Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 701

ფიოდორ დოსტოევსკი

დანაშაული და სასჯელი
ნაწილი პირველი

ივლისის დამდეგი იყო. სიცხე-პაპანაქებაში, საღამო ჟამს, თა-


ვისი ვიწრო და პატარა ოთახიდან გამოვიდა ახალგაზრდა კაცი,
რომელიც ს-ის ქუჩის შესახვევში ცხოვრობდა, და მძიმედ, თით-
ქოს ყოყმანით კ-ის ხიდისკენ გასწია.
კიბე მშვიდობიანად ჩაიარა, დიასახლისისთვის თვალი არ
მოუკრავს. მისი ოთახი ხუთსართულიანი სახლის ჩარდახქვეშ
იყო მოთავსებული და კარადას უფრო წააგავდა, ვიდრე საცხოვ-
რებელ ბინას. თვითონ ბინის დიასახლისი, ვისგანაც ეს ოთახი
ჰქონდა ნაქირავები, სადილითა და მომსახურებით, ცალკე ცხოვ-
რობდა, ერთი კიბით დაბლა. ახალგაზრდას ისე არ შეეძლო ჩას-
ვლა, რომ სამზარეულოს მუდამ ღია კარიდან არ დაენახა ვინ-
მეს. ყოველთვის, როგორც კი სამზარეულოს გაუვლიდა, რაღაც
ავადმყოფური შიშის გრძნობა დაურბენდა ხოლმე მთელ სხეულ-
ში, რომლისაც კიდეც რცხვენოდა და თან ბრაზობდა. დიასახლი-
სის ვალში იყო ყელამდე და მასთან შეხვედრის ეშინოდა.
არ ითქმოდა, მშიშარა და ბეჩავი ახალგაზრდააო, პირიქით,
მაგრამ ამ ბოლო ხანებში იპოქონდრიის მსგავსი რამ მოუსვენ-
რობა და დაძაბულობა შეეპარა. მანამდე იყო დაფიქრებული და
განაპირებული, არა მარტო დიასახლისს, თითქმის ყველას ერი-
დებოდა. სიღარიბისგან მიწასთან იყო გასწორებული, თუმცა ამ
ბოლო დროს აღარც გაჭირვებული მდგომარეობა აგრძნობინებ-
და რამეს. თავის ყოველდღიურ საქმეებზეც სულმთლად აიღო
ხელი, აღარაფერს აკეთებდა. სწორედ რომ ყველაფერი მოჰბეზ-
რებოდა... უკეთესი იყო, ისე შეუმჩნევლად ჩაპარულიყო კიბეზე,
არავის დაენახა.
მაგრამ მევალესთან შეხვედრის შიშმა იმჟამად თვითონვე გა-
აკვირვა, ქუჩაში რომ გამოვიდა. „გულში რა განზრახვა მაქვს და
ამისთანა უბრალო რამის კი მეშინია! – გაიფიქრა და უცნაურად
გაეღიმა, – ჰმ... ყველაფერი კაცის ხელთ არის და ვერაფერი უქ-
ნია, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია... კი, ნამდვილად ასეა... საყუ-
რადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად
ახალი ნაბიჯის და ახალი საკუთარი სიტყვის... მაგრამ ბევრს
ვყბედობ. იმიტომაც აღარაფერს ვაკეთებ, რომ ვყბედობ. მაგრამ
შეიძლება იმიტომაც ვყბედობდე, რომ არაფერს ვაკეთებ. ამ ბო-
ლო დროს მივეჩვიე სწორედ ყბედობას, ვფიქრობ, რაღაც უაზ-
რო რამეზე. არა, რატომ მივდივარ ახლა? ნუთუ მართლა შემიძ-
ლია ეს ჩავიდინო? ნუთუ ეს მართლა მოხდება? არა, არა,
ტყუილია. ისე, ვოცნებობ მხოლოდ, თავს ვიტყუებ... თავის შექცე-
ვაა და სხვა არაფერი! დიახაც, რომ თავის შექცევაა!“
ქუჩაში საშინლად ცხელოდა. ჰაერი შეხუთული იყო. ყველგან
კირი, აგური, ხეტყე ეყარა და მტვრის ბუღი იდგა. ირგვლივ ის
თავისებური ზაფხულის მყრალი სუნი ტრიალებდა, რომელსაც
აგარაკად წასვლის საშუალებას მოკლებული პეტერბურგელი ასე
კარგად იცნობს. ყველაფერმა ამან ისედაც აჩოჩქოლებული ნერ-
ვები უარესად შეურყია ახალგაზრდას. საძაგელსა და გულის შე-
მაღონებელ ქუჩის საერთო სურათს ზედ ერთოდა დუქნების აუტა-
ნელი სიმყრალე, რომელთა რიცხვიც ქალაქის ამ ნაწილში მრა-
ვალზე უმრავლესია. ფეხის ყოველ გადადგმაზე გალექებული
ხალხი ირეოდა, თუმცა დღე სამუშაო იყო. ახალგაზრდა კაცს ნაზ
სახეზე ერთ წამს ღრმა ზიზღი გამოეხატა. თავად მართლაც შესა-
ნიშნავი შეხედულების იყო: ლამაზი, შავი თვალები ჰქონდა, მუქი
წაბლისფერი თმა, ტანად საშუალოზე მაღალი იყო, ნატიფი და
კარგად მოყვანილი. მაგრამ მალე იგი რაღაც ღრმა ფიქრს
მიეცა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, თავდავიწყებას და ისე მი-
დიოდა, გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა და არც უნდოდა, რომ
დაენახა. იშვიათად მხოლოდ რაღაცას ბურტყუნებდა თავისთვის,
მონოლოგებს ჩვეული, და სწორედ ახლა გამოუტყდა თავს, რომ
ეს მონოლოგები დასჩემებოდა. თვითონვე გრძნობდა იმჟამად,
რომ ზოგჯერ აზრები ერეოდა, ძალზე დაბნეული იყო. მეორე
დღეა, პირიც არაფრისთვის დაუკარებია.
ისე ღარიბულად ეცვა ტანთ, რომ თუნდაც სიღარიბეს ნაჩვევი
კაციც კი დაირცხვენდა და ისეთი ძონძებით დღისით გარეთ არ
გამოვიდოდა, თუმცა იმ უბანში ჩაცმულობით ვერავის გააკვირ-
ვებდი. სენაიას მოედნის სიახლოვეს დუქნებისა და მსგავსი გა-
სართობი ადგილების სიმრავლე, განსაკუთრებით კი პეტერბურ-
გის ამ შუაგულ ქუჩებსა და შესახვევებში მჭიდროდ მოსახლე ამ-
ქრები და მუშა-ხელოსანი ხალხი ისე აჭრელებდნენ საერთო სუ-
რათსა და დროდადრო აქ ისეთი ხალხი ირეოდა, რომ სხვარი-
გად ჩაცმული კაცის დანახვა არავის გააკვირვებდა. მაგრამ იმდენ
ბოროტ ზიზღს დაებუდებინა ახალგაზრდის გულში, რომ ზოგჯერ,
გადამეტებული ყმაწვილური თავმოყვარეობის მიუხედავად, თით-
ქმის აღარც კი ეჩოთირებოდა და აღარც კი რცხვენოდა თავისი
ძონძების. სულ სხვა იყო, თუკი ნაცნობებს ან ძველ მეგობრებს
შეხვდებოდა, რაც მართლა უხერხულობაში აგდებდა... მაგრამ,
როცა უშველებელი ცარიელი ფორნიდან თვალი მოჰკრა ვიღაც
მთვრალმა, რომელიც კაცმა არ იცის, სად და რატომ მიჰყავდა
ფორანს და უცბად შეუყვირა: – ეი, შენ, ნემენცურქუდიანოო! –
თან, რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიღრიალა და ხელი მისკენ
გამოიშვირა, – ახალგაზრდა უცბად შედგა და აკანკალებული ხე-
ლი ქუდზე იტაცა. თავზე მთლად გახუნებული, გახვრეტილი და
გაქონილი, მაღალი, მრგვალი, ციმერმანისეული ქუდი ეხურა,
რომელსაც გარშემო ფარფლები სულ აღარ ჰქონდა და გვერ-
დზე უგვანოდ გადაწოლილიყო. მაგრამ უფრო შიშის იყო, ვიდრე
სირცხვილისა ის გრძნობა, რომელმაც იმჟამად ახალგაზრდა მო-
იცვა.
– ვიცოდი, ასე იქნებოდა! – ბუტბუტებდა შემკრთალი, – განა
არ ვფიქრობდი? ეს არის ყველაზე უარესი! აი, ასეთ უბრალო
წვრილმანს და სისულელეს შეუძლია მთელი განზრახვა ჩაგიშა-
ლოს! მართალია, ადვილი შესამჩნევი ქუდია... სასაცილოა და
იმიტომ... ჩემს ძონძებს უბრალო რამ ქუდი სჭირდება, თუნდაც
სოკოსავით გატყაპნილი და არა ეს ყვავების საფრთხობელა.
არავის ასეთი ქუდი არ ახურავს, მთელ ვერსზე შეგნიშნავენ და
დაგიმახსოვრებენ... ჰოდა, მოაგონდებათ მერე, და აჰა მამხილე-
ბელი საბუთიც. აქ საჭიროა, რაც შეიძლება შეუმჩნეველი იყო...
წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ
ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყველაფერს.…
ბევრი აღარ ჰქონდა გასავლელი. იცოდა კიდეც, თავისი
ალაყაფის კარიდან რამდენი ნაბიჯი იყო: სწორედ შვიდას ოც-
დაათი. ერთხელ, ოდესღაც დაეთვალა, ოცნებაში გართულს.
თვითონაც არ სჯეროდა მაშინ ამ ოცნებებისა და მხოლოდ მათი
უგვანო, მაგრამ მაცდური კადნიერება აღელვებდა ხოლმე. ახლა
კი, ერთი თვის შემდეგ, სულ სხვა თვალით დაუწყო ცქერა და
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ უძლურებასა და გაუბედურებაზე
მუდამ ყურებში უწიოდა საკუთარივე წამასისინებელი მონოლოგე-
ბი, ამ უგვანო ოცნებას როგორღაც უნებურად ნამდვილ საქმედ
თვლიდა, თუმცა ჯერ კიდევ საკუთარი თავის რწმენა არ ჰქონდა.
ახლა მიდიოდა იმის საცდელად, შეძლებდა თუ არა განზრახვის
შესრულებას და თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე მღელვარება
თანდათან ემატებოდა.
გულისფანცქალით და ცახცახით მიადგა უზარმაზარ სახლს,
რომლის ერთი კედელიც არხს გადაჰყურებდა, მეორე კი – ვ-ს
ქუჩას. სახლი პატარ-პატარა ბინებად იყო დაყოფილი, რომლებ-
შიც, ვინ იცის, რა ხელობის ხალხი არ ცხოვრობდა: თერძები, ზე-
ინკლები, მზარეული ქალები, ნაირ-ნაირი ჯურის გერმანელები,
თავისი ხელობით მცხოვრები გოგოები, წვრილი მოხელეები და
სხვა. შემსვლელ-გამომსვლელნი ერთმანეთში ირეოდნენ შესას-
ვლელი ეზოს კარში. სახლს სამი თუ ოთხი მეეზოვე ჰყავდა. ყმაწ-
ვილი მეტად კმაყოფილი დარჩა, რომ არც ერთ მათგანს არ
შეეჩეხა. ეზოს კარიდან მაშინვე შეუმჩნევლად მარჯვნივ შეუხვია
კიბისკენ, კიბე ბნელი და ვიწრო იყო, „საჯალაბო“, მაგრამ ახალ-
გაზრდას კარგად ჰქონდა შესწავლილი და მოსწონდა კიდეც,
რადგანაც სიბნელეში ცნობისმოყვარე თვალიც კი ვერაფერს გა-
არჩევდა. „თუ ახლავე ასე მეშინია, რა იქნება მაშინ, მართლა
რომ საქმის შესრულება მოვინდომო?“ – გაიფიქრა უნებურად,
მეორე სართულზე რომ ავიდა. აქ უცბად გზა გადაუღობეს ნაჯა-
რისკაცალმა მებარგეებმა, რომლებსაც ერთ-ერთი ბინიდან ავეჯი
გამოჰქონდათ. ახალგაზრდამ წინათვე იცოდა, რომ აქ ერთი
გერმანელი იდგა ოჯახით, მოხელე კაცი: „ჩანს, ეს გერმანელი
ახალ ბინაზე გადადის და, მაშასადამე, მეოთხე სართულზე, ამ
კიბეზე და დერეფანში რამდენიმე ხანს მარტოდმარტო ერთი ბებ-
რუხანას ბინაღა იქნებოდა დაჭერილი... ეს კარგია ყოველი შემ-
თხვევისთვის“ – განაგრძო ფიქრი ისევ და ბებრუხანას ბინის კარ-
ზე ზარი დარეკა. ზარმა ოდნავ დაიჟღარუნა, თითქოს თუნუქის
იყო და არა სპილენძის. ამგვარი სახლების თითქმის ყველა პა-
ტარა ბინას ასეთი ზარი აქვს. დაავიწყდა კიდეც ამ ზარის ხმა და
ახლა მისმა თავისებურმა ჟღარუნმა უცბად თითქოს რაღაც სხვა
მოაგონა და ნათლად წარმოუდგინა... შეხტა თითქმის, ისე დასუს-
ტებოდა ნერვები. მცირე ხნის შემდეგ კარი ოდნავ გაიღო: მო-
სულს როგორღაც უნდობლად სინჯავდა ჭუჭრუტანიდან ბებერი.
ბნელში მხოლოდ მისი მოელვარე თვალები მოჩანდა. მაგრამ
დერეფანში სხვა ხალხიც რომ დაინახა, გამხნევდა და კარი ბო-
ლომდე გამოაღო. ახალგაზრდამ ფეხი გადადგა ბნელ შესას-
ვლელში, რომელიც ტიხრით იყო გადაღობილი. ტიხარს უკან პა-
ტარა სამზარეულო იყო მოთავსებული. მოხუცი ჩუმად იდგა და
გაკვირვებით შეჰყურებდა. ეს იყო პატარა ტანის, გამხდარ--
გამხდარი სამოცი წლის ბებრუხანა, რომელიც ბოროტ თვალებს
აკვესებდა. თხელი და წაწვეტებული ცხვირი ჰქონდა. ოდნავ ჭა-
ღარაშერეულ ქერა თმაზე ზეთი უხვად ჰქონდა წასმული, ქათმის
ფეხის მსგავს წვრილსა და გრძელ ყელზე რაღაც თივთიკის ჩვა-
რი ჰქონდა დახვეული, მხრებზე კი, თუმცა ცხელოდა, დაძონძი-
ლი და ჩაყვითლებული ბეწვის წამოსასხამი მოეგდო. ბებრუხანა
ერთთავად ახველებდა და ხრიწინებდა. ახალგაზრდამ უდავოდ
როგორღაც სხვანაირად შეხედა, რაკი ბებერს თვალებში უცბად
ისევ უნდობლობა აღებეჭდა.
– სტუდენტი, რა თქმა უნდა, გახსოვთ... ამ ერთი თვის წინ ვი-
ყავი თქვენთან, – ჩაიბუტბუტა ნაჩქარევად ახალგაზრდამ და ოდ-
ნავ თავი დაუკრა მასპინძელს.
– მახსოვს, კარგად მახსოვს, რომ იყავით, – ჩაილაპარაკა
გარკვევით ბებრუხანამ, მაგრამ თვალს კი მაინც არ აშორებდა
წინანდებურად და თითქოს ეკითხებოდა, რა გნებავთო.
– ასე რომ.. ისევ იმ საქმისთვის გეახელით.. – განაგრძობდა
რასკოლნიკოვი, თუმცა, ცოტა არ იყოს შეაკრთო და გააკვირვა
ბებრუხანას უნდობლობამ.
„ვინ იცის, იქნებ სხვა დროსაც ასეთია, მაგრამ მაშინ არ შემი-
ნიშნავს“, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა და რაღაც უსიამოვნება
იგრძნო.
ბებრუხანა მცირე ხანს გაჩუმდა, თითქოს რაღაცას ფიქრობ-
და, მერე განზე გადგა, ოთახის კარზე მიუთითა, სტუმარი წინ
გაატარა და უთხრა:
– მიბრძანდით!
ყვითელშპალერიანი მომცრო ოთახი, რომელშიც ახალგაზ-
რდა შევიდა და რომლის ფანჯრებიც ყვავილებითა და მარმაშის
ფარდებით იყო მორთული, ჩამავალი მზის სხივებს უხვად გაენა-
თებინა. „ალბათ, მაშინაც ასე იქნება მზისგან გაკაშკაშებული
აქაურობა!“ – გაივლო უნებურად გულში რასკოლნიკოვმა და
ოთახი სასწრაფოდ მიათვალიერ-მოათვალიერა, რომ მისი მოწ-
ყობილობა შეძლებისდაგვარად შეესწავლა და დაემახსოვრები-
ნა. მაგრამ საამისო ოთახში არაფერი იყო. ავეჯს შეადგენდა ხის
ძველი ტახტი, რომელსაც უშველებელი, გამობერილი ხის სა-
ზურგე ჰქონდა, ტახტის წინ მდგომი ძველივე მოგრძო, მრგვალი
მაგიდა, ფანჯრებშუა, კედელზე, სარკიანი ტუალეტი, კედლებთან
ჩამორიგებული სკამები, ყვითელ ჩარჩოებში ჩასმული ორი-სამი
იაფფასიანი სურათი, რომლებზეც გერმანელი ახალგაზრდა ქა-
ლები იყვნენ ხელში ჩიტებით გამოხატული, – და სხვა არაფერი.
კუთხეში, პატარა ხატის წინ, კანდელი ენთო. ყველაფერი სუფთა
იყო: ავეჯსაც და იატაკსაც კრიალი გაჰქონდა. „ლიზავეტას ხელი
ეტყობა“, – გაიფიქრა ახალგაზრდამ. ვერსად, მთელ ბინაში
მტვრის ნამცეცს ვერ მოჰკრავდით თვალს. „ბებერ ბოროტ ქვრი-
ვებს სჩვევიათ ასეთი სისუფთავე“, – ფიქრობდა თავისთვის რას-
კოლნიკოვი. ცნობისმოყვარეობით გახედა ჩითის ფარდას, რომე-
ლიც მეზობელი პაწია ოთახის კარს ჰქონდა ჩამოფარებული. იქ
იდგა ბებრუხანას კამოდი და საწოლი და მხოლოდ იქ არ შეეხე-
და ჯერ ახალგაზრდას. მთელ ბინას ეს ორი ოთახი შეადგენდა.
– რა გნებავთ? – დაეკითხა მკაცრად ბებრუხანა, შევიდა თუ
არა ოთახში და ისევ წინ დაუდგა, რომ მისთვის პირდაპირ თვა-
ლებში ეცქირა.
– აი, გირაო მოგიტანეთ! – და ჯიბიდან ძველი, ბრტყელი
ვერცხლის საათი ამოიღო, საათის მეორე მხარეს გლობუსი იყო
გამოხატული. ჯაჭვი ფოლადისა ჰქონდა.
– მერე, იმ წინანდელსაც ხომ ვადა გაუვიდა, თვე სწორედ გუ-
შინწინ შესრულდა.
– ერთი თვის სარგებელს კიდევ მოგცემთ. მომითმინეთ.
– ეგ კი ჩემი ნებაა, მოვითმენ თუ ახლავე გავყიდი თქვენს
ნივთს.
– საათში რას მომცემთ, ალიონა ივანოვნა?
– უბრალო რამეები მოგაქვს, თითქმის სულ არაფერი ღირს.
ამას წინათაც ბეჭედში ორი მანეთი მოგეცით, ოქრომჭედელთან
კი, სულ ბევრი, მანეთ-ნახევრად შეიძლებოდა ახლის ყიდვა.
– ოთხი მანეთი მაინც მომეცით, მამისეულია, გამოვისყიდი.
მალე ფულს მივიღებ.
– გინდათ, მანეთ-ნახევარს მოგცემთ, მაგრამ სარგებელს წი-
ნასწარ ავიღებ.
– მანეთ-ნახევარს! – შეჰყვირა ახალგაზრდამ.
– თქვენი ნებაა, – ბებრუხანამ საათი უკანვე გაუწოდა. გაჯავ-
რებულმა ახალგაზრდამ საათი გამოართვა და უნდოდა წასული-
ყო, მაგრამ უცბად მოაგონდა, რომ მეტი გზა არ იყო, ამას გარ-
და, სხვა საქმეც ჰქონდა და შედგა.
– მოიტათ! – შეუძახა მკვახედ.
ბებრუხანამ გასაღების ამოსაღებად ხელი ჯიბეში ჩაიყო და
ფარდის უკან, მეორე ოთახში გავიდა. მარტოდ დარჩენილი
ახალგაზრდა ცნობისმოყვარეობით უგდებდა ყურს მის ფაციფუცს
და ფიქრობდა. მოესმა, როგორ გაიღო კამოდი. „უთუოდ ზემოთა
უჯრაა“, – ამბობდა ჩურჩულით. „გასაღებებს მარჯვენა ჯიბეში ინა-
ხავს... ყველა ერთად აქვს ფოლადის რგოლზე ასხმული. მაგრამ
იმათში ერთი ყველაზე დიდია, დაკბილული წვერი აქვს. ეჭვი არ
არის, კამოდის არ იქნება... ეტყობა, ცალკე კოლოფი ან სხვა რა-
მე სკივრი კიდევ აქვს... ეს საყურადღებოა. მსგავს სკივრებს უთუ-
ოდ ასეთი გასაღებები აქვთ ხოლმე... მაგრამ, ოჰ, რა საძაგლო-
ბაა ყველა ეს...“...
ბებრუხანა დაბრუნდა.
– აი, თუ ორშაურობაზე ვიანგარიშებთ მანეთს, მაშინ თვეში
მანეთ-ნახევარში სამი შაური მერგება, წინანდელ ორ მანეთშიც
ამავე ანგარიშით – აბაზი. სულ შვიდი შაური. საათში, გამოდის
რომ, მანეთი და სამი შაურიღა გერგებათ. აი, მიიღეთ.
– როგორ, მხოლოდ მანეთი და სამი შაური?
– დიახ.
ახალგაზრდა არ შეჰკამათებია, ფული გამოართვა ბებრუხა-
ნას, მაგრამ ჯერ წასვლას არ ჩქარობდა, იდგა და მას შეჰყურებ-
და, თითქოს კიდევ რაღაც აქვს სათქმელი, მაგრამ თვითონაც არ
იცის, სახელდობრ რაო...
– იქნებ, ალიონა ივანოვნა, ამ დღეებში კიდევ სხვა ერთი
ნივთი მოგიტანოთ... ვერცხლისაა.. კარგი რამ არის... საპაპირო-
სე.. დავიბრუნებ თუ არა მეგობრისგან... – მაგრამ შეკრთა და გა-
ჩუმდა.
– მაგაზე, როცა მოიტანთ, მაშინ ვილაპარაკოთ.
– მშვიდობით... სულ ასე მარტოდმარტო ზიხართ? თქვენი და
სად არის? – დაეკითხა გაბედულად, სწორედ იმ დროს, ოთახი-
დან რომ გამოდიოდა.
– მერე, დასთან რა გესაქმებათ?
– არაფერი, ისე ვიკითხე. თქვენ კი მაშინვე... მშვიდობით,
ალიონა ივანოვნა!
მთლად შემკრთალი გამოვიდა რასკოლნიკოვი. თანდათან
მეტად ერეოდა ეს გრძნობა. კიბეზე რომ ჩამოვიდა, თოფნაკრა-
ვივით უცებ შედგა. ბოლოს, ქუჩაში აღმოხდა გულიდან:
„ოჰ, ღმერთო ჩემო, რა საზიზღრობაა ყველაფერი! ნუთუ, ნუ-
თუ მე... არა, სისულელეა! – დასძინა გადაწყვეტით, – ნუთუ შესაძ-
ლებელი იყო, ასეთი საზიზღარი რამ თავში გამევლო? მაინც რა
ბინძური გული მქონია! უმთავრესი კი ის არის, რომ ყველაფერი
ეს საძაგლობაა, საზიზღრობა, საზიზღრობა!... მე კი მთელი
თვე...“…
მაგრამ ვერც სიტყვით, ვერც მღელვარებით თავისი სიტყვე-
ბის გამოთქმა ვერ შეძლო. უზომო ზიზღის გრძნობამ, რომელმაც
ჯერ ისევ ბებერთან მისვლამდე აურია გული, ახლა უკიდურესო-
ბამდე მიაღწია და ისე გამოიხატა, აღარ იცოდა, გულზე შემოწო-
ლილ ნაღველს სად გაჰქცეოდა. ქუჩის ფილაქანზე მთვრალივით
მიდიოდა, გამვლელ-გამომვლელებს თითქმის ვეღარ ამჩნევდა.
აქ ამას აწყდებოდა, იქ იმას. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, მეორე
ქუჩაზე რომ გავიდა. მიიხედ-მოიხედა და შენიშნა, რომ დუქნის
გვერდით იდგა. დუქანი ქვედა სართულზე იყო და ჩასასვლელი
კიბე ფილაქნიდან ჰქონდა. დუქნის კიბიდან სწორედ ამ დროს
ორმა მთვრალმა ამოყო თავი, რომლებიც ერთმანეთს გადახვე-
ოდნენ და თან ერთმანეთს ამკობდნენ ლანძღვით. რასკოლნი-
კოვს დიდხანს აღარ უფიქრია, ადგა და მაშინვე დუქანში ჩავიდა.
აქამდე არასოდეს შესულა სასმელების დუქანში, მაგრამ ახლა
თავი როგორღაც უბრუოდა და თანაც საშინლად სწყუროდა. ცივი
ლუდი მოუნდა, მით უმეტეს, რომ ასე უეცრად დაუძლურებას დი-
დი ხნის შიმშილს აბრალებდა. ბნელ კუთხეში ერთ ჭუჭყიანსა და
გალიპულ მაგიდას მიუჯდა, მოითხოვა ლუდი და პირველი ჭიქა
ხარბად დალია. მაშინვე მოეშვა გულზე და აზრიც გაუნათდა.
„ყველაფერი სისულელეა, – ჩაილაპარაკა იმედიანად, – არცთუ
არის რა შესაძრწუნებელი! მოშლილი ვარ და სხვა არაფერი!
ერთი ჭიქა ლუდი და ნაჭერი ხმელი პური საკმარისი იყო, რომ
უცბად გონება გამნათებოდა, განზრახვა ისევ გამმტკიცებოდა! ფუ!
რა არარაობაა ყველაფერი ეს!...“ მაგრამ, მიუხედავად ამ ზიზღი-
სა, მაინც მხიარულად გამოიყურებოდა, თითქოს ეს-ეს არის, მძი-
მე რამ ტვირთი ჩამოხსნესო. გარშემომყოფთაც მეგობრულად
გადახედა. მაგრამ ამ წუთსაც გუმანით გრძნობდა, რომ ამგვარი
„უკეთესისადმი“ მიდრეკილებაც ავადმყოფური იყო.
დუქანში ხალხი შეხალვათდა. კიბეზე რომ გალეშილები შე-
მოხვდნენ, მათ შემდეგ აკორდეონის ჭყვიტინით კიდევ ხუთი სხვა
ავიდა, რომლებსაც თან ქალიც ახლდათ. მერე კი სიწყნარე ჩა-
მოვარდა. დუქანში დარჩნენ: ერთი ცოტა შეზარხოშებული, გა-
რეგნობით მდაბიო მოქალაქე, რომელსაც წინ ლუდით სავსე ჭი-
ქა ედგა და მისი ვეებერთელა, სქელ-სქელი ამხანაგი, ციმბირულ
ჯუბაში გამოწყობილი, ჭაღარაწვერიანი და ძალიან მთვრალი,
რომელსაც იქვე ჩაეთვლიმა და დროგამოშვებით მხოლოდ თი-
თებს დაატკაცუნებდა, წელს ზემოთ ტანსა და მხრებს შეათამაშებ-
და და რაღაც სულელური სიმღერის გახსენებას ცდილობდა.
ვეალერსები ცოლს მთელი წელი,
ვეალერსები მთელი წელი..
ან გამოეღვიძებოდა უცებ და დაუმატებდა:
პოდიაჩესკით წაველი,
იქ ვიპოვე ჩემი ძველი..
მაგრამ მის ბედნიერებას არავინ იზიარებდა: ჩუმად მჯდომი
ამხანაგი ყველას თითქმის მტრულად და უნდობლად შესცქერო-
და. მათ გარდა იყო ერთი სხვა კაციც, გარეგნულად სამსახური-
დან გადამდგარ მოხელეს მოგაგონებდათ. იჯდა ცალკე მაგიდას-
თან, ბოთლში ჩარჩენილ ლუდს იშვიათად მოსვამდა და გარშე-
მო იყურებოდა. იმასაც თითქოს რაღაც აღელვება ეტყობოდა.

II

რასკოლნიკოვი არ იყო ხალხს მიჩვეული, პირიქით, რო-


გორც ვთქვით, გაურბოდა კიდეც საზოგადოებას, მეტადრე ამ ბო-
ლო დროს, მაგრამ ახლა გულით მოენატრა ადამიანები. რაღაც
ცვლილება შეეტყო და ხალხთან ყოფნა მოსწყურდა. ისე დაღა-
ლა მთელი თვის ღრმა წუხილმა და შავბნელ გრძნობათა ღელ-
ვამ, რომ მოუნდა წუთიერად სხვა გარემოსა და ხალხში ყოფნა,
რა რჯულისაც უნდა ყოფილიყო ეს ხალხი. ამიტომაც არად აგ-
დებდა ამ სიბინძურეს და სიამოვნებით იჯდა დუქანში.
დუქნის მეპატრონე სხვა ოთახში იყო, მაგრამ მთავარ განყო-
ფილებაში ხშირ-ხშირად ჩამოდიოდა კიბე-კიბე, ამიტომ ჯერ მისი
გაპრიალებული, წითელტყავშემოკერებული, ყელგანიერი წაღე-
ბი გამოჩნდებოდა ხოლმე. ტანთ მოკლე, უსახელო ჩასაცმელი
ეცვა, ზემოდან შავი, საშინლად გაქონილი ატლასის ჟილეტი –
უყელსახვევოდ. პირისახეც მთლად უპრიალებდა, გეგონებოდათ,
ბოქლომივით დაუზეთავთო. დახლთან იდგა თოთხმეტი წლის
ბიჭი, მეორე, უფრო პატარა კი სტუმრებს ემსახურებოდა. დახ-
ლზე ეწყო წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი, გამომხმარი შა-
ვი პური, წვრილადვე დაჭრილი თევზი და ყველაფერი საშინლად
ყარდა. ირგვლივ ჰაერი არყის სუნს იქამდე გაეჟღინთა, რომ,
მარტო ეს ჰაერიც საკმარისი იყო, ხუთ წუთში გაებრუებინა ადა-
მიანი.
შეხვდება ზოგჯერ ადამიანი სრულიად უცნობს, რომელიც
პირველ ნახვაზევე უცბად მიიპყრობს მის ყურადღებას. სწორედ
ასე იმოქმედა რასკოლნიკოვზე მოშორებით მჯდომმა სტუმარმა,
სამსახურიდან გადამდგარ მოხელეს რომ ჰგავდა. ახალგაზრდამ
მერეც რამდენჯერმე მოიგონა ეს პირველი შთაბეჭდილება და
წინათგრძნობასაც კი მიაწერა იგი. უცქერდა ერთთავად, თუმცა
შეიძლება იმიტომაც, რომ თავად ისიც თვალს არ აშორებდა და,
ეტყობოდა, ძალიან უნდოდა გამოლაპარაკებოდა. დანარჩენებს
კი, თვითონ დუქნის მეპატრონესაც, ჩვეული თვალითა და მოწყე-
ნითაც კი უყურებდა, თან თითქოს არად აგდებდა, როგორც და-
ბალსა და განუვითარებელ ხალხს, რომლებთანაც სალაპარაკო
და საერთო სულ არაფერი ჰქონდა. უცნობი იყო ორმოცდაათ
წელს გადაცილებული, საშუალო ტანის, ჯმუხი, ჭაღარაშერეული,
გამელოტებული კაცი, რომელსაც ლოთობისგან სახე ყვითელ--
მწვანედ ჰქონდა დასივებული და ქუთუთოები აბებრებული,
საიდანაც დაწითლებული, თუმცა საკმაოდ ცოცხალი პატარა თვა-
ლები ციმციმებდნენ. მაგრამ რაღაც ჰქონდა მეტად უცნაური.
თვალებში თითქოს აღტაცება ეხატებოდა, – ასე განსაჯეთ, აზრი
და გონიერებაც, – მაგრამ ამავე დროს, თითქოს უგუნურებაც უკ-
რთებოდა. ტანთ ძველი, თითქმის დაგლეჯილი შავი ფრაკი ეცვა,
რომელსაც მხოლოდ ერთადერთი ღილიღა შერჩენოდა შესაკ-
რავად და ზრდილობის დასაცავად. ჟილეტის ქვეშ მთლად დაჭ-
მუჭნილი, გათხუპნილი და დალაქავებული პერანგი მოუჩანდა.
პირი, მოხელეთა ჩვეულებისამებრ, გაპარსული ჰქონდა, მაგრამ,
ეტყობა, კარგა ხნის წინ და მსხვილ ლეგა ჯაგარს უკვე გამოეყა-
რა ხშირად. თვითონ მოქმედებაც როგორღაც დინჯი ჰქონდა,
როგორც მოხელე კაცს შეშვენის. ეს კია, მოუსვენრობდა, თმას
იბურძგნიდა, შეწუხებული, დროდადრო ორივე ხელს თავზე იტა-
ცებდა და გამოფლეთილი იდაყვებით ჭუჭყიან, გალიპულ მაგი-
დას ეყრდნობოდა. ბოლოს შეხედა პირდაპირ რასკოლნიკოვს
და ხმამაღლა, მტკიცედ წარმოთქვა:
– შემიძლია თუ არა, მოწყალეო ხელმწიფევ, მოგმართოდ
წესისამებრ? მართალია, ჩაცმულობა საამისოდ ხელს არ გიწ-
ყობთ, მაგრამ გამოცდილებით გატყობთ, რომ განათლებული და
სასმელს მიუჩვეველი უნდა იყოთ. მე მუდამ პატივს ვცემდი გა-
ნათლებას, გულითად გრძნობებთან შეერთებულს, გარდა ამისა,
თავადაც ტიტულიანი სოვეტნიკი გახლავართ. ტიტულიანი სოვეტ-
ნიკი მარმელადოვი, იქნებ გაგიგონიათ. ნება მიბოძეთ, დაგეკით-
ხოთ: მსახურობთ სადმე თუ არა?
– არა, ვსწავლობ... – მიუგო განცვიფრებულმა რასკოლნი-
კოვმა, ასე ბრტყელ-ბრტყელად და ჯიქურ რომ მიმართეს. მიუხე-
დავად იმისა, რომ ეს წუთია, ხალხთან რაიმე ერთობას ნატრობ-
და, მაინც, პირველსავე გამოლაპარაკებაზე, ჩვეულებრივი
უსიამოვნო ზიზღის გრძნობა აეშალა. ასე ემართებოდა მუდამ,
როცა უცხო ვინმე მისი პირადობის შეხებას მოიწადინებდა.
– სტუდენტი ყოფილხართ, ან არადა, ნასტუდენტარი! – შეს-
ძახა მოხელემ, – განა არა, მაშინვე ვიფიქრე! დიდი რამ არის
მოწყალეო ხელმწიფევ, გამოცდილება, მერე ისიც, მრავალგზი-
სი! – და ნიშნად მოწონებისა, თითი შუბლზე მიიდო, – სტუდენტად
იყავით, თუ სამეცნიერო რამ ნაწილს გადიოდით?.. ჰმ, ნება მომე-
ცით... – წამოდგა, წაბარბაცდა, დაავლო ხელი ბოთლს, ჭიქას და
გვერდით, ცოტა ცერად მიუჯდა ახალგაზრდას. კარგა გვარიანად
ჰქონდა გადაკრული, მაგრამ ლაპარაკით მაინც ცოცხლად ლაპა-
რაკობდა, მხოლოდ დროგამოშვებით იბნეოდა და აჭიანურებდა
სათქმელს. ისე ხარბად ეცა რასკოლნიკოვს, თითქოს იმასაც
მთელი თვეა, აგერ, არავისთვის ხმა არ გაუციაო.
– მოწყალეო ხელმწიფევ, – დაიწყო თითქმის დიდებულად, –
მოგეხსენებათ, სიღარიბე საძრახისი რამ არის. ვიცი ისიც, რომ
არც ლოთობაა მოსაწონი, მაგრამ გლახაკობა კი დასაძრახია...
სიღარიბეში შეიძლება კიდევ შეინარჩუნოთ თანდაყოლილი კე-
თილშობილური გრძნობები, მაგრამ გლახაკობაში ვერასოდეს
ვერავინ შეინარჩუნებს. გლახაკს ჯოხითაც კი არ აღირსებენ გაგ-
დებას, პირდაპირ ნაგავს ატანენ, რომ მეტი შეურაცხყოფა მიაყე-
ნონ. მართალიც არის, რადგან, როგორც გლახას, მე პირველი
შეურაცხვყოფ ჩემს თავს. ლოთობაც აქედან წარმოსდგება! ერთი
თვის წინათ, მოწყალეო ხელმწიფევ, მეუღლე გამილახა ბატონმა
ლებეზიატნიკოვმა... მე და ჩემი მეუღლე კი ერთნი არ ვართ! ხომ
გესმით? ნება მომეცით, კიდევ გკითხოთ, თუნდ ისე, უბრალო
ცნობისმოყვარეობით: გინებებიათ ოდესმე ნევაზე, თივის ბარა-
კებში ღამის გათევა?
– არა, არ შემმთხვევია, – მიუგო რასკოლნიკოვმა, – რატომ
ამბობთ ამას?
– ჰმ... მე კი, აგერ, მეხუთე ღამეა, იქ ვათენებ.
გაივსო ჭიქა, გადაკრა და ჩაფიქრდა. მართლაც, თმასა და
ტანისამოსზე აქა-იქ თივის მტვერი და ღერები ეყარა. ნამდვი-
ლად ეტყობოდა, რომ ხუთ ღამეს არც ტანთ გაეხადა, არც პირი
დაებანა. განსაკუთრებით, ხელები ჰქონდა ჭუჭყიანი, გაქონილი,
დაწითლებული, ფრჩხილები კი ჩაშავებული.
ეტყობა, მისმა ლაპარაკმა ყველას ყურადღება მიიპყრო.
დახლს უკან ბიჭები ხითხითებდნენ. დუქნის მეპატრონეც თითქოს
განგებ ჩამოვიდა ზემოდან, რომ ამ ლაზღანდარასთვის ყური და-
ეგდო. დაჯდა შორიახლოს და ზარმაცი კაცივით იწყო მთქნარე-
ბა. ეტყობოდა, მარმელადოვი აქ დიდი ხნის ნაცნობი იყო და ამ
ბრტყელ-ბრტყელ ლაპარაკსაც ალბათ იქიდან მიჩვეული, რომ
დუქანში მოსიარულე უცნობებს ხშირად ესაუბრებოდა ასე. ზოგი-
ერთ ლოთს მოთხოვნილებად აქვს გადაქცეული, ელაპარაკოს
ვინმეს, მეტადრე, თუ შინ სასტიკად ეპყრობიან და ჩაგრავენ. ამი-
ტომაც ცდილობს, მუდამ თავი იმართლოს ღვინის სმის დროს და
თუ შესაძლებელია, პატივისცემაც დაიმსახუროს.
– ლაზღანდარა! – წამოიძახა ხმამაღლა დუქნის მეპატრო-
ნემ, – მერე, რატომ არ მუშაობ, რატომ არ მსახურობ, თუ მოხე-
ლე ხარ?
– რატომ არ ვმსახურობ, მოწყალეო ხელმწიფევ, – ჩამოარ-
თვა სიტყვა მარმელადოვმა და რასკოლნიკოვს მიმართა, თით-
ქოს ის დაჰკითხოდა, – რატომ არ ვმსახურობ? მერე, განა მე არ
მტკივა გული, რომ ასე დავძრწივარ უქმად? ერთი თვის წინათ
რომ ბატონმა ლებეზიატნიკოვმა მეუღლე გამილახა, მე კი
მთვრალი ვეგდე მაშინ, არ ვიტანჯებოდი განა? მოითმინეთ, ყმაწ-
ვილო კაცო, შეგმთხვევიათ კი... ჰმ! აი, თუნდ ფული გესესხოთ
უიმედოდ?
– შემმთხვევია... ესე იგი, როგორ, უიმედოდ?
– ისე, სრულიად უიმედოდ, ესე იგი, ადრევე გცოდნოდათ,
რომ ამ თხოვნით არაფერი გამოვიდოდა. აი, იცით, მაგალითად,
ადრევე, რომ ესა და ეს დარბაისელი და დიდად სასარგებლო
მოქალაქე არაფრის გულისთვის ფულს არ მოგცემთ, ვინაიდან,
კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა მოგცეს, როცა იცის კარგად, რომ
არასოდეს დაუბრუნებ უკან? იმიტომ, რომ ვებრალებოდი? მაგ-
რამ ბატონი ლებეზიატნიკოვი ახალ აზრებს მისდევს და კიდეც
ამიხსნა ამას წინათ, რომ შებრალება ჩვენს დროში მეცნიერების-
განაც კი აკრძალულია; რომ ასეა, მაგალითად, ინგლისში, სადაც
პოლიტიკური ეკონომიაა. რატომ მომცემს, მაშ, გეკითხებით?
წინდაწინვე იცით, რომ არაფერს მიიღებთ, მაგრამ მაინც დაად-
გებით გზას და...
– რათა, რისთვის? – იკითხა რასკოლნიკოვმა.
– მაშ, თუ მეტი ხსნა არ გვაქვს!.. არა, ხომ საჭიროა, რომ
ადამიანს უთუოდ მიესვლებოდეს სადმე, იმიტომ რომ, სადმე მა-
ინც უნდა წავიდეს. მხოლოდშობილმა ასულმა ჩემი ყვითელი ბა-
რათი რომ მიიღო და პირველად წავიდა, მეც მაშინ წავედი (დი-
ახ, ყვითელი ბილეთით ცხოვრობს ჩემი ასული...) – დასძინა გან-
სანმარტებლად და თან რაღაც მღელვარებით დაუწყო ახალგაზ-
რდას ცქერა – არა უშავს რა, მოწყალეო ხელმწიფევ, არა უშავს
რა! – მიამატა იმავე წუთს დამშვიდებით, რაკი შენიშნა, რომ
დახლს უკან ორივე ბიჭმა ჩაიფრუტუნა და დუქნის პატრონსაც
გაეღიმა, – არა უშავს რა! ასე თავის ქნევა სულაც ვერ შემაკ-
რთობს, ვინაიდან ყველამ უწყის უკვე ყოველივე ესე და საიდუმ-
ლოებაც ყველა გამოცხადებულ იქნების; და არა ზიზღით, არა-
მედ სიმდაბლით მივიღებ ამას. დეე, დეე! „ასე არს კაცი“!1 მომით-
მინეთ, ყმაწვილო კაცო: შეგიძლიათ კი... მაგრამ არა, უფრო
უკეთ და მტკიცედ უნდა ვთქვა: შეგიძლიათ კი არა, გაბედავთ კი,
პირისპირ იდგეთ, მიყუროთ და მტკიცედ თქვათ, რომ ღორი არ
ვარ?

1
„ასე არს კაცი“ – სახარების ქართული ტექსტის მიხედვით, „აჰა კაცი
იგი!“ (სახარება იოანესი, 19, 5; „ახალი აღთქუმაი უფლისა ჩვენისა იესო ქრის-
ტესი“, საკათალიკოსო საბჭოს გამოცემა, თბილისი, 1863, გვ. 243) – პილატეს
სიტყვებია, გამოხატავს პატივისცემას იესო ქრისტეს სიმტკიცისა და მოთმინე-
ბის მიმართ, რაც მან გამოიჩინა ტანჯვისა და შეურაცხყოფის დროს.
ახალგაზრდას ხმა არ გაუცია.
– კი, ბატონო, – განაგრძო ორატორმა უფრო მეტი სიდინჯი-
თა და ღირსებით მას შემდეგ, როცა ოთახში ატეხილი ხითხითი
მიწყდა, – კი, ბატონო, ღორი ვიყო, ის ხომ მანდილოსანია! მე
პირუტყვი ვარ, კატერინა ივანოვნა კი, ჩემი მეუღლე, განათლებუ-
ლი ადამიანია, შტაბოფიცრის ქალია. ის კეთილშობილური
გრძნობებით აღსავსე გულისაა, ის ხომ აღზრდილია ასე, მაგრამ,
ოჰ... ოჰ, რომ შემიბრალებდეს! მოწყალეო ხელმწიფეო, მოწყა-
ლეო ხელმწიფეო, სადმე მაინც ხომ უნდა იყოს ისეთი კუთხე, სა-
დაც ადამიანს იბრალებენ! კატერინა ივანოვნა კი, მართალია
დიდსულოვანი მანდილოსანია, მაგრამ უსამართლოა... თუმცა,
მევე მესმის, როცა დამქოჩრავს ხოლმე, გულმტკივნეულობით
მოსდის (ვინაიდან, ვიმეორებ თამამად, დამქოჩრავს ხოლმე,
ყმაწვილო კაცო, – დასძინა გაორკეცებული ღირსებით, ხითხითი
რომ შემოესმა), მაგრამ... რა იქნებოდა, ღმერთო, თუნდ ერთხე-
ლაც მას... მაგრამ, არა! არა! ყოველივე ეს ამაოა და არც ღირს
ლაპარაკად! არც ღირს ლაპარაკად!.. ვინაიდან არაერთხელ
მივწევივარ საწადელსა და არაერთხელ შევცოდებივარ, მაგ-
რამ... ეტყობა, ასე მიწერია, ბუნებით პირუტყვი ვარ!
– ოღონდაც რომ აგრეა! – შენიშნა მთქნარებით დუქნის მე-
პატრონემ.
მარმელადოვმა მუშტი დაჰკრა მაგიდას.
– ჩანს, ასე მიწერია! ის თუ იცით, მოწყალეო ხელმწიფევ,
რომ წინდებიც კი სასმელში გავუყიდე?.. ფეხსაცმელი ყოფილი-
ყო, კიდევ ჰო, რამეს მაინც ემსგავსებოდა, მაგრამ წინდები!..
თხის ბეწვის თავშალიც ასევე გავუყიდე, ძველი ნაჩუქარი, მისი
საკუთარი და არა ჩემი. ვცხოვრობთ ცივ ბინაში. ამ ზამთარს გა-
მიცივდა კიდეც, ახველებს, სისხლს აღებინებს. ბავშვიც სამი
გვყავს, პატარები. დილიდან საღამომდე მუშაობს კატერინა ივა-
ნოვნა, ბანს, ვარცხნის, ასუფთავებს ბავშვებს, იმიტომ რომ პატა-
რაობიდანვე სისუფთავესაა მიჩვეული; მკერდი კი სუსტი აქვს,
ჭლექიანია და მეც ვგრძნობ ამას! არ ვგრძნობ, განა? რამდენა-
დაც მეტს ვსვამ, იმდენად მეტსა ვგრძნობ. იმიტომაც ვსვამ, რომ
სმაში სიბრალულსა და გრძნობიერებას ვეძებ... იმიტომ ვსვამ,
რომ მინდა, ორკეცად ვიტანჯო! – სასოწარკვეთილმა მოხელემ
თავი მაგიდაზე დახარა.
– ყმაწვილო, – განაგრძო და თავი ასწია, – სახეზე რაღაც
სევდას გატყობთ. შემოხვედით თუ არა, მაშინვე შეგატყვეთ და
იმიტომაც მოგმართეთ. გატყობინებთ ჩემი ცხოვრების ამბავს არა
ამ სეირის მოყვარული ხალხისთვის, რომელმაც ისედაც კარგად
იცის ყოველივე, არა, მგრძნობიარე და განათლებულ კაცს ვეძებ
და იმიტომ. იცოდეთ მაშინ, რომ ჩემს მეუღლეს კეთილშობილთა
საგუბერნიო სათავადაზნაურო ინსტიტუტში უსწავლია და დამთავ-
რებისას გუბერნატორისა და სხვა წარჩინებულ გვართა თანდას-
წრებით შალით უცეკვია, რისთვისაც ჯილდოდ ოქროს მედალი
და „ქების სიგელიც“ მიუღია. მედალი... მედალი კარგა ხანია გავ-
ყიდეთ... ჰმ! მაგრამ „ქების სიგელი“ კი დღემდე სკივრში უდევს
და ამასწინებზე დიასახლისისთვისაც უჩვენებია. მართალია,
დიასახლისთან დაუსრულებელი უსიამოვნება აქვს, მაგრამ მოუნ-
და, თავი ვინმესთან მაინც მოეწონებინა და წარსულ დღეთა ბედ-
ნიერება ეცნობებინა. არც ვამტყუნებ... არც ვამტყუნებ იმიტომ,
რომ ერთადერთი ესღა შერჩა წარსულ მოგონებათა სანუგეშოდ,
დანარჩენი ყოველივე მტვრად იქცა, გაქრა!.. დიახ, დიახ! ფიცხი,
ამაყი და მოუდრეკელი დედაკაცია. იატაკს თვითონ რეცხავს და
მარტო შავ პურზე გადადის, მაგრამ პატივის გარეშე მოპყრობის
ნებას კი არავის მისცემს. ამიტომაც არ ინდომა ბატონ ლებე-
ზიატაიკოვისთვის უკმეხობა ეპატიებინა და როდესაც გალახა იგი
ლებეზიატაიკოვმა, ლოგინად ჩაწვა; იმდენად ცემისგან არა, რამ-
დენადაც წყენისა და შეურაცხყოფისგან. ქვრივი იყო უკვე, სამი,
ერთიმეორის მომდევნო, პაწია შვილის პატრონი, როდესაც წა-
მოვიყვანე. პირველად ქვეითი ჯარის ოფიცერზე იყო სიყვარუ-
ლით გათხოვილი. მშობლების ნებადაურთველად გაჰყვა, გაიქცა
მასთან ერთად სახლიდან. ქმარი უზომოდ უყვარდა, მაგრამ მან
ბანქოს თამაშს მიჰყო ხელი, სამართალში მისცეს და მალე მოუკ-
ვდა. ბოლო დროს სცემდა თურმე კიდეც. კატერინა ივანოვნაც,
მართალია, არაფერს უთმობდა, რაც საბუთებიდან ვუწყი ნამდვი-
ლად, მაგრამ დღემდე მაინც მუდამ თვალცრემლიანი იგონებს
და მეც მაყვედრის. მაგრამ მოხარული ვარ, მოხარული, რომ
ოდესღაც წარსულში მაინც თავი ბედნიერად წარმოუდგენია...
დარჩა ქმრის შემდეგ სამი მცირეწლოვანი ბავშვით მივარდნილ,
შორეულ მაზრაში, ისეთ უნუგეშო სიღარიბეში, რომ მეც კი, ბევ-
რის გადამხდენს, გამიჭირდება და ვერ აღგიწერთ. მეც იქ ვიყავი
მაშინ. ნათესავებმა, ყველამ ზურგი აქცია. ამაყიც იყო, მეტისმეტი
ამაყი... მაშინ მოხდა სწორედ, მოწყალეო ხელმწიფევ, მაშინ,
რომ პირველი ცოლისგან თოთხმეტი წლის ქალის პატრონმა
ქვრივმა ხელი გავუწოდე და ცოლობა ვთხოვე, იმიტომ რომ არ
შემეძლო მისი ტანჯვისთვის მეცქირა, შეგიძლიათ იქიდან განსა-
ჯოთ მისი სიღარიბე და უბედურება, რომ განათლებული და მშვე-
ნივრად აღზრდილი, ცნობილი გვარიშვილი მე გამომყვა ცო-
ლად. ერთი სიტყვით, გამომყვა! ტიროდა და ხელებს იმტვრევდა,
მაგრამ მაინც გამომყვა! იმიტომ, რომ მეტი გზა არ ჰქონდა. გეს-
მით, მოწყალეო ხელმწიფევ, გესმით რას ნიშნავს, ადამიანს რომ
მეტი გზა და ჩარა აღარ აქვს? არა! ჯერ კიდევ არ გესმით... მთე-
ლი წელიწადი ჩემს მოვალეობას პირნათლად და წმინდად ვას-
რულებდი, არ მივკარებივარ ამას (თითი არყის ბოთლს დაარ-
ტყა), იმიტომ, რომ მეც გრძნობა მქონდა. მაგრამ ვერც ამით
ვაამე; ამ დროს კი უცბად ადგილიც დავკარგე, – ჩემი მიზეზით
არა, შტატები შეამცირეს. მაშინ კი... მივეტანე!.. წელიწად--
ნახევარი იქნება მას შემდეგ, რაც აქეთ-იქით წანწალსა და უბედუ-
რების შემდეგ, ამ დიდებულსა და მრავალზე მრავალი ძეგლით
გამშვენებულ სატახტო ქალაქში ჩამოვედით... ადგილიც ვიშოვე
აქ... ვიშოვე, მაგრამ ისევ დავკარგე. გესმით? ახლა კი ჩემი ბრა-
ლი იყო, იმიტომ, რომ წერამ ამიტანა... ამჟამად კი ამალია
ფეოდოროვნა ლიპევეხზელისას ვცხოვრობთ, კუთხე გვაქვს ნაქი-
რავები. მაგრამ რით ვცხოვრობთ ან საიდან რას ვაძლევთ, არა
ვუწყი რა. იქვე ცხოვრობენ, ჩვენ გარდა, ბევრი სხვანიც... უსაძაგ-
ლესი სოდომია... ჰმ!.. დიახ... ამასობაში პირველი ქორწინებიდან
დარჩენილი ქალიც წამომეზარდა. და თუ რა ტანჯვასა და ვაებას
ითმენდა დედინაცვლისგან, ამაზე არაფერს გეტყვით. მართალია,
დიდსულოვანი გრძნობების პატრონია კატერინა ივანოვნა, მაგ-
რამ ფიცხი და ანჩხლია, უცბად ხმას ჩაგაკმენდინებს... თუმცა რა
მოსაგონია! როგორც თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, არა-
ვითარი აღზრდა არ მიუღია სონიას. ვცადე ამ ოთხი წლის წინათ,
რომ გეოგრაფია და მსოფლიო ისტორია მაინც მესწავლებინა,
მაგრამ, რაკი თვითონაც სუსტად გახლდით ცოდნაზე და არც სა-
ხელმძღვანელო მოგვეძებნებოდა რიგიანი... ჰმ! ახლა ხსენებაც
აღარ არის მათი, ამიტომ შევწყვიტეთ მეცადინეობა. სპარსეთის
მეფე კიროსზე შევჩერდით2. მერე, რომ წამოიზარდა, რომაული
შინაარსის კიდევ რამდენიმე სხვა წიგნიც წაიკითხა, ამასწინებზე
კიდევ ბატონ ლებეზიატნიკოვს მიეცა ლუისის „ფიზიოლოგია“,3 –
ხომ მოგეხსენებათ? – დიდი ყურადღებით გადაიკითხა და აქა-იქ
ჩვენც გვიკითხავდა ხმამაღლა; ეს არის სულ სონეჩკას განათლე-

2
„სპარსეთის მეფე კიროსზე შევჩერდით!“ – ესე იგი, შეჩერებულან ძველი
ისტორიის დასაწყისზე. კიროსი (VI საუკუნე ძვ. წელთაღრიცხვით) ძველსპარ-
სული სამეფოს დამაარსებელია.
3
„ლუისის „ფიზიოლოგია“, – ხომ მოგეხსენებათ?“ – ესაა წიგნი ცნობილი
ინგლისელი ფილოსოფოს-პოზიტივისტ და ფიზიოლოგ-დარვინისტ ჯორჯ
ლუისისა (1817-1878). „ყოველდღიური ცხოვრების ფიზიოლოგია“ რუსულად
1861 წელს გამოვიდა და ფართო პოპულარობით სარგებლობდა რუსეთის სა-
ზოგადოების მოწინავე წრეებში.
ბა. მოგმართავთ ახლა, მოწყალეო ხელმწიფევ, ერთი პირადი,
კერძო შეკითხვით: როგორ გგონიათ, რამდენი შეუძლია იშოვოს
ღარიბმა, მაგრამ პატიოსანმა ქალმა პატიოსანი შრომით? სამ შა-
ურზე მეტს დღეში ვერასოდეს აიღებს, ბატონო, თუ პატიოსანია
და განსაკუთრებული რამ ნიჭი არა აქვს. ისიც მხოლოდ მაშინ,
თუ დღესა და ღამეს გაასწორებს! იქიდანაც სასტიკი კლოპშტოკი,
ივან ივანიჩი, – მოგეხსენებათ? – არამცთუ გასამრჯელოს არ აძ-
ლევს ექვსამდე ჰოლანდიური პერანგის შეკერვაში, კიდევაც
შეურაცხყოფით ისტუმრებს; სულ ფეხი ებრაგუნებინა და უზრდე-
ლად რაღაც ეძახებინა იმიტომ, რომ ვითომ პერანგის საყელო
გაემრუდებინა და არც ზომა იყო სწორი. ბავშვები კი მშივრები
ყრიან... კატერინა ივანოვნაც ხელების მტვრევით დადის ოთახში
და ლოყები წამოსწითლებია, როგორც ამგვარ ავადმყოფებს
სჩვევიათ: „ცხოვრობ ჩემთან, მუქთახორავ, ჭამ, სვამ, თბილად
ხარო“. თუმცა რასა ჭამს და სვამს, როცა ბავშვებიც კი სამ-სამი
დღით პურის უნახავი არიან ხოლმე! ვიწექი მაშინ... ჰო, დიახ, ვი-
წექი! მთვრალი! აგერ, მესმის, ეუბნება სონია (უწყინარი და უტ-
ყვი, ლაპარაკიც წყნარი იცის... თეთრი სახე მუდამ ფერმკრთალი
აქვს, გამხდარ-გამხდარი), ეუბნება: „რა ვუყო, კატერინა ივანოვ-
ნა, ასეთ საქმეს ხომ ვერ ჩავიდენო? დარია ფრანცოვნამ კი, ბო-
როტმა და პოლიციისგან მრავალგზის შენიშნულმა დედაკაცმა,
სამიოდეჯერ დიასახლისის პირით შემოუთვალა. „მერე, რა არის,
– მიუგო კატერინა ივანოვნამ და ჩაიცინა, – რა დიდი საუნჯე რამ
ეგ არისო“. მაგრამ ნუ გაამტყუნებთ, მოწყალეო ხელმწიფევ, ნუ
გაამტყუნებთ! საღი გონების დროს ხომ არ უთქვამს, – უთხრა
აღელვებულმა, ავადმყოფმა, მშიერი ბავშვების ღნავილით გულ-
გაწყალებულმა, ისიც უფრო შეურაცხყოფისთვის და არა, მართა-
ლი გულით... ვინაიდან ხასიათად აქვს კატერინა ივანოვნას, რო-
გორც კი ბავშვები ატირდებიან, თუნდაც შიმშილით, მაშინვე ცემას
დაუწყებს. აგერ, ვხედავ, საღამოს ექვს საათზე წამოდგა სონეჩკა,
მოიხვია თავშალი, მოიგდო ბურნუსი და სადღაც წავიდა. ცხრა
საათზე კი უკანვე დაბრუნდა. მოვიდა და კატერინა ივანოვნას წინ
ჩუმად ოცდაათი ვერცხლის მანეთიანი დაუწყო. კრინტი რა არის,
კრინტიც არ დაუძრავს, არც კი შეუხედავს, აიღო ჩვენი დიდი და
დედამისის მწვანე თავშალი (საერთო თავშალი გვაქვს ასეთი),
თავ-პირზე შემოიხვია და მიწვა ლოგინზე, პირი კედლისკენ ქნა;
ეგ არის მხოლოდ, მხრები და ტანი მთლიანად უცახცახებდა... მე
კი ისევ ისე ვეგდე საწოლზე... ვნახე მერე, ყმაწვილო კაცო, ვნა-
ხე, როგორ მივიდა ასევე უსიტყვოდ კატერინა ივანოვნა საწოლ-
თან, მთელი საღამო როგორ იდგა დაჩოქილი სონეჩკას ფეხ-
თით, უკოცნიდა ფეხებსა და აღარ უნდოდა ამდგარიყო. მერე
ორივემ ერთად მიიძინეს ისე, გადახვეულებმა... ორივემ... ერ-
თად... მე კი... ისევ ისე მთვრალი ვიწექი.
მარმელადოვი გაჩუმდა, თითქოს ხმა ჩაუწყდა. სწვდა მერე
უცებ ბოთლს, დაისხა, გადაკრა და ამოიოხრა.
– მას შემდეგ, ხელმწიფე ჩემო, – განაგრძობდა მცირე სიჩუ-
მის შემდეგ მარმელადოვი, – ერთი რაღაც უსიამოვნოს გამო და
ბოროტგანმზრახველთა დასმენით, – რასაც განსაკუთრებით
ხელს უწყობდა დარია ფრანცოვნა, ვითომდა იმიტომ, რომ ჯე-
როვნად პატივს სცემდნენ, – მას შემდეგ ჩემს სოფია სემიონოვ-
ნას, ყვითელი ბილეთი მისცეს; ამის გამო ჩვენთან აღარ ედგომე-
ბოდა, ვინაიდან დიასახლისი, ამალია ფეოდოროვნაც, წინააღ-
მდეგი იყო (წინათ კი დარია ფრანცოვნას თვითონვე უწყობდა
ხელს), და ბატონი ლებეზიატნიკოვიც... ჰმ!.. აი, სწორედ სონეჩ-
კას გამო იყო, კატერინა ივანოვნას რომ ის ამბავი შეემთხვა.
პირველად თვითონვე არ ასვენებდა ეს ბატონი სონიას, მერე კი
გაიჭიმა: „როგორ, მე, ასეთი განათლებული კაცი, ამისთანა გომ-
ბიოსთან ერთ ბინაზე ვიცხოვრებ განაო?“ კატერინა ივანოვნამაც
არ დაუთმო, გამოექომაგა... და რაც მოხდა, ხომ იცით... ახლა
სონეჩკა მხოლოდ საღამოობით მოდის. კატერინა ივანოვნას ეხ-
მარება და რითაც შეუძლია შველის... ბინად კი მკერავ კაპერ-
ნაუმოვთან ცხოვრობს. კაპერნაუმოვი თვითონ კოჭლი და ენაჩ-
ლუნგია, მრავალრიცხოვანი ოჯახიც მთლად ენაჩლუნგი ჰყავს,
ცოლიც ენაჩლუნგია... ყველანი ერთ ოთახში ცხოვრობენ, სონი-
ას კი საკუთარი ცალკე ოთახი აქვს, გადაღობილი... ჰმ! დიახ...
ღარიბები არიან, ენაჩლუნგები... დიახ... მე კი, იმ დილით, ჩავიც-
ვი ჩემი ძონძები, აღვაპყრე ხელი ზეცად და მის აღმატებულება
ივან აფანასიჩთან წავედი... მისი აღმატებულება ივან აფანასიჩი
ხომ მოგეხსენებათ?.. არა?.. იცოდეთ მაშინ, რომ ღვთის კაცი არ
გცოდნიათ! წმინდა სანთელია და არა კაცი... სანთელი ღვთისა
წინაშე, და დადნების ვითარცა სანთელი! ცრემლიც კი მოერია,
წარმოიდგინეთ, რომ მომისმინა. „აბა, მარმელადოვ, ერთხელ
ხომ გამიცრუე იმედები... მაგრამ აგიყვან კიდევ ჩემი საკუთარი
თავდებობითაო“, – მითხრა და დასძინა: „გახსოვდეს მაშ, და წა-
დიო!“ ვემთხვიე ფეხთა მისთა მტვერსა, გონებით, რასაკვირვე-
ლია, რაკი ნამდვილად ამის ნებას არ დამრთავდა, – ახალი გა-
ნათლებული აღზრდისა და მიმართულების სახელმწიფო კაცია.
დავბრუნდი შინ და რომ გამოვუცხადე, სამსახურში მიმიღეს და
ჯამაგირიც მექნება-მეთქი, უნდა გენახათ, ღმერთო, რა ამბავი
იყო...
მარმელადოვი კვლავ შედგა, მეტად აღელვებული. სწორედ
ამ დროს ქუჩიდან მთელი გროვა შემოვიდა მთვრალებისა, კარ-
თან კი დაქირავებული არღნის და შვიდი წლის ბავშვის ხრიწიანი
ხმა გაისმა, რომელიც „хуторок“-ს მღეროდა.4 დუქანი ახმაურდა.
დუქნის პატრონი და ბიჭები მაშინვე მოსულებს ეცნენ, დატრიალ-
დნენ. მარმელადოვი არ აქცევდა ყურადღებას შემოსულებს. ეტ-
ყობოდა, უკვე ძალზე დასუსტდა, მაგრამ, რაც უფრო მეტად ეკი-

4
„რომელიც „хуторок“-ს მღეროდა“ – პოპულარული რუსული სიმღერაა
პოეტ ა. კოლცოვის სიტყვებზე დაწერილი.
დებოდა სასმელი, მით უფრო მეტს ლაპარაკობდა. სამსახურში
დაბრუნების გახსენებამ თითქოს გამოაცოცხლა და სახეც კი
გაუნათდა. რასკოლნიკოვი ყურადღებით უსმენდა.
– ეს იყო, ხელმწიფეო ჩემო, ამ ხუთი კვირის წინათ... დიახ...
გაიგეს თუ არა კატერინა ივანოვნამ და სონეჩკამ, ღმერთო, თით-
ქოს სამოთხეში შევსულიყავი. წინათ, მახსოვს, ვიწექი პირუტყვი-
ვით და მხოლოდ მლანძღავდნენ! ახლა კი თითის წვერებზე და-
დიან, ბავშვებს აჩუმებენ. „სემიონ ზახარიჩი სამსახურში დაიღა-
ლა, ჩუ, ისვენებსო!“ სამსახურში წასვლამდე ყავას მასმევენ, ნა-
ღებს მიდუღებენ! ნამდვილ ნაღებს დაუწყეს, გესმით, საიდანღაც
ზიდვა! მაგრამ არ მესმის სწორედ, ტანისამოსისთვის საიდანღა
მოაკოწიწეს თერთმეტი მანეთი და ათი შაური. მიყიდეს: წაღები,
მშვენიერი ტილოს გულისპირი, ვიცმუნდირი, ერთი სიტყვით,
მშვენივრად გამომაწყვეს თერთმეტ მანეთად და ათ შაურად. დავ-
ბრუნდი პირველ დღეს სამსახურიდან, ვნახოთ: კატერინა ივანოვ-
ნას ორი თავი საჭმელი დაუმზადებია – წვნიანი და დამარილებუ-
ლი საქონლის ხორცი პირშუშხათი, რაც მანამდე სიზმრადაც არ
გვესიზმრებოდა. თვითონ ჩასაცმელი თითქმის სულ არ გააჩნია,
ახლა კი, თითქოს სადარბაზოდ მომზადებულაო, ჩაუცვამს, მო-
კოპწიავებულა; მაგრამ დიდი კი არ გეგონოთ რა, ისე, თმას
დაივარცხნის, რაღაც სუფთა საყელოსა და სამაჯეებს გაიკეთებს,
ხედავ, სულ სხვა ადამიანია, გაახალგაზრდავებული, გალამაზე-
ბული. სონეჩკა, ჩემი გვრიტი, მარტო ფულით ეხმარებოდა: მეო,
ამბობდა, ჯერ ხშირ-ხშირად არ მომესვლება, სირცხვილიაო; ბინ-
დზე თუ შემოგივლით ხოლმე, რომ არავინ მნახოსო. გესმით,
გესმით? მოვედი სადილის შემდეგ დასაძინებლად, როგორ გგო-
ნიათ მერე? ვეღარ მოუთმენია კატერინა ივანოვნას: იმ ერთი
კვირის წინათ დიასახლისს ეჩხუბა, ამალია ფეოდოროვნას, ახ-
ლა კი ყავაზე დაუპატიჟია. მთელი ორი საათი ისხდნენ და ჩურჩუ-
ლებდნენ: „ასე, ქალოო, სემიონ ზახარიჩი ახლა სამსახურშია და
ჯამაგირს იღებსო; მის აღმატებულებასთან თვითონ გამოცხადდა,
მისი აღმატებულებაც თვითონ გამობრძანდა, უბრძანა, ყველას
მოეცადათ, სემიონ ზახარიჩს კი ხელი მოჰკიდა და კაბინეტში შე-
იყვანაო“. გესმით, გესმით? „რასაკვირველია, სემიონ ზახარიჩ,
ეუბნება მისი აღმატებულება, მახსოვს თქვენი დამსახურებაო;
მართალია, სასმელს ვერ ელევით, ცოდვა მოგდგამთ ასეთი,
მაგრამ რაკი სიტყვას იძლევით და ამასთან, უთქვენოდ ჩვენი საქ-
მეც რიგზე ვერ მიდის (გესმით, გესმით!) იმედი მაქვს, ამიტომ
სიტყვას პატიოსნად შევასრულებთო!“ ესე იგი, ყველა ეს, მე
თქვენ გეუბნებით, თვითონ შეთხზა კატერინა ივანოვნამ, მაგრამ
ქარაფშუტობით კი არა, ისე, თავმოსაწონებლად! თუმცა, ყველა-
ფერი ეს თვითონ სჯერა, თავისი ოცნებით შექმნილი ამბებით ირ-
თობს თავს, ღმერთმანი! არცთუ გავამტყუნებ!.. არა, არასოდეს
ამისთვის არ გავამტყუნებ!.. როდესაც ამ ექვსი დღის წინ პირვე-
ლი ჯამაგირი – ოცდასამი მანეთი და ორი აბაზი სრულად მივუ-
ტანე, პაწაწუნა მიწოდა: „ჩემო პაწაწუნაო!“ მარტო როცა ვიყავით
მაშინ, გესმით? მაგრამ რა სილამაზის პატრონიცა ვარ, ან რა
ქმარი ვარ, წარმოგიდგენიათ? ეს არ მაკმარა, არა, ლოყაზე მიპ-
წკინა და გამიმეორა კიდევ: „ჩემო პაწაწუნაო!“
მარმელადოვი შედგა, უნდოდ გაიღიმა, მაგრამ უცბად ნიკაპი
აუთამაშდა. მალე შეიმაგრა თავი ისევ. რასკოლნიკოვი ყურად-
ღებით უსმენდა, მაგრამ თვითონაც იტანჯებოდა. ბოლოს ინანა
კიდეც, რომ აქ შემოვიდა.
– მოწყალეო ხელმწიფევ, მოწყალეო ხელმწიფევ! – შესძახა
მარმელადოვმა, თავი რომ შეიმაგრა, – ოჰ, ხელმწიფეო ჩემო,
იქნებ თქვენ სხვებივით სასაცილოდაც არ გყოფნით, რომ ჩემი
შინაური ცხოვრების წვრილმანი სისულელეებით თავს გაბეზ-
რებთ და გაწუხებთ, მაგრამ მე როდი მესასაცილოება! ვინაიდან
შემიძლია ყოველივე ეს ვიგრძნო... მთელი ეს სამოთხისეული
დღე და ღამე მეც ოცნებაში გავატარე, ესე იგი, როგორ მოვაწ-
ყობდი ყველაფერს: ბავშვებს ჩავაცმევდი, კატერინა ივანოვნას
მოვასვენებდი, ჩემს ასულსაც გარყვნილებას გამოვგლეჯდი და
ოჯახს დავუბრუნებდი... ბევრ კიდევ სხვა რამესაც შევძლებდი.
მაგრამ, ხელმწიფეო ჩემო (შეხტა თითქოს მარმელადოვი, თავი
მაღლა ასწია და რასკოლნიკოვს ჯიქურ შეხედა), სწორედ მეორე
დღესვე, ყველა ამ ოცნების შემდეგ (ესე იგი, ამ ხუთი დღის წინ),
საღამოს, როგორც იყო, ეშმაკობით ხელთ ვიგდე კატერინა ივა-
ნოვნას სკივრის გასაღები და, როგორც ქურდმა ბნელ ღამეში,
ამოვიღე მთლად, თუ რამე იყო დარჩენილი ჩემი ჯამაგირისა,
მაგრამ რამდენი, ეგ აღარ მახსოვს. ჰოდა, მიცქირეთ ახლა ყვე-
ლამ! მეხუთე დღეა, სახლიდან წამოსული ვარ; იქით ისინი დამე-
ძებენ, აქეთ სამსახური დავკარგე, ვიცმუნდირიც ეგვიპტის ხიდთან
ძევს დუქანში, რის მაგივრადაც აი, რა ჩამაცვეს.. გათავდა ამით
ყველაფერი!
მარმელადოვმა შუბლში ითხლიშა მუშტი, კბილები გააკრაჭუ-
ნა, თვალები დახუჭა და იდაყვით მაგრად დაეყრდნო მაგიდას.
მაგრამ ერთი წამის შემდეგ სახე უცბად შეეცვალა, რაღაც მოჩვე-
ნებითი ცბიერებითა და თავხედობით შეხედა რასკოლნიკოვს,
გაიცინა და ჩაილაპრაკა:
– დღეს სონიასთან ვიყავი, ნაბახუსევმა ფული ვთხოვე!
ჰე, ჰე, ჰე!
– ნუთუ მოგცათ? – შეეკითხა ვიღაც მოსულთაგანი და გუ-
ლიანად გადაიხარხარა.
– აი, ეს ნახევარშტოფი სწორედ იმის ფულით არის ნაყიდი, –
მიმართა მარმელადოვმა მხოლოდ რასკოლნიკოვს, – გამომი-
ტანა ექვსი შაური თავისი საკუთარი ხელით, უკანასკნელი, რაც
ჰქონდა... თვითონ ვნახე... არაფერი უთქვამს, მარტო ჩუმად გად-
მომხედა... ასე აქ, დედამიწაზე კი არა, იქ... სტკივათ გული ხალ-
ხისთვის, ტირიან, მაგრამ არ აყვედრიან, არა! ეს კი უფრო
მტკენს გულს, როცა არ მაყვედრიან!.. დიახ, ექვსი შაური. მერე
განა თვითონ კი არ სჭირდება? თქვენ როგორ გგონიათ? მოვა-
ლეა თუ არა, თავი სუფთად შეინახოს? სისუფთავეც ფული ღირს
თუ არა, აი ისეთი სისუფთავე, ხომ გესმით, ხომ გესმით? პომადაც
უნდა იყიდოს, უიმისობა არ შეიძლება; გახამებული ქვედაკაბაცა
და კოხტა ფეხსაცმელიც, იმიტომ, რომ ტლაპოზე გადასვლის
დროს ფეხი გამოუჩნდება... ხომ გესმით, ხელმწიფეო ჩემო, რას
ნიშნავს ეს სისუფთავე? მერე მე, იმისმა სისხლმა და ხორცმა, მა-
მამ, ექვსი შაური გამოსაფხიზლებლად წავგლიჯე! და ვსვამ! დავ-
ლიე კიდეც!.. არა, ჩემისთანას ვინ შეიბრალებს? ჰა? გებრალე-
ბით ახლა, ხელმწიფეო ჩემო, თუ არა? მითხარით, ბატონო ჩემო,
გებრალებით თუ არა? ჰე-ჰე-ჰე-ჰე!
უნდოდა კიდევ დაესხა, მაგრამ ბოთლში აღარაფერი იყო.
ნახევარშტოფი ცარიელი იდგა.
– რა გაქვს შესაბრალისი? – დაჰყვირა დუქნის მეპატრონემ,
რომელიც იმავ წამს მარმელადოვისა და რასკოლნიკოვის გვერ-
დით გაჩნდა.
გაისმა სიცილი და ლანძღვაც კი. იცინოდნენ და ილანძღე-
ბოდნენ ისინიც, ვინც სამსახურიდან გადამდგარ მოხელეს ყურს
არც უგდებდა.
– რა მაქვს შესაბრალისი? – შეჰღაღადა უცებ მარმელადოვ-
მა, წამოდგა ხელგაწვდილი, აღტყინებული, თითქოს ეს არის, ამ
სიტყვებს უცდიდაო, – რა მაქვს შესაბრალისი, ამბობ შენ? დიახ,
არა ვარ შესაბრალისი! ჯვარს უნდა მაცვან, ჯვარს და არა შემიბ-
რალონ! მაგრამ ჯვარს აცვი, მსაჯულო, ჯვარს აცვი და შეიბრალე
შემდეგ! და ჰა, მაშინ თვითონ მე მოვალ სასჯელად, ვინაიდან
მწუხარებასა და ცრემლს ვეძიებ და არა მხიარულებას... როგორ
გგონია შენ, ეი, ვაჭარო, ძალიან მეტკბილა ეს შენი ნახევარშტო-
ფი? მწუხარებასა და ნაღველს ვეძებდი მის ძირში, ნაღველსა და
ცრემლს, ვიგემე და ვიპოვე კიდეც; ჩვენ კი შეგვიბრალებს მხო-
ლოდ ის, ვინც შეიბრალა ყველა და ყოველივე გაიგო, ის არის
ერთადერთი მსაჯული. მოვა მას დღესა შიგან და იკითხავს: „სა-
დაა ასული იგი, რომელმან თავი თვისი ბოროტისა და ჭლექიანი
დედინაცვლისა და სხვათა მცირეწლოვანი შვილებისთვის გაწი-
რა? სადაა ასული იგი, რომელი მამასა თვისსა ქვეყნიერსა და
უსარგებლო ლოთსა და მისსა სიმხეცესა არა შეუშინდა და რო-
მელმან შეიბრალა იგი?“ და ეტყვის: „მოვედ! უკვე მოგიტევე ერ-
თგზის.. მოგიტევე ერთგზის... მოგეტევების აწცა ცოდვანი მრა-
ვალნი, ვინაიდან დიდი არს სიყვარული ეგე შენი...“ და მიუტევებს
ჩემს სონიას, მიუტევებს; ვიცი ახლავე, რომ მიუტევებს; ვიგრძენ
ეს წეღან, ფულისთვის რომ ვიყავი!.. განსჯის ყველას და მიუტე-
ვებს: კეთილთაცა და ბოროტთაცა, ბრძენთაცა და დაბალთაცა..
და როდესაც მორჩება ყველას, ახლა ჩვენ გვეტყვის: „წამოდექით
თქვენც! ლოთნო, სუსტნო, სირცხვილეულნო“, და ჩვენც გამო-
ვალთ ყველანი, არ დავირცხვენთ და დავდგებით. და გვეტყვის:
„ღორები ხართ სწორედ! ნადირები და პირუტყვები, მაგრამ მო-
ვედინ თქვენცა!“ და რქვიან მაშინ ბრძენნი და გონიერნი: „უფა-
ლო! რისთვის მოუწოდებ მაგათ?“ და ეტყვის: „მოვუწოდებ,
ბრძენნო და გონიერნო, იმად, რომ არცაღა ერთი მათგანი ღირ-
სად ამისად თავს არა ჰრაცხს...“ და აღიღებს ხელთა თვისთა
ჩვენდა და დავემხობით... და ვიტირებთ... და ყოველსავე შევის-
მენთ! შევისმენთ მაშინ ყველასა!.. და სხვანიცა ყველანი შეისმე-
ნენ... კატერინა ივანოვნაც.. იგიცა შეისმენს!.. უფალო, მოვედინ
სასუფეველი შენი!
დასუსტებული, ძალაგამოლეული მოხელე სკამზე დაეშვა.
აღარავის უყურებდა, გეგონებოდათ, ყველა დაივიწყა, ღრმად ჩა-
ფიქრდაო. მისმა სიტყვებმა თითქოს რაღაც გავლენა იქონია;
ერთ წამს სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ისევ სიცილი და ლანძღვა
გაისმა წინანდებურად.
– განსჯა!
– როშავს რაღაცას!
– მოხელეს დამიხედეთ! მოხელეს!
– წავიდეთ, ბატონო ჩემო, – წამოიძახა უცებ მარმელადოვმა,
თავი მაღლა ასწია და მიმართა რასკოლნიკოვს, – შინამდე მიმა-
ცილეთ.. კოზელის სახლის ეზომდე. დროა... კატერინა ივანოვ-
ნას მივაკითხოთ...
დიდი ხანია რასკოლნიკოვს წასვლა უნდოდა; შველას კი
თვითონაც ფიქრობდა. ფეხები უფრო სუსტი აღმოაჩნდა მარმე-
ლადოვს, ვიდრე ენა და მაგრად დაეყრდნო ახალგაზრდას. გა-
სასვლელი სულ რაღაც ორასი-სამასი ნაბიჯი ჰქონდათ. რამდე-
ნადაც უახლოვდებოდნენ სახლს, იმდენად მეტი შიში იტანდა
ლოთსა და თრთოდა.
– კატერინა ივანოვნასი კი არ მეშინია, – დუდუნებდა აღელ-
ვებული, – არც იმისი, რომ დამქოჩრავს. დაქოჩვრა არაფერია...
სისულელეა!.. გეუბნებით! უკეთესიც კია, რომ დამქოჩრავს; არა,
ამისი კი არა... იმის თვალებისა მეშინია... დიახ... თვალებისა...
მისი ღაწვებისაც მეშინია... რომ წამოუწითლდება ხოლმე... მეში-
ნია მისი სუნთქვისა... გინახავს, ასეთი ავადმყოფი როგორ სუნ-
თქავს, როცა აღელდება?.. ბავშვების ტირილისაც მეშინია... იმი-
ტომ, რომ თუ სონიას არ უჭმევია რა, არ ვიცი სწორედ! არ ვიცი!
ცემის აკი არ მეშინია... იცოდე, ბატონო ჩემო, რომ ცემა ტკი-
ვილს კი არა, სიამოვნებას მანიჭებს.. ვინაიდან უიმისოდ მეც ვე-
ღარ ვძლებ. მირჩევნია მცემოს, გული მოიოხოს... უკეთესია...
აგერ სახლიც, კოზელის სახლი. ზეინკლისა, მდიდარი გერმანე-
ლისა...
ეზოში შევიდნენ და მეოთხე სართულზე ავიდნენ. რაც უფრო
მაღლა ადიოდნენ, უფრო ბნელი იყო კიბე. თერთმეტი საათი
სრულდებოდა, მაგრამ იქ მაინც ბნელოდა, თუმცა ამ დროს პე-
ტერბურგში ნამდვილი ღამე არ იცის.
კიბის ბოლოში, სულ მაღლა, გამოჭრილი, გაჭვარტლული
პატარა კარი ღია იყო. სიგრძით ათნაბიჯიან ვიწრო ოთახს ნამ-
წვის სანთელი ანათებდა. მთლიანად მოჩანდა ოთახი გარედან.
ყველაფერი არეულ-დარეული და აწეწილი იყო, განსაკუთრებით,
ბავშვების ჩვრები. უკანა კუთხეში აქა-იქ დახვრეტილი ძველი ზე-
წარი იყო გაბნეული. უკან უთუოდ საწოლი ედგათ. თვითონ
ოთახში მხოლოდ ორი სკამი და მუშამბაგადაკრული, დაგლეჯი-
ლი დივანი იდგა, რომელსაც წინ ფიჭვის ძველი, შეუღებავი სამ-
ზარეულის მაგიდა ჰქონდა მიდგმული. ამ გადაუფარებელი მაგი-
დის ერთ ნაპირზე ქონის სანთლის ნამწვავი იდგა რკინის შან-
დლით. როგორც ჩანდა, მარმელადოვი ცალკე ოთახში ცხოვ-
რობდა და არა კუთხეში, მაგრამ ეს ოთახი გზად გასავლელი
იყო. ამალია ლიპევეხზელის ბინის დანარჩენ ოთახებში, ანუ გა-
ლიებში გამავალი კარი ღია იყო. საშინელი ხმაური და ყვირილი
გამოდიოდა. ხარხარებდნენ. ეტყობოდა, ქაღალდს თამაშობ-
დნენ, ჩაის სვამდნენ. დროდადრო ხომ მეტად მოურიდებელი
სიტყვები ისმოდა.
რასკოლნიკოვმა მაშინვე იცნო კატერინა ივანოვნა. ეს იყო
საშინლად გამხდარი, წვრილი და მაღალი, მოხდენილი ტანის
დედაკაცი, რომელსაც ჯერ კიდევ მშვენიერი მუქი ქერა თმა
ჰქონდა. ლოყები ალაგ-ალაგ ძლიერ დასწითლებოდა. ხელები
გულზე დაეკრიფა და ტუჩებგამხმარი წინ და უკან გადი--
გამოდიოდა თავის პატარა ოთახში, თან აჩქარებითა და ნაწყვეტ-
ნაწყვეტ სუნთქავდა. თვალები ციებიანივით უელვარებდა, მაგრამ
იყურებოდა სასტიკად. ოდნავ მილეული ნამწვის გამკრთალ სი-
ნათლეზე მისი ჭლექიანი სახე ავადმყოფურ შთაბეჭდილებას ახ-
დენდა. რასკოლნიკოვს სულ რაღაც ოცდაათი წლის ქალად ეჩ-
ვენა კატერინა ივანოვნა, მართლაც რომ არ იყო მარმელადოვის
შესაფერი... ქალს მოსულები არ შეუნიშნავს. ეტყობოდა, არც
არაფერი ესმოდა და არც არაფერს ხედავდა. ოთახში ჰაერი შე-
ხუთული იყო, მაგრამ ფანჯრის გაღება არავის უფიქრია. კიბიდა-
ნაც საშინელი სიმყრალე ამოდიოდა. შიგნითა ოთახში გამავალი
ღია კარიდანაც თამბაქოს ბოლი სვეტ-სვეტად შემოდიოდა და
ქალს ახველებდა. ყველაზე უმცროსი, ექვსი წლის გოგონა რო-
გორღაც უცნაურად ჩაკეცილიყო იატაკზე, თავი ტახტზე დაედო
და ჩასძინებოდა. ამ პატარაზე ერთი წლით უფროსი ვაჟი კუთხე-
ში ცახცახებდა და ტიროდა, ეტყობოდა, ის-ის იყო, ეცემათ. უფ-
როსს, ცხრა წლის გოგონას, მაღალ-მაღალსა და წკირივით
წვრილს, ტანთ მხოლოდ დაფლეთილი, თხელი პერანგი ეცვა,
შიშველ მხრებზე დედამისის ძველისძველი ბურნუსი ჰქონდა მოგ-
დებული, ორი წლის წინათ მაინც იქნებოდა შეკერილი, რადგან
საშინლად დამოკლებოდა და მუხლებამდე ძლივსღა სწვდებო-
და. იდგა პაწია ძმის გვერდით, კუთხეში და ჩხირივით წვრილი
ხელი მისთვის ყელზე შემოეხვია. ეტყობოდა, უყვავებდა და რა-
ღაცას ეჩურჩულებოდა, აჩუმებდა, თან შეშინებული დედას ადევ-
ნებდა დიდრონ მუქ თვალებს, რომლებიც მის გამხდარ და შემ-
კრთალ სახეზე უფრო დიდად მოჩანდნენ. მარმელადოვი ოთახში
არ შესულა, იქვე კარში ჩაიჩოქა, რასკოლნიკოვი კი წინ გაიგდო.
ქალმა უცნობი რომ დაინახა, დაიბნა და შედგა, თითქოს წუთით
გამოერკვა და ფიქრობდა: რა უნდა, რისთვის შემოვიდაო? მაგ-
რამ მაშინვე წარმოიდგინა, უთუოდ სხვებთან არისო, რადგანაც
მათი ოთახი გზად გასავლელი იყო და ყურადღება არ მიუქცევია,
კარისკენ გასწია, რომ მოეხურა. აქ კი შეჰყვირა უცებ, კარში რომ
ჩაჩოქილი ქმარი დაინახა.
– აჰ, მოხვედი, – შეჰყვირა გააფთრებულმა, – კატორღელო!
შეჩვენებულო!.. ფულები რა უყავი? მაჩვენე, გაქვს კი რამე ჯიბე-
ში? ტანზე ის აღარ გაცვია, რა უყავი, რა? ფული სად არის? მით-
ხარი...
და ეცა გასაჩხრეკად. მარმელადოვმაც მაშინვე მორჩილად
გაშალა ხელები, რომ ჯიბის გაჩხრეკა გაეადვილებინა. გროში
რა არის, გროში აღარ მოეძებნებოდა.
– ფული რა უყავი? – უყვიროდა ცოლი, – ოჰ, ღმერთო, ნუთუ
სულ შეჭამა! თორმეტი მანეთი კიდევ იდო სკივრში!.. – და უცებ,
გაცოფებული თმაში სწვდა, ოთახში შეათრია, მარმელადოვიც
თვითონვე უადვილებდა საქმეს და მორჩილებით მისდევდა ხოხ-
ვით.
– ეს ჩემთვის სიამოვნებაა! სი-ამ-ოვ-ნე-ბა-ა, მოწ-ყა-ლეო
ხელ-მწი-ფეო, და არა ტკენა, – ყვიროდა დაჩოქილი მარმელა-
დოვი და ერთხელ შუბლიც კი დაატაკა იატაკს. იატაკზე მიძინე-
ბულმა ბავშვმა გაიღვიძა, ტირილი მორთო. კუთხეში ატუზულმაც
ვეღარ მოითმინა, შეჰყვირა და დისკენ გაქანდა, გულგახეთქილი
და ელდანაკრავი. ნამძინარევი უფროსი ქალიც ფოთოლივით
თრთოდა.
– შეუჭამია! მთლად შეუჭამია! – კიოდა სასოწარკვეთილი,
საბრალო დედაკაცი, – ტანზეც რომ ის აღარ აცვია! ვაი, მშივრე-
ბო! მშივრებო! (ხელის მტევნებით ანიშნებდა ბავშვებზე) ოჰ, დაწ-
ყევლილო სიცოცხლევ! თქვენ, თქვენ კი არა გრცხვენიათ, – მი-
ვარდა უცბად რასკოლნიკოვს, – დუქნის ბოღლოწოვ! – შენც
იმასთან სვამდი? იმასთან სვამდი! მომშორდი აქედან!
რასკოლნიკოვი მაშინვე გაქრა, კრინტი არ დაუძრავს. სწო-
რედ ამ დროს შიგნიდანაც გამოიღო ყურამდე კარი და რამდენი-
მე ცნობისმოყვარემ უტიფრად შემოყო თავი, პირში პაპიროსი და
ჩიბუხი გაერჭოთ, თავზე არახჩინები ეხურათ და იცინოდნენ. ზოგს
ხალათი ეცვა, ზოგი მთლად გაშიშვლებულიყო, სხვებს სათამაშო
ქაღალდი ეჭირათ ხელში. განსაკუთრებით გულიანად იცინოდ-
ნენ, როცა მარმელადოვს დაქოჩრილს მიათრევდა ცოლი, ის კი
მაინც ყვიროდა, მსიამოვნებსო. ზოგი ოთახშიც კი შემოვიდა. ბო-
ლოს მოისმა რაღაც საზარელი წივილი: ეს გახლდათ თვითონ
ბინის პატრონი ამალია ლიპევეხზელი; მოარღვევდა და მო-
დიოდა წინ, რომ მისებურად წესიერება აღედგინა და მეასეჯერ
გამოელანძღა საბრალო დედაკაცი და დამუქრებოდა, ხვალვე
ბინიდან დაგითხოვო. გამოსვლის დროს რასკოლნიკოვმა უცბად
ჯიბეში ჩაიყო ხელი და დუქანში დახურდავებული მანეთიდან,
რამდენიც მოხვდა, შეუნიშნავად ფანჯარაზე დააწყო. მერე, უკვე
კიბეზე ჩასულმა, გადაიფიქრა ისევ და უნდოდა უკან დაბრუნებუ-
ლიყო, მაგრამ გვიანღა იყო.
„რა სისულელე ჩავიდინე, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა, –
ამათ სონია მაინც ჰყავთ, მე კი თავად ძალიან მიჭირს!“ მაგრამ,
რაკი უკან დაბრუნება აღარ შეიძლებოდა, ჩაიქნია ხელი და ში-
ნისკენ გასწია, – „სონიასაც ხომ პომადები უნდაო, – გაიხსენა მი-
მავალმა მარმელადოვის სიტყვები და გესლიანად ჩაიცინა, – ეს
სისუფთავეც ხომ ფული ღირსო... ჰმ! თუმცა, შეიძლება სონეჩკაც
გაკოტრდეს დღეს... დიდ ნადირზე ნადირობს... იგივე ოქროს სა-
რეწია... მაშასადამე, ხვალ ყველანი მშივრები ისხდებოდნენ, მე
რომ ფული არ დამეტოვებინა... აფერუმ, სონია! რა მადამი აღ-
მოუჩენიათ და სარგებლობენ კიდეც! იტირეს, იტირეს და შეეჩვივ-
ნენ... რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა!“
– მაგრამ თუ ვიცრუე, – შეჰყვირა უნებურად, – თუ მართლა
საზიზღარი არ არის ადამიანი და მთელი ადამის ტომი? ჩანს, მა-
შინ ყველაფერი ცრუმორწმუნეობა და განგებ შექმნილი შიში ყო-
ფილა, არავითარი საზღვარი არ არსებულა და ყოველივე ასეც
უნდა იყოს!..

III

გვიან გაეღვიძა მეორე დღეს, მაგრამ მოუსვენარმა ძილმა


ძალა ვერ შეჰყარა. გაიღვიძა დაბოღმილმა და თავის სენაკს
ზიზღით მოავლო თვალი. ეს იყო სიგრძით ექვსნაბიჯიანი პაწია
გალია, რომელსაც კედლიდან თითქმის მთლად ამძვრალი და
მტვრით დაფარული ყვითელი შპალერი საცოდავ შესახედაობას
აძლევდა. უზომოდ დაბალი ჭერი ოდნავ მაღალ კაცს შეაკრთობ-
და და აფიქრებინებდა, – აი, სადაცაა, თავს ავარტყამო. მოწყო-
ბილობაც შესაფერისი ჰქონდა: სამი დაძველებული სკამი და
კუთხეში მიდგმული შეღებილი მაგიდა, რომელზედაც რამდენიმე
რვეული და წიგნი იდო; სქლად დადებული მტვერი ნათლად ამ-
ტკიცებდა, რომ დიდი ხანი იყო, არავის ხელი არ შეხებოდა. ამ
მოწყობილობას ამთავრებდა ვეება, უშნო ტახტი, რომელსაც სიგ-
რძეზე თითქმის მთელი კედელი ეჭირა, სიგანეზე კი – ნახევარი
ოთახი. ოდესმე ჩითი ჰქონდა გადაკრული, მაგრამ ახლა ძონძე-
ბის მეტი აღარაფერი შერჩენოდა და რასკოლნიკოვს საწოლის
მაგივრობას უწევდა. ხშირად ეძინა ხოლმე ისე, გაუხდელს, უზეწ-
როდ, ზემოდან თავის ძველ სტუდენტურ პალტოს დაიგდებდა,
თავთით პატარა ბალიშს ამოიდებდა, რომელსაც ქვემოდან საც-
ვლებს ამოუწყობდა ხოლმე, – ჭუჭყიანსა და სუფთას, ყველას ერ-
თად, – რომ აემაღლებინა სასთუმალი. ტახტის წინ კიდევ პატარა
მაგიდა იდგა.
ამაზე მეტად კაცის მოშვება და გაბინძურება შეუძლებელიღა
იყო, მაგრამ ახლა რასკოლნიკოვს კიდევაც სიამოვნებდა ეს,
რადგან მოშორდა ყველას და კუსავით თავის ბანაკში შეძვრა.
თვითონ მოსამსახურე გოგოს დანახვაც კი, რომელიც მხოლოდ
ათასში ერთხელ შემოხედავდა ხოლმე, აბრაზებდა და ზიზღს
ჰგვრიდა. ასე ემართება ზოგიერთ მონომანს, ერთ რაიმე საგანზე
უზომოდ დაფიქრებულს. ორი კვირაა უკვე, რაც ბინის დიასახლი-
სი სადილს აღარ აძლევს, მაგრამ არ კი უფიქრია, ჩასულიყო და
გარემოება აეხსნა, თუმცა უსადილოდ რჩებოდა. მზარეულ გო-
გოს, დიასახლისის ერთადერთ მოსამსახურეს, ნასტასიას, უხა-
როდა კიდეც ეს და ოთახის დაგვა-დაწმენდაზე სრულიად ხელი
აეღო; მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ მოუსმევდა ხოლმე ისე,
უნებურად, ცოცხს. აგერ, ახლაც მან გამოაღვიძა.
– ადექი, რატომ გძინავს! – დაჰყვირა გოგომ, – მეათე
საათია, ჩაი მოგიტანე; არ გინდა? როგორ ჩამომხმარხარ!
მდგმურმა თვალები გაახილა, შეკრთა, მაგრამ ნასტასია იც-
ნო.
– დიასახლისმა გამოგგზავნა? – დაეკითხა მძიმედ და ტახტი-
დან ღრეჭით წამოდგა, თითქოს რამე სტკივაო.
– როგორ არა, დიასახლისმა!
დაუდგა წინ თავისი საკუთარი, გაბზარული ჩაიდანი უკვე
ფერგამოლეული ჩაითა და ორი ნაჭერი ჩაყვითლებული შაქარი
დაუდო.
– წაიღე, გეთაყვა, ნასტასია, აი, ფული, – ჯიბე მოიჩხრიკა მან
(ისევ ჩაცმულს ეძინა), – და საიკა მიყიდე. საძეხვედანაც პატარა
ძეხვი წამომიღე, მაგრამ იაფი კი იყოს.
– საიკას ახლავე მოგიტან, მაგრამ ძეხვის ნაცვლად იქნება
შჩი ჭამო? კარგი შჩია, გუშინდელი. გუშინვე გადავიღე შენთვის,
მაგრამ გვიან მოხვედი. გემრიელია.
შემოუტანა შჩი და რასკოლნიკოვიც შეუდგა ჭამას. ნასტა-
სიამაც იქვე ტახტზე მოიკალათა და მოჰყვა ყბედობას. სოფლე-
ლი დედაკაცი იყო და ამასთან ერთად, ძალიან ყბედიც.
– პრასკოვია პავლოვნა პოლიციაში გიპირებს ჩივილს, – და-
იწყო.
რასკოლნიკოვი საშინლად მოიჭმუხნა.
– პოლიციაში? რაო, რა მინდაო?
– ფულს არ იძლევი და აღარც ბინიდან გადადიხარ, იმიტომ!
არ იცი, რაც უნდა?
– ეჰ, დალახროს ეშმაკმა! ეგღა მაკლდა, – კბილების
ღრჭიალით ბუტბუტებდა თავისთვის რასკოლნიკოვი, – არა, ახ-
ლა სწორედ რომ არას მარგებს ეს ტუტუცი!.. – დასძინა ხმამაღ-
ლა, – დღეს ვნახავ, მოველაპარაკები.
– ტუტუცი კი ტუტუცია, ისეთივე, როგორიც მე, მაგრამ შენ
რას გდიხარ კუნძივით, ჭკუის კოლოფო, შენ რისი მაქნისი ხარ?
წინათ ამბობდი, ბავშვებს ვასწავლიო, ახლა რატომღა არ აკე-
თებ?
– ვაკეთებ.. – ჩაილაპარაკა უხალისოდ რასკოლნიკოვმა.
– რას აკეთებ?
– საქმეს...
– რა საქმეს?
– ვფიქრობ! – მიუგო დინჯად, მცირე სიჩუმის შემდეგ.
ნასტასია სიცილით გადაბრუნდა. ხითხითა ვინმე იყო და მა-
შინვე აუვარდებოდა ხოლმე სიცილი, თუკი ვინმე გააცინებდა.
– მერე, მოიფიქრე რამე? – ძლივს ამოთქვა ბოლოს.
უწაღებოდ ბავშვების სწავლება არ შეიძლება. თუმცა, ღირს
განა ლაპარაკად, ფუ!
– ნუ აფურთხებ ტყუილად.
– სწავლაში რაღაც გროშებს იძლევიან. რას გააკეთებ, აბა,
ამ ფულით? – განაგრძობდა ასევე უხალისოდ ლაპარაკს. თით-
ქოს თავისივე ფიქრებს პასუხობსო.
– შენ კი მთელი ფული ერთად გინდოდა, ჰა?
უცნაურად გადახედა რასკოლნიკოვმა.
– დიახ, დიახ, მთელი ფული! – მიუგო მტკიცედ, მცირე დუმი-
ლის შემდეგ.
– ჯობს ისევ ცოტა-ცოტა იყოს, თორემ ხალხს შეაშინებ... სა-
შიში რამ არის ძალიან, საიკასთვის თუ წავალ?
– როგორც გირჩევნია!
– ჰო, მართლა, დამავიწდა მეთქვა! გუშინ შენს სახელზე წე-
რილი მოვიდა.
– წერილი? ჩემს სახელზე? ვისგან?
– არ ვიცი, ვისგან. ფოსტალიონს სამი კაპიკი ჩემი მივეცი. არ
მომცემ?
– მოიტა ღვთის გულისთვის, მალე მოიტა! – შეჰყვირა
აღელვებულმა, – ოჰ, ღმერთო!
ერთი წუთის შემდეგ წერილი უკვე ხელში ეჭირა. ისე იყო,
როგორც იფიქრა – დედა სწერდა რ-ის გუბერნიიდან. გაფითრდა
კიდეც, რომ გამოართვა. დიდი ხანია უკვე წერილი აღარ მიუღია;
მაგრამ ახლა რაღაც სხვაგვარად გული უცბად შეუხუთა.
წადი, ნასტასია, ღვთის გულისთვის! აი, შენი სამი კაპიკი,
ოღონდ ჩქარა კი წადი!
ხელი მთლად უკანკალებდა. არ უნდოდა გოგოსთან გაეხსნა:
მარტოდმარტო დარჩენა ეწადა. გავიდა თუ არა ნასტასია, მაშინ-
ვე, საჩქაროდ ტუჩებთან მიიტანა კონვერტი და დაკოცნა. დიდ-
ხანს დასცქეროდა მისამართს – ნაცნობს და წვრილ, წაწვენით
ნაწერ ასოებს, დედის ხელწერას, რომელმაც ოდესღაც წერა--
კითხვა ასწავლა. მაგრამ გახსნას არ ჩქარობდა; თითქოს რაღა-
ცის ეშინოდა კიდეც. ბოლოს გახსნა: ორი დიდი თაბახი ფოსტის
ქაღალდი წვრილი ასოებით იყო ჩაწიკწიკებული.
„საყვარელო როდია, – სწერდა დედა, – ორ თვეზე მეტია
აგერ, არ მისაუბრია შენთან წერილით, რამაც დიდად დამტანჯა.
თითქოს მთელი ღამეები არ მძინავს, შენზე ვფიქრობ სულ, მაგ-
რამ იმედია, არ გამამტყუნებ, რომ უნებურად ვდუმდი. ხომ იცი,
როგორ მიყვარხარ, ერთადერთი შენ გვყავხარ მეცა და დუ-
ნიასაც; შენ ხარ ჩვენი იმედი, ჩვენი სასოება. რომ იცოდე, რა
ელდა მეცა, რომ გავიგე, რამდენიმე თვეა უნივერსიტეტს თავი
დავანებე, რაკი ცხოვრების სახსარი არა მქონდაო და გაკვეთი-
ლებიც მომესპოო! აბა, ჩემი თორმეტთუმნიანი პენსიით წელი-
წადში, როგორ გიშველიდი? თხუთმეტი მანეთი, ამ ოთხი თვის
წინ რომ გამოგიგზავნე, როგორც იცი, იმავე პენსიის ანგარიშზე
ვესესხე აქაურ ვაჭარ ვასილ ივანიჩ ვახრუშინს. კეთილი კაცია და
განსვენებული მამაშენის მეგობარი. მაგრამ სანამ თხუთმეტ მა-
ნეთს ჩემი პენსიიდან ჩემ ნაცვლად ის მიიღებდა და ვალს მოვი-
შორებდით, იქამდე ვერაფერს მოგაშველებდი. მადლობა
ღმერთს, ახლა, მგონი, შევძლებ მოგაწოდო რამე; საზოგადოდ,
მაინც ბედმა გაგვიღიმა, მგონი, რის შეტყობინებასაც ვისწრაფვი.
ჯერ ერთი, მიმხვდარი ხარ თუ არა, ჩემო როდია, რომ შენი და
თვე-ნახევარია უკვე, ჩემთან ცხოვრობს და აღარც გავშორდებით
უთუოდ ერთმანეთს. მადლობა ღმერთს, მორჩა ტანჯვას; მაგრამ
ყველაფერს დაწვრილებით გიამბობ, როგორ იყო ნამდვილად
ჩვენი საქმე და რას გიმალავდით აქამდე... ამ ორი თვის წინათ
რომ მწერდი, გავიგე ვიღასგანაც, ვითომ დუნიას სვიდრიგაილო-
ვების სახლში ცუდად ეპყრობიანო და ნამდვილ ცნობებს მთხოვ-
დი, რას მოგწერდი, აბა, მაშინ? ვიცოდი, სინამდვილე რომ მომე-
წერა, მაშინვე უთუოდ თავს დაანებებდი ყველაფერს, ფეხით მა-
ინც წამოხვიდოდი და დის შეურაცხყოფის ნებას კი არავის მის-
ცემდი. იმიტომ, რომ ვიცი, რა გულისა და ხასიათის პატრონიცა
ხარ. თვითონაც შეწუხებული და სასოებდაკარგული ვიყავი, მაგ-
რამ რას ვიზამდი, აბა? ნამდვილი ვითარება საქმისა მაშინ მეც
კარგად არ ვიცოდი. უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზი კი ის
იყო, რომ ბავშვების აღმზრდელად დადგომისთანავე დუნიამ ასი
მანეთი წინდაწინვე გამოართვა იმ პირობით, რომ შემდგომში
თვედათვე გამოერიცხათ ჯამაგირიდან. მაშასადამე, ვალის გა-
დახდამდე ადგილისთვის თავის დანებება შეუძლებელი იყო. ეს
ფული კი (შემიძლია, ძვირფასო როდია, აგიხსნა ახლა) უფრო
შენთვის აიღო, რომ ექვსი თუმანი გამოეგზავნა. მოგატყუეთ მა-
შინ, გწერდით, დუნიას ჰქონდა მოგროვებული და იმას გიგზავნი-
თო, მაგრამ მართალი არ იყო. ახლა კი გატყობინებ სიმარ-
თლეს. რომ იცოდე, რარიგ უყვარხარ დუნიას და რა ძვირფასი,
დაუფასებელი გულის პატრონია. მართალია, ბატონი სვიდრი-
გაილოვი პირველად მეტად ურიგოდ ეპყრობოდა და სუფრაზე-
დაც დასცინოდა თურმე, მაგრამ არ მინდა ყველაფერი დაწვრი-
ლებით მოგიყვე, ტყუილად აგაღელვებ, საქმე კი უკვე წასულია.
მოკლედ გეტყვი: მართალია, ბატონი სვიდრიგაილოვის მეუღლე
მარფა პეტროვნა გულკეთილად ეპყრობოდა, აგრეთვე სხვებიც,
მაგრამ დუნეჩკასთვის მაინც ძნელი იყო იქ ცხოვრება, განსაკუთ-
რებით, როცა ბატონი სვიდრიგაილოვი გადაკრულში ბრძანდე-
ბოდა, როგორც პოლკში იცოდა ხოლმე. მაგრამ რა გამოდგა
ბოლოს! წარმოიდგინე, იმ გადარეულს თურმე თვალში მოსვლია
დუნია, მაგრამ ამ უდიერი ქცევითა და ზიზღით უნდოდა თავისი
გრძნობის დამალვა. იქნება თვითონაც რცხვენოდა, რომ ხანში
შესული და ოჯახის პატრონი ასეთ სულელურ იმედს ემყარებოდა
და ამიტომაც უნებლიეთ ბრაზობდა დუნიაზე. ან იქნებ იმიტომაც
ეპყრობოდა ასე უკმეხად და დაცინვით, რომ უნდოდა სხვების-
თვის არ გაეგებინებინა სინამდვილე. მაგრამ ვერ მოითმინა ბო-
ლოს და პირდაპირ განუცხადა თავისი ბინძური განზრახვა; თან
საჩუქრებს ჰპირდებოდა თურმე და ეუბნებოდა, ყველაფერს მივა-
ტოვებ და სხვა სოფელში ან, თუ გინდა, საზღვარგარეთაც წაგიყ-
ვანო... წარმოიდგენ, რასაკვირველია, რა ტანჯვასაც გამოივლი-
და დუნია?.. მაშინ ადგილის მიტოვება კი არ შეეძლო, ჯერ ერთი,
იმიტომ, რომ ვალი ჰქონდა გადაუხდელი და მეორეც, ებრალე-
ბოდა მარფა პეტროვნა, რომელიც მაშინვე ეჭვს აიღებდა და, მა-
შასადამე, ოჯახში განხეთქილება უნდა ჩამოეგდო. თვითონ დუ-
ნეჩკასთვისაც დიდი სირცხვილი იქნებოდა; გარდა ამისა, სხვა მი-
ზეზიც ბევრი იყო, რომელთა გამო ექვს კვირაზე ადრე იმ საზა-
რელი სახლიდან თავის დაღწევა არ შეეძლო. რასაკვირველია,
იცნობ დუნიას, იცი, როგორი ჭკვიანი და მტკიცე ხასიათისაც
არის. ბევრის ატანა შეუძლია დუნეჩკას და თვით უკიდურეს შემ-
თხვევაშიც კი დიდსულოვნებასა და ხასიათის სიმტკიცეს არ და-
კარგავს. მეც კი არ მომწერა ყველაფერი, რომ არ ავეღელვები-
ნე და შევეწუხებინე ვითომ, თუმცა ხშირად კი ვიგებდით ერთმანე-
თის ამბავს. საქმე მოულოდნელად გამოირკვა: მარფა პეტროვ-
ნამ უნებურად მოჰკრა თურმე ყური ბაღში, რომ ქმარი ეხვეწებო-
და დუნიას. ცოლმა საქმე სხვაგვარად გაიგო და ყველაფერში
დუნია გაამტყუნა, ვითომ ის ყოფილიყოს მიზეზი. იქ, ბაღში საში-
ნელი ჩხუბი და დავიდარაბა მოუხდათ. მარფა პეტროვნამ კიდეც
დაარტყა თურმე დუნიას, არაფრის გაგონება არ უნდოდა, თვი-
თონ კი მთელი საათი უყვიროდა. ბოლოს უბრძანა, მაშინვე ქა-
ლაქს წამოეყვანათ ჩემთან; შეაბმევინა გლეხის უბრალო ფორა-
ნი, ჩააყრევინა შიგ საცვალი, კაბები და სხვა ნივთები დუნიასი,
შეუკვრელი, ჩაულაგებელი და გამოგზავნა. წამოვიდა საშინელი
თავსხმა წვიმა და შეურაცხყოფილმა და შერცხვენილმა დუნიამ
მთელი ჩვიდმეტი ვერსი ღია ფორნით გაიარა მარტოდმარტომ,
გლეხთან ერთად... იფიქრე, რა უნდა მომეწერა ამ ორი თვის წი-
ნათ შენგან მიღებული წერილის პასუხად? მეც თვითონ სასოწარ-
კვეთილი ვიყავი; სიმართლის მოწერას ვერ ვბედავდი, იმიტომ
რომ შეგაწუხებდა, შეგაშფოთებდა, შველით კი, აბა, რას უშველი-
დი? ვაითუ, თავიც დაგეღუპა, თან, დუნეჩკაც მიკრძალავდა შენ-
თან შეხმიანებას. უბრალო წერილის მოწერა კი, როცა ასეთი
ნაღველი და მწუხარება მაწვა გულზე, არ შემეძლო. მთელი თვე
ჭორები დადიოდა ქალაქში, ყველა ამაზე ლაპარაკობდა; იქამდე
მივიდა ბოლოს საქმე, რომ საყდარშიც კი არ წაგვესვლებოდა
თითქმის. ნაცნობები შემოგვეფანტნენ, თავს აღარავინ გვიკრავ-
და; ისიც გავიგე, რომ ნოქრებსა და კანცელარიის ზოგიერთ მო-
ხელეს ჩვენი შეურაცხყოფა ჰქონდა განზრახული და უნდოდათ
ჩვენი ეზოს კარი კუპრით გაეთხუპნათ. სახლის პატრონმა ბინი-
დან გამოსვლა მოგვთხოვა ამის გამო. ყველა ამის მიზეზი კი
მარფა პეტროვნა იყო, რომელმაც დამნაშავე დუნია გამოიყვანა
და ყველგან თავი მოსჭრა. ქალაქში ყველას იცნობს, თითქმის
ყოველდღე ჩამოდიოდა და რადგანაც ცოტათი ყბედია, ყველას,
ვინც კი შეხვდებოდა, თავისი ოჯახის ამბებს უამბობდა. ამიტომაც
უცბად გააჟღერა ეს ამბავი არა მარტო ქალაქში, მთელ მაზრა-
შიც კი. მე ავად გავხდი, დუნეჩკამ ჩემზე მაგარი ხასიათი გამოიჩი-
ნა; უნდა გენახა, როგორ ითმენდა ყველაფერს და მანუგეშებდა,
მამხნევებდა! ანგელოზია ნამდვილი! მაგრამ ღვთის წყალობით,
გვეშველა: მოვიდა გონს ბატონი სვიდრიგაილოვი, შეებრალა
უთუოდ დუნია და გამოუტყდა მარფა პეტროვნას, რომ დამნაშავე
თვითონ იყო; თან დუნეჩკას გასამართლებელი საბუთებიც წა-
რუდგინა, სახელდობრ, წერილი, რომელიც ადრევე, სანამ მარ-
ფა პეტროვნა მათ ბაღში ერთად ნახავდა, დუნიას მიეწერა სვიდ-
რიგაილოვისთვის და ურჩევდა, ხელი აეღო საიდუმლო შეხვედ-
რასა და მოლაპარაკებაზე, რომელსაც ასე დაჟინებით ითხოვდა
სვიდრიგაილოვი. დუნეჩკას წამოსვლის შემდეგ წერილი სვიდრი-
გაილოვს შერჩენოდა. წერილში ცხარედ საყვედურობდა და უც-
ხადებდა აღშფოთებას მისი არაკეთილშობილური საქციელის გა-
მო მარფა პეტროვნას მიმართ, ახსენებდა, რომ იგი იყო მამა და
ოჯახის პატრონი და უპატიოსნება იქნებოდა მისი მხრივ ისედაც
უბედური და უმწეო ქალიშვილის ტანჯვა და კიდევ გაუბედურება.
ერთი სიტყვით, ისე კეთილშობილურად და გრძნობით არის და-
წერილი დუნეჩკას წერილი, რომ ვქვითინებდი და ისე ვკითხუ-
ლობდი; აქამდეც ისე ვერ წამიკითხავს, რომ ცრემლად არ და-
ვიღვარო. გარდა ამისა, მოსამსახურეებმაც ბევრი რამ თქვეს დუ-
ნეჩკას გასამართლებლად; ჩვეულებისამებრ, ამათ უფრო მეტი
სცოდნოდათ დაფარულისა, ვიდრე თვითონ სვიდრიგაილოვს
ეგონა. ელდა ეცა თურმე მარფა პეტროვნას და ლამის გული გა-
უსკდა, როგორც გამოგვიტყდა ბოლოს, მაგრამ დარწმუნდა სამა-
გიეროდ, რომ დუნეჩკა უბრალო და უდანაშაულო იყო. მეორე
დღესვე, კვირას, ჩამოვიდა ქალაქში, მოვიდა ტაძარში და მუხ-
ლმოდრეკილი და თვალცრემლიანი ევედრა დედა ღვთისას, ძა-
ლა მიეცა, ახალი სატანჯველი აეტანა და თავისი ვალი მოეხადა.
ტაძრიდან მერე პირდაპირ ჩვენთან მოვიდა. გვიამბო ყველაფე-
რი, მწარედ ტიროდა და ინანიებდა, ეხვეოდა დუნიას და დანა-
შაულის პატიებას სთხოვდა. იმავე დილით დაუარა ყველა ოჯახს
და შეატყობინა მთელ ქალაქს, რომ დუნეჩკა უდანაშაულო, პა-
ტიოსანი ქალია; თან ტიროდა ერთთავად და აქებდა დუნიას. ეგ
არ იკმარა და აკითხებდა ყველას სვიდრიგაილოვთან მიწერილ
წერილს დუნიასგან. ზოგიერთს გადააღებინა კიდეც პირი (რაც
ჩემი აზრით, სრულიად ზედმეტი იყო). რაკი ზოგიერთს საწყენად
დარჩა – რატომ პირველად ჩემთან არ მოვიდაო, – ამიტომ,
რიგრიგობით ჩამოუარა ყველა ნაცნობს და იცოდნენ კიდეც ად-
რევე, სად და რა დღეს წაიკითხავდა მარფა პეტროვნა წერილს.
ისე რომ, ყოველ წაკითხვაზე კვლავ იკრიბებოდნენ ხოლმე ისი-
ნიც კი, ვისაც უკვე რამდენჯერმე მოესმინა წერილის შინაარსი.
ბევრი რამ, ჩემი აზრით, სულ მეტი იყო აქ, მაგრამ რას იზამ, რო-
ცა მარფა პეტროვნას ხასიათი აქვს ასეთი. სამაგიეროდ, სრულე-
ბით აღადგინა დუნეჩკას პატიოსანი სახელი და დანაშაული ამ
საქმისა ბრალად მის ქმარს დაედო აღუხორცველ სამარცხვინო
ლაქად, ასე რომ, მეცოდება კიდეც ის გადარეული. დუნია მაშინ-
ვე რამდენიმე სახლში მიიწვიეს გაკვეთილებზე, მაგრამ უარი
თქვა. საზოგადოდ ყველამ უცბად პატივით დაუწყო მოპყრობა.
ამანვე შეუწყო უმთავრესად ხელი იმ მოულოდნელ შემთხვევას,
რომლის გამოც ჩვენი ბედი სრულებით უნდა შეიცვალოს ამიერი-
დან. იცოდე, მაშ, საყვარელო როდია, რომ დუნიას საქმრო გა-
მოუჩნდა და კიდევაც მისცა სიტყვა, რის გაზიარებასაც ასე ვის-
წრაფვი. მართალია, საქმე შენს დაუკითხავად გათავდა, მაგრამ
სასაყვედურო არაფერი გექნება არც ჩემი და არც დის მიმართ,
რადგან თავად დაინახავ საქმის გარემოებიდან, რომ დახანება
და გადადება, სანამ შენს პასუხს მივიღებდით, შეუძლებელი იყო.
უნახავად კი შენც უთუოდ ყველაფერს საკმაოდ ვერ აწონ--
დაწონიდი. აი, როგორ მოხდა. უკვე ნადვორნი სოვეტნიკია, გვა-
რად ლუჟინი, პეტრ პეტროვიჩი, შორეული ნათესავი მარფა პეტ-
როვნასი, რომელიც ბევრს ეცადა ამ საქმისთვის. პირველად
მარფა პეტროვნას პირით გამოაცხადა სურვილი გაცნობისა;
ჩვენც მივიღეთ, როგორც რიგი იყო. ყავა დავალევინეთ; მეორე
დღეს, ვნახეთ, წერილი გამოგზავნა, სადაც მეტად ზრდილო-
ბიანად ითხოვდა დუნეჩკას ხელსა და გვემუდარებოდა, რაც შეიძ-
ლება მალე, გადაწყვეტილი პასუხი მიგვეცა. თვითონ საქმიანი,
მოუცლელი კაცია და პეტერბურგს მიეშურება, ასე რომ, თი-
თოეული წამი ძვირად უღირს. ჩვენ, რასაკვირველია, პირველად
ძალიან გაკვირვებული ვიყავით, რადგან ყოველივე ეს უცბად და
მოულოდნელად მოხდა. მთელი ის დღე სულ ფიქრში გავატა-
რეთ. კაცი მეტად კეთილსაიმედოა, უზრუნველყოფილი, ორ ად-
გილას მსახურობს და უკვე რაღაც თანხაც აქვს დაგროვილი.
მართალია, ორმოცდახუთ წელს მიღწეულია, მაგრამ საამური შე-
ხედულებისაა და შეიძლება კიდევ მოსწონდეს ქალებს; საზოგა-
დოდ, დარბაისელი და წესიერი კაცია; ოღონდ, ეგრე არის, ცოტა
უჟმური მეჩვენება. მაგრამ იქნება პირველი შეხედვით გვეჩვენა
ასე. გაფრთხილებ, ჩემო კარგო როდია, პეტერბურგს რომ ჩამო-
ვა, რაც უთუოდ მალე მოხდება, ნუ აჩქარდები შენებურად და ნუ-
რაფერს გულფიცხად ნუ გადაწყვეტ, თუ პირველი შეხვედრისას
რამე არ მოგეწონოს. ისე, შემთხვევისთვის ვამბობ, თორემ დარ-
წმუნებული ვარ, კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს შენზე. გარდა
ამისა, თუ ვინმეს გაცნობა გინდა, ფრთხილად უნდა იყო და თან-
დათან ეცადო დაახლოებას, რომ შეცდომაში არ შეხვიდე და წი-
ნათვე ცუდი აზრი არ შეადგინო, რისი გამოსწორებაც შემდგომში
გაგიჭირდება. პეტრ პეტროვიჩს მრავალი ნიშანი მოეპოვება იმი-
სა, რომ პატიოსანი და პატივსაცემი ადამიანია. პირველ ნახვაზე-
ვე გამოგვიცხადა, რომ ცხოვრებაში უკვე მტკიცედ შედგენილი აზ-
რების კაცია, მაგრამ ზოგიერთში „თანამედროვე თაობათა აზ-
რსაც“ იზიარებს და ყოველგვარი ცრურწმენა სძულს საშინლად.
კიდევ ბევრი სხვა რამ ილაპარაკა, რადგან ცოტა არ იყოს, პა-
ტივმოყვარეა და ძალიან უყვარს, რომ ყურს უგდებენ და ითვა-
ლისწინებენ მის აზრს, მაგრამ რა დიდი ნაკლი ეს არის. მე, რა-
საკვირველია, ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ დუნიამ მითხრა,
ჭკვიანი და, მგონი, კეთილი კაცია, თუმცა დიდი განათლება არა
აქვს მიღებულიო. ხომ იცი, როდია, შენი დის ბუნება. მტკიცე ხა-
სიათის, კეთილგონიერი, მომთმენი და დიდსულოვანი ქალია,
თუმცა გულფიცხია. კარგად მყავს ძალიან შესწავლილი. რასაკ-
ვირველია, არც დუნიასა და არც იმას განსაკუთრებულად არ უყ-
ვართ ერთმანეთი, მაგრამ, გარდა იმისა, რომ გონიერი ქალია
დუნია, ანგელოზური კეთილშობილებისაა და წმინდა მოვა-
ლეობად ჩათვლის, გააბედნიეროს ქმარი, რომელიც, თავის
მხრივ, ეცდება ცოლის ბედნიერებას. ჯერჯერობით საბუთი არ
გვაქვს, ამაში ეჭვი შევიტანოთ, თუმცა, გამოგიტყდები, მეტად მა-
ლე მოეწყო საქმე. ამასთან, დიდი ანგარიშის კაციც არის, ასე
რომ, ეცდება უთუოდ, დუნეჩკას ცხოვრებაც ბედნიერად მოაწყოს.
რაც შეეხება ხასიათის მცირედ განსხვავებას, უკვე ძვალ-რბილში
გამჯდარ ჩვეულებებს, თუნდაც აზრების მცირედ შეუთანხმებლო-
ბას (რაც უბედნიერეს ცოლ-ქმარს შორისაც კი ხშირია), ამაზე დუ-
ნიამ მითხრა, – ჩემი თავის იმედი მაქვს და აქ საწუხარი არაფე-
რიაო; ბევრს მოვითმენ, თუკი შემდეგ პატიოსნად და სამარ-
თლიანად მომეპყრობაო. მეც, უნდა ითქვას, პირველად სასტიკი
მეჩვენა, მაგრამ შესაძლებელია იმ მიზეზით, რომ პირდაპირი კა-
ცია, ეს უთუოდ ასეა. მაგალითად, მეორე ნახვისას, თანხმობის
მიღების შემდეგ, ლაპარაკში გამოთქვა, რომ წინათვე, – დუნიას
გაცნობამდევე, – გადაწყვეტილი ჰქონდა, ცოლად უთუოდ პა-
ტიოსანი, უმზითვო, სიღარიბეს ნაცადი ქალი შეერთო; იმიტომ,
რომ ქმარი არაფრით უნდა იყოს ცოლისგან დავალებულიო,
ჯობს, ისევ ცოლი სცნობდეს თავის კეთილისმყოფლად ქმარსო.
მაგრამ უნდა დავძინო აქვე, რომ უფრო რბილად თქვა ეს, ვიდრე
მე გწერ; დამავიწყდა, რა სიტყვებით გამოთქვა ეს აზრი; მარტო
აზრიღა მახსოვს ნათქვამისა, გარდა ამისა, არც ჰქონია წინათ
განზრახული, ისე წამოსცდა ლაპარაკში; ასე რომ, ცდილობდა
კიდეც, როგორმე გამოესწორებინა თავისი ნათქვამი და შეერბი-
ლებინა. მე კი მაინც მკვახედ მეჩვენა და დუნიას ვუთხარი მერე.
მაგრამ წყენით მიპასუხა ამაზე დუნიამ – „სიტყვა ჯერ კიდევ საქ-
მეს არ ნიშნავსო“. მართლაც ასეა. წინაღამეს, ვიდრე თანხმობას
გადაწყვეტდა, სულ არ სძინებია დუნეჩკას; ეგონა, მეძინა, საწო-
ლიდან ჩუმად წამოდგა და ოთახში დადიოდა. დაიჩოქა ბოლოს
ხატის წინ და დიდხანს მხურვალედ ლოცულობდა, დილით კი გა-
მომიცხადა, თანახმა ვარო.
აკი გითხარი, პეტრ პეტროვიჩი ახლა პეტერბურგს მოდის--
მეთქი. დიდი საქმეები აქვს; უნდა, რომ პეტერბურგში სავექილო
კანტორა გახსნას. დიდი ხანია სასამართლო საქმეებს აწარმოებს
და ამ დღეებშიც ერთი დიდი საქმე მოიგო. უფრო კი იმიტომ უნ-
და პეტერბურგში ჩამოსვლა, რომ სენატში ჰქონია რაღაც დიდი
საქმე. ამრიგად, შეიძლება შენც დიდად გამოგადგეს, ჩემო რო-
დია, ყველაფერში. მე და დუნიამ კიდეც გადავწყვიტეთ, რომ
დღეიდანვე შეგიძლია გარკვეულ გზას დაადგე და ბედი შენი მო-
მავალში გადაწყვეტილად ჩათვალო. ოჰ, ეს რომ მოხდებოდეს,
პირდაპირ ღვთის წყალობად მივიღებდი! დუნია მხოლოდ ამას-
ღა ოცნებობს. კიდეც გავბედეთ რამდენიმე სიტყვა გვეთქვა ამაზე
პეტრ პეტროვიჩთან. ასე თქვა, რადგან უმდივნოდ საქმის წარ-
მოება არ შეიძლება, სჯობს, რასაკვირველია, ჯამაგირი ნათესავს
აძლიოს, ვიდრე უცხოს, თუ ის თანამდებობის შესაფერ ნიჭს გა-
მოამჟღავნებსო (შენ და ნიჭი არ შეგწევდეს!), მაგრამ ეჭვიც გა-
მოთქვა, ვაითუ, უნივერსიტეტში იმდენი სამეცადინო ჰქონდეს,
კანტორაში სამუშაო დრო აღარ დარჩესო. იმჟამად ლაპარაკი
ამით გათავდა მხოლოდ, მაგრამ დუნია ახლა ამაზე მეტს აღარ
ფიქრობს. აგერ რამდენიმე დღეა, გაცხარებული ადგენს გეგმებს
და იმედოვნებს, რომ მომავალში ან უთუოდ პეტრ პეტროვიჩის
ამხანაგად იქნები ან კომპანიონად მის სასამართლო-სადავო საქ-
მეებში, მით უმეტეს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ხარ. მე, რო-
დია, სრულიად ვეთანხმები დუნიას და მის გეგმას და სავსებით
ვიზიარებ მის იდეებს, რადგან შესაძლებლად მიმაჩნია. მიუხედა-
ვად იმისა, რომ პეტრ პეტროვიჩი ახლა გირიდებს თითქოს და
გასაგებიცაა (იმიტომ რომ არ გიცნობს ჯერ), დუნია მაინც მტკი-
ცედ დარწმუნებულია, რომ ქმარზე თავისი კეთილი გავლენით
ყველაფერს მიაღწევს. რასაკვირველია, მოვერიდეთ და პეტრ
პეტროვიჩისთვის ჯერ არაფერი გვითქვამს ამ ჩვენს ოცნებებზე,
განსაკუთრებით იმის თაობაზე, რომ შეიძლება კომპანიონად გა-
უხდე. დარბაისელი კაცია და ვაითუ, გულგრილად მიეღო, მარ-
ტო ოცნებად სჩვენებოდა. იმაზეც არაფერი გვითქვამს მე და დუ-
ნიას, რომ მისი დიდი იმედი გვაქვს და სანამ უნივერსიტეტში ხარ,
ფულით დაგეხმარება; არ გვითქვამს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ
შემდეგში ეს უთუოდ თავისთავად მოხდება და თვითონვე შემო-
გაძლევს უთქმელად (რასაკვირველია, უარს არ ეტყვის დუნეჩ-
კას), მით უმეტეს, რომ კანტორაში მახლობელ კაცად შენ ეყო-
ლები და მიიღებ დახმარებას, როგორც დამსახურებულ ჯილდოს
შრომისას და არა, როგორც წყალობას. ასე სწადია საქმის მოწ-
ყობა დუნეჩკას და მეც სრულებით ვეთანხმები. მეორეც, არ ვუთ-
ხარით იმიტომ, რომ არ მინდოდა პირველი შეხვედრისთანავე
დავალებულად ეგრძნო თავი. დუნია რომ ისე აღტაცებით ელა-
პარაკებოდა შენზე, უპასუხა, თავისი შეხედულება ადამიანზე კაცმა
მხოლოდ ახლად გაცნობის შემდეგ უნდა შეადგინოსო და მეც
მხოლოდ მაშინ შევადგენ ჩემს აზრს, როდესაც ახლოს გავიცნო-
ბო. იცი რა, ძვირფასო როდია, ზოგიერთი მოსაზრებით ისე მეჩ-
ვენება (არ იფიქრო, პეტრ პეტროვიჩს ვგულისხმობდე, ისე, საკუ-
თარი მოსაზრებით ვამბობ, ხომ იცი ბებრუხანას ახირება), უმჯო-
ბესი იქნება, რომ ქორწინების შემდეგ ისევ ისე ცალკე ვიცხოვ-
რო, როგორც ახლა ვცხოვრობ და არა, მათთან. დარწმუნებული
ვარ სრულებით, რომ იქამდე კეთილშობილი და თავაზიანია,
რომ თვითონვე მიმიწვევს უთუოდ და მთხოვს, ჩემს ქალს არ
მოვშორდე; თუ აქამდე ჯერ არაფერი უთქვამს, უთქმელადაც თა-
ვისთავად იგულისხმება; მაგრამ მე უარს ვიტყვი; არაერთხელ შე-
მინიშნავს, რომ სიდედრები არაფრად ეპიტნავებათ სიძეებს, ამი-
ტომაც არამცთუ არ მინდა ვინმე შევაწუხო, პირიქით, სადამდეც
ჩემთვის რაღაც ლუკმა მაქვს და ისეთი შვილები მყავხართ, რო-
გორიც შენ და დუნია, მინდა, სრულიად თავისუფალი ვიყო. თუ
შესაძლებელი იქნება, ორივეს მახლობლად დავსახლდები, ამი-
ტომაც, ჩემო როდია, მინდოდა წერილის ბოლოში გამეხარები-
ნე: იცოდე, მაშ, ჩემო საყვარელო მეგობარო, რომ იქნება ძალი-
ან მალე სამივემ ვნახოთ ერთმანეთი და სამი წლის უნახავნი
ტკბილად გადავეხვიოთ ერთმანეთს! უკვე ნამდვილად გადაწყვე-
ტილია, რომ მე და დუნია პეტერბურგში ჩამოვალთ, მაგრამ რო-
დის, არ ვიცი; ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება მალე, იქნებ ერთი
კვირის შემდეგაც. ყველაფერი პეტრ პეტროვიჩზეა დამოკიდებუ-
ლი; როგორც კი მიიხედ-მოიხედავს, მაშინვე გვაცნობებს. ძალი-
ან უნდა, ზოგიერთი მოსაზრებითა და ანგარიშით, რაც შეიძლება
დააჩქაროს ქორწინება. თუკი მოხერხდა, იქნებ, მარხვამდეც. თუ
დრო არ ეყო და ვერ მოასწრო, მაშინ უთუოდ ხსნილზე. ოჰ, რა
ბედნიერად ჩაგიკრავ გულში! შენი ნახვის სიხარულმა ლამის
არის გადარიოს დუნია. ერთთავად ღელავს; ისიც კი თქვა ერ-
თხელ ხუმრობით, სხვა თუ არაფერი, თუნდ მარტო ამისთვის გავ-
ყვებოდი ცოლად პეტრ პეტროვიჩსო. ანგელოზია სწორედ, ანგე-
ლოზი! თვითონ ახლა არაფერს გწერს; მთხოვა მხოლოდ, მომე-
წერა, რომ ბევრი, ძალიან ბევრი რამ აქვს შენთვის სათქმელი;
მთხოვა, აგრეთვე, ჩაგეკონო მაგრად და ურიცხვჯერ გაკოცო.
მიუხედავად იმისა, რომ მალე ალბათ ვნახავთ ერთმანეთს, ამ
დღეებში მაინც გამოგიგზავნი ფულს, რამდენსაც კი მოვახერხებ.
ახლა, როდესაც გაიგეს, დუნეჩკა პეტრ პეტროვიჩზე თხოვდებაო,
ფულს მეტად მენდობიან; ასე რომ, ვიცი ნამდვილად, აფანასი
ივანიჩი თუნდ შვიდთუმან-ნახევრამდე მენდობა პენსიის ანგარიშ-
ში. შეიძლება, მაშასადამე ოცდახუთი მანეთი ან სამი თუმანიც გა-
მოგიგზავნო. მეტსაც გამოგიგზავნიდი, მაგრამ მეშინია, გზაში არ
მოგვივიდეს დიდი ხარჯი. მართალია, პეტრ პეტროვიჩმა სიკეთე
გამოიჩინა და თვითონ იკისრა, ბარგსა და დიდ ზანდუკს (მგონი,
ნაცნობობით ახერხებს) ჩემი ხარჯით გადაგიტანთო; მაინც პე-
ტერბურგში ჩამოსვლას ფული უნდა, უიმისოდ სატახტო ქალაქში
თავის გამოყოფა და ისიც პირველ დღეებში, შეუძლებელია. მე
და დუნიჩკამ მაინც ყველაფერი დაწვრილებით ვიანგარიშეთ და
გამოვიდა, რომ გზა დიდ ხარჯს არ მოითხოვს. რკინიგზამდე
ჩვენგან სულ ოთხმოცდაათი ვერსია მხოლოდ; ჩვენც ყოველი
შემთხვევისთვის, ნაცნობ მეფორნე გლეხს მოვურიგდით, ის წა-
მოგვიყვანს; იქიდან კი მესამე კლასით ჩამოვალთ მშვიდობით.
ასე რომ, იქნებ ოცდახუთის ნაცვლად სამი თუმნის გამოგზავნაც
მოვახერხო. მაგრამ კმარა; ორი თაბახი მთლად ავაჭრელე,
აღარსად ადგილი აღარ არის. მთელი ჩვენი ისტორია აქ წერია;
ბევრი რამ მოხდა ამ ხნის განმავლობაში!.. ახლა, ძვირფასო
როდია, ნახვამდის, ჩაგიკრავ გულში და მშობლიური სიყვარუ-
ლით დაგლოცავ. გიყვარდეს, როდია, შენი და დუნია; გიყვარდეს
ისე, როგორც მას უყვარხარ და იცოდე, რომ საკუთარ თავს ურ-
ჩევნიხარ. დუნია ანგელოზია, შენ კი ჩვენი იმედი და სასოება
ხარ, ჩემო როდია! შენ თუ ბედნიერი იქნები, ჩვენც ბედნიერები
ვიქნებით. კვლავ წინანდებურად ხომ ლოცულობ, როდია; ხომ
გწამს, რომ მაცხოვარი და შემოქმედი ჩვენი დიდად მოწყალეა?
მაგრამ მეშინია, ვაითუ, შენც შეგეპარა ეს ახალი დროის ურწმუ-
ნოება? მე ვილოცებ მაშინ შენთვის, თუ აგრეა. მოიგონე, აბა, პა-
ტარაობა, ჯერ მამა რომ ისევ ცოცხალი გყავდა, როგორ ტიტი-
ნებდი ხოლმე ლოცვებს ჩემს კალთაში და როგორი ბედნიერები
ვიყავით მაშინ ყველანი! მშვიდობით, თუმცა არა, ნახვამდის! ჩა-
გიკრავ მაგრად გულში და დაგკოცნი ურიცხვად.
სამარის კარამდე შენი
პულხერია რასკოლნიკოვისა“.
წერილის კითხვა დაიწყო თუ არა, ცრემლებმა მოურწყო სახე
რასკოლნიკოვს. მაგრამ, როცა კითხვა დაასრულა, გაფითრებუ-
ლი და დაღრეჯილი დარჩა; რაღაც ბოროტი და გესლიანი ღიმი-
ლი უკრთოდა ტუჩებზე. თავი მიდო თხელსა და გათელილ ბა-
ლიშზე და ფიქრს მიეცა. დიდხანს ფიქრობდა. ძლიერ უცემდა გუ-
ლი, ფიქრები თავში ერეოდა. ბოლოს სული შეეხუთა და ევიწ-
როვა ეს კარადისა თუ სკივრის მსგავსი ყვითელი სორო. თვალი
და გონება ხალვათობას ითხოვდა. დაავლო ხელი ქუდს და გა-
რეთ გავიდა; ახლა უკვე აღარ ეშინოდა კიბეზე ვიმესთან შეხვედ-
რის. ვასილის კუნძულისკენ გასწია, ვ-ს პროსპექტით, თითქოს
საქმეზე სადღაც მიეჩქარებაო, მაგრამ, როგორც სჩვეოდა, გზას
ვერ ამჩნევდა, დუდუნებდა რაღაცას თავისთვის, ზოგჯერ ლაპა-
რაკობდა კიდეც ხმამაღლა, რითაც მეტად აკვირვებდა
გამვლელ-გამომვლელებს. ბევრს მთვრალი ეგონა კიდეც.

IV

დედის წერილმა საშინლად დატანჯა. მაგრამ უმთავრეს, ძი-


რითად მუხლზე ერთ წამსაც არ დაჰბადებია ეჭვი, თვითონ წერი-
ლის კითხვის დროსაც კი არსებითად საქმე უკვე გადაწყვეტილი
ჰქონდა და თანაც საბოლოოდ: „არ მოხდება ეს ჯვრისწერა, ვიდ-
რე ცოცხალი ვარ, დამეკარგოს ის ვიღაც ლუჟინი!“
„იმიტომ რომ საქმე აშკარაა, – ბუტბუტებდა თავისთვის და
თან ბოროტად იღიმებოდა, თავისი გადაწყვეტილების გამარჯვე-
ბას წინდაწინვე გრძნობდა, – არა, დედა, არა, დუნია, ვერ მომატ-
ყუებ!.. არა, რომ იბოდიშებენ კიდეც, რჩევა ვერ გთხოვეთ და
საქმე უშენოდ გადავწყვიტეთო! რასაკვირველია, ჰგონიათ, ვი-
თომ საქმის ჩაშლა აღარ შეიძლება... ვნახოთ აბა, შეიძლება თუ
არ შეიძლება! მიზეზიც ხომ მნიშვნელოვანი გამოუძებნიათ: „ისე-
თი საქმიანი კაცია პეტრ პეტროვიჩი, ისეთი, რომ ჯვარი ლამის
ფოსტის სადგურზე თუ რკინიგზაზე დაიწეროსო“. არა, დუნეჩკა,
ვხედავ ყველაფერს და ვიცი, რისი თქმაც გინდა ჩემთვის. ვიცი
ისიც, რას ფიქრობდი, ოთახში რომ დადიოდი მთელი ღამე; ან
რას ევედრებოდი ყაზანის ღვთისმშობელს. გოლგოთაზე ასვლა
ადვილი როდია. ჰმ!.. მაშ აგრე, გადაწყვეტილია უკვე: ცოლად
მიჰყვებით საქმიანსა და გონიერ ადამიანს, რომელსაც თავისი
ფული აქვს (უკვე აქვსო, ეს კი, რასაკვირველია, ყურადღების
ღირსია, ფასს მატებს), ორ ადგილას მსახურობს, ჩვენი ახალი
თაობის რწმენისაა (როგორც დედა იწერება) და, როგორც დუ-
ნეჩკამ შენიშნა, ვგონებ, კეთილიცო. ეს ვგონებ, ხომ ყველაფერს
სჯობს! დუნეჩკა ამ ვგონებს მიჰყვება ცოლად!.. მშვენიერია!.. ჩი-
ნებულია!..
...მაგრამ საყურადღებოა მაინც, ამ „ახალ თაობებზე“ რაღად
მწერს დედა? იმიტომ, რომ დამიხასიათოს, თუ სხვა რამ შო-
რეული მიზნით, ბატონი ლუჟინის სასარგებლოდ გული მომი-
გოს? ჰო, ეშმაკები! ნეტავ ერთი მაცოდინა, რამდენად გულ-
წრფელნი იყვნენ ერთმანეთთან დედა-შვილი იმ დღეს, იმ ღამეს
ან შემდეგშიც? ყველაფერი პირდაპირ უთხრეს კი ერთმანეთს,
თუ ისე, უთქმელადაც მიუხვდნენ ერთმანეთს ფიქრსა და გულის-
ნადებს; ამიტომაც ხმამაღლა აღარ დაიწყეს ლაპარაკი, რომ
ტყუილუბრალოდ არაფერი წამოსცდენოდათ? ეჭვი არ არის, ასე
იქნებოდა უთუოდ; წერილიდან ჩანს: დედას როგორღაც უკმეხ
ადამიანად სჩვენებია ცოტათი; ამიტომ, გულუბრყვილო დუნიას-
თვის თავისი მოსაზრებანი მოუხსენებია. იმას კი, რასაკვირვე-
ლია, გული მოსვლია და „გაჯავრებით უპასუხია“. ასეც უნდა ყო-
ფილიყო! ვის არ გააბრაზებს მიამიტი შეკითხვები, როდესაც საქ-
მე ისედაც აშკარაა და ყველაფერი გადაწყვეტილი. მერე რასა
მწერს: „გიყვარდეს, როდია, დუნია, რომელსაც საკუთარ თავს
ურჩევნიხარო“. იქნებ იდუმალად თვითონაც ტანჯავს სინდისი,
რომ ვაჟის გამო ქალი გაწირა? „შენა ხარ ჩვენი სასოება და ჩვე-
ნი იმედი!“ ოჰ დედა!.. ბრაზი თანდათან უფრო მოერია, ახლა
რომ შეხვედროდა სადმე ბატონი ლუჟინი, უთუოდ ცოცხალს არ
გაუშვებდა!
„ჰმ!.. მართალია, – იმეორებდა ფიქრთა ქარიშხლით გაბ-
რუებული, – მართალია, კაცს „ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა
დაუახლოვდე, რომ გაიცნო“; მაგრამ ბატონი ლუჟინის პიროვნე-
ბა აშკარაა. უმთავრესი ის არის, რომ „საქმიანი და, ვგონებ, კე-
თილი კაციაო“. ხუმრობა საქმეა განა, სკივრის თავისი ხარჯით
გადატანა იკისრა! კეთილია, მაშ რა არის? თვითონ ისინი კი, სა-
პატარძლო და დედამისი, გლეხს ურიგდებიან, ჩიჩობიან ფორანს
ქირაობენ (მეც ხომ თვითონ ასე მივლია)! რა უჭირთ! ოთხმოც-
დაათ ვერსს გაივლიან მარტო, „მერე კი მესამე კლასით გაირბე-
ნენ“ ათას ვერსს. არა, ჭკუასთან კი ახლოა: საბანი როგორც გაგ-
წვდეს, ფეხი ისე გაჭიმეო. მაგრამ თქვენ, ბატონო ლუჟინო, თქვენ
რას ფიქრობთ? ეს ხომ თქვენი საცოლეა... ნუთუ არ იცოდით,
რომ გზის ფულს დედა წინათვე პენსიის გირაოთი სესხულობს?
რასაკვირველია, აქ თქვენ საერთო კომერციული საქმე და წარ-
მოება გაქვთ, ორივე მხარისთვის სახეირო, მაშასადამე, ხარჯიც
სანახევრო უნდა იყოს; პურმარილი ზიარადო, თამბაქო კი ცალ-
კერძადო, ანდაზისა არ იყოს. მაგრამ აქაც რომ მოატყუა ცოტა
ამ საქმიანმა კაცმა: ბარგის გადატანა ხომ ნაკლები ღირს, ვიდრე
მგზავრობა, იქნებ, სულაც მუქთად იყოს. რაო, ვერ ხედავენ ყვე-
ლაფერ ამას, თუ განგებ იხვევენ თვალებს? მერე, კმაყოფილნიც
რომ არიან! კმაყოფილნი! მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ღვთის წყა-
ლობაა, ზოგი ბოლოს ნახონ, რას იწვნევენ! აქ ხომ სიძუნწე და
კრიჟანგობა არ არის უმთავრესი, საქმე თვითონ საქციელია. ასე
უნდა მოექცეს ხომ ჯვრისწერის შემდეგაც, ამას რა მკითხაობა და
წინასწარმეტყველება უნდა... არა, ნეტავი დედა რას ფიქრობს?
რითი უნდა პეტერბურგში ჩამოსვლა? სამი მანეთით თუ ორი „ქა-
ღალდით“, როგორც ის ბებრუხანა... ამბობს ხოლმე... ჰმ! ან მე-
რე რითი აპირებს პეტერბურგში ცხოვრებას? რაღაც მიზეზის გა-
მო ხომ თვითონვე მიხვედრილა, რომ ჯვრისწერის შემდეგ დუნი-
ასთან ვერ იცხოვრებს! მერე ვისი და რისი იმედი აქვს? რაღაცა
თორმეტთუმნიანი პენსიისა, რომლიდანაც აფანასი ივანიჩსაც უნ-
და ვალი გადაუხადოს? თუ იმ რაღაც საზამთრო ყელსახვევებს
რომ ქსოვს და სამაჯურებს ქარგავს, თვალებს იწყალებს? ბევრი,
ბევრი, სულ ორი თუმანი მიემატოს აქედან თორმეტ თუმანს. მეტს
ხომ ვიცი, ვერ აიღებს, ჩანს, მაშასადამე, ისევ ბატონი ლუჟინის
კეთილშობილების იმედი აქვს. „თვითონვე მთხოვს, არ მომეშვე-
ბაო“. როგორ არა, არას დაგაკლებთ! ასე ემართებათ ყოველ-
თვის შილერის კეთილი გულით მეოცნებეთ. უკანასკნელ წუთამ-
დე ფარშავანგის ფრთებს ასხამენ ადამიანს, უკანასკნელ წუთამ-
დე ისევ სულ კეთილის იმედი აქვთ და არა, ბოროტისა; მართა-
ლია, ხედავენ და გრძნობენ წინათვე, ფარდის უკან რაც იმალე-
ბა, მაგრამ არასოდეს სიმართლეს წინათვე არ ეტყვიან თავის
თავს. მარტო ფიქრიც კი შიშის ზარს სცემთ; ორივე ხელით სინამ-
დვილეს იგერიებენ, სანამ გამშვენებული ადამიანი თვითონვე არ
დაუნაყავს ცხვირს. საყურადღებოა, აქვს რამ ორდენი ბატონ ლუ-
ჟინს თუ არა? თუნდ სანაძლეოს დავდებ, რომ ღილ-კილოში
უთუოდ ანას იკეთებს, როცა ვაჭრებთან და მეიჯარადრეებთან სა-
დილად არის დაპატიჟებული. იქნებ ჯვრისწერაზედაც გაიკეთოს!
მაგრამ ეშმაკსაც წაუღია მისი თავი!..
ეჰ, დედაზე კიდევ რას ვიტყვი, რაც არის, არის, ღმერთმა
კარგად ამყოფოს, მაგრამ ამ დუნიას რაღა დაემართა? განა არ
გიცნობ, ძვირფასო დუნეჩკა! უკანასკნელად რომ გნახე, ოცი
წლის შესრულდი მხოლოდ: გავიგე კარგად, რა ხასიათისაც იყა-
ვი. დედა იწერება, „ბევრის ატანა შეუძლია დუნეჩკასო“. ეს ხომ
უიმისოდაც ვიცოდი, ეს ხომ ამ ორწლინახევრის წინათაც ვიცოდი
და ვფიქრობდი მუდამ მას შემდეგ, „ბევრის ატანა შეუძლია-მეთქი
დუნეჩკას“. ჩანს, მართლაც ბევრის მოთმენა შესძლებია, თუ ბა-
ტონი სვიდრიგაილოვის და მისი საქციელის ატანა შეძლო. ახლა
კი დედა-შვილს წარმოუდგენია, ვითომ ბატონ ლუჟინსაც გაუძლე-
ბენ, რომელიც სიღარიბიდან გამოყვანილი და ქმრებისგან გა-
ბედნიერებული ცოლების თეორიის უპირატესობას ქადაგებს და
ისიც, თითქმის პირველი შეხვედრისთანავე. კარგი, ვთქვათ, „წა-
მოსცდა“, თუმცა გონიერი ადამიანია (იქნებ არც კი წამოსცდა და
აზრად ჰქონდა საქმის გარემოება მალე გაეცნო), მაგრამ ამ დუ-
ნიას რაღა დაემართა ნეტა? ხომ ხედავს, რა კაციცაა! როგორ
აპირებს ასეთ ადამიანთან ცხოვრებას? ხომ ვიცი, ცარიელ შავ
პურსა და წყალზე ამჯობინებს ცხოვრებას, მაგრამ სულს არ გაყი-
დის და სინდისის თავისუფლებას სიმდიდრეზე არ გასწირავს;
მთელი შლეზვიგ-ჰოლშტეინი რომ მისცეს ვინმემ,5 იმაშიც კი არ
გაცვლის, არამცთუ ბატონ ლუჟინში. არა, რამდენადაც ვიცნობდი,
დუნია ასეთი სულაც არ იყო... რასაკვირველია, არც ახლა გამო-
იცვლებოდა! მძიმეა სვიდრიგაილოვების გაძლება! ძნელია,
ორას მანეთად მთელი სიცოცხლე ერთი გუბერნიიდან მეორეში
გუვერნანტად იწანწალო, მაგრამ ვიცი, ჩემი და რომელი პლან-
ტატორის მონობას უფრო ადვილად იკისრებს,6 ან ოსტზეელი
გერმანელის ყმობას არჩევს, სულს კი არ შეიგინებს, თავის ზნე-
ობრივ გრძნობას არ შელახავს იმ უღირს კაცთან კავშირით, რო-

5
„მთელი შლეზვიგ-ჰოლშტეინი რომ მისცეს ვინმემ“ – ბრძოლა შლეზვი-
გისა და ჰოლშტეინის საჰერცოგოებისთვის იყო მიზეზი გერმანია-დანიის
(1864) და პრუსია-ავსტრიის (1866) ომებისა. 1867 წელს შლეზვიგი და ჰოლ-
შტეინი პრუსიის პროვინციებად იქცა. სამოციან წლებში რუსული გაზეთები სის-
ტემატურად აშუქებდნენ ამ ბრძოლის მსვლელობას.
6
„პლანტატორის მონობას უფრო ადვილად იკისრებს“ – იმ დროის გაზე-
თები ბევრს წერდნენ ზანგების მდგომარეობაზე, ვინაიდან ახალი დამთავრე-
ბული იყო სამოქალაქო ომი ამერიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შო-
რის, რასაც მონობის გაუქმება მოჰყვა (1861-1865).
მელსაც არც პატივსა სცემს და არცთუ რა აქვს საერთო, – მერე
ისიც სამუდამოდ, მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის! არ იკის-
რებდა ბატონი ლუჟინის კანონიერ ხასობას, თუნდაც იგი ბაჯაღ-
ლო ოქროდ ან ბრილიანტად ქცეულიყო! მაშ, ახლა რაღად თან-
ხმდება? საქმე რაშია? რა არის გამოსაცნობი? ეჭვი არ არის: თა-
ვისთვის, თავისი სიამოვნებისა და თუნდაც ხსნისთვის თავს არ
გაყიდდა, სხვისთვის კი, ხედავთ, ყიდის! საყვარელი და სათაყვა-
ნებელი კაცისთვის კი ყიდის! აი, თურმე საქმე რაშია; ძმისა და
დედისთვის ყიდის! ყველაფერს სწირავს! აქ კი, ოჰ, თუ შემთხვევა
მოგვეცა, სინდისის გრძნობასაც გავქელავთ; თავისუფლებას, სიმ-
შვიდეს. დე, თვითონ დაიღუპოს, ოღონდ ეს ჩვენი საყვარელი
არსებანი ბედნიერად იყვნენ! არ ვიკმარებთ ამას, გამოვიგონებთ
ჩვენს საკუთარ კაზუისტიკას, იეზუიტებს მივებარებით და
დროებით იქნება ჩვენივე თავიც დავამშვიდოთ და დავარწმუნოთ,
რომ კეთილი აზრი და საქმეც ამას მოითხოვს. ასეთები ვართ
ჩვენ, ყველაფერი დღესავით ნათელია. ეჭვი არ არის, აქ, ყველ-
გან თავიდათავი მხოლოდ როდიონ რომანოვიჩ რასკოლნიკო-
ვია. ამ კაცს შეუძლია გააბედნიეროს, უნივერსიტეტში შეინახოს,
კანტორაში ამხანაგად გაიხადოს, მთლად უზრუნველყოს; შეიძ-
ლება ბოლოს მდიდარი, საპატიო და გავლენიანი კაცი გახდეს,
იქნებ სასახელოც, მაგრამ დედა რას უყურებს? ნუ დაივიწყებთ,
რომ ძვირფასი როდია პირმშოა მისი! რა ქნას მაშ, თუ ამ პირ-
მშოს თუნდაც ასეთი ქალი არ ამსხვერპლოს! ოჰ, საყვარელნო,
მაგრამ უსამართლო გულისანნო! რაო მერე: აქ ჩვენ არც სონეჩ-
კას ხვედრს ვიუარებთ! კი სონეჩკა, სონეჩკა მარმელადოვები არ
გამოილევა, სანამ ეს ქვეყანა ბოგინობს! მერე მსხვერპლი ორი-
ვემ სავსებით აწონ-დაწონეთ? ასეა, განა? შეძლებთ კი? გონივ-
რულია კი? მერე იცი, დუნეჩკა, რომ სონეჩკას ხვედრი ბატონ
ლუჟინთან ცხოვრების ხვედრს არაფრით ჩამოუვარდება? „სიყვა-
რული აქ არ შეიძლებაო“, იწერება დედა, რას იტყვის ნეტა, თუ
სიყვარული კი არა, პატივისცემაც არ შეიძლება; პირიქით, აქ
მხოლოდ ზიზღი, აბუჩად აგდება და ბილწობაა. მაშინ რას იტ-
ყვის? ჩანს, მაშინაც „წმინდად უნდა დაიცვას თავი“. ხომ ასეა,
არა? მერე გესმით, რა არის ეს სისუფთავე? არ იცით განა, ლუჟი-
ნის სისუფთავეც იგივეა, რაც სონეჩკასი, იქნება უარესიც, უფრო
მეტად მაინც ცხოვრების უკეთესი მოწყობის ანგარიშით მოგდის
ეს, სონეჩკა კი შიმშილით სიკვდილის შიშმა აიძულა. „ძვირად
გიჯდება, დუნეჩკა, ეგ სისუფთავე, ძვირად“. მერე რომ ვეღარ
აიტანო და ვეღარ გაუძლო, რომ ინანო? მერე რამდენი ნაღვე-
ლი და მწუხარება, რამდენი წყევლა-კრულვა და ფარული ცრემ-
ლები მოგელის? შენ ხომ მარფა პეტროვნა არა ხარ. მერე დე-
დას რაღა დაემართება? ახლავე რომ მოუსვენრობს და იტანჯე-
ბა, მაშინ რაღას იზამს, ყველაფერს რომ დღესავით აშკარად
დაინახავს? მე, მე რაღა მელის?.. ჩემზე კი იფიქრეთ განა? არ
მინდა დედა, თქვენი მსხვერპლი, არ მინდა, დაო! და არც მოხ-
დება, ვიდრე სული პირში მიდგას, არა-მეთქი! არ მივიღებ!“
უცებ გონს მოვიდა, შედგა.
„არ მოხდება? მერე რა უნდა ვქნა, რომ არ მოხდეს? ავუკ-
რძალო? უფლება მაქვს მერე ამისა? რას დაჰპირდები სამა-
გიეროდ, რომ ასეთი უფლება მოიპოვო? მთელი შენი მომავალი
მათ ამსხვერპლო, როდესაც კურსს დაასრულებ და ადგილს იშო-
ვი? მაგრამ ეს ხომ დიდი ხანია გვესმის, ძველი ამბავია, შენ ახა-
ლი რამ თქვი! ახლავეა დახმარება საჭირო, გესმის თუ არა? მე-
რე რასა იქმ ახლა? რასა და იმათვე ატყავებ. ხომ ხედავ, ათთუმ-
ნიანი პენსიისა და სვიდრიგაილოვების თავდებობით ფულს სეს-
ხულობენ! მერე რითი აპირებ ბატონ სვიდრიგაილოვებისა და
აფანასი ივანიჩ ვახრუშინისგან მათ ხსნას, ჩემო მომავალო მი-
ლიონების პატრონო, მათი ბედის გამგებელო ზევსო? ათი წლის
შემდეგ? ათი წლის შემდეგ ხომ ყელსახვევების ქსოვამ და ცრემ-
ლებმა შეიძლება კიდეც დააბრმავოს დედა: შიმშილი ხომ
მთლად ჩამოახმობს? დას კი რაღას უპირებ? იფიქრე აბა, ათი
წლის შემდეგ იმას რაღა დაემართება? თუნდ ამ ათ წელიწადში?
მიხვდი?“
ისე ტანჯავდა და აგულისებდა თავის თავს მწარე კითხვებით,
თითქოს სიამოვნებსო. მაგრამ ახალი როდი იყო ეს კითხვები,
არც უცაბედი; ძველი იყო და მტკივნეული. დიდი ხანია ამწარებ-
დნენ და მთლად დაუღარეს გული. დიდი ხანია შეჰპაროდა ეს
ნაღველი და თანდათან ეზრდებოდა, უმწვავდებოდა; ამ ბოლო
დროს კი დაუმწიფდა, დაგუბდა, საზარელი ფანტასტიკური კით-
ხვის სახე მიიღო. გული, გონება მთლიანად დაუტანჯა და ახლავე
გადაწყვეტას ითხოვდა. დედის წერილი ხომ უცბად მეხივით
დაეცა. ეჭვი არ არის, წუხილით ვერას გახდება, არც უბრალო
ტანჯვითა და მსჯელობით გაკეთდება რამე; საჭიროა, დაუყოვნებ-
ლივ და სწრაფად დაადგეს რაიმე გზას...
„თუ ხელი ავიღო სიცოცხლეზე! – შეჰყვირა უცბად გაშმაგე-
ბულმა, – დავმორჩილდე ბედს, როგორიც არის, ერთხელ და სა-
მუდამოდ ჩავიკლა ყველაფერი, უარი ვთქვა ყველაფერზე, სი-
ცოცხლესა და სიყვარულზე!“
„გესმით, გესმით, თქვენ, მოწყალეო ხელმწიფეო, რას ნიშ-
ნავს, როცა მეტი გზა აღარ გაქვს? – მოაგონდა უცბად გუშინდე-
ლი შეკითხვა მარმელადოვისა, – „ადამიანს ხომ სადმე მაინც უნ-
და მიესვლებოდეს...“
შეხტა უცბად... გუშინდელივით ისევ ერთმა აზრმა გაჰკრა
თავში. გრძნობდა წინათვე, რომ უთუოდ „გაუელვებდა“, ელოდა
კიდეც და არც გუშინდელი იყო ეს აზრი. მაგრამ იმით განსხვავ-
დებოდა მხოლოდ, რომ ერთი თვის წინათ და გუშინაც მხოლოდ
ოცნება იყო, სხვა არაფერი, ახლა კი... ახლა უცბად ოცნების ნაც-
ვლად რაღაც ახალი, მრისხანე და უცნობი სახით წარმოუდგა,
ჰოდა, უეცრად რომ მიხვდა ამას, თითქოს თავში ჩაჰკრესო,
თვალთ დაუბნელდა.
საჩქაროდ მიიხედ-მოიხედა, რაღაცას ძებნა დაუწყო. დაჯდო-
მა უნდოდა, მერხს ეძებდა; ამ დროს იგი კ-ის ბულვარზე მი-
დიოდა. მერხი ას ნაბიჯზე მოჩანდა წინ. რამდენადაც კი შეეძლო,
სწრაფად გაეშურა, მაგრამ გზად ერთი რამ შეემთხვა, რამაც მთე-
ლი მისი ყურადღება რამდენიმე წამით მიიპყრო...
მერხის თვალიერებაში, ასე ოც ნაბიჯზე, შენიშნა მიმავალი
ქალი, რომელსაც პირველად არავითარი ყურადღება არ მიაქ-
ცია, ისე, როგორც სხვა თვალმოკრულ საგნებს. ბევრჯერ მოს-
ვლია მაგალითად, სახლში ისე დაბრუნებულა, რომ აღარ ხსომე-
ბია, რომელი გზით მივიდა შინ; უკვე მიჩვეული იყო ასე
სიარულს, მაგრამ პირველი შეხედვითვე როგორღაც ისე უც-
ნაურად ეჩვენა მიმავალი ქალი, რომ უნებურად, ჯერ უნდობლად
და უხალისოდ, მერე კი ძლიერად და დაჟინებით მოუნდა, უცბად
გაეგო, რა ჰქონდა ამ ქალს ასეთი უცნაური? ჯერ ერთი, უთუოდ
გასათხოვარი უნდა ყოფილიყო, მასთან ძალიან ახალგაზრდა, ამ
სიცხე-პაპანაქებაში თავშიშველი, უქუდოდ და უხელთათმნოდ მი-
დიოდა, თან სასაცილოდ აქნევდა ხელებს. ტანთ მსუბუქი აბრეშუ-
მის კაბა ეცვა, ისიც ოდნავ შეკრული და უკან, წელთან, მთელი
ვეება ნაჭერი ჩამოსთრევდა. პაწია ყელსახვევი შიშველ ყელზე
მოეგდო, მაგრამ ისიც გვერდზე მოჰქცეოდა. დასასრულს, რო-
გორღაც ბორძიკით მიდიოდა, ხან აქეთ, ხან იქით გადადიოდა.
რასკოლნიკოვის მთელი ყურადღება ბოლოს ამ ქალმა მიიპ-
ყრო, სწორედ მერხთან დაეწია, მივიდა თუ არა ქალი, იქვე
დაეცა, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა, ალბათ
დაღლილობისგან. დააკვირდა თუ არა, მაშინვე მიხვდა რასკოლ-
ნიკოვი, რომ ქალი მთვრალი იყო. უცნაური და საშინელი იყო
ასეთი სანახაობის ცქერა. ხომ არ ვცდებიო, ისიც კი გაიფიქრა
რასკოლნიკოვმა. მის წინ იჯდა თექვსმეტი ან იქნებ თხუთმეტი
წლის პატარა, ქერა, ლამაზი გოგო, რომელსაც სახე ასწითლე-
ბოდა, ეტყობოდა, თითქმის აღარაფერი ესმოდა, ერთი ფეხი
მეორეზე შემოეგდო და ზომაზე მეტად გამოეწია წინ. ალბათ ბუნ-
დოვნად გრძნობდა, ქუჩაში იყო თუ სადმე სხვაგან.
რასკოლნიკოვი არ დაჯდა, მაგრამ წასვლაც არ უნდოდა,
იდგა ასე გაშტერებული. უიმისოდაც მუდამ მიყრუებულ ბულვარ-
ზე ახლა, ამ სიცხე-პაპანაქებაში, ორ საათზე, თითქმის სულ არა-
ვინ მოჩანდა. მხოლოდ ასე თხუთმეტიოდე ნაბიჯზე, ბულვარის
პირას იდგა ვიღაც ახალგაზრდა, რომელსაც, ეტყობოდა, გულით
უნდოდა ქალთან მისვლა რაღაც განზრახვით. უთუოდ იმასაც შო-
რიდან მოეკრა თვალი და დასწეოდა, მაგრამ რასკოლნიკოვმა
ხელი შეუშალა, გაბრაზებული შეჰყურებდა, თუმცა, ცდილობდა,
ეს არ შეენიშნა რასკოლნიკოვს და მოუთმენლად უცდიდა თავის
რიგს, როდის იქნებოდა და მოშორდებოდა ეს დაფლეთილ--
დაგლეჯილი მეტოქე. აშკარა იყო, რაც უნდოდა. მამაკაცი იქნე-
ბოდა ასე ოცდაათი წლისა, ჩასუქებული, ღაჟღაჟა, წითელტუჩე-
ბიანი და პაწიაულვაშიანი, ჯმუხი, საკმაოდ კოხტად ჩაცმული კა-
ცი. გული მოუვიდა საშინლად რასკოლნიკოვს და უნდოდა, უც-
ბად შეურაცხყოფა მიეყენებინა ამ ჩასუქებული ფრანტისთვის.
ერთ წუთს ქალს თავი გაანება და მამაკაცთან მივიდა.
– თქვენ ეი, სვიდრიგაილოვ! რა გნებავთ აქ? – შეუყვირა მან,
მუშტები მოიმარჯვა და გაიცინა სიბრაზისგან პირზე ქაფმორეულ-
მა.
– ეს რაღას ნიშნავს? – დაეკითხა მოღუშვით მამაკაცი, თან
ქედმაღლურად გაიკვირვა.
– რას და იმას, რომ დაიკარგოთ აქედან!
– როგორ მიბედავ, მუდრეგო!..
და წკეპლა მოუქნია. რასკოლნიკოვი მაშინვე მუშტით ეცა,
ისიც არ იფიქრა, რომ ჩასუქებული ვაჟბატონი თუნდ ორ მისნა-
ირს მოუგრეხდა კისერს. მაგრამ ამ დროს სწორედ ვიღაცამ მაგ-
რად ჩასჭიდა ხელი უკნიდან და შუაში პოლიციელი ჩაუდგა.
– კმარა, ბატონებო, ქუჩაში ჩხუბს ნუ ინებებთ. რა გინდათ?
ვინ ხართ? – მიმართა სასტიკად რასკოლნიკოვს და თან მის
ძონძებს დაუწყო თვალიერება.
რასკოლნიკოვმაც ყურადღებით გადახედა. ეს იყო ყოჩაღი
ნასალდათარი, ულვაშებსა და ორად გაყოფილ ქილვაშებში ცო-
ტათი ჭაღარაშერეული, გონიერი კაცი.
– მეც სწორედ თქვენ მინდოდით, – შესძახა რასკოლნიკოვმა
და მაშინვე ხელი დაუჭირა, – მე ვარ ნასტუდენტარი, გვარად
რასკოლნიკოვი. თქვენთვის იქნებ მეტი არ იყოს, იცოდეთ ეს, –
მიმართა ვაჟბატონს, – თქვენ კი მოდით, რა გიჩვენოთ...
დაუჭირა ხელი პოლიციელს და მერხთან მიიყვანა...
– უყურეთ აბა, მთვრალია უბედური; ეს-ეს არის, ბულვარზე
მოდიოდა: ვინ იცის, ვინ არის, მაგრამ არ ეტყობა, რომ ხელო-
ბად ჰქონდეს გადაქცეული. უფრო ახლოა ჭკუასთან, რომ დაათ-
ვრეს სადმე და მოატყუეს... პირველია უთუოდ...
გესმით? აიღეს მერე და ქუჩაში გამოაგდეს. უყურეთ აბა, კაბა
როგორ აქვს ჩამოხეული, როგორ აცვია, ეტყობა, თავად კი არ
ჩაუცვამს, ჩაუცმევიათ და ისიც კაცის მიჩვეული ხელით არის ჩაც-
მული, შეხედეთ, ახლა აი, ამ კოხტა ვაჟბატონს, რომელსაც ეს
არის, ჩხუბს ვუპირებდი, უცნობია, პირველად ვხედავ: მაგრამ გზა-
შივე თვალში ამოიღო მთვრალი. არაფერი რომ აღარ ესმოდა.
გულით უნდა, ახლა როგორმე ხელში იგდოს ასე უგონო და
გაიტაცოს სადმე... მერწმუნეთ, არ ვცდები. თვითონ ვხედავდი,
როგორ უთვალთვალებდა და მისდევდა, მაგრამ დავუშალე და
იცდის, როდის მოვშორდები. შეხედე აგერ, განგებ ცოტა იქით
გადადგა. ვითომ პაპიროსს ახვევს... რა ვქნათ, რომ ხელში არ
ჩაუვარდეს? კარგი იქნება, როგორმე შინ გავგზავნოთ, – იფიქ-
რეთ, აბა!
პოლიციელმა უმალ გაიგო და მოისაზრა ყველაფერი. ჩასუ-
ქებული ვაჟბატონის საქციელს მიხვდა. ქალის ამბავი იყო
ოღონდ გამოსაცნობი. პოლიციელი მისკენ დაიხარა, რომ უკეთ
დაეთვალიერებინა და გულწრფელი თანაგრძნობა აღებეჭდა სა-
ხეზე.
– ოჰ, სულ ბავშვი ყოფილა ეს საცოდავი! – ჩაილაპარაკა პო-
ლიციელმა და თავი გააქნია, – მოატყუეს უთუოდ! ყური მიგდეთ,
ქალბატონო, – დაუწყო ძახილი, – სადა ცხოვრობთ?
ქალმა დაღლილი, ამღვრეული თვალები გაახილა, კითხვის
დამსმელს როგორღაც უგონოდ გადახედა და ხელი გააქნია.
– გესმით? – უთხრა რასკოლნიკოვმა, – აი (და ჯიბეში ხელი
ჩაიყო, აბაზიანი იპოვა, ამოიღო), მეეტლე დაუჭირეთ და უბრძა-
ნეთ, ბინაზე მიიყვანოს. ეს კია, მისამართი უნდა გავიგოთ რო-
გორმე!
– ქალო, ჰა, ქალო, – ჩასძახა ისევ პოლიციელმა, რასკოლ-
ნიკოვს რომ ფული გამოართვა, – ახლავე ეტლს დაგიჭერთ და
მე თავად მიგიყვანთ შინ. სად მიბრძანდებით? ა? ბინად სად
ცხოვრობთ?
– მომშორდით!.. რას ჩამციებიხართ!.. – წაიდუდღუნა გოგომ
და ისევ ხელი გაიქნია.
– აბა, ეს რას ჰგავს! სირცხვილია! – პოლიციელმა კვლავ
თავი გააქნია; თან არცხვენდა, თან ებრალებოდა, თანაც ჯავრი
მოსდიოდა, – აი, ხათაბალა! – მიმართა რასკოლნიკოვს და ქურ-
დულად ისევ შეათვალიერა თავით ფეხებამდე. უთუოდ ისიც უც-
ნაურად ეჩვენა: ასეთ ძონძებშია გახვეული და ფულს კი იძლევა-
ო!
– შორს სად ნახეთ აქედან? – ჰკითხა რასკოლნიკოვს.
– აკი გეუბნებით, ჩემ წინ მოდიოდა ბულვარზე ბარბაცით.
მოვიდა თუ არა მერხთან, მაშინვე დაეცა.
– ოჰ, რა უსირცხვილობაა, ღმერთო, ამქვეყნად! ჯერ მიწას
არ ასცილებია და მთვრალი კია! ეჭვი არ არის, მოუტყუებიათ!
აგერ, კაბა დახეული აქვს... ოჰ, რა გარყვნილია ეს ჩვენი დრო!
ეტყობა, კეთილშობილი ვინმეა და ღარიბთაგანი... ბევრია ახლა
ამისთანა. გარეგნობითაც რომ ნაზია, ეტყობა, კაი ოჯახის შვილი-
ა.
და ისევ ქალისკენ დაიხარა.
იქნებ თვითონაც ჰყავდა ასეთი „ნაზად აღზრდილი“ ქალები,
რომლებიც ჰბაძავენ მაღალი წრის ქალების ჩვევებს და მოდის
ფეხის ხმას აჰყოლიან.
– უნდა ვეცადოთ როგორმე, ამ გაიძვერას არ ჩავუგდოთ
ხელში! – ეუბნებოდა რასკოლნიკოვი, – ხომ უარესად დასტან-
ჯავს და შეაგინებს! აშკარაა, რა განზრახვაც აქვს. ხედავთ, რომ
არ შორდება!
ელაპარაკებოდა ხმამაღლა და პირდაპირ კოხტა ვაჟბატონ-
ზე ანიშნებდა. იმანაც მოჰკრა ყური და უნდოდა კიდეც გაჯავრებუ-
ლიყო, მაგრამ გადაიფიქრა და მხოლოდ ზიზღითღა გადახედა.
ათიოდე ნაბიჯი კიდევ გადადგა მძიმედ და შედგა.
– ეგ კი შეიძლება არ დავანებოთ, – პასუხობდა დაფიქრებუ-
ლი უნტერ-ოფიცერი, – საქმე ის არის, გვითხრას, სად მივიყვა-
ნოთ, თორემ... ქალო, ჰა ქალო! – დაიხარა კვლავ პოლიციელი
მისკენ.
გოგომ უცებ თვალები გაახილა. კითხვის დამსმელს ყურად-
ღებით მიაცქერდა, თითქოს რაღაცას მიხვდაო, მერხიდან წა-
მოდგა და გასწია ისევ იქით, საიდანაც მოვიდა.
– ფუ, უსინდისოები, არ მასვენებენ! – ჩაილაპარაკა, ისევ გა-
აქნია ხელი და წინანდელივით ბარბაცით წავიდა. კოხტა ვაჟბა-
ტონიც მაშინვე უკან გაჰყვა, მხოლოდ მეორე ხეივნით, თან მიმა-
ვალს თვალს არ აშორებდა.
– ნუ წუხხარ, არ დავანებებ, – დაუძახა ულვაშა პოლიციელმა
და კვალდაკვალ გაჰყვა.
– ეე, რა გარყვნილია ეს ჩვენი დრო! – გაიმეორა ხმამაღლა
და ამოიოხრა.
სწორედ ამ დროს, თითქოს რაღაცამ მწარედ უჩხვლიტაო
რასკოლნიკოვს. თვალის დახამხამებაზე მთლად აირია, აიმ-
ღვრა.
– გესმის თქვენ, ეი! – მიაძახა ულვაშას.
პოლიციელი მოტრიალდა.
– თავი დაანებეთ, არ გინდათ, გაუშვით! ისიამოვნოს (ფრან-
ტზე მიუთითა). თქვენ რაღა გინდათ?
პოლიციელს ვეღარაფერი გაეგო და თვალებდაჭყეტილი იც-
ქირებოდა. რასკოლნიკოვმა გაიცინა.
– ეჰ! – ამოიგმინა ნამსახურალმა პოლიციელმა, ხელი ჩაიქ-
ნია და კოხტა ვაჟბატონსა და ქალს ფეხდაფეხ მიჰყვა, თან უთუ-
ოდ გაიფიქრა რასკოლნიკოვზე – ან გადარეულია, ან იმაზე
უარესიო.
„ჩემი აბაზი წაიღო, – ჩაილაპარაკა გულმოსულმა რასკოლ-
ნიკოვმა, მარტო რომ დარჩა, – ერთი ამდენსაც იმას გამოარ-
თმევს და გოგოს მიუგდებს. აი, რით გათავდება საქმე... არა, რას
ვეჩრებოდი ვითომ საშველად! ისიც მე? მაქვს კი უფლება ვისიმე
შველის? თუნდაც ცოცხლად გადაუყლაპავთ ერთმანეთი – მე
რა? ან ის აბაზი, როგორ გავბედე და მივეცი? ჩემი იყო განა?
მიუხედავად ამ უცნაური სიტყვებისა, იგრძნო მაინც, რომ რა-
ღაცამ საშინლად დაამძიმა. რასკოლნიკოვი მერხზე ჩამოჯდა. აზ-
რები აბნეული ჰქონდა... საზოგადოდ მეტად ემძიმებოდა იმჟამად
რამეზე ფიქრი. უნდოდა, ყველაფერი დაევიწყებინა, გარინდებუ-
ლიყო, მერე ისევ გამოეღვიძა და ახლად დაეწყო ცხოვრება...
– საბრალო გოგო! – გადახედა რასკოლნიკოვმა მერხის ცა-
რიელ კუთხეს, – გონს მოვა, იტირებს, მერე დედაც გაიგებს...
ჯერ ერთი-ორს მიარტყამს, მერე ზორბად მიჩეჩქვავს. იქნებ შინი-
დანაც გააგდოს... არ გააგდებს და სულერთია, დარია ფრანცოვ-
ნებს არა გამოეპარებათ რა! დაიწყებს ჩვენი გოგო აქეთ-იქით
ტანტალს... მერე საავადმყოფო მოჰყვება (ასე ემართებათ ყო-
ველთვის, როცა პატიოსანი დედების პატრონები უჩუმრად იწყე-
ბენ ეშმაკობას), მერე კი... მერე ისევ საავადმყოფო... ღვინო...
დუქანი... ისევ საავადყოფო.. ორი-სამი წლის შემდეგ კი მთლად
დასახიჩრდება. მაშასადამე, სულ რაღაც თვრამეტ-ცხრამეტი
წლის სიცოცხლე უწერია... არ მინახავს განა ამისთანები? მერე,
რა აიძულებთ ხოლმე! ყველას ერთი და იმავე... ფუ!.. თუმცა რა
ჩემი საქმეა! ამბობენ, ასე უნდა იყოსო. ყოველწლიურად უთუოდ
ამდენი და ამდენი პროცენტი უნდა მოგვწყდესო... რომ სხვები
გადაახალისოს და მათ ხელი არ შეუშალოს. პროცენტიო! საუც-
ხოო რამ სიტყვაა, დამამშვიდებელი, მეცნიერული. რაკი პროცენ-
ტი ითქვა, აქ საწუხარი აღარაფერია. სხვა სიტყვა რომ იყოს, მა-
შინ კი იქნებ საწუხარი ყოფილიყო... მერე დუნეჩკაც რომ პრო-
ცენტში მოჰყვეს, ჰა!.. იმაში თუ არა, სხვაში მაინც!
– მაგრამ სად მივალ, სად? – გაიფიქრა უცბად, – უცნაურია
სწორედ. აკი რაღაცისთვის წამოვედი. წავიკითხე თუ არა წერი-
ლი, მაშინვე წამოვედი... ვასილის კუნძულზე მივდიოდი რაზუმი-
ხინთან... მართლა, ახლა მომაგონდა... ჰო, მაგრამ რისთვის?..
ან საიდან შემიჯდა თავში, ისიც სწორედ ახლა, რაზუმიხინთან
წასვლა?.. საოცრებაა!..
თავისი მოქმედება თვითონვე აკვირვებდა. რაზუმიხინი იყო
ერთი მისი ნაამხანაგარი უნივერსიტეტიდან. უნივერსიტეტში ყოფ-
ნის დროს რასკოლნიკოვს თითქმის არ ჰყოლია მეგობრები; ყვე-
ლას ერიდებოდა, არავისთან არ დადიოდა და თვითონაც უგუ-
ლოდ იღებდა მათ. ამიტომაც მალე ყველა შემოეფანტა. არც სა-
ზოგადო კრებებზე, არც ლაპარაკში, არც გართობაში მონაწი-
ლეობას არ იღებდა. მეცადინეობდა თავგამოდებით, გულმოდგი-
ნედ და ამიტომაც ყველა პატივს სცემდა, მაგრამ დიდად არავის
უყვარდა. მეტად ღარიბი იყო, ხასიათითაც ამაყი და ზვიადი,
ამასთან, გულჩათხრობილიც; გეგონებოდა, რაღაც რამ აქვს და-
ფარული და დამალულიო. ზოგიერთ ამხანაგს ასეც კი ეგონა, ვი-
თომ ყველას ბავშვად გვთვლის და ქედმაღლულად გვიყურებსო;
თითქოს ყველასთვის გაესწრო, როგორც განვითარებით, ისე
ცოდნითა და რწმენით, ხოლო მათ რწმენასა და მისწრაფებას ყუ-
რადღების ღირსად არ რაცხდა.
რაზუმიხინს კი როგორც დაუახლოვდა, დაუახლოვდა კი არა,
უფრო გულს უერთებდა, არ ერიდებოდა. მაგრამ რაზუმიხინთან
სხვაგვარი დამოკიდებულება არც შეიძლებოდა. ეს იყო მეტისმე-
ტად მხიარული, ყველასთან გულახდილი ყმაწვილი, უზომოდ კე-
თილი და უბრალო, თუმცა, ამასთან, სულით ღრმა და საკუთარი
ღირსების მქონე. მის საუკეთესო ამხანაგებს კარგად ესმოდათ ეს
და ამიტომაც უყვარდათ. ჭკვიანი იყო, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად
უბრალოც. გარეგნობაც განსაკუთრებული ჰქონდა – მაღალ--
მაღალი, გამხდარი, მუდამ ცუდად გაპარსული და შავთმიანი.
ზოგჯერ აურზაურის ჩამოგდებაც იცოდა და ღონიერის ხმა ჰქონ-
და გავარდნილი. ერთხელ, ღამით, ამხანაგური ქეიფის დროს,
ერთი დარტყმით დასცა ძირს მშვიდობიანობისა და წესიერების
ზორბა დამცველი. გაუთავებელი სმა შეეძლო, მაგრამ შეეძლო
სრულიად არ დაელია; ზოგჯერ გიჟმაჟობაც იცოდა, მაგრამ უამი-
სობაც შეეძლო. კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ არავითარი
მარცხი გულს არ უტეხდა, ვერავითარი მძიმე გარემოება ვერ
დასჯაბნიდა. შეეძლო, ბინად ჩარდახში ეცხოვრა და ჯოჯოხეთუ-
რი სიცივე აეტანა. მეტად ღარიბი იყო და თავს მხოლოდ საკუთა-
რი შრომით ირჩენდა, რაღაც-რაღაც სამუშაოებით შოულობდა
ფულს. ათას სხვადასხვა წყაროს გამოძებნიდა, რომ საკუთარი
შრომით თავი გაეტანა... ერთხელ მთელი ზამთარი ოთახში ცეც-
ხლი არ აუნთია, ყველას არწმუნებდა, ასე უფრო სასიამოვნო
არისო, სიცივეში ადამიანს უკეთ სძინავსო. ამჟამად ისიც იძულე-
ბული შეიქნა უნივერსიტეტიდან გამოსულიყო, მაგრამ დიდი ხნით
კი არა; ყოველ ღონეს მიმართავდა, საქმეები გამოესწორებინა
და ისევ სწავლას შესდგომოდა. ოთხი თვე იყო უკვე თითქმის,
რასკოლნიკოვი რაზუმიხინთან არ ყოფილა. მან ხომ სულაც არ
იცოდა რასკოლნიკოვის ბინა. ამ ორი თვის წინათ შემთხვევით
დაინახეს ქუჩაში ერთმანეთი, მაგრამ რასკოლნიკოვმა მაშინვე
პირი იბრუნა და ქუჩის მეორე მხარეზე გადაუხვია, რომ რაზუმი-
ხინს არ შეენიშნა; რაზუმიხინმაც შენიშნა, მაგრამ გვერდი აუქცია,
არ უნდოდა მეგობარი შეეწუხებინა.

