელეს პირველმიზეზის ქრისტიანობაში შემოსული ნეოპლატონური
სახეცვლილებააამგვარად,პროლოგის მეორე სტროფის პირველი სტრიქონი
დამყარებულია სულის რაობის თავისებურ გაგებაზე.მხოლოდ პლატონის იდეათა
თეორიის მიხედვიტ განიმარტება მართებულად „ჰე ღმერთო ერთო შენ შჰქმენ
ყოველი საგნის იდეა“რუსთველი,როგორც მე-11 მე-13 საუკუნეების სქოლასტიკა,
იზიარებს სულის არისტოტელესულ დეფინიციასდა შემოაქვს იგი ქრისტიანულ
თეოსოფიაში.ამრიგად,მეორესტროფის პირველ ტაეპში რუსთველი მიმართავს
ღმერთს:ღმერთო,შენა ხარ ყოველი სულის,ანუ ყოველი სულის ანუ ყოველი
სხეულის ფორმის შემქმნელი.ხოლო პოეტი ევედრება ღმერთს :მისი სული
შეინდოს,დაიფაროს,ბოროტი დაათრგუნვინოს დაცოდვები შეამსუბუქებინოს.

You might also like