ქართულის კომპლექსური

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

როგორც უკვე ვიცით ინდოეთი დაყოფილი ყოფილა 7 სამეფოდ.

აქედან 6 ფარსადან მეფეს, ხოლო 1 კი სარიდანს ეკუთვნოდა. ხანში


შესულმა სარიდანმა მიიღო ერთობ დამაფიქრებელი
გადაწყვეტილება, შეეერთებინა თავისი სამეფო ფარსადანისთვის,
რითიც თვითონ მეფობის სტატუსიდან ქვეითდებოდა მთავარსარდლის
სტატუსამდე. სარიდანი თავისი სამეფოს სხვისთვის გადაცემის
მიზეზად ასახელებს მოწყენილობას, და თავისი სისხლითა და ოფლით
მონაპოვარი სამეფო უნდა რომ ფარსადანს გადასცეს. რატომ გაუჩნდა
სარიდან მეფეს სურვილი რომ გადაეცა თავისი სამეფო სხვისთვის? ან
რანაირად შეიძლება რომ სამეფო სხვას გადასცე მოწყენილობის
გამო? სარიდან მეფის გადაწყვეტილების უკან ნამდვილად სხვა რაღაც
იდგა, როდა რაიმე დიდს მიაღწევ შენი მთავარი სევდის მიზეზი ისარის
რომ ფიქრობ იმაზე მეტს როგორ მიაღწიო. როგორ შეძლებდა
სარიდანი ამას თუ მეფის სტატუსიდან ჩამოქვეითდებოდა? ამაზე
ვეფხისტყაოსნის შემდეგი სტროფები გვპასუხობს: ,,ძე არ ესვა მეფესა
და დედოფალს’’. საქმე იმაშია რომ ფარსადანის სამეფოს მემკვიდრე
არ ყავს და საკითხავია თუ ვის დარჩება ინდოეთის სამეფო. რადგან
სარიდანმა სამეფო ფარსადანს გადასცა ვიაზრებთ თუ როგორი დიდი
მიზნები ჰქო0ნია სარიდანს. თუ ფარსადანს ტახტის მემკვიდრე არ
ეყოლებოდა ფაქტია რომ ინდოეთის სამეფოს სარიდანების დინასტია
ჩაიგდებდა ხელში. ისიც გაურკვველია თუ რატომ გარისკა მეფემ ასე
ძალიან. თუ შვილი არც სარიდანს აფრ ეყოლებოდა მაშინ ის სამეფოს
დაკარგავდა, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანია იმისთვის რომ ასე გაერისკა.
მიზეზი ის იყო რომ სარიდანის მეუღლე უკვე ფეხმძიმედ იყო და ამიტომ
მეფემ გარისკვა სცადა. სწორედ რომ სარიდანს ვაჟი გაუჩნდა
რომელიც ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იყო ინდოეთის
სამეფოსი, მაგრამ ფარსადანს გოგო შეეძინა და მეფეს გეგმები
ჩაეშალა.

You might also like