„მართლაცდა, ამ წინაზე მინდოდა რაზუმიხინისთვის სამუშაო


რამ მეთხოვა: ან გაკვეთილები, ან სხვა რამ საქმე... – ფიქრობდა
რასკოლნიკოვი, – მაგრამ ახლა რიღათი მიშველის? ვთქვათ,
გაკვეთილებიც მიშოვა, უკანასკნელი კაპიკიც გამიზიარა, თუკი
აქვს; ვთქვათ, წაღებიც ვიყიდე და ტანისამოსიც განვიახლე, რომ
გაკვეთილებზე შევძლო სიარული... ჰმ!.. მერე, მერე რა იქნება?
რას ვიზამ იმ შაურებით?.. განა ჩემთვის ახლა ესაა საჭირო? სა-
საცილოა სწორედ, რომ რაზუმიხინთან მივდიოდი...“
რაზუმიხინთან წასვლის ამბავი საშინლად აწუხებდა ახლა,
უფრო მეტად, ვიდრე თავად ეჩვენებოდა და შეშფოთებული, რა-
ღაც ბედით აზრს უძებნიდა ამ სრულიად ჩვეულებრივსა და უბრა-
ლო მოქმედებას.
„ნუთუ მართლა საქმის გამოკეთებას რაზუმიხინისგან ველო-
დი და ერთადერთ ხსნადაც ისღა მიმაჩნდა?“ – ეკითხებოდა საკუ-
თარ თავს გაკვირვებული და თან შუბლს ისრესდა.
გასაოცარია სწორედ! როგორღაც უცბად, თითქმის თავისთა-
ვად, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ერთმა მეტად უცნაურმა აზრმა
გაურბინა თავში.
„ჰმ... რაზუმიხინთან, რასაკვირველია, წავალ... – ჩაილაპარა-
კა უცბად სრულიად დამშვიდებულმა, თითქოს საბოლოოდ გა-
დაწყვიტაო, – მაგრამ ახლა არა... მე მასთან... მეორე დღეს წა-
ვალ, როდესაც იმას მოვრჩები და ყველაფერს ახლიდან დავიწ-
ყებ...“
და უცბად გამოერკვა.
„როდესაც მოვრჩები? – შეჰყვირა და მერხიდან წამოიწია, –
მერე, ნუთუ მართლა ჩავიდენ ამას? ნუთუ მართლა?“
წამოდგა მერხიდან და გასწია, თითქმის გაიქცა. უნდოდა
უკანვე დაბრუნებულიყო და შინ წასულიყო, მაგრამ უცბად საშინ-
ლად შეეზიზღა შინ დაბრუნება: იქ, იმ საზარელ, კოლოფის
მსგავს ოთახში. მთელი თვეა აგერ ყოველივე ეს მოისაზრა და
გადაწყვიტა, ამიტომაც იქითკენ გასწია, თვითონაც რომ არ იცო-
და.
ნერვების თრთოლა ციებიანის ცახცახად გადაექცა. იგრძნო,
რომ შეაჟრჟოლა კიდეც. ირგვლივ სიცხე იყო და მას კი სციოდა.
ყოველ საგანს რაღაც ძალდატანებით, თითქმის უაზროდ აჩერ-
დებოდა, თითქოს უნდა გაერთოსო, მაგრამ ამაოდ, – ვერ ახერ-
ხებდა, რაღაც ფიქრი ართმევდა თავს. როგორც კი თავს მაღლა
აიღებდა და ირგვლივ მიმოიხედავდა, ივიწყებდა მაშინვე, რაზეც
ფიქრობდა და თითქმის იმასაც, სად მიდიოდა. ასე გაიარა მთე-
ლი ვასილის კუნძული, გავიდა მალაია ნევაზე, გადავიდა ხიდზე
და კუნძულებისკენ გადაუხვია. ქალაქის მტვერს, კირსა და უშვე-
ლებელ, სულის შემხუთველ სახლებს მიჩვეულ მის დაღლილ
თვალებს ეს სიგრილე და მწვანე ეამა კიდეც პირველად. აღარც
შეხუთული ჰაერი იყო სადმე აქ, აღარც ყროლის სუნი, აღარც
წვრილი სამიკიტნოები, მაგრამ მალე ეს ხალხი, სასიამოვნო შეგ-
რძნებები ავადმყოფური და შემაწუხებელი გახდნენ. ხანდახან
რომელიმე მწვანით დაფარული აგარაკის წინ შედგებოდა, გადა-
ხედავდა გალავანს, შორიდან გაჰყურებდა აივნებსა და ტერასებ-
ზე მოსეირნე კოხტად მორთულ ქალებსა და ბაღში მოთამაშე
ბავშვებს. განსაკუთრებით ყვავილები ართობდა. ყველაზე მეტად
მათ აკვირდებოდა ხოლმე. მრავალი მდიდრული ეტლიც შემოხ-
ვდა წინ, ცხენებით მოსეირნე ვაჟები და ქალებიც; ცნობისმოყვა-
რეობით ადევნებდა მათ თვალს, მაგრამ თვალთაგან მიფარებამ-
დე ივიწყებდა. ერთხელ შედგა კიდეც და ფული დაითვალა: სულ
რაღაც ექვსი შაური აღმოაჩნდა, „აბაზი პოლიციელს მივეცი. სამი
კაპიკი – ნასტასიას, წერილის... ჩანს, მაგ მარმელადოვებისთვის
გუშინ ან ორი აბაზი და შვიდი კაპიკი მიმიცია, ან ათი შაური“, –
გაიფიქრა ანგარიშებში წასულმა, მაგრამ მალე ისიც დაავიწყდა,
ფული რისთვის ამოიღო ჯიბიდან, მხოლოდ მაშინ მოაგონდა,
დუქანს რომ ჩაუარა და შიმშილი იგრძნო... შევიდა დუქანში, და-
ლია ერთი ჭიქა არაყი და რაღაც ღვეზელი მიატანა. დიდი ხანი
იყო, არაყი არ დაელია, ამიტომაც უცბად მოეკიდა, თუმცა ერთი
პატარა ჭიქის მეტი არ დაულევია. ფეხები მოეკვეთა და იგრძნო,
რომ ძილი ეპარებოდა. მაშინვე შინისკენ გასწია, მაგრამ პეტრეს
კუნძულს რომ მიაღწია, სრულიად დაუძლურებული შედგა. გზი-
დან გადაუხვია, ბუჩქებში შევიდა, ბალახზე დაეცა და იმავე წამს
ჩაეძინა.
როცა უქეიფოდ ხარ, სიზმრები ხშირად საკმაოდ მკაფიოა,
ნამდვილს საშინლად ჰგავს. ზოგჯერ საზარელი სურათი წარმო-
უდგება სიზმრად ადამიანს, მაგრამ გარემოება და მთელი პრო-
ცესი ნანახისა და ამ სურათის ყველა წვრილმანი ურთიერთში ისე
მხატვრულადაა შეთანხმებული, რომ ცხადლივ მათ გამოგონებას
ვერასგზით ვერ მოახერხებდა სიზმრის მნახველი, თუნდაც პუშკი-
ნი და ტურგენევი და სხვა ნებისმიერი ხელოვანიც. ასეთი ავად-
მყოფური სიზმრები დიდხანს აღარ ავიწყდება მნახველს და ადა-
მიანის მოშლილ, აგზნებულ ორგანიზმზე დიდ შთაბეჭდილებას
იქონიებს ხოლმე.
საზარელი რამ დაესიზმრა რასკოლნიკოვს. ნახა, ვითომ ბავ-
შვია ჯერ ისევ და თავის მშობლიურ ქალაქშია. შვიდი წლისაა.
ერთ უქმე დღეს, საღამო ხანს, მამასთან ერთადაა ქალაქგარეთ.
უჟმური ამინდია, ჰაერი ჩახუთული, ადგილიც სწორედ ისეთია,
როგორიც ახსოვდა ისე კარგად, როგორც ახლა ნახა სიზმარში.
ტირიფის ხსენებაც კი არსად არის ახლომახლო. სადღაც, ძალი-
ან შორს, ცის დასავალზე, პატარა შავი ტყე მოჩანს. ქალაქის უკა-
ნასკნელი ბოსტნის შორიახლოს, სულ რამდენიმე ნაბიჯზე, დიდი
დუქანია, რომელიც მუდამ უსიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა
მასზე და შიშსაც კი ჰგვრიდა, მამასთან სეირნობის დროს რომ
გვერდით ჩაუვლიდა. იქ მუდამ ხალხი იყო ხოლმე თავმოყრილი;
ღრიალებდნენ, ხარხარებდნენ, ხრინწიანი ხმით მღეროდნენ და
ხშირად ჩხუბობდნენ კიდეც; დუქნის გარშემო მუდამ გალეშილი
და საშინელი შესახედავი ადამიანები დაძრწოდნენ. რამდენიც კი
შემოხვდებოდათ ვინმე ასეთი, იმდენი მიეკვრებოდა მამას და
კანკალი აიტანდა. დუქნის გვერდით სოფლის გზა გადის, მუდამ
მტვრიანი, ტალახიანი, შავი. მიდის, მიიკლაკნება გზა და ასე სა-
მასიოდე ნაბიჯზე ქალაქის სასაფლაოზე უხვევს მარჯვნივ. სასაფ-
ლაოს შუაგულში ქვის საყდარია აღმართული, მწვანეგუმბათიანი.
წელიწადში ერთი-ორჯერ მოვიდოდა ხოლმე აქ თავის დედ--
მამით და დიდი ხნის მიცვალებული, უნახავი ბებიის სულის მო-
სახსენებლად პანაშვიდს გადაახდევინებდნენ. ახსოვს ისიც, რომ
თან უთუოდ წანდილს მოიტანდნენ თეთრი ბადიით, ხელსახოცში
გამოკრულს. წანდილი შაქრიანი იყო, ბრინჯის, ქიშმიშით შეზავე-
ბული, რომელიც ჯვარედინად ჰქონდა ხოლმე ზემოდან მოყრი-
ლი. ძალიან უყვარდა ეს საყდარი და მისი ძველისძველი შეჭედი-
ლი ხატებიც, თავცანცარა მოხუცი მღვდელიც. ბებიის საფლავის
გვერდით იყო საფლავი მისი პატარა ძმისა, რომელიც ექვსი
თვისა მოჰკვდომოდათ და არ ახსოვდა სრულიად, ისევე, რო-
გორც არ ახსოვდა ბებია. მაგრამ იცოდა, რომ პატარა ძმა ჰყავ-
და, და ისიც, როგორც კი ავიდოდა სასაფლაოზე, მაშინვე მოწი-
წებითა და სასოებით მივიდოდა, გადაიწერდა საფლავის წინ
პირჯვარს და ემთხვეოდა ხოლმე. აგერ ეზმანება: ის და მამა სა-
საფლაოსკენ მიდიან, დუქანს უნდა აუარონ. მამა-შვილს ხელი
აქვთ ჩაჭიდებული. შეშინებული შვილი დუქანს გაჰყურებს, განსა-
კუთრებულმა რამ გარემოებამ მიიზიდა მისი ყურადღება: ამჟამად
იქ ათითქოს სეირნობაა. სადღესასწაულოდ გამოწყობილ მდა-
ბიო დედაკაცებს, მათ ქმრებსა და სხვა ათასი ჯურის ხალხს მოუყ-
რია თავი. ყველა მთვრალია, ყველა მღერის. დუქნის გვერდით
ფორანი დგას, მაგრამ როგორღაც უცნაურია ფორანი. ეს არის
რაღაც უზარმაზარი დიდი ფორანი, რომლითაც გადააქვთ საქო-
ნელი და ღვინის კასრები. მუდამ უყვარდა ამ გრძელფაფრიანი
ცხენების ყურება, მშვიდად რომ მიდიან, ნელი ნაბიჯით, თან მთე-
ლი გორა ბარგი მიაქვთ და დაბარგული ფორანი თითქოს უფრო
ემჩატებათ, ვიდრე უბარგო. მაგრამ უცნაურია, ახლა ამ ვეება
ფორანში გამხდარ-გამხდარი, ჭანკა ჩალისფერი ჯაგლაგი
შეუბამთ, სწორედ ისეთი, როგორიც ხშირად თივის ან შეშის ფო-
რანში უნახავს შებმული, როცა წელჩაწყვეტილს მძიმე ტვირთის-
გან, განსაკუთრებით თუ ტალახში ჩაეფლო ფორანი ან კვალში
სადმე ჩაიჭედა, გლეხები უმოწყალოდ სცემენ შოლტს, ზოგჯერ
პირდაპირ თავ-პირსა და თვალებში. მას კი ისე საშინლად ებრა-
ლებოდა, ეცოდებოდა, თითქმის ტიროდა კიდეც, დედაც არ ანე-
ბებს ყურებას და ფანჯარას აშორებს. მაგრამ აგერ, უცბად ხმაური
ატყდა: დუქნიდან სიმღერ-სიმღერით, ბალალაიკებითა და ღრი-
ანცელით გამოდიან წითელ და ლურჯპერანგა ჯუდაწამოსხმული,
გალეშილი, ზორბა გლეხები. „დასხედით, ყველანი დასხედით! –
ყვირის ერთი კისერგასივებული, წამოჭარხლებული ახალგაზ-
რდა, – ყველას წაგიყვანთ, დასხედით!“
– მაგ ჯაგლაგით უნდა წაგვიყვანოს! – ისმის სიცილ-ხარხარი.
– შენ ჭკუაზე თუ ხარ, მიკოლკა, ეგ ჭაკი ცხენი ფორანში რო-
გორ შეგიბამს?
– როგორ გგონიათ, ძმებო, ოცი წლის ხომ უთუოდ იქნება ეგ
ჯაგლაგი!
– დასხედით-მეთქი, ყველას წაგიყვანთ! – ყვირის ისევ მი-
კოლკა, შეხტება ფორანზე, აიღებს სადავეს და კოფოზე დადგე-
ბა, – ქურანა ბედაური წეღან მათემ წაიყვანა, ეგ ჭაკი კი, ძმებო,
ნაღველას მისივებს: მოსაკლავად არ დავინდობდი, ტყუილად
ვაჭმევ. გეუბნებით, დასხედით-მეთქი! სულ ჭენებით წაგიყვანთ, მე
და ჩემმა ღმერთმა! – და შოლტს იღებს ხელში, სიამოვნებით
უპირებს ჩალისფერ ჭაკს აჭრელებას.
– დასხედით, რაღას უცქერით! – ხითხითებს ხალხი, – გეს-
მით, ჭენებით წავაო!
– ათი წელიწადია მგონი, არ გაჭენებულა!
– გაჭენდება.
– არ შეიბრალოთ, ძმებო, ყველამ შოლტი აიღეთ, მოემზა-
დეთ!
– აგრე, აბა, აი! დაჰკა!
ყველა მიკოლკას ფორნისკენ მიიწევს ხარხარითა და ლაზ-
ღანდარობით, ექვსი კიდევაც ჩაუჯდა. მაგრამ კიდევ ჩაეტევა. ფო-
რანში ჩაისვეს ერთი სქელი, სახეღაჟღაჟა დედაკაციც. ტანთ წი-
თელი ლეინი აცვია, ფეხთ – თექის ფეხსაცმელი, თავსამკაული
მძივებითა აქვს მორთული; თხილს აკნატუნებს და იღრიჭება.
ხალხშიც ყველა იცინის, მაგრამ ან კი როგორ არ გაიცინონ, რო-
ცა ამ ჯაგლაგმა ჭაკმა ამდენი ადამიანი ოთხით უნდა წაიყვანოს!
ფორანში მჯდომმა ორმა ახალგაზრდამ მაშინვე შოლტი მოიმარ-
ჯვა, უნდოდათ მიკოლკასთვის ეშველათ. გაისმა „აჩუ!“ და ჯაგ-
ლაგმაც გაიწია, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მაგრამ არამცთუ
ოთხით, რიგიანი ნაბიჯიც ვერ გადადგა. ძლივს მიბანცალებს,
თან ქლოშინებს და სამ-სამი შოლტის ჟაპაჟუპი სეტყვასავით
წელს სწყვეტს. ფორანში მჯდომი თუ შეგროვილი ხალხი სიცი-
ლით იხოცება, მიკოლკა კი ბრაზობს და გაცოფებული დარ-
ტყმებს უხშირებს, თითქოს ჰგონია, მართლა გაქუსლავსო.
– გამიშვით მეც, ძმებო! – ღრიალებს ვიღაც მადაგახსნილი
ჯეელი ხალხიდან.
– დასხედით! ყველანი დასხედით! – ყვირის მიკოლკა, – ყვე-
ლას წაგიყვანთ. ტყავს გავაძრობ ცემით! – და სცემს, რაც შეუძ-
ლია. აღარც იცის, სიბრაზისგან როგორ მოიქცეს.
– მამა, მამილო, – უყვირის იგი მამას, – მამილო, რას სჩადი-
ან? საბრალო ცხენს სცემენ!
– წავიდეთ, წავიდეთ! – ეუბნება მამა, – მთვრალები არიან,
გიჟები, ტუტუცები, ნუ უყურებ! – და უნდა წაიყვანოს, მაგრამ ხე-
ლიდან უსხლტება და თავდავიწყებული ცხენისკენ გარბის. ცხენს
უკვე თავისი დამართვია, სული უგუბდება, მერე ისევ გაიწევს,
თითქმის ძლივსღა დგას ფეხზე.
– დაჰკათ, მოკალით ცემით! – ღრიალებს მიკოლკა, – რახან
აგრეა საქმე!
– ღმერთი არ გწამს, თუ რა არის, შე შეჩვენებულო! – უყვი-
რის ვიღაც მოხუცი შეკრებილთაგან.
– გინახავთ განა, ამისთანა ჯაგლაგს ამოდენა ტვირთი მიჰ-
ქონდეს, – ამბობს მეორე.
– ხომ სული ამოხადე! – უყვირის მესამე.
– შენთვის იყავ! ჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამ. დასხე-
დით კიდევ! მინდა ოთხით წავიდეს, მორჩა და გათავდა!..
უცებ ყველას სიცილი წასკდა. ვერ აიტანა ჭაკმა ამხელა ბარ-
გი და დაუძლურებურმა ტლინკები ყარა. მოხუცმაც ვეღარ შეიკა-
ვა თავი და გაეცინა. მართლაცდა, ჯაგლაგი ჭაკი ფეხზე ძლივს
იდგა, წიხლებს კი ყრიდა!
ხალხიდან ორმა ჯეელმა კიდევ მომართა შოლტი და ცხენის-
კენ გამოეშურა, რომ გვერდები შეეხურებინათ.
– თავში დაჰკა, თვალებში, თვალებში! – ყვირის მიკოლკა.
– ვიმღეროთ, ძმებო! – ამბობს ვიღაც ფორნიდან და მაშინვე
ისმის მხიარული სიმღერა, დაფის ჟღარუნი, სტვენა. დედაკაცი კი
თხილს აკნატუნებს და იღრიჭება.
...ხედავს, რომ თვითონ ცხენის გვერდით დარბის, წინიდან
უვლის; ხედავს, როგორ სცემენ საცოდავ პირუტყვს. ტირის, გუ-
ლი უჩუყდება, ცრემლად იცლება. ერთხელ ვიღაცის მოქნეული
შოლტიც კი მოხვდა სახეში, მაგრამ როდი გრძნობს, ხელებს იმ-
ტვრევს, ღრიალებს და ჭაღარა მოხუცისკენ გარბის, რომელიც
თავის ქნევით ჰკიცხავს ამ ამბავს. ერთი ვიღაც დედაკაცი ხელს
სტაცებს და წაყვანას ლამობს, მაგრამ გაუსხლტება და ისევ ცხე-
ნისკენ მირბის. ძალა აღარ აქვს საცოდავს, მაგრამ კიდევ იწიხ-
ლება.
– შე მგლის ლუკმავ, შენა! – ყვირის ბრაზმორეული მიკოლ-
კა, გადააგდებს შოლტს, დაიკუზება და ფორნიდან გრძელსა და
მსხვილ ხელნას გამოაძრობს. წაავლებს ბოლოში ორივე ხელს
და რაც ძალი და ღონე აქვს, უღერებს ცხენს.
– აი, ახლა კი დასცხებს! – ყვირიან ირგვლივ.
– მოკლავს!
– ჩემი არ არის?! – ბღავის მიკოლკა და, რაც ძალი აქვს, მო-
უქნევს, – დაჰკათ, დაჰკათ! რას დადექით! – უყვირიან ბრბოდან.
მიკოლკა ახლა მეორედ მოუღერებს და უბედურ ჯაგლაგს
წელში სთავაზობს. საბრალო თითქმის მთლად ჩაიკეცავს წელს,
მაგრამ წამოხტება და მაინც ეწევა, ეწევა, რაც შეუძლია, აქეთ--
იქიდან კი ექვს შოლტს გააქვს ტყლაშატყლუში და ხელნაც მესა-
მედ ხვდება მძიმედ, მერე მეოთხედ. მიკოლკა ლამისაა გადაირი-
ოს, რომ ერთი დაკვრით ვერ დააწვინა.
– გაუძლო, გაუძლო! – ყვირიან გარშემო.
– ახლა კი უთუოდ წაიქცევა, ძმებო, მორჩა! – ამბობს ხალხი-
დან ვიღაც გახალისებული მაყურებელი.
– ცული მაგას და ერთი დაკვრით გაათავე ბარემ, – ყვირის
მესამე.
– აგრემც შეგჭამონ კოღოებმა, – ღრიალებს გამწარებული
მიკოლკა, ხელნას ხელს უშვებს, დაიკუზება და ფორნიდან რკი-
ნის კეტს აძვრენს. აჩუ, აჩუ-მეთქი! – ყვირის და, რაც ძალი და
ღონე აქვს, საბრალო ცხენს უღერებს. მძლავრმა დარტყმამ
წააბარბაცა ჭაკი, ჩაიკეცა, მერე დააპირა წამოწევა, მაგრამ
მეორედ სდრუზეს კეტი წელში და საბრალო ცხენიც წაიქცა, თით-
ქოს ოთხივე ფეხი ერთად დაასხიპესო.
– დაჰკათ, მოკალით, – ბღავის მიკოლკა და თავდავიწყებუ-
ლი ფორნიდან ხტება. რამდენიმე მთვრალი, წამოჭარხლებული
ჯეელი, – ვინ შოლტით, ვინ ჯოხით, ვინ ხელით, – საბრალო მო-
მაკვდავი ცხენისკენ მიეშურებიან. მიკოლკა გვერდიდან მიადგება
და კვლავ რკინის კეტს ჩასცემს წელში. ჯაგლაგი წელს წინ წაიწ-
ვდის, ღრმად ამოიქნეშავს და კვდება.
– მოკლა და ეგ არის! – ყვირის ხალხი.
– რად არ წავიდა ოთხით!
– ჩემი არ არის?! – ღრიალებს თვალებდასისხლიანებული
მიკოლკა და ხელში რკინის კეტს ატრიალებს. დგას და ნანობს
თითქოს, რომ საცემი აღარავინ ჰყავს.
– ღმერთი არ გწამს, გეტყობა! – ყვირიან ბრბოდან.
მაგრამ საბრალო ბავშვსაც აღარაფერი ახსოვს. შეიჭრება
ხალხში, მივა ცხენთან, შემოხვევს დასისხლიანებულ მკვდარ
თავზე ხელებს და კოცნის; კოცნის თვალებში, დრუნჩში... მერე
უცბად წამოხტება და გაბრაზებული მიკოლკასკენ გაქანდება მუშ-
ტებმოღერებული. სწორედ ამ დროს წამოეწევა მამა, რომელიც
კარგა ხანია უკან დასდევდა დასაჭერად, წაავლებს ხელს და
ბრბოდან გამოიყვანს.
– წავიდეთ, წავიდეთ! – ეუბნება მამა, – შინ წავიდეთ!
– მამილო! რად... რად მოკლეს... საბრალო ცხენი! – ტირის
გულამომჯდარი, თან სუნთქვა უჭირს, სიტყვები ნაწყვეტ-ნაწყვეტ,
ყვირილით ამოსდის ყელიდან.
– მთვრალები არიან... გიჟობენ... რა ჩვენი საქმეა... წავიდეთ!
– ეუბნება მამა. მამას ხელებს შემოხვევს, მაგრამ გული მკერდში
აღარ ეტევა. უნდა სული მოიბრუნოს, დაიყვიროს, მაგრამ სწო-
რედ ამ დროს გაეღვიძება.
გაეღვიძა... მთლად ოფლში ცურავდა, თმა დასველებოდა,
ძლივსღა სუნთქავდა. შეშინებული წამოდგა.
– მადლობა ღმერთს, სიზმარი ყოფილა! – თქვა გულმობრუ-
ნებულმა და ხის ძირას დაჯდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, – მაგ-
რამ რას ნიშნავდა ყოველივე ეს?.. რა საძაგელი სიზმარი ვნახე!..
მთელი ტანი თითქოს მოშლილი ჰქონდა. გულდახურული და
მჭმუნვარე იყო. იდაყვები მუხლებზე დაიწყო და თავით ხელებს
დაებჯინა.
„ღმერთო ჩემო! – შესძახა უცბად, – ნუთუ მართლა, ნუთუ
მართლა ცულს ავიღებ და იმით ჩავუჩეჩქვავ თავს... გავტეხ კლი-
ტეს, მოვიპარავ და მერე სისხლში მოთხვრილი დავიმალები...
ცულიანად... ნუთუ, ღმერთო?“
ამბობდა და შემოდგომის ფოთოლივით ცახცახებდა.
ეს რა მომდის, რასა ვიქმ? – განაგრძობდა ფიქრს გაკვირვე-
ბული, – ხომ ვიცოდი, ვერ გავუძლებდი, აქამდე რაღატომ ვწვა-
ლობდი? აკი გუშინვე, საცდელად რომ წავედი... გუშინვე მივხვდი,
ვერ ავიტან-მეთქი... მაშ, ახლა რაღას ვაკეთებ? აქამდე რაღას
ვეჭვობდი? გუშინ არ იყო, კიბეზე რომ ჩავდიოდი, თვითონ
ვთქვი, საძაგლობა, საზიზღრობა და სიმდაბლეა-მეთქი... მე არ
ვიყავი, ყოველივე ამის ცხადლივ წარმოდგენამ გული რომ ამი-
რია და შემზარა?..
– არა, ვერ მოვითმენ, ვერა! დე, სწორი იყოს ჩემი ანგარიში;
დე, ყოველივე, რაც ამ თვეში გადავწყვიტე, დღესავით ნათელი
და არითმეტიკასავით ნაღდი იყოს! ღმერთო! ხომ სულერთია,
ვერ გავბედავ! ვერ გავუძლებ, ვერა... მაშ, აქამდე რაღას ვახა-
ნებ..
წამოდგა ზეზე, გაკვირვებულმა მიიხედ-მოიხედა, თითქოს
ეუცნაურა, აქ რა მინდაო, და ტ-ის ხიდისკენ გასწია. გაფითრებუ-
ლიყო, თვალები ანთებოდა, სხეული მთლად დაუძლურებული
ჰქონდა, მაგრამ მაინც მსუბუქად იწყო როგორღაც სუნთქვა. იგ-
რძნო, რომ უკვე მოეშვა საზარელი ტვირთი, ამდენ ხანს რომ
სულს უხუთავდა. უეცრად სიმსუბუქე და სიმშვიდე იგრძნო. „ღმერ-
თო! – წარმოთქვა ჩურჩულით, – მიჩვენე გზა. ვინაიდან ვგმობ ამ
წყეულ ოცნებას... ჩემსას“.
ხიდზე გადავიდა. უკვე დაწყნარებული და დამშვიდებული
გაჰყურებდა ნევას და წითლად გავარვარებულ დაისს. სისუსტეს
გრძნობდა, მაგრამ დაღლილობა უკუეგდო, თითქოს გულიდან
მთელი თავისი დაგუბებული იარა უცბად გამოერწყოო. ოჰ, თავი-
სუფლებავ!.. თავისუფალია იგი ახლა ყველა ამ ჯადოქრობა--
გრძნეულებისა და ხიბლისგან!
შემდეგში რომ მოიგონებდა ხოლმე ამ დროს და ყოველივე
იმას, რაც იმ დღეებში გადახდა, რაღაც ცრუმორწმუნე შიშს
ჰგვრიდა ერთი გარემოება. თუმცა არაჩვეულებრივი არაფერი
იყო ამაში, მაინც მუდამ ბედისწერას უკავშირებდა ამ ამბავს. სა-
ხელდობრ: ვერ გაეგო და ვერაფრით აეხსნა, რად მოხდა ისე,
რომ დაღლილმა და დატანჯულმა, შინ მოკლე და პირდაპირი
გზით დაბრუნების ნაცვლად, გზა გაიგრძელა, სენის მოედანზე გა-
მოიარა (რაც სრულიად ზედმეტი იყო) და ისე დაბრუნდა სახლში.
გასავლელი გზა დიდი არ იყო, მაგრამ აშკარად უაზრო კი ეთ-
ქმოდა. რასაკვირველია, ბევრჯერ სხვა დროსაც დაბრუნებულა
შინ ისე, რომ არ ხსომებია, რა ქუჩები გამოიარა. მაგრამ რატომ
მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი და ამავე დროს უაღ-
რესად შემთხვევითი შეხვედრა სენაზე (სადაც არც კი უნდა გაევ-
ლო) სწორედ მისი ცხოვრების ისეთ დროსა და წამს, სწორედ
ისეთი სულიერი განწყობისას და ისეთ გარემოებაში, როცა ამ-
გვარ შეხვედრას შეეძლო გადამწყვეტი და საბოლოო გავლენა
მოეხდინა მთელ მის ბედზე?.. თითქოს განგებ უცდიდაო ამ ადგი-
ლას...
ასე ცხრა საათი იქნებოდა, სენის მოედანზე რომ გაიარა.
ფეხზე თუ ფარდულებში მოვაჭრენი, აგრეთვე წვრილი მედუქ-
ნეები და მეწვრილმანეები, ყველანი, საქონელს ალაგებდნენ და
დუქნებს კეტავდნენ, შინისკენ აპირებდნენ წასვლას. მყიდველე-
ბიც შეთხელებულიყვნენ. დუქან-სასადილოების დაბალ სართუ-
ლებსა და ჭუჭყიანი, ტალახიანი, აყროლებული სენის მოედნის
ეზოებში, უფრო კი სასმელების დუქნების მახლობლად, ყველგან
სხვადასხვა ჯურის მრავალი წვრილი მრეწველი თუ უბრალო მო-
ვაჭრე ირეოდა. აი, სწორედ ეს ადგილები და მათ მახლობლად
მდებარე ქუჩის შესახვევები უყვარდა რასკოლნიკოვს, როცა კი
უმიზნოდ გამოვიდოდა ხოლმე ქუჩაში გასავლელად. იცოდა,
რომ მისი ძონძები აქ არავის ზვიად ყურადღებას არ მიიპყრობდა
და შეეძლო, როგორც უნდოდა, ისე ევლო, არავისი არ შერცხვე-
ბოდა. კ-ის შესახვევთან, კუთხეში, ვიღაც მდაბიო მოვაჭრე და მი-
სი ცოლი ვაჭრობდნენ ორ დახლზე ძაფებით, ზონრებით, ჩითის
თავშლებითა და სხვა მსგავსი წვრილმანით. ისინიც შინ წასას-
ვლელად მომზადებულიყვნენ, მაგრამ ვიღაც ნაცნობ ქალს გამო-
ლაპარაკებოდნენ და შეჰგვიანებოდათ. ეს გახლდათ ლიზავეტა
ივანოვნა, ანუ, როგორც ყველა ეძახდა, ლიზავეტა, – უმცროსი
და იმ კოლეჟსკი რეგისტრატორის ქვრივისა, მევახშე ბებრუხანა
ალიონა ივანოვნასი, რომელსაც გუშინ დასაგირავებლად მიუტა-
ნა საათი რასკოლნიკოვმა და ნიადაგი მოსინჯა... დიდი ხანია
ყველაფერი იცოდა რასკოლნიკოვმა ლიზავეტასი და ამანაც ცო-
ტათი მისი. ეს იყო მაღალ-მაღალი, მოუხეშავი, მოკრძალებული
და ჩუმი, ჩურჩუტა, ოცდათხუთმეტი წლის ქალი, რომელიც დას
მთლად დამონებული ჰყავდა, მის წინ შიშით კრთოდა; იგი დღე-
დაღამ ერთგულად ემსახურებოდა დას, რომელიც ხშირად მას
კარგა მაგარი მუჯლუგუნით უმასპინძლდებოდა. ლიზავეტა და-
ფიქრებული იდგა იღლიაში ბოხჩაამოჩრილი და ცოლ-ქმარს
ყურს უგდებდა, – მეტად გაცხარებული ელაპარაკებოდნენ მას
რაღაცაზე. მოჰკრა თუ არა თვალი რასკოლნიკოვმა, თითქოს
უცნაური ღრმა განცვიფრება იგრძნო, თუმცა გასაკვირველი ამ
შეხვედრაში არაფერი იყო.
– თქვენ თავად გადაწყვიტეთ, ლიზავეტა ივანოვნა, – ხმამაღ-
ლა ეუბნებოდა ვაჭარი, – ხვალ, ასე შვიდ საათზე, შემოიარეთ და
ისინიც მოვლენ.
– ხვალ? – გაიმეორა ლიზავეტამ როგორღაც გაჭიანურებით
და ჩაფიქრებით, თითქოს ვერ გადაუწყვეტიაო.
– ასე როგორ დაგაშინა ალიონა ივანოვნამ! – წაარატრატა
ვაჭრის ცოლმა, – რომ გიყურებ, თითქოს პატარა ბავშვს მაგო-
ნებ. ნეტავი ღვიძლი და მაინც იყოს, ნახევარდაა და ასე კი
დაუმორჩილებიხარ!
– ალიონა ივანოვნას ახლა ნურაფერს ეტყვით, – გააწყვეტი-
ნა ქმარმა, – ნურც გააგებინებთ, ისე შემოიარეთ. სახეირო საქ-
მეა, თვითონ თქვენს დასაც დაუჯდება ჭკუაში მერე.
– შემოვიარო, მაშ?
– შვიდ საათზე, ხვალ; ისინიც მოვლენ და თვითონ გადაწ-
ყვეტთ საქმეს.
– სამოვარსაც დაგიდგამთ, – დაამატა ცოლმა.
– კარგით, მოვალ, – ჩაილაპარაკა ლიზავეტამ, ისევე ჩაფიქ-
რებულმა და ადგილიდან მძიმედ დაიძრა.
აქ კი უკვე რასკოლნიკოვმა გვერდი აუარა მათ და მეტი არა-
ფერი გაუგონია. მიდიოდა მძიმედ, ნელა, რომ ნათქვამიდან არა-
ფერი გამოჰპაროდა. პირველი განცვიფრება ნელ-ნელა რაღაც
შიშად გადაექცა, თითქოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. უცბად და
სრულიად მოულოდნელად გაიგო, რომ ხვალ, სწორედ საღამოს
შვიდ საათზე ლიზავეტა შინ არ იქნებოდა, ლიზავეტას მეტი კი
ბებრუხანასთან ბინაში არავინ ცხოვრობდა. მაშასადამე, საღამოს
სრულ შვიდ საათზე ბებრუხანა მარტოდმარტო იქნებოდა სახ-
ლში.
თავის ბინამდე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯიღა ჰქონდა გასავ-
ლელი. სიკვდილმისჯილივით ბრუნდებოდა სახლში. არაფერზე
აღარ ფიქრობდა, მაგრამ უცბად მთელი არსებით იგრძნო, რომ
აღარც გონებისა და აღარც ნების თავისუფლება აღარ მოეპოვე-
ბოდა და რომ უცბად ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდა.
რასკოლნიკოვს, თუნდაც წლობითაც რომ ეცადა მოხერხებუ-
ლი შემთხვევისთვის, მაშინაც არ შეიძლებოდა ნამდვილად ჰქო-
ნოდა იმედი თავისი განზრახვის უცილობლად შესრულებისა და
ამასთან უფრო მეტი იმედი, ვიდრე ახლა მიეცა შემთხვევით. ძნე-
ლი იყო, წინადღითვე სარწმუნოდ და მეტი სიზუსტით, უშიშრად
და უხიფათოდ გაგება იმისა, რომ ხვალ ამა და ამ საათზე, ესა და
ეს ბებრუხანა, რომელსაც უბედურება მოელოდა, მარტოდმარტო
იქნებოდა სახლში.

VI

რასკოლნიკოვმა შემდეგ კიდეც გაიგო, თუ რატომ იწვევდნენ


ლიზავეტას იმ საღამოს ხელზე მოვაჭრე და მისი ცოლი. სულ უბ-
რალო, ჩვეულებრივი საქმე იყო და განსაკუთრებულს არაფერს
შეიცავდა: საიდანღაც ჩამოტანილი ჰქონდათ რაღაც ხარახურა,
ერთი სიტყვით, ქალის სხვადასხვა ტანსაცმელი. რადგან ბაზარში
ყველა ამ საქონლის გაყიდვა სახეიროდ არ მიაჩნდათ, ვინმე
გამყიდველ ქალს თურმე ეძებდნენ. ლიზავეტა კი სწორედ ამ ხე-
ლობისა იყო: კისრულობდა შუამავლობას, ყიდულობდა და ყიდ-
და და კარგი პრაქტიკაც ჰქონდა, თან მეტად პატიოსანი იყო.
მხოლოდ უკანასკნელ ფასს ეუბნებოდა მყიდველს, რასაც იტყო-
და, იმით გაათავებდა. ლაპარაკით ცოტას ლაპარაკობდა და,
როგორც უკვე ვთქვით, მეტად თვინიერი და მშიშარა იყო.
მაგრამ ამ ბოლო დროს როგორღაც ცრუმორწმუნე შეიქნა
რასკოლნიკოვი, რის ნიშნებიც შემდეგშიც კიდევ დიდხანს და
თითქმის წარუხოცველად შერჩა. ყოველივე ამაში რაღაც უც-
ნაურობასა და საიდუმლოებას პოვებდა. რაღაც ზეგავლენასა და
გარემოებათა დამთხვევას ხედავდა. ჯერ ისევ ზამთარში აცნობა
ხარკოვში მიმავალმა სტუდენტმა პოკორევმა ლაპარაკის დროს
ბებრუხანა ივანოვნას მისამართი, ვინ იცის, იქნებ დასაგირავებე-
ლი გქონდეს რამეო. დიდხანს ფიქრადაც არ მოსვლია ბებრუხა-
ნასთან მისვლა, რადგან ამ დროს გაკვეთილები ჰქონდა და რო-
გორც იყო, გაჭირვებით გადადიოდა. ამ თვე-ნახევრის წინ კი
მოაგონდა მისამართი, სულ რაღაც ორი ნივთი ჰქონდა დასაგი-
რავებლად გამოსადეგი: მამისეული ძველი ვერცხლის საათი და
პატარა ოქროს ბეჭედი სამი წითელი ქვით, გამოთხოვებისას
დისგან სახსოვრად ნაჩუქარი. გადაწყვიტა, ბეჭედი მიეტანა ჯერ.
მოძებნა ბებრუხანა, მაგრამ პირველ ნახვაზევე რაღაც საშინელი
ზიზღი იგრძნო. გამოართვა ორი მანეთიანი ქაღალდის ფული და
გზად სადღაც უხეირო ტრაქტირში შეიარა. მოითხოვა ჩაი, დაჯდა
და ღრმად ჩაფიქრდა, რაღაც უცნაური აზრი იბუდებდა მის თავში
და თანდათან მეტად და მეტად იპყრობდა მის ყურადღებას.
თითქმის მის გვერდით, მეორე მაგიდას მისხდომოდნენ სტუ-
დენტი, რომელსაც სრულიად არ იცნობდა და არათუ ახსოვდა,
და ახალგაზრდა ოფიცერი. ბილიარდი ითამაშეს და ჩაის სმას
შეუდგნენ. უცბად მოესმა რასკოლნიკოვს, რომ სტუდენტი კოლე-
ჯის მდივნის ქვრივ მევახშე ალიონა ივანოვნაზე ელაპარაკებოდა
ოფიცერს და მისამართს ატყობინებდა. მარტო ესეც როგორღაც
უცნაურად ეჩვენა რასკოლნიკოვს: ეს არის, თვითონ იქიდან მო-
დის და აქ კი ისევ მასზე ესმის ლაპარაკი. რასაკვირველია, შემ-
თხვევითია ეს გარემოება. მაგრამ მაშინ, როდესაც ერთი არაჩ-
ვეულებრივი შთაბეჭდილება ვერ მოუნელებია, ახლა სწორედ
თითქმის ვიღაც ეხმარება და სამსახურს უწევს: სტუდენტი უცებ ამ-
ხანაგს დაწვრილებით უამბობს ალიონა ივანოვნას ამბებს.
– კარგი დედაკაცია, – ეუბნება ამხანაგს, – ფული მუდამ აქვს,
ურიასავით მდიდარია, შეუძლია, ერთად თუნდ ხუთასი თუმანი
მოგცეს, მაგრამ არც მანეთიან გირაოს უკადრისობს. ჩვენგან ბევ-
რი დადის, ეს არის, გაქნილია მეტისმეტად.
მოჰყვა სტუდენტი, რა ავი და კაპასი დედაკაცია ქვრივი; რო-
გორ ეკარგებათ დაქირავებული ნივთები, როგორც კი ვადას ერ-
თი დღით გადააცილებენ. გირაოში მხოლოდ ღირებულების მე-
ოთხედს იძლევა, სარგებელს კი თვეში ხუთსა და შვიდ პროცენტს
იღებს და სხვა ისიც უამბო სტუდენტმა, ბებრუხანას დაც ჰყავს, სა-
ხელად ლიზავეტა, რომელსაც წამდაუწუმ სცემს და პატარა ბავ-
შვივით მონობაშიც ხდის სულს, მაშინ როდესაც ლიზავეტა რვა
გოჯით არის თავის გაწრიპულ, საძაგელ დაზე მაღალიო...
– აი, თუ გნებავთ ფენომენი! – შესძახა სტუდენტმა და გა-
დაიხარხარა.
და მოჰყვნენ ლიზავეტაზე ლაპარაკს. სტუდენტი განსაკუთრე-
ბული სიამოვნებით ჰყვებოდა ყველაფერს და სულ იცინოდა.
ოფიცერიც დიდი ყურადღებით უგდებდა ყურს და სთხოვდა სტუ-
დენტს, საცვლების დასაკერებლად ლიზავეტა გამოეგზავნა მას-
თან. არც ერთი სიტყვა არ გამოჰპარვია რასკოლნიკოვს, ყველა-
ფერი უცბად გაიგო: ლიზავეტა უმცროსი, ნახევარდა იყო (დედით
სხვადასხვანი ყოფილან) ბებრუხანასი: ხნით ოცდათხუთმეტი
წლისა. დღედაღამ დისთვის მუშაობდა, ის იყო სახლში მზა-
რეულიც და მრეცხავიც; ამას გარდა, გასაყიდადაც კერავდა,
იატაკის საწმენდადაც ხშირად დადიოდა სხვებთან და, რასაც
შოულობდა, ყველაფერს დას აძლევდა. არ შეეძლო, ბებრუხანას
ნებადაურთველად ან რამე სამუშაო აეღო, ან რამე შეკვეთა. ბებ-
რუხანას კი უკვე დაწერილი ჰქონდა ანდერძი, რომლის წყალო-
ბით ლიზავეტას მხოლოდ სკამები და სხვა ამგვარი ხარახურა
რჩებოდა; ფული კი მთლიანად ნ-ის გუბერნიის ერთი რომელი-
ღაც მონასტრისთვის შეეწირა სამარადისო სულის მოსახსენიებ-
ლად. ლიზავეტა შთამომავლობით მდაბიო იყო და არა მოხე-
ლის ოჯახისა, გაუთხოვარი, მოყვანილობით არც ისე უშნო, მაგ-
რამ არც ლამაზი, ულაზათო, უზომოდ მაღალი და ფეხებმონ-
გრეული, მუდამ გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა ხოლმე. თავს
სუფთად ინახავდა. უმთავრესად კი ის აცინებდა და აკვირვებდა
სტუდენტს, ლიზავეტა რომ წარამარა ორსულად იყო.
– შენ არ თქვი, მახინჯიაო? – შენიშნა ოფიცერმა.
– დიახ, შავგვრემანია, ქალად გადაცმულ ჯარისკაცს ჰგავს,
მაგრამ მახინჯი სულაც არ არის, კეთილი სახე და თვალები აქვს.
დასამოწმებლად ისიც კმარა, რომ ბევრს მოსწონს. წყნარია,
მშვიდი, არავის სიტყვას არ შეუბრუნებს, ყველა ადვილად დაიყო-
ლიებს, რაზედაც უნდა. ღიმილი კი თითქმის უხდება კიდეც.
– გატყობ, შენც მოგწონს, – გაიცინა ოფიცერმა.
– უცნაურია და იმიტომ! – არა, იცი რას გეტყვი, იმ დაწყევ-
ლილ ბებრუხანას მართლა ისე მოვკლავდი და გავძარცვავდი,
სინდისი იოტისოდენადაც არ შემაწუხებდა, – დასძინა სტუდენტმა
მხურვალედ.
ოფიცერმა ისევ გადაიხარხარა, რასკოლნიკოვი კი შეკრთა.
უცნაური იყო სწორედ!
– მოითმინე, მინდა მართლა გკითხო, – ცხარობდა სტუდენ-
ტი, – ახლა, რასაკვირველია, ვიხუმრე, მაგრამ ყური დამიგდე,
აბა: ერთი მხრივ, ტუტუცი, უაზრო, ბოროტი, ყველასთვის უსარ-
გებლო და პირიქით, მავნე, არაფრის მაქნისი ბებრუხანა, რო-
მელმაც თვითონაც არ იცის, რისთვის ცოცხლობს და დღეს არა,
ხვალ გადაბრუნდება და მოკვდება, გესმის?..
– ჰო, მესმის, მერე? – უპასუხებდა ოფიცერი თავის ცხარედ
მოსაუბრე ამხანაგს და თან ყურადღებით მისჩერებოდა.
– ყური დამიგდე, მაშ; მეორე მხრივ, ახალგაზრდა, ნორჩი
ძალები ათასობით იღუპებიან უშემწეოდ, ასეა ყველგან! ასი და
ათასი კეთილი საქმე და წამოწყება, რომელთაც ვინ იცის, რო-
გორ დაეხმარება და ფეხზე დააყენებს ბებრუხანასგან მონას-
ტრისთვის შეწირული ფული! შარაგზაზე ასობით და ათასობით
დარჩენილ არსებას და ოჯახს იხსნის სიღარიბისა, გახრწნილები-
სა და გარყვნილებისგან, ვენერული საავადმყოფოებისგან, – და
ყოველივე ეს მისი ფულით გაკეთდება, მოკალი იგი, წაიღე ფუ-
ლი და მერე თავი საკაცობრიო და საზოგადო საქმეს ამსახურე!
როგორ გგონია, ნუთუ ერთ პაწია დანაშაულს ესოდენ კეთილი
საქმე ვერ გამოისყიდის? ერთი სიცოცხლის წილ ათასი სხვა იქ-
ნება გახრწნილებასა და გარყვნილებისგან ხსნილი. მოკვდება
ერთი, მაგრამ სამაგიეროდ, ასი სხვა გამოცოცხლდება, – აქ ხომ
უბრალო ანგარიშია! აბა, რას ნიშნავს ამ ჭლექიანი, ტუტუცი და
ბოროტი ბებრუხანას სიცოცხლე, თუ მას სხვების სიცოცხლესთან
ერთად ავწონ-დავწონით? მკბენარისა და ნესტის ჭიის სიცოც-
ხლეზე მეტად ხომ არ ღირს, იმიტომ, რომ ბებრუხანა მავნებე-
ლია, მხოლოდ. იგი სიცოცხლეს სწოვს სხვებს: ამას წინათაც ლი-
ზავეტასთვის სიბრაზით თითზე ეკბინა.
– რასაკვირველია, ღირსი არ არის სიცოცხლისა, – შენიშნა
ოფიცერმა, მაგრამ ბუნებას რას უზამ.
– ეჰ, ძმაო, ბუნება არ არის, რომ ასწორებენ და, როგორც
უნდათ, ისე მართმევენ? უამისოდ ხომ ცრუმორწმუნეობა გვშთან-
თქავდა მთლად. არც ერთი დიდებული კაცის ხსენება უიმისოდ
არ იქნებოდა. ამბობენ: „მოვალეობა სინდისიაო“, – არაფერს
ვიტყვი არც მოვალეობასა და არც სინდისის წინააღმდეგ, – მაგ-
რამ ან ერთი, ან მეორე როგორ გვესმის? მოიცა, ერთს კიდევ
გკითხავ, ყური დამიგდე!
– არა, შენ დაიცა; მე გკითხავ ახლა, გამიგონე!
– აბა!
– აი, ხომ ლაპარაკობ და მჭევრმეტყველებ, მითხარი: შენ
თავადაც მოკლავდი ბებრუხანას თუ ვერა?
– რასაკვირველია, ვერა! ისე ვამბობ, სიმართლისთვის.. თო-
რემ აქ ხომ საქმე ჩემზე არ არის..
– ჩემი აზრით კი, თუ თვითონ ვერ კისრულობ, არც სიმარ-
თლეა აქ... წავიდეთ, ერთი ხელი კიდევ ვითამაშოთ!
საშინლად ღელავდა რასკოლნიკოვი. რასაკვირველია, ეს
სულ უბრალო და ჩვეულებრივი, უკვე მრავალჯერ მოსმენილი
ლაპარაკი იყო, რომელსაც ახალგაზრდებში ხშირად გაიგონებს
ადამიანი, მხოლოდ სხვა საგანზე და სხვა ფორმით ნათქვამს.
მაგრამ რაღა სწორედ ახლა გაიგონა ასეთი ლაპარაკი, როცა
მის თავში უკვე ჩასახული იყო სწორედ ასეთივე აზრები?.. რაღა
ახლა მოისმინა ისევ ბებრუხანას ამბავი, როდესაც ეს-ესაა ბებრუ-
ხანაზე ჩაესახა რაღაც აზრი? უცნაურად ეჩვენებოდა მუდამ ეს
დამთხვევა. ამ უბრალო ლაპარაკს, დუქანში განაგონს, შემდგომ
მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის ვითარებაზე: თითქოს
მართლაც ბედისწერა ან განგების რამ ჩვენება იყო.

***

დაბრუნდა თუ არა სენიდან, დივანზე მიეგდო და მთელი


საათი ასე უძრავად იჯდა. შებინდდა კიდეც. სანთელი არ ჰქონდა,
მაგრამ ანთება ფიქრადაც არ მოსვლია. ვეღარ მოეგონებინა
შემდეგში: ფიქრობდა კი იმ დროს რამეზე? იგრძნო ბოლოს,
რომ შეაჟრჟოლა და მიხვდა, რომ შეეძლო ტახტზე მიწოლილი-
ყო. მალე ისე მაგრად ჩაეძინა, თითქოს მაჯლაჯუნა დააწვაო.
დიდხანს ეძინა. არაფერი დასიზმრებია. მეორე დღეს, დი-
ლის ათ საათზე, ნასტასია რომ შევიდა, მუჯლუგუნებით ძლივს
გამოაღვიძა. ჩაი და პური შემოიტანა.
– ვერ ხედავთ, როგორ გასივებულა ძილით! – შეჰყვირა გა-
ჯავრებულმა, – სულ ასე სძინავს!
როგორც იქნა, ძლივს წამოიწია რასკოლნიკოვმა. თავი
სტკიოდა. წამოდგა ფეხზე, შემობრუნდა და ისევ ტახტზე დაეცა.
– კიდევ იძინებს! – შეჰყვირა ნასტასიამ, – რაო, ავად ხომ არ
ხარ?
რასკოლნიკოვი ხმას არ სცემდა.
– ჩაი არ გინდა?
– მერე, – ჩაილუღლუღა ძალდატანებით და თვალები ისევ
მოხუჭა. პირი კედლისკენ იბრუნა.
ნასტასია მცირე ხანს კიდევ ადგა თავზე.
– იქნებ მართლაც ავად არის, – ჩაილაპარაკა თავისთვის, შე-
მობრუნდა და გავიდა.
ორ საათზე ისევ შემოვიდა, წვენი მოუტანა. რასკოლნიკოვი
წინანდებურად იწვა, ჩაისთვის ხელი არ ეხლო. იწყინა კიდეც ნას-
ტასიამ და გაბრაზებულმა ნჯღრევა დაუწყო.
– რას სივდები ძილით! – და თან ზიზღით შეაცქერდა. წა-
მოდგა რასკოლნიკოვი და დაჯდა, მაგრამ არაფერი უთქვამს,
მხოლოდ იატაკს მისჩერებოდა უაზროდ.
– ავად ხარ თუ რა არის? – შეეკითხა ნასტასია, მაგრამ პასუ-
ხი ისევ არ ეღირსა, – ქუჩაში მაინც გადი, – უთხრა მცირე სიჩუმის
შემდეგ, – ნიავი მაინც დაგკრავდა. შეჭამ რამეს თუ არა?
– მერე, – ჩაილაპარაკა სუსტად და ხელი აუქნია, – წადი!
ნასტასია ცოტა ხანს კიდევ იდგა ისე, სიბრალულით დახედა
და გავიდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ რასკოლნიკოვმა თავი მაღლა
აიღო და დიდხანს ასე უყურებდა ჩაისა და წვენს. აიღო მერე პუ-
რი და კოვზი და ჭამა დაიწყო.
ცოტა შეჭამა, სულ რაღაც სამი-ოთხი კოვზი, ისიც უმადოდ
და საჩქაროდ. თავი ნაკლებად სტკიოდა. სადილის შემდეგ ისევ
ტახტზე დაწვა, მაგრამ ვეღარ დაიძინა, იწვა ისე უძრავად, პირქვე
და ცხვირ-პირი ბალიშში ჩაეყო. სულ რაღაც უცნაურ ოცნებაში
იყო: წარმოიდგინა, ვითომ სადღაც აფრიკაში თუ ეგვიპტეშია,
რომელიღაც ოაზისში. ქარავანი ისვენებს, აქლემები მშვიდად
წვანან თავისთვის, გარშემო სულ პალმები ხარობს, წრესავით შე-
მორტყმიან. ყველანი სადილობენ. ის კი იქვე, გვერდით მოჩუხჩუ-
ხე და მოცქრიალე წყაროდან წყალს სვამს. გრილა. მშვენიერი
მოლურჯო ცივ-ცივი წყალი ფერად კენჭებზე და ოქროსფრად
მოელვარე წმინდა ქვიშაზე მიჩხრიალებს... უცბად ნათლად მო-
ესმა, რომ საათმა დაჰკრა. ელდანაკრავივით შეხტა, გამოერკვა,
თავი მაღლა ასწია, ფანჯარაში გაიხედა; მოისაზრა, რა დროც უნ-
და ყოფილიყო და გონს მოსული უცბად წამოხტა, თითქოს ძა-
ლით ვინმემ წამოაგდო ტახტიდანო. თითის წვერებზე აწეული მი-
ვიდა კართან, გამოაღო ნელ-ნელა და ძირს, კიბეს ყური მიუგდო.
გული საშინლად უცემდა, კიბეზე სრული სიჩუმე იყო, თითქოს
ყველას სძინავსო... უცნაურად და გაუგებრად ეჩვენა, რომ გუშინ-
დელს აქეთ ასე მკვდარივით ეძინა და ჯერ არაფერი გაეკეთები-
ნა... მერე იქნებ ექვსი საათიც იყო უკვე. ჰოდა, ნამძინარევზე,
ჩვეულებრივი ზანტობისა და უძრაობის ნაცვლად, რაღაც არაჩ-
ვეულებრივ ფაციფუცს შეუდგა; თუმცა მოსამზადებელი არც არა-
ფერი ჰქონდა. ცდილობდა, ყველაფერი მოეფიქრებინა და არა-
ფერი დავიწყებოდა; გული კი ერთთავად უცემდა, თან ისეთი ძა-
ლით, რომ სუნთქვას ძლივსღა ახერხებდა. ჯერ ერთი, მარყუჟი
უნდა გაეკეთებინა და პალტოზე მიეკერებინა, – წუთის საქმე იყო
ეს. გადმოსწია ბალიში და ქვეშამოგებულ საცვლებში ჭუჭყიანი
პერანგი გამოძებნა. ძონძებად ქცეულ პერანგს, როგორც იქნა,
აარღვია ერთი გოჯის სიგანე და რვაოდე გოჯის სიგრძე ყაითანი.
ორად გადაკეცა. გაიძრო თავისი განიერი, ბამბის უბრალო ქსო-
ვილისგან შეკერილი ზაფხულის პალტო (ეს ერთადერთი ზემო-
დან ჩასაცმელი ტანისამოსი) და ორად შეკეცილი ყაითანი ბო-
ლოებით მაგრად მიაკერა შიგნიდან პალტოს მარცხენა იღლიის
ქვეშ. ხელები უკანკალებდა, მაგრამ მოახერხა და ისე მიაკერა,
რომ, როცა ჩაიცვა, გარედან საერთოდ არაფერი ეტყობოდა.
რაც შეეხება მარყუჟს, ეს კი საკუთრივ მისი გამოგონება იყო, ცუ-
ლისთვის უნდოდა. ქუჩაში ხომ ხელით არ წაიღებდა ცულს. პალ-
ტოს ქვეშაც რომ შეენახა, მაინც ხელით დასჭირდებოდა დაჭერა
და შენიშნავდნენ. ახლა კი საკმარისი იყო, ცულის ტარი მარყუჟში
ჩაედო და იქნებოდა თავისთვის იღლიის ქვეშ ჩამოკიდებული,
ვერავინ შენიშნავდა გზაზე. თუ გვერდის ჯიბეში ჩაიყოფდა ხელს,
მაშინ ხომ ტარის დაჭერაც შეეძლო ქვეშიდან და აღარც იქანა-
ვებდა. რაკი პალტოც ერთობ ხალვათი ჰქონდა და ტომარასა-
ვით ადგა, გარედან სულ ვერ შეატყობდნენ, თუ ჯიბიდან ხელს
ააშველებდა. ეს მარყუჟიც ამ ორი კვირის წინათ მოიგონა.
მორჩა, შეყო თითები „თურქულ“ ტახტსა და იატაკს შუა დარ-
ჩენილ ჭუჭრუტანაში, მოუსვა ხელი მარცხენა კუთხეში და დიდი
ხნის მომზადებული და შენახული გირაო გამოიღო. გირაო კი არ
იყო მართლა, უბრალო, სუფთა გაშალაშინებული ვერცხლის სა-
პაპიროსესტოლა ხის ფიცარი გახლდათ. ეს ფიცარიც შემთხვე-
ვით ჰქონდა სეირნობის დროს ნაპოვნი ეზოში, სადაც რაღაც სა-
ხელოსნო იყო გამართული. შემდეგ ამ ფიცარს თხელი სუფთა
რკინის ნაჭერი დაამატა, რომელიც უთუოდ რისამე მონატეხი იყო
და ისევე ჰქონდა ნაპოვნი, როგორც ფიცარი. ხისა და რკინის
თხელი ნაჭერი ერთმანეთს მიადო და ჯვარედინად მაგრად შეკ-
რა ძაფით, შემდეგ მჭიდროდ და კოხტად შეახვია თეთრ ქაღალ-
დში. ეს იმიტომ, რომ ბებრუხანას ყურადღება დროებით ამაზე მი-
ეპყრო, გახსნას რომ დაიწყებდა და მოხერხებულად შეერჩია
დრო. რკინის ნაჭერიც იმიტომ იყო განგებ სიმძიმისთვის დამატე-
ბული, რომ სწრაფადვე ვერ მიმხვდარიყო ბებრუხანა, „გირაო“
რომ ხის იყო. ყველაფერი ეს თავის დრომდე ტახტქვეშ ჰქონდა
შენახული. ის იყო, გამოიღო გირაო, რომ ეზოდან ვიღაცის ხმა
მოისმა:
– რამდენი ხანია, შვიდი დაიწყო!
– რამდენი ხანიაო! ღმერთო ჩემო!
ეცა კარს, ყური მიუგდო, დასწვდა ქუდს და ცამეტსაფეხურიან
კიბეზე კატასავით ჩუმად ჩამოვიდა. წინ ედო მეტად მძიმე საქმე,
– სამზარეულოდან ცული უნდა მოეპარა. საქმე ცულით რომ უნ-
და დაეგვირგვინებინა, დიდი ხნის წინ გადაწყვიტა. კიდევ, საკეცი
ბაღის დანაც ებადა, მაგრამ რაკი დანისა და განსაკუთრებით კი
თავისი ღონის იმედი არ ჰქონდა, ცული არჩია. აქ უნდა აღვნიშ-
ნოთ აგრეთვე თავისებურება იმ საბოლოო გადაწყვეტილებისა,
რომელიც ამ საქმეს შეეხებოდა. ყველა მათგანს ერთი რამ უც-
ნაური თვისება ჰქონდა: საქმე რამდენადაც ჭიანურდებოდა, იმდე-
ნად უფრო უგვანი და უაზრო ხდებოდა მის თვალში. თუმცა ერ-
თთავად იტანჯებოდა და თავის თავს ებრძოდა, მაინც ერთ წამ-
საც ვერ დაეჯერებინა, თუ ოდესმე თავის განზრახვას სისრულეში
მოიყვანდა.
კიდეც რომ ოდესმე მომხდარიყო და ყველაფერი საბოლო-
ოდ გადაეწყვიტა, სწორედ მაშინ, ვგონებ, უარს იტყოდა, იმიტომ,
რომ მეტად საზარელ, უაზრო და შეუძლებელ რამედ მოეჩვენე-
ბოდა. მაგრამ გადაუწყვეტელი და საეჭვო კითხვა უამრავი ჰქონ-
და კიდევ. რაც შეეხებოდა ცულის შოვნას, ეს წვრილმანი ხომ სუ-
ლაც არ აფიქრებდა, მეტად ეადვილებოდა, რადგან საღა-
მოობით ნასტასია წამდაუწუმ სადმე გარბოდა ხოლმე: ან მეზო-
ბელთან, ან საწვრილმანო დუქანში და კარს მუდამ ღიას ტოვებ-
და. დიასახლისთან ჩხუბის მიზეზიც მუდამ ეს იყო ხოლმე. მაშასა-
დამე, ჩუმად უნდა შესულიყო, როგორც კი დრო მოაღწევდა,
აეღო ცული და ერთი საათის შემდეგ (ყველაფერი რომ დას-
რულდებოდა) ისევ შეეტანა და თავის ადგილას დაედო. მაგრამ
ზოგი რამ საეჭვოც იყო. ვთქვათ, მოვიდა ერთი საათის შემდეგ,
რომ ცული თავის ადგილას დადოს, მაგრამ ნასტია შინ არის
სწორედ ამ დროს, დაბრუნებულა. რასაკვირველია, უნდა
გაუაროს, ვითომდა არაფერიო, და უცადოს, სანამ კიდევ წავა
სადმე. მერე, სწორედ ამ დროს ცული რომ დასჭირდეთ და ძებნა
დაიწყონ, ხომ შემთხვევა მაინც მიეცემათ, რომ ეჭვი მიიტანონ.
მაგრამ ეს წვრილმანი იყო, რომელზეც ჯერ არ ეფიქრა.
ფიქრობდა უმთავრესზე, წვრილმანებზე ფიქრს კი შემდეგაც მო-
ასწრებდა, როცა ყველაფერში დარწმუნდებოდა. მაგრამ ეს შეუძ-
ლებლად მიაჩნდა. ვერ წარმოედგინა, ოდესმე თუ შეწყვეტდა
ფიქრს, წამოდგებოდა და პირდაპირ წავიდოდა... თვით უკანას-
კნელი ცდაც კი (ადგილის საბოლოო დასათვალიერებლად რომ
მივიდა) საცდელი იყო, თორემ მართლა კი არ ედო რა გულში:
„მოდი წავალ და ვცდი, რას ვოცნებობო“, მაგრამ მაშინვე
მიაფურთხა და გამოიქცა საშინლად გაბრაზებული თავის თავზე.
საკითხის ზნეობრივად გადასაწყვეტად მთელი ანალიზი თითქმის
უკვე დასრულებული ჰქონდა, მაგრამ მაინც არ სჯეროდა თავისი
თავის და დაჟინებით ეძებდა საწინააღმდეგო მიზეზს, თითქოს ძა-
ლას ატანს ვინმეო. უკანასკნელმა დღემ კი ისე მოულოდნელად
დაუკრა თავი და ყოველივე უცებ გადაწყვიტა, რომ უბრალო მან-
ქანად იქცა: თითქოს ხელი ჩაავლო ვინმემ და გაიყოლა ისე
მძლავრად, რომ საწინააღმდეგო ვეღარაფერი გაბედა, თითქოს
მანქანის თვალმა ჩაითრია ტანისამოსით და ჩაიხვიაო.
თავდაპირველად – თუმცა ასე წინათაც ბევრჯერ მოსვლია, –
ერთი რამ აფიქრებდა: რატომ იკვლევენ ასე ადვილად დანაშა-
ულს და ასე აშკარად კვალს რად ტოვებს ყველა დამნაშავეო?
მრავალ სხვადასხვა და საგულისხმო დასკვნას დაადგა ნელა--
ნელა, მაგრამ მისი აზრით, უმთავრესი მიზეზი ისევ თავად დამნა-
შავე იყო და არა ის გარემოება, ვითომ დანაშაულის დამალვა
შეუძლებელი ყოფილიყოს. მისი შეხედულებით, დამნაშავეს და-
ნაშაულის ჩადენის დროს ნებისყოფა და გონიერება სრულებით
უსუსტდება, სამაგიეროდ, უვითარდება რაღაც გასაკვირველი ბავ-
შვური დაუდევრობა; ისიც მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად საჭი-
როა გონიერება და სიფრთხილე. რასკოლნიკოვის რწმენით, გო-
ნების დაბნელება და ნებისყოფის დაუძლურება რაღაც სენივით
თანდათან უვითარდება ადამიანს და დანაშაულის ჩადენამდე ცო-
ტა ხნით ადრე უმაღლეს წერტილს აღწევს. ასეთივე მდგომა-
რეობაშია ადამიანი დანაშაულის ჩადენის დროს და შემდეგაც
რამდენიმე ხანს, რაც თვითონ ინდივიდზეა დამოკიდებული. მერე
კი გაუვლის, როგორც ყველა სხვა სენი. თვითონ საკითხი:
სნეულების შედეგია დანაშაული, თუ თვითონ დანაშაული წარმო-
შობს ხოლმე ავადმყოფურ მდგომარეობას? – ჯერჯერობით ვერ
გადაეწყვიტა, ძალა არ შესწევდა.
მივიდა თუ არა ასეთ დასკვნამდე, იქვე გადაწყვიტა, რომ პი-
რადად მას არავითარი ასეთი ავადმყოფობა არ დაემართებოდა
და გონება თუ ნება განზრახულის შესრულებისას უეჭველად შერ-
ჩებოდა იმ ერთადერთი მიზეზით, რომ მისი განზრახვა „არ არის
დანაშაული...“ ავუქციოთ გვერდი პროცესს, რომელმაც უკანას-
კნელ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რადგან უიმისოდ მეტად
დავშორდით საგანს. დავძინოთ მხოლოდ, რომ საქმის ფაქტობ-
რივ, წმინდა ნივთიერ დაბრკოლებას საზოგადოდ მეორეხარის-
ხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა მის გონებაში. „საკმარისია შევი-
ნარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკო-
ლება დაძლეული იქნება, როდესაც საქმის ვითარებას სულ დაწ-
ვრილებით გავეცნობით“. მაგრამ საქმე არ იწყებოდა. თავისი სა-
ბოლოო გადაწყვეტილებისა თითქმის არ სჯეროდა და დრო
რომ დადგა, ყველაფერი სხვანაირად, უცაბედად და თითქმის
მოულოდნელად მოხდა.
ვიდრე კიბეზე ჩამოვიდოდა, ერთმა უმნიშვნელო გარემოებამ
აუბნია გზა-კვალი. დიასახლისის მუდამ ყუამდე ღია სამზა-
რეულოს რომ გაუსწორდა, ფრთხილად გაიხედა: ნასტასიას შინ
არყოფნისას დიასახლისი ხომ არ შესულაო, ხოლო თუ იქ არ
დახვდებოდა, უნდოდა გაეგო, კარგად იყო თუ არა მოხურული
თავად დიასახლისის ოთახის კარი; ეშინოდა, შემთხვევით არ გა-
მოეხედა დიასახლისს, ცულის გამოსატანად რომ შევიდოდა. მაგ-
რამ ვერ წარმოიდგენთ მის განცვიფრებას, როცა დაინახა, რომ
ნასტასია არამცთუ შინ იყო ამჟამად, საქმიანობდა კიდეც: კალა-
თიდან სარეცხს იღებდა და თოკზე ფენდა! დაინახა თუ არა ნას-
ტასიამ რასკოლნიკოვი, სარეცხის გაფენას მაშინვე თავი გაანება,
შემობრუნდა და სანამ არ ჩაიარა, დაჟინებით შესცქეროდა. რას-
კოლნიკოვმა თვალი აარიდა და ისე გაუარა, ვითომც აქ არაფე-
რიო. მაგრამ საქმე გათავებული იყო: ცული არ ჰქონდა! ელდა
ეცა.
„არა, საიდან მოვიტანე, – ფიქრობდა იგი, ალაყაფის კართან
რომ ჩამოდიოდა, – საიდან მოვიტანე, რომ სწორედ ამწამს შინ
არ იქნებოდა! რატომ გადავწყვიტე ასე?“ მთლად ჩაითუთქა,
თითქოს დაილია, დამცირება იგრძნო. გაბოროტებულს, უნდოდა
ეცინა თავის თავზე... რაღაც პირუტყვული, ყრუ სიბრაზე მოერია.
ალაყაფის კარქვეშ შედგა ჩაფიქრებული. ვითომ სასეირნოდ
ქუჩაში გასვლა არ უნდოდა, ეზიზღებოდა; შინ დაბრუნებაც არ უნ-
დოდა – ესეც ეზიზღებოდა. „მერე, რა შემთხვევა დავკარგე სამუ-
დამოდ!“ – დუდუნებდა თავისთვის და მეეზოვის ნახევრად ბნელ,
კარღია ოთახის პირდაპირ უაზროდ იდგა. უცებ შეკრთა, მეეზო-
ვის ოთახიდან, რომელიც სულ ორიოდე ნაბიჯზე იყო მისგან და-
შორებული, ტახტის ქვეშიდან, რაღაცამ თვალებში გაუელვა...
მიიხედ-მოიხედა, – არავინ ჩანდა. თითის წვერებზე მიუახლოვდა
მეეზოვის ოთახს, ორი საფეხური ჩაიარა და ჩუმი ხმით დაუძახა.
„ასეა სწორედ, შინ არ არის! უთუოდ ახლოა სადმე, ეზოშივე,
რომ კარი ღია დაუტოვებია“. ეცა უცბად და ტახტის ქვეშიდან შე-
შებშუა ჩადებული ცული გამოიღო. აღარ გამოსულა, იქვე მარ-
ყუჟში ჩაიდო, ორივე ხელი პალტოს ჯიბეებში ჩაიწყო და გამოვი-
და. არავის დაუნახავს!. „თუ ჭკუამ ვერ გიშველა, ეშმაკი გიშვე-
ლის!“ – გაიფიქრა და უცნაურად ჩაიცინა. ამ შემთხვევამ მეტად
გაამხნევა.
მშვიდად, დინჯად მიდიოდა, არ ჩქარობდა, რომ არავის
აეღო ეჭვი. გამვლელთაგანს სახეზე არავის უცქერდა, ცდილობ-
და, რაც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მაგრამ უცებ თა-
ვისი ქუდი მოაგონდა. „ღმერთო ჩემო! ამ სამი დღის წინ ფულიც
მქონდა და ქუდი კი არ გამოვიცვალე!“ – გაიფიქრა და სულის
სიღრმიდან წყევლა აღმოხდა.
შემთხვევით, ცალი თვალით, დუქანში შეიხედა და კედლის
საათს მიაშტერდა – რვის ათი წუთი იყო, უნდა აჩქარებულიყო კი-
დეც და შორი გზაც მოეარა: მეორე მხრიდან შემოევლო და ისე
შესულიყო სახლში...
წინათ რომ წარმოიდგენდა ხოლმე ყოველივე ამას, ეგონა
ხანდახან, ვითომ ძალიან შეეშინდებოდა. მაგრამ ახლა თითქმის
აღარ ეშინია, სრულიადაც აღარ ეშინია. წამით რაღაც გარეშე
ფიქრიც კი წაიღებდა ხოლმე. იუსუპოვის ბაღის გვერდით რომ
ჩაიარა, მაღალი შადრევნების მოწყობის ფიქრმა გაიტაცა და
მოჰყვა ოცნებას, – რა კარგად გააგრილებდნენ ესენი ჰაერს მო-
ედნებზეო. ნელ-ნელა ახლა იმ აზრს დაადგა, საუცხოო და სა-
სარგებლო იქნება ქალაქისთვის, საზაფხულო ბარს რომ
მთლიანად ეჭიროს მარსის მინდორი და მიხეილის სასახლის
ბაღთან იყოს შეერთებულიო. აქ კი უცებ სხვა აზრი დაებადა: რა-
ტომაა ასე, რომ დიდ ქალაქებში ადამიანი განა მარტო ძალაუნე-
ბურად სახლდება და ცხოვრობს სწორედ ისეთ ადგილებში, სა-
დაც არც ბაღები, არც შადრევნები და ჭუჭყის, ყროლისა და ყო-
ველგვარი საძაგლობის მეტი არაფერი მოიძებნება, არამედ რა-
ღაც საგანგებო მიდრეკილება აქვს ამისა. უცებ სენის მოედანზე
თავისი საკუთარი სეირნობა მოაგონდა, შემდეგ ერთი წამით გა-
მოერკვა. „რა სისულელეა, – გაიფიქრა, – არა, ჯობს, ისევ არა-
ფერზე ვიფიქრო!“
„ასე სჩადიან უთუოდ ყველანი, დასასჯელად რომ მიჰყავთ;
გზად ყველა საგანს აკვირდებიან, – გაუელვა თავში, – მაგრამ
მხოლოდ გაურბიან ელვასავით“; თვითონვე ჩააქრო იმწამს ეს
აზრი... მაგრამ აი, მიუახლოვდა კიდეც, საათმა ერთხელ დაჰკრა.
„რა არის ეს, ნუთუ რვის ნახევარია? არა, არა, შეუძლებელია, წინ
გარბის უთუოდ!“
მისდა საბედნიეროდ, ალაყაფის კარს კვლავ მშვიდობიანად
ჩაუარა. პირიქით, თითქოს განგებ მოუწყვიათო, სწორედ ამ
დროს თივის უშველებელი ფორანი შეგორდა ალაყაფის კარში
და გავლის დროს აეფარა. გავიდა თუ არა ფორანი ეზოს შესას-
ვლელიდან, რასკოლნიკოვიც მაშინვე გასხლტა მარჯვნივ. იქ,
ფორნის მეორე მხარეს, ისმოდა, როგორ ყვიროდა და კამათობ-
და რამდენიმე კაცი; მაგრამ რასკოლნიკოვი არავის შეუნიშნავს,
წინ არავინ შემოჰფეთებია. თითქმის ყველა ფანჯარა გამოეღოთ
ამ ოთხკუთხა ვეება ეზოში, მაგრამ ერთხელაც არ აუღია თავი
მაღლა, – ძალა არ შესწევდა. ბებრუხანასკენ ამავალი კიბეც იქ-
ვე, ალაყაფის კარს მარჯვნივ იყო. რასკოლნიკოვი უკვე კიბეზე
იდგა...
სულს ძლივს იბრუნებდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ცალი
ხელი გულზე მიიდო, მეორით ცული მოსინჯა და დაიწყო ფრთხი-
ლად, ნელ-ნელა კიბეზე ასვლა; თან წამდაუწუმ ყურს უგდებდა
გარშემო ყოველივეს. მაგრამ იმჟამად კიბეზეც სრულიად არავინ
ჩანდა. ყველა კარი დაკეტილი იყო. მართალია, მეორე სართუ-
ლის ცარიელ ბინაში კარი ღია იყო და შიგნით მღებავები მუშა-
ობდნენ, მაგრამ იმათაც არ შეუხედავთ მისთვის. შედგა მცირე
ხანს, იფიქრა და კვლავ წინ გასწია. „რასაკვირველია, უკეთესი
იქნება, ესენი აქ რომ არ ყოფილიყვნენ, მაგრამ... ამათ ზემოთ
ხომ ორი სართული კიდევ სხვა არის“.
აგერ მეოთხე სართულიც, აგერ კარი, აგერ ბინაც პირდაპირ:
ცარიელია. მესამე სართულზეც, ბებრუხანას ბინის ქვეშ, როგორც
ჩანს, ცარიელია ბინა; კარზე მიკრული სადარბაზო ბარათი აუგ-
ლეჯიათ, – ეტყობა, წასულან!..
სული ეხუთებოდა. ერთ წუთს გაიფიქრა კიდეც: „მოდი, უკან
წავალო“, მაგრამ თავის თავს არ გასცა პასუხი და ყური მიუგდო,
ბებრუხანას ბინიდან რამე ხმა ხომ არ გამოდისო: სრული სიჩუმე
იყო... მერე კიდევ მიუგდო ყური ქვემოთ კიბეს და დიდხანს უს-
მენდა ასე ყურადღებით... ბოლოს მიიხედ-მოიხედა უკანასკნე-
ლად, გასწორდა, მოემზადა და ცული კვლავ გასინჯა. „ფერი ხომ
არ წამივიდა ძალიან? – ფიქრობდა, – ძალიან ხომ არ ვღელავ?
თორემ ბებრუხანა ეჭვიანია... იქნებ ჯობდეს, ცოტა შევიცადო...
ვიდრე გული დამიმშვიდდებოდეს?..“
მაგრამ გული მაინც არ დაუმშვიდდა. პირიქით, თითქოს გან-
გებ, უფრო და უფრო მეტად უცემდა... ვეღარ მოითმინა ბოლოს
და მძიმედ გაიშვირა ზარისკენ ხელი, დააწკარუნა. ნახევარი წუ-
თის შემდეგ ხელახლა ჩამოჰკრა, უფრო ღონივრად.
არავინ გამოხედა. ტყუილად ზარის რეკვას აზრი აღარ ჰქონ-
და და არცთუ შეჰფეროდა. ბებრუხანა, რასაკვირველია, შინ იყო,
მაგრამ ეჭვიანი და თანაც, მარტო. ცოტა მაინც იცოდა მისი
ჩვეულებანი. ერთხელ კიდევ მიადო ყური კარს. გრძნობები
ჰქონდა ასე გამახვილებული (ამას ძნელად თუ წარმოიდგენდა
კაცი), თუ მართლა ძლიერ ისმოდა, ამის თქმა ძნელი იყო, მაგ-
რამ უცბად გაარჩია, რომ ვიღაცამ ფრთხილად ხელი შეახო კა-
რის სახელურს და თითქოს კაბამაც გაიშრიალა ზედ კართან. ვი-
თომც შეუმჩნევლად, ჩუმად იდგა გასაღების ჭუჭრუტანასთან და
ისიც მასავით სულგანაბული ყურს უგდებდა შიგნიდან; თითქოს
ყურიც მოედო კარისთვის...
რასკოლნიკოვი განგებ შეინძრა და ხმამაღლა რაღაც
წაილუღლუღა, რა არ ეჩვენებოდა, თითქოს ვიღაც ემალებოდა;
მერე კიდევ ჩამოჰკრა მესამედ, მაგრამ ნელა და დინჯად, აუჩქა-
რებლად. შემდგომში რომ მოიგონებდა ხოლმე ამას, გრძნობდა,
როგორ მკაფიოდ და ნათლად შთაბეჭდოდა ეს წუთი სამუდა-
მოდ; ვერ გაეგო, საიდან მოიხმარა ამდენი ეშმაკობა, მით უფრო,
რომ დროდადრო თითქოს გონებაც უბნელდებოდა; საკუთარ
სხეულს ხომ თითქმის სულ ვერ გრძნობდა... ერთი წამის შემდეგ
მოესმა, რომ კარის ურდულს ხსნიდნენ.

VII

როგორც მაშინ, ახლაც ოდნავ გაიღო კარი და წყვილი გამ-


ჭრიახი, უნდო თვალი ისე მიაშტერდა სიბნელიდან, როგორც მა-
შინ. აქ კი დაიბნა რასკოლნიკოვი და კინაღამ დიდი შეცდომაც
დაუშვა.
შეშინებულმა, ვაითუ, ბებრუხანამ შიში გაივლოს, რომ მარ-
ტონი ვართო, კარს ჩაავლო ხელი და თავისკენ გასწია, რათა
ბებრუხანას უკანვე არ მიეკეტა. ბებერმა კარი აღარ მიხურა, მაგ-
რამ ხელიც არ გაუშვია. რაკი ნახა, რომ ბებერი კარში ჩადგა და
შიგნით აღარ უშვებდა, აიღო და პირდაპირ მიაწყდა ზედ. ბებრუ-
ხანა უკან გახტა, შეშინებული, უნდოდა თითქოს რაღაც ეთქვა,
მაგრამ ვეღარ შეძლო, მხოლოდ პირდაპირ შეჰყურებდა თვალე-
ბაბრიალებული.
– გამარჯობა, ალიონა ივანოვნა, – დაიწყო რასკოლნიკოვმა
რაც შეიძლება თამამად, მაგრამ ხმა არ დაემორჩილა, ჩაუწყდა,
აუკანკალდა, – მე თქვენ... ნივთი მოგიტანეთ... მაგრამ ჯობს, შიგ-
ნით შევიდეთ... სინათლეზე... – და პირდაპირ ოთახში შევიდა მი-
პატიჟების გარეშე. ბებრუხანაც მაშინვე უკან მიჰყვა.
– ღმერთო! რა გინდათ? ვინ ხართ? რა გნებავთ?
– როგორ, ალიონა ივანოვნა!.. თქვენი ნაცნობი... რასკოლ-
ნიკოვი... აი, გირაო მოგიტანეთ, ამას წინათ რომ დაგპირდით... –
და გირაო გაუწოდა.
გადახედა ბებრუხანამ გირაოს, მაგრამ მაშინვე თვალები
ისევ დაუპატიჟებელ სტუმარს მიაშტერა პირდაპირ. უცქეროდა ყუ-
რადღებით, ბოროტად და უნდობლად. ასე განვლო ერთმა წუთ-
მა. ახალგაზრდას წარმოუდგა, რომ ბებრუხანას რაღაც დაცინვაც
კი ეტყობოდა თვალებში, თითქოს ყველაფერს მიხვედრილაო.
გრძნობდა, რომ გონება ებნეოდა. შიშის ჟრუანტელი უვლიდა;
ერთ წამს კიდევ ასე უსიტყვოდ რომ ეცქირა ბებრუხანას, უეჭვე-
ლად გაიქცეოდა.
– რას მიცქერით ასე დაჟინებით, ვერ მიცანით? – დაეკითხა
უცბად რასკოლნიკოვი, – გინდათ, აიღეთ, თუ არადა, სხვებთან
წავიღებ, არ მცალია.
არც უფიქრია ამის თქმა, მაგრამ როგორღაც უცბად წამოის-
როლა.
ბებრუხანა გონს მოეგო. ეტყობა, სტუმრის გაბედულმა კი-
ლომ გაამხნევა, გამოარკვია.
– მერე, ასე რას მეცი... რა არის? – დაეკითხა და გირაოს და-
უწყო ყურება.
– ვერცხლის საპაპიროსეა: გახსოვთ, ამას წინათ გითხარით
კიდეც.
ბებრუხანამ ხელი გაუწოდა.
– ან ასე რამ გაგაფითრა? აი, ხელებიც გიკანკალებთ! ხომ
არ გიბანავიათ?
– გაცივება, – მიუგო რასკოლნიკოვმა სხარტად, – გაფით-
რდები კი არა, მეტიც მოგივა... თუ საჭმელი არ გაქვს, – დასძინა
მან მძიმედ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ძალა ისევ ელეოდა, მაგრამ პასუხი
სიმართლედ ეჩვენა ბებრუხანას და გირაო გამოართვა.
– რა არის? – ჰკითხა კვლავ და ერთხელ კიდევ ყურადღე-
ბით შეავლო თვალი რასკოლნიკოვს, თან გირაოს წონიდა ხელ-
ში.
– ნივთია... საპაპიროსე... ვერცხლისაა. ნახეთ, აბა.
– თითქოს ვერცხლის არ უნდა იყოს... უყურე, როგორ დაუხ-
ვევია.
ზონრის გამოხსნას რომ ცდილობდა, ფანჯრისკენ მიბრუნდა,
სინათლეზე (მიუხედავად საშინელი შეხუთული ჰაერისა, ყველა
ფანჯარა დახურული ჰქონდა), ასე რომ, რამდენიმე წამს რას-
კოლნიკოვს სრულიად შეაქცია ზურგი, მიატოვა. გაიხსნა რას-
კოლნიკოვმა პალტო და ცული მარყუჟიდან ამოიღო, მაგრამ ბო-
ლომდე არ გამოუღია. ჯერ ისევ პალტოს ქვეშ ეჭირა მარჯვენა
ხელში. ხელები საშინლად დასუსტებული ჰქონდა. თვითონვე ატ-
ყობდა, თანდათან როგორ ელეოდა ძალა, ხელები უბუჟდებოდა.
შიშობდა, ცული ხელიდან არ გამივარდესო... უცბად თითქოს
თავბრუ დაესხა.
– რანაირად დაუხლართავს! – შეჰყვირა გულმოსულმა ბებ-
რუხანამ და მოსაბრუნებლად შეირხა.
ერთი წამის დაკარგვაც არ შეიძლებოდა. ამოიღო რასკოლ-
ნიკოვმა ცული, მოუქნია ორივე ხელით და დაუფიქრებლად დას-
ცხო თავში. ძალ-ღონე თითქოს არც ჰქონდა, მაგრამ დასცხო თუ
არა ცული, უცბად ძალაც მოემატა.
როგორც ყოველთვის, ბებრუხანა ახლაც თავშიშველი იყო –
ქერა, ჭაღარაშერეულ თხელ თმაზე ჩვეულებისამებრ რაღაც ზე-
თი ჰქონდა წასმული და უკან რქის სავარცხლის ნატეხქვეშ ამო-
დებული. ცული სწორედ ზემოდან მოხვდა ქალას, რადგან ტანად
დაბალი იყო. შეჰკივლა ბებრუხანამ, მაგრამ მეტად სუსტად და
მაშინვე ჩაწვა, თუმცა მოასწრო და ორივე ხელი თავისკენ წაიღო.
ცალ ხელში ისევ „გირაო“ ეჭირა. რასკოლნიკოვმა მაშინვე
მეორედ და მესამედ მიაყოლა ცულის ყუა, ისევ ისე, კეფაში. სის-
ხლმა გადმოსჩქეფა, თითქოს წამოქცეული ჭიქიდან ღვინო გად-
მოდენილიყო და ბებრუხანაც გულაღმა გაიშხლართა. რასკოლ-
ნიკოვი ოდნავ მოშორდა მსხვერპლს, აცადა დაცემა და მისკენ
დაიხარა. ბებერი უკვე მკვდარი იყო, თვალები გადმოკარკლო-
და, წამოცვენაზე ჰქონდა, შუბლი და სახე დამანჭოდა.
ცული მოკლულის გვერდით, იატაკზე დადო რასკოლნიკოვ-
მა და მაშინვე ჯიბეს ეცა; თან ცდილობდა, სისხლი არ მოსცხებო-
და. ბებრუხანას იმ მარჯვენა ჯიბეს ეცა, სადაც გასაღებები ეგულე-
ბოდა. რასკოლნიკოვი სრულ ჭკუაზე იყო, გონება აღარ უბნელ-
დებოდა, თავბრუ არ ესხმოდა, მაგრამ ხელები ჯერ კიდევ უკანკა-
ლებდა. მოაგონდა შემდეგ, რომ, პირიქით, დიდი ყურადღებით
იქცეოდა, ფრთხილობდა და ცდილობდა, სისხლი არ მოსცხებო-
და... გასაღებები მაშინვე ამოიღო. მაშინდელივით, ყველა ერთ
რგოლზე იყო ასხმული. საძინებელი ოთახისკენ გაქანდა. ეს იყო
მომცრო ოთახი, რომლის ერთ კედელთან რამდენიმე ხატი ერ-
თად ჩაემწკრივებინათ უზარმაზარ სახატეში; მეორე კედელთან
იდგა მეტად სუფთა საწოლი, რომელსაც ზემოდან ფარჩის ნაჭ-
რებიანი დაბამბული საბანი ჰქონდა გადაფარებული. მესამე კე-
დელთან კამოდი იდგა. უცნაური იყო, მაგრამ როგორც კი დაუწ-
ყო კამოდის გასაღებებს სინჯვა და მოესმა მათი ჩხაკუნი, მაშინვე
თითქოს კანკალმა აიტანა. ერთ წამს მოუნდა, თავი მიენებებინა
ყველაფრისთვის და წასულიყო, მაგრამ ამ მდგომარეობამ მხო-
ლოდ რამდენიმე წუთს გასტანა. გვიანღა იყო წასვლა. პირიქით,
ჩაეცინა კიდეც, მაგრამ უცბად მეორე აზრმა შეაშფოთა. მოეჩვენა,
რომ ვითომ ბებრუხანა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და შეიძლებო-
და გონს მოსულიყო. რასკოლნიკოვმა გასაღებებს და კამოდს
თავი მიანება, უკან, მოკლულისკენ, გაქანდა, დასწვდა ცულს და
ერთხელ კიდევ მოუქნია ბებრუხანას, მაგრამ აღარ დაჰკრა. ნამ-
დვილად მკვდარი იყო. დაიხარა და ახლოდან დაუწყო სინჯვა,
ეტყობოდა აშკარად, რომ თავი მთლად გაჩეჩქვილი ჰქონდა და
ცოტათი გვერდზე მოქცეულიც. უნდოდა გაესინჯა, მაგრამ ხელი
სწრაფად წაიღო უკან. ისედაც ჩანდა, რომ ქალს სული ამოხდო-
მოდა. სისხლი კი გუბესავით დამდგარიყო. უცბად მის ყელზე
ყაითანი შენიშნა; ჩამოსწია, მაგრამ ვერ ჩამოსწყვიტა, მაგარი გა-
მოდგა, ცოტათი სისხლშიც დასველებულიყო. უნდოდა ახლა იღ-
ლიის ქვემოდან გამოეძრო, მაგრამ რაღაცამ დაუშალა, დაიჭი-
რა. მოუთმენლად მოუღერა ხელახლა ცული, რომ ყაითანი ზედ-
ვე გადაეჭრა ტანზე, მაგრამ ვეღარ გაბედა. დიდი წვალებით,
ორი წუთის ჯაჯგურის შემდეგ, ძლივს გადაჭრა ყაითანი და გა-
მოხსნა, ისე, რომ ტანისთვის ცული არ მოუხვედრებია. ცულიცა
და ხელებიც სისხლში მოეთხვარა. არ მოტყუვდა – ქისა გამოდ-
გა. ყაითანზე ორი ჯვარი იყო: კვიპაროსისა და სპილენძისა და
ამას გარდა, პაწია მინანქრის ხატი; იქვე ეკიდა ნატის გაქონილი
ქისა, რომელსაც თითბრის რგოლი და ბეჭედი ჰქონდა ზედ გაკე-
თებული. ქისა მაგრად იყო გამოტენილი. რასკოლნიკოვმა მაშინ-
ვე ჯიბეში უკრა თავი ქისას, ჯვრები კი ისევ ბებრუხანას დააყარა
გულზე. შემდეგ კვლავ ხელი სტაცა ცულს და ისევ საძინებელ
ოთახში გავარდა.
საშინლად ჩქარობდა. ეცა გასაღებს და ისევ დაუწყო წვალე-
ბა, მაგრამ ამაოდ: არც ერთი მათგანი არ გამოადგა; ხელები უკ-
ვე აღარ უკანკალებდა, მაგრამ მორგება მაინც ვერ შეძლო; ხე-
დავს, მაგალითად, რომ გასაღები არ ადგება, მაგრამ მაინც უყ-
რის და ცდის. უცებ მოაგონდა და მოისაზრა, რომ დიდი დაკბი-
ლული გასაღები, რომელიც სხვებთან ერთად რგოლზე ეკიდა,
კამოდისა არ იქნებოდა (როგორც ადრეც ფიქრობდა) და ცალკე
სკივრისა იქნებოდა, სადაც ბებრუხანა ალბათ ყველაფერს ინა-
ხავდა. კამოდს თავი გაანება და მაშინვე საწოლქვეშ შეყო თავი,
რადგან იცოდა, ბებრებს ყოველთვის მსგავს ადგილას ედგათ
სკივრი. მართლაც ასე გამოდგა: საწოლქვეშ იდგა არშინზე მეტი
სიგრძის, წითელმეხგადაკრული, თავამობერილი სკივრი, რო-
მელსაც ზემოდან თითბრის ლურსმნები ჰქონდა მრავლად დაკ-
რული. დაკბილული გასაღები მართლა ამ სკივრის გამოდგა;
გააღო. თეთრ ზეწარქვეშ კურდღლის ბეწვის ქურქი იდო, რო-
მელსაც ზემოდან წითელი ფარჩა ჰქონდა შემოვლებული; ქურ-
ქის ქვეშ ფარჩისავე კაბა იდო, მერე შალი, სულ ქვეშ კი თითქოს
ჩვრები ეყარა მარტო. ჯერ ხელებს დაუწყო წმენდა წითელ ფარ-
ჩაზე – „წითელია და სისხლი არ შეეტყობაო“, – გაიფიქრა, მაგ-
რამ მალე მოეგო გონს: „ღმერთო! ჭკუიდან ვიშლები, თუ რა
ხდება?“ – გაივლო გულში შეშინებულმა.
მაგრამ გაანძრია თუ არა ჩვრები, ქურქის ქვემოდან უცბად
ოქროს საათი გამოვარდა. ყველაფერი ამოაქოთა. მართლაცდა,
ჩვრებს შუა სულ ოქროს ნივთები ელაგა, – უთუოდ გამოსასყიდი
და გამოუსყიდავი გირაოები: სამაჯურები, ძეწკვები, საყურეები,
ქინძისთავები და სხვა. ზოგი მათგანი ბუდით იყო, სხვები უბრა-
ლოდ, გაზეთის ქაღალდში ფრთხილად და ლამაზად ორმაგად
გახვეული და წვრილი ზონრით გადაჭერილი. აღარ დაუხანებია
და დაიწყო მაშინვე გაუსინჯავად და გაუხსნელად შეკრულების ჩა-
ლაგება შარვალსა და პალტოს ჯიბეებში. მაგრამ ბევრის წამო-
ღება მაინც ვერ მოახერხა...
უცებ მოესმა, თითქოს ოთახში, სადაც ბებრუხანა ეგდო, ვიღა-
ცა ბოლთას სცემდა. შედგა, მკვდარივით სული განაბა. მაგრამ
ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა; ეტყობა, მოეჩვენა. რამდენიმე წამის
შემდეგ აშკარად მოესმა ჩუმი შეყვირება, თითქოს ვიღაცამ ოდ-
ნავ, ნაწყვეტად ამოიკვნესა და გაჩუმდაო. მერე კი ისევ სრული
სიჩუმე ჩამოვარდა. ასე იყო ორი-სამი წუთი. იჯდა რასკოლნიკო-
ვი სკივრთან ჩაცუცქული და სულგანაბული რაღაცას ელოდა,
მაგრამ აღარაფერი მომხდარა. შემდეგ ვეღარ მოითმინა, წამოხ-
ტა, წამოავლო ცულს ხელი და საძინებელი ოთახიდან გამოვარ-
და.
ოთახის შუაგულში იდგა ხელში ბოღჩაამოჩრილი ლიზავეტა
და მკვდარ დას გაშტერებული, მთლად განაცრისფრებული დაჰ-
ყურებდა, თითქოს აღარ აქვს ილაჯი, დაიყვიროსო. დაინახა თუ
არა გამოვარდნილი რასკოლნიკოვი, ფოთოლივით ცახცახი აუტ-
ყდა, სახე აუთრთოლდა, დაეჭყანა; ასწია ხელი და პირიც გააღო,
მაგრამ ვეღარ დაიყვირა და მძიმე ნაბიჯებით უკან დაიხია კუთ-
ხისკენ, თან რასკოლნიკოვს თვალს არ აშორებდა, თუმცა ხმა მა-
ინც ვერ ამოიღო და ვერ დაიყვირა, თითქოს სუნთქვა შეეკრა,
ჰაერი აღარ ყოფნისო. რასკოლნიკოვი მაშინვე ცულით გაქანდა
ლიზავეტასკენ: ქალს საცოდავად დაეღმიჭა ტუჩები, გეგონებო-
დათ, პატარა ბავშვიაო. შეჰყურებდა ახალგაზრდა კაცს და დაყვი-
რებას ვეღარ ახერხებდა. იქამდე საბრალო იყო საცოდავი ლი-
ზავეტა, იქამდე დაჩაგრული, ერთხელ და სამუდამოდ დაშინებუ-
ლი, რომ ხელიც კი აღარ აუწევია თავ-პირის დასაფარავად, თუმ-
ცა ერთადერთი ბუნებრივი და აუცილებელი მოძრაობა სახეზე
მოღერებული ცულის წინ იმჟამად ეს უნდა ყოფილიყო. მხოლოდ
ოდნავ ასწია მარცხენა, თავისუფალი ხელი და რასკოლნიკოვის-
კენ გაიშვირა, თითქოს იგერიებსო. ცული პირდაპირ თავში მოხ-
ვდა და ნახევრად ჩაუჩეხა შუბლი. ლიზავეტა მაშინვე მოცელი-
ლივით დაენარცხა მიწას. რასკოლნიკოვი მთლად დაიბნა, ეცა
ბოხჩას, მერე ისევ გადააგდო და კარში გამოვარდა.
შიში სულ უფრო და უფრო ერეოდა, განსაკუთრებით ამ
მეორე მკვლელობის შემდეგ. უნდოდა, რაც შეიძლება საჩქაროდ
გაქცეულიყო, მაგრამ რომ შესძლებოდა იმწამს რამის სწორად
გაგება ან დანახვა, რომ წარმოედგინა, რამდენად დიდ გასაჭირ-
ში იყო, ან რა სასოწარკვეთილი და უაზრო იყო მისი მდგომა-
რეობა, რომ შეეგნო აგრეთვე, რამდენი გაჭირვება და იქნებ ბო-
როტებაც უნდა დაეძლია კიდევ, რომ აქედან თავი დაეღწია და
შინ როგორმე მშვიდობით დაბრუნებულიყო, იქნებ მაშინ ყვე-
ლაფრისთვის თავი დაენებებინა და თვითონვე წასულიყო და და-
ნაშაული ეღიარებინა; თვითონვე ეზიზღებოდა და ესაძაგლებო-
და თავისი მოქმედება. თანდათან ეზრდებოდა ეს გრძნობა ზიზ-
ღისა და აღარაფრის გამო აღარ მოუბრუნდებოდა არამცთუ
სკივრს, თვით ოთახებსაც კი.
მაგრამ დაიბნა თითქოს, ნელ-ნელა ფიქრმა წაიღო! დრო-
დადრო თითქოს თავიც ავიწყდებოდა; ავიწყდებოდა უმთავრესი,
წვრილმანებს ეკიდებოდა, მაგრამ სამზარეულოში მერხზე ნახევ-
რად წყლით სავსე თასი რომ დაინახა, მოისაზრა, ხელები დაება-
ნა და ცულიც გაერეცხა. დასისხლიანებული ხელები ერთმანეთს
ეწებებოდა. ცულის პირი შიგ თასში ჩააყუდა. ფანჯრის რაფაზე
გატეხილ ლამბაქზე საპონი დაინახა, აიღო და პირდაპირ თასში
ჩაიბანა ხელები. შემდეგ ცული ამოიღო, პირი გაურეცხა და ხის
ტარიც გახეხა; მერე, იქვე გაბმული თოკიდან გასაშრობად გაფე-
ნილი საცვლები ჩამოიღო, ცული გაწმინდა, გაამშრალა და დიდ-
ხანს ყურადღებით სინჯავდა ფანჯრის წინ. არსად სისხლის ნიშნე-
ბი აღარ ეტყობოდა; მხოლოდ ტარი იყო ჯერ კიდევ სველი,
აიღო და ისევ ისე ფრთხილად ჩაიდო პალტოს ქვეშ მიკერებულ
მარყუჟში. ახლა პალტო, შარვალი და წაღები გაისინჯა, რამდე-
ნადაც კი ჩაბნელებული სამზარეულოს სინათლე აძლევდა ამის
საშუალებას. პირველი შეხედვით, გარედან თითქოს არაფერი
ეტყობოდა. მხოლოდ წაღებზე ჰქონდა პატარა ლაქები. დაასვე-
ლა რაღაც ჩვარი და წაღებიც გაიწმინდა, მაგრამ იცოდა, რომ
ყველაფერს უთუოდ ვერ დაინახავდა; იქნებ ისეთი რამეც იყო,
რაც სხვას ადვილად ეცემოდა თვალში, მაგრამ თვითონ კი ვერ
ამჩნევდა. ასე დაფიქრებული ოთახის შუაგულში შედგა. შავბნე-
ლი მტანჯველი ფიქრი აღეძრა, – ვითომ ჭკუიდან იშლებოდა; ვი-
თომ სხვაგვარად უნდა მოიქცეს და ის კი სულ სხვას აკეთებს...
„ღმერთო ჩემო! უნდა გავიქცე, განვერიდო!“ – წაიდუდღუნა უცებ
და გასასვლელი კარისკენ გაქანდა...
იდგა რასკოლნიკოვი და უცქერდა, მაგრამ თვალებს არ უჯე-
რებდა; კიბიდან შემოსასვლელი კარი, საიდანაც წეღან დარეკა
ზარი და შემოვიდა, ვეებერთელაზე იყო გამოღებული: ამდენ
ხანს კარი დაუკეტავი და რაზაჩაუგდებელი ყოფილა! ბებრუხანას
არ დაეკეტა; ალბათ, სიფრთხილის გამო, მაგრამ, ღმერთო! მე-
რე ხომ ლიზავეტაც შემოვიდა! როგორ ვერ მიხვდა, საიდან შე-
მოვიდა! კედლიდან ხომ არ შემოძვრებოდა!
ეცა მაშინვე კარს და ურდული გადასწია.
– მაგრამ არა, არც ეს ივარგებს! უნდა წავიდე, წავიდე...
კვლავ გადმოსწია ურდული, გამოაღო კარი და ყური მიუგდო
სიჩუმეს.
დიდხანს იდგა ასე. სადღაც შორს, ქვემოთ, უთუოდ ეზოს
კართან, ვიღაცების ყვირილი და წივილი ისმოდა, ორნი ჩხუბობ-
დნენ, კამათობდნენ. „ნეტავ, რა მოხდა?“ – გაიფიქრა. ბოლოს
ხმაური ერთბაშად მიწყდა. წავიდ-წამოვიდნენ, ის იყო უნდა გამო-
სულიყო, რომ ქვედა სართულზე უცბად კარი ხმაურით გაიღო და
ვიღაც სიმღერით დაეშვა კიბეზე. „რამ ასტეხათ, რა ახმაურებთ!“
– ისევ ჩაფიქრდა რასკოლნიკოვი. კარი მიხურა და მოიცადა.
როგორც იქნა, ბოლოს მთლად მიწყდა ხმაური, ძეხორციელი
არსად ჩანდა. უკვე ჩამოდგა კიბეზე ფეხი, რომ უცბად ისევ ვიღა-
ცის ფეხის ხმა შემოესმა.
ხმა ძალიან შორიდან ისმოდა, კიბის მთლად ქვემოდან, მაგ-
რამ კარგად და ნათლად აგონდებოდა შემდეგ, რომ ფეხის ხმის
პირველსავე გაგონებაზე ეჭვი აიღო, რომ უთუოდ აქ, ბებრუხა-
ნასთან მოდიოდნენ მეოთხე სართულზე. ვიღაც მოაბიჯებდა თა-
ნაბრად, მძიმედ, აუჩქარებლად. აგერ უკვე პირველი სართული
ამოიარა; ამოვიდა კიდეც... ფეხის ხმა სულ ახლო და ახლო ის-
მის! მოესმა, რომ ვიღაც მძიმედ ქშენდა. აგერ, მესამე სართულზე
ამოვიდა. აქეთ მოდის! უცბად მოეჩვენა, ვითომ გაქვავდა, თით-
ქოს ძილშია და ეზმანება, რომ მოსდევენ, ეწევიან, მიუახლოვ-
დნენ, უნდათ, რომ მოკლან, ის კი თითქოს გაშეშებულა და ხე-
ლების განძრევის თავიც აღარ აქვს.
ბოლოსღა გამოფხიზლდა, სტუმარი რომ მეოთხე სართულს
შეუდგა. მოასწრო და სწრაფად, მარჯვედ შევარდა უკანვე ბებრუ-
ხანას ბინაში. კარი ფრთხილად მოიხურა. წაავლო ხელი რაზას
და ჩაუგდო კოჭაკს. ალღო შველოდა, დაამთავრა თუ არა ყვე-
ლაფერი, სულგანაბული იქვე კართან მიიყუჟა, უცნობიც კარს მი-
ადგა ამ დროს. ისევე იდგა ახლა რასკოლნიკოვი მის პირდაპირ,
როგორც წეღან ბებრუხანასთან, თვითონ გარედან ყურს რომ უგ-
დებდა და შიგნიდან ბებრუხანა არ უღებდა კარს. სტუმარმა რამ-
დენჯერმე მძიმედ ამოისუნთქა, სული მოიბრუნა. „მსუქანი ვინმე
უნდა იყოს“, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა და თან ცულს მაგრად
მოუჭირა ხელი. მართლაცდა, თითქოს ეზმანებოდა ყველაფერი
ეს. სტუმარმა ზარს მოჰკიდა ხელი და მაგრად ჩამოჰკრა.
დაიჟღარუნა თუ არა ზარმა, რასკოლნიკოვს მოეჩვენა უცებ,
ვითომ ოთახში ვიღაც შეიშმუშნა. რამდენიმე წუთით ყურიც კი მი-
უგდო ფრთხილად. უცნობმა კიდევ ჩამოჰკრა, მცირე ხანს დაიცა-
და და მერე, რაც აძალი და ღონე ჰქონდა, კარის სახელურს და-
უწყო მოუთმენლად ჯაჯგური. შეშინებული შეჰყურებდა რასკოლ-
ნიკოვი კოჭაკში მხტუნავ რაზას და გაშეშებული უცდიდა, აი, სადა-
ცაა ამოხტებაო. მართლაცდა, ეს შესაძლებელიც იყო, ისე
მძლავრად ეწეოდა გარედან უცნობი. გაიფიქრა, ერთხანად რაზა
ხელით დაეჭირა, მაგრამ ვერ გაბედა, მიხვდებაო. თითქოს ისევ
თავბრუ დაესხა. „აი, სადაცაა დავეცემი!“ – კვლავ გაიფიქრა რას-
კოლნიკოვმა, მაგრამ სწორედ ამ დროს უცნობმა ხმა ამოიღო და
რასკოლნიკოვიც გონს მოვიდა.
– დასძინებიათ თუ დაახრჩო ვინმემ? წყეული-შეჩვენებულები!
– შეჰბღავლა ბუყბუყით უცნობმა, – ეი, ალიონა ივანოვნა, ბებე-
რო კუდიანო! ლიზავეტა ივანოვნა, ენით აუწერელო მშვენებავ!
კარი გამიღეთ! უჰ, სძინავთ დაწყევლილებს, თუ რა არის?
გააფთრებულმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ერთი
ათიოდეჯერ ზედიზედ ჩამოჰკრა ზარს. ეტყობა, დაახლოებული
კაცი უნდა ყოფილიყო და ამ სახლში თამამად გრძნობდა თავს.
ამ დროს სწორედ იქვე, კიბეზე აჩქარებული ფეხის ხმა გაის-
მა. კიდევ ვიღაც ამოდიოდა. პირველად ვერც კი გაიგონა რას-
კოლნიკოვმა.
– ნუთუ, შინ არავინ არის? – დაეკითხა მხიარულად და ჟღე-
რადი ხმით ახალმოსული კართან მდგომს, რომელსაც ზარის-
თვის ხელი არ გაუშვია და ისევ აწკარუნებდა, – გამარჯობა, კოხ!
„ხმაზე ეტყობა, ძალიან ახალგაზრდა უნდა იყოს“, – გაიფიქ-
რა რასკოლნიკოვმა.
– ეშმაკმა იცის ამათი თავი, ლამის არის, ზარი დავამტვრიო,
– მიუგო კოხმა, – მაგრამ საიდან მიცნობთ?
– ერთი უყურეთ! არ გახსოვთ განა, ამ სამი დღის წინათ გამ-
ბრინუსში სამი ხელი ზედიზედ მომიგეთ ბილიარდში!
– ა-ა-ა...
– შინ არ არიან, მაშ? საკვირველია! სისულელე კია სწორედ.
სად უნდა წასულიყვნენ, ნეტავ? საქმე მაქვს ბებრუხანასთან.
– მეც საქმე მაქვს!
– რა ვქნათ? უკან დავბრუნდეთ? ეეჰ! მე კი მეგონა, ფულს
ვიშოვი-მეთქი! – შეჰყვირა ახალგაზრდამ.
– მეტი რა გზა გვაქვს, მაგრამ დროს რაღას მინიშნავდა?
თვითონვე მითხრა იმ კუდიანმა, ამა და ამ საათზე მოდიო. ცოტა
გზა კი არ მაქვს გასავლელი. ან სად უნდა წათრეულიყო ნეტავ?
არ მესმის! წლიდან წლამდე შინიდან გარეთ არ გამოდის კუ-
დიანი, ობი ეკიდება, ფეხები სტკივა. დღეს კი, უყურეთ ერთი, სე-
ირნობა არ მოუნდომებია?!
– მოდით, მეეზოვეს ვკითხოთ, ჰა?
– რა უნდა ვკითხოთ?
– სად წავიდა ან როდის მოვა...
– ჰმ!.. ფუ, ეშმაკს!.. ვიკითხოთ... ის ხომ არსად დადის... – და
ერთხელ კიდევ დაეჯაჯგურა კარს, – რა ეშმაკი ვუყოთ, მეტი გზა
არ არის, წავიდეთ!
– მოიცადეთ! – შეჰყვირა უცებ ახალგაზრდამ, – უცქირეთ,
აბა: ხედავთ კარი იწევა, როცა უჯაჯგურებთ.
– მერე რა?!
– რა და ის, რომ რაზით არის შიგნიდან დაკეტილი და არა
გასაღებით! გესმით, რაზა როგორ ჩხაკუნებს?.. მერე ვერ მიმ-
ხვდარხართ? შინ უნდა იყოს ვინმე. ყველანი რომ წასულიყვნენ,
მაშინ ხომ გასაღებით დაკეტავდნენ და არა რაზით შიგნიდან. აქ
კი, გესმით, რაზა როგორ ჩხაკუნებს? შიგნიდან კარის გადაკეტვა
კი, ვინც შინ არის, იმას შეუძლია, გესმით? ჩანს, შინ არიან, მაგ-
რამ კარს არ გვიღებენ!
– ეჰე, მართლა! – შეჰყვირა გაკვირვებულმა კოხმა, – მაშ,
რაღა დაემართათ! – და დაიწყო კარზე ბრახუნი.
– მოიცადეთ! – შეჰყვირა ისევ ახალგაზრდამ, – ნუ ეწევით! აქ
უთუოდ სხვა რამეშია საქმე... ხომ რეკავდით, კარს აწვებოდით –
არ გიღებენ; ეტყობა, ან ორივეს გული შეჰღონებია, ან არადა...
– ან არადა... რა?
– მიხვდით მგონი, რაც ვთქვი!.. წავიდეთ, მეეზოვეს შევატყო-
ბინოთ...
– ეგრე იყოს!
ორივე ქვემოთკენ დაეშვა.
– არა, მოიცადეთ! თქვენ აქ დარჩით; მეეზოვესთან მე ჩავირ-
ბენ.
– რატომ დავრჩე?
– ვინ იცის, რა ამბავია!..
– მართალს ამბობთ...
– მე, იცით, სასამართლოს გამომძიებლად ვემზადები! ეჭვი
არ არის, ეჭვი არ არის, რაღაცაა აქ დაფარული! – წამოიძახა
ცხარედ ახალგაზრდამ და კიბეზე ჩაირბინა.
კოხი მარტო დარჩა, ერთხელ კიდევ შეაქანა ზარი. ზარმა
ოდნავ დაიწკარუნა. მერე შეფიქრიანებულმა ნელა დაუწყო სინ-
ჯვა. აქანავებდა აქეთ-იქით კარის სახელურს, ხან თავისკენ მოს-
წევდა, ხან მიუშვებდა, უნდოდა, ერთხელ კიდევ დარწმუნებული-
ყო, მხოლოდ გადარაზული იყო თუ არა. შემდეგ გასაღების ჭუჭ-
რუტანაში გაიხედა, მაგრამ შიგნიდან გასაღები ჰქონდა გაკეთებუ-
ლი და, რა თქმა უნდა, ვერაფერი დაინახა.
რასკოლნიკოვიც იდგა და ცულის ტარს მაგრად ბღუჯავდა,
ბურანში იყო თითქოს. მზად იყო უკვე, როგორც კი შემოვიდოდ-
ნენ, შებრძოლებოდა. რამდენჯერმე გადაწყვიტა კიდეც, დაეყვი-
რა შიგნიდან და ყოველივე უცბად გაეთავებინა, უნდოდა
ლანძღვა-გინებაც წამოეწყო, გამოეჯავრებინა, ვიდრე კარს გა-
მოაღებდნენ! „მალე მაინც გათავდეს“, – გაუელვა თავში.
– რა იქნა აქამდე ის წყეული...
დრო გადიოდა, წამი წამს მისდევდა, მაგრამ არავინ ჩანდა,
კოხმა როგორღაც მოუსვენრად დაიწყო წრიალი.
– რა ღმერთი უწყრება!.. – მოუთმენლად შეჰყვირა უცბად
კოხმა. სადარაჯოს თავი მიანება და ჩექმების ბრაგუნით საჩქა-
როდ ქვემოთ დაეშვა. ფეხის ხმა მიწყდა.
– ღმერთო, რა ვქნა!
ახსნა რასკოლნიკოვმა რაზა, გამოაღო კარი... ჩამიჩუმი არ
ისმოდა. აღარ უფიქრია, გამოვიდა, რაც შეიძლება, მაგრად გა-
მოიხურა კარი და ისიც ძირს დაეშვა.
სამი კიბე უკვე ჩამოიარა, რომ უცბად ქვემოდან საშინელი
ხმაური მოესმა... საით ეცეს! არსად დასამალი ადგილი არ ჩან-
და. ერთი პირობა ისევ უკან გაქანდა.
– შენ ეი, ქაჯო, ეშმაკო! დაიჭი! დაიჭი!
გამოვარდა ვიღაც ქვემოთა სართულის რომელიღაც ბინი-
დან და გაიქცა – გაიქცა კი არა, უცბად ჩაასკდა ძირს, კიბეზე, და
თან ღრიალებდა:
– მიტკა! მიტკა! მიტკა! მიტკა! მიტკა, ეშმაკმა წაგიღოს!..
ყვირილი კივილით დასრულდა, უკანასკნელად ხმა უკვე ეზო-
ში გაისმა. შემდეგ ყოველივე მიწყნარდა. მაგრამ სწორედ ამ
დროს რამდენიმე კაცი ხმამაღალი ლაპარაკითა და ხმაურით კი-
ბეს შეუდგა. სამნი თუ ოთხნი უნდა ყოფილიყვნენ. ახალგაზრდის
წკრიალა ხმაც მოისმა „ისინი არიან“...
რასკოლნიკოვი სასოწარკვეთილი დაეშვა პირდაპირ შესახ-
ვედრად: რაც იქნება, იქნება! შემაყენებენ, დავიღუპები, არადა,
მაინც დავიღუპები: დამიმახსოვრებენ. ის იყო, უნდა შეჰყროდნენ
ერთმანეთს, სულ რაღაც ერთი კიბეღა ჰქონდა ამოსავლელი,
რომ უცბად ეშველა! რამდენიმე საფეხურის ქვემოთ, მარჯვნივ,
კართან ცარიელი ბინა იყო, – სწორედ ის ბინა მეორე სართული-
სა, რომელსაც წეღან ღებავდნენ მუშები და ახლა კი, თითქოს
განგებო, წასულიყვნენ!.. ესენი იქნებოდნენ უთუოდ, ასეთი ყვირი-
ლით რომ გაცვივდნენ. იატაკი კი ეს-ეს არის შეუღებავთ, ოთახის
შუაგულში პაწია კასრი, საღებავი და წასასმელი ფუნჯი აწყვია.
რასკოლნიკოვი თვალის დახამხამებაში შევარდა ღია კარში, აეკ-
რა კედელს, გაინაბა, ძლივს კი მოასწრო: ისინი უკვე მეორე სარ-
თულზე ამოსულიყვნენ. მერე ზემოთ აუხვიეს და ხმამაღალი ლა-
პარაკით მეოთხე სართულისკენ შეუდგნენ კიბეს. მცირე ხანს კი-
დევ მოიცადა, თითის წვერებზე გამოვიდა ოთახიდან და ქვემოთ
დაეშვა.
კიბეზე არავინ შეხვედრია! არც ალაყაფის კარში. გაიარა საჩ-
ქაროდ ალაყაფის კარი და მარცხნივ გაუხვია.
იცოდა კარგად, მშვენივრად იცოდა, რომ ახლა უკვე ბებრუ-
ხანას ბინაში იქნებოდნენ; რომ უთუოდ გააკვირვებდათ კარის
ღიად დახვედრა, მაშინ, როდესაც ეს-ეს იყო, დაკეტილი დატო-
ვეს; რომ სინჯავენ მოკლულთა გვამებს და ერთი წუთის შემდეგ
უკვე მიხვდებიან და მოისაზრებენ, რომ მკვლელი უთუოდ აქ იყო
ეს წუთია და მხოლოდ დაემალათ სადმე, თავს უშველა, გაიქცა;
ალბათ იმასაც მიხვდებიან, რომ ცარიელ ბინას სწორედ იმ
დროს შეაფარა თავი, როცა სხვები კიბეზე ამოდიოდნენ, მაგრამ
ნაბიჯის მომატებასა და აჩქარებას ვეღარ ბედავდა, თუმცა, მახ-
ლობელი ქუჩის შესახვევამდე სულ რაღაც ასიოდე ნაბიჯი ჰქონ-
და გასავლელი. „სადმე ეზოს შესასვლელში ხომ არ შევვარდე
და უცნობ ქუჩაზე მოვიცადო მცირე ხანს? არა, საშიშია! ცული
სადმე გადავაგდო? ეტლი დავიჭირო? არა, არა! საშიშია!..“
მიადგა ბოლოს ქუჩის შესახვევს; შეუხვია კიდეც, მაგრამ ნა-
ხევრად მკვდარი იყო. იცოდა, რომ თითქმის გადაურჩა საფ-
რთხეს: ეჭვს ისე ადვილად ვეღარ მიიტანდნენ, ხალხიც ბევრი
ირეოდა, ის კი ფეტვის მარცვალივით იკარგებოდა შიგ. მაგრამ
ისე დააუძლურა ყველა ამ სატანჯველმა, რომ ძლივსღა იძვრო-
და. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა, კისერი მთლად დასველე-
ბოდა, „როგორ გალეშილა!“ – მიაძახა ვიღაცამ, არხზე რომ გა-
ვიდა.
ხეირიანად აღარაფერი ახსოვდა. რაც მეტი დრო გადიოდა,
უფრო და უფრო უარესად გრძნობდა თავს. ახსოვდა მარტო,
რომ, გავიდა თუ არა არხზე, შეშინდა ერთბაშად, აქ ხალხი შეცო-
ტავებულიყო და ადვილადაც შემნიშნავენო, – გაიფიქრა. უნდო-
და უკანვე გაბრუნება შესახვევში. მიუხედავად იმისა, რომ ფეხებს
ძლივსღა მიათრევდა, შორი გზა მოუარა და შინ სულ სხვა მხრი-
დან დაბრუნდა.
თავისი სახლის ალაყაფის კარიც გაბრუებულმა გაიარა და
კიბეზე შედგა უკვე ფეხი, რომ აქღა მოაგონდა ცული. საქმე კი მე-
ტად საძნელო იყო: უნდოდა უკანვე დაედო ცული, მაგრამ ისე,
რომ არავის შეენიშნა. რასაკვირველია, იმის მოსაზრების თავიც
კი აღარ ჰქონდა, რომ ბევრად უმჯობესი იყო, სულაც აღარ
დაედო თავის ადგილას და სადმე, თუნდაც მერე, სხვის ეზოში შე-
ეგდო.
მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. მეეზოვის ოთა-
ხის კარი მოხურული იყო, თუმცა დაკეტილი კი არა; ჩანს, შინ უნ-
და ყოფილიყო. მაგრამ იმდენად აღარაფერი ესმოდა, რომ პირ-
დაპირ მივიდა და კარი გამოაღო. მეეზოვეს რომ ეკითხა: „რა
გინდაო“, ვინ იცის, იქნებ პირდაპირ ცულიც მიეწოდებინა, მაგრამ
მეეზოვე შინ არ დაუხვდა... ცული, ტახტქვეშ დადო თავის ადგი-
ლას და, როგორც ადრე, შეშის ნაჭერიც კი მიაფარა. შემდეგ თა-
ვის ოთახში გავიდა, გზად არავინ შეჰფეთებია; დიასახლისის კა-
რი დაკეტილი დახვდა. შევიდა თუ არა ოთახში, ტახტზე მიეგდო.
არ ეძინა, მაგრამ გაბრუებული იყო. იმჟამად რომ ვინმე შესული-
ყო მის ოთახში, წამოხტებოდა უთუოდ და მაშინვე დაიყვირებდა.
რაღაც ნაწყვეტი ფიქრები უფუთფუთებდა თავში, მაგრამ ვერც
ერთ მათგანში ვერ გარკვეულიყო, ვერც ერთ მათგანზე ვერ შე-
ჩერებულიყო, თუმცა ცდით კი ძალიან ცდილობდა...
ნაწილი მეორე

ასე იწვა დიდხანს. დროდადრო თითქოს ეღვიძებოდა კიდეც


და ატყობდა მაშინ, რომ დიდი ხნის დაღამებული იყო, მაგრამ
ადგომა ფიქრადაც არ მოსდიოდა. შენიშნა ბოლოს, რომ დღესა-
ვით განათდა. ტახტზე გულაღმა იწვა და ჯერ კიდევ ვერ გამორ-
კვეულიყო, ბურანში იყო. ქუჩიდან რაღაც საშინელი ბღავილი
მკვეთრად აღწევდა მის ყურთასმენას; ჩვეულებრივ, ასეთი
ხმაური ყოველღამ, სამი საათისთვის იყო ხოლმე მისი ფანჯრის
ქვეშ. აი, სწორედ ამან გამოაღვიძა ახლა: „აჰა! დუქნებიდან გა-
მოდიან ლოთები, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა, – ჩანს, მესამე
საათია”, – და უცბად წამოხტა, თითქოს ვიღაცამ წამოაგდოო, –
„როგორ! მესამე საათია?!“ დაჯდა ისევ ტახტზე და მაშინღა
მოაგონდა ყველაფერი! თვალის დახამხამებაში ყველაფერი უც-
ბად გაახსენდა.
პირველ ჯერზე ეგონა, ეგ არის და, ჭკუიდან შევიშალეო. სა-
შინელმა სიცივემ აიტანა, ისე ააკანკალა, რომ კბილს კბილზე
აცემინებდა. კარი გამოაღო და ყური მიუგდო: სახლში ყველას
ეძინა. განცვიფრებული იცქირებოდა ირგვლივ ოთახში და ვერა
გაეგო რა; როგორ ქნა ასე, რომ გუშინ საღამოს შემოსვლისას
კარი არ გადარაზა და ტანსაცმლიანად მიეგდო ტახტზე. ქუდი იქ-
ვე ჩამოგორებულიყო ძირს და ბალიშის შორიახლო ეგდო
იატაკზე... – „რას იფიქრებდა რომ შემოსულიყო... ხომ მთვრალი
ვეგონებოდი, მაგრამ...“ ფანჯარას ეცა. გვარიანად განათებული-
ყო. მაშინვე თავით ფეხებამდე ტანსაცმელს დაუწყო თვალიერე-
ბა: რამე ხომ არ გამომრჩაო... ციებისგან აცახცახებულმა გაიძრო
მთელ ტანზე ტანისამოსი და დაუწყო სინჯვა. სამჯერ-ოთხჯერ
გადააბრუნ-გადმოაბრუნა ყველაფერი და უკანასკნელ ძაფამდე
და ნაკერამდე ყველაფერი გადასინჯა. თითქოს არავითარი ნიშ-
ნები არ ეტყობოდა ტანისამოსს; მხოლოდ შარვლის ტოტის ჩა-
მოძენძილ ნაპირზე, ფოჩივით რომ ეკიდა, სქლად ეტყობოდა
შემხმარი სისხლი. მაშინვე დიდი საკეცი დანა აიღო და ტოტს
სისხლის ნაპირი შემოაჭრა. მოაგონდა უცბად, რომ ქისა და ნივ-
თები, რომლებიც ბებრუხანას ყუთიდან ამოალაგა, აქამდე ისევ
ჯიბეში ეწყო. არ მოჰგონებია, ამოეღო და შეენახა! არ მოჰგონე-
ბია ახლაც კი, ტანისამოსს რომ ისინჯავდა! რას ჰგავს ეს? –
უმალვე ჯიბეებს ეცა და დაუწყო ნივთებს მაგიდაზე ამოლაგება.
უნდოდა გაეგო, კიდევ ხომ არაფერი დამრჩაო და ყველაფერი
ეს კუთხეში მოაგროვა. იქ, კუთხეში. ძირს, ერთ ადგილას კე-
დელს შპალერი ჰქონდა ამძვრალი. ყველა ნივთს ამ ნახვრეტში,
ქაღალდქვეშ დაუწყო ჩალაგება: „ჩაეტია!“ – ფიქრობდა გახარე-
ბული; წამოდგა, გახედა კუთხეს და კიდევ მეტად გამოჩხერილ
ნახვრეტს დაუწყო უაზროდ ჩხრეკა. უცებ შეხტა მთლად შეძრწუ-
ნებული: – „ღმერთო ჩემო, – ჩურჩულებდა სასოწარკვეთილი, –
რა მემართება? განა ეს შენახვა და დამალვაა? განა ასე ინახავს
ვინმე?“
მართალია, ნივთების წამოღება ფიქრად არა ჰქონდა, ეგო-
ნა, მარტო ფულები იქნებოდა, ამიტომაც ადგილი არ მოუძებნა
წინათვე. „მაგრამ ახლა, ახლა რა მიხარია? – ფიქრობდა რას-
კოლნიკოვი, – ასე ინახავენ განა? მართლაცდა მართლაც, გო-
ნიერებას ვკარგავ!“ ჩამოჯდა დაუძლურებული ტახტზე და მაშინვე
საშინელმა კანკალმა აიტანა. ზამთრის თბილი, თითქმის უკვე
ძონძად ქცეული პალტო მოიხურა და ისევ ბოდვა და თვლემა
დაიწყო. თავდავიწყებას მიეცა.
მაგრამ არ გასულა ხუთი წუთი, წამოხტა ისევ ელდანაკრავი-
ვით და ტანისამოსს ეცა. – „არა, როგორ დავიძინე, როცა ჯერ
სრულებით არაფერი გამიკეთებია! ასეა, სწორედ ასეა: იღლიის
ქვეშ მიკერებული მარყუჟიც აქამდე არ ამირღვევია! ასეთი მნიშ-
ვნელოვანი საქმე დამავიწყდა!“ გამოგლიჯა მარყუჟი, წვრილ--
წვრილად დაწყვიტა და ბალიშის ქვეშ, საცვლებში შეტენა. – „და-
ხეული ტილოს ნაგლეჯები, ყოველ შემთხვევაში, ეჭვს აღარავის
ააღებინებდა; ასეა, ვგონებ ასეა!“ იმეორებდა ოთახის შუაგულში
მდგომი და გაფაციცებით, ყურადღებით ათვალიერებდა იქაურო-
ბას, იატაკზე ან სხვაგან სადმე ხომ არ დამრჩა რამე შესანახიო.
რწმუნდებოდა, რომ აღარაფერი ახსოვდა, ვეღარ მოესაზრებინა
რა და საშინლად იტანჯებოდა. – „რას ნიშნავს ეს, ნუთუ უკვე ვის-
ჯები კიდეც? აგერ, აგერ, ასეა სწორედ!“ მართლაცდა, სის-
ხლიანი ძონძები, რომლებიც შარვლის ტოტებს ჩამოაჭრა, ოთა-
ხის შუაგულ იატაკზე ეყარა, რომ მაშინვე სცემოდათ თვალში!
„რა მომდის ეს?“ – შეჰყვირა კვლავ გონებადაკარგულმა.
და უცებ უცნაური რამ გაიფიქრა: იქნებ მთლად ტანსაცმელიც
დასისხლიანებული და დალაქავებული აქვს, მაგრამ ვერ ხედავს,
ვერ შეუნიშნავს, იმიტომ, რომ საზრიანობამ უმტყუნა, გონება და-
უბნელდა. უცებ მოაგონდა, რომ ქისასაც ჰქონდა სისხლი მოცხე-
ბული. „ეჰ! ეტყობა, ჯიბესაც უნდა ჰქონდეს სისხლის ლაქები, იმი-
ტომ, რომ სველ-სველი ქისა პირდაპირ ჯიბეში ჩავიდე!.. ეტყობა,
გონება ჯერ კიდევ მთლად არ დამიკარგავს, მეხსიერება და მო-
საზრება ჯერ კიდევ შემრჩენია, თუ თვითონვე გამახსენდა და მო-
მაგონდა!..“ – გაიფიქრა აღტაცებულმა და ღრმად და მხიარუ-
ლად ამოისუნთქა. – „ეს მხოლოდ ციების სისუსტე და წამიერი
ბოდვაა“, – თქვა ეს და შარვლის მარცხენა ჯიბეს სარჩული
მთლიანად გამოაგლიჯა. სწორედ ამ დროს მზის სხივმა მარცხე-
ნა წაღს შუქი მოჰფინა: გამოგლეჯილი წაღის წვერიდან გამოყო-
ფილ წინდას თითქოს ლაქები აჩნდა! მაშინვე გაიძრო წაღი: –
„მართლაც ნიშნები ატყვია! მთელი წინდის წვერი სისხლით არის
გაჟღენთილი“. ეტყობა, მაშინ გაუფრთხილებლობით სისხლის
გუბეში ჩაუდგამს ფეხი... „მაგრამ რა უყოს ახლა? ეს წინდა, შარ-
ვლის ნაგლეჯი და ჯიბე სად წაიღოს?“
მოაგროვა ყველაფერი ეს ხელში და იდგა ოთახის შუაგულ-
ში. „ღუმელში შევყარო? მაგრამ ყველაზე პირველად იქ დაუწყე-
ბენ ძებნას. დავწვა? მაგრამ რითი? ასანთიც არ მაქვს. არა, ჯობს
ისევ წავიღო და სადმე გადავყარო. დიახ! ჯობს გადავყარო“, –
იმეორებდა და ისევ ტახტზე მოიკალათა. „ახლავე, ამავ წამს გა-
დავყრი, დაუყოვნებლივ!..“ – გაიფიქრა, მაგრამ უნებურად თავი
ისევ ბალიშში ჩარგო; ისევ საშინელმა კანკალმა აიტანა; თბილი
პალტო ისევ მოიხურა. დიდხანს, მთელი რამდენიმე საათი, სულ
იმის ფიქრში იყო, რომ ახლავე, დაუყოვნებლივ სადმე უნდა
წაეღო და გადაეყარა ყველაფერი, რომ საჩქაროდ თვალიდან
მიეფარებინა! რამდენჯერმე კიდეც წამოიწია, უნდოდა წამომდგა-
რიყო, მაგრამ აღარ შეეძლო. ბოლოს კარის ძლიერმა ბრახუმა
გამოაღვიძა.
– გააღე, გესმის მკვდარი ხარ თუ ცოცხალი? სულ სძინავს! –
ყვიროდა ნასტასია და თან კარს მუშტებს სცემდა, – მთელი დღე
ასე ძაღლივით სძინავს! ძაღლია, აბა რა არის. არ გესმის, გააღე!
თერთმეტი საათია.
– იქნებ შინ არ არის, – გაისმა ვიღაც კაცის ხმა.
„ეჰე! ეს ხომ მეეზოვის ხმაა... რა უნდა ნეტავ?...“
წამოხტა და ტახტზე დაჯდა. გული ისე უცემდა, ტკივილიც კი
იგრძნო.
– მაშ, რაზით ვინღა ჩაკეტა? – მიუგო ნასტასიამ, – არა, კა-
რის დაკეტვაც რომ დაუწყია!.. გააღე შენ, ეი, გოგრავ, გაიღვიძე!
„რა უნდა ნეტავ?.. მეეზოვეს რაღა უნდა?.. შევეწინააღმდეგო,
თუ გავუღო?.. მოხდეს, რაც მოსახდენია...“
წამოდგა, წინ გადაიხარა და რაზა ამოიღო.
ისეთი პატარა იყო მთელი ოთახი, რომ შეეძლო საწოლიდან
ფეხის მოუცვლელად გამოეღო კარი.
ასე იყო სწორედ: კარში მეეზოვე და ნასტასია იდგნენ.
როგორღაც უცნაურად გადახედა ნასტასიამ. თვითონაც გულ-
მოსულად და სასოწარკვეთილად შეხედა მეეზოვეს. მეეზოვემ
ორად მოკეცილი, ბეჭედდაკრული რაღაც ქაღალდი გადასცა ჩუ-
მად.
– უწყებაა კანტორიდან, – დასძინა და თან ქაღალდი გაუწო-
და.
– რომელი კანტორიდან?
– პოლიციიდან, პოლიციის კანტორიდან, სხვა რომელი კან-
ტორა იქნება.
– პოლიციიდან... რა გვინდაო?..
– რა ვიცი, რა უნდათ... გიბარებენ და უნდა წახვიდე...
მეეზოვემ ყურადღებით გადახედა, მიიხედ-მოიხედა ირგვლივ
და წასასვლელად გაბრუნდა.
– ეტყობა, ავადაა! – შენიშნა ნასტიამ და თან თვალს არ აშო-
რებდა. მეეზოვემაც ერთ წამს პირი იბრუნა, გადახედა, – გუშინ-
დლიდან სიცხე აქვს, – დასძინა ისევ ნასტასიამ.
რასკოლნიკოვი პასუხს არ აძლევდა და გაუხსნელი ქაღალ-
დი ისევ ხელში ეჭირა.
– ნუ ადგები, – უთხრა შეწუხებულმა ნასტასიამ, რომ ნახა,
ტახტიდან აპირებდა გადმოსვლას, – ავად ხარ, იწექი, ქვეყანა არ
დაიღუპება... ხელში რაღა გიჭირავს?
რასკოლნიკოვმა დაიხედა: მარჯვენა ხელში შარვლის ჩამო-
ნაჭერი ძონძები, წინდა და ჯიბის ამონახევი სარჩული ეჭირა.
თურმე ასე სძინებია. მერე როცა ამაზე ფიქრობდა, აგონდებოდა,
რომ ძილ-ღვიძილშიც, სიცხიანი მაგრად ბღუჯავდა ყველაფერს
და ისევ ასე იძინებდა.
– დახედეთ ერთი, რა ძონძები მოუგროვებია და ისე სძინავს,
გეგონებათ, დიდი რამე განძი უჭირავსო...
და ნასტასიამ თავისებურად, გულიანად გადაიკისკისა, ჩაბ-
ჟირდა.
იმავე წამს ყველაფერი პალტოს ქვეშ დამალა რასკოლნი-
კოვმა და ნასტასიას თვალებში ჩააშტერდა. მართალია, ღრმა
მოსაზრებისა და ფიქრის თავი სულ აღარ ჰქონდა მაშინ, მაგრამ
გრძნობდა, რომ დასაჭერ კაცს ასე არ მოეპყრობოდნენ უთუოდ,
– „მაგრამ... ეს პოლიცია რაღაა?..“
– ჩაის დალევდი? არ გინდა? მოგიტან, დამრჩა..
– არა... წავალ; ახლავე წავალ, – წაიდუდღუნა და წამოდგა.
– წახვალ კი არა, იქნებ კიბეზეც ვერ ჩააწიო.
– წავალ...
– როგორც გერჩიოს.
ნასტასია მეეზოვეს გაჰყვა ფეხდაფეხ. მაშინვე წინდას და
ძონძებს ეცა რასკოლნიკოვი, დაუწყო სინათლეზე სინჯვა. –„ლა-
ქები აქვს, მაგრამ აღარ ეტყობა; ყველაფერი გაჭუჭყიანებულა,
წაშლილა, ამომქრალა. ესე იგი, ნასტასია შორიდან ვერაფერს
შენიშნავდა. მადლობა ღმერთს!“ ახლა კი გულისფანცქალით
გახსნა უწყება და დაუწყო კითხვა; დიდხანს იკითხა და ბოლოს,
როგორც იქნა, მიხვდა აზრს. ეს იყო უბრალო უწყება, რომ დღეს
დილას, ათის ნახევარზე პოლიციის ნაწილში გამოცხადებულიყო,
უბნის ზედამხედველის კანტორაში.
„ნეტავ, რა უნდა იყოს? არავითარი საქმე პოლიციასთან არ
მაქვს!.. მერე ისიც, რაღა დღეს?“ – ფიქრობდა და იტანჯებოდა
რასკოლნიკოვი, მაგრამ მიზეზისთვის ვერ მიეგნო, – „ღმერთო,
ჩქარა მაინც იყოს!“ – დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო, მაგრამ თვი-
თონვე გაეცინა, – ლოცვაზე კი არა, თავის თავზე და დაიწყო საჩ-
ქაროდ ტანთ ჩაცმა. „დავიღუპები და დავიღუპო, სულერთია!..
წინდა უნდა ჩავიცვა! – გაიფიქრა უცბად, – კიდევ უფრო გა-
დაილესება მტვრით და აღარაფერი შეეტყობა“...
მაგრამ ჩაიცვა თუ არა, მაშინვე გაიძრო ზიზღითა და შიშით.
გაიხადა, მაგრამ მოისაზრა, რომ მეტი აღარაფერი ჰქონდა და
ისევ ჩაიცვა, – და ისევ გაეცინა – „ყველა ეს პირობითია და შედა-
რებითი, ყველა ეს მხოლოდ ფორმაა და სხვა არაფერი“, –
გაუელვა უცებ თავში წამიერმა აზრმა და თან მთელი ტანით ძაგ-
ძაგი დააწყებინა. „ხომ ჩავიცვი! მაინც ჩავიცვი!“ მაგრამ იმავე წამს
სიცილი სასოწარკვეთილებად შეეცვალა – „არა, არა, არ შემიძ-
ლია...“ – გაიფიქრა. ფეხები უკანკალებდა – „შიშისგან მომდის“, –
წაიდუდღუნა თავისთვის. თავბრუ ეხვეოდა, საშინლად სტკიოდა
და უხურდა თავი – „ეშმაკობენ! უნდათ რომ ეშმაკურად მომატყუ-
ონ და უცებ გამომტეხონ“, – კვლავ განაგრძო ფიქრი ისევ თავის-
თვის, კიბეზე რომ ჩადიოდა. – „ცუდია ის, რომ თითქოს ვბოდავ...
შეიძლება სისულელე რამ წამოვროშო“...
მაგრამ კიბეზე მოაგონდა, რომ ნივთებს გამოხეული შპალე-
რის ქვეშ ტოვებდა: – „მერე რომ უცბად განგებ გაჩხრიკონ“, –
გაიფიქრა და შედგა. მაგრამ ისეთმა სასოწარკვეთილებამ და
ისეთმა, თუ შეიძლება ითქვას, დაღუპვის ცინიზმმა, დაუდევრობამ
შეიპყრო, რომ ხელი ჩაიქნია და გასწია.
„მალე კი იყოს და სულერთია!..“
ქუჩაში ისევ საშინლად ცხელოდა; ამ ბოლო დღეებში ცვარი
არ გავარდნია ცას. აგურისა და კირის მტვერი იდგა ირგვლივ.
სავაჭრო და სასმელების დუქნებიდან ყროლის სუნი გამოდიოდა;
წამდაუწუმ ისევ მთვრალები, ჩუხონელი დამტარებლები და კო-
ფოზე გადადღლარძული მეეტლეები ხვდებოდნენ. მზემ კაშკაშით
მიანათა თვალებში, ისე, რომ ატკინა კიდეც, თავბრუ დაესხა.
სწორედ ისე გრძნობდა თავს, როგორც გაცივებული ადამიანი
გრძნობს ხოლმე, გარეთ გამოსვლისას.
„გუშინდელი“ ქუჩის შესახვევამდე რომ მიაღწია, როგორღაც
მწარედ შეშფოთებულმა გადახედა ქუჩასაც და იმ სახლსაც... მაგ-
რამ მაშინვე თვალი მოარიდა.
„რომ მკითხონ, იქნებ ვუთხრა კიდეც“, – გაიფიქრა, კანტორას
რომ მიუახლოვდა.
კანტორა სულ მეოთხედი ვერსის მანძილზე იყო რასკოლნი-
კოვის საცხოვრებელი ბინიდან დაშორებული. ახლახან გად-
მოიტანეს ახალი სახლის მეოთხე სართულზე. ძველ ადგილას
რომ იყო, ახსოვს, იქ ერთხელ, თითქოს ნამყოფიც იყო, მაგრამ
მას შემდეგ ძალიან დიდი ხანი გავიდა. შევიდა თუ არა ეზოში,
მარჯვნივ კიბე შენიშნა, რომლიდანაც იღლიაში წიგნამოჩრილი
გლეხი ჩამოდიოდა: – „მეეზოვეა უთუოდ; ეტყობა კანტორაც აქვე
იქნება“, – გაიფიქრა და ალალბედზე პირდაპირ კიბეს შეუდგა.
არ უნდოდა კითხვა და ძიება დაეწყო.
„შევალ, დავიჩოქებ და ყველაფერს ვუამბობ“... – გაიფიქრა,
მეოთხე სართულს რომ მიაღწია.
კიბე ვიწრო იყო, დაქანებული და გასვრილი. ოთხივე სართუ-
ლის ყველა ბინის სამზარეულოები ამ კიბეზე გამოდიოდა და კა-
რი თითქმის მთელი დღე ყველას ღია ჰქონდა. ამიტომ აქ დახშუ-
ლი ჰაერი და საშინელი სუნი იდგა. ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ
იღლიაში წიგნამოჩრილი მეეზოვეები და ორივე სქესის სხვადას-
ხვა ჯურის ხალხი, – მომჩივრები. თვითონ კანტორის კარიც ბო-
ლომდე ღია იყო. შევიდა და შესასვლელ დერეფანში შედგა. აქ
ვიღაც გლეხები იდგნენ და უცდიდნენ თავიანთ რიგს. აქაც ისევე
იყო ჰაერი შეხუთული, როგორც ქვედა სართულებზე. მყრალ
ზეთში გარეული ახლად შეღებილი ოთახების საღებავის სუნი
გულს აურევდა ადამიანს. მცირე ხანს შეიცადა, მაგრამ არჩია,
ისევ მეორე ოთახში გასულიყო. ყველა ოთახი დაბალი და პატა-
რა იყო. საშინელი მოუთმენლობა სულ უფრო და უფრო შიგნით
იზიდავდა რასკოლნიკოვს. არავის შეუნიშნავს, ისე გაიარა დერე-
ფანი. მეორე ოთახში მასზე ოდნავ უკეთ ჩაცმული ვიღაც მწერ-
ლები ისხდნენ და წერდნენ. შესახედავად ყველანი როგორღაც
უცნაურები ჩანდნენ. რასკოლნიკოვმა ერთ-ერთ მათგანს მიმარ-
თა.
– რაო, რა გინდა? – უპასუხეს.
რასკოლნიკოვმა კანტორიდან მიღებული უწყება უჩვენა.
– სტუდენტი ხართ? – ჰკითხა მწერალმა, უწყებას რომ დახე-
და.
– დიახ, ნასტუდენტარი გახლავართ.
მწერალმა აათვალიერ-ჩაათვალიერა, მაგრამ არავითარი
ცნობისმოყვარეობა მის სახეს არ დასტყობია. იგი თმააბურძგნი-
ლი, უმოძრაო გამომეტყველების კაცი გახლდათ.
„ამისგან ვერაფერს გავიგებ, ამისთვის სულერთია ყველაფე-
რი“, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა.
– აი, იქ მიდით, საქმის მწარმოებლებთან, – უთხრა მწერალ-
მა და უკანასკნელ ოთახზე მიუთითა.
რასკოლნიკოვიც ამ (რიცხვით მეოთხე) ვიწრო და ხალხით
უზომოდ გატენილ ოთახში შევიდა, სადაც წინა ოთახებთან შედა-
რებით უფრო სუფთად ჩაცმული ხალხი დახვდა. მათ შორის იყო
ორი მანდილოსანიც. ერთი მათგანი, ღარიბულად იყო შავებში
გამოწყობილი და საქმისმწარმოებლის პირდაპირ იჯდა, რაღა-
ცას წერდა მისი კარნახით. მეორე კი ჩასუქებული და ლოყებღაჟ-
ღაჟა, ლაქებიანი, წარმოსადეგი და ძალიან მდიდრულად ჩაცმუ-
ლი მანდილოსანი გვერდით იდგა და რაღაცას უცდიდა. გულზე
ვეება ჩაის ლამბაქივით ფართო, ოქროს ძვირფასი გულის ქინ-
ძისთავი ჰქონდა მიბნეული. რასკოლნიკოვმა უწყება საქმისმწარ-
მოებელს გადასცა. საქმისმწარმოებელმაც ცალი თვალით გადა-
ხედა უწყებას და უპასუხა: „მოიცადეთო“; თვითონ კი ისევ სამ-
გლოვიარო შავებში გამოწყობილ მანდილოსანს მიუბრუნდა.
რასკოლნიკოვმა ოდნავ თავისუფლად ამოისუნთქა. „უთუოდ
იმისთვის არ მიბარებენ!“ – გაიფიქრა და ნელ-ნელა გამხნევდა,
თავს ძალას ატანდა, გონს მოსულიყო.
„სულ უბრალო რამ სისულელე, სულ უბრალო რამ გაუფ-
რთხილებლობა საკმარისია, რომ ჩემი თავი მევე გავცე. ჰმ!..
სუფთა ჰაერი მაინც იყოს, რომ ცოტა გავგრილდე, – დასძინა, –
შეხუთულია ჰაერი... თავი უარესად მიბრუის... ტვინი მიხურს...“
გრძნობდა საზოგადოდ, რომ საშინლად არეული იყო და
ეშინოდა, ვაითუ, თავი ვერ შევიმაგროო. ცდილობდა, გარეშე
რამ საგანს ჩასჭიდებოდა, სრულიად სხვა რამეზე ეფიქრა, მაგ-
რამ ვერ ახერხებდა. საქმისმწარმოებელი მაინც ძლიერ იზიდავ-
და მის ყურადღებას: უნდოდა ამოეკითხა როგორმე მის სახეზე,
რას ფიქრობდა. ეს იყო ოცდაორი წლის შავგვრემანი, ცოცხალი
სახის ახალგაზრდა, მაგრამ უფრო მეტი ასაკის მოჩანდა. ტანთ
კოხტად ეცვა, მოდაზე, თავი ლამაზად გადაევარცხნა და ზედ
სურნელოვანი საცხი წაესვა. თეთრსა და ლამაზად გაწმენდილ
თითებზე ბეჭდები ჰქონდა მრავლად ასხმული, ჟილეტზე ოქროს
ძეწკვი ეკეთა. ერთ იქ მყოფ უცხოელს ორიოდე სიტყვით ფრან-
გულად გამოელაპარაკა და საკმაოდ წმინდადაც.
– ლუიზა ივანოვნა, დაბრძანდით, – მიმართა გაკვრით წით-
ლად გაღვივებულ, გამოპრანჭულ მანდილოსანს, რომელიც ფეხ-
ზე იდგა ერთთავად და ვერ ბედავდა თითქოს დაჯდომას, თუმცა
იქვე, გვერდით, სკამიც იდგა.
– Ich danke7, – მიუგო მანდილოსანმა და ფარჩის შრიალით,
მშვიდად დაეშვა სკამზე. ბაცი მტრედისფერი, თეთრი მაქმანით
მორთული კაბა ჰაეროსტატივით გაიშალა და მაგიდის გარშემო
თითქმის ოთახის ნახევარი მთლიანად დაიკავა. იქაურობა სურნე-
ლოვანი სასხურებლის სუნით გაიჟღინთა. მაგრამ ქალს ეტყობო-
და, რცხვენოდა, რომ თითქმის ნახევარი ოთახი მან დაიჭირა და
სურნელება გაავრცელა: როგორღაც მოკრძალებითა და თანაც

7
მადლობელი ვარ (გერმ.)
თავხედურად იღიმებოდა, მაგრამ მოუსვენრობა აშკარად ემ-
ჩნეოდა.
დაასრულა ბოლოს წერა ძაძებში ჩაცმულმა მანდილოსანმა
და ასადგომად მოემზადა. ამ დროს უცებ ვიღაც ოფიცერი ოთახ-
ში ამაყი გამომეტყველებით შემოვიდა, ყოველი ფეხის გადად-
გმაზე როგორღაც საგანგებოდ მხრების გრეხით; კაკარდიანი ქუ-
დი მაგიდაზე დააგდო და სავარძელში გამოიჭიმა. თვალი მოჰ-
კრა თუ არა მორთულმა მანდილოსანმა, მაშინვე სკამიდან წა-
მოხტა და განსაკუთრებული აღტაცებით მოჰყვა რევერანსებს;
მაგრამ ოფიცერმა არავითარი ყურადღება არ მიაქცია და ქალიც
ვეღარ ბედავდა მასთან მიახლოებას. ეს გახლდათ უბნის ზედამ-
ხედველის თანაშემწე – გაფარჩხული ქერა ულვაში და წვრილ-
ნაკვთიანი სახე ჰქონდა, რომელიც კადნიერების მეტს, სხვას არა-
ფერს სძენდა. ცოტა არ იყოს მწყრალად, სხვათა შორის გახედა
რასკოლნიკოვს, რომელსაც ძალზე გაცვეთილი ტანისამოსი ეც-
ვა, მაგრამ თავისი დამცირებული მდგომარეობის მიუხედავად,
თავი მაინც მორთულობის შეუფერებლად, ამაყად ეჭირა. რას-
კოლნიკოვიც, გაუფრთხილებლობით, როგორღაც მოურიდებ-
ლად და დიდხანს შესცქეროდა თვალის დაუხამხამებლად.
– შენ რა გინდა? – შეუყვირა უთუოდ განცვიფრებულმა, რომ
ასეთი დაგლეჯილ-დაფლეთილი ბედავდა აქ დგომას და შიში არ
გამოუხატავს მის ელვისებრ შეხედვაზე.
– მომთხოვეს... უწყება მომივიდა... – როგორც იქნა, მიუგო
რასკოლნიკოვმა.
– ფულის გადახდევინების შესახებაა, სტუდენტია, – დაუმატა
საჩქაროდ საქმისმწარმოებელმა და ერთი წამით ქაღალდებს
თვალი მოაშორა, – აი, ნახეთ! – მიმართა მან რასკოლნიკოვს
და რვეული გადაუგდო, – წაიკითხეთ!
„ფულის? რა ფულის, ნეტავ? – ფიქრობდა რასკოლნიკოვი, –
მაგრამ... როგორც ჩანს...“ – გაივლო გულში და სიხარულისგან
კინაღამ შეხტა. უცბად მოეშვა გულზე, თითქოს მძიმე ტვირთი ჩა-
მოეხსნაო.
– მერე, რომელ საათზე გიბრძანეს მოსვლა, მოწყალეო
ხელმწიფევ? – შეუყვირა კვლავ პორუჩიკმა, უფრო და უფრო რა-
ღაცით შეურაცხყოფილმა – გწერენ, რომ ცხრაზე უნდა გამოცხა-
დებულიყავით, ახლა კი უკვე მეთორმეტე საათია!
– მე მხოლოდ ამ თხუთმეტი წუთის წინ მივიღე უწყება, – უპა-
სუხა ხმამაღლა რასკოლნიკოვმა. ეტყობოდა, ისიც მოულოდნე-
ლად და უცბად გაჯავრდა და რაღაც სიამოვნებასაც კი გრძნობ-
და ამის გამო, – ისიც კმარა, რომ სიცხიანი და ავადმყოფი მაინც
გამოვცხადდი.
– ნუ ყვირით!
– არ ვყვირი, პირიქით, წყნარად ვლაპარაკობ; თქვენ კი
დიახაც რომ ყვირით; მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ სტუდენტი
ვარ და ნებას არ მოგცემთ...
თანაშემწე ისე აენთო, რომ პირველად ხმა ვეღარც კი
ამოიღო, მხოლოდ დორბლებს ყრიდა პირიდან. შემდეგ წამოხ-
ტა ისევ ყვირილით.
– გთხოვთ, გა-ჩუმ-დეთ! ნუ დაგავიწყდებათ, რომ სახელმწი-
ფო დაწესებულებაში ხართ. ნუ ილანძღებით, ბატონო!
– ნურც თქვენ დაივიწყებთ, რომ დაწესებულებაში ხართ, –
შეუყვირა რასკოლნიკოვმა, – გარდა იმისა, რომ ყვირით, პაპი-
როსსაც ეწევით; გეტყობათ, ჩვენ ყველას არად გვაგდებთ, – გაც-
ხარდა რასკოლნიკოვი და უზომო კმაყოფილება იგრძნო.
საქმისმწარმოებელი ორივეს ღიმილით შეჰყურებდა. ეტყო-
ბოდა, ფიცხი პორუჩიკი დააფიქრა რასკოლნიკოვმა.
– თქვენი საქმე არ არის ეგ! – დაუყვირა ბოლოს როგორღაც
არაბუნებრივად ხმამაღლა, – ჯობს, რასაც გთხოვენ, იმის პასუხი
მოგვცეთ. ალექსანდრ გრიგორიჩ, უჩვენეთ ერთი. გიჩივიან!
ფულს თურმე არ იხდით! რაო, ვითომ, რა წითელი კოჭი თქვენ
ბრძანდებით!..
მაგრამ რასკოლნიკოვი უკვე ქაღალდს დააცხრა ხარბად, უნ-
დოდა, მიზეზი მალე გამოერკვია, ყურს არ უგდებდა. წაიკითხა
ერთხელ, მეორედ, მაგრამ აზრი მაინც ვერ გამოიტანა.
– ვერ გამიგია, რა არის, – დაეკითხა საქმისმწარმოებელს.
– ფული გისესხებიათ და იმას გთხოვენ. ან უნდა გადაიხა-
დოთ მთლიანად თავისი ხარჯებითა და ჯარიმებითურთ, ან არა
და, წერილობითი პასუხი მოგვცეთ, როდის შეძლებთ გადახდას;
უნდა მოგვცეთ ამასთანავე პირობა, რომ ვალის გადახდამდე სა-
ტახტო ქალაქიდან არსად წახვალთ და არც თქვენი ქონებიდან
გაყიდით და დამალავთ რამეს. მსესხებელს კი ნება აქვს, ქონე-
ბაც გაგიყიდოთ და თქვენც კანონისამებრ მოგეპყროთ.
– მაგრამ... რომ არავისი არ მმართებს?
– ეგ ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ მივიღეთ ვადაგასული და კა-
ნონიერად პროტესტგამოცხადებული ას თხუთმეტი მანეთის თა-
მასუქი, ამ ცხრა თვის წინათ დაწერილი კოლეჟსკი ასესორის
ქვრივის ზარნიცინას სახელზე, რომელსაც იგი შემდგომ ნადვორ-
ნი სოვეტნიკის, ბეცაროვისთვის გადაუცია. ამაზე გთხოვთ პასუხს.
– მერე, ეგ ხომ ჩემი დიასახლისია?
– მერე რა, რომ დიასახლისია?
და საქმისმწარმოებელმა სიბრალულით გადახედა, როგორც
გამოუცდელს, თან რაღაც ყოყოჩობა დაეტყო, იღიმებოდა:
„რაო, როგორ გრძნობ ახლა თავსო“, – ეუბნებოდა თითქოს.
მაგრამ ან ამ თამასუქთან რაღა საქმე ჰქონდა ახლა? ნუთუ ამა-
საც უნდა შეეშფოთებინა და მისი თუნდაც მცირედი ყურადღება
მიეპყრო! იდგა რასკოლნიკოვი, კითხულობდა, უგდებდა ყურს,
პასუხობდა, თვითონაც კი ეკითხებოდა რაღაცას, მაგრამ ყველა-
ფერ ამას ანგარიშმიუცემლად სჩადიოდა. მთელი მისი არსება ამ-
ჟამად მხოლოდ თავის დაცვასა და სულის შემხუთველი საფ-
რთხიდან თავის დაძვრენის ზრუნვასა და ფიქრში იყო. ეს იყო
პირდაპირი და სრული პირუტყვული სიხარულის წამი. მაგრამ
სწორედ ამ დროს კანტორაში უცებ ერთი ყვირილი და ვაი--
ვაგლახი ატყდა: რასკოლნიკოვისგან შეურაცხყოფილი და გაბ-
რაზებული პორუჩიკი თავისი ღირსებისა და პატივის აღსადგენად
მივარდა საბრალო „მოპრანჭულ მანდილოსანს“, რომელიც შე-
მოსვლის წამიდან აქამდე ერთთავად ფეხზე იდგა და რათაც სუ-
ლელურად უღიმოდა გულმოსულ თანაშემწეს.
– შენა, შე ასეთ-ისეთო და იმისთანავ, – შეუყვირა უცბად
(მგლოვიარე მანდილოსანი უკვე წასული იყო), – შენ რაღა ამბა-
ვი გქონდა ამ ღამეს? ჰა? კიდევ უწესობასა და ვაი-უშველებელს
სტეხ ქუჩაში, არ გრცხვენია?! ისევ ჩხუბი და ლოთობა გაქვს გა-
მართული! ვირის აბანო ხომ არ მოგენატრა! მერამდენედ გეუბ-
ნები და გაფრთხილებ! არ გითხარი, მეთერთმეტეჯერ აღარ
გაპატიებ-მეთქი! შენ კი, შე ასეთ-ისეთო, შენსას არ იშლი!
ისე გაშტერებული და გაკვირვებული უცქეროდა რასკოლნი-
კოვი „მოპრანჭულ მანდილოსანს“, რომელსაც ისე მოურიდებ-
ლად ამკობდნენ, რომ ხელიდან ქაღალდიც კი გაუვარდა; მაგ-
რამ უმალვე მოისაზრა, რაში იყო საქმე და დამშვიდდა; როგორ-
ღაც მოსწონდა კიდეც მთელი ეს ამბავი. ისეთი სიამოვნებით უს-
მენდა ყოველივე ამას, რომ გულით მოუნდა ეხარხარა...
– ილია პეტროვიჩ! – ჩაერია საქმისმწარმოებელი მზრუნვე-
ლობით, მაგრამ, შედგა და მოიცადა, რადგანაც გამოცდილებით
იცოდა, რომ გაცხარებული პორუჩიკის შეყენება ახლა მხოლოდ
ხელების გაკავებით შეიძლებოდა.
რაც შეეხებოდა მოპრანჭულ მანდილოსანს, პირველად ცახ-
ცახი აუვარდა ყვირილზე, მაგრამ უცნაურია სწორედ: რამდენიც
უფრო მეტს ლანძღავდა და უყვიროდა თანაშემწე, იმდენად უფ-
რო მომხიბვლელად და ტკბილად უღიმოდა მანდილოსანი მრის-
ხანე პორუჩიკს. ადგილზე ბორგავდა და ერთავად მოწიწებით იხ-
რებოდა, თან მოუთმენლად იცდიდა, რომ ბოლოს იმასაც ღირ-
სებოდა გაეცა პასუხი და ეღირსა კიდეც.
– არანაირ ხმაურობასა და ჩხუბს არ ჰქონია ადგილი, ბატო-
ნო კაპიტანო, – დაიწყო უცბად რატრატი მანდილოსანმა, თით-
ქოს ეს-ეს არის, მუხუდოს ტომარას მოხსნეს პირიო. სხარტად
ლაპარაკობდა, თუმცა გერმანული გამოთქმა გასდევდა რუსუ-
ლად საუბარს, – არანაირი შკანდალი არ ყოფილა; მთვრალები
იყვნენ... მე ყველაფერი გითხარით, ბატონო კაპიტენო, დამნაშა-
ვე არ ვარ... კეთილშობილი სახელი მაქვს და ქცევაც კეთილშო-
ბილი, ბატონო კაპიტენო, ამიტომ არასოდეს შკანდალი არ მინ-
დოდა. ისინი კი მთვრალები იყვნენ და კიდევ სამი პოთლი მო-
ითხოვა; მერე აიწია ფეხები და ფეხებით ფორტეპიანო დაუკრა.
კეთილშობილ სახლში ეს არ ვარგა და უნდოდა ფორტეპიანო
გაეტეხა; აქ არაფერი მანერა არ არის-მეთქი, ვუთხარი. იმან კი
აიღო პოთლი და ყველას დაუწყო უკანიდან ცემა. მეც მაშინვე
მეეზოვეს დავუძახე და მოვიდა კარლი. აიღო იმან კარლი და
თვალში დაარტყა, ჰენრიეტსაც თვალში დაარტყა, მეც ხუთჯერ
ლოყაში დამარტყა. ეს კი კეთილშობილ სახლში, ბატონო კაპი-
ტენ, კარქი არ არის და ვიყვირე მეც. იმან კი გააღო ფანჯარა არ-
ხისკენ და პატარა ღორივით ჭყვიტინი დაიწყო; სირცხვილია ეს
ფუჰ-ფუჰ-ფუჰ! კარლმა მაშინ ფრაკით გასწია, ფანჯარას მოაშორა
და მართალია, ბატონო კაპიტენ, ზაინ როკ ჩამოახია. იყვირა მა-
შინ, რომ მან მუსს თხუთმეტი მანეთი ჯარიმა გადაეხადა. და მე
მივეცი თვითონო კაპიტენ, სულ შკანდალს აკეთებდა! თან ამბობ-
და, ერთი დიდი სატირ გედრიუქტ იქნება, ამიტომ, ყველა გაზეთ-
ში შემიძლია დავწერო თქვენზედა.
– ეტყობა, მაშ, მჩხაპნელთაგანი ყოფილა, ჰა?
– დიახ, ბატონო კაპიტენ, მერე რა ბრიყვი რამ არი, ბატონო
კაპიტენ, კეთილშობილ სახლში...
– ჰუ-ჰუ-ჰუ! კმარა! დიდი ხანია, ნათქვამი მაქვს, ნათქვამი,
ნათქვამი...
– ილია პეტროვიჩ! – ხმა აიმაღლა საქმისმწარმოებელმა.
პორუჩიკმა სწრაფად მიიხედა და საქმისმწარმოებელმაც ოდნავ
თავი დაუკრა.
– ...ასე, მაშ, პატივცემულო ლავიზა ივანოვნა, იცოდე, ეს ჩემი
უკანასკნელი სიტყვაა, – განაგრძობდა პორუჩიკი, – მაგრამ თუ
ერთხელ კიდევ მოხდა რამე სკანდალისმაგვარი შენს „კეთილშო-
ბილ სახლში“, იცოდე, მაშინ შენ თავად გიკრავ ცუგუნდერში
თავს. გესმის? მაშ, ასე, ჰა, ლიტერატორი იყო თუ მჩხაპნელი, ხუ-
თი მანეთი ააგლიჯა კალთის ჩამოხევისთვის, ჰა? ვერა ხედავ ამ
მთხზველს! – შესძახა პორუჩიკმა და რასკოლნიკოვს ზიზღით გა-
დახედა, – ამ სამი დღის წინათ ტრაქტირშიც ასე გააკეთა ერთმა:
ესადილა მშვენივრად და ფულს კი თურმე არ იხდიდა. „ამისთვის
სატირაში გამოგჭიმავთო!“, – ეთქვა. მეორეს კიდევ გემზე
გაელანძღა გასულ კვირას პატივცემული ოჯახობა სტატსკი სო-
ვეტნიკისა, ცოლსა და ქალსაც კი თურმე უწმაწური სიტყვებით მი-
მართა. წეღან კიდევ საკონდიტროდან გამოაპანღურეს ერთი...
აი, ხედავთ, რა შვილებიც ბრძანდებიან ყველა ეს მთხზველები,
ლიტერატორები, სტუდენტები და მქადაგებლები... ფუჰ! მაგრამ
წაეთრიე!.. თვითონ შემოგივლი... მიფრთხილდი მაშინ!.. გეს-
მის?..
ლუიზა ივანოვნამაც აჩქარებით და თავაზიანად დაუწყო ყვე-
ლას თავის კვრა და დაბლა თავმოხრით კარამდე მიაღწია. მაგ-
რამ კარში ზურგით მიმავალი უცბად ვიღაც წარმოსადეგ ოფი-
ცერს წააწყდა, რომელსაც სახე გაღაჟღაჟებოდა და ორად გაყო-
ფილი, ხშირი ქერა წვერი საამოდ გაშლოდა. ეს გახლდათ უბნის
ზედამხედველი ნიკოდიმ ფომიჩი. ლუიზა ივანოვნამ მაშინვე საჩ-
ქაროდ მიწამდე თავი დაუკრა მას და აჩქარებული, ხშირი ნაბიჯი-
თა და კუნტრუშით კანტორიდან გავიდა...
– ისევ და ისევ გრგვინვა-ქუხილი, ისევ ელვა და ქარიშხალი!
– მიმართა მხიარულად და მეგობრულად ნიკოდიმ ფომიჩმა
ილია პეტროვიჩს, – ეტყობა, კიდევ გაგაჯავრათ ვინმემ და აგა-
ღელვათ!.. კიბეზევე შემომესმა ხმა.
– რა ვუყო! – უპასუხა კეთილშობილური დაუდევრობით
ილია პეტროვიჩმა და ქაღალდებით დატვირთულმა მეორე მაგი-
დისკენ გასწია; თან ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე მხრებს ათამა-
შებდა: საითაც ფეხს გადადგამდა, მხარსაც იქით გადახრიდა... –
თქვენ თავად განსაჯეთ: ბატონი შემთხზველი, სტუდენტია, თუ
ნასტუდენტარი, ფულს არ იხდის, თამასუქებს უწერენ, ბინას არ
სცლის, ერთთავად უჩივიან, აქ კი საყვედურს მიცხადებს, რომ მის
წინ პაპიროსს მოვუკიდე!..
– სიღარიბე რა დასაძრახია, მეგობარო, რა ვუყოთ მერე! რა-
საკვირველია თოფისწამალი შეურაცხყოფას ვერ აიტანდა, –
უთუოდ თვითონ გეწყინათ რამე მათგან და თავი ვერ შეიკავეთ,
არა? – ეკითხებოდა თავაზიანად ნიკოდიმ ფომიჩი რასკოლნი-
კოვს, – მაგრამ ტყუილად გინებებიათ: უუუკეთილშობილესი კა-
ცია, უნდა მოგახსენოთ, მაგრამ ცეცხლია, ცეცხლი! თოფის წამა-
ლივით იფეთქებს და აენთება ხოლმე, მაგრამ იქვე ჩაქრება! გა-
დაუვლის და ბოლოს მხოლოდ ოქროს გულის პატრონი კაცი
შეგრჩებათ ხელში. პოლკშიც ამიტომ ეძახდნენ „პორუჩიკ პო-
როხს“.
– რა პოლკი იყო მერე! – შესძახა ილია პეტროვიჩმა, ნა-
სიამოვნებმა, რომ ასე საამურად გააპატიოსნეს, მაგრამ ჯერ მა-
ინც ოდნავ ნაწყენად ეჭირა თავი.
რასკოლნიკოვს უცებ მოუნდა ყველასთვის მეტისმეტად სა-
სიამოვნო რამ ეთქვა.
– არა, გეთაყვა, კაპიტანო, – მიმართა უცებ, ცოცხლად და
თამამად ნიკოდიმ ფომიჩს, – ახლა ჩემს გარემოებასაც დაუკვირ-
დით... მზადა ვარ, თუნდ ბოდიშიც მოვიხადო, თუკი რამ დავაშა-
ვე. მე ერთი ღარიბი და ავადმყოფი სტუდენტი ვარ, სიღარიბით
დაჩაგრული (ასე თქვა სწორედ: „დაჩაგრული“) ნასტუდენტარი
ვარ, იმიტომ, რომ შეიძლება ფული არ მაქვს, მაგრამ ფულს მი-
ვიღებ... დედა და და ნ-ის გუბერნიაში ცხოვრობენ... გამომიგზავ-
ნიან და... გადავიხდი. დიასახლისი კეთილი დედაკაცია, მაგრამ
გამიბრაზდა, გაკვეთილები რომ დავკარგე და მეოთხე თვეა, ფუ-
ლი ვერ მივეცი და სადილსაც კი აღარ მაჭმევს... მაგრამ არ მეს-
მის სწორედ, რა თამასუქია ეგ თამასუქი. ახლა ამ ბარათით
მთხოვს ვალის გადახდას!.. მაგრამ იფიქრეთ, აბა, საიდან მივ-
ცემ?!.
– აბა, ეგ რა ჩვენი საქმეა... – შენიშნა კვლავ საქმისმწარ-
მოებელმა.
– მოითმინეთ, მოითმინეთ, სრულიად გეთანხმებით, რომ
თქვენი საქმე არ არის, მაგრამ ნება მომეცით აგიხსნათ, – დასძი-
ნა ისევ რასკოლნიკოვმა საქმისმწარმოებლის საპასუხოდ, მაგ-
რამ ისევ ნიკოდიმ ფომიჩს კი ელაპარაკებოდა; თანაც ცდილობ-
და, იმავე დროს, ილია პეტროვიჩისთვისაც გაეგებინებინა ნათ-
ქვამი, თუმცა იგი განგებ ფურცლავდა ქაღალდებს და ზიზღით
აგრძნობინებდა, რომ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, – ნე-
ბა მომეცით, აგიხსნათ, რომ დიდი ხანია, თითქმის სამი წელიწა-
დია, რაც მასთან ვცხოვრობ... ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც
პროვინციიდან ჩამოვედი... თავიდანვე... რატომ არ უნდა გამოვ-
ტყდე ვითომ?.. პირობა მივეცი, შენს ქალს შევირთავ-მეთქი, მაგ-
რამ პირობა ვერ შევასრულე... ეს ქალი მომწონდა კიდეც, თუმცა
მასზე შეყვარებული არ ვყოფილვარ... ერთი სიტყვით, ახალგაზ-
რდობით მომივიდა, ესე იგი, მინდა ვთქვა, რომ დიასახლისი მა-
შინ მეტად მენდობოდა და მეც ცოტა თავისუფლად... ფუქსავატუ-
რად ვცხოვრობდი...
– მსგავსი საიდუმლოების გამჟღავნებას არავინ გთხოვთ, და
არც დრო გვაქვს თავისუფალი, რომ... – გააწყვეტინა მკვახედ
ილია პეტროვიჩმა, მაგრამ გაცხარებულმა რასკოლნიკოვმა
შეაყენა იგი, თუმცა საუბრის გაგრძელება ცოტათი გაუძნელდა.
– მაგრამ, მომითმინეთ, ნება მომეცით, ცოტათი მაინც გაგაც-
ნოთ საქმის ვითარება... ჩემი მხრივ... თუმცა გეთანხმებით, ზედ-
მეტია ეს ლაპარაკი, მაგრამ გიამბობთ მაინც: ამ ერთი წლის წი-
ნათ ქალი სახადით მოუკვდა, მე კი ისევ მდგმურად დავრჩი... და
დიასახლისი რომ ახლანდელ ახალ ბინაზე გადმოვიდა, მით-
ხრა... მითხრა მეგობრულად.. რომ სრულიად მენდობოდა და
ყველაფერშიც დამეხმარებოდა... მაგრამ... იქნებ ამ ას თხუთმეტი
მანეთის თამასუქი მომცეო, ესე იგი, რაც ფული მემართა, მისი...
მითხრა, სახელდობრ, რომ მივცემდი თუ არა ამ ქაღალდს, მა-
შინვე ისევ მომენდობოდა, რამდენსაც კი მოვისურვებდი და არა-
სოდეს თავის მხრივ ამ თამასუქის ბარათით არ ისარგებლებდა –
ეს მისი სიტყვებია, – ესე იგი, არ გადამახდევინებდა, სანამ მე თა-
ვად არ გავუსწორდებოდი... და აი, ახლა, როცა გაკვეთილებიც
დავკარგე და სადილსაც კი ვერ ვჭამ, უჩივლია და უნდა გადამახ-
დევინოს. რა უნდა ვთქვა, აბა?..
– ყველა ეს წვრილმანი გასათვალისწინებელია, – მოუჭრა
უტიფრად ილია პეტროვიჩმა, – მაგრამ ჩვენ ამ კუთხით არაფერი
გვეხება და ის, რომ ვიღაც გყვარებიათ, ეს ჩვენ სრულიად არ
გვაინტერესებს.
– შენც ერთი... სასტიკად ეპყრობი... – ჩაიბუტბუტა ნიკოდიმ
ფომიჩმა, მიუჯდა მაგიდას და ქაღალდებზე დაიწყო ხელის მოწე-
რა. თითქოს შერცხვა როგორღაც.
– დაწერეთ, – მიმართა საქმისმწარმოებელმა რასკოლნი-
კოვს.
– რა დავწერო? – ჩაეკითხა როგორღაც მკვახედ რასკოლნი-
კოვი.
– გეტყვით, რაც უნდა დაწეროთ.
– რასკოლნიკოვს ეჩვენა, ვითომ ამ აღსარების შემდეგ საქ-
მისმწარმოებელიც როგორღაც უგულოდ და ზიზღით ეპყრობო-
და, მაგრამ უცნაური რამ დაემართა, – უცბად მთლად შეეცვალა
აზრი: აღარაფრად აგდებდა, ვინ რას ეტყოდა, რას იფიქრებდა.
რასაკვირველია, ოდნავ რომ დაკვირვებოდა გარემოებას, გაიკ-
ვირვებდა უთუოდ, როგორ ჩაიდინა ასეთი საქმე და ან როგორ
უამბობდა დამსწრეებს ისეთ რამეებს, ან როგორ მოახვია თავზე
საკუთარი გრძნობები... ახლა რომ უცბათ ოთახი თავის საუკეთე-
სო მეგობრებით გავსებულიყო და არა უბნის ზედამხედველებით,
ამ მეგობრებისთვისაც კი ვერ იპოვიდა ადამიანურ სიტყვას, ისე
დაუცარიელდა უცებ გული. მტანჯველი და უსაზღვრო განმარტე-
ბების გრძნობა უცბად ცნობიერად დაეტყო მის სულს. თავისი გუ-
ლითადი აღსარების სიმდაბლემ და ილია პეტროვიჩის გამარ-
ჯვების სიმდაბლემ კი არ შეუცვალა უცბად გული. ეჰ, რა ესაქმე-
ბოდა და რა დარდი ჰქონდა საკუთარ საძაგლობასა და პორუჩი-
კის თავაზიანობასთან... ან ეს გერმანელი ქალები... ფულის გა-
დახდევინება... კანტორა და სხვა, ვიღას აგონდებოდა!.. ახლა მი-
სი დაწვაც რომ გადაეწყვიტათ, მაშინაც კი ყურს არ შეიბერტყავს
და იქნება განაჩენისთვისაც კი არ დაეგდო რიგიანად ყური. რა-
ღაც მთლად უცნობი, ახალი და მოულოდნელი ცვლილება
შეეპარა. ვერ შეეგნო სავსებით, მაგრამ ნათლად გრძნობდა,
რომ არამცთუ გრძნობები და გული არ უნდა გადაეშალა წეღან-
დელივით, პირიქით, არც კი უნდა მიემართა ამ ხალხისთვის,
თუნდაც უბნის პორუჩიკები და ზედამხედველები კი არა, მისი სა-
კუთარი და-ძმაც ყოფილიყვნენ; არასოდეს სიცოცხლეში ეს არ
უნდა ექნა. არსად აქამდე ასეთი უცნაური და საზარელი რამ არ
უგრძნია. მერე, სტანჯავდა უფრო ის, რომ ეს იყო მხოლოდ შეგ-
რძნება და არა შეგნება და ცნობიერი შესმენა. ეს იყო უშუალო
და მტანჯველი შეგრძნება ყველა იმ შეგრძნებათა შორის, რაც კი
რამ დღემდე განეცადა სიცოცხლეში.
საქმისმწარმოებელმა უკარნახა, ჩვეულებრივ ამგვარ შემ-
თხვევაში როგორ პასუხს აძლევენ ხოლმე, – ესე იგი: რომ ახლა
გადახდა არ შეუძლია, რომ პირობას დებს, ამა და ამ დროს (ო-
დესმე) გადაუხდიდა, ქალაქიდან არსად წავიდოდა, ქონებას არ
გაყიდდა, არც გააჩუქებდა და სხვა.
– რა ხდება... წერას ძლივს ახერხებთ, კალამი ხელიდან გი-
ვარდებათ, – შენიშნა საქმისმწარმოებელმა და ცნობისმოყვა-
რეობით შეხედა რასკოლნიკოვს, – ავად ხომ არ ხართ?
– დიახ... თავი მიბრუის... მითხარით, კიდევ რა უნდა ვქნა?
– არაფერი... ხელი მოაწერეთ.
საქმისმწარმოებელმა ქაღალდი ჩამოართვა და სხვებს მიუბ-
რუნდა.
რასკოლნიკოვმაც კალამი დაუბრუნა, მაგრამ იმის ნაცვლად,
რომ წამომდგარიყო და წასულიყო, ორივე იდაყვით მაგიდას და-
ეყრდნო და ხელები მაგრად მოიჭირა თავზე, თითქოს ეს არის,
ლურსმანს ურჭობენ თავშიო. უცნაურმა ფიქრმა გაურბინა უცბად:
მისულიყო ახლავე ნიკოდიმ ფომიჩთან და გუშინდელი ამბის ყვე-
ლა დეტალი დაწვრილებით ეამბნა, წაეყვანა მერე თავის ბინაზე
და კუთხეში დამალული ნივთები ეჩვენებინა. იქამდე ძლიერად
გრძნობდა ამ მოთხოვნას, რომ განზრახვის შესასრულებლად წა-
მოდგა კიდეც, – „მაგრამ იქნებ სჯობდეს ცოტა ვიფიქრო! –
გაუელვა გუნებაში, – არა, ჯობს მოვიცადო!“ – მაგრამ უცბად გაქ-
ვავებულივით გაშეშდა: ნიკოდიმ ფომიჩი გაცხარებული ელაპა-
რაკებოდა ილია პეტროვიჩს:
– არა, ეგ შეუძლებელია... ორივეს გაათავისუფლებენ. ჯერ
ერთი, რომ ყველაფერი საწინააღმდეგოს ამტკიცებს; იფიქრეთ
აბა: მეეზოვეს რაღად დაუძახებდნენ, რომ მართლა დამნაშავენი
ყოფილიყვნენ? რაო, თვითონვე გასცემდნენ თავიანთ თავს, თუ
როგორ არის საქმე? ან იქნებ ეშმაკობით ქნეს? მაგრამ, არა, მე-
ტისმეტია ეგ ეშმაკობა! და მეორეც, სტუდენტი პისტრიაკოვი ორი-
ვე მეეზოვემ და მოქალაქის ცოლმა დაინახეს ალაყაფის კართან
სწორედ იმ დროს, რომ შედიოდა... სამნი მიდიოდნენ თურმე,
მაგრამ ალაყაფის კართან გამოეთხოვა თავის მეგობრებს და იქ-
ვე, მათ თვალწინ ჰკითხა თურმე მეეზოვეს, სად ცხოვრობსო...
როგორ გგონია, იმ განზრახვით რომ მისულიყო, მეეზოვეს დაუწ-
ყებდა, განა კითხვას? კოხი კი, ვიდრე ბებრუხანასთან ავიდოდა,
მთელი ნახევარი საათი ძირს, ოქრომჭედელთან იჯდა თურმე და
რვას რომ ათი აკლდა, მაშინღა ავიდა ბებრუხანასთან. იფიქრეთ
– მაშ, აბა...
– მაგრამ მოითმინეთ, ეს წინააღმდეგობა რაღას ნიშნავს,
მაშ: ირწმუნებიან თვითონვე, რომ კარზე უკაკუნებდნენ, მაგრამ
დაკეტილი იყო და მერე კი, სამი წუთის შემდეგ რომ მეეზოვე
აიყვანეს, კარი ღია დახვდათ?
– საქმეც ეგ არის: მკვლელი მაშინ შიგნით იყო უთუოდ და კა-
რი ჰქონდა გადაკეტილი; და უთუოდ დაიჭერდნენ კიდეც. კოხს
რომ არ ჩაედინა სისულელე და მეეზოვესთან არ წასულიყო და-
საძახებლად... იმანაც ისარგებლა ამ წასვლით, ჩავიდა კიბეზე და
გაუსხლტათ, როგორღაც გაეპარათ. ორივე ხელით პირჯვარს
იწერს კოხი და იფიცება: „რომ არ წავსულიყავი, უთუოდ გამო-
ვარდებოდა და მეც ცულით მიმაწვენდაო“, – ამბობს, რუსული პა-
რაკლისი უნდა გადავიხადოო, – ჰე, ჰე, ჰე!..
– მერე, მკვლელი კი არავის დაუნახავს?
– საიდან დაინახავდნენ, აბა? ნოეს კიდობანს ჰგავს სახლი, –
შენიშნა საქმისმწარმოებელმა, რომელიც თურმე ყურს უგდებდა
ლაპარაკს.
– აშკარა საქმეა... აშკარა! – გაფიცხდა ნიკოდიმ ფომიჩი.
– პირიქით... – დაასკვნა ილია პეტროვიჩმა.
რასკოლნიკოვმა ქუდი აიღო, კარისკენ გასწია, მაგრამ კა-
რამდე ვეღარ მიაღწია...
გონს რომ მოვიდა, ნახა, სკამზე იჯდა და მარჯვნივ ვიღაც
კაცს ეჭირა, მარცხნივაც სხვა კაცი ედგა გვერდით და ხელში ყვი-
თელი წყლით სავსე ჭიქა ეჭირა. ნიკოდიმ ფომიჩი მის წინ იდგა
და ყურადღებით ჩაშტერებოდა; რასკოლნიკოვი სკამიდან წა-
მოდგა.
– რა ხდება, ავად ხართ? – ჩაეკითხა მკვახედ ნიკოდიმ ფომი-
ჩი.
– წეღანაც, ხელს რომ აწერდა, კალამი ძლივს ეჭირა, – შე-
ნიშნა საქმისმწარმოებელმა და თავის ადგილზე დაჯდა, ისევე ქა-
ღალდებს დაუწყო ფურცვლა.
– დიდი ხანია, ავად ხართ? – შეუყვირა ახლა ილია პეტრო-
ვიჩმა თავისი ადგილიდან და ქაღალდები გადაშალა.
რასაკვირველია, გული რომ წაუვიდა, მანაც დაკვირვებით
გასინჯა ავადმყოფი, მაგრამ მოსცილდა იმავე წამს, როგორც კი
ის გონს მოვიდა.
– გუშინდლიდან... – წაიდუდღუნა პასუხად რასკოლნიკოვმა.
– მერე გუშინ შინიდან არ გასულხართ?
– როგორ არა.
– ავადმყოფი?
– ავადმყოფი.
– რომელ საათზე?
– საღამოს რვა იქნებოდა.
– მაინც სად იყავით, შეიძლება გკითხოთ?
– სად და ქუჩაში.
– ეგეც თქვენი მოკლე და ნათელი პასუხი.
რასკოლნიკოვი მკვახედ და სხარტად პასუხობდა, მთლად
გაფითრებული და თან თავის ანთებულ შავ თვალებს ილია პეტ-
როვიჩს არ აშორებდა.
– ფეხზე ძლივს დგას კაცი და შენ კი... – შენიშნა ნიკოდიმ
ფომიჩმა.
– არ-რა უშ-ავს-რა! – ჩამარცვლა საგანგებოდ ილია პეტრო-
ვიჩმა.
უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა ნიკოდიმ ფომიჩს, მაგრამ შეხე-
და საქმისმწარმოებელს, რომელიც ასევე თვალს არ აშორებდა
მას და გაჩუმდა. უცბად ყველანი გაჩუმდნენ. უცნაური იყო.
– კარგით, მაშ, – დასძინა ილია პეტროვიჩმა, – შეგიძლიათ
წახვიდეთ.
რასკოლნიკოვი გამოვიდა, მაგრამ გამოსვლისთანავე ყური
მოჰკრა, შიგნით როგორ მოჰყვნენ ისევ ცხარე კამათს და რო-
გორ ეკითხებოდა ხმამაღლა რაღაცას ნიკოდიმ ფომიჩი ყველას.
გამოვიდა თუ არა ქუჩაში, აზრზე მოვიდა.
„გამჩხრეკენ, ახლავე გამჩხრეკენ! – იმეორებდა თავისთვის
და ბინისკენ მიეშურებოდა, – ყაჩაღები! ეჭვი აიღეს!“ და წეღან-
დელმა შიშმა ისევე თავით ფეხებამდე დაურბინა...

