Ch. 5 Dodona Kiziria Beginner's Georgian

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

Lesson 5 pg.

96

ბაზარი
ქევინი და ლალი ბაზარში არიან და სურსათს ყიდულობენ

ლალი: „ქევინ, რა გინდა იყიდო“

ქევინი: „ყველაფერი, ქათამი, ყველი, ბოსტნეული, ხილი“

ლალი: „ხორცი არ გინდა?“

ქევინი: „არა, მე ხორცს არა ვჭან“

ლალი: „ვეგეტარიანელი ხარ?“

ქევინი: „არა, ქათამს და თევზს ვჭამ“

ლალი: „კარგი. მიდი, ჯერ ყველი ვიყიდოთ. ძია, ყველი რა ღირს?“

გამყიდველი: „კილო ხუთი ლარი“

ლალი: „ძალიან სვირიან“

გამყიდველი: „კარგი, ოთხი და ნახევარი. რამდენი გინდა?“

ლალი: „ერთი კილო მომეცი“

ქევინი: „ლალი, აი, კარგი ვაშლია. მოდი, ეს ვაშლი ვიყიდოთ“

ლალი: „დეიდა, ვაშლი რა ღირს?“

გამყიდველი: „კილო ლარნახევარი“

ქევინი: „ორი კილო მომეცით. აი, ბატონო, სამი ლარი“

ლალი: „ახლა, ბოსტნეული ვიყიდოთ. რა *რომელი ბოსტნეული გინდა?“

ქევინი: „კიტრი, პამიდორი, მწვანე ლობიო და ბადრიჯანი“

ლალი: „აი, ეს კარგი პამიდორია და იაფიც არის, კილო ორი ლარი“

ქქევინი: „პამიდორი ბევრი არ მინდა. ოთხი ცალი საკმარისია.

ლალი: „ძია, ოთხი პამიდორი მინდა“

გამყიდველი: „აირჩიე, შვილო, რომელი გინდა“

ლალილ: „აი, ეს ოთხი. მგოnი კილოზე ცოტა მეტია, არა?“

გამყიდველი: „არა უშავს, ოთხად წაიღე“

ლალი: „მადლობთ, ძია.“

You might also like