II

„ვაითუ, გამჩხრიკეს კიდეც? შინ რომ დამხვდნენ, რა ვქნა?“


მაგრამ აი, მისი ოთახიც, არავინ ჩანს. არავის შეუხედავს.
ნასტასიაც კი არ მიჰკარებია. ღმერთო! როგორ დატოვა ყველა
ეს ნივთი ამ ნახვრეტში?
ეცა კუთხეს, ჩაყო ხელი შპალერქვეშ და დაიწყო ყველაფრის
ჯიბეში ჩალაგება. სულ რვა ცალი აღმოჩნდა: ორი პაწია კოლო-
ფი საყურეებითა თუ სხვა რაღაც ამგვარით, – კარგად არ გაუსინ-
ჯავს; შუშის ოთხი მომცრო ბუდე. ერთი ძეწკვი უბრალოდ შეეხვი-
ათ გაზეთის ქაღალდში. კიდევ ერთი სხვა რაღაც იყო გაზეთის
ქაღალდში გახვეული, ვგონებ, ორდენი...
შარვლისა და პალტოს ჯიბეებში ჩაილაგა ყველაფერი, ქისაც
ჯიბეში ჩაიდო და ოთახიდან გამოვიდა. კარი ღია დატოვა.
ჩქარი და მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა. მართალია, გრძნობდა,
რომ მოშლილი იყო, მაგრამ მაინც საღად აზროვნებდა. ეშინო-
და, კვალში არ ჩასდგომოდნენ; თავის დროზე უნდა გაექრო კვა-
ლი, ყველაფერი უნდა მოეგვარებინა, ვიდრე კიდევ შერჩენოდა
ძალ-ღონე და მსჯელობა შეეძლო... მაგრამ სად წასულიყო,
სად?..
გადაწყვეტილი ჰქონდა: ყველაფერი არხში გადაეყარა, კვა-
ლი გაექრო და სამუდამოდ დამშვიდებულიყო. ასე გადაწყვიტა
გუშინ ღამესვე, სიცხიანი რომ ბოდავდა; რამდენჯერმე, გონს
რომ მოვიდოდა ხოლმე, კიდევაც უნდოდა იმავე წამს გადაეყარა
ყველაფერი, მაგრამ ძალიან გაუძნელდა.
ნახევარი საათი და იქნებ მეტიც იხეტიალა ეკატერინეს არხის
ნაპირზე, ათვალიერა არხზე ჩასავალი ადგილები, მაგრამ გან-
ზრახვის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა: ან თივები იდგა იქ-
ვე ჩასასვლელთან და ზედ მრეცხავი დედაკაცები თეთრეულს
წყალში ავლებდნენ, ანდა ნავები მიჰყავდათ ნაპირზე. ყველგან
ხალხი ირეოდა. მაგრამ უიმისოდაც ხომ ყველა მხრიდან შენიშ-
ნავდნენ და ეჭვს აიღებდნენ, რაკი საგანგებოდ ათვალიერებდა
ხელსაყრელ ადგილებს. გაჩერდება და წყალში გადაყრის ყვე-
ლაფერს, მაგრამ მერე, რომ არ ჩაიძიროს და იტივტივოს? რა
თქმა უნდა, ასე იქნება. ყველა დაინახავს. უამისოდაც როგორღაც
სხვა თვალით უყურებდნენ ყველანი, გაფაციცებით სინჯავდნენ. –
„რატომ ნეტავ? ან იქნებ მე მეჩვენება ასე“, – ფიქრობდა რას-
კოლნიკოვი.
იფიქრა ბოლოს, იქნებ ჯობდეს სადმე ნევის პირად წავი-
დეო? იქ ხალხიც ცოტაა, ვერ შენიშნავენ და, რა თქმა უნდა, უმ-
თავრესი კი ისაა, რომ შორს არისო. როგორ მოხდა, რომ ნახე-
ვარ საათზე მეტხანს ასე შეწუხებული დაძრწოდა ამ საშიშ ადგი-
ლებში და ადრევე ვერ მოიფიქრა ეს. სწორედ იმიტომ დაკარგა
უაზროდ მთელი ნახევარი საათი, რომ ძილში, სიცხიანმა გადაწ-
ყვიტა ასე ბოდვის დროს! თან საშინელი გულმავიწყობა ერეოდა
და ამჩნევდა კიდევ ამას, საჭირო იყო აჩქარება!
ვ-ის პროსპექტით ნევისკენ გასწია. მაგრამ გზად უცებ სხვა
აზრმა გაუელვა თავში: „რატომ მივდივარ ნევაზე? წყალში გა-
დაყრა რა საჭიროა? არ ჯობს, სადმე შორს წავიდე, თუნდაც ისევ
კუნძულზე, იქ სადმე, განმარტოვებულ ადგილას, ტყეში დავფლა
ბუჩქის ძირას და ადგილი დავიმახსოვრო?“ მართალია გრძნობ-
და, რომ იმჟამად არ შეეძლო ყველაფერი ეს გარკვევითა და სა-
ღად მოეფიქრებინა, მაგრამ აზრი მაინც მოეწონა.
არ ეწერა მაინც კუნძულზე გასვლა, სხვა რამ შეემთხვა: ის
იყო, ვ-ის პროსპექტიდან მოედანზე გამოვიდა, რომ უცებ მარ-
ცხნივ ყრუ კედლებით შემოზღუდული ეზოს შესასვლელი შენიშნა.
მარჯვნივ, მეზობელი ოთხსართულიანი სახლის შეუღებავი კედე-
ლი იწყებოდა და შორს შედიოდა. ალაყაფის კარიდან მარჯვენა
კედლის გასწვრივ, ფიცრული ღობე იწყებოდა, ასე ოც ნაბიჯზე,
და მარცხნივ უხვევდა. ეს იყო ყრუდ შემოღობილი ცარიელი ად-
გილი, სადაც სხვადასხვა მასალა ელაგა. ეზოს შუაგულში, შორს,
რაღაც გამჭვირვალე ქვის ფარდულისა თუ სახელოსნოს მსგავსი
მოჩანდა. იქ უთუოდ ან საზეინკლო სახელოსნო იყო ან საკარე-
ტო, ან სხვა რამ ამგვარი შენობა. თითქმის ალაყაფის კარიდანვე
დაწყებული ყველგან ნახშირის მტვერი ეყარა. „აი, სად ჯობს შე-
ვაგდო და წავიდე!“ – გაიფიქრა უცბად. ეზოში ვერავინ შენიშნა
და მაშინვე შიგნით შეიპარა. ეზოს კარის ახლოს, ფიცრულ ღო-
ბესთან ღარი იყო გამართული (როგორც ეს მუდამაა ხოლმე იმ-
გვარ სახლებში, სადაც ქარხნებში მომუშავე ხალხი და მეეტ-
ლეები ირევა ბლომად); ღარის თავზე კი, ფიცრულზე, როგორც
ჩვეულებრივ იციან ხოლმე, ცარცით იყო წარწერილი: „Сдесь
становитса возпрещено“. „მოდი აქ დავყრი სადმე ყველაფერს ერ-
თად და წავალ!“
ერთხელ კიდევ მიიხედ-მოიხედა და ხელიც ჩაიყო ჯიბეში,
რომ უცბათ გარეთა კედელთან, ალაყაფის კარსა და ღარს შუა,
სადაც მხოლოდ ერთი არშინის სიგრძე ადგილი იყო დარჩენი-
ლი, შენიშნა ასე ფუთ-ნახევრის სიმძიმის დიდი გაუთლელი ქვა,
რომელიც პირდაპირ ქუჩის პირად ნაშენ კედელთან ეგდო. კე-
დელს იქით ქუჩა იყო; ფილაქანზე ისმოდა, როგორ მიდი--
მოდიოდნენ გამვლელ-გამომვლელნი. მაგრამ ალაყაფის კარს
მოფარებულს, ქუჩიდან ვერავინ დაინახავდა, თუ ვინმე თვითონ
ეზოში არ შემოვიდოდა. ამიტომაც უნდა ეჩქარა.
დასწვდა ქვას, ჩასჭიდა ორივე ხელი, მოიკრიბა ძალ-ღონე
და გადმოაბრუნა. ქვის ქვეშ პატარა ამოღრმავებული ადგილი
აღმოჩნდა; დაუწყო მაშინვე ყველაფერს ჯიბიდან ამოლაგება და
ქვის ქვეშ ჩაყარა. ქისა სულ ზემოდან მოხვდა, მაგრამ ამოღრმა-
ვებული ადგილი მაინც არ ამოვსებულა. მერე ორივე ხელით ქვა
ერთი გადაწევით ისევ თავის ადგილას დააბრუნა. ეს იყო მხო-
ლოდ, ქვა თითქოს ცოტა მაღლა დადგა; მაგრამ აქეთ-იქიდან
მიწა მიაყარა და ფეხით დატკეპნა...
ბოლოს გამოვიდა ეზოდან და მოედნისკენ გასწია. უზომოდ
დიდმა სიხარულმა მოიცვა. „მივაფარე! არა, ან კი ფიქრად ვის
მოუვა იქ, იმ ქვის ქვეშ დაუწყოს რამეს ძებნა? ვინ იცის, იქნებ,
რაც სახლი აუშენებიათ, სულ იქ დევს და ერთ იმდენ ხანს კიდევ
იდოს. ის ქვა თუნდაც რომ იპოვონ, ვინ იფიქრებს, რომ ჩემი გა-
კეთებულია? მორჩა ყველაფერი! ეჭვის მისატანი აღარაფერია“ –
გაეცინა. მოაგონდა მერე როგორ ნერვიულად იცინოდა დიდ-
ხანს, ვიდრე მოედანი არ გაიარა. მაგრამ გავიდა თუ არა კ-ის
ბულვარზე, სადაც ამ სამი დღის წინ ის გოგონა შემოხვდა, სიცი-
ლი უეცრად შეწყვიტა, სხვა ფიქრები აეშალა. უცებ მოეჩვენა,
რომ ახლა საშინლად შეეზიზღებოდა იმ მერხის გვერდით გავ-
ლა, სადაც გოგონას წასვლის შემდეგ იჯდა და ფიქრობდა, საშინ-
ლად შეაწუხებდა იმ ულვაშიანი პოლიციელის ნახვაც, რომელსაც
აბაზიანი მისცა. „ეშმაკმა წაიღოს იმისი თავი და ტანი!“
მიდიოდა და გარშემო როგორღაც დაფანტულად, გაბორო-
ტებით იყურებოდა. მისი ფიქრები ახლა მთლიანად ერთ მნიშვნე-
ლოვან საგანს დასტრიალებდა – თვითონვე გრძნობდა, რომ ეს
საგანი მართლაც მნიშვნელოვანი რამ იყო; რომ სწორედ ახლაა
ამ საგანთან პირისპირ დარჩენილი, – რომ ამგვარი რამ აგერ
ოთხი თვეა, ჯერ არ უგრძნია.
„ეჰ, ეშმაკმა დალახვროს! – გაიფიქრა უცბად საშინლად გა-
ბოროტებულმა – დაიწყო და დაიწყოს, რა ვუყო! ეშმაკმა წაიღოს
ესეცა და ახალი ყოფაც! რა სისულელეა, ღმერთო!.. მერე, რამ-
დენი ვიცრუე და ვისაძაგლე დღეს! როგორ საზიზღრად ველაქუ-
ცებოდი წეღან იმ საძაგელ ილია პეტროვიჩს! თუმცა რას დავეძებ
ყველა იმათ, ან იმას, რომ ველაქუცებოდი და გულის მოგებას
ვცდილობდი! საქმე ეს არ არის, არა!“
მაგრამ უცბად შედგა; ახალმა, სრულიად მოულოდნელმა და
მეტად უბრალო კითხვამ მთლად განაცვიფრა:
„თუ ეს ყველაფერი მართლა შეგნებულად ჩაიდინე და არა
ტუტუცურად, თუ მართლა გარკვეული და მტკიცე რამ აზრი გქონ-
და, როგორ მოხდა მაშინ, რომ აქამდე ქისაში არც კი ჩაგიხედავს
და არ გაიგე, რა მიიღე იმის ნაცვლად, რომ ამხელა ტანჯვა იკის-
რე და ასეთი საძაგელი და საზარელი საქმე ჩაიდინე. არა, ახლა
არ იყო, წყალში რომ უპირებდი გადაყრას ქისასაც და იმ ნივთებ-
საც, რომლებიც ხეირიანად არც კი შეგითვალიერებია... როგორ
მოხდა ეს?“
კი, ასეა, ყველაფერი ასეა. წინათაც იცოდა, რომ ასე იქნებო-
და... ჯერ უყოყმანოდ და პირდაპირ გადაწყვიტა, წყალში გა-
დაეყარა ნივთები, თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა მოქ-
ცეულიყო... წინათვე იცოდა და ახსოვდა, რომ ასე უნდა მომხდა-
რიყო; თითქმის გუშინვე გადაწყვიტა, სკივრთან რომ იჯდა და კო-
ლოფებს ჯიბეებში ილაგებდა...
„ეს იმიტომ, რომ ძალიან ავად ვარ, – გადაწყვიტა ბოლოს, –
თვითონვე გავიტანჯე და გავიწვალე თავი და თვითონ არ ვიცი,
რას ჩავდივარ... გუშინაც, გუშინწინაც, სულ ერთთავად ვტანჯავდი
ჩემს თავს... გამოვკეთდები და... აღარ ვიწვალებ.. მერე, რომ არ
გამოვკეთდე მთლად! ოჰ, ღმერთო, როგორ მეზიზღება ყველა-
ფერი?!..“ შეუჩერებლად მიდიოდა, ძალიან უნდოდა ვიღაცაზე ან
რაღაცაზე გადაეყოლებინა გული, მაგრამ არ იცოდა, როგორ და
რანაირად მოეხერხებინა ეს. რაღაც უძლეველი გრძნობა თანდა-
თან მეტი ძალით იპყრობდა მთელ მის არსებას: ეს იყო რაღაც
უსაზღვრო ზიზღი ყველაფრისა, რაც კი გარს ეხვია, ზიზღი მწვა-
ვე, გაბოროტებული, სიძულვილით აღსავსე. ეზიზღებოდა ყველა,
ვინც კი შემოხვდებოდა, ეზიზღებოდა მათი სახეები, მოძრაობა,
სიარული. პირდაპირ პირში შეაფურთხებდა და დაკბენდა უთუ-
ოდ, იმწამს ვისმეს ხმა რომ გაეცა მისთვის...
გავიდა თუ არა პატარა ნევის პირად, ვასილის კუნძულზე, უც-
ბად ხიდის ყურთან შედგა. „აი, აქ ცხოვრობს, ამ სახლში, –
გაიფიქრა, – როგორ მოხდა? ეტყობა, მაშ, რაზუმიხინთან მოვ-
სულვარ!.. არა, მაინც საყურადღებოა: თვითონ მოვედი განგებ,
თუ მივდიოდი ჩემთვის და უნებურად მოვადექი ამ სახლს? სუ-
ლერთია, ვთქვი ამ სამი დღის წინათ... მასთან იმის შემდეგ წა-
ვალ, მეორე დღეს მეთქი! მერე რა, მივალ კიდეც! არ შემიძლია
განა, ახლავე ავიდე?..“
რაზუმიხინთან ავიდა მეხუთე სართულზე.
რაზუმიხინი შინ დახვდა, თავის პაწაწინა ოთახში. რაღაცას
წერდა. კარიც თვითონ გაუღო. სრული ოთხი თვე იყო, ერთმანე-
თი არ ენახათ. იჯდა რაზუმიხინი თავისი დაფლეთილი, ძონძებად
ქცეული ხალათით, თმაგაწეწილი, პირდაუბანელი და გაუპარსა-
ვი, შიშველი ფეხები ფლოსტებში წაეყო და მუშაობდა. დაინახა
თუ არა რასკოლნიკოვი, სახეზე განცვიფრება აღებეჭდა.
– ხომ მშვიდობაა? – შეჰყვირა რაზუმიხინმა და ახალმოსულს
თავით ფეხებამდე თვალიერება დაუწყო. მერე გაჩუმდა და დაუს-
ტვინა.
– ნუთუ ასე ცუდადაა საქმე? შენ, ძმაო, მგონი ყველას გვაჯო-
ბე, – დასძინა რაზუმიხინმა რასკოლნიკოვის ძონძების შემხედვა-
რემ, – დაჯექი, გეტყობა, ძალიან დაღლილი ხარ!
რასკოლნიკოვი მუშამბაგადაკრულ თურქულ დივანზე მძიმედ
რომ დაეშვა, მაშინღა შენიშნა რაზუმიხინმა, რომ მისი სტუმარი
ავად იყო
– მგონი, ავად ხარ! – და მაჯის სინჯვა დაუწყო, მაგრამ რას-
კოლნიკოვმა ხელი გამოსტაცა.
– არ მინდა! – შეუძახა, – იცი, რატომ მოვედი? გაკვეთილები
აღარ მაქვს... მინდოდა... მაგრამ არა, სულაც არ მინდა გაკვეთი-
ლები...
– იცი, რა გითხრა? მგონი, ბოდავ! – შენიშნა რაზუმიხინმა,
რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა მეგობარს.
– არა, არ ვბოდავ... – რასკოლნიკოვი ტახტიდან წამოდგა.
სრულებით არ უფიქრია, რაზუმიხინთან რომ ადიოდა, თუ პირის-
პირ შეხვდებოდა, ახლა კი უცებ მარტო ყოფნა მოუნდა. შედგა
თუ არა რაზუმიხინის ოთახში ფეხი, კინაღამ მაშინვე ბრაზმა და-
ახრჩო.
– მშვიდობით! – უთხრა უცებ და კარისკენ გასწია.
– შენ ეი, ტუტუცო, მოიცა!
– არ მინდა... – გაუმეორა ისევ გაბრაზებულმა და ხელი გა-
მოჰგლიჯა.
– თუ აქ მოსვლა არ გინდოდა, რაღა ეშმაკი მოგარბენინებ-
და? ხომ არ გაგიჟდი? ეს ხომ... საწყენიც კია. ასე არ გაგიშვებ.
– ყური დამიგდე: შენთან იმიტომ მოვედი, რომ მეტს არავის
ვიცნობ, დახმარება რომ შეეძლოს... იმიტომ, რომ შენ ყველაზე
გულკეთილი და გონიერი ხარ და შეგიძლია განსაჯო... ახლა კი
ვხედავ, რომ არაფერი მინდა, გესმის, აღარაფერი... არავის დახ-
მარება და შემწეობა არ მჭირდება... მე თვითონ... მარტოდ... მაგ-
რამ კმარა! თავი დამანებე!
– პატარა ხანს მოიცადე, შენ ეი, მურიანო! სულ გადარეულ-
ხარ! როგორც გინდა, რა მენაღვლება! გაკვეთილები, გესმის,
არც მე მაქვს და არც დავეძებ, მაგრამ „ტოლკუჩოვზე“ წიგნებით
მოვაჭრე ვინმე ხერუვიმოვია, ესეც თვითონ თავისებური გაკვეთი-
ლია. ამ ხერუვიმოვს ახლა ვაჭრობის ხუთ გაკვეთილზე არ გავ-
ცვლიდი. იცი რა გამოცემებსა და საბუნებისმეტყველო--
სამეცნიერო წიგნებს აბეჭდვინებს, ან როგორ იყიდება ეს წიგნე-
ბი... მარტო სათაურები რად ღირს! აი, მაგალითად, შენ მუდამ
ირწმუნებოდი, ტუტუცი ხარო, მაგრამ ღმერთმანი, ჩემზე ტუტუცე-
ბი კიდევ სხვები არიან! ახლა თითქოს მიმართულებაც აურჩევია;
თვითონ, რასაკვირველია, ქვეყანაზე არა გაეგება რა, მაგრამ რა
მენაღვლება, ვუწონებ და ვაქეზებ. აი, აქაც ორ თაბახზე მეტი
გერმანული დედანი მაქვს გადასათარგმნი; ჩემი აზრით, სულე-
ლური და თანაც შარლატანური რამ არის: ერთი სიტყვით, იმაზეა
ლაპარაკი, ადამიანია ქალი თუ არა! რასაკვირველია, დიდი ამ-
ბით მტკიცდება, რომ ადამიანია. ხერუვიმოვი ამას ქალთა საკით-
ხისთვის ამზადებს და მეც ვუთარგმნი. გაჭიმავს ამ ორ თაბახ--
ნახევარს ექვსად, ერთ ნახევარგვერდიან მაღალფარდოვან სა-
თაურს მოვუგონებთ და ათ შაურად გავუშვებთ გასაყიდად, ივარ-
გებს, არა უშავს რა! ნათარგმნ თაბახში ექვს მანეთს იძლევა; წი-
ნათვე წამოვიღე. ამას რომ დავასრულებ, მერე ვეშაპებზე ვთარ-
გმნი, მერე Confessions-ის მეორე ნაწილიდან რომ რაღაც მო-
საწყენი, უხალისო ჭორები ამოვინიშნოთ, იმის თარგმნას შევუდ-
გებით. ვიღაცას უთქვამს ხერუვიმოვისთვის, ვითომ რუსო რადიშ-
ჩევს ჰგავსო. რასაკვირველია, წინააღმდეგობას არ ვუწევ, დე
ეგონოს! გინდა „ადამიანია თუ არა ქალი?“-ს მეკალმეებიც, ქა-
ღალდიც – ყველაფერი ეს სახაზინოა – და სამი მანეთიც? რაკი
წინათვე გამოვართვი პირველისაც და მეორისაც, მაშასადამე, სა-
მი მანეთი შენ გერგება. დაასრულებ მთელ თაბახს და მორიგ სამ
მანეთს მიიღებ უკვე სხვა რამის თარგმნაში. ოღონდაც, დახმარე-
ბა კი არ არის ეს ჩემი მხრიდან, პირიქით, შემოხვედი თუ არა, მა-
შინვე გავიფიქრე, რითი გამომადგებოდი. ჯერ ერთი, ორთოგრა-
ფიაში ძალიან სუსტი ვარ და მეორეც, გერმანულშიც ზოგჯერ
დიახაც ვკოჭლობ; ასე რომ, მეტწილად ჩემით ვთხზავ და თავს
იმით ვიმშვიდებ, რომ უკეთ გამოდის ვითომ. მაგრამ უკეთ გამო-
დის თუ არა, ეგ ვინ იცის, იქნებ უარესადაც გამოდის... წაიღებ თუ
არა?
რასკოლნიკოვმა ჩუმად აიღო მაგიდიდან ფურცლები, სამი
მანეთი და სიტყვა არ უთქვამს, ისე გამოვიდა ოთახიდან. გაკვირ-
ვებულმა რაზუმიხინმა თვალი გააყოლა... რასკოლნიკოვი მივი-
და თუ არა კუნძულის პირველ ქუჩაზე, უცბად მობრუნდა, რაზუმი-
ხინთან ავიდა და ისევ ისე, სიტყვის უთქმელად მაგიდაზე დაუწყო
ფურცლები, სამი მანეთი და წავიდა.
– რაო, ბოდავ თუ რა გემართება? – შეჰყვირა ბოლოს გულ-
მოსულმა რაზუმიხინმა – რას სულელობ?.. მაშ, რიღასთვის
მოეხეტებოდი?
– არ მინდა... თარგმნა... – წაიდუდღუნა რასკოლნიკოვმა და
კიბის საფეხურებს ქვემოთ ჩაჰყვა.
– აბა, რა ეშმაკი გინდა? – დაუყვირა ზემოდან რაზუმიხინმა.
მაგრამ რასკოლნიკოვს აღარაფერი უთქვამს, ისე ჩაიარა კი-
ბე.
– შენ, ეი! სად ცხოვრობ?
პასუხი არ აღირსა.
– არ გინდა და, ეშმაკმა წაგიღოს!..
რასკოლნიკოვი ამ დროს უკვე ქუჩაში გადიოდა. ერთმა მე-
ტად უსიამოვნო შემთხვევამ ერთხელ კიდევ გამოარკვია ნიკო-
ლოზის ხიდზე: ვიღაც მეეტლემ ზორბად გადააწნა ზურგზე შოლ-
ტი, იმიტომ, რომ სამ-ოთხჯერ დაუყვირა, გამეცალეო, მაგრამ მა-
ინც კინაღამ ცხენებს ჩაუვარდა ფეხქვეშ. ისე ემწარა შოლტი რას-
კოლნიკოვს, რომ იმავე წამს განზე გახტა, მოაჯირისკენ (რატომ-
ღაც ზედ შუა ხიდზე მიდიოდა, სადაც ეტლები დადიოდნენ და
არა ფეხით მოსიარულეები) და გამწარებულმა კბილებსღა დააწ-
ყებინა ღრჭიალი. რასაკვირველია, ირგვლივ ყველას სიცილი
წასკდა.
– ახია მაგაზე!
– ვიღაც მაწანწალა უნდა იყოს!
– მოიმთვრალებს თავს, ეტლს ძალით ჩაუვარდება და პასუხი
კი შენ უნდა აგო.
– ხელობად აქვთ ჩემო კარგო, გადაქცეული, ხელობად!..8
სწორედ იმ დროს, მოაჯირთან რომ იდგა და გაბოროტებუ-
ლი გაჰყურებდა გაქროლებულ ეტლს და თან ზურგზე ისვამდა
ხელს, უცბად იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელში ფული ჩაუდო. შეხე-
და რასკოლნიკოვმა: გვერდით ედგა ხნიერი, თბილ ქუდსა და
თბილ ფეხსაცმელებში გამოწყობილი, ვაჭრის ცოლი, რომელსაც
თან ახლდა შლაპიანი და მწვანექოლგიანი ქალიშვილი. „მიიღე,
ქრისტეს გულისთვის“. რასკოლნიკოვმა გამოართვა და იმათაც
გაიარეს. აბაზიანი მიეცათ. მართალია, ტანისამოსითა და გარეგ-
ნობით ქუჩის მათხოვარს ძალიან ჰგავდა, მაგრამ აბაზიანი უთუ-
ოდ შოლტმა გამოამეტებინათ.
მოუჭირა ხელი აბაზიანს, ათიოდე ნაბიჯი გაიარა, პირი ნევის-
კენ ქნა და სასახლისკენ გაიხედა. არსად ცაზე ღრუბელი არ ჩან-

8
„ხელობად აქვთ, ჩემო კარგო, გადაქცეული, ხელობად!“ – იმ პე-
რიოდის გაზეთები იტყობინებოდნენ, ღარიბ-ღატაკნი ძალით უვარდებოდნენ
ეტლებს, რათა შემდეგ დახმარება მიეღოთ.
და, ნევას კი ლურჯად გაჰქონდა ლაპლაპი, რაც მეტად იშვიათია
ხოლმე. არსაიდან ტაძრის გუმბათი ისე მშვენივრად არ მოჩანს,
როგორც ხიდიდან, სამლოცველომდე ოციოდ ნაბიჯზე. გუმბათს
კრიალი გაჰქონდა, შეიძლება თითოეული მისი ჩუქურთმა ცალ--
ცალკე გაერჩია ადამიანს. შოლტისგან ნატკენი ნელ-ნელა
დაუამდა, დაავიწყდა თითქმის. მხოლოდ ერთი რამ მოუსვენარი
და გაურკვეველი ფიქრიღა აწუხებდა ახლა. იდგა, სადღაც შორს,
შორს იცქირებოდა. ვინ იცის, რამდენჯერ მდგარა ამავე ადგი-
ლას და მართლაცდა საუცხოო სანახაობისთვის უცქერია. მაგრამ
ყოველთვის გაუკვირვებია რაღაც გამოუცნობ შთაბეჭდილებას,
როგორღაც გაყინავდა ხოლმე თითქოს ეს დიდებული სანა-
ხაობა; არავისთვის არაფერი უთქვამს არასდროს, უტყვი იყო
ხოლმე ყოველთვის, მაგრამ თავისი ასეთი დაღვრემილობა და
გაურკვევლობა აცვიფრებდა და მის ახსნასა და განმარტებას
სულ სამერმისოდ ინახავდა, თავის თავს არ ენდობოდა. უცბად
ნათლად მოაგონდა ყოველივე ეს და ეჩვენა, ვითომ უნებლიეთ
არ გახსენებია ახლა ისინი. გააკვირვა და უცნაურად ეჩვენა თვი-
თონ ის გარემოებაც, რომ წინანდელივით იმავე ადგილას შედგა,
თითქოს მართლაც შესძლებოდა წარსული საგნებითა და სურა-
თებით გატაცება. სასაცილოდ ეჩვენა კიდეც, მაგრამ ამავე დროს,
გულიც ატკინა, სადღაც უსაზღვროდ ღრმად, თითქოს მის ფეხთა
ქვეშ გამოჩნდა მისი წარსული, წარსული ფიქრები, წარსული
ამოცანები, თემები და შთაბეჭდილებები, მთელი ეს სანახაობა და
მათთან ერთად თვითონაც, ერთი სიტყვით, ყველაფერი, ყველა-
ფერი... მაგრამ აგერ გაფრინდა თვითონ სადღაც და ყოველივე
თვალთაგან მიეფარა... როგორღაც უცბად ხელი გაიქნია უნებუ-
რად და იგრძნო, რომ მუჭში აბაზიანი ეჭირა, გაშალა, დააკვირ-
და აბაზიანს და საჩქაროდ წყალში გადაუძახა. მობრუნდა მერე
და შინისკენ გასწია. ეჩვენა, ვითომ ამწუთს მაკრატლით მოეკვე-
თოს თავისი თავი ყველასგან და ყველაფრისგან.
საღამო იყო უკვე, შინ რომ დაბრუნდა; მაშასადამე, მთელი
ექვსი საათი ევლო. როგორ და რანაირად დაბრუნდა უკან, აღარ
ახსოვდა. მაშინვე გაიხადა ტანისამოსი და ქანცგაწყვეტილი ცხე-
ნივით აძაგძაგებული მიწვა დივანზე, მიიხურა თავისი თბილი
პალტო და იმავე წამს ბურანში გაეხვია.
მალე საშინელმა ყვირილმა გამოაღვიძა. ოჰ, ღმერთო, რა
საზარელი ყვირილი იყო. ჯერ არსად სმენია ასეთი არაბუნებრი-
ვი ხმა, წივილ-კივილი, ბღავილი, ქვითინი, ცემა და ლანძღვა--
გინება. ასეთ სიმხეცეს, კაცის ასეთ გაცოფებას წარმოდგენითაც
კი ვერ წარმოიდგენდა. ზარდაცემულმა წამოიწია და წამოჯდა სა-
წოლზე, მაგრამ შიშისგან ყოველ წამს თითქოს გული მისდიოდა,
საშინლად იტანჯებოდა. ჩხუბი, ყვირილი და ლანძღვა-გინება
თანდათან მწვავდებოდა. უცბად კი გასაკვირველი რამ მოხდა:
დიასახლისის ხმა იცნო. წიოდა და მოთქვამდა საბრალო, ასე
რომ, სიტყვების გარჩევა არც კი შეიძლებოდა, მაგრამ ის კი აშკა-
რად ჩანდა, რომ კიბეზე ვიღაცას ემუდარებოდა. მის მოწინააღ-
მდეგეს ბრაზმა და გაცოფებამ ხმა ლამის მთლად ჩაუხრინწა;
მაგრამ ჩქარ-ჩქარა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ხრიალით მაინც რაღაცას
ამბობდა. უცბად რასკოლნიკოვს ფოთოლივით დააწყებინა ცახ-
ცახი: ეცნო ხმა. ეს იყო ილია პეტროვიჩის ხმა. ის არის, სწორედ
ის, დიასახლისს სცემს! წიხლით სცემს, თავს კიბეზე ახლევინებს;
– ხმაზე, ტირილზე, ცემაზე ეტყობა! რა ამბავია ეს, ქვეყანა ხომ
არ გადაბრუნდა? ისმოდა, როგორ გროვდებოდა ხალხი ყველა
სართულიდან, კიბეებიდან, ხმაურობდნენ და ყვიროდნენ,
ადიოდ-ჩადიოდნენ, აბრაგუნებდნენ, კარს აჯახუნებდნენ, მორ-
ბოდნენ „მაგრამ რატომ სცემს, რატომ, ან როგორ შეიძლება!“ –
იმეორებდა თავისთვის და თან ფიქრობდა, ჭკუიდან ხომ არ შევი-
შალეო. მაგრამ არა, ნათლად ესმოდა ყველაფერი!.. მაშ, რაკი
ასეა, ეტყობა, მასთანაც მალე მოვლენ, „იმიტომ, რომ... გუშინდე-
ლი ამბის გამოა უთუოდ ყველაფერი... ღმერთო!“ უნდოდა კარი
გადაერაზა, მაგრამ ხელი აღარ ემორჩილებოდა.. თუმცა უსარ-
გებლოც იყო! შიშმა უცებ სული გაუშეშა... მაგრამ, ჰა, ჩაჩუმდა
ბოლოს თითქოს მთელი ეს ხმაური, რომელიც მთელი ათი წუთი
გრძელდებოდა. კვნესოდა და ოხრავდა დიასახლისი, ილია პეტ-
როვიჩი კი ისევ იმუქრებოდა და ილანძღებოდა... მერე თითქოს
ისიც გაჩუმდა. აღარავის ხმა აღარ ისმოდა. „ნუთუ წავიდა!..
ღმერთო!“ აგერ დიასახლისიც მიდის, მაგრამ ჯერ ისევ კვნესის
და ოხრავს.. აგერ, კარიც მიაჯახუნა.. აგერ, ხალხიც ნელ-ნელა
იშლება, ყველა თავისი ბინისკენ მიდის, – ოხრავენ, კამათობენ,
ერთმანეთს ეხმაურებიან; ხან თითქოს ყვირიან, ხან კი ჩურჩუ-
ლით ლაპარაკობენ...
ფიქრში წასული, დაუძლურებული მიწვა ტახტზე, მაგრამ თვა-
ლი აღარ მოუხუჭავს. მთელი ნახევარი საათი ისეთ ტანჯვასა და
აუტანელ შიშს გრძნობდა, მსგავსი რამ ჯერ არ გამოეცადა. უც-
ბად ოთახი შუქმა გააკაშკაშა: კარი გაიღო და ნასტასია შემოვი-
და, რომელსაც ხელში სანთელი და მათლაფით წვენი ეჭირა.
დაკვირვებით დააცქერდა, მაგრამ რომ ნახა, არ სძინავსო, სან-
თელი მაგიდაზე დადგა და პური, მარილი, თეფში და კოვზიც იქ-
ვე დადო.
– ვიცი, გუშინდლიდან არაფერი გიჭამია. მთელი დღე გარეთ
დაეხეტებოდი...
– ნასტასია... დიასახლისს რატომ სცემდნენ?
ნასტასიამ გაკვირვებით შეხედა.
– ვინ სცემდა დიასახლისს?
– ახლა არ იყო... ამ ნახევარი საათის წინათ, ილია პეტრო-
ვიჩი, უბნის ზედამხედველის თანაშემწე, სცემდა კიბეზე... რატომ
სცემდა ასე, ან რატომ მოვიდა აქ?
ნასტასია ჩუმად და წარბშეჭმუხნილი მიშტერებოდა. არ
ესიამოვნა რასკოლნიკოვს მისი ცქერა, პირიქით, შეშინდა კიდეც.
– რას გაჩუმებულხარ, ნასტასია? – ჩაეკითხა ბოლოს გაუბე-
დავად, სუსტი ხმით.
– სისხლია მიზეზი, – უპასუხა ბოლოს ხმადაბლა ნასტასიამ,
თითქოს თავისთვის ამბობსო.
– სისხლი!.. რა სისხლი?.. ბუტბუტებდა გაფითრებული რას-
კოლნიკოვი და თან უკან-უკან, კედლისკენ იწევდა.
ნასტასია კი ისევ ხმისამოუღებლად შესცქეროდა.
– არავისაც არ უცემია, – უპასუხა ბოლოს მტკიცედ.
– მე თვითონ გავიგე... არ მძინებია... ვიჯექი, – ჩაილაპარაკა
უფრო გაუბედავად – დიდხანს ვუგდებდი ყურს... ზედამხედველის
თანაშემწე მოვიდა... ყველანი კიბეზე გამოცვივდნენ ბინებიდან...
– არავინაც არ მოსულა. სისხლი გალაპარაკებს უთუოდ, ასე
იცის, როცა ძარღვებში შედედდება, იმიტომაც გეჩვენება... შეჭამ
რამეს თუ არა?
რასკოლნიკოვს პასუხი არ გაუცია. ნასტასიაც ერთ ადგილას
იდგა და გაშტერებული შესცქეროდა, არ მიდიოდა.
– წყალი დამალევინე... ნასტასიუშკა.
ჩავიდა ქვემოთ ნასტასია და ორი წუთის შემდეგ თიხის თეთ-
რი ტოლჩით წყალი ამოუტანა; მაგრამ მერე რა მოხდა, აღარ ახ-
სოვდა რასკოლნიკოვს. ახსოვდა მხოლოდ, რომ მოსვა ცივი წყა-
ლი და გულზედაც გადაისხა. მერე გული შეუღონდა.

III

მაგრამ მთელი ეს ხანი, რაც ავად იყო, უგონოდ როდი ყო-


ფილა: აციებდა და ბოდავდა, მაგრამ თითქმის ყველაფერს
გრძნობდა. ბევრი რამ მოიგონა შემდეგ. ხან ეჩვენებოდა, ვითომ
მის ირგვლივ ხალხი იკრიბებოდა და სადღაც უნდა წაეყვანათ,
ვითომ გარეთ უნდა გაეყვანათ; ხან ეჩვენებოდა, მარტო იყო
ოთახში, ყველანი გასულიყვნენ გარეთ, იშვიათად თუ გამოაღებ-
დნენ კარს ოდნავ, რომ მისთვის შეეხედათ; შემდეგ ემუქრებოდ-
ნენ, ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, აჯავ-
რებდნენ. ნასტასიასაც ხშირად ხედავდა თავის გვერდით, ხედავ-
და კიდევ ერთ ვიღაც ნაცნობ კაცს ვითომ, მაგრამ ვინ იყო ეს კა-
ცი, ვერ მიმხვდარიყო და ამაზე საშინლად ჯავრობდა, ტიროდა
კიდეც. ხან ეგონა, ვითომ მთელი თვეა ასე წევს; სხვა დროს კი-
დევ – ვითომ ისევ ის დღეა. მაგრამ ის კი, – ის მთლად დაივიწყა.
მხოლოდ ახსოვდა, რომ დავიწყებული ჰქონდა რაღაც, რის და-
ვიწყებაც არ შეიძლებოდა და იტანჯებოდა, წვალობდა, ოხრავდა;
ზოგჯერ კი საშინლად ბრაზობდა. მზად იყო ამ დროს წამომხტა-
რიყო და გაქცეულიყო, მაგრამ იჭერდნენ მუდამ და ისიც მოეშვე-
ბოდა, უგონოდ შეიქნებოდა ხოლმე. ბოლოს სულ მთლად მოვი-
და გონს.
დილის ათი საათი იყო, ეს ხომ მოხდა. დილაობით ამ დროს
მზე სწორედ ოთახის მარჯვენა კედელს მიეფინებოდა ხოლმე და
კარის კუთხეს ანათებდა. მის საწოლთან იდგნენ ნასტასია და კი-
დევ ვიღაც სრულიად უცნობი კაცი, რომელიც დიდი ცნობისმოყ-
ვარეობით დაჰყურებდა. ამ წვერიან ახალგაზრდას რუსული ხიფ-
თანი ეცვა, გარეგნობით რომელიმე სავაჭრო ამხანაგობის კაცს
მიამსგავსებდით. ნახევრად ღია კარიდან დიასახლისი იყურებო-
და. რასკოლნიკოვი წამოჯდა.
– ეს ვინ არის ნასტასია? – იკითხა მან და ახალგაზრდაზე
ანიშნა.
– ეჰე, გონს მოვიდა, – შესძახა ნასტასიამ.
– გონს მოვიდა, – გამოეხმაურა ახალგაზრდა.
მიხვდა თუ არა დიასახლისი, მობრუნდაო, ღია კარიდან ქურ-
დულად ცქერას თავი გაანება, მაშინვე კარი მიიხურა და მიიმა-
ლა. ხნით უკვე ორმოცისა იქნებოდა, ფაშფაშა და ჩასუქებული,
შავთვალწარბა; კეთილიც იყო ალბათ სიზარმაცისა და სიმსუქ-
ნისგან, საკმაოდ ეშხიანიც, ოღონდაც მეტისმეტად მორცხვიც.
– ვინ ხართ? – ჰკითხა ისევ რასკოლნიკოვმა სავაჭრო ამხა-
ნაგობის წარმომადგენელს.
სწორედ ამ დროს ბოლომდე გაიღო კარი და შემოვიდა რა-
ზუმიხინი, წელში ოდნავ მოხრილი, რადგან ტანად მაღალი იყო
და ისე ვერ შემოეტეოდა.
– გემის კაიუტაა თუ რა უბედურება, – შეჰყვირა, როგორც კი
ფეხი შემოდგა, – ესეც ბინაა, რაღა! შენ, ძმაო, გონს მოხვედი?..
ეს არის, პაშენკამ მითხრა.
– ეს-ეს არის, გამოერკვა, – შენიშნა ნასტასიამ.
– დიახ, ეს-ეს არის, – დაადასტურა ისევ სავაჭრო ამხანაგო-
ბის წარმომადგენელმა ღიმილით.
– თქვენ, თქვენ ვინღა ბრძანდებით? – მიმართა უცბად რაზუ-
მიხინმა უცნობს. – მე, მაგალითად, ვრაზუმიხინი გახლავართ. რა-
ზუმიხინი კი არა, როგორც ყველანი მეძახიან, ვრაზუმიხინი, სტუ-
დენტი, აზნაურის შვილი. ეს კი ჩემი მეგობარია. თქვენ ვიღა
ბრძანდებით?
– მე კანტორაში ვმსახურობ, ვაჭარ შელოპაევის კანტორაში
და აქ საქმისთვის გეახელით.
– დაბრძანდით, – უთხრა რაზუმიხინმა, თავად კი სხვა სკამზე
დაჯდა მაგიდის მეორე მხარეს, – კარგია, ძმაო, გონს რომ მოხ-
ვედი, – უთხრა რასკოლნიკოვს – მეოთხე დღეა, ძლივს ჭამ და
სვამ. მართალს გეუბნები... კოვზით გასმევდით ჩაის. ორჯერ ზო-
სიმოვიც მყავდა შენთან. გახსოვს ზოსიმოვი? ყურადღებით გაგ-
სინჯა და მაშინვე თქვა: უბრალო რამ არის, თავში რაღაც ავარ-
დნიაო. ნერვების ოხრობა ყოფილა, თუ რაღაცა; სასმელ--
საჭმელი ცუდი ჰქონდა; ლუდი და ხოხნოტა ცოტა მოუვიდა და
იმიტომ დამართვია, მაგრამ არა უშავს, გაუვლისო. ყოჩაღი ვინმე
კია ეს ზოსიმოვი! დიდებულად წამლობს ყველას. აბა, დროს
აღარ დაგაკარგვინებთ, – მიმართა ისევ სავაჭრო ამხანაგობის
წარმომადგენელს, – ინებეთ და გაგვაგებინეთ, რისთვის გარ-
ჯილხართ? ადრე თქვენი კანტორიდან სხვა წარმომადგენელიც
იყო, ვილაპარაკეთ კიდეც. თქვენამდე ვინ იყო აქ?
– უთუოდ გუშინწინ იქნებოდა, დიახ, ალექსეი სემიონიჩი იქ-
ნებოდა. ისიც ჩვენს კანტორაში მსახურობს.
– ის თქვენზე უფრო მიხვედრილი და გამჭრიახია, როგორ
გგონიათ?
– დიახ... უფრო დარბაისელი...
– კარგით, მაშ, აბა განაგრძეთ...
– კარგად მოგეხსენებათ, დედათქვენის თხოვნით ჩვენმა კან-
ტორამ თქვენს სახელზე ფული მიიღო, – დაიწყო სავაჭრო ამხა-
ნაგობის კაცმა და პირდაპირ რასკოლნიკოვს მიმართა, – თუ შე-
გიძლიათ და გონზე ხართ, სამთუმან-ნახევარი ჩაიბარეთ, რადგან
სემიონ სემიონიჩმა აფანასი ივანიჩისგან თქვენი დედის თხოვნით
წინანდელივით ცნობა მიიღო ამის თაობაზე. ხომ მოგეხსენებათ?
– დიახ... მახსოვს... ვახრუშინი... – ჩაილაპარაკა დაფიქრე-
ბულმა რასკოლნიკოვმა.
– გესმით? ვაჭარი ვახრუშინოვი გაიხსენა! – შეჰყვირა რაზუ-
მიხინმა, – როგორ არ არის გონს?.. მერე, მერე! ჭკვიანური რამ
მუდამ საამო გასაგონია.
– დიახ, ის არის სწორედ ვახრუშინოვი, აფანასი ივანიჩი, რო-
მელმაც დედათქვენის თხოვნით ერთხელ კიდევ წინათაც გამო-
გიგზავნათ ფული; ახლაც არ უთქვამს უარი და სემიონ სემიონო-
ვიჩისთვის შემოუთვლია, რომ სამთუმან-ნახევარი გადმოეცათ,
დიახ, უკეთესის მოლოდინში, დიახ.
– აი, სწორედ ეგ „უკეთესის მოლოდინი“ მოგივიდათ კარგად.
არც „დედათქვენის“ შესახებ იყო ურიგოდ. მაინც როგორ არის
ახლა, თქვენი ფიქრით, თავის ჭკუაზეა თუ არა, ჰა?
– ჩემთვის ორივე ერთია. ხელწერილს მომცემდნენ ოღონდ.
– დაჩხაპნის! არა უშავს რა, დავთრის მსგავსი რამ გაქვთ?
– დიახ, დავთარი მაქვს, აი.
– მოიტანეთ აქ... აბა, როდია, წამოჯექი. მე დაგიჭერ; დაიკა-
ვე კალამი და მოაწერე; რასკოლნიკოვი-თქო, თორემ ხომ იცი,
ძმაო, როგორ გვიჭირს ფული.
– არ მინდა, – უპასუხა რასკოლნიკოვმა და კალამს ხელი
აუკრა.
– რა არ გინდა?
– ხელს არ მოვაწერ.
– ფუჰ, ეშმაკო, მაშ, როგორ გინდა, ხელმოუწერლად?
– ფული... არ მინდა...
– როგორ თუ ფული არ გინდა? არა, ძმაო, მიჰქარავ, მოწმე
ვარ აგერ! ნუ წუხხართ, გეთაყვა. ისე ამბობს, თორემ... ბოდავს
ისევ... თუმცა, ცხადშიც ემართება ხოლმე ასე... ვიცი, შეგნებული
კაცი ხართ. ავიღებთ ჩვენც და ვუხელმძღვანელებთ, ესე იგი, მო-
ვაწერინებთ და მორჩა, გათავდა. დაიწყეთ აბა.
– არა, რატომ?.. შემიძლია სხვა დროსაც შემოვიარო.
– არა, არა. რატომ უნდა შეწუხდეთ. შეგნებული კაცი ხართ...
აბა, როდია, ნუღარ აცდევინებ სტუმარს... ხომ ხედავ, იცდის, –
და მართლა მოემზადა, ძალით მოეწერინებინა ხელი.
– გამიშვი... მე თვითონ... – ჩაიდუდღუნა რასკოლნიკოვმა,
აიღო კალამი და ხელი მოაწერა.
სავაჭრო ამხანაგობის კაცმაც მაშინვე ფული გადაუთვალა და
წავიდა.
– ვაშა! ახლა რას იტყვი, ძმაო, არაფერს შეჭამ?
– შეიძლება ვჭამო, – მიუგო რასკოლნიკოვმა.
– წვნიანი გაქვთ?
– დიახ, გუშინდელი! – მიუგო ნასტასიამ, რომელიც მთელი
ამ ხნის განმავლობაში იქვე იდგა.
– კარტოფილითა და ბრინჯით?
– დიახ.
– ზეპირად ვიცი. მოიტა, მაშ, წვნიანიც და ჩაიც მოაყოლე.
– მოვიტან.
ყოველივე ამას რასკოლნიკოვი ღრმად განცვიფრებული,
გაშტერებული და თითქმის შეშინებული უყურებდა, მაგრამ გა-
დაწყვიტა გაჩუმებულიყო და ენახა, შემდეგ რა მოხდებოდა.
„მგონი, არ ვბოდავ, – ფიქრობდა, – მგონი, ყველაფერი ეს ნამ-
დვილად ხდება...“
ორი წუთის შემდეგ ნასტასიამ წვნიანი შემოიტანა და ჩაისაც
მალე მოვიტანო, თქვა. წვნიანს მოაყოლა ორი კოვზი, ორი მათ-
ლაფა და სუფრის სხვა მოწყობილობა: სამარილე, საპილპილე,
მდოგვი ხორცისთვის და სხვა, რაც დიდი ხანია ამ წესითა და რი-
გით არ უნახავს რასკოლნიკოვს. სუფრაც სუფთა იყო.
– ურიგო არ იქნება, ნასტასიუშკა, პრასკოვია პავლოვნამ
ერთი-ორი ბოთლი ლუდიც გამოაყოლოს, გეახლებით.
– ამას დამიხედეთ! – ჩაიდუდღუნა ნასტასიამ და ბრძანების
შესასრულებლად გავიდა.
რაზუმიხინი ტახტზე გადაჯდა, დათვივით მოხვია მარცხენა ხე-
ლი თავზე რასკოლნიკოვს, თუმცა ამ უკანასკნელს თვითონაც
კარგად შეეძლო წამოწევა, შემდეგ კოვზით წვენი ამოიღო, რამ-
დენჯერმე შეუბერა, რომ პირი არ დასწვოდა მეგობარს და
მიაწოდა. რასკოლნიკოვმა ხარბად შეხვრიპა ჯერ ერთი, მერე
მეორე და მესამე კოვზი. რაზუმიხინი უცბად შედგა და გამოუცხა-
და, რომ მეტს ვეღარ აჭმევდა, ზოსიმოვს უნდა ვკითხოო.
ნასტასიაც შემოვიდა და ორი ბოთლი ლუდი შემოიტანა.
– ჩაი არ გინდა?
– მინდა.
– მოიტა, ჩქარა, ნასტასია, ჩაისაც ხომ ფაკულტეტის ნებარ-
თვა არ სჭირდება. აგერ, ლუდიც! – გადაჯდა სტუმარი ისევ თავის
სკამზე, მიიდგა წვენი და ხორცი და ისე მადიანად დაუწყო ჭამა,
თითქოს რამდენიმე დღეა პირი არაფრისთვის დაუკარებიაო.
– მე, ძმაო როდია, ახლა ყოველდღე ასე ვსადილობ თქვენ-
სას; – წაიბუტბუტა რაზუმიხინმა, როგორც შეძლო, რადგან პირი
ხორცით ჰქონდა გამოტენილი, – მერე, იცი, ვისი წყალობაა? პა-
შენკასი, შენი დიასახლისის; სულითა და გულით ცდილობს, მა-
სიამოვნოს. მე, რასაკვირველია, არც ძალას ვატან, მაგრამ არც
ვეწინააღმდეგები. აგერ, ნასტასიას ჩაიც მოაქვს. რა მარდი ვინ-
მეა ნასტენკა... ლუდი არ გინდა?
– ნუ მასხრობ ერთი რა!
– ჩაი?
– ჩაი... ჩაი შეიძლება!
დაისხი. მაგრამ არა, მოიცადე, მე დაგისხამ. აბა, მიუჯექი მა-
გიდას, – გაამზადა ყველაფერი, დაასხა ერთი ფინჯანი, მერე
მეორე, გაანება თავი ჭამას და ისევ ტახტზე გადაჯდა. წეღანდე-
ლივით, მარცხენა ხელი ისევ თავზე შემოხვია რასკოლნიკოვს,
წამოსვა და ჩაი დაალევინა. თან გაცხარებული უბერავდა კოვზს,
თითქოს სწორედ ეს იყო უმთავრესი და ამას შეეძლო, ავადმყო-
ფი ფეხზე დაეყენებინა. რასკოლნიკოვი ჩუმად იყო და სრულიად
არ უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა კარგად გრძნობდა, რომ
არამცთუ წამოჯდომა და კოვზის დაჭერა, ან სხვის დაუხმარებ-
ლად ჭამა, სიარულიც კი შეეძლო. მაგრამ რაღაც უცნაური, წმინ-
და ცხოველური ეშმაკობით მოისურვა ყოველივე ეს შეენიღბა,
ისე ეჩვენებინა თავი, ვითომ ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო.
მაგრამ ვერ შეიმაგრა ზიზღის გრძნობა: ერთი ათიოდე კოვზი ჩაი
შესვა, მერე უცებ გამოჰგლიჯა თავი რაზუმიხინს, ჰკრა ხელი
კოვზს და ბალიშზე მიეგდო. თავქვეშ ახლა მართლაც სუფთა
წმინდა ბუმბულის ბალიშები ეწყო. მან, რასაკვირველია, ესეც შე-
ნიშნა და საგულისხმოდ მიიჩნია.
– პაშენკამ დღესვე ჟოლოს მურაბა უნდა გამოგვიგზავნოს,
რომ მურაბიანი წყალი დავალევინოთ ხოლმე, – თქვა რაზუმი-
ხინმა და ისევ წვნიანსა და ლუდს მიუბრუნდა.
– მერე, ჟოლო სად უნდა იშოვოს? – ჩაილაპარაკა ნასტასი-
ამ, რომელსაც გაფარჩხულ ხუთ თითზე დაედგა ლამბაქი და ისე
სვამდა, შაქრის ნატეხი კი პირში ჰქონდა.
– სად და დუქანში, ჩემო მეგობარო. ხედავ, როდია, უშენოდ
აქ მთელი ამბავი მოხდა. გახსოვს, ისე ავაზაკურად რომ გამომე-
ქეცი და ისიც კი არ გამაგებინე, სად ცხოვრობდი. უცებ ისე გამაბ-
რაზა ამან, რომ გადავწყვიტე, მაშინვე როგორმე მეპოვე და და-
მესაჯე კიდეც. საქმეს იმავე დღეს შევუდექი. ვიარე, ვიარე, ყველ-
გან ვიკითხე, ყველას გამოვკითხე! ეს ახლანდელი ბინა სრულე-
ბით დავიწყებული მქონდა, თუმცა მართალი რომ ვთქვა, არც
არასდროს მხსომებია, იმიტომ რომ არც ვიცოდი. წინანდელი კი
მახსოვდა, რომ „ხუთ კუთხესთან“ იყო, ხარლამოვის სახლში. ვე-
ძებე, ვეძებე, ეს ხარლამოვის სახლი და გამოდგა, რომ ხარლა-
მოვისა კი არა, ბუხისა ყოფილა; ხომ ხედავ, ზოგჯერ ბგერათა
ერთხმოვანება როგორ მოატყუებს კაცს. ძალიან გავბრაზდი სწო-
რედ. გავბრაზდი და მეორე დღეს ავდექი და სამისამართო სახ-
ლისკენ გავწიე. წარმოიდგინე, როდია: ორ წამში მივაგენი შენს
საცხოვრებელს. იქ წერიხარ!
– ვწერივარ?
– რასაკვირველია; ვიღაც გენერალი კობელევი კი ვერას-
გზით იპოვეს. მაგრამ რაღა გავაჭიანურო. მოვედი თუ არა, მაშინ-
ვე ყველა შენი საქმე გავიგე; ყველა, ძმაო! ყველაფერი ვიცი.
აგერ მოწმე; ნიკოდიმ ფომიჩიც გავიცანი, ილია პეტროვიჩი დამა-
ნახვეს, მეეზოვეც, ბატონი ზამეტოვიც, ალექსანდრე გრიგორევი-
ჩიც, აქაური კანტორის საქმისმწარმოებელი და ბოლოს, პაშენ-
კაც გავიცანი. ამით დავაგვირგვინე საქმე; თორემ აი, ამანაც
იცის...
– დაშაქრა რაღა, – წაიდუდღუნა ნასტასიამ და ეშმაკურად
გაიღიმა.
– შაქარი რად არ ჩაიგდე ჩაიში, ნასტასია ნიკიფოროვნა.
– კარგი, გეყოფა, ცეტო! – შეჰყვირა ნასტასიამ და სიცილი
წასკდა, – პეტროვნა ვარ და არა ნიკიფოროვნა, – დასძინა ბო-
ლოს, სიცილი რომ შეიკავა.
– გეხსომება, მაშ, ასე, ძმაო, ბევრი რომ არ ვილაპარაკო,
მინდოდა პირველადვე ელექტრონის ტალღა მომეშვა, რომ ყვე-
ლა ადგილობრივი ცრუმორწმუნეობა უცბად ამომეგდო ძირფეს-
ვიანად, მაგრამ პაშენკამ მაჯობა. არ მეგონა, ძმაო, თუ ასეთი...
ასეთი... მიმზიდველი იქნებოდა... ჰა? შენ რას იტყვი? რასკოლ-
ნიკოვი დუმდა, თუმცა შეშფოთებული ერთ წამსაც არ აშორებდა
თვალს რაზუმიხინს.
– ძალიან კარგი ყოფილა, – განაგრძობდა რაზუმიხინი და
თითქოს ადასტურებსო, თამამად განაგრძობდა, – ძალიან კარგი
ყოფილა, ძალიან.
– გაჩუმდით ერთი! – შეჰყვირა ნასტასიამ, რომელსაც ეტყო-
ბოდა, განსაკუთრებით ეამა ეს ლაპარაკი.
– ცუდი გიქნია, ძმაო, რომ საქმეს თავიდანვე არ შესდგომი-
ხარ. ასე როდი უნდა მოჰქცეოდი. ის ხომ სრულიად მოულოდნე-
ლი ხასიათისაა! მაგრამ ხასიათის შესახებ შემდგომ... არა, რო-
გორ მიიყვანე იქამდე საქმე, რომ სადილსაც აღარ გაჭმევდა? ან
ეს თამასუქი რამ დაგაწერინა? გაგიჟდი თუ რა ხდება? თამასუქზე
ხელს რომ უწერდი... ან ეს განზრახული ჯვრისწერა. ქალი, ნატა-
ლია ეგოროვნა რომ ჯერ ისევ ცოცხალი ჰყავდა... ყველაფერი
ვიცი, მაგრამ ვხედავ, რომ ყოველივე ეს გრძნობისა და გულის
საქმეა და მე ვირი ვარ, რომ ვერევი; მაპატიე. მაგრამ, მართლა,
რაკი სისულელე ვახსენე: როგორ გგონია, პრასკოვია პავლოვნა
არცთუ ისე სულელია, პირველ ნახვაზე რომ ეჩვენება ადამიანს,
არა?..
– მართალია... – ძლივს წაილუღლუღა რასკოლნიკოვმა და
თან გვერდზე იყურებოდა, თუმცა ესმოდა, რომ საუბარში ჩაბმა
მისთვის სახეირო იყო.
– მაგრამ ასეა, არა? – შეჰყვირა რაზუმიხინმა, თითქოს
გაიხარა, რომ უპასუხესო, – მაგრამ არცთუ ჭკვიანია, ჰა? სრული-
ად მოულოდნელი ხასიათისაა! ცოტა არ იყოს, ძმაო, კიდეც და-
ვიბენი, გარწმუნებთ... ორმოცისა ხომ ნამდვილად იქნება. მარ-
თალია, თვითონ ამბობს, ოცდათექვსმეტისა ვარო, თუმცა უფლე-
ბაც აქვს. მაგრამ რა საჭიროა, გეფიცები, უფრო მეტაფიზიკურად
ვმსჯელობ, გონებით მის შესახებ; აქ, ძმაო, ისეთი ამოცანა გაგ-
ვიჩნდა, რომ შენი ალგებრაც კი ვერას გახდება! არაფერი მეს-
მის! მაგრამ ყველაფერი ეს სისულელეა. ნახა, ძმაო, რომ სტუ-
დენტად აღარ ითვლებოდი და გაკვეთილებიც დაკარგე; ნახა,
რომ ტანსაცმელიც შემოგაცვდა; ქალიც მოუკვდა, მაშასადამე,
როგორც ნათესავს, ისე ვეღარ გიყოლიებდა სახლში და შეეშინ-
და. რაკი შენც მთლად განმარტოვდი და ძველი ერთობა მოსპე,
მოინდომა, ბინიდან დაეთხოვე. თურმე დიდი ხანია ამ განზრახ-
ვის შესრულება უნდა, მაგრამ თამასუქი ენანებოდა. მით უფრო,
რომ შენ არწმუნებდი თურმე, რომ დედაშენი გადაიხდიდა...
– მართალია, ვეუბნებოდი, იმიტომ, რომ გათახსირებული
ვარ... თვითონ დედაჩემი თითქმის მოწყალებას ითხოვს, იმ დღე-
შია... მე კი ვცრუობდი და განგებ ვატყუებდი, რომ ბინიდან არ გა-
ვეგდე და საჭმელი ეძლია, – უპასუხა გარკვევით და ხმამაღლა
რასკოლნიკოვმა.
– გონივრულადაც მოქცეულხარ. საქმე ისაა მხოლოდ, რომ
ეშმაკად საიდანღაც ეგ ნადვორნი სოვეტნიკი და საქმის კაცი ბ-ნი
ჩებაროვი გაჩნდა. უამისოდ პაშენკა მართლაც ვერაფერს
მოიფიქრებდა, იმიტომ, რომ მეტად მორცხვია. საქმიანი კაცი კი
მოურიდებელია და, რა თქმა უნდა, მაშინვე თურმე ის იკითხა:
არის რამე იმედი თამასუქის განაღდებისო? პაშენკასაც უთქვამს:
არისო; იმიტომ რომ დედამისს აქვს თორმეტი თუმანი პენსია და
ის ისეთი ქალია, თვითონ არაფერს შეჭამს და თავის როდიას კი
გამოიხსნისო... დაც ისეთი ჰყავს, რომ მზად არის, ძმისთვის თუნ-
დაც მონობა იკისროსო. ჩებაროვსაც მეტი რა უნდოდა... რას იშ-
მუშნები?.. ახლა ყველა შენი ამბავი დაწვრილებით ვიცი,
ტყუილად კი არ უშლიდი სულსა და გულს პაშენკას, ნათესაობას
რომ უპირებდი. მე კი მიყვარხარ და ამიტომ გეუბნები... მაშ, რა
გგონია: პატიოსანი და მგრძნობიარე ადამიანი გულახდილია,
საქმიანი კი გისმენს და ილუკმება და ბოლოს შენც მიგაყოლებს.
აიღო პაშენკამაც და თამასუქი ჩებაროვს დაუთმო; ჩებაროვმა კი
უსინდისოდ მოითხოვა ვალის გადახდა. გავიგე თუ არა, სინდისის
გასაწმენდად იმისთვისაც მინდოდა მეჩვენებინა სუსხი, მაგრამ,
ვაი, რომ იმ დროს მე და პაშენკას უკვე სრული ჰარმონია გვქონ-
და; დავპირდი, თვითონვე გადაგიხდის-მეთქი. გესმის, ძმაო, შენი
თავდებობა ვიკისრე! დავუძახეთ ჩებაროვს, ათიოდე მანეთი გა-
დავაყლაპეთ და ქაღალდი უკან დავიბრუნეთ. აგერ თამასუქიც...
რაზუმიხინმა ჯიბიდან თამასუქი ამოიღო. რასკოლნიკოვმა
შეხედა, მაგრამ არაფერი უთხრა და პირი კედლისკენ იბრუნა.
რაზუმიხინსაც კი როგორღაც ეჩოთირა ეს.
– ვხედავ, ძმაო, რომ ისევ სისულელე ჩავიდინე, – ჩაილაპა-
რაკა რამდენიმე წუთის შემდეგ: – მინდოდა, როგორმე ყბედო-
ბით გამეხალისებინე და, მგონი, დაგანაღვლიანე მარტო.
– შენ იყავი, მაშ, ბოდვის დროს რომ ვერ გცნობდი? – ჰკით-
ხა რასკოლნიკოვმა მცირე სიჩუმის შემდეგ, ისევ ისე ზურგშექცე-
ულმა.
– მე ვიყავი, ერთხელ კინაღამ მთლად გადაირიე, განსაკუთ-
რებით მაშინ, ზამეტოვი რომ მოვიყვანე.
– ზამეტოვი? საქმისმწარმოებელი?.. რატომ?
რასკოლნიკოვი სასწრაფოდ გადმობრუნდა და თვალები რა-
ზუმიხინს მიაშტერა.
– რაო, რა იყო, რა დაგემართა... რამ შეგაშინა? უნდოდა
გაეცანი, თვითონვე მოინდომა, იმიტომ, რომ ბევრი გვქონდა ნა-
ლაპარაკევი. აბა, ვისგან შევიტყობდი შენზე ამდენ ამბავს. მშვე-
ნიერი ახალგაზრდაა, საუცხოო... რასაკვირველია, თავისებურია.
ახლა უკვე მეგობრები ვართ; თითქმის ყოველდღე ერთმანეთს
ვხვდებით. მეც ხომ აქეთ გადმოვედი. ორჯერ ლავიზასთანაც ვი-
ყავით მე და ის. გახსოვს ლავიზა, ლავიზა ივანოვნა?
– მერე ვბოდავდი რამეს?
– ბოდავდი და..! აღარაფერი გაგეგებოდა...
– რას ვბოდავდი?
– რა ვიცი, რას ბოდავდი... არ იცი, რას ბოდავენ ხოლმე?..
მაგრამ ტყუილად რომ დრო არ დავკარგოთ, საქმეს შევუდგეთ...
წამოდგა სკამიდან და ქუდს დასტაცა ხელი.
– რას ვბოდავდი?
– რას ჩამაცივდი? იქნებ გგონია, საიდუმლო რამ გამოამ-
ჟღავნე? ნუ გეშინია, გრაფინიაზე არაფერი გითქვამს. რაღაც
ბულდოგზე, საყურეებზე, ძეწკვზე, ჯვრის კუნძულზე, ვიღაც მეეზო-
ვეზე, ნიკოდიმ ფომიჩზე და ილია პეტროვიჩზეც კი, ზედამხედვე-
ლის თანაშემწეზე, ბევრი რამ იყო ნათქვამი. გარდა ამისა, საკუ-
თარ წინდაზე ინებეთ რატომღაც მეტისმეტად ბევრი ლაპარაკი!
იხვეწებოდით: მომეცით და მომეცით წინდაო. თვითონ ზამეტოვი
დაეძებდა ყველა კუნჭულში შენს წინდებს და სურნელოვანი
წყლებით დაბანილი და ძვირფასბეჭდებიანი ხელით მოგაწოდა
ეს საძაგლობა. მაშინღა დამშვიდდი და მთელი დღე-ღამე ხელი-
დან არ გაგიშვია; გამოგლეჯაც კი ვერ შევძელით. ახლაც უთუოდ
საბანქვეშ სადმე გექნება დამალული. ეს არაფერი. ახლა კი შარ-
ვლის დაძენძილი ტოტის ბოლოს ითხოვდი, მერე რა საცოდავად
იხვეწებოდი! ბევრს ვეცადეთ და გეკითხებოდით: რა ძონძებიო?
მაგრამ ვერ გაგვაგებინე ვერაფერი... აბა, მაშ, საქმეს შევუდგეთ!
აგერ, აქ სამთუმანნახევარია. აქედან თუმანს წავიღებ და ანგა-
რიშს ორი საათის მერე წარმოგიდგენ. თან ზოსიმოვსაც შევატ-
ყობინებ, თუმცა უამისოდაც უნდა შემოევლო, მეთორმეტე
საათია. თქვენ კი, ნასტენკა, ხშირ-ხშირად შემოიხედეთ ხოლმე
აქ, – იქნებ წყალი მოუნდეს, ან სხვა რამ, პაშენკას კი, რაც საჭი-
როა, მე თვითონ ვეტყვი ახლავე. ნახვამდის!
– ჰმ! პაშენკას ეძახის! ოი, შე ეშმაკო, შენა! – მიაძახა ნასტა-
სიამ; გამოაღო მერე კარი და ყური მიუგდო, მაგრამ ვერ მოით-
მინა და თვითონაც ქვემოთკენ გაქანდა... საშინლად უნდოდა
გაეგო, დიასახლისს რას ელაპარაკებოდა; ისიც კი ეტყობოდა,
რაზუმიხინს რომ მთლად მოეხიბლა.
მოიხურა თუ არა კარი, ავადმყოფმა მაშინვე გადაიგდო საბა-
ნი და გიჟივით წამოვარდა ლოგინიდან. ათრთოლებული მოუთ-
მენლად ელოდა, როდის წავიდოდნენ ორივენი, რომ საჩქაროდ
შესდგომოდა საქმეს. მაგრამ რომელ საქმეს, რას? – თითქოს
განგებ, მთლად დავიწყებოდა ყველაფერი. „ღმერთო! გამაგები-
ნე ერთი: ყველაფერი იციან უკვე თუ ჯერ არა?.. მერე, რომ
იცოდნენ და მხოლოდ თავს მაჩვენებდნენ განგებ, ვითომ, რა
მოხდება?.. ვაითუ თვალთმაქცობენ, მაღიზიანებენ, სანამ საწოლ-
ში ვწევარ, მერე უცბად რომ შემოვიდნენ და მითხრან: დიდი ხა-
ნია ყველაფერი ვიცით და მხოლოდ ისე, განგებ გიმალავდითო...
რა ქნას ახლა? მაგრამ აი, უბედურება... უცებ დაავიწყდა!
თუმცა ეს-ეს იყო ახსოვდა, რა უნდა ექნა!..
იდგა შუაგულ ოთახში, გარშემო იყურებოდა და ვერაფერს
მიმხვდარიყო, იტანჯებოდა; მერე კართან მივიდა, გამოაღო, ყუ-
რი მიუგდო; მაგრამ არა, ეს არ უნდოდა. უცბად მოაგონდა რა-
ღაც, ეცა კუთხეს და შპალერის ქვეშ, ნახვრეტში, ხელი შეყო,
მიუსვ-მოუსვა... მივიდა ღუმელთან, გამოაღო კარი და ნაცარს
დაუწყო ხელით ქექვა; შარვლის დაძონძილი ნაჭერი და ჯიბის
ნაგლეჯი ისევ ისე ეყარა; მაშასადამე, არავის უნახავს! მოაგონდა
უცებ რაზუმიხინი რომ წინდაზე რაღაცას ეუბნებოდა. მართლაც,
აგერ ტახტზე დევს საბანქვეშ, მაგრამ აქამდე ისევ გადალესილი
და გაჭუჭყიანებულია, ისე რომ, ზამეტოვი ვერაფერს გაარჩევდა.
„ვაი, ზამეტოვი! კანტორა! კანტორაში რად მეძახიან?.. უწყება
სად არის? ვაი! ავირიე: მაშინ იყო, რომ მეძახდნენ. მაშინაც წინ-
დას ვსინჯავდი, ახლა კი... ახლა ავად ვიყავი. მერე ზამეტოვი რა-
ტომ იყო აქ? რაზუმიხინმა რად მოიყვანა?.. – დუდუნებდა დაუძ-
ლურებული და ისევ ტახტზე ჩამოჯდა – რა არის ეს? ვბოდავ ისევ
თუ ყველაფერი ნამდვილად ხდება? ვგონებ, მართლა ხდება...
ჰო, მომაგონდა: უნდა გავიქცე! ჩქარა გავიქცე, უთუოდ გავიქცე!
დიახ... მაგრამ სად? ჩემი ტანისამოსი სადაა? ფეხსაცმელებიც
რომ არსად ჩანს?.. წაუღიათ! დაუმალავთ! მესმის, მესმის! მაგ-
რამ პალტო კი დარჩენიათ! ფულიც აი, მაგიდაზეა, მადლობა
ღმერთს! აგერ თამასუქიც... ავიღებ ფულს და წავალ, სხვა ბინას
ვიქირავებ, ვეღარ მიპოვიან!.. მაგრამ, ეე, სამისამართო სახლი?..
მიპოვიან, მიპოვიან!.. რაზუმიხინი მიპოვის... ჯობს, სულაც გავიქ-
ცე სადმე... შორს... ამერიკაში... დე, მეძებონ!.. მერე თამასუქიც
ხომ ხელთა მაქვს... გამომადგება.. რა წავიღო კიდევ? ჰგონიათ,
რომ ავად ვარ. ის კი არ იციან, რომ სიარული შემიძლია, ჰე-ჰე-
ჰე-ჰე!.. თვალებზე შევატყვე, რომ ყველაფერი იციან! ერთი ამ კი-
ბეს ჩავცილდე როგორმე და!.. მერე დარაჯი და პოლიციელები
რომ ჰყავდეთ მოჩენილი?!. ეს რა არის, ჩაია?.. აგერ, ლუდიც
დარჩენილა, ნახევარი ბოთლი, ცივ-ცივი!“
ეცა ბოთლს, რომელშიც მთელი ჭიქა ლუდი კიდევ იდგა და
სიამოვნებით, სულმოუთქმელად დაცალა, თითქოს ცეცხლი
ჩაანელა მკერდშიო. მაგრამ არ გასულა ერთი წუთი, რომ ლუდ-
მა უცებ თავში დაჰკრა და ზურგში რაღაც სასიამოვნო ჟრუან-
ტელმა დაუარა. მაშინვე მიწვა და საბანი წაიხურა. უიმისოდაც
არეული და სნეული ფიქრები თანდათან უფრო აებნა და მალე
ნელ-ნელა სასიამოვნო ძილი მოერია. სიამოვნებით მოძებნა თა-
ვით ბალიში. ლამაზად გაეხვია დაბამბულსა და რბილ საბანში,
რომელიც ახლა ძველი, დაგლეჯილი პალტოს ნაცვლად ეხურა,
მშვიდად ამოისუნთქა და მაგრად, ტკბილად ჩაეძინა.
ფეხის ხმამ გამოაღვიძა, გაახილა თვალი და დაინახა, რომ
ყურამდე ღია კარში რაზუმიხინი დგას და აღარ იცის, შემოვიდეს
თუ არა... რასკოლნიკოვი საჩქაროდ ტახტზე წამოჯდა და რაზუ-
მიხინს მიაშტერდა, თითქოს ცდილობს, რაღაც მოიგონოსო.
– ეჰე, არ გძინავს, აგერ მეც მოვედი! ნასტასია, მოიტა ერთი
ბოხჩა! – ჩასძახა რაზუმიხინმა ზემოდან, – ახლავე ანგარიშსაც
მიიღებ.
– რომელი საათია? – დაეკითხა რასკოლნიკოვი და შეშფო-
თებულმა აქეთ-იქით მიმოიხედა.
– დიდხანს გძინებია, ძმაო! შებინდდა უკვე, ექვსი იქნება. ექვს
საათზე მეტია, გძინავს.
– ღმერთო ჩემო, რა დამემართა?
– რაო, რა არის? ღმერთმა შეგარგოს! სად გეჩქარება! შეხ-
ვედრას ხომ არავისთან აპირებ? მთელი დრო ახლა ჩვენს ხელთ
არ არის? სამი საათია აგერ გიცდი... ერთი-ორჯერ კიდეც შემო-
ვედი, მაგრამ გეძინა, მაგრად გეძინა. ორჯერ ზოსიმოვსაც მივა-
კითხე: შინ არ არის და არა! მაგრამ არა უშავს რა, მოვა... ჩემს
საქმეზეც ვიყავი სხვაგან. დღეს ბინიდან გადავედი, ბიძიაც გადა-
ვიყვანე. ახლა ბიძია იცხოვრებს ჩემთან... მაგრამ რა დროს ეს
არის, საქმეს შევუდგეთ!.. ნასტენკა, ბოხჩა მოიტა. ახლავე... სხვა,
თავს როგორ გრძნობ, ძმაო?
– კარგად; ავად არ ვარ... რაზუმიხინ... დიდი ხანია აქა ხარ?
– გეუბნები, სამი საათია გიცდი-მეთქი.
– არა, წინათ?
– რა წინათ?
– რამდენი ხანია, რაც ჩემთან დაიარები?
– წეღან არ იყო, გიამბობდი?.. ნუთუ არ გახსოვს?
რასკოლნიკოვი ჩაფიქრდა, წეღანდელი ყველაფერი სიზმა-
რივით ეჩვენებოდა და გაშტერებული შეჰყურებდა რაზუმიხინს.
– ჰმ! – ჩაილაპარაკა რაზუმიხინმა, – დაავიწყდა! წეღანვე ისე
მეჩვენებოდა, თითქოს ჯერ კიდევ გონზე არ იყავი... ახლა ხომ
გამოერკვიე ძილიდან.. მართალს გეუბნები, უკეთ გამოიყურები.
ყოჩაღ! აბა, საქმესაც შევუდგეთ! ახლავე ყველაფერს მოიგონებ.
აბა, აქეთ მოიხედე, მეგობარო!..
გახსნა დაუწყო ბოხჩას, რომელსაც ეტყობოდა, მთლად შთა-
ენთქა მისი ყურადღება.
– იცი, ძმაო, იქნებ არ დაიჯერო, მაგრამ ყველაზე მეტად ეს
მაწუხებდა. იმიტომ, ძმაო, რომ საჭიროა, კაცად გაქციო. შევუდ-
გეთ მაშინ, თავიდან დავიწყოთ... ხედავ ამ ქუდს? – დაიწყო რაზუ-
მიხინმა და ბოხჩიდან საკმაოდ შნოიანი, მაგრამ ამავე დროს
ჩვეულებრივი, უბრალო და იაფფასიანი ქუდი ამოიღო, – გასინჯე,
აბა!
– მერე, მერე, – ჩაილაპარაკა რასკოლნიკოვმა და ზიზღით
გააქნია ხელი.
– არა, ჩემო როდია, ნუ აიხირებ, თორემ გვიანღა იქნება;
აღარც მე დამეძინება მთელ ღამეს, იმიტომ, რომ ზომა არ ვიცო-
დი და გაუსინჯავად ვიყიდე ეს ქუდი, მშვენივრად გადგას! – შეჰ-
ყვირა გახარებულმა, – თითქოს საგანგებოდ შეუკერავთო! თავის
სამკაული, ჩემო ძმაო, უმთავრესი რამ არის, პირველად ქუდით
ცნობენ ადამიანს. ჩემი მეგობარი ტოლსტიაკოვი მაშინვე ჩაჩს
მოიგლეჯს ხოლმე, როგორც კი სადმე დიდ წვეულებასა თუ გა-
მოსაჩენ ადგილას მოხვდება, სადაც ყველა სხვას ქუდი ახურავს...
რას იზამ, მორცხვი კაცია. აბა ნასტენკა, თავსამკაული რა უნდა
ღირდეს? შეადარეთ ეს პალმერსტონი (კუთხიდან ამოაძვრინა
რასკოლნიკოვის მრგვალი, დაღრეცილ-ჩაზნექილი ქუდი, რო-
მელსაც რატომღაც პალმერსტონი უწოდა) და ეს დიდებული რამ
ნამუშევარი? აბა, როდია, რას მივცემდი, როგორ გგონია? ნას-
ტენკა, შენ რაღას იტყვი? – მიუბრუნდა ახლა ნასტიას, როცა ნა-
ხა, რომ რასკოლნიკოვი ხმას არ იღებდა.
– აბაზს მაინც მისცემდი, – უთხრა ნასტასიამ.
– აბაზსო, ტუტუცო! – შეჰყვირა წყენით რაზუმიხინმა, – ახლა
აბაზად შენც ვერ გიყიდი, ოთხი აბაზი მივეცი! ისიც მხოლოდ იმი-
ტომ, რომ ნახმარია. მაგრამ პირობით არის ნაყიდი: ამას გაც-
ვეთ, სხვას უფასოდ მოგცემენ, ღმერთს გეფიცებით! აბა, ახლა
ამერიკის შეერთებულ შტატებს შევუდგეთ, როგორც გიმნაზიაში
ვეძახდით ხოლმე. მაგრამ იცოდე, შარვლით სწორედ თავი მო-
აქვს! – არსად ლაქა, არსად გახეული არ მოეძებნება და საკმა-
ოდ რიგიანიცაა, თუმცა ცოტა ნახმარი კია, – და რასკოლნიკოვს
წინ გაუშალა საზაფხულო თხელი შარვალი; – ჟილეტიც ისეთი-
ვეა, ერთფერი, როგორც მოდა მოითხოვს! თუ იმას იტყვი, ნახმა-
რიაო, ეს კი უნდა გითხრა, უკეთესიცაა: უფრო რბილი და ნაზია...
იცი, როდია, ჩემი აზრით, თუ გინდა საზოგადოებაში ფასი და გა-
სავალი გქონდეს, უთუოდ სეზონის შესაფერისად უნდა გეცვას. თუ
იანვარში სატაცურს არ მოითხოვ, რამდენიმე მანეთი ჯიბეში დაგ-
რჩება; ასეა ჩემს ნავაჭრშიც – ახლა ზაფხულია და ჩასაცმელიც
ზაფხულის გიყიდე, მით უფრო, რომ შემოდგომისთვის უფრო
თბილი რამ დაგჭირდება და ესენი კი უნდა გადაყარო... თანაც იმ
დროისთვის ეს ყველაფერი მოძველდება... აბა, დდააფასე! რო-
გორ გგონია, რა უნდა ღირდეს? – სულ ორი მანეთი და ხუთი
შაური! მაგრამ გახსოვდეს, ისევ იმავე პირობით: გასცვეთ... სამა-
გიეროდ მერმისს სხვას მუქთად მიიღებ! ფედიაევის მაღაზიაში
ყველაფერს ასე ყიდიან... აბა, ახლა წაღები ვნახოთ, – როგორე-
ბია, ჰა? რასაკვირველია, ეტყობა, რომ ნახმარია, მაგრამ ორ
თვეს მაინც გატარებს, იმიტომ, რომ მასალაც და ნამუშევარიც
საზღვარგარეთისაა: ინგლისის საელჩოს მდივანს გაუყიდია წარ-
სულ კვირას ბაზარში; რაღაც ექვსი დღე უტარებია, მეტი არა,
მაგრამ ფული ძალიან დასჭირვებია და... სულ მანეთ-ნახევარი
მივეცი. ზორბა რამ არის, არა?..
– მერე, მოუვა კი? – შენიშნა ნასტასიამ.
– მოუვაო! მერე, ეს რაღა არის? – და ჯიბიდან რასკოლნი-
კოვის მთლად ძველისძველი, დაგლეჯილი და ტალახშემხმარი
წაღა ამოიღო, – წინათვე გავწიე თადარიგი თუ არა? ამის ზომაზე
ამირჩიეს, მაშ, ყველაფერი მშვენივრად მოეწყო. საცვლების შე-
სახებ კი დიასახლისს მოველაპარაკე. სამ პერანგს შეგიკერავენ
უბრალო ტილოსას, მაგრამ ზემოდან მოდის შესაფერისად იქნე-
ბა გამშვენებული... აგრე, მაშ: ოთხი აბაზი კარტუზი, ორი მანეთი
და ერთი შაური დანარჩენი ჩასაცმელი, სულ სამი მანეთი და ერ-
თი შაური; მანეთნახევარიც წაღები – იმიტომ, რომ მეტად კარგე-
ბია, – სულ ოთხი მანეთი და თერთმეტი შაური... ამრიგად, რო-
დია, თავით ფეხამდე გამოწყობილი ხარ, იმიტომ რომ, ჩემი აზ-
რით, შენს პალტოს ჯერ კიდევ შეუძლია სამსახური გაგიწიოს და
გარდა ამისა, დიახაც კეთილშობილური შესახედაობა აქვს: ხე-
დავ, რა არის ტანისამოსის შეკვეთა! რაც შეეხება წინდებსა და
სხვას, ეს შენთვის მომინდვია; ფულად გრჩება კიდევ მთელი ოც-
დახუთი მანეთი, მაგრამ პაშენკასი და ბინის ქირის დარდი ჯერ ნუ
გაქვს; ნათქვამი მაქვს: რამდენსაც გინდა, გენდობიან. ახლა კი,
ნება მომეცი, საცვალი გამოგიცვალო, თორემ ავადმყოფობა
მხოლოდ პერანგშიღა ზის, სხვაგან აღარსად...
– თავი დამანებე! არ მინდა! – ხელს იქნევდა აქეთ-იქით რას-
კოლნიკოვი, რომელიც ზიზღით უგდებდა ყურს რაზუმიხინის
ოხუნჯურ ცნობას ტანისამოსის ყიდვის თაობაზე.
– არა, ძმაო, არ შეიძლება; მაშ, ეს წაღები რაზე დაგვიგლი-
ჯე! – ატანდა ძალას რაზუმიხინი, – ნასტიუშკა, ნუ გრცხვენიათ,
მომეხმარეთ. ჰო, აგრე! – და, მიუხედავად იმისა, რომ რასკოლ-
ნიკოვი ეწინააღმდეგებოდა, საცვალი მაინც გამოუცვალა. რას-
კოლნიკოვი ისევ ბალიშზე მიეგდო და მთელი ორი წამი ხმას არ
იღებდა.
„ნეტავ, არ დამეხსნებიან?“ – ფიქრობდა იგი თავისთვის, –
მერე, რა ფულით იყიდე ეს ყველაფერი? – ჩაეკითხა ბოლოს და
თან კედელს დააშტერდა.
– რა ფულით?.. ეჰე, შენი საკუთარი ფულით. წეღან არ იყო
ვახრუშინისგან მოსული კაცი, დედაშენის გამოგზავნილი ფული
არ მოუტანია? იქნებ ეგეც გადაგავიწყდა?
– მახსოვს, მახსოვს... – ჩაილაპარაკა რასკოლნიკოვმა კარ-
გა ხნის ფიქრის შემდეგ. წარბშეჭმუხნილი რაზუმიხინი შეშფოთე-
ბული შეჰყურებდა.
ამ დროს კარი გაიღო და ვიღაც მაღალ-მაღალი, ჩასხმული
კაცი შემოვიდა; რასკოლნიკოვს ეცნაურა იგი, თითქოს სადღაც
ენახა.
ზოსიმოვ!.. ძლივს არ გვაღირსე თავი!.. – შეჰყვირა გახარე-
ბულმა რაზუმიხინმა.

IV

ზოსიმოვი მაღალ-მაღალი, ქერათმიანი კაცი იყო. ლოყებგა-


მობერილი, წვერგაპარსულ უფერულ სახეზე სათვალე ეკეთა.
სიმსუქნისგან გასივებულ თითზე ვეება ოქროს ბეჭედი ჰქონდა წა-
მოცმული. ხნით ასე, ოცდაშვიდი წლისა იქნებოდა. ტანთ კოხტად
ეცვა – განიერი საზაფხულო პალტო და ბაცი შარვალი. საცვლე-
ბი საუცხოო და სუფთა ჰქონდა, საათზე ოქროს ძეწკვი ეკიდა.
მძიმე და უსიცოცხლო, მაგრამ თამამი მიმოხრა, ეტყობოდა გან-
გებ ჰქონდა შეთვისებული. ყველაფრიდან ჩანდა, რომ დიდკაცად
მოჰქონდა თავი, თუმცა ძალიან ცდილობდა, ეს დაემალა. მძიმე
ხასიათის კაცად იცნობდნენ, მაგრამ ამბობდნენ, თავისი საქმე
კარგად იცისო.
– მე, ძმაო, ორჯერ შემოგიარე... ხედავ, მობრუნდა, – შეჰყვი-
რა რაზუმიხინმა.
– ვხედავ, ვხედავ: სხვა, ახლა თავს როგორ გრძნობ, ჰა? –
ჩაეკითხა ზოსიმოვი რასკოლნიკოვს, თვალი თვალში გაუყარა
და ტახტზე ჩამოჯდა.
– სულ დაღვრემილია, – განაგრძობდა რაზუმიხინი, – ეს
იყო, ახლა საცვლები გამოვუცვალე და კინაღამ იტირა.
– ცხადია, ასე მოიქცეოდა; გამოცვლა მერეც შეიძლებოდა,
თუ ახლა არ უნდოდა. მაჯა მშვენივრად უცემს. თავი ისევ გტკივა?
– კარგად ვარ, სრულიად კარგად! – უპასუხა რასკოლნიკოვ-
მა ჯიუტად და გულმოსულად, თან უცბად ტახტზე წამოიწია და
თვალები დააკვესა, მაგრამ მაშინვე ისევ ბალიშზე მიეგდო და
კედლისკენ გადაბრუნდა. ზოსიმოვი ყურადღებით აკვირდებოდა.
– ძალიან კარგი... ყველაფერი რიგზეა, – ჩაილაპარაკა ზო-
სიმოვმა, – ჭამა რამე?
უთხრეს, რაც აჭამეს, და ჰკითხეს, რა ეჭმებაო.
– ყველაფერი... წვნიანი, ჩაი... სოკო და კიტრი, რასაკვირვე-
ლია, არ უნდა აჭამოთ, არც ხორცი.. მაგრამ ლაპარაკი რა საჭი-
როა! – და რაზუმიხინს გახედა, – მიქსტურა აღარ უნდა, აღარც
სხვა რამე, ხვალ ისევ შემოვივლი...
– ხვალ საღამოთი სასეირნოდ წავიყვან! – გადაწყვიტა რაზუ-
მიხინმა, – იუსუპოვის ბაღში, მერე კი იქიდან „პალე-დე-
კრისტალში“ შევივლით.
– ჯობდა ხვალ სულ ფეხი არ გაედგა, თუმცა... ვნახოთ რა იქ-
ნება.
– ეჰ, აფსუს, დღეს სწორედ ახალ ბინაზე გადასვლის გამო
უნდა წავიქეიფოთ, სულ რაღაც ორი ნაბიჯია აქედან. კარგი იქნე-
ბოდა ესეც ყოფილიყო, თუნდაც ტახტზე წამოწოლილიყო ჩვენ-
თან... შენ ხომ იქნები? – მიმართა უცბად რაზუმიხინმა ზოსიმოვს,
– გესმის, გეპატიჟები!
– იქნებ მოვახერხო, მაგრამ ცოტა გვიან ალბათ. რაო, რა
გექნება?
– არაფერი, ჩაი, არაყი, სელიოდკა. ტკბილ ნამცხვარსაც
მოგვიტანენ, შინაურები იქნებიან.
– მაინც ვინ?
– ვინ და აქაურები, თითქმის სულ ახლები, გარდა ბებერი ბი-
ძაჩემისა, მაგრამ ისიც ახალი კაცია: რაღაც საქმეების გამო გუშინ
ჩამოვიდა პეტერბურგში; ხუთ წელიწადში ერთხელ ძლივს ვხე-
დავთ ხოლმე ერთმანეთს.
– რა მოხელეა?
– მთელი თავისი სიცოცხლე სამაზრო ფოსტის გამგეობაში
გაატარა. პატარა პენსიას იღებს. სამოცდახუთი წლისაა, ლაპარა-
კად არც კი ღირს... მაგრამ მე ძალიან მიყვარს. პორფირი პეტ-
როვიჩი იქნება: აქაური ბოქაული საგამომძიებლო საქმეებისა...
სამართლისმცოდნეა, თუმცა ხომ იცნობთ...
– ისიც ნათესავად გეკუთვნის, არა?
– ჰო, მაგრამ მეტად შორეული; რატომ მოიღუშე? იმიტომ,
რომ წალაპარაკდით ერთხელ? იქნებ აღარც კი მოხვიდე?
– ფეხებზე მკიდია..
– ასე ჯობს... იქნებიან კიდევ – სტუდენტები, მასწავლებლები,
ერთი მოხელე, ერთი მუსიკოსი, ოფიცერი ზამეტოვი...
– მითხარი, გეთაყვა, ან შენ, ან ამას, – რასკოლნიკოვზე
მიანიშნა ზოსიმოვმა, – საერთო რა გაქვთ ზამეტოვთან?
– ოჰ, ეს თქვენი უკადრისობა!.. ეს პრინციპები!.. თითქოს
მთლად ამ პრინციპებზე იყო მართლა აშენებული: არსაით შენს
ნებასა და სურვილზე მიბრუნ-მობრუნება არ შეგიძლია... ზამეტო-
ვი საუცხოო ადამიანია.
– და ხელებსაც საუცხოოდ ითბობს, არა!
– მერე რა? ითბობს და ითბობდეს, მე რა! რა არის ამაში ცუ-
დი! – შეჰყვირა უცბად როგორღაც არაჩვეულებრივად გაბრაზე-
ბულმა რაზუმიხინმა, – მერე, გიქე განა, ხელებს ითბობს-მეთქი?
ის გითხარი მარტო, კარგი ადამიანია-მეთქი! მაგრამ თუ ყოველ-
მხრივ გაქექე ხალხი, ბევრს ნახავ განა მათ შორის კარგს?..
დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ თავიან-ფეხიანად შემწვარ ხახვა-
დაც არავინ მიყიდის...
– ეს ცოტაა; მე კი შენში თუნდაც ორსაც მივცემდი...
– მე კი ერთის მეტს არ მივცემდი შენში! იხუმრე კიდევ აბა!
ზამეტოვი ჯერ ისევ ბავშვია, შეიძლება ყურებიც კი ავუწიოთ, იმი-
ტომ უნდა მოვიზიდოთ და არა ხელი ვკრათ. კაცს კი ხელის
კვრით ვერ გაასწორებ, მით უფრო, ბავშვს, ბავშვთან მეტი სიფ-
რთხილე გვმართებს მუდამ. ეჰ, თქვე პროგრესულო ჩურჩუტებო,
რომ არაფერი გესმით! ადამიანს პატივს არ სცემთ, თქვენს თავს
თქვენვე შეურაცხყოფთ... მაგრამ თუ გინდა გაიგო, ჩვენ თითქოს
საერთო საქმეც გაგვიჩნდა.
– სასურველია, ვიცოდე.
– სასიამოვნო არაფერია... ისევ იმ მღებავის საქმე... გვინდა,
როგორმე ვიხსნათ! ვიხსნით კიდეც! ახლა საშიშიც კი აღარაფე-
რია. საქმე აშკარაა! ჩვენ მხოლოდ დავაჩქარებთ.
– რომელ მღებავზე ლაპარაკობ?
– როგორ, არ მიამბნია განა? თუმცა, თავი გიამბე მარტო...
აი ის, ბებრუხანა რომ მოკლეს, მევახშე, მოხელის ქვრივი... იმ
საქმეში ახლა მღებავიც გარიეს...
– მაგ მკვლელობის ამბავი შენზე ადრეც ვიცოდი; მინდოდა
კიდეც, როგორმე სიმართლე შემეტყო... მეტადრე.. ერთი შემ-
თხვევის გამო.. გაზეთებიდანაც მახსოვს!
– ლიზავეტაც ხომ მოკლეს! – წამოაყრანტალა უცბად ნასტა-
სიამ და რასკოლნიკოვს მიმართა. მთელი ეს ხანი ნასტასია
ოთახში იდგა, კარზე მიყუდებული და ლაპარაკს უგდებდა ყურს.
– ლიზავეტა? – ჩაიდუდღუნა რასკოლნიკოვმა ოდნავ გასა-
გონი ხმით.
– ჰო, ლიზავეტა! რა იყო, არ გახსოვს, განა? ქვემოთ
დაიარებოდა ხოლმე... ერთხელ პერანგიც დაგიკერა.
რასკოლნიკოვი კედლისკენ გადაბრუნდა, გახუნებულ და ჭუჭ-
ყიან შპალერზე ერთგან მიხაკისფერხაზიანი თეთრი ყვავილი
ამოარჩია და სინჯვა დაუწყო: რამდენი ფოთოლი ჰქონდა, რო-
გორ იყვნენ ერთმანეთთან გადაბმულები, რამდენი ხაზი ჰქონდა
გავლებული და სხვა... გრძნობდა, რომ ხელ-ფეხი მთლად
მოუდუნდა, მაგრამ არც ცდილა განძრეულიყო და თვალს არ
აშორებდა ყვავილს.
– მერე რაო, რას ამბობ მღებავზე? – რაღაც განსაკუთრებუ-
ლი უკმაყოფილებით გააწყვეტინა ზოსიმოვმა ყბედობა ნასტასი-
ას.
ნასტასიამ ამოიოხრა და გაჩუმდა.
– რაო და, მკვლელი ჰგონიათ! – განაგრძობდა ცხარედ რა-
ზუმიხინი.
– დაასაბუთეს რამით, თუ?..
– რის საბუთი, რას ამბობ! თუმცა საბუთი კი იყო ვითომ სწო-
რედ, მაგრამ ამ საბუთს დამტკიცება არ უნდა? ესეც იმასა ჰგავს,
პირველად... აი ისინი, რა ჰქვია.. კოხი და პესტრიაკოვი რომ
დაიჭირეს. ფუჰ! რა სულელურად იქცევიან, შორიდანაც კი გული
მერევა! იქნებ დღეს პესტრიაკოვმაც შემოიაროს... მართლა, რო-
დია, ეს ამბავი ხომ იცი, შენს ავადმყოფობამდე მოხდა, მაშინ
ლაპარაკობდნენ ამ ამბავზე...
ზოსიმოვმა ყურადღებით გადახედა რასკოლნიკოვს, მაგრამ
ის არ განძრეულა.
– იცი რა, რაზუმიხინ? გიყურებ და ვფიქრობ: მართლა დიდი
მოუსვენარი ვინმე ხარ, – შენიშნა ზოსიმოვმა.
– არა უშავს რა, დავიხსნით მაინც! – შეჰყვირა რაზუმიხინმა
და მაგიდას მუშტი დაჰკრა, – ყველაზე მეტად, იცი, რა არის აქ
საწყენი? ის კი არა, რომ ტყუიან; ტყუილი მუდამ ეპატიება ადამი-
ანს; კარგიც კი არის ხანდახან, იმიტომ, რომ სიმართლეს აჩენს
ბოლოს. ის არის საწყენი, რომ სტყუიან და თავიანთ სიცრუეს
თვითონვე სცემენ თაყვანს. პორფირი პეტროვიჩს პატივს ვცემ,
მაგრამ... იცი, თავიდანვე რამ აუბნიათ გზა-კვალი? კარი დაკეტი-
ლი იყო და მეეზოვე რომ მიიყვანეს, მაშინ კი ღია დახვდათ: მა-
შასადამე, კოხმა და პესტრიაკოვმა დახოცესო! აი, როგორ მსჯე-
ლობენ!
– ჰო, მაგრამ ძალიან ნუ ცხარობ; დაიჭირეს მხოლოდ; ან რა
ექნათ... მართლა: ის კოხი ხომ მეც მინახავს; ბებრუხანასგან გა-
მოუსყიდველ გირაოებს ყიდულობდა ხოლმე, არა?
– ჰო, ვიღაც გაიძვერაა, თამასუქებსაც ყიდულობს თუ რმე.
მაგ საქმეებშია გარეული. მაგრამ ჯანდაბამდე გზაც ჰქონია! იცი,
მე რა მაბრაზებს? ის მაბრაზებს, რომ გონება მთლად დახშობი-
ათ, ხავსი მოჰკიდებიათ, გაბრიყვებულან!.. აქ კი, ამ საქმეში, შე-
იძლება სრულიად ახალთახალი გზა აღმოჩნდეს. მარტო ფსიქო-
ლოგიური საბუთებიც კმარა, რომ დაინახოთ, როგორ შეიძლება
ჭეშმარიტ კვალს მიაგნოს ადამიანმა. „ჩვენ აქ ფაქტები გვაქვს
ხელთო!“ მაგრამ საქმე ხომ მარტო ფაქტები არ არის; ნახევრად
მაინც საქმე იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ მოიხმარს ფაქ-
ტებს!
– მერე, შენ კი შეგიძლია ფაქტების მოხმარება?
– არ იცი განა, რომ შეიძლება გაჩუმება, როცა გრძნობ, გუმა-
ნით გრძნობ, რომ შეგიძლია საქმეს უშველო, ოღონდ... მაგრამ
ეჰ! იცი კია დაწვრილებით, როგორ არის საქმე?
– გელოდები... ჯერ არაფერი გითქვამს იმ მღებავზე.
– კარგი მაშ, ყური დამიგდე: მესამე დღეს მკვლელობის შემ-
დეგ დილაადრიან, ჯერ ისევ კოხსა და პესტრიაკოვს რომ ჩას-
ციებოდნენ ყველანი (თუმცა თითოეულმა ნათლად დაამტკიცა
თავისი უდანაშაულობა), უცბად მოულოდნელი ამბავი გამოცხად-
და. ვიღაც გლეხი დუშკინი, რომელსაც სწორედ იმ სახლის პირ-
დაპირ დუქანი ჰქონია, კანტორაში მისულა, მიუტანია კოლოფით
ოქროს საყურეები და უამბნია: „გუშინწინ საღამოს, ასე, ცხრის
დასაწყისი იქნებოდა, მღებავმა მუშამ, სახელად მიკოლაიმ, რო-
მელმაც წინადღითაც შემოირბინა ჩემთან, მომიტანა ეს კოლოფი
ოქროს საყურეებითა და თვლებით და გირაოში ორი მანეთი
მთხოვა. როცა ვკითხე: ვინ მოგცა-მეთქი? – მითხრა, ქუჩის ქვა-
ფენილზე ვიპოვეო. ამის მეტი მაშინ აღარ მიკითხავს რა, – ამ-
ბობს დუშკინი, – გამოვუტანე მანეთიანი ქაღალდი – ესე იგი, მა-
ნეთი – და მივეცი, იმიტომ რომ ვიფიქრე, მე არა, სულერთია,
სხვასთან წაიღებს და მიღებულ თანხას შეჭამს, ჯობს ისევ ჩემთან
იდოს-მეთქი, შენახული იქნება. თუ ხმა დავარდება და ვინმე
მოიკითხავს, მეც გამოვაჩენ-მეთქი, – ვიფიქრე, მაგრამ, რასაკ-
ვირველია, ჩმახავს, იმიტომ, რომ ვიცი, ეს დუშკინი თვითონ იგი-
რავებს და ნაქურდალს ინახავს; ამიტომაც იყო, რომ მიკოლაის
სამთუმნიანი ნივთი მანეთად გამოაცალა ხელიდან და არა იმი-
ტომ, რომ „გამოეჩინა“. შეეშინდა და ის არის, თუმცა, ჯანდაბამდე
გზა ჰქონია... ყური დამიგდე, რას ამბობს მერე დუშკინი: „ამ
გლეხს, მიკოლაი დემენტიევს კი, პატარაობიდანვე ვიცნობ, ჩემი
გუბერნიიდან არის, ზარაის მაზრიდან, ჩვენ თვითონ რიაზანიდან
ვართ. მიკოლაი, მართალია, ლოთი არ არის, მაგრამ გადაკვრა
კი უყვარს. ისიც ვიცოდი, რომ ის და მიტრეი სწორედ იმ სახლში
მუშაობდნენ, ღებავდნენ; მიტრეი და ის კი, ორივენი ერთი მხრი-
დან არიან. მიიღო თუ არა მანეთიანი, მაშინვე დაახურდავა, ზე-
დიზედ ორი ჭიქა არაყი დალია, წაიღო ხურდა და წავიდა, მიტ-
რეი კი მაშინ მასთან ერთად არ ყოფილა. მეორე დღეს გავიგე,
რომ ალიონა ივანოვნა და მისი და ლიზავეტა ივანოვნა ცულით
მოკლეს, მე მათ ვიცნობდი. რაღაც ეჭვი აღმეძრა, რადგან ვიცო-
დი, განსვენებული გირაოთი ფულს რომ იძლეოდა. წავედი მა-
შინვე და ვკითხე ჩუმად: მიკოლაი შინ არის-მეთქი, თუ არა? მიტ-
რეიმ მაშინ მითხრა, მიკოლაი ქეიფობს, გათენებისას მოვიდა
მთვრალი, ასე, ათი წამი იყო შინ და ისევ წავიდაო; ამის შემდეგ
მიტრეისაც აღარ უნახავს, მარტო მუშაობს. სამუშაო კი სწორედ
ერთ კიბეზე აქვთ, იმ სახლის მეორე სართულზე, სადაც მკვლე-
ლობა მოხდა. მკვლელობაზე რაც კი რამ შევძელი, ყველაფერი
გავიგე და ისევ ისე შეფიქრიანებული დავბრუნდი შინ. დღეს კი
დილით რვა საათზე, – ესე იგი, მესამე დღეს, გესმის? – ვნახოთ
და შემოვიდა მიკოლაი. გადაკრულშია, მაგრამ არც ისე მაგრად,
ლაპარაკის გაგება რომ არ შესძლებოდა. დაჯდა მერხზე და
არის ჩუმად. სწორედ ამ დროს დუქანში მარტო ერთი კაცი იყო
უცხო. მეორესაც იქვე მერხზე ეძინა, ნაცნობია ჩემი, და ორიც ჩე-
მი ბიჭი იყო. „მიტრეი ნახე-მეთქი?“ – ვეკითხები. „არა, არ მინა-
ხავსო“ – „აქ არ ყოფილხარ-მეთქი?“ – „მესამე დღეა, არ ვყო-
ფილვარო“ – „მერე, დღეს სად გეძინა?“ – ვეკითხები, – „კოლომ-
ნის რიყეზეო“, –„საყურეები მაშინ ვინ მოგცა-მეთქი?“ – „ქვაფე-
ნილზე ვიპოვეო“, – თან ისე ამბობს ამას, თითქოს იგონებსო და
პირდაპირ არ იყურება. „მერე არ გაგიგია რა, იმ ღამეს და იმ
დროს სწორედ იმ კიბეზე რა მოხდა-მეთქი?“ – „არა, არაფერი
გამიგიაო“, – თვალები კი დააჭყიტა და მთლად გაფითრდა. ვე-
ლაპარაკები ასე და უცებ ქუდს ეცა, წასვლა დააპირა, აქ კი მო-
ვინდომე, შემეჩერებინა: „მოიცადე, მიკოლაი, არაფერს დალევ--
მეთქი?“ – თან ბიჭს თვალი ჩავუკარი, რომ კარი დაეჭირა და
დახლიდან გამოვედი; მაგრამ უცებ გამისხლტა, გავარდა ქუჩაში
და სადღაც გაქრა, თვალი ვერ მოვკარი. მერე კი მთლად დავ-
რწმუნდი და გადავწყვიტე, ცოდვამ გააქცია-მეთქი...“
– ოღონდაც! – ჩაილაპარაკა ზოსიმოვმა.
– მოიცა! ბოლოს დაუგდე ყური! რასაკვირველია, მაშინვე მი-
კოლაის ძებნას შეუდგნენ; დუშკინი დაიჭირეს და გაჩხრიკეს. მიტ-
რეიც დაიჭირეს. მთელი რიყე გადაჩხრიკეს და მხოლოდ ამ სამი
დღის წინ მიიყვანეს თვითონ მიკოლაი: – საბაჟოს მახლობლად
დაიჭირეს თურმე ბაკებში. მისულა იქ, შეუხსნია ვერცხლის ჯვარი
გულიდან და ამ ჯვარში ჭრაქი მოუთხოვია. მიუციათ. რამდენიმე
წამის შემდეგ დედაკაცი ძროხების მოსაწველად შესულა და ჭუჭ-
რუტანიდან დაუნახავს, მიკოლაის ბოძზე სარტყელი ჩამოუბამს
და მარყუჟი გაუკეთებია, შემდგარა კუნძზე და თავი თურმე მარ-
ყუჟში უნდა გაყოს. დედაკაცს უკივლია ამ დროს, ხალხი შემოცვე-
ნილა. „ეჰე, ხედავთ, ვინ ბრძანებულხარო!“ – „ამა და ამ საპო-
ლიციო უბანში წამიყვანეთ, ყველაფერში გამოვტყდებიო“, – უთ-
ქვამს. მოიყვანეს კიდეც, როგორც რიგი და წესი იყო, ამ უბანში
გამოჰკითხეს, ვინა ხარ, საიდან, რამდენი წლის ხარო. – „ოც-
დაორისაო“ – და სხვა და სხვა. როცა ჰკითხეს: „შენ და მიტრეი
რომ მუშაობდით, კიბეზე ხომ არავინ გინახავთ ამა და ამ დრო-
სო?“ – უპასუხა თურმე: „იქნებ კიდეც გაიარა ვინმემ, მაგრამ ვერ
შევნიშნეთო“, – „ყვირილი ან სხვა რამ ხმაურობა ხომ არ გაგი-
გონიათო?“ – „მსგავსი არაფერიო“ – „მერე, იცოდი შენ, მიკოლა-
იმ, რომ სწორედ იმ საღამოს და იმ დღეს ესა და ეს ქვრივი და
მისი და მოკლეს და გაძარცვესო?“ –„არც ვიცოდი და არც არა-
ფერი გამიგონიაო. პირველად ეს ამბავი აფანასი პავლოვიჩისგან
გავიგე მესამე დღეს. დუქანშიო“. – „მერე საყურეები ვინ მოგცა-
ო?“ – „ქვაფენილზე ვიპოვეო“ – „მეორე დღეს მიტრეისთან ერ-
თად სამუშაოდ რატომ აღარ მიხვედიო?“ – „იმიტომ, რომ
ვქეიფობდიო“ – „სად ქეიფობდიო?“ – „აქა და აქაო“ – „დუშკინის-
გან რად გაიქეციო?“ – „იმიტომ, რომ ძალიან შემეშინდაო.“ –
„რისი შეგეშინდაო?“ – „რისი და იმისი, რომ სამართალში მიმცემ-
დნენო“. – „რად შეგეშინდა, თუკი დამნაშავედ არ თვლი თავ-
სო?..“ არ ვიცი, გჯერა თუ არა, ზოსიმოვ, მაგრამ სიტყვასიტყვით
ასე დაჰკითხეს თურმე, ნამდვილად ვიცი!.. როგორ მოგწონს,
ჰა?.. შენ როგორ გგონია...
– არა, გასამტყუნებელი საბუთი კი მაინც არ არის.
– იმას ხომ არ ვამბობ, არ არის-მეთქი; გეუბნები მხოლოდ,
კითხვებს როგორ აძლევდნენ, თავისი დანიშნულება როგორ ეს-
მით! მაგრამ ეშმაკმა წაიღოს იმათი თავი!.. სწურეს საწყალი, სწუ-
რეს და ბოლოს დაემორჩილა: „ქვაფენილზე კი არა, ბინაზე ვი-
პოვე, რომელსაც მე და მიტრეი ვღებავდითო“. – „როგორ იყო,
როგორაო?“ – „როგორ იყო და ასე იყო: მე და მიტრეი მთელი
დღე, რვა საათამდე, იატაკს საღებავს ვუსვამდით და წამოსვლა
რომ დავაპირეთ, აიღო მიტრეიმ საღებავის ფუნჯი და პირზე წა-
მისვა; წამისვა საღებავი და გაიქცა; მე კი უკან გამოვეკიდე. მივ-
დევ ასე უკან და ვყვირი. კიბიდან რომ ეზოს კარისკენ შევუხვიე,
უცბად მეეზოვესა და ვიღაც ბატონებს წავაწყდი, მაგრამ რამდენი
იყვნენ, არ მახსოვს; მეეზოვემ შემომიკურთხა; მეორე მეეზოვემაც
ლანძღვა დამიწყო, შემდეგ მეეზოვის ცოლი გამოვიდა, იმანაც
გაგვლანძღა; ეზოში ვიღაც კაცი და ქალი შემოვიდნენ, იმ კაცმაც
შემოგვიკურთხა, იმიტომ, რომ მე და მიტკა გზაში გავეჩხირეთ:
მიტკას თმაში წავავლე ხელი და წავაქციე, მუშტით დავუწყე ცემა,
მიტკამაც თმაში წამავლო ხელი და მუჯლუგუნები დამაყარა, მაგ-
რამ გაჯავრებით კი არ ვცემდით ერთმანეთს, სიყვარულით ვცემ-
დით, ვხუმრობდით. გამისხლტა მერე მიტკა და ქუჩაში გავარდა;
მეც უკან დავედევნე, მაგრამ ვერ დავეწიე და უკანვე დავბრუნდი
მარტოკა ბინაზე, იმიტომ, რომ მისალაგებელი იყო იქაურობა.
შევკრიბე ყველაფერი და მიტრეის დავუწყე ცდა, იქნებ, მოვიდეს-
მეთქი. უცბად დერეფანში, კარს უკან, კუთხეში, რაღაც კოლოფს
დავადგი ფეხი. ვხედავ, ქაღალდში რაღაც არის გახვეული. გავ-
შალე ქაღალდი, გავხსენი კაუჭები... შიგ საყურეებია“.
– კარს უკან? კარს უკან ეგდო? კარს უკან? – შეჰყვირა უცბად
რასკოლნიკოვმა როგორღაც შეშინებულმა, თან ამღვრეული
თვალები რაზუმიხინს მიაშტერა და ხელზე დაყრდნობილმა
მძიმე-მძიმედ წამოიწია ტახტიდან.
– დიახ... მერე, რაო? რა დაგემართა? შენ რამ შეგაკრთო? –
რაზუმიხინიც წამოდგა.
– არაფერი! – ოდნავ გასაგონად უპასუხა რასკოლნიკოვმა
და ისევ ბალიშზე მიესვენა, კედლისკენ იბრუნა პირი. ერთხანს
ყველანი ჩუმად იყვნენ.
– ჩასთვლიმა უთუოდ და ნამძინარევმა წამოიძახა, – თქვა
ბოლოს რაზუმიხინმა და ზოსიმოვს გადახედა.
ზოსიმოვმა ოდნავ გააქნია თავი უარის ნიშნად.
– განაგრძე, აბა, რა იცი კიდევ, – შენიშნა ზოსიმოვმა.
– რაღა განვაგრძო! დაინახა თუ არა საყურეები, იმავე წამს
ყველაფერი დაავიწყდა: მიტკაც და ბინაც... ეცა ქუდს და დუშკი-
ნისკენ გაქანდა; მიიღო იმისგან, როგორც იცი, თანხა და მაშინვე
დაიწყო ქეიფი. რაც შეეხება მკვლელობას, ისევ იმასვე
იმეორებს, რაც ადრე თქვა: „არაფერი ვიცი, არაფერი გამიგია,
მხოლოდ მესამე დღესღა შევიტყვეო“, – „მერე, აქამდე რატომ
არ გამოცხადდიო?“ – ჰკითხეს, – „შემეშინდაო“. „თავი რაღად
გინდოდა რომ ჩამოგეხრჩო, დარდისგანო?“ – „ჰო, იმ დარდის-
გან, რომ სასჯელს ვერ ავცდებოდიო“. აი, ეს არის მთელი ამბა-
ვი. როგორ გგონია ახლა, რა შეიტყვეს და გაიგეს აქედან?
აბა, რა ფიქრი უნდა, ავად თუ კარგად, კვალისთვის მიუგნი-
ათ. ფაქტი ხელთა აქვთ. მაშ ხომ არ გაათავისუფლებდნენ ამ
შენს მღებავს!
– მერე, მკვლელად რომ პირდაპირ მას თვლიან? ეჭვიც კი
აღარა აქვთ.
– ტყუი, ნუ ფიცხობ. ეს საყურეები რაღაა?.. დამეთანხმე... თუ
იმავე დღესა და იმავე საათს საყურეები ბებრუხანას სკივრიდან
ნიკოლას აღმოაჩნდა, საიდან უნდა ჩაეგდო ხელთ თუ არა... ეს
კი ძალიან დიდი რამ არის ასეთი გამოძიების დროს.
– საიდან უნდა ჩაეგდო ხელთ! – შეჰყვირა რაზუმიხინმა, – მე-
რე, შენ, როგორც ექიმი, რომელსაც გევალება და სხვებზე მეტი
საშუალებაც გაქვს ხელთ ადამიანის ბუნების შესასწავლად, ნუთუ
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვერ ხედავ, რა ბუნებისაც არის
ეს ნიკოლაი? ნუთუ ვერ ხედავ, რომ, რაც კი გამომძიებელს უჩვე-
ნა, ყველაფერი ეს წმინდა სიმართლეა? ეჭვი არ არის, ისე
ჩაუვარდა სწორედ ხელში, როგორც უჩვენა. უცაბედად ფეხი და-
ადგა კოლოფს და აიღო!
– წმინდა სიმართლეა! მაგრამ პირველად ხომ იცრუა, ხომ
თვითონვე გამოტყდა!
– ყური დამიგდე, ყურადღებით მომისმინე: მეეზოვეც, კოხიც,
პესტრიაკოვიც და მეორე მეეზოვეც, აგრეთვე პირველი მეეზოვეს
ცოლი და ის დედაკაციც, რომელიც თურმე მეეზოვის ოთახში იჯ-
და იმჟამად, აგრეთვე ნადვორნი სოვეტნიკი კრიუკოვი, რომე-
ლიც თურმე ის-ის იყო ეტლიდან გადმოხტა და ვიღაც მანდილო-
სანთან ერთად ხელიხელგაყრილი ეზოში შემოდიოდა, – ყველა-
ნი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ნიკოლაის მიტრეი წაექცია ეზოს
შემოსასვლელში და თურმე თეთქვავდა; მიტრეისაც თმა ეტაცა
ხელი და მუჯლუგუნებით გვერდებს უხურებდა, იწვნენ თურმე გა-
სასვლელში და აღარავის უშვებდნენ. გამვლელ-გამომვლელნი
ლანძღავენ, აგინებენ, ისინი კი „პატარა ბავშვებივით“ (ასე ახა-
სიათებენ თვითონ მოწმეები) ერთმანეთს აგორავებენ, ყვირიან,
წივიან, ერთმანეთს მუჯლუგუნებს უბრახუნებენ, სასაცილოდ დათ-
ხუპნილები სიცილით იგუდებიან და ბავშვებივით ერთმანეთს ქუ-
ჩაში მისდევენ დასაჭერად. გესმის? ახლა იგულისხმე: მოკლულ-
თა გვამები კი იქ, ზემოთ, ჯერ ისევ თბილია, ასე იპოვეს! როგორ
გგონია ახლა, თუ მართლა ამათმა დახოცეს, ან თუნდაც მარტო
ნიკოლაიმ, და გაძარცვეს, სკივრები გატეხეს, ნება მომეცი, მხო-
ლოდ ერთი რამ გკითხო: სად ასეთი სულიერი განწყობილება, –
ესე იგი ყვირილი, სიცილი, ბავშვური ცემა-ტყეპა და სირბილი
ეზოს გასასვლელში, – და სად ცული, სისხლი, ბოროტი განზრახ-
ვა, სიფრთხილე და ძარცვა? ის-ის არის, ათი თუ ხუთი წუთის წინ
დაუხოციათ, – მოკლულთა გვამები ჯერ ისევ თბილი იყო, –
გაუნებებიათ უცბად თავი მოკლულებისთვის, ბინა ღია დაუგდიათ
და ბავშვებივით იქცევიან, მიწაზე დაუწყიათ ბღლარძუნი და მას-
ხარაობა, გამვლელთა ყურადღებას იპყრობენ, თუმცა, კარგად
იციან, რომ ეს-ეს არის, კაცებმა აიარეს იქით. ამას ერთხმად
ადასტურებს ათი მოწმე.
– რასაკვირველია, უცნაურია! რასაკვირველია, შეუძლებე-
ლია, მაგრამ...
– არა, ძმაო, საქმე ის არის, თუ მართლა ნიკოლაის საყუ-
რეები აღმოაჩნდა და ეს ამტყუნებს, თუმცა ამას თავისი ახსნაც
აქვს და ეს საკამათოა, – ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე მის
გამამართლებელ და ამასთანავე, უტყუარ საბუთებსაც. მერე, რო-
გორ გგონია, ჩვენი მართლმსაჯულების ამბავი რომ ვიცით, მისა-
ღებად ცნობენ თუ არა ისეთ ფაქტს, რომლის საფუძველი დამყა-
რებულია დანაშაულის ჩადენის ფსიქოლოგიურ შეუძლებლობა-
ზე, მხოლოდ სულიერ განწყობილებაზე, ხოლო ნივთიერ გამამ-
ტყუნებელ საბუთებს, როგორიც უნდა იყოს ის, ამ ფსიქოლო-
გიური ფაქტის მიერ დარღვეულად მიიჩნევენ?! რასაკვირველია,
არაფრის გულისთვის არ მიიჩნევენ, იმიტომ, რომ კოლოფი უპო-
ვეს და მეორეც იმიტომ, რომ თავის ჩამოხრჩობა უნდოდა, „რა-
საც ეჭვი არ არის, არ იზამდა, თუ თავს დამნაშავედ არ გრძნობ-
დაო“. აი, რა არის უმთავრესი საკითხი და რისთვის ვცხარობ!
გაიგე!
– დიახ, მეც ვხედავ, რომ ცხარობ. მაგრამ მოიცადე, დამავიწ-
ყდა მეკითხა: რითი დამტკიცდა, რომ კოლოფი და საყურეები
სწორედ ბებრუხანას სკივრიდან იყო წამოღებული?
– ეგ კი დამტკიცებულია, – უპასუხა მოღუშულმა რაზუმიხინმა,
თითქოს უხალისოდ, – კოხმა იცნო და დამგირავებელიც დაასა-
ხელა, რომელმაც ნამდვილად დაამტკიცა, რომ ის ნივთი მარ-
თლაც მისი იყო.
– ეგ ცუდია, მაგრამ კიდევ ერთი: არავის უნახავს ნიკოლაი
სწორედ იმ დროს, კოხი და პესტრიაკოვი რომ ზემოთ იყვნენ, და
თუ უნახავთ, არ შეიძლება რითიმე დამტკიცდეს ეს?
– საქმეც ეგ არის, რომ არავის უნახავს, – უპასუხა გულნაკ-
ლულად რაზუმიხინმა, – კოხსა და პესტრიაკოვსაც კი არ დაუნა-
ხავთ, ზემოთ რომ აიარეს, თუმცა იმათ მოწმეებს ახლა არც ისე
დიდი მნიშვნელობა აქვს. „ამბობენ, რომ დავინახეთ, ბინა ღია
რომ იყოო, რომ შიგნით მგონი ვიღაც მუშაობდა, მაგრამ ყურად-
ღება არ მივაქციეთ და კარგად არ გვახსოვს, იყვნენ იქ იმჟამად
მუშები თუ არა“.
– ჰმ!.. ჩანს, მაშ ერთმანეთის ჟუჟვისა და ხარხარის მეტი სხვა
გასამართლებელი არა აქვთ რა, მართალია, თავისთავად ეგეც
დიდი საბუთია, მაგრამ... ნება მომეცი, გკითხო: შენ როგორ ხსნი
ამ ფაქტს? რითი ხსნი ამ საყურეების პოვნას, თუკი ნამდვილად
იპოვა, როგორც ამბობს.
– რითი ხსნის? ასახსნელი მანდ არც არაფერია; აშკარა საქ-
მეა! გზა მაინც, რომლითაც საქმე უნდა გამოირკვეს, აშკარა და
დამტკიცებულია... მკვლელი მაღლა ყოფილა გამოკეტილი, კოხ-
სა და პესტრიაკოვს რომ უბრაგუნებიათ კარი. კოხს სისულელე
ჩაუდენია და ქვემოთ ჩასულა; ამით მკვლელს უსარგებლია და
თვითონაც ქვემოთ დაშვებულა, იმიტომ, რომ მეტი გზა არც
ჰქონდა. კიბეზე ცარიელ ბინაში დამალვია კოხს, პესტრიაკოვსა
და მეეზოვეს სწორედ ამ დროს, მიტრეი და ნიკოლაი რომ გა-
მოცვივდნენ, ასე მდგარა კარს უკან, სანამ მეეზოვე და ის ორნი
მაღლა ადიოდნენ. ფეხის ხმა რომ მიწყნარებულა და მშვიდო-
ბიანად ჩაუვლიათ კიბე (სწორედ მაშინ მიტრეი და ნიკოლაი რომ
ქუჩაში გაცვივდნენ), ეზოს კართან სულ აღარავინ იყო. იქნებ ვინ-
მემ დაინახა კიდეც, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია; გამვლელ--
გამომვლელი ცოტაა განა? კოლოფი კი ჯიბიდან ამოუვარდა
სწორედ იმ დროს, კარს უკან რომ იყო დამალული და ვერ შე-
ნიშნა იმიტომაც, რომ ამისთვის არ სცხელოდა. კოლოფი აშკა-
რად ამტკიცებს, რომ მკვლელი იქ იყო დამალული... აი, რაშია
საქმე!
– ეშმაკობაა დიდი! არა, ძმაო, დიდი ეშმაკობაა! ყველაზე
საოცარი, აბა თუ გინდა, ეს არის!
– რატომ მაინც?
– იმიტომ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა... თითქოს თე-
ატრალური წარმოდგენა ყოფილიყოს.
– ეეჰ! – შეჰყვირა რაზუმიხინმა, მაგრამ ამ დროს კარი
გაიღო და ოთახში შემოვიდა ყველა აქ მყოფთათვის სრულიად
უცნობი ადამიანი.

ეს იყო შუახნის, მაღალ-მაღალი, მედიდური, ფრთხილი და


უკმაყოფილო გამომეტყველების კაცი, რომელიც შემოსვლისთა-
ნავე, კარში შედგა განცვიფრებული და შეურაცხმყოფელად მოავ-
ლო იქაურობას თვალი, თითქოს კითხულობს: „აქ სად მოვხვდი-
ო?“ უნდობლად და როგორღაც შეშინებული, თითქმის ნაწყენი
ათვალიერებდა რასკოლნიკოვის ვიწრო და დაბალჭერიან
„კაიუტას“, ასევე განცვიფრებულმა გადახედა შემდეგ თავად რას-
კოლნიკოვსაც, რომელიც თითქმის შიშველი, დაუბანელი და
თმააბურძგნილი იწვა თავის ჭუჭყიან, ვიწრო ტახტზე და უძრავად
შეჰყურებდა შემოსულს. სტუმარმა ისევე მძიმედ დაუწყო მერე
თვალიერება დაუვარცხნელ, გაუპარსავსა და თმაგაწეწილ რაზუ-
მიხინსაც, რომელიც თავის მხრივ უმოძრაოდ იდგა ერთ ადგი-
ლას და კადნიერად შეჰყურებდა თვალებში ახალმოსულს. დაძა-
ბულმა დუმილმა სულ რაღაც ერთ წამს გასტანა, შემდეგ კი, რო-
გორც მოსალოდნელი იყო, სურათი გამოიცვალა. სტუმარმა
მოისაზრა უთუოდ საგულისხმო გარემოებათა გამო, რომ გორო-
ზი გამომეტყველებით ამ „კაიუტაში“ სრულიად ვერაფერს გახდე-
ბოდა, და თავაზიანად, თუმცა მაინც მცირედი სისასტიკით, ჰკითხა
ზოსიმოვს:
– როდიონ რომანიჩ რასკოლნიკოვი, ბატონი სტუდენტი თუ
ნასტუდენტარი აქ ცხოვრობს?
ზოსიმოვი მძიმედ შეირხა და უპასუხებდა უთუოდ, რაზუმიხინს
რომ არ დაესწრო:
– აგერ არის, ტახტზე წევს! რა გნებავთ?
ამ მოურიდებელმა „რა გნებავთმა“ მთლად კბილი მოსჭრა
მედიდურად გაჭიმულ ვაჟბატონს. ოდნავ გაბრაზდა კიდეც, მაგ-
რამ თავი შეიმაგრა და საჩქაროდ ისევ ზოსიმოვს მიუბრუნდა.
– აი, რასკოლნიკოვი! – ჩაიდუდღუნა ზოსიმოვმა და ავად-
მყოფზე ანიშნა, მერე დაამთქნარა და რატომღაც უჩვეულოდ
დიდხანს ჰქონდა უზომოდ დიდი პირი დაღებული. აიღო მერე და
მძიმედ ჩაიყო ხელი ჟილეტის ჯიბეში, ვეება ოქროს საათი
ამოიღო, გახსნა, გასინჯა და ისევ მძიმედ და ზანტად გააბრუნა
უკანვე, ჯიბეში.
რასკოლნიკოვი კი კვლავ ჩუმად იყო და გულაღმა მწო-
ლიარე უაზროდ მისჩერებოდა შემოსულს. თვალი მოეშორებინა
კედელზე გამოსახული ამოჩემებული ყვავილისთვის და ძალზე
ფერმკრთალი და ტანჯული სახით გამოიყურებოდა, თითქოს ეს--
ეს არის, მძიმე ოპერაცია გაუკეთეს, ანდა უწამებიათო. მაგრამ შე-
მოსულმა თანდათან მეტი ყურადღებით მიიზიდა, მერე გააკვირ-
ვა, უნდობლობა აგრძნობინა და ბოლოს თითქოს შეაშინა კიდეც.
ზოსიმოვის სიტყვების შემდეგ კი: „აი, რასკოლნიკოვიო“, უცბად
წამოიწია, თითქოს წამოხტაო, წამოჯდა საწოლზე და სუსტი, მაგ-
რამ გამომწვევი ხმით ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა:
– დიახ! მე ვარ რასკოლნიკოვი! რა გნებავთ?
სტუმარმა ყურადღებით შეათვალიერა და მრავალმნიშვნე-
ლოვნად წარმოთქვა:
– პეტრ პეტროვიჩ ლუჟინი გახლავართ, იმედი მაქვს, ჩემი
სახელი უცნობი არ უნდა იყოს თქვენთვის.
მაგრამ რასკოლნიკოვი სრულიად სხვას მოელოდა, ამიტო-
მაც ჩაფიქრებულმა დაუწყო უაზროდ ყურება; თითქოს მართლაც
პირველად გაიგონა პეტრ პეტროვიჩის სახელიო, და პასუხს არ
აძლევდა.
– როგორ, ნუთუ აქამდე არავითარი ცნობა არ მიგიღიათ ში-
ნიდან? – დაეკითხა პეტრ პეტროვიჩი ცოტა აფორიაქებული.
რასკოლნიკოვი კვლავ დუმდა, მძიმედ დაეშვა ბალიშზე, ხე-
ლები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაშტერდა. ლუჟინს სახეზე შეშ-
ფოთება აღებეჭდა. ზოსიმოვიც და რაზუმიხინიც ახლა უფრო მე-
ტი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ მას. ლუჟინმა ეტყო-
ბა, ბოლოს უხერხულობა იგრძნო:
– მე კი მეგონა და ვფიქრობდი, – ჩაიდუდღუნა მან, – რომ
თითქოს ორი კვირის წინ გამოგზავნილი წერილი უკვე...
– სულ ხომ ასე არ იდგებით კარში? – გააწყვეტინა უცებ რა-
ზუმიხინმა, – თუ სათქმელი და ასახსნელი გაქვთ რამე, დაჯექით,
თორემ ნასტასია და თქვენ ორივე ვიწროდ იქნებით მანდ... ნას-
ტასიუშკა, გაეცალე, გამოატარე!.. აგერ სკამი... შემოდით!
რაზუმიხინმა სკამი ცოტა იქით გასწია, მუხლებსა და მაგიდას
შუა პატარა ადგილი გაათავისუფლა და დაძაბული იცდიდა, რომ
სტუმარი ამ ვიწროში „გამძვრალიყო“. ისე მოხერხებულად იყო
ეს წუთი შერჩეული, რომ უარი ვეღარ თქვა სტუმარმა და რის
ვაი-ვაგლახითა და წვალებით საჩქაროდ გაძვრა, სკამს მიაღწია,
დაჯდა და რაზუმიხინს ეჭვის თვალით გადახედა.
– ნუ გერიდებათ, – წამოიძახა კვლავ რაზუმიხინმა, – მეხუთე
დღეა როდია ავად არის, სამი დღე სულ ბოდავდა. ახლა კი
გონს მოვიდა, მადიანადაც ჭამს. აი, ეს ექიმია, ეს-ეს არის, გასინ-
ჯა; მე კი როდიას ამხანაგი ვარ, მასავით ნასტუდენტარი, ახლა
მას ვუვლი; ასე რომ, ყურადღებას ნუ მოგვაქცევთ და ნუ მოგვე-
რიდებით, თქვენი საქმე განაგრძეთ.
– გმადლობთ. იქნებ ჩემი აქ ყოფნით ან ლაპარაკით შევაწუ-
ხო ავადმყოფი? – მიმართა პეტრ პეტროვიჩმა ზოსიმოვს.
– არა, პირიქით, გაართობთ კიდეც, – უპასუხა ზოსიმოვმა და
კიდევ დაამთქნარა.
– კარგა ხანია გონს მოვიდა, დილიდანვე უკეთ არის! – გა-
ნაგრძობდა ისევ რაზუმიხინი, რომლის უბრალო, უბოდიშო მოქ-
ცევა გულღიაობისა და სიწრფელის შთაბეჭდილებას ტოვებდა,
რამაც თითქმის გაამხნევა პეტრ პეტროვიჩი, იქნებ იმიტომაც, ვინ
იცის, რომ ამ დაგლეჯილმა და თავხედმა მოასწრო და სტუდენ-
ტად გააცნო თავი.
– დედათქვენმა... – დაიწყო ლუჟინმა.
– ჰმ! – შეეხმიანა ხმამაღლა რაზუმიხინი. ლუჟინმა გაკვირვე-
ბით გადახედა.
– არაფერი, ისე მოვიდა. თქვით, თქვით...
ლუჟინი შეიშმუშნა.
– ...დედათქვენმა ჯერ ისევ ჩემი იქ ყოფნიდანვე დაიწყო
თქვენთან წერილის წერა. რომ ჩამოვედი, რამდენიმე დღე გან-
გებ შევიგვიანე და არ მოვედი, რომ დარწმუნებული ვყოფილიყა-
ვი, წერილი უთუოდ მიღებული გექნებოდათ. მაგრამ ახლა, უნდა
მოგახსენოთ, გაკვირვებული ვარ...
– ვიცი, ვიცი! – წამოიძახა უცებ რასკოლნიკოვმა და თან მო-
უთმენლობა და ჯავრი აღებეჭდა სახეზე, – ეს თქვენა ხართ, სიძე-
კაცი? ვიცი, ვიცი!.. კმარა!
პეტრ პეტროვიჩმა აშკარად იწყინა, მაგრამ გაჩუმება არჩია.
ცდილობდა მოესაზრა საჩქაროდ, რას ნიშნავდა ყოველივე ეს.
ერთ წუთს ასე გაჩუმებულები იყვნენ.
რასკოლნიკოვმა პასუხის დროს ოდნავ პირი იბრუნა ლუჟი-
ნისკენ და კვლავ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობითა და ყუ-
რადღებით დაუწყო სინჯვა, თითქოს წეღან ვერ მოასწრო
მთლად დათვალიერება, ან რაღაც ახალმა მიიპყრო უნებურად
მისი ყურადღებაო. ბალიშიდანაც კი წამოიწია საგანგებოდ ამის-
თვის. თითქოსდა, მართლაც ეტყობოდა პეტრ პეტროვიჩს ის გან-
საკუთრებული იერი, რომელიც შეეფერებოდა სიძე-კაცის სა-
ხელს, ასე მოურიდებლად რომ უწოდა რასკოლნიკოვმა. ჯერ
ერთი, ჩანდა და აშკარა იყო, რომ სატახტო ქალაქში ნაადრევად
ჩამოსვლით სავსებით ესარგებლა და საპატარძლოს მოლოდინ-
ში გაკოხტავებულიყო და გალამაზებულიყო, რაც, უნდა ითქვას,
გასაკიცხი და დასაძრახი სრულიად არ იყო. შეიძლება ძალზე
გაზვიადებული თვითკმაყოფილება და სასიამოვნო ცვლილების
შეგნება ეპატიებოდა ამ განსაკუთრებული შემთხვევის გამო, რაკი
ამჟამად სიძე-კაცად ითვლებოდა. თავით ფეხებამდე ყველაფერი
ახალი შეკერილი ჰქონდა და შნოიანად ეცვა, ოღონდ, მეტად
ახალთახალი იყო და აშკარად ამხელდა, რომ ყველაფერი ეს
განსაკუთრებული მიზნით შეეძინა. კოხტა, მრგვალი ქუდიც ამას
მოწმობდა: დიდი პატივით ეპყრობოდა და ფრთხილად ეჭირა
ხელში; წყვილი იასამნისფერი ხელთათმანიც ამასვე ამტკიცებდა,
ხელში ტყუილად რომ ეჭირა გამოსაჩენად და არ იკეთებდა. ტა-
ნისამოსის ღია ფერიც ახალგაზრდათა შესაფერისად ჰქონდა
შერჩეული. ტანთ ეცვა მშვენიერი, ბაცი ყავისფერი საზაფხულო
პიჯაკი, ღია ფერის მსუბუქი შარვალი, ასეთივე ჟილეტი, ახალნა-
ყიდი წმინდა ტილოს საცვლები, ვარდისფერზოლიანი ბატისტის
ჰაეროვანი ყელსახვევი. საკმაოდ კარგად შენახული, თითქმის
ლამაზი სახე ორმოცდახუთი წლისაზე ნაკლებს აჩენდა. მოშავო
ქილვაშები კატლეტებივით ჰქონდა ჩამოკიდებული და სუფთად
გაპარსულ ნიკაპთან ლამაზად დახვეული. ოდნავ შეჭაღარავებუ-
ლი და პარიკმახერთან დახუჭუჭებულ-დავარცხნილი თმაც კი
სრულიად არ აჩენდა სასაცილოდ, როგორც ეს ემჩნევა ხოლმე
თმადახუჭუჭებულ კაცს, რადგან იგი ყოველთვის ემსგავსება სა-
ქორწილოდ გამზადებულ გერმანელს. თუ მის საკმაოდ ლამაზსა
და დარბაისლურ სახეს უსიამოვნო რამ ემჩნეოდა, ეს ისევ სულ
სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. ბ-ნი ლუჟინის მოურიდებლად
სინჯვას რომ მორჩა, რასკოლნიკოვმა გესლიანად ჩაიცინა, ისევ
ბალიშზე დაეშვა და წინანდებურად ისევ ჭერში დაიწყო ყურება.
მაგრამ ლუჟინმა ეტყობოდა, გადაწყვიტა კიდეც რასკოლნი-
კოვის ასეთი უცნაური ქცევისთვის ჯერჯერობით სრულიად არ მი-
ექცია ყურადღება.
– ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ მდგომარეობაში გხე-
დავთ, – დაიწყო კვლავ ლუჟინმა მცირე დუმილის შემდეგ, – რომ
მცოდნოდა ავად იყავით, ადრეც შემოგივლიდით. მაგრამ ხომ
იცით, ძალიან ბევრი საქმე მაქვს!.. ერთი საქმე მაინც მეტად მნიშ-
ვნელოვანია, სენატში მაქვს. იმისას ხომ, რასაკვირველია, არას
ვამბობ, რის თაობაზეც თქვენც იქნებით მიხვედრილი. თქვენებს,
დედათქვენსა და თქვენს დას, ყოველ წუთს ველი...
რასკოლნიკოვი შეირხა და უნდოდა, თითქოს, რაღაც ეთქვა:
სახეზე მღელვარება დაეტყო. ლუჟინიც შედგა და დაიცადა, მაგ-
რამ, რაკი რასკოლნიკოვმა აღარაფერი თქვა, ისევ განაგრძო:
– დიახ, ყოველ წუთს ველი... სახელდახელოდ ბინაც მოვუ-
ძებნე.
– სად? – ჩაეკითხა სუსტი ხმით რასკოლნიკოვი.
– აქედან შორს არ არის, ბაკალეევის სახლში...
– ვოზნესენცკზე, – გააწყვეტინა რაზუმიხინმა, – ორსართუ-
ლიანი სახლია ნომრებად. ვაჭარ უშინს აქვს აღებული. ვყოფილ-
ვარ.
– დიახ, ნომრებია...
– საძაგლობა რამ არის; ჭუჭყიანი, აყროლებული და ამას-
თან, მეტად საეჭვოც; ეშმაკმა იცის, ვინ აღარ ცხოვრობს იქ...
თვითონ მეც რაღაც სახათაბალო საქმისთვის ვიყავი ერთხელ. ეს
კია, იაფია, ჰო.
– მე, რასაკვირველია, მაგდენ ცნობას ვერ შევკრებდი, რო-
გორც ახალი კაცი, – მიუგო ამრეზით პეტრ პეტროვიჩმა, – მაგ-
რამ ორი პატარა, სუფთა ოთახი მოკლე ხნითა მაქვს დაქირავე-
ბული, რადგან ნამდვილი ბინა ჩვენთვის, – მიუბრუნდა რასკოლ-
ნიკოვს, – უკვე მოძებნილი მაქვს და კიდეც ვარემონტებ; მანამდე
კი თავად მეც ნომრებში ვარ ვიწროდ, აქედან ორ ნაბიჯზეა, ბ-ნ
ლიპევეხზელისას, ჩემი ახალგაზრდა მეგობრის, აანდრეი სე-
მიონიჩ ლებეზიატნიკოვის ბინაში. ბაკალეევის სახლიც იმან მირ-
ჩია...
– ლებეზიატნიკოვის? – გაიმეორა რასკოლნიკოვმა, თითქოს
იგონებს რამესო.
– დიახ, ანდრეი სემიონიჩ ლებეზიატნიკოვისა, სამინისტროში
მსახურობს. იქნებ იცნობთ?
– ჰო... არა... – მიუგო რასკოლნიკოვმა.
– უკაცრავად, ისე იკითხეთ, ვიფიქრე, იცნობდით. ოდესღაც
მისი მეურვე გახლდით... მშვენიერი ახალგაზრდაა... თანაც ყვე-
ლაფერს ადევნებს თვალს... მე კი მუდამ მოხარული ვარ ახალ-
გაზრდებისა: თუ რამ ახალია ქვეყნად, არ გამოეპარებათ, იმათ-
გან გაიგებს კაცი, – პეტრ პეტროვიჩმა ყველას იმედიანად გადა-
ხედა.
– ვითომ, რა მხრივ? – ჩაეკითხა რაზუმიხინი.
– რა მხრივ და, საქმის სრულიად სერიოზული და არსებითი
მხრივ, – დასძინა პეტრ პეტროვიჩმა, თითქოს გაუხარდა, კითხვა
რომ დაუსვესო, – უნდა მოგახსენოთ, აგერ თითქმის ათი წელი-
წადია, პეტერბურგში აღარ ვყოფილვარ. ეს ჩვენი ახალი ამბები,
რეფორმები, იდეები, ყოველივე ეს, პროვინციამდეც მიაღწევს
ხოლმე, მაგრამ ადამიანმა რომ უფრო ნათლად და თანაც, თავი-
სი თვალით დაინახოს, პეტერბურგში უნდა იყოს. დიახ, და ჩემი
აზრიც ის გახლავთ, რომ ყველაზე მეტს მაშინ გაიგებ და შეამ-
ჩნევ, თუ ჩვენს ახალ თაობას დააკვირდები. გამოგიტყდებით: გა-
ვიხარე...
– რამ გაგახარათ?
– თქვენი კითხვა ერთობ ვრცელია; რასაკვირველია, შეიძ-
ლება ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია, ახალ თაობას უფრო ნა-
თელი შეხედულებები აქვს, უფრო მეტი კრიტიკა და საქმიანობა
შეუძლია...
– ეგ მართალია, – გამოცრა კბილებში ზოსიმოვმა.
– ტყუი, საქმიანობა ნაკლებადაა, – მყის აუხირდა რაზუმიხი-
ნი, – საქმიანობა ადვილი შესაძენი როდია, ციდან არავის უვარ-
დება პირში. ჩვენ კი აგერ, თითქმის ორასი წელიწადია, ყოველ-
გვარ საქმეს გადაჩვეულნი ვართ... იქნებ იდეები მართლაც არის
სადმე აქა-იქ გაფანტული, – მიმართა პეტრ პეტროვიჩს, – კეთი-
ლი სურვილიც არის, თუნდაც ბავშვური; იქნება პატიოსნებაც
მოიძებნება სადმე. თუნდაც ყოველ მხრივ ურიცხვი გაიძვერა
გვახვევია, მაგრამ საქმიანობა მაინც არ არის არსად! საქმიანობა
ჯერ ჩექმებით დააბოტებს.
– არ გეთანხმებით, – მიუგო აშკარა კმაყოფილებით პეტრ
პეტროვიჩმა, – რასაკვირველია, გატაცება და შეცდომები მუდამ
იქნება, მაგრამ არც ასე სასტიკად არ უნდა მოვეპყროთ. გატაცე-
ბა საქმის მხურვალე სიყვარულის მომასწავებელია და გვიჩვე-
ნებს, რამდენად შეუფერხებელ გარემოებაში იმყოფება საქმე. თუ
დღემდე ცოტაა გაკეთებული, იმიტომ, რომ დროც დიდი არ
გვქონია. რაც შეეხება საშუალებას, ეს ხომ სახსენებელი არც კია.
ჩემი აზრით, პირიქით, ზოგიერთი რამ კიდეც გაკეთდა: გავ-
რცელდა, მაგალითად, ახალი, სასარგებლო აზრები, გავრცელ-
და ადრინდელ, საოცნებო, რომანულ თხზულებათა ნაცვლად
ახალი და სასარგებლო თხზულებანი; მწერლობა თანდათან
წელში მაგრდება, ვითარდება; ბევრი მავნე და სამარცხვინო
ცრურწმენა ძირიანად აღმოიფხვრა... ერთი სიტყვით, თითქმის
სამუდამოდ ჩამოვცილდით წარსულს, რაც, ჩემი აზრით მცირე
საქმე არ არის...
– გაუზეპირებია!.. – წარმოთქვა უცბად რასკოლნიკოვმა.
– რა ბრძანეთ? – დაეკითხა პეტრ პეტროვიჩი, მაგრამ რას-
კოლნიკოვმა აღარაფერი უპასუხა.
– ყველაფერი ეს მართალი გახლავთ, – საჩქაროდ ჩაურთო
სიტყვა ზოსიმოვმა.
– დიახ, ასეა! – განაგრძო პეტრ პეტროვიჩმა და თან სიამოვ-
ნებით გადახედა ზოსიმოვს, – დამეთანხმეთ, – მიმართა ახლა
რაზუმიხინს, მაგრამ რაღაც გამარჯვებისა და უპირატესობის
გრძნობით უკვე, კინაღამ დასძინა კიდეც: „ყმაწვილოო“, – წარმა-
ტება, ანუ როგორც ამბობენ, პროგრესი, თუნდაც მეცნიერებისა
და ეკონომიკური ჭეშმარიტების სახელით, ეჭვგარეშეა...
– გაცვეთილი აზრია.
– არა, ბატონო, გაცვეთილი აზრი არ გახლავთ! დღემდე თუ
მეუბნებოდნენ: „გიყვარდესო“ და მეც მიყვარდა, რა გამოდიოდა
აქედან? – განაგრძობდა პეტრ პეტროვიჩი მეტისმეტი აჩქარებით,
– გამოდიოდა ის, რომ ტანისამოსს შუაზე ვხევდი და მოყვასს ვუ-
ზიარებდი, და ანდაზისა არ იყოს: „ორი კურდღლის მადევარი
ვერც ერთს ვერ დაიჭერსო“, ორივე ნახევრად შიშვლები ვრჩებო-
დით. მეცნიერება კი ამბობს: უპირველეს ყოვლისა, შეიყვარე თა-
ვი შენი, რადგან ქვეყნიერებაზე ყველაფერი კერძო ინტერესზეა
დამყარებულიო.9 თუ თავს არ დაივიწყებ, საქმესაც რიგიანად მო-
აგვარებ და ტანისამოსიც მრთელი შეგრჩებაო. ეკონომიკური

9
„მეცნიერება კი ამბობს: უპირველეს ყოვლისა, შეიყვარე თავი შენი,
რადგან, ქვეყნიერებაზე ყველაფერი კერძო ინტერესებზეა დამყარებულიო“ –
საქმოსანი ლუჟინის პირით იმდროინდელი ეკონომიკის მიმდევართა აზრის
გამოთქმით, დოსტოევსკი ცდილობს, დაუპირისპირდეს ნ. გ. ჩერნიშევსკის
ცნობილ თეორიას „გონივრული ეგოიზმის“ შესახებ.
ჭეშმარიტება კი დასძენს: რამდენადაც მეტია საზოგადოებაში
რიგზე მოწყობილი კერძო საქმე და რამდენადაც მეტი ტანისამო-
სია მრთელი, იმდენად თვით საზოგადოებაც და საზოგადო საქ-
მეც მტკიცედ და უკეთ არის მოწყობილი. მაშასადამე, როდესაც
მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის ვიძენ რამეს, ამით ვზრუნავ სხვე-
ბისთვისაც და ვცდილობ, მოყვასმა ჩემმა დაგლეჯილ ტანისამოს-
ზე ცოტა რამ უკეთესი მიიღოს, მაგრამ კერძო წყალობითა და
თანაგრძნობით კი არ მომდის ეს, საყოველთაო სიკეთეზეა ეს ჩე-
მი მისწრაფება დამყარებული. უბრალო და მარტივი აზრია, მაგ-
რამ, საუბედუროდ, დიდხანს არავის მოსდიოდა ფიქრად, რაღაც
აღტაცებითა და ოცნებით იყო დაჩრდილული, თუმცა მის აღმო-
ჩენას თითქოს დიდი მახვილი გონება არ უნდოდა...
– ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ, იცით რა, – გააწყვეტინა მოური-
დებლად რაზუმიხინმა, – მე დიდი მახვილი გონების პატრონი არ
ვარ და ჯობს, თავი დავანებოთ. განგებ დავიწყე ლაპარაკი, თო-
რემ ყველა ეს ყბედობა და თავის მოტყუება, ეს დაუსრულებელი
გაცვეთილი აზრები და სამი წლის განმავლობაში ურიცხვად გა-
მეორებული ერთი და იგივე მოსაზრებანი ისე მეზიზღებიან, რომ,
ღმერთმანი, მრცხვენია მაშინაც კი, როცა სხვები ლაპარაკობენ
ჩემთან. თქვენ, რასაკვირველია, ისწრაფოდით, როგორმე გაგეც-
ნოთ ჩვენთვის თქვენი ცოდნა და აზრები. ეს მისატევებელიცაა
და არცთუ გაგკიცხავთ. მე მინდოდა მხოლოდ გამეგო – ვინ
ბრძანდებით, რას წარმოადგენთ, იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს
იმდენი სხვადასხვა ჯურის მოხერხებული მწარმოებელი აეკვიატა
საზოგადო საქმეს და ისე დაამახინჯეს თავის სასარგებლოდ ყვე-
ლაფერი, რასაც გაეკარნენ, რომ მთელი საქმე გაასაძლისეს.
ჰოდა, კმარა!
– მოწყალეო ხელმწიფევ, – დაიწყო ბატონმა ლუჟინმა წყე-
ნით, მაგრამ რაღაცნაირი ღირსებით, – იქნებ გნებავთ, მოური-
დებლად მითხრათ, რომ მეც...
– ოჰ, რას ბრძანებთ, რას ბრძანებთ!.. ჰოდა, კმარა! – მოუჭ-
რა მოკლედ რაზუმიხინმა, მიუბრუნდა ზოსიმოვს და შეწყვეტილი
ლაპარაკი განაგრძო.
– პეტრ პეტროვიჩი იქამდე გონიერი გამოდგა, რომ განმარ-
ტება მაშინვე დაიჯერა. მაინც ორი წამის შემდეგ წასვლა არჩია
ისევ.
– იმედი მაქვს, ამჟამად დაწყებული ნაცნობობა, – მიმართა
რასკოლნიკოვს, – თქვენი მოკეთეების შემდეგ, უკვე თქვენთვის
ცნობილ გარემოებათა წყალობით, შემდეგ უფრო განმტკიცდე-
ბა... განსაკუთრებით, ჯანმრთელობას გისურვებთ...
რასკოლნიკოვს თავი არც კი მიუბრუნებია. პეტრ პეტროვიჩმა
სკამიდან წამოდგომა დააპირა.
– უთუოდ ვინმე დამგირავებელმა მოკლა! – ამტკიცებდა ზო-
სიმოვი.
– უთუოდ, უთუოდ! – დაემოწმა რაზუმიხინი – პორფირი თა-
ვის აზრს არავის უმჟღავნებს, მაგრამ დამგირავებლებს მაინც
იბარებს დასაკითხად.
– დამგირავებლებს იბარებს? – ჩაეკითხა ხმამაღლა რას-
კოლნიკოვი.
– ჰო, რა არის?
– არაფერი.
– მერე, საიდან პოულობს ამ დამგირავებელს? – იკითხა ზო-
სიმოვმა.
– ზოგი კოხმა უჩვენა; სხვების სახელი და გვარი ნივთების გა-
სახვევ ქაღალდებზე ეწერა. ზოგი კი თვითონაც გამოცხადდა, რა-
კი გაეგოთ..
– ეტყობა, ძალიან გაქნილი და გამოცდილი ვიღაც ყოფილა!
რა გამბედაობაა! რა მოხერხებაა!
– საქმეც ეგ არის, რომ არ ყოფილა გამოცდილი... – გააწ-
ყვეტინა რაზუმიხინმა, – კიდევ ეგ გიბნევთ გზა-კვალს ყველას. მე
კი ვამბობ: მოუხერხებელი და გამოუცდილი ყოფილა, პირველი
ნაბიჯი იყო უთუოდ! თუ გაქნილსა და მოხერხებულ ადამიანს ვი-
გულისხმებთ, დაუჯერებელი რამ გამოვა. აქ კი, ეტყობა, გამოუც-
დელი ყოფილა, მაგრამ შემთხვევას უხსნია. შემთხვევა კი, ვინ
იცის, რას არ იზამს ხოლმე! იქნებ დაბრკოლებაც კი არ ჰქონდა
გათვალისწინებული! მერე, როგორ მოიქცა? რაღაც თუმნიანი და
ორთუმნიანი ნივთები წაიღო, ჯიბეები იმით გამოიტენა, ბებრუხა-
ნას სკივრში ურია ხელი, ჩვრები ამოუქექავს. იქვე კი, კამოდის
ზედა უჯრაში რომ ნაღდი ფული იყო ას ორმოცდაათ თუმანზე მე-
ტი და ბილეთები კიდევ სხვა, ეს ვერც შეუნიშნავს! გაძარცვაც კი
არ სცოდნია... გეუბნები, პირველი ნაბიჯი ყოფილა-მეთქი, პირვე-
ლი; დაბნეულა! თავიც შემთხვევით დაუღწევია და არა ანგარი-
შით!
– თქვენ უთუოდ ამ დღეებში მოკლულ ბებერ ქვრივზე ბრძა-
ნებთ, არა? – ჩაეკითხა ზოსიმოვს პეტრ პეტროვიჩი, რომელიც
უკვე ფეხზე იდგა ქუდითა და ხელთათმანებით ხელში და უნდო-
და, წასვლის დროს კიდევ ეთქვა რამდენიმე ჭკვიანური სიტყვა.
ეტყობოდა, ძალიან ცდილობდა კარგი შთაბეჭდილება მოეხ-
დინა და ამიტომაც თავმოყვარეობამ გონიერებას სძლია.
– დიახ. თქვენც გაიგეთ?
– როგორ არა, მეზობლად...
– მერე, დაწვრილებით იცით?
– არა, არ ვიცი; მაგრამ აქ სრულიად სხვა გარემოება ანუ,
სხვა საკითხი იზიდავს ჩემს ყურადღებას. არაფერს ვიტყვი იმაზე,
რომ ამ ბოლო წლებში დაბალი წრის ხალხში დანაშაულებათა
რაოდენობა თანდათან მატულობს; არაფერს ვიტყვი არც იმაზე,
რომ თითქმის ყველა მხრიდან მესმის გაძარცვასთან დაკავშირე-
ბით ხმები... ყველაზე უცნაური ჩემთვის აქ ის არის, რომ ასევე მა-
ტულობს ბოროტმოქმედებათა რიცხვი მაღალ წრეებშიც, თით-
ქმის იმავე თანდათანობითა და სისწრაფით. იქ ნასტუდენტარმა
გაძარცვა შარაგზაზე ფოსტაო; აქ, დაწინაურებული ხალხი ყალბ
ფულსა ჭრისო; აგერ, მოსკოვში მთელი საზოგადოება აღმოაჩი-
ნეს, რომელიც უკანასკნელი სესხის ყალბ ბილეთებს ამზადებდა
თურმე და მთავარ მონაწილეთა შორის ერთი მსოფლიო ისტო-
რიის ლექტორიც იყო; იქ ფულის გამო თუ რაღაც საიდუმლო
განზრახვით, ჩვენს უცხოელ მდივანს კლავენ... ხოლო თუ აქაც
ბებრუხანა მევახშე რომელიმე მაღალი წრის წარმომადგენლის-
გან არის მოკლული, ვინაიდან გლეხებს არც აქვთ ოქროს ნივ-
თები და არც დაგირავება შეუძლიათ, მაშ, რით აიხსნება ყველა
ეს მაგალითი თუ არა იმით, რომ ჩვენი საზოგადოების განათლე-
ბული ნაწილი თავგასული და უზნეოა?..
– ეკონომიკური ცვლილება მრავალია... – შენიშნა ზოსიმოვ-
მა.
– რით აიხსნება? – ჩააცივდა რაზუმიხინი, – რით და აი, სწო-
რედ ამ ჩვენი უსაქმურობით.
– ესე იგი, როგორ?
– არ გახსოვთ, რა უპასუხა თქვენმა ლექტორმა მოსკოვში
მოსამართლეებს, კითხვაზე, რატომ ჭრიდი ყალბ ბილეთებსო:
„ყველანი სხვადასხვა საშუალებით მდიდრდებიან, და მეც ასევე
ჩქარა მოვინდომე გამდიდრება“. მისი სიტყვები დაწვრილებით
ვერ მომიგონებია, მაგრამ აზრი კი ეს იყო, – მინდოდა, უშრომ-
ლად და მალე გავმდიდრებულიყავიო! ერთობ მივეჩვიეთ სხვის
ხარჯზე, სხვისი ჭკუითა და შეწევნით ცხოვრებას, სხვის დაღეჭილ
ლუკმასო. მაგრამ დარეკა ჟამმა და ყველამ ისე იჩინა თავი, რო-
გორც უნდა გამოეჩინა.
– ეგ კარგი, მაგრამ ზნეობა მერე? წესიერება და რიგიანო-
ბა...
– რისთვის ზრუნავთ, ნეტავ? – ჩაერია მოულოდნელად რას-
კოლნიკოვი, – ყველა ეს ხომ თქვენს თეორიას ეთანხმება!
– როგორ თუ ჩემს თეორიას?
– როგორ და ისე: განაგრძეთ, აბა, წეღანდელი თქვენი მოძ-
ღვრება და ნახავთ, რომ ხალხის ხოცვაც შესაძლებელი შეიქნე-
ბა...
– ღმერთმა დამიფაროს! – შეჰყვირა ლუჟინმა.
– არა, არა, ასე არ არის! – ჩაერია ზოსიმოვი.
რასკოლნიკოვი გაფითრებული იწვა, ზედა ტუჩი საშინლად
უცახცახებდა, ძლივსღა სუნთქავდა.
– ყველაფერს თავისი ზომა აქვს, – განაგრძობდა მედიდუ-
რად ლუჟინი, – ეკონომიკური იდეა მკვლელობას როდი აკის-
რებს ვინმეს, ხოლო თუ წარმოვიდგენთ, რომ...
– მართალია, – უცბად ისევ გააწყვეტინა სიტყვა სიბრაზისგან
აცახცახებულმა რასკოლნიკოვმა და მის ხმაში გესლიანი სიხარუ-
ლი გაისმა, – მართალია, რომ თქვენს საპატარძლოს უთხარით...
სწორედ იმ დროს, თანხმობა რომ გამოუცხადებია, ვითომ ყვე-
ლაზე მეტად მოხარული ხართ იმის სიხარულისა... იმიტომ, რომ
უკეთესია, ღარიბი შეირთოს ადამიანმა, რათა შემდეგ სრული
უფალი გახდეს ცოლისა და საბუთიც ჰქონდეს, დააყვედროს
ხოლმე, ქმრისგან ხარ გაბედნიერებულიო?..
– მოწყალეო ხელმწიფევ! – შეჰყვირა აღელვებულმა ლუჟინ-
მა გაბოროტებით და მთლად აენთო, დაიბნა, – მოწყალეო ხელ-
მწიფევ... აზრის ასე დამახინჯება!.. მაპატიეთ, მაგრამ, მოგახსე-
ნებთ, რომ თქვენამდე მოღწეული ანუ, უკეთ ვთქვათ, განგებ მო-
ტანილი ხმა სრულიად მოკლებულია გონივრულ საფუძველს და
ეჭვიც მაქვს მიტანილი, ვისგანაც... ერთი სიტყვით... დედათქვენს
უხარებია... თუმცა წინათვე შევამჩნიე, რომ ყველა სხვა ღირსე-
ბასთან, ცოტა არ იყოს, ემოციური ადამიანია და ზედმეტად
ემორჩილება გრძნობებს. მაგრამ მე მაინც ვერავითარ შემთხვე-
ვაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე დაამახინჯებდა ფაქტს და ასე-
თი გარდაქმნილი სახით გაცნობებდათ... დასასრულს... დასას-
რულს...
– იცი რა? – შეჰყვირა რასკოლნიკოვმა და ბალიშზე წა-
მოიწია, თან ელვასავით ანთებული თვალი თვალში გაუყარა, –
იცით, რას გეტყვით?
– რას?
ლუჟინი შედგა და შეურაცხყოფილი, გამომწვევი სახით უცდი-
და, რა მოხდებოდა. რამდენიმე წამს ასე იყვნენ დადუმებულები.
– რა და ის, რომ თუ კიდევ... გაბედავ და... ერთ სიტყვას კი-
დევ დასძრავ... დედაჩემზე... იცოდეთ, კიბიდან პანღურის კვრით
ჩაგიძახებთ!
– რა დაგემართა? – შეჰყვირა რაზუმიხინმა.
– ხედავთ, თურმე როგორ ყოფილა საქმე! – გაფითრდა ლუ-
ჟინი და ტუჩზე იკბინა, – ყური დამიგდეთ, ბატონო, – დაიწყო მან
მძიმედ, თავშეკავებით, მაგრამ მღელვარებისგან სულს მაინც
ძლივს იბრუნებდა, – წეღანვე, შემოსვლისთანავე შეგნიშნეთ,
რომ მტრულად შემეგებეთ, მაგრამ განგებ დავრჩი, რომ უკეთ გა-
მეგო საქმე. როგორც ავადმყოფს და ნათესავს, ბევრს გაპატიებ-
დით, მაგრამ ახლა კი... არასოდეს... არასოდეს...
– მე ავად არ ვარ! – შეჰყვირა რასკოლნიკოვმა.
– მაშ, მით უარესი...
– დამეკარგეთ აქედან!
მაგრამ ლუჟინი უკვე უამისოდაც მიდიოდა, მაგიდასა და
სკამს შუა მიძვრებოდა. რაზუმიხინი წამოდგა, რომ გაეტარებინა.
ლუჟინს აღარავისთვის არ შეუხედავს, ზოსიმოვისთვისაც კი, რო-
მელიც ანიშნებდა, ავადმყოფისთვის თავი დაენებებინა; გასვლი-
სას ქუდიც მხართან მიიტანა, რომ არაფრისთვის მიეკარებინა.
ოდნავ წახრილს, ზურგზედაც კი ნათლად ეტყობოდა, რომ მე-
ტად შეურაცხყოფილი იყო.
– ასე შეიძლება განა? – იმეორებდა რაზუმიხინი და თავს აქ-
ნევდა.
– თავი დამანებეთ, თავი დამანებეთ ყველამ! – შეჰყვირა აღ-
შფოთებულმა რასკოლნიკოვმა, – რა გინდათ, არ დამეხსნებით?
მე თქვენი არ მეშინია! აღარავისი აღარ მეშინია! მინდა მარტოდ-
მარტო დამტოვოთ, მარტოდმარტო!.. მარტოდმარტო!..
– წავიდეთ! – უთხრა ზოსიმოვმა რაზუმიხინს და თვალით
ანიშნა.
– მერე? ასე უნდა დავტოვოთ?
– წავიდეთ! – გაუმეორა დაჟინებით ზოსიმოვმა და გარეთ გა-
ვიდა.
რაზუმიხინმა პატარა ხანს იფიქრა და თვითონაც დაედევნა.
– უარესი იქნებოდა, მის სურვილს თუ შევეწინააღმდეგებო-
დით, – ეუბნებოდა კიბეზე ზოსიმოვი რაზუმიხინს, – ცუდია ასეთ
დროს ავადმყოფის გაბრაზება...
– რა მოუვიდა?
– გარემოებას რომ ხელი შეეწყო, მეტი არ უნდოდა რა! წე-
ღან თითქოს... იცი რა: რაღაც ფიქრი აწუხებს და მძიმედ ტან-
ჯავს... მე ამის ძალიან მეშინია, დიახ!
– ამ ვიღაც პეტრ პეტროვიჩის ბრალი თუა! ლაპარაკიდან ეტ-
ყობა, ამის დას უნდა ირთავდეს, რის თაობაზეც წერილი როდიას
სწორედ ავადმყოფობის წინ მიუღია...
– დიახ, დიახ, რაღა ახლა მოეხეტა? იქნებ საქმეც სულ
მთლად ჩაგვიშალა. არა, შენიშნე, რომ ყველაფერს გულგრი-
ლად ეკიდება, ჩუმად არის, მაგრამ როგორც კი მკვლელობას
ახსენებენ, მაშინვე შფოთვას უმატებს ხოლმე...
– როგორ არა, როგორ არა, – უპასუხა რაზუმიხინმა, – შევ-
ნიშნე და აგრე! ძალიან უნდა, ყველაფერი გაიგოს, მაგრამ თით-
ქოს ეშინია კიდეც. ეს უთუოდ იმის გამოა, რომ ავადმყოფობის
დღესვე შეუშინებიათ უბნის ზედამხედველის კანტორაში; გულიც
შეჰღონებია.
– აბა, აბა, ამ საღამოს დაწვრილებით მიამბე ეგ და მერე მეც
გეტყვი რამეს. დიდად იზიდავს ეგ ჩემს ყურადღებას! ნახევარი
საათის შემდეგ კიდევ შემოვივლი, ვნახავ...
– გმადლობ! მე კიდევ პაშენკასთან მოვიცდი და ნასტასიას
დახმარებით დავუგდებ ყურს...
მოუთმენლად და წუხილით გადახედა ნასტასიას მარტოდ
დარჩენილმა რასკოლნიკოვმა, მაგრამ ნასტასია არ ჩქარობდა
წასვლას.
– ჩაის დალევ? – ჰკითხა.
– მერე!.. მეძინება!.. თავი დამანებე..
რასკოლნიკოვმა ბრაზით იბრუნა კედლისკენ პირი და ნასტა-
სიაც მაშინვე გავიდა ოთახიდან.

VI

გავიდა თუ არა ნასტასია, რასკოლნიკოვი მაშინვე წამოდგა,


კარი გადარაზა, გახსნა რაზუმიხინის მოტანილი და მის მიერვე
ისევ შეკრული ბოხჩა, ამოიღო იქიდან ტანისამოსი და ჩაცმა და-
იწყო. უცნაური იყო სწორედ: თითქოს სავსებით დამშვიდდა;
აღარც წეღანდელივით ბოდავდა, აღარც ის საზარელი შიში იპ-
ყრობდა, როგორც ბოლო დროს დასჩემდა. ეს იყო პირველი წა-
მი რაღაც უცნაური და უცაბედი დამშვიდებისა. ყოველი მოძ-
რაობა ნათლად გარკვეული და ზუსტი ჰქონდა, ყველაფერში
მტკიცე განზრახვა ეტყობოდა. „დღესვე, დღესვე!..“ – დუდღუნებ-
და თავისთვის. თვითონაც გრძნობდა, რომ ჯერ კიდევ სუსტად
იყო, მაგრამ ძლიერმა სულიერმა განცდამ ძალა და რწმენა შეს-
ძინა; იმედი ჰქონდა, რომ ქუჩაში მაინც არ დაეცემოდა. ახალი
ტანსაცმელი ჩაიცვა, გამოეწყო და მაგიდაზე დადებულ ფულს გა-
დახედა; ერთხანს დაფიქრებული იდგა, მერე ფული აიღო და ჯი-
ბეში ჩაიდო. სულ ოცდახუთი მანეთი იყო. ჯიბეშივე ჩაიყარა რა-
ზუმიხინის მოტანილი ხურდა – შაურიანები. შემდეგ ფრთხილად
ახსნა რაზა, გამოვიდა ოთახიდან, ჩამოვიდა კიბეზე და სამზა-
რეულოს ღია კარს ჩუმად გახედა: ნასტასია, ზურგშექცეული და
წაკუზული, დიასახლისის სამოვარში ცეცხლს აღვივებდა; არაფე-
რი გაუგია, მაგრამ ან კი ვინ მოიფიქრებდა, თუ ავადმყოფი სადმე
წავიდოდა? ერთი წამის შემდეგ რასკოლნიკოვი უკვე ქუჩაში იყო.
საღამოს რვა საათი იქნებოდა. მზე ჩადიოდა. ჰაერი ისევ წი-
ნანდებურად შეხუთული იყო; მაგრამ რასკოლნიკოვმა ხარბად
ჩაისუნთქა ქალაქის ეს მოწამლული, მტვრიანი და აყროლებული
ჰაერიც. ცოტა არ იყოს, თავბრუ დაესხა; რაღაც უჩვეულო ძალამ
და მხნეობამ იფეთქა უცბად მის ანთებულ თვალებში და
გამხდარ-გაყვითლებულ სახეზე. არ იცოდა და არც ფიქრობდა,
საით უნდა წასულიყო; მაგრამ ერთი რამ კი – რომ ყველაფერი
ეს დღესვე უნდა მოეგვარებინა, ერთბაშად, ახლავე... რომ ამის
გარეშე არაფრის გულისთვის შინ არ დაბრუნდებოდა, იმიტომ,
რომ ასე ცხოვრება აღარ უნდოდა, – ეს კარგად იცოდა. მაგრამ
როგორ და რითი უნდა ეხელმძღვანელა? ამის კი, არა გაეგებო-
და რა. გრძნობდა და იცოდა მხოლოდ ერთი რამ: ასე იქნებოდა
თუ ისე, უთუოდ უნდა შეცვლილიყო ყველაფერი...
ძველი ჩვეულებისამებრ, პირდაპირ სენის მოედნისკენ გას-
წია. მაგრამ ჯერ სენაზე არ გასულიყო, რომ საწვრილმანო დუქ-
ნის წინ, ქვაფენილზე, შავგვრემანი მეარღნე შენიშნა. დამდგარი-
ყო და გულის ამაჩუყებელ მელოდიას უკრავდა. წინ ედგა ასე
თხუთმეტი წლის გამოკოპწიავებული ქალი, ხელთათმანებით,
მოკლე წამოსასხამით, ხაბარდიანი კაბით და თავზე ჩალის ქუ-
დით, რომელსაც ზედ ცეცხლისფრად მოელვარე ფრთა ჰქონდა
მიკერებული; მედუქნისგან რაღაც ორკაპიკიანის მოლოდინში ქა-
ლი ჟრიალა, თუმცა საკმაოდ მძლავრი და საამო ხმით მღეროდა
არღნის ფონზე. რასკოლნიკოვიც სამიოდე ყურისმგდებელს ამო-
უდგა მხარში, ორი წუთით შეჩერდა, მერე ჯიბიდან შაურიანი
ამოიღო და ქალს ჩაუდო ხელში. ქალმა იმავე წამს შეწყვიტა სიმ-
ღერა და მეარღნეს შეუყვირა: „კმარაო!“ და ორივემ ახლა
მეორე დუქნისკენ გასწია.
– გიყვართ თქვენ ქუჩის სიმღერა? – მიმართა რასკოლნი-
კოვმა იქვე, მის გვერდით, მეარღნესთან მდგომ ვიღაც ხნიერ
გამვლელს, რომელსაც, ეტყობოდა, არავითარი საქმე არ ჰქონ-
და და ისე, ტყუილუბრალოდ დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა. ხანდაზ-
მულმა გაკვირვებით შეხედა. – მე კი მიყვარს, – განაგრძობდა
რასკოლნიკოვი ისეთნაირად, გეგონებოდათ, ქუჩის სიმღერაზე
სრულებით არ აქვს ლაპარაკიო, – მიყვარს, არღნის თანხლებით
რომ მღერიან შემოდგომის ცივ, ბნელსა და ნოტიო ღამეში. კი,
უთუოდ ნოტიო ღამეში, გამვლელ-გამოვლელს რომ ყველას
გაცრეცილი, მწვანე, ავადმყოფური სახე აქვს; ან კიდევ უქარო
ღამეში, როცა სველი თოვლი პირდაპირ ცვივა მიწაზე, გესმით?
თოვლის ფიფქების კორიანტელში კი ფარნები ციალებენ.
– არ ვიცი... უკაცრავად... – წაიბუტბუტა რასკოლნიკოვის უც-
ნაური შესახედაობითა და შეკითხვით გაკვირვებულმა გამვლელ-
მა და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა.
წინ გასწია რასკოლნიკოვმა და სენის მოედნის იმ კუთხეში
გავიდა, სადაც მოვაჭრე ცოლ-ქმარი ელაპარაკებოდა მაშინ ლი-
ზავეტას; მაგრამ ისინი ახლა აღარსად ჩანდნენ. იცნო ადგილი,
შედგა, მიიხედ-მოიხედა და დუქნის კარში უსაქმურად მდგომ წი-
თელხალათიან ახალგაზრდას მიმართა:
– ამ კუთხეში ხომ ვიღაც ცოლ-ქმარი ვაჭრობს, არა?
– ყველა ჯურის ხალხი ვაჭრობს, – მიუგო ახალგაზრდამ და
მედიდურად აათვალიერ-ჩაათვალიერა რასკოლნიკოვი.
– რა ჰქვია კაცს?
– ისევ ის, რაც დაუნათლებიათ.
– იქნებ შენც ზარაისკიდანა ხარ? რომელი გუბერნიიდან?
ახალგაზრდამ კიდევ გადახედა რასკოლნიკოვს.
– ჩვენ, თქვენო ბრწყინვალებავ, გუბერნიიდან კი არა, მაზრი-
დან ვართ...
– აი იქ, მაღლა, რა არის? სასადილოა?
– სასადილო კი არა, ტრაქტირია და ბილიარდიც აქვთ;
პრინცესებიც ჰყავთ... მერე, როგორები!..
რასკოლნიკოვმა მოედანი გადაჭრა. იქ, კუთხეში, გლეხების
ბრბო იდგა. შევიდა შუაგულ ბრბოში და პირდაპირ თვალებში
დაუწყო ყველას ცქერა. უნდოდა რატომღაც ყველას გამოლაპა-
რაკებოდა, მაგრამ გლეხები არავითარ ყურადღებას არ აქცევ-
დნენ, რაღაცას ყაყანებდნენ აქა-იქ შეჯგუფებულნი. იდგა მცირე
ხანს ასე, იფიქრა, იფიქრა და პირდაპირ ქვაფენილისკენ გასწია.
გასცდა თუ არა მოედანს, მაშინვე ქუჩის შესახვევში მოხვდა...
წინათაც ბევრჯერ უვლია ამ მოკლე შესახვევით, რომელიც
პირდაპირ ბაღის ქუჩაზე გადიოდა. ამ ბოლო დროს ხომ უხშირა
კიდეც ამ ადგილებში სიარულს, რომ გულამღვრეულს „უფრო მე-
ტად შეჰზიზღებოდა ყველაფერი“. მაგრამ ახლა სულ არაფერი
უფიქრია, ისე მოხვდა ამ ქუჩაზე. ამ ქუჩაზე მდებარეობდა ერთი
სახლი, რომელიც სასმელი და სასაუზმო დუქნებით იყო სავსე. ამ
დუქნებიდან წამდაუწუმ გამორბოდნენ, ისე, როგორც „სამეზობ-
ლოდ“ იციან ხოლმე გამოსვლა, თავშიშველა ქალები. ორ-სამ
ადგილას შეჯგუფებულიყვნენ ყველანი ფილაქანზე. ერთ--
ერთისგან იმწუთას დიდი ღრიანცელი და ბრახაბრუხი მოისმოდა;
ზოგნი კიბის საფეხურებზე ჩამომსხდარიყვნენ, ზოგნი – ქვაფე-
ნილზე, სხვები ფეხზე იდგნენ და ლაპარაკობდნენ. იქვე ვიღაც
მთვრალი ჯარისკაცი დაყიალებდა, პაპიროსს ეწეოდა, ხმამაღ-
ლა ილანძღებოდა. ეტყობოდა, სადღაც უნდოდა შესვლა, მაგ-
რამ სად, ვეღარ გაეგონა. ერთი ვიღაც გალექებული კიდევ,
მკვდარივით გაშხლართულიყო შუაგულ ქუჩაში. რასკოლნიკოვიც
აქ შეკრებილ ქალებთან გაჩერდა; ჩითის კაბები და უბრალო
ფეხსაცმელები ეცვათ, თავზედაც არაფერი ეხურათ. ზოგიერთი
ორმოც წელსაც იყო გადაცილებული, მაგრამ იყვნენ მათ შორის
ჩვიდმეტი წლისანიც. თითქმის ყველას თვალები ჩალურჯებული
ჰქონდა.
გაიტაცა როგორღაც რასკოლნიკოვი ამ სიმღერამ, ღრიან-
ცელმა და ბრახაბრუხმა, ქვემოდან რომ ამოდიოდა... სიცილსა
და წივილ-კივილში ისმოდა, გიტარაზე როგორ გატაცებით მღე-
როდა ვიღაც და მის ხმაზე ერთი მოქეიფეთაგანი როგორ ფიც-
ხლად უვლიდა ბუქნას და ქუსლების ბაკიბუკს შეწყობილად აყო-
ლებდა. დაღვრემილი და დაფიქრებული უგდებდა ყურს რას-
კოლნიკოვი.
„ჩემო ლამაზო, მითხარო,
ტყუილად რატომ მირტყამო!“
„მოდი ჩავალ, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა, – ხარხარებენ!
მთვრალები არიან... მეც მინდა, რომ დავთვრე!“
– არ ჩამობრძანდებით, ბატონო? – დაეკითხა ერთი იქ
მდგომი ქალთაგანი, რომელსაც ჯერ კიდევ მთლად არ ჩახრინ-
წიანებოდა ხმა. ახალგაზრდა იყო და მთელ ჯგუფში ყველაზე
ნაკლებად ზიზღისმომგვრელი.
– შეხეთ, რა ლამაზია! – თქვა რასკოლნიკოვმა და წელში
გასწორდა, პირდაპირ შეხედა.
ქალმა გაიღიმა, ქათინაური ეამა.
– თქვენ თავად ბრძანდებით ლამაზი, – მიუგო ქალმა.
– რა გამხდარია! – შენიშნა ბოხი ხმით მეორემ, – საავადმყო-
ფოდან ხომ არ გამოგვეცხადეთ?..
– გეგონებათ გენერლის ქალები არიანო, ცხვირი კი ყველას
პაჭუა აქვს! – გააწყვეტინა უცბად შესწრებულმა შეზარხოშებულმა
და ჯუბაგადახსნილმა, ეშმაკურად მოღიმარე გლეხმა, – ხედავთ,
რას მხიარულობენ!
– მოსულხარ, გაიარე!
– გავივლი, თაფლო, გავივლი...
და ქვემოთ დუქანში მოადინა ზღართანი.
რასკოლნიკოვი ისევ გზას გაუდგა.
– გესმით, ბატონო! – დაუყვირა ქალმა რასკოლნიკოვს.
– რა იყო?
ქალს შერცხვა.
– მე, კეთილო ბატონო, მუდამ მოხარული ვიქნები თქვენთან
ვატარო დრო, მაგრამ ახლა როგორღაც მრცხვენია. მაჩუქეთ,
სასურველო, ექვსიოდე კაპიკი, რომ დავლიო რამე!
ამოიღო ჯიბიდან რასკოლნიკოვმა, რაც კი ამოჰყვა; სულ სა-
მი შაური იყო.
– ოჰ, რა კეთილი ბატონი ყოფილხართ!
– რა გქვია?
– დუკლიდა. ასე მიკითხეთ.
– არა, რასა ჰგავს ეს, – შენიშნა უცბად ერთმა ჯგუფში
მდგომთაგანმა და თან თავის ქნევა დაუწყო დუკლიდას, – არ ვი-
ცი სწორედ, როგორ უნდა სთხოვო ვინმეს ასე!.. მე სირცხვილით
მიწაში ჩავძვრებოდი.
რასკოლნიკოვმა ცნობისმოყვარე თვალით გადახედა მოლა-
პარაკეს. ეს იყო ასე – ოცდაათი წლის, სახედალურჯებული და
ზედატუჩშესივებული ჩოფურა ქალი. ლაპარაკობდა სრულიად
მშვიდად და თავდაჯერებულად.
„საიდან მახსოვს? – ფიქრობდა რასკოლნიკოვი და თან გზას
განაგრძობდა, – სად წამიკითხავს, რომ ვიღაც სიკვდილმისჯილი
ასე ფიქრობდა თუ ამბობდა ერთი საათის წინ დასჯამდე: „ვარჩევ-
დი, მთელი სიცოცხლე, გინდაც ათასი წელი განმარტოებულად
მეცხოვრა ერთ თვალუწვდენელ კედელზე, ისეთ, ვიწრო,
მოუხერხებელ ადგილას, სადაც მხოლოდ ფეხის მოკიდება შეიძ-
ლებოდა, გარშემო კი უკუნი წყვდიადი, ქარიშხალი და უფსკრუ-
ლი ყოფილიყო, ან მხოლოდ უძირო ოკეანეთი მქონოდა გარშე-
მორტყმული, ოღონდ სიცოცხლე შემრჩენოდა, არ მოვმკვდარი-
ყავ ახლავე! ოღონდ მეცოცხლა, როგორიც უნდა ყოფილიყო ჩე-
მი სიცოცხლეო!..“ რა მართალია!.. რა ჭეშმარიტებაა, ღმერთო
ჩემო! ფლიდი და საძაგელი რამ არის ადამიანი!.. და ასევე საძა-
გელია ისიც, ვინც მას ამისთვის საძაგელს უწოდებს“, – დასძინა
ორი წუთის შემდეგ.
შემდეგ ქუჩა გადაკვეთა: „ეჰე, ბროლის სასახლე!“ წეღან არ
იყო, რაზუმიხინი ლაპარაკობდა „ბროლის სასახლეზე“. ჰო, მაგ-
რამ მე რა მინდოდა აქ? ჰო, ჰო, უნდა წამეკითხა!.. ზოსიმოვმა
თქვა, გაზეთში წავიკითხეო...
– გაზეთები ხომ გაქვთ? – იკითხა რასკოლნიკოვმა, შევიდა
თუ არა ხალვათსა და სუფთად მოწყობილ, რამდენიმეოთახიან
ტრაქტირში. შიგნით თითქმის არავინ ჩანდა. ორი თუ სამი კაცი
ჩაის სვამდა, შორეულ ოთახში კიდევ ვიღაც ოთხი კაცი იჯდა,
შამპანურს ყლურწავდნენ. რასკოლნიკოვს ეჩვენა, ვითომ მათ
შორის ზამეტოვიც ზისო, მაგრამ შორიდან გარჩევა ძნელი იყო.
„არის და იყოს, რა ვქნა ახლა!“ – გაიფიქრა თავისთვის.
– არაყს ინებებთ? – დაეკითხა შესვლისთანავე მსახური.
– არა, ჩაი მომიტანეთ. თან, ამ ხუთიოდე დღის გაზეთები
მოაყოლე, ფულს გაჩუქებ...
– ბატონი ბრძანდებით, ახლავე! აი, დღევანდელებიც. არაყ-
საც ხომ არ ინებებთ!..
ძველი გაზეთებიცა და ჩაიც, ორივე, მალე მოუტანეს. რას-
კოლნიკოვი ჩაუჯდა და დაუწყო ძებნა: „იზლერი10 – იზლერი –

10
იზლერი – ივან ივანის ძე იზლერი, პეტერბურგის საგარეუბნო ბაღის
მფლობელი. ბაღს ერქვა „მინერალური წყლები“, იზლერის ბაღს ირონიულად
იხსენიებს ილია ჭავჭავაძე „მგზავრის წერილებში“.
აცტეკი – აცტეკი – იზლერი – ბარტოლა – მასიმო – აცტეკი11 –
იზლერი... ფუ, დალახვროს ეშმაკმა! რა ცნობებია: კიბიდან გად-
მოიჩეხაო – იქ ვიღაც მდაბიო მოქალაქე ღვინოში ჩაიხრჩოო –
რიყეზე და პეტერბურგის მხარეზე ცეცხლი გაჩნდაო12 – კიდევ
ცეცხლია პეტერბურგის მხარეზე – კიდევ იზლერი – იზლერი –
მასიმო... როგორც იქნა, აი, ესეც“...
იპოვა ბოლოს, რასაც ეძებდა და კითხვა დაიწყო. სტრიქონე-
ბი სულ ერეოდა, მაგრამ მაინც ჩაიკითხა და ახლა გაზეთის სხვა
ნომერს დაუწყო თვალიერება, რომ დამატებითი ცნობებიც შეეგ-
როვებინა. მოუთმენლობისგან გულგადარეულს ხელები უცახცა-
ხებდა, გაზეთებს რომ ფურცლავდა. უცებ ვიღაც მიუჯდა გვერ-
დით. შეხედა – ზამეტოვია, იგივე ზამეტოვი, ბეჭდებითა და ოქ-
როს ძეწკვით გამოჭიმული, ხუჭუჭა თმაზე სურნელოვან საცხე-
ბელგადასმული, მშვენიერ ჟილეტსა და ოდნავ გაცვეთილ სერ-
თუკში გამოწყობილი. მხიარულად იყო, ყოველ შემთხვევაში,
გულკეთილად იღიმებოდა. ხორბლისფერი პირისახე შამპანუ-
რისგან წამოსწითლდებოდა.
– როგორ! აქა ხართ? – დაეკითხა გაკვირვებული ისეთი კი-
ლოთი, გეგონებოდათ, მთელი საუკუნეა ერთმანეთს იცნობენო, –
გუშინ კი იყო, მეუბნებოდა რაზუმიხინი, ჯერ კიდევ გონს არ მოსუ-
ლაო. უცნაურია! მე ხომ თქვენსას ვიყავი...

11
„ბარტოლა – მასიმო – აცტეკი“ – 1865 წლის ზაფხულში პეტერბურგში
აჩვენებდნენ ლილიპუტებს – ჭაბუკ მასიმოს და ქალიშვილ ბარტოლას, რომ-
ლებსაც ასაღებდნენ ოდესღაც ძლიერი ტომის – აცტეკების უკანასკნელ წარ-
მომადგენლებად. მაშინდელ გაზეთებში იბეჭდებოდა ბევრი რეკლამა აცტეკებ-
ზე.
12
„რიყეზე და პეტერბურგის მხარეზე ცეცხლი გაჩნდაო – კიდევ ცეცხლია
პეტერბურგის მხარეზე“ – 1865 წელს პეტერბურგში უამრავი ხანძარი გაჩნდა,
გაზეთები სავსე იყო ამ მოვლენებზე ცნობებით.
რასკოლნიკოვმა იცოდა, რომ უთუოდ მივიდოდა ზამეტოვი.
გაზეთები გადააწყო და ზამეტოვს მიუბრუნდა. ტუჩებზე დამცინავი
ღიმილი უკრთოდა, რაღაც ახალი რამ მოუთმენელი ღელვა ეტ-
ყობოდა ამ ღიმილში.
– ვიცი, ვიცი, რომ იყავით, – უპასუხა, – გავიგე... იცით რა,
რაზუმიხინს ძალიან მოსწონხართ; ამბობს, რომ თქვენ მასთან
ერთად ელიზავეტა ივანოვნასთან იყავით. აი, იმასთან, გახსოვთ,
მაშინ გინდოდათ დახმარებოდით, პორუჩიკ პოროხს თვალით
ანიშნებდით, ის კი, ვერ იქნა და ვერ მიგიხვდათ, გახსოვთ? არა,
მიკვირს, როგორ ვერ მიხვდა – აშკარა საქმე იყო... არა?
– ო, რა ჭირვეული რამ არის!
– პოროხზე ამბობთ?
– არა, თქვენს მეგობარ რაზუმიხინზე...
– კარგად ცხოვრობთ, ბატონო ზამეტოვ, არა? რაც კი რამ
მოსალხენი ადგილებია, ყველგან მუქთად დაბრძანდებით, ასეა
ხომ? ვინ იყო, ახლა რომ შამპანურს გასმევდათ?
– ჰო, ეს ჩვენ... დავლიეთ... ჩამაცივდა, აღარ მომეშვა!
– საჰონორარო იყო განა! ყველაფრით სარგებლობთ! –
გაეცინა რასკოლნიკოვს. – არა უშავს, კეთილო ბიჭო, არა უშავს!
– დასძინა რასკოლნიკოვმა და ზამეტოვს მხარზე ხელი დაჰკრა,
– მე ხომ თქვენს გასაბრაზებლად არ ვამბობ, „სიყვარულით, ხუმ-
რობით“ გეუბნებით, ისე, როგორც თქვენი ხელოსანი იმართლებ-
და თავს, მიტკას რომ გვერდებს უთეთქვავდა! არ იცით, აი, იმ
ბებრუხანას საქმის გამო.
– მერე და, თქვენ რაღა იცით?
– ვინ იცის, იქნებ თქვენზე მეტიც ვიცოდე.
– რა უცნაური ხართ... ეტყობა, ჯერ ისევ ძალიან ავად უნდა
იყოთ. ტყუილად გამოსულხართ გარეთ.
– როგორ, უცნაურად გეჩვენებით?
– დიახ. რა არის ეს, გაზეთებს კითხულობთ?
– დიახ.
– ბევრს წერენ ხანძარზე: სად ან ვის გასჩენია.
– არა, მე ხანძარზე არ ვკითხულობდი, – და როგორღაც
მრავლისმეტყველად გადახედა ზამეტოვს; დამცინავად ისევ
შეუთამაშდა ტუჩები, – არა, ხანძარზე არ ვკითხულობდი, – განაგ-
რძობდა რასკოლნიკოვი და თან თვალს არ აშორებდა ზამე-
ტოვს, – არა, გამომიტყდით, საყვარელო ყმაწვილო, რომ გუ-
ლით გენატრებათ გაიგოთ, რას ვკითხულობდი ახლა?
– სრულიადაც არა; ისე გკითხეთ. ნუთუ არ შეიძლებოდა მე-
კითხა? როგორ ყველაფერს...
– მოითმინეთ, თქვენ ხომ განათლებული, ლიტერატურაზე
აღზრდილი კაცი ხართ, არა?
– გიმნაზიის მეექვსე კლასიდან ვარ, – მიუგო ზამეტოვმა რა-
ღაც ღირსებით.
– მეექვსედან! ჩემო ბეღურავ! თმახუჭუჭა, ბეჭდებიანო, მდი-
დარო კაცო! ოჰ, რა საუცხოო ბიჭი ხართ, – რასკოლნიკოვმა
ნერვიულად დაიწყო სიცილი, თან ზამეტოვს კვლავ შესცქეროდა
თვალებში. ზამეტოვმა უცბად უკან დაიხია, მაგრამ წყენით არა
სწყენია ისე, როგორც გაიკვირვა ნათქვამი.
– ფუჰ! რა უცნაური ვინმე ხართ! – გაუმეორა ზამეტოვმა მე-
ტად სერიოზულად, – მგონი, ბოდავთ კვლავ.
– ვბოდავ? სტყუით, ბეღურავ!.. მაშ, ასე უცნაური ვარ, ვი-
თომ? მგონი, ჩემზე გინდათ, რაღაც გაიგოთ?.. ცნობისმოყვა-
რეობა გაწუხებთ, ხომ?..
– დიახ...
– აი, თუნდ ის, რას ვკითხულობდი ახლა, რას ვეძებდი? ხე-
დავთ, გაზეთის რამდენი ნომერი მომიმარაგებია! საეჭვოა, არა?
ჰა?
– იტყვი რაღა...
– გინდათ ხუთი ყური და თვალი გამოიბათ, არა?
– რა ხუთი ყური... არ მესმის თქვენი.
– არ გესმით?.. გაგაგებინებთ, მაგრამ შემდეგ, ახლა კი, აი,
ჩემო ძვირფასო, რას გამოგიცხადებთ... არა, გამოგიცხადებთ კი
არა, „გამოგიტყდებით“.. არა, არა, არც ასე მინდა: „ჩვენებას მოგ-
ცემთ, თქვენ კი ჩამომართმევთ“ – ხედავთ!.. გეტყვით, მაშ, რომ
ვკითხულობდი... ჩემს ყურადღებას იპყრობდა, ვეძებდი... დავე-
ძებდი... – რასკოლნიკოვმა თვალები მოჭუტა და მცირე ხანს
შეიცადა; – ვეძებდი და იმიტომაც შემოვედი აქ, რომ მოხელის
ბებერი ქვრივის მკვლელობაზე გამეგო რამე, – წარმოთქვა ბო-
ლოს თითქმის ჩურჩულით და თან სახე სულ ახლოს მიუტანა ზა-
მეტოვს. ისიც პირდაპირ შეჰყურებდა, არ ინძრეოდა და თვალს
არ აშორებდა. ყველაზე უცნაურად ის ეჩვენა მერე ზამეტოვს,
რომ მთელი ერთი წუთი ასე გაჩუმებულნი უცქერდნენ ერთმა-
ნეთს.
– მერე რა გინდათ ამით თქვათ? კითხულობდით... მერე რა?
– შეჰყვირა უცბად მოთმინებიდან გამოსულმა და გაკვირვებულ-
მა, – რა საქმე მაქვს მე ამასთან!
– ეს ის ბებრუხანაა, – განაგრძობდა რასკოლნიკოვი ისევ ისე
ჩურჩულით და უძრავად და ზამეტოვის შეძახილზე არც შერ-
ხეულა, – რომლის შესახებაც, გახსოვთ, კანტორაში ლაპარაკობ-
დნენ და მე გული შემიღონდა. ახლა ხომ გესმით?
– მერე რა? რას ნიშნავს ეს „გესმით?“ – წარმოთქვა ზამე-
ტოვმა თითქმის შეშფოთებით.
უძრავი და დაფიქრებული სახე უცბად ისევ შეეცვალა რას-
კოლნიკოვს და წეღანდელივით ჩაბჟირდა ნერვული სიცილის-
გან. უმალვე ნათლად გაახსენდა ის წუთი, კარს უკან რომ იდგა
ცულით და რაზა სარეკელასავით ხტოდა; ისინი გარედან ილან-
ძღებოდნენ და კარს ამტვრევდნენ, ის კი შიგნით იდგა და უცბად
გულით მოუნდა დაეყვირა, გაელანძღა, ენა გამოეყო, გაებრაზე-
ბინა, ეცინა და ეხარხარა, გულიანად ეხარხარა!
– თქვენ ან გიჟი ხართ... ან არა და.. – წარმოთქვა ზამეტოვმა
და შედგა, თითქოს უცბად რაღაც აზრმა გაურბინა თავშიო.
– ან არა და, რა?.. რა, ჰა, აბა, რა? მითხარით, – სისულელე-
ა!
ორივენი გაჩუმდნენ. უეცარი, ნერვული სიცილის შემდეგ რას-
კოლნიკოვი უცბად ფიქრებს მიეცა, ისევ მოიწყინა. მაგიდაზე
დაიხარა და თავით ხელს დაეყრდნო. ზამეტოვი თითქოს სულ
გადაავიწყდა. საკმაოდ დიდხანს იყვნენ ასე გაჩუმებულები.
– ჩაის რატომ არ სვამთ? გაგიცივდებათ, – უთხრა ზამეტოვ-
მა.
– რაო? რაა? ჩაის?.. ჰო, მართლა...
რასკოლნიკოვმა ჩაი მოსვა, პირში ჩაიდო პურის პატარა ნა-
ჭერი და უცბად, ზამეტოვს რომ შეხედა, თითქოს ყველაფერი გა-
ახსენდა, გამოფხიზლდა. სახეზე იმავე წამს ისევ წინანდებური
დაცინვა აღებეჭდა. ჩაის სმას განაგრძობდა.
– გამრავლდა მეტად ამგვარი ავაზაკობა, – შენიშნა ზამეტოვ-
მა, – აი, დიდი ხანი არ არის „მოსკოვის უწყებებში“ წავიკითხე –
მთელი ჯგუფი დაიჭირეს ყალბი ფულების მჭრელებისო. მთელი
საზოგადოება არსებულა. ქაღალდის ყალბ ფულს ჭრიდნენ თურ-
მე.
– ოო, ეგ დიდი ხნის წინ იყო! ერთი თვეც არის, მახსოვს, წა-
ვიკითხე, – უპასუხა მშვიდად რასკოლნიკოვმა, – მაშ, თქვენი აზ-
რით, ავაზაკები არიან ყველა ისინი? – დასძინა და გაეღიმა.
– მაშ, ვინ არიან, თუ არა ავაზაკები?
– არა, არა! ბავშვები ტუტუცები არიან და არა ავაზაკები! ორ-
მოცი და სამოცი კაცი ამ მიზნისთვის შეერთებულა! განა ეს შესაძ-
ლებელია? აქ სამიც კი ბევრია, იმიტომ რომ, როგორც თავის
თავს, ისე უნდა ენდობოდნენ ერთმანეთს! თორემ, საკმარისია
ერთ რომელიმეს სიმთვრალეში რამე წამოსცდეს და მორჩა, გა-
თავდა, დაღუპულია საქმე! ტუტუცები! ვიღაც-ვიღაცებს ქირაობენ,
რომ კანტორებში ფული დაახურდავებინონ; ამისთანა საქმეს გა-
ნა ადვილად ანდობ ვინმეს? ვთქვათ, მოახერხეს კიდეც და თითო
მილიონი ყველამ დაახურდავა. მერე, მერე?.. მერე ხომ მთელი
სიცოცხლე ერთმანეთზე უნდა იყვნენ დამოკიდებულნი?! არა,
ჯობს ისევ თავი ჩამოიხრჩოს ყველამ! მაგრამ დახურდავებაც
რომ ვერ მოახერხეს: დაახურდავა ერთმა კანტორაში, როგორც
კი ხუთი ათასი მიიღო, ხელები აუკანკალდა. ოთხი ათასი დაით-
ვალა და მეხუთე კი დაუთვლელად მიიღო, რომ საჩქაროდ, რო-
გორმე ჯიბეში ჩაედო და მოეცოცხა. ჰოდა, ეჭვი ააღებინა. ამრი-
გად, ერთმა სულელმა ყველა დაღუპა... განა შესაძლებელია ასე
მოიქცეს ადამიანი?..
– ის, რომ ხელი აუკანკალდა? – ჩაეკითხა ზამეტოვი, – არა,
ეგ შესაძლებელია, მაგაში კი დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება
ყოველთვის ვერ გაგიძლოს ნერვებმა.
– რაა? ამ დროს?
– მერე თქვენ კი შეძლებდით და შეიმაგრებდით თავს? მე კი
ვერა! ათი თუმნის გამო ასე გავწირო თავი? ყალბი ფული და
ისიც ბანკის კანტორაში მივიტანო, სადაც ვერავინ გამოაპარებს
ხალხს ვერაფერს, – არა, არა, ვერ შევძლებდი, შევკრთებოდი.
მერე თქვენ, თქვენ კი არ შეკრთებოდით განა?
რასკოლნიკოვს საშინლად მოუნდა ისევ „გამოეყო ენა“
დროდადრო ტანში ცივი ჟრუანტელი უვლიდა.
– მე ასე არ მოვიქცეოდი, – დაიწყო რასკოლნიკოვმა შორი-
დან, – დავიწყებდი თუ არა დახურდავებას, პირველ ათასს ერთი
ოთხჯერ მაინც გადავითვლიდი და ყველა ქაღალდს ცალკე და-
ვაკვირდებოდი და შევისწავლიდი; მერე მეორე ათასს შევუდგე-
ბოდი. დავუწყებდი თვლას და, როგორც კი ნახევრამდე ჩავიდო-
დი, ამოვიღებდი ერთ რომელიმე ხუთთუმნიანს და სინათლეზე
დავუწყებდი სინჯვას, რამდენჯერმე გადავაბრუნ--
გადმოვაბრუნებდი და კვლავ გავხედავდი, ყალბი ხომ არ არის--
მეთქი? „მეშინია, – ვეტყოდი, – ყალბი არ იყოს: ერთმა ჩემმა ნა-
თესავმა ქალმაც ასე დაკარგა-მეთქი ამას წინათ ოცდახუთმანე-
თიანი, და თან ამბავს ვუამბობდი, თუ როგორ მოხდა ეს. მაგრამ
დავუწყებდი თუ არა მესამე ათასს თვლას, ისევ მეორე ათასს მი-
ვუბრუნდებოდი და ვეტყოდი: უკაცრავად, მგონი თვლა ამერია
და... ისევ მეორე ათასის თვლას შევუდგებოდი. ასე დავთვლიდი
ყველა ხუთი ათასს. მაგრამ დავასრულებდი თუ არა თვლას, მე-
ხუთე და მეორე ათასიდან ისევ გამოვიღებდი თითო ქაღალდს,
სინათლეზე დავუწყებდი სინჯვას და ვითომ დაეჭვებული ვეტყო-
დი, – „გამომიცვალეთ-მეთქი, გეთაყვა“, – ასე რომ, სულ ოფლში
გავღვრიდი კანტორის გამგეს და თვითონვე მოვანატრებდი, თა-
ვიდან როგორმე მოვეშორებინე. შემდეგ მივიდოდი კართან, მაგ-
რამ არ გავიდოდი, შემოვბრუნდებოდი და ახლა სხვა რამ ცნო-
ბას მოვთხოვდი, – აი, როგორ მოვიქცეოდი!..
– ფუჰ, საზარელ რამეებს კი ამბობთ! – შენიშნა ზამეტოვმა
სიცილით, – სიტყვით ამბობთ ასე, თორემ საქმე საქმეზე რომ
მიდგეს, უეჭველია, თქვენც ისევე დაგემართებოდათ. აქ, ჩემი აზ-
რით, თავზე ხელაღებულ, გამოცდილ კაცსაც კი გაუჭირდებოდა
თავის დაჭერა, არამცთუ მე და თქვენ. შორს სად მოვდივართ, აი,
მაგალითად: ჩვენს უბანში რომ ბებრუხანა მოკლეს. ეტყობა, მე-
ტად თავზე ხელაღებული ვინმე ყოფილა, შუადღისას ასეთი საქ-
მე გაუბედავს, რაღაც სასწაულით გადარჩენილა მხოლოდ, მაგ-
რამ ხელი მაინც აჰკანკალებია: გაქურდვა ვეღარ მოუხერხებია,
ნერვებს ვეღარ გაუძლია, საქმიდან ჩანს...
რასკოლნიკოვმა თითქოს იწყინა.
– ჩანს, კი! მაგრამ, აბა სცადეთ და დაიჭირეთ! – შეჰყვირა
მან ნიშნის მოგებით, თითქოს უნდა, გული მოაყვანინოსო.
– დიახაც რომ დაიჭერენ! – უპასუხა ზამეტოვმა.
– ვინ? თქვენ? თქვენ დაიჭერთ? არ დაიღალოთ კია!.. ვიცი,
როგორც ფიქრობთ გაგებას: ფულს ხარჯავს კაცი თუ არაო?
აქამდე ფული არ ჰქონდა, ახლა კი, დახეთ, ფულის ხარჯვა დაუწ-
ყია, – მაშ, ვინ არის, თუ არა, ისაო?.. იცით რა, თქვენ ასე თითის-
ტოლა ბალღიც კი მოგატყუებთ, თუ მოინდომებს!
– კიდეც უნდა გითხრათ, რომ სწორედაც ასე მგონია! – შე-
ნიშნა ზამეტოვმა, – თავს გამოიმეტებენ, ეშმაკურად მოკლავენ
და მერე კი დუქანში სადმე გაებმებიან მახეში. ფული ამხელს მათ
სწორედ. ყველა ხომ თქვენსავით ეშმაკი და მოხერხებული არ
არის. თქვენ, რასაკვირველია, დუქანში არ წახვიდოდით...
რასკოლნიკოვმა წარბები შეიკრა და ზამეტოვს ჩააშტერდა.
– მგონი, მადა გაგეხსნათ და გინდათ გაიგოთ, ახლა, ამ შემ-
თხვევაში როგორღა მოვიქცეოდი... – დაეკითხა უკმაყოფილოდ
რასკოლნიკოვი.
– მართალია, მინდა, – მიუგო დინჯად და მტკიცედ ზამეტოვ-
მა.
– ძალიან გინდათ?
– ძალიან!
– კარგი მაშ, რაკი ასეა. იცით, როგორ მოვიქცეოდი?.. – და-
იწყო რასკოლნიკოვმა ისევ ისე ჩურჩულით, თვალი თვალში
გაუყარა და სახეც ისე მიუახლოვა მის სახეს, რომ ზამეტოვი შეკ-
რთა კიდეც, – წავიღებდი ფულს და ნივთებს, არსად თითქმის არ
შევუხვევდი, მოვძებნიდი სადმე მივარდნილსა და ყრუ ადგილს,
სადაც სულ ფიცრული ღობეები ან ბოსტანი, ან კიდევ სხვა რამ
ამგვარი იქნებოდა. მოვინიშნავდი რომელიმე, დიდ – ასე ფუთი-
ანს ან ფუთნახევრიან ქვას, სადმე ფიცრული ღობის კუთხეში, ავ-
წევდი ამ ქვას და ქვეშ, ამოღრმავებულში, ჩავალაგებდი ნივთებ-
სა და ფულს. ჩავალაგებდი და ქვას ისევ ისე მივაგორებდი, რო-
გორც უწინ იყო, თან ფეხით მოვატკეპნიდი და გავეცლებოდი
იქაურობას. ასე მექნებოდა შენახული წელიწადი, მეორე, მესამე,
– სანამ ყველას მიავიწყდებოდა. ეძებეთ მერე, რამდენიც გინ-
დათ! იყო და აღარ გახლავთ!..
– გიჟი ხართ მართლა, – უთხრა ასევე ჩურჩულით ზამეტოვმა
და უცებ რატომღაც უკან გაიწია.
რასკოლნიკოვმა თვალები გააკვესა; საშინლად გაფითრდა;
ზედა ტუჩი აუთრთოლდა. უფრო ახლოს მიიწია ზამეტოვისკენ და
ტუჩები აამოძრავა, მაგრამ არაფერს ამბობდა; ასე გაგრძელდა
ნახევარ წუთს. იცოდა, რასაც სჩადიოდა, მაგრამ თავი ვერ
შეემაგრებინა. მაშინდელ რაზასავით მძლავრად უხტოდა ტუჩზე
საზარელი სიტყვა და ამოთქმას ლამობდა; აი, საცაა, თავს ვე-
ღარ შეიმაგრებდა და წარმოთქვამდა.
– მერე რას იტყოდით, ბებრუხანა და ლიზავეტა, ორივენი
რომ ჩემი მოკლულები იყვნენ? – ჩაილაპარაკა უცებ და გონს
მოვიდა.
ზამეტოვმა გაშტერებული სახით შეხედა და მიტკალივით გა-
ფითრდა. ალმაცერმა ღიმილმა სახე დაუმანჭა.
– მერე, ეგ შესაძლებელია, განა? – ჩაილაპარაკა ოდნავ გა-
საგონად.
გაბოროტებულმა რასკოლნიკოვმა მრისხანედ გადახედა.
– გამოტყდით, რომ დაიჯერეთ!.. ხომ? დაიჯერეთ, არა?
– სულაც არა! ახლა უფრო ნაკლებ, ვიდრე ოდესმე! – შესძა-
ხა საჩქაროდ ზამეტოვმა.
– ეჰე, ხომ დაგიჭირეს! დაგიჭირეს, ბეღურავ, დაგიჭირეს! მაშ,
წინათ დარწმუნებული ყოფილხართ, რახან „ახლა უფრო ნაკლებ
გჯერათ“, ხომ?
– აბა, რას ამბობთ, სულაც არა! – უარობდა დარცხვენილი
ზამეტოვი.
– მაშ, არ გჯერათ?.. რაზე გქონდათ ლაპარაკი მაშინ, კანტო-
რიდან რომ გამოვედი?.. რატომ მისვამდა კითხვებს პორუჩიკი
პოროხი ასეთი ეჭვით, გულშეღონების შემდეგ, ჰა? შენ ეი, –
დაუძახა ლაქიას და ქუდს დაავლო ხელი, წამოდგა, – რამდენი
გერგება?
– ექვსი შაური, – უპასუხა ლაქიამ.
– აჰა, ეს აბაზიც შენი იყოს, არაყი გადაკარი, – ხედავთ, რამ-
დენი ფული მაქვსო, თითქოს ამბობდა – და აკანკალებული ხე-
ლი, რომელშიც ლურჯი და წითელი ქაღალდის ფული ეჭირა,
ზამეტოვს გაუწოდა, – ხედავთ, ოცდახუთი მანეთია. მერე,
საიდან? ჰა? ან ეს ახალი ტანისამოსი საიდან გამიჩნდა? ხომ
იცით, კაპიკი ფული რომ არ მქონდა? იმედია დიასახლისს დაჰ-
კითხავდით კიდეც... მაგრამ კმარა! Assez cause!.. ნახვამდის!..
მშვიდობით!..
რომ გამოვიდა, მთლად კანკალებდა რაღაც უცნაური, ისტე-
რიული შეგრძნებისგან, რომელიც ნაწილობრივ აუტანელ
სიამოვნებასაც ჰგვრიდა, მაგრამ საშინელი დაღლილობა მაინც
ეტყობოდა, სახეც, როგორღაც დაჰღრეჯოდა, თითქოს ეს არის,
ბნედა დამართვიაო. დაღლილობა და დაქანცულობა თანდათან
უფრო ერეოდა...
მარტოდ დარჩენილი ზამეტოვი კი დიდხანს იჯდა დაფიქრე-
ბული იმავე ადგილას. რასკოლნიკოვმა მთლად შეუცვალა შეხე-
დულება ერთ რამეზე და საბოლოო აზრი შეადგენინა.
„რეგვენია ილია პეტროვიჩი!“ – გადაწყვიტა ბოლოს ზამე-
ტოვმა.
ის იყო რასკოლნიკოვმა ქუჩაში გასასვლელი კარი გა-
მოაღო, რომ უცებ რაზუმიხინი შეეჩეხა. ისე მოულოდნელი იყო
ეს შეხვედრა, რომ კინაღამ თავებით დაეჯახნენ ერთმანეთს. რამ-
დენიმე წამს ჩუმად შეჰყურებდნენ ერთურთს. რაზუმიხინს უცბად
ნამდვილი რისხვა აღებეჭდა თვალებში.
– აი, თურმე სადა ხარ! – დაიღრიალა რაზუმიხინმა, – ოთა-
ხიდან გამოგვექცა, ბატონო, მე კი იქ ტახტქვეშაც ვეძებდი! სხვენ-
შიც ავედით. კინაღამ ნასტასიაც შემომელახა შენ გამო... ამას კი,
უყურებთ, სად არის? როდია! რას ნიშნავს ეს? მართალი მითხა-
რი! გამოტყდი! გესმის?..
– რას და იმას, რომ თავი მომაბეზრეთ ყველამ და მარტო
მინდა ვიყო, – მიუგო მშვიდად რასკოლნიკოვმა.
– მარტო? როცა ჯერ კიდევ სიარული არ შეგიძლია და მიტ-
კლისფერი გადევს, სულს ძლივს ითქვამ! ტუტუცო, მითხარი ახ-
ლავე, „ბროლის სასახლეში“ რას აკეთებდი?
– გამიშვი! – შესძახა რასკოლნიკოვმა და მოინდომა მხარი
აექცია, მაგრამ რაზუმიხინი გააბრაზა ამან და მაგრად ჩასჭიდა
მხარში ხელი.
– გამიშვიო? შენ მიბედავ და „გამიშვიო“ მეუბნები? იცი მერე,
რას გიზამ ახლა? დაგავლებ ხელს, ამოგიდებ იღლიაში და ისე
წაგიყვან შინ და დაგამწყვდევ, გესმის?..
– ყური დამიგდე, რაზუმიხინ, – დაიწყო ჩუმად და სრულიად
მშვიდად რასკოლნიკოვმა, – ნუთუ ვერ ხედავ, რომ შენს კეთილ
ზრახვას არ ვსაჭიროებ? ან რად გწადია, კეთილისმყოფელობა
გაუწიო იმას, ვინც... ამ შენს სიკეთეს არად აგდებს? დასასრულ
იმას, ვისაც საშინლად ემძიმება ამ კეთილისმყოფელობის ატანა?
მითხარი, რატომ მომძებნე თუნდ პირველი ავადმყოფობის
დროს? იქნებ, გამხარებოდა კიდეც სიკვდილი! ან იქნებ, საკმაოდ
ნათლად არ დაგანახვე დღეს? რომ მტანჯავ, მაწვალებ... მომა-
ბეზრე თავი! ნეტავ, რად გინდა ადამიანის ასე დატანჯვა? გარწმუ-
ნებ, ყველაფერი ეს მხოლოდ ხელს უშლის ჩემს გამოკეთებას,
იმიტომ, რომ ერთთავად მაღელვებს... აი, ზოსიმოვი ხომ წავიდა
წეღან, რომ ტყუილად არ ავეღელვებინე! ღვთის გულისთვის,
შენც მომშორდი! ან რა უფლება გაქვს, რომ ძალით მიჭერ? ან
იქნებ ვერ ხედავ, რომ სრულ ჭკუაზე ვარ და ისე გელაპარაკები?
მასწავლე, გეთაყვა, რითი შეიძლება შენი დაყოლიება, რომ თავი
დამანებო და ჩემს ზრუნვაზე ხელი აიღო? დე, უმადური ვიყო,
სულმდაბალი, ოღონდ თავი დამანებე, გევედრებით! მომშორ-
დით, ღვთის გულისთვის! მომშორდით! მომშორდით!
სრულიად დამშვიდებულმა დაიწყო და წინდაწინვე უხაროდა,
რომ თავის შხამს გადმოანთხევდა, მაგრამ ბოლოს თავი მაინც
ვეღარ შეიმაგრა, მთლად აენთო, გაცოფდა, სულს ძლივსღა იბ-
რუნებდა, როგორც წეღან ლუჟინთან მოუვიდა.
რაზუმიხინი ერთ წამს შედგა, ჩაფიქრდა და ხელი გაუშვა.
– მაშ, ეშმაკმაც წაგიღოს! – უპასუხა მშვიდად, დაფიქრებულ-
მა, – მაგრამ მოიცადე! – შეჰყვირა უცბად, როგორც კი რასკოლ-
ნიკოვი დაიძრა, – ყური დამიგდე. გეუბნები პირდაპირ, რომ ყბე-
დები და ბაქიები ხართ ყველანი, ერთიანად! თუკი რამ გტანჯავთ,
გზა-კვალი გებნევათ. აქაც კი უცხო ავტორებს ძარცვავთ. არავი-
თარი დამოკიდებულება თქვენს ცხოვრებას არ ეტყობა! სპერმა-
ცევტული მალამოსგან ხართ შექმნილი თითქოს, სისხლის ნაც-
ვლად შრატი გიდგათ ძარღვებში! არც ერთი თქვენგანის არაფე-
რი მწამს!@ უპირველეს ყოვლისა, ცდილობთ, რომ არაფერში
ადამიანს არ ჰგავდეთ. მო-ი-ცა-დე! – დაუყვირა უარესად გაცეც-
ხლებულმა, როცა ნახა, რასკოლნიკოვი ისევ აპირებდა წასვლას,
– ბოლომდე მომისმინე! იცი, რომ დღეს ახალ ბინაზე გადას-
ვლის მიზეზით ცოტა უნდა წავიქეიფოთ? იქნებ კიდეც მოვიდნენ!
შინ ბიძაჩემი დავტოვე, რომ იმას მიეღო სტუმრები; ახლახან შე-
ვირბინე კიდეც. გესმის, როდია!.. შენ რომ ასეთი ტუტუცი, საძაგე-
ლი, სულელი და... მე კი ვაღიარებ, რომ ჭკვიანი ხარ... მაგრამ
გესმის, ტუტუცი რომ არ იყო, მესტუმრებოდი და იმის ნაცვლად,
რომ ტყუილად წაღები ცვითო, ლამაზ და სასიამოვნო საღამოს
გავატარებდით. ორივე ერთია, რაკი გამოხვედი გარეთ, გამოხვე-
დი!.. რბილ სავარძელს გამოგითრევდი, დიასახლისს აქვს... ჩაის
დავლევდით, ვისაუბრებდით... ანდა, ტახტზე წამოგაწვენდი. სხვა
რომ არაფერი, ჩვენთან იქნებოდი... ზოსიმოვიც მოვა... შემოივ-
ლი?
– არა...
– მიჰ-ქა-რ-რ-ავ! – შეუყვირა მოუთმენლად რაზუმიხინმა, –
რა იცი მერე? წინასწარ მაგის თქმა არ შეგიძლია! ამ საქმის არა-
ფერი გაგეგება... ბევრჯერ წავჩხუბებივარ ადამიანს და გვილან-
ძღავს ერთმანეთი, მერე ისევ უკანვე მიმირბენია... შენც შეგ-
რცხვება და უკანვე დაბრუნდები! დაიმახსოვრე, მაშ: პოჩინკოვის
სახლი, მესამე სართული... გესმის?..
– იქნებ, ჩემი ნებართვაც მისცეთ ვინმეს, ბატონო რაზუმიხინ,
ოღონდაც იმ ვიღაცას მადლი უქნათ.
– ვისი, ჩემისა?.. ჩემი!.. მარტო ასეთი ოცნებებისთვისაც კი
ცხვირს მოვამტვრევდი უთუოდ! დაიმახსოვრე... მაშ, პოჩინკოვის
სახლი 47, მოხელე ბაბუშკინის ბინა...
– არ მოვალ, რაზუმიხინ, არა!
შემობრუნდა რასკოლნიკოვი და წავიდა.
– დავნაძლევდეთ, რომ მოხვალ! – მიაძახა რაზუმიხინმა, –
არ იზამ და იცოდე, აღარაფრად აღარ ჩაგაგდებ! მოიცა, შენ აი,
ზამეტოვი აქ არის?
– მანდ არის...
– ნახე?
– ვნახე...
– ელაპარაკე?
– ველაპარაკე...
– რაზე? თუმცა, ეშმაკმა იცის შენი თავი... ნუ მეტყვი, პოჩინ-
კოვის სახლი, 47, ბაბუშკინის ბინა, არ დაივიწყო!
რასკოლნიკოვი ბაღის ქუჩას გაუყვა და კუთხეში შეუხვია. რა-
ზუმიხინი დაფიქრებული გაჰყურებდა. ბოლოს ხელი ჩაიქნია, შე-
ვიდა სახლში, მაგრამ შუა კიბეზე შედგა.
„ეშმაკმა იცის! – განაგრძობდა თითქმის ხმამაღლა, – თით-
ქოს დალაგებით ლაპარაკობს, ისე კი... არა, მეც რომ ტუტუცი
ვარ! განა შეშლილები კი არ ლაპარაკობენ ხოლმე გონივრუ-
ლად? ზოსიმოვს კი, ვგონებ, სწორედ ამისი ეშინია, – და შუბლზე
თითი დაიკრა, – მერე, რომ... არა, მარტო გავუშვი ახლა? ვინ
იცის, თავიც დაიხრჩოს... ეჰ, შევცდი!.. არ შეიძლება!“
უკანვე გამოეკიდა, მაგრამ რასკოლნიკოვი უკვე სადღაც მი-
მალულიყო. რაზუმიხინმა გადააფურთხა და ჩქარი ნაბიჯით ისევ
„ბროლის სასახლისკენ“ გასწია, რომ ზამეტოვისგან რაც შეიძლე-
ბა მეტი გამოეკითხა.
რასკოლნიკოვმა პირდაპირ, ხიდისკენ გასწია. შუა ხიდზე
შედგა მოაჯირთან, ორივე ხელზე დაეყრდნო და შორს დაიწყო
ცქერა. რაზუმიხინთან გამომშვიდობების შემდეგ ისეთი საშინელი
სისუსტე იგრძნო, რომ აქამდე ძლივს მიაღწია. საშინლად მოუნ-
და ქუჩაში სადმე დამჯდარიყო ან წამოწოლილიყო... წყალზე გა-
დაყუდებული და გარინდებული გაჰყურებდა მზის ჩასვლას და
წინ გადაშლილ სახლებს, რომლებსაც თანდათან ჩრდილი ფა-
რავდა, ბინდბუნდი ეხვეოდა. შორს, სადღაც მაღლა, მოჩანდა
მხოლოდ ფანჯარა, რომელიც ჩამავალი მზის უკანასკნელი სხი-
ვით ერთ წამს ცეცხლივით გაელვარებულიყო. ძირს არხში კი
წყალს მუქი ფერი ედებოდა. ყურადღებით აკვირდებოდა ამ
წყალს რასკოლნიკოვი, მაგრამ აგერ თვალებში რაღაც წითელი
წრეები გამოესახა, სახლები, გამვლელ-გამომვლელნი, წყლის
პირის ქუჩები და ეტლები, ყველაფერი აერ-დაერია, აუთამაშდა.
უცებ შეხტა შემკრთალი; რაღაც საძაგელმა, უცნაურმა სანა-
ხაობამ გამოარკვია თითქოს და გულშეღონებისგან იხსნა. რას-
კოლნიკოვმა იგრძნო, რომ მარჯვნივ, მის გვერდით ვიღაც იდგა;
შეხედა – დედაკაცია, მაღალ-მაღალი, თავშლიანი; გაყვითლებუ-
ლი, მოგრძო სახე და სმისგან დაწითლებული, დასივებული თვა-
ლები აქვს. პირდაპირ უცქეროდა რასკოლნიკოვს, მაგრამ ეტყო-
ბოდა, ვერავის არჩევდა და ვეღარაფერს ხედავდა. დედაკაცი უც-
ბად მოაჯირს დაეყრდნო მარჯვენა ხელით, ასწია მარჯვენა ფეხი,
გადასდო მოაჯირზე, მერე მარცხენა და არხში გადაეშვა. შეშხა-
პუნდა ჭუჭყიანი წყალი და მსხვერპლი ჩაყლაპა, მაგრამ ერთი წუ-
თის შემდეგ დამხრჩვალი ისევ ზემოთ ამოაგდო და წყნარად
წაიღო ქვემოთკენ; თავი და ფეხები წყალში ჰქონდა დამალული,
წელი მოშიშვლებული, მისი კაბა კი ბალიშივით წყალს ზემოთ
ამობერილიყო.
– დაიხრჩო! დაიხრჩო! – ყვიროდნენ აქეთ-იქიდან; ყველა
მხრიდან ხალხი მორბოდა, რასკოლნიკოვის გარშემოც ხიდზე
ხალხი მოგროვდა, უკნიდან აწვებოდნენ...
– უი, ჩემს თვალებს, ეს ხომ ჩვენი აფროსინუშკაა! – გაისმა
სადღაც შორიახლოს მტირალი ხმით ქალის ყვირილი – უშვე-
ლეთ! ვინა ხართ ქრისტიანი! გამოიყვანეთ!
– ნავი! ნავი! – ყვიროდნენ ხალხში.
მაგრამ აღარც კი იყო საჭირო: ვიღაც პოლიციელს არხის პი-
რას ჩაერბინა კიბეზე, გაეხადა შინელი, წაღები და წყალში შე-
ვარდნილიყო. დიდი შრომაც არ დასჭირვებია: დამხრჩვალი სულ
ორიოდე ნაბიჯზე მიჰქონდა წყალს. სწვდა პოლიციელი მარჯვენა
ხელით კაბაში, მარცხენა კი ამხანაგის მიერ ნაპირიდან მოწოდე-
ბულ ჭოკს მოჰკიდა და გამოათრიეს. დედაკაცი წყლის პირად
ქვის ფილაქანზე დასდეს. მალე გონსაც მოვიდა, წამოიწია, დაჯ-
და და ფრუტუნსა და ცხვირის ცემინებას მოჰყვა; თან უაზროდ ის-
ვამდა ხელს სველ კაბაზე, მაგრამ არაფერს ამბობდა.
– გამომთვრალა და გახეთქილა, ჩემო ბატონო, გამომთვრა-
ლა! – გასწიოდა ისევ ის დედაკაცი, უკვე აფროსინიუშკას ახლოს,
– წეღან თავის ჩამოხრჩობა უნდოდა, თოკიდან ჩამოვხსენით. მე
დუქანში წავედი, მაგას კი გოგო დავუყენე, ყური რომ ეგდო. აბა,
უყურეთ, რა ცოდვა დატრიალდა! მუშა დედაკაცია, ჩვენსავით უბ-
რალო, მეზობლად ვცხოვრობთ, ბოლოდან მეორე სახლია, აი,
აქვე...
ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა, პოლიციელები კი ისევ დედა-
კაცს ეხვეოდნენ. ვიღაცამ „კანტორა“ წამოიყვირა... რასკოლნი-
კოვი კი ყველაფერ ამას გულგრილად და უგრძნობლად უყურებ-
და. უცბად შეეზიზღა კიდეც თითქოს – „არა, არა, საძაგლობაა...
წყალში... არ ღირს, – დუდღუნებდა თავისთვის, – არ იქნება,
არა, – დასძინა, – რას ვუცდი, ნეტავ! რაო, კანტორაო?.. მერე,
ზამეტოვი რატომ არ არის კანტორაში? ათ საათზე კანტორა
ღიაა ხოლმე...“ – ზურგით მოაჯირს მიეყრდნო და გარშემო
მიიხედ-მოიხედა.
„მერე რაო! იქნებ ასეც იყოს!“ – წარმოთქვა მტკიცედ, ხიდი-
დან დაიძრა და პირდაპირ კანტორისკენ გასწია. გული დახშობო-
და, არას უგრძნობდა; ფიქრი კი სულ არ უნდოდა. სევდამაც
გაუარა; წეღანდელი მხნეობის მსგავსი ნიშანწყალიც აღარ ეტყო-
ბოდა, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა, „ყველაფერი გაეთავები-
ნა!“, – ამის ადგილი სრულმა გულგრილობამ დაიკავა.
„რა ვუყოთ, ესეც ხსნაა! – ფიქრობდა იგი და ნელ-ნელა,
ზლაზვნით მიდიოდა არხის პირად, – მაინც დავასრულებ, იმი-
ტომ, რომ ასე მინდა... მაგრამ განა მართლაც ხსნა არის ეს?.. ეჰ,
სულერთია! ადლი მიწა და მორჩა! ბოლოც ასეთი უნდა!.. ნუთუ
ბოლოა ეს?.. ვეტყვი თუ არა მათ, ნეტავ? ეჰ... ჯანდაბას!.. დავი-
ღალე; მალე მაინც დავჯდე სადმე ან მივწვე!.. ყველაზე სამარ-
ცხვინო კი ის არის, რომ საშინელი ბრიყვული რაღაცაა. მაგრამ
აღარც ამას დავეძებ. ფუჰ, რა სისულელე აღარ მომდის თავში...“
ასე პირდაპირ უნდა ევლო კანტორისკენ და მხოლოდ
მეორე შესახვევში შებრუნებულიყო მარცხნივ: აქედან კი სულ რა-
ღაც ორიოდე ნაბიჯიღა იყო, მეტი არა. მაგრამ მივიდა თუ არა
პირველ შესახვევთან, შედგა, იფიქრა ცოტა ხანს და უცბად სხვა
მხარეს შეუხვია, რომ ორი ქუჩით შემოევლო, – იქნებ სრულიად
უმიზეზოდაც, მაგრამ იქნებ იმისთვისაც, რომ რამდენიმე წუთით
კიდევ დაეგვიანებინა და დრო მოეგო. მიდიოდა და მიწას თვალს
არ აშორებდა. უცბად, თითქოს ვინმემ ყურში ჩასჩურჩულაო, თავი
ასწია და დაინახა, რომ იმ სახლის ალაყაფის კართან დგას. იმ
საღამოს შემდეგ ჯერ აქეთ აღარ გაუვლია.
რაღაც უძლეველი და გაუგებარი სურვილი იტაცებდა იქით.
შევიდა სახლში, გაიარა მთელი ეზო, მიუხვია მარჯვნივ და ნაც-
ნობი კიბით მეოთხე სართულს აუყვა. ვიწრო და დაქანებულ კიბე-
ზე საშინლად ბნელოდა. კიბის ყველა მოსახვევზე დგებოდა და
ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა იქაურობას. პირველი სარ-
თულის დერეფანში ფანჯრის ჩარჩო ჩამოეხსნა, – „მაშინ ასე არ
იყო“, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა. აი, მეორე სართულის ბინაც,
სადაც მაშინ მიკოლაშკა და მიტკა მუშაობდნენ: „დაკეტილია; კა-
რიც ახლახან შეუღებავთ; ეტყობა, აქირავებენ“. აი, მესამე სარ-
თულიც... აგერ მეოთხეც... „აქ არის!“ აღარ იცოდა, რა ექნა: კა-
რი ბოლომდე ღია იყო, შიგნიდან ლაპარაკი ისმოდა; ამას კი
სწორედ არ მოელოდა. პატარა ხანს შეყოყმანდა, მაგრამ აიარა
უკანასკნელი საფეხურებიც და ბინაში შევიდა...
აქაც აახლებდნენ ბინას; მუშაობდნენ; ცოტა არ იყოს, გაიოცა
თითქოს. რატომღაც ეგონა, ვითომ ყველაფერს იმავენაირად ნა-
ხავდა, როგორც მაშინ დატოვა იქაურობა.... ახლა კი, კედლები
მოეშიშვლებინათ, აღარავითარი ავეჯი აღარ მოჩანდა, ეუცხოვა
როგორღაც!.. მივიდა ფანჯარასთან და რაფაზე ჩამოჯდა.
სულ ორი კაცი მუშაობდა, ორივე ახალგაზრდა, თუმცა ერთ--
ერთი მათგანი უფრო ახალგაზრდა იყო. ძველი, ყვითელი, დაგ-
ლეჯილი შპალერის ნაცვლად, კედელზე ახალ, ლურჯყვავილე-
ბიან თეთრ შპალერს აკრავდნენ. რასკოლნიკოვს რატომღაც არ
მოეწონა ეს და მტრულად დაუწყო ყურება, თითქოს ენანება,
რომ ყველაფერი ასე შეუცვლიათო.
მუშებს, ეტყობოდა, დაჰგვიანებოდათ და საჩქაროდ ახვევ-
დნენ ქაღალდს, შინისკენ წასვლა მოეწადინებინათ. რასკოლნი-
კოვისთვის თითქმის ყურადღება არ მიუქცევიათ. რასკოლნიკოვ-
მა გულხელი დაიკრიფა და ყური მიუგდო...
– მოვიდა დილაადრიან ჩემთან, – ეუბნებოდა უფროსი მუშა
უმცროსს, – სისხამ დილით, მორთულ-მოპრანჭული. „რას
მენაზები-მეთქი, ვუთხარი, რას მეპრანჭები-მეთქი?“ – „მეო, ტოტ
ვასილიჩ, მინდა დღეიდან შენი სურვილის მონა ვიყოო“, – მით-
ხრა. ხედავ, როგორაა საქმე?! ახლა, ჩაცმული როგორი იყო,
რომ იცოდე: ნამდვილი ჟურნალი გეგონებოდა!
– მერე, რა არის ეგ ჟურნალი თუ რაღაცა, ჰა, ძია? –
დაეკითხა უმცროსი მუშა.
ეტყობოდა, „ძია“ მისი ხელმძღვანელი და მასწავლებელი
იყო.
– ჟურნალი, ჩემო ძმაო... ფერადი ნახატებია, აქაურ მკერა-
ვებს ფოსტით მოსდით ყოველ შაბათს უცხოეთიდან; შიგ ნაჩვენე-
ბია, კაცებს ან ქალებს როგორ უნდა ეცვათ...
კაცებს სულ პალტოებითა და სერთუკებით ხატავენ, ქალებს
კი ისე აჭრელებენ, ძმაო, თუნდ ქვეყნის სიმდიდრე გაიღო, მაინც
ცოტაა!
– ჰეი, რა არ არის ამ პიტერში! – შესძახა უმცროსმა მუშამ, –
დედ-მამის მეტი ყველაფერია!
– მაგის მეტი, ჩემო ძმაო, ყველაფერია, – დაუდასტურა უფ-
როსმა.
რასკოლნიკოვი წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა, სადაც
წინათ სკივრი, საწოლი და კამოდი ედგა ბებრუხანას; ძალიან
მომცროდ ეჩვენა უავეჯო ოთახი. შპალერი კი ჯერ ისევ ძველი
ეკრა; კუთხეში შპალერს მკაფიოდ აჩნდა, ხატები სად ესვენა.
მიათვალიერ-მოათვალიერა და ისევ ფანჯარასთან მივიდა, ჩა-
მოჯდა... უფროსმა მუშამ უცებ გადახედა.
– რაო, რა გინდათ? – დაეკითხა უცბად რასკოლნიკოვს.
პასუხის ნაცვლად, რასკოლნიკოვი დერეფანში გავიდა, წაავ-
ლო ზარს ხელი და ჩამოაწკარუნა. ისევ ის ზარი და იგივე ხმა
იყო! ჩამოჰკრა მეორედ, მესამედ; თან ყურს უგდებდა, რაღაცას
იგონებდა. თანდათან ცოცხლად და მკაფიოდ აგონდებოდა ის
საზარელი, მტანჯველი გრძნობა. რამდენსაც ჩამოჰკრავდა, იმ-
დენჯერ შეკრთებოდა, მაგრამ სულ მეტსა და მეტ სიამოვნებას
განიცდიდა.
– მაინც, რა გინდათ? ვინ ხართ? – შეუყვირა მუშამ და დერე-
ფანში გავიდა.
– ბინა მინდა ვიქირავო, – უპასუხა რასკოლნიკოვმა, – ვსინ-
ჯავ.
– ბინას ღამე ვინ ქირაობს; თანაც მეეზოვე უნდა ამოგეყვა-
ნათ.
– იატაკი კარგად გარეცხეთ? უნდა შეღებოთ, არა? – განაგ-
რძობდა რასკოლნიკოვი, – სისხლი ხომ არსად ატყვია?
– რა სისხლი?
– აი, ბებრუხანა და იმისი და რომ დახოცეს. მთელი გუბე იდ-
გა თურმე აქ.
– მერე რაო, შენ ვინ ხარ? – დაუყვირა შეშფოთებულმა მუ-
შამ.
– მე?
– ჰო, შენ.
– გინდა, გაიგო?.. კანტორაში წავიდეთ და იქ გეტყვი, ვინცა
ვარ.
მუშები გაშტერებული შეჰყურებდნენ.
– დროა, წავიდეთ, დავიგვიანეთ. წამო, ალიოშკა, კარი უნდა
დავკეტო, – თქვა უფროსმა მუშამ.
– წავიდეთ, – უპასუხა რასკოლნიკოვმა გულგრილად და წინ
გავიდა, კიბეზე ნელა დაეშვა, – ჰეი, მეეზოვევ! – შეჰყვირა ეზოს
შესასვლელიდან.
სახლთან ახლოს რამდენიმე კაცი იდგა და გამვლელ--
გამომვლელს უყურებდა. ესენი იყვნენ: ორი მეეზოვე, ვიღაც დე-
დაკაცი, ხალათიანი მდაბიო მოქალაქე და კიდევ ორიოდე ვი-
ღაც. რასკოლნიკოვმა პირდაპირ მათკენ გასწია.
– რა გინდათ? – გამოეხმაურა ერთ-ერთი მეეზოვეთაგანი.
– კანტორაში იყავი?
– ეს-ეს არის, ახლა მოვდივარ იქიდან. რა გინდათ?
– არის ვინმე იქ?
– არიან.
– თანაშემწეც იქ არის?
– იყო, მერე რა გინდათ?
რასკოლნიკოვს აღარაფერი უთქვამს, იდგა მათ გვერდით
და რაღაცას ფიქრობდა.
– ბინის სანახავად იყო, – მიუგო უფროსმა მუშამ, რომელიც
ის-ის იყო, ეზოდან გამოვიდა.
– რომელი ბინის?
– აი, ჩვენ რო ვმუშაობთ, იმისი. „სისხლი რად გადარეცხე-
თო? აქ ხალხი დახოცეს და მოვედი, რომ ვიქირაოო“. ზარსაც
დაუწყო რეკვა, კინაღამ ჩამოწყვიტა. კანტორაში წავიდეთ, ყვე-
ლაფერს დაგიმტკიცებთო, არ მოგვეშვა!
მეეზოვე გაკვირვებული და თან წარბშეკრული შეჰყურებდა
რასკოლნიკოვს.
– ვინ ხართ თქვენ, არ იტყვით? – შეუყვირა უფრო მრისხა-
ნედ.
– მე ვარ როდიონ რომანიჩ რასკოლნიკოვი, ნასტუდენტარი,
შილის სახლში ვცხოვრობ, ქუჩის შესახვევში, აქედან შორს არ
არის... მეეზოვეს ჰკითხე... მიცნობს.
ყველაფერი ეს რასკოლნიკოვმა როგორღაც უსიცოცხლოდ
წარმოთქვა, ჩაფიქრებულმა, არც კი შეუხედავს არავისთვის, ისე
გაჰყურებდა ჩამობნელებულ ქუჩას.
– მერე, იმ ბინაში რა გინდოდათ?
– გავსინჯე.
– რა იყო გასასინჯი?
– წაიყვანე და კანტორაში წარადგინე!.. – ჩაერია ლაპარაკში
მოქალაქე და გაჩუმდა.
რასკოლნიკოვმა დაუბღვირა მთქმელს, ყურადღებით შეხედა
და ისევ ისე უსიცოცხლოდ და წყნარად წარმოთქვა:
– წავიდეთ!
– წაიყვანე და ეს არის! – გაუმეორა გამხნევებულმა მოქალა-
ქემ, – რად და რისთვის მოვიდა, ან ფიქრად რა აქვს, იქ
გაიგებთ.
– მთვრალია თუ... – ჩაიბურტყუნა მუშამ.
– მაინც რა გინდათ? – დაუყვირა კვლავ გულმოსულმა
მეეზოვემ, – რას ჩამოგვკიდებიხარ?
– ნუთუ შეგეშინდა, კანტორა რომ გიხსენე? – უპასუხა დაცინ-
ვით რასკოლნიკოვმა.
– რისი უნდა შემშინებოდა? რას ჩამციებიხარ?
– წუპაკია ვიღაც! – შენიშნა დედაკაცმა.
– რას ელაპარაკები, – დაუყვირა მეორე მეეზოვემ, ზორბა
ტანის კაცმა, რომელსაც ჯუბა გადაეღეღა და ქამარზე გასაღებე-
ბი ჰქონდა ჩამოკიდებული, – წაეთრიე!.. მართლაც წუპაკია ვი-
ღაც... წაეთრიე!..
მხარში ხელი ჩაავლო და ქუჩაში გაუძახა. რასკოლნიკოვმა
წაიბორძიკა, მაგრამ არ წაქცეულა, გასწორდა, ჩუმად გადახედა
იქვე მდგომთ და გასწია.
– უცნაური ვიღაც კია! – ჩაილაპარაკა მუშამ.
– სწორედ რომ ვეღარ იცნობ ადამიანებს, ისე გაუცნაურდნენ,
– დაუდასტურა დედაკაცმა.
– მაინც ურიგო არ იქნებოდა, კანტორაში წაგეყვანათ, – დას-
ძინა მოქალაქემ.
– არ ღირდა აყოლა, – გააწყვეტინა ზორბა მეეზოვემ, – ეტ-
ყობა, წუპაკი ვინმეა! თვითონვე აგვეკვიატა... ხომ ნახეთ... მაგ-
რამ, აბა აჰყოლოდით, თავიდან ვეღარც მოვიშორებდით... ვიც-
ნობთ მათ... ვიცით, რა შვილებიც არიან!..
„წავიდე თუ არა?“ – ფიქრობდა რასკოლნიკოვი, შუაგულ ქუ-
ჩაში გზაჯვარედინზე იდგა და თან გარშემო იხედებოდა, თითქოს
გადამწყვეტ სიტყვას მოელის ვინმესგანო. მაგრამ არსაიდან პა-
სუხი არ ჩანდა. მისთვის ყოველივე უტყვი და მკვდარი იყო იმ
ქვებივით, რომლებზედაც იგი ახლა იდგა... ქუჩის ბოლოში, ბინ-
დბუნდში ბრბო შენიშნა; ხმაური და ყვირილი მოესმა... ბრბოს
შუაგულში ეტლს მოჰკრა თვალი... ქუჩის შუაგულში სინათლე გა-
მოკრთა: „რა უნდა იყოს?“... – რასკოლნიკოვმა მარჯვნივ შეუხვია
და ბრბოსკენ გასწია... შემდეგ გესლიანად გაეცინა, თუმცა ნამ-
დვილად გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ახლავე კანტორაში მივი-
დოდა და ამ ყოველივეს ბოლოს მოუღებდა...

VII

ქუჩის შუაგულში ვიღაცის მდიდრული ეტლი იდგა, რომელ-


შიც წყვილი ლეგა ფიცხი ცხენი ება; შიგნით მჯდომი არავინ ჩან-
და, თვითონ მეეტლეც კოფოდან ჩამოსულიყო და ცხენს გვერ-
დით ედგა; გარშემო უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, ყველაზე
წინ პოლიციელები იდგნენ. ყველანი ლაპარაკობდნენ, ყვიროდ-
ნენ, ვიშვიშებდნენ; მეეტლე კი გაშტერებული იდგა და დროდად-
რო იმეორებდა:
– რა უბედურებაა! ღმერთო, რა საცოდაობა მოხდა!
როგორც იქნა, რასკოლნიკოვი გაძვრა ხალხში და დაინახა,
რას შეეშფოთებინა და აეღელვებინა ასე იქ თავშეყრილები.
ძირს ეგდო ცხენებისგან გათელილი, გრძნობადაკარგული, ღა-
რიბულად, მაგრამ „კეთილშობილურად“ ჩაცმული ადამიანი და
სისხლში ცურავდა; პირისახესა და თავიდან სისხლი სდიოდა. სა-
ხე მთლად დაჭეჭყილი და დამახინჯებული ჰქონდა.
– ეს რა დაემართა ამ უბედურს! – მოთქვამდა მეეტლე, – და-
ვუყვირე ერთხელ, ორჯერ... მე სულ ნელა მიმყავდა ეტლი. ყვე-
ლა ხედავდა, თორემ აი, ხალხი; გამამტყუნონ, თუ ვტყუი. ვხედავ,
ქუჩაზე გადადის, ბარბაცებს, ლამის არის, დაეცეს, – კიდევ და-
ვუყვირე ერთხელ, მეორედ... გაუხედნავი ცხენებია, მფრთხალები
არიან, – გაიწიეს; გაიწიეს და დაიყვირა. დაიყვირა და უარესად
დაფრთხნენ... ჰოდა, ასეთი უბედურებაც დატრიალდა.
– ასე იყო, მართალია! – გაისმა ვიღაც მოწმის ხმა ბრბოში.
– სამჯერ დაუყვირა სწორედ, ყველამ გავიგონეთ! – შესძახა
მესამემ. მაგრამ მეეტლე დიდად დანაღვლიანებული და შეშინე-
ბული არ ჩანდა. ეტყობოდა, ეტლი ვინმე შეძლებული კაცის იყო
და უთუოდ დაბარებული ჰყავდა, უცდიდა სადმე. პოლიციელები,
რა თქმა უნდა, ცდილობდნენ როგორმე მოეგვარებინათ საქმე.
დასახიჩრებული უნდა წაეყვანათ პოლიციის განყოფილებასა და
შემდეგ საავადმყოფოში. მაგრამ სახელი და ვინაობა არავინ
იცოდა.
სწორედ ამ დროს რასკოლნიკოვი უფრო ახლოს მივიდა ეტ-
ლთან. ფარანმა უცბად გააშუქა დაშავებულის სახე: იცნო, ვინც
იყო.
– მე ვიცნობ, მე ვიცნობ! – შეჰყვირა რასკოლნიკოვმა და წინ
წაიწია, – სამსახურის გარეშე მყოფი მოხელეა, ტიტულიანი სვეტ-
ნიკი მარმელადოვი! აქვე ცხოვრობს, მახლობლად, კოზელის
სახლში... ჩქარა, ექიმი! ფულს მე გადავიხდი!
ჯიბიდან ფული ამოიღო და პოლიციელს დაანახვა. რასკოლ-
ნიკოვი საშინლად იყო აღელვებული.
გაუხარდათ პოლიციელებს, რომ დაშავებულის ვინაობა შე-
იტყვეს. რასკოლნიკოვმა მაშინვე თავისი ვინაობაც აცნობა, მისა-
მართი მისცა და ცდილობდა, რომ გრძნობადაკარგული მარმე-
ლადოვი საჩქაროდ შინ წაეყვანათ.
– აი, აქვეა, მესამე სახლია, – ფაციფუცობდა იგი, – კოზელის
სახლში დგას, მდიდარი გერმანელის სახლში... უთუოდ მთვრა-
ლი იყო და შინ მიდიოდა. ვიცნობ... ლოთია... ოჯახობა ჰყავს,
ცოლი, შვილები, ქალიც ჰყავს ერთი. საავადმყოფოში წაყვანას
შინ სჯობია, აქვეა და ექიმსაც ალბათ იმავე სახლში ვიშოვით! მე
მივცემ ფულს, მე გადავიხდი!.. რაც უნდა იყოს, სხვა არის, ში-
ნაურები მოუვლიან; მალე უშველიან, თორემ საავადმყოფომდე,
ვინ იცის, კიდეც მოკვდეს.
შეუმჩნევლად პოლიციელს ფულიც კი ჩაუდო ხელში. აშკარა
იყო და კანონიერიც: უფრო მალე დაეხმარებოდნენ. დაშავებული
ასწიეს და წაიყვანეს. მალე დამხმარენიც გამოჩნდნენ. კოზელის
სახლი სულ რაღაც ოცდაათი ნაბიჯით იყო დაშორებული. რას-
კოლნიკოვი უკან მისდევდა, ცალ ხელს ფრთხილად აშველებდა
მარმელადოვის თავს, რომ არ განძრეულიყო, და გზას უჩვენებ-
და.
– აქეთ მოიყვანეთ, აქეთ! კიბეზე თავით უნდა ავიყვანოთ, მო-
აბრუნეთ... ჰო, ასე, ფულს მე მოგცემთ, მე გადაგიხდით მადლო-
ბას, – ბუტბუტებდა რასკოლნიკოვი.
კატერინა ივანოვნა, როგორც კი თავისუფალ დროს იხელ-
თებდა, ჩვეულებისამებ მაშინვე თავის ვიწრო ოთახში იწყებდა
ხოლმე წინ და უკან, ფანჯრიდან ღუმლამდე, გულხელდაკრეფით
სიარულს. ასე დადიოდა ხოლმე, თან თავის თავს ელაპარაკებო-
და და ახველებდა. ბოლო დროს კი უხშირა აგრეთვე ლაპარაკს
თავის უფროს, ათი წლის ქალ პოლენკასთან. მართალია, პო-
ლენკას ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ესმოდა, მაგრამ ის კი იგრძნო,
რომ დედისთვის საჭირო იყო. თავის გონიერ, დიდრონ თვალებს
ერთგულად მიაშტერებდა ხოლმე დედას, ვითომ ყველაფერი ეს-
მოდა. პოლენკა ამჟამად თავის უქეიფოდ მყოფ უმცროს ძმას
ხდიდა ტანთ, რომ დაეძინებინა. სანამ პერანგს გამოუცვლიდნენ,
რომელიც იმ ღამესვე უნდა გაერეცხათ, პატარა ჩუმად და უძრა-
ვად იჯდა სკამზე და წყვილად შეტყუპებული შიშველი ფეხები წინ
გაეშვირა. ტუჩები გამოებერა, თვალები დაეჭყიტა და გაუნძრევ-
ლად უგდებდა ყურს დედის ლაპარაკს პოლენკასთან, როგორც
ჭკვიანმა ბავშვებმა იციან ხოლმე, სანამ ტანთ გახდიან და დასა-
ძინებლად დააწვენენ. უფრო პატარა, ძონძებში გამოხვეული გო-
გო ფარდასთან იდგა და თავის რიგს უცდიდა. კიბეზე გამოსას-
ვლელი კარი ღია იყო, რომ სხვა მდგმურების ოთახიდან გამომა-
ვალი თამბაქოს ბოლი ცოტათი მაინც გაფანტულიყო და საბრა-
ლო ჭლექიანი ქალი ხშირსა და მძიმე ხველას ისე არ ეტანჯა. კა-
ტერინა ივანოვნა თითქოს ძალიან გამხდარიყო ამ ერთი კვირის
განმავლობაში და ლაქები ღაწვებზე უფრო წითლად და მკაფი-
ოდ მოუჩანდა.
– არც დაიჯერებ და ვერც წარმოიდგენ, პოლენკა, – ეუბნებო-
და კატერინა ივანოვნა გოგონას და თან ოთახში ბოლთას სცემ-
და, – როგორ მხიარულად და მდიდრულად ვცხოვრობდით მა-
მასთან; ამ ლოთმა კი როგორ დაგვღუპა ყველა, მეც და თქვენც!
მამაჩემი საერო პოლკოვნიკი იყო და თითქმის გუბერნატორიც;
სულ რაღაც ერთი ნაბიჯიღა აკლდა გუბერნატორობამდე; ასე
რომ, ბევრნი დაიარებოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „ისე გიყუ-
რებთ უკვე, ივან მიხაილიჩ, როგორც ჩვენს გუბერნატორსო“. ო,
დაწყევლილო სიცოცხლევ! – შეჰყვირა უცებ კატერინა ივანოვ-
ნამ, თან ნახველი გადმოაფურთხა და გულზე ხელი იტაცა, – რო-
დესაც... ეჰ, უკანასკნელ ბალზე... დამინახა კნეინა ბეზემელნაიმ,
პოლია – მაშინვე უკითხავს: „ის ხომ არ არის ეს მშვენიერი გო-
გონა, კურსის დასრულებისას შალმოხვეული რომ ცეკვავდაო?“...
– პოლია, – უცებ მიაშტერა თვალი გოგონას პერანგს, – გაგხევი-
ა... აიღებ ნემსს და ახლავე ამოკემსავ... ისე, როგორც გასწავ-
ლე, თორემ ხვალ... ხვალ უარესად გაგეხევა, – წამოიყვირა გუ-
ლამოვარდნილმა, – ჰო, რას ვამბობდი?.. ის-ის იყო პეტერბურ-
გიდან მაშინ ჩამოვიდა კამერიუნკერი თავადი შჩეგოლსკოიც...
იცეკვა ჩემთან მაზურკა და თურმე მეორე დღესვე უნდოდა ცო-
ლობა ეთხოვა; მაგრამ მევე დავასწარი, მადლობა გადავუხადე
მეტად თავაზიანად და გამოვუცხადე, რომ დიდი ხანია სხვას
ეკუთვნოდა ჩემი გული. ეს სხვა კი მამაშენი იყო, პოლია... პო-
ლია, წყალი მზად გაქვს?.. აბა, მოიტა პერანგი; წინდები სადღა-
ა?.. ლიდია, – მიუბრუნდა პაწიას, – ამაღამ ასე უპერანგოდ გეძი-
ნოს, არა უშავს... წინდებიც მანდვე დააწყვე... ყველაფერს ერთად
დავრეცხავ... ეს ლოთი რატომ აღარ მოდის ნეტავ? პერანგი ლა-
მის ზედ შემოეფლითოს... ჯობდა ეგეც ახლა დამერეცხა... ღმერ-
თო... – ხველა აუტყდა, – რა ამბავია? – შეჰყვირა და დერეფანში
გამოჩენილ ხალხს გახედა, რომელთაც რაღაც მოჰქონდათ
ოთახისკენ, – რა არის? რა მოაქვთ? ღმერთო!
– სად დავაწვინოთ? – კითხულობდა პოლიციელი და თან
გარშემო იყურებოდა, რომ გრძნობადაკარგული და გასის-
ხლიანებული მარმელადოვი დაეწვინათ.
– ტახტზე! ტახტზე! დააწვინეთ! აი, ასე, თავი აქეთ უყავით, –
უჩვენებდა რასკოლნიკოვი.
– ქუჩაში ეტლმა გადაუარა, მთვრალი იყო! – დაიძახა ვიღა-
ცამ დერეფნიდან.
კატერინა ივანოვნა გაფითრებული იდგა და ძლივსღა სუნ-
თქავდა. ბავშვებიც შეშინებულები იყვნენ. პატარა ლიდიამ მაშინ-
ვე პოლენკას მიაშურა ყვირილით, მოხვია ხელები და მთლად
კანკალმა აიტანა.
დააწვინეს თუ არა მარმელადოვი, რასკოლნიკოვი მაშინვე
კატერინა ივანოვნას ეცა.
– ღვთის გულისთვის, დამშვიდდით, ნუ შეშინდებით! – ამბობ-
და სხაპასხუპით, – ქუჩაში გადადიოდა და ეტლმა გადაუარა; ნუ
წუხხართ, მობრუნდება, მე ვუბრძანე, აქ მოეყვანათ... გახსოვთ,
ერთხელ ვიყავი თქვენთან... მობრუნდება; ფულს მე გადავიხდი.
– ხომ აგიტანა წერამ?! – შეჰყვირა სასოწარკვეთით კატერი-
ნა ივანოვნამ და ქმრისკენ გაქანდა.
რასკოლნიკოვმა იმავ წამს შენიშნა, რომ კატერინა ივანოვნა
სხვა სუსტ დედაკაცებს არაფრით ჰგავდა და მათსავით მაშინვე
გული არ შეუღონდებოდა. უცბად თავქვეშ ბალიში გაუჩნდა უბე-
დურს, რაც სხვას არავის მოჰგონებია; კატერინა ივანოვნამ გახდა
დაუწყო დასისხლიანებულს, თან სინჯავდა და გაფაციცებით დას-
ტრიალებდა თავს, გულიდან ამოსახეთქად გამზადებულ ტირილს
და აცახცახებულ ტუჩებს ძალით იმაგრებდა; თავი მთლად დავიწ-
ყებოდა.
რასკოლნიკოვმა კი ამ დროს კაცი გაგზავნა ექიმის მოსაყვა-
ნად, რომელიც იქვე, მეორე სახლში მდგარიყო.
– ექიმსაც დაუძახებენ, – უმეორებდა რასკოლნიკოვი კატერი-
ნა ივანოვნას, – ნუ წუხხართ, ფულს მე გადავიხდი, წყალი არ
არის?.. ხელსაწმენდი ან პირსახოცი მომეცით ჩქარა; არავინ
იცის ჯერ, როგორ არის დაშავებული... დაშავებულია და არა
მკვდარი, მერწმუნეთ.. ვნახოთ, ექიმი რას იტყვის!
კატერინა ივანოვნა ფანჯრისკენ გაქანდა. აქ, კუთხეში, ჩამ-
ტვრეულ სკამზე, თიხის თასით წყალი ედგა, რომ ბავშვებისა და
ქმრის საცვალი ღამე დაერეცხა. იქამდე მიაღწია ბოლო დროს
იმათმა გაჭირვებამ, რომ ოჯახის ყოველ წევრს მხოლოდ თითო
ხელი საცვალიღა ჰქონდა. რაკი თვითონ სისუფთავის დიდი მოყ-
ვარული იყო, ამიტომ არჩევდა, ისევ ღამღამობით ეწვალა და
ისე ერეცხა ქმარ-შვილის საცვლები, ოღონდ სუფთად ყოფილიყ-
ვნენ. ამიტომაც კვირაში ორჯერ, ზოგჯერ კი უფრო ხშირადაც, სა-
რეცხი ჰქონდა ხოლმე და სველ საცვლებს ღამევე აშრობდა შინ
გაბმულ თოკზე. თასს ხელი წაავლო და უნდოდა რასკოლნიკო-
ვისთვის მიეტანა, მაგრამ კინაღამ იქვე დაეცა, ვეღარ შეძლო.
რასკოლნიკოვმა უკვე იპოვა პირსახოცი, დაასველა წყლით და
დაუწყო მარმელადოვს გასისხლიანებული სახის წმენდა. კატერი-
ნა ივანოვნაც იქვე იდგა, გულზე მიედო ხელი და ძლივსღა სუნ-
თქავდა. ახლაღა მიხვდა რასკოლნიკოვი, რომ სახლში არ უნდა
ამოეყვანა მარმელადოვი. პოლიციელიც გაშტერებული იდგა.
– პოლია! – დაუძახა კატერინა ივანოვნამ, – ჩქარა, სონიას-
თან მიირბინე! თუ შინ არ დაგხვდეს, უთხარი, მამა ცხენებმა
გაიტანეს-თქო, და როგორც კი შინ მივა, მაშინვე წამოვიდეს...
აბა, ჩქარა! აჰა, შალი მოიხვიე თავზე!
– ლაც სეგიძლია, მალე გაიქე!.. – მიაძახა უცბად სკამზე
მჯდომმა პატარა ბიჭმა და გაჩუმდა. ფეხები ისევ წინ წამოსწია და
პატარა თვალები დაჭყიტა.
ოთახი ისე გაივსო ხალხით, ნემსი აღარსად ჩავარდებოდა.
პოლიციელები წავიდ-წამოვიდნენ; დროებით დარჩა მხოლოდ
ერთი, რომელიც შეკრებილ ხალხს კიბიდან ერეკებოდა; სამა-
გიეროდ, ლიპევეხზელის შიდა ოთახებიდან თითქმის ყველა
მდგმურმა აქ მოიყარა თავი. პირველად ჯერ კარში იყურებოდ-
ნენ, მერე კი უცბად იხუვლეს და ოთახში შემოცვივდნენ. კატერი-
ნა ივანოვნა გაცეცხლდა.
– ნეტავი მოსვენებით სიკვდილს მაინც აღირსებდეთ ადამი-
ანს! – შეჰყვირა ოთახში შემოსულთ, – წარმოდგენაა, თუ რა
არის? პაპიროსებიც რომ უჭირავთ ხელში!.. არა, ქუდებითაც შე-
მობრძანდით ბარემ... აგერ, აკი ახურავს კიდეც ერთს!.. გაეთრი-
ეთ აქედან!.. მკვდრის პატივისცემა მაინც გქონდეთ!
ხველამ კინაღამ დაახრჩო, მაგრამ გაჯავრებამ კი გაჭრა. ეტ-
ყობა, ეშინოდათ კიდეც კატერინა ივანოვნასი; მდგმურები ნელ--
ნელა უკანვე გავიდნენ იმ უცნაური შინაგანი კმაყოფილებით, რო-
მელიც თვით ახლობელთა შორისაც კი იჩენს ხოლმე თავს მოყ-
ვასთან მოულოდნელი უბედურების დროს და რომელიც უნებუ-
რად მუდამ თან სდევს ყოველ ადამიანს, თუნდაც გულწრფელად
თანაუგრძნობდეს და ებრალებოდეს კიდეც უბედურების მსხვერ-
პლი.
კარს უკან საავადმყოფოს ახსენებდნენ, თან იძახდნენ, შინ
არ უნდა მოეყვანათ და ხალხი არ შეეწუხებინათო.
– როგორ, სიკვდილიც კი არ შეიძლება შინ? – კვლავ გაჰ-
კიოდა კატერინა ივანოვნა და ის იყო კარს უნდა სცემოდა და გა-
მოეღო, რომ თავისი გულისწყრომა გადმოენთხია, სწორედ ამ
დროს თვითონ ქალბატონ ლიპევეხზელს შეეფეთა. დიასახლისს
გაეგო, უბედურება დატრიალდაო და მოდიოდა, რათა წესი და
რიგი აღედგინა. ძალიან აშარი და ურიგო გერმანელი ქალი იყო
ქალბატონი ლიპევეხზელი.
– ოჰ, ღმერთო ჩემო! – ხელი ხელს შემოჰკრა, – თქვენი ქმა-
რი ცხენმა გათელა. საავადმყოფოში ჩქარა! დიასახლისი ვარ!
– ამალია ლუდვიგოვნა! გთხოვთ გაიხსენოთ... – დაუწყო კა-
ტერინა ივანოვნამ მედიდურად (დიასახლისს მუდამ ამ კილოთი
ელაპარაკებოდა, რომ მას თავისი ვინაობა არ დავიწყებოდა;
ამიტომაც არც ახლა უნდოდა მოჰკლებოდა ამ სიამოვნებას), –
ამალია ლუდვიგოვნა...
– წინათაც რამდენჯერმე გითხარით, ამალია ლუდვიგოვნა
აღარ დამიძახოთ-მეთქი; ამალია ივანოვნა და არა ლუდვიგოვნა!
– ამალია ლუდვიგოვნა ხარ და არა ამალია ივანოვნა, თა-
ნაც, რაკი ამ გაიძვერა მლიქვნელებს არ ვგავარ, როგორიც ბა-
ტონი ლებეზიატნიკოვია, რომელიც ახლა კარს უკან იცინის (ამ
დროს კარს უკან მართლაც გაისმა სიცილი და წამოძახილი: „ეც-
ნენ“), მუდამ ამალია ლუდვიგოვნას დაგიძახებთ, თუმცა ვერ გამი-
გია სწორედ, რად არ მოგწონთ ეს სახელი. ხომ ხედავთ, რა
დაემართა სემიონ ზახარიჩს... კვდება. გთხოვთ, ახლავე დაკე-
ტოთ ეგ კარი და აღარავინ შემოუშვათ. სიკვდილი მაინც დააცა-
დეთ მშვიდობიანად. გარწმუნებთ, თუ ასე არ მოიქცევით, ხვალვე
თქვენს საქციელს გენერალ-გუბერნატორს ვაცნობებ. თავადი
ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას მიცნობდა და სემიონ ზახარიჩსაც
მოწყალედ ეპყრობოდა. ყველამ კარგად იცის, რომ სემიონ ზახა-
რიჩსაც მრავალი მეგობარი მფარველი ჰყავს, რომლებსაც, რაკი
თავისი უბედური „სისუსტე“ იცოდა, კეთილშობილური სიამაყის
გამო თვითონვე ჩამოშორდა, მაგრამ აი, ახლაც (რასკოლნიკოვ-
ზე მიუთითა) ეს დიდსულოვანი ახალგაზრდა გვიშველის, რო-
მელსაც შეძლებაც აქვს და ნაცნობებიც ჰყავს; სემიონ ზახარიჩი
პატარაობიდანვე იცნობდა... მერწმუნეთ, ამალია ლუდვიგოვნა...
ყველაფერი ეს სხაპასხუპით წარმოთქვა კატერინა ივანოვ-
ნამ, მაგრამ ხველამ შეაჩერებინა მჭევრმეტყველება. სწორედ ამ
დროს მომაკვდავი გონს მოვიდა, ამოიკვნესა და კატერინა ივა-
ნოვნაც მაშინვე ქმრისკენ გაქანდა. გაახილა ავადმყოფმა თვა-
ლები და მის თავით მდგომ რასკოლნიკოვსაც დაუწყო ცქერა,
მაგრამ ვერ გამორკვეულიყო, ვერავის ცნობდა. ღრმად და მძი-
მედ სუნთქავდა; ტუჩიდან სისხლი სდიოდა; შუბლზე ოფლის წვე-
თებმა დაასხა. რასკოლნიკოვი რომ ვერ იცნო, შეშფოთებულმა
ახლა სხვა მხარეს დაიწყო ცქერა. ნაღვლიანი, მაგრამ სასტიკი
სახით შესცქეროდა მას კატერინა ივანოვნა და თვალებიდან ღა-
პაღუპით სდიოდა ცრემლი.
– ღმერთო ჩემო! გულმკერდი მთლად ჩანგრეული ჰქონია!
როგორ სდის სისხლი! – ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილმა, – ეს
ზედა ტანისამოსი მთლად უნდა გავხადოთ! სემიონ ზახარიჩ, მობ-
რუნდი, აბა, თუ შეგიძლია, – ჩასძახა კატერინა ივანოვნამ.
მარმელადოვმა იცნო.
– მღვდელი! – წაილუღლუღა ხრინწიანი ხმით.
კატერინა ივანოვნა ფანჯრისკენ გაქანდა, შუბლით ჩარჩოს
მიეყრდნო და სასოწარკვეთილმა წამოიძახა:
– ო, დაწყევლილო სიცოცხლევ!
– მღვდელი! – ისევ გაიმეორა მცირე დუმილის შემდეგ მო-
მაკვდავმა.
– წავიდნენ! – დაუყვირა კატერინა ივანოვნამ. მარმელადოვ-
მა ყვირილი გაიგონა და გაჩუმდა. მოკრძალებითა და სევდიანი
თვალით ეძებდა ცოლს. კატერინა ივანოვნა ისევ დაბრუნდა და
ქმარს თავთან დაუდგა. მომაკვდავი ოდნავ დამშვიდდა, მაგრამ
მცირე ხნით. მალე თვალი მოჰკრა პატარა ლიდოჩკას (ყველაზე
მეტად ის უყვარდა), რომელიც კუთხეში ატუზულიყო და აცახცახე-
ბული, ბავშვურად გაკვირვებული შეჰყურებდა.
– ე... ე... – უჩვენებდა შეშფოთებული მარმელადოვი ლი-
დოჩკაზე, უნდოდა რაღაც ეთქვა.
– რა იყო, რა გინდა? – შეუყვირა კატერინა ივანოვნამ.
– ფეხშიშველაა!.. ფეხშიშველა!.. – დუდღუნებდა გონებადა-
ბინდული და ლიდოჩკას შიშველ ფეხებზე უთითებდა.
– გა-ჩუმ-დი! – დაუყვირა გაბრაზებულმა კატერინა ივანოვნამ,
– კარგად იცის, რადაც არის ფეხშიშველა!
– მადლობა ღმერთს, ექიმი მოვიდა! – შეჰყვირა გახარებულ-
მა რასკოლნიკოვმა.
შემოვიდა ექიმი, მოხუცი გერმანელი, და გარშემო უნდობ-
ლად მიმოიხედა; მივიდა შემდეგ ავადმყოფთან, მაჯა და თავი
გაუსინჯა, კატერინა ივანოვნას დახმარებით სისხლში გასვრილი
პერანგი გაუხსნა... გულმკერდი მთლად ჩალეწილი ჰქონდა, მარ-
ჯვენა მხარეს რამდენიმე ნეკნი – ჩამტვრეული. მარცხნივ, ზედ
გულზე, ვეება მოშავო-ჩაყვითლებული ლაქა ემჩნეოდა: ცხენს
ფეხი ჩაეკრა. ექიმი მოიღრუბლა. პოლიციელმა უამბო, დაშავებუ-
ლი ეტლის თვალმა ჩაითრია და ასე ოცდაათ ნაბიჯზე ათრია
ქვაფენილზეო.
– საკვირველია, ან კი როგორღა მოვიდა გონს, – წასჩურჩუ-
ლა ჩუმად რასკოლნიკოვს.
– მაინც, რას იტყვით? – დაეკითხა რასკოლნიკოვი.
– ახლავე მოკვდება.
– ნუთუ არავითარი იმედი არ არსებობს?
– არავითარი! სულსა ლევს... თავიც საშინლად აქვს დაზიანე-
ბული... ჰმ!.. შეიძლებოდა სისხლი გამოგვეშვა... მაგრამ... უსარ-
გებლოა. ხუთი ან ათი წამის შემდეგ მაინც უთუოდ მოკვდება.
– ჯობს მაინც გამოუშვათ სისხლი!
– შეიძლება... მაგრამ გაფრთხილებთ კი, რომ სრულიად
უსარგებლო იქნება.
სწორედ ამ დროს დერეფანში ფეხის ხმა გაისმა, ხალხი გა-
ირღვა და მოხუცი მღვდელი გამოჩნდა, ვიღაც პოლიციელი ქუ-
ჩიდან წასულიყო დასაძახებლად. ექიმმა მაშინვე ადგილი დაუთ-
მო, თან მრავლისმეტყველად გადახედა. რასკოლნიკოვმა სთხო-
ვა ექიმს, ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყო. ექიმი შეიშმუშნა, მაგ-
რამ დარჩა.
ავადმყოფს ყველა მოშორდა. აღსარებამ სულ ცოტა ხანს
გასტანა, მომაკვდავს თითქმის არაფერი ესმოდა. შეეძლო მხო-
ლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ რაღაც გაუგებარი სიტყვების უაზროდ წა-
მოროშვა. კატერინა ივანოვნამ ლიდოჩკა აიყვანა ხელში, პატარა
ბიჭიც სკამიდან ჩამოსვა, მივიდა ღუმელთან, დაიჩოქა და ბავშვე-
ბიც თავის წინ დააჩოქა, ლიდოჩკა სულ კანკალებდა. პატარა ბი-
ჭიც დინჯად იწერდა პირჯვარს და თავს მიწაზე ახეთქებდა, რაც,
ეტყობა, განსაკუთრებულ სიამოვნებასაც ჰგვრიდა. კატერინა ივა-
ნოვნა ტუჩებს იკვნეტდა და ტირილს ძლივს იკავებდა; თვითონაც
ლოცულობდა და თან ხანგამოშვებით ბავშვებს პერანგს უსწო-
რებდა; დაჩოქილმა ლოცვის დროსვე ამოიღო თხელი შალი კა-
მოდიდან და პატარა გოგოს შიშველ მხრებზე წამოასხა... ცნო-
ბისმოყვარეებმა კარი ისევ გააღეს. დერეფანშიც თანდათან მატუ-
ლობდა მაყურებლების რიცხვი... მთელი კიბიდან იკრიბებოდნენ
მდგმურები, მაგრამ ოთახის კარს აქეთ არ გადმოდიოდნენ.
მთელ ოთახსა და დერეფანს პატარა სანთელი ანათებდა.
უცბად დერეფანში შეკრებილი ხალხიდან პოლენკა გამოძ-
ვრა. სირბილით დაღლილი სულს ძლივს ითქვამდა: თავშალი
მოითხოვა, მოძებნა დედა, მივიდა და უთხრა: „მოდის! ქუჩაში შე-
მომხვდა!“ დედამ პოლენკაც თავის გვერდით დააჩოქა. ბრბოდან
მშვიდად და მოკრძალებით გამოაღწია ახალგაზრდა ქალმა,
რომლის მოულოდნელი გამოჩენაც აქ, სადაც სიღარიბე, სიკვდი-
ლი და სასოწარკვეთილება მეფობდა, უცნაურად ეჩვენა ყველას.
მასაც ძონძები ეცვა, ყველაფერი გროშის ფასისა, მაგრამ ქუჩის
გემოზე აჭრელებული, – თავისებურ სამყაროში ჩამოყალიბებუ-
ლი გემოვნების შესაფერისი, რომელიც მის სამარცხვინო მიზანს
ამხელდა. სონია იქვე, დერეფანში, კართან შედგა დაბნეული;
თითქოს ვეღარაფერს ამჩნევდა და დავიწყებოდა, რომ ათას
ხელში გამოვლილი, დროისა და გარემოების შეუსაბამოდ ფერა-
დი, გრძელშლეიფიანი, სასაცილო ხაბარდიანი კაბა ეცვა;
დაავიწყდა ისიც, რომ ხელში სამზიური ქოლგა ეჭირა, რომელიც
ახლა, აქ, სრულიად ზედმეტი იყო; ისიც, რომ ღია ფერის ფეხ-
საცმელი ეცვა და თავზე კი არანაკლებ სასაცილო, ჩალის მრგვა-
ლი ქუდი ეხურა, რომელსაც ცეცხლისფერი ფრთა ამკობდა. ბი-
ჭურად გვერდზე მოგდებული ქუდიდან გამხდარ-გამხდარი, ფერ-
მკრთალი, შეშინებული, თვალებგაშტერებული და თავზარდაცე-
მული სახე გამოსჭვიოდა. სონია ტანად მომცრო იყო, თვრამეტი
წლის, გამხდარ-გამხდარი, მაგრამ საკმაოდ ლამაზი, ლურჯთვა-
ლება ქერა ქალი. იგი ყურადღებით დაჰყურებდა ტახტსა და
მღვდელს. სწრაფი სიარულით დაღლილი, ისიც ძლივსღა სუნ-
თქავდა. ბოლოს ჩურჩულმა ბრბოში და ზოგიერთმა წამოსრო-
ლილმა სიტყვამ ალბათ მის ყურამდეც მიაღწია. დაღუნა თავი,
ზღურბლს გადააბიჯა და შიგნით შევიდა, მაგრამ იქვე, კართან
შედგა.
აღსარებაც და ზიარებაც დასრულდა. კატერინა ივანოვნა
ისევ ქმართან მივიდა. მღვდელი ჩამოეცალა და წასვლისას რამ-
დენიმე სანუგეშო სიტყვის თქმა დააპირა.
– ჰო, მაგრამ, ამათ რა ვუყო? – მკვახედ შეაჩერა გულმო-
სულმა კატერინა ივანოვნამ და ბავშვებზე მიუთითა.
– ღმერთია მოწყალე! მამაზეციერი არავის დაივიწყებს, – და-
იწყო ისევ მღვდელმა, მაგრამ კატერინა ივანოვნამ მალე ისევ
გააწყვეტინა.
– ჰმ! მოწყალე კი მოწყალეა, მაგრამ ჩვენთვის როდია!
– ცოდვაა, შვილო, ამის თქმა, ცოდვაა, – შენიშნა მღვდელმა
თავის ქნევით.
– ეს... ეს კი არ არის ცოდვა?.. – დაიყვირა კატერინა ივანოვ-
ნამ და მომაკვდავზე მიუთითა.
– ვინ იცის, იქნებ დაგთანხმდნენ კიდეც, ვინც უნებლიე მიზეზი
გახდა თქვენი უბედურებისა და ზარალი ნივთიერად მაინც გიზ-
ღონ...
– ჩემი აზრი ვერ გაიგეთ! – კვლავ შეჰყვირა აღელვებულმა
კატერინა ივანოვნამ და ხელი გააქნია, – რის ზარალი, რა უნდა
მიზღონ? თვითონ ჩაუვარდა მთვრალი ცხენებს! რისი ნივთიერი
ზარალი?.. სარგებლობა და დახმარება კი არა, ტანჯვა მქონდა
მისგან მხოლოდ... ლოთი იყო, ჭამდა ყველაფერს!.. ოჯახს ჰპა-
რავდა და დუქანში მიჰქონდა!.. ჩემი თუ ბავშვების სიცოცხლე,
ყველა, სმას შეალია! მადლობა ღმერთს, რომ კვდება! ნაკლები
ზარალი გვექნება...
– სიკვდილის წინ ყველაფერი უნდა აპატიოთ, შვილო... შუ-
რისგება ცოდვაა!..
კატერინა ივანოვნა ავადმყოფს დასტრიალებდა: ხან წყალს
ასმევდა, ხან ოფლსა და სისხლს წმენდდა, ხან ბალიშს უსწორებ-
და და თან მღვდელს ელაპარაკებოდა. ახლა კი აღშფოთებულ-
მა წარმოთქვა:
– ეჰ, მამაო! სიტყვებია, მხოლოდ სიტყვები! – „აპატიეთო!“...
იცით მერე, რომ არ გაესრისათ, მოვიდოდა დღეს გალეშილი და
მიეგდებოდა დასაძინებლად. ჭუჭყისგან მთლად შეჭმული და და-
ძონძილი ერთადერთი პერანგი ძალით უნდა გამეხადა და გათე-
ნებამდე მისი და ბავშვების საცვლები მეჭეჭყა, მერე გამეშრო და,
ინათებდა თუ არა, დავმჯარიყავი და მეკემსა, რომ დილით სუფ-
თა ჩამეცმია! აი, როგორ ვატარებ ღამეს!.. მაშ, რომელ პატიება-
ზე შეიძლება ლაპარაკი!.. მაგრამ ესეც მიპატიებია!..
საშინელმა ხველამ ლაპარაკი გააწყვეტინა. ცხვირსახოცი
მოიშველია და ამონახველი განგებ მღვდელს გაუწოდა საჩვენებ-
ლად, თან მეორე ხელით ისევ მკერდი ეჭირა. ცხვირსახოცი
მთლად სისხლით იყო მოსვრილი.
მღვდელმა თავი ჩაღუნა, აღარაფერი უთქვამს.
მარმელადოვი სულს ებრძოდა; თვალს არ აშორებდა კატე-
რინა ივანოვნას, რომელიც ისევ მის საწოლთან დახრილიყო.
სულ უნდოდა რაღაც ეთქვა; ერთხელ კიდევ სცადა, გაურკვევ-
ლად თქვა რაღაც, მაგრამ კატერინა ივანოვნა მიუხვდა, რომ პა-
ტიება უნდოდა ეთხოვა და მაშინვე ბრძანების კილოთი შეუყვირა:
– გა-ჩუმ-დი!.. არ მინდა!.. ვიცი, რაც გინდა, რომ თქვა!.. – და
ავადმყოფიც გაჩუმდა. მაგრამ იმავ წამს მოჰკრა თვალი კარში
სონიას...
აქამდე არ შეუნიშნავს: კუთხეში იდგა, მოფარებულში.
– ვინ არის ეს? ვინ არის? – წარმოთქვა უცბად ავადმყოფმა
შეშფოთებული ხრინწიანი ხმით და თან შეძრწუნებული გაჰყურებ-
და სონიას... ადგომას ცდილობდა.
– ი-წე-ქი!.. ი-ი-წე-ქი! – დაუყვირა კატერინა ივანოვნამ.
მაგრამ მარმელადოვმა მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და
ცალ ხელს დაებჯინა, წამოიწია, ერთხანს უძრავად და უაზროდ
გაშტერებული შეჰყურებდა შემოსულს, თითქოს ვერ ცნობსო. არ-
ცთუ ენახა სადმე ასე ჩაცმული, მაგრამ უცბად იცნო მოპრანჭული,
მიწასთან გასწორებული და შერცხვენილი, მომაკვდავ მამასთან
უკანასკნელი გამოთხოვების თავმდაბლად მომლოდინე და უსაზ-
ღვრო ტანჯვა აღებეჭდა სახეზე.
– სონია! შვილო! მაპატიე! – დაუყვირა და უნდოდა ხელი
გაეწოდებინა, მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა, გადმოიწია და ტახ-
ტიდან ძირს მოადინა ბრაგვანი. ეცნენ მაშინვე და ისევ დააწვი-
ნეს, მაგრამ სულს ღაფავდა უკვე. სონიამ ოდნავ შეჰყვირა, მი-
ვარდა მამას, მოეხვია და ასე დარჩა დიდხანს. მის ხელში დალია
სული მომაკვდავმა.
– ეს არ იყო საჭირო! – შეჰყვირა კატერინა ივანოვნამ, – რა
ვუყო ახლა? რით დავმარხო! ან ამათ ხვალ რა ვაჭამო?
რასკოლნიკოვი კატერინა ივანოვნასთან მივიდა.
– კატერინა ივანოვნა, – დაიწყო რასკოლნიკოვმა, – გასულ
კვირას თქვენმა ქმარმა მთელი თავისი ცხოვრება და გარემოება
ამიწერა... დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, აღფრთოვანებითა და
სრული პატივისცემით გიხსენიებდათ. იმ ღამიდან იყო, რომ მე
და ის მეგობრები გავხდით, როცა გავიგე, როგორი ერთგული და
მოყვარული იყო იგი, განსაკუთრებით თქვენი, თუმცა ასეთი უბე-
დური ზნე სჭირდა... ნება მიბოძეთ ახლა... დაგეხმაროთ... ჩემი
განსვენებული მეგობრისადმი უკანასკნელი მოვალეობა მინდა
მოვიხადო. აი, აქ... ორი თუმანია, ვგონებ, ოდნავ მაინც მოგცემთ
შვებას... ერთი სიტყვით, შემოვივლი... შემოვივლი უთუოდ... იქ-
ნებ, ხვალაც შემოვიარო... მშვიდობით!
და ამ სიტყვებთან ერთად ოთახიდან საჩქაროდ გავიდა,
ხალხი გაარღვია და კიბეზე დაეშვა; მაგრამ აქ, უცბად, წინ ნიკო-
დიმ ფომიჩი შემოეყარა, რომელსაც ეს უბედური ამბავი გაეგო
და მოესურვებინა, თავად პირადად მოეხდინა საჭირო განკარგუ-
ლება. კანტორაში მომხდარი ამბის შემდეგ ისინი ერთმანეთს
აღარსად შეხვედრიან, მაგრამ შეხედა თუ არა ნიკოდიმ ფომიჩმა,
მაშინვე იცნო.
– ოჰო, თქვენა ხართ? – ჩაეკითხა რასკოლნიკოვს.
– მიიცვალა, – უპასუხა რასკოლნიკოვმა, – ექიმიც იყო...
მღვდელიც, ყველაფერი რიგზეა. საბრალო დედაკაცს ტყუილად
ნურაფერზე შეაწუხებთ, ისედაც ჭლექიანია. თუ რამით შეგიძლი-
ათ, ანუგეშეთ... თქვენ ხომ კეთილი ადამიანი ხართ, ვიცი... –
დასძინა მან, ჩაიცინა და თან თვალი თვალში გაუყარა.
– სისხლით მოსვრილხართ, – შენიშნა ნიკოდიმ ფომიჩმა,
ფარნის სინათლეზე სისხლის რამდენიმე ახალი ლაქა რომ
დაუნახა ჟილეტზე.
– დიახ, მოვისვარე... მთლად სისხლში ვარ! – უპასუხა რაღაც
განსაკუთრებული კილოთი რასკოლნიკოვმა, გაიღიმა, თავი და-
უქნია და კიბეზე დაეშვა.
კიბე მძიმედ და აუჩქარებლად ჩაიარა, მთლად აღგზნებულს
თითქმის აღარაფერი ესმოდა. გრძნობდა მხოლოდ, რომ უცებ
ტალღასავით მოაწვა რაღაც ახალი ძალა, – ძალა უძლეველი
სიცოცხლისა, სწორედ ისეთი, როგორსაც სასიკვდილოდ დასჯი-
ლი გრძნობს ხოლმე, მოულოდნელი პატიების დროს. შუა კიბეზე
მღვდელი წამოეწია; რასკოლნიკოვმა ჩუმად დაუკრა თავი და
გზა მისცა. რასკოლნიკოვი კიბის ბოლოში იყო უკვე ჩასული,
რომ უცბად, ზემოდან აჩქარებული ფეხის ხმა შემოესმა. ვიღაც
მოსდევდა უკან. ეს იყო პოლენკა...
– არ გესმით?.. შეჩერდით! – ეძახდა ზემოდან.
რასკოლნიკოვი მობრუნდა. პოლენკამ ჩამოირბინა. ეზოდან
სუსტი სინათლე შემოდიოდა. რასკოლნიკოვმა შენიშნა, რომ მის
წინ, ერთი საფეხურით მაღლა, იდგა გამხდარ-გამხდარი, მაგრამ
სანდომიანი სახის გოგონა, რომელიც ბავშვური სიხარულით
პირდაპირ შეჰყურებდა და შესცინოდა. რაღაც დაევალებინათ
მისთვის და, ეტყობა, თვითონაც აღტაცებული იყო ამ დავალე-
ბით.
– მითხარით რა გქვიათ? ან სად ცხოვრობთ? – დაეკითხა აჩ-
ქარებული ხმით პოლენკა.
რასკოლნიკოვმა ორივე ხელი დაადო მხარზე, დაჟინებით
შესცქეროდა და რაღაც ბედნიერების მსგავსს განიცდიდა... თვი-
თონაც არ იცოდა, მაგრამ საშინლად ეამებოდა მისი ცქერა.
– მაინც ვინ გამოგგზავნათ?
– ვინ და ჩემმა დამ, სონიამ, – უპასუხა უფრო მხიარულად
გოგონამ.
– მეც ასე ვფიქრობდი, რომ უთუოდ სონია გამოგგზავნიდათ.
– დედამაც მთხოვა, დედამაც. რომ მგზავნიდა, დედაც მოვი-
და და მითხრა: „ჩქარა გაიქეცი, პოლენკაო!“
– მერე გიყვართ თქვენი და სონია?
– ყველაზე მეტად! – უპასუხა რაღაც განსაკუთრებული სიმ-
ტკიცით გოგონამ და უცბად დადინჯდა.
– მე, მეც გეყვარებით?
პასუხის ნაცვლად, ბავშვი რასკოლნიკოვისკენ დაიხარა და
ფუნჩულა ტუჩები საკოცნელად გაუწია. ჩხირივით გამხმარი
მკლავები უცბად მაგრად შემოხვია პატარამ, თავი მხარზე დაადო
და ატირდა; თან უფრო და უფრო მაგრად ეკვროდა რასკოლნი-
კოვს.
– მამა მებრალება! – წამოიძახა მცირე ხნის შემდეგ პოლენ-
კამ და ნამტირალევი თვალები შეიმშრალა, – ასე შემოგვეჩვია
უბედურება, – დასძინა მოულოდნელად და ისე დინჯად, როგორც
ეს ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე, „დიდებივით“ რომ მოინდომებენ
ლაპარაკს.
– მამასაც უყვარდით!
– ყველაზე მეტად ლიდოჩკა უყვარდა, – განაგრძობდა პო-
ლენკა ასევე დარბაისლურად და გაუღიმებლად, – იმიტომ, რომ
ყველაზე პატარაა და კიდევ იმიტომ, რომ ავადმყოფია; იმას ყო-
ველთვის ტკბილეულს მოუტანდა ხოლმე, ჩვენ კი წერა-კითხვასა
და საღმრთო სჯულს გვასწავლიდა, – დაამატა ისევ დინჯად პა-
ტარამ, – დედა კი არაფერს გვეუბნებოდა, ვიცოდით მხოლოდ,
რომ დედას მოსწონდა ეს, მამამაც იცოდა. დედას უნდა, ფრანგუ-
ლი მასწავლოს... ჩემი სწავლის დროც არის უკვე.
– ლოცვაც ხომ იცით?
– როგორ არა, ყველამ ვიცით!.. დიდი ხანია; მე, როგორც
დიდი, ცალკე ვლოცულობ ხოლმე... კოლია და ლიდოჩკა კი დე-
დასთან ერთად ლოცულობენ ხმამაღლა; ჯერ „ღვთისმშობე-
ლოს“ წაიკითხავენ, მერე კიდევ ერთ ლოცვას: „ღმერთო, შეუნდე
სონიას“, მერე კიდევ სხვას: „ღმერთო, შეუნდე ჩვენს მეორე მამა-
საც“, იმიტომ, რომ მეორე, უფროსი მამა, მკვდარი გვყავს, ეს კი
სხვა არის; იმისთვისაც ვლოცულობთ.
– პოლეჩკა, მე როდიონს მეძახიან. ოდესმე ჩემთვისაც, „მო-
ნა როდიონისთვისაც“ ილოცეთ, – მეტი არაფერი მინდა.
– მთელი ჩემი სიცოცხლე სულ თქვენთვის ვილოცებ, – წარ-
მოთქვა მხურვალედ პოლენკამ და კვლავ გაიცინა, მოხვია ხე-
ლები და მაგრად აკოცა.
რასკოლნიკოვმა უთხრა თავისი სახელი და გვარი, მისცა მი-
სამართი და დაჰპირდა, ხვალ უთუოდ შემოვივლიო. პატარა გო-
გონა მთლად აღტაცებული გაშორდა. მეთერთმეტე საათი იყო
უკვე, ქუჩაში რომ გამოვიდა. ხუთი წუთის შემდეგ ისევ ხიდზე იდ-
გა, სწორედ იმ ადგილას, საიდანაც წეღან დედაკაცი გადავარდა
წყალში.
– „კმარა! – წარმოთქვა გადაწყვეტით, – შორს ჩემგან, მოჩვე-
ნებავ, შორს!.. სიცოცხლე არ გათავებულა! განა, აი, ახლა კი არ
ვცოცხლობდი? ბებრუხანასთან ერთად ხომ არ მორჩა ჩემი სი-
ცოცხლე! ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს, – დროც იყო,
მოესვენა! ახლა ჟამი დამიდგა გონიერებისა და სინათლისა... ძა-
ლისა და ნებისა... ვნახოთ, რა იქნება! ვინ ვის აჯობებს! – დასძი-
ნა მტკიცედ, თითქოს რომელიმე ბნელეთის ძალას მიმართავს
და საბრძოლველად იწვევსო...
„ვგრძნობ, ამჟამად სუსტად ვარ, მაგრამ... ავადმყოფობამ,
ვგონებ, გამიარა. წეღანაც ვიცოდი, რომ გამივლიდა, შინიდან
რომ გამოვედი. მართლა: პოჩინკოვის სახლი აქედან სულ ორ
ნაბიჯზეა. უთუოდ წავალ რაზუმიხინთან, რაც არის, არის. დე,
თუნდ სანაძლეოც მომიგოს!.. იმანაც გაიცინოს, არა უშავს რა!..
საქმე ძალაა, ძალა... უიმისოდ ვერას გახდები. ძალა კი ძალით-
ვე შეიძინება; აი, ეს არის სწორედ, იმათ რომ არ იციან“, – დასძი-
ნა ამაყად და გასწია. ფეხებს ძლივს მიათრევდა. სიამაყე და სა-
კუთარი თავისადმი რწმენა თანდათან ემატებოდა; თითოეული
შემდგომი წამი ახალსა და ახალ ცვლილებას ახდენდა მის არსე-
ბაში. რა მოხდა მაინც ისეთი, ასე რომ შეიცვალა?.. თვითონაც
არ იცოდა. უცებ წყალწაღებულივით წარმოიდგინა, რომ „მასაც
შეეძლო კვლავ ეცოცხლა და ბებრუხანასთან ერთად არ დაემარ-
ხა თავისი სიცოცხლე“. იქნებ ეს მისი დასკვნა ნაჩქარევიც იყო,
მაგრამ ამაზე ჯერ არ უფიქრია.
„არა, რომ ვთხოვე, ლოცვის დროს მომიგონე-მეთქი; –
გაიფიქრა უცბად, – ჰო, მაგრამ... ისე... ყოველი შემთხვევისთვის“,
– დასძინა და თავის ბავშვურ საქციელზე თვითონვე გაეცინა.
თავს მშვენივრად გრძნობდა.
რაზუმიხინის ბინას ადვილად მიაგნო; პოჩინკოვის სახლში
უკვე იცნობდნენ ახალ მდგმურს და მეეზოვემ მაშინვე უჩვენა გზა.
შუა კიბეზევე სტუმრების ხმაური და ლაპარაკი მოესმა. კიბეზე გა-
მომავალი კარი ბოლომდე ღია იყო; ყვირილი და კამათი ისმო-
და; რაზუმიხინს საკმაოდ დიდი ოთახი ეკავა, თხუთმეტამდე სული
სტუმარი ჰყავდა. რასკოლნიკოვი შესასვლელში შედგა. იქვე, ტი-
ხარს იქით, დიასახლისის ორი მოსამსახურე გოგო ფუსფუსებდა:
სამოვრებს დგამდნენ, სუფრაზე ბოთლებს აწყობდნენ, დიასახ-
ლისის სამზარეულოდან გამოტანილ ნამცხვრის ლანგრებსა და
თეფშებს ალაგებდნენ. რასკოლნიკოვმა შეგზავნა ერთ-ერთი
მათგანი რაზუმიხინის დასაძახებლად. ისიც იმავ წამს აღტაცებით
გამოეგება. პირველივე შეხედვისთანავე შეატყობდა ადამიანი,
რომ უზომოდ ბევრი დაელია და ცოტა დაძაბულიც კი იყო, თუმცა
მისი სიმთვრალე არც ისე ადვილად შესამჩნევი იყო.
– მომისმინე, – დაიწყო ნაჩქარევად რასკოლნიკოვმა, – მო-
ვედი მხოლოდ იმისთვის, რომ გითხრა, – სანაძლეო მოიგე. არა-
ვინ იცის მართლაც, ვის რა შეემთხვევა. მაგრამ შემოსვლა არ
შემიძლია: სუსტად ვარ, ფეხზე ძლივს ვდგავარ. ამიტომ გამარ-
ჯობა და მშვიდობით!.. ხვალ კი შემომიარე...
– იცი, რას გეტყვი, შინ მიგაცილებ!.. რაკი თვითონვე ამბობ,
სუსტად ვარო, მაშ, ცუდად ყოფილა საქმე...
– მერე, სტუმრები? აი, ის ხუჭუჭთმიანი ვინ არის, აქეთ რომ
გამოიხედა?
– ისა?.. ეშმაკმა იცის! ბიძაჩემის ნაცნობია უთუოდ, ან იქნებ
თავისით მოვიდა, რა ვიცი, სტუმრებთან ბიძას დავტოვებ... ოჰ,
რომ იცოდე, რა ძვირფასი კაცია. ვნანობ, რომ ვერ გაიცნობ ახ-
ლა, მაგრამ ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! ჩემი დარდი არა აქვთ ახ-
ლა და მეც მინდა გავიარო, ცოტა გავგრილდე... კაი დროს მოხ-
ვედი სწორედ: ერთი-ორი წამი რომ კიდევ დავრჩენილიყავი,
უთუოდ ჩხუბს ავუტეხდი ვინმეს, ღმერთმანი!.. ისე... უცბად... რამე
სისულელეზე... გესმის?.. ვერ წარმოიდგენ, როგორ შეუძლია
ადამიანს ტყუილებში შეტოპოს. თუმცა, როგორ ვერ წარმოიდ-
გენ?.. ჩვენ რა, არ ვცრუობთ?.. დაე, იცრუონ; მერე მაინც აღარ
იცრუებენ... ცოტა ხნით დაჯექი აქ, ზოსიმოვს დავუძახებ.
ზოსიმოვი მაშინვე რაღაც სიხარბით ეცა რასკოლნიკოვს.
თითქოს საგანგებო ცნობისმოყვარეობით ეპყრობოდა კიდეც; მა-
ლე სახეც გაუნათდა.
– ახლავე დაიძინეთ, – გადაწყვიტა სახელდახელო გასინჯვის
შემდეგ, – მაგრამ დაძინებამდე ერთი რამ უნდა დალიოთ. ხომ
დალევთ? წეღანვე მოგიმზადებთ... უბრალო ფხვნილია...
– ერთს კი არა, თუნდაც ორს დავლევ, – უპასუხა რასკოლნი-
კოვმა.
ფხვნილი იქვე დაალევინეს.
– ეგ კარგია, რომ შენ გააცილებ, – უთხრა ზოსიმოვმა რაზუ-
მიხინს, – ხვალ რა იქნება, ვნახოთ, მაგრამ დღეს კი კარგად
არის საქმე; წეღანდელს აქეთ დიდი ცვლილება ეტყობა. კაცს სი-
ბერემდე სწავლა არ მოსჭარბდებაო, ტყუილად კი არ არის ნათ-
ქვამი...
– იცი, რა მიჩურჩულა ზოსიმოვმა, სახლიდან რომ გამოვ-
დიოდით, – წამოროშა რაზუმიხინმა, როგორც კი ქუჩაში გამო-
ვიდნენ, – მე შენ, ძმაო, ყველაფერს პირდაპირ არ გეტყვი, იმი-
ტომ, რომ ტუტუცები არიან. ზოსიმოვმა მიბრძანა, რომ გზადაგზა
გეყბედო და შენც გაყბედო, მერე კი ყველაფერი ვუამბო, იმიტომ
რომ რაღაც აზრი აქვს... ვითომ შეშლილი იყო... არადა, ჯერ ერ-
თი, შენ მასზე ბევრად ჭკვიანი ხარ, შენთვის ორივე ერთია, რა
აზრიც უნდა ჰქონდეთ შენზე და... მესამეც, ეს რაღაც ერთი მუჭა
ხორცის გროვა – ხელობითაც დასტაქარი, ახლა სულით ავად-
მყოფობაზე გადარეულა...
– ზამეტოვმა ყველაფერი გიამბო?
– ყველაფერი... და კარგიც ქნა. ახლა ყველაფერი გავიგე და
ზამეტოვმაც გაიგო... ჰოდა, ერთი სიტყვით, როდია.. საქმე ის
არის, რომ... მე ცოტა გადაკრულში ვარ... მაგრამ ეს არაფერია...
საქმე ის არის, რომ... ეს აზრი... გესმის?.. მართლაც დაებადათ...
გესმის... ესე იგი, აზრის ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავდა, იმი-
ტომ, რომ მტკნარი სისულელეა, განსაკუთრებით, რაც ის მღება-
ვი დაიჭირეს, იმის შემდეგ გამოეცალათ ფეხქვეშ ნიადაგი. მაგ-
რამ რად არიან სულელები? ერთი-ორი კიდეც მივადე ზამეტოვს,
– ჩვენ შორის კი დარჩეს, ძმაო; ეჭვიც არ ააღებინო, რომ რამე
იცი; როგორც შევატყვე, ძალიან წყენიაა; ლავიზასთან იყო, მაგ-
რამ დღეს, დღეს ყველაფერი გამოირკვა, უმთავრესი კი ეს ილია
პეტროვიჩია! მაშინ თურმე ისარგებლა შენი გულშეღონებით კან-
ტორაში, მერე კი თვითონაც შერცხვა, ვიცი...
რასკოლნიკოვი ხარბად უგდებდა ყურს. ნასვამი რაზუმიხინი
სიმართლეს ფქვავდა.
– გული იმიტომ შემიღონდა, რომ ჰაერი იყო შეხუთული, ზე-
თის საღებავის საშინელი სუნი იდგა, – შენიშნა რასკოლნიკოვმა.
– რომ მიხსნის კიდეც! მარტო საღებავის სუნი როდი იყო მი-
ზეზი: მთელი თვე ნიადაგი უმზადდებოდა ანთებას; თორემ ზოსი-
მოვი აქ არ არის! მაგრამ უნდა იცოდე, როგორ არის ის ბიჭი შე-
წუხებული, ვერ წარმოიდგენ! ამბობს, „მაგ კაცის ნეკად არ ვღირ-
ვარო“! ესე იგი, შენ მიმართ, ვითომ, ხანდახან მართლაც კეთი-
ლი გრძნობები აქვს, ძმაო, მაგრამ დღევანდელი „ბროლის სა-
სახლის“ ამბავი არასოდეს დაავიწყდება. პირველად თურმე სა-
შინლად შეაშინე, ცახცახი დააწყებინა! შენ ხომ თითქმის ისევ და-
არწმუნე, რომ საზიზღარი სისულელე, თავში რომ ედო, მართა-
ლი იყო. მერე კი უცბად ენა გამოუყავი თურმე: „აჰა, რა მიირთვი!
როგორია?!.“ მშვენიერი რამაა! ახლა ის მიწასთან არის გასწო-
რებული! მართლაც რომ დიდი ოსტატი ხარ, ო, ღმერთმანი!..
ასეც უნდა!.. ეჰ, იქ არ ვიყავი, თორემ!.. ახლაც საშინლად მოგე-
ლოდა, პორფირისაც უნდა შენი გაცნობა.
– ოჰო... იმასაც?.. მერე, შეშლილად რაღად მცნეს?..
– შეშლილად კი არ გცნეს... მე, ძმაო, ვგონებ, გადავაჭარბე...
გააკვირვა იმ გარემოებამ, რომ მხოლოდ ერთ-ერთი რამ იზი-
დავს შენს ყურადღებას... მაგრამ ახლა ხომ აშკარაა, რატომაც
მოხდა ასე?!. თუ ყველა გარემოებას გავითვალისწინებთ, აგრეთ-
ვე იმას, რომ ავადმყოფმა შეიძლება ისე საშინლად აგაღელ-
ვოს... ეჭვი არ არის... მაგრამ, ძმაო, მე ცოტა მთვრალი ვარ...
იცი რა: იმას, ეშმაკმა იცის მისი თავი, რაღაც აზრი აქვს აკვიატე-
ბული... სულით ავადმყოფობაზეა გადარეული, მაგრამ ღირს, გა-
ნა, საყურადღებოდ...
რამდენიმე წუთს ორივენი ჩუმად იყვნენ. შემდეგ რასკოლნი-
კოვმა სიჩუმე დაარღვია:
– ყური დამიგდე, რაზუმიხინ... მინდა პირდაპირ გამოგიტ-
ყდეთ: ეს არის, ძმაო, ახლა გარდაცვლილის ოჯახიდან მოვდი-
ვარ... ერთი მოხელე იყო... მთელი ჩემი ფული იქ დავტოვე... და
გარდა ამისა, ისეთმა არსებამ მაკოცა სულ ამ რამდენიმე წუთის
წინ, რომ თუნდაც მართლა მომეკლას ვინმე, მაინც... ერთი სიტ-
ყვით, იქვე ვნახე მეორე არსება... ცეცხლივით ელვარეფრთიანი..
მაგრამ ნეტავ, რას ვბოდავ?.. სუსტად ვარ მეტად, დამეხმარე...
აქვეა კიბეც...
– რა დაგემართა? რა იყო? – ეკითხებოდა შეშფოთებული
რაზუმიხინი.
– თავი მიბრუის ცოტათი, მაგრამ საქმე ეს სულაც არ არის;
სევდა მიპყრობს... როგორღაც გული მიკვნესის! თითქოს დედა-
კაცი ვიყო... მართლა! მაგრამ უყურე აბა, რა არის ეგ? უყურე!
უყურე!
– რაა?
– ნუთუ ვერ ხედავ?.. ჩემს ოთახში სანთელი მოჩანს, ხედავ?
ჭუჭრუტანაში...
კიბის უკანასკნელ საფეხურზე იდგნენ უკვე, დიასახლისის
კართან. მართლაც ჩანდა ქვემოდან, რომ რასკოლნიკოვის პატა-
რა ოთახში სინათლე ენთო.
– უცნაურია! იქნებ ნასტასიაა, – შენიშნა რაზუმიხინმა.
– ჰო, მაგრამ, არასოდეს ყოფილა ამ დროს ჩემთან... ან რა
უნდა, და, მეორეც, უთუოდ დიდი ხანია, სძინავს, მაგრამ... ჩემ-
თვის სულერთია! მშვიდობით!
– რას ამბობ, რაო?.. მიგაცილებ, ერთად შევიდეთ!
– ვიცი, რომ ერთად შევალთ, მაგრამ მინდა, ხელი აქვე ჩა-
მოგართვა, აქვე გამოგეთხოვო. მოიტა ხელი, მშვიდობით!
– რა დაგემართა, როდია, რა მოხდა?
– არაფერი... წავიდეთ მოწმე იყავი.
კიბეს შეუდგნენ და რაზუმიხინმა გაიფიქრა, იქნებ ზოსიმოვი
მართლაც არ ტყუისო. „ეჰ, გადავრიე მართლა ჩემი ყბედობით!“
– ჩაიდუდღუნა თავისთვის. კართან ახლოს რომ მივიდნენ, ოთა-
ხიდან უცნობი ხმა შემოესმათ.
– რას ნიშნავს ეს? – წამოიძახა რაზუმიხინმა.
რასკოლნიკოვმა პირველმა წაავლო ხელი კარის სახე-
ლურს, ბოლომდე გამოაღო და ელდანაკრავივით შედგა.
დედა და და ჩამოსულიყვნენ, ტახტზე ისხდნენ. უკვე საათ--
ნახევარია უცდიდნენ. რატომ მოხდა ასე, რომ სულ არ მოელო-
და მათ ჩამოსვლას, თუმცა დღესაც გაუმეორეს, რომ მოდიან და
დღეს თუ არა, ხვალ ჩამოვლენო? აგერ მთელი საათ-ნახევარია
ერთმანეთს არ აცდიდნენ და ეკითხებოდნენ ნასტასიას ყველა-
ფერს... ისიც დაწვრილებით უამბობდა, ასე რომ, უთქმელი თით-
ქმის აღარც კი დარჩა რამე. შიშისგან აღარ იცოდნენ, რა ექნათ,
რომ გაიგეს, „დღეს გაგვექცაო“ და ისიც ავადმყოფი, სიცხიანიო!..
„ღმერთო, რა მოსვლია!“ – გაიძახოდნენ ორივენი და სანამ დაბ-
რუნდებოდა, საშინლად იტანჯებოდნენ და ტიროდნენ.
დედა და და მაშინვე გახარებულები ეცნენ რასკოლნიკოვს,
მაგრამ თვითონ როდია მკვდარივით უძრავად იდგა; რაღაც
უეცარმა აზრმა მეხივით დაჰკრა. ხელებიც კი ვეღარ აეწია, ვერ
მოხვეოდა. დედა და და ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, იცინოდნენ, სი-
ხარულისგან ტიროდნენ... როდიამ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ წა-
ბარბაცდა და გულწასულმა იატაკზე მოადინა ზღართანი.
მაშინვე ერთი წივილ-კივილი და ვაი-ვაგლახი შეიქნა... კარში
მდგომი რაზუმიხინი ოთახში შემოვარდა, დაავლო ავადმყოფს
თავისი ღონიერი მკლავები და თვალის დახამხამებაში ტახტზე
მიაწვინა.
– არა უშავს რა, არა უშავს რა! – უყვიროდა დედას და დას, –
გული შეუღონდა, სხვა არაფერი!.. ეს-ეს არის, ექიმმა უთხრა,
კარგად ხარ, არაფერი გჭირსო!.. წყალი მომაწოდეთ!.. აგერ, სა-
დაცაა, გონს მოვა... აი, მობრუნდა კიდეც!
და მაგრად მოუჭირა მკლავში ხელი დუნეჩკას, რომ დაენახ-
ვებინა, „მართლა მობრუნდაო“. დედაც და დაც, ორივენი მოწიწე-
ბით და მადლობის გრძნობით შეჰყურებდნენ რაზუმიხინს, რო-
გორც განგებისგან მოვლენილს. გაგებული ჰქონდათ უკვე ნასტა-
სიასგან, თუ რა დიდი სიკეთე მიუძღოდა ავადმყოფ როდიას წინა-
შე ამ „მარჯვე ახალგაზრდა კაცს“, როგორც უწოდა მას იმავე სა-
ღამოს თავად პულხერია ალექსანდროვნა რასკოლნიკოვისამ
დუნიასთან გულითად საუბარში.
ნაწილი მესამე

რასკოლნიკოვმა წამოიწია, დივანზე დაჯდა. ხელით ანიშნა


რაზუმიხინს, რომ უთავბოლო და მხურვალე ნუგეშის სიტყვები,
რომელთაც ის რასკოლნიკოვის დედასა და დას მიმართავდა,
შეეწყვიტა. ორივეს ხელი დაუჭირა და მთელი ორი წუთი ხან
ერთს უყურებდა მდუმარედ და ხან მეორეს. დედას კიდევაც
შეეშინდა. რასკოლნიკოვს სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაც
გრძნობას მთლად გაეტანჯა, მაგრამ ამავე დროს, უძრავი და
თითქოს შეშლილის გამომეტყველება ჰქონდა. პულხერია ალექ-
სანდროვნას ტირილი აუვარდა. ავდოტია რომანოვნა გაფითრე-
ბული იდგა; ხელი უკანკალებდა.
– შინ წადით... აი, ეს გამოგყვებათ, – ჩაილაპარაკა აჩქარე-
ბით რასკოლნიკოვმა და რაზუმიხინზე მიუთითა, – ხვალამდე.
ხვალ კი ყველაფერი გადაწყდება... დიდი ხანია, რაც ჩამოხვე-
დით?
– დღეს საღამოს, – უპასუხა პულხერია ალექსანდროვნამ, –
მატარებელმა დაიგვიანა საშინლად. მაგრამ არა, როდია, ვერ-
სად წავალ, თავს ვერ დაგანებებ! შენთან გავათევ ღამეს...
– ნუ მტანჯავ, გეთაყვა! – შეემუდარა აღელვებული და ხელი
გააქნია.
– მე ვიქნები როდიასთან, – წამოიძახა რაზუმიხინმა, – არც
ერთ წამს თავს არ დავანებებ. სტუმრების დარდი არა მაქვს, კი-
სერიც უტეხიათ! ბიძაჩემი ჰყავთ პრეზიდენტად.
– ნეტა, რით შევიძლებ, მადლობა გადაგიხადოთ, – დაიწყო
ისევ პულხერია ალექსანდროვნამ და რაზუმიხინს ხელი ხელზე
მოუჭირა, მაგრამ რასკოლნიკოვმა ისევ გააწყვეტინა:
– არ შემიძლია, არა, – გაიმეორა შეშფოთებულმა, – ნუ
მტანჯავთ! კმარა, წადით... არ შემიძლია!..
– წავიდეთ, დედა! ერთ წუთს მაინც გავიდეთ გარეთ, – წას-
ჩურჩულა შეშინებულმა დუნიამ, – ხედავთ, უფრო ვტანჯავთ.
– როგორ, ნუთუ სამი წლის უნახავს, არ შემიძლია ვუცქირო
მაინც! – მოჰყვა ტირილს პულხერია ალექსანდროვნა.
– მოიცადეთ, – გააჩუმა კვლავ რასკოლნიკოვმა, – აღარ
მაცდით, აზრები მერევა... ლუჟინი ნახეთ?
– არა, როდია, მაგრამ იცის, რომ ჩამოვედით. გავიგეთ, მარ-
თლა, როდია, რომ ყოფილა კიდეც დღეს შენთან, – დასძინა
პულხერია ალექსანდროვნამ მოკრძალებით.
– დიახ... მიყო წყალობა... მაგრამ დავემუქრე, კიბიდან
ჩაგიძახებ-მეთქი და გავაგდე...
– როდია, რას ამბობ! ნუთუ მართლა?.. ხუმრობ უთუოდ, –
დაიწყო შეშინებულმა პულხერია ალექსანდროვნამ, მაგრამ უცებ
შეწყვიტა, როცა დუნიას გადახედა.
ავდოტია რომანოვნაც მისჩერებოდა ძმას და უცდიდა, რას
იტყოდა შემდეგ. ნასტასიას ადრევე ჰქონდა ნათქვამი, როდიას
და ლუჟინს შელაპარაკება მოუვიდათო, მაგრამ რაზე, ეს ვერ გა-
დასცა, რადგანაც თვითონაც არაფერი იცოდა. ამიტომაც მოუთ-
მენლად იცდიდნენ ორივენი, როდის გაიგებდნენ სინამდვილეს.
– დუნია, – დაიწყო წვალებით რასკოლნიკოვმა, – არ მინდა,
ეს ქორწინება შედგეს. ამიტომ, გთხოვ, უარი უთხარი, როგორც
კი ნახავ, აი თუნდაც ხვალ, რომ მოგვწყდეს თავიდან!
– ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა პულხერია ალექსანდროვნამ.
– ძმაო, იფიქრე აბა, რას ამბობ? – დაიწყო ფიცხად ავდოტია
რომანოვნამ, მაგრამ მაშინვე თავი შეიმაგრა, – იქნება ახლა არ
შეგიძლია, იქნება დაიღალე, – შენიშნა წყნარად დამ.
– იქნებ ვბოდავ? არა... ვიცი, ჩემ გამო მიჰყვები ლუჟინს. მაგ-
რამ არავის მსხვერპლი არა მსურს. ამიტომ ხვალვე მისწერე,
რომ... უარს უცხადებ... მეც წამიკითხე დილით და დამთავრდა!
– არა, ეგ არ შემიძლია, – შეჰყვირა შეურაცხყოფილმა დამ,
– რა უფლებით...
– დუნეჩკა, შენც ნუ ფიცხობ, კმარა, ხვალ ვილაპარაკოთ...
ვერ ხედავ, რომ... – ეცა შეშინებული დედა ქალს, – ჯობს ისევ
წავიდეთ.!
– ბოდავს! – შეჰყვირა ნასვამმა რაზუმიხინმა, – თორემ, რო-
გორ გაბედავდა! ხვალ მთლად დაავიწყდება ეს სისულელე...
დღეს კი მართლა პანღურით გაისტუმრა. მართალია, ისიც, რა-
საკვირველია, გაწყრა... ბაქიბუქობდა, თავს გვაცნობდა, რომ
მცოდნე კაცია, მერე კი კუდი ამოიძუა და მიბრძანდა.
– მაშ, ეს მართალია? – შეჰყვირა პულხერია ალექსანდროვ-
ნამ.
– ხვალამდე ძმაო, – გამოეთხოვა თანაგრძნობით და, – წავი-
დეთ დედა... მშვიდობით, როდია!
– გესმის, დაო, – მიაყვირა მიმავალს და უკანასკნელი ძალა
მოიკრიბა, – იცოდე, არ ვბოდავ, საძაგლობა და საზიზღრობაა
ეს ქორწინება. დაე, მე უკანასკნელი კაცი ვიყო. მაგრამ შენ კი ნუ
იქნები... ორიდან ერთი უნდა იყოს... მართალია, გათახსირებუ-
ლი ვარ, მაგრამ ამისთანა დას მაინც დად აღარ ჩავთვლი. იცო-
დე, ან მე უნდა ვიყო, ან ლუჟინი! წადით...
– რაო, რა იყო, გადაირიე თუ რა, მტარვალო! – შეუყვირა
რაზუმიხინმა. მაგრამ რასკოლნიკოვს პასუხი აღარ მიუცია. იქნებ
იმიტომაც, რომ აღარ შეეძლო. მიწვა დივანზე და დაუძლურე-
ბულმა პირი კედლისკენ იბრუნა. ავდოტია რომანოვნამ ყურად-
ღებით გადახედა რაზუმიხინს და შავი თვალები ელვასავით გააკ-
ვესა. რაზუმიხინი შეკრთა ამ შეხედვაზე, პულხერია ალექსან-
დროვნაც ელდანაკრავივით იდგა.
– არ შემიძლია და ვერც წავალ! – ეჩურჩულებოდა რაზუმი-
ხინს სასოწარკვეთილი, – აქ სადმე დავრჩები... დუნია თქვენ
გააცილეთ.
– არ შეიძლება, უარესს იზამს! – უპასუხა ჩურჩულითვე მოთ-
მინებიდან გამოსულმა რაზუმიხინმა, – გარეთ მაინც გავიდეთ.
ნასტასია, მოგვინათე! გეფიცებით, ეუბნებოდა ჩურჩულით კიბეზე,
– წეღან მე და ექიმიც კინაღამ გვცემა! გესმით? თვით ექიმი! იმა-
ნაც ვერა გააწყო რა, დაუჯერა და წავიდა; მე კი ქვემოთ დავრჩი,
დიასახლისთან, რომ ყური მეგდო, მაგრამ რა? წამომდგარა, ჩა-
უცვამს ტანთ და გაპარულა. ახლაც უთუოდ ასევე იზამს, თუ გააბ-
რაზებთ. ღამით კი ეს საშიშია, აიტეხს რამეს... ვინ იცის...
– რას ამბობ, რას!
– თანაც, არც ავდოტია რომანოვნას შეუძლია მარტოდ დარ-
ჩენა ნომრებში! იფიქრეთ, აბა, სად ხართ ჩამომხტარი! ნუთუ, იმ
გაიძვერა პეტრ პეტროვიჩს უკეთესი ბინის დაქირავება არ შეეძ-
ლო? მაგრამ იცით რა, ცოტა გადაკრულში ვარ და იმიტომ... გაგ-
ვლანძღა; ყურადღებას ნუ მიაქცევთ...
– მაშინ, აქაურ დიასახლისთან ჩავალ, – იმეორებდა თავის-
თვის პულხერია ალექსანდროვნა, – შევეხვეწები, რომ მე და დუ-
ნიას ამაღამ სადმე კუთხეში გაგვათევინოს ღამე. არ შემიძლია
ასე მარტო დავტოვო, არ შემიძლია!
ლაპარაკობდნენ კიბეზე, სწორედ დიასახლისის კარის წინ
და ნასტასიაც ქვემოდან უნათებდა გზას. რაზუმიხინი საოცრად
აღგზნებული იყო. ნახევარი საათის წინ, რასკოლნიკოვს რომ
მოაცილებდა სახლში, მართალია, ბევრს ყბედობდა, მაგრამ ყო-
ჩაღად იყო, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ბევრი ღვინო
ჰქონდა დალეული. იდგა ქალებს შუა, ეჭირა ორთავეს ხელი და
საკვირველი გულახდილობით უმტკიცებდა და ურჩევდა, არ დარ-
ჩენილიყვნენ; თან ყველა თავისი საბუთისა თუ სიტყვის დასამტკი-
ცებლად ორივეს ისე მაგრად უჭერდა ხელს, რომ სტკენდა კი-
დეც. ავდოტია რომანოვნას კი მოურიდებლად ჭამდა თვალებით.
მაგრამ რაზუმიხინი ამას ვერ გრძნობდა და თანდათან უფრო
მაგრად იზიდავდა ახლოს. საკმარისი იყო, ებრძანებინათ, პირ-
დაპირ კიბიდან თავდაყირა დაეშვი ჩვენი გულისთვისო, და იმავე
წამს აუსრულებდა თხოვნას, ერთ წამსაც არ შეყოყმანდებოდა,
არ დაფიქრდებოდა. მართალია, გრძნობდა პულხერია ალექსან-
დროვნა, რომ მეტისმეტად თავისებური და მოურიდებელი იყო
რაზუმიხინი, მაგრამ როდიაზე ფიქრით შეშფოთებული არად აგ-
დებდა ამას. თანაც ხედავდა, რომ ეს ახალგაზრდა განგებასავით
იყო მათდა საშველად მოვლენილი. ამიტომაც რაზუმიხინის უც-
ნაურობას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ავდოტია რომა-
ნოვნა, რომელიც დედისავე ფიქრს შეეწუხებინა, მართალია, მში-
შარა არ იყო, მაგრამ ახლა შეშინებული და გაკვირვებული შეჰ-
ყურებდა თავისი ძმის მეგობარს და მის ცეცხლივით მოელვარე
თვალებს, მაგრამ ნასტიას ნაამბობი იმდენ ნდობას უნერგავდა ამ
უცნაური კაცისადმი, რომ არ მიეცა შიშს და არ გაექცა. თუმცა, გუ-
ლი ეუბნებოდა, ასე მოქცეულიყო. ესმოდა თითქოს, რომ ახლა
მისგან გაქცევაც აღარ შეეძლო, ათიოდე წუთის შემდეგ სრული-
ად დამშვიდდა, რადგან რაზუმიხინს ჩვეულებად ჰქონდა, უცბად
გამოეთქვა ყველაფერი და, ამრიგად, მაშინვე აცნობდა ხოლმე
თავს ყველას, რა კაციც იყო.
– დიასახლისთან? არ შეიძლება, სისულელეა! – შეჰყვირა
რაზუმიხინმა, – მართალია, დედა ხართ, მაგრამ, თუ დარჩებით,
მთლად გადაირევა, ვინ იცის, მერე საქმე რით გათავდება! ყური
დამიგდეთ, რას გეტყვით: როდიასთან ახლა ნასტია დარჩება, მე
კი თქვენ მიგაცილებთ, რადგან მარტო ქუჩაში სიარული, ისიც
ღამით, არ შეიძლება: ამაზე პეტერბურგში ცოტა არ იყოს... თუმ-
ცა ჯანდაბას!.. მერე აქ მოვირბენ და თხუთმეტი წუთის შემდეგ,
გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მოხსენებას წარმოგიდგენთ, – რო-
გორ იქნება, ან ეძინება თუ არა და სხვა. ყური დამიგდეთ! წავალ
მერე შინ, – იქ სტუმრები მელოდებიან, ყველანი მთვრალები, –
და ზოსიმოვს წამოვიყვან – ექიმია. ახლა ჩემთან არის, მაგრამ
არასოდესაა მთვრალი! მოვიყვან როდიასთან და ისევ თქვენთან
მოვირბენ. მაშასადამე, საათის განმავლობაში ორჯერ მიიღებთ
ცნობას, – ე.ი. მისგანაც. გესმით? ის კი არა, რომ ჩემით გაცნო-
ბოთ რამე. არა, ექიმის ნათქვამს გაცნობებთ! თუ ცუდად იქნა, გე-
ფიცებით, თვითონვე მოგიყვანთ; თუ არა და, დაწექით და დაიძი-
ნეთ. მე კი აქვე, დერეფანში დავიძინებ. მთელი ღამე აქ ვიქნები,
ვერას გაიგებს. ზოსიმოვსაც დიასახლისთან დავაძინებ, რომ თუ
საჭირო იქნა, მალე მივაშველო. მითხარით, ვინ უფრო საჭიროა
ახლა როდიასთვის – თქვენ თუ ექიმი? ეჭვი არ არის, ექიმი მეტს
დაეხმარება. მაშ, წადით შინ! დიასახლისთან კი, არ შეიძლება; მე
შემიძლია, მაგრამ თქვენ არა: შინ არ შეგიშვებთ... იმიტომ, რომ
ტუტუცია... ავდოტია რომანოვნასა და ჩემზე იეჭვიანებს; ვინ იცის,
იქნებ თქვენზედაც კი იფიქროს რამე... მაგრამ ავდოტია რომა-
ნოვნაზე უთუოდ იფიქრებს. დიდად უცნაური ხასიათისაა, მაგრამ
მეც კაი ტუტუცი ვარ... რას დავეძებ! წავიდეთ! ხომ მენდობით?
მენდობით თუ არა?
წავიდეთ, დედიკო, – უთხრა ავდოტია რომანოვნამ, – აასრუ-
ლებს უთუოდ, რასაც გვპირდება. ეს არ იყოს, გამიცოცხლა ძმა.
თუ მართლა ექიმსაც იქვე გაათევინებს ღამეს, ამას ხომ სულ არა
ემჯობინება რა!
– აი, თქვენ... თქვენ... გაიგეთ ჩემი ნათქვამი, იმიტომ რომ
ანგელოზი ხართ! – შეჰყვირა აღტაცებულმა რაზუმიხინმა, – წავი-
დეთ! ნასტასია, შენ კიდევ, ახლავე ზემოთ ადი და არ მოშორდე,
სანთელი არ ჩაუქრო. თხუთმეტ წუთში უკანვე დავბრუნდები...
მართალია, პულხერია ალექსანდროვნა არ დარწმუნებულა
საბოლოოდ, მაგრამ აღარც წინააღმდეგობა გაუწევია. რაზუმი-
ხინმა ორთავეს მკლავში ჩაავლო ხელი და კიბეზე ჩამოიყვანა.
დედას მაინც როგორღაც აფიქრებდა რაზუმიხინი: „მართალია,
მოხერხებული და გულკეთილია, მაგრამ შეძლებს ნეტავ, დაპი-
რების შესრულებას? გადაკრულშია!..“
– ოჰ, მესმის, თქვენ ის გაფიქრებთ, რომ გადაკრულში ვარ!
– გააწყვეტინა ფიქრი რაზუმიხინმა და თან ნაბიჯს ისე უმატა, რომ
ქალები ძლივსღა მისდევდნენ, თუმცა, თვითონ ამას ვერ ამჩნევ-
და – სისულელეა! ესე იგი... მთვრალი ვარ, აღარ გამეგება რა,
მაგრამ საქმე ხომ ამაში არ არის; ღვინისგან როდი ვარ მთვრა-
ლი. ისე, უცებ მეცა თავში, რომ დაგინახეთ... მაგრამ რას დავე-
ძებთ! ყურადღებას ნუ მიაქცევთ; ვტყუი; არა ვარ ღირსი... ღირსი
არა ვარ თქვენი სრულიად!.. აი, მიგიყვანთ თქვენთან და იქვე,
არხში, მთელ კასრ წყალს დავისხამ თავზე. მორჩა, უცბად გაივ-
ლის... ოჰ, რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ ორივენი!.. მაგ-
რამ ნუ იცინით და ნუ ჯავრობთ, მე კი არა! იმიტომ, რომ მეგობა-
რი ვარ როდიასი და, მაშასადამე, თქვენი მეგობარიც! იმიტომ,
რომ ასე მინდა... ამას წინათაც ვგრძნობდი... შარშან იყო რო-
გორღაც ერთი ასეთი წუთი... მაგრამ არა, საიდან... როდესაც
თითქოს უცბად ჩამომივარდით ციდან. მე კი შეიძლება მთელ ღა-
მესაც არ დავიძინო... წეღან ზოსიმოვს ეშინოდა, ჭკუიდან არ
შეიშალოსო. აი, რისთვის არ უნდა გავაბრაზოთ.
– მაგას რას ამბობთ! – წამოიყვირა დედამ.
– ნუთუ ასე თქვა ექიმმა? – დაეკითხა შეშინებული ავდოტია
რომანოვნა.
– თქმით კი თქვა, მაგრამ საქმე ასე როდია. ექიმმა წამალიც
ისეთი გამოუწერა, ფხვნილი, თვითონ ვნახე... და თქვენც მოხვე-
დით... ეჰ!.. ნეტავ, ხვალ მაინც ჩამოსულიყავით! კარგია, რომ წა-
მოვედით. ერთი საათის შემდეგ ყველაფერს თვითონ ზოსიმოვი
მოგახსენებთ, ის როდია მთვრალი! მანამდე მეც გამოვფხიზ-
ლდები... მერე, რად გამოვთვერი ასე, ჰა? იმიტომ, რომ კამათი
ამიტეხეს წყეულებმა! დაფიცებული ვიყავი, აღარ ვიკამათებ--
მეთქი!.. რაღაც სისულელეს როშავენ! კინაღამ ჩხუბიც მომივიდა!
მერე ბიძა დავუტოვე თავმჯდომარედ და წამოვედი... არ დაიჯე-
რებთ: ითხოვენ, რომ ადამიანის პირადობა სრულიად წაიშალოს
და აღტაცებულები არიან ამ თავისი სისულელით! ერთი სიტყვით,
ადამიანი თავის თავს არ უნდა ჰგავდეს, სხვად უნდა იქცეს! ეს
არის, მათი აზრით, უაღრესი პროგრესი! მაგრამ ნეტავ, თავისი
ჭკუით მაინც ცრუობდნენ; სხვებს ჰბაძავენ ისევ...
– მოითმინეთ, – გააწყვეტინა მოკრძალებით პულხერია
ალექსანდროვნამ. მაგრამ ამ შენიშვნამ უფრო გააცხარა რაზუმი-
ხინი.
– მერე, როგორ გგონიათ? – ყვიროდა რაზუმიხინი და ხმას
უფრო უმაღლებდა, – იმიტომ ვკიცხავ, რომ ცრუობენ? სისულე-
ლეა! მიყვარს კიდეც, როცა ცრუობენ! სიცრუე ადამიანის ერთა-
დერთი უპირატესობაა სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, იცრუ-
ებ – მართალს მიაგნებ! იმიტომაც ვარ ადამიანი, რომ ვცრუობ.
არც ერთი ჭეშმარიტებისთვის ისე არავის მიუგნია, თორმეტჯერ
მაინც არ ეცრუა; თორმეტჯერ კი არა, იქნებ ას თორმეტჯერაც იც-
რუა, ვინ იცის; ეს კი საპატიო რამ არის. მაგრამ უბრალოებაც ის
არის, რომ ჩვენდა თავად, ჩვენი ჭკუით ცრუობაც არ შეგვიძლია!
იცრუე, რამდენიც გინდა, მაგრამ იცრუე შენებურად. აი, მაშინ შე-
მიყვარდები და გაკოცებ. თავისებურად ცრუობა სხვისი მართლის
გამეორებას მაინც სჯობს. იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში
ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ – თუთიყუში! სიმართლე
არსად გაგვექცევა, ცხოვრება კი გაგვიმწარდება; თორემ მაგა-
ლითი ბევრი ყოფილა. აბა, ახლა რანი ვართ ჩვენ, ყველანი,ფ
განურჩევლად! მეცნიერების, განვითარების, აზროვნების,
გამოგონება-აღმოჩენის, იდეალების, სურვილების, ლიბერალო-
ბის, გონიერების, გამოცდილებისა და მრავალ სხვა განმანათ-
ლებელ ცოდნათა მხრივ მხოლოდ მოსამზადებელი კლასის გიმ-
ნაზიელებს ვგავართ! მოგვეწონა სხვისი ჭკუით ჩანჩალი და ლა-
მის არის, მთლად ზედ შეველიოთ, – ძვალსა და რბილში გაგვიჯ-
და! ასეა თუ არა? – ყვიროდა რაზუმიხინი და თან ქალებს ხელს
უჭერდა. – ასეა თუ არა?
– ოჰ, ღმერთო ჩემო, აბა, რა ვიცი, – უპასუხა წყნარად საბ-
რალო პულხერია ალექსანდროვნამ.
– ასეა, ასე... თუმცა ყველაფერში არ გეთანხმებით – მიუგო
დინჯად ავდოტია რომანოვნამ და თან შეჰყვირა, ისე მაგრად
მოუჭირა ხელი რაზუმიხინმა.
– ასეა, მაშ? თქვენ მეუბნებით, ასეაო? მაშ, თუ ასეა, ამის შემ-
დეგ თქვენ... თქვენ... – შეჰყვირა აღტაცებულმა, – სიკეთის, სიწ-
მინდის, გონიერებისა და... ყოველი სხვა ღირსების წყარო ხართ!
მომეცით თქვენი ხელი, მომეცით... თქვენიც მომეცით, მინდა, ამა-
ვე წამს მუხლმოდრეკით დაგიკოცნოთ ორთავეს ხელები!
და ჩაიჩოქა ფილაქანზე, რომელიც, საბედნიეროდ, ცარიელი
იყო.
– მოითმინეთ, რას სჩადიხართ? – შეჰყვირა შეშფოთებულმა
პულხერია ალექსანდროვნამ.
– ადექით, ადექით! – იცინოდა და წუხდა დუნიაც.
– არაფრის გულისთვის, სანამ ორივენი ხელს არ მომცემთ!
ჰო, აგრე, კმარა, აი, ავდექი და წავიდეთ კიდეც! მეც ერთი უბედუ-
რი რეგვენი ვარ, თქვენი უღირსი. მთვრალი ვარ და მრცხვენია...
თქვენ წინაშე ფეხქვეშ გაგება და პატივისცემა კი მოვალეობაა
ყველასი, რათა გამოჩნდეს, რომ მთლად არ გაპირუტყვებულა
ადამიანი!.. აკი, ამიტომ, მეც თაყვანს გცემთ... აი, თქვენი ნომრე-
ბიც! არა, არ ტყუოდა როდიონი, პეტრ პეტროვიჩი რომ გა-
მოაპანღურა წეღან! არა, როგორ გაბედა და ასეთი ნომრები გი-
ქირავათ? ეს ხომ თავის შერცხვენაა! იცით, რა ხალხი დაიარება
აქ? თქვენ კი საპატარძლო ხართ! საპატარძლო ხართ, არა?
იცოდეთ, მაშ, რომ ყოვლად მდაბალი კაცი ყოფილა თქვენი საქ-
მრო!
– მოითმინეთ, ბატონო რაზუმიხინ, ნუ დაივიწყებთ, რომ... –
დაიწყო პულხერია ალექსანდროვნამ.
– ჰო, მართალს ბრძანებთ, დამავიწყდა, მრცხვენია! –
მოიბოდიშა რაზუმიხინმა, – მაგრამ... მაგრამ... ამისთვის როდი
უნდა გამიწყრეთ! იმიტომ, რომ გულწრფელად ვამბობ და არა...
იმისთვის, რომ... ჰმ! ეს ხომ საძაგლობა იქნებოდა... ერთი სიტ-
ყვით, იმიტომ, კი არა, რომ მე თქვენ... ჰმ! თუმცა, არ ვიტყვი; იმი-
ტომ რომ არ შემიძლია!... წეღან ჩვენ, ყველამ, მაშინვე გავიგეთ,
შემოვიდა თუ არა, რომ პარიკმახერთან დაეხუჭუჭებინა თმა და
ცდილობდა, თავისი გონებრივი ავლადიდება საჩქაროდ გა-
მოეფინა! არა! იმიტომ, რომ მზვერავი და ჩარჩია; იმიტომ, რომ
ურიასავით წუწურაქი და ოინბაზია. გგონიათ ჭკვიანია? სულაც
არა. ტუტუცია და ჩურჩუტი! აბა, რა თქვენი შესაფერია? ღმერთო
ჩემო! ხედავთ, – და უცბად ნომერში ასასვლელ კიბესთან შედგა,
– მართალია, ქალბატონებო, ახლა იქ, ჩემთან, ყველა მთვრა-
ლია, მაგრამ პატიოსნები არიან, თუმცა ვცრუობთ კიდეც ყველა-
ნი, მაგრამ ერთხელაც იქნება, სიმართლესაც მივაგნებთ. იმიტომ
რომ პატიოსანსა და კეთილშობილ გზაზე ვდგავართ. პეტრ პეტ-
როვიჩი კი... არ დგას კეთილშობილ გზაზე. თუმცა, ახლა ყველა
ისინი დავლანძღე, მაგრამ პატივს მაინც ვცემ; ზამეტოვს, მართა-
ლია, არ ვცემ პატივს, იმიტომ რომ ჯერ ლეკვია, მაგრამ მიყვარს
კი! მიყვარს ის პირუტყვი ზოსიმოვიც, რადგან პატიოსანია და საქ-
მეც ესმის.. მაგრამ კმარა, ყველაფერი ვთქვი, ყველაფერი მეპა-
ტიება. მეპატიება განა? ასეა თუ არა? მაშ, წავიდეთ. ვიცი ეს დე-
რეფანიც, ვყოფილვარ; აი აქ, მესამე ნომერში, აყალმაყალმაც
მოგვიწია... თქვენ რომელში ხართ ჩამომხდარი? რომელი ნომე-
რია? მერვე? აბა, კარი დაკეტეთ და არავის გაუღოთ. თხუთმეტი
წუთის შემდეგ ამბავს მოგიტანთ. ნახევარ საათის შემდეგ კი ზო-
სიმოვსაც თან მოგიყვანთ. მშვიდობით, მივრბივარ!
– ღმერთო ჩემო! დუნეჩკა, რა მოხდება ნეტა? – დაეკითხა
შეშფოთებული და შეშინებული პულხერია ალექსანდროვნა
ქალს.
– დამშვიდდით, დედა, – ანუგეშებდა დუნია და თან შლაპასა
და წამოსასხამს იხდიდა, – ღმერთია შემწე. ტყუილად კი არ მოგ-
ვივლინა ეს კაცი, თუმცა ცოტა გადაკრულშია. გარწმუნებთ, სრუ-
ლიად ვენდოთ ამ კაცს. ამას მოწმობს თუნდაც მარტო ის, რაც
დღემდე ჩვენი როდიასთვის სიკეთე გაუკეთებია...
– ეჰ, დუნეჩკა, ღმერთმა იცის, მოვა თუ არა! არა, როგორ
დავთანხმდი და მარტო დავტოვე როდია!.. არ მეგონა, ასეთ ყო-
ფაში თუ ვნახავდი! რა ცუდად მიგვიღო, თითქოს ეწყინაო ჩვენი
ნახვა...
პულხერია ალექსანდროვნას თვალები ცრემლით აევსო.
– არა, დედა, ასე არ არის. რიგიანად არც კი შეგიხედავთ,
სულ ტიროდით. ავადმყოფობისგან საშინლად მოშლილია, იმი-
ტომ მოგვეპყრო ასე.
– ოჰ, ეს ავადმყოფობაა, რომელიც დაღუპვას მიქადის! ნეტა
რა იქნება, რა მოგველის! მერე როგორ გელაპარაკებოდა, დუ-
ნია! – თქვა მოკრძალებით პულხერია ალექსანდროვნამ და თან
თვალებში ჩააკვირდა ქალს, რომ გაეგო, რას ფიქრობდა. მაგ-
რამ თავი იმით ინუგეშა, რომ დუნია ამართლებდა ძმას, მაშასა-
დამე, აპატია, – დარწმუნებული ვარ, ხვალ გულს მოიბრუნებს, –
დასძინა ისევ საცდელად, რომ ეთქმევინებინა რამე.
– მე კი მგონია და დარწმუნებულიც ვარ, რომ ხვალაც იმავეს
მეტყვის... – გააწყვეტინა ავდოტია რომანოვნამ. რასაკვირველია,
ეს იყო მთავარი მიზეზი, რადგან აქ ერთი ისეთი რამ იმალება,
რის თაობაზეც ახლა ხმის ამოღება ვერც კი გაებედა პულხერია
ალექსანდროვნას. მივიდა დუნია და აკოცა დედას. დედამაც მაგ-
რად ჩაიკრა გულში, ხმა არ ამოუღია, დაჯდა და დაუწყო რაზუმი-
ხინს მოუსვენრად ლოდინი. თან მოკრძალებით თვალყურს
ადევნებდა თავის ქალს, რომელსაც ასევე გულხელი დაეკრიფა
მოლოდინში და დაფიქრებული ოთახში გადი-გამოდიოდა. ავ-
დოტია რომანოვნას ჩვევად ჰქონდა ფიქრის დროს ასე სიარული
ოთახში. ამიტომაც მუდამ ეშინოდა დედას, არ დაერღვია რო-
გორმე სიჩუმე ამ დროს და ფიქრი არ დაერღვია.
რასაკვირველია, სასაცილო იყო, რომ ნასვამ რაზუმიხინს
გულში ცეცხლებრ აღეგზნო ავდოტია რომანოვნასადმი ვნება.
მაგრამ ვინც კი ახლა თვალს მოჰკრავდა გულხელდაკრეფილ
და დაფიქრებულ დუნიას, ყველა უთუოდ ადვილად აპატიებდა
ასეთ გატაცებას, თუნდაც მხედველობაში არ მიეღოთ რაზუმიხი-
ნის განსაკუთრებული მდგომარეობა. შესანიშნავი იყო ავდოტია
რომანოვნა – მაღალ-მაღალი, ტანადი, რწმენით სავსე, ეს ეტყო-
ბოდა თითოეულ მის მიმოხრასა და მოქმედებას, თუმცა მოხდე-
ნილობა და სინარნარე სულაც არ აკლდა. სახით ძმას ჰგავდა,
მაგრამ სილამაზით სჯობდა – მშვენიერი იყო. თმა ღია წაბლის-
ფერი ჰქონდა, ძმაზე ოდნავ ბაცი; თვალები თითქმის შავი, ელვა-
რე, ამაყი, ზოგჯერ კეთილად გამომეტყველი, სახეზე ფერმკრთა-
ლი იყო, მაგრამ ავადმყოფური როდი ეთქმოდა. ბაგე ცოტა პა-
ტარა ჰქონდა, ქვედა ტუჩი, ნორჩი და წითელი, ნიკაპთან ერთად
ოდნავ წინ წამოწეული. ეს ერთადერთი ნაკლი მისი მშვენიერი
პირისახისა რაღაც სხვაგვარ გამომეტყველებასა და იერს აძ-
ლევდა, სხვათა შორის, ზვიადობასაც. სახის გამომეტყველება მუ-
დამ უფრო დარბაისლური ჰქონდა, ვიდრე მხიარული. მაგრამ
როგორ უხდებოდა ამ სახეს ღიმილი და უზრუნველი, მხიარული
სიცილი! საკვირველიცარ იყო, თუ ფიცხმა, გულახდილმა, უბრა-
ლო, პატიოსანმა და ძალ-ღონით სავსე მთვრალმა რაზუმიხინმა,
რომელსაც მანამდე მსგავსი არავინ შეხვედრია, პირველ ნახვა-
ზევე დაკარგა ჭკუა. პირველადვე მიეცა შემთხვევა, ენახა სწორედ
ისეთ დროს, თითქოს განგებ მოხდაო, როცა საყვარელი ძმის
ნახვით იყო გახარებული. ნახა შემდეგ ისიც, როგორ შეუთამაშდა
ქვედა ტუჩი განრისხებულს, ძმამ რომ კადნიერად და მკაცრად
უბრძანა, – ვეღარ მოითმინა, გულს აჰყვა, დაემორჩილა.
მართალი იყო, წეღან მთვრალმა რომ წამოროშა კიბეზე:
რასკოლნიკოვის დიასახლისი პრასკოვია პავლოვნა უთუოდ დას-
წამებდა რაზუმიხინს ავდოტია რომანოვნას სიყვარულს და არ-
ცთუ ამას, უთუოდ პულხერია ალექსანდროვნაზეც მიიტანდა ეჭვს.
მით უფრო, რომ ორმოცდასამი წლის პულხერია ალექსანდროვ-
ნას ჯერ კიდევ საკმაოდ შერჩენოდა წინანდელი სილამაზე და
თავის წლოვანებასთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდუ-
ლად გამოიყურებოდა, როგორც ეს საზოგადოდ ემჩნევა ხოლმე
მუდამ ფაქიზი სულისა და პატიოსანი გულის პატრონ ქალებს,
რომლებიც ბოლომდე ინარჩუნებენ ახალი შთაბეჭდილების ცხო-
ველი განცდის უნარს. აქვე, სხვათა შორის, უნდა დავძინოთ, რომ
ეს თითქმის ერთადერთი საშუალებაა, რომ ადამიანს მოხუცობის
დროსაც შერჩეს სილამაზე. თმა უკვე შესთხელებოდა და გაჭაღა-
რავებოდა, თვალების გარშემო წვრილი ნაოჭები გასჩენოდა,
ლოყები ჩასცვივნოდა და შეხმობოდა მუდმივი ზრუნვისა და მწუ-
ხარებისგან, მაგრამ სახეს მაინც არ დაჰკარგოდა თავისი მშვე-
ნიერება. ეს იყო იმავე დუნეჩკას სახე, მხოლოდ ოცი წლით უფ-
რო ხნიერი, ქვედა ტუჩიც არ ჰქონდა მისებრ წამოწეული. პულხე-
რია ალექსანდროვნა მგრძნობიარე იყო, მაგრამ გადაჭარბებუ-
ლად არა, იყო მოკრძალებული და ადვილად დამთმობი, მაგრამ
ესეც ისევ განსაზღვრულ ზომამდე; შეეძლო ბევრი რამ დაეთმო,
ბევრში შერიგებოდა გარემოებას, თუნდ მისი რწმენის წინააღ-
მდეგიც ყოფილიყო ეს, მაგრამ პატიოსნებასა და თავის წმინდა
შეხედულებათა საზღვარს კი არასოდეს გადავიდოდა.
რაზუმიხინის წასვლის შემდეგ სულ ოცი წუთიც არ გასული-
ყო, რომ კარზე ვიღაცამ აჩქარებით დააკაკუნა ორჯერ. რაზუმი-
ხინი დაბრუნდა.
– არ შემოვალ, არა მცალია! – წარმოთქვა საჩქაროდ, რო-
გორც კი კარი გაუღეს, – სძინავს მშვიდად და წყნარად; ღმერთმა
ქნას, თუნდ ათი საათი იძინოს. ნასტასია უზის გვერდით. ვუბრძა-
ნე, არ მოშორდეს. ახლავე ზოსიმოვს მოვათრევ და ის მოგახსე-
ნებთ ყველაფერს. მერე კი თქვენც დაიძინეთ, თორემ ვხედავ, ძა-
ლიან დაღლილები ხართ.
თქვა და ისევ უკან გასწია.
– რა ცოცხალი და... ერთგული ახალგაზრდაა! – წამოიძახა
უზომოდ გახარებულმა პულხერია ალექსანდროვნამ.
– ეტყობა, საუცხოო ადამიანი უნდა იყოს! – უპასუხა მხურვა-
ლედ ავდოტია რომანოვნამ და ისევ ოთახში დაიწყო წინ და უკან
სიარული.
თითქმის ერთი საათის შემდეგ დერეფანში ისევ გაისმა ფეხის
ხმა და კარის კაკუნი. ამჟამად დედა და ქალი სრულიად დაიმე-
დებულნი უცდიდნენ და მართლაც აასრულა სიტყვა. ზოსიმოვი
მაშინვე დათანხმდა, ქეიფისთვის თავი მიენებებინა და რასკოლ-
ნიკოვის სანახავად წამოსულიყო, ქალებთან კი უგულოდ გაჰყვა,
მთვრალი რაზუმიხინის არ სჯეროდა; მაგრამ ცნობისმოყვარეობა
მაშინვე დაიკმაყოფილა და დამშვიდდა, როგორც კი დარწმუნდა,
რომ გრძნეული მისანივით მიელოდნენ. სულ რაღაც ათ წუთში
თითქმის სრულებით დაამშვიდა და დაარწმუნა პულხერია ალექ-
სანდროვნა. ელაპარაკებოდა არაჩვეულებრივი თანაგრძნობით,
მაგრამ თავდაჭერითა და მეტისმეტი დარბაისლობით, როგორც
ეს საყურადღებო კონსულტაციაზე შეშვენის ოცდაშვიდი წლის
ექიმს; არც ერთი სიტყვით არ გადაუხვევია საგნისთვის და ოდნა-
ვადაც არ გაუმხელია სურვილი, მათ კერძო და პირად დამოკი-
დებულებას შეხებოდა. შესვლისთანავე შენიშნა, რა უზომოდ მომ-
ხიბვლელი იყო ავდოტია რომანოვნა, მაგრამ განგებ თვალს
არიდებდა და მხოლოდ პულხერია ალექსანდროვნას ელაპარა-
კებოდა. ყველა ეს შესანიშნავ შინაგან კმაყოფილებას აგრძნობი-
ნებდა. თვითონ ავადმყოფზე კი ის აზრი გამოთქვა, რომ ამჟამად
თითქმის კარგად არისო. რაც შეეხება ავადმყოფობას, მისი დაკ-
ვირვებით, გარდა ცუდი ნივთიერი მდგომარეობისა, რომელსაც
უკანასკნელ თვეებში განიცდიდა ავადმყოფი, მას სხვა ზოგიერთი
ხასიათის მიზეზიც აქვს, იგი „არის შედეგი მრავალი რთული, ზნე-
ობრივი და ნივთიერი ზეგავლენისა, შიშისა, ზრუნვისა, შფოთვი-
სა, ზოგიერთი იდეისა... და სხვა“. ზოსიმოვმა შენიშნა რომ ავდო-
ტია რომანოვნა განსაკუთრებით ყურადღებით უგდებდა ყურს ამ
განმარტებას და უფრო ვრცლად დაიწყო ამაზე ლაპარაკი. პულ-
ხერია ალექსანდროვნას შეშფოთებულ და მოკრძალებულ შე-
კითხვაზე: ეჭვი ხომ არა გაქვთ მისი ჭკუიდან შეშლისო, სიცილით
უპასუხა, რომ მისი სიტყვები გაუზვიადებიათ; რასაკვირველია,
ავადმყოფს რაღაც აზრები აწუხებს, თითქოს მონომანია ეტყობა,
– რასაც, როგორც ექიმი, დიდად ვადევნებ თვალყურს, – მაგრამ
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ავადმყოფი დღემდე გამუდმებით
ბოდავდა, და... რა თქმა უნდა, მშობლისა და დის ჩამოსვლა კარ-
გად იმოქმედებს, ძალ-ღონეს შემატებს, გულიდან ფიქრს გადაუყ-
რის, – „თუ, რასაკვირველია, ახალი განსაკუთრებული რამ არ
შეემთხვევაო“, – დასძინა მან საგულისხმოდ. მერე დარბაისლუ-
რად, გულთბილად გამოეთხოვა დედა-შვილს, რომლებმაც
ლოცვა-კურთხევით, მადლობითა და მუდარით გამოისტუმრეს.
ავდოტია რომანოვნამ ხელიც კი თავისით გაუწოდა და ზოსიმოვი
სრულიად კმაყოფილი გაემართა შინისკენ.
– ლაპარაკით ხვალ ვილაპარაკოთ; ახლა კი უთუოდ დაიძი-
ნეთ! ხვალ, დილაადრიან, თქვენთან ვარ, ავადმყოფის ამბავს
მოგიტანთ, – დაუმატა რაზუმიხინმა და ზოსიმოვს გაჰყვა.
– არა, რა მშვენიერი გოგონაა ეს ავდოტია რომანოვნა! – შე-
ნიშნა ნერწყვმორეულმა ზოსიმოვმა, ქუჩაში რომ გავიდნენ.
– რაო, მშვენიერიაო? შენ ამბობ მაგას! – შეჰყვირა რაზუმი-
ხინმა, ეცა უცბად ზოსიმოვს და ყელში ხელი წაუჭირა, – გაგიბე-
დავს, აბა და გითქვამს კიდევ... გესმის? გესმის? – უყვიროდა და
აჯანჯღარებდა კედელზე მიჭყლეტილს, – გესმის?
– გამიშვი, შე გადარეულო! – უძახდა ზოსიმოვი და ცდილობ-
და, თავი როგორმე გაეთავისუფლებინა. მაგრამ გაუშვა თუ არა
რაზუმიხინმა, ერთი კი შეხედა და უცბად გულიანად გადაიხარხა-
რა. რაზუმიხინი კი იდგა ჩუმად, დაფიქრებული და დაღვრემილი.
– რასაკვირველია, ვირი ვარ, – წაიდუდუნა მოქუშულმა, –
მაგრამ შენც არა ხარ ნაკლები...
– არა, ძმაო, მაგას კი ტყუი. მაგისთანა სისულელეს არასო-
დეს გულში არ გავიტარებ.
მიდიოდნენ ჩუმად და რასკოლნიკოვის ბინას რიმ მიუახლოვ-
დნენ, მაშინღა დაარღვია სიჩუმე ძალზე დაფიქრებულმა რაზუმი-
ხინმა.
– ყური დამიგდე, – უთხრა ზოსიმოვს, – კარგი ბიჭი ხარ, მაგ-
რამ ყველა სხვა ნაკლთან, ვიცი დიდი მუსუსი და მასთან საკმაოდ
განურჩეველი ვინმე ბრძანდები, სუსტი და ნერვებაშლილი საძაგ-
ლობა ხარ, ჩასუქებულხარ ღორივით და არაფერს იკლებ, – აი,
ამას კი ვეძახი საზიზღრობას, იმიტომ, რომ საზიზღრობამდე მიჰ-
ყავს ადამიანი. იქამდე ხარ განაზებული და გაფუფუნებული, გა-
მოგიტყდები, მიკვირს და ვერ გამიგია, როგორღა ახერხებ, რომ
ასე თავდადებით იკვლევ ავადმყოფებს. ბუმბულსა და თივთიკზე
გძინავს (ექიმს!), ღამღამობით კი ავადმყოფისთვის ძილს იფ-
რთხობ! სამი წლის შემდეგ უთუოდ აღარ იკადრებ ავადმყოფე-
ბისთვის ღამე ადგომას... მაგრამ ეშმაკმა იცის შენი თავი, საქმე
ეგ როდია; აი, რა უნდა გითხრა: დღეს დიასახლისთან უნდა
გაათიო ღამე (ძლივს დავიყოლიე), მე კი სამზარეულოში დავიძი-
ნებ. მშვენიერი შემთხვევა მოგეცემა, ახლოს გაიცნო! მაგრამ ის
კი არა, შენ რომ ფიქრობ? ნურც კი გაივლებ გულში..
– არც მიფიქრია.
– აქ, ძმაო, ჩემი მოკრძალება, სიმორცხვე და დიდი უმან-
კოებაა. ამასთანავე, უყვარს ოხვრა და სანთელივით დნება! მიხ-
სენი როგორმე იმისგან, გაფიცებ ქვეყნიერების ტარტაროზებს!
მეტად მიმზიდველია!.. გეფიცებით, გადაგიხდი!
ზოსიმოვმა უფრო გულიანად გადაიხარხარა.
– შეხედეთ ერთი, რა ამბავშია! კარგი, რაში მჭირდება?
– გარწმუნებ, ბევრი არა დაგჭირდება რა, ილაპარაკე, რაც
მოგესურვოს, ოღონდ გვერდით მიუჯექი და ელაპარაკე. ექიმიც
ხარ; აიღე და რაიმეს წამლობა დაუწყე. გეფიცები, არ ინანებ.
საკრავიც უდგას. ხომ იცი, ცოტას ვაბრახუნებ; ერთი სიმღერა
მაქვს აქ მისთვის ამოჩემებული, – წმინდა რუსულია: „ცხარე
ცრემლად დავიღვრები“... ძალიან უყვარს რუსული სიმღერები,
აკი ჩვენი ამბავიც სიმღერიდან დაიწყო. შენ ხომ ფორტეპიანოზე
უკრავ, დიდი ოსტატი, რუბინშტეინი ხარ... გეფიცები, არ ინანებ!
– რაო, რამე პირობა მიეცი, თუ რა ხდება? იქნებ ხელწერი-
ლიც აქვს ან ცოლად შერთვას შეჰპირდი.
– სულაც არა! თვითონ არ არის ასეთი. ერთხანს ჩებაროვი
შეუჩნდა, მაგრამ...
– მაშინ თავი დაანებე, რაღას უცდი?
– არ შეიძლება ასე მიტოვება!
– რატომ არ შეიძლება?
– რატომ და იმიტომ, რომ როგორღაც უხერხულია! აქ,
ძმაო, რაღაც მიმზიდველი ძალაცაა!
– მაშ, რაღად მიიტყუე, თუ ასე იყო?
– სულაც არ მიმიტყუებია, პირიქით, თვითონ მიმიტყუა სისუ-
ლელით და შემიჩვია. მაგრამ იმისთვის კი სულერთია, ოღონდ
ვინმე ეჯდეს გვერდით და ოხრავდეს! აქ, ძმაო... არ ვიცი, რო-
გორ გითხრა. აი, გესმის, მათემატიკა ხომ იცი, ახლაც კიდევ მე-
ცადინეობა, ვიცი... დაუწყო თუნდაც და ინტეგრალური გამოანგა-
რიშება ასწავლო: ღმერთმანი, არ გეხუმრები, ნამდვილს გეუბნე-
ბი, ორივე ერთია მისთვის: მთელ წელიწადს გაატარებს ოხვრასა
და შენს ცქერაში. სხვათა შორის, ერთხელ მთელი ორი დღე, მა-
გალითად, პრუსიელთა პარლამენტზე ველაპარაკე (სხვაზე, აბა,
რაზე მელაპარაკა?), – ისიც იჯდა, ყურს მიგდებდა, ოხრავდა და
დნებოდა! იცოდე, არ გაბედო და სიყვარულზე კრინტი არ დაძ-
რა, თორემ მორცხვია მეტად და მაშინვე კანკალი აიტანს; აჩვენე
მარტო, ვითომ ვეღარ დაგიღწევია თავი, – და ისიც კმარა, მშვე-
ნივრად მოეწყობი; მოსვენებული იქნები, როგორც შენს სახლში,
– იკითხე, წერე, წამოწექი, იჯექი, როგორც მოგესურვება... შეიძ-
ლება აკოცო კიდეც, მაგრამ ფრთხილად...
– კარგი, მაგრამ რაში მჭირდება?
– ეჰ, აბა, როგორ აგიხსნა! იცი რა: თქვენ ორივე ძალიან
ჰგავხართ ერთმანეთს! ადრეც ვფიქრობდი ხოლმე შენზე... ამას
გარდა, ხომ ვიცი, ამით გაათავებ საქმეს! ერთი არ არის შენთვის,
ადრე იქნება თუ გვიან? აქ, ძმაო, იმისთანა ბუმბულები გელის!
მაგრამ განა მარტო ესაა! ეს ძალაუნებურად ჩაგითრევს, აქ არის
დასასრული ქვეყნიერებისა, ღუზა სიცოცხლისა, წყნარი ნავსაყუ-
დელი, დედამიწის გული, ქვეყნიერების სამვეშაპიანი საძირკვე-
ლი, გემო ბლინებისა, მსუქანი ძეხვებისა, საღამოს სამოვრისა,
ჩუმი ოხვრისა და თბილ-თბილი საწოლისა, – აი ხედავ, თითქოს
მომკვდარხარ კიდეც, მაგრამ, ამავე დროს, ცოცხალი ხარ. ორ-
ნაირი ხეირი გაქვს ერთბაშად! მაგრამ, ეჰე, მაგრად შევტოპე.
ძმაო, მგონი, ძილის დროა! ყური დამიგდე: ზოგჯერ ღამღამო-
ბით ვიღვიძებ ხოლმე, ჰოდა, მაშინ ავდგები და მივალ, დავხე-
დავ, მაგრამ არა უშავს რა, კარგად იქნება. ნურც შენ შეწუხდები
ძალიან, მაგრამ თუ მაინც გინდა, ერთხელ შენც ახედე. ოღონდ
იცოდე, შენიშნავ თუ არა, რომ ბოდავს, ან სიცხე აქვს, ან სხვა
რამე, მაშინვე გამაღვიძე. თუმცა ვიცი, არაფერი მოხდება...

II

დანაღვლიანებულმა და დაფიქრებულმა გაიღვიძა რაზუმი-


ხინმა მეორე დღის რვის ნახევარზე, ბევრი ახალი გაუგებრობა
დაატყდა უცებ ამ დილით. წინათ არც კი უფიქრია, თუ ასეთ გუნე-
ბაზე გაიღვიძებდა ოდესმე. დაწვრილებით ახსოვდა ყოველივე,
რაც კი გუშინ მოხდა, და ესმოდა, რომ რაღაც არაჩვეულებრივი
რამ დატრიალდა მის თავს. განიცადა ისეთი რამ ახალი, რაც არ
ჰგავდა ყველა სხვა წარსულ შთაბეჭდილებას. იმავდროულად,
ნათლად გრძნობდა, რომ შეუძლებელი იყო ამ ოცნების განხორ-
ციელება, – იქამდე შეუძლებელი, რომ შერცხვა კიდეც და მაშინ-
ვე შეუდგა უფრო არსებითად საზრუნავი საგნების გადაწყვეტას,
რომლებიც „გუშინდელმა დაწყევლილმა დღემ“ გაუჩინა.
ყველაზე მწარედ აგონდებოდა ის, რომ გუშინ მთვრალი იყო
და „სიმდაბლე და საძაგლობა“ გამოიჩინა: ქალს პირში ულანძღა
საქმრო მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც სულელური ეჭვიანობა
შეეპარა. თუმცა, არც იმათი ურთიერთდამოკიდებულება იცოდა
და არც თვითონ კაცს იცნობდა რიგიანად. ან კი, რა უფლება
ჰქონდა, ასე აჩქარებითა და წინდაუხედავად გგამოეთქვა თავისი
აზრი? ან მსაჯულობა ვინ სთხოვა! ან, თუ შესაძლებელია, ავდო-
ტია რომანოვნასთანა ადამიანმა ფულის გამო თავი უღირსად
მიჰყიდოს ვინმეს? ეჭვი არ არის, იმ კაცსაც თავისი ღირსებები ექ-
ნება. ნომრები? მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ასეთი სა-
ძაგელი რამაა ეს ნომრები? მეორეც, ხომ თქვა, ბინასაც ვუმზადე-
ბო... ფუ! რა სიმდაბლე ჩაიდინა! ან რა თავის მართლებაა, რომ
მთვრალი იყო? ეს ხომ უფრო სამარცხვინო გასამართლებელი
საბუთია! აკი ნათქვამია: მთვრალი ფხიზლის მამხელია, და მარ-
თლაც ასე მოუვიდა: „გამოთქვა ყველაფერი, რასაც კი ჭუჭყიანი
და მოშურნე გული ეუბნებოდა!“ მერე, ეპატიება განა ამაზე ოცნე-
ბა მას, რაზუმიხინს? ამ ქალთან შედარებით ვინ არის თვითონ, –
ვიღაც ჭირვეული ლოთი და წუხანდელი მკვეხარა? განა უგვანი
და სასაცილო არ არის, ორი ისეთი ადამიანის შედარება? ამ
ფიქრმა საშინლად გააწითლა რაზუმიხინი. მოაგონდა უცბად,
თითქოს განგებ, გუშინ რომ წამოროშა: დიასახლისი ავდოტია
რომანოვნას სიყვარულს დამწამებსო... ამის გახსენება მისთვის
უკვე აუტანელი იყო. მოიქნია მუშტი და, რაც ძალი და ღონე
ჰქონდა, სამზარეულოს ღუმელს სთხლიშა, აგური გადმოაგდები-
ნა და ხელი იტკინა.
„რასაკვირველია, – წაიბუტბუტა ერთი წუთის შემდეგ თავის
უფრო მეტად დასამცირებლად, – ყველა ამ საძაგლობას ვერა-
სოდეს გამოვისყიდი... მაშასადამე, ფიქრიც მეტია იმაზე: უნდა მი-
ვიდე და... მოვალეობა შევასრულო მხოლოდ... ხმის ამოუღებ-
ლად... არც ბოდიში მოვიხადო, რადგან ლაპარაკი აქ ზედმეტი-
ა... რადგან გაქრა ყველაფერი სამუდამოდ!“
მაგრამ ტანთ რომ იცვამდა, ჩვეულებრივზე მეტი გულმოდგი-
ნებით შეათვალიერა ყველაფერი. სხვა ტანისამოსი, მართალია,
არ ჰქონდა და რომც ჰქონოდა, უთუოდ არც ჩაიცვამდა, – „განგებ
არ ჩაიცვამდა“, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ცინიკოს და ფეთხუმ
ადამიანად დარჩენა შეუძლებელი იყო: არავითარი უფლება არა
ჰქონდა, სხვებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, მით უმეტეს,
რომ თვითონ საჭიროებდნენ მის დახმარებას და თვითონვე ეძახ-
დნენ. ამიტომაც, ლამაზად გაიწმინდა ტანისამოსი ჯაგრისით, რაც
შეეხება საცვლებს, ეს კი მუდამ რიგიანი ჰქონდა, რადგან ისედაც
სუფთა საცვლები უყვარდა.
ამ დილით ლამაზად დაიბანა, – ნასტასიას ჰქონდა საპონი, –
ჩამოიბანა თმა და კისერი, განსაკუთრებით ხელები და როცა რი-
გი „ჯაგარზე“ მიდგა, აღარ იცოდა, რა ექნა, – ჩამოეპარსა თუ
არა (პრასკოვია პავლოვნას მშვენიერი სამართებელი ჰქონდა
განსვენებულ ზარნიცინისგან დარჩენილი), მაგრამ გულმოსულმა
უარი თქვა ამაზე. „დეე, ასე იყოს! თორემ რას ემგვანება? იფიქ-
რებენ, გაიპარსა, რომ... უთუოდ იფიქრებენ! არაფრის გულის-
თვის ქვეყანაზე ამას არ ვიზამ!
უმთავრესი კი ისაა, რომ მურდალი და მოუხეშავი რამ არის,
ქცევაც ბრიყვული, დუქნური აქვს; ...მართალია, იცის, რომ შედა-
რებით წესიერი ადამიანია... მაგრამ ამით როგორ იამაყოს? რო-
ცა ყველა უთუოდ რიგიანი და პატიოსანი უნდა იყოს და ცოტა
იმაზე უკეთესიც... რადგან (კარგად ახსოვს) მასაც ჩაუდენია ისეთი
საქმეები... უპატიოსნო, მართალია, არასოდეს, მაგრამ მაინც! რა
არ გაუვლია გულში! ჰმ!.. და მერე? ყველა ეს ავდოტია რომა-
ნოვნას დაუყენოს გვერდით! დიახ! დიახ! განგებ ვიქნები ასეთი
მურდალი და ბინძური, ჯანდაბას! უარესიც ვიქნები!..“
ასეთ ფიქრებში იყო გართული რაზუმიხინი, თავს რომ ზოსი-
მოვი წაადგა, რომელსაც ღამით პრასკოვია პავლოვნას სასტუმ-
რო ოთახში ეძინა.
ზოსიმოვი ახლა შინ წასვლას აპირებდა, მაგრამ ჯერ ავად-
მყოფისთვის უნდა დაეხედა. რაზუმიხინმა მოახსენა, ავადმყოფს
მშვიდად ეძინაო. მაშინ ზოსიმოვმა უბრძანა, არ გამოეღვიძები-
ნათ, ვიდრე თვითონ არ გაეღვიძებოდა, და დაჰპირდა, თერთმე-
ტი საათისთვის შემოვივლიო.
– ეგ არის მხოლოდ, თუ შინ იქნება, – ფუჰ, დალახვროს ეშ-
მაკმა! არ იცი, ავადმყოფს როგორ უწამლო, არ გემორჩილება!
ისინი მოვლენ ნეტა, თუ ეს წავა მათთან? – დასძინა ზოსიმოვმა.
– ისინი მოვლენ უთუოდ, – უპასუხა რაზუმიხინმა, – ოჯახის
საქმეზე მოილაპარაკებენ. მე მაშინვე წავალ. შენ კი, როგორც
ექიმს, რასაკვირველია, მეტი უფლება გაქვს, აქ დარჩე.
– მე რომელიღა სულიერი მამა ვარ; მოვალ და მაშინვე წა-
ვალ; უიმათოდაც ბევრი საქმე მაქვს.
– ერთი მაწუხებს მხოლოდ, – გააწყვეტინა მოღუშულმა რა-
ზუმიხინმა, – გუშინ გადაკრულში რაღაც... სისულელეებზე ვიყბე-
დე გზადაგზა... სხვათა შორის იმაზედაც, რომ შენ შიში გაქვს, ვი-
თომ... ჭკუიდან არ შეიშალოსო.
– აკი ქალებთანაც იგივე წამოგცდა გუშინ.
– ვიცი, ვიცი, სისულელე ჩავიდინე! მცემე, თუ გინდა! როგორ
არის საქმე, ჰქონდა მართლა მიზეზი თუ არა?
– სისულელეა, რას ამბობ, რის მიზეზი! შენ თვითონ არ იყა-
ვი, რაღაც მონომანად დამიხატე, პირველად რომ მომიყვანე...
გუშინ კი შენი ნაამბობით... ვიღაც მღებავზე უაღრესად გამიღვივე
ეჭვი. არა, რა დროს იმაზე ლაპარაკი იყო, როცა, ვინ იცის, მიზე-
ზად ისიც გაუხდა! მცოდნოდა, რომ კანტორაში ისეთი ამბავი შე-
ემთხვა, ვიღაც საზიზღარმა ეჭვი მიიტანა... და შეურაცხყო! ჰმ!..
მაშინ ნებას არ მოგცემდი, რომ ისეთი რამეები გეამბნა, მაგრამ
რას იზამ, რომ არ ვიცოდი რა! რა ხალხია ეს მონომანები?
ცვარს ქარვად აქცევენ, რწყილს აქლემს აშობინებენ... რამდენა-
დაც ზამეტოვის გუშინდელი ნაამბობიდან მახსოვს, საქმე უკვე ნა-
ხევრად გამოირკვა ჩემთვის. ეგ რა არის! მახსოვს, ერთმა იპო-
ქონდრიით შეპყრობილმა ორმოცი წლის კაცმა როგორ გამოს-
ჭრა რვა წლის ბავშვს ყელი, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ყოველ-
დღიურ დაცინვას ვეღარ გაუძლო! აქ კი ძონძებში გამოხვეულს
ვიღაცა ბრიყვი და თავხედი უბნის ზედამხედველის თანაშემწე ეჭ-
ვით უყურებს, ახლა ავადმყოფობა და! იპოქონდრიით შეპყრო-
ბილს განა მეტი უნდა! ამასთან, თუ ძლიერ ავადმყოფობს! ვინ
იცის, იქნებ ავადმყოფობის მიზეზი სულაც ეს იყო! ეშმაკმა იცის!..
მართლა, კაი ბიჭია ეგ ზამეტოვი, მხოლოდ ცოტა, ჰმ!.. ტყუილად
გვიამბო გუშინ ყველაფერი ეს. საშინელი ყბედია!
– ვის უამბო? მე და შენ, სხვას ხომ არავის!
– პორფირისაც.
– მერე რა, რომ პორფირისაც?
– მართლა გაქვს რამე გავლენა დედასა და დაზე? ცოტა
სიფრთხილით უნდა მოეპყრონ დღეს...
– არა უშავს, გაუფრთხილდებიან! – მიუგო უგულოდ რაზუმი-
ხინმა.
– რად აუთვალისწუნებია, ნეტა, ლუჟინი? ეტყობა, ფულიანი
კაცია და, ვგონებ, არც ქალს უნდა სძულდეს... თვითონ კი, მგო-
ნი, გახვრეტილი გროშიც არ მოეძებნებათ, არა?
– ნეტა რას მცდი? – შეუყვირა გაბრაზებულმა რაზუმიხინმა, –
აქვთ თუ არა აქვთ, რა ვიცი, აბა? ჰკითხე და გაიგებ, თუ გინდა...
– ფუჰ, რა სულელი ხარ ზოგჯერ! გუშინდელი სიმთვრალე
დღესაც მოგდევს... ნახვამდის! ღამის გათევინებისთვის პრასკო-
ვია პავლოვნას მადლობა მოახსენე ჩემ მაგივრად. ჩაიკეტა, ბა-
ტონო, და სალამზეც პასუხი არ მომცა. თვითონ კი შვიდ საათზე
წამოდგა. სამზარეულოდან დერეფნით სამოვარი შემოუტანეს...
არ იქნა, მის ხილვას ვერ ვეღირსე...
ზუსტად ცხრა საათზე რაზუმიხინი ბაკალეევის ნომრებში გა-
მოცხადდა. დედაცა და დაც, ორივენი, დიდი ხანია მოუთმენლად
ელოდნენ. შვიდზე თუ უფრო ადრე ამდგარიყვნენ. რაზუმიხინი
შევიდა მოღრუბლული და როგორღაც უხერხულად მიესალმა,
რის გამოც იმწამსვე გაუწყრა, რასაკვირველია, თავის თავს.
პულხერია ალექსანდროვნა ეცა მაშინვე, ორივე ხელი დაუჭირა,
ცოტაც და კინაღამ დაუკოცნა. რაზუმიხინმა მორიდებით გადახე-
და ავდოტია რომანოვნას; მაგრამ მის ამაყ სახეზედაც ისეთი მე-
გობრული და გულითადი გრძნობა იხატებოდა, ისეთი მოულოდ-
ნელი პატივისცემა (დაცინვისა და სიძულვილის მაგივრად!), რომ
ეწყინა კიდეც თითქოს: ლანძღვა-გინებით რომ შეჰგებებოდნენ,
იქნებ უფრო თავისუფლად ეგრძნო თავი, თორემ ახლა მეტად
შერცხვა. საბედნიეროდ, სალაპარაკო საგანი უკვე მზად ჰქონდა
და ამიტომაც საჩქაროდ დაიწყო.
გაიგეს თუ არა, „ჯერ კიდევ არ გაუღვიძია“, მაგრამ „ყველა-
ფერი კარგად არისო“, პულხერია ალექსანდროვნამ მაშინვე გა-
ნუცხადა: უკეთესიც არის, რომ ჯერ სძინავს, რადგან „ძალიან, ძა-
ლიან მინდოდა, მანამდე ერთად გველაპარაკაო“. სთხოვეს, ჩაი
მათთან დაელია: რაზუმიხინის მოლოდინში ჯერ არაფერი ეჭა-
მათ. ავდოტია რომანოვნამ ზარი დარეკა და ნომერში შემოვიდა
ვიღაც ბინძური მსახური, რომელსაც ჩაის მოტანა უბრძანეს. შე-
მოიტანეს, როგორც იქნა, ჩაიც, მაგრამ ისე ურიგოდ გაწყობილი,
რომ ქალებს შერცხვათ. გულმოსულმა რაზუმიხინმა ერთი კი შე-
უყვირა მსახურს, მაგრამ მაშინვე მოაგონდა ლუჟინი და შერცხვა,
გაჩუმდა. სიჩუმე მალევე პულხერია ალექსანდროვნამ დაარღვია,
რადგან ზედიზედ დაუწყო გაბმით ყველაფრის კითხვა, რითაც
დიდად გაახარა რაზუმიხინი...
მთელი ორმოცდაათი წუთი განუწყვეტლივ პასუხობდა კით-
ხვებზე და უამბო ყველაფერი, რაც კი რამ უმთავრესი და საჭირო
იცოდა როდიონ რომანოვიჩის ბოლო წლის ცხოვრებიდან. უამ-
ბო დაწვრილებით თვითონ ავადმყოფობის ამბავიც. თუმცა ბევრი
რამ, რაც მოსაყოლი არ იყო, კიდეც გამოტოვა, მაგალითად,
კანტორაში მომხდარი ამბავი და მთელი მისი სამწუხარო შედე-
გები. ყველაფერ ამას დედა და და ხარბად უსმენდნენ; მაგრამ
როგორც კი იფიქრა, ახლა უკვე გავათავე და დავაკმაყოფილე
ჩემი ყურისმგდებლებიო, გამოირკვა, რომ მათთვის ჯერ თითქოს
არც შესდგომოდა ამბის მოყოლას.
– მითხარით, გეთაყვა, როგორ ფიქრობთ... მაგრამ მაპატი-
ეთ, რომ აქამდე თქვენი სახელი არ ვიცი, – ჩქარობდა პულხერია
ალექსანდროვნა.
– დმიტრი პროკოფიჩი.
– იცი რა, დმიტრი პროკოფიჩ, საშინლად მინდა გავიგო... სა-
ზოგადოდ... რა შეხედულებისაა როდია, ანუ რა უყვარს, რა მოს-
წონს და რა არა? მუდამ ასე ჭინჭყლობს თუ არა? რა სურს და რა
სწადია, ან რაზე ოცნებობს? რა უფრო მეტად მოქმედებს ახლა
მასზე? ერთი სიტყვით, მინდოდა...
– ეჰ, დედა, განა შეიძლება ყოველივე ამაზე უცბად პასუხის
მოცემა! – შენიშნა დუნიამ.
– ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორ ვიფიქრებდი, დმიტრი პროკო-
ფიჩ, თუ ასე ვნახავდი ჩემს შვილს.
– ეგ კი სრულიად ბუნებრივია, – უპასუხა დმიტრი პროკოფიჩ-
მა, – დედა, მართალია, არა მყავს, მაგრამ ბიძა ყოველ წელი-
წადს ჩამოდის ხოლმე და, წარმოიდგინეთ, თითქმის ვერასოდეს
ვერ მცნობს, გარეგნობითაც კი, თუმცა გონიერი ადამიანია. ამ
სამ წელიწადში ხომ, რაც ის არ გინახავთ, რაღა თქმა უნდა, დი-
დად გამოიცვლებოდა. აბა, რა გითხრათ? წელიწად-ნახევარია,
როდიონს ვიცნობ: ერთთავად დაღვრემილია, ქედმაღალი და
ამაყი; ამ ბოლო დროს ხომ (იქნებ უფრო ადრეც) ეჭვი და იპო-
ქონდრიაც შეეპარა. მაგრამ დიდსულოვანია და გულკეთილი. არ
უყვარს გრძნობების გაზიარება, უფრო სისასტიკეს ჩაიდენს, ვიდ-
რე გულს ვინმეს გაუხსნის. ზოგჯერ სულ არ ეტყობა რა იპოქონ-
დრიისა, მაგრამ გულცივია და იმ ზომამდე უგრძნობი, თითქოს
სრულიად საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებდეს. ზოგჯერ
ხმას სულ ვერ ამოიღებენ: არ სცალია გამუდმებით, ვითომ ყვე-
ლა ხელს უშლის, თვითონ კი ამ დროს წევს და არაფერს აკე-
თებს. დამცინავი არ არის, იმიტომ კი არა, ჭკუა არ ჰქონდეს,
არა! გამოდის, თითქოს არ ეცალოს ასეთი უბრალო რამისთვის.
ბოლომდე არასოდეს იცის ყურის დაგდება. მის ყურადღებას
არასოდეს მიიზიდავს იმჟამად საყოველთაოდ საყურადღებო სა-
განი. დიდად აფასებს თავის თავს და, ვგონებ, მიზეზიც აქვს, ასე
მოიქცეს. რა არის კიდევ?.. მგონი, თქვენი ჩამოსვლა კარგად
იმოქმედებს.
– ღმერთმა ინებოს! – შესძახა რაზუმიხინის ნათქვამით შეწუ-
ხებულმა პულხერია ალექსანდროვნამ.
რაზუმიხინმა ბოლოს უფრო თამამად შეხედა ავდოტია რო-
მანოვნას. წინათაც ხშირად შეავლებდა ხოლმე ლაპარაკის
დროს თვალს, მაგრამ თითო წამით მხოლოდ და მაშინვე ისევ
არიდებდა. ავდოტია რომანოვნა ხან მაგიდას მიუჯდებოდა და
ისე უსმენდა ყურადღებით, ხან წამოდგებოდა და ჩვეულებისა-
მებრ, კუთხიდან კუთხემდე გულხელდაკრეფილი სიარულს მოჰ-
ყვებოდა, თან ტუჩებს იკვნეტდა და დროდადრო კითხვებს აძ-
ლევდა, მაგრამ ისევ ისე სიარულში, ჩაფიქრებული. იმასაც ძმასა-
ვით ჩვეულებად ჰქონდა, ბოლომდე არ მოესმინა ლაპარაკი.
ტანთ რაღაც შავი, მსუბუქი ქსოვილის კაბა ეცვა, ყელზე თეთრი
შარფი ჰქონდა მოხვეული. რაზუმიხინმა მაშინვე შეატყო, რომ
ორივე ქალს სიღარიბე ეტყობოდა. ავდოტია რომანოვნას დე-
დოფალივით მდიდრულად რომ სცმოდა, მაშინ უთუოდ სრულე-
ბით არ ექნებოდა მისი რიდი, ახლა კი, როცა ასე ღარიბულად
ჩაცმული და ასეთ დუხჭირ გარემოში იხილა, უცბად შიში შეეპარა
და ვეღარ გაებედა რა: ვეღარც ლაპარაკი, ვეღარც რამის გაკე-
თება; ეს კი მეტად აწყობდა, რადგან ისედაც არ ჰქონდა თავისი
თავის იმედი.
– თქვენ ბევრი რამ საყურადღებო თქვით ჩემი ძმის ხასიათ-
ზე... თქვით მოურიდებლად, პირდაპირ. ეს კარგია. მე კი მეგონა,
კრძალვით ეპყრობოდით, ყველაფერში ეთანხმებოდით, – შენიშ-
ნა ღიმილით ავდოტია რომანოვნამ, – იქნებ ისიც მართალი
იყოს, რომ საჭიროა უთუოდ გვერდით ქალი ჰყავდეს, – დასძინა
დაფიქრებულმა.
– მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ იქნებ მართალიც იყოთ. ეგ
არის მხოლოდ...
– რა, რა არის?
– რა და ის, რომ არავინ უყვარს და შეიძლება არც არასო-
დეს შეიყვაროს, – მოუჭრა რაზუმიხინმა.
– რაო, ვითომ არ შეუძლია სიყვარული?
– იცით, რა ავდოტია რომანოვნა, თქვენ თვითონაც საშინ-
ლად ჰგავხართ ძმას, თითქმის ყველაფრით! – წამოისროლა უც-
ბად რაზუმიხინმა, მაგრამ მაშინვე მოაგონდა, რაც ჰქონდა ძმის
თაობაზე ნათქვამი, თვითონვე შერცხვა და გაწითლდა.
ავდოტია რომანოვნამ გადახედა და უნებურად გაეცინა.
– როდიაზე შეიძლება ორივე სცდებოდეთ, – შენიშნა ცოტა
გულნაკლულად პულხერია ალექსანდროვნამ, – ახლანდელზე
რამეს როდი ვამბობ, დუნეჩკა. რასაც პეტრ პეტროვიჩი ამ წე-
რილში იწერება... და რაც მე და შენ გვქონდა გულში, იქნებ
ტყუილი იყოს, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, დმიტრი პროკოფიჩ,
რა ოცნების პატრონი და ჟინიანი, ახირებული ვინმეა. მის ხასი-
ათს მაშინაც ვერ ვენდობოდი ხოლმე, თხუთმეტი წლის რომ იყო.
ახლაც კი მჯერა, რომ შეუძლია, ისეთი რამ უცნაური აუტეხოს
თავს, რაც არც ერთ სხვას ფიქრადაც არ მოუვა. ან კი რად გვინ-
და შორს წასვლა: იცით, წელიწად-ნახევრის წინ როგორ გამიკ-
ვირდა და კინაღამ ჭკუიდან არ შემშალა იმ ამბავმა, რომ ამ ზარ-
ნიცინას, ანუ დიასახლისის ქალი უნდა შეერთო!
– დაწვრილებით იცით რამე ამ ამბისა? – ჩაეკითხა ავდოტია
რომანოვნა.
– გგონიათ, ჩემს ცრემლებს შეუშინდებოდა და დამიჯერებ-
და? ან ჩემი ავადმყოფობა, დარდისგან სიკვდილი, ან სიღარიბე
და თხოვნა-მუდარა შეაჩერებდა? – განაგრძობდა ფიცხად პულ-
ხერია ალექსანდროვნა, – ყველა ამ დაბრკოლებას გულდამშვი-
დებით გადალახავდა. მაგრამ ნუთუ, ნუთუ არ ვუყვარვართ?
– თვითონ არასოდეს უთქვამს რა ამ ამბისა, – უპასუხა
ფრთხილად რაზუმიხინმა, – მაგრამ თვითონ ზარნიცინისგან კი,
რომელიც ასევე გულჩათხრობილია, ცოტა რამ მაქვს გაგონილი,
და დიდად მაოცებს ისიც, რაც ვიცი და გამიგონია...
– მაინც, მაინც, რა იცით? – შეეკითხნენ ორივენი ერთად.
– ისეთი არაფერი. ვიცი, რომ საქმე გათავებული ჰქონიათ,
მაგრამ სიკვდილს უსწრია და თვითონ ქალბატონ ზარნიცინას არ
ნდომებია გულით... გარდა ამისა, ამბობენ, ცუდი შესახედაობისა
და თითქმის მახინჯი იყოო... მასთან, ავადმყოფიც... და უცნაური
ხასიათისა... მაგრამ, ვგონებ, ზოგიერთი ღირსებაც ჰქონდა. ექნე-
ბოდა კიდევაც უთუოდ, თორემ გაუგებარია... მზითვი საერთოდ
არ ჰქონდა და როდიონიც ალბათ არც ფიქრობდა ამაზე... ზოგა-
დად, ძნელია ასეთ საქმეზე მსჯელობა.
– დარწმუნებული ვარ, ღირსეული ქალი იქნებოდა, – შენიშნა
მოკლედ ავდოტია რომანოვნამ.
– ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ გამიხარდა, მისი სიკვდილის
ამბავი რომ შევიტყვე. თუმცა არ ვიცი, რომელი რომელს დაღუ-
პავდა: ეს იმას, თუ ის ამას? – დაასკვნა პულხერია ალექსან-
დროვნამ და დაუწყო ისევ ფრთხილად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ რო-
დიასა და ლუჟინს შორის გუშინ მომხდარი ამბის გამოკითხვა.
ლაპარაკის დროს დუნეჩკას გადახედავდა ხოლმე, რაც აშკარად
არ სიამოვნებდა ახალგაზრდა ქალს. პულხერია ალექსანდროვ-
ნას, ეტყობა, ყველაზე მეტად ეს ამბავი არ ასვენებდა და შიშის
ზარს სცემდა. რაზუმიხინმა ხელახლა დაწვრილებით უამბო, რაც
კი მათ შორის მოხდა, და თან დასძინა, როდიამ ყველაფერი ეს
განზრახ ჩაიდინა, ბრალი მას მიუძღოდა და ავადმყოფობით ვერ
ეპატიებაო.
– ეტყობოდა, ავადმყოფობამდე ჰქონდა ყველაფერი მოფიქ-
რებული, – დაასკვნა რაზუმიხინმა.
– მეც ასე მგონია, – უპასუხა გულმოკლულმა პულხერია
ალექსანდროვნამ. მაგრამ საშინლად გაიკვირვა, რომ პეტრ პეტ-
როვიჩზე რაზუმიხინმა იმჟამად ასე ფრთხილად გამოთქვა აზრი,
თითქოს პატივსა სცემსო. ავდოტია რომანოვნაც ასევე გააოცა ამ
გარემოებამ.
– ასეთი აზრის ხართ პეტრ პეტროვიჩზე? – ვეღარ მოითმინა
და შეეკითხა პულხერია ალექსანდროვნა.
– თქვენი ქალიშვილის საქმროზე სხვა აზრის არც შეიძლება
ვიყო, – მიუგო მტკიცედ და ცოცხლად რაზუმიხინმა, – იმიტომ კი
არა, ვითომ უბრალო ზრდილობა მალაპარაკებდეს ასე... არა...
თუნდაც იმიტომ, რომ ავდოტია რომანოვნამ თვითონ ამოირჩია
ის თავისი ნებით. ხოლო თუ გუშინ ასე ვლანძღავდი, ჩემი საზიზ-
ღარი სიმთვრალის ბრალი იყო.. გონება დაბნეული მქონდა; დი-
ახ, გონებადაბნეული და მთლად გადარეული ვიყავი... დღეს კი
მე თვითონ მრცხვენია ყველა ამის! – რაზუმიხინი გაწითლდა და
გაჩუმდა. ავდოტია რომანოვნაც აენთო, მაგრამ არაფერი თქვა.
ხმა აღარ ამოუღია მას შემდეგ, რაც ლუჟინზე დაიწყეს საუბარი.
პულხერია ალექსანდროვნა კი როგორღაც ყოყმანობდა,
რაკი ქალიშვილი მხარს არ უჭერდა. როგორც იქნა, გაბედა ბო-
ლოს და ძლივს, ენის დაბმით, თან ერთთავად ქალს უყურებდა,
რაზუმიხინს გაუმჟღავნა, რომ ერთი რამ გარემოება მეტად აფიქ-
რებდა.
– ხედავთ, დმიტრი პროკოფიჩ, – დაიწყო ძლივს – გინდა,
დუნეჩკა, ყველაფერი გულახდილად გაუმჟღავნო დმიტრი პრო-
კოფიჩს?
– რასაკვირველია, დედა, – დინჯად შენიშნა ავდოტია რომა-
ნოვნამ.
– საქმე, მოგახსენებთ, როგორ გახლავთ, – დაიწყო საჩქა-
როდ პულხერია ალექსანდროვნამ, თითქოს თავისი დარდის გა-
მოთქმის ნებართვამ უცბად ფრთები შეასხაო, – გუშინდელი ცნო-
ბის პასუხად, ჩამოსვლა რომ შევატყობინეთ, პეტრ პეტროვიჩს
ბარათი გამოუგზავნია. დაპირების თანახმად, გუშინ უნდა თვითონ
დაგვხვედროდა რკინიგზის სადგურზე, მაგრამ არ ისურვა და თა-
ვის მაგივრად ვიღაც ლაქია გამოგზავნა, რომელმაც მოგვასწავ-
ლა, სად უნდა ჩამოვმხდარიყავით. თან დაიბარა, მე ხვალ დი-
ლით, ანუ დღეს, გნახავთო. მაგრამ არც დღეს მოვიდა და ამ დი-
ლით ეს ბარათი გამოგვიგზავნა... აჯობებს, თვითონვე წაიკით-
ხოთ. არის აქ ერთი რამ, რაც დიდად მაფიქრებს... თორემ, აი,
თვითონვე ახლავე ნახავთ... გთხოვთ, დმიტრი პროკოფიჩ, პირ-
დაპირ მითხარით თქვენი აზრი, როგორ ჯობს, მოვიქცეთ! თქვენ-
ზე უკეთ როდიას ხასიათი სხვამ არავინ იცის და ვერც უკეთეს
რჩევას მოგვცემს ვინმე. მაგრამ გაფრთხილებთ ახლავე, რომ
დუნეჩკამ უკვე მაშინვე ყველაფერი გადაწყვიტა. ეს არის მხო-
ლოდ, მე არ ვიცი, როგორ მოვიქცე... ამიტომ გიცდიდით ასე მო-
უთმენლად.
რაზუმიხინმა გადაშალა წინადღის თარიღით დაწერილი ბა-
რათი და შემდეგი ამოიკითხა:
„მოწყალეო ქალბატონო, პულხერია ალექსანდროვნა! მაქვს
პატივი, გაუწყოთ, რომ მოულოდნელ გარემოებათა გამო თქვენი
დახვედრა რკინიგზის სადგურზე ვერ მომიხერხდა, რისთვისაც სა-
მაგიეროდ გამოგიგზავნეთ ყოვლად მოხერხებული კაცი, რო-
მელსაც ბინაზე უნდა მიეყვანეთ. ასევე ვერ მოვახერხებ, ზოგიერ-
თი საქმის გამო სენატში, ხვალ დილით თქვენს ნახვას, და
მეორეც, არ მინდა, ხელი შეგიშალოთ, ინახულოთ თქვენი შვი-
ლი და ხოლო ავდოტია რომანოვნამ – ძმა. მე კი მექნება პატივი,
მოგესალმოთ ხვალ, საღამოს რვა საათზე, მაგრამ გადაჭრით
გთხოვთ ჩვენს შეხვედრას როდიონ რომანიჩი არ დაესწროს,
რადგანაც უმაგალითოდ და უზომოდ შეურაცხმყო გუშინ, როდე-
საც ვინახულე. გარდა ამისა, მსურს ერთ საყურადღებო საგანზე
თქვენი განმარტება და აზრი შევიტყო. მაქვს პატივი, ამასთანავე
ადრევე გაუწყოთ, რომ თუ არ აასრულებთ ჩემს თხოვნას და რო-
დიონ რომანიჩს შევხვდები თქვენთან, იძულებული ვიქნები, წავი-
დე მაშინვე და ნუღარ დამემდურებით. ყოველივე ამას იმიტომ
გწერთ, რომ ორი საათის შემდეგ, მე რომ ვიყავი სანახავად, რო-
დიონ რომანიჩი უცბად კარგად გამხდარა და გარეთაც გასული-
ყო. მაშასადამე, შეუძლია თქვენთანაც მოვიდეს. ამას იმით ვამ-
ტკიცებ, რომ ჩემი თვალით ვნახე ერთი დედაკაცის სახლში,
რომლის ლოთი ქმარიც ცხენებს გაესრისათ და მოეკლათ. ვიცი
აგრეთვე ისიც, რომ მოკლულის უზნეო და გაფუჭებულ ქალს
თურმე ოცდახუთ მანეთამდე ფული მისცა, ვითომდა დასამარხად,
რამაც, გამოგიტყდებით, დიდად გამაკვირვა, რადგან კარგად ვი-
ცოდი, რა წვალებით გქონდათ ეს ფული ნაშოვნი. ვუცხადებ რა
ჩემს განსაკუთრებულ პატივისცემას ავდოტია რომანოვნას,
გთხოვთ მიგულოთ თქვენს ერთგულ მსახურად.
პ. ლუჟინი“
– მმირჩიე, როგორ მოვიქცე, დმიტრი პროკოფიჩ! – დაიწყო
თითქმის ტირილით პულხერია ალექსანდროვნამ, – მითხარით,
როგორ ვურჩიო როდიას, ნუ მოხვალ-მეთქი? ისე დაჟინებით ით-
ხოვდა გუშინ, უარი უთხარით პეტრ პეტროვიჩსო. ეს კი გვიბრძა-
ნებს, თვითონაც ნუღარ მიიღებთო! პირიქით, განგებ მოვა, რაკი
გაიგებს და... ვინ იცის, მაშინ რა მოხდება?
– მოიქეცით ისე, როგორც ავდოტია რომანოვნა მოისურვებს,
– მიუგო წყნარად რაზუმიხინმა.
– ეჰ, ღმერთო ჩემო, იცით რას ამბობს... მაგრამ ღმერთმა
იცის, რას ამბობს, აზრი სწორედ ვერ გამიგია! ამბობს, უკეთესი
იქნებაო, მაგრამ რა უკეთესი, არ ვიცი; საჭიროა უთუოდ, რომ
დღეს რვა საათზე როდიაც მოვიდეს და ერთმანეთს შეხვდნენო...
მე კი მინდოდა, წერილი არ მეჩვენებინა და როგორმე ისე მომე-
ხერხებინა, რომ არ მოსულიყო, აი, თუნდ თქვენი დახმარებით...
იმიტომ, რომ აღელდება, გაცეცხლდება... ვერც ის გამიგია, ვინ
ლოთი მომკვდარა, ან ქალი რა შუაშია აქ, ან როგორ შეეძლო
თავისი ფული მთლიანად მიეცა... რომელიც...
– ასეთი ვაი-ვაგლახით იშოვეთ, დედა – დასძინა ავდოტია
რომანოვნამ.
– გუშინ აღარ გაეგებოდა რა, – ჩაილაპარაკა ჩუმად დაფიქ-
რებულმა რაზუმიხინმა, – რომ იცოდეთ, დუქანში რა ჩაიდინა,
თუმცა ჭკვიანურად კი მოქცეულა... ჰმ! ვიღაც მკვდარსა და მის
ქალზე კი, მართალია, მეც მელაპარაკა გუშინ საღამოს, შინ რომ
მიმყავდა, მაგრამ ვერაფერი გავიგე... თუმცა, თვითონ მეც რომ
აღარ გამეგებოდა რა...
– უკეთესია, დედა, როდიასთან ჩვენ წავიდეთ. იქ ვნახავთ,
როგორ მოვიქცეთ. ამასთან, დროცაა, მეთერთმეტე საათია! –
შეჰყვირა უცბად, თავის დიდებულ, მინანქრიან ოქროს საათს
რომ დახედა, რომელიც წვრილი ვენეციური ძეწკვით ჰქონდა
ყელზე ჩამოკიდებული და საერთოდ არ შეჰფეროდა მის დანარ-
ჩენ მორთულობას. „საქმროს ნაჩუქარია უთუოდ“, – გაიფიქრა
რაზუმიხინმა.
– ოჰ, დროა!.. დროა, დუნეჩკა! – დაფაცურდა მოუსვენრად
პულხერია ალექსანდროვნა, – ვაითუ, ახლა ისიც იფიქროს, ვი-
თომ გუშინდელი ამბის გამო ვუწყრებით და იმიტომ არ მივდი-
ვართ აქამდე. ოჰ, ღმერთო ჩემო!
ამას ამბობდა პულხერია ალექსანდროვნა და თან საჩქაროდ
წამოსასხამსა და ქუდს იხურავდა. დუნეჩკამაც ჩაიცვა. ხელთათმა-
ნები თითქმის მთლად დაგლეჯილი ჰქონდა, რაც რაზუმიხინმა
შეამჩნია; მაგრამ ასეთი ჩაცმულობა დედა-შვილს რაღაც საგან-
გებო ღირსებას სძენდა, რაც საზოგადოდ ემჩნევა ყველას, ვინც
კი იცის, როგორ ატაროს ღარიბული ტანსაცმელი. რაზუმიხინი
მოწიწებით უყურებდა დუნეჩკას და ამაყობდა, რომ ეს ქალი უნდა
წაეყვანა. „დედოფალი, რომელიც წინდებს თვითონ იკემსავდა
საპყრობილეში, – ფიქრობდა თავისთვის რაზუმიხინი, – იმჟამად
უფრო წააგავდა ჭეშმარიტ დედოფალს, ვიდრე სასახლის დღე-
სასწაულთა და წვეულებათა დროს“.
– ღმერთო ჩემო! – შესძახა პულხერია ალექსანდროვნამ, –
რა მაფიქრებინებდა, თუ ჩემი საყვარელი შვილის ნახვის ასე შე-
მეშინდებოდა? მეშინია, დმიტრი პროკოფიჩ, მეშინია! – დასძინა
და შემკრთალმა შეხედა.
– ნუ გეშინია, დედა, – დაამშვიდა დუნიამ და გადაკოცნა დე-
და, – ჯობს ისევ ნდობა და რწმენა იქონიოთ მისი.
– ეჰ, ღმერთო! მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ მთელ ღამეს ძილი
არ მომკარებია!
ქუჩაში გავიდნენ.
– იცი, დუნეჩკა, როგორც კი ჩამთვლიმა დილით, უცბად გან-
სვენებული მარფა პეტროვნა გამომეცხადა... სულ თეთრები ეც-
ვა... მოვიდა ჩემთან, დამიჭირა ხელი და ყვედრებით დამიქნია
თავი, თითქოს რაღაცაში მამხელდა და მამტყუნებდა... სასიკე-
თოდაა ეს ნეტავ, თუ არა? ეჰ, ღმერთო ჩემო, დმიტრი პროკო-
ფიჩ, იქნებ არ იცით, რომ მარფა პეტროვნა გარდაიცვალა?
– არა, არ ვიცი! ვინ მარფა პეტროვნა?
– უცბად გარდაიცვალა საწყალი! წარმოიდგინეთ...
– მერე, დედა, მერე, – ჩაერია დუნია, – ჯერ ხომ არც კი იც-
ნობს მარფა პეტროვნას.
– ოჰ, არ იცნობთ? მე კი მეგონა, ყველაფერი იცით-მეთქი.
მაპატიეთ, დმიტრი პროკოფიჩ, თითქოს აღარა გამეგება რა, ისე
ვარ გაბრუებული. გარწმუნებთ, რაღაც განგებად მიმაჩნიხართ;
ამიტომაც იყო, რომ წარმოვიდგინე, უთუოდ მარფა პეტროვნასაც
იცნობს-მეთქი. გარწმუნებთ, შვილისგან არ გარჩევთ... ნუ გამკიც-
ხავთ, რომ ასე გეუბნებით. ოჰ, ღმერთო ჩემო, მარჯვენა ხელზე
რა მოგსვლიათ? სად იტკინეთ?
– დიახ, რაღაცას მივარტყი, – წაიდუდუნა ყურადღებით გა-
ბედნიერებულმა რაზუმიხინმა.
– მეტად გულახდილად ვიცი ზოგჯერ ლაპარაკი, ამიტომ ხში-
რად დუნია მაჩერებს და მისწორებს ხოლმე... მაგრამ, ღმერთო
ჩემო, რა ვიწროდ ცხოვრობს! მერე ის დიასახლისი იმასაც თუ
ოთახად უთვლის? ნეტავ, თუ გაიღვიძებდა? ამბობთ, არ უყვარს
გულის გადაშლაო, მაშ, შეიძლება თავიც მოვაბეზრო ამ ჩემი წუ-
წუნით?.. იქნებ მირჩიოთ, დმიტრი პროკოფიჩ, როგორ აჯობებს,
რომ მოვიქცე? სრულიად აღარა გამეგება რა, თავგზააბნეული
ვარ.
– ნუ დაუწყებთ რაიმეს დაჟინებით გამოკითხვას, თუ შეატ-
ყობთ, რომ იჭმუხნება. განსაკუთრებით ერიდეთ ჯანმრთელობაზე
გამოკითხვას: არ უყვარს.
– ოჰ, დმიტრი პროკოფიჩ, რომ იცოდეთ, რა ძნელია დედო-
ბა! აგერ კიბეც... რა საძაგელი რამაა!
– დედიკო!.. როგორ გაფითრებულხართ, დამშვიდდით,
ძვირფასო, – ამშვიდებდა დუნია და თან ეალერსებოდა, – თქვენ-
მა ნახვამ უნდა ბედნიერება აგრძნობინოს, თქვენ კი ასე ტანჯავთ
თქვენს თავს, – დასძინა და თვალები ცეცხლივით აენთო.
– მოითმინეთ, ჯერ მე შევიხედავ, გაიღვიძა თუ არა! – გააფ-
რთხილა რაზუმიხინმა.
ქალებიც ჩუმად გაჰყვნენ უკან რაზუმიხინს. მეოთხე სართულს
რომ გაუსწორდნენ, შენიშნეს, დიასახლისის ოდნავ გამოღებული
კარის ჭუჭრუტანიდან ვიღაცის წყვილი შავი თვალი ყურადღებით
ათვალიერებდა მიმავალთ. მაგრამ შეხედეს თუ არა ერთმანეთს
დედა-შვილმა და დიასახლისმა, კარი უცბად ისე მაგრად მიჯახუნ-
და, პულხერია ალექსანდროვნამ შიშისგან კინაღამ შეჰყვირა.

III

– კარგად არის, კარგად! – მხიარულად ახარა შესულებს ზო-


სიმოვმა, რომელიც უკვე ათი წუთის მოსული იყო და გუშინდელი-
ვით კუთხეში იჯდა დივანზე. რასკოლნიკოვი მეორე კუთხეში იჯდა
პირდაპირ, ჩაცმულ-დაბანილი და დავარცხნილი, როგორც აქამ-
დე დიდი ხანია არ ყოფილა. ოთახი უცბად გაივსო, მაგრამ ნას-
ტასიამ მაინც მოახერხა შესვლა, აიტუზა კართან და ყური მიუგ-
დო.
რასკოლნიკოვი მართლაც კარგად გამოიყურებოდა, მეტად-
რე გუშინდელთან შედარებით, მაგრამ ფერმიხდილი, არეული
და დაღვრემილი იყო. გარეგანი შეხედულებით დაჭრილ ან ტკი-
ვილებით შეწუხებულ კაცს მოგაგონებდათ; წარბებმოღუშულს,
ტუჩებმოკუმულს სახე ანთებიანს მიუგავდა. ლაპარაკით ცოტას,
უგულოდ ლაპარაკობდა, თითქოს ძალას ატანს ვინმეო. მოძ-
რაობის დროს კი დროდადრო რაღაც მოუსვენრობა ეტყობოდა.
საკმარისი იყო მხოლოდ ხელი ჰქონოდა შეხვეული, ან თით-
ზე რამე ჩამოცმული, რომ თითდაწყლულებულ ან ხელმოტეხილ
კაცს დამსგავსებოდა.
დედისა და დის დანახვაზე ფერმიხდილი და დაღვრემილი
სახე ერთ წამს თითქოს გაუნათდა, მაგრამ მის თვალებს ახლა
წინანდელი მოწყალების მაგივრად რაღაც მძიმე ტანჯვა დააჩ-
ნდა. ნათელი გამომეტყველება მალე გაუქრა, მაგრამ ტანჯვა –
არა. ზოსიმოვიც ბეჯითად ადევნებდა თვალყურს, როგორც ავად-
მყოფის გატაცებით შემსწავლელი ახალგაზრდა ექიმი, ბოლოს
გაკვირვებულმა შენიშნა, რომ დედისა და დის მოსვლამ კი არ
გაახარა, უფრო დააფიქრა და გადააწყვეტინა, მხოლოდ ერთი--
ორი საათით მოეთმინა როგორმე ეს ტანჯვა და თავი შეემაგრე-
ბინა. შენიშნა აგრეთვე, რომ თითოეული სიტყვა თითქოს რაღაც
მის იარას ეხებოდა და ძლიერად სტკენდა. მაგრამ გაირკვა ისიც,
რომ გუშინდელი მონომანი დღეს ასე მოხერხებულად იკავებდა
თავს და გრძნობებს არავის უზიარებდა, გუშინდელივით ყოველ
სიტყვაზე არ ბრაზობდა.
– დიახ, მე თვითონ ვგრძნობ დღეს, რომ კარგად ვარ თით-
ქმის, – თქვა რასკოლნიკოვმა და თან ალერსით გადაკოცნა დე-
დაცა და დაც, რამაც პულხერია ალექსანდროვნას უცბად სახე
მთლად გაუნათა, – მაგრამ გუშინდელივით როდი ვამბობ ამას, –
მიუბრუნდა რაზუმიხინს და მეგობრულად ჩამოართვა ხელი.
– მე გამაოცა კიდეც, ისე კარგად დამიხვდა დღეს, – თქვა მო-
სულების დანახვით გახარებულმა ზოსიმოვმა, რომელსაც ამ ათი
წუთის განმავლობაში, ეტყობოდა, ავადმყოფთან სალაპარაკო
მასალა შემოლეოდა. – თუ ასე წავიდა საქმე, სამი-ოთხი დღის
შემდეგ, იმედია, ისევე იქნება, როგორც ამ ერთი ან ორი თვის
წინ იყო, იქნებ სამი თვის წინაც... უნდა იცოდეთ, რომ ეს სენი დი-
დი ხნის დაწყებულია... იქნებ გამოტყდეთ, რომ დანაშაული
თქვენვე მიგიძღვით? – დასძინა მან ფრთხილი ღიმილით, თით-
ქოს ეშინია, კიდევ არაფრით ავაღელვოო.
– იქნებ ასეც იყოს, – მიუგო გულცივად რასკოლნიკოვმა.
– იმიტომ ვამბობ, – განაგრძობდა წახალისებული ზოსიმოვი,
– რომ თქვენი სავსებით გამოჯანმრთელება ახლა მხოლოდ და
მხოლოდ თქვენზეა უმთავრესად დამოკიდებული, როდესაც შეიძ-
ლება გულდამშვიდებით გელაპარაკოთ. მინდა გაგაგებინოთ,
რომ თავდაპირველი მიზეზები, რომლებმაც თქვენი ავადმყოფო-
ბა გამოიწვია, უნდა როგორმე თავიდან აირიდოთ, რომ სრულე-
ბით განიკურნოთ, არადა, შეიძლება უარესიც დაგემართოთ. რა
ხასიათისაა ეს მიზეზები, რასაკვირველია, მე არ ვიცი, მაგრამ
თქვენ კი უთუოდ უნდა იცოდეთ. ვიცი, დიდად გონიერი ადამიანი
ხართ და, მაშასადამე, შენიშნავდით კიდეც, რა გახდა მიზეზი. ჩე-
მი აზრით, თქვენი ავადმყოფობა უნივერსიტეტიდან წამოსვლას
დაემთხვა. უსაქმოდ თქვენი დარჩენა არ შეიძლება. ამიტომაც
შრომა და გარკვეული რამ მიზანი, ჩემი აზრით, ყველაზე მეტს
დაგეხმარებოდათ.
– დიახ, დიახ, სრულიად მართალს ამბობთ... მალე აი, უნი-
ვერსიტეტში შევალ ისევ და ყველაფერი გამოკეთდება...
თავისი გონივრული რჩევა, ცოტა არ იყოს, იმიტომაც დაიწ-
ყო ზოსიმოვმა, რომ დედისა და ქალიშვილის წინ თავი მოეწონე-
ბინა, მაგრამ საშინლად გაიკვირვა, როდესაც ლაპარაკი დაასრუ-
ლა და შენიშნა, რომ რასკოლნიკოვს სახეზე დაცინვა დაეტყო.
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი წამით იყო. პულხერია ალექსან-
დროვნამ მაშინვე მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით გუშინ-
დელი ღამისთვის, რომ სასტუმროში მივიდა და შვილის მდგომა-
რეობა აცნობა.
– როგორ, ღამეც იყო განა თქვენთან? – დაეკითხა რასკოლ-
ნიკოვი, თითქოს შეაშფოთა ამ ამბავმაო, – ჩანს, არც თქვენ გძი-
ნებიათ მგზავრობის შემდეგ?
– ეჰ, როდია, არაფერია – ორ საათამდე მხოლოდ. ამაზე
ადრე შინაც არ ვიძინებდით არასოდეს.
– არ ვიცი, რით გადავუხადო მადლობა, – განაგრძობდა
დაღვრემით თავჩაკიდული რასკოლნიკოვი, – ფულს, რა თქმა
უნდა, თქვენთან ვერ ვახსენებ, – მაპატიეთ, რომ ეს წამომცდა
(მიუბრუნდა ზოსიმოვს), – მაგრამ არ ვიცი და ვერ გამიგია, თქვე-
ნი ასეთი ყურადღება რით და როგორ დავიმსახურე! ვერ გამიგი-
ა... და... ცოტა მემძიმება კიდეც. იმიტომ რომ, გამოგიტყდებით,
გაუგებარია.
– ნუ გაცხარდებით ასე, – გაიცინა ძალდატანებით ზოსიმოვ-
მა, – მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ჩემი პირველი ავად-
მყოფი ხართ: მორჩა და გათავდა. ის კი კარგად მოგეხსენებათ,
ახალგაზრდა ექიმები საკუთარი ბავშვებივით შეიყვარებენ ხოლ-
მე პირველ ავადმყოფებს; ხშირად იმ ზომამდე, რომ მერე ვე-
ღარც კი ივიწყებენ. მე ხომ ავადმყოფები ნაკლებად მყავს!
– იმაზე ხომ არაფერს ვიტყვი, – დასძინა რასკოლნიკოვმა
და ხელი რაზუმიხინისკენ გააშვირა, – შეურაცხყოფისა და წვალე-
ბის მეტი ჩემგან არა უნახავს რა.
– ნახე, როგორ იტყუება! რაო, რა მოგლბობია დღეს გული?
– შეჰყვირა რაზუმიხინმა.
ოდნავ მიხვედრილი და დაკვირვებული რომ ყოფილიყო რა-
ზუმიხინი, დაინახავდა, რასაკვირველია, რომ მგრძნობიარე გან-
წყობილებისა არა იყო რა აქ, სრულიად საწინააღმდეგო რამ ემ-
ჩნეოდა ავადმყოფს. ავდოტია რომანოვნამ კი მაშინვე შენიშნა,
რადგან ფხიზლად და შეშფოთებით ადევნებდა ძმას თვალს.
– თქვენ კი, დედა, რა გითხრათ, აბა, – განაგრძობდა რას-
კოლნიკოვი დილიდანვე გაზეპირებული გაკვეთილივით, – მხო-
ლოდ დღეს წარმოვიდგინე, რარიგ დაიტანჯებოდით გუშინ ჩემს
მოლოდინში, – თქვა ეს და უცბად დას გაუწოდა ღიმილით ხელი.
ამჯერად გულითადი და წრფელი იყო მისი ეს ღიმილი და
გრძნობა. გახარებულმა და მადლიერმა დამაც მაშინვე მაგრად
ჩამოართვა ხელი. გუშინდელი უსიამოვნების შემდეგ პირველად
მიმართა დას რასკოლნიკოვმა. დედასაც მაშინვე აღტაცება და
ბედნიერება დაეტყო სახეზე, რომ და-ძმა ასე ჩუმად საბოლოოდ
შეურიგდა ერთმანეთს.
– აი, ამისთვის არის, რომ მიყვარს ეს ადამიანი! – წაიდუდუნა
რაზუმიხინმა, რომელმაც ყველაფრის გაზვიადება იცოდა, და
მხნედ შემოტრიალდა სკამზე, – ზოგჯერ მოუვლის ხოლმე რა-
ღაც!..
„მერე ყველაფერი რა კარგად მოუვა ხოლმე, – ფიქრობდა
თავისთვის დედა – რა კეთილშობილური მიდრეკილება აქვს და
როგორ უბრალო, გულისხმიერი სინაზით დაასრულა თავისი გუ-
შინდელი წყენა დისა, მხოლოდ იმით, რომ ხელი გაუწოდა და
გულით გადახედა... რა საუცხოო თვალები აქვს, რა მშვენიერი
სახე!.. დუნეჩკასაც კი სჯობს თითქოს... მაგრამ, ოჰ, ღმერთო ჩე-
მო, ტანთ როგორ აცვია!.. აფანასი ივანიჩს რომ დუქანში ვასია
ბიჭი ჰყავს აქეთ-იქით სარბენად, იმაზე უკეთ აცვია!.. მინდა, ვეცე
ახლავე და გულში ჩავიკრა, დავკოცნო... და ვიტირო თან... მაგ-
რამ რომ მეშინია, მეშინია... როგორ გამხდარა, ღმერთო ჩემო!
აი, ხომ ალერსიანად ლაპარაკობს, მაგრამ მაინც მეშინია! რად
მეშინია ნეტა?
– ეჰ, როდია, არ დაიჯერებ, – ჩამოართვა სიტყვა უცბად დე-
დამ, – ან მე, ან დუნეჩკა რა უბედურები ვიყავით გუშინ!.. ახლა,
როცა ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და ისევ ბედნიერები
ვართ, შეიძლება გიამბოთ კიდეც. წარმოიდგინე, მოვრბივართ
გაცხარებულები, თითქმის პირდაპირ რკინიგზის ვაგონიდან, რომ
გულში ჩაგიკრათ და უცბად ეს დედაკაცი, – ჰო, აგერ ისიც! – გა-
მარჯობა, ნასტასია!.. გვეუბნება უცბად, რომ ხურვებით ხარ ავად
და ეს არის, სადღაც გაჰქცევიხარ ექიმს, სიცხიანი ქუჩაში გაპა-
რულხარ და წამოსულან შენს საძებნელად, რა საზარლად
დაიღუპა პორუჩიკი პოტანჩიკოვი, ჩვენი ნაცნობი და მამაშენის
მეგობარი, – შენ ის არ გახსოვს, როდია, – იმასაც ხურვება ჰქონ-
და, გავარდა შენსავით და ჭაში ჩავარდა. მეორე დღესღა ამოათ-
რიეს მკვდარი. ჩვენ ხომ უაღრესად გავაზვიადეთ ყველაფერი.
გვინდოდა, პეტრ პეტროვიჩი მოგვეძებნა, რომ იმის შემწეობით
მაინც როგორმე... იმიტომ, რომ სრულიად მარტონი ვიყავით, –
როგორღაც საცოდავად გააგრძელა ხმა, მაგრამ უცბად სულ
მთლად ჩაუწყდა, რადგან მოაგონდა მაშინვე, რომ პეტრ პეტრო-
ვიჩის გახსენება სახიფათო იყო მეტად, თუმცა, ახლახან ფიქრობ-
და, „ყველანი ისევ ბედნიერები ვართო“...
– დიახ, დიახ... რასაკვირველია, ყველაფერი ეს ფრიად
უსიამოვნოა... – წაიდუდუნა რასკოლნიკოვმა, მაგრამ ისე დაფან-
ტულად და უყურადღებოდ, რომ დუნეჩკამ გაკვირვებით შეხედა.
– რა უნდა მეთქვა კიდევ, – განაგრძობდა ჩაფიქრებული, –
ჰო, მართლა: არ იფიქროთ, გეთაყვა, დედა, და არც შენ, დუნეჩ-
კა, ვითომ წამოსვლა და თქვენი ნახვა არა მნდომოდეს და
თქვენს აქ მოსვლას ვუცდიდი ვითომ.
– აბა, რას ამბობ, როდია! – შეჰყვირა ასევე გაკვირვებულმა
პულხერია ალექსანდროვნამ.
„რაო, მოვალეობას ასრულებს და იმიტომ გველაპარაკება
ასე, თუ რა არის? – გაიფიქრა დუნეჩკამ, – გვირიგდება და ბო-
დიშს იხდის ისე, თითქოს სამსახურს ასრულებდეს, ან გაზეპირე-
ბულ გაკვეთილს გვეუბნებოდეს“.
– ეს იყო, გავიღვიძე და მინდოდა წამოვსულიყავი, მაგრამ
ტანისამოსმა დამაგვიანა; დამავიწყდა, გუშინვე მეთქვა... ნასტიას-
თვის... რომ სისხლი გამოერეცხა.. ეს-ეს არის, ჩავიცვი ტანთ.
– სისხლი! რა სისხლი? – შეჰყვირა გულგახეთქილმა პულხე-
რია ალექსანდროვნამ.
– არაფერია... ნუ შეგეშინდებათ, გუშინ სიცხიანი რომ დავეხე-
ტებოდი, გასრესილ კაცს წავაწყდი ქუჩაში... ერთ მოხელეს და
იმისგან მომეცხო...
– როგორ თუ სიცხიანი? ისე ყველაფერი მშვენივრად გახ-
სოვს, – გააწყვეტინა რაზუმიხინმა.
– ეგ მართალია, – დაეთანხმა როგორღაც განსაკუთრებული
მონდომებით რასკოლნიკოვი – ყველაფერი მახსოვს, თითქოს
დაწვრილებით, მაგრამ: რად მოვიქეცი ასე, სად ვიყავი, ან რას
ვამბობდი, ამას კი კარგად ვერ აგიხსნით.
– ცნობილი მოვლენაა, – ჩაერია ზოსიმოვი, – საქმეს სამაგა-
ლითოდ, ოსტატურად შეასრულებენ ხოლმე, მაგრამ მოქმედების
საწყისი მოშლილი აქვთ და სხვადასხვა ავადმყოფურ შთაბეჭდი-
ლებაზეა დამოკიდებული, სიზმარს ჰგავს.
„ეს კი სახეიროცაა, რომ გიჟად მთვლის“, – გაიფიქრა რას-
კოლნიკოვმა.
„ჯანმრთელებიც ხომ თითქმის ასევე იქცევიან, – შენიშნა დუ-
ნეჩკამ და შეწუხებული სახით გადახედა ზოსიმოვს.
– სრულიად სამართლიანი შენიშვნაა, – მიუგო ზოსიმოვმა, –
ამ მხრივ მართლაც ყველანი შეშლილებივით ვართ თითქმის, იმ
მცირე განსხვავებით მხოლოდ, რომ „ავადმყოფები“ რამდენადმე
გვაჭარბებენ. ამიტომ, საჭიროა, უთუოდ საზღვარი ვიცოდეთ.
უნაკლო და ჰარმონიული კაცი მართლაც და თითქმის სრულიად
არ მოიძებნება; ასში და ათასში მხოლოდ ერთია ასეთი და ისიც
მოიკოჭლებს.
„შეშლილის“ ხსენებაზე, მოუფიქრებლად რომ წამოსცდა ზო-
სიმოვს თავის საყვარელ თემაზე ლაპარაკის დროს, თითქმის
ყველამ შეიჭმუხნა სახე. რასკოლნიკოვი კი იჯდა ჩუმად, დაფიქ-
რებული, თითქოს ყურადღებას არც კი აქცევდა, და უცნაური ღი-
მილი უკრთოდა მკრთალ ტუჩებზე. რაღაც ფიქრსა და საგონე-
ბელში იყო.
– მერე რაო, რას ამბობდი იმ გასრესილ კაცზე? გაგაწყვეტი-
ნე წეღან! – შესძახა საჩქაროდ რაზუმიხინმა.
– რა იყო? – თითქოს გამოფხიზლდაო, – რა და ის, რომ...
სისხლი მომეცხო, სახლში გადაყვანას რომ ვშველოდი... მარ-
თლა დედა, მიუტევებელი რამ ჩავიდინე გუშინ; თითქოს მარ-
თლაც ჩემს ჭკუაზე არ ვყოფილიყავი. რაც ფული მივიღე თქვენ-
გან, გუშინ სულ იმის ცოლს... მივეცი... ქმრის დასამარხად. საცო-
დავი ჭლექიანი ქვრივი... სამი პატარა ობოლი, ახლა მშივრები
არიან... ცარიელ სახლში... ჰყავთ კიდევ ერთი ქალი... რომ გენა-
ხათ, იქნებ თქვენც კი მიგეცათ, ვინ იცის... მაგრამ ეს არის, რომ
არავითარი უფლება არ მქონდა მიცემისა, მით უფრო, რომ ვი-
ცოდი კარგად, რა წვალებითა და ვაი-ვაგლახით გქონდათ ნა-
შოვნი. ადამიანი რომ ვინმეს ეხმარებოდეს, ჯერ უფლება უნდა
ჰქონდეს ამის, თორემ „Crevez chiens, si vous n’êtes pas
contents“13 – და გაიცინა – ასეა დუნია, თუ არა?
– სრულიადაც არა, – მიუგო მტკიცედ დუნიამ.

13
დაიხოცეთ, ძაღლებო, თუკი უკმაყოფილონი ხართ (ფრანგ.)
– ოჰო! ეტყობა, შენც... განზრახვანი გქონია!.. – წაიბუტბუტა
რასკოლნიკოვმა. და თითქმის მძვინვარებითა და დაცინვით გა-
დახედა და გაიღიმა, – საჭირო იყო, მომესაზრა... საქებარია; შენ-
თვისვეა უკეთესი... მაგრამ მიაღწევ იმ საზღვრამდე, რომელსაც
თუ გადააბიჯე, უბედური შეიქმნები, არ გადააბიჯებ და იქნებ უარე-
სიც იყოს... მაგრამ ყველაფერი ეს სისულელეა! – დასძინა გაბ-
რაზებულმა, რომ თავს ნება მისცა და ამდენი ილაპარაკა, – მინ-
დოდა მეთქვა მხოლოდ, დედა, რომ ბოდიშს ვიხდი თქვენთან,
მორჩა და გათავდა, – დაასკვნა მკვახედ და სხარტად.
– კმარა, როდია, იცოდე, დარწმუნებული ვარ, რომ რასაც კი
სჩადიხარ, ყველაფერი მშვენიერია! – უპასუხა გახარებულმა დე-
დამ.
– არა, მაგას კი ნუ დაიჯერებთ, – უპასუხა რასკოლნიკოვმა
და თან პირი რაღაცნაირად დაეღრიჯა.
ერთხანს დუმილი ჩამოვარდა. მთელ ამ ლაპარაკს, შერიგე-
ბას, პატიებასა და დუმილს რაღაც ძალდატანება ემჩნეოდა. ამას
ყველა გრძნობდა.
„მართლაცდა თითქოს ეშინიათ ჩემი“, – ფიქრობდა თავის-
თვის რასკოლნიკოვი და თან დედასა და დას ჩუმ-ჩუმად გაჰყუ-
რებდა. მართლაც ასე იყო: რაც უფრო მეტად დუმდა პულხერია
ალექსანდროვნა, იმდენად უფრო მეტად იპყრობდა შიში.
„შორიდან კი თითქოს მიყვარდნენ“, – გაუელვა თავში რას-
კოლნიკოვს.
– იცი, როდია, მარფა პეტროვნა რომ გარდაიცვალა! – წა-
მოიძახა უცბად პულხერია ალექსანდროვნამ.
– ვინ მარფა პეტროვნა?
– ოჰ, ღმერთო ჩემო, მარფა პეტროვნა სვიდრიგაილოვისა!
გახსოვს, იმდენს გწერდი იმაზე.
– ჰო-ო-ო! მახსოვს! მახსოვს... გარდაიცვალა? მართლა? –
და შეხტა უცებ, თითქოს ახლა გაეღვიძაო – ნუთუ მართლა? რი-
თი მოკვდა, რა იყო?
– წარმოიდგინე! – დაიწყო უცებ შვილის ჩაკითხვით გამხნევე-
ბულმა პულხერია ალექსანდროვნამ, – სწორედ მაშინ, წერილს
რომ გწერდი, თითქმის იმავე დღეს! წარმოიდგინე, მგონი, მიზეზი
ის საზარელი კაცი იყო. ამბობენ, საშინლად უცემია თურმე.
– როგორ, ასე ცხოვრობდნენ? – დაეკითხა რასკოლნიკოვი
დას.
– პირიქით, მოთმინებითა და ზრდილობიანად ეპყრობოდა
ცოლს. ბევრ შემთხვევაში თითქმის უზომოდ უთმობდა, მთელი
შვიდი წელიწადი... მერე კი უცბად დაკარგა მოთმინება.
– მაშ, არც ისე საზარელი ყოფილა, თუ შვიდი წელიწადი უთ-
მენია. შენ, მგონი, ამართლებ კიდეც!
– არა, არა! სულაც არა, საშინელი ადამიანია! უფრო საზარე-
ლი ვეღარც კი წარმომიდგენია, – უპასუხა აკანკალებულმა დუნი-
ამ და წარბები მოეღუშა, ფიქრმა მოიცვა.
– ეს იყო დილით, – დაიწყო ისევ საჩქაროდ პულხერია
ალექსანდროვნამ, – მარფა პეტროვნამ უბრძანა, ცხენები შეებათ
და სადილის მისართმევად ქალაქში დააპირა წასვლა. ამბობენ,
მადიანად ისადილაო...
– ნაცემმა?
– ეს ჩვეულება კი, მართალია, მუდამ ჰქონდა... როგორც კი
ისადილა, რომ არ დაეგვიანა, მაშინვე საბანაოდ წავიდა; თურმე
მკურნალობდა ბანაობით; ცივ წყალში ბანაობდა ყოველდღე.
მაგრამ ჩავიდა თუ არა წყალში, მაშინვე სისხლი ჩაექცა და გა-
თავდა.
– რასაკვირველია, ასე მოუვიდოდა! – დაასკვნა ზოსიმოვმა.
– მერე ძალიან სცემა?
– სულერთი არ არის? – გამოელაპარაკა დუნია.
– ჰმ! ნეტავი თქვენ, დედა, რომ ასეთ სისულელეზე ლაპარა-
კობთ, – როგორღაც უნებლიეთ შენიშნა გაბრაზებულმა რას-
კოლნიკოვმა.
– ეჰ, მეგობარო, რა მექნა, აღარ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა,
– აღმოხდა გულიდან პულხერია ალექსანდროვნას.
– რა ხდება, ყველას გეშინიათ ჩემი, თუ რა არის? – თქვა
რასკოლნიკოვმა და უსიამოვნოდ გაიღიმა.
– მართლაც ასეა, ძმაო, – მიუგო დუნიამ და პირდაპირ და
მკაცრად შეხედა, – დედა თითქმის პირჯვარს იწერდა შიშით, კი-
ბეზე რომ ამოდიოდა.
რასკოლნიკოვს მთლად დაემანჭა სახე.
– რა დაგემართა, დუნია! ნუ გაჯავრდები, გეთაყვა, როდია!..
აბა, რად ამბობ, დუნეჩკა! – დაუწყო ყვედრება ქალს, – მართალს
გეუბნები, მთელი გზა სულ იმას ვოცნებობდი: ჩავალ, ერთმანეთს
ვნახავთ, ყველაფერს ვუამბობთ-მეთქი ერთმანეთს... ისე ბედ-
ნიერად ვგრძნობდი თავს, მგზავრობა არც კი შემიტყვია! მაგრამ
რას ვამბობ ან კი!.. მე ახლაც ბედნიერი ვარ... ტყუილად ამბობ,
დუნია, ვითომ... თუნდაც იმით ვარ მხოლოდ ბედნიერი, რომ შენ
გხედავ, ჩემო როდია...
– კმარა, დედაჩემო, – წაიბუტბუტა შემკრთალმა რასკოლნი-
კოვმა და თან ხელი მოუჭირა, – მაგასაც მოვესწრებით!
უთხრა ეს და დაიბნა, უცბად გაფითრდა, ერთმა საზარელმა
შეგრძნებამ, ამას წინათაც რომ ჰქონდა, სისხლი გაუყინა. აშკა-
რად იგრძნო, რომ საზარლად იცრუა, არამცთუ დედასთან ეღირ-
სება ლაპარაკს, სხვასთანაც აღარავისთან ექნება ამას იქით სა-
ლაპარაკო. ისეთი მტანჯველი და ძლიერი იყო ამის შეგრძნება,
რომ ერთ წამს სრულიად გაბრუებული იჯდა; წამოდგა მერე,
აღარავისთვის შეუხედავს და ოთახიდან გასვლა დააპირა.
– რას სჩადიხარ? – შეჰყვირა რაზუმიხინმა და ხელი წაავ-
ლო.
რასკოლნიკოვი ისევ დაჯდა და დაიწყო ჩუმად აქეთ-იქით ყუ-
რება. ყველანი გაშტერებულები შეჰყურებდნენ.
– ყველა ასე რამ მოგაწყინათ! – წამოიძახა უცბად, – ასე რას
სხედხართ? რაღას უცდით! ვილაპარაკოთ... შეკრებილხართ და
ჩუმად ხართ... აბა, თქვით რამე!
– მადლობა ღმერთს! მე კი მეგონა, გუშინდელივით
დაემართა-მეთქი! – დაიმშვიდა გული პულხერია ალექსანდროვ-
ნამ და პირჯვარი გამოისახა.
– რა დაგემართა, როდია? – დაეკითხა უნდობლად ავდოტია
რომანოვნა.
– არაფერი, ისე, რაღაც მომაგონდა, – მიუგო და უცბად
გაიცინა.
– თუ სასაცილო რამ იყო, კიდევ არაფერი, კარგია! თორემ
მეც კი მგონია... – წაიდუდუნა ზოსიმოვმა და თან ტახტიდან წა-
მოდგა, – მაგრამ დროა, წავიდე; იქნებ კიდევ შემოვიარო... თუ
აქ იქნებით...
გამოეთხოვა და წავიდა.
– რა საუცხოო კაცია! – შენიშნა პულხერია ალექსანდროვნამ.
– დიახ, საუცხოო. მშვენიერი, განათლებული და ჭკვიანი კა-
ცია... – დაიწყო უცბად სხაპასხუპით და რაღაც უჩვეულოდ ცოც-
ხლად რასკოლნიკოვმა, – არ მახსოვს კარგად, მაგრამ ავადმყო-
ფობამდე სადღაც მინახავს თითქოს... მგონი, სადღაც შევხვედ-
რივართ ერთმანეთს... აი, ესეც კაი კაცია! – ანიშნა რაზუმიხინზე,
– მოგწონს, დუნია? – დაეკითხა დას და უცბად რაღაცაზე ისევ
გაიცინა.
– ძალიან, – მიუგო დუნიამ.
– ფუ, რა ღორი ხარ! – უსაყვედურა დარცხვენილმა და გა-
წითლებულმა რაზუმიხინმა და სკამიდან წამოდგა. პულხერია
ალექსანდროვნამ ოდნავ გაიღიმა, რასკოლნიკოვმა გადაიხარ-
ხარა.
– საით, საით?
– მივდივარ... საქმე მაქვს.
– არაფერი საქმეც არა გაქვს! აქაოდა, ზოსიმოვი წავიდა,
შენც უნდა უთუოდ უკან გამოედევნო? ნუ წახვალ... რომელი
საათია? თორმეტი არ არის ჯერ? რა მშვენიერი საათი გაქვს, დუ-
ნია! რაო, რას გაჩუმდით ისევ? ისევ და ისევ მე ვლაპარაკობ
სულ!..
– მარფა პეტროვნას საჩუქარია, – უპასუხა დუნიამ.
– ძვირფასია თანაც, – დასძინა პულხერია ალექსანდროვნამ.
– ა-ჰ-ა! და რამხელაა, ქალისას სრულიად არ ჰგავს.
– მე ასეთი მომწონს, – უპასუხა დუნიამ.
„მაშ, საქმროს საჩუქარი არ ყოფილა“, – გაიფიქრა რაზუმი-
ხინმა და რატომღაც გაუხარდა გულში.
– მე კი მეგონა, ლუჟინის საჩუქარია-მეთქი, – შენიშნა რას-
კოლნიკოვმა.
– არა, ჯერ არაფერი უჩუქებია, – აუხსნა დედამ.
– ა-ჰა-ა! გახსოვს, დედა, მეც მიყვარდა და მინდოდა შემერ-
თო კიდეც, – დაიწყო უცებ რასკოლნიკოვმა და თან დედას დააშ-
ტერდა, რომელსაც ამ ამბის მოულოდნელმა გახსენებამ და ლა-
პარაკის კილომ მთლად თავგზა აუბნია.
– როგორ არა, ჩემო კარგო, მახსოვს!
პულხერია ალექსანდროვნამ დუნეჩკას და რაზუმიხინს გადა-
ხედა.
– ჰმ!.. ჰო! თუმცა რა გიამბოთ? თითქოს აღარ მახსოვს რა.
ავადმყოფი გოგო იყო, – განაგრძობდა ისევ დაფიქრებული და
თავჩაღუნული, – მთლად დასნეულებული; უყვარდა გლახაკთა
გაკითხვა და მონასტრებზე ოცნება; ერთხელ კინაღამ ცრემლად
დაიღვარა, რომ მიამბობდა ამას; დიახ, დიახ... მახსოვს... კარგად
მახსოვს. გონჯი რომ იყო... მეტად. არ ვიცი, რად ამიჩუყდა გუ-
ლი, იქნებ იმიტომ, რომ ავადმყოფობა... კოჭლი და კუზიანი რომ
ყოფილიყო, მგონი, უფრო შემიყვარდებოდა (გაიღიმა ჩაფიქრე-
ბულმა)... დიახ... რაღაც გაზაფხულის ბოდვა იყო...
– არა, ძმაო, ტყუილია. მარტო ბოდვას არ მიეწერება, – შე-
ნიშნა დუნეჩკამ.
ყურადღებითა და დაკვირვებით გადახედა რასკოლნიკოვმა
დას, მაგრამ ვერ გაიგო რა უთხრა. წამოდგა მერე ღრმად და-
ფიქრებული, მივიდა დედასთან, აკოცა, მიბრუნდა და თავის ად-
გილას დაჯდა.
– როგორ, ახლაც გიყვარს? – შეეკითხა გულაჩუყებული დე-
და.
– ვინა? ის? ახლაც მიყვარს? ჰო, მართლა... იმაზე მეკითხე-
ბით! არა, არ მიყვარს. თითქოს საიქიოს ამბავი იყოს ყველა ეს...
ვინ იცის, როდის მომხდარი... ისედაც ეს ყველაფერი თითქოს
საიქიოში არ ხდება?!
კვლავ ყურადღებით გადახედა მათ რასკოლნიკოვმა.
– აი, თქვენც... თითქოს ათასი ვერსის მანძილიდან გიყურებ-
დეთ... ეშმაკმა იცის, ან რად ვლაპარაკობთ ამას! ან რად კითხუ-
ლობთ? – დასძინა გულმოსულმა და გაჩუმდა; თან ჩაფიქრებული
ფრჩხილებს იკვნეტდა.
– რა საძაგელი ბინა გაქვს, როდია, კუბოს წააგავს, – დაარ-
ღვია უცბად მძიმე სიჩუმე პულხერია ალექსანდროვნამ, – დარ-
წმუნებული ვარ, შენი ავადმყოფობის მიზეზი სანახევროდ ეს ბი-
ნაც არის.
– ბინა?.. – მიუგო დაბნევით, – მართალს ამბობთ, მგონი...
მეც ვფიქრობდი მაგას... მაგრამ რომ იცოდეთ, დედა, რა უც-
ნაური აზრი გამოთქვით ახლა, – დასძინა უცბად და უცნაურად
გაიღიმა.
ცოტა ხანიც კიდევ, და მთელი ეს საზოგადოება, ახლობლები
და ლაპარაკის ნათესაური კილო, იმ დროს, როცა ვერაფერზე
შეძლეს საუბარი, უთუოდ სრულიად შესძულდებოდა სამი წლის
უნახავ შვილს. მაგრამ იყო აქ ერთი ისეთი რამეც, რის გადადება
სხვა დროისთვის შეუძლებელი და მოუხერხებელი იქნებოდა. ასე
გადაწყვიტა დილითვე, გაიღვიძა თუ არა. გახარებული, ახლა ამ
საქმეს, როგორც გამოსავალს, ისე ჩაეჭიდა.
– აი, რას გეტყვი, დუნია, – დაიწყო დინჯად და მკაცრად რას-
კოლნიკოვმა, – გუშინდლის გამო, რასაკვირველია, ბოდიშს ვიხ-
დი, მაგრამ მოვალეობად ვთვლი, გამოგიცხადო, რომ უმთავ-
რესზე უკან არ ვიხევ. ან მე უნდა ვიყო, ან ლუჟინი. დაე, მე საზიზ-
ღარი ვიყო; შენ არ უნდა იყო ასეთი. ჩვენგან ერთი უნდა იყოს
საზიზღარი. მაგრამ მისთხოვდები თუ არა ლუჟინს, იმ დღიდან
დად აღარ ჩაგთვლი.
– როდია, როდია! ისევ გუშინდელი მეორდება! – შესძახა შე-
წუხებულმა პულხერია ალექსანდროვნამ, – ან რად ეძახი შენს
თავს საზიზღარს, მე ამის ატანა არ შემიძლია! გუშინაც ასე იყო.
– ძმაო, – მიუგო ასევე მტკიცედ და მკაცრად დუნიამ, – ცდე-
ბი. დიდხანს ვიფიქრე წუხელ და ნამდვილად დავრწმუნდი, რომ
ცდები. საქმე ის არის, რომ შენ გგონია, ვითომ მე ვიღაცის გამო
ვეწირები მსხვერპლად, მაგრამ ტყუილია ეგ შენი ფიქრი, გათხო-
ვებას ჩემი მძიმე მდგომარეობა მაიძულებს. ხოლო, რაც შეეხება
ახლობელთა და ნათესავების დახმარებას, რასაკვირველია, ვეც-
დები, მაგრამ ჩემი გათხოვების უმთავრესი მიზეზი სრულიადაც
არ არის ეს...
„ტყუის! – ფიქრობდა თავისთვის რასკოლნიკოვი და თან სიბ-
რაზისგან ფრჩხილებს იკვნეტდა, – ამაყია და იმიტომ! არ უნდა
გამოტყდეს, რომ კეთილისმყოფელობით მოსდის! თავმოყვარეა
და ზვიადი! ო, ხასიათით მდაბალნო! სიყვარულითაც კი ისე გიყ-
ვართ, თითქოსდა გძულდეთ... ო, როგორ... მძულხართ ყველა-
ნი!“
– ერთი სიტყვით, პეტრ პეტროვიჩზე იმიტომ ვთხოვდები, –
განაგრძობდა დუნეჩკა, – რომ მინდა, უარესს დავაღწიო თავი.
გადაწყვეტილი მაქვს, პატიოსნად შევასრულო ყოველივე, რასაც
კი ჩემგან მოელის; მაშასადამე, მოტყუება სულაც არა მაქვს ფიქ-
რად... ასე საეჭვოდ რად იღიმები?
ავდოტია რომანოვნა აენთო, თვალებში რისხვამ გაუელვა.
– ყველაფერს შეასრულებ? – დაეკითხა რასკოლნიკოვი და
გესლიანად ჩაიცინა.
– დიახ, გარკვეულ საზღვრამდე, თვითონ დანიშვნამ დამა-
ნახვა, რა შეიძლება მომთხოვოს. რასაკვირველია, თავის თავს
დიდად და გაზვიადებულად აფასებს, მაგრამ იმედი მაქვს, მეც მა-
ფასებს... კიდევ იცინი, რატომ?
– მაშ, რაღად წითლდები? ვიცი, დაო, ცრუობ და ცრუობ გან-
გებ, ქალური ჯიუტობით, გინდა, შენი გაიტანო... ვიცი, ლუჟინის
პატივისცემა არ შეგიძლია: ვნახე, რაც არის, და ველაპარაკე კი-
დეც. მაშასადამე, ფულის გამო ყიდი თავს და მდაბლად იქცევი.
მიხარია, რომ გრცხვენია მაინც და წითლდები!
– ტყუი, არა ვცრუობ!.. – შეჰყვირა მოთმინებიდან გამოსულმა
დუნეჩკამ, – არასოდეს არ მივთხოვდები, თუ დარწმუნებული არ
ვიქნები, რომ მაფასებს; არ მივთხოვდები არასოდეს, თუ ვნახავ,
რომ პატივს არა ვცემ. ამაში კი, საბედნიეროდ, დავრწმუნდები
უთუოდ და იქნება, დღესვეც. ასეთი ქორწინება კი არასოდეს
ფლიდობა და სულმდაბლობა არ იქნება, როგორც იძახი! მაგ-
რამ თუნდაც ასე იყოს და ვცდებოდე, შებრალება არ უნდა იქო-
ნიო და ასე არ უნდა მომეპყრო. რად ითხოვ ჩემგან გმირობას,
როდესაც შენც არა ხარ გმირი? თუ ვინმეს დავღუპავ, იცოდე,
მხოლოდ ჩემს თავს დავღუპავ, სხვა არავის... ჯერ ხომ არავინ
მომიკლავს! ყელი არავისთვის გამომიჭრია!.. ასე რად მიცქერი?
რად გაფითრდი? რა დაგემართა, როდია? როდია, ძმაო!..
– ღმერთო ჩემო! გული არ შეუღონა! – შეჰყვირა პულხერია
ალექსანდროვნამ.
– არა, არა... სისულელეა... არაფერია!.. თავბრუ დამესხა,
გული როდი შემღონებია... გულის შეღონება რას მიქვია!.. ჰმ!
დიახ... რა უნდა მეთქვა? დიახ: როგორ? დღესვე დარწმუნდები,
დღესვე, რომ პატივისცემის ღირსია, დღესვე, რომ პატივისცემის
ღირსია იგი და თვითონაც... პატივსა გცემს და გაფასებს... ასე
თქვი, ვგონებ, არა? დღესვეო, ხომ? ან იქნებ ყური ვეღარ მოვკა-
რი კარგად?
– აბა, დედა, უჩვენე, რას იწერება პეტრ პეტროვიჩი, – მიმარ-
თა დედას დუნეჩკამ.
აკანკალებულმა დედამ წერილი გადასცა. რასკოლნიკოვმა
გამოართვა, მაგრამ ვიდრე გახსნიდა, ჯერ დუნეჩკას გადახედა
გაკვირვებულმა.
– უცნაურია, – წარმოთქვა მძიმედ, თითქოს უცბად ახალმა
აზრმა გაუელვაო, რისთვის ვიწუხებ თავს? რისთვის ვყვირი?
გათხოვდი, ვისზედაც გინდოდეს! ყველაფერი ეს თითქოს თავის-
თვის თქვა, მაგრამ ხმამაღლა და დას რამდენიმე ხანს გაშტერე-
ბული და დაფიქრებული უყურებდა.
ბოლოს გახსნა წერილი, ისევ ისე გაოცებულმა, და ყურად-
ღებით გადაიკითხა ორჯერ. განსაკუთრებით მოუსვენრობდა
პულხერია ალექსანდროვნა. საზოგადოდ ყველა რაღაცას საგან-
გებოდ მოელოდა.
– მიკვირს, – დაიწყო მცირე ფიქრის შემდეგ და წერილი დე-
დას გაუწოდა, მაგრამ არავის კერძოდ მისი ეს სიტყვები არ
შეეხებოდა, – კაცს საქმეები აქვს ნაკისრი, ვექილობს, ლაპარაკ-
შიც თავი ისე მოაქვს, ვითომ... რაღაც იყოს, ასე შეცდომებით კი
წერს.
ყველა შეირხა; ამას სრულიად არ მოელოდნენ.
– ისინი ხომ ყველანი ასე წერენ, – შენიშნა რაზუმიხინმა.
– როგორ, შენც წაიკითხე?
– დიახ.
– ჩვენ ვუჩვენეთ, როდია... რჩევას ვთხოვდით, – დაიწყო
დარცხვენით პულხერია ალექსანდროვნამ.
– სასამართლოს ენითაა დაწერილი, – გააწყვეტინა რაზუმი-
ხინმა, – დღემდე ასე წერენ სასამართლოს ქაღალდებს.
– სასამართლოს? დიახ, ასეა! საქმიანობა ეტყობა... არ ით-
ქმის, ძალიან უცოდინარი იყოს დამწერი, მაგრამ არც დიდი
მცოდნე ჩანს; საქმის კაცია, როგორც ჩანს!
– პეტრ პეტროვიჩი არც მალავს, რომ სისხლის ფასად აქვს
ანბანი ნასწავლი, პირიქით, თავიც კი მოაქვს, რომ გზა თვითონ
გაუკაფავს, – შენიშნა ძმის შენიშვნით ცოტა ნაწყენმა ავდოტია
რომანოვნამ.
– მოსწონს და საბაბიც აქვს, – წინააღმდეგი არა ვარ. შენ, ჩე-
მო დაო, გეწყინა, მგონი, რომ წერილიდან ასეთი დასკვნა გამო-
ვიტანე და გგონია, ვითომ განზრახ ვლაპარაკობდე ასეთ უბრა-
ლო რამეზე, რომ ჯიბრით მეტად გისაყვედურო. პირიქით, ნაწე-
რის გამო, აზრად მომივიდა ერთი მეტად საყურადღებო შენიშ-
ვნა. წერილში ერთ ადგილას ნათქვამი აქვს, „თქვენ მე ნურას და-
მემდურებითო“, რითაც მეტად ნათლად და აშკარად გემუქრებათ,
რომ გაგშორდებათ იმავე წამს, როგორც კი თქვენთან მნახავს.
მაშასადამე, გემუქრებათ პირდაპირ, რომ თუ არ გაუგონებთ,
თავს დაგანებებთ, და ეს ახლა, როცა პეტერბურგში ჩამოგიყვა-
ნათ. როგორ გგონიათ: შეიძლება ისევე გეწყინოთ ლუჟინისგან,
როგორც ეს შეიძლება გწყენოდათ, ამას (რაზუმიხინზე აჩვენა), ან
ზოსიმოვს, ან რომელიმე ჩვენგანს რომ მოეწერა?
– ა-არა, – მიუგო ცოცხლად დუნიამ, – მაგას მეც მაშინვე მივ-
ხვდი, რომ მეტად დაუფიქრებლად მოსვლია, მაგრამ იქნებ იმი-
ტომაც, რომ წერა არ ემარჯვება... ეს შენ სიმართლე თქვი, ძმაო.
მე არც მოველოდი.
სასამართლოს ენით არის გამოთქმული და ამიტომ შეიძლე-
ბა ძალაუნებურად უხეშად მოუვიდა. მაგრამ მოგიყვან სხვა მაგა-
ლითსაც ამ წერილიდან, რომელიც ჩემზე არის განგებ საზიზ-
ღრად მოჭორილი. გუშინ ფული გადავეცი ჭლექიან ქვრივს, სა-
ცოდავს, სიღარიბით შეწუხებულს „ვითომდა დასამარხად“ კი არა,
როგორც ლუჟინი მწამებს, ნამდვილად დასამარხად, და თვითონ
დედასა და არა ქალს, რომელსაც „საზიზღარ ყოფაქცევისად“
გაცნობთ (და რომელიც მხოლოდ გუშინ ვნახე პირველად), აქ მე
სხვას ვერას ვხედავ, გარდა იმისა, რომ განზრახვა ჰქონია, რაც
შეიძლება მეტი ჩირქი მოეცხო ჩემთვის და ერთმანეთს წავჩხუბე-
ბოდით. მაგრამ ეგ არის უბედურება, რომ ისევ სასამართლოს
ენითვე აქვს ყველაფერი ეს წარმოდგენილი და ამასთან, მიზანიც
ერთობ აჩქარებითა და გულუბრყვილოდ გამჟღავნებული. ეტყო-
ბა, ჭკვიანია, მაგრამ გონივრულად რომ მოიქცეს კაცი, ამისთვის
მარტო ჭკუა როდია საკმარისი. ყველაფერი ეს მშვენივრად ახა-
სიათებს მის ადამიანობას... ამიტომ, ვფიქრობ, არც შენ გაფასებს
დიდად. მაგრამ, იცოდე, ყოველივე ამას მხოლოდ იმიტომ გეუბ-
ნები, რომ რჩევა მოგცე... გულწრფელად მსურს შენთვის სიკეთე.
დუნეჩკას აღარ უპასუხია. ადრევე ჰქონდა ყველაფერი გა-
დაწყვეტილი და საღამოსღა უცდიდა.
– მაშ, როგორ გადაწყვიტე, როდია? – დაეკითხა პულხერია
ალექსანდროვნა წეღანდელზე უარესად შეწუხებული, როდესაც
ასეთი საქმიანი კილოთი დაიწყო ლაპარაკი როდიონმა.
– რაო, რა უნდა „გადავწყვიტო“?
– რა და ის, პეტრ პეტროვიჩი რომ იწერება შენზე: საღამოს
რომ მოვალ, როდია ნუ იქნება თქვენთანო. რას აპირებ... მოხ-
ვალ, თუ არა?
– ეგ, რასაკვირველია, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და არა მე.
თუკი ასეთი წინადადება არ შეურაცხგყოფთ არც თქვენ და არც
დუნიას. მე კი მოვიქცევი ისე, როგორც თქვენთვის უკეთესი იქნე-
ბა, – მიუგო მან ცივად.
– დუნეჩკამ უკვე გადაწყვიტა და მეც ვეთანხმები, – დააჩქარა
განმარტება პულხერია ალექსანდროვნამ.
– გადავწყვიტე, როდია, რომ უთუოდ შენც უნდა დაესწრო.
ხომ მოხვალ? – დაეკითხა ავდოტია რომანოვნა.
– მოვალ.
– გთხოვთ, თქვენც მობრძანდეთ საღამოს რვა საათისთვის,
– მიმართა ახლა რაზუმიხინს, – დედა, ამასაც ვთხოვ.
– საუცხოოა, დუნეჩკა, როგორც გადაწყვიტეთ, – დასძინა
პულხერია ალექსანდროვნამ, – ჩემთვისაც უკეთესია, ასე სჯობს.
პირფერობა და ცრუობა არ მიყვარს. ჯობს, ყველამ სიმართლე
ვილაპარაკოთ... ახლა გინდ გაჯავრდი და გინდ არა, პეტრ პეტ-
როვიჩ!

IV

ამ დროს ჩუმად გაიღო კარი და ოთახში მოკრძალებით შე-


მოვიდა ვიღაც ქალი. ყველამ გაკვირვებითა და ცნობისმოყვა-
რეობით შეხედა. რასკოლნიკოვმა ერთი შეხედვით ვერც კი იცნო
სოფია სემიონოვნა მარმელადოვა. მართალია, გუშინ ნახა პირ-
ველად, მაგრამ ისეთნაირად მორთული და ისეთ დროსა და გა-
რემოებაში, რომ სულ სხვად დაამახსოვრდა. ახლა ეს იყო ღარი-
ბულად ჩაცმული ყმაწვილი ქალი, ზრდილობიანი და წყნარი. მის
ნათელ სახეს ოდნავ შეშინებული გამომეტყველება ემჩნეოდა,
ტანთ ეცვა უბრალო საშინაო კაბა, თავზე ეხურა ძველი ყაიდის
ქუდი; ქოლგა ეჭირა მხოლოდ გუშინდელივით. ოთახი რომ ხალ-
ხით სავსე დაინახა, შერცხვა, სულ დაიბნა, ბავშვივით მოიბუზა,
მოინდომა თითქოს უკანვე გაბრუნებულიყო.
– ოჰ... თქვენ ხართ!.. – შესძახა მეტად გაოცებულმა რას-
კოლნიკოვმა და უცბად თვითონვე შეკრთა.
მოაგონდა მაშინვე, რომ დედამ და დამ ლუჟინის წერილი-
დან უკვე რაღაც იცოდნენ ვიღაც „საზიზღარი ყოფაქცევის“ ქალის
ამბავზე. ეს-ეს იყო, ახლა ილაშქრებდა ლუჟინის ცილისწამების
გამო და ამბობდა. მოაგონდა ისიც, რომ „საზიზღარი ყოფაქცევი-
სად“ მოხსენების გამო არაფერი გამოუთქვამს საწინააღმდეგო.
ყოველივე ამან წამიერად გაუელვა თავში, მაგრამ კარგად დააკ-
ვირდა თუ არა, შენიშნა, რომ ეს დამცირებული არსება ისე იყო
დამდაბლებული, უცებ შეებრალა კიდეც. ხოლო, როდესაც შეში-
ნებულმა ქალმა გაქცევა მოინდომა, მაშინ სიბრალულმა გული
ბოლომდე შეუკუმშა.
– სრულიად არ გელოდით, – გამოელაპარაკა სასწრაფოდ
რასკოლნიკოვი და თვალით შეაყენა, – დაბრძანდით, გთხოვთ.
კატერინა ივანოვნა გამოგგზავნიდათ უთუოდ. მოითმინეთ, აქეთ
კი არა, აი, აქ დაბრძანდით...
შემოვიდა თუ არა სონია, კართან მჯდომი რაზუმიხინი მაშინ-
ვე სკამიდან წამოდგა, რომ გამოეტარებინა ქალი. რასკოლნი-
კოვმა ჯერ ტახტის იმ კუთხეზე მიუთითა, სადაც ეს წუთია ზოსიმო-
ვი იჯდა, მაგრამ როცა მოაგონდა, რომ ეს მეტად შინაურული
ადგილი იყო და საწოლის მაგივრობას უწევდა, მაშინ საჩქაროდ
რაზუმიხინის სკამი შესთავაზა.
– შენ კიდევ აქ დაჯექი, – მიუბრუნდა რაზუმიხინს და ზოსიმო-
ვის ადგილას დასვა.
შიშისგან აცახცახებული სონია, როგორც იქნა, დაჯდა და
ორივე ქალს მოკრძალებით გადახედა. ეტყობა თვითონაც ვერ
გაეგო, რანაირად აღმოჩნდა მათ გვერდით. უხერხულობისგან
შეშინდა, რომ კვლავ წამოდგა და მთლად შემკრთალმა, ენადაბ-
მით მიმართა რასკოლნიკოვს:
– მე... მე... ერთი წუთით შემოგიარეთ. მაპატიეთ, რომ შეგა-
წუხეთ. კატერინა ივანოვნამ გამომგზავნა, სხვას აბა, ვის გამოგ-
ზავნიდა... გთხოვთ დიდად, ხვალ დილით მიცვალებულის გასვე-
ნებასა და წირვას დაესწროთ... მიტროფანიევსკის სასაფლაოზე...
და მერე ჩვენთან... მობრძანდეთ მოსახსენებლად... გთხოვთ, პა-
ტივი დაგვდოთ... ძალიან გთხოვთ.
სონიას ენა დაება და გაჩუმდა.
– ვეცდები უთუოდ... ვეცდები... – უპასუხა ფეხზე მდგომმა
რასკოლნიკოვმა, თან თვითონაც ენა დაება, – დაბრძანდით, გე-
თაყვა, – სთხოვა უცბად, – მე თქვენთან სალაპარაკო მაქვს. იქ-
ნებ ჩქარობთ, მაგრამ ორიოდე წუთი მაჩუქეთ როგორმე...
და სკამი მოუწია. სონია კვლავ ჩამოჯდა და ისევ ისე მოკ-
რძალებით გადახედა ქალებს, მაგრამ მაშინვე თავი ჩაჰკიდა.
ფერმკრთალი სახე უცბად აენთო რასკოლნიკოვს, მთელი
ტანით შეირხა, თვალები აუელვარდა.
– დედა, – უთხრა მტკიცედ და დაჟინებით, – ეს გახლავთ სო-
ფია სემიონოვნა მარმელადოვა, ქალიშვილი იმ უბედური მარმე-
ლადოვისა, რომელიც გუშინ ჩემ თვალწინ გასრისეს ცხენებმა და
რომელზეც უკვე მოგახსენეთ...
პულხერია ალექსანდროვნამ შეხედა სონიას და თვალები
ოდნავ მოჭუტა, მართალია, ძალიან შეაკრთო როდიას გამომ-
წვევმა მზერამ, მაგრამ უარი მაინც ვერ თქვა ამ სიამოვნებაზე.
დუნეჩკამ პირდაპირ დაუწყო დინჯად ყურება და სინჯვა საცოდავ
ქალს. მოჰკრა თუ არა ყური სონიამ, როგორ აცნობდა მის ვი-
ნაობას რასკოლნიკოვი, ოდნავ მაღლა აიხედა, მაგრამ წინან-
დელზე უფრო მეტად შერცხვა და თავი ისევ ჩაღუნა.
– მინდოდა მეკითხა, – მიუბრუნდა საჩქაროდ რასკოლნიკო-
ვი, – როგორ წარიმართა დღეს საქმე? ხომ არავის შეუწუხები-
ხართ? პოლიციას ან სხვა ვინმეს.
– არა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა... აშკარა იყო,
რამაც მოკლა, არავის შევუწუხებივართ. ეგ არის, ცოტა მდგმურე-
ბი ბრაზობენ.
– რაო, რა გვინდაო?
– ამდენ ხანს მიცვალებული რად გისვენიათო... ცხადია, რომ
ახლა ჰაერი შეხუთულია, სუნი აუვაო... ასე რომ, დღეს საღამოს
სასაფლაოზე გადაასვენებენ ეკვდერში, ხვალამდე... კატერინა
ივანოვნას თავიდან არ უნდოდა, მაგრამ ნახა ახლა თვითონაც,
რომ შეუძლებელია და დათანხმდა...
– მაშ, დღეს გადაასვენებენ?
– კატერინა ივანოვნა გთხოვთ, პატივი გვცეთ, ხვალ მობ-
რძანდით წირვაზე და იქიდან კი შინ, მიცვალებულის მოსახსენებ-
ლად...
– როგორ, ესეც მოახერხა, საშუალება გაქვთ განა?
– დიახ, პატარა საუზმე მოუმზადა. დიდი მადლობელია თქვე-
ნი, რომ ასე გვიშველეთ გუშინ... უთქვენოდ უთუოდ დაუმარხავი
დაგვრჩებოდა.
ტუჩებიც და ნიკაპიც სატირლად აუთამაშდა, მაგრამ თავი
შეიმაგრა და თვალები ისევ ძირს დახარა.
ლაპარაკის დროს რასკოლნიკოვი ყურადღებით ათვა-
ლიერებდა სონიას, მის გამხდარ, ფერმკრთალ, ცოტა მოგრძო
სახეს, ოდნავ წაწვეტებულ ცხვირსა და ნიკაპს. ლამაზი, მართა-
ლია, სულაც არ ეთქმოდა, მაგრამ ისეთი ლურჯი, ნათელი თვა-
ლები ჰქონდა, როცა გამოცოცხლდებოდა ხოლმე, ისე კეთილად
გამომეტყველი უხდებოდა სახე, რომ უნებურად იზიდავდა ადამი-
ანს. გარდა ამისა, სახესაც და გარეგნობასაც ერთი თავისებურება
ახასიათებდა: სულ მთლად პატარად, ბავშვად აჩენდა; მიხრა--
მოხრაშიც კი რაღაც ბავშვური გამოკრთოდა, თუმცა თვრამეტი
წლის უკვე იყო.
– როგორ მოახერხა და მოაგვარა ყველაფერი კატერინა
ივანოვნამ იმ რაღაც გროშებით, საუზმესაც რომ აპირებს? –
დაეკითხა განგებ ლაპარაკის გასაგრძელებლად რასკოლნიკოვი.
– კუბო სულ უბრალო იქნება... აგრეთვე ყველაფერი, ასე
რომ, ძვირი არ დაგვიჯდება... წეღან ყველაფერი ვიანგარიშეთ
მე და კატერინა ივანოვნამ და გამოვიდა, რომ საუზმისთვისაც
ეყოფა... ეს კი გულით უნდა მას. მოგეხსენებათ, არ შეიძლება...
ანუგეშებს... ასეთი ხასიათისაა, თქვენც ხომ იცით...
– მესმის, მესმის... რასაკვირველია... რაო, ჩემს ოთახს ათვა-
ლიერებთ? აი, დედაც ამბობს, კუბოს ჰგავსო.
– გუშინ კი მგონი, მთელი ფული ჩვენ გადმოგვეცით, – მიუგო
საპასუხოდ სონეჩკამ ჩქარ-ჩქარა, თითქმის ჩურჩულით, და უცებ
ისევ ჩაღუნა თავი. ისევ აუთამაშდა ტუჩები და ნიკაპი. დიდი ხანია
უკვე განცვიფრებული ათვალიერებდა რასკოლნიკოვის ღარი-
ბულ მოწყობილობას, ამიტომ უნებლიეთ აღმოხდა ახლა ეს სიტ-
ყვები. პატარა ხანს დუმილი ჩამოვარდა. დუნეჩკას როგორღაც
თვალები გაუნათდა, პულხერია ალექსანდროვნამაც წყალობის
თვალით გადახედა სონიას.
– როდია, – თქვა მან და წამოდგა, – დღეს ერთად ვისადი-
ლებთ. წავიდეთ, დუნეჩკა... შენ კი, როდია, ცოტას გაივლიდი, ჰა-
ერს ჩაყლაპავდი, მერე დაისვენებდი, წამოწვებოდი და აღარ და-
იგვიანებდი, სადილად დროზე მოხვიდოდი... თორემ, მგონი, მე-
ტად დაგღალეთ...
– დიახ, დიახ, მოვალ, – უპასუხა რასკოლნიკოვმა და საჩქა-
როდ წამოდგა, – თუმცა, ცოტა საქმე მაქვს...
– როგორ, ნუთუ ცალ-ცალკე ისადილებთ? – შეჰყვირა გაკ-
ვირვებულმა რაზუმიხინმა და რასკოლნიკოვს გადახედა, – ამას
რას ამბობ?
– არა, მოვალ, რასაკვირველია... მოვალ... მაგრამ შენ კი
ერთ წუთს აქ დარჩი. თქვენ ხომ აღარ გჭირდებათ ახლა, დედა?
– ოჰ, არა, არა! თქვენ, დმიტრი პროკოფიჩ, თქვენც ხომ
მობრძანდებით სადილად? გთხოვთ!
– მობრძანდით, გეთაყვათ, – სთხოვა დუნიამ.
რაზუმიხინმა მადლობა გადაუხადა და მთლად გაუბრწყინდა
სახე. ერთ წამს თითქოს ყველამ როგორღაც უხერხულობა იგ-
რძნო.
– მშვიდობით, როდია, ანუ ნახვამდის. არ მიყვარს სიტყვა
„მშვიდობით“. მშვიდობით, ნასტასია... ოჰ, კიდევ „მშვიდობით“ წა-
მომცდა.
პულხერია ალექსანდროვნას უნდოდა სონიასაც გამოსთხო-
ვებოდა, მაგრამ ვეღარ მოახერხა რატომღაც და საჩქაროდ გა-
ვიდა ოთახიდან.
სამაგიეროდ, ავდოტია რომანოვნამ განგებ მოუცადა თით-
ქოს რიგს და სონიას გვერდით გავლისას ყურადღებით, ზრდი-
ლობიანად დაუკრა თავი, გამოეთხოვა. სონეჩკა შეკრთა და შეში-
ნებულმა, როგორღაც აჩქარებით დაუკრა თავი. სახეზე რაღაც
ტანჯვა გამოეხატა, თითქოს აუტანლად ემძიმა ავდოტია რომა-
ნოვნას ასეთი ზრდილობა და ყურადღება.
– დუნია, მშვიდობით! – მიაყვირა რასკოლნიკოვმა უკვე დე-
რეფანში გასულ დას, – ხელი მომეცი!
– ხომ ჩამოგართვი, დაგავიწყდა? – უპასუხა ალერსიანად დუ-
ნიამ და უხერხულად მოუბრუნდა.
– რა ვუყოთ მერე, კიდევ მომეცი!
მაგრად მოუჭირა თითებზე ხელი. დუნეჩკამ გაუღიმა, გაწით-
ლდა, გამოსტაცა საჩქაროდ ხელი და დედას გაჰყვა მთლად
ბედნიერი.
– მაშ, კარგი, – მიუბრუნდა სონიას უკან დაბრუნებული რას-
კოლნიკოვი და ნათელი თვალებით პირდაპირ შეხედა, –
მკვდრებს ღმერთმა განუსვენოს, ცოცხლებმა კი დაე, იცოცხლონ!
ასეა თუ არა? ხომ ასეა?
სონია გაკვირვებული შეჰყურებდა რასკოლნიკოვის ასე უც-
ბად გაბრწყინებულ სახეს. რამდენიმე წუთს ჩუმად და დაკვირვე-
ბით უყურებდა რასკოლნიკოვიც. განსვენებული მარმელადოვის
მაშინდელი ნაამბობი თავის ქალიშვილზე უცბად მთლიანად გა-
ახსენდა...
– ღმერთო ჩემო, დუნეჩკა! – დაიწყო მაშინვე პულხერია
ალექსანდროვნამ, როგორც კი ქუჩაში გავიდნენ, – წარმოიდგი-
ნე, ახლა თითქმის მეც კი მიხარია, რომ წამოვედით. როგორღაც
დავმშვიდდი. აბა გუშინ, ვაგონში, რას ვიფიქრებდი, ესეც თუ გამა-
ხარებდა.
– გეუბნებით, დედა, ჯერ კიდევ ავად არის-მეთქი. ნუთუ ვერ
ხედავთ? იქნებ ჩვენზე ფიქრმა გატანჯა და ამიტომ გახდა ავად.
ლმობიერად უნდა მოვეპყროთ და ბევრი, ბევრი რამ ვაპატიოთ.
– აი, შენ კი არ მოექეცი ასე! – გააწყვეტინა მაშინვე მხურვა-
ლედ პულხერია ალექსანდროვნამ, – იცი რა, დუნეჩკა, გიცქერ-
დით ორივეს და დავრწმუნდი სრულიად, რომ ზედგამოჭრილი
ძმა ხარ; სახით ისე არა, როგორც ხასიათით: ორივენი მელანქო-
ლიკები ხართ, დაღვრემილები, ფიცხები, ორივენი ამაყები და
თავმოყვარენი, მაგრამ ამასთან, დიდსულოვნებიც... არა, შეუძ-
ლებელია ხომ, დუნეჩკა, რომ ეგოისტი იყოს როდია? არა?.. მაგ-
რამ იმას რომ წარმოვიდგენ, რა მოხდება დღეს საღამოს, ლამის
გული ჩამწყდეს!
– ნუ წუხხართ, დედა, ის მოხდება, რაც მოსახდენია.
– დუნეჩკა! იფიქრე, აბა, რა გარემოებაში ვართ ჩაყენებული!
პეტრ პეტროვიჩმა რომ უარი გვითხრას, რა უნდა ვქნათ? – წა-
მოსცდა უცბად საბრალო პულხერია ალექსანდროვნას.
– ნამდვილად უღირსი იქნება, თუ ასე იზამს! – მოუჭრა ზიზ-
ღით დუნეჩკამ.
– კარგი ვქენით, რომ წამოვედით, – დაიწყო საჩქაროდ პულ-
ხერია ალექსანდროვნამ, – თორემ სადღაც მიეშურებოდა;
გაიაროს, ჰაერი ჩაყლაპოს... თორემ იმ ოთახში საშინლად შეხუ-
თული ჰაერია... ან რით სუნთქავს ნეტავ? აქ, ქუჩაშიც კი ისეა
დახშული ჰაერი, როგორც უფანჯრო ოთახებში... ღმერთო ჩემო,
რა ქალაქია!.. გაეცალე, გზა მიეცი, თორემ ზედ გადაგივლიან,
რაღაც მოაქვთ! ფორტეპიანო გაატარეს, არა?.. მართლა და
როგორ იკვრევინებოდა ხელს... იმ ქალის მეც ძალიან მეშინია...
– რომელი ქალის, დედა?
– აი, იმის, სოფია სემიონოვნასი, ახლა რომ ვნახეთ...
– რატომ გეშინია?
– რაღაც წინათგრძნობა მაქვს. დამიჯერებ თუ არა, დუნია, არ
ვიცი, მაგრამ შემოვიდა თუ არა, მაშინვე გავიფიქრე, მთავარი მი-
ზეზი ეს უნდა იყოს-მეთქი.
– სულაც არა! – შეჰყვირა გულმოსულმა დუნიამ, – ოჰ, რას
არ იტყვით, დედა! რის წინათგრძნობა! მხოლოდ გუშინ გაუცნია
ადამიანი და ახლა რომ შემოვიდა, ვეღარც კი იცნო უცბად.
– აი, ნახავ!.. საშინლად მაფიქრებს! მერე, როგორ შევშინდი:
მიყურებს, პირდაპირ მიყურებს და თვალებიც ისეთი აქვს, თავი
ძლივს შევიმაგრე, კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი, როდია რომ
გვაცნობდა. უცნაურიც არის: პეტრ პეტროვიჩი ისეთ რამეს
გვწერს იმაზე, როდია კი გვაცნობს! ეტყობა, ძვირფასია მისთვის!
– რა ვუყოთ, რომ იწერება! ჩვენზე კი რას ამბობდნენ და
წერდნენ, დაგავიწყდა? დარწმუნებული ვარ... მშვენიერი ადა-
მიანი უნდა იყოს და ყველაფერი, რასაც ამბობენ, სისულელეა!
– ღმერთმა ქნას!
– პეტრ პეტროვიჩი კი საძაგელი ჭორიკანაა და სხვა არაფე-
რი! – გააწყვეტინა უცბად დუნეჩკამ.
პულხერია ალექსანდროვნას მუხლები ჩაეკეცა. საუბარი შეწ-
ყდა.
– აი, რა საქმე მაქვს შენთან და რა უნდა გითხრა... – მიუბ-
რუნდა რასკოლნიკოვი რაზუმიხინს და ფანჯარასთან მიიყვანა.
– ვეტყვი მაშინ კატერინა ივანოვნას, რომ მოხვალთ! – აჩ-
ქარდა სონია და თავი დაუკრა, რომ წასულიყო.
– ახლავე, ახლავე, სოფია სემიონოვნა, თქვენგან საიდუმლო
არაფერი გვაქვს... ორიოდე სიტყვა კიდევ მქონდა სათქმელი..
აი, რას გეტყვი, – მიუბრუნდა უცბად რაზუმიხინს, – ხომ იცი, აი
ის... რა ჰქვია?! პორფირი პეტროვიჩს ხომ იცნობ?
– რა თქმა უნდა, ვიცნობ! ნათესავია. და რა იყო? – ჩაეკითხა
რატომღაც ცნობისმოყვარეობით ატაცებული.
– იმ საქმეს... მკვლელობისას... ის აწარმოებს? გუშინ არ
იყო, რომ ამბობდით?..
– მართალია... მერე? – რაზუმიხინმა უცბად თვალები დაჭყი-
ტა.
– დამგირავებლებს თურმე ეკითხება და იბარებს. ჰოდა, მეც
მქონდა რაღაც დაგირავებული. მართალია, სათქმელად არა
ღირს, მაგრამ ძვირფასია იმით, რომ საჩუქრებია: ერთია ბეჭედი,
რომელიც დამ მაჩუქა აქ წამოსვლის დროს, და მეორე, მამი-
სეული ვერცხლის საათი. მართალია, ხუთ-ექვს მანეთზე მეტი არა
ღირს, მაგრამ სახსოვარია და ამიტომ ძვირფასია ჩემთვის. ასე
რომ, არ ვიცი, რა ვქნა ახლა! არ მინდა დამეკარგოს, განსაკუთ-
რებით საათი. სული კბილით მეჭირა წეღან, დუნეჩკას საათზე
რომ ჩამოვარდა ლაპარაკი, დედას რომ არ ეკითხა მის შესახებ.
ერთადერთი ნივთია მამის შემდეგ დარჩენილი. ვიცი, უთუოდ
ავად გახდება, რომ სადმე დამეკარგოს! ქალების ამბავი არ იცი!
მასწავლე, როგორ მოვიქცე! ვიცი, პოლიციაში უნდა განვაცხადო,
მაგრამ არ შეიძლება, თვითონ პორფირი როგორმე ვნახო? რო-
გორ გგონია? საჩქაროდ როგორმე უნდა მოვახერხოთ, თორემ
დაინახავ, სადილამდე თუ არ მოიკითხოს დედამ!
– პოლიციაში კი არა, პორფირის მივმართოთ პირდაპირ! –
შეჰყვირა რაღაც არაჩვეულებრივი მღელვარებით რაზუმიხინმა.
– როგორ მიხარია! ახლავე წავიდეთ, სულ რაღაც ორიოდე ნაბი-
ჯია, შინ იქნება უთუოდ!
– კარგი... წავიდეთ...
– თვითონაც ძალიან გაუხარდება შენი გაცნობა! რადგან
სხვადასხვა დროს ბევრჯერ მილაპარაკია შენზე... გუშინაც გახსე-
ნე. წავიდეთ!.. მაშ, იცნობდი ბებრუხანას? კარგია, კარგი... მშვე-
ნიერია, რა კარგად შეტრიალდა საქმე... ოჰ, მართლა... სოფია
ივანოვნა...
– სოფია სემიონოვნა, – გაუსწორა რასკოლნიკოვმა, – სო-
ფია სემიონოვნა, ეს ჩემი მეგობარია, გვარად რაზუმიხინი, საუც-
ხოო ადამიანია...
თუ წასვლა გნებავთ სადმე... – დაიწყო დარცხვენით სონიამ
ისე, რომ რაზუმიხინისთვის არც კი შეუხედავს, რის გამოც კიდევ
უფრო დაიბნა.
– და წავალთ კიდეც! – გადაწყვიტა რასკოლნიკოვმა, – სო-
ფია სემიონოვნა, დღესვე შემოგივლით, მითხარით მხოლოდ,
სად ცხოვრობთ?
რასკოლნიკოვი, მართალია, დაბნეული არ ჩანდა, მაგრამ
თითქოს ჩქარობდა და თვალს რატომღაც არიდებდა. სონიამ მი-
სამართი მისცა და გაწითლდა. ყველანი ერთად გამოვიდნენ.
– არ კეტავ ოთახს? – დაეკითხა კიბეზე რაზუმიხინი...
– არასოდეს!.. თუმცა უკვე ორი წელიწადია, მინდა კლიტე ვი-
ყიდო, – დასძინა დაუდევრად, – ხომ ბედნიერია ის ხალხი, ვისაც
დასაკეტი არაფერი აქვს? – მიმართა სიცილით სონიას.
ქუჩაში ალაყაფის კართან შედგნენ.
– მარჯვნივ უნდა გაუხვიოთ, სოფია სემიონოვნა? ისე, რო-
გორ მიპოვეთ? – შეეკითხა, თითქოს სულ სხვა რამ უნდოდა
ეკითხა. სურდა, სულ სონიას ნათელ და წყნარ თვალებში ეცქი-
რა, მაგრამ როგორღაც ვერ ახერხებდა...
– თქვენ ხომ პოლეჩკას უთხარით მისამართი გუშინ...
– პოლეჩკას? ჰო, მართლა... პოლეჩკა! პატარა გოგონა...
თქვენი დაა? იმას ვუთხარი?
– აღარ გახსოვთ?
– არა, როგორ არა... მახსოვს...
– მე კი ადრეც მქონდა განსვენებული მამისგან გაგონილი
თქვენზე... მაგრამ მაშინ გვარი არ ვიცოდი, და არც თვითონ იცო-
და... ახლა კი... – გავიგე თუ არა გუშინ თქვენი გვარი... მოვედი
და გიკითხეთ დღეს: ბატონი რასკოლნიკოვი აქ ცხოვრობს--
მეთქი?.. არ ვიცოდი, თუ თქვენც მდგმურად იდექით... მშვიდობით
ბრძანდებოდეთ... ვეტყვი კატერინა ივანოვნას...
საშინლად იყო გახარებული სონია, რომ, როგორც იყო, გა-
შორდა; წავიდა თავჩაღუნული, საჩქაროდ, რათა მალე მიჰფარე-
ბოდა თვალიდან და, რომ მიუხვევდა ქუჩას, მარტოდ დარჩე-
ნილს თავისუფლად გაეხსენებინა და მოესაზრა ყველაფერი. რაც
კი რამ უთხრეს და ნახა. სხვა დროს არსად ასეთი რამ არ უგ-
რძნია. სრულიად ახალი სამყარო ჩაესახა სულში ბუნდოვნად და
უხილავად. მოაგონდა ბოლოს ისიც, რომ თვითონ რასკოლნი-
კოვმა მოინდომა მისი ნახვა დღეს; იქნებ დილითვე და ახლაც!
– მაგრამ დღეს ნუ, გეთაყვა, ნუ! – დუდუნებდა გულმილეული
და ბავშვივით შეშინებული, თითქოს ვიღაცას ემუდარებაო, –
ღმერთო! როგორ? ჩემთან... იმ ოთახში?.. უნდა მნახოს... ოჰ,
ღმერთო ჩემო!
ამ დროს ვერც კი შენიშნა, რა გულმოდგინედ ადევნებდა
თვალს ვიღაც უცნობი ვაჟბატონი და როგორ მისდევდა კვალ-
დაკვალ. ასე მისდევდა ქუჩაში გამოსვლისთანავე. სწორედ იმ
დროს, რაზუმიხინი, რასკოლნიკოვი და ის, ერთი წუთით ფილა-
ქანზე რომ შედგნენ ორიოდე სიტყვის სათქმელად, უცნობმა
გვერდი აუქცია და საშინლად შეკრთა, მოულოდნელად სონიას
სიტყვებს რომ მოჰკრა ყური: „და ვიკითხე: რასკოლნიკოვი აქ
ცხოვრობს მეთქი?“ საჩქაროდ გადახედა მაშინვე სამთავეს, გან-
საკუთრებით კი რასკოლნიკოვს, რომელსაც სონია ელაპარაკე-
ბოდა; შეხედა მერე სახლს და დაიმახსოვრა. ყოველივე ეს მოხ-
და უცბად, შეუმჩნევლად, ისე, რომ არავის შეუნიშნავს; გაიარა
წინ და ნაბიჯს უკლო, რომ სონიას დალოდებოდა. უცნობი ხედავ-
და, რომ ისინი ქალს ეთხოვებოდნენ და ქალი სადღაც მარტო
უნდა წასულიყო.
„მაგრამ საით წავა, ნეტა? სადღაც მინახავს თითქოს – ფიქ-
რობდა უცნობი და თან სონიას სახეს იგონებდა... – უნდა გავიგო
უთუოდ“.
მივიდა თუ არა ქუჩის შესახვევთან, უცნობი მეორე მხარეს გა-
დავიდა, მოიხედა და დაინახა, რომ სონია უკვე უკან მისდევდა
იმავე გზით, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. მივიდა თუ არა შესახ-
ვევთან, სონიამაც იმავე ქუჩისკენ შეუხვია. უცნობიც მაშინვე უკან
გაჰყვა და თან მოპირდაპირე ფილაქნიდან თვალს არ აშორებ-
და. ასე ორმოცდაათი ნაბიჯი რომ გაიარა, ისიც სონიას მხარეს
გადავიდა, წამოეწია და ხუთი ნაბიჯის მოშორებით უკან მიჰყვა
ფეხდაფეხ.
ეს იყო ორმოცდაათიოდე წლის, საშუალოზე მაღალი ტანის,
საკმაოდ ჩასხმული კაცი, ოდნავ მოხრილი მხრებით. ტანთ ეცვა
ბატონკაცურად, მდიდრულად; ეჭირა ლამაზი ჯოხი, რომელსაც
ფეხის ყოველ გადადგმაზე მიაკაკუნებდა ფილაქანზე; ახალთახა-
ლი, მშვენიერი ხელთათმანები ეცვა. საკმაოდ საამური, ფართო,
ძვალმსხვილი პირისახე ჰქონდა, ფერით საღი, არაპეტერბურგუ-
ლი. ხშირი ქერა თმა მხოლოდ აქა-იქ შესჭაღარავებოდა; ნიჩაბი-
ვით ჩამოშვერილი ხშირი წვერიც თმაზე უფრო ქერა ჰქონდა.
ცისფერი თვალები ცივად და ჩაფიქრებით იცქირებოდნენ; ალის-
ფერი ტუჩები ამშვენებდა. ერთი სიტყვით, მეტად ჯანსაღად და
თავის წლოვანებაზე ახალგაზრდად გამოიყურებოდა.
არხზე რომ გავიდნენ, ფილაქანზე მარტო ორნიღა დარჩნენ.
ამ დროს უცნობმა შენიშნა, რომ სონია რატომღაც ჩაფიქრებული
იყო, უგულისყურო. სონია მივიდა სახლთან, ალაყაფის კარი
შეიარა, მარჯვნივ შეუხვია და აუყვა კიბეს, რომელიც მის ბინაში
ადიოდა. „ეჰე!“ – წაიდუდუნა უცბად უცნობმა და უკან გაჰყვა. აქღა
შენიშნა სონიამ, რომ ვიღაც მისდევდა. ავიდა სონია მესამე სარ-
თულზე, დერეფანი გაიარა და მე-9 ნომერს დაურეკა, სადაც ცარ-
ცით ეწერა კარზე: მკერავი კაპერნაუმოვი. „ეჰე!“ – ისევ გაიმეორა
ამ უცნაური დამთხვევით გაკვირვებულმა უცნობმა და მე-8 ნო-
მერს დაურეკა. ორივე კარი ერთმანეთისგან სულ რაღაც ექ-
ვსიოდე ნაბიჯით იყო დაშორებული.
– კაპერნაუმოვთან დგახართ ბინად? – დაეკითხა სიცილით
უცნობი სონიას. – გუშინ ჟილეტი გადავაკეთებინე. მეც აქვე,
თქვენ გვერდით, ქ-ნ რესლიხთან, ჰერტრუდა კარლოვნასთან
ვდგავარ, როგორ მოხდა ეს!
სონიამ ყურადღებით გადახედა.
– მეზობლები ვყოფილვართ, – განაგრძობდა მხიარულად
უცნობი, – მესამე დღეა სულ, რაც პეტერბურგში ვარ. ახლა კი
მშვიდობით.
სონიას არა უთქვამს რა; გაუღეს კარი და მაშინვე შევიდა.
რატომღაც შერცხვა და თითქოს შეშინდა...
რაზუმიხინი საშინლად ღელავდა, პორფირისთან რომ მიდი-
ოდნენ.
– საუცხოოა ძმაო, საუცხოო, – იმეორებდა გზადაგზა, – ფრი-
ად გახარებული ვარ!
„რა გიხარია ნეტა?“ – ფიქრობდა თავისთვის რასკოლნიკო-
ვი.
– მე ხომ არც კი ვიცოდი, თუ შენც გქონდა რამე დაგირავებუ-
ლი ბებრუხანასთან. მერე... მერე... დიდი ხანია მას აქეთ? ანუ დი-
დი ხანია, რაც ბებრუხანასთან იყავი?
„ჰეი, შე გულუბრყვილო ჩერჩეტო!“
– როდის? – შედგა რასკოლნიკოვი ვითომ მოსაგონებლად,
– ჰო, მგონი სამი დღით ადრე ვიყავი, ვიდრე მოკლავდნენ. მაგ-
რამ ახლა ხომ ნივთების გამოსასყიდად არ მივალ, – დააყოლა
საჩქაროდ, ნივთებზე რაღაც განსაკუთრებული ზრუნვით – მე ხომ
ვერცხლის მანეთის მეტი არა მაქვს... გუშინდელი დაწყევლილი
სიცხისა და ბოდვის წყალობით!..
განსაკუთრებით საგულისხმოდ წარმოთქვა სიტყვა ბოდვა.
– ჰო, ჰო, – იმეორებდა რაზუმიხინი და თვითონაც არ იცო-
და, რას უდასტურებდა, – აი, თურმე რატომ გეცა ელდა მაშინ...
იცი რა, მერეც, სიცხეშიც, ერთთავად რაღაც ბეჭდებსა და ძეწ-
კვებზე ბოდავდი!.. დიახ, დიახ... ახლა კი გასაგებია, ყველაფერი
გასაგებია.
„ხედავ! როგორ გასჯდომია ყველას ძვალ-რბილში ეს ეჭვი!
აი, ეს კაცი ჯვარსაც კი ეცმევა ჩემთვის და ამასაც კი სასიხარუ-
ლოდ რჩება მეტად, რომ გამოერკვა, რატომ ვბოდავდი ბეჭდებ-
სა და ძეწკვებზე!.. ვერ უყურებთ, როგორ შეჰპარვია ყველას ეჭ-
ვი!..“
– მერე, შინ კი იქნება ნეტა? – დაეკითხა ხმამაღლა.
– შინ იქნება, შინ, – ჩქარობდა რაზუმიხინი, – საუცხოო ახალ-
გაზრდაა, ძმაო! ცოტა ტლანქია, ისე, საზოგადოებაშიც გამოსუ-
ლია, მაგრამ სხვა მხრივ ჭკვიანიც არის, ეგაა მხოლოდ, როგორ-
ღაც სხვანაირად აქვს ტვინი ნავარჯიშები... უნდობია, სკეპტიკოსი,
ცინიკოსი... უყვარს მოტყუება, ანუ მოტყუება კი არა, გასულელება
კაცისა... მოგეხსენება, ძველი მეთოდია... მაგრამ საქმე ძალიან
კარგად იცის. შარშან, მაგალითად, ერთი ისეთი მკვლელობა
გახსნა, რომლის გზა-კვალიც მთლად აბნეული იყო! ძალიან უნ-
და შენი გაცნობა, ძალიან.
– რაო, ვითომ, რად უნდა?
– იმიტომ კი არა, რომ... გესმის, ამ ბოლო დროს, რაც ავად
ხარ, ბევრჯერ მქონია შენზე ლაპარაკი... ისიც მუდამ ყურს მიგ-
დებდა... როდესაც შეიტყო, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ხარ
და არ შეგიძლია სწავლა განაგრძო, საშინლად ეწყინა და თქვა:
აფსუს! აქედან დავასკვენი, რომ... ამასთან, სხვა რაღაც მიზეზიც
იყო; გუშინ ზამეტოვი... გესმის, როდია, მგონი, გადაკრული რა-
ღაცას გეყბედებოდი გუშინ, დშინ რომ მიმყავდი... მეშინია, ძმაო,
არ გააზვიადო ახლა...
– ის ხომ არა, გიჟად რომ მთვლიან? რა იცი, იქნებ, მართა-
ლიც იყოს.
და ძალდატანებით გაიცინა.
– დიახ, დიახ.. ესე იგი, ფუჰ, არა!.. ყველაფერი, რაც კი გით-
ხარი (სხვაც ყველაფერი), სისულელეა მხოლოდ და მეტი არა-
ფერი, სიმთვრალის ნაყოფია...
– რაო, რა ბოდიშებს იხდი! იცი, როგორ მომბეზრდა ყველა-
ფერი ეს? – თქვა რასკოლნიკოვმა გაზვიადებული და ცოტა არ
იყოს, ყასიდი გაბრაზებით.
– ვიცი, ვიცი, მესმის, მერწმუნე, მესმის. თქმისაც მრცხვენია...
– გრცხვენია და ნუ იტყვი მაშინ!
– ორივენი გაჩუმდნენ. რაზუმიხინი ფრიად აღტაცებული იყო,
რაც რასკოლნიკოვს ძალიან აღიზიანებდა. აწუხებდა ისიც, რასაც
ახლა პორფირიზე ჰყვებოდა.
„იმასაც უნდა თავი სხვანაირად მოვაჩვენო, – ფიქრობდა და
თან ფითრდებოდა, გული უცემდა, – მაგრამ ისე, რომ ნამდვილ-
ში ვერ გაარჩიოს. ვგონებ, უმჯობესი იქნება, სულ არ ვაგრძნობი-
ნო რა, არც თავი მოვაჩვენო. არა, არა, ეს უფრო საეჭვო იქნე-
ბა... ეჰ, როგორც გამოვა, ისე მოვიქცევი... ჯერ ვნახოთ... კარგია
ნეტა, რომ მივდივართ, თუ არა? ისე ხომ არ გამოვა, ფარვანა
თვითონ ეტანება სანთელს; გული როგორღაც ძლიერ მიჩქრო-
ლავს. აი, რა არის ცუდი!..“
– აი, ამ რუხ სახლში ცხოვრობს, – გამოელაპარაკა რაზუმი-
ხინი.
„უმთავრესი კი ის არის, იცის თუ არა პორფირიმ, რომ გუშინ
იმ კუდიანის ბინაში ვიყავი... და სისხლზე ვეკითხებოდი მუშებს?
უნდა უცბად როგორმე გავიგო ეს; შევალ თუ არა, სახეზე უნდა
შევატყო; თო-რ-ემ.. მოვკვდები და გავიგებ კი უთუოდ!“
– იცი რა? – მიმართა უცბად ეშმაკური ღიმილით რაზუმიხინს,
– დილიდანვე შეგნიშნე, ძმაო, როგორღაც უჩვეულოდ ღელავ.
მართალია?
– როგორ თუ ვღელავ? სრულიადაც არ ვღელავ, – შეძ-
რწოლდა რაზუმიხინი.
– არა, ძმაო, კარგად გატყობ, წეღანაც ისე იჯექი სკამზე და
თრთოდი, არასოდეს მინახავხარ ასეთი. უმიზეზოდ მალიმალ
ფეხზე დგებოდი. ხან თითქოს რაღაცას ჯავრობდი, ხან შაქარი-
ვით დნებოდი. წითლდებოდი კიდეც; განსაკუთრებით მაშინ, სა-
დილად რომ დაგპატიჟეს.
– სულაც არა; ტყუი!.. რაზე ამბობ მაგას?
– რაო, რა მოწაფესავით ცმუკავ! ფუჰ, აი, ისევ არ გაწით-
ლდა!
– რა ღორი ხარ, ღმერთმანი!
– რის გრცხვენია? რომეო, მოიცა, ერთი მოვყვე დღეს იქ. ხა-
ხა-ხა! დედას კი ვაცინებ... და კიდევ... სხვასაც.
– მოიცა, მოიცა, მოიცა, ეგ ხომ... აბა, რას ჰგავს, ეშმაკმა
იცის! – დაიბნა სულ მთლად რაზუმიხინი, დშიშმა აიტანა – რას
უამბობ, რას? მე, ძმაო... ფუჰ, რა ღორი ვინმე ხარ!
– ნამდვილი გაზაფხულის ვარდი ხარ! მერე, როგორ გიხდე-
ბა, რომ იცოდე, ჩემო რომეო! თანაც გიბანავია დღეს, ფრჩხილე-
ბიც კი გამოიწმინდე? სხვა დროს როდი გიქნია ასე?.. ღმერთს
გეფიცები, მგონი საცხებელიც კი წაგისვამს თმაზე! აბა დაიხარე!
– ღორო!!!
ისე გულიანად იცინოდა რასკოლნიკოვი, მნახველს ეგონე-
ბოდა, მართლა თავი ვეღარ შეუმაგრებიაო. ასე სიცილით შევიდ-
ნენ პორფირი პეტროვიჩის ბინაში. რასკოლნიკოვსაც სწორედ ეს
უნდოდა: შიგნით, ოთახში გაიგონებდნენ, ხარხარით რომ შევიდ-
ნენ და კიდევ როგორ იცინოდნენ დერეფანში.
– კრინტი არ დაძრა აქ, თორემ... თავს გაგიხეთქავ! – წაიდუ-
დუნა გაბრაზებულმა რაზუმიხინმა და რასკოლნიკოვს მხარში ხე-
ლი წაავლო.

რასკოლნიკოვი უკვე ოთახში შედიოდა. ისეთი სახე ჰქონდა,


თითქოს ძალით იმაგრებს თავს, თორემ ეს არის სიცილი წასკდე-
ბაო. უკან მიჰყვა სიბრაზისგან ჭარხალივით გაწითლებული, უშ-
ნოდ აყუდებული და დარცხვენილი რაზუმიხინი. მართლაცდა,
რაზუმიხინის გარეგნობა და სახის გამომეტყველება ამართლებ-
და რასკოლნიკოვის სიცილს. რასკოლნიკოვმა, რომელიც ჯერ
არ იყო იქ წარდგენილი, თავი დაუკრა ოთახის შუაგულში მდგომ
განცვიფრებულ სახლის პატრონს, ხელი გაუწოდა, ოდნავ მოუჭი-
რა, მაგრამ ისეთი მოხერხებული ძალდატანებით, თითქოს ძალი-
ან ცდილობს, მხიარულება როგორმე შეიმაგროს და ორიოდე
სიტყვა წარმოთქვას, რომ თავი გააცნოს. მაგრამ მიიღო თუ არა
ოდნავ სერიოზული გამომეტყველება და მოემზადა, რაღაც ეთ-
ქვა, უცბად, ვითომდა უნებურად, ისევ რაზუმიხინს შეხედა და თა-
ვი ვეღარ შეიკავა, – გულიანად გადაიხარხარა. რაზუმიხინის
არაჩვეულებრივად მრისხანე გამომეტყველება და მღელვარება
მართლაცდა მეტად ბუნებრივად აჩენდა ამ მხიარულებას. რაზუ-
მიხინმაც, თითქოსდა განზრახ, ამას ხელი შეუწყო.
– ფუი, ჯანდაბას! – შეჰყვირა გაბრაზებულმა, ხელი გაიქნია
და პატარა მრგვალ მაგიდას სთხლიშა. ჩაის ცარიელი ჭიქა ლამ-
ბაქით გადაბრუნდა და ნამსხვრევები წკრიალით მოეფინა იატაკს.
– სკამებს რაღას ემართლებით, ბატონებო, ხაზინა ხომ იზა-
რალებს! – შესძახა მხიარულად პორფირი პეტროვიჩმა.
სცენა შემდეგნაირი იყო: რასკოლნიკოვი იცინოდა, თუმცა
სახლის პატრონს ხელი ისევ ეჭირა ხელში და დროს უცდიდა,
რომ სწრაფად და ბუნებრივად გაჩერებულიყო. მაგიდის გადაბ-
რუნებითა და ჭიქის გატეხით უარესად დარცხვენილმა რაზუმიხინ-
მა კიდევ გადახედა პირქუშად ჭიქის ნამსხვრევებს, გულმოსულმა
მიაფურთხა, ფანჯრისკენ იბრუნა პირი და იქ მდგომთ ზურგი შე-
აქცია. მეტად დაღვრემილი გამომეტყველება ჰქონდა და თით-
ქოს ვეღარას ხედავდა. პორფირი პეტროვიჩიც იცინოდა და უნ-
დოდა კიდევ ეცინა, მაგრამ, ეტყობა, მიზეზის გაგება სურდა. კუთ-
ხეში სკამზე იჯდა ზამეტოვი, მაგრამ დაინახა თუ არა შემოსულე-
ბი, წამოდგა და გაღიმებული რაღაც გაკვირვებითა და უნდობ-
ლად შეჰყურებდა ყველა ამას, განსაკუთრებით რასკოლნიკოვს.
ზამეტოვის მოულოდნელად დანახვამ რასკოლნიკოვი გააკვირ-
ვა, არ ეამა.
„ესეც უნდა მოვისაზრო!“ – გაიფიქრა გუნებაში.
– ბოდიშს ვიხდი, – დაიწყო ძალზე დარცხვენით, – რასკოლ-
ნიკოვი გახლავართ.
– რას ბრძანებთ, ძალიან სასიამოვნოა, ისე მხიარულად ინე-
ბეთ შემოსვლა... როგორ, სალმის მიცემაც აღარ უნდა, თუ რა
არის? – ანიშნა პორფირი პეტროვიჩმა რაზუმიხინზე...
– ღმერთს გეფიცებით, არ ვიცი, რად გამიბრაზდა აგრე, ეს
კი იყო მხოლოდ, გზაზე ვუთხარი, რომეოს ჰგავხარ-მეთქი და...
დავუმტკიცე კიდეც; მეტი მიზეზი არ მიმიცია.
– ღორო! – გადმოსძახა რაზუმიხინმა, ისევ ისე ზურგშექცე-
ვით.
– მაშ, მეტად საყურადღებო მიზეზი ჰქონია, რომ ერთ სიტ-
ყვას ასე გაუბრაზებია, – გაიცინა პორფირიმ.
– აბა, ახლა შენ მოჰყევი, გამომძიებელო!.. ეშმაკსაც წაუღია
თქვენი თავი! – გააწყვეტინა რაზუმიხინმა, მაგრამ გაეცინა უცბად,
გამხიარულდა და ვითომდა აქ არაფერიაო, პორფირი პეტრო-
ვიჩს მიმართა:
– კმარა! სულელები ხართ ყველანი, საქმეს შევუდგეთ: აი,
მეგობარო, როდიონ რომანიჩ რასკოლნიკოვი; ჯერ ერთი, გაგო-
ნილი ჰქონდა შენზე და უნდოდა გაეცანი, და მეორეც, პატარა
საქმე აქვს შენთან. ოჰო! ზამეტოვიც აქ არის, საიდან? როგორ?
იცნობთ განა ერთმანეთს? დიდი ხანია?
„ეს რაღას ნიშნავს, ნეტავ!“ – შეფიქრიანდა რასკოლნიკოვი.
შეცბა თითქოს ზამეტოვიც, მაგრამ არც ისე ძალიან.
– გუშინ არ იყო შენთან, გავიცანით ერთმანეთი, – უპასუხა
თამამად.
– მაშ, მეშველა, წინა კვირას მეხვეწებოდა, როგორმე გამაცა-
ნიო, ახლა კი უჩემოდ მოგიხერხებიათ... თამბაქო სად გაქვს?
პორფირი პეტროვიჩი შინაურულად იყო ხალათში გამოწყო-
ბილი, ტანთ სუფთა საცვლები ეცვა, ფეხთ – გაცვეთილი „ტუფ-
ლები“. ეს იყო დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის, ტანად სა-
შუალოზე დაბალი, ჩასუქებული, საკმაოდ ღიპიანი, წვერულვაშ-
გაპარსული და თმაგაკრეჭილი, თავმრგვალი კაცი. მსუქან,
მრგვალ და ცოტათი ცხვირპაჭუა პირისახეს ავადმყოფური მოყ-
ვითალო ფერი დაჰკრავდა, მაგრამ საკმაოდ მხნე და დამცინავი
გამომეტყველება მაინც ნათლად ეტყობოდა. ცოტა იქნებ კეთი-
ლი გამომეტყველებისაც კი ყოფილიყო, რომ წყალწყალა, თეთ-
რწამწამება თვალები არ ჰქონოდა, ისე მოუსვენრად მოხამხამე,
თითქოს ვიღაცას თვალს უპაჭუნებსო. ამ თვალთა გამოხედვა
რაღაც უცნაურად არ ეხამებოდა მის თითქოსდა ქალაჩუნურ გა-
რეგნობას და უფრო დარბაისლურ იერს აძლევდა, რასაც პირვე-
ლი შეხედვით ვერ შეამჩნევდით.
გაიგო თუ არა პორფირი პეტროვიჩმა, რომ სტუმარს პატარა
„საქმე“ ჰქონდა, მაშინვე სთხოვა, დივანზე ჩამომჯდარიყო, თვი-
თონაც მეორე ბოლოში გამოიჭიმა და სტუმარს მიაჩერდა ისე
გულმოდგინედ, იმ იშვიათი და განსაკუთრებული ყურადღებით,
რომელიც პირველად უნებურად შეაკრთობს ხოლმე ყველას,
მით უფრო, თუ უცხოდ ხართ, და უმეტესად მაშინ, როდესაც,
თქვენი აზრით, საამბობი ასეთი არაჩვეულებრივი ყურადღების
ღირსი არც არის. რასკოლნიკოვმა მაინც მოკლედ და გარკვე-
ვით უამბო თავისი საქმე, კმაყოფილიც კი დარჩა საკუთარი თავი-
სა, რადგან თვითონ პორფირი პეტროვიჩის დათვალიერებაც
მოასწრო საკმაოდ კარგად. არც პორფირი პეტროვიჩს მოუშო-
რებია თვალი რასკოლნიკოვისთვის. რაზუმიხინიც პირდაპირ და-
უჯდა, იმავე მაგიდასთან, და მოუთმენლად და ხარბად უგდებდა
ყურს, როგორ უამბობდა რასკოლნიკოვი; თან ხან ერთს, ხან
მეორეს, რიგრიგობით, თვალს არ აშორებდა, რაც, ცოტა არ
იყოს, ზომიერების ზღვარს არღვევდა.
„რეგვენია!“ – გაიფიქრა მასზე რასკოლნიკოვმა.
– განცხადება უნდა შეიტანოთ პოლიციაში, – მიუგო საქმიანი
კილოთი პორფირიმ, – სთხოვოთ, აცნობონ გამომძიებელს, რო-
მელსაც ეს საქმე აქვს მინდობილი, რომ ესა და ეს ნივთი თქვენ
გეკუთვნით და გსურთ გამოისყიდოთ... ან არადა... თუმცა, მაინც
მოგწერენ.
– საქმე ის არის, რომ ამჟამად ფული არა მაქვს, – უპასუხა
რამდენადაც შეეძლო მეტი დარცხვენით რასკოლნიკოვმა, – ასე
მცირეოდენიც კი, წარმოიდგინეთ... მინდოდა მხოლოდ გამომეც-
ხადებინა ახლა, რომ ნივთები ჩემია, და გამომესყიდა შემდეგ,
როდესაც ფული მექნებოდა...
– ეგ სულერთია, – მიუგო პორფირი პეტროვიჩმა, რომელმაც
გულგრილად შეხედა უფულობის მიზეზს, – თუმცა შეგიძლიათ
პირდაპირ მეც მომმართოთ იმავე თხოვნით, ანუ, რომ ესა თუ ის
ნივთები თქვენია და ითხოვთ...
– უბრალო ქაღალდზე უნდა დაიწეროს? – გააწყვეტინა საჩ-
ქაროდ რასკოლნიკოვმა და ერთხელ კიდევ დაანახვა, რომ ფუ-
ლის საქმე ყველაზე მეტად აფიქრებს.
– რასაკვირველია, უბრალოზე.
უცბად, პორფირი პეტროვიჩმა როგორღაც დაცინვით გადა-
ხედა, თვალი მოჭუტა და თითქოს ჩაუკრა კიდეც. მაგრამ იქნება
ეჩვენა მხოლოდ რასკოლნიკოვს, რადგან ეს თვალის ერთ და-
ხამხამებაზე მოხდა. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ამგვარი რამ
უეჭველად იყო. თუნდ დაიფიცებდა კიდეც რასკოლნიკოვი, რომ
პორფირი პეტროვიჩმა ნამდვილად ჩაუკრა თვალი, ეშმაკმა იცის,
რა მიზნით.
„იცის!“ – გაუელვა უცბად გონებაში.
– უკაცრავად, რომ ასეთი უბრალო საქმისთვის გაწუხებთ, –
განაგრძო ცოტა დაბნეულად რასკოლნიკოვმა, – ნივთები სულ
ხუთ მანეთზე მეტი არა ღირს, მაგრამ მეძვირფასება, როგორც
სახსოვარი და საჩუქარი. გამოგიტყდებით, შემეშინდა საშინლად,
როცა გავიგე...
– ამიტომაც შეხტი უთუოდ გუშინ, ზოსიმოვთან რომ წამოვ-
როშე, პორფირი დამგირავებლებს ეკითხება-მეთქი! – ჩაურთო
თითქოს განზრახ რაზუმიხინმა.
ეს კი აღარ იყო მოსათმენი. რასკოლნიკოვმა ვეღარ შეიმაგ-
რა თავი და ბრაზმორეულმა მრისხანედ გააკვესა თავისი ცეც-
ხლისებრ მგზნებარე თვალები.
– შენ, ძმაო, მგონი, დამცინი? – მიმართა ვითომდა გულმო-
სულმა, – გეთანხმები, რომ მეტისმეტად ვდარდობ ამ უბრალო
ნივთებზე; მაგრამ არ შეიძლება ეგოისტად ჩამთვალოს ვინმემ,
არც ხარბ ადამიანად, იმიტომ რომ ეს უბრალო ნივთები ჩემთვის
ძვირფასია. ხომ გეუბნებოდი, ვერცხლის საათი, რომელიც იქნებ
გროშად არა ღირს, ერთადერთი სახსოვარია-მეთქი მამისა. იცი-
ნე, რამდენიც გინდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, დედა ჩამომივიდა,
– მიუბრუნდა უცბად პორფირის, – და რომ შეიტყოს, დაკარგული
მაქვს, – შებრუნდა ისევ რაზუმიხინისკენ და თან ცდილობდა, ხმა
აჰკანკალებოდა, – გარწმუნებთ, გული გაუსკდება. ქალების ამბა-
ვი ხომ იცით!
– სულაც არა, რას ამბობ! იმ აზრით როდი გითხარი! პირი-
ქით! – ყვიროდა გულნატკენი რაზუმიხინი.
„კარგად გამომივიდა ნეტა? ნამდვილს ჰგავდა? ხომ არ გა-
დავამლაშე? – ფიქრობდა მოუსვენრად რასკოლნიკოვი, – „ქა-
ლები“ რად ვახსენე?“
– დედა ჩამოგივიდათ? – დაეკითხა რატომღაც პორფირი
პეტროვიჩი.
– დიახ.
– როდის?
– გუშინ საღამოს.
პორფირი გაჩუმდა, თითქოს რაღაცას იაზრებსო.
– ნივთები არ დაგეკარგებათ, – განაგრძო მშვიდად და გულ-
ცივად პორფირი პეტროვიჩმა, – რამდენი ხანია, აქ გიცდით.
და თითქოს არაფერიაო, მიუწია საფერფლე რაზუმიხინს,
რომელიც პაპიროსის ფერფლს დაუდევრად ყრიდა ხალიჩაზე.
რასკოლნიკოვი შეკრთა, მაგრამ პორფირი ჯერ ისევ რაზუმიხი-
ნის პაპიროსს უმარჯვებდა საფერფლეს, ისე, ვითომ არც კი უყუ-
რებდა რასკოლნიკოვს.
– რაო-ო? უცდიდი! მერე იცოდი, რომ მასაც ჰქონდა რაღაც
იქ დაგირავებული? – შეჰყვირა რაზუმიხინმა.
პორფირი პეტროვიჩმა პირდაპირ მიმართა რასკოლნიკოვს:
– ორივე თქვენი ნივთი – ბეჭედი და საათი – ქაღალდში
ჰქონდა გახვეული და ზემოდან ფანქრით გარკვევით წაწერილი,
თუ ვისია ნივთები, ან, რომელ თვესა და რიცხვში მიუღია გირა-
ოდ...
– როგორ კარგად დაგხსომებიათ!.. – გაიღიმა უხერხულად
რასკოლნიკოვმა და ცდილობდა პირდაპირ თვალებში ეცქირა,
მაგრამ ვერ მოითმინა და დასძინა უცბად:
– მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ დამგირავებლები უთუოდ
ბლომად ეყოლებოდა... ასე რომ, ყველა მათგანის დამახსოვრე-
ბა, ეჭვი არ არის, გაგიძნელდებოდათ... თქვენ კი ასე მშვენივრად
გახსოვთ ყველანი... და...
„სისულელეა! სუსტად ნათქვამი! ეს რაღა საჭირო იყო!“
– ახლა თითქმის ყველა დამგირავებელს ვიცნობთ უკვე. ეს
იყო მხოლოდ, თქვენ არ ინებეთ აქამდე მობრძანება, – მიუგო
პორფირიმ ოდნავ შესამჩნევი დაცინვით.
– ცოტა ავად ვიყავი და იმიტომ.
– გაგებული მაქვს ეგეც. ვიცი ისიც, რომ რაღაცის გამო სა-
შინლად იყავით აღელვებული. ახლაც თითქოს გაფითრებული
ხართ.
– სულაც არა... პირიქით, მშვენივრად ვარ! – მოუჭრა უცბად
მკვახედ რასკოლნიკოვმა.
ბოღმა თანდათან გულს უსივებდა, ვეღარც მალავდა. „აი, გა-
ბოროტებულზე რაღაც წამომცდა! – ისევ გაუელვა თავში, – რად
მტანჯავენ ნეტა!..“
– ავად ვიყავიო! – ჩაერია რაზუმიხინი, – გუშინდლამდე უგო-
ნოდ იყო თითქმის, ბოდავდა სულ... დაიჯერებ თუ არა, პორფი-
რი, არ ვიცი, მაგრამ გეტყვი, რა ოინი გვიყო გუშინ: მე და ზოსი-
მოვმა ერთი წუთით თვალი მოვაშორეთ, ჩაიცვა, ბატონო, ტანთ,
გაიპარა და, ვინ იცის, სად არ იარა შუაღამემდე, ფეხზე კი ძლივს
იდგა, ბურანში იყო! დიდებული ამბავია!
– ნუთუ მართლა ბურანში იყო? შეხედეთ ერთი! – გააქნია
თავი, როგორღაც დედაკაცურად პორფირიმ.
– ეჰ, სისულელეა! ნუ დაიჯერებთ! მაგრამ თქვენ ხომ მაინც
არ გჯერათ! – წამოსცდა როგორღაც გაბოროტებით რასკოლნი-
კოვს. მაგრამ პორფირი პეტროვიჩმა ყურადღება არ მიაქცია, ვი-
თომ არც კი გაუგია ეს უცნაური სიტყვები.
– მაშ, როგორ გახვედი გარეთ, თუ სიცხიანი არ იყავი და არ
ბოდავდი? – ცხარობდა რაზუმიხინი. – რად გახვედი? რა გინდო-
და?.. ან ისე ჩუმად რად გაიპარე? შენს ჭკუაზე იყავი, მაშ? უკვე
პირდაპირ გეკითხები, რაკი ვიცი, ახლა აღარავითარი საფრთხე
არ მოგელის!
– საშინლად მომაბეზრეს თავი გუშინ, – კადნიერად მიუბრუნ-
და უცბად რასკოლნიკოვი პორფირის გამომწვევი ღიმილით, –
და მეც გავექეცი; მინდოდა ახალი ბინა მექირავებინა, რომ ვე-
ღარ ვეპოვეთ და ფულიც ბლომად წავიღე თან. თორემ აგერ, ბა-
ტონმა ზამეტოვმაც ნახა ფული. რას იტყვით, ბატონო ზამეტოვ,
ჩემს ჭკუაზე ვიყავი გუშინ თუ არა, გაგვაგებინეთ ერთი?
მზად იყო, იმჟამად ძაღლივით მიეხრჩო ზამეტოვი. საშინ-
ლად არ მოსწონდა, რომ ასე უცნაურად უყურებდა გაჩუმებული.
– პირიქით, ჩემი აზრით, ძალიან გონივრულად ლაპარაკობ-
დით, ცოტა ეშმაკურადაც კი, ეგ არის მხოლოდ, გაბრაზებული ვი-
ყავი მეტად, – მკვახედ განუცხადა ზამეტოვმა.
– მართლა, ნიკოდიმ ფომიჩმა მითხრა დღეს, – სიტყვა ჩაურ-
თო პორფირი პეტროვიჩმა, – თურმე გუშინ საღამოთი გვიან გნა-
ხეს ერთი მოხელის ბინაზე, რომელიც ცხენებს გაესრისათ.
– ავიღოთ თუნდაც ეს მოხელე! – ჩამოართვა სიტყვა რაზუმი-
ხინმა, – გიჟი არ იყავი? უკანასკნელი ფული ქვრივს მიეცი დასა-
მარხად! შველა გინდოდა, კარგი! აიღებდი და მისცემდი თხუთ-
მეტს, ოცს, ერთი სამიოდე მანეთს მაინც დაიტოვებდი, შენ კი,
აიღე და მთლად ოცდახუთი მანეთი გადაუთვალე!
– იქნებ სადმე განძი ვიპოვე, შენ ხომ არ იცი? იმიტომაც ვიყა-
ვი ხელგაშლილი გუშინ... თორემ აგერ, ბატონმა ზამეტოვმაც
იცის, რომ განძი ვიპოვე! ბოდიშს ვიხდი, გეთაყვა, – მიუბრუნდა
ათრთოლებული ტუჩებით პორფირის, – რომ ნახევარი საათია
აგერ, რაღაც უბრალო ყბედობით გაწუხებთ. ძალიან მოგაბეზ-
რეთ თავი, არა?
– რას ბრძანებთ, პირიქით! პირიქით! რომ იცოდეთ, როგორ
იზიდავთ ჩემს ყურადღებას! მინდა, სულ ასე გიცქიროთ და ყური
გიგდოთ... უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან მიხარია, რომ ბოლოს
ინებეთ და მობრძანდით.
– ჩაი მაინც დაგვალევინე! ყელი გაგვიშრა! – შეჰყვირა რაზუ-
მიხინმა.
– საოცარი აზრია! იქნება სხვებმაც ინებონ? არ გინდათ... არ-
სებითი სხვაც წავუმძღვარო ჩაის?
პორფირი პეტროვიჩი გავიდა, რომ ჩაის მოტანა ებრძანები-
ნა.
ფიქრების ქარიშხალი უბობოქრებდა თავში რასკოლნიკოვს.
საშინლად იყო აღელვებული.
„არა, რომ არც კი მალავენ და აღარც მერიდებიან! არა,
რაო ვითომ? რად ელაპარაკებოდი ჩემზე ნიკოდიმ ფომიჩს, თუ
არ მიცნობდი? მაშ აღარ მალავენ, რომ ძაღლებივით ფეხდაფეხ
დამდევენ! პირიქით, პირდაპირ პირში მაფურთხებენ! – ფიქრობ-
და რასკოლნიკოვი და თან სიბრაზისგან კანკალებდა, – დამარ-
ტყით, თუ გინდათ, მაგრამ კატა-თაგვობანას ნუ მეთამაშებით. ეგ
ხომ უზრდელობაა, პორფირი პეტროვიჩ, ხომ შეიძლება ნებაც
არ მოგცეთ!.. ავდგები და ყველაფერს პირდაპირ მოგახლით
პირში; აბა, მაშინ ნახავთ, როგორ მძულხართ!.. – და სული
ძლივს მოიბრუნა, – მერე, რომ მეჩვენებოდეს მარტო და ნამდვი-
ლი არ იყოს? ვაითუ, გამოუცდელობით ვბრაზობ და ამ ჩემს სა-
ძაგელ როლს ვერ ვასრულებ კარგად? იქნებ არც კი აქვთ რაიმე
განზრახვა? ისეთ უჩვეულოს არას ამბობენ, მაგრამ მაინც რაღაც
სხვა რამ არის ამ სიტყვებში. ყოველივე ამის თქმა, მართალია,
შეიძლება, მაგრამ მაინც რაღაცა იმალება მათში. რად მითხრა,
ერთად ჰქონდა შეხვეულიო? ზამეტოვმა რაღად დაამატა, ეშმაკუ-
რად ლაპარაკობდიო? ასეთი კილოთი რად მელაპარაკებიან?
დიახ... კილო აქვთ რაღაც საძაგელი... რაზუმიხინიც რომ იქვე
იჯდა, რატომ იმას არ ეჩვენა საეჭვოდ? მაგრამ ამ გულუბრყვი-
ლო მუტრუკს როდის რა ეჩვენება ხოლმე საეჭვოდ! გამაცია კი-
დევ!.. თვალი ჩამიკრა პორფირიმ წეღან თუ არა? სისულელეა
უთუოდ, თორემ რად ჩამიკრავდა თვალს? იქნება გაბრაზება უნ-
და ჩემი, ან ნერვების აშლას მიპირებს? ან ყველაფერი ეს მეჩვე-
ნება, ან იციან? ზამეტოვიც კი თავხედობს... მაგრამ თავხედობს
განა? ეტყობა, წეღან გადაუფიქრებია. მეც წინათვე ვიგრძენი,
გადაიფიქრებს-მეთქი! პირველად არის აქ, მაგრამ პორფირი
სტუმრად არც კი თვლის, ზურგი შეუქცევია. ეტყობა, ძაღლმა
ძაღლი იცნო. ჩემმა ამბავმა დაამეგობრა უთუოდ! ჩვენს მოს-
ვლამდეც ჰქონდათ უთუოდ ლაპარაკი ჩემზე, ნეტავი, ბინაზე იცი-
ან რამე თუ არა? მალე მაინც გაირკვეს!.. წეღან რომ ვუთხარი,
ბინის საქირავებლად გავიქეცი-მეთქი, არაფერი უთქვამს, უყუ-
რადღებოდ დატოვა... კარგად კი გამომივიდა: გამომადგება შემ-
დეგ!.. ბურანში იყოო!.. ხა-ხა-ხა-ხა! გუშინდელი საღამოს ყველა-
ფერი იცის! დედის ჩამოსვლა არ სცოდნია!.. იმ საზიზღარს რომ
რიცხვიც მიუწერია ფანქრით!.. მიჰქარავთ, არ დაგნებდებით! ეს
ხომ მხოლოდ მოჩვენებაა და არა ფაქტები! ფაქტები წარმოად-
გინეთ, ფაქტები! ბინაც არანაირი ფაქტი არ არის, რადგან უგო-
ნოდ ვიყავი. ვიცი, რასაც ვეტყვი... ბინის ნეტა იციან რამე? არ წა-
ვალ, ვიდრე არ გავიგებ! რისთვის მოვედი? ეს კი იქნებ ფაქტად
გამოიყენონ, რომ ვბრაზობ! ფუჰ, რა ბრაზიანი ვარ! მაგრამ იქნე-
ბა კარგიც იყოს; ავადმყოფის როლი... უნდა გამიცნოს ვითომ.
ეცდება, როგორმე ამრიოს, აზრები ამიბნიოს. რისთვის მოვედი?“
ყოველივემ ელვასავით გაურბინა თავში.
პორფირი პეტროვიჩი მალე მობრუნდა. როგორღაც უცბად
გამხიარულდა.
– წუხანდელს აქეთ, რაც შენთან ვიყავი, ძმაო, სულ თავი
მტკივა... რაღაც მოვეშვი, – მიმართა უცბად მხიარული კილოთი
რაზუმიხინს.
– არ ვიცი, მერე საყურადღებო რა იყო? მე ხომ გუშინ გაცხა-
რებული კამათისას გაგშორდით. ვინ აჯობა?
– რასაკვირველია, არავინ. მარადიულ საკითხებს შევეხეთ,
ცაში ვნავარდობდით.
– წარმოიდგინე, როდია, რაზე გვქონდა წუხელ ლაპარაკი;
არსებობს საზოგადოდ დანაშაული თუ არაო? ვერ წარმოიდგენ
რამდენი ვიყბედეთ და ვიცრუეთ!
– რა არის მერე გასაკვირი? ჩვეულებრივი სოციალური სა-
კითხია, – მიუგო დაბნეულად რასკოლნიკოვმა.
– არა, ასე როდი იყო საკითხი დაყენებული, – შენიშნა პორ-
ფირიმ.
– სულ მთლად ასე არ იყო. მართალია, – დაეთანხმა მაშინვე
რაზუმიხინი და ჩვეულებისამებრ გაცხარდა, – მინდა, შენი აზრი
შევიტყო. თავი გადავიკალი გუშინ, შენც მოგელოდი, მოვა--
მეთქი... ლაპარაკი დაიწყო სოციალისტების შეხედულებიდან.
ხომ იცი: დანაშაული წარმოადგენს პროტესტს სოციალური წეს--
წყობილების უკუღმართობის წინააღმდეგ, არავითარი სხვა მიზე-
ზი არ მოეძებნება!
– აი, იცრუე, – შეჰყვირა პორფირი პეტროვიჩმა. მას გამო-
ცოცხლება დაეტყო. წარამარა იცინოდა, რაზუმიხინს რომ უყუ-
რებდა და ამით უფრო უკიდებდა ცეცხლს.
– არავითარი სხვა მიზეზი არ მოეძებნება-მეთქი, დიახ! – გა-
აწყვეტინა ცხარედ რაზუმიხინმა, – არა ვტყუი!.. გინდა, იმათ წიგ-
ნებსაც გიჩვენებ: ყველაფერს იმით ხსნიან, „წრემ იმსხვერპლაო“
– და სხვა არაფერი! აი, მათი საყვარელი სიტყვები! აქედან ის
დასკვნა გამოდის, რომ ნორმალურად მოწყობილ საზოგადოება-
ში დანაშაულის ხსენებაც აღარ იქნება, რადგან უკმაყოფილების
საბაბი მოისპობა და, მაშასადამე, ყველანი უცბად წმინდანები
გახდებიან! ადამიანის ბუნებას კი არავითარ ყურადღებას არ აქ-
ცევენ. ბუნება განდევნილია, მას უარყოფენ! მათი აზრით, კაცობ-
რიობა კი არ განვითარდება ბუნებრივი, ცოცხალი ისტორიული
გზით და ბოლოს მიაღწევს ნორმალურ საზოგადოებრივ წყობი-
ლებას, პირიქით, სოციალური სისტემა წარმოიშობა ანაზ-
დეულად რომელიმე მათემატიკოსის თავიდან და ასევე ანაზ-
დეულად მოაწყობს მთელ კაცობრიობას ისე, რომ ყველა უცოდ-
ველი და მართალი შეიქნება; ამისთვის არც ცოცხალი პროცესი
და განვითარებაა საჭირო, არც ისტორიული გზა! ამიტომაც არის,
რომ ასე ინსტინქტურად სძულთ ისტორია: „მასში საძაგლობისა
და სისულელის მეტი არაფერიაო“. ამიტომაა, რომ სისულელით
ხსნიან ყველაფერს! ამიტომაც ცხოვრების ცოცხალი მიმდინა-
რეობა არ უყვართ: ცხოველი სულ არ არის საჭიროო! იმიტომ
რომ ცოცხალი სული სიცოცხლეს მოითხოვს, ცოცხალი სული მე-
ქანიკას არ დაემორჩილება, ცოცხალი სული ეჭვს შეიტანს, ჩა-
მორჩენილიაო! აქ კი, თუმცა უკვე მკვდრის სუნი უდის, შეიძლება
იგი კაუჩუკიდანაც გაკეთდეს, სამაგიეროდ, სიცოცხლე აღარ ექნე-
ბა, ნებისყოფა აღარ ექნება, მონა იქნება, არ აჯანყდება! გამო-
დის, რომ ყველაფერი აგურის დაწყობასა და დერეფნებისა და
ოთახების განლაგება-მოწყობაზე ყოფილა მხოლოდ დამოკიდე-
ბული ფალანსტერაში! ფალანსტერა კი მზად აქვთ, მაგრამ ადა-
მიანის ბუნება რომ ჯერ კიდევ არ არის მზად, სიცოცხლე სწყუ-
რია, ჯერ სიცოცხლის პროცესი არ დაუმთავრებია, ადრეა სასაფ-
ლაოსკენ მისი გასტუმრება! მარტო ლოგიკით ადამიანის ბუნების
ძალა შეუძლებელია! ლოგიკა, ვთქვათ, სამ შემთხვევას გაითვა-
ლისწინებს, მათი რიცხვი კი მილიონია! მთელი მილიონი შემ-
თხვევის მოწყვეტა და ყველაფრის მარტო კომფორტის საკითხზე
დაყვანა სისულელეა! რასაკვირველია, ამოცანის ყველაზე ადვი-
ლი გადაჭრაა! აქ ყველაფერი აშკარაა, ფიქრიც არ უნდა! უმთავ-
რესი კი ის არის, რომ ფიქრი არ უნდა! სიცოცხლის მთელი
საიდუმლო ორ ფურცელზე დაეტევა!
– აი, ბატონო, მოხსნა გუდას პირი და ჰაიდა! უნდა გააკავოს
კაცმა, – იცინოდა პორფირი, – წარმოიდგინეთ, – მიუბრუნდა
რასკოლნიკოვს, – გუშინ საღამოსაც ასე ქნა; თავიდანვე პუნში
დაგვალევინა ექვს კაცს, – წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა? არა,
ძმაო, ტყუი: „წრე“ ბევრს ნიშნავს დანაშაულში; დაგიმტკიცებ კი-
დეც.
– მეც ვიცი, რომ ბევრს ნიშნავს, მაგრამ ერთი ეს მითხარი:
ორმოცი წლის კაცი რომ ათი წლის გოგოს აფუჭებს – წრეა ამის
მიზეზი თუ არა?
– კარგად რომ განვსაჯოთ, იქნება ასეც გამოდგეს, – შენიშნა
დინჯად პორფირიმ, – ძალიანაც შესაძლებელია „წრის“ გავლე-
ნით ავხსნათ.
რაზუმიხინი კინაღამ გადაირია.
– კარგი, მაშ, გინდა ახლავე დაგიმტკიცო, – შეჰყვირა მან, –
რომ თეთრი წამწამები ივანე დიდის ზარის მიზეზითა გაქვს და
დაგიმტკიცო აშკარად, პროგრესულად და ლიბერალური თვალ-
საზრისით? გინდა თუ არა? სანაძლეოს დავდებ, რომ დაგიმტკი-
ცებ!
– დამიმტკიცე! ყურს დაგიგდებთ, ვნახოთ, როგორ დაამტკი-
ცებ!
– სულ ასე მოგვაჩვენებს თავს! – შეჰყვირა რაზუმიხინმა, წა-
მოხტა და ხელი ჩაიქნია, – ღირს განა შენთან ლაპარაკი! განგებ
იქცევი ასე. შენ კიდევ არ იცნობ, როდიონ! გუშინაც იმიტომ
დაუჭირა იმათ მხარი, რომ გაესულელებინა ყველანი. მერე რას
არ ლაპარაკობდა, ღმერთო! ისინი კი სიხარულით ფეხზე ძლივს
იდგნენ!.. ასე იცის მუდამ, მთელი კვირობით გვატყუებს ხოლმე.
შარშან, მაგალითად, არ ვიცი რისთვის, დაგვარწმუნა, ბერად უნ-
და აღვიკვეცოო და მთელი ორი თვე ასე გვატუტუცა! ამას წინათ
კი გვარწმუნებდა, ცოლს ვირთავო, და საქორწინოდაც მოემზა-
და. წარმოიდგინე, ახალი ტანსაცმელიც კი შეიკერა. ასე რომ, ვუ-
ლოცავდით, მაგრამ რა ქორწილი, რის პატარძალი; მოგვატყუა!
– ეგ კი იცრუა! ტანისამოსი წინასწარ შევიკერე და ფიქრადაც
სწორედ მაშინ მომივიდა, მომეტყუებინეთო.
– მართლა ეგრე თვალთმაქცობთ ხოლმე? – დაეკითხა
დაუდევრად რასკოლნიკოვი.
– მაშ, გეგონათ, არა? აი ნახავთ, თქვენც გაგაცურებთ – ხა,
ხა, ხა! მაგრამ არა, აი რას გეტყვით. ყველა ამ საკითხის, დანა-
შაულის, წრის, გოგოებისა და სხვათა გამო ახლა ერთი რამ მო-
მაგონდა, – თუმცა წინათაც მუდამ იზიდავდა ჩემს ყურადღებას, –
სახელდობრ, თქვენი ერთი წერილი „დანაშაულის თაობაზე“ თუ
როგორ ერქვა აღარ მახსოვს, ორი თვის წინ წავიკითხე „პე-
რიოდიჩესკაია რეჩში“.
– ჩემი წერილი? „პერიოდიჩესკაია რეჩში“? – შეეკითხა გაკ-
ვირვებული რასკოლნიკოვი, – მართალია, ნახევარი წლის წინ,
უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი, ერთი წიგნის გამო წერილი
დავწერე, მაგრამ მახსოვს, „ეჟედნევნაია რეჩს“ გადავეცი და არა
„პერიოდიჩესკაია რეჩს“.
– „პერიოდიჩესკაია რეჩში“ კი დაიბეჭდა.
– „ეჟედნევნაია რეჩი“ რომ დაიხურა, იმიტომ აღარ დაბეჭ-
დეს...
– ეგ მართალია, მაგრამ მერე „პერიოდიჩესკაია რეჩს“
შეუერთდა და ამიტომ თქვენი წერილიც ორი თვის წინ იქ
დაიბეჭდა. თქვენ არ იცოდით?
მართლაც არ იცოდა რასკოლნიკოვმა.
– მოითმინეთ, თქვენ წერილის ფულიც შეგიძლიათ მოსთხო-
ვოთ! რა უცნაური ხასიათის ყოფილხართ! ასე განდგომილად
როგორ ცხოვრობთ, რომ თქვენი ამბებისაც კი არა იცით რა. ეს
ხომ ფაქტია.
– ყოჩაღ, როდია! არც მე ვიცოდი! – შეჰყვირა რაზუმიხინმა,
– დღესვე შევირბენ სამკითხველოში და იმ ნომერს ვითხოვ! ორი
თვის წინ იყო? რა რიცხვში? მაგრამ სულერთია, ვიპოვი! ხედავ,
რა ამბავია!
– მერე, საიდან გაიგეთ, რომ ეს წერილი ჩემი იყო? ქვეშ
მარტო ერთი ასო ეწერა.
– შემთხვევით გავიგე ამ დღეებში, რედაქტორმა მითხრა;
ნაცნობია ჩემი... ძალიან მიიზიდა ჩემი ყურადღება და იმიტომ.
– როგორც მახსოვს, ვეხებოდი დამნაშავის ფსიქოლოგიურ
მდგომარეობას თვითონ დანაშაულის ჩადენის დროს.
– დიახ, და ამტკიცებს, რომ დანაშაულის ჩადენას უთუოდ თან
სდევს ავადმყოფობა. ორიგინალურია მეტად ეს აზრი... მაგრამ
ამან კი არა, სხვა აზრმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, იმან, რომე-
ლიც წერილის ბოლოშია, სამწუხაროდ, იგავად, ბუნდად გამოთ-
ქმული... ერთი სიტყვით, თუ მოიგონებთ, ბუნდოვნად გაქვთ გა-
მოთქმული აზრი, რომ არიან ქვეყნად ადამიანები, რომლებსაც
შეუძლიათ... ანუ, შეუძლიათ კი არა, სრული უფლება აქვთ ჩაიდი-
ნონ ყოველგვარი უწესობა და დანაშაული, და ვითომ მათთვის
კანონი არ არსებობს.
რასკოლნიკოვს გაეცინა, რომ ასე განზრახ დაამახინჯეს მისი
აზრი.
– როგორ? რაო? უფლება აქვთ, დანაშაული ჩაიდინონ? იმი-
ტომ ხომ არა, რომ „წრემ გარყვნაო“? – დაეკითხა როგორღაც
შეშინებული რაზუმიხინი.
– არა, არა, იმიტომ არა, – უპასუხა პორფირიმ, – საქმე ისაა,
რომ მის წერილში მთელი ქვეყანა „არაჩვეულებრივ“ და
„ჩვეულებრივ“ ადამიანებად არის დაყოფილი. ჩვეულებრივი ადა-
მიანები არიან კანონის მორჩილნი და არ უნდა დაარღვიონ იგი,
რადგან, ჩვეულებრივ ხალხს წარმოადგენენ. არაჩვეულებრივ
ადამიანებს კი უფლება აქვთ, ყოველგვარი დანაშაული და უკა-
ნონობა ჩაიდინონ მხოლოდ იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ბუ-
ნებისანი არიან. ვგონებ, ასე გაქვთ, თუ არ ვცდები.
– როგორ, რას ამბობთ? შეუძლებელია! – ბუტბუტებდა რაზუ-
მიხინი და ვერა გაეგო რა.
რასკოლნიკოვს კვლავ ჩაეცინა. მიხვდა მაშინვე, რაშიც იყო
საქმე და რა განზრახვაც ჰქონდა მის მოსაუბრეს. კარგად ახსოვ-
და წერილის შინაარსი და გადაწყვიტა შეჰკამათებოდა.
– ასე არ არის სულაც დაწერილი, – დაიწყო უბრალოდ და
მშვიდად, – მაინც გამოგიტყდებით, რომ თითქმის სწორად გად-
მოეცით მისი შინაარსი, თუ გნებავთ სავსებით სწორადაც (ეამა
თითქოს, რომ დაეთანხმა – სავსებით სწორადაცაო)... ერთადერ-
თი განსხვავება აქ სწორედ ის არის, რომ საჭიროდ სულაც არ
ვთვლი, ვითომ არაჩვეულებრივი ადამიანები უთუოდ მუდამ უნდა
უწესობას ახდენდნენ, როგორც თქვენ ამბობთ, ჩემი აზრით, ასეთ
წერილს არც დაბეჭდავდნენ. მე მხოლოდ გაკვრით გამოვთქვი,
რომ „არაჩვეულებრივ“ ადამიანს უფლება აქვს... ანუ, ოფიციალუ-
რი უფლება კი არა, თვითონ შეუძლია მისცეს თავს ნება, სინდისს
გადაუხვიოს... ანუ, გადალახოს ზოგიერთი დამაბრკოლებელი
მიზეზი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი იდეის გან-
ხორციელება (ზოგჯერ მთელი კაცობრიობისთვის სასარგებლო-
სი) მოითხოვს ამას. თქვენ ამბობთ, ვითომ ჩემი წერილი გაუგებ-
რად და ბუნდოვნად იყოს დაწერილი; მზად ვარ განგიმარტოთ,
რამდენადაც კი შევძლებ. იქნებ არ ვტყუოდე, თუ მოგახსენებთ,
რომ ვგონებ, თქვენც სწორედ ეს გნებავთ; ინებეთ. ჩემი აზრით,
თუ რაიმე მიზეზის გამო კეპლერისა და ნიუტონის აღმოჩენები
ქვეყნისთვის უცნობი დარჩებოდა, თუ ერთის, ათისა ან ასისა და
მეტი ისეთი კაცის სიცოცხლე არ შეეწირებოდა მსხვერპლად,
რომლებიც აბრკოლებდნენ და ხელს უშლიდნენ მათ გამოქვეყ-
ნებას, ერთსაც და მეორესაც უფლება ჰქონდათ და თითქმის მო-
ვალენიც იყვნენ... მოეშორებინათ თავიდან ეს ათი და ასი კაცი,
რომ ქვეყნისთვის თავისი აღმოჩენები გაეცნოთ. აქედან, ყოველ
შემთხვევაში, ის დასკვნა მაინც არასოდეს არ შეიძლება გამოვი-
ტანოთ, ვითომ ნიუტონს ან კეპლერს უფლება ჰქონდათ, მარ-
ჯვნივ და მარცხნივ განურჩევლად უდანაშაულო ხალხი ეჟლი-
ტათ, ან ყოველდღე ბაზარზე ექურდბაცაცათ. გარდა ამისა, რამ-
დენადაც მახსოვს, ის აზრი მაქვს გატარებული, რომ ყველანი...
მაგალითად, თუნდაც კაცობრიობის კანონმდებლები და მომწყო-
ბები, უძველესთაგან მოკიდებული და შემდგომ, როგორნიც იყ-
ვნენ ლიკურგე, სოლონი, მაჰმადი, ნაპოლეონი და სხვანი, ყვე-
ლანი, ერთიანად დამნაშავენი იყვნენ, თუნდაც იმით მხოლოდ,
რომ ახალი კანონის გამოცემით ძველს არღვევდნენ, რომელიც
წინაპართაგან იყო ნაანდერძევი და საზოგადოებისა და ხალხის
მიერ პატივდებული. ახალი კანონისთვის ისინი ხშირად ღვრიდ-
ნენ სისხლს (ზოგჯერ სრულიად უდანაშაულოსაც), რაკი მოწინა-
აღმდეგეს ძველი კანონი არ ეთმობოდა და მას მამაცურად იცავ-
და, თუ ამ გზით შეძლებდნენ თავისი გაეტანათ. აღსანიშნავია აგ-
რეთვე, რომ ქვეყნების კეთილისმყოფელნი და კანონმდებელნი,
თითქმის ყველანი საშინელი სისხლისმსმელები იყვნენ; ერთი
სიტყვით, აქედან ის დასკვნა გამომყავს, რომ არამცთუ დიდი
ადამიანები, თვით ოდნავ ნიჭიერებიც კი, რომელთაც შეუძლიათ
ახალი რამ თქვან და შექმნან, ბუნებით უთუოდ უნდა იყვნენ დამ-
ნაშავენი, – ცოტად თუ ბევრად, რა თქმა უნდა. უამისოდ უმეტესო-
ბის საერთო უღელსა და მდგომარეობას თავს ვერ დააღწევენ
და გზას ვერ გაიკაფავენ. არსებულ მდგომარეობაში დარჩენა კი,
რასაკვირველია, არაფრის გამო არ შეუძლიათ, რადგან მათი ბუ-
ნება ამის წინააღმდეგია და, ჩემი აზრით, ვალდებულნიც არიან,
გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ერთი სიტყვით, ნათლად ხე-
დავთ, რომ ჯერჯერობით აქ ახალი საიმისო არა არის რა. ამგვა-
რი რამ ათასჯერ ყოფილა დაწერილიცა და გამოთქმულიც. რაც
შეეხება ჩემს დაყოფას ხალხისა, ჩვეულებრივ და არაჩვეულებ-
რივ ადამიანებად, ეს, გეთანხმებით, რამდენადმე ნებაყოფლობი-
თია, მაგრამ მე ხომ ზუსტი ციფრები არ მომყავს. მხოლოდ ჩემი
უმთავრესი აზრის მჯერა. ჩემი აზრის თანახმად, ბუნების კანონით,
ხალხი საზოგადოდ ორ წყებად იყოფა: ერთია ჩვეულებრივი
ხალხი, ანუ ის მასალა, რომელიც მხოლოდ თავის მსგავს შთა-
მომავლობას იძლევა, მეორე კი – ის არაჩვეულებრივი ხალხი,
რომელსაც უნარი თუ ნიჭი აქვს მომადლებული და თავის წრეში
ახალი სიტყვის თქმა შეუძლია. რასაკვირველია, შეიძლება რამ-
დენადმე კიდევ დანაწილდეს ეს ჯგუფი. მაგრამ ერთისა და
მეორე წყების განმასხვავებელი ნიშნები საკმაოდ თვალსაჩინოა:
პირველ წყებას, ანუ მასალას შეადგენენ, საზოგადოდ, კონსერვა-
ტიულნი, წყნარნი და მორჩილნი. ჩემი აზრით, მათ სხვარიგად
ცხოვრება არ შეუძლიათ, რადგანაც ეს არის მათი დანიშნულება
და სრულიადაც არ არის მათთვის შეურაცხმყოფელი. მეორე წყე-
ბას შეადგენენ კანონის დამრღვევნი, ანუ ისინი, რომელთაც თა-
ვიანთი ნიჭის შესაბამისად მიდრეკილება აქვთ დანაშაულისადმი.
მათი დანაშაული, რასაკვირველია, შეფარდებითი და მრავალ-
გვარია; ისინი უმეტესად ითხოვენ, რომ უკეთესი მომავლისთვის
აწმყო იქნეს დარღვეული. მაგრამ თუ იდეა ითხოვს, რომ მსხვერ-
პლი შეეწიროს, ნება ეძლევათ, საკუთარი სინდისით სისხლიც კი
დაანთხიონ, – ერთი კი არის მხოლოდ, თვითონ იდეისა და მისი
მნიშვნელობის მიხედვით, – ეგ არ უნდა დაივიწყოთ. მხოლოდ ამ
მიზნით ვეხები ჩემს წერილში მათ უფლებას დანაშაულის ჩადენი-
სა (ხომ გახსოვთ, იურიდიული საკითხიდან დაიწყო ჩვენი ლაპა-
რაკი). მაინც დიდად საწუხი აქ არა არის რა: ხალხის უმეტესობა
არასოდეს აღიარებს მათ ასეთ უფლებას, სჯის სიკვდილით (მე-
ტად თუ ნაკლებად) და ამით თავის კონსერვატიულ დანიშნულე-
ბას სამართლიანად ასრულებს; მაგრამ შემდგომი თაობები ამავე
ხალხის დასჯილებს ძეგლს უდგამენ და თაყვანს სცემენ (მეტად
თუ ნაკლებად). პირველი წყება მუდამ აწმყოს უფალია, მეორე –
მომავლისა. პირველნი ქვეყნიერების დაცვასა და გამრავლებას
ემსახურებიან; მეორეებს – წინ მიჰყავთ ქვეყნიერება და გარ-
კვეული მიზნისკენ მიაქანებენ. პირველთაც და მეორეთაც ერ-
თნაირი უფლება აქვთ არსებობისა. ერთი სიტყვით, ჩემი წერი-
ლის თანახმად, ყველას ერთნაირი უფლება აქვს, და – vive li
guerre éternelle14 – ვიდრე ახალ იერუსალიმამდე, რასაკვირვე-
ლია.
– მაშ, გჯერათ მაინც ახალი იერუსალიმისა?
– მჯერა და მწამს, – უპასუხა მტკიცედ რასკოლნიკოვმა, რო-
მელიც მთელი ამ გრძელი საუბრის დროს დაჰყურებდა ხალიჩის
ერთ რომელიღაც წერტილს...
– ღმერთისაც გწ-წ-ამთ? ბოდიშს კი ვიხდი, რომ გეკითხებით.
– მწამს, – მიუგო რასკოლნიკოვმა და თავი მაღლა აიღო,
პორფირის შეხედა.
– ლაზარეს აღდგენაც გწამთ?
– მწამს, მაგრამ რად მეკითხებით?
– მართლა გწამთ? ნამდვილად?
– ნამდვილად.
– ხედავთ თურმე... არაფერი, ისე ვიკითხე, ბოდიშს ვიხდი,
მაგრამ მოითმინეთ – ისევ წეღანდელს დავუბრუნდეთ, – მათ ხომ
ყოველთვის არ სჯიან სიკვდილით; ზოგიერთები პირიქით...
– სიცოცხლეშივე იმარჯვებენ, არა? დიახ, დიახ, ზოგიერთები
სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და მაშინ...
– თვითონ სჯიან სხვებს, არა?
– თუ, რასაკვირველია, საჭიროა; მეტწილად მაინც ასეა
ხოლმე საზოგადოდ, მოსწრებულად მოგივიდათ ეგ სიტყვა.
– გმადლობთ, მაგრამ მითხარით, გეთაყვა; ეს არაჩვეულებ-
რივი ხალხი ჩვეულებრივისგან რით განირჩევა? დაბადებიდანვე

14
გაუმარჯოს სამარადჟამო ომს (ფრანგ.)
დაჰყვებათ ხოლმე ისეთი ნიშნები, თუ როგორაა საქმე? ამას იმი-
ტომ ვამბობ, რომ საჭიროა მეტი სიზუსტე, ასე ვთქვათ, მეტი გა-
რეგანი გარკვეულობა; ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ, როგორც
პრაქტიკულ და წესრიგის მოყვარულ კაცს, საშინლად მაწუხებს
ეს; არ შეიძლება საგანგებო ტანისამოსი შემოვიღოთ, ან რაიმე
დაღი დავადოთ?.. რადგან, დამეთანხმეთ, ვაითუ, მონასტერი
აირიოს, ერთმა რომელიმემ გადაწყვიტოს, მეორე წყებას ვეკუთ-
ვნიო და დაიწყოს „ყველა დამაბრკოლებელ მიზეზთა გადალახ-
ვა“, როგორც თქვენ მოხდენილად ისურვეთ ბრძანება, მაშინ
ხომ...
– ო, რასაკვირველია, ძალიან ხშირად ხდება! თქვენი შენიშ-
ვნა წინაზე უფრო მოსწრებულია...
– გმადლობთ...
– არა ღირს, მაგრამ მხედველობაში მიიღეთ, რომ შეცდომა
პირველების, ანუ „ჩვეულებრივთაგან“ (როგორც მათ ვუწოდე, იქ-
ნებ მეტად უხერხულადაც) არის მოსალოდნელი. მიუხედავად
იმისა, რომ ბუნებით დაყოლილი აქვთ მორჩილება, ზოგიერთებს
მაინც უბიძგებს გონება მოწინავე ადამიანებად, ძველის „დამ-
რღვევებად“ და „ახლის მთქმელებად“ მიიჩნიონ თავი და ამას
სრულიად გულწრფელად სჩადიან. ნამდვილად „ახლის
მთქმელს“ კი ვერ არჩევენ და სძულთ, როგორც ჩამორჩენილი
და სამარცხვინო მოაზროვნე ხალხი. მაგრამ, ჩემი აზრით, საშიში
აქ არაფერია, და არც ღირს საფიქრალად, რადგან მათ მოქმე-
დებას დიდი დღე არასოდეს აქვს. რასაკვირველია, ასეთი გატა-
ცებისთვის შეიძლება ზოგჯერ ყურიც ავუწიოთ და გავლახოთ კი-
დეც, რომ თავისი ადგილი არ დაივიწყონ. აღმსრულებელიც კი
არ არის აქ საჭირო, რადგან თვითონვე ხშირად უწევენ ერთმა-
ნეთს ასეთ სამსახურს; ზოგი თვითონვე სჯის თავის თავს, ზოგიც
სხვისი ხელით ისჯება... სხვადასხვა სასჯელს დაადებენ ხოლმე
საჯაროდ, – რაც ჭკუის სასწავლებელიცაა და საუცხოოც. ერთი
სიტყვით, საფიქრალი აქ არაფერია... ასეთი კანონიცაა.
– ყოველ შემთხვევაში, ამ მხრივ ცოტა დამამშვიდეთ; მაგრამ
მითხარით, გეთაყვა: ბევრია ნეტა ისეთი, რომლებსაც ამ
ჩვეულებრივი ხალხის ხოცვისა და ჟლეტის უფლება აქვთ, ბევ-
რია ეს „არაჩვეულებრივი ხალხი“? რასაკვირველია, დავემორჩი-
ლებოდი, მაგრამ თუ რიცხვმრავალნი არიან, მაშინ კი, გამოგიტ-
ყდებით, ცოტა საშიშია, ტანში ჟრუანტელი მივლის ერთგვარად!
– ნურც ამაზე შეწუხდებით, – განაგრძობდა იმავე კილოთი
რასკოლნიკოვი. – საზოგადოდ, ახალი აზრის ხალხი კი არა,
ოდნავ ისეთებიც კი, რომლებსაც რაიმე ახლის თქმა შეუძლიათ,
ერთობ ცოტანი იბადებიან. ასე რომ, გასაოცარიც კია, რატომაა
ასე. ერთია მხოლოდ აშკარა, რომ, ყველა ამ წყების და რიგის
ხალხის შესახებ უთუოდ ბუნების რომელიმე გარკვეულ კანონს
ემორჩილება. ეს კანონი, რასაკვირველია, ჩვენთვის უცნობია,
მაგრამ მჯერა, რომ არსებობს და თავის დროზე უთუოდ გამოირ-
კვევა. ურიცხვი ხალხი, ანუ მასალა, მხოლოდ იმიტომაა ქვეყნად,
რომ რაღაც საიდუმლო პროცესისა და გვართა და ჯიშთა ურთი-
ერთშერევის წყალობით, ბოლოს, როგორც იქნება, თუნდ ათასში
ერთი, რამდენადმე დამოუკიდებელი ადამიანი წარმოშვას. უფრო
მეტი დამოუკიდებლობის პატრონი კი ათი ათასში ძლივს იბადება
(ამას ვამბობ მხოლოდ დასასურათებლად); ამაზე უფრო და-
მოუკიდებელი ბუნების პატრონი კი ასი ათასში ერთია. გენიოსი
მილიონში ერთი იბადება, მსოფლიოს უდიდესი გენიოსები კი, კა-
ცობრიობის დამრგვირგვინებლები, ხომ მილიონსა და მრავალ
ათას მილიონშიც ძლივს ჩნდებიან ხოლმე. ერთი სიტყვით, რო-
მელ ჭურჭელში მზადდება და წარმოებს ყველაფერი ეს, არ ვიცი,
მაგრამ გარკვეულია, რომ რაღაც კანონი უთუოდ უნდა არსებობ-
დეს; შემთხვევით ახსნა ამ ფრიად საყურადღებო გარემოებისა,
შეუძლებელია.
– ხუმრობთ ორივენი, თუ რა ხდება? – შეჰყვირა ბოლოს რა-
ზუმიხინმა, – ან იქნებ ერთმანეთს ატყუებთ? დამსხდარან, ბატო-
ნო, და ერთმანეთს დასცინიან! ნუთუ არ ხუმრობ, როდია!
რასკოლნიკოვმა ჩუმად მიაპყრო თავისი გაფითრებული და
მოწყენილი სახე, მაგრამ არ უპასუხა. უცნაურად ეჩვენა რაზუმი-
ხინს, რომ რასკოლნიკოვს ასეთი წყნარი და სევდიანი გამომეტ-
ყველება ჰქონდა. პორფირი კი ასე დაუფარავად და უზრდელად,
დაჟინებით გესლავდა.
– ეგ, ძმაო, თუ მართალს ამბობ და არა ხუმრობ... რასაკვირ-
ველია, ასეა: ყველაფერი ეს არახალია, ძველია და ათასგზის წა-
კითხულსა და გაგონილს ჰგავს; მაგრამ ორიგინალური აქ მხო-
ლოდ ის არის, – და მართლაც, ჩემდა სამწუხაროდ, მარტო შენ
გეკუთვნის, – რომ სისხლის საქმეს სინდისით წყვეტ, და, მაპატიე,
ისეთი ფანტაზიით, რომ... ეტყობა, შენი წერილის უმთავრესი აზ-
რიც ეს არის. სისხლის საქმის სინდისით გადაწყვეტა, ჩემო ძმა-
ო... ჩემი აზრით, უფრო საშინელია, ვიდრე ოფიციალური და კა-
ნონიერი სისხლის ღვრის ნებართვა...
– სრულიად მართალია, უფრო საშინელია, – დაეთანხმა
პორფირი.
– არა, უთუოდ რამემ გაგიტაცა! აქ შეცდომაა. წავიკითხავ...
ეჭვი არ არის, გატაცებული ყოფილხარ! თორემ ვიცი, იმას ვერ
იფიქრებდი... წავიკითხავ.
– წერილში მხოლოდ გაკვრით მაქვს ეს ყველაფერი გამოთ-
ქმული, – უპასუხა რასკოლნიკოვმა.
– ასე, მაშ, ასე, – იმეორებდა და სკამზე ვერ ისვენებდა პორ-
ფირი, – ახლა კი თითქმის ნათლად მაქვს წარმოდგენილი, რო-
გორ უყურებთ დანაშაულს... მაგრამ მაპატიეთ, რომ ასე გაბეზ-
რებთ თავს (თვითონვე მრცხვენია, რომ ასე გაწუხებთ!). იცით, წე-
ღან საკმაოდ დამამშვიდეთ იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია,
ამ ორ წყებას შორის ზოგჯერ აღრევაც მოხდეს. მაგრამ... აი, ზო-
გიერთი პრაქტიკული მოსაზრება მაინც მოსვენებას არ მაძლევს!
ვთქვათ, რომელიმე ვაჟკაცმა ან ჭაბუკმა წარმოიდგინა უცბად,
რომ ლიკურგი ან მაჰმადია... მომავლისა, რასაკვირველია, და
დაიწყო სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა... შორი მგზავრო-
ბა ან ლაშქრობა მომელის და ფულები დამჭირდებაო... და დაიწ-
ყო სალაშქროდ ფულების ძებნა?
ზამეტოვმა უცბად ჩაიფრუტუნა თავის კუთხეში, მაგრამ რას-
კოლნიკოვს არც კი შეუხედავს.
– გეთანხმებით, – უპასუხა მშვიდად რასკოლნიკოვმა, – რომ
ასეთი შემთხვევა მართლაც შესაძლებელია. ძირითადად
ჭკუამოკლენი და პატივმოყვარენი გაებმებიან ხოლმე კიდეც, გან-
საკუთრებით ახალგაზრდები.
– აი, ხომ ხედავთ. მაშ, როგორაა?
– როგორ და ისე, – გაეღიმა რასკოლნიკოვს, – ჩემი ბრალი
ხომ არ არის. ასე არის და იქნება მუდამ. აგერ, ამან (რაზუმიხინ-
ზე მიუთითა) თქვა, რომ სისხლის ღვრის ნებას ვიძლევი. მერე
რა? საზოგადოება ხომ ყოველმხრივ უზრუნველყოფილია: საპა-
ტიმროებით, გადასახლებით, სასამართლო გამომძიებლებით,
კატორღითა და სხვა, – რაღა გაწუხებთ, მაშ? მოძებნეთ ქურდი!..
– და თუკი ვიპოვით?
– იპოვით და გზაც იქით ჰქონია.
– ლოგიკურად მსჯელობთ! მაგრამ მისი სინდისის საქმე რო-
გორღა იქნება?
– სინდისთან რაღა გესაქმებათ?
– როგორ თუ რა? კაცთმოყვარეობა მაიძულებს.
– ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დაე, იტანჯოს,
მისთვის ეს იქნება სასჯელი.
– ნამდვილი გენიოსები კი, რომლებსაც უფლება აქვთ სხვა-
თა ჟლეტისა, რაო, ისინი არ უნდა იტანჯებოდნენ სულაც, არც მა-
შინ, სისხლს რომ დაღვრიან? – დაეკითხა რაზუმიხინი.
– „უნდა“ აქ რა შუაშია? აქ არც ნებართვაა, არც აკრძალვა.
დაე, იტანჯოს, თუ მსხვერპლი ებრალება... ტანჯვა და ტკივილი
დიდი შეგნებისა და ღრმა ბუნების პატრონისთვის მუდამ სავალ-
დებულოა. ჭეშმარიტად დიდი ადამიანები, ჩემი აზრით, უთუოდ
უნდა გრძნობდნენ დიდ ნაღველსაც ამქვეყნად, – დასძინა უცბად
ჩაფიქრებულმა.
მაღლა აიხედა, ყველას გადაავლო თვალი, გაიღიმა და
ქუდს დაავლო ხელი. ახლა უფრო მშვიდად იყო, ვიდრე წეღან
რომ შემოვიდა, და თვითონვე გრძნობდა ამას. ყველანი წამოდ-
გნენ.
– მაშ, ასე, მლანძღავთ თუ მიჯავრდებით, მაინც არ შემიძლია
კიდევ ერთი პატარა კითხვა არ დაგისვათ (გაწუხებთ კი ძალიან),
– დაასკვნა პორფირი პეტროვიჩმა, – მინდოდა მხოლოდ, ერთი
პაწია იდეა კიდევ განგემარტათ, რომ არ დამვიწყებოდა...
– კარგით, მითხარით, აბა, ეგ თქვენი პაწია იდეა რომელი-
ღაა, – რასკოლნიკოვი ფერმკრთალი და დაფიქრებული იდგა
მის წინ.
– აი, არ ვიცი... როგორ გამოვთქვა უფრო მოხერხებულად...
ცოტა უცნაური იდეა... ფსიქოლოგიური ხასიათისაა... აი, როცა
წერილს წერდით, ეჭვი არ არის, უთუოდ თქვენს თავს ცოტა მა-
ინც „არაჩვეულებრივ“ და ახალი სიტყვის მთქმელ კაცად თვლი-
დით, – ისე, რასაკვირველია, როგორც ეს თქვენ გესმით... ხომ
ასეა?
– შეიძლება ასეც იყოს, – ზიზღით მიუგო რასკოლნიკოვმა.
რაზუმიხინი შეირხა.
– თუ ასეა, მაშინ მითხარით: ნუთუ რაიმე გაჭირვების ან შე-
ვიწროების გამო ცხოვრებაში, ან კაცობრიობის სახეიროდ, გაბე-
დავდით და გადალახავდით წინ აღმართულ დაბრკოლებას?.. აი,
მაგალითად, მოკლავდით და გაძარცვავდით ვინმეს?
და უცბად ისევ ჩაუკრა მარცხენა თვალი და ჩუმად გაიცინა,
სწორედ ისე, როგორც წეღან.
– გადავლახავდი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც მომ-
ხდარიყო კიდეც ასე, თქვენ არ გეტყოდით, – მიუგო გამომწვევად
და აშკარა ზიზღით რასკოლნიკოვმა.
– არა, ეს მხოლოდ იმიტომ მინდა შევიტყო, რომ თქვენი წე-
რილის კარგად გაგება შევძლო, მხოლოდ ლიტერატურული
თვალსაზრისით.
„ფუჰ, რა აშკარად და ურცხვად ცრუობს!“ – გაიფიქრა ზიზ-
ღით რასკოლნიკოვმა.
– ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ ამის თაობაზე, – მიუგო უგუ-
ლოდ რასკოლნიკოვმა, – რომ არც მაჰმადად და არც ნაპო-
ლეონად ჩემს თავს არა ვთვლი, არც მათ მსგავს სხვა ვინმედ. მა-
შასადამე, პასუხის მოცემაც არ შემიძლია თქვენს კითხვაზე, თუ
როგორ მოვიქცეოდი.
– ნუ იტყვით, ვინღა არა თვლის ახლა რუსეთში თავს ნაპო-
ლეონად? – წარმოთქვა უცბად მეტად მოურიდებლად პორფირი
პეტროვიჩმა.
ამჟამად თვითონაც ხმაზე აშკარად ეტყობოდა, რომ გულში
რაღაც ჰქონდა დაფარული.
– იქნებ ჩვენი ალიონა ივანოვნაც რომელიმე მომავალმა ნა-
პოლეონმა აჩეხა ცულით წარსულ კვირას? – წამოიძახა უცბად
კუთხიდან ზამეტოვმა.
რასკოლნიკოვი დუმდა და დაშტერებით შეჰყურებდა პორფი-
რის. რაზუმიხინიც როგორღაც მოიღუშა. ადრეც თითქოს რაღაც
ეჩვენა, მაგრამ გარკვევით არა. გაჯავრებულმა აქეთ-იქით მი-
მოიხედა. ერთ წამს ასე იყვნენ ჩუმად. რასკოლნიკოვი მობრუნ-
და, წასვლა დააპირა.
– როგორ, მიბრძანდებით უკვე? – მიეხმატკბილა პორფირი
პეტროვიჩი და ალერსით ხელი გაუწოდა, – ძალიან მოხარული
ვარ, რომ გაგიცანით. რაც შეეხება თქვენს თხოვნას, ეჭვი ნუ გექ-
ნებათ, დაწერეთ როგორც გითხარით, და... მაგრამ უმჯობესია,
თვითონ შემომიაროთ იქ, როგორმე... ამ დღეებში... აი, თუნდაც
ხვალ. ასე, დილის თერთმეტ საათზე, უთუოდ იქ ვიქნები და ყვე-
ლაფერს გავაკეთებთ... ვილაპარაკებთ კიდეც... რაკი ყველაზე
ბოლოს იყავით იქ, იქნებ რამე გვითხრათ კიდეც!.. – დასძინა ვი-
თომ გულკეთილად.
– როგორ, გინდათ ოფიციალურად დამკითხოთ? – დაეკითხა
მკვახედ რასკოლნიკოვი.
– რას ბრძანებთ? ჯერ ეგ საჭირო სრულიად არ არის. ჩემი
ნათქვამი ვერ გაიგეთ. იცით რა, არ გამომრჩენია არავინ, ვისაც
კი რაიმე ჰქონდა დაგირავებული, რომ... არ მელაპარაკა... ზოგს
ჩვენებაც ჩამოვართვი... თქვენ კი, როგორც ბოლო მნახველი...
მართლა რა უნდა მეთქვა, ეს რა მომდის! – კარგად მომაგონდა!
– შეჰყვირა უცბად გახარებულმა და რაზუმიხინს მიუბრუნდა, –
გახსოვს იმ, ნიკოლაშკასთან კინაღამ გამომაყრუე... მე კი ვიცი,
ვიცი – მიუბრუნდა რასკოლნიკოვს, – რომ სრულიად უდანა-
შაულოა, მაგრამ რას იზამთ, აგერ მიტკაც კი შევაწუხეთ... საქმე,
აი, რაა: კიბეზე ასვლისას... მითხარით, გეთაყვა: თქვენ მერვე სა-
ათზე იყავით, არა?
– მერვეზე, – უპასუხა რასკოლნიკოვმა, მაგრამ მაშინვე უკმა-
ყოფილება იგრძნო, შეეძლო, არც ეთქვა ეს.
– მერვე საათზე რომ აიარეთ, ხომ არ გინახავთ მეორე სარ-
თულის ღია ბინაში, აბა მოიგონეთ, ორი მუშა, ან ერთი რომელი-
მე მათგანი? იატაკს საღებავს უსვამდნენ, ხომ არ შეგინიშნავთ?
ეს მათთვის მეტად საჭიროა!
– მღებავები? არა, არ მინახავს... – უპასუხა მძიმედ რასკოლ-
ნიკოვმა, თითქოს იგონებს რაღაცას, და თან, მთელი არსებით
დაძაბული, ცდილობდა გამოეცნო, რას ნიშნავდა ეს ხაფანგი, ან
ხომ არ გამოეპარა რა?.. – არა, არ მინახავს და არც ღია ბინა
შემინიშნავს... მეოთხე სართულზე კი მახსოვს (აქ მიუხვდა, რა ხა-
ფანგსაც უგებდნენ და საშინლად გაიხარა), ვიღაც მოხელე გა-
დიოდა ბინიდან... ალიონა ივანოვნას პირდაპირ მცხოვრები...
მახსოვს... ეს კარგად მახსოვს.. რაღაც ტახტი გამოჰქონდათ ჯა-
რისკაცებს და კინაღამ კედელს მიმაჭყლიტეს... მღებავები კი
არა, არ მახსოვს, რომ ყოფილიყვნენ... და არც ღია ბინა ყოფი-
ლა სადმე, ვგონებ. დიახ, დიახ, არა ყოფილა...
– შენ რაღა დაგემართა! – შეჰყვირა უცბად რაზუმიხინმა,
თითქოს იმწამს გონს მოვიდა და მოისაზრაო, – მღებავები ხომ
მკვლელობის დღეს მუშაობდნენ, ეს კი სამი დღის წინ იყო იქ!
რას ეკითხები, აბა?
– ფუჰ, ამერია! – შუბლში იტკიცა ხელი პორფირიმ, – ეშმაკმა
იცის ამ საქმის თავი და ბოლო, ლამის არის, ტვინი ვიღრძო! –
მიმართა რასკოლნიკოვს, თითქოს ბოდიშს უხდისო, – მეტად სა-
ჭიროა ვიცოდეთ, მერვე საათზე იმ ბინაში ხომ არავის უნახავს
ისინი. წარმოიდგინეთ, მეგონა, ვითომ თქვენც შეგეძლოთ რამის
თქმა ამაზე... მთლად ამებნა ყველაფერი!
– უფრო ყურადღებით უნდა იყო, – შენიშნა რაზუმიხინმა.
უკვე დერეფანში იყვნენ, რაზუმიხინმა ეს რომ უთხრა. პორ-
ფირი პეტროვიჩმა ისინი კარამდე მეტად ალერსიანად მიაცილა.
რასკოლნიკოვიც და რაზუმიხინიც, ორთავე მოღუშულები გამო-
ვიდნენ ქუჩაში. რამდენიმე ხანს ერთმანეთისთვის ხმა არ გაუცი-
ათ. რასკოლნიკოვმა ღრმად ამოისუნთქა...

VI

– ...არ მჯერა! ვერც დავიჯერებ! – იმეორებდა შეფიქრიანებუ-


ლი რაზუმიხინი და ყოველმხრივ ცდილობდა რასკოლნიკოვის
მოსაზრებებში ხინჯი ეპოვა. უკვე ბაკალეევის ნომრებს მიადგნენ,
სადაც პულხერია ალექსანდროვნა და დუნია დიდი ხანია უცდიდ-
ნენ. აღელვებული და შემკრთალი იმით, რომ პირველად დაიწ-
ყეს ლაპარაკი ამაზე აშკარად, რაზუმიხინი ცხარედ ლაპარაკობ-
და და გზადაგზა წამდაუწუმ ჩერდებოდა.
– ნუ გჯერა და ნურც დაიჯერებ! – ეუბნებოდა გულცივი და
დაუდევარი ღიმილით რასკოლნიკოვი, – ჩვეულებისამებრ, შენ
ვერაფერს ხედავდი, მე ყველა სიტყვა ავწონ-დავწონე.
– ეგ, იმიტომ, რომ ეჭვიანი ხარ, უნდობი... ჰმ!.. მაგრამ გე-
თანხმები, უცნაური იყო პორფირის კილო და განსაკუთრებით, იმ
გაიძვერა ზამეტოვისა!.. მართალს ამბობ, რაღაც იყო ისეთი, მაგ-
რამ რატომ? რატომ?
– ღამე უფიქრია.
– პირიქით, პირიქით! მართლა რომ ჰქონოდათ ასეთი უგუნუ-
რი აზრი, მთელი ძალ-ღონით ეცდებოდნენ, როგორმე დაემა-
ლათ და არავისთვის გაეგებინებინათ, რომ უფრო მაგრად ჩაეჭი-
რათ ხელი... ახლა კი – ეს უტიფრობა და გაუფრთხილებლობაა!
– ფაქტები მართლა რომ ჰქონოდათ, ნამდვილი ფაქტები, ან
რამდენადმე დასაბუთებული ეჭვი, რასაკვირველია, უთუოდ ეცდე-
ბოდნენ დაემალათ, რომ ამით მეტად მოეგოთ (თუმცა გაჩხრე-
კით, დიდი ხანია უთუოდ გამჩხრეკდნენ). მაგრამ ეგ არის, რომ
არც ერთი ფაქტი არ მოეძევებათ, ყველაფერი მირაჟია, საეჭვოა;
გუმანი აქვთ მხოლოდ, სხვა არაფერი, – ამიტომაც არის, რომ
ცდილობენ, უტიფრობით როგორმე გზა-კვალი ამიბნიონ. ან იქ-
ნებ ბრაზობს, რომ ფაქტები არ აქვს ხელში და იმიტომ ვეღარ
შეიმაგრა თავი. ან იქნებ, სხვა რამ განზრახვა აქვს... ეტყობა,
ჭკვიანი კაცია... იქნებ, უნდოდა შევეშინებინე, რომ რაღაც იცის...
აქ, ძმაო, ერთგვარი ფსიქოლოგიაა. თუმცა ყოველივე ამის ახსნა
საძაგლობაა. თავი დამანებე!
– და ამასთან შეურაცხმყოფელიც! მესმის, რაც გინდა თქვა!
მაგრამ... რაკი ასე გულახდილად ვლაპარაკობთ და არაფერს
აღარ ვმალავთ (საუცხოოა, ძალიან მომწონს და მიხარია, რომ
ბოლოს მაინც დავიწყეთ ლაპარაკი!), გამოგიტყდები ძმაო, რომ
დიდი ხანია ვატყობდი მათ რაღაც ფარულ ეჭვს, გულში დამარ-
ხულს, სულ მცირეს. მაგრამ რად უნდა ჰქონოდათ ასეთი ეჭვი!
როგორ ბედავენ! სად აქვს ნეტა ფესვები ამ ეჭვს გადგმული?
რომ იცოდე, როგორ ვბრაზობდი! როგორ: ღარიბი ხელმოკ-
ლეობისა და იპოქონდრიისგან დამონებული და შეწუხებული
სტუდენტი, მძიმე ავადმყოფობის (არ დაივიწყო) წინადღით, ავად-
მყოფობისა, რომელიც შეიძლება უკვე მორეული ჰქონდა, ეჭ-
ვიანი, თავმოყვარე და თავისი თავის ფასის მცოდნე, რომელსაც
მთელი ექვსი თვე ადამიანი არ უნახავს თავის ვიწრო ოთახში,
რომელსაც ძონძებისა და ძირგამოგლეჯილი წაღების გარდა
არაფერი გააჩნია, ყოველგვარ შეურაცხყოფას ითმენს ვიღაც უბ-
ნის ზედამხედველის თანაშემწისგან; აქვე, მოულოდნელად,
საიდანღაც ნადვორნი სოვეტნიკი ჩებაროვის ვადაგასული თამა-
სუქი უჩნდება, დაუმატე კიდევ აყროლებული საღებავის სუნი, ოც-
დაათი გრადუსი სიცხე, შეხუთული ჰაერი, ხალხის გროვა და
მკვლელობის ამბავი ვიღაც ბებრუხანასი, რომელთანაც მხო-
ლოდ წინადღით იყო, ამასთან ცარიელი, გამოფიტული კუჭი!..
მითხარით, როგორ არ შეუღონდებოდა გული! ყველაფერი კი
ამაზე დაამყარეს! ეშმაკმა იცის მათი თავი. შენს ადგილას რომ
ვიყო, როდია, ყველას სასაცილოდ ავიგდებდი, ანდა, უფრო უკე-
თესი: ყველას პირში მივაფურთხებდი, შევარცხვენდი, მერე აქეთ-
იქით ყველას ალიყურს ვაჭმევდი, რაც ჩემი აზრით, არასოდეს
არის ზედმეტი, და გავათავებდი, მორჩა, მიაფურთხე, ყურს ნუ უგ-
დებ! გამხნევდი, არა გრცხვენია?
„კარგად აღწერა, არა უჭირს რა“, – გაიფიქრა რასკოლნი-
კოვმა.
– მივაფურთხო? ხვალ კი ისევ გამოძიება ჩაატარონ! –
ჩაილაპარაკა მწარედ რასკოლნიკოვმა, – ვიკადრო და ახსნა--
განმარტება დავუწერო, რომ გუშინ თავი დავიმცირე და ზამეტოვს
გამოველაპარაკე ტრაქტირში.
– ეშმაკმა იცის მათი თავი! წავალ, პორფირის ვნახავ! ერთი
ლამაზად შევახურებ ნათესავურად; დაე, ყველაფერი ამიხსნას,
გამაგებინოს! ზამეტოვს კი, ვიცი რასაც...
„ძლივს არ მიხვდა“, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა.
– მოიცა! – შეჰყვირა რაზუმიხინმა და უცბად მხარში ხელი წა-
ავლო, – მოიცა! ვიცი, იცრუე! მივხვდი! რის გამოცდა? რის გამო-
ტეხა? ამბობ, მუშებზე განგებ მკითხა, რომ ჩავეჭირეო? მაგრამ
იფიქრე, აბა: მართლაც რომ შენი ჩადენილი ყოფილიყო ეგ, წა-
მოგცდებოდა განა, რომ ნახე, როგორ ღებავდნენ მუშები ბინას?
პირიქით: იტყოდი უთუოდ, არავინაც არ მინახავსო, თუნდაც გენა-
ხა კიდეც! რომელი გიჟი იზამს მაგას, რომ თვითონვე გამოტყდეს
თავის დასაღუპავად?
– ვიტყოდი უთუოდ, ვნახე მუშებიც და ბინაც-მეთქი, მართლა
რომ მე ჩამედინა ის საქმე, – უპასუხა როგორღაც უგულოდ და
დაუფარავი ზიზღით რასკოლნიკოვმა.
– რად უნდა გეთქვა მერე?
– იმიტომ, რომ მხოლოდ ხეპრე და გამოუცდელი ხალხი
უარყოფს ხოლმე ყველაფერს გამოძიების დროს, ოდნავ განვი-
თარებული და გამოცდილი კაცი კი უთუოდ გამოტყდება ყველა
უცილობელ ფაქტში; ეგ არის მხოლოდ, მიზეზსა და ნიადაგს
სხვას მოუძებნის და ისეთ ელფერს მისცემს, რომ სულ სხვა მნიშ-
ვნელობასა და სახეს მიაღებინებს. პორფირიც ამიტომ ფიქრობ-
და, ვითომ გამოვტყდებოდი, სიმართლეს რომ ჰგვანებოდა, მაგ-
რამ სხვაგვარად კი ავხსნიდი...
– მერე, მაშინვე არ გეტყოდა განა, რომ ორი დღის წინათ
მუშები სულაც არ იყვნენ იქ; მაშასადამე, შენ იქ სწორედ მკვლე-
ლობის დღეს ყოფილხარ, მერვე საათზე და უბრალოზე დაგი-
ჭერდა!
– დიახ, დიახ! ეგონა, მოფიქრებას ვეღარ მოვასწრებდი, ვეც-
დებოდი მხოლოდ დამაჯერებლად მელაპარაკა, ის კი დამავიწ-
ყდებოდა, რომ ორი დღის წინათ მუშები იქ არ იქნებოდნენ.
– ან კი, რა დაგავიწყებდა?
– მაგაზე ადვილი რა არის? მაგისთანა უბრალო რამეზე არ
არის ხოლმე, რომ იბნევიან ეშმაკი ადამიანები? რაც უფრო ეშმა-
კია კაცი, მით უფრო ნაკლები ეჭვი აქვს, რომ უბრალო რამეზე
გამოიჭერენ. ამიტომაც ცდილობენ ხოლმე ეშმაკი ადამიანის უბ-
რალოდ გამოტეხას. არც ისე ტუტუცია პორფირი, შენ რომ გგო-
ნია...
– საზიზღარი გაიძვერაა, თუკი ასეა!
რასკოლნიკოვმა ვეღარ შეიმაგრა თავი და გაეცინა. მაგრამ
უცნაურად ეჩვენა მაშინვე, რომ ახლა ასე ხალისით უხსნიდა, მა-
შინ, როცა წეღან დაღვრემითა და ზიზღით ელაპარაკებოდა, ალ-
ბათ, გარკვეული მიზეზების გამო.
„ეტყობა, მეც გამეხსნა გემო!“ – გაიფიქრა თავისთვის.
მაგრამ იმავე წუთს უცბად რაღაც მოუსვენრობა დაეტყო,
თითქოს მოულოდნელმა და შემაშფოთებელმა ფიქრმა გაუელ-
ვაო. მოუსვენრობა თანდათან ემატებოდა. ბაკალეევის ნომრების
შესასვლელს გაუსწორდნენ უკვე.
– შედი, – უთხრა უცბად რასკოლნიკოვმა, – მეც ახლავე მო-
ვალ.
– სად მიხვალ, რა დროსია, უკვე მოვედით!
– საქმე მაქვს, საქმე... ნახევარ საათში უთუოდ მოვალ... ასე
უთხარი.
– შენი ნებაა, მაგრამ მეც გამოგყვები!
– როგორ, შენც გინდა, მტანჯო! – შეჰყვირა ისეთი სიმწრითა
და სასოწარკვეთილებით რასკოლნიკოვმა, რომ რაზუმიხინი
მთლად გაშრა. რამდენიმე ხანს გაშტერებული იდგა ნომრების
შესასვლელთან და გასცქეროდა, როგორ საჩქაროდ გასწია
რასკოლნიკოვმა თავისი ქუჩის შესახვევისკენ. გააღრჭიალა მერე
კბილები, მოკუმა მუშტები და დაიფიცა იქვე, რომ ლიმონივით გა-
მოწურავდა პორფირის, და საჩქაროდ ზემოთ გასწია, რომ ლო-
დინისგან შეღონებული პულხერია ალექსანდროვნა დაემშვიდე-
ბინა.
რასკოლნიკოვი თავის სახლს რომ მიუახლოვდა, საფეთ-
ქლებზე ოფლი ჩამოსდიოდა და ძლივსღა სუნთქავდა. ავიდა
საჩქაროდ კიბეზე, შევიდა თავის კარდაუკეტავ ოთახში და მაშინ-
ვე შიგნიდან გადარაზა. მერე შეშინებული და გადარეული მივარ-
და ოთახის იმ კუთხეს, სადაც მაშინ ნივთები დაყარა და რამდენი-
მე წუთს გულდასმით ურევდა ხელს შპალერის უკანა ხვრელში.
წამოდგა, როცა ვერაფერი იპოვა და მძიმედ, ღრმად ამოისუნ-
თქა. წეღანვე, ბაკალეევის ნომრებთან რომ მივიდნენ, წარმოუდ-
გა უცბად, რომ შესაძლებელი იყო, იქ ჩარჩენოდა რამე ნივთი,
ძეწკვი, ან ქაღალდი, რომელზეც ბებრუხანას ხელით იქნებოდა
რაიმე წარწერილი, და მერე ისევ მოულოდნელ გამამტყუნებელ
საბუთად წარუდგებოდა წინ.
იდგა ასე ჩაფიქრებული და რაღაც უცნაური, დამამცირებელი
და უგუნური ღიმილი უკრთოდა ტუჩებზე. დაავლო ბოლოს ხელი
ქუდს და ჩუმად გავიდა ოთახიდან. აზრები ერეოდა. დაფიქრებუ-
ლი მიდიოდა ეზოს გასასვლელში.
– აი, ისიც! – დაიძახა ვიღაცამ ხმამაღლა.
რასკოლნიკოვმა თავი ასწია.
მისი ოთახის წინ მეეზოვე იდგა და ვიღაც შუატანის კაცს უთი-
თებდა რასკოლნიკოვზე, უცნობს, გარეგნობით მეშჩანს, ტანთ
რაღაც ხალათის მსგავსი და ჟილეტი ეცვა. შორიდან დედაკაცს
წააგავდა. გაპოხილი ქუდი ეხურა, თავი ძირს ჩაეკიდა და თით-
ქოს მთლად მოკუზულიყო. დანაოჭებული სახე ამტკიცებდა, რომ
ორმოცდაათ წელს იყო გადაცილებული. წვრილი, ჩამქრალი
თვალები კუშტად და უკმაყოფილოდ გამოიყურებოდა.
– რა იყო? – ჰკითხა რასკოლნიკოვმა მეეზოვეს.
კაცმა როგორღაც გვერდზე გადახედა და ქვეშ-ქვეშად შეათ-
ვალიერა, მერე შებრუნდა და ეზოდან გარეთ გავიდა ისე, არა
უთქვამს რა.
– რა იყო მაინც! – შეჰყვირა რასკოლნიკოვმა.
– რა ვიცი, ვიღაც იყო, გკითხულობდათ: აქა ცხოვრობს ესა
და ეს სტუდენტი და ვისთან ცხოვრობსო. ამ დროს თქვენც ჩა-
მოხვედით, დავანახვე, აგერ, ისიც-მეთქი. ის კი წავიდა. ხედავთ,
მიდის.
მეეზოვე გაოცებული იყო ცოტათი, მცირე ხანს კიდევ იფიქრა
და თავის ოთახში შეძვრა.
რასკოლნიკოვი მაშინვე გამოეკიდა უცნობს და მალე დაინა-
ხა, რომ ქუჩის მეორე მხარეს მიდის თავჩაკიდული, მძიმე ნაბი-
ჯით, მიწას ჩაშტერებია, თითქოს, რაღაცას ფიქრობსო. მალე კი-
დეც წამოეწია, მაგრამ რამდენიმე ხანს უკან მისდევდა; გაუსწორ-
და ბოლოს და მიმავალს გვერდიდან შეხედა სახეში. კაცმა მაშინ-
ვე შენიშნა, საჩქაროდ აავლ-ჩაავლო თვალი, მაგრამ ისევ ჩაჰკი-
და თავი. ერთხანს ასე მიდიოდნენ ერთიმეორის გვერდით. არც
ერთს და არც მეორეს კრინტი არ დაუძრავს.
– თქვენ მკითხულობდით... მეეზოვესთან? – თქვა ბოლოს
რასკოლნიკოვმა რატომღაც დაბალი ხმით.
კაცმა ხმა არ გასცა, არც კი შეხედა. ისევ გაჩუმდნენ.
– რა ხდება... მოდიხართ, მკითხულობთ... მერე კი ხმას არ
იღებთ... რას ნიშნავს ეს?
რასკოლნიკოვს ხმა უწყდებოდა, სიტყვებს რატომღაც
ნაწყვეტ-ნაწყვეტ და გაურკვევლად ამბობდა.
ახლა კი ახედა კაცმა. ბოროტის მომასწავებელი, პირქუში
იყო ეს მზერა.
– მკვლელო! – ჩაილაპარაკა უცბად წყნარად, მაგრამ მკაფი-
ოდ.
რასკოლნიკოვს ფეხები მოეკვეთა, წელში ცივმა ჟრუანტელ-
მა დაუარა, ერთ წუთს გულიც აღარ უცემდა თითქოს. მერე კი უც-
ბად საშინელი ძალით დაუწყო ძგერა, თითქოს ეგ არის, უნდა
ამოვარდესო. ასე გაიარეს ერთად ასიოდე ნაბიჯი. არც ერთს ხმა
არ ამოუღია.
კაცი სულაც არ უყურებდა.
– რას ამბობთ... რას... ვინ არის მკვლელი? – წაიდუდუნა
ძლივს რასკოლნიკოვმა.
– ვინ და შენ, – გაუმეორა უფრო გარკვევით და მტკიცედ უც-
ნობმა, მძულვარედ, ისევ პირდაპირ შეხედა რასკოლნიკოვის გა-
ფითრებულ სახეს, მიმქრალ თვალებს და პირზე გამარჯვების
ღიმილი შეუთამაშდა.
ქუჩის გადაკვეთას მიადგნენ. უცნობმა მარცხნივ შეუხვია და
უკანმოუხედავად გასწია, რასკოლნიკოვი კი იქვე შედგა და დიდ-
ხანს გაჰყურებდა მიმავალს. დაინახა, როგორ შედგა ბოლოს უც-
ნობი, ორმოცდაათი ნაბიჯი რომ გაიარა, შემობრუნდა და გამო-
ხედა რასკოლნიკოვს, რომელიც ისევ ისე უძრავად იდგა იმ ად-
გილას. რასკოლნიკოვმა გაარჩია თითქოს, რომ უცნობი წეღან-
დელივით მძულვარებით, თუმცა კმაყოფილი ღიმილით იყურე-
ბოდა.
ნელი ნაბიჯით დაბრუნდა მუხლებაკანკალებული რასკოლნი-
კოვი თავის პატარა ოთახში, მოიხადა ქუდი, დადო მაგიდაზე და
ათიოდე წამი უძრავად იდგა. მერე დაუძლურებული წამოწვა დი-
ვანზე და სუსტად ამოიკვნესა. თვალები დახუჭული ჰქონდა. ასე
იწვა ნახევარ საათს.
არაფერს არ ფიქრობდა, მხოლოდ რაღაც უთავბოლო,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები უტრიალებდა თავში. ხედავდა ბავ-
შვობის დროს ერთხელ სადღაც ნანახ სახეებს, რომლებსაც უთუ-
ოდ სხვა დროს ვერ მოიგონებდა. აგერ ვ-ს საყდრის სამრეკლო;
აგერ რომელიღაც ტრაქტირის ბილიარდი და მის გვერდით ვი-
ღაც ოფიცერი; სადღაც სარდაფიდან, თამბაქოს დუქნიდან, სიგა-
რის სუნი მოდის; აგერ სასმლის დუქანიც, ბნელი კიბე, ნარეცხით
მოსვრილი და კვერცხის ნაჭუჭებით მოფენილი; საიდანღაც სად-
ღესასწაულო ზარების რეკვა ისმის... მოვლენები ერთმანეთს
სწრაფად ცვლიდა. ზოგიერთი მოსწონდა კიდეც, უნდოდა დიდ-
ხანს ეცქირა, მაგრამ უცბად ისევ ქრებოდა. ისე კი, რაღაცა აწვა
გულზე, მაგრამ ძალიან არ ამძიმებდა. ხან კარგადაც გრძნობდა
თავს... ცივი ჟრუანტელი მაინც უვლიდა. მაგრამ ესეც თითქოს
სიამოვნებდა.
უცბად რაზუმიხინის ჩქარი ნაბიჯი და ხმაც შემოესმა, მაგრამ
მაშინვე თვალები დახუჭა, თავი მოიმძინარა. რაზუმიხინმა კარი
გამოაღო, რამდენიმე ხანს ასე იდგა კარში, თითქოს ყოყმანობ-
სო. შემდეგ წყნარი ნაბიჯით დივანთან მივიდა. რასკოლნიკოვს
ნასტასიას ჩურჩული შემოესმა.
– ნუ გააღვიძებ, დაე იძინოს, მერე ჭამს.
– მართალს ამბობ, – უპასუხა რაზუმიხინმა.
ორივენი ფრთხილად გავიდნენ და კარი გაიხურეს.
განვლო კიდევ ნახევარმა საათმა, რასკოლნიკოვმა თვალი
გაახილა, გადაბრუნდა გულაღმა, ხელები თავქვეშ ამოიდო...
„ვინ არის ნეტა? საიდან გაჩნდა? ცამ შვა თუ დედამიწამ? სად
იყო, ანდა რა ნახა? მაგრამ ეჭვი არ არის, ყველაფერი უნახავს,
სად იდგა ნეტავ და საიდან იცქირებოდა? ან რაღა ახლა ამოძ-
ვრა დედამიწიდან? მაგრამ საიდან უნდა ენახა? ჰმ!.. – განაგ-
რძობდა რასკოლნიკოვი და თან თრთოდა, კანკალი იტანდა, –
თუმცა ნიკოლაიმ რომ კარს უკან საყურის ბუდე იპოვა, განა ეს კი
შესაძლებელია? რაღაც სულ იოტისოდენა წვრილმანი გამოგეპა-
რება და უცებ ეგვიპტის პირამიდის ოდენა სამხილად გამოგეჭი-
მება! ბუზი გაფრინდა, იმან დაინახაო! ნუთუ მართლა შესაძლებე-
ლია?“
უცბად იგრძნო, რომ საშინლად მოეშვა, მოდუნდა.
„უნდა მცოდნოდა, რომ ასე იქნებოდა, – ფიქრობდა მწარე
ღიმილით, – ან კი, როგორ გავბედე, ჩემი თავის ამბავი რომ ვი-
ცოდი, როგორ ავიღე ცული და სისხლში გავისვარე ხელი. მაშინ-
ვე უნდა მცოდნოდა... მაგრამ ხომ ვიცოდი!..“ – წაიბუტბუტა სასო-
წარკვეთილმა.
ზოგჯერ რაღაც ფიქრი მოუვლიდა: „ისინი სხვაგვარად არიან
შექმნილნი, ვინც ნამდვილი მბრძანებელია და ვისთვისაც ყველა-
ფერი ნებადართულია, აოხრებს ტულონს, პარიზში ხალხს
ჟლეტს, ეგვიპტეში მხედრობას ივიწყებს, ნახევარ მილიონ ხალხს
მოსკოვის ლაშქრობაში ღუპავს და მერე მოსწრებული კალამბუ-
რით თავს იძვრენს ვილნოში. მაგრამ სიკვდილის შემდეგ მასვე
უდგამენ ძეგლებს, – მაშასადამე, მისთვის ყველაფერი ნებადარ-
თულია. არა, ეტყობა, ასეთ ადამიანებს მართლა ბრინჯაოს
სხეული აქვთ!
უცბად ერთმა გარეშე ფიქრმა ლამის გააცინა.
„ნაპოლეონი, პირამიდები, ვატერლოო, და იქვე რეგისტრა-
ტორის საძაგელი ქვრივი, მევახშე ბებრუხანა, რომელსაც სა-
წოლქვეშ წითელი სკივრი უდგას, – როგორი მოსანელებელია
ეს თუნდაც პორფირი პეტროვიჩისთვის!.. როგორ უნდა მოინე-
ლონ!.. ესთეტიკა შეუშლით ხელს: „განა ნაპოლეონი ბებრუხანას
საწოლქვეშ შეძვრებოდა!“ „ეჰ, რა საძაგლობაა!..“
დროდადრო გრძნობდა რომ თითქოს ბოდავდა, აღგზნებუ-
ლი განწყობა ეუფლებოდა.
„ბებრუხანა სისულელეა! – ფიქრობდა, – იქნება მართლაც
შეცდომა იყო, ამაში არაა საქმე! ბებრუხანა მხოლოდ აკვიატება
იყო, სენი, რომელიც მინდოდა სასწრაფოდ გადამელახა... პრინ-
ციპი მოვკალი და არა ადამიანი! პრინციპი მოვკალი, მაგრამ ვერ
გადავლახე, გამოღმა დავრჩი... მხოლოდ მოკვლა მოვახერხე!
მაგრამ ესეც თურმე ვერ მოვახერხე... პრინციპი? რისთვის ლან-
ძღავდა წეღან ეს ტუტუცი რაზუმიხინი სოციალისტებს? შრომის-
მოყვარე და ვაჭარი ხალხია: „საყოველთაო ბედნიერებას“ ემსა-
ხურებიან. არა, სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნაჩუქარი,
მეტს ვეღარ ვეღირსები: არა მსურს „საყოველთაო ბედნიერებას“
ველოდო. მინდა თვითონაც ვიცხოვრო, თორემ თუ ასე არ იქნე-
ბა, სიცოცხლე არა ღირს. რას იზამ! არ მინდოდა მხოლოდ
მშიერი დედის წინ გამევლო ჯიბეში მაგრად დაბღუჯული მანე-
თით, „საყოველთაო ბედნიერების“ მოლოდინში. „აქაოდა, მეც
ჩემი აგური მიმაქვს საყოველთაო ბედნიერების ასაშენებლად15
და იმიტომა ვარ გულდამშვიდებული-მეთქი“ ხა, ხა, ხა! რისთვის
გამიშვით მერე? მე ხომ ერთხელ ვცხოვრობ, მეც ხომ მინდა... ეჰ,
ესთეტიკური ტილი ვარ და სხვა არაფერი, – დასძინა უცბად და
შეშლილივით გაეცინა, – დიახაც, რომ ტილი ვარ, – იმეორებდა
როგორღაც ბოროტი კმაყოფილებით და ამ ფიქრს უკირკიტებ-
და, არ ეშვებოდა, – ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ტილი
ვარ-მეთქი: მერე იმიტომ, რომ მთელი თვეა, ყოვლად მწყალო-
ბელ განგებას ვაწუხებდი, მოწმედ მოვუხმობდი, ვითომ ჩემს საკე-
თილდღეოდ კი არ ჩავდიოდი ამას, სხვა რამ საუცხოო მიზანი
მქონდა. ხა, ხა, ხა! მესამე იმიტომ, რომ მინდოდა, ასრულების
დროს, რაც შეიძლება სამართლიანად მოვქცეულიყავი, ზომა--
წონა დამეცვა. ავირჩიე განგებ ყველაზე უსარგებლო ტილი და
გადავწყვიტე მხოლოდ იმდენი წამომეღო მოკვლის შემდეგ, რაც
პირველხანად დამჭირდებოდა, მეტი არა (დანარჩენი, რასაკვირ-
ველია, ანდერძისამებრ, მონასტერს მოხმარდებოდა, ხა, ხა,
ხა!)... კიდევ იმიტომ ვარ ტილი, – დასძინა კბილების ღრჭიალით,
– რომ ვინ იცის, იქნებ მე უფრო საძაგელი და საზიზღარი ვარ,
ვიდრე მოკლული. და წინათვე ვგრძნობდი, რომ მოკვლის შემ-

15
„აქაოდა, მეც ჩემი აგური მიმაქვს საყოველთაო ბედნიერების ასაშენებ-
ლად...“ – პერიფრაზია 30-იან წლებში საფრანგეთის პროგრესულ წრეებში
გავრცელებული ფორმულისა: „საკუთარი ქვის მიტანა ახალი სამყაროს ასაშე-
ნებლად“.
დეგ ასე ვეტყოდი ჩემს თავს! დიახ, ნუთუ ამ საშინელებას შეედ-
რება რამ! ოჰ, საზიზღრობავ!.. ოჰ, საძაგლობავ!.. ოჰ, როგორ
კარგად მესმის ბუნება ხმალამოწვდილი ცხენოსანი „წინასწარ-
მეტყველისა“: გიბრძანებს ალაჰი და ემორჩილები მას, შიშით
მძრწოლო ქმნილებავ! მართალია, ათასგზის მართალია „წინას-
წარმეტყველი“, სადმე ქუჩაში რომ ბატარეას დგამს, ბრალიანსა
და უბრალოს ერთიანად ხოცავს და განმარტების ღირსადაც კი
არავის თვლის! ემონე, შიშით მძრწოლო ქმნილებავ, მაგრამ ნუ
ისურვებ ნურაფერს. რადგან არაა ეს შენი საქმე!.. ოჰ, არაფრის
გულისთვის ბებრუხანას არ ვაპატიებ!“
ოფლისგან თმა მთლად დასველებოდა, მთრთოლარე ტუჩე-
ბი სიცხიანივით შეხმობოდა, მაღლა ჭერს მიშტერებოდა.
„დედა, და, როგორ მიყვარდნენ! ახლა რაღად მძულან? დი-
ახ, მძულან; მეჯავრებიან, ვერ ვიტან, ჩემ გვერდით რომ ვხედავ...
მახსოვს, მივედი წეღან და დედას ვაკოცე. ეხვეოდე და ფიქრობ-
დე: რა იქნება, რომ გაიგოს... ხომ არ ვუთხრა? ჩემგან ესეც მო-
სალოდნელია... ჰმ! ისიც უთუოდ ისეთი უნდა იყოს, როგორიც მე
ვარ, – დასძინა ძალდატანებით, თითქოს ცდილობდა გონს მოს-
ვლას, როგორმე ბოდვას თავი დააღწიოსო. – ოჰ, როგორ
მძულს ახლა ბებრუხანა! მგონი, მეორედ მოვკლავდი, რომ გა-
ცოცხლდებოდეს! საბრალო ლიზავეტა! საიდან გაჩნდა უბედუ-
რი!.. მაგრამ უცნაურია, რატომ იმაზე კი არ ვფიქრობ, თითქოს
სულაც არ მომეკლას!.. ლიზავეტა! სონია! საბრალონი, უწყინარ-
ნი, უწყინარი თვალებით!.. რატომ არა ტირიან? რად არ კვნესი-
ან?.. ყველაფერს სხვას სწირავენ... მშვიდად, სათნოდ იყურები-
ან... სონია, სონია! უწყინარო სონია!..“
თითქოს ჩასთვლიმა, ეუცნაურა როგორღაც, რომ არ ახსოვ-
და, ქუჩაში საიდან გაჩნდა. გვიანი საღამო იყო. ბინდი ხშირდებო-
და, სავსე მთვარე თანდათან მეტად აკაშკაშებდა არემარეს; მაგ-
რამ ძალიან შეხუთული იყო ჰაერი. ხალხი გუნდ-გუნდად და-
დიოდა ქუჩაში. ხელოსნები და საქმის ხალხი შინისკენ მიეშურე-
ბოდნენ, სხვები სეირნობდნენ. მტვრის, კირისა და დანაგუბები,
აშმორებული წყლის სუნი ტრიალებდა. რასკოლნიკოვი ნაღ-
ვლიანი და დაფიქრებული მოდიოდა; მშვენივრად იცოდა, რომ
შინიდან რაღაც განზრახვით გამოვიდა, რაღაც უნდა საჩქაროდ
გაეკეთებინა, მაგრამ რა, აღარ ახსოვდა. უცბად შედგა და დაინა-
ხა, რომ ქუჩის მეორე მხრიდან ვიღაც კაცი ხელს უქნევს. რას-
კოლნიკოვი შემობრუნდა და მისკენ გასწია. მაგრამ კაცი მაშინვე
მიტრიალდა და წავიდა, თითქოს არც არაფერიო. მიდიოდა თავ-
ჩაკიდული, უკანმოუხედავად, თითქოს დაძახება აზრადაც არ
მოსვლია. „მართლაცდა ვინ იცის. მეძახოდა კი?“ – გაიფიქრა
რასკოლნიკოვმა, მაგრამ გაჰყვა მაინც. ასე, ათ ნაბიჯზე რომ
მიუახლოვდა, იცნო უცბად და შეშინდა. ეს იყო წეღანდელი უცნო-
ბი მეშჩანი, ისევ იმ ხალათში გამოწყობილი და წელში მოკაკუ-
ლი. რასკოლნიკოვი მოშორებით მისდევდა; გული საშინლად
უცემდა. ქუჩის შესახვევში შებრუნდნენ, მაგრამ უცნობს არ მოუხე-
დავს. „იცის ნეტა, რომ უკან მივდევ?“ – ფიქრობდა რასკოლნი-
კოვი. მოქალაქე რომელიღაც დიდი სახლის ეზოში შევიდა. მივი-
და საჩქაროდ რასკოლნიკოვი ალაყაფის კართან და ცქერა და-
უწყო: მობრუნდება და დამიძახებს თუ არაო? მართლაც, გაიარა
შესასვლელი და ეზოში რომ გავიდა, მობრუნდა უცებ და კვლავ
თითქოს ხელი დაუქნია. რასკოლნიკოვიც შევიდა მაშინვე ეზოში,
მაგრამ მოქალაქე აღარ ჩანდა. როგორც ჩანს, იქვე, პირველ კი-
ბეზე შეუხვია. რასკოლნიკოვიც გამოუდგა მაშინვე. მართლაცდა,
ორი კიბით მაღლა ვიღაცის ზომიერი, მძიმე ნაბიჯი ისმოდა. უც-
ნაურია და კიბე თითქოს ნაცნობი იყო! აი, ფანჯარა პირველ სარ-
თულზე; ფანჯრის შუშებში მთვარე მოწყენილად, იდუმალად ანა-
თებს; აი, მეორე სართულიც. ეჰა! ეს ის ბინაა, მღებავები რომ მუ-
შაობდნენ... რატომ მაშინვე არ იცნო? წინ მიმავალი კაცის ნაბიჯი
შეწყდა: „ჩანს, სადმე შედგა ან მიიმალა“. აი, მესამე სართულიც.
კიდევ ავიდეს ზემოთ? რა სიწყნარეა, საშიშიც კია... მაგრამ მაინც
განაგრძო გზა. თავისივე ფეხის ხმა აკრთობდა, აშინებდა. ოჰ,
როგორ ბნელა! ის უცნობი უთუოდ სადმე აქვე კუთხეში მიიმალა.
ეჰა! ბინის კარი ყურთამდე ღიაა. დაფიქრდა პატარა ხანს და შე-
ვიდა. დერეფანში საშინლად ბნელოდა, არავინ მოჩანდა, თით-
ქოს ყველაფერი გაუზიდავთო. ნელ-ნელა, თითის წვერებზე,
შეიპარა სასტუმრო ოთახში, რომელიც მთვარის შუქით იყო გა-
კაშკაშებული. ყველაფერი წინანდებურად იყო მოწყობილი: სკა-
მები, სარკე, ყვითელი დივანი და სურათები ჩარჩოებში, ყველა –
თავ-თავის ადგილას. ვეება, მრგვალი, სპილენძივით წითლად
გავარვარებული მთვარე პირდაპირ ფანჯრებში იყურებოდა.
„მთვარის გამოა ასეთი სიწყნარე, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა,
– უთუოდ რაღაცის ამოცნობას ფიქრობს“. იდგა ასე დიდხანს და
უცდიდა, დიდხანს უცდიდა; მაგრამ რამდენადაც მეტად ყუჩობდა
მთვარე, იმდენად მეტად უცემდა და სტკიოდა გული. ისევ სიჩუმე
იყო ირგვლივ. უცებ რაღაც ტკაცუნი გაისმა, თითქოს კვარს რამე
მიახეთქესო, და სიჩუმე გამეფდა კვლავ. გაღვიძებული ბუზი უც-
ბად შუშას დაეტაკა და საცოდავად დაიწყო ბზუილი. ამ დროს,
სწორედ პატარა კარადასა და ფანჯარას შუა, კუთხეში, კედელზე
ჩამოკიდებული სალოპი შენიშნა თითქოს. „რა უნდა აქ სალოპს?
– გაიფიქრა, – წინათ რომ არ იყო...“ მივიდა ნელ-ნელა და შეატ-
ყო, რომ სალოპის უკან თითქოს ვიღაც იმალება. გადასწია
ფრთხილად და დაინახა, რომ კუთხეში სკამი დგას და სკამზე კი
ბებრუხანა ზის, მთლად მოკრუნჩხული და ისე თავჩაკიდებული,
რომ პირისახე ვერ გაარჩია, თუმცა ხედავს, ის არის. რამდენიმე
ხანს ასე იდგა: „ეშინია!“ – გაიფიქრა. გამოაძრო მერე ნელა მარ-
ყუჟიდან ცული და ერთხელ, მეორედ, მესამედ დაჰკრა თავის ქა-
ლაში. მაგრამ საოცარია, არც კი განძრეულა ბებერი, თითქოს
ხისააო. შეეშინდა რასკოლნიკოვს, დაიხარა, ახლოდან შეხედა;
მაგრამ ბებრუხანამაც უფრო დაბლა დასწია თავი, არ შეახედა.
ჩაიკეცა მაშინვე იატაკამდე, ისე შეხედა სახეზე, შეხედა და
მთლად გადაფითრდა: იჯდა ბებრუხანა და ჩუმად ხითხითებდა,
თან თავს იკავებდა, რომ რასკოლნიკოვს არ გაეგონა. მოეჩვენა
უცბად, რომ საწოლი ოთახის კარიც ოდნავ გამოიღო და იქაც
ისევე იცინოდნენ და ჩურჩულებდნენ. ბრაზმა აიტანა და რაც ძა-
ლა და ღონე ჰქონდა, ჩასცხო და ჩასცხო ბებრუხანას ცული, მაგ-
რამ სიცილი და ჩურჩული უფრო ძლიერდებოდა საწოლ ოთახში
და ბებრუხანაც გულიანად ხითხითებდა. გაქცევა დააპირა, მაგ-
რამ დერეფანი და კიბე უკვე ხალხით იყო გაჭედილი, ზემოთ,
ქვემოთ, ყველგან ხალხი იდგა და იყურებოდა, – სულგანაბულნი
რაღაცას უცდიდნენ, დუმდნენ... სული მთლად შეეხუთა, ფეხებს
ვეღარ ამოძრავებდა, თითქოს იატაკს მიეწებაო... უნდოდა, დაეყ-
ვირა და გამოეღვიძა.
ძლივს მოითქვა სული, მაგრამ უცნაურია, თითქოს ისევ სიზ-
მარშია: კარი ყურთამდე აღია აქვს და ვიღაც უცნობი ყურადღე-
ბით აკვირდება.
თვალები ჯერ მთლად არ გაეხილა, რომ უცბად ისევ მოხუჭა.
გულაღმა იწვა, არ ინძრეოდა. „სიზმარში ვარ ისევ, თუ არა?“ –
გაიფიქრა თავისთვის და თან ნელ-ნელა წამწამები ასწია მაღლა,
რომ შეუმჩნევლად გაეხედა: უცნობი იდგა იქვე, თვალს არ აშო-
რებდა. შემოდგა ბოლოს ფეხი, კარი ფრთხილად მიხურა, მივი-
და მაგიდასთან, ერთ წამს შეიცადა – თვალს კვლავ არ აშორებ-
და – და დივანთან ჩუმად დაჯდა სკამზე... ქუდი იქვე გვერდით
იატაკზე დადო, დაეყრდნო ორივე ხელით ჯოხს და ზედ ნიკაპი
დაადო. ეტყობოდა, დიდხანს აპირებდა ასე ცდას, რამდენადაც კი
შეეძლო გაერჩია თითქმის თვალმოხუჭულს. დაინახა, რომ უცნო-
ბი საკმაოდ ხნიერი და ჩასხმული იყო. ქერა ხშირი წვერი ისეთი
ღია ჰქონდა, ლამის ჭაღარა გეგონებოდა.
ასე გაიარა ათმა წუთმა. ბინდდებოდა, მაგრამ ჯერ არ ბნე-
ლოდა. ოთახში სრული სიჩუმე იყო. კიბიდანაც ჩამიჩუმი არ ის-
მოდა. ფანჯარაში მხოლოდ ხარაბუზა ეხლებოდა მინას და
ბზუოდა. ბოლოს, რასკოლნიკოვმა ვეღარ მოითმინა და უცბად
წამოჯდა.
– რა გნებავთ?
– დარწმუნებული ვიყავი, განგებ იმძინარებს-მეთქი თავს, –
მიუგო უცნაურად უცნობმა და დინჯად გაიცინა, – ნება მიბოძეთ,
გაგეცნოთ: არკადი ივანოვიჩ სვიდრიგაილოვი გახლავართ...
ნაწილი მეოთხე

„ნუთუ ისევ სიზმარია?“ – გაიფიქრა ერთხელ კიდევ რასკოლ-


ნიკოვმა. ფრთხილად და უნდობლად ათვალიერებდა მოულოდ-
ნელ სტუმარს.
– სვიდრიგაილოვი? სისულელეა! შეუძლებელია! – ხმამაღ-
ლა ჩაილაპარაკა ბოლოს გაოცებულმა.
მაგრამ რასკოლნიკოვის გაოცებას სტუმარი სულაც არ გაუკ-
ვირვებია.
– ორი მიზეზის გამო შემოგიარეთ: ჯერ ერთი, მინდოდა გა-
მეცანით, რადგან დიდი ხანია ბევრი რამ მესმის თქვენზე საყუ-
რადღებო და საქებარი; მეორეც, ვოცნებობ, რომ უარს არ მეტ-
ყვით და დამეხმარებით ერთ საქმეში, რომელიც თქვენს დას, ავ-
დოტია რომანოვნას შეეხება. თუ თავდებობას არ გამიწევთ, იქნებ
ახლოსაც არ მიმიკაროს, – ასეთი აზრი აქვს ჩემზე შექმნილი, –
თქვენი დახმარებით კი, პირიქით, იმედი მაქვს...
– ტყუილად გიფიქრიათ, – გააწყვეტინა რასკოლნიკოვმა.
– ნება მომეცით გითხრათ, მხოლოდ გუშინ ჩამოვიდნენ,
არა?
რასკოლნიკოვი პასუხს აყოვნებდა.
– დიახ, გუშინ; თვითონ მეც ხომ გუშინწინ ჩამოვედი. აი, მაშ,
რას გეტყვით, როდიონ რომანიჩ; თავის მართლებას ზედმეტად
ვთვლი, მაგრამ ნება მიბოძეთ, განვაცხადო: განა რის შემცოდე
ვარ, მართლაც, ან რა საიმისოდ გასაკიცხი ვარ მთელ ამ საქმე-
ში, თუ, რასაკვირველია, საღად განსჯით და ცრუ შეხედულებებს
არ აჰყვებით?..
რასკოლნიკოვი ისევ ჩუმად ადევნებდა თვალყურს.
– ის, რომ უმწეო ქალს ჩემს სახლში ვდევნიდი და „ბილწი
წინადადებით შეურაცხვყოფდი“, ასეა თუ არა (თვითონვე ვცდი-
ლობ, დაგასწროთ)? მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ მეც ადამიანი
ვარ – et nihil humanum...16 ერთი სიტყვით, მეც შემიძლია შევცდე
და შემიყვარდეს ვინმე (რაც, რა თქმა უნდა, ჩემს ხელთ არ
არის), მაშინ ყოველივე ეს ბუნებრივად აიხსნება. აი, საკითხი რა
არის: საზიზღარი ვარ, თუ თვითონ მე ვარ მსხვერპლი?.. მე რომ
მართლაც მსხვერპლი ვიყო? ამერიკასა და შვეიცარიაში რომ
ვთავაზობდი გამომყოლოდა, იქნებ რა უფაქიზესი გრძნობით ვი-
ყავი გამსჭვალული და ორივეს ბედნიერება მეწადა!.. გონიერება
ხომ ვნებას მორჩილებს; ვინ იცის, იქნებ ჩემს თავს უარესად ვღუ-
პავდი!..
– საქმე ასე სულაც არ არის, – გააწყვეტინა ზიზღით რას-
კოლნიკოვმა, – თქვენ საზიზღარი ადამიანი ხართ და, მართალი
ხართ თუ მტყუანი, აღარ დავეძებ, ეს არ მაინტერესებს... გაგდე-
ბენ და თქვენც მიბრძანდით!..
სვიდრიგაილოვმა უცბად გულიანად გადაიხარხარა.
– თქვენი დაყოლიება, როგორც ჩანს, მეტად ძნელია, –
მიუგო მან გულიანი სიცილით, – მინდოდა, როგორმე მეეშმაკა,
მაგრამ არ იქნა, მყისვე მიზანში მოხვდით!
– თქვენ ახლაც ეშმაკობას აპირებთ, ვგონებ.
– მერე რა მოხდა? – იმეორებდა ისევ ხარხარით სვიდრი-
გაილოვი, – ეს ხომ bonne guerre17 არის, სრულებით დასაშვები
ეშმაკობაა!.. მაგრამ მაინც გამაწყვეტინეთ: ასეა თუ ისე, მე ვადას-
ტურებ, არავითარი უსიამოვნება თავს არ იჩენდა, რომ ბაღში ის
ამბავი არ მომხდარიყო... მარფა პეტროვნა..

16
და არაფერი ადამიანური... (ლათ.)
17
კარგი ომი (ფრანგ.)
– ამბობენ, ვითომ მარფა პეტროვნასთვისაც თქვენ მოგე-
ღოთ ბოლო! – გააწყვეტინა უკმეხად რასკოლნიკოვმა.
– როგორ... ეგეც გაიგეთ, განა? ანდა, როგორ არ გაიგებ-
დით... ამ თქვენს კითხვაზე კი, არ ვიცი სწორედ, რა პასუხი გაგ-
ცეთ. ერთს გეტყვით მხოლოდ, რომ სინდისი სრულიად დამშვი-
დებული მაქვს. ესე იგი, ნუ ფიქრობთ, რომ რამეს ჩავიდენ!.. ყვე-
ლაფერი წესიერად და კანონიერად გამოიკვლიეს: საექიმო შე-
მოწმებამ სიკვდილის მიზეზად ტვინში სისხლის ჩაქცევა მიიჩნია,
რომელიც მაძღარი სადილისა და ბოთლი ღვინის გამოცლის
შემდეგ ბანაობას მოჰყვა შედეგად. რასაკვირველია, ამის მეტი
სხვა არაფერი აღმოუჩენიათ... ეგ არაფერი, მაგრამ ერთხანს
სულ იმას ვფიქრობდი... მეტადრე, ვაგონში: იქნებ ხელი შევუწყვე
მათ უბედურებას, მაგალითად, სიბრაზის გამოვლინებით, ზნეობ-
რივად ან სხვა მხრივ?.. მაგრამ დავრწმუნდი ბოლოს, რომ ასეც
არ ყოფილა.
რასკოლნიკოვს გაეცინა.
– ან კი რად წუხდებოდით?..
– რას იცინით?.. იფიქრეთ, აბა: სულ რაღაც ორჯერ დავარ-
ტყი მათრახი, ისე, რომ ნიშნებიც კი არ აღმოაჩნდა... ცინიკოსად
ნუ ჩამთვლით, მაგრამ ვიცი ისიც, რომ მარფა პეტროვნას იქნებ
სასიამოვნოდაც დარჩა, რომ ასე მოვიქეცი. თქვენი დის ამბავი
უკვე დასრულებულია... მიიწურა, გათავდა... სამი დღეა, მარფა
პეტროვნა შინიდან არ გასულა. აღარ იცოდა, რისთვის წასული-
ყო ქალაქში, ისედაც, უნდა მოგახსენოთ, იქაც ყველას თავი
მოაბეზრა (აი, იმ წერილის კითხვით, ალბათ იცით?)... და უცბად,
ცის მანანასავით ეს მათრახი მოევლინა! მაშინვე უბრძანა, კარე-
ტა შეებათ!.. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ზოგჯერ საშინლად უნ-
დათ ქალებს შეურაცხყოფილნი იყვნენ, თუმცა იმავე დროს რის-
ხვით არიან აღსავსენი, ყველას ექნება ნაცადი ასეთი შემთხვევა.
მოსწონს საშინლად ადამიანს შეურაცხყოფილი რომ არის, არ
შეგინიშნავთ? განსაკუთრებით – ქალებს. შეიძლება ითქვას, ამით
ირთობენ თავს.
რასკოლნიკოვს ერთხანს უნდოდა, წამომდგარიყო და წასუ-
ლიყო სადმე, საქმე ამით გაეთავებინა, მაგრამ რაღაც ცნობის-
მოყვარეობამ და თითქოს ანგარიშმა სძლიეს მის გადაწყვეტი-
ლებას.
– ჩხუბი და ცემა გიყვართ? – დაეკითხა იგი გულისყურით.
– არც საამისოდ, – მიუგო დამშვიდებით სვიდრიგაილოვმა, –
მარფა პეტროვნასთან ხომ თითქმის არასოდეს მიჩხუბია. თან-
ხმობითა და კმაყოფილებით ვცხოვრობდით მუდამ, მადლიერი
იყო ჩემი, მთელი შვიდი წლის განმავლობაში მათრახი სულ ორ-
ჯერ ვიხმარე, რაღაც (თუ ერთს კიდევ სხვა შემთხვევას არ ჩავ-
თვლი, ცოტა არ იყოს ფრიად საეჭვოს); პირველად ორი თვის
შემდეგ იყო, ჯვარი რომ დავიწერეთ და სოფელში ამოვედით,
მეორედ – ახლა, უკანასკნელად. თქვენ კი გეგონათ, ვინ იცის რა
მხეცი, ჩამორჩენილი, მონობის მოტრფიალე კაციაო, ჰა?.. ჰა-ჰა-
ჰა!.. მართლა: არ გახსოვთ, როდიონ რომანოვიჩ, ამ რამდენიმე
წლის წინ როგორ შეარცხვინეს საჯაროდ და მწერლობაშიც ერ-
თი ვიღაც აზნაური – დამავიწყდა, რა გვარი იყო! – აი ის, გერმა-
ნელი ქალი რომ გალახა ვაგონში,18 არ გახსოვთ? მაშინვე იყო
მგონი, იმ წელს, „საუკეთესო საძაგელი ამბავი“ რომ მოხდა (აი,
ის, „ეგვიპტის ღამეები“, საჯარო კითხვა გახსოვთ? შავ-შავი თვა-
ლები! ოჰ, სადა ხარ ოქროს ახალგაზრდობავ!) იცოდეთ, მაშ, ჩე-

18
„ამ რამდენიმე წლის წინ როგორ შეარცხვინეს საჯაროდ და მწერლო-
ბაშიც ერთი ვიღაც აზნაური... აი ის, გერმანელი ქალი რომ გალახა ვაგონში“
– 1860-იანი წლების ბოლოს გაზეთები იტყობინებოდნენ აღმაშფოთებელი
შემთხვევის შესახებ, თუ როგორ სცემა აზნაურმა კოზლიანოვმა ვინმე რიგელ
ქალს. დოსტოევსკის ჟურნალი „ვრემია“ (1861, #1) აღშფოთებას გამოთქვამ-
და ამ ფაქტის გამო და წერდა, რომ გაზეთმა „სევერნაია პჩელამ“ დაიცვა კოზ-
ლიანოვი.
მი აზრი: გერმანელი ქალის გამლახავს არცთუ დიდად თანავუგ-
რძნობ... იმიტომ, რომ არც არის თანაგრძნობის ღირსი! მაგრამ
არ შემიძლია აქვე არ შევნიშნო, რომ არიან ისეთი „გერმანელი
ქალები“, თავისი საქციელით რომ მოთმინებიდან გამოგიყვანენ
და რომლებთანაც დიდი პროგრესისტიც კი თავს ვერ შეიმაგ-
რებს. ამ მხრივ საკითხს არავინ შეხებია მაშინ, თუმცა უმთავრესი
და ჰუმანური სწორედ ეს არის! მართალს მოგახსენებთ!
თქვა თუ არა ეს, ერთხელ კიდევ გადაიხარხარა.
რასკოლნიკოვი მაშინვე მიხვდა, რომ ამ კაცს მტკიცედ ჰქონ-
და რაღაც გადაწყვეტილი და თავისი საქმე კარგად იცოდა.
– თქვენ უთუოდ რამდენიმე დღეა, არავისთან გილაპარაკი-
ათ, ასეა? – დაეკითხა რასკოლნიკოვი.
– დიახ, თითქმის ასეა!.. გიკვირთ უთუოდ, რომ ასე ადვილად
შეგეწყვეთ, არა?
– ეგ კი არა, მიკვირს კიდეც, რომ ასე ამლაშებთ.
– იმიტომ, რომ თქვენი უხეში კითხვები არ ვიწყინე? ასეა თუ
არა? მაგრამ... რატომ უნდა მწყენოდა? როგორც თქვენ მეკით-
ხებოდით, მეც ისე გპასუხობთ, – მიუგო უშფოთველად... გეფიცე-
ბით, – განაგრძობდა რაღაც ჩაფიქრებით, – განსაკუთრებით ახ-
ლა, სულ არაფერი. თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ იფიქ-
როთ, ვითომ გეპირფერებით, განგებ ვამბობ რამეს, რაკი თქვენს
დასთან მაქვს საქმე, მევე გითხარით, ხომ?.. მაგრამ გამოგიტყდე-
ბით: საშინლად მოწყენილი ვარ! განსაკუთრებით ეს სამი დღე...
ასე რომ, გამიხარდა კიდეც, რომ გნახეთ... ნუ გამიწყრებით კი,
როდიონ რომანოვიჩ, მაგრამ თქვენ თვითონ მეჩვენებით ძალიან
უცნაურად. როგორც გინდათ, თქვით. გატყობთ, რაღაც გადარ-
დებთ; ამწუთას კი არა, ისე, ზოგადად... მაგრამ, კმარა, ჰო, აღა-
რაფერს გეტყვით, ნუ იბღვირებით!.. განა ისეთი გაუთლელი
დათვი ვარ, თქვენ რომ გგონიათ...
რასკოლნიკოვმა იჭვნეულად გადახედა.
– იქნებ დათვის არც არაფერი გცხიათ, – უპასუხა რასკოლნი-
კოვმა, – პირიქით, გეტყობათ კარგ საზოგადოებას ეკუთვნით
და... თუ შემთხვევა მოგეცემათ, შეგიძლიათ, რიგიანი კაციც დად-
გეთ.
– არავის აზრს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ, –
მიუგო გულგრილად და თითქმის ამაყად სვიდრიგაილოვმა, –
ამიტომ ზოგჯერ უგვანობაც რატომ უნდა ვიკადრო, როცა ჩვენს
ქვეყანაში ყველაზე მეტად ეს ეხერხება ადამიანს... მით უმეტეს,
თუ ბუნებრივი მიდრეკილებაც გაქვს, – დასძინა და კვლავ გაიცი-
ნა.
– გაგონილი მაქვს, რომ ბევრი ნაცნობი გყავთ და გავლენი-
ან ხალხთანაც საკმაოდ დაახლოებული ხართ... მაშ მე, აბა, რა-
ღად გინდივართ, თუ არა რაიმე განზრახვისთვის?
– ეგ მართალი თქვით, ნაცნობი ბევრი მყავს, – ჩამოართვა
სიტყვა სვიდრიგაილოვმა, მაგრამ უმთავრესზე კი პასუხი არ მის-
ცა, – მხვდებიან კიდეც. აგერ, სამი დღეა დავდივარ და ბევრს
ვცნობ... თვითონაც მცნობენ. რასაკვირველია, საკმაოდ ბატონკა-
ცურად მაცვია და არც ღარიბი ვარ, ჩვენ ხომ საგლეხო რეფორ-
მაც არ შეგვეხო: ტყეები და საძოვრები ყველა გვაქვს ისევ, შემო-
სავალს მუდამ იძლევა; მაგრამ... არ წავალ იქ; წინათვე მომაბეზ-
რეს თავი; სამი დღე დავდივარ აგერ, მაგრამ არავის ვეცნაურე-
ბი... ახლა ეს ქალაქი! მაინც როგორ შედგენილა, ერთი მითხა-
რით! ქალაქი კანცელარისტების და ნაირ-ნაირი ჯურის სემინა-
რიელების! მართლაც, ამ რვა წლის წინ აქ რომ ვიყავი, სულ
სხვანაირი იყო... მხოლოდ ანატომიის იმედიღა მაქვს ახლა,
ღმერთს გეფიცებით!
– როგორ თუ ანატომიის?
– აი, ამ თქვენს კლუბებს, დიუსოებს19, პუანტებს20, ან თუნდ ამ
პროგრესს რაც შეეხება, თავი დავანებოთ, შორს ჩვენგან, – გა-
ნაგრძობდა იგი, ვითომ შეკითხვა არც გაუგონიაო. – ან კი, გაიძ-
ვერობა რა სახალისოა.
– როგორ, გაიძვერაც იყავით განა?
– მაშ, აბა, უამისოდ როგორ შეიძლება? ამ რვა წლის წინ
მთელი ამხანაგობაც კი გვქონდა. მეტად რიგიანი; დროს ვატა-
რებდით; იყვნენ პოეტები, კაპიტალისტები; ყველამ კარგად იცო-
და თავის დაჭერა! მაინც ჩვენს რუს საზოგადოებაში ხომ ისაა უკე-
თესი ქცევისა, ვისაც ერთ დროს კაი სილა უგემია... მე სოფლად
ჩამოვრჩი ყველაფერს, თორემ... მაინც მიმაბრძანეს ციხეში ერთი
ნეჟინელი ბერძნის ვალისთვის. სწორედ ამ დროს იქ მარფა პეტ-
როვნა აღმოჩნდა, შეევაჭრა და ოცდაათი ათას ვერცხლად გამო-
მისყიდა (სულ კი 70.000 მემართა). შევერთდით კანონიერი ქორ-
წინებით და დიდ ხვითოსავით, მაშინვე სოფელში გამაქანა. ჩემზე
ხომ ხუთი წლით უფროსი იყო. ძალიან ვუყვარდი. მთელი შვიდი
წელიწადი სოფლიდან ფეხი არ გამომიდგამს. არ დაივიწყოთ,
მთელი ეს ხანი ოცდაათი ათასის თამასუქი, საბუთის სახით, ჩემ
წინააღმდეგ, სხვის სახელზე ჰქონდა მარფა პეტროვნას; ასე
რომ, ავჯანყდებოდი თუ არა, მაშინვე საპყრობილეში ამომაყო-
ფინებდა თავს! იზამდა კიდეც! იმიტომ, რომ ქალებს დიდ სიყვა-
რულთან ესეც ადვილად შეუძლიათ.
– თამასუქი რომ არ ყოფილიყო, მოუსვამდით?
– არ ვიცი, როგორ გითხრათ. ეს საბუთი თითქმის არაფერში
მიშლიდა ხელს. არსაით გული არ მიმიწევდა; საზღვარგარეთ კი
ორჯერ თვითონაც მიმიპატიჟა მარფა პეტროვნამ, რაკი ნახა,
რომ მოვიწყინე, მაგრამ რა! წინათაც ვყოფილვარ, და სხვაგან

19
დიუსო – პეტერბურგში ცნობილი რესტორნის მფლობელი იყო.
20 პუანტერი (ფრანგ) - მოდური სასეირნო ადგილი.
დარჩენა არასოდეს მომნდომებია... ხედავ – გარიჟრაჟია, ნეაპო-
ლის ყურესა და ზღვას გაჰყურებ, მაგრამ არ გიტაცებს, მოწყენი-
ლი ხარ როგორღაც! ყველაზე საძაგლობა კი ის არის, რომ მარ-
თლა რაღაცაზე ნაღვლობ! სამშობლოში ჯობს: აქ მაინც ყველა-
ფერში სხვებს ამტყუნებ, თვითონ შენ კი მართალი ხარ... იქნებ
ჩრდილოეთ პოლუსისკენ წავსულიყავი სამოგზაუროდ. იმიტომ,
რომ j’ai le vin mauvais21 და სმაც მეჯავრება ღვინის, მეტი კი,
სხვა ხსნა არ არის. ეგეც ვცადე... რაო, რას ამბობენ, კვირას
იუსუპოვის ბაღში ბერგი ვეებერთელა აეროსტატით აფრინდება22
და თანამგზავრებს ეძებსო, მართალია? თან ფულსაც თურმე
ჰპირდება.
– რა იყო მერე, გაჰყვებოდით?
– მე? არა... ისე... – ჩაიდუდღუნა სვიდრიგაილოვმა, თითქოს
მართლაც დაფიქრდაო.
„მართლა ასეა, თუ განგებ მაჩვენებს თავს?“ – გაიფიქრა რას-
კოლნიკოვმა.
– არა, საბუთი ხელს არ მიშლიდა, – განაგრძობდა სვიდრი-
გაილოვი დაფიქრებული, – თვითონ არსად მივდიოდი სოფლი-
დან. გარდა ამისა, წელიწადია აგერ, ჩემს დღეობაზე დამიბრუნა
კიდევაც თამასუქი და თან საკმაოდ დიდი თანხაც დაამატა საჩუქ-
რად. ის ხომ მეტად შეძლებული იყო. „ხედავთ, აი, როგორ გენ-
დობით, არკადი ივანიჩო“, – მითხრა. არ გჯერათ, რომ ასე მით-
ხრა? იცით რა: საუცხოო მეურნე გავხდი; მთელ არემარეში მიც-
ნობენ. წიგნებსაც ვიწერდი. მარფა პეტროვნა ჯერ მიწონებდა
ამას, მერე კი შეეშინდა, წიგნებს არ დავეძალე.

21
ნასვამი ცუდად გამოვიყურები (ფრანგ.).
22
„ამბობენ, კვირას იუსუპოვის ბაღში ბერგი ვეებერთელა აეროსტატით
აფრინდება“ – ბერგი იყო მრავალი გასართობი დაწესებულების ატრაქციონე-
ბის პატრონი, თავის თავს ბალეტმაისტერს და ჰაერნაოსანს უწოდებდა.
– როგორც გატყობთ, ძალიან უნდა წუხდეთ მარფა პეტროვ-
ნას დაკარგვას?!
– მე? იქნებ, მართლა ასეაა... ისე, მოჩვენების თუ გჯერათ?
– რა მოჩვენების?
– რა მოჩვენების და, ჩვეულებრივი მოჩვენების, სხვა, აბა,
რომელია!
– თქვენ კი გჯერათ?
– თითქმის არა, pour vous plaire...23 ესე იგი, ის კი არა, რომ..
– რაო, გეცხადებათ ხოლმე ვინმე, თუ როგორ არის?
– მარფა პეტროვნა მეწვევა ხოლმე, – როგორღაც უცნაურად
გადახედა სვიდრიგაილოვმა.
– როგორ თუ გეწვევათ?
– დიახ, აგერ უკვე სამჯერ გამომეცხადა. პირველად დასაფ-
ლავების დღეს ვნახე, სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ ერთი
საათი იქნებოდა გასული. ეს იყო სწორედ ჩემი აქეთ წამოსვლის
წინადღეს. მეორედ გუშინწინ ვნახე, გზაში, სადგურ მალაია ვირე-
შაზე, გათენებისას; მესამედ კი ამ ორი საათის წინ გამომეცხადა
ჩემს ბინაზე, სადაც ამჟამად ვცხოვრობ; ოთახში მარტოდმარტო
ვიყავი.
– ცხადლივ?
– სრულიად ცხადლივ, სამჯერვე ერთნაირად. მოვა, ერთ-ორ
წუთს გამომელაპარაკება და ისევ გავა კარიდან. კარიდან გადის
მუდამ. მესმის კიდეც თითქოს, როგორ ჩადის კიბეზე.
– არა, რად წარმოვიდგინე ნეტა, რომ ასეთი რამ უთუოდ უნ-
და გემართებოდეთ! – ჩაილაპარაკა უცბად რასკოლნიკოვმა. სა-
შინლად იყო აღელვებული.

23
თქვენ რომ გაგახაროთ (ფრანგ.).
– აი, ხომ ხედავთ! ეგ იფიქრეთ, მაშ? – ჩაილაპარაკა გაკვირ-
ვებით სვიდრიგაილოვმა, – ნუთუ მართლა? აკი გითხარით, ჩვენ
შორის რაღაც საერთო არის-მეთქი, ჰა?
– არასოდეს ეგ არ გითქვამთ! – მიუგო მკვახედ და ცხარედ
რასკოლნიკოვმა.
– არ მითქვამს?
– არა!
– მე კი მეგონა, რომ გითხარით. წეღან რომ შემოვედი და
თვალებდაჭყეტილი დაგინახეთ მწოლიარე, ვითომ გეძინათ, მა-
შინვე ჩემთვის ვთქვი: „ის არის მეთქი, სწორედ!“
– რაო, ვითომ რას ნიშნავს ეგ? რას გულისხმობთ? – შეჰყვი-
რა რასკოლნიკოვმა.
– რას? არ ვიცი... – ჩაიდუდღუნა გულწრფელად და დაბ-
ნეულად სვიდრიგაილოვმა.
ერთ წუთს ორივენი გაჩუმდნენ. ერთმანეთს შეჰყურებდნენ.
– სისულელეა ეს ყველაფერი! – წამოიძახა გაბრაზებულმა
რასკოლნიკოვმა, – მერე რას გეუბნებათ, რომ მოდის?
– მარფა პეტროვნა? წარმოიდგინეთ, სულ რაღაც წვრილმან
სისულელეს, გაგიკვირდებათ პირდაპირ: ეგ არის, რომ მაბრა-
ზებს! პირველად რომ გამომეცხადა (იცით დაღლილი ვიყავი: ეს
მიცვალებულიო, ის წირვაო, ეს სულთათანაო, მერე კიდევ ლოც-
ვა, მიცვალებულის მოხსენიება და საუზმეო, ის იყო, ძლივს მარ-
ტო დავრჩი კაბინეტში, სიგარას მოვუკიდე, ფიქრს მივეცი თავი),
კარიდან შემოვიდა: „დღეს, არკადი ივანიჩ, ამ ფაციფუცში სასა-
დილო ოთახში საათი მოუმართავი დაგრჩათ, დაგავიწყდათო“.
ამ საათს კი მთელი შვიდი წელიწადი მართლაც მე ვმართავდი
სულ, მაგრამ დამავიწყდებოდა თუ არა, მაშინ მომაგონდებოდა.
მეორე დღეს უკვე აქეთ წამოვედი. გათენებისას სადგურის კაფეს
მივაშურე, – მამტვრევდა, თვალები ნამძინარევი მქონდა, – ყავა
მოვითხოვე; ვნახოთ, უცბად მარფა პეტროვნა ჩემ გვერდით ჯდე-
ბა და ხელში სათამაშო ქაღალდი უჭირავს: „არ გინდათ, არკადი
ივანიჩ, სამგზავროდ გიმკითხაო?“ მკითხაობა კი მართლაც საუც-
ხოო იცოდა. არ ვაპატიებ არასდროს ჩემს თავს, რომ არ დავ-
რთე ნება! შემეშინდა, გამოვექეცი და ამ დროს ზარიც დაირეკა.
ვზივარ დღეს საძაგელი სადილის შემდეგ (სასადილოდან ამომი-
ტანეს) კუჭდამძიმებული და სიგარას ვეწევი, ვნახოთ, უცბად მარ-
ფა პეტროვნა შემოდის, ახალ მწვანე ფარჩის კაბაში გამოწყობი-
ლი, უშველებელ ბოლოს მოაშრიალებს: „გამარჯობა, არკადი
ივანიჩ! ეს ჩემი კაბა როგორ მოგწონს? ანიჩკა ხომ ასე ვერ შემი-
კერავსო“ (ანიჩკა სოფლის მკერავი ქალია, ბატონყმობის დროს
მოახლედ ჰყოლიათ, მერე მოსკოვში მიუღიათ სამკერვალოში,
კარგი გოგონაა). დგას და ტრიალებს, კაბას მაჩვენებს. გავსინჯე
კაბა და მერე ყურადღებით ჩავაცქერდი სახეში: „ნეტავი თქვენ,
მარფა პეტროვნა, რომ ასეთი სისულელისთვის თავს იწუხებთ და
ჩემთან მოდიხართ-მეთქი“. – „ეჰ, ღმერთო ჩემო, შეწუხებაც კი
თურმე აღარ შეიძლებაო შენი!“ მე კიდევ გასაჯავრებლად ვეუბნე-
ბი: „მარფა პეტროვნა, მინდა, ცოლი შევირთო-მეთქი“. – „გასაკ-
ვირი არ არის შენგან, არკადი ივანიჩ... ცოლი თითქმის არ დაგი-
მარხავთ ჯერ და უკვე მეორის შერთვას აპირებ. ნეტავ, კარგი
ვინმე მაინც აირჩიოთ, თორემ ვიცი, არც იმას, არც თქვენს თავს
არას არგებთ, ხალხს გააცინებთ მარტოო“ და წავიდა კაბის ბო-
ლოს შრიალით. სისულელეა, ხომ? როგორ გგონიათ?
– ვინ იცის, იქნებ სულაც ტყუით? – მიუგო რასკოლნიკოვმა
– მე იშვიათად ვტყუი, – უპასუხა ფიქრებში წასულმა სვიდრი-
გაილოვმა, თითქოს ვერ გაიგო, რას ეკითხებოდნენ.
– მანამდე არ გინახავთ მოჩვენებები?
– ერთხელ ამ ექვსი წლის წინ ვნახე... ფილკა მყავდა ერთი,
შინაყმა; ის იყო, დავმარხეთ, მაგრამ დამავიწყდა და დავიყვირე:
ფილკა, ჩიბუხი-მეთქი! – შემოვიდა და პირდაპირ იქით გასწია,
სადაც ჩიბუხები მელაგა. ვზივარ და ვფიქრობ: „უთუოდ შური უნ-
და იძიოს-მეთქი“, იმიტომ, რომ სწორედ სიკვდილის წინ დიდი
ჩხუბი მოგვივიდა. „როგორ ბედავ, რომ იდაყვგამოფლეთილი
შემოდიხარ ჩემთან, მომშორდი, საძაგელო-მეთქი!“ მიბრუნდა,
წავიდა და მეტჯერ აღარ მოსულა. მარფა პეტროვნასთვის მაშინ
არაფერი მითქვამს. მინდოდა პანაშვიდი გადამეხდევინებინა,
მაგრამ შემრცხვა.
– ექიმს ეჩვენეთ.
– ეგ კი უთქვენოდაც ვიცი, რომ კარგად ვერ ვარ, მაგრამ რა-
ტომ და რა მიზეზით, ვერ გამიგია; ჩემი აზრით, მე თქვენზე ხუთ-
ჯერ ჯანმრთელი მაინც ვარ. იმას როდი გეკითხებოდით, გჯერათ
თუ არა, რომ მოჩვენებები მეცხადება... გეკითხებოდით: თავად
მათი არსებობა გჯერათ თუ არა-მეთქი.
– არა, არ მჯერა და არც დავიჯერებ! – შესძახა გაბრაზებით
რასკოლნიკოვმა.
– როგორც იციან ხოლმე თქმა... – ბუტბუტებდა თითქოს თა-
ვისთვის სვიდრიგაილოვი და ოდნავ თავდახრილი იატაკს მიშტე-
რებოდა, – ამბობენ: „ავად ხარ და, მაშასადამე რაც კი რამ წარ-
მოგიდგება, ყველაფერი ეს არარსებული და ბოდვააო“. ნაღდი
ლოგიკის მაინც არ ჩანს აქ არაფერი. ვეთანხმები, რომ მოჩვენე-
ბები მართლაც ავადმყოფებს გამოეცხადებიან ხოლმე, მაგრამ
რას ამტკიცებს ეს? იმას, რომ ავადმყოფებს მართლაც გამოეცხა-
დებიან ხოლმე მოჩვენებები და არა იმას, ვითომ ისინი არ არსე-
ბობდნენ.
– რასაკვირველია, არა! არ არსებობენ! – გაიძახოდა თავი-
სას რასკოლნიკოვი.
– არ არსებობენ? ასე გგონიათ? – განაგრძო სვიდრი-
გაილოვმა და თან რასკოლნიკოვს მძიმედ გადახედა – რა იქნე-
ბა, რომ ასე წარმოვიდგინოთ (მიშველეთ აბა) „მოჩვენებები სხვა
სამყაროთა ნაწყვეტები და ნაგლეჯებია, მათი დასაწყისი ჯან-
მრთელი კაცია, რასაკვირველია, არ საჭიროებს მათ ნახვას, იმი-
ტომ რომ ნამდვილი შვილია იგი დედამიწისა და ცხოვრებაშიც
მხოლოდ ამქვეყნიურად უნდა ცხოვრობდეს, რათა წესიერება არ
დაირღვეს. მაგრამ თუ ოდნავ ავად გახდა და დაირღვა ნორმა-
ლური მიწიერი წესი მისი ორგანიზმის, მაშინ თავს იჩენს იმქვეყ-
ნიური არსებობაც და რამდენადაც უფრო ძლიერ არის ავად ადა-
მიანი, იმდენად უფრო მეტი საშუალება ეძლევა იმ ქვეყანასთან
შეხებისა; სიკვდილის შემდეგ ხომ პირდაპირ იმ ქვეყნის მცხოვ-
რები ხდება“. ამის თაობაზე დიდი ხანია ვფიქრობ. თუ საიქიო
ცხოვრების გჯერათ, მაშინ, რაც ვთქვი, ესეც დასაჯერებელია.
– არა, არ მჯერა საიქიო ცხოვრების, – მიუგო რასკოლნი-
კოვმა.
სვიდრიგაილოვი დაფიქრებული დაჯდა.
– რა იქნება, რომ იქ მართლა ობობებისა ან სხვა რამ მწერე-
ბის მეტი არაფერი იყოს, – წარმოთქვა უეცრად.
„ნამდვილად შეშლილია“, – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა.
– მარადისობა ისე გაქვს წარმოდგენილი, როგორც იდეა,
რომლის გაგება შეუძლებელია; რაღაც რამ დიდად უშველებე-
ლია, ვითომ! მაგრამ რაღა უთუოდ ასეთი უშველებელი რამ უნდა
იყოს? ერთიც ვნახოთ, ყოველივე ამის ნაცვლად, იგი სოფლური
აბანოს მსგავსი რაღაც პაწია გამჭვარტლული ოთახია, კუთხეში
კი ყველგან ობობას ქსელებია გაბმული... აი, თქვენი მარადისო-
ბა! იცით რა, ხშირად სწორედ ამ სახით წარმომიდგება ხოლმე
მარადისობა.
– ნუთუ, ნუთუ, მართლა ამაზე უფრო სამართლიანი და სანუ-
გეშო სხვა აღარაფერი წარმოგიდგებათ ხოლმე! – შესძახა გულ-
დამძიმებით რასკოლნიკოვმა.
– სამართლიანი? მერე ვინ იცის, იქნებ ეს არის სწორედ ყვე-
ლაზე მეტად სამართლიანი; და იცით რა, მე განგებ ვიზამდი ასე!
– მიუგო სვიდრიგაილოვმა და როგორღაც გაურკვევლად გაიღი-
მა.
რაღაც ცივმა ჟრუანტელმა დაურბინა უცბად რასკოლნიკოვს
ამ საზიზღარი პასუხის გაგონებაზე. ასწია თავი სვიდრიგაილოვ-
მა, რასკოლნიკოვს ჩააშტერდა და უცბად გადაიხარხარა.
– ეგ კი არა, აბა ეს იფიქრეთ, – შეჰყვირა უცბად, – ნახევარი
საათის წინ ერთმანეთისთვის ჯერ თვალი არ დაგვეკრა, მტრებად
ვითვლებოდით, გადასაწყვეტი საქმე წინ გვაქვს კიდევ, და უცბად
საქმეს თავი გავანებეთ და რაღაც სულ სხვა საუბარში გავებით!
არა, ტყუილი ვთქვი მაშ, რომ ჩვენ ორივენი ფერი ფერსა, მად-
ლი ღმერთსა-მეთქი?
– კეთილი ინებეთ, გეთაყვა, – განაგრძობდა გაბრაზებული
რასკოლნიკოვი, – საჩქაროდ გამაგებინეთ, რისთვის დამდეთ პა-
ტივი და ინებეთ მობრძანება... და მეორეც... მეჩქარება, არ მცა-
ლია, სხვაგან უნდა წავიდე.
– იცით, რომ თქვენი და, ავდოტია რომანოვნა, ლუჟინზე აპი-
რებს, პეტრ პეტროვიჩზე, გათხოვებას?
– არ შეიძლება ჩემი დის საქმეს როგორმე მხარი აუქციოთ
და მისი სახელი არ ახსენოთ? მიკვირს სწორედ, როგორღა ბე-
დავთ და ახსენებთ ჩემთან მის სახელს, თუ მართლა სვიდრი-
გაილოვი ხართ!
– როგორ? ამისთვის მოვედი და არ ვახსენო?
– კარგით, მაშ, ილაპარაკეთ, მაგრამ დაუჩქარეთ...
– დარწმუნებული ვარ, ბატონ ლუჟინზე (ჩემი ცოლის ნათე-
სავზე) უკვე თქვენს აზრს შეადგენდით, თუ რომ ნახევარი საათი
მაინც ნახეთ როგორმე... ის ავდოტია რომანოვნას შესაფერისი
არ არის. ჩემი აზრით, ავდოტია რომანოვნა დიდსულოვნად და
უანგარიშოდ სწირავს თავს ოჯახს... ისე, მაქვს გაგონილი, რომ
თქვენც მეტად კმაყოფილი იქნებოდით, თუ ეს ქორწინება რო-
გორმე ჩაიშლებოდა, თანაც ისე, რომ არავის ინტერესები არ
დარღვეულიყო. ახლა ხომ, პირადად გაცნობის შემდეგ, დიახაც
დავრწმუნდი, რომ ასეა საქმე.
– თქვენი მხრივ ეს დიდი გულუბრყვილობაა; თუმცა, უკაცრა-
ვად, გულუბრყვილობა კი არა, თავხედობაა, – მიუგო რასკოლნი-
კოვმა.
– ესე იგი, გინდათ, თქვათ, ვითომ ჩემთვის ვზრუნავ? ნუ წუხ-
ხართ, როდიონ რომანოვიჩ!.. მართლა რომ ჩემთვის მინდოდეს
რამე, ასე გამოტეხით როდი დაგიწყებდით ლაპარაკს; არც ისეთი
ჩურჩუტი ვარ. მინდა, ამის გამო ერთი ფსიქოლოგიური უცნაურო-
ბა გაგიმჟღავნოთ. წეღან რომ ავდოტია რომანოვნას სიყვარულ-
ში ვიმართლებდი თავს, ვთქვი, თუ გახსოვთ, რომ მევე შევიქმენ--
მეთქი მსხვერპლი. იცოდეთ მაშ, რომ არავითარ სიყვარულს ახ-
ლა არ ვგრძნობ, არ-რა-ვითარს, ასე რომ, მე თავად მეუცნაურე-
ბა კიდეც, რადგან მართლაც ვგრძნობდი მაშინ რაღაცას...
– უსაქმურობისა და გარყვნილების წყალობით, – გააწყვეტი-
ნა რასკოლნიკოვმა.
– ეგ მართალია, გარყვნილი ვარ და უქმი, მაგრამ თქვენს
დას იმდენი ღირსება აქვს, არ შეიძლება რამე რომ არ მეგ-
რძნო... მაგრამ სისულელეა ყველაფერი ეს... თვითონაც ვხედავ
ახლა.
– დიდი ხანია, რაცა ხედავთ?
– ადრეც მქონდა შენიშნული, მაგრამ საბოლოოდ ამ სამი
დღის წინ დავრწმუნდი... სწორედ მაშინ, პეტერბურგში რომ ჩა-
მოვედი. მოსკოვში კი ისე ვფიქრობდი, ვითომ ავდოტია რომა-
ნოვნასათვის მოვიდოდი ბატონი ლუჟინის მეტოქედ.
– უკაცრავად, თუ გაგაწყვეტინებთ. არ შეიძლება, გეთაყვა,
როგორმე შეამოკლოთ სათქმელი და პირდაპირ მითხრათ, რის-
თვის გარჯილხართ? მეჩქარება, სხვაგან ვარ წასასვლელი...
– დიდი სიამოვნებით. ჩამოვედი იმისთვის, რომ მინდოდა
წასვლამდე ზოგი რამ საქმე მომეგვარებინა. შვილები დეიდას-
თან დავტოვე; კარგად ცხოვრობენ, პირადად მე, სულაც არ
ვჭირდები მათ. ან რა მამა ვარ, ნეტავ?! ჩემდა წილად მარტო ის
წამოვიღე, რაც ერთ წლის წინ მარფა პეტროვნამ მაჩუქა. ესეც
მეყოფა. უკაცრავად, ახლავე საქმეზე გადავალ. მოგზაურობამდე,
რომელიც შეიძლება მართლაც მოხდეს, მინდოდა ლუჟინის საქ-
მეც დამესრულებინა. მართლა ისე ძალიან კი არ მძულს, მაგრამ
მარფა პეტროვნასთან ჩხუბის მიზეზი კი ეგრე იყო სწორედ. შე-
ვიტყვე რომ მათ ქორწინებაში მარფა პეტროვნა იყო გარეული.
მინდა, ახლა როგორმე ვნახო ავდოტია რომანოვნა, თქვენი მეშ-
ვეობით და თუნდაც თქვენი თანდასწრებით ავუხსნა – ჯერ ერთი,
რომ ბატონი ლუჟინისგან ცუდის მეტს, კარგს არაფერს ნახავს
არასოდეს, და მეორე, ბოდიში მოვუხადო, რაც კი რამ უსიამოვ-
ნება მივაყენე. ამასთან, ნებართვა გამოვთხოვო, რომ ათასი თუ-
მანი შევთავაზო და ამით ბატონ ლუჟინთან საქმის გაწყვეტა გავუ-
ადვილო, რასაც, დარწმუნებული ვარ, თვითონაც მოიწადინებს,
ოღონდ ამის საშუალება მიეცეს.
– მართლა რომ შეშლილი ყოფილხართ! – შეჰყვირა რას-
კოლნიკოვმა იმდენად არა გაჯავრებულმა, რამდენადაც გაკვირ-
ვებულმა, – როგორ ბედავთ ამის თქმას!
– განა არა, ვიცოდი, დაიყვირებდით; თუმცა, მართალია,
მდიდარი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის მეტია სრულიად ეს ფული. თუ
არ მიიღებს ავდოტია რომანოვნა ამ თანხას, შეიძლება უფრო სუ-
ლიერად მოვიხმარო. ეს ერთი, მეორე კიდევ აი, რა: სინდისი
სრულიად დამშვიდებული მაქვს: თუ შევთავაზე რამ, უანგაროდ!
გჯერათ, არ გჯერათ, თქვენი საქმეა, მაგრამ შემდგომში ორივენი
დარწმუნდებით. უმთავრესი მიზეზი აქ ის არის მხოლოდ, რომ
მართლა ვგრძნობ, რა დიდი უსიამოვნება და წუხილი მივაყენე
თქვენს დიდად პატივცემულ დას და მინდა, გულწრფელად მოვი-
ნანიო: იმით კი არა, ვითომ ფულით გამოვისყიდო ეს უსიამოვნე-
ბა. არა, მინდა მხოლოდ სიკეთე მოვუტანო; მართლა ხომ პრივი-
ლეგიად არ მაქვს გადაქცეული ავკაცობა და ბოროტება! ჩემს წი-
ნადადებაში ანგარების რამ ნატამალი რომ იყოს მართლა, ასე
პირდაპირ როგორღა შევთავაზებდი; და არც მხოლოდ ათას თუ-
მანს, მაშინ, როდესაც ხუთი კვირის წინ ბევრად მეტი შევთავაზე.
გარდა ამისა, შეიძლება ძალიან მალე ჯვარიც დავიწერო ერთ
ქალზე. მაშასადამე, ამის შემდეგ აღარავითარ ეჭვს, ვითომ მე
ვდევნიდე ავდოტია რომანოვნას, ადგილი აღარ ექნება. დასას-
რულ ვიტყვი, რომ ავდოტია რომანოვნა ლუჟინზე გათხოვებით
იმავე ფულს მეორე მხრიდან მიიღებს... ნუკი ჯავრობთ ამიტომ,
როდიონ რომანოვიჩ, ჯობს დამშვიდებით მოისაზროთ და
მოიფიქროთ ყველაფერი.
სვიდრიგაილოვი ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად ლაპარა-
კობდა.
– გთხოვთ, დროზე დაასრულეთ სათქმელი, – უთხრა რას-
კოლნიკოვმა, – ყოველ შემთხვევაში, მიუტევებელი თავხედობაა
ეს, სხვა არაფერი.
– სრულებითაც არა. მაშ, ამის შემდეგ კაცს მარტოოდენ ბო-
როტების უფლება ჰქონია ამქვეყნად, სიკეთის კი არა... მხოლოდ
იმიტომ, რომ რაღაც ფორმალური წესები მუდამ გადაეღობება
ხოლმე წინ. სისულელეა. ვთქვათ, მოვმკვდარიყავი და ანდერ-
ძით დამეტოვებინა თქვენი დისთვის ეს ფული, ნუთუ მაშინაც არ
მიიღებდა?
– შეიძლება არ მიეღო.
– აბა, ეგ კი აღარ მჯერა, მაგრამ, დე, ასე იყოს; ეგ არის
მხოლოდ, ათასი თუმანი კაი ფულია. ყოველ შემთხვევაში,
გთხოვთ, ნათქვამი ავდოტია რომანოვნას გადასცეთ.
– არა, ვერ გადავცემ!
– თუ ასეა, მაშ, ვეცდები, პირადად როგორმე მოვინახულო...
– რომ გადამეცა, მაშინ კი აღარ ეცდებოდით, პირადად გენა-
ხათ?
– იმედი ნუ გაქვთ.
– სამწუხაროა, მაგრამ თქვენ მე არ მიცნობთ. ვნახოთ, იქნებ
როგორმე დავახლოვდეთ.
– როგორ გგონიათ, როგორ მოხერხდება ეს?
– ვითომ, რატომ არ უნდა მოხერხდეს? – მიუგო ღიმილით
სვიდრიგაილოვმა, წამოდგა და ქუდს დაავლო ხელი, – მაინც არ
მქონია აზრად, ძალიან შემეწუხებინეთ. მოვდიოდი, მაგრამ დიდი
იმედი არ მქონდა, თუმცა დილასვე ძალიან მიიპყრო ჩემი ყუ-
რადღება თქვენმა სახემ...
– სად მნახეთ დილას? – ჩაეკითხა შეშფოთებული რასკოლ-
ნიკოვი.
– შემთხვევით შეგხვდით... მაგრამ მგონია მაინც არის ჩვენ
შორის რაღაც მსგავსება... არ შეწუხდეთ, თავის მობეზრება სუ-
ლაც არ მიყვარს. გაიძვერა მაცდურებთან მეგობრულად მიცხოვ-
რია, ჩემს შორეულ ნათესავსა და წარჩინებულ მოხელე თავად
სვირბეისთვისაც არ მომიბეზრებია თავი, მარფა პეტროვნასთა-
ნაც შვიდი წელიწადი ფეხმოუცვლელად ვიცხოვრე, ვიაზემსკის
სახლშიც, სენაიას მოედანზე24 ძველად ბევრჯერ გამითენებია ღა-
მე, ახლა კი შეიძლება ბერგსაც გავყვე აეროსტატით.
– ჰო, კარგი, ნება მომეცით, გკითხოთ, მალე აპირებთ ამ
მოგზაურობით ტკბობას?
– რომელ მოგზაურობაზე ლაპარაკობთ?
– რომელსაც წეღან ამბობდით... განა წეღან არ თქვით...
– მოგზაურობას? ჰო, მართლა!.. მგონი, გითხარით... ვინ
იცის, ძნელი გადასაწყვეტია... რომ იცოდეთ, რას მეკითხებით! –
დასძინა და უცბად ხმამაღლა გაიცინა, მაგრამ მაშინვე შეწყვიტა
სიცილი, – იქნებ, მოგზაურობის ნაცვლად, ცოლიც შევირთო, ვინ
იცის; ქალს მირიგებენ.

24 „ვიაზემსკის სახლშიც სენაის მოედანზე“ – ესე იგი, ღამის


თავშესაფარში.
– აქ?
– დიახ, აქ.
– ასე მალე როგორ მოახერხეთ?
– მაგრამ ავდოტია რომანოვნას კიდევ ერთხელ ნახვა მაინც
ძალიან მინდა. არ გეხუმრებით; გთხოვთ. მშვიდობით... მაშ... ჰო,
მართლა, კინაღამ დამავიწყდა! გადაეცით, თქვენს დას, ავდოტია
რომანოვნას, რომ მარფა პეტროვნამ ანდერძად სამი ათასი მა-
ნეთი დაუტოვა. ნამდვილად სარწმუნოა. სწორედ ერთი კვირის
წინ, სიკვდილამდე, ისურვა ასე. ორი-სამი კვირის შემდეგ ავდო-
ტია რომანოვნამ შეიძლება ფულიც მიიღოს.
– მართალს ამბობთ?
– მართალს. გადაეცით. მშვიდობით...
გამოსვლის დროს სვიდრიგაილოვს წინ რაზუმიხინი შეეჩეხა.

II

რვა საათი იყო უკვე თითქმის. ორივენი ბაკალეევის ნომრე-


ბისკენ მიეშურებოდნენ, რომ ლუჟინზე ადრე მისულიყვნენ.
– ვინ იყო ეს? – დაეკითხა რაზუმიხინი, როგორც კი ქუჩაში
გავიდნენ.
– ვინ და, ბატონი სვიდრიგაილოვი გახლდათ, მემამულე,
რომლის სახლშიც ჩემს დას მიაყენეს მაშინ შეურაცხყოფა, ბავ-
შვის აღმზრდელად რომ იყო მათთან. არშიყი დაუწყო თურმე ბა-
ტონმა და ამის გამო დაითხოვა ჩემი და მისმა მეუღლემ, მარფა
პეტროვნამ, მერე თვითონვე მოუხადა მარფა პეტროვნამ ჩემს
დას ბოდიში, ახლა კი უცებ მოკვდა... არ ვიცი, რატომ, მაგრამ
რაღაც საშინლად მეშინია ამ კაცის. დაუსაფლავებია ცოლი და
მაშინვე აქეთ წამოსულა, უცნაურია მეტად... მგონი, რაღაც აქვს
გადაწყვეტილი... თითქოს იცის რაღაც კიდეც. დუნია როგორმე
უნდა მოვარიდოთ... ეს უნდა მეთქვა შენთვის, გესმის?
– მოვარიდოთ?.. ვითომ, რას უზამს ავდოტია რომანოვნას?
მაგრამ გმადლობ, როდია, რომ გამაფრთხილე... მოვარიდოთ,
მოვარიდოთ! სად ცხოვრობს, ნეტა?
– არ ვიცი!
– რატომ არ ჰკითხე? მაგრამ არა უშავს... გავიგებ!
– შენ ნახე? – შეეკითხა მცირე დუმილის შემდეგ რასკოლნი-
კოვი.
– როგორ არა! დავიმახსოვრე კიდეც; კარგად დავიმახსოვ-
რე.
– არა, მართლა დაინახე? კარგად გაარჩიე? – ეკითხებოდა
დაჟინებით რასკოლნიკოვი.
– გეუბნები, კარგად-მეთქი. თუნდ ათას კაცში გავარჩევ... ამ
მხრივ არაფერი გამომეპარება.
კვლავ გაჩუმდნენ.
– ჰმ!.. ეგ არის... – ჩაიდუდღუნა რასკოლნიკოვმა, – იცი რა...
მეგონა და ახლაც ასე ვფიქრობ... რომ იქნებ მხოლოდ ფანტა-
ზიაა.
– რაზე ამბობ? კარგად არ მესმის.
– აი, თქვენ ყველანი ამბობთ, – განაგრძო რასკოლნიკოვმა
და დაიღრიჯა და შემდეგ გაიღიმა, – რომ ვითომ შეშლილი ვარ.
ამიტომაც ვიფიქრე ახლა, იქნებ მართლა შეშლილი ვარ და
მომეჩვენა-მეთქი მხოლოდ?
– აბა, რას ამბობ?
– ვინ იცის, იქნებ ნამდვილად შეშლილი ვარ და, რაც კი რამ
მოხდა ამ დღეებში, ყველაფერი სნეული ოცნების ნაყოფი იყო
მხოლოდ!
– ჰე, როდია! მთლად აგიშალეს ნერვები!.. მაინც რაო, რის-
თვის იყო?
რასკოლნიკოვმა არაფერი უპასუხა. რაზუმიხინი ერთ წუთს
დაფიქრდა.
– ყური დამიგდე, გიამბობ, – დაიწყო რაზუმიხინმა, – შემო-
გიარე წეღან, მაგრამ გეძინა. ვისადილეთ. შემდეგ პორფირისთან
ვიყავი. ზამეტოვიც იმასთან იყო ისევ. მინდოდა დამეწყო, მაგრამ
არაფერი გამოვიდა. არ მოხერხდა რიგიანად ლაპარაკი. თით-
ქოს არ ესმით და ვერ გაუგიათ, ისე უჭირავთ თავი, მაგრამ არც
კი რცხვენიათ. მივიყვანე პორფირი ფანჯარასთან და დავუწყე
ლაპარაკი, მაგრამ კიდევ არ მოხერხდა. ისიც სადღაც გვერდზე
იყურებოდა, მეც მივუტანე ბოლოს მუშტი ცხვირთან და დავემუქ-
რე, ამოგინაყავ-მეთქი ცხვირ-პირს. პასუხი არ გაუცია, გადმომხე-
და მხოლოდ. მივაფურთხე მეც და წამოვედი, სისულელეა დიდი!
ზამეტოვისთვის კი ხმაც არ გამიცია. მივხვდი, უარესად წავახდინე
საქმე; კიბეზე კი უცბად საუცხოო აზრმა გამიელვა: რა გვაწუხებს?
მართლა რომ საფრთხე გველოდეს, კიდევ ჰო, თორემ ახლა რა!
ბრალი ხომ არ მიგიძღვის და რა გენაღვლება! ეშმაკსაც წაუღია;
ჩვენვე სასაცილოდ ავიგდებთ მერე. მე კი შენს ადგილას უარე-
სად ავუბნევდი გზა-კვალს და გადავრევდი. მაგათვე არ შერცხვე-
ბათ ბოლოს? მიაფურთხე და გაანებე თავი; მერე ცემასაც მოვას-
წრებთ, ახლა კი ვიცინოთ მხოლოდ!
– რასაკვირველია, ასეა! – უპასუხა რასკოლნიკოვმა
„მაგრამ ხვალ რაღას იტყვი ნეტავ?“ – გაიფიქრა თავისთვის.
უცნაურია სწორედ! აქამდე ფიქრად არ მოსვლია: „რას იფიქრებს
რაზუმიხინი, როცა გაიგებს?“ რასკოლნიკოვი რაზუმიხინს დააკ-
ვირდა. მისმა ნაამბობმა პორფირისთან მისვლაზე ნაკლებად
მიიზიდა მისი ყურადღება; ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, ბევრი
რამ შეიცვალა!..
დერეფანში ლუჟინს შეეჩეხნენ; ის იყო, მოსულიყო და ნო-
მერს ეძებდა; სამივენი ერთად შევიდნენ, მაგრამ ერთმანეთის-
თვის ხმა არ გაუციათ, სალამი არ მიუციათ. ახალგაზრდა კაცები
პირველები შევიდნენ, პეტრ პეტროვიჩმა კი განგებ, ზრდილო-
ბისთვის შეიგვიანა, ვითომ პალტოს იხდიდა შესასვლელში. პულ-
ხერია ალექსანდროვნა მაშინვე გარეთ გამოეგება. დუნია ძმას
მიესალმა.
პეტრ პეტროვიჩი შევიდა და საკმაოდ თავაზიანად, თუმცა გა-
ორკეცებული სიდარბაისლით მიესალმა ქალებს. მაგრამ ისე იც-
ქირებოდა, დაბნეულია თითქოს და ჯერ ვერ გამორკვეულაო.
შემკრთალმა პულხერია ალექსანდროვნამაც მაშინვე მიიპატიჟა
სტუმრები მრგვალ მაგიდასთან, რომელზედაც ადუღებული სამო-
ვარი იდგა. დუნია და ლუჟინი ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ
მაგიდის აქეთ-იქით. რაზუმიხინი და რასკოლნიკოვი პულხერია
ალექსანდროვნას პირდაპირ მოხვდნენ – რაზუმიხინი ლუჟინის-
კენ, რასკოლნიკოვი დისკენ.
უცებ წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, პეტრ პეტროვიჩმა აუჩქა-
რებლად ამოიღო ბატისტის ცხვირსახოცი, რომელსაც ეტყობა,
ბლომად ჰქონდა სუნამონასხურები, და ცხვირი მოიხოცა; რო-
გორღაც ნაწყენი, შეურაცხყოფილი ჩანდა და მტკიცედ ჰქონდა
გადაწყვეტილი, განმარტება მოეთხოვა. დერეფანშივე გაიფიქრა
წეღან: აღარ გაეხადა პალტო, პირდაპირ გაბრუნებულიყო და
ამით სასტიკად დაესაჯა ორივე ქალი, ყველაფერი უცბად ეგ-
რძნობინებინა მათთვის, მაგრამ ვეღარ გაბედა. არც ის უნდოდა,
რომ მიზეზი არ გაეგო, რატომ არ შეასრულეს მისი ბრძანება:
ჩანს, რაღაც ამბავი იყო და ჯობდა ადრევე შეეტყო; დასჯას კი მუ-
დამ შეძლებდა.
– იმედია, მშვიდობიანად იმგზავრეთ, – მიმართა ოფიციალუ-
რი კილოთი პულხერია ალექსანდროვნას.
– მადლობა ღმერთს, მშვიდობიანად, პეტრ პეტროვიჩ.
– სასიამოვნოა ძალიან. თქვენ, ავდოტია რომანოვნა... ხომ
არ დაღლილხართ?
– მე, როგორც ახალგაზრდამ, გავუძელი, მაგრამ დედა კი
ძალიან დაიღალა, – უპასუხა დუნიამ.
– რა ვუყოთ გრძელი გზები გვაქვს მეტად. დიდია ეგრეთ წო-
დებული „დედა რუსეთი“... მაგრამ არაფრით შემეძლო გუშინ
დაგხვედროდით, თუმცა გულით მინდოდა. იმედი მაქვს, არაფე-
რი გაგიჭირდებოდათ.
– ოჰ, პეტრ პეტროვიჩ, – დაიწყო რაღაც საგანგებო კილოთი
პულხერია ალექსანდროვნამ, – საშინლად შევწუხდით. დროზე
რომ ღმერთს დმიტრი პროკოფიჩი არ მოევლინა, ვინ იცის, იქ-
ნებ სულაც დავკარგულიყავით. აგერ ისიც, დმიტრი პროკოფიჩ
რაზუმიხინი, – გააცნო ლუჟინს.
– პატივი მქონდა, გუშინ გამეცნო, – ჩაიდუდღუნა ლუჟინმა და
როგორღაც უსიამოვნოდ გადახედა რაზუმიხინს, მერე მოიღრუბ-
ლა და გაჩუმდა. ეტყობა, თავაზიანი უნდა ყოფილიყო პეტრ პეტ-
როვიჩი საზოგადოებაში, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. მაგ-
რამ, როგორც ამ ჯურის ხალხს სჩვევიათ, ეწყინებოდა თუ არა
რამე, მაშინვე ჰკარგავდა ღირსებას და გუდურას უფრო ემსგავსე-
ბოდა, ვიდრე თავაზიანსა და ცოცხალ ვაჟკაცს.
ისევ გაჩუმდნენ ყველანი: რასკოლნიკოვი ხმას არ იღებდა.
ავდოტია რომანოვნას კი დროზე ადრე არ უნდოდა სიჩუმე და-
ერღვია. რაზუმიხინსაც არაფერი ჰქონდა სათქმელი... პულხერია
ალექსანდროვნა ცოტათი შეწუხდა და ბოლოს ისევ მან დაიწყო
საუბარი.
– მარფა პეტროვნა გარდაიცვალა, შეიტყვეთ? – დაეკითხა
პეტრ პეტროვიჩს, რადგან ეს იყო ახლა მისი მთავარი სალაპა-
რაკო თემა.
– როგორ არა, შევიტყვე, მაშინვე შემატყობინეს და მივედი
კიდეც... ისიც გავიგე, რომ არკადი ივანიჩ სვიდრიგაილოვი ცო-
ლის დასაფლავების შემდეგ საჩქაროდ პეტერბურგში წამოსუ-
ლა... ყოველ შემთხვევაში, მე ასე შემატყობინეს.
– პეტერბურგში? – დაეკითხა შეშფოთებული დუნეჩკა და დე-
დას გადახედა.
– დიახ, პეტერბურგში, მაგრამ ეჭვი არ არის, მიზეზი ექნებო-
და, თუ მის ასე სასწრაფოდ წამოსვლას გავითვალისწინებთ.
– ღმერთო! ნუთუ აქაც არ დაანებებს თავს დუნეჩკას? – შეს-
ძახა პულხერია ალექსანდროვნამ.
– ჩემი აზრით, არც თქვენ, არც ავდოტია რომანოვნას არავი-
თარი ვალდებულება არ გაქვთ, თუ თვითონ არ მოისურვებთ მას-
თან რაიმე საქმის დაჭერას. რაც შემეხება მე, თვალს ვადევნებ
უკვე და დავეძებ, სად არის დაბინავებული..
– ეჰ, პეტრ პეტროვიჩ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ შემაში-
ნეთ! – განაგრძობდა პულხერია ალექსანდროვნა, – ორჯერ ვნა-
ხე სულ, მაგრამ საზარელ ადამიანად მეჩვენა. დარწმუნებული
ვარ, განსვენებული მარფა პეტროვნას სიკვდილის მიზეზიც ის იქ-
ნებოდა უთუოდ.
– ეგ კი ძნელი სათქმელია. ნამდვილი ცნობები მაქვს. არა-
ფერს ვიტყვი იმაზე, რომ იქნებ ხელიც შეუეწყო რაღაცნაირად
მეუღლის სიცოცხლის მოსწრაფებას, მაგრამ მისი საქციელისა და
პირადობის ზნეობრივ დახასიათებაში კი გეთანხმებით. არ ვიცი,
შეძლებულია ახლა, ან დაუტოვა რამე მარფა პეტროვნამ თუ...
ამაზე მალე მივიღებ ცნობებს, მაგრამ თუ ფული ჩაუვარდა ხელ-
ში, ეჭვი არ არის, პეტერბურგში ძველ დროსა და ოინებს მოიგო-
ნებს ისევ. საშინლად გარყვნილი და ზნედაცემული კაცია და მას-
ზე უარესი არც მეგულება ვინმე! საკმაო საბუთი მაქვს, ვიფიქრო,
რომ ვალიდან გამოხსნის გარდა, მარფა პეტროვნამ კიდევ სხვა
მხრივაც იხსნა: მის მონდომებასა და ზრუნვას უნდა მიეწეროს,
რომ ერთი ფრიად საზიზღარი საქმე რაღაც მხეცური მკვლელო-
ბისა, მიიჩქმალა. უიმისოდ არ ასცდებოდა. აი, როგორი კაცია,
თუ მართლა გინდათ, რომ იცნობდეთ.
– ოჰ! ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა პულხერია ალექსანდროვ-
ნამ.
რასკოლნიკოვი ყურადღებით უსმენდა.
– მართალს ამბობთ, რომ ნამდვილი ცნობები გაქვთ ამაზე?
– დაეკითხა დუნია დინჯად და მკაცრად.
– ვამბობ მხოლოდ იმას, რაც განსვენებულ მარფა პეტროვ-
ნასგან მქონდა საიდუმლოდ გაგონილი. მაგრამ უნდა შევნიშნო,
რომ იურიდიულად ბნელი საქმე იყო მეტად... აქ ცხოვრობდა და,
მგონი, კიდევაც ცხოვრობს ვინმე მევახშე უცხოელი ქალი რეს-
ლიხი, რომელიც მევახშეობის გარდა სხვა საქმეებსაც აგვარებ-
და. აი, ამ რესლიხთან სვიდრიგაილოვს ჰქონია ადრევე რაღაც
ახლო და საიდუმლო დამოკიდებულება. რესლიხთან ცხოვრობ-
და თურმე ვიღაც შორეული ნათესავი თუ დისწული, ასე თხუთმე-
ტი თუ თოთხმეტი წლის ყრუ-მუნჯი ქალი, რომელიც თურმე სა-
შინლად სძულდა რესლიხს. წარმოიდგინეთ, ხმელ ლუკმასაც კი
აყვედრიდა და ერთთავად უღვთოდ სცემდა საცოდავს. ბოლოს
დამხვრჩალი ნახეს ჩარდახში, მაგრამ დაამტკიცეს, რომ თავი
მოიკლა. ჩვეულებრივი გამოძიების შემდეგ საქმე სრულიად
გააუქმეს, მაგრამ დაასმინეს შემდეგში, რომ ბავშვი... სვიდრი-
გაილოვს ეწვალებინა უმოწყალოდ. მართალია დამტკიცებული
არაფერია... ხმა დავარდა მხოლოდ. მაინც დიდად საყურადღე-
ბო იყო ეს ხმა. რასაკვირველია, ავდოტია რომანოვნა, თქვენც
გექნებათ გაგონილი ამბავი შინაყმა ფილიპეს შესახებ, რომელიც
ამ ექვსი წლის წინ, ჯერ ისევ ბატონყმობის დროს მოკვდა მათ
სახლში და რომლის სიკვდილსაც უღმერთო ცემას მიაწერდნენ.
– პირიქით, გამიგონია თავად ჩამოიხრჩო თავიო.
– დიახ, დიახ, მაგრამ ბატონი სვიდრიგაილოვის მუდმივმა
დევნამ და წვალებამ აიძულა, თავი მოეკლა.
– არ ვიცი... – უპასუხა მკვახედ დუნიამ, – გამიგონია მხო-
ლოდ რაღაც უცნაური ამბავი, რომ ეს ფილიპე იპოქონდრიკი
იყო, ვიღაც ფილოსოფოსად შერაცხილი შინაურობაში; ამბობ-
დნენ, „ბევრი იკითხა“ და ამისგან დაავადდაო. დაცინვის მიზეზით
მოუკლავს ვგონებ თავი და არა სვიდრიგაილოვის ცემისა და
დევნის გამო. ჩემი იქ ყოფნის დროს კი კარგად ეპყრობოდა მუ-
დამ შინამოსამსახურეებს, უყვარდათ კიდეც თითქმის, თუმცა,
მართალია, ისინიც ამტყუნებდნენ, ფილიპე მისი მიზეზით მოკვდა-
ო.
– ვხედავ, ავდოტია რომანოვნა, რომ თითქოს მის გამარ-
თლებას ცდილობთ, – შენიშნა ლუჟინმა და პირი ორაზროვანი
ღიმილით დაეღრიჯა, – მართლა რომ ეშმაკი და მომხიბვლელი
კაცია ქალებისთვის, რის სამწუხარო მაგალითსაც ასე უცნაურად
წუთისოფელს გამოსალმებული მარფა პეტროვნა წარმოადგენს.
მინდოდა მხოლოდ, ჩემი რჩევით როგორმე დახმარება აღმომე-
ჩინა თქვენთვის და დედათქვენისთვის, რაკი კიდევ აქვს, ეტყობა,
რაღაც განზრახვა. რაც შემეხება მე, მტკიცედ ვარ დარწმუნებუ-
ლი, რომ მალე ისევ ვალებით აივსება და დააპატიმრებენ. არა-
სოდეს მარფა პეტროვნას არ ჰქონია განზრახვა, დაემტკიცებინა
რამე მისთვის, რაკი შვილები ჰყავდა; ამიტომაც, თუნდ ჰქონდეს
რამე დატოვებული მისთვის, მცირედი თუნდაც ან კიდევ უფრო
მეტიც, ეჭვგარეშეა, წელიწადსაც არ გასტანს, მისი ჩვეულება და
ხასიათი რომ ვიცი.
– გთხოვთ, პეტრ პეტროვიჩ, სვიდრიგაილოვზე ლაპარაკს
თავი დაანებოთ, – გააწყვეტინა დუნიამ, – მე ეს დარდებს მიშ-
ლის.
– ეს-ეს არის ახლა ჩემთან იყო, – ჩაერია უცბად რასკოლნი-
კოვი, რომელსაც ამდენ ხანს ხმა არ ამოუღია.
თითქმის ყველამ ერთდროულად შეჰყვირა; პეტრ პეტროვი-
ჩიც კი აღელდა.
– ამ საათ-ნახევრის წინ შემოვიდა, მეძინა, გამაღვიძა და გა-
მომეცნაურა, – განაგრძობდა რასკოლნიკოვი, – საშინლად ცოც-
ხლად და მხიარულად ეჭირა თავი და იმედი აქვს დიდი, რომ მე
და ის უთუოდ ერთმანეთს შევეწყობით. სხვათა შორის, დუნია, ძა-
ლიან უნდა, ერთხელ მაინც გნახოს როგორმე, რისთვისაც
შუამავლობას მთხოვდა. შენთან რაღაც წინადადება აქვს; მისი
შინაარსიც გამიმხილა... გარდა ამისა, შემატყობინა, რომ მარფა
პეტროვნას სიკვდილის წინ ერთი კვირით ადრე, ანდერძით შენ-
თვის სამასი თუმანი დაუტოვებია, რომელსაც, თუ ისურვებ, ძალი-
ან მალე მიიღებ.
– მადლობა ღმერთს! – შეჰყვირა პულხერია ალექსანდროვ-
ნამ და პირჯვარი გადაიწერა, – ილოცე, დუნია, მისი სულისთვის!
– ეგ მართალია, – წამოსცდა უცბად ლუჟინს.
– მერე, მერე? რაო კიდევ? – აჩქარებდა დუნეჩკა.
– მითხრა კიდევ, რომ თვითონ დიდი სიმდიდრე არა აქვს,
მამული ბავშვებს დარჩენია, რომლებიც ახლა დეიდასთან ცხოვ-
რობენ... მითხრა ისიც, რომ ჩემს ახლომახლო დაბინავებულა,
მაგრამ სად, არ ვიცი, არ მიკითხავს...
– რაო მაინც, რა წინადადება აქვს დუნეჩკასთან? – დაეკითხა
შეშინებული პულხერია ალექსანდროვნა, – გითხრა რამე?
– როგორ არ მითხრა...
– რაო, რა მინდაო?
– მერე გეტყვით, – რასკოლნიკოვი გაჩუმდა, ჩაის სმას შეუდ-
გა.
პეტრ პეტროვიჩმა საათი ამოიღო ჯიბიდან და დახედა.
– უეჭველად უნდა წავიდე, საქმე მაქვს და აღარც თქვენ შე-
გიშლით ხელს, – დასძინა თითქოს ცოტა ნაწყენი კილოთი და
წამოდგომა დააპირა.
– დარჩით, პეტრ პეტროვიჩ, აკი მთელ საღამოს ჩვენთან
აპირებდით ყოფნას. მეორეც, თქვენვე იწერებოდით, დედასთან
მაქვს რაღაც მოსალაპარაკებელიო.
– დიახ, ასეა, ავდოტია რომანოვნა, – მიუგო გულისხმიერად
პეტრ პეტროვიჩმა და ისევ ჩამოჯდა სკამზე, მაგრამ ქუდი კვლავ
ხელში ეჭირა, – მე მინდოდა მოლაპარაკება როგორც თქვენთან,
ისე დიდად პატივცემულ დედათქვენთან და საკმაოდ საყურადღე-
ბო საგანზედაც, მაგრამ როგორც თქვენს ძმას არ შეუძლია ბა-
ტონი სვიდრიგაილოვის ზოგიერთ წინადადებაზე ჩემთან ლაპა-
რაკი... ისე მეც არ მსურს და არ შემიძლია სხვების თანდასწრე-
ბით ზოგიერთ დიდად საყურადღებო საგნის თაობაზე საუბარი.
ამასთან, ჩემი თავიდათავი და დაბეჯითებითი თხოვნაც რომ შეს-
რულებული არ იქნა...
ლუჟინმა როგორღაც მწარე გამომეტყველება მიიღო და მე-
დიდურად შეწყვიტა ლაპარაკი.
– თქვენი თხოვნა, რომ ჩვენს შეხვედრას ძმა არ დასწრებო-
და, ჩემი სურვილით არ იქნა განგებ შესრულებული, – უპასუხა
დუნიამ, – და აი, რატომ: იწერებოდით, ვითომ ძმამ შეურაცხყო-
ფა მოგაყენათ; ამიტომაც გადავწყვიტე, ახლავე გავრკვეულიყა-
ვით ერთმანეთში და შერიგებულიყავით. თუ მართლა შეურაც-
ხგყოთ როდიამ, მოვალე იქნება და მოიხდის კიდეც ბოდიშს.
პეტრ პეტროვიჩმა მაშინვე თავი გამოიდო.
– ავდოტია რომანოვნა, არსებობს ისეთი შეურაცხყოფა,
რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, რაც უნდა გულით გინდო-
დეთ. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, რომლის გადალახვაც
სახიფათოა მეტად, იმიტომ, რომ აღდგენა წინანდელი განწყობი-
ლებების, შეუძლებელია მერე.
– ამას კი არ გეუბნებოდით, – გააწყვეტინა ცოტა მოუთმენ-
ლად დუნიამ, – გაიგეთ კარგად, რომ მთელი ჩვენი მომავალი
ახლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე გამოირკვევა და
გადაწყდება ეს საქმე. გეუბნებით პირდაპირ, რომ უამისოდ ვერ
წარმომიდგენია. თუ რამდენადმე მაინც ძვირფასად მიგაჩნიათ
ჩემი თავი, უთუოდ დღესვე უნდა გადაწყვიტოთ და დაასრულოთ
ყველაფერი, თუმცა ვიცი, შეიძლება ძნელიც იყოს ეს თქვენთვის.
გიმეორებთ, რომ თუ დანაშაული ძმას მიუძღვის, ბოდიშს მოიხ-
დის.
– მიკვირს სწორედ, ავდოტია რომანოვნა, რომ ასე აყენებთ
საკითხს, – უფრო და უფრო ცხარობდა ლუჟინი, – შეიძლება პი-
რადად თქვენ დიდადაც გაფასებდეთ და ძალიან მიყვარდეთ,
მაგრამ ამავე დროს, თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი არ მიყ-
ვარდეს. თქვენგან ჩემი გაბედნიერება შეუძლებელ რამე მოვა-
ლეობას ვერ დამაკისრებს...
– ეჰ, თავი დაანებეთ, პეტრ პეტროვიჩ, წყენას, – გააწყვეტინა
გულმოსულად დუნიამ, – დარჩით ისევ გონიერ და კეთილშობილ
ადამიანად, როგორადაც დღემდე გიცნობდით და მსურს, ამას
იქითაც გიცნობდეთ. მე თქვენ მოგეცით სიტყვა და ვასრულებ
თქვენს ცოლობას; მენდეთ, მაშ, რომ ამ საქმეშიც შევძლებ პი-
რუთვნელად მსჯავრის დადებას. ჩემგან ნებაყოფლობით მოსა-
მართლეობა ამ შემთხვევაში ჩემი ძმისთვისაც ისევე მოულოდნე-
ლი ამბავია, როგორც თქვენთვის. დღეს, თქვენი წერილის შემ-
დეგ რომ მოვიწვიე, დასწრებოდა ჩვენს შეხვედრას, ჩემი გან-
ზრახვის არაფერი იცოდა. გაიგეთ, რომ, თუ თქვენ შორის შერი-
გება არ მოხდება, ორში ერთი: ან ძმა, ან თქვენ უნდა აგირჩიოთ.
თქვენგანაც ასეა საკითხი დაყენებული და ძმისგანაც. არ მსურს
და არ უნდა მოვტყუვდე არჩევანში. ორში ერთს უნდა გამოვეთ-
ხოვო: თქვენთვის ძმას, ძმისთვის თქვენ. მინდა და გავიგებ კიდეც
უეჭველად: ძმა არის მართლა ჩემი თუ არა? თქვენ კიდევ –
ძვირფასი ვარ თქვენთვის და მაფასებთ თუ არა?..
– ავდოტია რომანოვნა, – დაიწყო მობუზვით ლუჟინმა, –
დიდმნიშვნელოვანია მეტად თქვენი სიტყვები, უფრო მეტს ვიტ-
ყვი, თითქმის საწყენიც კი, თუ ჩემს თქვენდამი დამოკიდებულებას
ვიგულისხმებთ. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ მე და თქვენი ძმა,
ჩემდა სამწუხაროდ და გასაკვირად, ერთმანეთს შეგვადარეთ.
თქვენი ნათქვამიდან ის აზრი გამომაქვს, რომ შესაძლებლად
ცნობთ თქვენი სიტყვითაც დაარღვიოთ. მეუბნებით: „ან თქვენ, ან
ისო!“ მაშასადამე, მიმტკიცებთ ამით, რამდენად არად მაგდებთ...
ეს კი ჩვენ შორის დღეს არსებული დამოკიდებულების და პირო-
ბის მიხედვით, შეუძლებლად მიმაჩნია...
– როგორ! – აენთო დუნია, – გვერდით გიყენებთ იმას, ვინც
დღემდე ჩემთვის უძვირფასესი იყო, მთელ ჩემს სიცოცხლეს შე-
ადგენდა, და გწყინთ კიდეც, რომ ნაკლებად გაფასებთ?!
რასკოლნიკოვს ჩუმად და გესლიანად გაეღიმა, რაზუმიხინიც
მთლად აიმღვრა; მაგრამ პეტრ პეტროვიჩმა არად ჩააგდო ეს
სიტყვები; პირიქით, თანდათან მეტად ბრაზობდა და ცხარობდა.
– მომავალი ცხოვრების თანამგზავრის, მეუღლის სიყვარუ-
ლი ძმის სიყვარულს უნდა ჭარბობდეს, – წარმოთქვა დარიგების
კილოთი, – ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გატოლება შეუძლებლად
მიმაჩნია... მართალია, უარზე ვიდექი წეღან, თქვენი ძმისთვის მი-
მეცა განმარტება, თუ რისთვის მოვედი, მაგრამ მივმართავ მაინც
დიდად პატივცემულ დედათქვენს და ვთხოვ ამიხსნას ჩემთვის მე-
ტად საჭირო რამ. გუშინ თქვენმა შვილმა, – მიუბრუნდა პულხე-
რია ალექსანდროვნას, – ბატონი რასუდკინის თანდასწრებით
(თუ... უკაცრავად, თქვენი გვარი დამავიწყდა, – დაუკრა თავა-
ზიანად თავი რაზუმიხინს) შეურაცხმყო იმით, რომ დაამახინჯა ჩე-
მი აზრი, რომელიც, გახსოვთ, მაშინ გამოვთქვით თქვენთან კერ-
ძო ლაპარაკში, ყავის სმის დროს, რომ ცოლქმრობისთვის სჯობს
ღარიბი ქალის შერთვა, რომელსაც მწარე ცხოვრება უკვე ნაცა-
დი აქვს, ვიდრე კმაყოფილის-მეთქი, რადგანაც ზნეობრივად ეს
უფრო სასარგებლოა. თქვენმა შვილმა კი უაზროდ გააზვიადა ჩე-
მი სიტყვები და რაღაც ბოროტი განზრახვა მომაწერა, რის საბუ-
თადაც, ჩემი აზრით, თქვენი საკუთარი წერილი გამოიყენა. ბედ-
ნიერი ვიქნები, პულხერია ალექსანდროვნა, თუ საწინააღმდეგოს
დამიმტკიცებთ და დამამშვიდებთ. მაცნობეთ, გეთაყვა, რა სიტ-
ყვებით გადაეცით მაშინ როდიონ რომანოვიჩს ეს ჩემი ნათქვამი?
– არ მახსოვს სწორად, – დაიბნა პულხერია ალექსანდროვ-
ნა, – გადავეცი ისე, როგორც გავიგე. მაგრამ, როგორ გადმოგ-
ცათ როდიამ, ეგ აღარ ვიცი... იქნებ გააზვიადა რამე.
– თუ არა თქვენი ჩაგონებით, ისე ვერ გააზვიადებდა.
– პეტრ პეტროვიჩ, – ღირსეულად წარმოთქვა პულხერია
ალექსანდროვნამ, – თქვენი ნათქვამი ცუდად არ გაგვიგია... არც
მე და არც დუნიას, ამას ისიც ამტკიცებს, რომ აქ გვხედავთ.
– კარგია, კარგია, დედა! – შენიშნა მოწონების კილოთი დუ-
ნიამ.
– ეტყობა, აქაც მე ვყოფილვარ დამნაშავე! – იწყინა ლუჟინ-
მა.
– ასე, პეტრ პეტროვიჩ, თქვენ სულ როდიონს ამტყუნებთ
ყველაფერში, წეღან კი თვითონ თქვენვე მოიწერეთ მასზე
ტყუილი, – დასძინა გამხნევებულმა პულხერია ალექსანდროვნამ.
– არ მახსოვს, რა მოვიწერე ასეთი.
– რა და ის, – დაიწყო მკაცრად რასკოლნიკოვმა და არ
შეუხედავს ლუჟინისთვის – რომ მოგიწერიათ, ვითომ გუშინ ფუ-
ლი დაშავებულის ქვრივისთვის კი არ მიმეცეს, როგორც სინამ-
დვილეში იყო, არამედ მისი ქალისთვის (რომელიც გუშინდლამ-
დე თვალით არც კი მინახავს სადმე). მოსწერეთ ეს განგებ, რომ
ერთმანეთში უსიამოვნება მოგვსვლოდა, და ქალის ყოფაქცევაც
საზიზღრად დაუხასიათეთ, თუმცა ცნობით სრულებით არ იც-
ნობთ. ყოველივე ეს კი ჭორი და საძაგლობაა.
– უკაცრავად, ბატონო ჩემო, – უპასუხა სიბრაზისგან აკანკა-
ლებულმა ლუჟინმა, – იმიტომ შევეხე მხოლოდ თქვენს მოქმედე-
ბას და თვისებებს ისე ვრცლად წერილში, რომ ნათხოვარი მქონ-
და დედათქვენისგანაც და დისგანაც, მეცნობებინა, როგორ
მდგომარეობაში გნახავდით, ან რა შთაბეჭდილებას მოახდენდით
ჩემზე! რაც შეეხება წერილის შინაარსს, გეუბნებით: იპოვეთ, აბა,
თუნდ ერთი სტრიქონი, სადაც სიმართლე არ წერია. ტყუილია
განა, რომ ფული მთლიანად დახარჯეთ? ან ის, რომ ოჯახში,
რომელსაც უბედურება ეწია, უღირსი ხალხი არ არის?
– ჩემი აზრით კი, მთელი თქვენი ღირსებებით იმ უბედური
ქალის ფრჩხილადაც არ ღირხართ, რომელსაც...
– მაშ, არ მოგერიდებოდათ და...
– კიდეც მოვიქეცი აგრე, თუ მართლა გულით გინდათ,
გაიგოთ...
– როდია! – შეჰყვირა პულხერია ალექსანდროვნამ.
დუნეჩკა გაწითლდა; რაზუმიხინმაც წარბები შეიჭმუხნა. ლუ-
ჟინმა გესლიანად და მედიდურად ჩაიცინა.
– კარგია, თქვენვე ხედავთ, ავდოტია რომანოვნა, – მიუგო
ლუჟინმა, – შეიძლება შერიგება თუ არა? იმედი მაქვს, ახლა სა-
მუდამოდ გამოირკვა და გადაწყდა საქმე. მე კი წავალ, რომ ნა-
თესაური შეხვედრის სიამოვნებას და საიდუმლოების გამჟღავნე-
ბას ხელი არ შევუშალო (წამოდგა სკამიდან და ქუდი აიღო), მაგ-
რამ მივდივარ იმ იმედით, რომ შემდგომში ასეთ მოულოდნელ
შეხვედრასა და შეთანხმებას ადგილი აღარ ექნება. განსაკუთრე-
ბით კი ამას თქვენ გთხოვთ, დიდად პატივცემულო პულხერია
ალექსანდროვნა, მით უფრო, რომ წერილი თქვენს სახელზე
იყო გამოგზავნილი და არა ვინმე სხვის სახელზე.
ცოტა არ იყოს, იწყინა პულხერია ალექსანდროვნამ.
– ასეთ რამეს რატომ გვიპირებთ, პეტრ პეტროვიჩ. დუნიამ
არ იყო, რომ გიამბოთ, რატომ არ იქნა თქვენი თხოვნა შესრუ-
ლებული: კეთილი განზრახვა ჰქონდა, ვგონებ, დუნიას. მარ-
თლაცდა, წერილითაც ისე მწერთ, თითქოს მიბრძანებდეთ. ნუთუ
ყოველი თქვენი სურვილი ბრძანებად უნდა მივიღოთ? მე კი, პი-
რიქით, მოგახსენებთ, რომ ახლა უფრო მეტი თავაზიანობითა და
ზრდილობით უნდა გვეპყრობოდეთ, მგონი; იმიტომ, რომ ყველა-
ფერს თავი დავანებეთ, გენდეთ და აქ ჩამოვედით. მაშასადამე,
უამისოდაც თქვენს სურვილსა და ბრძანებას ვერსად წავუვალთ
თითქმის.
– სიმართლეს მოკლებულია ეგ, ცოტა არ იყოს, პულხერია
ალექსანდროვნა, განსაკუთრებით კი ახლა, როცა ნამდვილად
იცით, რომ მარფა პეტროვნამ სამი ათასი მანეთი გიანდერძათ,
რაც ჩემი აზრით, მალე შეეტყო თქვენს კილოს, – დასძინა გეს-
ლიანად ლუჟინმა.
– ეგ თქვენი შენიშვნა მართლაც გამხელთ, რომ ჩვენი უსახ-
სრობისა და უმწეობის იმედი გქონდათ, – უპასუხა გაცხარებით
დუნიამ.
– ახლა ხომ მაინც აღარ შემიძლია მაგ იმედით ვიყო, განსა-
კუთრებით კი, არ მსურს ხელი შეგიშალოთ, გაიგოთ, რა საიდუმ-
ლო წინადადებას გაძლევთ არკადი ივანიჩ სვიდრიგაილოვი
თქვენი ძმის პირით; მით უფრო, რომ ვხედავ, თქვენთვის დიდი
და მეტად სასიამოვნო მნიშვნელობაც უნდა ჰქონდეს.
– ოჰ, ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა პულხერია ალექსანდროვ-
ნამ.
რაზუმიხინი თავს ძლივს იმაგრებდა სკამზე.
– ახლაც აღარ გრცხვენია, დაო? – დაეკითხა რასკოლნიკო-
ვი.
– მრცხვენია, როდია, მრცხვენია! – მიუგო დუნიამ, – პეტრ
პეტროვიჩ, გადით ახლავე აქედან! – მიმართა ლუჟინს ბრაზისგან
მთლად გაფითრებულმა.
არ მოელოდა ეტყობა, პეტრ პეტროვიჩი ამას. დიდი იმედი
ჰქონდა მეტად თავისი თავისაც და თავის მსხვერპლთა უმწეობი-
საც. არ დაიჯერა ახლაც კი. გაფითრდა, ტუჩები აუცახცახდა.
– ავდოტია რომანოვნა, იცოდეთ, თუ გავალ და მასთან ასე-
თი გზის დალოცვით, იფიქრეთ კარგად, აღარასოდეს უკან აღარ
დავბრუნდები.
– რა თავხედობა და საძაგლობაა! – შეჰყვირა დუნიამ და
საჩქაროდ ფეხზე წამოდგა, – არ მსურს, რომ დაბრუნდეთ უკან.
– ხედავთ, როგორ არის საქმე! – შეჰყვირა ლუჟინმა, რო-
მელსაც უკანასკნელ წუთამდე ვერ დაეჯერებინა, თუ საქმე ასე
დაბოლოვდებოდა; ამიტომაც მთლად დაიბნა და აირია, – ხე-
დავთ, მაშ, როგორ ყოფილა?.. მაგრამ თქვენ კარგად იცით, ავ-
დოტია რომანოვნა, რომ შეწინააღმდეგებაც შემიძლია!
– რა უფლება გაქვთ, აგრე ელაპარაკოთ! – გამოექომაგა
ცხარედ პულხერია ალექსანდროვნა, – რას გულისხმობთ? ან რა
უფლება გაქვთ? როგორ არა, მივართმევთ კი თქვენისთანას
ჩემს დუნეჩკას?! მოგვშორდით, თავი დაგვანებეთ! ჩვენივე ბრა-
ლია, რომ უსამართლოდ მოვიქეცით, ყველაზე მეტად კი ჩემი...
– მაშ, რა იყო პულხერია ალექსანდროვნა, – ცხარობდა გა-
ცოფებული ლუჟინი, – თქვენ არ იყო, სიტყვა რომ მომეცით,
ხელ-ფეხი შემიკარით, ახლა კი უარს ამბობთ... ამას გარდა...
ხარჯიც გამაწევინეთ?
იქამდე დამახასიათებელი იყო პეტრ პეტროვიჩის ეს საყვე-
დური, რომ შეკავებული ბრაზისგან გაფითრებულმა რასკოლნი-
კოვმა ვეღარ შეიმაგრა თავი და გადაიხარხარა. პულხერია
ალექსანდროვნამ მთლად დაკარგა მოთმინება.
– ხარჯი გაგაწევინეთ? რა ხარჯი? იქნებ სკივრს გულის-
ხმობთ, რომელიც ვიღაც კონდუქტორს ჩამოატანინეთ მუქთად?
ღმერთო ჩემო, როგორ?.. ხელ-ფეხიც ჩვენ შეგიკარით? გონს
მოდით, პეტრ პეტროვიჩ, რას ამბობთ? თქვენ შეგვიკარით ხელ--
ფეხი და არა ჩვენ!
– კმარა, გეთაყვა, დედა! – შესთხოვა ავდოტია რომანოვნამ,
– პეტრ პეტროვიჩ, ქენით წყალობა, გთხოვთ გაგვშორდით!
– წავალ, მაგრამ ერთს კიდევ გეტყვით უკანასკნელად! – შეს-
ძახა თითქოს გადარეულმა, – დედათქვენმა, ვგონებ, მთლად
დაივიწყა, რომ თქვენი შერთვა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც
მთელი ქალაქი თქვენზე ჭორაობდა. არად ჩავაგდე საზოგა-
დოების აზრი, თუმცა შემეძლო, რასაკვირველია, თქვენი ღირსე-
ბის აღდგენისთანავე მომეთხოვა, რომ მადლობა რითიმე გადა-
გეხადათ... მაგრამ ეს არ ვქენი... და აგერ, ახლაღა გავახილე
თვალები! თვითონვე ვხედავ, რომ წინდაუხედავად მოვიქეცი მე-
ტად, როდესაც საზოგადოების აზრი არ გავითვალისწინე...
– თავი მოსძულებია, თუ რა ხდება, ნეტავ! – შეჰყვირა უცბად
რაზუმიხინმა და სკამიდან წამოხტა, რომ თავისებურად გასწორე-
ბოდა.
– სულმდაბალი და ბოროტი კაცი ყოფილხართ! – უთხრა დუ-
ნიამ.
– კრინტი, ხმა არ დასძრა! არ გაინძრე! – შეჰყვირა რასკოლ-
ნიკოვმა და რაზუმიხინს გადაეღობა, შემდეგ ლუჟინს მიუახლოვ-
და და მშვიდად, მაგრამ გარკვევით შესძახა:
– გადით ახლავე აქედან და კრინტი, ხმა აღარ დასძრათ,
თორემ...
სიბრაზისგან დაღრეჯილი და გაფითრებული პეტრ პეტროვი-
ჩი რამდენიმე წამს შეჰყურებდა რასკოლნიკოვს, მერე მიბრუნდა
და წავიდა. მაგრამ იშვიათად თუ ვინმეს გაჰყოლია თან იმდენი
ბოროტება და სიძულვილი, რამდენიც იმჟამად ლუჟინს ჰქონდა
გულში ჩამარხული რასკოლნიკოვზე. მხოლოდ და მხოლოდ მას
ამტყუნებდა ყველაფერში. მაგრამ შესანიშნავია ის, კიბეზე რომ
ჩამოდიოდა, კიდევ ჰქონდა იმედი, საქმე როგორმე ისევ გამოებ-
რუნებინა. ქალებთან ხომ, ეჭვიც არ ეპარებოდა, „სულ ადვილად“
მოაგვარებდა ყველაფერს.
III

უმთავრესი ის იყო, რომ უკანასკნელ წუთამდე არ სჯეროდა,


თუ საქმე ასე დაბოლოვდებოდა. თავს იდებდა, მედიდურობდა.
არაფრის გულისთვის არ ეგონა, თუ ორი, ყოვლად უმწეო და
ღატაკი ქალი მის ბატონობას თავს დააღწევდა. ამას ხელს უწ-
ყობდა მეტისმეტი პატივმოყვარეობა და ის თავგასული რწმენა,
რომელიც ამხელდა თავისი თავის გადაჭარბებულ სიყვარულს.
არარაობიდან კაცად ქცეული პეტრ პეტროვიჩი ავადმყოფურად
შესტრფოდა თავის თავს, დიდად აფასებდა თავის ნიჭსა და ჭკუას
და ზოგჯერ, მარტოობისას, თავისი გამომეტყველებითაც კი ტკბე-
ბოდა სარკეში. მაგრამ ყველაზე მეტად დედამიწის ზურგზე, უყ-
ვარდა შრომითა და კიდევ ვინ იცის, რა საშუალებით ნაშოვნი
ფული: მისი წყალობით იყო, რომ ტოლად და სწორად უხდებო-
და ყველას, ვინც კი მასზე მაღლა იდგა.
ახლაც რომ ბოღმით აგონებდა დუნიას მასზე დაყრილ ჭო-
რებს, პეტრ პეტროვიჩი გულწრფელად ლაპარაკობდა და ნამ-
დვილად გრძნობდა გულისწყრომას, რომ სიკეთისთვის „მეტად
უმადურად მოეპყრნენ“. თუმცა კარგად იცოდა, ნიშნობის დროს-
ვე, რა სისულელე იყო და უაზრო ყველა ეს ჭორი, რომელიც
მარფა პეტროვნამაც უარყო საჯაროდ და ქალაქმაც დიდი ხანია,
დაივიწყა. ყველა დუნიას ამართლებდა. თვითონ პეტრ პეტროვი-
ჩიც არ უარყოფდა, რომ ყველაფერი ეს მაშინვე იცოდა. მაგრამ
დიდად აფასებდა მაინც საკუთარ გამბედაობას, რომ დუნიას შერ-
თვა გადაწყვიტა, გაიტოლა და ამ დონეზე მისი ამაღლება
მოისურვა, რასაც გმირულ საქციელად უთვლიდა საკუთარ თავს.
ასე გაამჟღავნა თავისი საიდუმლოდ ნალოლიავები აზრი და ვერ
მიმხვდარიყო ვერას გზით, სხვებს რატომ არ უკვირდათ და არ
ადიდებდნენ მის საგმირო საქმეებს მაშინაც, რასკოლნიკოვთან
რომ შევიდა... ასევე ჰქონდა წარმოდგენილი, როგორც კეთი-
ლისმყოფელი, მხოლოდ საამოსა და ტკბილ ქება-დიდებას მო-
ისმენდა. აი, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ასე შეურაცხყოფილი
და შერცხვენილი ჩადიოდა კიბეზე.
დუნია კი მართლაც საჭირო იყო მისთვის; უარის თქმა და
განშორება მასთან შეუძლებლად მიაჩნდა. დიდი ხანია, თითქმის
რამდენიმე წელიწადი, ტკბილად ოცნებობდა ქორწინებაზე, მაგ-
რამ ჯერ მხოლოდ ფულს აგროვებდა და იცდიდა. ღრმა საიდუმ-
ლოებით ფიქრობდა ხოლმე კეთილზნიანსა და ღარიბ (უთუოდ
ღარიბ), ძალიან ახალგაზრდა, მეტად ლამაზ, კეთილშობილსა
და განათლებულ ქალზე, რომელსაც ცხოვრებაში ბევრნაირი
უბედურება ექნებოდა ნაცადი; ქალი უნდა ყოფილიყო დამ-
ფრთხალი, შეშინებული და სავსებით მისი მორჩილი, მმთელი
სიცოცხლე თავის მხსნელად ჰყოლოდა წარმოდგენილი, მხო-
ლოდ ის მიეჩნია პატივისცემის ღირსად და თვალებში ეცქირა მუ-
დამ. ვინ იცის, რამდენი საამო სურათი შეუქმნია მის ოცნებას,
როდესაც ის საქმისგან მოცლილი ასე წაუყვანია ტკბილ ფიქ-
რებს! და აი, თითქმის უნდა შესრულებულიყო ამდენი ხნის ოცნე-
ბა: ავდოტია რომანოვნას სილამაზემ და განათლებამ უცბად მო-
ხიბლა; მისმა უმწეო, გაჭირვებულმა მდგომარეობამ ხომ მთლად
ფრთები შეასხა, სინამდვილემ თითქმის გადააჭარბა ოცნებას: მის
წინ წარდგა ამაყი, მტკიცე ხასიათის, სათნო ქალი, რომელიც გა-
ნათლებითა და აღზრდით მასზე ბევრად მაღლა იდგა (თვითო-
ნაც გრძნობდა ამას); და ასეთი არსება მზად იქნება, მთელი თა-
ვისი სიცოცხლე მისი მონა-მორჩილი და უსაზღვროდ მადლიერი
იყოს, მისი უზომო კრძალვა ჰქონდეს, თვითონ კი ამ დროს მისი
მბრძანებელი და ბატონი გახდება! თითქოს განზრახ, საუბედუ-
როდ, ეს რამდენიმე ხანი იყო, უსაზღვრო ფიქრისა და
მოსაზრება-ლოდინის შემდეგ, ბოლოს გადაწყვიტა სხვა, უფრო
დიდი საქმისთვის მოეკიდა ხელი და ნელ-ნელა მაღალ საზოგა-
დოებაში გარეულიყო. ამაზე ხომ დიდი ხანია სიამოვნებით ფიქ-
რობდა. ერთი სიტყვით, გადაწყვიტა, პეტერბურგში გადაეტანა
თავისი მოღვაწეობა. რასაკვირველია, ისიც იცოდა, რომ ქალე-
ბის დახმარებით „ძალიან“ ბევრის გაკეთება შეიძლებოდა. განათ-
ლებული, მშვენიერი და სათნო ქალის მომხიბვლელობას შეეძ-
ლო განსაცვიფრებლად დაემშვენებინა მისთვის გზა, მიეზიდა სა-
ზოგადოება და განედიდებინა... ახლა კი ყველაფერი ეს უცბად
ირღვეოდა, სამუდამოდ ქარწყლდებოდა! ეს საზიზღარი და
მოულოდნელი გაყრა მეხივით მოევლინა. რაღაც საზიზღარ და-
ცინვას ჰგავდა ყველაფერი!.. მხოლოდ ოდნავ გაცხარდა; ვერც
კი მოახერხა სათქმელის თქმა; იხუმრა, ცოტა გადააჭარბა და უც-
ბად კი ასე გათავდა საქმე!.. თავისებურად კიდეც უყვარდა დუნია,
ოცნებით თითქოს დაეუფლა კიდეც... არა!.. ხვალვე ისევ უნდა
აღადგინოს და გამოასწოროს როგორმე საქმე, უმთავრესად კი –
მოსპოს ეს დიდგულა ბიჭი, რომელსაც ჯერ რძე არ შეშრობია
ტუჩებზე და მისი შერცხვენის უმთავრესი მიზეზი კი გახდა. ავად-
მყოფური გრძნობით იგონებდა აგრეთვე, უნებურად, რაზუმი-
ხინს... მაგრამ მალე დამშვიდდა ამ მხრივ: „ისღა მაკლია, რომ
დამეტოლოს!“ მაგრამ ვისი ეშინოდა და ეფიქრებოდა ყველაზე
მეტად – ისევ სვიდრიგაილოვისა... ერთი სიტყვით, ბევრი რამ
ჰქონდა საზრუნავი და თავსატეხი.

***

– არა, არა, ყველაზე მეტად მე ვარ დამნაშავე! – იმეორებდა


დუნია და დედას ეხვეოდა, კოცნიდა, – ფულს დავეხარბე, მაგრამ
გეფიცები, ძმაო, არ ვიცოდი, ასეთი უღირსი კაცი თუ იყო. ადრე-
ვე რომ მცოდნოდა, გარწმუნებ, ასეთ მდგომარეობაში არ ჩავ-
ვარდებოდი!.. ნუ გამამტყუნებ, ძმაო!
– ღმერთმა დაგვიფარა! ღმერთმა! – ბუტბუტებდა როგორ-
ღაც უაზროდ პულხერია ალექსანდროვნა, თითქოს ჯერ კიდევ
ვერ მიმხვდარა, რაც თავს გადახდაო.
ყველას უხაროდა... ხუთი წუთის შემდეგ იცინოდნენ კიდეც.
დროდადრო მხოლოდ დუნეჩკა ფითრდებოდა და იღრუბლებო-
და, წარსულს რომ მოიგონებდა. პულხერია ალექსანდროვნას კი
წარმოდგენაც არ შეეძლო, თუ საქმის ასეთი დასრულებით გაიხა-
რებდა; ლუჟინთან საქმის გაწყვეტა ჯერ კიდევ დილით, საშინელ
უბედურებად მიაჩნდა. ყველაზე მეტად რაზუმიხინი იყო აღტაცე-
ბული. არ შეეძლო ჯერ კიდევ, სავსებით ამ თავისი აღტაცების
გამოხატვა, მაგრამ სიხარულისგან მთლად ცახცახებდა და
გრძნობდა, რომ გულიდან მძიმე ლოდივით რაღაც მოეშვა. ახ-
ლა კი უფლება აქვს, მთელი თავისი სიცოცხლე იმათ შესწიროს,
მათ ემსახუროს... ვინ იცის, კიდევ რა არ შეიძლება მოხდეს! ახ-
ლა უფრო დამფრთხალი იგერიებდა აზრებს, ეშინოდა ოცნების...
მარტოდმარტო რასკოლნიკოვი იჯდა თავის ადგილას უძრავად,
დაღვრემილი, დაბნეული. თითქოს ყველაზე მეტად მას სურდა
ლუჟინის განდევნა, ახლა კი აღარავითარ ყურადღებას აღარ აქ-
ცევდა. დუნიას ეგონა, კიდევ გაჯავრებულია ჩემზეო, პულხერია
ალექსანდროვნა კი შეშინებული, თვალს არ აშორებდა.
– რაო, რა გითხრა სვიდრიგაილოვმა? – დაეკითხა დუნია და
ახლოს მივიდა.
– ჰო, მართლა, მართლა! – შეჰყვირა პულხერია ალექსან-
დროვნამ.
რასკოლნიკოვმა თავი ასწია.
უთუოდ უნდა, ათასი თუმანი გაჩუქოს და ამასთანავე ითხოვს,
რომ ჩემი თანდასწრებით, ერთხელ უთუოდ გნახოს!
– ნახოს!.. არაფრის გულისთვის არ შეიძლება! – შეჰყვირა
პულხერია ალექსანდროვნამ, – არა, ან კი, როგორ უბედავს ფუ-
ლის შეძლევას!..
რასკოლნიკოვმა სვიდრიგაილოვთან შეხვედრის დეტალებიც
მოუთხრო მათ, მაგრამ მოკლედ. გამოტოვა მარფა პეტროვნაზე
ყველაფერი, რადგანაც არ უნდოდა მეტად გაეჭიანურებინა და
ეზიზღებოდა კიდეც ამაზე ლაპარაკი.
– მერე, რა პასუხი მიეცი? – ჰკითხა დუნიამ.
– ჯერ ვუთხარი, რომ არ გადმოგცემდი მის სიტყვებს, მაგრამ
მაშინ გამომიცხადა, თავადვე ვეცდები, პირადად ვნახოო. ირწმუ-
ნება, ვითომ მაშინდელი შენდამი ვნება ჟინი იყო მხოლოდ და
ახლა აღარაფერს გრძნობს შენდამი... არ უნდა მხოლოდ, რომ
ლუჟინს გაჰყვე ცოლად... ზოგადად კი, როგორღაც დაულაგებ-
ლად ლაპარაკობდა.
– თვითონ შენ როგორ გგონია, რითი ხსნი მის საქციელს, ჰა,
როდია? რას ფიქრობ?
– გამოგიტყდები, რიგიანად ვერაფერი გავიგე... ათას თუმანს
გთავაზობს, თანაც ამბობს, მდიდარი არ ვარო. ამბობს, მოგ-
ზაურობას ვაპირებო, ათი წუთის შემდეგ კი აღარაფერი ახსოვს.
უცბად ის მითხრა, ახლა ცოლს ვირთავ და საცოლეც მიჩენილი
მყავსო... რასაკვირველია, ცუდი რამ განზრახვა ექნება. მაგრამ
ისიც ძნელი დასაჯერებელია მეტად, ასე სულელურად დაეწყო
საქმე, მართლა რომ ცუდი რამ განზრახვა ჰქონდეს შენ მიმართ...
მე, რასაკვირველია, შენ მაგივრად, საბოლოოდ უარი ვუთხარი
ფულის მიღებაზე... მაინც უცნაურად მეჩვენა მეტად და.. თითქმის,
შეშლილადაც. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შემშლოდა. იქნებ,
მოტყუება უნდა. მარფა პეტროვნას სიკვდილს, ვგონებ, საკმაოდ
უმოქმედია...
– ღმერთო, ულხინე! – შეჰყვირა პულხერია ალექსანდროვ-
ნამ, – სულ იმისთვის ვილოცებ! რა გვეშველებოდა, დუნია, რომ
ის სამი ათასი მანეთი არ გაგვჩენოდა?! ღმერთო ჩემო! თითქოს
ზეცამ გადმოგვიგდოო. იცი, როდია, დღეს დილით სამი მანეთის
მეტი, კაპიკი აღარ გვქონდა და მე და დუნეჩკა საათის დაგირავე-
ბას ვაპირებდით, ოღონდაც მისთვის არ გვეთხოვა, ვიდრე თა-
ვადვე არ მიხვდებოდა.
უცნაურად გააოცა როგორღაც დუნია სვიდრიგაილოვის წინა-
დადებამ. იდგა ერთ ადგილას და ფიქრს მისცემოდა.
– საზარელი რამ აქვს უთუოდ განზრახული! – ჩაილაპარაკა
თავისთვის და კანკალმა აიტანა თითქოს.
რასკოლნიკოვმა შენიშნა, რომ დუნია მეტისმეტად იყო შეში-
ნებული.
– მგონია, თავს ვერ დავაღწევ და ბევრჯერ ვნახავთ კიდევ
ერთმანეთს, – უთხრა დუნიას.
– თვალი ვადევნოთ! მოვძებნი უთუოდ! – შესძახა ომახიანად
რაზუმიხინმა, – თვალს აღარ მოვაშორებ! როდიამ უკვე დამრთო
ნება. თვითონვე მითხრა წეღან: „დას გაუფრთხილდიო“. თქვენ,
ავდოტია რომანოვნა, თქვენც მაძლევთ ნებას?..
დუნიამ გაიღიმა და ხელი გაუწოდა, მაგრამ ფიქრი და ზრუნ-
ვა მაინც არ სცილდებოდა სახიდან. პულხერია ალექსანდროვნაც
მოკრძალებითა და შიშით შეჰყურებდა; მაგრამ სამასმა თუმანმა
მაინც დაამშვიდა თითქოს.
თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე მხიარული და ცოცხალი ლაპა-
რაკი გაჩაღდა. რასკოლნიკოვიც კი რამდენიმე ხანს ყურადღე-
ბით უსმენდა ყველას, თუმცა თვითონ არ ლაპარაკობდა. ყველა-
ზე მეტს რაზუმიხინი მჭევრმეტყველებდა.
– ან კი, რისთვის უნდა წახვიდეთ, ნეტავ! – ეკითხებოდა აღ-
ტაცებული, – პატარა ქალაქში რა უნდა გააკეთოთ? მაშინ, რო-
დესაც აქ ყველანი ერთიმეორისთვის საჭირონი ხართ; რომ იცო-
დეთ, როგორ სჭირდებით ერთმანეთს! რამდენსამე ხანს მაინც...
მეც მეგობრად მიგულეთ, შემიამხანაგეთ და გარწმუნებთ, ისეთი
საქმე დავიწყოთ, რომ... ყური დამიგდეთ... ყველაფერს დაწვრი-
ლებით გიამბობთ, – მთელ ჩემს პროექტს გაგაცნობთ! დილითვე
მომივიდა ფიქრად, ჯერ რომ არაფერი იყო გადაწყვეტილი, მა-
შინ... მოგახსენებთ, საქმე რაშია: ერთი ბიძა მყავს (გაგაცნობთ;
საუცხოო ხასიათის, პატიოსანი ბერიკაცი), რომელსაც ასიოდე
თუმანი ფული აქვს შეგროვებული; თვითონ პენსიას იღებს, ამით
ცხოვრობს, არაფერი უჭირს. მეორე წელიწადია აგერ, ჩამციებია,
ეს ფული გამოვართვა და ექვს-ექვსი პროცენტი სარგებელი ვაძ-
ლიო. ვიცი, რატომაც ირჯება ასე: ვითომ უნდა, რომ დამეხმა-
როს. შარშან მართალია, არ მინდოდა, არ გამოვართვი, მაგრამ
წელს მის ჩამოსვლას ველოდი კიდეც. გადავწყვიტე, გამოვარ-
თვა. თქვენს ას თუმანს ჩამოხვალთ სამასიდან და შევერთდებით;
პირველ ხანებში მეტი არ გვინდა. მერე რა უნდა ვაკეთოთ?..
და დაიწყო რაზუმიხინმა თავისი პროექტის განმარტება, რომ
თითქმის ყველა წიგნის გამომცემელსა და წიგნებით მოვაჭრეს
არაფერი გაეგება რა თავისი საქმისა და ამიტომაც, ძალზე ცუდი
გამომცემლები არიან, რადგანაც ფასი თავისი საქონლის არ იცი-
ან. კარგი გამოცემები კი მშვენივრად იყიდება და სარგებელსაც
საკმაოდ დიდს იძლევა. რაზუმიხინი სწორედ ამ საქმეზე მუშაობ-
და... ის ხომ უკვე ორი წელიწადი იყო, სხვებისთვის მუშაობდა და
სამი ევროპული ენა საკმაოდ კარგად იცოდა, თუმცა, მართალია,
სამი დღის წინ რასკოლნიკოვს შესჩივლა, გერმანული არ ვიციო,
რომ ამით რასკოლნიკოვისთვის ნახევარი სამუშაო და სამი მანე-
თი ბედ აეღებინებინა. იცრუა მაშინ რაზუმიხინმა და რასკოლნი-
კოვმაც იცოდა კარგად, რომ ტყუოდა.
– რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ჩვენი ცოდნითა და უნა-
რით, როდესაც უმთავრესი საშუალება – საკუთარი ფულიც – გა-
გაჩნია? – ცხარობდა რაზუმიხინი, – რასაკვირველია, დიდი შრო-
მაა საჭირო, მაგრამ ვიშრომებთ კიდეც, თქვენ, ავდოტია რომა-
ნოვნა, მე და როდიონი... ზოგიერთი გამოცემა მშვენიერ მოგებას
იძლევა! უმთავრესი კი ის არის აქ, რომ გვეცოდინება, რა უნდა
ვთარგმნოთ. ვთარგმნით კიდეც, გამოვცემთ კიდეც!.. შეიძლება
ახლა გამოგადგეთ რამეში, იმიტომ, რომ გამოცდილება მაქვს.
აგერ, ორი წელიწადია გამომცემლობებში დავძრწივარ სულ და
ყველა მათი საიდუმლო და საქმე ვიცი; მერწმუნეთ, სასწაულს
როდი ახდენენ! არა, გემრიელი ლუკმა ხელიდან რისთვის გავუშ-
ვათ? მე თვითონ ვიცი ახლა ორი-სამი ისეთი თხზულება, რომ-
ლის დასახელებისთვის, მარტო რომ გადაითარგმნოს და გა-
მოიცეს, ას-ას მანეთს სიამოვნებით გაიღებდა ყველა... ერთი კი
ისეთი ვიცი, რომ მის გამოცემაში ხუთასსაც არ დავთანხმდებოდი.
მერე რა გგონიათ, რომ ვუთხრა ვინმეს, იქნებ არც კი დაიჯერონ
და საეჭვოდ გახადონ, იმიტომ, რომ ბრიყვები არიან, სხვა არა-
ფერი!.. რაც შეეხება ბეჭდვის, სტამბის, ქაღალდისა და გაყიდვის
საქმეს, ეს კი მე მომანდეთ! ყველა ხვრელი და გზა ხუთი თითი-
ვით ვიცი, ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. მცირედით დავიწ-
ყოთ... დიდი გახდება; ყოველ შემთხვევაში, ცხოვრების სახსარი
ხომ გაგვიჩნდება და ჩვენსასაც დავიბრუნებთ...
დუნიას თვალები გაუბრწყინდა.
– ძალიან მომწონს, რასაც ამბობთ, დმიტრი პროკოფიჩ, –
მიუგო დუნიამ.
– მე, რასაკვირველია, არაფერი გამეგება, – ჩაერია პულხე-
რია ალექსანდროვნა, – იქნებ მართლა კარგიც იყოს, მაგრამ
ღმერთმა იცის... ახალი და უცნაური საქმეა. რასაკვირველია,
დროებით მაინც ჩვენი აქ დარჩენა საჭიროა...
და ამ სიტყვებზე როდიას გადახედა.
– შენ რაღას ფიქრობ, ძმაო? – შეეკითხა დუნია.
– ჩემი ფიქრით, აზრი მშვენიერია, – მიუგო როდიონმა, –
ფირმის დაარსებაზე ფიქრი ჯერ, რასაკვირველია, ადრეა, მაგ-
რამ ხუთი-ექვსიოდე წიგნი მართლაც შეიძლება სახეიროდ გამო-
ცემულიყო. თვითონ მეც ვიცი ერთი თხზულება, რომელიც უეჭვე-
ლად უცბად გავრცელდებოდა და გაიყიდებოდა... რაც შეეხება
საქმის რიგიანად წაყვანას... მაგას ეგ... ეჭვი არ არის, მშვენივ-
რად მოახერხებს... რადგანაც საქმე კარგად ესმის... მაგრამ დრო
ჯერ ბევრი გაქვთ, მორიგდებით...
– ვაშა! – შეჰყვირა რაზუმიხინმა, – მოიცადეთ, რა გითხრათ:
აქვე, ამ სახლში, ამავე სახლის პატრონს ცალკე ბინა აქვს. ამ
ნომრებთან საერთო არაფერი აქვს; შესასვლელიც ცალკე აქვს.
სამი ოთახია მოწყობილი, ფასიც ზომიერია. მოდით და პირვე-
ლად ის იქირავეთ. საათს ხვალვე დაგიგირავებთ და ფულს მო-
გიტანთ: მერე კი ყველაფერი თავისთავად მოეწყობა... უმთავრე-
სი კი ის არის, რომ სამივენი ერთად იცხოვრებთ... როდიაც
თქვენთან იქნება... რაო, საით აპირებ წასვლას, როდია?
– როგორ, წასვლას აპირებ უკვე? – დაეკითხა თითქმის შეში-
ნებული დედა ვაჟიშვილს.
– ისიც ამ დროს! – შეიცხადა რაზუმიხინმა.
განცვიფრებული დუნიაც უნდობლად შეჰყურებდა ძმას. რას-
კოლნიკოვს ხელში ქუდი ეჭირა, წასასვლელად ემზადებოდა.
– რა მოხდა?.. მმარხავთ თუ სამუდამოდ მემშვიდობებით? –
ჩაილაპარაკა როგორღაც უცნაურად... თითქოს გაიღიმა კიდეც...
– მაგრამ, ვინ იცის, იქნებ უკანასკნელადაც ვხედავთ ერთმა-
ნეთს, – დასძინა მოულოდნელად.
გულში გაივლო ეს მხოლოდ ფიქრად, მაგრამ როგორღაც
უნებურად წამოსცდა.
– რას ამბობ, რა დაგემართა? – შეჰყვირა დედამ.
– რაო, სად მიხვალ, როდია? – როგორღაც ანგარიშმიუცემ-
ლად წამოროშა დუნიამ.
– ისე, საჭიროა ჩემთვის, – მიუგო ბუნდოვნად, თითქოს ყოყ-
მანობს და ვერ გაუბედავს, რა უნდა თქვასო; მაგრამ გაფითრე-
ბულ სახეზე ნათლად ეტყობოდა როდიას, რომ მტკიცედ ჰქონდა
რაღაც გადაწყვეტილი.
– მინდოდა მეთქვა... აქ რომ მოვდიოდი... მინდოდა მეთქვა
თქვენთვის, დედაჩემო... და შენთვისაც, დუნია, რომ უმჯობესი იქ-
ნებოდა, თუ გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთს არ
ვნახავთ, იმიტომ, რომ ცუდად ვგრძნობ თავს, მოუსვენრად ვარ...
მერე მოვალ... თვითონ მოვალ, როდესაც შესაძლებელი იქნე-
ბა... მახსოვხართ და მიყვარხართ... მაგრამ თავი დამანებეთ!
დამტოვეთ მარტო!.. ასე გადავწყვიტე წინათვე... ნამდვილად გა-
დავწყვიტე... დავიღუპები თუ არა, სულერთია, მინდა მარტო ვი-
ყო, დამივიწყეთ... უკეთესია... ნურც რამის შეტყობინებას მოისურ-
ვებთ ჩემზე... როცა საჭირო იქნება, თავადვე მოგაგნებთ... ან...
მოგიხმობთ... იქნებ, ყველაფერი ხელახლა აღდგეს!.. ახლა კი,
თუ გიყვარვართ, თავი დამანებეთ, დამივიწყეთ... თუ არადა, ვიცი,
შემძულდებით... მშვიდობით!..
– ღმერთო! – შეჰყვირა პულხერია ალექსანდროვნამ.
დედასაც და დასაც, ორივეს შიშის ელდა ეცათ; შეეშინდა რა-
ზუმიხინსაც.
– როდია, როდია! შეგვირიგდი, წინანდებურად ვიცხოვროთ!
– შესძახა საცოდავმა დედამ.
რასკოლნიკოვმა მძიმედ ამოისუნთქა, კარისკენ მიიბრუნა პი-
რი და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ დუნია წამოეწია.
– ძმაო, რად ტანჯავ დედას! – შესძახა მრისხანე, მეტყველი
სახით.
ძმამ მძიმედ გადახედა.
– არა უშავს რა, მოვალ, მოგინახულებთ ხოლმე! – ჩაიდუდ-
ღუნა დაბალი ხმით, თითქოს სრულიად არ ესმის, რას ამბობსო
და ოთახიდან გავიდა.
– უგრძნობელო, ბოროტო, თავკერძავ! – შესძახა დუნიამ.
– გადარეულია და არა – უგრძნობელი! ნუთუ ვერ ხედავთ?
თქვენ როგორ ხართ უგრძნობელი ამის შემდეგ!.. – ჩასჩურჩულა
აღელვებულმა რაზუმიხინმა თითქმის შიგ ყურში და ხელი მაგ-
რად მოუჭირა ხელზე.
– ახლავე მოვალ! – მიაძახა მისავათებულ პულხერია ალექ-
სანდროვნას და ოთახიდან გავარდა.
რასკოლნიკოვი დერეფნის ბოლოში უცდიდა.
– ვიცოდი, რომ გამოიქცეოდი უთუოდ, – უთხრა რაზუმიხინს,
– დაბრუნდი და ნუღარ მოშორდები... ხვალაც მათთან იყავი...
იქნებ მოვიდე... თუ შესაძლებელი იქნება, მშვიდობით!..
და ამ სიტყვებით გაშორდა.
– მაინც სად მიდიხარ? რა იყო? რა მოგივიდა? განა ასე შე-
იძლება?.. – ბუტბუტებდა თავგზააბნეული რაზუმიხინი.
რასკოლნიკოვი ისევ შედგა.
– ერთხელ და სამუდამოდ გეუბნები: ნურასოდეს ნურაფერს
მკითხავ, სათქმელი არაფერი მაქვს... ნუღარც ჩემთან მოხვალ.
იქნებ ისევ მე მოვიდე აქ... თავი დამანებე... ამათ კი, ნუ მოშორ-
დები. გესმის?..
დერეფანში ბნელოდა; ლამპის გვერდით იდგნენ, ერთ წუთს
ერთმანეთს გაჩუმებულნი შეჰყურებდნენ... არასოდეს დავიწყებია
რაზუმიხინს ეს წუთი – რასკოლნიკოვს ცეცხლივით მგზნებარე
თვალები თანდათან უფრო ენთებოდა, თითქოს სულსა და გულ-
ში ჩაჰყურებდა რაზუმიხინს, შეკრთა უცებ რაზუმიხინი. რაღაც უც-
ნაურმა აზრმა თუ ეჭვმა გაიელვა მათ შუა. საზარელი, საზიზღარი
იყო ეს განცდა და ორივესთვის გასაგები. რაზუმიხინს მკვდრის-
ფერი დაედო.
– ახლა ხომ გესმის?! – დაეკითხა რასკოლნიკოვი უცბად და
სახე ავადმყოფურად დაეღრიჯა, – წადი, მიხედე, – დასძინა უც-
ბად, მიბრუნდა საჩქაროდ და გარეთ გავიდა.
აღარ აღვწერთ, რა ამბავი იყო იმ ღამეს პულხერია ალექ-
სანდროვნასთან; როგორ დაბრუნდა რაზუმიხინი და ამშვიდებდა
მეგობრის დედასა და დას; როგორ ეფიცებოდა, როდია ავად
არის და მოსვენებაა მისთვის საჭიროო; როგორ აიმედებდა,
რომ უთუოდ ყოველდღე ინახულებდა, საუკეთესო ექიმს უშოვი-
და, კონსილიუმს დაანიშვნინებდა, ყველაფერში ყურს მიუგდებ-
და... ერთი სიტყვით, იმ ღამიდან რაზუმიხინი მათი ნამდვილი
შვილი და ძმა გახდა.

IV

რასკოლნიკოვმა პირდაპირ არხისკენ გასწია, იქ, სადაც სო-


ნია ცხოვრობდა. სახლი სამსართულიანი იყო, ძველი, მწვანედ
შეღებილი. მოძებნა მეეზოვე და გაიგო მისგან, სად იდგა მკერა-
ვი კაპერნაუმოვი. მოათვალიერა ეზოს ერთ კუთხეში ბნელი და
ვიწრო კიბის შესასვლელი, ავიდა მეორე სართულზე და დახუ-
რულ დერეფანში გავიდა, რომელიც ეზოს მხრივ უვლიდა გარს
სახლს. სანამ ასე ეძებდა ბნელში და ვერ გაეგო, საიდან უნდა შე-
სულიყო კაპურნაუმოვთან, უცბად იქვე, სამ ნაბიჯზე, ვიღაცის კა-
რი გამოიღო; რასკოლნიკოვი იმავე წამს ანგარიშმიუცემლად
კარს ეცა.
– ვინ არის? – მოისმა კარს შიგნიდან ქალის შეშფოთებული
ხმა.
– მე ვარ, მე... თქვენთან, – უპასუხა რასკოლნიკოვმა და ვიწ-
რო დერეფანში შეყო თავი. აქ, ჩაგლეჯილ სკამზე, სანთელი იდ-
გა მოღრეცილი შანდლით.
– თქვენ ხართ! ღმერთო! – შეჰყვირა სუსტი ხმით სონიამ და
გაქვავდა.
– საით უნდა გავიარო?.. აქეთ?..
რასკოლნიკოვი ცდილობდა, არ შეეხედა მისთვის და საჩქა-
როდ პირდაპირ ოთახში შევიდა.
სონიაც მაშინვე უკან შეჰყვა, შანდალი მაგიდაზე დადგა და
მთლად დაბნეულმა და აღელვებულმა, ალბათ მისი მოულოდნე-
ლი მოსვლით შეშინებულმა, გაოცებით დაუწყო ყურება. უცბად
გაწითლდა, ცრემლებიც კი მოერია... ეზიზღებოდა კიდეც, რცხვე-
ნოდა და ეამებოდა კიდეც!.. რასკოლნიკოვი საჩქაროდ მიუბრუნ-
და და მაგიდას მიუჯდა, ოთახს გადაავლო თვალი.
ეს იყო ერთადერთი, საკმაოდ მოზრდილი, მაგრამ დაბალი
ოთახი, რომელსაც კაპერნაუმოვები აქირავებდნენ. მარცხნივ კა-
პერნაუმოვებისკენ გასასვლელი კარი დაეკეტათ. მარჯვნივაც იყო
კედელში გამჭოლი კარი... იქ მეზობლები იდგნენ ცალკე ბინაში.
უშნო იყო და ულამაზო სონიას ოთახი, ფარდულს წააგავდა. არ-
ხის მხარეს, კედელს სამი ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ როგორღაც
ისე ცერად ჭრიდა ოთახს, რომ ოთახის ერთი კუთხე საშინლად
იყო შევიწროებული და წაგრძელებული, ასე რომ, სუსტ სინათ-
ლეზე ვერც გაარჩევდით; მეორე კი უშნო იყო და ბლაგვი. არც
ავეჯი ამშვენებდა ამ დიდ ოთახს. მარჯვნივ, კუთხეში, საწოლი
იდგა; მის გვერდით, კარის მახლობლად, სკამი. იმავე კედელ-
თან, სადაც საწოლი იდგა, კართან, რომლიდანაც მეზობლის ბი-
ნა იწყებოდა, უბრალოდ გათლილი, ლურჯსუფრაგადაფარებუ-
ლი მაგიდა დაედგათ; მაგიდას გვერდით ორი ჩალის სკამი ჰქონ-
და მიდგმული. პირდაპირ, მეორე მხარეს, ვიწრო კუთხესთან, ხის
პატარა, უბრალო კამოდი თითქმის აღარც კი ჩანდა, ისე იკარგე-
ბოდა ამ დიდ ცარიელ ოთახში. ეს იყო ოთახის მთელი მოწყობი-
ლობა. გაყვითლებული, გაჭუჭყიანებული და დაფლეთილი შპა-
ლერი კუთხეებში მთლად ჩაშავებულიყო. ეტყობოდა, ზამთარში
აქ შმორის სუნი ტრიალებდა. ყველაფერს სიღარიბე ეტყობოდა.
საწოლთანაც კი ფარდა არ ჩანდა.
სონია გაჩუმებული შეჰყურებდა რასკოლნიკოვს, რომელიც
ასე მოურიდებლად და ყურადღებით სინჯავდა ოთახს. ბოლოს კი
შიშმა აიტანა თითქმის, ცახცახი დააწყებინა, თითქოს ეგ არის,
თავისი ბედის გადამწყვეტი მსაჯულის წინ დგასო.
– გვიან მომიხდა მოსვლა... თერთმეტი საათია ნეტავ, თუ
არა? – ჩაეკითხა რასკოლნიკოვი, მაგრამ ისე, რომ არ შეუხე-
დავს.
– როგორ არა, – წაიდუდღუნა სონიამ, – დიახ, დიახ! – დას-
ძინა საჩქაროდ, თითქოს ამაში პოვებდა ხსნას, – ეს-ესაა, დიასახ-
ლისის საათმა დაჰკრა... მეც გავიგონე... როგორ არა, არის.
– მე თქვენთან უკანასკნელად მოვედი, – განაგრძობდა დაღ-
ვრემით რასკოლნიკოვი, თუმცა პირველად იყო მასთან, – იქნებ
მეტჯერ ვეღარც გნახოთ...
– როგორ... მიდიხართ სადმე?
– არ ვიცი... ყველაფერი ხვალ...
– მაშ, ხვალ კატერინა ივანოვნასთან არ იქნებით? – ჩაეკით-
ხა აკანკალებული ხმით.
– არ ვიცი, ყველაფერი ხვალ დილით გადაწყდება... მაგრამ
საქმე ეგ როდია: მოვედი, რომ ერთი სიტყვა მეთქვა...
ჩაფიქრებულმა რომ გადახედა, მხოლოდ ახლა შენიშნა უც-
ბად, რომ თვითონ იჯდა, სონია კი ისევ ფეხზე იდგა მის წინ.
– რას დგახართ? დაჯექით, – უთხრა გამოცვლილი ხმით,
მშვიდად და ალერსიანად.
სონია დაჯდა. ერთ წუთს ალერსითა და თანაგრძნობით შეაც-
ქერდა.
– რა გამხდარი ხართ! როგორი ხელი გაქვთ! თითქმის სი-
ნათლე გადის შიგ. თითებიც მთლად მკვდრისას მიგიგავთ, –
ხელზე ხელი მოუჭირა. სონიამ ოდნავ გაუღიმა.
– მე მუდამ ასეთი ვიყავი, – უპასუხა.
– შინაც ასეთი იყავი?
– დიახ...
– რასაკვირველია, ასეც იქნებოდა! – წარმოთქვა ნაწყვეტ--
ნაწყვეტ და უცბად სახის გამომეტყველება და ხმა გამოეცვალა
ისევ. ერთხელ კიდევ მიიხედ-მოიხედა ირგვლივ.
– კაპერნაუმოვისგან ქირაობთ ოთახს?
– დიახ...
– ეს კარი მათთან გადის? იქით აქვთ ოთახი?..
– დიახ... იმათაც ასეთი ოთახი უჭირავთ.
– ყველანი ერთად ცხოვრობენ?
– ერთად...
– თქვენს ადგილას, ღამღამობით შემეშინდებოდა ამ ოთახ-
ში, – შენიშნა ისევ დაღვრემით.
– ბინის პატრონები კარგი მყავს, მეტად ტკბილი ხალხია, –
მიუგო სონიამ, თითქოს ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულა და ვერა-
ფერი მოუსაზრებიაო, – მოწყობილობაც, ყველაფერი... იმათია.
კეთილი ხალხია ძალიან, ბავშვებიც ხშირად დაიარებიან ჩემთან.
– ენაჩლუნგები?
– დიახ... თვითონ ენაჩლუნგია და კოჭლი. ცოლიც... არა, ენა
კი არა აქვს ჩლუნგი, ლაპარაკის დროს სიტყვებს ყლაპავს. მაგ-
რამ კეთილი ადამიანია მეტად. თვითონ კაპერნაუმოვი შინაყმად
ნამყოფია. შვიდი შვილი ჰყავთ. ენაჩლუნგი მარტო უფროსია,
სხვები კი ისე, ავადმყოფები არიან, ენას არ უკიდებენ... მაგრამ
თქვენ საიდან იცით? – დასძინა გაკვირვებულმა.
– მამათქვენმა მიამბო მაშინ ყველაფერი. თქვენზეც ყველა-
ფერი მიამბო... მითხრა ისიც, როგორ წახვედით ექვსზე და ცხრა-
ზე დაბრუნდით უკან! ან კატერინა ივანოვნა როგორ იდგა თქვენს
საწოლთან მუხლზე დაჩოქილი.
შეკრთა სონია.
– დღეს თითქოს დავინახე... – წაიბუტბუტა გაუბედავად...
– ვინ?
– მამაჩემი, ქუჩაში მივდიოდი... იქ, კუთხეში, მეათე საათი იქ-
ნებოდა. თითქოს წინ მიდიოდა. თითქოს ის იყო ნამდვილად.
მინდოდა კატერინა ივანოვნასთან შემევლო, მაგრამ...
– სეირნობდით?
– დიახ, – მიუგო სწრაფად, კვლავ შემკრთალმა და თავი ჩა-
ღუნა.
– კატერინა ივანოვნა თითქმის გცემდათ კიდეც, არა, მამას-
თან როცა იყავით.
– არა, არა, რას ამბობთ! – შესძახა თითქოს შეშინებულმა
სონიამ.
– როგორ... მაშ, გიყვართ?
– კატერინა ივანოვნა?.. როგორ არა! – დაბნეულად განაგ-
რძო სონიამ და საცოდავად დაიკრიფა ხელები გულზე... – ეჰ!
რომ იცნობდეთ კარგად... ბავშვივითაა... მწუხარებისგან თითქმის
მთლად შეშლილია. მერე, რა ჭკვიანი იყო... რა დიდსულოვანი...
რა გულკეთილი!.. თქვენ, აბა, ან კი, რა იცით... ეჰ!..
ყველაფერი ეს სონიამ აღელვებით და სასოწარკვეთილებით
წარმოთქვა, ხელების მტვრევით. გაფითრებული ღაწვები ერთ
წამს ისევ წამოუწითლდა, თვალებში ტანჯვა გამოეხატა. ეტყობო-
და, ბევრი რამ გაახსენდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, წაჰქომაგებო-
და. რაღაც უზომოდ დიდი თანაგრძნობა აღებეჭდა უცბად მთელ
სახეზე.
– მცემდა! რას ამბობთ! ღმერთო ჩემო, გცემდაო! თუნდაც ვე-
ცემე კიდეც, მერე რა? რა იქნებოდა ვითომ? თქვენ სულ არაფე-
რი იცით... ისეთი უბედური და საცოდავი რამ იყო, რომ!.. ამას-
თან ავადმყოფიც... სიმართლის მაძიებელია და ეგ არის... წმინ-
დაა ყველაფრით და სჯერა, რომ სამართლიანობა ყველგან უნ-
და იყოს დაცული... თუნდაც ტანჯოთ და აწვალოთ, არასოდეს
უსამართლობას არ ჩაიდენს. ვერ წარმოუდგენია, რომ უსამარ-
თლობა მართლაც არსებობს ქვეყნად და იტანჯება... ბავშვია ნამ-
დვილი, ბავშვი! მაგრამ სამართლიანი!.. სამართლიანი!..
– თქვენ რაღა გელით?
სონიამ გაკვირვებულმა შეხედა.
– ახლა ხომ ყველა თქვენ დაგაწვათ კისერზე... მართალია,
წინათაც ასე იყო და განსვენებულიც თქვენვე მოგმართავდათ
ხოლმე ნაბახუსევ მდგომარეობაში ფულისთვის, მაგრამ მაინც რა
იქნება ახლა?..
– არ ვიცი, – მიუგო ნაღვლიანად სონიამ.
– ძველ ბინაშივე დარჩებიან?..
– არ ვიცი, როგორ იქნება... სახლის პატრონის მართებთ,
მაგრამ დიასახლისს ეთქვა დღეს, მინდა დავითხოვოო; ახლა კი,
კატერინა ივანოვნაც იმასვე ამბობს, რომ არც ერთ წუთს თვითონ
აღარ დარჩება იქ.
– მერე, რისი იმედი აქვს, რომ ეგრე დიდგულად არის?
თქვენი თუ?..
– უჰ, არა, ნუ ამბობთ ამას!.. ერთად ვცხოვრობთ, ერთნი
ვართ – აღელდა და გაცხარდა სონია, გეგონებოდათ, იადონი ან
სხვა რამ პაწია ჩიტი გაბრაზდაო, – ან რა უნდა ქნას? მაინც რა
უნდა ქნას? – ეკითხებოდა ცხარედ და აღელვებული, – რამდენი
იტირა დღეს! საბრალო, ლამის ჭკუიდან შეიშალოს, ვერ შენიშ-
ნეთ?.. გადარეულია მთლად; თან ბავშვივით წუხს იმაზე, რომ
ხვალ ყველაფერი რიგზე იყოს, საუზმეც, სადილიც და ყველაფე-
რი... თან ხელებს იმტვრევს, სისხლს იღებს, ტირის და თავს კე-
დელს ახეთქებს, სასოება დაკარგული აქვს. მერე კი თავს ისევ
ინუგეშებს, თქვენი იმედი აქვს: ამბობს, რომ დაეხმარებით, პატა-
რა ფულს იშოვის სადმე სესხად, წავა თავის მშობლიურ ქალაქში,
მეც თან წამიყვანს, კეთილშობილ ქალთათვის პანსიონატს გახ-
სნის; მე მეთვალყურეობას მომანდობს და დავიწყებთ ახალ,
მშვიდობიან ცხოვრებას; თან მეხვევა და მკოცნის, მანუგეშებს.
მაგრამ საკვირველი ის არის, რომ ყველა ეს ნაოცნებარი ნამ-
დვილივით ხდება! შეიძლება განა ასეთ ადამიანს ვინმე შეეწინა-
აღმდეგოს?.. თვითონ კი მთელი დღე არ ისვენებს: რეცხავს,
წმენდს, აკერებს; სარეცხის ვარცლი თვითონ შემოათრია სუსტმა
ადამიანმა, სულს ძლივსღა იბრუნებდა და საწოლზე მკვდარივით
დაეცა. დილითაც ერთად ვიყავით სავაჭროდ. პოლეჩკასა და
ლენას ფეხსაცმელები ვუყიდეთ... მაგრამ ეგ არის, ფული დაგვაკ-
ლდა და საკმაოდ ბლომადაც, ანგარიშში მოვტყუვდით. მაგრამ
კარგი ფეხსაცმელები ამოარჩია, გემოვნება აქვს შესანიშნავი...
თქვენ არ იცით... იქვე, ვაჭრებთან წასკდა ტირილი, რომ ფული
დააკლდა... ოჰ, რა შესაბრალისი იყო მაშინ.
– გასაკვირი არ არის ამის შემდეგ, რომ... ასე ცხოვრობთ, –
უპასუხა რასკოლნიკოვმა და მწარედ გაიღიმა.
– და ნუთუ თქვენ კი არ გებრალებათ? – ჩააცივდა ისევ სო-
ნია, – თქვენ არ იყავით, უკანასკნელი ფული რომ მიეცით?.. რა
იქნებოდა მაშინ, ოჰ, ღმერთო ჩემო, ყველა ეს რომ თვალით გე-
ნახათ! მერე რამდენჯერ მიტირებია ცხარედ!.. აი, გასულ კვირა-
საც კი! ოჰ! ერთი კვირის წინ იყო სწორედ, მეტად სასტიკად მო-
ვეპყარი! მერე რამდენჯერ მიქნია ასე. ოჰ, რომ იცოდეთ, რარიგ
მტანჯავდა მთელი დღე ეს მოგონება!..
სონია თითქმის ხელებს იმტვრევდა, იმდენად წუხდა.
– როგორ, თქვენ ხართ სასტიკი?
– დიახ, მე, მე! მივედი მაშინ, – განაგრძო ტირილით, – და
მეუბნება განსვენებული: „წამიკითხე რამე, სონია, თავი მტკივა,
წამიკითხე... აი წიგნიო“.. რაღაც წიგნი გამოერთმია ანდრეი სე-
მიონიჩ ლებეზიატნიკოვისთვის; აქ ცხოვრობს, ასეთ სასაცილო
წიგნებს შოულობდა ხოლმე. მე კი ვუთხარი: „დროა, წავიდეთ--
მეთქი“. არ წავუკითხე, მინდოდა კატერინა ივანოვნასთვის საყე-
ლოები მეჩვენებინა; ლიზავეტამ იაფად მომიტანა მშვენიერი,
ახალთახალი, ნაქარგი საყელოები და მაჯები. კატერინა ივანოვ-
ნას კი საშინლად მოეწონა; გაიკეთა და სარკეში ჩაიხედა: „სონია,
მოდი მაჩუქე, გეთაყვაო“, – მთხოვა. გეთაყვაო, თან დააყოლა,
ჩანდა, გულით უნდოდა. მაგრამ სად უნდა გაეკეთებინა ნეტავ?
მხოლოდ წარსული ბედნიერი დრო მოიგონა! იცქირება სარკეში
და კოპწიაობს, არავითარი კაბა და სამკაული კი არა აქვს, აგერ
უკვე რამდენი წელიწადია! და არც არაფერს სთხოვს ვინმეს; ამა-
ყია; თუ აქვს რამე, თვითონ გაიღებს ისევ. მაშინ კი მთხოვა უც-
ბად, – ისე მოეწონა! მაგრამ დამენანა და არ მივეცი. „რად
გინდათ-მეთქი, კატერინა ივანოვნა? – ასე ვუთხარი სწორედ,
რად გინდათ-მეთქი. არ უნდა მეთქვა ასე, არა! ისე შემომხედა და
ჩაეთუთქა გული, უარი რომ ვუთხარი, შეგებრალებოდათ სწო-
რედ... იმიტომ კი არა, რომ საყელო დამენანა, არა, იმიტომ,
რომ უარი ვუთხარი, ოჰ, რა სიამოვნებით დავუბრუნებდი ყველა-
ფერს უკან... როგორ სიამოვნებით ვიტყვი უარს ჩემივე სიტყვებ-
ზე.. ოჰ, მე... მაგრამ რა? თქვენთვის ხომ სულერთია!
– ლიზავეტას იცნობდით?
– როგორ არა... თქვენც იცნობთ? – დაეკითხა როგორღაც
გაკვირვებით სონია.
– კატერინა ივანოვნა ჭლექიანია, მძიმე ავადმყოფი, ჩქარა
მოკვდება, – უთხრა რასკოლნიკოვმა მცირე სიჩუმის შემდეგ.
კითხვაზე პასუხი არ მისცა...
– ოჰ, არა, არა! – სონია უნებურად ორივე ხელით რასკოლ-
ნიკოვს დაეჭიდა, თითქოს ემუდარებოდა, ნუ მოკვდებაო.
– ეგ ხომ უკეთესიც არის...
– არა, არ არის უკეთესი, სრულიადაც არა! – უაზროდ
იმეორებდა შეშინებული სონია.
– მერე ბავშვებს რაღას უზამთ? თქვენს მეტი გზა არა აქვთ...
– ოჰ, არ ვიცი, სწორედ! – შეჰყვირა სასოწარკვეთილი ხმით
სონიამ და თავზე ხელი იტაცა. ეტყობა, წინათაც ბევრჯერ ეფიქ-
რა ამაზე და ახლა, ოღონდ მოულოდნელად, ისევ გაახსენა რას-
კოლნიკოვმა.
– მერე, ხომ ახლაც, სანამ ჯერ კატერინა ივანოვნა ცოცხა-
ლია, ავად გახდეთ და საავადმყოფოში დაგაწვინონ, რა დღეში
ჩაცვივდებიან? – ეკითხებოდა შეუბრალებლად რასკოლნიკოვი.
– ოჰ, რას ამბობთ, არა! ეგ არ იქნება!
და საზარლად შეშინებულს სახე დაეღრიჯა.
– როგორ თუ არ იქნება? – განაგრძობდა მწარე ღიმილით
რასკოლნიკოვი, – რით ხართ უზრუნველყოფილი? რა ეშველე-
ბათ მაშინ? ყველანი ხომ უჭეროდ დარჩებიან, სამათხოვროდ ჩა-
მოივლიან ხველებით და თავს დაუწყებენ კედელზე ხლას, რო-
გორც დღეს სჩადის, ბავშვები კი ტირილით გააყრუებენ იქაურო-
ბას... დაეცემა ბოლოს, დაუძლურებული, პოლიციაში წაათრევენ,
საავადმყოფოში დააწვენენ, წუთისოფელს გამოესალმება; ბავ-
შვები კი...
– ოჰ, არა!.. ღმერთი არ ინებებს ამას! – აღმოხდა ბოლოს
შეხუთული გულიდან სონიას. ყურს უგდებდა და მუდარით გაეშვი-
რა რასკოლნიკოვისკენ ხელები, თითქოს ყველაფერი მასზე ყო-
ფილიყოს დამოკიდებული.
წამოდგა ბოლოს რასკოლნიკოვი, ოთახში მოჰყვა სიარულს.
ასე გავიდა ერთი წუთი. სონია თავჩაღუნული იდგა, საშინლად
მოწყენილი, შეწუხებული.
– არ შეიძლებოდა განა, გეგროვებინათ? შავი დღისთვის გა-
დაგედოთ რამ? – შეეკითხა უცბად რასკოლნიკოვი.
– არა, – ჩაიჩურჩულა სონიამ.
– მაგრამ გიცდიათ კი? – დასძინა თითქმის დაცინვით.
– მიცდია.
– ვეღარ შევძელით!.. ან კი, რა საკითხავია!
და დაიწყო ისევ ოთახში ბოლთის ცემა. ასე განვლო კიდევ
ერთმა წუთმა.
– ფულსაც ხომ ყოველდღე ვეღარ აიღებთ?
სონია უარესად შეკრთა და გაწითლდა, სახე მთლად წამოენ-
თო.
– მართალია, – ჩასჩურჩულა ძლივს გასაგონად.
– პოლეჩკასაც იგივე მოელის უთუოდ, – დაასკვნა უცბად
რასკოლნიკოვმა.
– არა, არა! შეუძლებელია, შეუძლებელია! – შეჰყვირა ხმა-
მაღლა სასოებადაკარგულმა სონიამ, თითქოს ეგ არის, უეცრად
ღრმა ჭრილობა მიაყენესო, – ღმერთი, ღმერთი არ ინებებს
ასეთ საშინელებას.
– თუკი სხვისას ინებებს ხოლმე!
– არა, არა! პოლეჩკას ღმერთი დაიფარავს!.. – იმეორებდა
გონებადაბინდული.
– ჰო, მაგრამ ეგ ღმერთიც რომ არსად იყოს... – მიუგო რო-
გორღაც გაბოროტებით რასკოლნიკოვმა და გაიცინა, სონიას გა-
დახედა.
სონიას უცებ სახე საზარლად შეეცვალა, კანკალმა აიტანა.
საყვედურით აღსავსე თვალებით გადახედა, უნდოდა რაღაც ეთ-
ქვა, მაგრამ კრიჭა შეეკრა, ხელები თვალებზე მიიფარა და უცბად
მწარე ქვითინი ამოუშვა.
– ამბობთ, კატერინა ივანოვნა ლამის შეიშალოსო. იმაზე კი
აღარაფერს ამბობთ, რომ თქვენც, სადაცაა, შეიშლებით ჭკუიდან,
– მიუგომ მცირე დუმილის შემდეგ რასკოლნიკოვმა.
ასე განვლო ხუთიოდე წუთმა. რასკოლნიკოვი ისევ ბოლთას
სცემდა ოთახში, სონია არ უყურებდა, მივიდა ბოლოს ახლოს,
თვალები ცეცხლივით უელავდა. ხელები მხარზე დააწყო და მტი-
რალს პირდაპირ თვალებში ჩახედა. სახე ანთებოდა რასკოლნი-
კოვს, გამომეტყველება უძრავი და მძაფრი ჰქონდა, ტუჩები უთ-
რთოდა... უეცრად იატაკზე დაეცა და ფეხზე აკოცა სონიას. შეში-
ნებული სონია უკან გახტა, როგორც შეშლილი. მართლაცდა,
ნამდვილი შეშლილივით იყურებოდა.
– რას შვრებით, რას? მუხლს იდრეკთ ჩემ წინ! – ჩაიდუდღუნა
გაფითრებულმა და იგრძნო, რომ გული რაღაცამ საშინლად
შეუხუთა.
რასკოლნიკოვი მაშინვე წამოდგა.
– შენ კი არა, ქვეყნის ტანჯვას ვეცი თაყვანი, – წარმოთქვა
უცნაურად და ფანჯარას მიუახლოვდა, – ყური დამიგდე, – დასძი-
ნა ერთი წამის შემდეგ, – ერთ შეურაცხმყოფელს ვუთხარი წეღან,
რომ შენს ნეკადაც არ ღირს იგი... და რომ საკუთარ დას პატივი
ვეცი დღეს და გვერდით მოგისვი.
– რა გითქვამს ეგ, ღმერთო ჩემო! მერე, თქვენმა დამაც
გაიგონა? – შეჰყვირა შეშინებულმა სონიამ, – ჩემთან ჯდომა პა-
ტივია?.. მერე, მე ხომ უპატიოსნო ვარ.. ოჰ, რა გითქვამთ!..
– ამის გამო არ მითქვამს ეგ შენზე, ვთქვი იმიტომ, რომ უზო-
მოდ იტანჯები. თორემ შენ რომ დიდი ცოდვილი ხარ, ამაში ეჭვი
არავის ეპარება! – დასძინა თითქმის აღტაცებით, – ყველაზე მე-
ტად იმიტომ ხარ ცოდვილი, რომ უბრალოდ მოიკალი და გაყი-
დე თავი. რასაკვირველია, ეს საზარლობაა! საზარლობა! ეჭვი
არ არის, რომ შენდა უნებურად ცხოვრობ ასეთ გარყვნილებაში,
რომელიც ასე გეზიზღება, და ამავე დროს, კარგად იცი (თუკი
გაახილე თვალი), რომ ამით არავის არაფერს შველი და ვერა-
ვის იხსნი!.. ისიც მითხარი, გეთაყვა, – წამოიძახა თითქმის გაშმა-
გებულმა, – ასეთი გარყვნილება და სირცხვილი სხვა შენს წმინ-
და გრძნობებთან ერთად როგორ თავსდება? ბევრად სამარ-
თლიანი და გონივრული არ იქნება განა, გადავარდნილიყავი
წყალში და თავი დაგეხრჩო უცბად?
– მერე იმათ რა ეშველებათ? – ჩაეკითხა სუსტი ხმით სონია
და სახეზე ტანჯვა გამოეხატა.
რასკოლნიკოვმა უცნაურად შეხედა. ქალის თვალებში უცბად
ყველაფერი ამოიკითხა და დარწმუნდა, რომ ასეთი ფიქრები სო-
ნიასთვის ახალი არ იყო, შეიძლება ადრეც ბევრჯერ უფიქრია სა-
სოწარკვეთილს, უცბად როგორმე მოესპო სიცოცხლე და ამიტომ
აღარც გაუოცებია რასკოლნიკოვის სიტყვებს. ისიც კი ვერ შენიშ-
ნა, რა უღვთო იყო რასკოლნიკოვის სიტყვები (საყვედურის აზრს
ვერ მიუხვდა და ვერც ის გაიგო, რასაკვირველია, რა თავისებური
შეხედულების იყო რასკოლნიკოვი მის სამარცხვინო ცხოვრება-
ზე), სამაგიეროდ, რასკოლნიკოვისთვის გაუგებარი არ დარჩა,
რამდენად უზომოდ გაეტანჯა სონია თავის უპატიოსნო და სამარ-
ცხვინო მდგომარეობას. მაინც რა უნდა ყოფილიყო მიზეზი და
რას უნდა შეეკავებინა, რომ აქამდე თავი არ მოიკლა? ხელს რა
უშლიდა? – ფიქრობდა რასკოლნიკოვი. ბოლოსღა მიხვდა, რას
წარმოადგენდნენ მისთვის საცოდავი პატარა ობლები და ნახევ-
რად ჭკუიდან შეშლილი, საბრალო კატერინა ივანოვნა, რომელ-
საც ჭლექი სულს უხუთავდა და თავს კედელზე ახლევინებდა.
მაინც აშკარა იყო მისთვის, რომ სონიას ხასიათისა და თუნ-
დაც შეგნების ადამიანს არაფრის გამო არ შეეძლო ასე დარჩენი-
ლიყო. ვერ გაეგო, როგორ გაუძლო ამდენ ხანს და ჭკუიდან არ
შეიშალა, ან წყალში არ გადავარდა? რასაკვირველია ესმოდა
კარგად, რომ სონიას მდგომარეობა შემთხვევითი იყო, თუმცა,
სამწუხაროდ, არა ერთადერთი და გამონაკლისი, მაგრამ სწო-
რედ ამ შემთხვევით ხასიათსა და შედარებით მეტ განვითარებას,
აგრეთვე მის წარსულ ცხოვრებას, თითქმის პირველი ნაბიჯის გა-
დადგმისთანავე უნდა მოეკლა ამ საზიზღარ გზაზე. მაშ, რაღა
აფერხებდა და აკავებდა? იქნებ გარყვნილება? მაგრამ ეჭვი არ
იყო, მხოლოდ ზერელედ შეხებოდა იგი. ნამდვილი გარყვნილე-
ბა კი იოტისოდენადაც არ მიჰკარებოდა მის გულს: ნათლად ხე-
დავდა ამას; აშკარად თვალწინ ედგა...
„სამი გზა აქვს, – ფიქრობდა იგი, – ან წყალში გადავარდეს,
ან საგიჟეთში მოხვდეს... ან არა და, გონების გამაბრუებელსა და
გულის გამქვავებელ გარყვნილებას მისცეს თავი“.
ყველაზე საზარლად უკანასკნელი მიაჩნდა, მაგრამ უკვე
სკეპტიკოსი იყო, დაეჭვებული, და როგორც ახალგაზრდა, განყე-
ნებული და სასტიკი, არ სჯეროდა, თუ უკანასკნელ გზას, გარყვნი-
ლებას, თავს დააღწევდა.
„მაგრამ ნუთუ მართლა, – შესძახა თავისთვის, – ნუთუ ეს
ქმნილება, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია სულიერი სიწმინდე,
ბოლოს შეგნებულად შთაინთქმება ამ გარყვნილების მორევში?
ნუთუ უკვე დაწყებულია ეს ჩათრევა და ამიტომაც ითმენს აქამდე
და ეს ბიწიერება საზიზღრად აღარ ეჩვენება? არა, შეუძლებე-
ლია! – წამოიძახა ისევ, როგორც წეღან სონია ამბობდა პოლეჩ-
კაზე, – არა, უთუოდ წყალში დახრჩობისგან გადაარჩინა იმან,
რომ ცოდვის ეშინოდა, ისინიც ებრალებოდა... მაგრამ აქამდე
რომ ჭკუიდანაც არ შეიშალა?.. თუმცა ვინ ამბობს, არ შეშლი-
ლაო? განა ახლა კი თავის ჭკუაზეა? განა ასე ლაპარაკობს ვინ-
მე? ნუთუ ჭკუათამყოფელი ასე ილაპარაკებს? შესაძლებელია გა-
ნა, აყროლებულ ორმოს თვალით დაჰყურებდეს ადამიანი, შიგ
ითრევდეს გარემოება, ის კი ხელებს იქნევდეს, ყურს იყრუებდეს,
როდესაც საფრთხეზე ელაპარაკებიან? იქნებ სასწაულს ელის და
იმიტომ იქცევა ასე? ასე იქნება უთუოდ. ნუთუ ყველაფერი ეს არ
ამტკიცებს შეშლილობას?“
ამ აზრს დაადგა, ყველაზე მეტად ეს მოეწონა, თან უფრო
ღრმად ჩააკვირდა.
– მითხარი, სონია, ხშირად ლოცულობ? ძალიან გწამს
ღმერთის? – ჰკითხა მან. სონია დუმდა; რასკოლნიკოვი გვერ-
დით ედგა, პასუხს ელოდა.
– მაშ, უღმერთოდ რა ვიქნებოდი, აბა? – უპასუხა საჩქაროდ
და აელვარებული თვალებით ჩააშტერდა უცბად, ხელზე ხელი
მოუჭირა მაგრად.
„ასეა სწორედ!“ – გაიფიქრა.
– მერე, რას გიშველის ღმერთი, ჰა? – ჩაეკითხა კვლავ გა-
მოსაცდელად.
სონია დიდხანს დუმდა, არაფერი უთქვამს, მხოლოდ სუსტი
მკერდი აუკანკალდა მღელვარებისგან.
– გაჩუმდით! ნუ მეკითხებით! პასუხად არ ღირხართ!.. – შეჰ-
ყვირა უცბად სონიამ და სასტიკად და მრისხანედ გადახედა.
„ასეა, სწორედ ასეა!“ – იმეორებდა თავისთვის დაჟინებით
რასკოლნიკოვი.
– ყველაფერშიც მშველის! – ჩაილაპარაკა უცბად სონიამ და
ისევ ჩაღუნა თავი.
„ესეც თქვენი თავის ხსნა! ესეც თქვენი განმარტება!“ – გადაწ-
ყვიტა რასკოლნიკოვმა თავისთვის და ხარბად დაუწყო სონიას
ცნობისმოყვარე თვალით სინჯვა.
ახლა უცნაური, თითქმის ავადმყოფური გრძნობით აკვირდე-
ბოდა მის გაფითრებულ და გამხდარ სახეს, მის წყნარ, ცისფერ
თვალებს, რომლებსაც ზოგჯერ შეეძლოთ, ასეთი სასტიკი გამო-
მეტყველება მიეღოთ და მრისხანების ცეცხლი ეფრქვიათ; აკვირ-
დებოდა მის პატარა, რისხვისა და ბრაზისგან ჯერ კიდევ მოცახ-
ცახე სხეულს და თანდათან უფრო უცნაურად და თითქმის შეუძ-
ლებლად ეჩვენებოდა ყველაფერი ეს. „ჭკუაარეულია, სალოსია!“
– იმეორებდა თავისთვის.
კამოდზე რაღაც წიგნი იდო. ყოველთვის, როგორც კი გვერ-
დით გაუვლიდა, ხედავდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა; ახ-
ლა კი აიღო და დახედა. ეს იყო რუსულად თარგმნილი ახალი
აღთქმა. წიგნი ძველი იყო, ნახმარი, ტყავის ყდა ჰქონდა.
– ვინ მოგცათ? – გასძახა ოთახის მეორე კუთხიდან.
სონია ისევ თავის ადგილას იდგა, მაგიდიდან სამი ნაბიჯით
მოშორებული.
– სხვამ მომიტანა, – მიუგო სონიამ უხალისოდ, ისე, რომ მის-
თვის არ შეუხედავს.
– ვინ მოგიტანათ?
– ლიზავეტამ, მე ვთხოვე.
„ლიზავეტამ! უცნაურია!“ – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა.
ახლა, როგორღაც ყველაფერი ეუცნაურებოდა სონიასი;
თანდათან ყველაფერი აკვირვებდა. მიიტანა წიგნი სანთელ-
თან და ფურცვლა დაუწყო.
– ლაზარეზე სად წერია აქ? – დაეკითხა უცბად.
სონია იატაკს ჩაჰყურებდა, ხმას არ სცემდა.
– ლაზარეს აღდგომაზე სად წერია?.. მიპოვე, სონია.
სონიამ გვერდზე გაიხედა.
– მანდ არა... მეოთხე სახარებაში ნახეთ... – ჩაიჩურჩულა
მკაცრად შორიდან, ახლოს არ მოუწევია.
– მიპოვე და წამიკითხე, – სთხოვა რასკოლნიკოვმა და მაგი-
დას მიუჯდა, იდაყვს დაეყრდნო, დაღვრემილად დაიწყო განზე
ცქერა, მოსასმენად მოემზადა.
„სამი კვირის შემდეგ მეშვიდე ვერსზე მობრძანდით! ვგონებ,
იქ ვიქნები, უარესი რამ თუ არ გადამხდა“, – ბუტბუტებდა თავის-
თვის.
სონია გაუბედავად მიუახლოვდა მაგიდას; რასკოლნიკოვის
უცნაური სურვილი ეეჭვებოდა მეტად. წიგნი მაინც აიღო.
– განა არ წაგიკითხავთ? – შეეკითხა სონია და მაგიდას
მეორე მხრიდან ქვეშ-ქვეშ გახედა. ხმა თანდათან სასტიკი და
მრისხანე გაუხდა.
– დიდი ხანია... როცა ვსწავლობდი!.. აბა, წამიკითხე!
– საყდარში? საყდარში არ გაგიგონიათ?
– არ დავდივარ... შენ კი ხშირად დადიხარ?
– არა, – ჩაიჩურჩულა დაბალი ხმით სონიამ.
რასკოლნიკოვს გაეცინა.
– მესმის... მაშ, არც მამის დამარხვას დაესწრები ხვალ?
– არა, წავალ, გასულ კვირასაც ვიყავი... პანაშვიდი გადავახ-
დევინე.
– ვისთვის?
– ლიზავეტასთვის, ცულით აჩეხეს საწყალი.
რასკოლნიკოვს თანდათან ნერვები ეშლებოდა, თავბრუ ეხ-
ვეოდა.
– როგორ, ნუთუ მეგობრობდი ლიზავეტასთან?
– დიახ... მართალი ადამიანი იყო... იშვიათად... მოდიოდა
კიდეც... ხშირად არ შეეძლო... ერთად ვკითხულობდით ხოლმე...
და ვლაპარაკობდით. ღმერთს იხილავს იგი.
რასკოლნიკოვს თითქოს ეცნაურა კიდეც ეს წიგნიდან ამო-
კითხული სიტყვები, მაგრამ უფრო მეტად ეუცნაურა ლიზავეტასა
და სონიას შორის რაღაც საიდუმლო კავშირი... სალოსებად ეჩ-
ვენებოდა ორივე.
„აქ მეც შევიშლები, სალოსი გავხდები! გადამდებია ეს სენი!“
– გაიფიქრა თავისთვის.
– წაიკითხე, რაღას უცდი! – სთხოვა უფრო დაჟინებით და მო-
უთმენლად რასკოლნიკოვმა.
სონია ისევ ყოყმანობდა. გული ძლიერად უცემდა. წაკითხვას
ვერ ბედავდა. რასკოლნიკოვი თითქმის ტანჯვით უყურებდა „სა-
ცოდავ შეშლილს“.
– რად გინდათ? ხომ არ გწამთ და..? – ჩაიჩურჩულა ოდნავ,
თითქოს სუნთქვა ეკვრისო.
– წამიკითხე! ასე მინდა!.. ლიზავეტას თუკი უკითხავდი?..
სონიამ წიგნი გადაშალა, ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა
მოძებნა. ხელები უკანკალებდა, ხმა უწყდებოდა, უკვე ორჯერ
სცადა დაწყება, მაგრამ ორჯერვე შეწყვიტა.
„იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაით...“ წარმოთქვა ბო-
ლოს ძლივძლივობით, მაგრამ მესამე სიტყვაზევე ხმა აუკანკალ-
და, ჩაუწყდა, თითქოს მაგრად დაჭიმული სიმი ჩასწყდაო. სული
შეუგუბდა, გული შეეხუთა.
ესმოდა, რატომ ვერ ბედავდა სონია კითხვას, მაგრამ რამდე-
ნადაც აშკარა იყო მისთვის გაუბედაობის მიზეზი, მით უფრო და-
ჟინებითა და მოუთმენლად სთხოვდა, წაეკითხა. ისიც კარგად ეს-
მოდა, ყოველივე თავისის გამჟღავნება როგორ ემძიმებოდა სო-
ნიას. მიხვდა, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მისი დიდი ხნის
საიდუმლო, ბავშვობის დროინდელი, როდესაც ჯერ ისევ საკუ-
თარ ოჯახში ცხოვრობდა, უბედური მამისა და მწუხარებისგან გა-
დარეული დედინაცვლის გვერდით, როდესაც დამშეულ ბავშვებს
შორის მუდმივ საყვედურსა და ყვირილში ატარებდა თავის სიყ-
მაწვილეს. მაგრამ მიუხედავად უზომო შიშისა და მწუხარებისა,
რომელსაც მთლად შთაენთქა იგი, მაინც გულით უნდოდა
წაეკითხა, თუნდ უარესადაც დანაღვლიანებულიყო, უარესი საფ-
რთხეც გასჩენოდა: წაეკითხა საკუთრივ მისთვის და უთუოდ ახ-
ლა, რომ მოესმინა, – „და მერე რაც უნდა მომხდარიყო!“...
ამოიკითხა რასკოლნიკოვმა ეს სონიას თვალებსა და მის აღტა-
ცებულ ღელვაში. სონიამ სძლია როგორღაც მღელვარებას,
თავს ძალა დაატანა და დაიწყო იოანე მახარებლის მეთერთმეტე
თავის კითხვა. ასე ჩაიკითხა მეცხრამეტე მუხლამდე:
„და მრავალნი ურიათაგანნი მოსულიყვნენ მართასსა და მა-
რიამისსა, რათა ნუგეშნი-ჰსცენ მათ ძმისა მათისათვის. ხოლო
მართა, ვითარცა ესმა რამეთუ იესო მოვალს, მიეგებოდა მას; ხო-
ლო მარიამ სახლსა შინა ჰსჯდა. ჰრქვა მართა იესოს: უფალო!
უკეთუმცა აქა იყავ არამცა მომკვდარიყო ძმა იგი ჩემი. არამედ
და აწცა უწყი, ვითარმედ რაიცა იგი სთხოვო ღმერთსა, მოგცეს
შენ ღმერთმა“.
აქ კი შედგა ისევ, რადგანაც გრძნობდა წინათვე, რომ ხმა
აუკანკალდებოდა, ჩაუწყდებოდა...
„ჰრქვა მას იესო: აღსდგა ძმა შენი. ჰრქვა მას მართა: უწყი,
რამეთუ აღსდგეს აღდგომასა მას უკანასკნელსა დღესა. ჰრქვა
მას იესო: მე ვარ აღდგომა და ცხოვრება: რომელსა ჰრწმენეს
ჩემი, სცხონდესვე და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმე-
ნეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გწამს ესე? ჰრქვა მას
მართა:
(თითქოს ტკივილით ითქვამს სულსო, სონიამ გარკვევით და
ხმამაღლა წაიკითხა, ვითომ თვითონვე აღსარებაზე ყოფილი-
ყოს).
ეჰ, უფალო! მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა,
მომავალი სოფლად“.
ერთ წამს შედგა, სწრაფად გადახედა როდიას, მაგრამ მალე
სძლია თავს და კითხვა განაგრძო. რასკოლნიკოვი უძრავად იჯ-
და, უსმენდა, მაგიდაზე დაყრდნობილი, სადღაც შორს იყურებო-
და. ასე ჩაიკითხეს ოცდამეთერთმეტე მუხლამდე.
„ხოლო მარიამ, ვითარცა მოვიდა, სადაც იგი იყო იესო, ვი-
თარცა იხილა იგი, დაჰვარდა ფეხთა მისთა და ჰრქვა მას: უფა-
ლო, უკუთუმცა აქა ყოფილიყავ, არამცა მომკვდარიყავ ძმა იგი
ჩემი, ხოლო იესო, ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ჰსტიროდეს, და
მისთანა მოსულნი იგი ურიანიცა ჰსტიროდეს, შეჰძრწუნდა სული-
თა, ვითარცა რისხვა, და ჰრქვა მათ: დასა დასდევით იგი?
ჰრქვეს მას: მოვედ და იხილე. იტყოდეს უკვე ურიანი იგი: აჰა, ვი-
თარსა მე უყვარდა იგი. ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძ-
ლო ამას, რომელმან აღუხილნა თვალნი ბრმასა, ყოფად რაისა-
მე, რაითუმცა ესეცა არა მოკვდა?“
რასკოლნიკოვმა მოიხედა, აღელვებულმა თვალები სონიას
მიაპყრო: ასე იყო მართლაც! ნამდვილი ციებიანივით ცახცახებდა
სონია. რასკოლნიკოვი ელოდა კიდეც, რომ ასე დაემართებოდა
უთუოდ; სონია მიუახლოვდა უკვე დიდებულსა და ჯერ არგაგო-
ნილ სასწაულის ამბავს და უცბად რაღაცამ აღაფრთოვანა. ხმა
ზარივით დაეწმინდა. აშკარად ეტყობოდა, აღტაცება და სიხარუ-
ლი თანდათან მეტ ძალას აძლევდა. სტრიქონები ებნეოდა,
თვალთ უბნელდებოდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა, წასაკითხი
ზეპირად იცოდა. უკანასკნელი მუხლის წაკითხვის დროს: „რო-
მელმან აღუხილნა თვალნი ბრმასა...“ – ხმას დაუდაბლა და ამით
მხურვალედ გამოხატა საყვედური და გაკიცხვა ურწმუნო და დაბ-
რმავებული ებრაელებისა, რომლებიც სულ ერთი წუთის შემდეგ
დედამიწაზე დაემხობოდნენ, ატირდებოდნენ მწარედ და ირწმუ-
ნებდნენ... „და იგიც, იგიც – დაბრმავებული, ურწმუნო – მოისმენს
და ირწმუნებს. დიახ, ირწმუნებს! კი, ამწუთას, ახლავე“, – ოცნე-
ბობდა სონია და სიხარულისგან თრთოდა.
„ხოლო იესო, კვალადცა დანაღვლიანებული, მოვიდა საფ-
ლავსა მას. ხოლო იყო მუნ ქვები და ლოდი ზედა ედვა მას.
ჰრქვა მათ იესო: აიღეთ ლოდი ეგრე. ჰრქვა მას მართა, და მან
მის მკვდრისამან: უფალო, ჰროდის-ღა, რამეთუ მეოთხე დღე
არს“.
და სიტყვა მეოთხე საგანგებოდ მკაფიოდ წარმოთქვა: „ჰრქვა
მას იესო: არა გარქვი შენ, ვითარმედ უკეთუ გრწმენეს, იხილო
დიდება ღმერთისა. აღიღეს უკვე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო
მკვდარი იგი. ხოლო იესო აღიხილნა თვალნი ზეცად და ჰრქვა:
მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ
მარადის ისმენ ჩემსა. არამედ ერისა ამისათვის, რომელი გარე
მომადგეს მე, ვსთქვი, რათა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე
მე. და ესე ვითარცა ჰსთქვა, ხმითა დიდითა ღაღად ჰყო: ლაზა-
რე! გამოვედ გარეთ. და გამოვიდა მკვდარი იგი“.
(ხმამაღლა და აღტაცებით კითხულობდა ათრთოლებული
სონია, თან ცივი ჟრუანტელი უვლიდა, თითქოს საკუთარი თვა-
ლით უნახავს ყველაფერიო);
„შეკრული ხელით და ფეხით სახვეველითა და პირი მისი და-
ბურული იყო სუდარითა. ჰქვა მათ იესო: განხსენებით ეგე და
უტევეთ, ვიდოდეს.
მრავალთა უკვე ურიათაგანთა, რომელნი მოსულიყვნენ მა-
რიამისსა და მართასა, იხილეს რომელი იგი ჰქმნა იესო და
ჰრწმენა მისა მიმართ“.
მეტი აღარ წაუკითხავს. აღარც შეეძლო, წაეკითხა; დაკეცა
წიგნი და საჩქაროდ სკამიდან წამოდგა.
– ეს არის სულ ლაზარეს აღდგომაზე, – წარმოთქვა აჩქარე-
ბითა და მკაცრად სონიამ და თავი გვერდზე მიაბრუნა, თითქოს
შეხედვის რცხვენოდა. ჯერ ისევ ცახცახებდა მთელი სხეულით.
კარგა ხანია მოღრეცილ შანდალში ჩადგმული ნამწვი ჩაქრობაზე
იყო. ნამწვის ოდნავი შუქი მკრთალად ანათებდა ღარიბ ოთახს
და მკვლელსა და მეძავს, რომლებიც სამარადისო წიგნის კით-
ხვაში ასე უცნაურად შეერთებულიყვნენ. ასე განვლო ხუთმა თუ
ექვსმა წუთმა...
– მე შენთან მოსალაპარაკებლად მოვედი, – ჩაილაპარაკა
უცბად ხმამაღლა და დაღვრემით რასკოლნიკოვმა. წამოდგა და
სონიასთან მივიდა. სონიამ გაკვირვებით შეხედა. სასტიკი იყო
უზომოდ რასკოლნიკოვის გამომეტყველება და რაღაც უკიდურე-
სი გადაწყვეტილების მამხილებელი.
– დღეს ჩვენებს, დედასა და დას, თავი დავანებე, – დაიწყო
რასკოლნიკოვმა, – ყველა კავშირი გავწყვიტე მათთან, უკან
აღარ დავბრუნდები.
– რაო, რისთვის? – ჩაეკითხა ელდანაკრავივით სონია, წე-
ღანდელმა მათმა შეხვედრამ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება
დატოვა სონიაზე, თუმცა ჯერაც სავსებით ვერ გარკვეულიყო.
თავზარდაცემულმა მოისმინა ახლა ეს ამბავი.
– ახლა მარტო შენღა მყავხარ, – დასძინა რასკოლნიკოვმა,
– წავიდეთ... იმიტომ მოვედი. ერთნაირად ვართ დაწყევლილები,
ერთად წავიდეთ კიდეც!
თვალები ცეცხლივით ეგზნებოდა. „შეშლილივით იქცევა
მართლა!“ – გაიფიქრა სონიამ.
– სად წავიდეთ? – ჩაეკითხა შიშით და უნებურად უკან დაიხია.
– რა ვიცი, სად... ვიცი მხოლოდ, რომ გზა ერთი გვაქვს, ნამ-
დვილად ვიცი, მორჩა გათავდა! ორივეს ერთი მიზანი გვაქვს!
შეჰყურებდა სონია დ ვერაფერი გაეგო. იცოდა მხოლოდ,
რომ რასკოლნიკოვი უზომოდ უბედურად გრძნობდა თავს.
– ვერც ერთი მათგანი შენსას ვერაფერს გაიგებს, თუნდ ელა-
პარაკო კიდეც, – განაგრძობდა რასკოლნიკოვი, – მე კი ყველა-
ფერი გავიგე უკვე. ჩემთვის შენ საჭირო ხარ და იმიტომ მოვედი.
– არ მესმის მაინც... – ჩაიჩურჩულა სონიამ.
– მერე გაიგებ. შენც განა იგივე არ მოიმოქმედე? აკი, შენც
გადალახე... შესძელი გადაგელახა... თვითონ დაღუპე შენი სი-
ცოცხლე (ეგ სულერთია)... შეგეძლო სულისა და გონებისთვის
გეცხოვრა, ახლა კი სენაზე უნდა ამოგხდეს სული... მაგრამ ვერ
შეძლებ ამას და მარტოდ დარჩენილი ჭკუიდან შეიშლები ისევე,
როგორც მე. ახლაც აგერ, შეშლილს ჰგავხარ, მაშასადამე, ერთი
გვქონია გზა!.. წავიდეთ!..
– რატომ, რისთვის? – ჩაეკითხა კვლავ უცნაურად აღელვებუ-
ლი სონია.
– რატომ და იმიტომ, რომ ასე დარჩენა არ შეიძლება, – აი,
რისთვის! დროა, მოისაზრო ყველაფერი და არა ბავშვივით იტი-
რო და იყვირო, ღმერთი არ ინებებსო! აბა, მართლაც რა იქნება,
ხვალ რომ საავადმყოფოში წაგიყვანონ? კატერინა ივანოვნა შეშ-
ლილია, მალე ჭლექიც მოუღებს ბოლოს... ბავშვებს, ბავშვებს რა
ეშველება? ნუთუ გგონია, პოლეჩკა არ დაიღუპება? არსად გინა-
ხავს განა, ქუჩის კუთხეებში როგორ დგანან ბავშვები და მოწყა-
ლებას ითხოვენ? დედებივე გზავნიან მათ. მიკითხავს ბევრჯერ,
სად და რა გარემოებაში ცხოვრობენ მათი დედები. ბავშვებს ბავ-
შვებად იქ დარჩენა არ შეუძლიათ. შვიდი წლის ბავშვი უკვე გარ-
ყვნილია და ქურდი. ბავშვები კი ხომ ქრისტეს ხატებას წარმოად-
გენენ: „მათია სასუფეველი ღვთისა“25. მანვე გვიბრძანა, გვიყვარ-

25 „მათია სასუფეველი ღვთისა“ – სახარება მათესი, 5, 10,


ქართული სახარების ტექსტში ამგვარი ფრაზაა: „რამეთუ მათი
არს სასუფეველი ცათაი“.
დეს და პატივს ვცემდეთ, ვინაიდან ისინი შეადგენენ მომავალ კა-
ცობრიობას...
– რა ვუყო, რა ვქნა? – იმეორებდა სონია, თან ისტერიული
ტირილი აუვარდა, ხელებს იმტვრევდა.
– რა ქნა? ის, რომ გაწყვიტო სამუდამოდ, რაც გასაწყვეტია
და მორჩე: ტანჯვა კი თვითონ იკისრო! რაო? არ გესმის? მერე
გაიგებ... თავისუფლება და ძალა, უმთავრესად ძალა, ძალა ყვე-
ლა შიშით მძრწოლ ქმნილებაზე. მთელ ამ ჭიანჭველებივით მო-
ფუთფუთე ხალხზე!.. აი, მიზანი! დაიმახსოვრე! ეს იყოს ჩემი და-
ლოცვაც და დარიგებაც! იქნებ უკანასკნელადაც გელაპარაკები.
თუ ხვალ არ მოვალ, ყველაფერს თავად გაიგონებ; მოიგონე მა-
შინ, რაც გითხარი. ოდესმე, შემდეგ, წლები და ხანი რომ გაივ-
ლის და ცხოვრებას გაიცნობ, იქნებ გაიგო ჩემი ნათქვამიც. მაგ-
რამ თუ მოვალ ხვალ, გეტყვი, ვინ მოკლა ლიზავეტა. მშვიდო-
ბით!..
შეშინებული სონია კანკალმა აიტანა.
– მერე, ნუთუ იცი, ვინ მოკლა? – ჩაეკითხა შიშისგან გაცივე-
ბული, თან გადარეულივით შეჰყურებდა.
– ვიცი და გეტყვი კიდეც... მაგრამ მარტო შენ!.. იმიტომ, რომ
შენ აგირჩიე. პატიებას კი არ გთხოვ, არა, ისე გეტყვი უბრალოდ.
დიდი ხანია, რაც აგირჩიე. ეს იყო ჯერ მაშინ, მამაშენი რომ შენს
ამბავს მიამბობდა და ლიზავეტაც ჯერ ისევ ცოცხალი იყო. მაშინ-
ვე ვიფიქრე... მაგრამ ხელს ნუ გამომიწვდი... ხვალამდე!..
ეს სიტყვები წარმოთქვა და გავიდა. როგორც შეშლილს, ისე
უყურებდა სონია, მაგრამ თავადაც შეშლილივით იყო; და თვი-
თონვე გრძნობდა, რომ ასე იყო. თავბრუ ეხვეოდა – „ღმერთო!
საიდან იცის, ვინ მოკლა ლიზავეტა? რას ნიშნავს მისი სიტყვე-
ბი?..“ მაგრამ რასკოლნიკოვზე ეჭვი ფიქრადაც არ მოსვლია. არა
და არა!.. „ოჰ, უთუოდ უბედური უნდა იყოს მეტად!.. დედა და და
მიუტოვებია. რისთვის? რა მოხდა? ან რა აქვს ნეტავ განზრახუ-
ლი? რა უთხრა ეს?.. ფეხზე აკოცა და უთხრა... უთხრა (დიახ,
ნათლად და გარკვევით უთხრა), რომ მის გარეშე სიცოცხლე არ
შეუძლია... ოჰ, ღმერთო!“
სონია მთელი ღამე ციებიანივით ბოდავდა. დროდადრო წა-
მოხტებოდა მძინარე, ტიროდა, ხელებს იმტვრევდა; ხან კი ისე
მიეძინებოდა მოუსვენრად, პოლეჩკა, კატერინა ივანოვნა, ლიზა-
ვეტა, სახარების კითხვა და სხვა რამ ესიზმრებოდა... ეზმანებოდა
ისიც... თვალებანთებული, ფერმიხდილი... როგორ კოცნიდა
ფეხზე და ტიროდა... ოჰ, ღმერთო!..
კარს უკან, მარჯვნივ, იმ კარს უკან სწორედ, რომელიც სონი-
ას ბინას ყოფდა ჰერტრუდა კარლოვნა რესლიხის ბინისგან,
ოთახი ცარიელი იყო. ეს შუა ოთახი რესლიხის ბინას ეკუთვნოდა
და ქირავდებოდა, რასაც მოწმობდა ალაყაფის კარსა და ფან-
ჯრებზე გაკრული განცხადებები. დიდი ხანია, სონია ცარიელად
თვლიდა ამ ოთახს. მაგრამ, წარმოიდგინეთ, მთელი ეს ხანი ბ-ნი
სვიდრიგაილოვი ცარიელ ოთახში იდგა თურმე კართან და სულ-
განაბული ყურს უგდებდა. გავიდა თუ არა რასკოლნიკოვი, ცოტა
ხანს კიდევ იდგა და რაღაცას ფიქრობდა, შევიდა მერე თითის
წვერებზე მდგარი, ფრთხილად თავის ოთახში, რომელიც იქვე,
ცარიელი ოთახის გვერდით იყო, აიღო სკამი და ცარიელ ოთახ-
ში შეიტანა უჩუმრად, კართან დადგა. ლაპარაკი მეტად საყურად-
ღებო ეჩვენა და მოეწონა კიდეც, – იქამდე მოეწონა, რომ სკამზე
მოხერხებულად მოკალათებულს ესიამოვნა ამ მოულოდნელი
ამბების მოსმენა.

მეორე დღეს დილით, სრულ თერთმეტ საათზე, რასკოლნი-


კოვი პოლიციის ნაწილში, გამომძიებლის განყოფილებაში მივი-
და და სთხოვა, პორფირი პეტროვიჩისათვის მოეხსენებინათ მისი
მოსვლა. მეტად გაიოცა, როცა დიდხანს აცდევინეს: თითქმის ათ
წუთზე მეტი გავიდა, სანამ დაუძახებდნენ. მისი ანგარიშით კი,
თითქოს იმავე წამს უნდა სცემოდნენ. იდგა მისაღებ ოთახში და
გვერდით, ვინ იცის, ვინ არ გაუარა; არავინ ყურადღებას არ აქ-
ცევდა. იქვე, გვერდით ოთახში, რომელიც კანცელარიას ჰგავდა,
გადამწერლები ისხდნენ, მუშაობდნენ; ეტყობა, არც ერთ მათგანს
აინუნშიც არ ჩაუგდია, ვინ ან რა იყო რასკოლნიკოვი. თვითონ კი
მოუსვენრად და ეჭვის თვალით იყურებოდა გარშემო: გვერდით
ხომ კაცი არ მიდგას დარაჯად, ან თვალს ხომ არავინ მადევნებს,
არსად გავიპაროო? მაგრამ არაფერი ამგვარი არ ჩანდა: ხედავ-
და მხოლოდ საქმისა და წვრილმანი ზრუნვისგან რეტდასხმულ
მომსახურეებს და მიმსვლელ-მომსვლელებს, რომლებსაც მას-
თან არაფერი ესაქმებოდათ. ოთხივე მხარეს გზა ჰქონდა თავისუ-
ფალი, შეეძლო, საითაც უნდოდა, იქით წასულიყო. თანდათან
რწმუნდებოდა, რომ საიდუმლოებით მოცულ გუშინდელ კაცს, აჩ-
რდილივით რომ აედევნა, მართლაც რომ ენახა და სცოდნოდა
რამე, უთუოდ ასე თავისუფლად დგომისა და ცდის ნებას აღარ
მისცემდნენ. ან მოაცდევინებდნენ განა თერთმეტ საათამდე, რომ
თავისი ნებით მობრძანებულიყო გამოსაცხადებლად? აქედან გა-
მოდიოდა, მაშასადამე, რომ ან იმ კაცს არ დაესმინა ჯერ, ან არა-
და... მაშასადამე, გუშინდელი ამბავიც მხოლოდ მისივე, რას-
კოლნიკოვის სნეული ოცნების ნაყოფი იყო. ამას გუშინვე მიხვდა
და თანდათან უფრო და უფრო რწმუნდებოდა კიდეც. ახლა კი,
როცა ყოველივე მოფიქრებული ჰქონდა და ახალი ბრძოლის-
თვის ემზადებოდა, უცბად იგრძნო, რომ კანკალებდა, იგრძნო,
რომ საზიზღარი პორფირი პეტროვიჩის ეშინოდა. ყველაზე მე-
ტად კი ამ კაცთან ხელახლა შეხვედრა ესაზიზღრებოდა: უზომოდ
სძულდა იგი, იქამდე უზომოდ, რომ ეშინოდა, ამ ზიზღსა და სი-
ძულვილს არ გაეცა. მაგრამ ძლიერმა ზიზღმა და გულისწყრო-
მამ კანკალი უცებ შეაწყვეტინა; ბოლოს გადაწყვიტა, გულცივად,
კადნიერად შეხვედროდა და თითქმის სულ არ ამოეღო ხმა. ეც-
ქირა მხოლოდ და ყური ეგდო, იოტისოდენადაც არ აღელვებუ-
ლიყო, ახლა მაინც დაეძლია თავისი ჩვეულებრივი ავადმყოფუ-
რი გაღიზიანება. სწორედ ამ დროს პორფირი პეტროვიჩთან იხ-
მეს...
აღმოჩნდა, რომ პორფირი პეტროვიჩი მარტო ყოფილიყო
კაბინეტში. კაბინეტად ჰქონდა საშუალო, უბრალოდ მოწყობილი
ოთახი; მუშამბაგადაკრული ტახტის წინ დიდი საწერი მაგიდა იდ-
გა, აქეთ – ბიურო, კუთხეში – კარადა და რამდენიმე სკამი. ყვე-
ლა ეს სახაზინო ავეჯი ყვითლად გაკრიალებული ხის გახლდათ.
უკანა კედლის კუთხეში, ტიხრის უკან, კარი იყო გამოჭრილი და
გამოკეტილი: მას იქით კიდევ რაღაც სხვა ოთახები უნდა ყოფი-
ლიყო. შევიდა თუ არა რასკოლნიკოვი, პორფირი პეტროვიჩმა
მაშინვე მიიხურა კარი; მარტონი დარჩნენ. გარეგნულად მეტად
მხიარულად და ალერსიანად დაუხვდა პორფირი სტუმარს, მხო-
ლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ნათლად შენიშნა რასკოლნიკოვ-
მა, თითქოს როგორღაც დაიბნა, – გეგონებოდათ, ეს-ეს არის,
რაღაც საიდუმლო უთხრესო.
– ოჰ, უპატივცემულესო!.. – დაიწყო პორფირი პეტროვიჩმა
და ორივე ხელი გაუწოდა, – დაბრძანდით, ჩემო კეთილო, გე-
თაყვა! იქნებ არ გიყვართ უპატივცემულესად რომ მოგიხსენიეთ
და... კეთილო გიწოდეთ, – ასე, tout court?26 ფამილარობად ნუ
ჩამითვლით, გეთაყვა.. აი, აქეთ, ტახტზე.
რასკოლნიკოვი დაჯდა, პორფირისთვის თვალი არ მოუშო-
რებია.
„ჩვენთან გხედავდით“, ეს მობოდიშება, ფამილარობად ნუ ჩა-
მითვლით, ფრანგული tout court და სხვა და სხვა – ყველა ერ-

26 tout court? - დაახლოებული (ფრანგ.)


თად დამახასიათებელი რამ იყო უთუოდ. „შემოსვლისას ორივე
ხელი გამომიწოდა ვითომ... მაგრამ უკანვე წაიღო“, – გაიფიქრა
რატომღაც ეჭვით. ორივე გაფაციცებით ადევნებდა ერთმანეთს
თვალყურს, მაგრამ შეხედავდნენ თუ არა, ელვის სისწრაფით
ისევ არიდებდნენ მზერას.
– ეს განცხადება მოგიტანეთ... საათის თაობაზე... აი! კარგა-
დაა დაწერილი, თუ გადაწერა დასჭირდება?
– რაო? განცხადებაო? ჰო, ჰო, ნუ წუხხართ. ასეა, ასე, –
ჩაილაპარაკა პორფირი პეტროვიჩმა ისე, თითქოს სადღაც მიეჩ-
ქარებაო, მერე გამოართვა და თვალი გადაავლო, – დიახ, ასეა.
მეტი არაფერი უნდა, – დასძინა ისევ ისე აჩქარებით და ქაღალ-
დი მაგიდაზე დადო.
მერე, ერთი წუთის შემდეგ, სხვა საგანზე ლაპარაკის დროს,
აიღო ისევ და მაგიდიდან ბიუროში გადადო.
– თქვენ, ვგონებ, გუშინ მითხარით, რომ გინდოდათ, დაგე-
კითხეთ... ფორმალურად... რა ნაცნობობა მქონდა მოკლულ-
თან? – დაიწყო ისევ რასკოლნიკოვმა, – „რად ჩავურთე ეს სიტ-
ყვები? – გაიფიქრა უცბად, – მაგრამ რატომ ვწუხვარ ასე?“ –
გაუელვა მაშინვე ხელახლა.
და იგრძნო უცბად, რომ პორფირისთან შეხვედრამ პირველ
სიტყვასა და შეხედვაზევე ეჭვები საზარლად გაზარდა... და რომ
ეს საშინლად სახიფათო იყო: ნერვები ეშლებოდა, თანდათანო-
ბით მეტად ღელავდა. „ცუდია! ცუდი!.. კიდევ წამომცდება რამე
უთუოდ“.
– დიახ, დიახ, დიახ! ნუ წუხხართ! დრო დიდია, დიდი, – ბუტ-
ბუტებდა პორფირი პეტროვიჩი და თან მაგიდის წინ ბოლთას
სცემდა, მაგრამ რატომღაც უაზროდ და უმიზნოდ – ხან ფანჯა-
რასთან მივიდოდა, ხან ბიუროსთან, ხან ისევ მაგიდასთან; თან
რასკოლნიკოვის ეჭვიან შეხედვასაც ერიდებოდა; ხან კი შედგე-
ბოდა ერთ ადგილას და დაჟინებით აშტერდებოდა, ჯიქურ... მე-
ტად უცნაურად მოჩანდა დამრგვალებული და ჩასუქებული პორ-
ფირი, წარამარა სირბილის დროს რომ კედლებსა და კუთხეებს
ბურთივით ასკდებოდა.
– მოვესწრებით, მოვესწრებით!.. პაპიროსს არ ეწევით?
გაქვთ?.. არა?.. აი, ინებეთ, – განაგრძობდა პორფირი და თან
პაპიროსს სთავაზობდა, – იცით რა, აქ მიგიღეთ, მაგრამ ჩემი ბი-
ნა აქვე, ტიხარს იქით არის... სახელმწიფოა, დროებით კი დაქი-
რავებულ ბინაში ვცხოვრობ. ზოგიერთი რამ შესაკეთებელი და
შესასწორებელი იყო. ახლა თითქმის მზადაა უკვე... სახელმწიფო
ბინა კარგი რამ არის, არა? როგორ გგონიათ?..
– დიახ, დიახ, კარგი რამ არის, – უპასუხა რასკოლნიკოვმა
და თითქმის დაცინვით შეხედა.
– კარგი რამ არის, კარგი რამ... – გაიმეორა კვლავ პორფი-
რი პეტროვიჩმა, თითქოს უცბად სხვა რაღაცაზე ჩაფიქრდაო.
– დიახ, კარგი რამ არის! – შეჰყვირა თითქმის ბოლოს, ორ
ნაბიჯზე გამოეჭიმა რასკოლნიკოვს და უცბად თვალი თვალში მი-
აშტერა.
ეს მრავალგზის სულელური გამეორება, რომ სახელმწიფო
ბინა კარგი რამ არის, ეწინააღმდეგებოდა და არ უდგებოდა იმ
დარბაისლურ და დაფიქრებულ, უცნაურ გამომეტყველებას, რო-
მელიც ახლა აღბეჭდოდა სახეზე პორფირის, სტუმარს რომ შეჰ-
ყურებდა.
ეს იყო მიზეზი, რამაც უარესად გააბოროტა რასკოლნიკოვი.
თავი ვეღარ შეიმაგრა, რომ საკმაოდ წინდაუხედავად და მოური-
დებლად არ დაეცინა.
– იცით რა, – ჰკითხა უცბად კადნიერად და ისე შესცქეროდა,
თითქოს თავისივე კადნიერებით ტკბებოდაო, – ვფიქრობ, არსე-
ბობს ერთგვარი იურიდიული წესი, ანუ იურიდიული ხერხი, ყო-
ველგვარი გამოძიებისთვის ერთნაირად საჭირო და სახელ-
მძღვანელო, რომ ჯერ შორიდან და უბრალოდ დაიწყონ საქმე,
თუნდაც საყურადღებო კითხვიდანაც, მაგრამ შორეულიდან, ამით
როგორმე გაამხნევონ ან, უკეთ რომ ვთქვათ, გაართონ ადა-
მიანი, მიაძინონ მისი სიფრთხილე და მერე კი უცბად და
მოულოდნელად მიახალონ სახიფათო კითხვა, ასეა თუ არა?
ვგონებ, ყოველგვარ წესებსა და დარიგებაში წმინდადაა იგი და-
ცული?
– ასეა, ასე... გგონიათ, მაშ, სახელმწიფო ბინაზე განგებ და-
ვიწყე ლაპარაკი, რომ... ჰა? – პორფირი პეტროვიჩმა თვალი
მოჭუტა, ჩაუკრა; რაღაც მხიარულმა და ცბიერმა იერმა გადაურ-
ბინა სახეზე, ნაოჭები გაეშალა, შუბლი გაეხსნა, თვალი მოეჭუტა
და უცბად ნერვიულად და ხანგრძლივად ახითხითდა. მთელი ტა-
ნი უთრთოდა და რასკოლნიკოვს შეჰყურებდა თვალებში. რას-
კოლნიკოვმაც თავს ძალა დაატანა და ოდნავ ჩაიცინა; მაგრამ
დაინახა თუ არა ეს პორფირიმ, ისე ჩაბჟირდა უცბად, მთლად
ჭარხალივით გაწითლდა. ვეღარ შეიმაგრა მაშინ თავი რასკოლ-
ნიკოვმა და უცბად დაკარგა მოთმინება და სიფრთხილეც; შეწყვი-
ტა სიცილი, მოიღუშა და დიდხანს სიძულვილით უცქერდა პორ-
ფირის, რომელიც თითქოს განგებ აღარ ასრულებდა სიცილს.
ორივე მხარეს აშკარა მოურიდებლობა ეტყობოდა: გამოდიოდა,
რომ პორფირი პეტროვიჩი პირდაპირ დასცინოდა თავის სტუ-
მარს, რომელიც თავის მხრივ, ზიზღითა და სიძულვილით ეგებე-
ბოდა ამ სიცილს; მაგრამ პორფირი ამას არად აგდებდა. ეს კი
დიდად საყურადღებო იყო რასკოლნიკოვისთვის: მიხვდა, რომ
წეღან პორფირი პეტროვიჩი სულაც არ ერიდებოდა და პირიქით,
იქნებ თვითონ რასკოლნიკოვი გაება მახეში; რომ აქ აშკარად
არსებობს რაღაც ისეთი, რაც მან, რასკოლნიკოვმა, არ იცის;
რომ იქნებ, ყველაფერი მომზადებულია უკვე და ახლავე გამო-
ირკვევა, მეხივით თავს დაატყდება..
ადგა ამიტომ და პირდაპირ საქმეს შეუდგა... ქუდს დაავლო
ხელი:
– პორფირი პეტროვიჩ, – დაიწყო მან გადაწყვეტით, მაგრამ
საკმაოდ გულმოსულად, – გუშინ თქვენ განაცხადეთ, რომ რაღაც
ჩვენებისთვის მოვსულიყავი (საგანგებოდ წარმოთქვა სიტყვა:
ჩვენებისთვის). აი, მეც მოვედი. გთხოვთ ამიტომ, თუ გაქვთ რამე
გამოსაკითხი, მკითხოთ, არადა, ნება მომეცით, წავიდე... არ მცა-
ლია, საქმე მაქვს... უნდა დავესწრო დასაფლავებას ცხენებისგან
გასრესილი იმ მოხელისა, რომელიც... თქვენც მოგეხსენებათ... –
დასძინა, მაგრამ გაჯავრდა იმავე წამს, რომ ასეთი განმარტება
გააკეთა და მაშინვე კიდევ უფრო მეტად აეშალა ნერვები, – ყვე-
ლაფერი ეს უკვე მომბეზრდა, გესმის თუ არა, მომბეზრდა, დიდი
ხანია... ერთი მხრივ, თითქმის ამიტომაც ვიყავი ავად... ერთი
სიტყვით – შეჰყვირა თითქმის გულმოსულმა, რადგან იგრძნო,
რომ ავადმყოფობაც უადგილოდ ჩაურთო, – ერთი სიტყვით, ან
ახლა მკითხეთ, რაც გინდათ, ან არადა გამიშვით, ნუღარ მაცდე-
ვინებთ... მაგრამ მკითხეთ, თუ კითხვა გინდათ, წესის მიხედვით!
უიმისოდ ნებას არ მოგცემთ. ახლა კი მშვიდობით, რადგან საქმე
ჩვენ ამჟამად არაფერი გვაქვს...
– ღმერთო! რას ამბობთ! რა უნდა გითხრათ, – ცახცახმა
აიტანა უცბად პორფირი პეტროვიჩი და კილოც, გამომეტყველე-
ბაც მაშინვე გამოეცვალა, იმავ წამს სიცილიც შეწყვიტა, – ნუ წუხ-
ხართ, გეთაყვა, ნუ, – აშოშმინებდა რასკოლნიკოვს, თან დრო-
დადრო ისევ კედელს ეხლებოდა და სთხოვდა, დამჯდარიყო, –
დრო ბევრი გვაქვს, რა გვეჩქარება, ყველაფერი ეს უბრალო რამ
არის!.. პირიქით, ისე მიხარია, რომ ძლივს ჩვენკენაც გა-
მოიარეთ... როგორც სტუმარს, ისე გიღებთ. ეს სიცილი კი,
წყეული და შეჩვენებული, მაპატიეთ, როდიონ რომანოვიჩ, მაპა-
ტიეთ, ჩემო კეთილო! როდიონ რომანოვიჩი ბრძანდებით ხომ?
მამის სახელი ხომ არ მეშლება? ნერვები მაქვს აშლილი, საშინ-
ლად მოსწრებულად დამცინეთ, გამაცინეთ სწორედ! ზოგჯერ სი-
ცილი რომ ამიტანს, მთელი ნახევარი საათი ბნედიანივით
ვთრთი და ვკანკალებ... სულ უბრალო რამეზე ვიცი სიცილის
ატეხა. მეშინია კიდეც, დამბლა არ დამეცეს სიმსუქნის გამო. დაბ-
რძანდით, გეთაყვა, რას დგახართ? გთხოვთ, გეთაყვა, თორემ
მეგონება, რომ გაბრაზდით...
რასკოლნიკოვი ჯერ ისევ განრისხებული და მოღუშული უგ-
დებდა ყურს; დუმდა. დაჯდა ბოლოს, მაგრამ ქუდი ისევ ხელში
ეჭირა.
– მე, იცით, როდიონ რომანოვიჩ, ერთი რამ უნდა გითხრათ
ჩემს თავზე, ისე, დასახასიათებლად, – ეუბნებოდა პორფირი პეტ-
როვიჩი და თან ოთახში ბოლთას სცემდა, წეღანდელივით პირ-
დაპირ თვალებში შეხედვას ერიდებოდა, – მე უცოლშვილო, მარ-
ტო კაცი ვარ, ხალხში გამოუსვლელი და ყველასათვის უცნობი,
თანაც უკვე ჩამოყალიბებული... ვეღარაფერი შემცვლის, გვარი
მომდგამს ასეთი... მერე არ შეგინიშნავთ, როდიონ რომანიჩ,
რომ, როდესაც ჩვენში, რუსეთში უფრო კი პეტერბურგის წრეებ-
ში, ორი ჭკვიანი, ჯერ კიდევ დაუახლოებელი ნაცნობი მოხვდება
სადმე, აი, როგორც ჩვენ, მაგალითად, მთელი ნახევარი საათი
ჩუმად სხედან, სალაპარაკო საგანს ვერ პოულობენ, ერთმანეთის
ერიდებათ. ყველას მოეპოვება სალაპარაკო საგანი, მანდილოს-
ნებსაც, მაგალითად... მაღალი საზოგადოების კაცებსაც c’est de
rigueur27, მაგრამ საშუალო წრის ხალხი კი, როგორც ჩვენ ვართ,
დიდხანს ვერ პოულობს სალაპარაკო საგანს, ირცხვენს, მორი-
დებულია... ესე იგი, ის ხალხი, რომელიც მეტწილად გონებით
მუშაობს. რატომ ხდება ასე, ჩემო ბატონო? საზოგადოებრივი ინ-
ტერესები არ გვაქვს, თუ რა, ან პატიოსნები ვართ მეტად და ერ-
თმანეთის მოტყუება არ გვინდა? არ ვიცი, არ ვიცი!.. თქვენ რო-
გორ გგონიათ? ეს ქუდი კი იქით გადადეთ, თორემ მგონია, რომ

27 ასეა საჭირო; აქ: მოეთხოვებათ (ფრანგ.)


წასვლას აპირებთ... უხერხულია სწორედ... მე... პირიქით, ისე მი-
ხარია, რომ...
რასკოლნიკოვმა ქუდი მაგიდაზე დადო, მაგრამ ისევ ისე ჩუ-
მად და მოღუშულად უგდებდა ყურს პორფირის უაზროსა და
უთავბოლო ყბედობას. „რა უნდა, ნეტავ? მართლა ამ სულელური
ყბედობით სურს გამართოს, გამაბრუოს, თუ რა ხდება?“
– ყავაზე დათანხმებას არ გთხოვთ, დრო არაა და არც ადგი-
ლი, მაგრამ ხუთი წუთით მეგობართან თავის გასართობად ლაპა-
რაკი არ შეიძლება განა? – ფქვავდა დაუღალავად პორფირი, –
იცით მერე, ეს სამსახურებრივი ვალდებულება... მაგრამ ნუ იწ-
ყენთ, ჩემო კეთილო, რომ სულ ასე წინ და უკან დავდივარ; ბო-
დიშს ვიხდი, გეთაყვა, მეშინია, არაფერი გაწყენინოთ, ჩემთვის კი
სიარული მეტად საჭიროა... ერთ ადგილას ვზივარ სულ. მიხარია
კიდეც, როცა ხუთიოდე წუთით სიარულს ვახერხებ... ბუასილი მა-
წუხებს... მინდა, ამგვარი ვარჯიშით დავიწყო წამლობა; ამბობენ,
„სტატსკი და დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკები“, თითქმის
„ტაინი სოვეტნიკებიც“ კი ხალისიანად ხტებიანო თოკზე; ხედავთ,
რას მიაღწია ჩვენს დროში მეცნიერებამ?.. ასე, მაშ... რაც შეეხება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, გამოძიება ჩვენებასა
და ყველა ამ ფორმალობას... აი, ჩემო კეთილო, თქვენვე ინებეთ
ახლა ჩვენზე ლაპარაკი... იცით, რომ ზოგჯერ თვითონ გამომ-
ძიებელს ეს ამბავი უფრო მეტად აუბნევს ხოლმე აზრებს, ვიდრე
ჩვენების მიმცემს... ეს თქვენ, როდიონ რომანოვიჩ, სრულიად სა-
მართლიანად და მოსწრებულად შენიშნეთ ახლა (არაფერი ამ-
გვარი რასკოლნიკოვს არ შეუნიშნავს). დაიბნევი! დაიბნევი სწო-
რედ! სულ ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე მეორდება! აგერ,
ახლა ცვლილებები შემოაქვთ და მადლობა ღმერთს, სახელს მა-
ინც შეგვიცვლიან!.. რაც შეეხება ჩვენს იურიდიულ ხერხებს, –
როგორც მოსწრებულად შენიშნეთ, – აქაც სრულიად გეთანხმე-
ბით. მითხარით, გეთაყვა, ვინ აღარ იცის ახლა, თუნდაც გაუნათ-
ლებელი გლეხი ავიღოთ, მაგალითად, რომ ჩვენ ჯერ გარეშე,
უბრალო კითხვებით ვართობთ ეჭვმიტანილებს (როგორც თქვენ
ინებეთ ბრძანება) და მერე უცბად მივახლით პირში ყველაფერს,
რომ გამოვტეხოთ! დიახ, კარგად შენიშნეთ ეგ შედარება! მაშ,
ასე... გეგონათ, ბინაზე ლაპარაკით მინდოდა... ძალიან გყვარე-
ბიათ დაცინვა. მაგრამ კმარა, აღარაფერს ვიტყვი! მაგრამ ეჰ, ერ-
თი სიტყვა მეორეს იწვევს, აზრი – აზრს, მართლა, წეღან თქვენ-
ვე ახსენეთ ფორმა, აი, ჩვენებზე რომ ლაპარაკობდით... აბა,
ფორმა რისი მაქნისია? ბევრ შემთხვევაში ფორმა მხოლოდ სი-
სულელეა. ზოგჯერ ისე, მეგობრულად ლაპარაკი ჯობს ჩვენს საქ-
მეში. ფორმა არსად გაგვექცევა, ნუ გეშინიათ; მაგრამ ან კი რა
არის ფორმა, მითხარით, გეთაყვა? არ შეიძლება გამომძიებელი
თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე ფორმით შევზღუდოთ. გამომძი-
ებლის საქმე, მოგეხსენებათ, თავისუფალი ხელოვნებაა თითქმის,
ან ამის მსგავსი რამ...
პორფირი პეტროვიჩმა ერთ წამს სული მოიბრუნა. ენას არ
აჩერებდა, სრულიად უაზროდ ლაქლაქებდა, ხან შიგადაშიგ რა-
ღაც საეჭვო სიტყვებს აპარებდა; მერე ისევ უაზრო ყბედობას
მოჰყვებოდა. ახლა კი თავჩაღუნული, თითქმის დარბოდა ოთახ-
ში და მარდად აბიჯებდა თავის ჩასუქებულ ფეხებს. მარჯვენა ხე-
ლი წელზე შემოედო, მარცხენას ერთთავად აქეთ-იქით აქნევდა,
მაგრამ ისე კი, ნალაპარაკევის შინაარსს სრულიად არ შეეფერე-
ბოდა. რასკოლნიკოვმა უცბად შენიშნა, რომ ამ სირბილის დროს
ერთი-ორჯერ თითქოს კართან შედგა პატარა ხნით და ყური მი-
უგდო...
„ელის ვინმეს ნეტა, თუ რა ხდება?“ – გაიფიქრა თავისთვის.
– ამაში კი მართალი ხართ, – განაგრძო კვლავ მხიარულად
პორფირიმ და თან უჩვეულოდ გულმართლად დაუწყო ცქერა
რასკოლნიკოვს (ეს იყო მიზეზი, რომ შეკრთა უცბად რასკოლნი-
კოვი, მყის მოემზადა), – მართალი ხართ სწორედ, რომ იური-
დიული ფორმები ასე სასაცილოდ აიგდეთ, ჰა-ჰა-ჰა! ეს (ზოგიერ-
თი, რასაკვირველია) ჩვენი ღრმა ფსიქოლოგიური ხერხიც სასა-
ცილოა მეტად და თითქმის უსარგებლოც, თუ ფორმით შევზღუ-
დავთ ზედმეტად. დიახ... ფორმას ვეხები მაინც: ვთქვათ, ვინმე
დამნაშავედ მიმაჩნია. ან ეჭვი მაქვს რომელიმე საგნის გამო ამა
თუ იმ კაცზე გაგებული... თქვენც ხომ ვექილობისთვის ემზადე-
ბით, როდიონ რომანოვიჩ?
– დიახ, ვემზადებოდი...
– აი, მაშ, მაგალითად მომავლისთვისაც... ესე იგი, ნუკი ვი-
ფიქრებთ, ვითომ, გასწავლით! არა, ისე მსურს ფაქტისმაგვარი
მაგალითი გაგაცნოთ... ვთქვათ, აი, მე რომ ახლა რომელიმე
კაცს დამნაშავედ ვთვლიდე, მითხარით, გეთაყვა, რისთვის შევა-
წუხებ ადრევე, თუნდა გამამტყუნებელი რამ საბუთიც მქონდეს?
მოვალე ვარ, ზოგიერთი მაშინვე დავაპატიმრო, მაგრამ ზოგი
ისეთი ხასიათისაა, რომ შეიძლება დავაცადო კიდეც, ისეირნოს
ქალაქში, ჰა-ჰა-ჰა! მაგრამ ვხედავ, კარგად ვერ გაიგეთ ნათქვამი.
ვეცდები, ნათლად დაგიხატოთ: ძალიან ადრე რომ ჩავსვა, მაშინ
ხომ... იცინით (არც უფიქრია რასკოლნიკოვს გაღიმება. იჯდა ტუ-
ჩებმოკუმული და აღგზნებული თვალები პორფირისთვის მიეპ-
ყრო)? ზოგიერთზე მაინც ხომ ასეა ხოლმე სწორედ, იმიტომ,
რომ ხალხი მეტად მრავალგვარია, პრაქტიკა კი ყველასათვის –
ერთი. აი, გამამტყუნებელ საბუთებზე ინებეთ ლაპარაკი; დიახ,
მაგრამ ეს ეჭვი და გამამტყუნებელი საბუთებიც რომ ზოგჯერ
მხოლოდ ორპირია, თითქმის ასეა მეტწილად. მე კი მხოლოდ
და მხოლოდ გამომძიებელი ვარ, მაშასადამე, სუსტი ადამიანი.
არ დაგიმალავთ და ვიტყვი კიდეც, რომ მუდამ მინდა, გამოძიება
ზუსტად გამოანგარიშებულად წარმოვიდგინოთ; ვცდილობ, ისე-
თი მამხილებელი საბუთები მოვიპოვო, ორჯერ ორი რომ ოთხია,
ამას ჰგავდეს! პირდაპირსა და უეჭველ დამტკიცებას ჰგავდეს! ად-
რე რომ ჩავსვა კი, – თუნდაც დარწმუნებულიც ვიყო კიდეც, რომ
ის არის დამნაშავე, – ამით იარაღს წავართმევ საკუთარ თავს, ვე-
ღარ შევძლებ საქმის გამორკვევას... რატომ?.. იმიტომ, რომ
გარკვეულ მდგომარეობაში ჩავაყენებ და ფსიქოლოგიურად და-
ვამშვიდებ; მაშინვე ხელიდან წამივა, მიხვდება ბოლოს, რომ და-
პატიმრებულია. ამბობენ, აგერ, სევასტოპოლში, ალმას შემდეგ,
ჭკვიანი კაცები საშინლად იყვნენ შეშინებულები28, ეგონათ, მტერი
პირდაპირ მოიტანს იერიშს და უცებ აიღებს სევასტოპოლსო;
მაგრამ რომ ნახეს, მტერმა ალყა ამჯობინა, მაშინ კი გაიხარეს
და დამშვიდდნენ, რადგანაც ალყის შემორტყმით ქალაქს სულ
ცოტა, ორ თვეზე ადრე ვერ აიღებდნენ... კიდევ იცინით?.. არ
გჯერათ?.. რასაკვირველია, თქვენც მართალი ხართ, მართალი!
ყველა ეს კერძო შემთხვევაა, გეთანხმებით; წარმოდგენილი შემ-
თხვევა, მართლაც კერძო შემთხვევაა! მაგრამ აი, რაშია საქმე,
ჩემო როდიონ რომანოვიჩ: ზოგადი შემთხვევა, რომელზედაც
ყველა იურიდიული ფორმა და წესია გამოჭრილ--
გამოანგარიშებული და სახელმძღვანელოდ ჩაწერილი, ნამდვი-
ლად არც კი არსებობს სრულებით; იმიტომ, მაგალითად, რომ,
როგორც კი რომელიმე საქმე ან დანაშაული მოხდება, მაშინვე
კერძო შემთხვევად იქცევა იგი; მერე ისიც ზოგჯერ როგორ შემ-
თხვევად; არაფრით წინანდელს არ ჰგავს. ზოგჯერ მეტად სასაცი-
ლო ამბები ხდება ხოლმე ასე. ავიღე, მაგალითად, და მარტოდ-
მარტო დავტოვე რომელიმე ვაჟბატონი: არც დავაჭერინე, არც
სხვა მხრივ შევაწუხე როგორმე, მაგრამ იცოდეს კი, ან ეჭვი ჰქონ-
დეს მარტო, რომ ყველაფერი ვიცი მისი, ყოველ ჟამსა და წუთს
თვალყურს ვადევნებ, ერთთავად ვდარაჯობ და ასე მყავდეს მუ-

28 „ამბობენ, აგერ, სევასტოპოლში, ალმას შემდეგ ჭკვიანი კა-


ცები საშინლად იყვნენ შეშინებულები“ – 1854 წლის სექტემბერ-
ში, ყირიმის ომის დროს, რუსეთის ჯარი დამარცხდა გადამწყვეტ
ბრძოლაში მდ. ალმასთან და სევასტოპოლისკენ დაიხია.
დამ ეჭვსა და შიშში, ღმერთს გეფიცებით, დაიბნევა და თვითონ
მოვა, ან ჩაიდენს ისეთ რამეს, რაც ორჯერ ორი რომ ოთხია,
ამას ემსგავსება, ესე იგი, ანგარიშს სრულიად გამიმართლებს...
ეს კი სასიამოვნოც არის. შეიძლება ასე დაემართოს თვით ბრიყვ
გლეხსაც კი, თორემ, რაც შეეხება ჩვენს მოძმეს, თანამედროვე
ჭკვიან ადამიანს, ის თავს ხომ საერთოდ ვერ დააღწევს! მით უფ-
რო, თუ გგანვითარება აქვს ისეთი. იმიტომ, ჩემო კარგო, რომ
ადამიანის განვითარებასაც გაგება უნდა, რა მხრივ არის მიმარ-
თული... ახლა ნერვები! ეს კი დაგავიწყდათ! ხომ ყველას დას-
ნეულებული, აშლილი და დასუსტებული გვაქვს!.. ახლა ბალღამი
და ნაღველი, რამდენია დაგუბებული! ეს ხომ მართლაც მადანია,
თავისებური და უძირო! არა, ან კი, რა მენაღვლება, თუ თავისუფ-
ლად დადის ქალაქში! დე, ისეირნოს, ვიდრე დრო აქვს. უიმისო-
დაც ხომ ვიცი, რომ ჩემი მსხვერპლია და ვერსად წამივა! ან კი,
სად უნდა წამივიდეს, ჰა?! საზღვარგარეთ გამექცევა? საზღვარ-
გარეთ პოლონელი გამექცევა, ის კი არა, მით უმეტეს, რომ იცის,
თვალყურს ვადევნებ, ყველაფერი გათვალისწინებული მაქვს.
შუაგულ რუსეთში გადაიხვეწა? იქ ხომ ნამდვილი რუსი მუტრუკები
ცხოვრობენ; თანამედროვე განვითარების კაცი კი უფრო ადვი-
ლად საპატიმროს ირჩევს, ვიდრე რუსი მუტრუკებისთანა უც-
ხოელებთან ცხოვრებას, ჰა-ჰა-ჰა! მაგრამ ყველა ეს გარეგანია
და სისულელეა, რას ნიშნავს – გაიქცევა! ეს მხოლოდ ფორმა-
ლური მხარეა; უმთავრესი ეს როდია; იმიტომ კი არ გამექცევა,
რომ არ შეიძლება; არა, ვერ გამექცევა ფსიქოლოგიური თვალ-
საზრისით, ჰა-ჰა-ჰა! როგორ მოგწონთ ჩემი მოსაზრება ჰა? ბუნე-
ბის კანონი შეუკრავს ხელ-ფეხს, თუნდაც გასაქცევი ადგილიც
მოეძებნებოდეს. არ გინახავთ, პეპელა როგორ ევლება თავს
სანთელს? ისიც პეპელასავით ერთთავად ჩემ გარშემო იტ-
რიალებს; თავისუფლება უარესად გაამწარებს, ფიქრი გასტან-
ჯავს, დააბნევს, ობობასავით თავისთავად ქსელში გაებმება, გა-
წამდება და ჯვარს ეცმება!.. მეტიც: თვითონვე გაგიმზადებს „ორ-
ჯერ ორი ოთხიას“ მაგვარ რამე მათემატიკურ ოინს, – ოღონდ
ანტრაქტი გავუგრძელო... ისევ ისე ჩემ გარშემო იტრიალებს,
თანდათან მიახლოვდება და უცბად – თხლაშ! პირდაპირ პირში
ჩამივარდება, და მეც გადავყლაპავ; ეს კი მეტად სასიამოვნოა,
ჰა-ჰა-ჰა! არ გჯერათ?..
რასკოლნიკოვს პასუხი არ გაუცია, იჯდა ჩუმად და უძრავად,
გაფითრებული და ისევ ისე ღრმა ყურადღებით აკვირდებოდა
პორფირის სახეს.
„კარგი გაკვეთილია! – ფიქრობდა და თან ცივი ჟრუანტელი
უვლიდა, – ეს რაღაც გუშინდელ თაგვობანას ჰგავს. ეჭვი არ
არის, ამით თავისი ძალის უსარგებლოდ დამტკიცება და გამ-
ჟღავნება არ ენდომება... ჭკვიანია, არ იზამს ამას... სხვა რამ აზ-
რი აქვს უთუოდ. მაგრამ რა აზრი, ნეტავ? ეჰ, სისულელეა, ძმაო,
მაშინებ და ეშმაკობ, გატყობ! ვიცი, დამამტკიცებელი საბუთი არ
გაქვს და არც გუშინდელი კაცი არსებობს! გინდა, მხოლოდ გზა--
კვალი ამიბნიო, ამაღელვო და გამაბრაზო და უცებ დამიჭირო,
მაგრამ არა, ტყუი, ვერ მიიღებ, ჩაგეშლება!.. იქნებ ჩემი დას-
ნეულებული ნერვების იმედი აქვს?.. არა, ძმაო, ვერ მოგართვი,
მოტყუვდები, თუმცა თითქოს რაღაც გაგიმზადებია... აი, ვნახოთ
ერთი, რა მოამზადე“.
მთელი თავისი ძალ-ღონე შემოიკრიბა, რომ მოსალოდნელ
საზარელ უბედურებას შეჰგებებოდა. დროდადრო უნდოდა, პირ-
დაპირ სცემოდა პორფირის და იქვე წაეხრჩო. რომ შედიოდა, მა-
შინვე ეშინოდა, ვაითუ, ვერ მოვითმინო და ნერვებმა მიმტყუნესო,
გრძნობდა, რომ ტუჩები სიცხიანივით შეახმა, გული ძალიან უცემ-
და, ტუჩებზე ქაფი გაშრობოდა. მაინც გადაწყვიტა, ჩუმად ყოფი-
ლიყო, რაღაც დრომდე კი არაფერი ეთქვა. მიხვდა, რომ ახლა
ასე მოქცევა ყველაფერს სჯობდა, რადგანაც არამცთუ თვითონ
არაფერი წამოსცდებოდა, პირიქით, მტერს უარესად გააბრაზებ-
და და იქნებ ათქმევინებდა კიდეც რამეს. იმედი მაინც ჰქონდა
ამისი.
– არა, ვხედავ, თქვენ ჩემი არაფერი გჯერათ... გგონიათ, ვი-
თომ განგებ გართობთ, – განაგრძო პორფირიმ და სიამოვნების-
გან თანდათან უმატა ხითხითსა და ბოლთის ცემას, – რასაკვირ-
ველია, მართალი ხართ; ისე ვარ ღვთისგან გაჩენილი, რომ სა-
საცილო აზრებს აღვუძრავ ხოლმე მაყურებელს; სასაცილო ვარ;
მაგრამ, იცით, რას გეტყვით და გაგიმეორებთ კიდევ?.. ჩემო კე-
თილო როდიონ რომანოვიჩ, მაპატიეთ კი მე, მოხუცს, მაგრამ ძა-
ლიან ახალგაზრდა ხართ ჯერ და ამიტომაც ახალგაზრდა,
ჩვეულებისამებრ, ყველაზე მეტად ადამიანის გონებას აფასებს.
მახვილი გონება და განყენებული, გონივრული საბუთები ყველა-
ზე მეტად გხიბლავთ. თქვენ ეს ავსტრიულ ჰოფკრიგსრათივით29
მოგდით, რასაკვირველია, რამდენადაც კი სამხედრო საქმეზე შე-
მიძლია განსჯა: ქაღალდზე ნნაპოლეონიც დაამარცხეს, ტყვედაც
წაიყვანეს; ერთი სიტყვით, კაბინეტში შესანიშნავად, მახვილგო-
ნივრულად გამოიანგარიშეს და მოისაზრეს ყველაფერი, მაგრამ
უცებ ვნახოთ, გენერალი მაკი თვითონ დანებდა ნაპოლეონს30
მთელი თავისი მხედრობით, ჰა-ჰა-ჰა! ვხედავ, ჩემო კეთილო,
ვხედავ, როდიონ რომანოვიჩ, დამცინით კიდეც, რომ ერისკაცს
მაგალითები სულ სამხედრო ისტორიიდან მომყავს. რა ვუყოთ,
ჩემი სისუსტეც ეგ არის, სამხედრო საქმე და სამხედრო ამბების

29 ჰოფკრიგსრათი – სამეფო კართან არსებული უმაღლესი


სამხედრო საბჭო.
30 „ქაღალდზე ნაპოლეონიც დაამარცხეს... ვნახოთ, გენერა-
ლი მაკი თვითონ დანებდა ნაპოლეონს...“ – 1805 წლის 20 ოქ-
ტომბერს ავსტრიის არმია გენერალ მაკის მეთაურობით, რო-
მელზედაც განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდნენ მოკავშირენი
(ავსტრია, ინგლისი, რუსეთი), ნაპოლეონს ტყვედ ჩაჰბარდა.
კითხვა მიყვარს... სწორედ რომ დაუდევრად მოვეპყარი ჩემს კა-
რიერას. ჩემი საქმე სამხედრო სამსახური იყო და არა საერო. იქ-
ნებ ნაპოლეონი ვერ გავმხდარიყავი, მაგრამ მაიორი კი უთუოდ
ვიქნებოდი, ჰა-ჰა-ჰა! ასე, მაშ; ახლა კი ყველაფერს დაწვრილე-
ბით და პირდაპირ გეტყვით იმ კერძო შემთხვევისას: ადამიანის
ბუნება და სინამდვილე, ბატონო ჩემო, დიდი რამ არის და ზოგ-
ჯერ უებრო და უეჭვო ანგარიშებსაც კი ძირფესვიანად რევს! ყური
დამიგდეთ მოხუცს, მართალს ვამბობ, როდიონ რომანოვიჩ (ოც-
დათოთხმეტი წლის პორფირი პეტროვიჩი მართლაც მოხუცდა
უცბად: ხმაც კი გამოეცვალა, როგორღაც მოიკაკვა), დამალვა
არაფრის მიყვარს... პირდაპირი კაცი ვარ თუ არა?.. როგორ
გგონიათ? მგონი პირდაპირი ვარ, რომ ამისთანა საქმეებს მუქ-
თად გატყობინებთ და ჯილდოდ არაფერს გთხოვთ, ჰა-ჰა-ჰა! ასე,
მაშ, განვაგრძობ!.. გონების სისხარტე, ჩემი აზრით, დიდებული
რამ არის, ბუნების მშვენება და სიცოცხლის ნუგეშია, თან, ვინ
იცის, რას არ მოიგონებს და შეთხზავს; ასე რომ, რომელიმე უბ-
რალო გამომძიებელი აბა რას გახდება, მეტადრე, თუ თავისივე
ფანტაზიით არის გატაცებული, იმიტომ, რომ კაცია ისიც! მაგრამ
ეგ არის, ადამიანის ბუნება იხსნის ხოლმე საბრალო გამომ-
ძიებელს! ამას კი სულაც არ ფიქრობს „ყოველგვარ დაბრკოლე-
ბათა გადამლახველი“ და გონების სისხარტით გატაცებული
ახალგაზრდობა (როგორც თქვენ ინებეთ გუშინ მოსწრებულად
და მოხერხებულად თქმა). იცრუებს კიდეც ადამიანი, ესე იგი,
კერძო შემთხვევა, ინკოგნიტო იცრუებს მშვენივრად, რომ თავისი
სხარტი გონების ნაყოფით დატკბეს, მაგრამ ვნახოთ! ყველაზე
საყურადღებო და სახიფათო ადგილას გული წაუვა უცბად. მარ-
თალია, ავადმყოფობასა და შეხუთულ ჰაერსაც უთუოდ აქვს ზოგ-
ჯერ გავლენა, მაგრამ მაინც! ეჭვი მაინც ააღებინა! სიცრუით მშვე-
ნივრად იცრუა, მაგრამ ბუნებას ვეღარსად წაუვა, თავი ვერ
დაიჭირა, აი, სად უღალატა! ან კიდევ, ხელოსნობს თავისი სხარ-
ტი გონებით და ეჭვით, მაგრამ ისე ბუნებრივად გაფითრდება, ისე
დაამსგავსებს ნამდვილს, რომ აქაც ისევ ეჭვს ააღებინებს! მარ-
თალია, მოატყუებს პირველად, მაგრამ იმავე ღამეს ის სხვა ყვე-
ლაფერს მოიაზრებს, რასაკვირველია, თუ მართლა ტუტუცი არ
არის. ასე არ არის განა, ყოველთვის?.. რა გინდათ: აღარ დააც-
დით, დაასწრებს, თვითონვე წაეჩრება, სადაც არ ჰკითხავენ, მა-
ლიმალ იმაზე ჩამოაგდებს ლაპარაკს, რაც სათქმელი არ არის,
და გაჩუმების ნაცვლად, სხვადასხვა მაგალითსა და იგავს მოგიყ-
ვანს, ჰა-ჰა-ჰა! თვითონვე მოვა და გკითხავს, რატომ აქამდე არ
მოგყავართო? ჰა-ჰა-ჰა! ასე შეიძლება დაემართოს მახვილი გო-
ნების პატრონს, ფსიქოლოგსა და ლიტერატორს! ნამდვილი
სარკეა ბუნება, ამასთან, უზომოდ გამჭვირვალე! ჩაიხედე და
დატკბი, მეტი რა გინდა! ასე რამ გაგაფითრა როდიონ რომანო-
ვიჩ, სული ხომ არ შეგიგუბდა?.. ფანჯარას გავხსნი...
– ოჰ, ნუ შეწუხდებით, თუ ღმერთი გწამთ, ნუ! – შეჰყვირა
რასკოლნიკოვმა და უცბად გადაიხარხარა, – გთხოვთ, ნუ შეწუხ-
დებით.
პორფირი რასკოლნიკოვის პირდაპირ შედგა, პატარა ხანს
შეიცადა და უცბად თვითონაც გადაიხარხარა. რასკოლნიკოვი
ტახტიდან წამოიწია და ატეხილი სიცილი უცბად შეწყვიტა.
– პორფირი პეტროვიჩ! – შესძახა ხმამაღლა და გარკვევით,
თუმცა მთლად კანკალებდა, ფეხზე ძლივს იდგა, – კმარა! ვხედავ
და საკმაოდ ნათლადაც, რომ ბებრუხანასა და მისი დის, ლიზავე-
ტას მკვლელობის ეჭვი ჩემზე მიგაქვთ. გიცხადებთ ჩემი მხრივ,
რომ უკვე დიდი ხანია, ყველაფერმა ამან საშინლად მომაბეზრა
თავი. თუ გგონიათ, რომ გაქვთ რამე კანონიერი უფლება ჩემი
დევნისა, მდევნეთ და დამაპატიმრეთ; მაგრამ პირში დაცინვისა
და გატანჯვის ნებას კი არ მოგცემთ არაფრის გულისთვის...
ტუჩები უცბად აუკანკალდა, თვალები ბრაზისგან აენთო, მა-
ნამდე შეკავებული, სუსტი ხმა გაუმაგრდა.
– არ მოგცემთ ნებას! – შეჰყვირა კიდევ და უცბად, რაც ძალი
და ღონე ჰქონდა, მაგიდას მუშტი დაჰკრა, – გესმით, პორფირი
პეტროვიჩ? არ მოგცემთ!
– ოჰ, ღმერთო ჩემო, რა მოგივიდათ! – შესძახა თითქმის
სრულიად დამფრთხალმა პორფირი პეტროვიჩმა, – ჩემო კეთი-
ლო, როდიონ რომანოვიჩ! საყვარელო, რა დაგემართათ?..
– არ მოგცემთ-მეთქი ნებას! – შეჰყვირა ხელახლა რასკოლ-
ნიკოვმა.
– ჩუმად, ჩემო კარგო, ჩუმად! გაიგებენ, მოვლენ! იფიქრეთ,
აბა, რა უნდა ვუთხრათ! – ჩასჩურჩულა გულგახეთქილმა პორფი-
რიმ თითქმის ყურში.
– არა, არ მოგცემთ ნებას, არა! – ეუბნებოდა კვლავ რას-
კოლნიკოვი, მაგრამ ახლა უკვე ისიც ჩურჩულით.
მიბრუნდა საჩქაროდ პორფირი, ფანჯარას ეცა, რომ გა-
მოეღო.
– სუფთა ჰაერი შემოვუშვათ!.. წყალიც ჩაყლაპე ცოტა, გეთაყ-
ვა, თორემ ხომ გული გაიხეთქეთ ასე! – და კარისკენ გაქანდა,
რომ წყლის მოტანა ებრძანებინა, მაგრამ იქვე, კუთხეში, წყლის
გრაფინი აღმოჩნდა.
– დალიეთ, ჩემო კარგო, – ეჩურჩულებოდა და თან გრაფინს
აწვდიდა, – იქნებ, გარგოთ...
პორფირი პეტროვიჩის შიში და თანაგრძნობა იქამდე ბუნებ-
რივი იყო, რომ რასკოლნიკოვი გაჩუმდა და გაორკეცებული
ცნობისმოყვარეობით დაუწყო სინჯვა. წყალი მაინც არ დაულევი-
ა.
– როდიონ რომანოვიჩ! საყვარელო! ასე ხომ ჭკუიდან შეიშ-
ლებით, გარწმუნებთ! დალიეთ! ერთ ყლუპი მაინც დალიეთ!
ჭიქა მაინც ააღებინა. რასკოლნიკოვმა უცბად ტუჩებთანაც
მიიტანა, მაგრამ მოაგონდა დროზე და ზიზღით მოიშორა, მაგი-
დაზე დადგა ისევ.
– დიახ, დიახ! ასე ხომ ისევ ძველ სენს დაიბრუნებთ, – აკაკან-
და როგორღაც მეგობრული თანაგრძნობით პორფირი პეტრო-
ვიჩი, თუმცა, ეტყობოდა, ჯერ ისევ დაბნეული იყო, – ღმერთო,
მიკვირს სწორედ, როგორც არ უფრთხილდებით თავს? აგერ,
გუშინ დმიტრი პროკოფიჩიც იყო. გეთანხმებით, ცუდი ხასიათი
მაქვს მეტად, გესლიანი, ამათ კი, ხედავთ, რა დასკვნა გამოიტა-
ნეს, ღმერთო! მოვიდა გუშინ თქვენ შემდეგ, სადილს ვჭამდით,
ილაპარაკა, ილაპარაკა, გავშტერდით სწორედ! ვიფიქრე... ეჰ,
ღმერთო! თქვენგან იყო წამოსული?.. დაჯექით, გეთაყვა, დაჯე-
ქით, ღვთის გულისათვის!..
– არა, ჩემთან არ ყოფილა! მაგრამ ვიცოდი, რომ წამოვიდა
და ისიც, თუ რატომ წამოვიდა, – მიუგო მკვახედ რასკოლნიკოვ-
მა.
– იცოდით?
– ვიცოდი... მერე რა, რომ ვიცოდი?
– რა და ის, ჩემო კარგო როდიონ რომანოვიჩ, რომ მარტო
ეს არ ვიცი თქვენი გმირობისა; ყველაფერი გაგებული მაქვს; ვი-
ცი, მაგალითად, როგორ მიხვედით ბინის დასაქირავებლად სა-
ღამო ჟამს, ბინდისას და ზარს ჩამოჰკარით, სისხლზე ეკითხებო-
დით, მუშები და მეეზოვეები კინაღამ გადარიეთ და სხვა. მაშინ-
დელი თქვენი სულიერი მდგომარეობა, რასაკვირველია, მეს-
მის... მაგრამ ასე მაინც არ ივარგებს, ღმერთს გეფიცებით,
ჭკუიდან შეიშლებით! მართალია, დიდად ხართ განრისხებული
და გამწარებული იმის გამო, რომ შეურაცხგყავით, – ჯერ პირვე-
ლად ბედმა და მერე უბნის პოლიციელებმა, ამიტომაც აქეთ-იქით
ეხლებით, რომ ყველა ალაპარაკოთ და ერთბაშად დაასრულოთ
საქმე, იმიტომ, რომ მოგძულდათ ყველა ეს სისულელე და ეჭვე-
ბი. ასეა თუ არა? გამოვიცანი თუ არა? ეგ არის მხოლოდ, ასე
მარტო თქვენ კი არა, რაზუმიხინსაც გადამირევთ; კარგად იცით,
კეთილი კაცია მეტად, თქვენთვის მიზეზი სენია, მისთვის – გულ-
კეთილობა; გამოდის, რომ ადვილად იზიდავს ავადმყოფობას. მე
თქვენ, ჩემო კარგო, რომ დამშვიდდებით, ყველას გიამბობთ...
დაჯექით, ღვთის გულისათვის, დაისვენეთ, გეთაყვა, ფერი აღარ
გადევთ, დაჯექით...
რასკოლნიკოვი დაჯდა, ცახცახმა თითქმის გადაუარა, ახლა
სიცხემ აიტანა... ღრმად განცვიფრებული ყურადღებით უგდებდა
ყურს შეშინებულ პორფირი პეტროვიჩს, რომელიც ასე მეგობრუ-
ლად ესაუბრებოდა. მაგრამ არ სჯეროდა არც ერთი მისი სიტ-
ყვის, თუმცა სურვილი დიდი ჰქონდა, დაეჯერებინა. პორფირის
მოულოდნელი სიტყვები ბინის შესახებ, მეხივით მოხვდა: „რო-
გორც ეტყობა, მაშ, ბინის ამბავიც იცის, – გაიფიქრა უცბად, – და
თვითონვე მიამბობს!“
– დიახ, ასეთი შემთხვევა, ფსიქოლოგიური, ჩვენც გვქონდა
სასამართლო პრაქტიკაში, ნამდვილი ავადმყოფური შემთხვევა,
– განაგრძობდა სხაპასხუპით პორფირი, – ასევე დაიბრალა ერ-
თმა მკვლელობა და მერე ისიც, რანაირად: მთელი ჰალუცინაცია
შეაზავა, ფაქტები წარმოგვიდგინა, გარემოებაც გვიამბო, აგვრია,
ყველას აუბნია გზა-კვალი და მერე? თვითონ კი სრულიად რომ
არ ჰქონია განზრახვა, ისე გამხდარა მიზეზი ერთი მკვლელობი-
სა, და ისიც ნაწილობრივ, მაგრამ გაიგო თუ არა, რომ მკვლე-
ლობის საბაბი მან მისცა, მაშინვე საშინლად დანაღვლიანდა და
მოიწყინა, დაარწმუნა თავისი თავი, რომ მკვლელი ის იყო სწო-
რედ! მაგრამ საქმე უმართებულესმა სენატმა გაარჩია, გაამარ-
თლა საცოდავი და სულით ავადმყოფთა თავშესაფარში გაგზავ-
ნა!.. ეჰ!.. ვინ იცის, ხურვებაც დაგემართოთ, ასე თუ აღელდით
ხოლმე და ღამღამობით აქა-იქ ზარი რეკეთ, სისხლზე გამოძიება
გამართეთ!.. მთელი ეს ფსიქოლოგია პრაქტიკით მაქვს შესწავ-
ლილი. ასე ხომ შეიძლება ფანჯრიდან ან სამრეკლოდანაც გადა-
ვარდეთ; მეტად მაცდუნებელია ასეთი შეგრძნება. ზარის რეკ-
ვაც... ავადმყოფობაა ყველაფერი ეს, როდიონ რომანოვიჩ,
ავადმყოფობა! გეტყობათ, ყურადღებას არ აქცევთ, არ ეპუებით...
გამოცდილ ექიმს ეჩვენებოდით, რჩევა-დარიგებას ჰკითხავდით,
თორემ ეგ გაბრიელი რას გიშველით!.. ბოდავთ!.. ბოდვის მიზე-
ზია ყველაფერი ეს!..
რასკოლნიკოვს ერთ წამს თავბრუ დაესხა.
„ნუთუ მართლა ახლაც ტყუის? – გაუელვა გონებაში, – შეუძ-
ლებელია, შეუძლებელი!“ იგერიებდა ამ აზრს, რადგანაც წინათ-
ვე იცოდა, იმ ზომამდე გაამძვინვარებდა და გააშმაგებდა, რომ
ჭკუიდან შეშლიდა კიდეც.
– ვბოდავ კი არა, მართალია, მართალი, ცხადლივ იყო, –
შეჰყვირა გამწარებულმა და თან ცდილობდა, გონება მოეკრიბა,
პორფირის ხრიკების ფარული აზრი შეეტყო, – ცხადლივ იყო,
ცხადლივ, გესმით?
– დიახ, მესმის და გავიგონე! გუშინაც ასე მეუბნებოდით, არ
ვბოდავო და საგანგებოდ მარწმუნებდით კიდეც! მესმის ყველა-
ფერი, რაც გინდათ, მითხარით! ეეჰ!.. მხოლოდ მომითმინეთ,
როდიონ რომანოვიჩ, კეთილისმყოფელო ჩემო... მართლა რომ
დამნაშავე ან როგორმე ჩართული ყოფილიყავით ამ წყეულ საქ-
მეში, განა ასე დაჟინებით, – არ ვბოდავდი და ცხადლივ ჩავ-
დიოდი ყველაფერსო, – იტყოდით? პირიქით, ჩემი აზრით, სხვას
ეცდებოდით. მართლა რომ ბრალი მიგიძღოდეთ და დანაშაულს
გრძნობდეთ, სხვას იტყოდით: ვბოდავდი მართლაო! ასეა თუ
არა? ასეა, არა?..
რაღაც ცბიერება ეტყობოდა ამ სიტყვებს. რასკოლნიკოვი
მოერიდა მის წინ დახრილ პორფირის, ტახტის ზურგს გაეკრა
თითქმის და ჩუმად დაუწყო გაშტერებულმა ყურება.
– ავიღოთ თუნდ ბატონი რაზუმიხინი. თვითონ მოვიდა ჩემ-
თან სალაპარაკოდ თუ თქვენი ჩაგონებით-მეთქი, გეკითხებით და
მეუბნებით, ჩემი ჩაგონებით მოვიდაო, იმის ნაცვლად, რომ დაგე-
ფარათ ყოველივე! თქვენ კი არაფერს მალავთ და იმეორებთ,
პირიქით, ჩემი ჩაგონებით მოვიდაო სწორედ!
არასოდეს რასკოლნიკოვს ფიქრად არ მოსვლია ეს. ტანში
უცბად ცივმა ჟრუანტელმა დაურბინა.
– ტყუით, – ჩაილაპარაკა მძიმედ და სუსტად, თან ტუჩები
ავადმყოფური ღიმილით დაეღრიჯა, – გინდათ დამანახვოთ მხო-
ლოდ, რომ ყველაფერი იცით, ადრევე იცით ვითომ, რას გეტ-
ყვით, – ეუბნებოდა გულმოსული, მაგრამ გრძნობდა, რომ კარ-
გად ვეღარ აეწონ-დაეწონა თავისი სიტყვები, – გინდათ, შემაში-
ნოთ... ან დამამციროთ მხოლოდ...
თან პირდაპირ უყურებდა, უცბად ისევე უსაზღვრო ბრაზითა
და ზიზღით აევსო სახე.
– ტყუით სულ, ტყუით! – შეჰყვირა ხმამაღლა, – კარგად
იცით, რომ საუკეთესო თავის დასაღწევი საშუალება დამნაშავის-
თვის ის არის, მართალი ილაპარაკოს და... რამდენადაც შესაძ-
ლებელია, არ დამალოს ის, რისი დამალვაც საჭირო არ არის!
თქვენი მე არაფერი მჯერა!
– ხედავთ, როგორ არ მენდობით! – ჩაიხითხითა პორფირიმ,
– თქვენთან, ჩემო კარგო, მორიგება მეტად ძნელია; რაღაც სენი
შეგპარვიათ. არ მენდობით, მაშ? მე კი გეტყვით, რომ მენდობით
და გჯერათ კიდეც, თუნდ სულ არა, ნახევრად მაინც; მაგრამ მო-
ვახერხებ ისე, რომ ყველაფერს დამიჯერებთ, იმიტომ, რომ მიყ-
ვარხართ და კეთილი მინდა თქვენთვის...
რასკოლნიკოვს ტუჩები აუცახცახდა.
– დიახ, სიკეთე მინდა თქვენთვის, – განაგრძობდა პორფირი,
თან მეგობრულად მოჰკიდა მკლავში ხელი, – გთხოვთ ამიტომ,
ყური უგდოთ თქვენს თავს. მეტადრე, შინაურებიც ჩამოგსვლიათ;
ისინიც უნდა მოიგონოთ. მოსვენება და გართობაა იმათთვის სა-
ჭირო, თქვენ კი აშინებთ მხოლოდ...
– ეგ რა თქვენი საქმეა?.. საიდან იცით?.. რატომ იზიდავს ყო-
ველივე ეს თქვენს ყურადღებას? აქედან ჩანს, რომ მითვალთვა-
ლებთ და გინდათ გამაგებინოთ, რომ ასეა საქმე?
– თქვენ არ იყავით, ჩემო კარგო, თვითონ მითხარით ეს ყო-
ველივე? აღარც კი ამჩნევთ, აღელვებული როგორ გვაგებინებთ
ყველაფერს დაწვრილებით – მეც და სხვებსაც. ბატონი რაზუმიხი-
ნისგანაც, დმიტრი პროკოფიჩისგან, ბევრი საყურადღებო
წვრილმანი შევიტყვე გუშინ. არა, აი, გამაწყვეტინეთ, მაგრამ მა-
ინც გეტყვით, რომ თქვენი ეჭვიანობით საღი გონება და მახვილი
მოსაზრებაც კი ლამის დაკარგეთ. ავიღოთ, მაგალითად, თუნდ
იგივე ზარის ჩამოკვრა: ასეთი ძვირფასი რამ, ასეთი ფაქტი, მე,
გამომძიებელმა, გულწრფელად გაგიმჟღავნეთ, არ დაგიმალეთ!
მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავთ. არა, ოდნავადაც რომ ეჭვი
მქონოდა, ასე მოვიქცეოდი, ნუთუ? პირიქით, ჯერ დავაძინებდი
თქვენს ეჭვს, რომ ადრე არ აგეღოთ, ვიცოდი რამე თუ არა ამ
საქმისა; სხვას გაფიქრებინებდით განგებ; მერე კი უცბად მოგახ-
ლიდით კითხვას (როგორც თქვენ თქვით) და თავგზას აგიბნევ-
დით: „მერე, ბატონო, რა საქმე გქონდათ-მეთქი მოკლულის ბინა-
ზე ღამის ათსა თუ თერთმეტ საათზე? ზარს რატომ რეკავდით?
სისხლზე რად ეკითხებოდით? ან მეეზოვეს რისთვის
ეპატიჟებოდით-მეთქი ზედამხედველთან?“ აი, როგორ მოვიქ-
ცეოდი, მართლა იოტისოდენა ეჭვიც რომ მქონოდა. როგორც
წესი და რიგია, ჩვენება უნდა ჩამომერთმია, გამეჩხრიკეთ და იქ-
ნებ დამეპატიმრებინეთ კიდეც... ჩანს, მაშ, ეჭვი არ მქონია, რომ
ასე არ მოვიქეცი! თქვენ კი საღი გონება სრულიად დაკარგეთ
და, გიმეორებთ, ვეღარაფერს ხედავთ გარშემო!..
რასკოლნიკოვი მთელი ტანით შეხტა, აცახცახდა, ასე რომ,
პორფირი პეტროვიჩმაც ნათლად შენიშნა ეს.
– ტყუით სულ! – დაუყვირა, – არ ვიცი, აზრად რა გაქვთ, მაგ-
რამ ტყუით... ვერ მომატყუებთ... ვერ!
– ვტყუი? – ჩამოართვა სიტყვა პორფირიმ, რომელიც ეტყო-
ბა, ცხარობდა, მაგრამ მხიარულ დამცინავ გამომეტყველებას
ინარჩუნებდა და თითქოს სულაც არად იმჩნევდა, რა აზრის იქნე-
ბოდა რასკოლნიკოვი, – ვტყუი?.. მაშ წეღან, აბა, როგორ მოვი-
ქეცი? თავად არ მოგეცით საშუალება, თავი როგორმე არ გაგემ-
ჟღავნებინათ? „ეს ავადმყოფობაო, ეს ბოდვაო...“. მაშ, რა იყო
ყოველივე ეს? ჰა?.. თუმცა, – ვიტყვი ახლავე, – ყველა ეს ფსიქო-
ლოგიური მოსაზრება, თავის მართლება და დაძვრენა, ბევრს
არაფერს გარგებთ, ორი მხარე აქვს და არ არის სანდო: „ავად
ვიყავი, ვბოდავდი, არ მახსოვს, მელანდებოდაო“, ყველაფერი
ეს, დიახ, მართალია, მაგრამ მითხარით, ჩემო კარგო, რაღა
უთუოდ ეს გელანდებოდათ და არა სხვა რამ? ხომ შეიძლებოდა,
სხვა რამ მოგლანდებოდათ, სხვაზე გებოდათ? ასეა თუ არა? ჰა?
ჰა-ჰა-ჰა!
რასკოლნიკოვმა ამაყად და ზიზღით შეხედა.
– ერთი სიტყვით, – დაიწყო ხმამაღლა და ზეზე წამოიჭრა, –
ერთი სიტყვით, მინდა, ვიცოდე: მათავისუფლებთ ყოველგვარი
ეჭვისგან თუ არა? თქვით, პორფირი პეტროვიჩ, გარკვევით და
გადაწყვეტით, თქვით ახლავე!
– ეს ვინ ყოფილა! რა დაგემართათ, – შეჰყვირა მხიარული
და ცბიერი გამომეტყველებით პორფირიმ, თითქოს აქ რა ამბა-
ვიაო, – ან რისთვის გინდათ, რისთვის? რად გინდათ ამდენი
რომ იცოდეთ, როდესაც ჯერ არავის არაფრით შეუწუხებიხართ!
ან რისთვის წუხხართ ასე? რას აგვკვიატებიხართ, რა მიზეზია?
ჰა? ჰა-ჰა-ჰა!
– გიმეორებთ!.. – შეჰყვირა განრისხებულმა რასკოლნიკოვ-
მა, – მეტის მოთმენა აღარ შემიძლია!..
– რის მოთმენა არ შეგიძლიათ! ამ გაურკვევლობის? – გააწ-
ყვეტინა პორფირიმ.
– ნუ მშხამავთ ასე! არ მინდა... გეუბნებით, არ მსურს-მეთქი!..
არ მინდა, არ შემიძლია!.. გესმით?.. – თქვა რასკოლნიკოვმა და
მაგიდას ხელახლა დაჰკრა მუშტი.
– წყნარად, გეთაყვა, წყნარად! გაიგებენ! თავს გაუფრთხილ-
დით... არ გეხუმრებით! – ჩაილაპარაკა ჩურჩულით, მაგრამ წე-
ღანდელივით შეშინებული, დედაბრული გამომეტყველება კი არ
ეტყობოდა ახლა, პირიქით, უბრძანებდა პირდაპირ, წარბებშეკ-
რული, თითქოს ეგ არის, უცბად გასცა საიდუმლო, ორაზროვანი
მდგომარეობაო. თუმცა, ეს იყო მხოლოდ ერთ წამს.
გაოცებული რასკოლნიკოვი უცბად ბრაზმა აიტაცა, მაგრამ
უცნაურად დაემორჩილა ისევ ბრძანებას, – მშვიდად ყოფილიყო
და ხმადაბლა ელაპარაკა, მაგრამ ბრაზი ახრჩობდა.
– არ მოგცემთ ნებას, ასე მტანჯოთ!.. დამაპატიმრეთ, გამ-
ჩხრიკეთ, მაგრამ ისე, როგორც წესი მოითხოვს ამას; ასე თამა-
შის ნებას კი არ მოგცემთ არასოდეს! ნუ გაბედავთ!..
– წესის გამო, აბა, როგორ წუხხართ, – გააწყვეტინა წეღან-
დელივით ცბიერი ღიმილით პორფირიმ, თითქოს სიამოვნებს,
რომ ასე აწვალებსო, – მე, ჩემო კეთილო, ისე, შინაურულად, მე-
გობრულად მოგიწვიეთ ახლა.
– არა მსურს თქვენი მეგობრობა, რა თავში ვიხლი! გესმით?..
აი, ვიღებ ქუდს და მივდივარ. აბა, ახლა რაღას იტყვით, თუ მარ-
თლა დაპატიმრება გინდათ?
დაავლო ქუდს ხელი და კარისკენ გასწია.
– სიურპრიზი არ გინდათ, ნახოთ? – ჩაიხითხითა პორფირიმ
და მკლავში წაავლო კვლავ ხელი, კართან შეაყენა, თანდათან
უფრო მხიარული ხდებოდა პორფირი პეტროვიჩი, თანდათან უფ-
რო ხალისობდა, რასკოლნიკოვი კი ბრაზობდა, თავს ძლივს
იმაგრებდა.
– რის სიურპრიზი, რა სიურპრიზი?.. რას ამბობთ? – ჩაეკითხა
უცბად და შეშინებულმა პორფირის დაუწყო ყურება.
– სიურპრიზი, დიახ, აი, აქ, კარს უკან რომ მიზის, ჰა-ჰა-ჰა!
(და თითით შიდა, დაკეტილ კარზე მიუთითა). – დავკეტე, რომ
არსად გამექცეს.
– რა არის? სად არის?
რასკოლნიკოვი კართან მივიდა, უნდოდა გამოეღო, მაგრამ
დაკეტილი დახვდა.
– დაკეტილია, აი, გასაღებიც!
და მართლაც ჯიბიდან გასაღები ამოიღო, დაანახვა.
– ტყუი სულ! – ხელები გაასავსავა რასკოლნიკოვმა, – ტყუი,
წყეულო!.. მაბრაზებ განგებ, რომ გამოგიტყდე...
– მეტად, აბა, როგორღა უნდა გამოტყდეთ, კეთილო ჩემო,
როდიონ რომანოვიჩ. მთლად გადაირიეთ თითქმის. ნუ ყვირით,
თორემ ხალხს დავუძახებ!
– ტყუი, არავინ არ არის აქ! იცოდი, რომ ავად ვიყავი და გინ-
დოდა გაგებრაზებინე, მოთმინება დამეკარგა და გამოვტეხილი-
ყავი, აი, რა გქონდა აზრად! ფაქტები დამიდე, თუ გინდა, ფაქტე-
ბი! ყველაფერი კარგად მესმის! ფაქტები, ვიცი, არ გაქვს, რაღაც
უმნიშვნელო, ზამეტოვისეული გუმანი და ეჭვი გაქვს მხოლოდ!..
იცოდი ჩემი ხასიათი და გინდოდა, მდგომარეობიდან გამოგეყვა-
ნე და მერე უცბად გამოგეტეხე მღვდლებითა და დეპუტატებით...
ვიცი, იმათ ელი, არა? რას უცდი, მაშ? სად არიან? მოვიდნენ!
– რის დეპუტატები, ჩემო კეთილო! რას არ იფიქრებს კაცი!
ასე ხომ ფორმასა და წესს დავარღვევთ; როგორ გეტყობათ, საქ-
მე რომ არ იცით, ჩემო მეგობარო... ფორმა, აბა, სად გაგვექცე-
ვა, თორემ თვითონ ნახავთ!.. – ბუტბუტებდა პორფირი და თვალი
კარისკენ ეჭირა.
სწორედ ამ დროს მეორე ოთახის კართან ხმაური ატყდა.
– აჰა, მოდიან! შენ დაიბარე! – შეჰყვირა რასკოლნიკოვმა, –
იმათ ელოდი! იცოდი, მოვიდოდნენ... თუ ასეა, შემოვიდნენ, რა-
ღას უცდიან!
მაგრამ აქ უცბად ისეთი უცნაური და მოულოდნელი რამ მოხ-
და, არც რასკოლნიკოვსა და არც პორფირი პეტროვიჩს არასო-
დეს ფიქრადაც არ მოუვიდოდათ.

VI

როცა კი შემდგომ მოიგონებდა ხოლმე რასკოლნიკოვი ამ


წუთს, მუდამ ასე წარმოუდგებოდა იგი:
კარს უკან ატეხილმა ხმაურმა უცებ საშინლად იმატა, კარი
ოდნავ გამოიღო.
– რა ამბავია? – შეჰყვირა გაბრაზებულმა პორფირი პეტრო-
ვიჩმა, – ხომ გაგაფრთხილეთ...
ერთ წუთს პასუხი არსაიდან იყო, მაგრამ ეტყობოდა, კარს
უკან რამდენიმე კაცი ვიღაცას ხელს ჰკრავდა, არ უშვებდნენ.
– რა ამბავია, რა მოხდა? – გაიმეორა შეშფოთებულმა პორ-
ფირი პეტროვიჩმა,
– პატიმარი ნიკოლაი მოიყვანეს, – გაისმა ვიღაცის ხმა.
– საჭირო არ არის! არა! წაიყვანეთ! მოაცდევინეთ!.. რისთვის
მოხეტებულა! რა უწესობაა! – შეჰყვირა პორფირიმ და კარს ეცა.
– დიახ, მაგრამ... – დაიწყო ისევ იმ ვიღაცამ, მაგრამ შეწყვი-
ტა.
სულ რაღაც ორმა წუთმა განვლო ამ ჭიდილში, მერე უცბად,
თითქოს ვიღაცამ ვიღაცას მაგრად ხელი ჰკრა და მოიშორაო,
გაისმა ბრახუნი და პორფირი პეტროვიჩის კაბინეტში შემოვიდა
ვიღაც უცნობი, გაფითრებული კაცი.
შესახედავად როგორღაც უცნაური გეჩვენებოდათ. პირდაპირ
იყურებოდა, მაგრამ ვერავის ამჩნევდა თითქოს. თვალებში რა-
ღაც გადაწყვეტილება ეტყობოდა, მაგრამ მკვდრისფერი ედო,
თითქოს ეგ არის, დასასჯელად მოიყვანესო. მიმქრალი, თეთრი
ტუჩები ერთთავად უთრთოდა.
ასაკით ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, უბრალო ტანისამოსი
ეცვა; საშუალო ტანისას, გამხდარ-გამხდარსა და პირხმელს, თმა
მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი. მოულოდნელად მისგან ხელნაკ-
რავი კაცი ოთახში შემოჰყვა, მხარში სტაცა ხელი: ეს იყო მცვე-
ლი, მაგრამ ნიკოლაიმ ხელი ჰკრა კვლავ, თავი გაითავისუფლა.
კარის ზღურბლთან რამდენიმე ცნობისმოყვარე გამოჩნდა.
ზოგიერთმა შიგნით შესვლაც კი მოინდომა.
– გასწი, ადრეა ჯერ!.. დაგიძახებენ!.. ასე ადრე რატომ მოიყ-
ვანეთ? – ბუტბუტებდა გულმოსული და გზაკვალაბნეული პორფი-
რი პეტროვიჩი. ნიკოლაიმ უცბად დაიჩოქა.
– რაო, რა გინდა? – შეუყვირა გაოცებულმა პორფირიმ.
– დამნაშავე ვარ! ცოდვილი! მკვლელი ვარ! – წარმოთქვა
ნიკოლაიმ საკმაოდ ხმამაღლა.
ათიოდე წამით სიჩუმე გამეფდა. ყველა გაშეშდა თითქოს.
მცველმაც კი თოფნაკრავივით უკან დაიხია, აღარ მიჰკარებია,
ნელ-ნელა კარისკენ მიიწია და უძრავად შედგა.
– რაო, რაო?! – შეჰყვირა უცბად პორფირიმ, გონს რომ მო-
ვიდა.
– მე... ვარ მკვლელი... – გაიმეორა ნიკოლაიმ წამიერი სიჩუ-
მის შემდეგ.
– როგორ... შენ?.. როგორ... ვინ მოკალი, ვინ?
ეტყობოდა, დაიბნა პორფირი პეტროვიჩი. ნიკოლაი ისევ
დუმდა.
– ალიონა ივანოვნა და მისი და, ლიზავეტა ივანოვნა... მე...
მოვკალი... ცულით. გონება დამიბნელდა... – დასძინა უცბად და
ისევ გაჩუმდა.
კვლავ დაჩოქილი იდგა.
რამდენსამე წამს პორფირი პეტროვიჩი გაოგნებული შესცქე-
როდა, თითქოს ნათქვამს უკვირდებაო, მერე კი ისევ დატრიალ-
და და დაუპატიჟებელ მოწმეებს შეუყვირა. ყველანი უცბად
მიიმალნენ, კარი ისევ მიიხურა. შეხედა კუთხეში მდგომ რასკოლ-
ნიკოვს, რომელიც გაშტერებული შეჰყურებდა ნიკოლაის. და მის-
კენ გასწია, მაგრამ უცბად შედგა, უყურა ერთხანს, გადახედა ნი-
კოლაის, მერე ისევ რასკოლნიკოვს, ისევ ნიკოლაის და უცბად
ისევ ნიკოლაის მივარდა.
– წინ რას მისწრებ მაგ შენი გონდაბნელებით? – დაუყვირა
თითქმის გაბრაზებულმა. – ჯერ ხომ არ მიკითხავს: გონება
დაგებინდა-მეთქი თუ არა... მითხარი: შენ მოკალი?
– მე ვარ მკვლელი, მე... ჩვენებას გაძლევთ... – გაიმეორა
ნიკოლაიმ.
– ეეჰ! რით მოკალი?
– ცულით.
– მარტომ?..
ნიკოლაიმ ვერ გაიგო, რას ეკითხებოდა.
– მარტომ მოკალი?..
– მარტომ. მიტკას აქ ბრალი არა აქვს.
– ნუ ჩქარობ, ნუ! მიტკას ნუ გადასწვდი!..
– მაშ, როგორ იყო, აბა? კიბეზე როგორ ჩამოირბინე?
მეეზოვეებმა რომ ორივე ერთად გნახეს?
– ეგ იმიტომ, რომ ეჭვი არ აეღოთ... იმიტომ გავრბოდი მა-
შინ... მიტკასთან ერთად, – განაგრძო ნიკოლაიმ.
– აკი ვთქვი, ასეა! – დაიყვირა გაბრაზებულმა პორფირიმ, –
თავისას როდი ლაპარაკობს! – ჩაიდუდღუნა თითქოს თავისთვის
და მერე ისევ რასკოლნიკოვს გადახედა.
ეტყობა, ისე გაიტაცა ნიკოლაიმ, რომ ერთხანს სრულიად
დაავიწყდა რასკოლნიკოვი. ახლა კი მოაგონდა უცბად, შეკრთა...
– როდიონ რომანოვიჩ, ჩემო კარგო! მაპატიეთ, ბოდიშს ვიხ-
დი, – მივარდა უცბად, – ვხედავ, ასე არ შეიძლება, მიბრძანდით,
გეთაყვა! – და ხელზე ხელი ჩასჭიდა, კარისკენ მიუთითა.
– თქვენ, მგონი, ამას არ მოელოდით, არა? – ჩაეკითხა რას-
კოლნიკოვი, რომელსაც ჯერ ვერაფერი გაეგო გარკვევით, მაგ-
რამ გული მაინც დიდი მიეცა, გამხნევდა.
– არამცთუ მე, თქვენც არ ელოდით, ჩემო კარგო. ნახეთ, ხე-
ლი როგორ გიკანკალებთ!..
– თქვენ... თქვენ რა, ნაკლებად ცახცახებთ, პორფირი პეტ-
როვიჩ?!
– მეც ვკანკალებ, დიახ; არ მოველოდი!..
უკვე კარში იდგნენ ორივენი. მოუთმენლად ელოდა პორფი-
რი რასკოლნიკოვის წასვლას.
– მაინც რა სიურპრიზს მიმზადებთ? – ჩაეკითხა უცბად დაცინ-
ვით რასკოლნიკოვი.
– მელაპარაკება და შიშისგან კი კბილს კბილზე აცემინებს...
ო, როგორ გყვარებიათ ქილიკი... აბა, ნახვამდის!
– ჩემი აზრით კი, მშვიდობით!..
– ეგ ღმერთმა იცის! ღმერთმა იცის!.. – ჩაიდუდღუნა რო-
გორღაც უკმაყოფილოდ პორფირიმ.
კანცელარია რომ გაიარა, რასკოლნიკოვმა შენიშნა, რომ
ბევრმა ყურადღებით გააყოლა თვალი. დერეფანში, სხვათა შო-
რის, შენიშნა იმ სახლის მეეზოვეებიც, რომლებსაც მაშინ იხმობ-
და ღამე, რომ უბნის ზედამხედველთან გაჰყოლოდნენ. იდგნენ
და რაღაცას უცდიდნენ. მაგრამ ის იყო, კიბეს მიუახლოვდა, რომ
უკნიდან ისევ პორფირი პეტროვიჩის ხმა შემოესმა. მობრუნდა და
დაინახა, რა სისწრაფით მისდევდა უკან.
– ერთი სიტყვა კიდევ, როდიონ რომანოვიჩ; არ ვიცი, ყვე-
ლაფერ ამას ღმერთი როგორ გადაწყვეტს, მაგრამ ფორმის მი-
ხედვით ზოგიერთი რამის გამოკითხვა მაინც საჭირო იქნება...
მაშ, კიდევ ვნახავთ ერთმანეთს, არა? – და პორფირი შედგა,
გაუღიმა.
– ასე, მაშ... – დასძინა განმეორებით. თითქოს უნდოდა რა-
ღაც ეთქვა კიდევ, მაგრამ ვეღარ მოეხერხებინა, კრიჭა შეჰკვრო-
და.
– მაპატიეთ, მართლა, პორფირი პეტროვიჩ, წეღან... ცოტა
არ იყოს, გავცხარდი, – დაიწყო თითქმის მთლად გამხნევებულმა
რასკოლნიკოვმა. საშინლად უნდოდა, როგორმე ნიშნი მოეგო
პორფირისთვის.
– არა უშავს რა, არა უშავს რა, – მხიარულად ჩამოართვა
სიტყვა პორფირიმ, – მეც, ცოტა არ იყოს, მეტი მომივიდა... დიდი
გესლიანი ხასიათი მაქვს, ვნანობ, ვნანობ! მაგრამ აი, კიდევ ვნა-
ხავთ ერთმანეთს. თუ ღმერთი შეგვეწევა, იქნებ ძალიან მალეც!..
– და საბოლოოდ გავიცნობთ ერთმანეთს, არა? – ახლა რას-
კოლნიკოვმა ჩამოართვა სიტყვა.
– დიახ, გავიცნობთ, – დაუდასტურა პორფირი პეტროვიჩმა
და თან თვალი მოჭუტა, დაფიქრებით ჩააკვირდა რასკოლნი-
კოვს, – ახლა საით? დღეობაზე?
– არა, დასაფლავებაზე.
– ჰო, მართლა, დასაფლავებაზე! მაგრამ ჯანს მოუფრთხილ-
დით, ჯანს...
– არ ვიცი სწორედ, მე რაღა გისურვოთ! – უპასუხა რასკოლ-
ნიკოვმა და კიბიდან ისევ იბრუნა პირი პორფირისკენ, – გისურ-
ვებთ მეტ გამარჯვებას, თუმცა ხომ ხედავთ, როგორი სასაცილოა
ეს თქვენი თანამდებობა!
– რით არის სასაცილო? – მყის ყური ცქვიტა პორფირიმ,
რომელიც ასევე აპირებდა გაბრუნებას.
– აბა, რა არის, მაშ? ვინ იცის, ეგ საცოდავი ნიკოლაი რო-
გორ არ ტანჯეთ და აწამეთ ფსიქოლოგიურად, თქვენებურად,
რომ გამოტეხილიყო! დღედაღამ უთუოდ იმას ჩასჩიჩინებდით:
„მკვლელი შენ ხარ, შენ ხარო!“ ახლა კი, როცა გამოტყდა, ისევ
სულს გაუმწარებთ: „არა, ტყუი, შენ არ ხარ მკვლელი! არ შეგეძ-
ლო მოკვლა! შენი არ არის ეგ სიტყვებიო!“ მაშ, რაა ამის შემ-
დეგ, თუ არა, სასაცილო ეს თქვენი თანამდებობა?
– აჰა! შენიშნეთ, მაშ, რომ ვუთხარი ნიკოლაის: „შენი სიტყვე-
ბი რა არის-მეთქი?“
– როგორ არ უნდა შემენიშნა!
– სხარტი გონების პატრონი ხართ, სხარტი გონების! ყველა-
ფერს შენიშნავთ ხოლმე! ცოცხალი გონების ხართ მეტად! მერე
ისიც, უთუოდ, სასაცილო რამეს თუ აღმოაჩენთ და მყის ჩაეჭიდე-
ბით ხოლმე... ამბობენ, მწერლებში მარტო გოგოლს ჰქონდა
ამის ნიჭიო, ასე არ არის? ჰა-ჰა-ჰა!..
– დიახ, დიახ, გოგოლს ჰქონდა...
– დიახ, გოგოლს... ვისურვებ, კვლავ ბედნიერი მენახოთ...
– მეც აგრეთვე...
პირდაპირ სახლში წავიდა რასკოლნიკოვი. იქამდე იყო თავ-
გზააბნეული, რომ მთელი თხუთმეტი წუთი გაბრუებული იჯდა
ტახტზე იქამდე, სანამ ოდნავ გონს მოვიდოდა და აზრებს შემო-
იკრებდა. ნიკოლაიზე ხომ სულ აღარ უფიქრია: გრძნობდა, რომ
დამარცხდა; ნიკოლაის გამოტეხა მეტად გასაოცარი და ძნელად
ასახსნელი რამ იყო, რის გაგებაც არაფრით შეეძლო ახლა. მაგ-
რამ ეს აღიარება მაინც ფაქტი იყო, ნამდვილი ფაქტი. შედეგიც
მაშინვე ნათლად წარმოუდგა; ეჭვი არ ეპარებოდა, სიცრუე უთუ-
ოდ გამოაშკარავდებოდა და მაშინ ისევ ჩასჭიდებდნენ ხელს. მა-
ინც იმ დრომდე თავისუფალი იყო და უნდა მოეფიქრებინა რამე,
რადგან საფრთხეს ვერასგზით თავს ვერ დააღწევდა.
რამდენად დიდი იყო ეს საფრთხე, თანდათან ირკვეოდა. გა-
იხსენა მთელი წეღანდელი სცენა პორფირისთან და ერთხელ კი-
დევ გააჟრჟოლა შიშისგან. რასაკვირველია, ჯერ კიდევ სავსებით
არ იცოდა, რა ჰქონდა აზრად პორფირის, ან რა ანგარიშით მოქ-
მედებდა, მაგრამ ნაწილი პორფირის განზრახვისა უკვე გამომ-
ჟღავნდა და, რასაკვირველია, მასზე უკეთ ვერავინ გაიგებდა, თუ
რა საზარელი რამ იყო იგი. ცოტა კიდევ და უეჭველად გასცემდა
კიდეც თავს. კარგად იცოდა პორფირიმ, რა ავადმყოფური ხა-
სიათიც ჰქონდა რასკოლნიკოვს, თავიდანვე კარგად მიუხვდა და
შესაფერისადაც მოექცა. ეჭვი არ იყო, წეღანაც საშინლად გაიფუ-
ჭა საქმე რასკოლნიკოვმა, მაგრამ ფაქტები მაინც ჯერ არსად
ჩანდა; ყველაფერი კიდევ საეჭვო იყო. მაგრამ ასეა ნეტავ? სწო-
რად ესმის ყველაფერი? ხომ არა სცდება? რა უნდოდა დღეს
პორფირის? ჰქონდა რამე მართლა მომზადებული? ან თუ ჰქონ-
და, სახელდობრ რა? ელოდა მართლა რამეს თუ არა? როგორ
დაშორდებოდნენ ერთმანეთს, მოულოდნელად რომ ნიკოლაი
არ გამოჩენილიყო?
პორფირიმ მთელი თავისი განზრახვა გადაუშალა თვალწინ;
დიდი გამბედაობა იყო მისი მხრივ, მაგრამ ასე კი მოიქცა, და თუ
მართლა მეტი რამ იცოდა, ეჭვი არ არის (ასე ფიქრობდა რას-
კოლნიკოვი), არ დაუმალავდა არც მას. „სიურპრიზი“ რა უნდა
ყოფილიყო ნეტავ? დასცინოდა თუ არა? მართლა ნიშნავდა რა-
მეს?.. გუშინდელი კაცი?.. სად დაიკარგა ნეტავ? რატომ არსად
ჩანდა დღეს? თუ მართლა იცის რამე პორფირიმ, ეჭვი არ არის,
გუშინდელ კაცთან უნდა ჰქონდეს კავშირი...
იჯდა ტახტზე თავჩაქინდრული, მუხლებზე დაყრდნობილს,
ხელები პირზე მიეფარებინა. მთელი ტანი ჯერ ისევ უცახცახებდა.
წამოდგა ბოლოს, აიღო ქუდი, მცირე ხანს იფიქრა და კარისკენ
გასწია.
გრძნობდა ნამდვილად, რომ დღეს საშიში მაინც არაფერი
მოელოდა. უცბად რაღაც სიხარულიც კი იგრძნო: საჩქაროდ მო-
უნდა კატერინა ივანოვნასთან წასვლა. დასაფლავებას... დასაფ-
ლავებას, რასაკვირველია, ვერ მიუსწრებდა, მაგრამ მიცვალებუ-
ლის შენდობა ჯერ კიდევ დაგვიანებული არ იყო, იქ კი სონიასაც
ნახავდა.
შედგა ერთ წამს, ფიქრმა წაიღო, ტუჩებზე დამცინავი ღიმი-
ლი შეუთამაშდა.
– დღეს! დღეს! – იმეორებდა თავისთვის, – დიახ, დღეს! ასე
უნდა იყოს..
ის იყო, უნდოდა, კარი გამოეღო, რომ თავისთავად გაიღო.
შეაჟრჟოლა, უკან გახტა. კარი მძიმედ გაიხსნა. გუშინდელი კაცი
გამოეცხადა.
კაცი შედგა, შეხედა ჩუმად რასკოლნიკოვს და ოთახში შევი-
და. გარეგნობით პირწმინდად ისეთივე იყო, როგორიც გუშინ ნა-
ხა, ტანზეც ისევე ეცვა, როგორც გუშინ; ეს იყო მხოლოდ, – სახე
და გამომეტყველება გამოსცვლოდა; როგორღაც დაღონებული
გამოიყურებოდა. მცირე ხანს ასე იდგა, მერე უცბად ღრმად
ამოიოხრა. ისღა აკლდა, ხელი ლოყასთან მიეტანა და გვერდზე
გადაეგდო თავი, რომ მართლა დედაბერს დამსგავსებოდა.
– რა გნებავთ? – დაეკითხა მიტკლისფრად ქცეული რას-
კოლნიკოვი.
უცნობმა ჯერ ღრმად ამოიოხრა და მიწამდე თავი დაუკრა
მდაბლად. იქამდე მდაბლად, რომ მარჯვენა ხელის თითები
იატაკს შეახო.
– რაო, რა გინდათ? – შეჰყვირა რასკოლნიკოვმა.
– დამნაშავე ვარ, – მშვიდად უპასუხა უცნობმა.
– დამნაშავე?..
– დიახ, დამნაშავე იმის გამო, რომ ცუდი ვიფიქრე.
ორივენი ერთმანეთს შეჰყურებდნენ.
– მეწყინა. გახსოვთ, მაშინ რომ მობრძანდით, იქნებ ნაქეიფა-
რიც იყავით და მეეზოვეებს პოლიციაში იხმობდით, თან სის-
ხლზედაც რაღაცას კითხულობდით... მეწყინა, რომ გაგიშვეს და
მთვრალად ჩაგთვალეს. იქამდე მეწყინა, რომ ძილი აღარ მომე-
კარა. მისამართი დამამახსოვრდა, მოვედი გუშინ და გიკითხეთ...
– ვინ მოვიდა? – გააწყვეტინა რასკოლნიკოვმა.
– მე, მე მოვედი... მე შეურაცხგყავით.
– იმ სახლიდან ხართ, მაშ?
– დიახ, იქვე, ალაყაფის კართან ვიდექი მეეზოვეებთან, თუ
გახსოვვართ. საქმეც იქვე მაქვს, დიდი ხანია. ქურქში ვარ, ბეწვე-
ულს ვკერავ; შინ ვიღებ შეკვეთებს... მართლაც, ძალიან მეწყინა...
უცბად რასკოლნიკოვს თავიდან ბოლომდე გაახსენდა სამი
დღის წინ მომხდარი ამბავი; მოაგონდა ისიც, რომ მეეზოვეების
გარდა კიდევ ვიღაც კაცები და დედაკაცები იდგნენ იქვე. მოაგონ-
და, ერთი მათგანი როგორ ურჩევდა, პოლიციაში წაეყვანათ. მი-
სი სახე ვერ აღიდგინა გონებაში, მაგრამ ის კი გაახსენდა, რომ
მიუბრუნდა კიდეც და რაღაც უპასუხა მაშინ...
აი, თურმე რით დასრულდა გუშინდელი შიშის ზარი. ყველა-
ზე საზარელი კი ის იყო, რომ ასეთი უბრალო გარემოების გამო,
ცოტაც და, თავსაც დაიღუპავდა. მაშასადამე, ბინის დაქირავებისა
და სისხლის თაობაზე გამოკითხვის მეტს ვეღარაფერს იტყოდა
ეს კაცი. მაშასადამე, პორფირისაც ამ ბოდვისა და ფსიქოლოგიის
მეტი სხვა არავითარი ფაქტი არა აქვს ხელთ. ერთიც და მეორეც
ორი მხარეა ეჭვის მხოლოდ, სხვა არაფერი. მაშასადამე, თუ სხვა
რამ ფაქტი არ გამოჩნდა (მათი გაჩენა კი შეუძლებელია, ყოვ-
ლად შეუძლებელი...), ვერაფერს დააკლებენ. თუნდ დააპატიმ-
რონ კიდეც, რა უნდა დაუმტკიცონ? მაშასადამე, პორფირისაც
მხოლოდ ახლა შეუტყვია ბინის ამბავი, აქამდე კი არაფერი
სცოდნია.
– თქვენ უთხარით, მაშ, დღეს პორფირის... რომ მაშინ იქ ვი-
ყავი? – შეჰყვირა უცბად რასკოლნიკოვმა.
– ვინ პორფირის?
– გამომძიებელს.
– მე ვუთხარი. მეეზოვები არ წავიდნენ მაშინ, ჰოდა, მე წავე-
დი.
– დღეს?
– ის იყო, ვეუბნებოდი და თქვენც მოხვედით, გავიგონე ყვე-
ლაფერი, როგორ გტანჯავდათ.
– საიდან? როგორ? როდის?
– იქვე ტიხარს უკან ვიჯექი...
– როგორ? მაშ თქვენ იყავით ეგ „სიურპრიზი“? მერე, რო-
გორ მოხდა, როგორ? მითხარით ერთი!
– ვნახე თუ არა, – დაიწყო მოქალაქემ, – რომ მეეზოვეები
არ მოგყვებოდნენ, გადავწყვიტე, მაშინვე ყველაფერი გამეგო.
პირველად – იქ არ იყო, ერთი საათის შემდეგ მივედი – არ მიმი-
ღეს, მესამედ მივედი კიდევ და – მიმიღეს. მოვახსენე ყველაფე-
რი, როგორც იყო, დაიწყო უცბად ოთახში სირბილი და გულში
მუშტის ცემა: რას მიშვრებით, თქვე ავაზაკებო? მცოდნოდა, ასე
იყო საქმე, „კანვოით“ მოვაყვანინებდიო!“ გავარდა მერე გარეთ,
ვიღაცას დაუძახა და კუთხეში ეჩურჩულებოდა, მერე ისევ ჩემთან
შემოვიდა და გამოკითხვა და გინება დამიწყო. ბევრი მისაყვედუ-
რა; მოვახსენე ყველაფერი, რომ გუშინ ვერაფერი პასუხი ვერ
მომეცით ჩემს სიტყვებზე და ისიც, რომ ვერც მიცანით. დაიწყო
ისევ ბოლთის ცემა, გულში იბრაგუნებდა მუშტებს, ჯავრობდა. მე-
რე კი, რომ მოახსენეს თქვენზე, ნახვა უნდაო, მიბრძანა, მაშინვე
ტიხარს უკან დავმალულიყავი და ვმჯდარიყავი გაუნძრევლად, –
„ხმა არ ამოიღო, რაც უნდა გაიგონოო, – მითხრა და სკამი მომი-
ტანა; იქნებ დამჭირდეს და დაგიძახოო“. მერე კი, ნიკოლაი რომ
მოიყვანეს, თქვენ შემდეგ მეც გამომიშვა და მითხრა: „კიდევ და-
გიძახებ და ყველაფერს დაწვრილებით გამოგკითხავო“.
– ნიკოლაიც შენთან ერთად დაჰკითხა?
– გაგიყვანათ თუ არა თქვენ, მეც მაშინვე გამომიყვანა და მე-
რე ნიკოლაის დაუწყო დაკითხვა.
შედგა მოქალაქე, თავი კვლავ მდაბლად დაუკრა, ხელი
იატაკს შეახო.
– მაპატიეთ ბოროტი განზრახვა და დასმენა.
– ღმერთმა გაპატიოს, – მიუგო რასკოლნიკოვმა.
უთხრა თუ არა ეს, მოქალაქემ ერთხელ კიდევ დაუკრა მდაბ-
ლად თავი და ოთახიდან გავიდა. „ყველაფერი ორ მხარეზე მეტ-
ყველებს ახლა, ყველაფერი“, – გაიმეორა რასკოლნიკოვმა და
გამხნევებულმა, მანაც დატოვა ოთახი.
„ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს“, – ჩაილაპარაკა და მწარედ
გაეღიმა. შეეზიზღა და შერცხვა საკუთარი თავის, რომ წეღან ასე-
თი „სულმოკლეობა“ გამოიჩინა პორფირისთან.
ნაწილი მეხუთე

მეორე დღეს, დუნეჩკასა და პულხერია ალექსანდროვნასთან


საბედისწერო მოლაპარაკების შემდეგ, პეტრ პეტროვიჩი თით-
ქოს გამოფხიზლდა. მისდა საუბედუროდ და დიდად საწყენად,
იძულებული იყო, დაეჯერებინა და ნამდვილ, უკვე მომხდარ და
გამოუსწორებელ ამბად ეცნო ის, რაც ერთი დღის წინ შეუძლე-
ბელ და სრულიად წარმოუდგენელ რამედ მიაჩნდა. თავმოყვა-
რეობაშელახულს, მთელი ღამე რაღაც უღრღნიდა გულს. წა-
მოდგა თუ არა საწოლიდან, მაშინვე სარკეში ჩაიხედა. ეშინოდა,
ღამე ნაღველი ხომ არ ჩამექცაო! მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით
საშიში არაფერი იყო; პირიქით, ამ ბოლო დროს ცოტათი ჩასუქე-
ბულ თავის თეთრსა და კეთილშობილ სახეს რომ შეხედა, ერთ
წამს იმედიც კი მიეცა, რომ სხვაგან სადმე იპოვიდა საცოლეს და
იქნებ დუნეჩკაზე უკეთესსაც კი; მაგრამ მაშინვე გამოერკვა და გუ-
ლიანად გადააფურთხა გვერდზე, რამაც თავისი მეგობრისა და
თანამცხოვრების – აანდრეი სემიონოვიჩ ლებეზიატნიკოვის – ჩუ-
მი დაცინვაც გამოიწვია. შენიშნა პეტრ პეტროვიჩმა ახალგაზრდა
მეგობრის ეს დამცინავი ღიმილი და გულში ჩაიმარხა. ამ ბოლო
დროს, ისედაც ბევრჯერ აწყენინა, რაც კარგად ახსოვდა. უარე-
სად იწყინა და გაბრაზდა, როცა მოისაზრა, რომ გუშინაც
ტყუილუბრალოდ შეატყობინა ანდრეი სემიონოვიჩს თავისი მარ-
ცხი. ეს მეორე შეცდომა იყო გუშინ, რომელიც სიფიცხით ჩაიდინა
გაბრაზებულმა და გაცხარებულმა. იმ დილითაც, თითქოს განგე-
ბო, უსიამოვნება უსიამოვნებას მოსდევდა. სენატშიც რაღაც
უსიამოვნება შეემთხვა იმ საქმის გამო, რომლის მოგვარებასაც
დიდად ცდილობდა. ყველაზე მეტად კი სახლის პატრონი აბრა-
ზებდა, რომლისგანაც ქორწინების მოლოდინში ბინა იქირავა და
თავის ხარჯზე აკეთებინებდა ახლა: არ თანხმდებოდა ის ვიღაც
გამდიდრებული გერმანელი ხელოსანი და სთხოვა, წერილობით
დადებული პირობის დარღვევისთვის ჯარიმა მთლიანად გა-
დაეხადა, თუმცა პირობა სულ რამდენიმე დღე იყო, დაეწერათ
და პეტრ პეტროვიჩიც სრულიად განახლებულ ბინას აბარებდა
პატრონს. ასევე მოექცნენ მაღაზიაში, სადაც ავეჯი იყიდა, მაგრამ
ჯერ არ წამოეღო; ბეს სახით მიღებული ფულიდან არც ერთ
გროშს უკან აღარ უბრუნებდნენ. „სახლის მოწყობილობისთვის
ხომ არ შევირთავ საგანგებოდ ცოლს!“ – იმეორებდა კბილების
ღრჭიალით გულმოსული პეტრ პეტროვიჩი და თან რაღაც იმე-
დიც არ ტოვებდა: „ნუთუ, მართლა სამუდამოდ გაქრა ყველაფე-
რი? ნუთუ ცდა ზედმეტია?“ დუნეჩკაზე ფიქრი კვლავ გულს უღ-
რღნიდა. დიდი ტანჯვით მოინელა ეს წამი და რომ შესძლებოდა
მხოლოდ ერთი ნატვრით გაეთავებინა რასკოლნიკოვი, პეტრ
პეტროვიჩი ახლავე ინატრებდა.
„გარდა ამისა, შევცდი იმითაც, რომ ფული მთლიანად არ მი-
მიცია მათთვის, – ფიქრობდა დაღონებული, ლებეზიატნიკოვის
პატარა ოთახში დაბრუნებისას, – ან რამ გამაკრიჟანგა ასე? ანგა-
რიშიც კი არ მქონია, ისე მოხდა ყველაფერი როგორღაც! მინ-
დოდა გაჭირვებაში მყოლოდნენ, რომ ღვთის განგებად ჩაეთვა-
ლათ! იმათ კი, ხედავთ, რა ქნეს!.. ფუჰ!.. არა, მე რომ ერთი ას
ორმოცდაათი თუმანი ფული მიმეცა მზითვისა და სხვადასხვა სა-
ჩუქრებისთვის, გულის ქინძისთავების, ნაჭრებისა და კნოპისა თუ
ინგლისური მაღაზიის სხვა წვრილმანისთვის, მაშინ საქმე უკეთ
იქნებოდა... და უფრო მტკიცედაც! ასე ადვილად უარს ვეღარ
მეტყოდნენ მაშინ! თვითონ ხალხია ისეთი, არ შეინარჩუნებდნენ
და მოვალედ ჩათვლიდნენ თავს, საჩუქარიც, ფულიც, ყველაფე-
რი უკანვე დაებრუნებინათ. უკან დაბრუნება კი ძნელიც იქნებოდა
და დასანანიც. სინდისიც შეაწუხებდათ: როგორ გავაგდოთ კაცი,
რომელიც აქამდე ასე გულუხვი და თავაზიანი იყოო?.. ჰმ, შევცდი
და ეგ არის!“ ერთხელ კიდევ გააღრჭიალა კბილები პეტრ პეტ-
როვიჩმა. ტუტუცი უწოდა თავის თავს, რასაკვირველია, გონებაში
მხოლოდ.
ამ დასკვნის შემდეგ ერთიორად გაბოროტებული და გაბრა-
ზებული დაბრუნდა შინ, მაგრამ კატერინა ივანოვნას ოთახში გა-
ჩაღებულმა სამზადისმა უნებურად მიიპყრო მისი ყურადღება. ზო-
გი რამ გუშინაც ჰქონდა გაგონილი ამის თაობაზე, ახსოვს, ვითომ
მასაც პატიჟებდნენ; მაგრამ იმდენი რამ ჰქონდა თვითონაც საზ-
რუნავი, რომ დანარჩენს როგორღაც ყურადღება აღარ მიაქცია.
გამოჰკითხა საჩქაროდ ქალბატონ ლიპევეხზელს, რომელიც კა-
ტერინა ივანოვნას ნაცვლად სუფრის გაშლას ხელმძღვანელობ-
და და შეიტყო, რომ ქელეხი საკმარისად რიგიანი უნდა ყოფი-
ლიყო, – რომ მოწვეული ჰყავდათ თითქმის ყველა მდგმური და
მათგან ისეთებიც კი, რომლებსაც განსვენებული სრულიად არ
იცნობდა; ასევე მოეწვიათ ანდრეი სემიონოვიჩ ლებეზიატნიკოვი,
რომელთანაც ნაჩხუბარი იყო კატერინა ივანოვნა და თვითონ –
პეტრ პეტროვიჩიც; რომ მას, პეტრ პეტროვიჩს, როგორც ყველა-
ზე საპატიო სტუმარს, სხვებზე მეტად ელოდნენ... თავად ამალია
ივანოვნაც დიდი პატივით იყო მიწვეული, თუმცა უსიამოვნება
ჰქონდათ მუდამ ერთმანეთში; ამიტომაც, საგანგებოდ ცდილობ-
და, ყველაფერი რიგზე ყოფილიყო. თან სიამოვნებას ჰგვრიდა
და ამაყობდა, რომ, მართალია, სამგლოვიარო ტანსაცმელი ეც-
ვა, მაგრამ სრულიად ახლებსა და ფარჩეულობაში იყო გამოწყო-
ბილი და შეეძლო თავი საკმაოდ მოეწონებინა. ყველა ამ ფაქტმა
და ცნობამ რაღაც აზრი ჩაუსახა პეტრ პეტროვიჩს და ისიც, ფიქ-
რში წასული, თავის, ესე იგი, ანდრეი სემიონოვიჩ ლებეზიატნი-
კოვის ოთახში შევიდა. როგორც შეიტყო, მოწვეულთა შორის
რასკოლნიკოვიც უნდა ყოფილიყო.
რაღაც მიზეზით, ანდრეი სემიონოვიჩი მთელი დღე შინ იჯდა.
უცნაური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა პეტრ პეტროვიჩს ამ
კაცთან, თუმცა, ერთი მხრივ, ბუნებრივიც იყო მათი ეს დამოკიდე-
ბულება: პეტრ პეტროვიჩს იგი ეზიზღებოდა და სძულდა იმ დღი-
დანვე თითქმის, რაც მასთან დასახლდა, მაგრამ ამავე დროს,
თითქოს ეშინოდა კიდეც მისი. მარტო სიძუნწე და ფულის დაზოგ-
ვა არ იყო მიზეზი, რომ პეტერბურგში ჩამოსვლისთანავე მასთან
ჩამოხდა, თუმცა უმთავრესი მიზეზი მაინც ეს იყო. გარდა ამისა,
კიდევ იყო სხვა მიზეზიც, რომელმაც აიძულა, ასე მოქცეულიყო.
ჯერ ისევ პროვინციაში ჰქონდა გაგონილი, რომ მისი აღზრდილი
ანდრეი სემიონოვიჩი მოწინავე ახალგაზრდად და პროგრესის-
ტად ითვლებოდა... რაღაც საკმაოდ ზღაპრულ და დიდმნიშვნე-
ლოვან წრეებშიც გავლენა ჰქონდა თურმე. ამან დიდად გააკვირ-
ვა პეტრ პეტროვიჩი. სწორედ ყოვლისმცოდნე, ყველას მოძულე
და მამხილებელი მძლავრი წრეები აშინებდნენ პეტრ პეტროვიჩს
და რაღაც გაურკვეველ შიშის ზარს ჰგვრიდნენ. რასაკვირველია,
თვითონ მას, ისიც პროვინციაში, ვერასგზით წარმოედგინა ამგვა-
რი რამ. გაეგო მხოლოდ, რომ პეტერბურგში არიან ვიღაც
პროგრესისტები, ნიჰილისტები, მამხილებლები და სხვა და სხვა,
მაგრამ სხვებივით, ისიც მხოლოდ აზვიადებდა და სასაცილოდ
ამახინჯებდა მათ აზრსა და მნიშვნელობას. ყველაზე მეტად (რამ-
დენიმე წელიწადია, აგერ) ეშინოდა მხილებისა და გაკიცხვის და
ესეც იყო უმთავრესი მიზეზი, რომ მუდმივად შიშობდა და მოუს-
ვენრობდა, როცა კი თავისი მოღვაწეობის პეტერბურგში გადატა-
ნაზე ოცნებობდა ხოლმე. ამ მხრივ პატარა ბავშვივით იყო დაში-
ნებული. რამდენიმე წლის წინ, პროვინციაში, თავისი საქმიანობის
დასაწყისში, თვითონ იყო მოწმე ორი ისეთი შემთხვევისა, როდე-
საც სასტიკად იქნა მხილებული და გაკიცხული გუბერნიაში დიდ-
მნიშვნელოვანი ორი გვამი, რომელთა კალთის ქვეშაც ამ დრომ-
დე მფარველობას პოვებდა იგი. ერთი მათგანისთვის საქმე რო-
გორღაც დიდი დავიდარაბით გათავდა, მეორეს კი მთლად მოეჭ-
რა თავი. აი, რატომ გადაწყვიტა პეტრ პეტროვიჩმა, ჩასვლისთა-
ნავე დაუყოვნებლივ გაეგო ყველაფერი და, თუ საჭირო იქნებო-
და, ადრევე მოეგო ამ „მოწინავე ახალგაზრდობის“ გული. ამ
მხრივ კი, ანდრეი სემიონოვიჩის დიდი იმედი ჰქონდა, რომ დაეხ-
მარებოდა. რასკოლნიკოვთან ყოფნის დროს უკვე ასე თუ ისე,
ნასწავლი ჰქონდა: როგორ გაეთავისებინა სხვისგან განაგონი...
რასაკვირველია, მალე გაიცნო, როგორი პატარა, უბრალო
კაცუნაც იყო ანდრეი სემიონოვიჩი, მაგრამ მაინც ვერ დააჯერა
და დაამშვიდა ამ გარემოებამ. თუნდ დაეჯერებინა და დარწმუნე-
ბულიყო კიდეც, რომ ყველა პროგრესისტი მისტერ ჩურჩუტი იყო,
მაინც ვერ დამშვიდდებოდა. ამასთანავე, მათ მოძღვრებას, აზ-
რსა და სისტემასთან (რომლებითაც ანდრეი სემიონოვიჩმა გააბ-
რუა იგი) სულ არაფერი ესაქმებოდა. პეტრ პეტროვიჩს თავისი
საკუთარი მიზანი ჰქონდა: რაც შეიძლება მალე გაეგო, როგორ
და რანაირად მოხდა აქ ყველაფერი? ჰქონდა თუ არა ძალა ამ
ხალხს? არიან რამით მისთვის საშიშნი თუ არა? ამხილებენ, რომ
დაიწყოს რამე, თუ არა? თუ ამხილებენ, სახელდობრ, რისთვის?
ან რისთვის ამხელენ ხოლმე სხვას? გარდა ამისა: არ შეიძლება
როგორმე დაუახლოვდეს და ყინულზე გააცუროს, თუ აქვთ მარ-
თლაც რამე ძალა? საჭიროა ეს თუ არა? არ შეიძლება, როგორ-
მე მათი საშუალებით წინ წაიწიოს, საქმე გაიკეთოს? ერთი სიტ-
ყვით, მრავალი ასეთი კითხვა დაებადა..
აანდრეი სემიონოვიჩ ლებეზიატნიკოვი იყო ტანდაბალი, გა-
საოცრად ქერა, გამხდარ-გამხდარი, სურავანდიანი კაცუნა, ქილ-
ვაშები კატლეტებივით ჰქონდა დაყენებული, რითაც მუდამ ამა-
ყობდა. თვალები სტკიოდა მუდამ. გულჩვილი და კეთილი იყო,
მაგრამ მეტად რიხიანი ლაპარაკი იცოდა, ზოგჯერ გაბღენძილიც
მოგეჩვენებოდათ, რაც მის გარეგნობასთან შედარებით თითქმის
სასაცილოდ მოჩანდა ხოლმე. მაინც, ამალია ივანოვნას მდგმუ-
რებში ყველაზე პატივცემულ პიროვნებად ის ითვლებოდა, რად-
განაც არ სვამდა და ოთახის ქირასაც ყოველთვის დროულად იხ-
დიდა. მიუხედავად ყველა ამ თვისებისა, ანდრეი სემიონოვიჩი მა-
ინც ცოტა ჩურჩუტი იყო, მაგრამ პროგრესსა და ამ „ახალ
თაობას“ აჰკვიატებოდა საკუთარი სურვილითა და გატაცებით. ეს
იყო იმ მრავალრიცხოვან უდღეურთაგანი, რომლებიც რიგიანად
ვერაფერს შეისწავლიან ხოლმე, მაგრამ იმდროინდელ, მოდურ
აზრებს კი უცბად შეითვისებენ, რომ იმავე წამს გააუგვანონ და
დაამახინჯონ, რომ უცბად სასაცილოდ გახადონ ყველაფერი, რა-
საც კი ზოგჯერ გულწრფელად ემსახურებიან ვითომ.
მიუხედავად იმისა, რომ ლებეზიატნიკოვი მეტად გულკეთი-
ლი ადამიანი იყო, მაინც შესძულდა თავისი ძველი მეურვე და
მასთან ახლა მცხოვრები პეტრ პეტროვიჩი. როგორღაც უნებუ-
რად, უცბად შესძულდათ ორივეს ერთმანეთი. თუმცა მიამიტი ვინ-
მე იყო ანდრეი სემიონოვიჩი, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ პეტრ
პეტროვიჩი ატყუებდა და გულში სძულდა კიდეც იგი, რომ „სხვა
იყო ნამდვილად და სხვად აჩვენებდა თავს“. სცადა ლებეზიატნი-
კოვმა და დაუწყო ფურიეს სისტემისა და დარვინის თეორიის გაც-
ნობა, მაგრამ პეტრ პეტროვიჩი, განსაკუთრებით ბოლო დროს,
რატომღაც დაცინვით უსმენდა ხოლმე და უკანასკნელად კამათიც
კი გაჩაღდა მათ შორის. საქმე ის არის, რომ ალღო აუღო იმას,
ლებეზიატნიკოვი მარტო უგვანო და ჩურჩუტი კი არა, მატყუარაც
იყო და არავითარი გავლენით არ სარგებლობდა თავის წრეშიც
კი, მხოლოდ სხვებისგან ჰქონდა ზოგიერთი რამ გაგონილი;
გარდა ამისა, თვითონ საპროპაგანდო საგანიც არ ესმოდა კარ-
გად. მაშასადამე, რის მამხილებელი უნდა ყოფილიყო?! აქვე
შევნიშნავთ გაკვრით, რომ ამ კვირა-ნახევრის განმავლობაში,
რაც ანდრეი სემიონოვიჩთან ცხოვრობდა, პეტრ პეტროვიჩი არ
უარობდა და მუდამ ხალისით ისმენდა მის ზოგჯერ მეტად უცნაურ
ქებას. ჩუმად იყო, მაგალითად, როდესაც ანდრეი სემიონოვიჩი
ასეთ რამეს მიაწერდა, ვიდრე პეტრ პეტროვიჩი ხელს შეუწყობდა
სადმე, რომელიღაც ქუჩაზე ახალი „კომუნის“ დაარსებას ახლო
მიმავალში; რომ, შემდგომ პირველ თვეებში საყვარელს გაიჩენ-
და; ან შვილებს არ მოანათვლინებდა და სხვა და სხვა. ჩვეულე-
ბისამებრ, პეტრ პეტროვიჩი არ ეწინააღმდეგებოდა და ნებას აძ-
ლევდა, ექო და ედიდებინა თუნდაც ასე, – იქამდე სასიამოვნო
იყო მისთვის ქება.
პეტრ პეტროვიჩს რაღაცისთვის რამდენიმე ხუთპროცენტიანი
ფასიანი ქაღალდი დაეხურდავებინა იმ დილით, მისჯდომოდა მა-
გიდას და ქაღალდის ფულისა და სერიების შეკვრებს ითვლიდა.
ანდრეი სემიონოვიჩი კი (რომელსაც არასოდეს თითქმის არ
მოეპოვებოდა ფული), ოთახში ბოლთას სცემდა და ისე აჩვენებ-
და თავს, ვითომ გულგრილად და ზიზღით უყურებდა ამ ფულს.
მაგრამ ვერავინ დააჯერებდა პეტრ პეტროვიჩს, რომ აანდრეი
სემიონოვიჩი მართლაც გულგრილად დაუწყებდა ცქერას ამდენ
ფულს; ამიტომაც გულნატკენმა ანდრეი სემიონოვიჩმა ფიქრად
გაივლო, იქნებ ასე ჰგონია პეტრ პეტროვიჩს და განგებ ამოალა-
გა მის წინ ამოდენა ქაღალდის ფული, რომ გაებრაზებინა და ეგ-
რძნობინებინა თავისი ახალგაზრდა მეგობრებისათვის, რა არა-
რაობა იყო იგი, ან ერთმანეთისგან რით განსხვავდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი სემიონოვიჩმა საყვარელ
„კომუნაზე“ გაუბა ლაპარაკი, პეტრ პეტროვიჩი მაინც არავითარ
ყურადღებას არ აქცევდა და ბრაზობდა კიდეც. ნაწყვეტ-ნაწყვეტი
შენიშვნები, რომლებიც აღმოხდებოდა ხოლმე პეტროვიჩს საან-
გარიშოს ჩხაკუნში, მოურიდებელი და განზრახ უზრდელი დაცინ-
ვა იყო. მხოლოდ „ჰუმანური“ ანდრეი სემიონოვიჩი გუშინდელ
განხეთქილებას აწერდა მაინც მის ასეთ სულიერ განწყობას და
ნატრობდა, როგორმე, მალე ლაპარაკი ისევ ამ საგანზე ჩამოეგ-
დო: საპროპაგანდოდ უნდოდა თავისი პროგრესული აზრები გა-
მოეთქვა ამაზე და პატივცემული მეგობარი ამით როგორმე ენუ-
გეშებინა, რომ მისი მომავალი განვითარებისთვის „უეჭველი“ რამ
სარგებლობა მოეტანა.
– რაო, ქელეხს მართავს მაშ, ეგ ქვრივი? – ჩაეკითხა უცბად
პეტრ პეტროვიჩი და სწორედ საყურადღებო ადგილას შეაწყვე-
ტინა ანდრეი სემიონოვიჩს ლაპარაკი.
– ვითომდა არ იცით; გუშინ არ იყო, მე თავად გელაპარაკე-
ბოდით ამაზე და ჩემი აზრიც გამოვთქვი ყველა ამ ჩვეულების შე-
სახებ?.. გარდა ამისა, გავიგე, თქვენც მიწვეული ხართ; თორემ
არ იცით, თქვენ თვითონ ელაპარაკებოდით გუშინ...
– არ მეგონა სწორედ, თუ ეს ტუტუცი გლახაკი მთელ თავის
ფულს, რომელიც ასეთივე ტუტუცისგან... რასკოლნიკოვისგან
მიიღო, ქელეხს მოახმარდა... გამიკვირდა კიდეც: ისეთი სამზადი-
სი აქვთ და ღვინოები!.. რამდენიმე კაცი მოუწვევიათ, ეშმაკმა
იცის, რა ამბავია, – განაგრძობდა პეტრ პეტროვიჩი და თან რა-
ღაც აზრით სულ ისევ ამ საგანს უტრიალებდა... – რაო? მეც მო-
მიწვიეს? – დასძინა უცბად და თავი აიღო მაღლა, – როდის, რო-
დის? არ მახსოვს. სულერთია, არ წავალ. რა უნდა გავაკეთო?
გუშინ ისე, სხვათა შორის, ვუთხარი ორიოდე სიტყვა, რომ, რო-
გორც ღარიბ-ღატაკ ქვრივს მოხელისას, შეეძლო ერთდროულ
დახმარებად წლიური ჯამაგირი მიეღო როგორმე. ამიტომ ხომ
არ მომიწვია, ნეტავ? ჰა-ჰა-ჰა!
– არც მე ვაპირებ წასვლას, – უპასუხა ლებეზიატნიკოვმა.
– რასაკვირველია, ვერ წახვალთ! თქვენ არ იყავით, საკუთა-
რი ხელით მიჟეჟეთ?! ეჭვი არ არის, გრცხვენიათ და იმიტომ ვერ
წახვალთ, ჰა-ჰა-ჰა!
– ვინ ვცემე?.. – გაწიწმატდა უცბად და გაწითლდა კიდეც ლე-
ბეზიატნიკოვი.
– ვინ და, კატერინა ივანოვნა, ამ ერთი თვის წინ! გავიგე, გუ-
შინ მითხრეს... ესეც თქვენი რწმენა და აზრები! ქალთა საკით-
ხსაც ხომ პატივი ეცით, ჰა-ჰა-ჰა!
პეტრ პეტროვიჩი, თითქოს ნუგეშცემული, საანგარიშოს ჩხა-
კუნს მოჰყვა ისევ.
– ყველაფერი ეგ სისულელე და ცილისწამებაა! – აენთო
ლებეზიატნიკოვი, რომელსაც მუდამ შიშის ზარს სცემდა ამ ამბის
მოგონება, – და არც ასე იყო საქმე! სხვანაირად გაგიგიათ; ცილი
და ჭორია! მე მხოლოდ თავს ვიცავდი მაშინ. თვითონვე მომვარ-
და გააფთრებული... კინაღამ ქილვაშები ჩამომაწიწკნა... მგონია,
ყველას აქვს უფლება, თავი დაიცვას. გარდა ამისა, არასდროს
მივცემ ნებას ძალმომრეობას, იმიტომ რომ ეს თითქმის მტარვა-
ლობაა, დესპოტიზმია! რა უნდა მექნა, მაშ; ვმდგარიყავი და მეც-
ქირა? ხელი ვკარი მარტო, მოვიშორე.
– ჰა-ჰა-ჰა! – დასცინოდა ღვარძლიანად ლუჟინი.
– ეგ იმიტომ მოგდით, რომ თვითონ ხართ გაბრაზებული და
გულნატკენი... თორემ ყველა ის, რაც გაგიგიათ, სისულელეა და
ქალთა საკითხს სრულებით არ შეეხება! არც საქმე გესმით რი-
გიანად; მე კი ასე ვფიქრობდი, რაკი ქალი ყველაფრით თანას-
წორია კაცისა, ღონითაც კი (ხომ ამტკიცებენ), მაშასადამე, აქაც
უნდა თანასწორი იყოს-მეთქი, ვინაიდან მომავალ საზოგადოება-
ში ჩხუბი არ უნდა არსებობდეს.. და მეორეც, სასაცილო და უც-
ნაური იქნებოდა სწორედ, ჩხუბში ვინმეს თანასწორობის ძიება
დაიწყო.. არც ისეთი ტუტუცი ვარ... ჰოდა, ვფიქრობ, – მართა-
ლია, ჩხუბი შემდგომში აღარ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ
არის... ფუჰ... იმას კი არ ვამბობ, ჩხუბს არ დავესწრები-მეთქი,
რომ უსიამოვნება თავიდან ავიცილო; არა, პრინციპის გამო არ
წავალ, რომ ასეთ სათაკილო და საზიზღარ ცრუმორწმუნეობას
არ დავესწრო! თუმცა შეიძლება წავსულიყავი კიდეც, მაგრამ
მხოლოდ იმიტომ, რომ დამეცინა... მაგრამ, ვაი, რომ მღვდლები
არ ეყოლებათ, მღვდელი კი რომ ჰყავდეთ, უთუოდ წავიდოდი.
– ესე იგი, სხვისი პურმარილი ჭამოთ და იქვე შეუგინოთ?
შეურაცხყოთ აგრეთვე ისინიც, ვინც მიგიწვიათ! ასეთია თქვენი აზ-
რი?..
სრულებითაც არა, წავალ იმიტომ, რომ შევეწინააღმდეგო
და არა იმიტომ, რომ პურმარილი შევუგინო. ისიც ისევ სარგებ-
ლობის გამო და სიკეთით. ასეთი საქციელით ისევ განვითარები-
სა და პროპაგანდის საქმეს მოვუმართავდი ხელს. ყველა მოვა-
ლეა, განვითარებისა და პროპაგანდის საქმეს ემსახუროს... მე
მხოლოდ იდეას მივაწვდი, თესლს მიმოვაბნევ... მერე თვითონ
გადაიქცევა ფაქტად. რითი ან როგორ შეურაცხვყოფ განა? პირ-
ველად, მართალია, ეწყინებათ, მაგრამ მერე უთუოდ მიხვდებიან
და დაინახავენ, რომ სარგებლობა მოვიტანე მხოლოდ. აი, ჩვენ-
შიც ბევრნი ამტყუნებდნენ ტერებიევას (კომუნაში რომ არის ახ-
ლა), ოჯახს რომ თავი დაანება და... მისწერა დედ-მამას, – აღარ
მსურს ასეთი ცრუმორწმუნეობით ცხოვრება, სამოქალაქო ქორ-
წინებით სხვას მივდევო. ამბობდნენ, მეტად სასტიკად მოიქცაო;
ხომ შეიძლებოდა, მამას ცოტა სხვაგვარად მოპყრობოდა და
რბილად როგორმე მიეწერაო. ჩემი აზრით კი, სისულელეა სულ
ეს, პირიქით, საჭიროა პირდაპირი და მოურიდებელი მოქცევა,
წინააღმდეგობაა საჭირო. აგერ, ვერამაც შვიდი წელიწადი ქმარ-
თან იცხოვრა, მაგრამ ორ-ორი ბავშვის პატრონობა... ქმარს კი
ასეთი წერილი მისწერა: „შევიგნე, რომ თქვენთან ბედნიერი არა-
სოდეს ვიქნები. ვერასოდეს გაპატიებთ, რომ მომატყუეთ და არ
შემატყობინეთ, თუ არსებობდა ქვეყნად სხვაგვარი ცხოვრებაც.
კომუნის წესით. მხოლოდ ამ ბოლო დროს შევიტყვე ეს ერთი
დიდსულოვანი ადამიანისგან, რომელსაც შევუერთდი და გადავ-
წყვიტე, ერთად დავაარსოთ კომუნა. გწერთ პირადად, რადგანაც
მსურს პატიოსნება შევინარჩუნო და არ მოგატყუოთ. ისე იცხოვ-
რეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ნუღარც ჩემი დაბრუნების
იმედი გექნებათ, გვიანღაა. გისურვებთ ბედნიერებას“, – აი, ხომ
ხედავთ, როგორ სწერენ ასეთ წერილებს!
– ეს ის ტერებიევაა, რომ ამბობდით, მესამედ იქორწინა სა-
მოქალაქო წესითო?
– მხოლოდ მეორედ, თუ სიმართლე გინდათ, გაიგოთ! მაგ-
რამ თუნდ მეოთხედ და მეთხუთმეტედაც იყოს, მერე რა მოხდა?!
და თუ ოდესმე სინანულად მქონია, რომ დედ-მამა დამეხოცა, რა-
საკვირველია, ახლა უფრო მეტად ვნანობ. რამდენჯერ მიოცნე-
ბია კიდეც, ცოცხლები რომ მყოლოდა, როგორ დავცხებდი პრო-
ტესტს! განგებ მოვაწყობდი ასე... ეგ რა არის კიდევ... ეჰ! ვუჩვე-
ნებდი მე იმათ! გავაკვირვებდი პირდაპირ! ვწუხვარ სწორედ,
რომ არავინ მყავს!..
– როგორ გეკადრებათ! ჰა-ჰა-ჰა! როგორც გნებავთ, თუნდ
აგრე იყოს, – გააწყვეტინა პეტრ პეტროვიჩმა, – მაგრამ მითხა-
რით ერთი: ამ განსვენებულის ქალს, გამხდარ-გამხდარს, იც-
ნობთ ხომ! მართალია, მაშ, რასაც ამბობენ მასზე? ჰა?
– რა მოხდა მერე? ჩემი აზრით, ეს სრულიად ბუნებრივი
მდგომარეობაა ქალისა. რატომაც არაო, ვითომ?.. დღევანდელ
საზოგადოებაში, რასაკვირველია, ასეთ მოვლენას ნორმალური
არ შეიძლება ეწოდოს, იმიტომ, რომ ძალდატანებითია, მაგრამ
მომავალში ნორმალური შეიქნება სრულიად, ვინაიდან თავისუ-
ფალი იქნება. ახლაც კი უფლება ჰქონდა: ქალი იტანჯებოდა, ეს
მისი სიმდიდრე და ფონდი იყოს, მაშასადამე, უფლებაც ჰქონდა,
როგორც სურდა, ისე მოეხმარა. რასაკვირველია, მომავალ სა-
ზოგადოებაში ფონდები საჭირო აღარ იქნება; მაგრამ დანიშნუ-
ლება მისი შეიცვლება, რაციონალურად გარკვეული გახდება.
რაც შეეხება პირადად სოფია სემიონოვნას, ჩემი აზრითა და შე-
ხედულებით, ეს მისი საქციელი ენერგიული და გაბედული წინა-
აღმდეგობაა დღევანდელი საზოგადოებრივი წყობილებისა, ამი-
ტომაც ღრმად პატივს ვცემ მას...
– მე კი მითხრეს, ვითომ სწორედ თქვენ გაგედევნოთ ამ ნომ-
რებიდან!
ლებეზიატნიკოვი გაცეცხლდა, გამძვინვარდა.
– ეგეც ჭორია! – შეჰყვირა, – ასე სულაც არ ყოფილა! გეუბ-
ნებით, არა-მეთქი! კატერინა ივანოვნამ იცრუა მაშინ... სულაც არ
ვცდილობდი, სოფია სემიონოვნას ავტორღიალებოდი! მინდოდა
მხოლოდ განმევითარებინა, სრულიად უანგაროდ, რომ პროტეს-
ტი გამოეცხადებინა... მე მხოლოდ პროტესტი მინდოდა გამომეწ-
ვია, თან თვითონ სოფია სემიონოვნასაც აღარ შეეძლო ნომრებ-
ში დარჩენა!..
– კომუნაში ხომ არ იწვევდით?
– თქვენ ისევ იცინით და მასხარად იგდებთ ყველაფერს, მაგ-
რამ უნდა მოგახსენოთ, მეტად უადგილოდ და უაზროდ! არაფე-
რი გესმით! კომუნაში ასეთი დანიშნულება არავის აქვს. პირიქით,
კომუნა არსდება იმიტომ, რომ ასეთი ვალდებულება არავის
ჰქონდეს. კომუნის დროს ყოველივე ეს გამოიცვლება, – რაც ახ-
ლა სისულელედ ითვლება, შემდეგ გონივრული იქნება; რაც
დღევანდელ გარემოებაში არაბუნებრივია, იქ სრულიად ბუნებ-
რივ სახეს მიიღებს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა გა-
რემოებასა და ხალხში ტრიალებს ადამიანი. საზოგადოებაზეა
ყოველივე დამოკიდებული... გესმით?.. თავისთავად კაცი აღარა-
ფერია; სოფია სემიონოვნასთან კი დღესაც კარგი დამოკიდებუ-
ლება მაქვს, რაც ეჭვი არ არის, ამტკიცებს, რომ მტრად და
შეურაცხმყოფლად არ მთვლის იგი. დიახ! მინდა, ახლა კომუნა-
შიც შევიყვანო, მაგრამ სხვა პირობებით სულ! რა არის აქ სასაცი-
ლო? გვინდა, საგანგებო კომუნა დავაარსოთ, მაგრამ უფრო
ფართო მიმართულებისა, ვიდრე უწინდელ კომუნებს ჰქონდათ.
იმიტომ რომ თავისუფალი რწმენისანი ვართ უფრო და მეტსაც
უარვყოფთ! დობროლიუბოვი რომ სამარიდან წამომდგარიყო,
შევეკამათებოდი სწორედ. ბელინსკის ხომ, საერთოდ!.. ჯერჯე-
რობით კი სოფია სოლომონოვნას განვითარებას განვაგრძობ
ისევ. მშვენიერი, საუცხოო ბუნების ადამიანია...
– მერე, სარგებლობთ თქვენც ამ მშვენიერი ბუნების ადა-
მიანით, ჰა? ჰა-ჰა-ჰა!
– სრულიადაც არა! არა და არა! პირიქით!
– აბა, ამას კი ნუ იტყვით ტყუილად! ჰა-ჰა-ჰა!
– მენდეთ-მეთქი! მითხარი ერთი, ან კი, რისთვის დაგიმალავ-
დით? პირიქით, მე თვითონ რაღაც უცნაურად მეჩვენება: რო-
გორღაც მეტად უმანკოდ, მორცხვად არის ჩემთან, თითქოს ეში-
ნიაო.
– თქვენ კი, რასაკვირველია, ცდილობთ განავითაროთ,
ხომ? ჰა-ჰა-ჰა! უმტკიცებთ, რომ მორცხვობა და სხვა ამგვარი
მოკრძალება სისულელეა, არა?
– სულაც არა! სულაც არა! ოჰ, რა უხამსად და თითქმის – მა-
პატიეთ კი – სულელურად გესმით სიტყვა: განვითარება სრული-
ად უცხოა თქვენთვის! ოჰ, ღმერთო, როგორი მოუმზადებელი
ხართ ჯერ კიდევ! ჩვენ ვცდილობთ, გავათავისუფლოთ ქალი,
თქვენ კი სხვას ფიქრობთ სულ... უმანკოებასა და ქალურ მოკ-
რძალებას სრულიად არ ვეხები, როგორც ცრუმორწმუნეობასა
და უსარგებლო საგნებს, მაგრამ შესაძლებლად ვთვლი, უმანკო
იყოს ჩემ წინაშე, რადგან ეს სრულიად მისი უფლება და ნებაა!
რასაკვირველია, თვითონ რომ მითხრას: „მინდა შენ მყავდეო“,
ბედნიერად და გამარჯვებულად ჩავთვლიდი თავს, იმიტომ, რომ
მომწონს ძალიან; მაგრამ ახლა ისე ვეპყრობი, რომ ჩემზე უფრო
ზრდილობიანად და პატივით სხვა არავინ მოეპყრობოდა არასო-
დეს... მე მხოლოდ ვუცდი და ვიმედოვნებ... სხვა არაფერი!
– მაგას ჯობს, აჩუქოთ რამე! სანაძლეოს დავდებ თუნდაც,
რომ ფიქრადაც არ მოგსვლიათ ეს.
– გეუბნებით, არაფერი გაგეგებათ-მეთქი! რასაკვირველია,
ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ საქმე მაინც სულ სხვანაირად
არის! თქვენ გძულთ იგი. თქვენ ხედავთ მხოლოდ ფაქტს, რომე-
ლიც შეცდომით სიძულვილის ღირსად მიგაჩნიათ და ივიწყებთ
იმას, რომ ადამიანის არსებას ლმობიერად და თანაგრძნობით
უნდა მოპყრობა... არ იცით, რა ბუნების ადამიანია! მწყინს მხო-
ლოდ, რომ ამ ბოლო დროს ნაკლებად კითხულობს და წიგნები
აღარ მიაქვს ჩემგან. წინათ კი მიჰქონდა ხოლმე. დასანანია კი-
დევ, რომ თუმცა ენერგია შესწევს და გადაწყვეტილი აქვს, წინა-
აღმდეგობა გასწიოს, – რაც არაერთხელ დაუმტკიცებია, – მაგ-
რამ მაინც იმდენად დამოუკიდებელი და უარმყოფელი არ არის,
რომ ყველა ცრურწმენასა და სისულელეს უცბად ჩამოშორდეს...
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი საკითხი მაინც მშვენივრად ესმის.
საუცხოოდ შეითვისა, მაგალითად, ის, რომ ქალს ხელზე არ უნ-
და კოცნიდნენ,31 თუ არ სურთ შეურაცხყონ და აგრძნობინონ,
რომ მამაკაცის თანასწორი არ არის იგი. ამ საგანზე მასთან
გვქონდა უკვე საუბარი და ავუხსენი კიდეც. საფრანგეთში მუშათა
ასოციაციის შესახებ ყურადღებით ისმენდა. ახლა იმაზე მაქვს
საუბარი, შეიძლება თუ არა მომავალ საზოგადოებაში დაუკითხა-
ვად და თავისუფლად სხვის ოთახში შესვლა.
– ეგ რაღა არის კიდევ?
– ამ ბოლო დროს ლაპარაკი გვქონდა ამაზე, – შეუძლია თუ
არა კომუნის წევრს სხვა რომელიმე წევრთან, კაცი იქნება თუ ქა-
ლი, ყოველთვის თავისუფლად შესვლა, რა დროც უნდა იყოს...
გადავწყვიტეთ, რომ შეუძლია...

31 „შეითვისა, მაგალითად, ის, რომ ქალს ხელზე არ უნდა


კოცნიდნენ“... – აქ ლებეზიატნიკოვი ნ. გ. ჩერნიშაევსკის რომანის
„რა ვაკეთოთ?“ ერთი ადგილის პერიფრაზს აკეთებს, სადაც ლა-
პარაკია იმაზე, რომ თუ კაცს არ უნდა ქალის დამცირება, ხელზე
არ უნდა აკოცოს.
– მერე, სწორედ იმ დროს საჭირო რამ მოთხოვნილება
ჰქონდეს ერთი თუ მეორე, ჰა-ჰა-ჰა!
ანდრეი სემიონოვიჩი გაჯავრდა კიდეც.
– თქვენ კიდევ მარტო ეგ დაწყევლილი „მოთხოვნილებანი“
გახსოვთ! – შეჰყვირა ზიზღით, – ფუჰ, რა გულის ამრევია თქვენი
დაცინვა. ვნანობ, რომ ჩვენი სისტემის გაცნობისას უდროო დროს
ვახსენე ეგ დაწყევლილი მოთხოვნილებანი!.. თქვენთვის და ყვე-
ლა თქვენი მსგავსისთვის თავსატეხი და გაურკვეველი სწორედ
ეს არის, მაგრამ ყველაზე მეტად ამას გაჰკრავენ ხოლმე კბილს
და მასხარად იგდებენ, ვიდრე საგანს ნამდვილად გაიცნობდნენ!
თითქოს მართლა არ სტყუიან, თითქოს ამაყობენ კიდეც! ფუჰ! ამ
აზრის ვიყავი მუდამ და ვამტკიცებდი, განა არა, რომ ახლებს უკა-
ნასკნელად უნდა გავაცნო-მეთქი ასეთი რამ, როდესაც მთელი
სისტემა უკვე შეთვისებული აქვთ და მტკიცედ არიან ამ მიმართუ-
ლებაში გარკვეულნი. მაგრამ რაო მაინც, რას ხედავთ სამარ-
ცხვინოს თუნდ უწმინდურობის ორმოებში? მე, პირადად, მზად
ვარ, ყველა „ორმო“ ამოვწმინდო! აქ თავგანწირვაც კი არსად
არის! აქ მხოლოდ კეთილშობილური და საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომაა და მუშაობა, რომელიც ბევრ სხვას არაფ-
რით ჩამოუვარდება და ვიღაც რაფაელისა და პუშკინის მოღვა-
წეობაზე ბევრით მაღლა დგას, რადგან უფრო სასარგებლოა.32
– და კეთილშობილურიც... ასე არ არის? ჰა-ჰა-ჰა!
– რა არის კეთილშობილური? არც კი მესმის აზრი ასეთი
სიტყვისა, რომლებიც ვითომდა ადამიანის მოქმედებას გამოხა-

32 „ვიღაც რაფაელისა და პუშკინის მოღვაწეობაზე ბევრით


მაღლა დგას, რადგან უფრო სასარგებლოა“ – აქ ლებეზიატნი-
კოვი უტრირებულად გადმოგვცემს პისარევის გამონათქვამს,
რომელიც ყოველგვარი მოღვაწეობისა და ხელოვნებისაგანაც,
უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკულ სარგებლობას მოითხოვდა.
ტავს. „კეთილშობილურია“, „დიდსულოვანია“, – ყველაფერი ეს
სისულელეა და ძველი ცრუმორწმუნეობრივი სიტყვებია, რომ-
ლებსაც მე უარვყოფ! ყველაფერი, რაც კი რამ სასარგებლოა კა-
ცობრიობისთვის, კეთილშობილურიც არის უთუოდ, მე მხოლოდ
სიტყვა სასარგებლო მესმის! იხითხითეთ, რამდენიც გნებავდეთ,
მაგრამ ეს ასეა!..
პეტრ პეტროვიჩი გულიანად იცინოდა, უკვე დაასრულა ფუ-
ლის თვლა და ინახავდა, ნაწილი კი ჯერ ისევ მაგიდაზე ჰქონდა
გაშლილი. ეს „უწმინდურობის ორმოები“ უკვე რამდენჯერმე გახ-
დომოდათ უთანხმოებისა და განხეთქილების მიზეზად. მარ-
თლაცდა, სისულელე იყო ის, რომ ანდრეი სემიონოვიჩი ნამდვი-
ლად ჯავრობდა. პეტრ პეტროვიჩი კი გულს აყოლებდა მხო-
ლოდ და თითქოს ერთობოდა. ახლა ხომ გულით უნდოდა, გაებ-
რაზებინა როგორმე ლებეზიატნიკოვი.
– ეგ, სულ გუშინდელი მარცხის გამო ბრაზობთ, – წამოსცდა
ბოლოს ლებეზიატნიკოვს, რომელსაც მიუხედავად „დამოუკიდებ-
ლობისა“ და „პროტესტებისა“, მაინც ვერ მოეხერხებინა შეჰკამა-
თებოდა პეტრ პეტროვიჩს და ძველი ჩვეულებისამებრ, როგორ-
ღაც პატივით ეპყრობოდა.
– უმჯობესია, მითხრათ, – ზვიადად გააწყვეტინა გულმოსულ-
მა პეტრ პეტროვიჩმა, – შეგიძლიათ თუ არა... ან, უკეთ რომ
ვთქვათ, მართლა ისე ხართ ზემოხსენებულ ახალგაზრდა ასულ-
თან დაახლოებული, რომ ახლავე, ამავე წუთს, აქ მომგვაროთ,
ოთახში? მგონი, ყველანი დაბრუნდნენ სასაფლაოდან... მესმის
ნაბიჯების არეული ხმა... მინდოდა მენახა.
– რად გინდოდათ, რაო? – დაეკითხა გაკვირვებული ლებე-
ზიატნიკოვი.
– ისე, მინდოდა. დღეს-ხვალ წასვლას ვაპირებ აქედან, მინ-
დოდა მეთქვა რამე... მაგრამ, თუ გსურთ, თქვენც აქ იყავით მო-
ლაპარაკების დროს, უმჯობესიც კია, თორემ, ღმერთმა იცის, რას
არ იფიქრებთ.
– ან კი, რა უნდა ვიფიქრო... ისე გკითხეთ მხოლოდ, მაგრამ
თუ საქმე გაქვთ, ამაზე ადვილი არაფერია. ახლავე შევატყობი-
ნებ. თავად მე კი, გარწმუნებთ, არაფერს დაგიშლით.
მართლაც, ხუთი წუთის შემდეგ ლებეზიატნიკოვმა ოთახში
სონეჩკა შემოიყვანა. გაკვირვებული შემოვიდა სონეჩკა, ჩვეულე-
ბისამებრ მობუზული, მოკრძალებული. მუდამ აფრთხობდა და
აშინებდა ახალი ნაცნობები, ჯერ კიდევ ბავშვობაში, და ახლა
ხომ უფრო მეტად შიშობდა... პეტრ პეტროვიჩი „ალერსიანად და
ზრდილობიანად“ შეეგება, თუმცა, ცოტა არ იყოს, მხიარულად და
მოურიდებლად, რაც პეტრ პეტროვიჩის აზრით, მის დარბაისლო-
ბასა და პატივისცემას ასეთი ახალგაზრდა და რამდენადმე საყუ-
რადღებო არსების წინაშე, დიახაც, შეჰფეროდა. სცადა, მაშინვე
„გაემხნევებინა“ და პირდაპირ სკამზე მიუთითა. სონია დაჯდა,
მიიხედ-მოიხედა, ჯერ ლებეზიატნიკოვს გადახედა, შემდეგ მაგი-
დაზე მიმობნეულ ფულს, მერე უცბად, ისევ პეტრ პეტროვიჩს და
თვალი აღარ მოუშორებია მისთვის, თითქოს მოაჯადოესო. ლე-
ბეზიატნიკოვმა კარისკენ გასწია. პეტრ პეტროვიჩი წამოდგა.
ანიშნა სონიას, რომ მჯდარიყო, და ლებეზიატნიკოვი შეაყენა
კარში.
– რასკოლნიკოვი აქ არის? მოვიდა? – იკითხა ჩურჩულით.
– რასკოლნიკოვი? აქ არის. რა მოხდა?.. დიახ, აქ არის, შე-
მოვიდა, თვალი მოვკარი...
– მაშ, თუ ასეა, გთხოვთ, უთუოდ ჩვენთან დარჩით, მარტო
არ დაგვტოვოთ... უბრალო რამ არის, მაგრამ, ღმერთმა იცის,
რას იტყვიან. არ მინდა რასკოლნიკოვმა გადასცეს რამე იქ!..
გესმით, რას ვგულისხმობ?
– მესმის, ჰო, მესმის! – მიუხვდა უცბად ლებეზიატნიკოვი, –
უფლება გაქვთ... თუნდაც, რასაკვირველია, ჩემი აზრით, გადამე-
ტებულია ეგ თქვენი შიში... მაინც უფლება გაქვთ; ინებეთ, დავ-
რჩები. აი, აქ, ფანჯარასთან დავდგები... ჩემი აზრით, უფლება
გაქვთ...
პეტრ პეტროვიჩი მობრუნდა, სონიას პირდაპირ დაჯდა ტახ-
ტზე, ყურადღებით გადახედა მას და უცებ დარბაისლური, თით-
ქმის სასტიკი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ეუბნებოდა: „შენ
თავად ქალბატონო, ისეთი არაფერი იფიქრო“. სონია შეკრთა.
– ჯერ ერთი, ბოდიშს ვიხდი, სოფია სემიონოვნა, დიდად პა-
ტივცემული დედათქვენის წინაშე... კატერინა ივანოვნა ხომ დე-
დის ადგილასაა თქვენთვის?.. ასეა, ვგონებ, არა?.. – დაიწყო
დარბაისლურად და საკმაოდ ალერსიანად გამოკითხვა პეტრ
პეტროვიჩმა. ეტყობოდა, მეტად მეგობრული რამ განზრახვა
ჰქონდა.
– ასეა, დიახ, სწორედ ასე გახლავთ, – საჩქაროდ მიუგო სო-
ნიამ.
– მაშ, ვიმეორებ... ბოდიშს ვიხდი, რომ ჩემგან დამოუკიდე-
ბელ გარემოებათა გამო, არ შემიძლია გეწვიოთ ბლინებზე... ესე
იგი, ქელეხში, თუმცა, გულით მთხოვა დედათქვენმა.
– დიახ... ახლავე ვეტყვი... ახლავე, – სონიჩკა საჩქაროდ წა-
მოხტა სკამიდან.
– ჯერ კიდევ მაქვს სათქმელი, მოითმინეთ, – შეაყენა პეტრ
პეტროვიჩმა და თან გაეღიმა, რომ სონეჩკა ასე უბრალოდ იქ-
ცეოდა, ზრდილობიანად თავის დაჭერა არ იცოდა, – გეტყობათ,
ჩემო კარგო სოფია სემიონოვნა, არ მიცნობთ, რომ ფიქრობთ,
ვითომ ასეთი უმნიშვნელო და უბრალო მიზეზისათვის, რომელიც
მე მეხება მხოლოდ, შეგაწუხებდით და მოგიწვევდით... სულ სხვაა
ჩემი მიზანი.
სონიაც მაშინვე დაჯდა. მაგიდაზე გაშლილმა ლურჯმა და წი-
თელმა ქაღალდის ფულმა ერთხელ კიდევ მოსჭრა თვალი, მაგ-
რამ საჩქაროდ პირი იბრუნა და ისევ პეტრ პეტროვიჩს მიაშტერ-
და: საშინელ უზნეობად ეჩვენა სონიას, რომ სხვის ფულს უყურებ-
და. პირველად პეტრ პეტროვიჩის ოქროს ლორნეტს დააშტერ-
და, რომელიც მას მარცხენა ხელში ეჭირა, მერე კი ლამაზ, ყვი-
თელთვლიან ბეჭედს, იმავე ხელის შუათითზე რომ ეკეთა პეტრ
პეტროვიჩს, – მაგრამ უცბად ბეჭედსაც მოაშორა თვალი. აღარ
იცოდა, საით გაეხედა და ისევ პირდაპირ თვალებში მიაცქერდა
მის წინ მჯდომს. პეტრ პეტროვიჩი მცირე ხანს დინჯად იჯდა და
დუმდა, მერე კი დაიწყო:
– გუშინ, გზად გავლის დროს, ორიოდე სიტყვით გამოველა-
პარაკე საბრალო კატერინა ივანოვნას. მაგრამ ეს ორი სიტყვაც
საკმარისი იყო, რომ შემეტყო, რა არაბუნებრივია ამჟამად მისი
ყოფა, თუ შეიძლება, რასაკვირველია, ასე ითქვას...
– დიახ... არაბუნებრივია, დიახ, – კვერი დაუკრა საჩქაროდ
სონიამ.
– ანუ უბრალოდ და გასაგებად რომ ვთქვათ, ავად არის.
– დიახ, დიახ, ავად გახლავთ...
– ასეა, დიახ, ამიტომაც თანაგრძნობა და სიბრალული მაიძუ-
ლებს, რამდენადაც კი ეს ჩემთვის შესაძლებელია, რითიმე და-
ვეხმარო და ვანუგეშო უბედური. რამდენადაც ვიცი, მთელი ოჯახი
ახლა თქვენ უნდა გაწვეთ კისერზე.
– ნება მიბოძეთ, გკითხოთ, – წამოდგა უცბად სონია, – თქვენ
ბრძანეთ გუშინ, რომ შეიძლება პენსია მიიღოთ? იმიტომ, რომ
მეუბნებოდა, ვითომ თქვენ გეკისროთ პენსიის გამოთხოვნა. მარ-
თალია?
– სულაც არა, პირიქით... თუ გნებავთ, სისულელეც კია. მე
მხოლოდ ვუთხარი, შეიძლება დროებით ფულადი დახმარება
აღმოგიჩინოთ-მეთქი, როგორც სამსახურში მყოფი მოხელის
ქვრივს, – თუ, რასაკვირველია, პროტექციას გაგიწევთ-მეთქი ვინ-
მე, – მაგრამ განსვენებულ მამათქვენს არამცთუ საკმაო ხანი არ
უმსახურია, ბოლო დროს სულაც მიუნებებია თავი სამსახურის-
თვის. ერთი სიტყვით, იმედი მეტად მცირეა, იმიტომ რომ ამის
არავითარი უფლება არ აქვს, პირიქით... იმას კი, ხედავთ, პენსი-
აც დაზმანებია, ჰა-ჰა-ჰა! ყოჩაღ, ქალო!
– დიახ, პენსია... იმიტომ, რომ ადვილად იჯერებს ყველა-
ფერს და გულკეთილია მეტად; გულკეთილობით ყველაფერს
იჯერებს და... და... გონებაც ისეთი აქვს... უკაცრავად, – მოიბო-
დიშა სონიამ და კვლავ წამოდგა, წასვლა დააპირა.
– მოითმინეთ, ჯერ არ დამისრულებია.
– კიდევ გაქვთ სათქმელი? – ჩაიდუდღუნა სონიამ.
– დიახ... დაბრძანდით!
საშინლად შერცხვა სონიას და მესამედ დაუბრუნდა სკამს.
– ვხედავ რა მის ასეთ მდგომარეობას და ტანჯვას, თავისი
უბედური ობლებითურთ, მინდა, როგორც უკვე ვთქვი, რითიმე
გამოვადგე და დავეხმარო, რამდენადაც კი ძალა შემწევს, რასაკ-
ვირველია. აი, თუნდ ხელის მოწერა ან ლატარია გავმართოთ...
ან სხვა რამ ამგვარი, რასაც ყოველთვის მიმართავენ ხოლმე ამ-
გვარ შემთხვევაში ახლობლები და ზოგჯერ, გარეშე პირნიც: –
საზოგადოდ ყველანი, ვისაც კი დახმარება სურს. აი, ეს მინდოდა
შემეტყობინებინა თქვენთვის. შეიძლება მოხერხდეს.
– დიახ, კარგია... ღმერთი გადაგიხდით სამაგიეროს... –
ლუღლუღებდა თავისთვის სონია და თან პეტრ პეტროვიჩს გაშ-
ტერებული შეჰყურებდა.
– შეიძლება, მაგრამ... ამაზე შემდგომ ვილაპარაკოთ.. ესე
იგი, შეიძლებოდა დღესვე დაგვეწყო. აი, ვნახოთ საღამოს ერ-
თმანეთი და მოვილაპარაკოთ, როგორ დავიწყოთ საქმე. ასე,
შვიდ საათზე შემომიარეთ აქ. იმედია, ანდრეი სემიონოვიჩი შე-
მოგვიერთდება... მაგრამ... აქ არის გარემოება, რომელიც უთუ-
ოდ ახლავე უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომაცაა, რომ შეგაწუ-
ხეთ, სოფია სემიონოვნა, და მოგიხმეთ. სახელდობრ, ის, რომ
არ შეიძლება ფული კატერინა ივანოვნას გადაეცეს; დასამტკი-
ცებლად დღევანდელი ქელეხიც კმარა. ხვალისთვის ლუკმაპური
და ფეხსაცმელი არ გააჩნია... დღეს კი იამაიკის რომს, მადერას,
ყავას ყიდულობს, ხალხს უმასპინძლდება. გამოსვლისას ვნახე
ყველაფერი ჩემი თვალით. ხვალ კი, ყველაფერი ისევ თქვენ და-
გაწვებათ კისერზე; ამიტომაც, ჩემი აზრით, ისე უნდა მოაწეროთ
ხელი საბუთს, რომ იმ უბედურმა თანხის შესახებ არაფერი იცო-
დეს... ნუთუ ასე რთულია მისი მდგომარეობა?..
– არ ვიცი, რა გითხრათ. ასე მხოლოდ დდღეს მოიქცა... ერ-
თადერთხელ თავის სიცოცხლეში... საშინლად უნდოდა, ქმრის-
თვის პატივი ეცა... თორემ, ჭკვიანია მეტად... ჩვენ, ყველანი, მად-
ლიერები ვიქნებით... ღმერთი გადაგიხდით სამაგიეროს.. ობლე-
ბიც..
ვეღარ დაასრულა სონიამ, ცრემლები წასკდა.
– ასე, მაშ, მხედველობაში იქონიეთ... ახლა კი, გთხოვთ,
აიღოთ ჩემგან მცირეოდენი თანხა თქვენი ნათესავისთვის პირ-
ველ ჯერზე... ოღონდ მსურს საიდუმლოდ დარჩეს, ვისგან არის...
აი... მეც იმდენი გაჭირვება მაქვს ახლა, რომ მეტი არ შეიძლება.
პეტრ პეტროვიჩმა სონიას საგანგებოდ გაშლილი თუმნიანი
გაუწოდა. სონიამ გამოართვა, უცბად მთლად აენთო, წამოხტა,
რაღაც წაიბუტბუტა და საჩქაროდ გამოემშვიდობა, თავი დაუკრა.
პეტრ პეტროვიჩმაც ერთი ამბით მიაცილა კარამდე. აღელვებუ-
ლი და გატანჯული გავარდა ბოლოს სონია ოთახიდან და კატე-
რინა ივანოვნასთან შემკრთალი და შეშფოთებული დაბრუნდა.
მთელი ეს ხანი ანდრეი სემიონოვიჩი ხან ფანჯარასთან იდგა,
ხან ოთახში დადიოდა; არ უნდოდა ლაპარაკი გაეწყვეტინებინა.
მაგრამ გავიდა თუ არა სონია, მივიდა მაშინვე პეტრ პეტროვიჩ-
თან და აღტაცებულმა ხელი გაუწოდა.
– ყველაფერი გავიგე და დავინახე, – დაიწყო ანდრეი სე-
მიონოვიჩმა და განსაკუთრებით უკანასკნელ სიტყვას გაუსვა ხაზი,
– კეთილშობილურია, ესე იგი, ადამიანურია ყოველივე ეს. გინ-
დოდათ მადლობისთვის თავი დაგეღწიათ, მესმის! თუმცა გამო-
გიტყდებით, პრინციპულად არ თანავუგრძნობ კერძო ქველმოქ-
მედებას, რადგან აღმოფხვრის ნაცვლად უფრო მეტად ავითა-
რებს იგი ბოროტებას, მაინც არ შემიძლია არ გამოგიტყდეთ,
რომ სიამოვნებით ვუმზერდი თქვენს მოქმედებას, – დიახ, დიახ,
მომწონს, მომწონს.
– ეჰ, სისულელეა ყველაფერი ეს! – ბუტბუტებდა პეტრ პეტ-
როვიჩი, ცოტა არ იყოს, აღელვებული, და თან, რატომღაც ყუ-
რადღებით აკვირდებოდა ლებეზიატნიკოვს.
– არა, არ არის სისულელე! გუშინ ისე შეურაცხგყვეს და გა-
გაბრაზეს, მაგრამ არად აგდებთ ამას და სხვის უბედურებაზე ფიქ-
რობთ კიდევ, ასეთი კაცი... ღირსია პატივისცემისა.. მიუხედავად
იმისა, რომ თავისი საქციელით სოციალურ შეცდომას უშვებს!
არც კი მოველოდი თქვენგან, პეტრ პეტროვიჩ, მეტადრე, თქვენი
შეხედულება რომ ვიცი! ო, როგორ გიშლით ხელს ეგ თქვენი შე-
ხედულება! როგორ გაღელვებთ, მაგალითად, გუშინდელი მარ-
ცხი, – იძახდა გულკეთილი ანდრეი სემიონოვიჩი და პეტრ პეტ-
როვიჩისადმი თანდათან მეტ პატივისცემას გრძნობდა, – მაგრამ
ან კი, რად გინდათ, უთუოდ კანონიერად იქორწინოთ, ჩემო უკე-
თილშობილესო და საყვარელო? რისთვის გჭირდებათ ეს კანო-
ნიერი ქორწინება? გინდათ, მცემეთ კიდეც, მაგრამ არ დავმალავ
და გეტყვით პირდაპირ, – მოხარული ვარ, რომ საქმე ჩაგეშა-
ლათ; რომ ჯერ კიდევ თავისუფალი ხართ და კაცობრიობისთვის
სამუდამოდ არ დაიღუპეთ; მოხარული ვარ, მოხარული.. ხედავთ,
ვთქვი ყველაფერი, რაც კი სათქმელი მქონდა!
– იმიტომ, რომ არ მინდა თქვენმა სამოქალაქო ქორწინებამ
რქები გამომაბას და სხვისი ბავშვები ვამრავლო; აი, რატომ მინ-
და კანონიერი ქორწინება, – უპასუხა ლუჟინმა ისე, მხოლოდ
სიტყვის მასალად, რომ რაიმე ეპასუხა. მეტად იყო რაღაცით
გართული და ჩაფიქრებული.
– ბავშვები? ბავშვებს შეეხეთ? – შეხტა ანდრეი სემიონოვიჩი,
თითქოს სამხედრო ცხენმა ბრძოლის საყვირს მოჰკრა ყურიო, –
ბავშვების საკითხი სოციალური და უმთავრესი, უმნიშვნელოვანე-
სია, თანახმა ვარ; მაგრამ ბავშვების საქმე სხვაგვარად გადაწყდე-
ბა. ზოგიერთები სრულიად უარყოფენ ბავშვებს, რადგან ისინი
უდავოდ ოჯახის განმამტკიცებელნი არიან. ბავშვებზე მერე ვილა-
პარაკოთ, ახლა კი ისევ „რქებს“ დავუბრუნდეთ! გამოგიტყდებით,
ყველაზე სუსტი მუხლი ჩემთვის ეს არის. ეს საძაგელი, პუშკინი-
სეული ჰუსარული სიტყვა მომავალი ლექსიკონიდან სრულიად
გამოირიცხება. ან კი, მართლაც, რა არის რქები?.. ოჰ, რა შეც-
დომაა! რქები? რის რქები? სისულელეა! პირიქით, სამოქალაქო
ქორწინებას საერთოდ არ ეცოდინება ეს! რქები მხოლოდ კანო-
ნიერი ქორწინების ბუნებრივი შედეგია. შესწორებაა მისი და
პროტესტი, ასე რომ, ამ აზრით, არც დამამცირებელი... და თუ
ოდესმე, ვთქვათ, გამოვთაყვანდი და კანონიერად ვიქორწინე,
სასიხარულოდაც კი დამრჩება ეგ წყეული რქები და ვეტყვი ჩემს
ცოლს: „მეგობარო, აქამდე მხოლოდ მიყვარდი, ახლა კი პატივს
გცემ, იმიტომ, რომ წინააღმდეგობა გამიწიე!.. იცინით? ეგ იმი-
ტომ, რომ ცრურწმენისთვის თავი ვერ დაგიღწევიათ! ეშმაკმა და-
ლახვროს, ვიცი, რაც არის გაცრუებულ კანონიერ ქორწინებაში
უსიამოვნო: სამარცხვინო და უგვანო ფაქტის შედეგიც ასეთივე
მოსდევს, აქ ორივენი დამცირებულნი არიან, მაგრამ თუ ხილუ-
ლად ებმის ვინმეს რქები, როგორც, მაგალითად, სამოქალაქო
ქორწინების დროს, მაშინ მნიშვნელობა აღარ აქვს და რქებიც
არ ერქმევა ამას. პირიქით, თქვენი მეუღლე გიმტკიცებთ მხო-
ლოდ, რომ პატივს გცემთ და იმდენად განვითარებულად
გთვლით, რომ არ ეწინააღმდეგებით მის ბედნიერებას33 და ახალ

33 „თქვენი მეუღლე გიმტკიცებთ მხოლოდ, რომ პატივს


გცემთ და იმდენად განვითარებულად გთვლით, რომ არ ეწინა-
ქმარზე შურს არ იძიებთ. ეშმაკმა დალახვროს, ვოცნებობ ხოლმე
ხარისხიანად: რომ გავთხოვდებოდე-მეთქი, ფუჰ! ესე იგი, ცოლს
შევირთავდე (სამოქალაქო წესითა და კანონიერი წესით, ორივე
ერთია), მგონი თვითონ მოვუყვანდი ჩემს ცოლს საყვარელს,
რომ დაეგვიანებინა და დიდხანს არ გაეჩინა. „მეგობარო-მეთქი,
– ვეტყოდი, – მიყვარხარ. მაგრამ მინდა, პატივსაც მცემდე--
მეთქი!“...
პეტრ პეტროვიჩი ყურს უგდებდა და ხითხითებდა. თითქმის
არც უსმენდა, სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. ასე რომ, ლებეზიატ-
ნიკოვმაც კი შენიშნა ბოლოს. ცოტა არ იყოს, ღელავდა კიდეც
პეტრ პეტროვიჩი და ხელებს ისრესდა, ფიქრს ეძლეოდა. ყველა-
ფერი ეს მერე გაიხსენა ანდრეი სემიონოვიჩმა.

II

ძნელი იყო იმის გამოცნობა, საიდან ჩაისახა კატერინა ივა-


ნოვნას არეულ თავში ამ უგუნური ქელეხის აზრი. მართლაცდა,
ორ თუმანზე მეტისგან, რომელიც რასკოლნიკოვისგან მიიღო
ქმრის დასასაფლავებლად, თითქმის თუმანი ქელეხისთვის გამო-
ყო. იქნებ, მოვალედ ცნო თავი, რიგიანად ეცა პატივი განსვენებუ-
ლის ხსოვნისთვის, რომ მდგმურებსა და განსაკუთრებით, ამალია
ივანოვნას სცოდნოდათ „იმათზე ნაკლები კი არა, იქნებ უკეთესიც
იყო“ განსვენებული და ამიტომაც არც ერთ მათგანს, მაშასადამე,

აღმდეგებით მის ბედნიერებას...“ – ლებეზიატნიკოვის მონო-


ლოგში გაუხამსებულადაა წარმოდგენილი XIX საუკუნის 60-იანი
წლების „ახალი ადამიანების“ მორალი, რომლებიც იცავდნენ
გრძნობათა თავისუფლებას და ცოლ-ქმარს შორის სრულ გულ-
წრფელობას (ნ. გ. ჩერნიშევსკის რომანიდან „რა ვაკეთოთ?“)
არ შეეძლო „ცხვირი აეპრუწა“... ან იქნებ, ღარიბთა სიამაყე იყო
მიზეზი, რომლის გამოც ბევრი თითქმის ხვრელში გაძვრება, უკა-
ნასკნელ პერანგს გაყიდის, ოღონდ საზოგადოებაში მიღებული
წესი და ჩვეულება შეასრულოს და „არავისზე ნაკლებად“ არ გა-
მოჩნდეს, არავინ „დაძრახოს“. ადვილი შესაძლებელია ისიც,
რომ სწორედ ამ დროს მოუნდა კატერინა ივანოვნას თავის გა-
მოჩენა, ახლა, როცა თითქოს ქვეყნად უპატრონოდ იყო დატო-
ვებული... რომ მასაც შეუძლია „სხვებს დაუხვდეს“, რომ მას სუ-
ლაც არ ზრდიდნენ ასეთი ცხოვრებისთვის, აღზრდილია „პოლ-
კოვნიკის კეთილშობილურ, თითქმის არისტოკრატიულ სახლში“
და სრულიადაც არ ამზადებდნენ იმისთვის, რომ იატაკი ეწმინდა
და ღამღამობით ბავშვის ჩვრები ერეცხა. ასე გაიტაცებს ხოლმე
ზოგჯერ ეს გადაჭარბებული, ავადმყოფური სიამაყე და თავმოწო-
ნება ყველაზე ღატაკსა და დაბეჩავებულ ხალხსაც და დროდად-
რო თავდაუჭერელ, მძლავრ მოთხოვნილებად გადაექცევა ხოლ-
მე. კატერინა ივანოვნა კი დაბეჩავებულთაგანი არ იყო: შეიძლე-
ბოდა გარემოებას მიწასთან გაესწორებინა, მაგრამ ზნეობრივად
მისი დაჯაბნა და დამორჩილება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა,
არ ტყუოდა სონეჩკა, რომ ამბობდა, ჭკუიდან იშლებაო. დაბეჯი-
თებით ამის თქმა ჯერჯერობით, მართალია, არ შეიძლებოდა,
მაგრამ ბოლო დროს და ბოლო წელიწადს ისე გაიტანჯა საცო-
დავი, რომ შეუძლებელიღა იყო, გონება მთელი შერჩენოდა.
ექიმების სიტყვით ხომ, ჭლექის უკიდურესად განვითარება დიდად
უწყობდა თურმე ხელს გონების შერყევას...
„ღვინოები მრავლად და სხვადასხვა ღირსებისა, რასაკვირ-
ველია, არ ყოფილა; ეს მხოლოდ გაზვიადებული იყო, მაგრამ
ღვინო საზოგადოდ, ჰქონდათ; ჰქონდათ არაყი, რომი და ლისა-
ბონის ღვინო, მაგრამ ყველაფერი დაბალი ხარისხის, თუმცა საკ-
მარისად კი. საჭმელებიდან კოლიოს გარდა, სამი-ოთხი თავი კი-
დევ სხვა იყო (სხვათა შორის, ბლინებიც). ყველაფერი ეს ამალია
ივანოვნას სამზარეულოდან მოჰქონდათ; გარდა ამისა, დაედგათ
ორი სამოვარიც, რომ სადილის შემდეგ ჩაი და პუნში მიერთმი-
ათ. კატერინა ივანოვნას საყიდლებზე გაეშვა ვიღაც საცოდავი
პოლონელი მდგმური, რომელიც, ღმერთმა იცის, რისთვის ცხოვ-
რობდა ქ-ნ ლიპევეხზელთან. ჩამოვარდა თუ არა საყიდლებზე
ლაპარაკი, მაშინვე განუცხადებია დახმარების სურვილი და მთე-
ლი გუშინდელი დღე და ეს დილა თავ-პირის მტვრევით დარბო-
და ენაგადმოგდებული და თითქოს განგებ ცდილობდა კიდეც,
დაენახვებინა ყველასთვის, რომ რაღაცას აკეთებდა და დაიღა-
ლა. სულ უბრალო რამეზედაც კი, უთუოდ კატერინა ივანოვნას-
თან მირბოდა, სავაჭრო ქარვასლაშიც კი მოძებნა ერთხელ და
ერთთავად „პანი ხორუნჟინას“ ეძახდა. ამიტომაც ბოლოს სულ
თავი მოაბეზრა, თუმცა პირველ ხანებში კატერინა ივანოვნა თვი-
თონვე ამბობდა, თუ არა ეს „ღვთისნიერი“ ადამიანი, დავიღუპე-
ბოდიო. ხასიათად ჰქონდა კატერინა ივანოვნას, ვინც უნდა ყოფი-
ლიყო, ქებით ცაში აეყვანა, ვინ იცის, რა ღირსებას და თვისებას
არ გამოუძებნიდა, ასე რომ, ზოგიერთი სირცხვილითაც დაიწვე-
ბოდა; თან, თავადაც გულწრფელად იჯერებდა თავის მოგო-
ნილს, მაგრამ უცბადვე გადაუდგებოდა, აზრს შეიცვლიდა და
მზად იყო, პანღურის კვრითა და ერთი ვაი-ვაგლახით გაეგდო
სწორედ ის კაცი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ თითქმის
თაყვანს სცემდა. ბუნებით მხიარული და მშვიდობიანი ხასიათის
იყო, მაგრამ განუწყვეტელმა უბედურებამ იქამდე მოანატრა ყვე-
ლასთვის უთუოდ მხიარული და მშვიდობიანი ცხოვრება, რომ
სულ უბრალო რამ, მცირედი მარცხიც კი უცბად კლავდა ხოლმე.
ბრწყინვალე ოცნებებისა და იმედების მოტრფიალე კატერინა
ივანოვნა ბედს დაუწყებდა ჩივილსა და წყევლას; გაანჩხლებული,
ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდა, მიგლეჯდ-მოგლეჯდა
და თავს კედელს ახლიდა. ამალია ივანოვნასაც რატომღაც
არაჩვეულებრივი ყურადღებითა და პატივით ეპყრობოდა ახლა
კატერინა ივანოვნა, შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ, ვინ
იცის... ეს ქელეხი აიტეხა და ამალია ივანოვნამაც გულით მოიწა-
დინა, ყველაფერში დახმარებოდა, ხელი წაეხმარებინა: იკისრა
სუფრის გაშლა, სუფთა ხელსაწმენდებისა და ჭურჭლის თხოვება,
თავის სამზარეულოში საჭმლის მომზადება და სხვა. კატერინა
ივანოვნამაც ყველაფერი ამალია ივანოვნას მიანდო, თვითონ კი
სასაფლაოზე წავიდა. მართლაც, ყველაფერი მშვენივრად იყო
მომზადებული: სუფრა საკმაოდ სუფთად გაშლილი, ჭურჭელი,
დანა-ჩანგალი, ჭიქები და ფინჯნები... ყველაფერი, რასაკვირვე-
ლია, აქეთ-იქით მდგმურებისგან იყო მოგროვილი და სხვადას-
ხვანაირი, მაგრამ მაინც მშვენიერი; ამიტომ, კმაყოფილი ამალია
ივანოვნა თითქმის ამაყად შეეგება დაბრუნებულებს, შავ კაბასა
და სამგლოვიაროლენტებიან ახალ თავსაბურავში გამოწყობი-
ლი. მაგრამ როგორღაც არ მოეწონა ეს მისი თუნდაც დამსახუ-
რებული სიამაყე კატერინა ივანოვნას: „მართლა, თითქოსდა,
ამალია ივანოვნასნაირად სუფრას ვერავინ გაშლიდა!“ არც
ახალლენტებიანი თავსაბურავი მოეწონა: „იქნებ ამაყობს ეს ტუ-
ტუცი გერმანელი დედაკაცი, რომ დიასახლისია და მადლიერე-
ბის გამო გვეხმარება ღარიბ მდგმურებს? ჰმ, მადლიერების გა-
მო! გესმით, კატერინა ივანოვნას მამას, რომელიც პოლკოვნიკი
იყო და თითქმის უკვე გუბერნატორი, ზოგჯერ ორმოცი სულის-
თვის გაუშლიდნენ ხოლმე სუფრას. ვიღაც ამალია ივანოვნას, ანუ
უკეთ ვთქვათ, ლუდვიგოვნას კი, სამზარეულოშიც არავინ შეუშ-
ვებდა...“ კატერინა ივანოვნამ მაინც გადაწყვიტა თავი შეეკავები-
ნა, თუმცა, ისიც გაივლო გულში, უთუოდ დღესვე მოეგონებინა
ივანოვნასთვის, რა ადგილის ღირსიც იყო, თორემ, ღმერთმა
იცის, როგორ გამოიდებს თავსო. ჯერჯერობით კი მხოლოდ
გულცივობა გამოიჩინა მის მიმართ. მეორე უსიამოვნებამაც რამ-
დენადმე ხელი შეუწყო მის გაჯავრებასა და წყენას: მდგმურები-
დან პოლონელის მეტი, რომელმაც იქაც მოასწრო მისვლა,
თითქმის არავინ დასაფლავებას არ დასწრებია; სადილზე კი მო-
ვიდნენ მათგან თითქმის სულ უბრალონი და ღარიბნი, – ბევრი
მათგანი მეტად უსიამოვნო შესახედავი იყო, სულ ვიღაც ოხრები
მოგროვილიყვნენ. ვინც უფროსი და ღირსეული იყო უფრო, ისი-
ნი კი არსად ჩანდნენ, თითქოს პირობა შეუკრავთო. არ გამოც-
ხადდა, მაგალითად, პეტრ პეტროვიჩ ლუჟინი, რომელიც ყველა-
ზე დარბაისელ კაცად ითვლებოდა მდგმურებში და რომელზე-
დაც გუშინ საღამომდე თითქმის ყველას გამოუჭედა ყურები კატე-
რინა ივანოვნამ: ამალია ივანოვნასაც, პოლეჩკასაც, სონიასაც
და პოლონელსაც კი, – რომ იგი უკეთილშობილესი, დიდსულო-
ვანი კაცია, დიდი ნათესაობისა და ქონების პატრონი... ამასთან,
მეგობარი მისი პირველი ქმრისა და მამის ოჯახშიც დიდად მიღე-
ბული; რომ დაჰპირდა ვითომ, ყოველმხრივ ვეცდები და კარგ
პენსიას გამოგითხოვო. შევნიშნავთ აქვე, რომ კატერინა ივანოვ-
ნა თუ აქებდა ვინმეს ან ნათესაობითი კავშირით, ან ქონებით,
არასოდეს ამას ანგარიშით არ სჩადიოდა; გულმართლად და
გულწრფელად უნდოდა მხოლოდ, მეტი ღირსება და ფასი გა-
მოეძებნა ნაქებისათვის და ამით სიამოვნება ეგრძნო. „ამ საძა-
გელმა და თავლაფიანმა ლებეზიატნიკოვმა ლუჟინს მიჰბაძა უთუ-
ოდ და იმიტომ მოვიდა; ნეტავ, ამას რაღად მოაქვს თავი? მად-
ლიერების გამო დავპატიჟე, რაკი პეტრ პეტროვიჩთან აქვს ბინა
ერთ ოთახში და ნაცნობია მისი, უხერხული იყო, ამის გამო არ
დამეპატიჟებინა“. არ მოვიდა აგრეთვე ერთი ამპარტავანი ქალ-
ბატონი თავისი „დამჟავებული ქალითურთ“, რომლებიც სულ რა-
ღაც ორი კვირაა ცხოვრობდნენ ამალია ივანოვნას ნომერში,
მაგრამ რამდენჯერმე იჩივლეს თურმე, მარმელადოვების ოთახ-
ში ერთთავად ყვირილი და ვაი-ვაგლახიაო, განსაკუთრებით მა-
შინ, როდესაც განსვენებული მარმელადოვი ნასვამი დაბრუნდე-
ბოდა ხოლმე შინ. რა თქმა უნდა, ამალია ივანოვნასგან ჰქონდა
კატერინა ივანოვნას გაგონილი ეს, რადგან ჩხუბის დროს მიაძა-
ხა: გაგრეკავთ ყველას სახლიდან, იმიტომ რომ „რიგიანსა და კე-
თილშობილ“ მდგმურებს, რომლების ფეხის ფრჩხილადაც არ
ღირხართ, მოსვენება არ აქვთ თქვენგანო. კატერინა ივანოვნამ
ახლა განგებ გადაწყვიტა მოწვევა ამ დედა-შვილის, რომელთა
„ფეხის ფრჩხილადაც ვითომ არ ღირდა იგი“. მით უმეტეს, რომ
შეხვედრის დროს ის ქალბატონი ცხვირაწევით გაუვლიდა ხოლ-
მე კატერინა ივანოვნას გვერდით. ამიტომაც მოინდომა კატერინა
ივანოვნამ, – დე, იცოდნენ, რომ აქ „იმათზე კეთილშობილურად
გრძნობენ და ფიქრობენ ყველაფერს; ამიტომაც აღარ იგონებს
სიავეს და იწვევენო“, თან უნდოდა, ენახათ იმათაც, რომ კატერი-
ნა ივანოვნასაც უცხოვრია ერთ დროს ადამიანურად. განზრახვა
ჰქონდა, ყველაფერი ეს პურის ჭამის დროს აეხსნა სუფრაზე და
მოეხსენებინა ისიც, რომ მამა თითქმის გუბერნატორი ჰყავდა,
გაკვრით ისიც შეენიშნა, რომ მათ არაფერი ებადათ, მაშასადამე,
ტუჩასაპრუწი და სისულელე იყო, რომ შეხვედრის დროს პირს
არიდებდნენ. არ მოვიდა აგრეთვე, გაბღენძილი პოდპოლკოვნი-
კი (სინამდვილეში მხოლოდ სამსახურიდან გადამდგარი შტაბის
კაპიტანი), მაგრამ მიზეზი თურმე ის იყო, რომ გუშინდლიდან
„ფეხზე“ ვერ დგებოდა... ერთი სიტყვით, მოვიდნენ მხოლოდ პო-
ლონელი, გაქონილ ფრაკში გამოწყობილი ბაჯაჯღანა კანცელა-
რისტი, რომელსაც ფერიმჭამელებით ჰქონდა სახე სავსე და რა-
ღაც საშინელი სუნი ასდიოდა, ერთი ყრუ და თითქმის მთლად
უსინათლო მოხუცი, რომელიც ერთ დროს ფოსტაში მსახურობ-
და; მოვიდა აგრეთვე, სამსახურიდან გადამდგარი ლოთი პორუ-
ჩიკი, სინამდვილეში კი პროვიანტის მოხელე, რომელმაც უზრდე-
ლი და ბრიყვული ხარხარი იცოდა. ამასთან, „წარმოიდგინეთ“,
უჟილეტოდ იყო! ერთი ვიღაც კიდევ ისე მიუჯდა სუფრას, რომ კა-
ტერინა ივანოვნას თავი არც კი დაუკრა, კიდევ ვიღაც ერთი, ტან-
საცმლის უქონლობის გამო, საშინაო ხალათით გამოცხადდა,
იქამდე უზრდელად, რომ ამალია ივანოვნამ და პოლონელმა,
როგორც იყო, ძლივს გაიყვანეს გარეთ. მართალია, პოლონელ-
მა მოიყვანა კიდევ ვიღაც ორი სხვა პოლონელი, რომლებსაც
არასოდეს ამალია ივანოვნასთან არ უცხოვრიათ... ყველაფერმა
ამან საშინლად იმოქმედა კატერინა ივანოვნაზე. „ვისთვის მომ-
ზადდა მაშ, ყველაფერი ეს?“ – კითხულობდა თავისთვის კატერი-
ნა ივანოვნა. უადგილობის გამო ბავშვებიც კი აღარ დასხეს საერ-
თო სუფრაზე, სადღაც კუთხეში გაუშალეს „სუფრა“, სკივრზე.
ამასთან, ორივე დაბალი ხის სკამზე დაესხათ და პოლეჩკასთვის
ჩაებარებინათ, როგორც უფროსისთვის, თვალყური ეგდო, ეჭმია
და ცხვირი მოეწმინდა ხოლმე, როგორც ეს „კეთილშობილ ბავ-
შვებს“ შეჰფერის. ერთი სიტყვით, კატერინა ივანოვნა ძალაუნებუ-
რად ყველას გაორკეცებული ამპარტავნობით უნდა შეჰგებებოდა.
განსაკუთრებით სასტიკად აათვალიერა ზოგიერთები და მერეღა
სთხოვა მედიდურად, დამსხდარიყვნენ. კატერინა ივანოვნამ რა-
ტომღაც წარმოიდგინა, რომ ამალია ივანოვნას უნდა ეგო პასუხი,
რომ ზოგიერთები არ მოვიდნენ და უცებ მეტად უდიერად დაუწ-
ყო მოპყრობა; ამალია ივანოვნამ შენიშნა ეს მაშინვე და იწყინა
საშინლად. ეჭვი არ არის, ასეთ დასაწყისს სახეირო ბოლო არ
ექნებოდა... დასხდნენ ბოლოს...
რასკოლნიკოვიც მაშინ მოვიდა სწორედ, სასაფლაოდან
რომ დაბრუნდნენ. საშინლად გაუხარდა კატერინა ივანოვნას, –
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის იყო ერთადერთი მისი „განათლებუ-
ლი სტუმარი“, რომელსაც „ორი წლის შემდგომ ადგილობრივ
უნივერსიტეტში პროფესორის კათედრა უნდა დაეჭირა“, და
მეორეც, იმიტომ, რომ მოვიდა თუ არა, პატივისცემით, ბოდიში
მოიხადა, ვერ მოვახერხე და დასაფლავებას ვერ დავესწარიო.
ეცა მაშინვე რასკოლნიკოვს და გვერდით დაისვა მარცხნივ (მარ-
ჯვნივ ამალია ივანოვნა უჯდა). მიუხედავად იმისა, რომ სულ ფუს-
ფუსებდა და ყველასთვის სურდა ყურადღება მიექცია, ამასთან,
ხველაც წამდაუწუმ უვარდებოდა და უკრავდა სუნთქვას, ამ ორ
უკანასკნელ დღეს ხომ უარესად გამწვავებოდა, მაინც არ ისვე-
ნებდა და ერთთავად ჩურჩულით ელაპარაკებოდა რასკოლნი-
კოვს, უზიარებდა თავის გულისნადებს და წუხდა, რომ სამზადის-
მა ასე უმადურად ჩაუარა: არავინ რიგიანი არ მიუვიდა. შიგადა-
შიგ კი, რისხვას მხიარული, თავშეკავებული სიცილიც მოსდევდა,
მეტწილად მაშინ, როდესაც დამსწრე სტუმრებს და განსაკუთრე-
ბით, დიასახლისს ეხებოდა ლაპარაკი.
– ყველაფერში ეს გუგულია დამნაშავე. გესმით, ვისზე გეუბნე-
ბით? დიასახლისზე! – და კატერინა ივანოვნა დიასახლისზე ანიშ-
ნებდა, – უყურეთ ერთი, თვალები როგორ დაუჭყეტია. გრძნობს,
რომ მასზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ვერაფერი გაუგია, თვალები
გადმოუქაჩავს მხოლოდ ჭოტივით. ფუჰ! ჰა-ჰა-ჰა! ჰი-ჰი-ჰი! არა,
ვითომ ეს თავსაბურავი რისთვისღა წამოუცვამს?.. ჰი-ჰი-ჰი! ვერ
შენიშნეთ, უნდა აჩვენოს ყველას, რომ მფარველობას მიწევს და
პატივს მცემს, რომ აქ არის. მე ვთხოვე, როგორც რიგიან ადამი-
ანს, ამას კი, ხედავთ, ვინ მოუყვანია: მასხრები ვიღაც! ტინგიცები!
შეხედეთ ერთი ამ ჩოფურას: ვიღაც ცინგლიანი! ახლა ეს პოლო-
ნუკები... ჰა-ჰა-ჰა! ჰი-ჰი-ჰი! არავის არასოდეს თვალით არ უნა-
ხავს აქ; არც მე მომიკრავს თვალი; მითხარით, მაშ, რისთვის მო-
ვიდნენ? დიდი ამბით გამოგვეჭიმნენ კი გვერდით! პანე, ჰეი! –
დაუყვირა უცბად ერთ-ერთს, – ბლინები აიღეთ თუ არა?.. კიდევ
აიღეთ! ლუდი დალიეთ, ლუდი! არაყი არ გინდათ? უყურეთ, უყუ-
რეთ, წამოფრინდა და თავს მიკრავს, უყურეთ: მშივრები არიან
უთუოდ, საცოდავები! არა უშავს, დე, ჭამონ! არ ყვირიან მაინც...
მაგრამ ეგ არის, მეშინია, დიასახლისს ვერცხლის კოვზები არ გა-
უქრონ!.. ამალია ივანოვნა! – მიმართა უცბად თითქმის ხმამაღ-
ლა დიასახლისს, – გაფრთხილებთ წინდაწინვე... თუ ვერცხლის
კოვზები აგწკაპნათ ვინმემ, პასუხს მე არ ვაგებ! ჰა-ჰა-ჰა! – ჩაბ-
ჟირდა ისევ და რასკოლნიკოვს დაუწყო კვლავ დიასახლისზე
ნიშნება: თან უხაროდა მეტად, რომ ასე მოიქცა – ვერაფერი
გაიგო ისევ, ვერაფერი!.. ზის პირდაღებული და იყურება: ჭოტია
ნამდვილი, შავბაფთიანი ჭოტი! ჰა-ჰა-ჰა!
სიცილი აქ ისევ საშინელ ხველად გადაექცა, ხუთ წუთს აღარ
მოასვენა, დააოსა თითქმის. ცხვირსახოცზე სისხლის ლაქა და-
ტოვა, შუბლზე ოფლმა დაასხა. კატერინა ივანოვნამ სისხლიანი
ცხვირსახოცი ჩუმად რასკოლნიკოვს დაანახვა და მცირე ხნის
შემდეგ ისევ გატაცებით დაუწყო ჩურჩული... ღაწვებზე წითელი
ლაქები უფრო ასწითლებოდა.
– ყური დამიგდეთ, აბა; მივანდე ერთი საგულისხმო რამ და-
ვალება: დაეპატიჟებინა ერთი მანდილოსანი, თავისი ქალი-
თურთ; მოგეხსენებათ, ვისზედაც ვამბობ? აქ ადამიანს ზრდილო-
ბა, თავაზიანობა და მოხერხება მოეთხოვება, ეს კი ისე მოიქცა,
რომ სულელმა და საძაგელმა პროვინციელმა, ვიღაც მაიორის
ქვრივმა, რომ ჩამოსულა და პენსიისთვის ყველა დაწესებულებას
კარს უტალახებს, ორმოცდათხუთმეტი წლისაა და მაინც ფერ--
უმარილით იგლისება და ღაწვებს იწითლებს... ამისთანა საძა-
გელმა ქმნილებამ არამცთუ მოსვლა არ ინება, ისიც კი არ ისურ-
ვა, რომ, თუ არ მოვიდოდა, ეცნობებინა მაინც ვინმეს პირით და
ბოდიში მოეხადა, როგორც ამას ჩვეულებრივი ზრდილობა მო-
ითხოვს! არ მესმის სწორედ, პეტრ პეტროვიჩი რატომ აღარ მო-
ვიდა? მაგრამ სონია სადღაა? სად წავიდა? აგერ, ისიც ძლივს არ
მოვიდა? რა იყო, სონია, სად იყავი?.. უცნაურია სწორედ, რომ
მამის დასაფლავებაზედაც კი რიგიანად არ იქცევი. როდიონ რო-
მანოვიჩ, თქვენ გვერდით მიეცით ადგილი... აიღე, რაც გინდა.
საწებლიანი აიღე, ეგ სჯობს. ახლავე ბლინებსაც მოიტანენ. ბავ-
შვებს კი მისცეს? პოლეჩკა ყველაფერი გაქვთ თუ არა? ჰი-ჰი-ჰი!
კარგი, კარგი. ჭკვიანად იყავი, ლიონია, შენ კი, კოლია, ფეხს ნუ
აქნევ; ისხედით, როგორც კეთილშობილ ბავშვებს შეჰფერით.
რაო, რას ამბობ, სონეჩკა?..
სონიამაც მაშინვე პეტრ პეტროვიჩის ბოდიში გადასცა; თანაც
ცდილობდა, ხმამაღლა ელაპარაკა, რომ ყველას გაეგონა. სიტ-
ყვებსაც განგებ სულ რჩეულს ხმარობდა, თავის მიერ გამოგო-
ნილსა და შელამაზებულს, რომ პეტრ პეტროვიჩის მხრივ მეტი
პატივისცემა დაემტკიცებინა. დასძინა ბოლოს ისიც, რომ პეტრ
პეტროვიჩი ცალკე ინახულებს, როგორც კი მოიცლის, და საქმე-
ზე მოელაპარაკება: რა იღონონ და რა უშველონ შემდეგში მათ
გაჭირვებას.
სონიამ იცოდა, რომ კატერინა ივანოვნას ეს დაამშვიდებდა
და მის სიამაყესაც დააკმაყოფილებდა. რასკოლნიკოვს საჩქა-
როდ თავი დაუკრა, ქურდულად შეხედა ცნობისმოყვარე თვალით
და გვერდით დაუჯდა. მაგრამ მერე სულ ერიდებოდა ცქერასაც
და მასთან ლაპარაკსაც. თითქოს ცოტათი დაბნეული იყო, თუმცა,
კატერინა ივანოვნას ერთთავად თვალებში შეჰყურებდა, რომ
ეამებინა. არც სონიას და არც კატერინა ივანოვნას შავები არ ეც-
ვათ, – არ ჰქონდათ. სონიას რაღაც მუქი ყავისფერი კაბა ეცვა,
კატერინა ივანოვნას კიდევ, ერთადერთი თავისი შავზოლიანი ჩი-
თის კაბა. პეტრ პეტროვიჩის ბოდიში და ამბავი მართლაც რომ
მალამოსავით მოეცხო კატერინა ივანოვნას. მოისმინა თუ არა
სონიას მონაყოლი, მედიდურად იკითხა: როგორ ბრძანდება
პეტრ პეტროვიჩიო? – და მაშინვე თითქმის ხმამაღლა უჩურჩულა
რასკოლნიკოვს, რომ სასაცილო იქნებოდა მართლაც, ისეთი პა-
ტივცემული და დარბაისელი კაცი, როგორიც პეტრ პეტროვიჩია,
ასეთ „არაჩვეულებრივ ხალხში“ მოხვედრილიყო, თუმცა, მართა-
ლია, ჩვენი ოჯახის დიდი ერთგულია და განსვენებული მამაჩემის
ძველი მეგობარიო.
– აი, ამიტომ ვარ განსაკუთრებით მადლობელი თქვენი, რო-
დიონ რომანოვიჩ, რომ ამ გარემოებაშიც კი არ იუკადრისეთ ჩე-
მი პურმარილი და მობრძანდით, – დასძინა თითქმის ხმამაღლა,
– მაგრამ დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ჩემი განსვენებული
ქმრის საგანგებო მეგობრობამ გაიძულათ და შეგასრულებინათ
სიტყვა.
კიდევ ერთხელ გადახედა ამაყად სტუმრებს და უცბად, რა-
ღაც განსაკუთრებული მზრუნველობით ხმამაღლა დაეკითხა მა-
გიდის ბოლოში მჯდომ ერთ მოხუცს: „შემწვარს ხომ არ მიირ-
თმევთ?.. ლისაბონის ღვინო მოგართვეს თუ არა?“ მოხუცი კარგა
ხანს ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდნენ და არც პასუხი გაუცია, თუმ-
ცა გვერდით მჯდომმა მუჯლუგუნიც კი გაჰკრა. სიცილი ატეხეს.
მოხუცი ისევ პირდაღებული იყურებოდა აქეთ-იქით, რამაც უფრო
მეტად გაამხიარულა ყველანი.
– რა ჩერჩეტია! უყურეთ, უყურეთ! ნეტავ, აქ რისთვის მოვი-
და? რაც შეეხება პეტრ პეტროვიჩს, მისი იმედი მუდამ კი მქონდა,
– განაგრძობდა კატერინა ივანოვნა და ამალია ივანოვნას სასტი-
კი, გამგმირავი მზერა მიაპყრო, ისე, რომ შეკრთა კიდეც ეს უკა-
ნასკნელი, – ამ ბოლოათრეულ მოპრანჭულებს კი მამაჩემის სახ-
ლში სამზარეულოშიც კი არ შეუშვებდნენ; განსვენებული ჩემი
ქმარი კი, რასაკვირველია, მადლიერებას გამოიჩენდა და
მიიღებდა, ისიც იმიტომ, რომ გულკეთილი იყო უზომოდ.
– დიახ, გადაკვრა უყვარდა; ძალიან უყვარდა გადახუხვა! –
წამოიძახა უცბად გადამდგარმა პროვიანტის მოხელემ და მე-
თორმეტე ჭიქა არაყი გადაუშვა მუცელში.
– განსვენებულ ჩემს ქმარს, მართალია, სმა უყვარდა და ყვე-
ლამ იცის ეს, – ეცა პირში უცბად კატერინა ივანოვნა მოხელეს, –
მაგრამ გულკეთილი და კეთილშობილი იყო, ოჯახიც უყვარდა
და პატივს სცემდა. ერთი რამ სჭირდა ცუდი, რომ განურჩევლად
ყველას ენდობოდა და ზოგჯერ ისეთ გარყვნილებთანაც სვამდა,
რომლებიც მისი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირდნენ! წარმოიდგი-
ნეთ, როდიონ რომანიჩ, ჯიბეში თაფლისკვერის მამალო ვუპოვე:
სიმთვრალისგან აღარაფერი გაეგებოდა საცოდავს და ბავშვებს
მაინც არ ივიწყებდა ხოლმე.
– მამალო? მამალო? – შეჰყვირა კვლავ ბატონმა პროვიან-
ტის მოხელემ.
კატერინა ივანოვნამ პასუხი აღარ აღირსა. ფიქრებმა გაიტა-
ცა... ამოიოხრა.
– აი, თქვენც, თვითონ ისე ფიქრობდით, როგორც სხვები,
სასტიკად ვექცეოდი ვითომ, – განაგრძობდა კატერინა ივანოვნა
რასკოლნიკოვთან ლაპარაკს, – მაგრამ ეს სიმართლე არ არის!
განსვენებული პატივს მცემდა! კეთილი გულის პატრონი იყო! მე-
ტად შესაბრალისიც ზოგჯერ! დაჯდებოდა კუთხეში და დამიწყებ-
და საცოდავად ყურებას, ასე რომ, ხანდახან მებრალებოდა კი-
დეც და მომინდებოდა მასთან ალერსიც, მაგრამ ვფიქრობდი:
„მოვუალერსებ, კვლავ დალევს-მეთქი“ და ამიტომ ვცდილობდი,
მოჩვენებითი სისასტიკით მომეთოკა როგორმე.
– დიახ, ქოჩორსაც აგლეჯდით ხოლმე, დიახ!.. ბევრჯერ ყო-
ფილა... – დაიღრიალა ისევ პროვიანტის მოხელემ და ისევ გა-
დახუხა არაყი.
– ზოგიერთ ტუტუცს დაქოჩვრა კი არა, კეტით მიბეგვაც არ
აწყენს. მაგრამ განსვენებულზე როდი ვამბობ ამას! – გააწყვეტინა
კატერინა ივანოვნამ.
წითელი ლაქები ღაწვებზე თანდათან უდიდდებოდა, გული
ძლიერ უძგერდა. საკმარისი იყო კიდევ ერთ წუთი და ერთ ამ-
ბავს დააწევდა. ბევრი უკვე ხითხითებდა, ალბათ სიამოვნებდათ
კიდეც. პროვიანტის მოხელეს მუჯლუგუნების ცემა და ჩურჩული
დაუწყეს, თითქოს ახელებდნენ.
– ნ-ნ-ება მო-მეცით, გკითხოთ, რის შესახებ ბრძანებთ მაგას,
– დაიწყო პროვიანტის მოხელემ, – ესე იგი, ვის... კეთილშობილ
ვინაობას... შეეხეთ ახლა... მაგრამ რა საჭიროა!@ სისულელეა!
ქვრივია, ქვრივი! მიპატიებია... მორჩა და გათავდა! შაბაშ! – და
ხელახლა გადაუშვა არაყი.
იჯდა ჩუმად რასკოლნიკოვი და ზიზღით უგდებდა ყურს. ჭამი-
თაც, ძალით ჭამდა და მხოლოდ ზრდილობის გამო ეხებოდა ნა-
ჭერს, რომელსაც კატერინა ივანოვნა ერთგულად სთავაზობდა.
არ უნდოდა ეწყენინებინა. სონიას კი ყურადღებით ადევნებდა
თვალს. მაგრამ სონია მოუსვენრობდა და ღელავდა, რადგანაც
მშვენივრად გრძნობდა, რომ პურის ჭამა მშვიდობიანად არ დას-
რულდებოდა, გულმოსული კატერინა ივანოვნა უთუოდ ჩხუბს
ატეხდა. იცოდა, სხვათა შორის ისიც, რომ დედა და ქალი, რომ-
ლებიც კატერინა ივანოვნამ მოიპატიჟა და არ ეწვივნენ, სონიას
გამო მოეპყრნენ ასე უზრდელად და ზიზღით. თვითონ ამალია
ივანოვნასგან გაიგონა სონიამ, რომ დედამ თურმე დაპატიჟებაც
კი იწყინა და იკითხა კიდეც: „მითხარით, გეთაყვა, ჩემი ქალი მი-
სას გვერდით როგორ მოვუსვაო?“ გრძნობდა წინათვე სონია,
რომ კატერინა ივანოვნა ყურს როგორმე მოჰკრავდა ამას. სონი-
ას წყენა კი საკუთარ შეურაცხყოფაზე, თავისი საკუთარი შვილე-
ბისა და მამის შეურაცხყოფაზე მეტად მიაჩნდა. იცოდა, რომ კა-
ტერინა ივანოვნა არაფრის გამო ამის შემდეგ არ მოისვენებდა,
„სანამ არ დაუმტკიცებდა ამ ცხვირაბზუებულ დედა-შვილს, რომ
ორივენი...“ და სხვა და სხვა. თითქოს განგებ მოხდაო, ვიღაცამ
სუფრის მეორე ბოლოდან სონიას გადმოაწოდა თეფში, რომელ-
ზედაც ისრით განგმირული ორი გული იყო გამოყვანილი შავი
პურის გულით. აენთო მაშინვე კატერინა ივანოვნა და გაცეცხლე-
ბულმა ხმამაღლა შენიშნა, რომ გამომგზავნი უთუოდ „მთვრალი
ვირიაო“. ამალია ივანოვნამაც იგრძნო, რომ საქმე მშვიდობით
არ დამთავრდებოდა და კატერინა ივანოვნას მედიდური ქცევით
შეურაცხყოფილმა მოინდომა, როგორმე გაერთო დამსწრენი,
თან თავისი თავიც აემაღლებინა და დაიწყო უცბად, რომ ვიღაც
მისი ნაცნობი „აფთიაქში მსახური კარლი“, ღამე სადღაც მი-
დიოდა ეტლით და რომ „მეეტლემ კინაღამ მოკლა და რომ კარ-
ლმა ზალიან, ზალიან სთხოვა და არ მოქლა; რომ ბევრი იტირა,
ხელები დაიქრიფა და შეშინდა, შიშისგან კინაგამ გული გაეგმი-
რა“. მართალია, გაეღიმა კატერინა ივანოვნას, მაგრამ შენიშნა
მაშინვე, რომ რუსულად ანეკდოტების მოყოლას არ ურჩევდა.
ამალია ივანოვნამ უარესად იწყინა და შენიშნა, რომ მისი „მამა
ბერლინში ზალიან, ზალიან დიდი ქაცი ვიყო და ხელები სულ ჯი-
ბეებში დაჰქონდა“. ვეღარ მოითმინა კატერინა ივანოვნამ და გუ-
ლიანად გადაიხარხარა. ამალია ივანოვნამ სრულიად დაკარგა
მოთმინება, თავი ძლივსღა შეიმაგრა.
– ხედავთ ბუკნაჭოტს! – დაუწყო ჩურჩული რასკოლნიკოვს
თითქოს გამხიარულებულმა კატერინა ივანოვნამ, – უნდოდა ეთ-
ქვა, ჯიბეში ხელები ეწყო და ისე დადიოდაო, და ამის ნაცვლად
სხვის ჯიბეში ჩააყოფინა ხელები, – ჰი-ჰი-ჰი! მერე, არ შეგინიშ-
ნავთ, როდიონ რომანიჩ, რომ ეს პეტერბურგში მცხოვრები უც-
ხოელები, მეტადრე გერმანელები, ყველანი ჩვენზე ჩურჩუტები
არიან! არა, მითხარით, გეთაყვა, ვის რად უნდოდა, რომ გვიამბო
„აფთიაქში მსახურ კარლს შიშმა გული გაუგმირაო“ და „იმანაც
(ლაჩარმა!) „გულხელი დაიკრიფა, იტირა და ძალიან სთხოვაო“,
იმის მაგივრად, რომ მაშინვე გასწორებოდა დამნაშავეს. ოჰ! ჩურ-
ჩუტი! მერე ჰგონია, კარგი რამ თქვა ძალიან და არ ფიქრობს, რა
ტუტუცია! ჩემი აზრით, ეს ლოთი პროვიანტის მოხელე ბევრად
გონიერია. თვალით მაინც ჩანს, რა შვილიც არის, ჭკუა სულ სმა-
ში დაუკარგავს, ესენი კი გარეგნობით მუდამ დარბაისლობენ, სე-
რიოზულად უჭირავთ თავი... ხედავთ, როგორ ზის, თვალები
გადმოუკარკლავს. ჯავრობს! ჯავრობს! ჰა-ჰა-ჰა! ჰი-ჰი-ჰი!
გამხიარულებულმა კატერინა ივანოვნამ გატაცებით დაიწყო
სხვადასხვა წვრილმანის მოყოლა და უცბად ლაპარაკი ჩამოაგ-
დო იმაზე, რომ პენსიით, რომელსაც გამოუთხოვენ უთუოდ, გან-
ზრახვა აქვს, მის სამშობლო ქალაქ ტ-ში კეთილშობილ ქალ-
თათვის პანსიონი გახსნას. ამაზე აქამდე არაფერი უთქვამს რას-
კოლნიკოვისთვის და ამიტომ გატაცებით უამბო ყველაფერი დაწ-
ვრილებით. საიდანღაც უცბად ის „ქების ფურცელიც“ გაუჩნდა კა-
ტერინა ივანოვნას, რომელზეც მარმელადოვმა უამბო მაშინ დუ-
ქანში, რომ მისმა მეუღლემ, კატერინა ივანოვნამ, „გუბერნატო-
რისა და სხვა მაღალ გვართა წინაშე“ იცეკვა შალით ინსტიტუტის
დასრულების დროს. „ქების ფურცელიც“ იმის დასამტკიცებლად
დასჭირდა უთუოდ კატერინა ივანოვნას, რომ მართლაც უფლება
ჰქონდა, საკუთარი პანსიონი გაეხსნა: უმთავრესად კი იმიტომ
ჰქონდა უთუოდ დამზადებული, რომ „მოპრანჭული და ცხვირაბ-
ზუებული დედა-შვილისთვის“ საბოლოოდ დაეთხარა თვალები,
თუ მოვიდოდნენ, და დაემტკიცებინა, რომ კატერინა ივანოვნა კე-
თილშობილი, შეიძლება ითქვას, არისტოკრატიული ოჯახიდან
იყო და ამასთანავე, პოლკოვნიკის ქალი, მაშასადამე, ბევრად
სჯობდა იმ ძალად დიდების მაძიებელთ, რომლებიც ამ ბოლო
დროს ასე მომრავლდნენ. „ქების ფურცელმა“ მართლაც, მაშინვე
ხელიხელ ჩამოიარა მთვრალ სტუმრებში, რასაც კატერინა ივა-
ნოვნა წინააღმდეგობას სრულიად არ უწევდა, ვინაიდან შიგნით
აღნიშნული იყო en toutes lettres34, რომ ნადვორნი სოვეტნიკისა
და კავალერის ქალი იყო, მაშასადამე, თითქმის მართლაც პოლ-
კოვნიკის ასული. აღფრთოვანებული კატერინა ივანოვნა მაშინვე
დაწვრილებით მოუყვა, როგორ მშვენივრად და მშვიდობიანად
მოეწყობოდნენ ტ...-ში; ელაპარაკა გიმნაზიის მასწავლებლებზე,
რომლებსაც პანსიონში მიიწვევდა, აგრეთვე, პატივცემულ მოხუც
ფრანგ მანგოზე, რომელიც კატერინა ივანოვნას ასწავლიდა ინ-
სტიტუტში ფრანგულს, ახლაც ტ...-ში ატარებდა თავისი სიცოც-
ხლის უკანასკნელ წლებს და ხელსაყრელ პირობებში უთუოდ
დასთანხმდებოდა მის პანსიონში გადმოსვლაზე. ჯერი ახლა სო-
ნიაზეც მიდგა, „რომელიც უთუოდ ტ...-ში გადასახლდებოდა კატე-
რინა ივანოვნასთან და ყველაფერში დაეხმარებოდა!“ მაგრამ

34 შავით თეთრზე (ფრანგ.).


სწორედ ამ დროს ვიღაცამ ჩაიფრუტუნა სუფრის ბოლოში. კატე-
რინა ივანოვნამ ყურადღება არ მიაქცია სიცილს, ვითომ არც კი
გაუგონიაო, და ხმამაღლა და აღფრთოვანებით განაგრძობდა
სოფია სემიონოვნას ნიჭიერების ქებას, „რომ წყნარი და მეტად
მშვიდობიანი ხასიათისაა, მომთმენი, თავდადებული, კეთილშო-
ბილი და ამასთან, განათლებულიც“ და რომ იგი იქნება მისი თა-
ნაშემწე; თან ლოყაზე მოუსვა ხელი, წამოდგა და ორჯერ მაგრად
აკოცა. სონია გაწითლდა; კატერინა ივანოვნას კი ტირილი
აუვარდა და ჩაილაპარაკა შემდეგ, რომ „სუსტი ნერვები აქვს და
მეტად მოშლილია; რომ დრო იყო, ჩაი მიერთმიათ, რადგანაც
საუზმობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა.“ საბოლოოდ
შეურაცხყოფილმა ამალია ივანოვნამაც გადაწყვიტა უცბად, კატე-
რინა ივანოვნასთვის ეცნობებინა ერთი მეტად საყურადღებო და
აზრიანი შენიშვნა იმაზე, რომ მომავალ პანსიონში განსაკუთრე-
ბული ყურადღება მოსწავლე ქალების საცვლების („დი ბეშე“) სი-
სუფთავეზე მიექციათ და „უთუოდ ჰყოლოდათ ერთი კარგი მან-
დილოსანი („დი დამე“), რომელსაც საცვლებზე სჭეროდა თვა-
ლი“. და მეორეც, „არც ერთ ქალს ჩუმ-ჩუმად ღამღამობით არა-
ვითარი რომანი არ ეკითხა“. ნერვებმოშლილმა და დაღლილმა
კატერინა ივანოვნამ, რომელსაც მეტისმეტად მოჰბეზრდა ქელე-
ხი, მაშინვე მკვახედ „მოუჭრა“ ამალია ივანოვნას, რომ „სისულე-
ლეს როშავდა“ და არაფერი გაეგებოდა; რომ საცვლებზე ფიქრი
და ზრუნვა თეთრეულის ზედამხედველის საქმე იყო და არა კე-
თილშობილ ქალთა პანსიონის გამგე ქალისა; რაც შეეხებოდა
რომანების კითხვას, ეს ხომ უზრდელობად ჩათვალა სულ და
სთხოვა, გაჩუმებულიყო. ვეღარ მოუთმინა გაბრაზებულმა ამა-
ლია ივანოვნამ და შენიშნა, რომ „სიკეთე უნდოდა“ მხოლოდ „თუ
ურჩევდა“ და რომ „ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული მისთვის“ და
ახლაც „რამდენი ხანია, სახლის ქირა არ მიუცია“. კატერინა ივა-
ნოვნამ მაშინვე „მიახალა“, რომ ტყუოდა, არაფერი „სიკეთე არ
გაუკეთებია“ და გუშინაც, მიცვალებული ჯერ ისევ სახლში რომ
ესვენათ, ბინის გამო კინაღამ ყელი გამოსჭრა, ისე გატანჯა. ამა-
ლია ივანოვნამ შენიშნა ამაზე, რომ „მანდილოსნები, რომლებიც
მიიცვია, არ ეცვივნენ, იმიტომ, რომ ქეთილშობილები არიან და,
მაშასადამე, არ შეუძლიათ არაქეთილშობილ მანდილოსნებს ეც-
ვივნონ“. კატერინა ივანოვნამაც მაშინვე მოახსენა, რომ ის ვიღაც
ტინგიცაა და, მაშასადამე, არც შეუძლია მსჯელობა, რა არის ჭეშ-
მარიტი კეთილშობილება და რა არა. ამალია ივანოვნამ ვერ მო-
ითმინა და უპასუხა, რომ მისი „ფატერი აუს ბერლინ ზალიან, ზა-
ლიან დიდი ქაცი იყო, ხელები სულ ჯიბეში დაჰქონდა, დადიოდა
და ასე შვრებოდა; ფუჰ! ფუჰ!“ და რომ მართლაც ცოცხლად წარ-
მოედგინა თავისი მამა, წამოხტა მაშინვე, ჩაიწყო ჯიბეში ხელები,
გაიბერა ლოყები და დაიწყო ფუჰ-ფუჰ-ის მსგავსად რაღაცის ძა-
ხილი. მდგმურებიც, ყველანი გულიანად ხარხარებდნენ და გან-
გებ აქეზებდნენ ამალია ივანოვნას, რომ ერთმანეთისთვის წაეკი-
დებინათ. ეს კი ვეღარ მოითმინა კატერინა ივანოვნამ და ამალია
ივანოვნას ხმამაღლა „მიაძახა“, რომ იქნებ მამა არც კი ჰყოლია
სადმე; რომ ამალია ივანოვნა პეტერბურგელი ლოთი უცხოელია
და წინათ უთუოდ მზარეულ დედაკაცად იყო ან უფრო საძაგელ
რამედ ნაგდები. ამალია ივანოვნა ბრაზისგან მთლად აილეწა და
დასჭყივლა, რომ იქნებ კატერინა ივანოვნას სულაც არ ჰყოლია
მამა, თორემ იმას „აუს ბერლინ ჰყავდა ფატერი, გრძელ სერ-
თუკს იცვამდა ხოლმე და ასე შვრებოდა სულ: ფუჰ-ფუჰ-ფუჰ!“ კა-
ტერინა ივანოვნამ ზიზღით შენიშნა ამაზე, რომ მისი ვინაობა და
პოლკოვნიკის ქალობა ყველამ იცის და „ქების ფურცელშივე“ წე-
რია დაბეჭდილი ასოებით; რაც შეეხება ამალია ივანოვნას მამას
(თუ მართლა ჰყოლია), ვინმე მერძევე პეტერბურგელი ჩუხონე-
ლი იქნებოდა უთუოდ; ყველაზე მართალი კი შეიძლება ის იყოს,
რომ მამა სულაც არ ჰყავდა, რადგან დღემდე არავინ იცის, რა
ერქვა მამას: ზოგი ივანოვნას ეძახის, ზოგი ლუდვიგოვნას. აქ კი
გამძვინვარდა უცბად ამალია ივანოვნა, დაუწყო მაგიდას მუშტის
ცემა და მოჰყვა კივილს, რომ ამალია ივანოვნაა და არა ამალია
ლუდვიგოვნა, რომ მამამისს „იოჰანი ერქვა სახელად და ბურმა-
ისტერი“ იყო და რომ კატერინა ივანოვნას მამა „არასოდეს ბურ-
მაისტერი არ ყოფილა“. წამოდგა მაშინ სკამიდან კატერინა ივა-
ნოვნა და სასტიკად, მაგრამ გარეგნულად დამშვიდებულმა შენიშ-
ნა (თუმცა სახე მთლად გაჰფითრებოდა სიბრაზისგან და გულიც
ძლიერად უცემდა), რომ, თუ ერთხელ კიდევ გაბედავდა და „თა-
ვის ვიღაც საძაგელ ფატერს მის მამას შეადარებდა, მაშინვე თავ-
საბურავს მოჰგლეჯდა და ფეხქვეშ გაუთელავდა“. გაიგონა თუ
არა ეს ამალია ივანოვნამ, დაიწყო გიჟივით ოთახში სირბილი და
ყვირილი, რომ ის დიასახლისია და კატერინა ივანოვნას ახლავე
„ბინიდან გააგდებდა“, და მაშინვე მაგიდიდან ვერცხლის კოვზებს
დაუწყო ალაგება. შეიქნა ერთი ყვირილი, ბრახუნი, ვაი-ვაგლახი;
ბავშვებმა ტირილი მორთეს. სონია მაშინვე კატერინა ივანოვნას
ეცა, რომ დაემშვიდებინა. მაგრამ სწორედ ამ დროს ამალია ივა-
ნოვნამ ყვითელი ბილეთი ახსენა. მოჰკრა თუ არა ყური ამას,
ჰკრა ხელი კატერინა ივანოვნამ სონიას და ამალია ივანოვნასკენ
გაქანდა, რომ მუქარა შეესრულებინა. ამ დროს სწორედ, კარი
გაიღო და პეტრ პეტროვიჩ ლუჟინი გამოჩნდა. იდგა და იქ
მყოფთ სასტიკად და ყურადღებით ათვალიერებდა. კატერინა
ივანოვნამაც მაშინვე ლუჟინს მიაშურა.

III

– პეტრ პეტროვიჩ, – შეჰყვირა კატერინა ივანოვნამ, – თქვენ


მაინც დამიფარეთ! ჩააგონეთ როგორმე ამ ტუტუც ქმნილებას,
რომ უფლება არ აქვს, ასე მოეპყრას უბედურების ჟამს, კეთილ-
შობილ მანდილოსანს. ამისთვის სამართალია ქვეყნად... თვი-
თონ გენერალ-გუბერნატორს მივმართავ... და პასუხსაც აგებს
უთუოდ... გაიხსენეთ მამაჩემის პურმარილი, ობლებს მფარვე-
ლობა გაუწიეთ...
– მოითმინეთ, ქალბატონო... მოითმინეთ, – ამბობდა პეტრ
პეტროვიჩი, – მოგეხსენებათ, ქალბატონო... მოითმინეთ! (ვიღა-
ცამ ხმამაღლა გადაიხარხარა)... ამალია ივანოვნასა და თქვენს
გაუთავებელ ჩხუბში კი მონაწილეობის მიღება სულაც არ მსურს.
ჩემი საქმისთვის გეახელით... მსურს, ახლავე, დაუყოვნებლივ,
თქვენს გერს, სოფია სემიონოვნას მოველაპარაკო... ნება მომე-
ცით...
პეტრ პეტროვიჩმა კატერინა ივანოვნას გვერდი აუარა და
სონიასკენ გასწია.
კატერინა ივანოვნა მეხნაკრავივით გაშეშდა, ადგილიდან ვე-
ღარ დაიძრა. ვერაფრით გაეგო, როგორ თქვა პეტრ პეტროვიჩ-
მა მისი მამის პურმარილზე უარი, რადგანაც თავისივე გამოგონი-
ლი წმინდად სჯეროდა. იწყინა და ელდასავით ეცა აგრეთვე,
გულცივი და თითქმის ზიზღის გამომხატველი კილო პეტრ პეტ-
როვიჩისა. ნელ-ნელა ყველა გაჩუმდა, შემოვიდა თუ არა პეტრ
პეტროვიჩი. გარდა იმისა, რომ მისი „საქმიანი და დარბაისლური
გარეგნობა“ სრულიად არ შეეფერებოდა ამ თავყრილობას, ეტ-
ყობოდა აგრეთვე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის გარ-
ჯილიყო და რაღაც არაჩვეულებრივ გარემოებას მოეყვანა; მაშა-
სადამე, ახლავე რაღაც მოხდებოდა. სონიას გვერდით მდგომი
რასკოლნიკოვიც მაშინვე გზიდან ჩამოეცალა, რომ გაეტარებინა.
ეტყობოდა, პეტრ პეტროვიჩმა ვერც კი შენიშნა იგი. იმავწამს
კარში ლებეზიატნიკოვიც გამოჩნდა. ოთახში, მართალია, არ შე-
მოსულა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა
და გაკვირვება აღბეჭდოდა სახეზე; ყურს უგდებდა, მაგრამ, ეტ-
ყობა, დიდხანს ვერ გაარკვია აზრი.
– მაპატიეთ, რომ ლაპარაკს გაწყვეტინებთ, – დაიწყო პეტრ
პეტროვიჩმა ყველას გასაგონად, – მაგრამ საყურადღებო საქმე
მაქვს. მოხარულიც კი ვარ, რომ ხალხი ესწრება... ამალია ივა-
ნოვნა, უმორჩილესად გთხოვთ, როგორც დიასახლისს, ყური და-
უგდოთ, რა მაქვს სოფია ივანოვნასთან სათქმელი... სოფია ივა-
ნოვნა, – მიმართა საშინლად გაოცებულსა და შეშინებულ სონი-
ას, – ჩემი მეგობრის, ანდრეი სემიონოვიჩ ლებეზიატნიკოვის
ოთახში, თქვენი იქ ყოფნის შემდეგ უცბად გაქრა მაგიდიდან ასმა-
ნეთიანი ქაღალდის ფული. თუ რამე იცით ამის შესახებ, ან მიჩვე-
ნებთ, სად არის ამჟამად იგი, სინდისს და პატიოსნებას გეფიცე-
ბით და ვიმოწმებ აგრეთვე ყველას, ვინც კი ყურს გვიგდებს, რომ
არ გამოვეკიდები და საქმეს ახლავე დავასრულებ. წინააღმდეგ
შემთხვევაში, იძულებული ვიქნები სასტიკ ზომებს მივმართო და
მაშინ ნუღარაფერს მიწყენთ.
ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა; ბავშვებმაც კი ტირილი
შეწყვიტეს. სონია, მიტკალივით გაფითრებული, შეჰყურებდა ლუ-
ჟინს და ხმას არ იღებდა; თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო
გონს. რამდენიმე წამმა ასე განვლო.
– მაშ, აბა, რას იტყვით? – დაეკითხა ლუჟინი შეშინებულ
ქალს.
– არ ვიცი... არაფერი ვიცი... – ჩაილაპარაკა ბოლოს სუსტი
ხმით სონიამ.
– არაფერი?.. არაფერი იცით? – ჩაეკითხა განმეორებით
ლუჟინი და რამდენიმე წამს ისევ გაჩუმდა, – იფიქრეთ, აბა, მად-
მუაზელ, – დაიწყო ახლა სასტიკი, მტკიცე ხმით, მაგრამ თითქოს
ჯერ კიდევ რჩევით, – იფიქრეთ; თანახმა ვარ, კიდევ მოგცეთ
დრო მოსაფიქრებლად. თორემ აი, მოგახსენებთ: დარწმუნებუ-
ლი რომ არ ვიყო, ეჭვი არ არის, ვერ გავბედავდი და ხელს ვერ
დაგადებდით, რადგან ამგვარი პირდაპირი და საჯარო ბრალდე-
ბებისა და ცილისწამებისთვის, მევე ვიქნებოდი პასუხისმგებელი.
გამოცდილება ნებას არ მომცემდა, ასე წინდაუხედავად მოვ-
ქცეულიყავი. მეც ვიცი ეს. დღეს დილით სხვადასხვა საკუთარი სა-
ჭიროებისთვის რამდენიმე ხუთპროცენტიანი ქაღალდი დავახურ-
დავე, ასე, სამი ათასი მანეთის ოდენობის. ანგარიში ფულის ქისა-
ში მიწერია. შინ რომ მივედი (ანდრეი სემიონოვიჩიც მოწმეა ამი-
სა) – დავითვალე ფული, გადავითვალე ორი ათას სამასი მანე-
თი, ჩავდე ქისაში და სერთუკის უბის ჯიბეში შევინახე. მაგიდაზე
ხუთას მანეთამდე ქაღალდის ფული დამრჩა, მათგან სამი ათთუმ-
ნიანი. სწორედ ამ დროს თქვენც შემოხვედით (მევე მოგიხმეთ),
მთელი ის ხანი რატომღაც საშინლად აღელვებული იყავით; სამ-
ჯერ კიდევ წამოიწიეთ ლაპარაკის დროს და ჩქარობდით რატომ-
ღაც წასვლას, თუმცა ლაპარაკი ჯერ კიდევ არ გვქონდა დასრუ-
ლებული. ყველაფერ ამას ანდრეი სემიონოვიჩი დაამოწმებს.
არც თქვენ იტყვით უთუოდ უარს, რომ აანდრეი სემიონოვიჩის
პირით მხოლოდ იმისთვის მოგიწვიეთ, რომ თქვენი ნათესავი ქა-
ლის, კატერინა ივანოვნას (რომელთანაც ქელეხში ვერ მოვედი)
ობლების უნუგეშო მდგომარეობაზე მოგველაპარაკებინა და მათ
სასარგებლოდ, ლატარია, ხელის მოწერა ან სხვა რამ ამგვარი
გაგვემართა. თქვენ მე მადლობა გადამიხადეთ და ცრემლებიც
კი მოგერიათ (გიამბობთ ყველაფერს, როგორც იყო, ჯერ ერთი,
იმიტომ, რომ გაგახსენოთ ყველაფერი, და მეორეც იმიტომ, რომ
დაგიმტკიცოთ, არაფერი დამვიწყებია, ყველაფერი დაწვრილე-
ბით მახსოვს). ავიღე შემდეგ მაგიდიდან თუმნიანი და გადმოგე-
ცით თქვენი ნათესავისთვის, რომ პირველ ჯერზე როგორმე ხე-
ლი გაემართა. ყოველივე ეს ანდრეი სემიონოვიჩმაც დაინახა.
ბოლოს მიგაცილეთ კარამდე, – თქვენ ისევ შემკრთალი იყავით
სულ... – უკან რომ მოვბრუნდი, ანდრეი სემიონოვიჩმა და მე
სულ რაღაც ათიოდე წუთიღა ვისაუბრეთ... ისიც წავიდა, მე კი
მარტო დავრჩი და მაშინვე ფულს მივუბრუნდი, რომ დამეთვალა
და, როგორც განზრახვა მქონდა, ცალკე გადამეწყო, მაგრამ,
ჩემდა გასაოცრად, ერთი ასმანეთიანი აღარსად იყო. აბა, თქვენ
იფიქრეთ: ანდრეი სემიონოვიჩზე ეჭვის მიტანა გამორიცხულია.
რომ ვთქვა, ამისიც კი მრცხვენია. არც ანგარიშში მოვტყუვდებო-
დი, იმიტომ, რომ სულ რაღაც ერთი წუთის წინ, ვიდრე თქვენ
მოხვიდოდით, სისწორით მქონდა შედგენილი. დამეთანხმეთ,
რომ თქვენმა შეცბუნებამ, წასასვლელად აჩქარებამ და იმ გარე-
მოებამ, რომ ერთხანს ხელები მაგიდაზე გეწყოთ, აგრეთვე
თქვენმა მდგომარეობამ და მასთან დაკავშირებულმა ჩვევებმა,
ჩემდა უნებურად, მაიძულეს, ეჭვი თქვენზე მიმეტანა; თუმცა, გა-
მოგიტყდებით, სამართლიანია ეს ჩემი სასტიკი მოპყრობა! დავ-
ძენ და გავიმეორებ კიდევ: მიუხედავად იმისა, რომ აშკარად
დარწმუნებული ვარ, არ ვცდები, მაინც გაბედულია და სახიფათო
ჩემი საქციელი. მაგრამ, ხომ ხედავთ, ასე არ დავტოვე ეს საქმე;
გეტყვით, რამაც მაიძულა: თქვენმავე დაუნახაობამ და უმადურო-
ბამ! როგორ? მე მოგიწვიეთ, რომ თქვენი ღარიბი ნათესავის-
თვის გვეზრუნა რამე, გადმოგეცით ჩემი წვლილი და იქვე, იმავ-
წამს, მადლობის ნაცვლად, ამით გადამიხადეთ! უკაცრავად, მაგ-
რამ ეს კი სწორედ რომ გასაკიცხია და ჭკუის სწავლებაც საჭი-
როა. აბა, თავად განსაჯეთ; გარდა ამისა, როგორც ნამდვილი
მეგობარი, გთხოვთ (არც გეყოლებათ ამჟამად უკეთესი მეგობა-
რი), გონს მოეგოთ და გამოტყდეთ! თორემ, იცოდეთ, არ დაგინ-
დობთ! აბა, რას იტყვით?
– არაფერი არ ამიღია, – ჩაიჩურჩულა შიშისგან ზარდაცე-
მულმა სონიამ, – თუმანი თვითონ თქვენ მომეცით... აი, მიიღეთ.
ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი, გახსნა გამონასკვული კუთხე,
იქიდან თუმნიანი და ლუჟინს გაუწოდა.
– დანარჩენ ათ თუმანში კი არ გინდათ, გამოტყდეთ? –
ჩაეკითხა საყვედურით და სასტიკად ლუჟინი. თუმნიანი არ გამო-
ართვა.
სონიამ გარშემო მიიხედ-მოიხედა. ყველანი საოცრად მკაც-
რად, ზიზღითა და დაცინვით უყურებდნენ. ბოლოს რასკოლნი-
კოვსაც გადახედა... კედელთან იდგა გულხელდაკრეფილი რას-
კოლნიკოვი და თვალებაგზნებული შეჰყურებდა სონიას.
– ოჰ, ღმერთო! – აღმოხდა გულიდან სონიას.
– ამალია ივანოვნა, პოლიციას უნდა შეატყობინოთ,
გთხოვთ... გთხოვთ, უმორჩილესად, მეეზოვეებს დავუძახოთ, –
მიმართა მშვიდად და ალერსიანად ლუჟინმა დიასახლისს.
– Gott der barmherzige!35 განა არ ვიცოდი, რომ ქურდი იყო!
– შემოჰკრა ხელი ხელს ამალია ივანოვნამ.
– იცოდით, განა? – ჩაეკითხა საჩქაროდ ლუჟინი, – მაშასადა-
მე, წინათაც გქონიათ რაღაც საბუთი, ასე გეფიქრათ... გთხოვთ,
ამალია ივანოვნა, თქვენ მიერ მოწმეებთან წარმოთქმული სიტ-
ყვები არ დაივიწყოთ.
ყველა მხრიდან უცბად ხმამაღალი ლაპარაკი გაისმა. ყველა
შეცბუნდა.
– რო-გო-რ-რ! – შეჰყვირა უცბად გონს მოსულმა კატერინა
ივანოვნამ და, თითქოს დაბმული იყო და აეშვაო, ლუჟინს ეცა, –
როგორ! ქურდობას აბრალებთ? სონიას?.. ოჰ, საზიზღრებო, გა-
იძვერებო!.. – და სონიას ეცა, გამხმარი ხელებით მაგრად მიიკრა
გულზე.
– როგორ გაბედე, სონია და, თუმანი გამოართვი! ოჰ, ტუტუ-
ცო! მოიტა აქ! მოიტა ახლავე ეგ ფული!..
გამოსტაცა სონიას თუმნიანი, დაკუმშა და პირდაპირ სახეში
ესროლა ლუჟინს. დაკუმშული ფული თვალებში მოხვდა ლუჟინს
და იატაკზე დავარდა. ამალია ივანოვნა იმავე წამს დასწვდა კუ-
პიურას. პეტრ პეტროვიჩი განრისხდა.
– დაიჭირეთ ეგ გიჟი! – შეჰყვირა.

35 ღმერთო მოწყალეო! (გერმ.)


კარში ამ დროს ლებეზიატნიკოვთან ერთად, რამდენიმე კი-
დევ სხვა გამოჩნდა, მათ შორის, პროვინციიდან ჩამოსული ორი
მანდილოსანიც.
– როგორ! გიჟიაო?.. მე ვარ გიჟი?.. ტუტუცო, უგუნურო! –
შეჰყვირა კატერინა ივანოვნამ, – შენ ხარ თავად უგუნური, სასა-
მართლოს გაიძვერავ, სულმდაბალო!.. სონიამ ფული მომპარა-
ო!.. სონია ქურდიაო! თვითონვე მოგცემს, შე ვაგლახო, ფულს! –
კატერინა ივანოვნას სიცილი აუტყდა, – არა, თუ გინახავთ ამის-
თანა ტუტუცი? – უთითებდა ყველას ლუჟინზე და აქეთ-იქით ეხ-
ლებოდა, – როგორ, შენც?.. – დაინახა უცბად დიასახლისი, –
შენც იმავეს ამტკიცებ, მეძეხვევ, რომ სონია ქურდია, შე პრუ-
სიელო ჯოჯოვ?.. ეჰ! თქვე უბედურებო, თქვენა!.. ოთახიდან ხომ
ფეხიც არ მოუცვლია; გამოვიდა თუ არა შენგან, შე გაიძვერავ,
მაშინვე აქ, გვერდით მომიჯდა; ყველამ ნახა ეს! აი, აქ, როდიონ
რომანოვიჩის გვერდით დაჯდა!.. გაჩხრიკეთ! არსად გასულა...
გაჩხრიკეთ!.. მაგრამ, იცოდე, პასუხს აგებ, არ გაპატიებ, თუ ვერა-
ფერს უპოვი! თვით მოწყალე ხელმწიფესთან მივალ, ფეხთ ჩავუ-
ვარდები, ყველაფერს მოვახსენებ, ახლავე, დღესვე! ობლების
პატრონი ვარ! მიმიშვებენ! გგონია, არ მიმიშვებენ? ტყუი, მიჰქა-
რავ! მიმიშვებენ!.. იმის იმედი გქონდა, რომ უწყინარია მეტად?
გეგონა, შეგრჩებოდა? სამაგიეროდ, მე ვარ ყოჩაღი! ვერაფერს
მიიღებ! ეძებე! აბა! ეძებე! აჰა, ეძებე!..
გაბრაზებული კატერინა ივანოვნა სონიასკენ მიათრევდა ლუ-
ჟინს.
– მზად ვარ და პასუხსაც ვაგებ... მაგრამ დაშოშმინდით. კარ-
გად ვხედავ, რომ ყოჩაღი ხართ!.. ეს... ეს... როგორ ახლა? –
ბუტბუტებდა ლუჟინი, – პოლიციაც უნდა დაესწროს... თუმცა, მოწ-
მეები უამისოდაც საკმარისნი არიან... მზად ვარ, მზად... მაინც
ძნელია მამაკაცისთვის... სქესი მაბრკოლებს... აი, ამალია ივა-
ნოვნა რომ დამეხმარებოდეს... თუმცა, საქმის ასე დასრულება
მაინც შეუძლია... როგორ მოვიქცეთ?
– ვის გინდათ! ვისაც სურს, გაჩხრიკოს! – ყვიროდა კატერინა
ივანოვნა. – სონია, გადმოუბრუნე ჯიბეები! აჰა, აჰა! ნახე,
წყეულო, ამოსავარდნელო, ცარიელია თუ არა! აქ ცხვირსახოცი
ედო, ჯიბე ცარიელია, ხედავ?! აგერ, მეორე ჯიბეც, აჰა, ხედავ?..
ხედავ?..
კატერინა ივანოვნამ გადმობრუნების ნაცვლად ორივე ჯიბე
კინაღამ ჩამოჰგლიჯა. უცბად მარჯვენა ჯიბიდან რაღაც დაკეცილი
ქაღალდი ამოვარდა, ჰაერში შეითამაშა და ლუჟინის ფეხებთან
დაეცა. ყველამ დაინახა; ბევრმა შეჰყვირა კიდეც. პეტრ პეტროვი-
ჩი ორი თითით დასწვდა ბარათს და გაშალა. აიღო გამოსაჩე-
ნად, რომ ყველას დაენახა და გაშალა. ეს იყო რვად გაკეცილი
ასმანეთიანი, ქაღალდის ფული. პეტრ პეტროვიჩმა ხელი გარშე-
მო ჩამოატარა, რომ ყველას დაენახა.
– ქურდო, გამშორდი სახლიდან! პოლიციელს დამიძახეთ,
პოლიციელს! – შეჰკივლა ამალია ივანოვნამ, – ციმბირში უნდა
გაგრეკოთ! მომშორდით!..
ყველა მხრიდან შეძახილები გაისმა. რასკოლნიკოვი ჩუმად
იდგა და სონიას თვალს არ აშორებდა; იშვიათად ლუჟინსაც გა-
დახედავდა ხოლმე. გაშტერებული სონია ერთ ადგილზე მიჯაჭვუ-
ლიყო გონებადაბნეული, მაგრამ არ უკვირდა თითქოს. უცბად
მთლად გაწითლდა, შეჰყვირა, პირზე ხელები მიიფარა.
– არა, მე არ მიქნია! მე არ ამიღია! მე არაფერი ვიცი! – შეს-
ძახა აქვითინებულმა და კატერინა ივანოვნასკენ გაქანდა.
კატერინა ივანოვნამაც მაგრად ჩაიკრა გულში, თითქოს
სურს, ასე დაიფაროს ყველასაგანო.
– სონია, სონია, არ მჯერა! ხედავ, არა მჯერა! – ყვიროდა კა-
ტერინა ივანოვნა (თუმცა აშკარა იყო) და თან ბავშვივით ქვითი-
ნებდა, ხელებსა და პირს უკოცნიდა. – შენ და, ფულს აიღებდი?..
რა ტუტუცი ხალხია! ოჰ, ღმერთო! ტუტუცებო, სულელებო, – უყ-
ვიროდა ყველას, – არ იცით, რა გულის პატრონია, რა ქალია! ეს
აიღებდა ფულს?! უკანასკნელ კაბას გაიხდის, გაყიდის, ფეხშიშვე-
ლი წავა და თქვენ მოგცემთ, რომ გიჭირდეთ, აი, რა ადამიანია!
ყვითელი ბილეთიც იმიტომ მიიღო, რომ ბავშვები შიმშილით მე-
ხოცებოდა, ჩვენთვის გაყიდა პატიოსნება!.. ჰოი, ცხონებულო! სა-
ცოდავო! ხედავ ნეტავ? ხედავ? ეგეც შენი შენდობა! ღმერთო,
რატომ არ დაიფარავ... რაღას დგახართ? როდიონ რომანიჩ!..
რატომ არ გამოესარჩლებით? თქვენც გჯერათ, თუ?.. ამის
ფრჩხილადაც არ ღირხართ ყველანი, ყველანი! ღმერთო, რას
უცდი, შენ მაინც რატომ არ დაიფარავ?..
საბრალო ჭლექიანი ქვრივის, კატერინა ივანოვნას, ტირილ-
მა, ეტყობა, ყველაზე დიდი გავლენა იქონია. ჭლექისგან ჩამომ-
ხმარსა და ტკივილებისგან დაღრეჯილ სახეზე, ამ გამხმარსა და
სისხლიან ტუჩებზე, ამ ჩახრინწულ ხმასა და თითქოს ბავშვურ გუ-
ლამოსკვნილ ტირილში, ამ ნდობით აღსავსე ბავშვურ სასოწარ-
კვეთილ მუდარაში, იმდენი ტანჯვა იხატებოდა, ეტყობა, ყველამ
შეიბრალა უბედური. პეტრ პეტროვიჩს მაინც მაშინვე შეეცოდა.
– ქალბატონო! ქალბატონო! – ამბობდა რიხიანად, – ეს გა-
რემოება თქვენ სრულიად არ შეგეხებათ! ვერავინ ბრალს ვერ
დაგდებთ, რომ ბოროტი რამ განზრახვა ან შეთანხმება გქონ-
დეთ, მით უმეტეს, რომ თქვენვე გადმოუბრუნეთ ჯიბეები და აღ-
მოაჩინეთ ფული; მაშასადამე, არც გცოდნიათ. დიდად ვწუხვარ,
თუ სოფია სემიონოვნაც გაჭირვებამ და სიღარიბემ აიძულა, მაგ-
რამ ასე რაღად უარობდით და არ გინდოდათ გამოტეხილიყა-
ვით, მადმუაზელ? სირცხვილის გეშინოდათ? პირველი შემთხვევა
იყო? ან იქნებ, დაიბენით? ადვილად მისახვედრია, რასაკვირვე-
ლია... მაგრამ რატომ, რატომ სჩადიოდით ასე?.. ბატონებო! –
მიმართა დამსწრეთ, – ბატონებო, მებრალება, თითქმის მზად
ვარ, ვაპატიო ყველაფერი, თუმცა პირადადაც შეურაცხმყვეს. დე,
შემდგომში გაკვეთილად გექნებათ. მადმუაზელ, ეს შერცხვენაა, –
მიმართა სონიას, – მე კი აღარ გამოვეკიდები მეტად საქმეს და
ამით დავასრულებ. კმარა!
პეტრ პეტროვიჩმა რასკოლნიკოვს გახედა; ორივემ ერთსა
და იმავე დროს შეხედეს ერთმანეთს. რასკოლნიკოვს ცეცხლი-
ვით აგზნებულ თვალებში ეტყობოდა, რომ მზად იყო, მტვრად
ექცია, გაექრო იგი, კატერინა ივანოვნას კი თითქოს აღარაფერი
ესმოდა: გიჟივით ეხვეოდა და კოცნიდა სონიას. ბავშვებიც გარს
შემოხვეოდნენ. პოლეჩკა კი, რომელსაც, ეტყობა, კარგად ვერ
გაეგო, რაში იყო საქმე, ცრემლად იღვრებოდა, ქვითინით ოსდე-
ბოდა. ტირილისგან დასივებული ლამაზი სახე სონიასთვის
მიედო მხარზე.
– რა სიმდაბლეა! – გაისმა უცბად ხმამაღლა კართან.
პეტრ პეტროვიჩმა საჩქაროდ მიიხედა.
– რა სიმდაბლეა! – გაიმეორა ლებეზიატნიკოვმა და პირდა-
პირ ჩააშტერდა პეტრ პეტროვიჩს თვალებში.
შეკრთა თითქმის პეტრ პეტროვიჩი. ყველამ შენიშნა (შემდეგ
ამას იგონებდნენ ყველანი), ლებეზიატნიკოვმა ოთახში შემოდგა
ფეხი.
– მერე, გაბედეთ და მოწმედაც დამასახელეთ? – იკითხა
პეტრ პეტროვიჩმა.
– რას ნიშნავს, ანდრეი სემიონოვიჩ? რაზე ამბობთ მაგას? –
წაიბუტბუტა ლუჟინმა.
– რას და იმას, რომ... ცილს სწამებთ... აი, რას ნიშნავს ჩემი
სიტყვები! – წარმოთქვა მხურვალედ ლებეზიატნიკოვმა და თან
სასტიკი მზერა მიაპყრო მოსაუბრეს.
საშინლად იყო გაჯავრებული. რასკოლნიკოვი მაშინვე გატა-
ცებით დააშტერდა, თითქოს სურს, ყოველი სიტყვა აკრიფოს და
აწონოსო. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. პეტრ პეტროვიჩი დაიბნა
თითქოს, პირველ ხანად მაინც.
– თუ რომ... – დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ენის ბორძიკით, –
რა დაგემართათ? თქვენს ჭკუაზე ხართ?
– მე ჩემს ჭკუაზე ვარ, მაგრამ თქვენ, თქვენ... გაიძვერა ყო-
ფილხართ! ოჰ, რა სიმდაბლეა! ყველაფერი გავიგონე, რაც მოხ-
და, განგებ ვიცდიდი ბოლომდე, რომ გამეგო როგორმე აზრი,
მაგრამ გამოგიტყდებით, აქამდეც ვერ გამიგია რიგიანად... რად
ქენით ეს – არ მესმის.
– რაო, რა ვქენი ასეთი?! დაასრულებთ თუ არა ამ სისულე-
ლის როშვას? ან იქნებ, გადაკრულში ხართ?
– იქნებ თქვენ სვამთ, სულმდაბალო, დაცემულო, თორემ მე
არ ვსვამ, არაყი ხომ არასოდეს დამილევია, იმიტომ, რომ წინა-
აღმდეგია ჩემი რწმენისა!.. წარმოიდგინეთ, თავისი საკუთარი ხე-
ლით მისცა ეს ასმანეთიანი სოფია სემიონოვნას, – თორემ მოწმე
ვარ, დავინახე, შემიძლია ფიცი მივიღო! თვითონ! თვითონ! –
უმეორებდა ყველას ლებეზიატნიკოვი.
– ჭკუიდან ხომ არ შეიშალეთ, ღლაპო? – დასჭყივლა ლუჟინ-
მა, – თვითონ არ იყო, გამოტყდა თქვენ თვალწინ და ყველას-
თან, რომ თუმნიანის მეტი, არაფერი მიუღია ჩემგან! მითხარით,
მაშ, როგორღა მივცემდი?
– დავინახე, დავინახე! – ყვიროდა და უმტკიცებდა ლებეზიატ-
ნიკოვი, – თუმცა ჩემს რწმენას ვეწინააღმდეგები, მზად ვარ მაინც,
როგორიც გინდათ ფიცი მივცე სასამართლოში, რომ ჩუმად
შეაპარეთ ეგ ფული! ეგ არის მხოლოდ, ვიფიქრე მე ტუტუცმა,
გულკეთილობით სჩადის-მეთქი ამას! კართან რომ ეთხოვებო-
დით, ჩუმად ჩაუდეთ მარცხენა ხელით ჯიბეში, მარჯვენით კი ხე-
ლი ჩამოართვით. დავინახე... დავინახე!..
ლუჟინი გაფითრდა.
– რატომ ტყუით? – შეჰყვირა გულმოსულმა, – ან არა და,
ფანჯრიდან როგორ გაარჩევდით, ფული იყო თუ სხვა რამ! მოგე-
ლანდათ უთუოდ.. თვალებაბლეტილო, რაღაცას ბოდავთ!
– არა, არ მომლანდებია! მართალია, შორს ვიდექი, მაგრამ
ყველაფერი დავინახე, ყველაფერი. ფანჯრიდან გარჩევა, მარ-
თალს ამბობთ, ძნელია, მაგრამ წინათვე ვიცოდი, რომ ასმანე-
თიანი იყო. ვინაიდან, სონიას თუმნიანი რომ მიეცით, დავინახე,
მაშინვე ასმანეთიანიც აიღეთ! (დავინახე იმიტომ, რომ ახლოს ვი-
დექი და აღარც მომიშორებია თვალი, რადგან მაშინვე გავიფიქ-
რე ერთი რამ; ამიტომაც აღარ დამვიწყებია, რა გეჭირათ ხელ-
ში). დაკეცეთ და ხელში გეჭირათ ერთთავად. მერე ერთხანად
დამავიწყდა თითქმის, მაგრამ რომ წამოდექით მერე, მარჯვენა
ხელიდან მარცხენაში გადაიტანეთ და კინაღამ ხელიდან გააგ-
დეთ... უთუოდ ჩემს უჩუმრად სურს, სიკეთე ჩაიდინოს-მეთქი, – ვი-
ფიქრე! წარმოიდგინეთ, მაშინ კი ისევ თვალყურის დევნება და-
გიწყეთ და დავინახე, რომ მოახერხეთ და ჯიბეში უჩუმრად
ჩაუდეთ, რომ მოახერხეთ და ფიცსაც დავდებ, რომ ეს ასე იყო
და არა სხვაგვარად.
სულს ძლივს იბრუნებდა ლებეზიატნიკოვი. ყველა მხრიდან
გაკვირვება და ძახილი გაისმა; ზოგან მუქარაც ისმოდა. ყველა
პეტრ პეტროვიჩისკენ იწევდა, კატერინა ივანოვნა ლებეზიატნი-
კოვს ეცა.
– ანდრეი სემიონოვიჩ, შევცდი, სულ სხვა აზრის ვიყავი
თქვენზე! მხოლოდ თქვენ დაიფარეთ, თქვენ! მარტო თქვენ
ამოიღეთ ხმა! ობოლია, ღმერთმა მოგვივლინა თქვენი თავი! ან-
დრეი სემიონოვიჩ, გეთაყვათ, ჩვენო მფარველო!
აღარ ესმოდა თითქმის, რას სჩადიოდა, კიდეც დაუჩოქა.
– სისულელეა! – შეჰყვირა გაცხარებულმა ლუჟინმა, – სისუ-
ლელეს როშავთ, ბატონო!.. „დამავიწყდა, მომაგონდა, მომაგონ-
და, მომაგონდა, დამავიწყდა!“ – რას ნიშნავს! ეტყობა, მაშ, გან-
ზრახ შემიპარებია, ჰა? რისთვის ან რა აზრით? რა მაქვს საერთო
ამ...
– რისთვის? აქამდე მეც ვერ გამიგია, მაგრამ... არ ვტყუი იმი-
ტომ, საზიზღარო და ბოროტო კაცო, რომ ყველაფერი კარგად
მახსოვს... მაშინ ერთი რამ მომივიდა აზრად... იმ დროს სწორედ,
ხელს რომ გართმევდით და მადლობას გიხდიდით, რად ჩაუდეთ
ქურდულად, ჩუმად ჯიბეში? სახელდობრ, რატომ უთუოდ ჩუმად?
ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემგან დაგემალათ, რაკი იცოდით,
სხვა რწმენის ვიყავი და კერძო ქველმოქმედებას უარვყოფდი,
როგორც უაზროსა და უქმს, რადგანაც არსებითად ეს გარემოება
საქმეს არ შველის?.. ამიტომ გადავწყვიტე, ვითომ ჩემი შეგ-
რცხვათ, რომ ასეთ დიდ თანხას აძლევდით და თან, გინდოდათ,
მოულოდნელად ისიც გაგეხარებინათ, უცბად რომ ჯიბეში ათთუმ-
ნიანს იპოვიდა (იმიტომ რომ, ვიცი, ზოგიერთ ქველმოქმედს სა-
შინლად უყვარს ეს). ვიფიქრე ისიც, ვითომ გინდოდათ გამოგეცა-
დათ, – მოვიდოდა და მადლობას გადაგიხდიდათ თუ არა, რომ
იპოვიდა! ან კიდევ, მადლობას ერიდებოდით და გინდოდათ,
მარჯვენას არ სცოდნოდა ვითომ, მარცხენა რას გასცემდა... ერ-
თი სიტყვით, როგორღაც ამგვარად გინდოდათ მოგეწყოთ საქ-
მე... ვინ იცის, რამდენი რამ ვიფიქრე. ბოლოს მაინც უზრდელო-
ბად მივიჩნიე საიდუმლოს გამჟღავნება. გადავწყვიტე, შემდეგში
მომესაზრა ყველაფერი. თუმცა მაშინვე გავიფიქრე ისიც: ვაითუ,
სოფია სემიონოვნამ ვერც კი შენიშნოს და დაკარგოს-მეთქი. გა-
დავწყვიტე ამიტომ, დავბრუნებულიყავი ახლავე და მეთქვა, რომ
ჯიბეში ათთუმნიანი ჩაუდეს, გზაზე მხოლოდ ქ-ნ კობილიატნიკო-
ვებთან შევიარე. „დადებითი მეთოდის საზოგადო დასკვნა!36 შე-
ვუტანე და ვურჩიე საგანგებოდ, რომ პიდერიტის წერილი წაეკით-
ხათ (აგრეთვე ვაგნერისაც); მერე მოვედი აქაც, მაგრამ ხედავთ,

36 „დადებითი მეთოდის საზოგადო დასკვნა“ – თარგმნილი


საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო წერილების კრებული, რომე-
ლიც 1866 წელს გამოვიდა პეტერბურგში.
რა ამბავიც დამხვდა! მითხარით ერთი, რა მომაფიქრებინებდა
ყველაფერ ამას, მართლა რომ ჩემი თვალით არ დამენახა, რო-
გორ ჩაუდეთ ჯიბეში ათთუმნიანი?
როცა ანდრეი სემიონოვიჩმა დაასრულა თავისი გრძელი
მსჯელობა და ასეთი ლოგიკური დასკვნით დააბოლოვა, ძალიან
დაიღალა, სახეზე ოფლი წურწურით სდიოდა. ვაი, რომ რუსულა-
დაც კი ეძნელებოდა რიგიანად ლაპარაკი (თუმცა არც სხვა რამ
ენა იცოდა) და ამიტომ უცბად მოსწყდა, მოეშვა; თითქოს კიდეც
გახდა ამ ვექილური ღვაწლის შემდეგ და მაინც, მისმა სიტყვებმა
ყველაზე დიდი გავლენა იქონია. ლაპარაკობდა ისეთი გატაცები-
თა და რწმენით, ეტყობოდა, ყველა დააჯერა. იგრძნო პეტრ პეტ-
როვიჩმა, რომ ცუდად იყო საქმე.
– რა საქმე მაქვს, რა იფიქრეთ და რა სულელური კითხვები
დაგებადათ თავში, – შეჰყვირა, – არაფერსაც არ ამტკიცებს ეს!
იქნებ ძილშიც ნახეთ ეს ყველაფერი. მორჩა და გათავდა! გი-
მეორებთ მაინც, მოწყალეო ხელმწიფევ, რომ ტყუით! ტყუით და
ცილს მწამებთ რაღაც ბოროტი აზრით, იქნებ იმიტომაც, რომ
თქვენი უღვთო სოციალური წინადადებანი უარვყავი და... ეს გაბ-
რაზებთ!
მაგრამ ვერ უშველა პეტრ პეტროვიჩს ამრიგად თავის დაძ-
ვრენამ. პირიქით, ყველა მხრიდან დაცინვა და მუქარა გაისმა.
– ხედავთ, როგორ უნდა თავის დაძვრენა! – შეჰყვირა ლებე-
ზიატნიკოვმა, – ტყუი! დაუძახე პოლიციელს, მე კიდევ ფიცს მივი-
ღებ! ერთი რამ ვერ გამიგია მხოლოდ: რა აზრით ჩაიდინე ეს
სიმდაბლე! ოჰ, საცოდავო, სულმდაბალო ადამიანო!..
– მე შემიძლია ავხსნა, რატომაც გაბედა და ჩაიდინა ეს, და
თუ საჭირო იქნება, ფიციც მივიღო, – წარმოთქვა მტკიცედ რას-
კოლნიკოვმა და წინ წამოდგა.
ეტყობა, მტკიცედ ჰქონდა რაღაც გადაწყვეტილი, დამშვიდე-
ბით მოფიქრებული. ყველამ ნათლად დაინახა პირველი შეხედ-
ვისთანავე, რომ მას უთუოდ უნდა სცოდნოდა ნამდვილი მიზეზი
და საქმეც საბოლოოდ გამოერკვია.
– ახლა კი ყველაფერი მესმის, – განაგრძობდა რასკოლნი-
კოვი და პირდაპირ ლებეზიატნიკოვს მიმართავდა, – თავიდანვე
ეჭვი დამებადა, უთუოდ რამე საზიზღარი ოინია-მეთქი. ეჭვი შემე-
პარა იმ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, რომლებიც მე ვიცი
მხოლოდ და რომლებსაც ახლავე ავუხსნი ყველას: მიზეზი ეს
არის. თქვენ კი, ანდრეი სემიონოვიჩ, თქვენი ძვირფასი ჩვენებით
საბოლოოდ გამირკვიეთ ყველაფერი. გთხოვთ ყველას, ყური
დამიგდოთ. ეს ვაჟბატონი (ლუჟინზე მიუთითა) ახლახან ერთ
ქალს, სახელდობრ ჩემს დას, ავდოტია რომანოვნა რასკოლნი-
კოვას ირთავდა. მაგრამ პეტერბურგში რომ ჩამოვიდა, ამ სა-
მიოდე დღის წინ, პირველი ნახვისთანავე ჩხუბი მოგვივიდა და
სახლიდან გავაგდე, რასაც ორი სხვა ადამიანი დაამოწმებს. ამის
გამო, გაბოროტებულია საშინლად... სამი დღის წინ სრულიად
არაფერი ვიცოდი, თუ აქ, თქვენთან ცხოვრობდა ნომრებში; იმა-
ვე დღეს, რა დღესაც ჩვენ ჩხუბი მოგვივიდა, მოწმე იყო იგი, რო-
გორ გადავეცი კატერინა ივანოვნას, როგორც ჩემი განსვენებუ-
ლი მეგობრის მარმელადოვის ქვრივს, ცოტაოდენი ფული მიცვა-
ლებულის დასამარხავად. ამას კი მიუწერია დედაჩემისთვის, ვი-
თომ ფული გადავეცი არა კატერინა ივანოვნას, არამედ სოფია
სემიონოვნას. და თან ისე საძაგლად დაუხასიათებია სოფია სე-
მიონოვნა, რომ... ყოველივე ეს, თუ დაუკვირდებით, მხოლოდ იმ
განზრახვით ჩაიდინა, რომ დედასთან და დასთან წავეჩხუბებინე
და ჩაეგონებინა, რომ მათ უკანასკნელ გროშებს ასე უპატიოს-
ნოდ ვხარჯავდი. გუშინ საღამოს მისი თანდასწრებით აღვადგინე
დედისა და დის წინაშე ჭეშმარიტება და დავუმტკიცე მათ, რომ
ფული დასასაფლავებლად გადავეცი კატერინა ივანოვნას და
არა სოფია სემიონოვნას, რომელსაც სამი დღის წინ არც კი ვიც-
ნობდი. ამასთან ერთად, თვალნათელი გახდა ისიც, რომ პეტრ
პეტროვიჩ ლუჟინი თავისი ღირსებებით ფრჩხილადაც არ ღირდა
სოფია სემიონოვნასი, რომელსაც თითქმის მიწასთან ასწორებ-
და. ხოლო, როდესაც მკითხა: დასვამდით თუ არა სოფია სე-
მიონოვნას გვერდით თქვენს დასო, – ვუპასუხე, რომ უკვე მოვი-
ქეცი კიდეც ასე, იმავე დღეს. გულმოსულმა და გაბოროტებულმა,
რომ ვეღარ მოახერხა ჩვენ შორის შუღლის ჩაგდება, თავხედური
სიტყვებით დაუწყო ჩემს დას ღლირცინი. მაშინ კი, საბოლოოდ
გავწყვიტეთ მასთან საქმე და სახლიდან გამოვაპანღურეთ. ყოვე-
ლივე ეს გუშინ საღამოს მოხდა. გთხოვთ, ახლა კარგად დამიგ-
დოთ ყური: რომ მოეხერხებინა და დაემტკიცებინა, ვითომ სოფია
სემიონოვნა ქურდი იყო მართლაც, მაშინ ხომ, ჯერ ერთი, დაუმ-
ტკიცებდა დედაჩემსა და ჩემს დას, რომ მისი ეჭვი სამართლიანი
იყო; მაშასადამე, სამართლიანადაც გამწყრალა, რომ ჩემი და და
სოფია სემიონოვნა ერთიმეორის ღირსად ვცანი. აქედან, მაშ, მი-
სი ჩემდამი წყრომაც სამართლიანი იქნებოდა, რადგან ჩემი დისა
და თავისი საპატარძლოს პატიოსნებას იცავდა. მაშასადამე, შეეძ-
ლო ჩვენი ხელახლა წაკიდება და მათი გულის მოგება, შერიგე-
ბა. იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ შურს იძიებდა და უნდოდა, სამა-
გიერო როგორმე გადაეხადა პირადად ჩემთვის, რადგანაც ფიქ-
რობდა, სოფია სემიონოვნას პატიოსნება და ბედნიერება ძვირ-
ფასი იყო ჩემთვის. აი, რა ანგარიში ჰქონდა! აი, როგორ ვხსნი ამ
საქმეს! ეს იყო ერთადერთი მიზეზი...
ასე დაასრულა რასკოლნიკოვმა სიტყვა, რომელსაც დამ-
სწრენი ხშირად აწყვეტინებდნენ სხვადასხვაგვარი შეძახილებით,
თუმცა, ყველა ყურადღებით უგდებდა ყურს. რასკოლნიკოვმა
მშვიდად და მტკიცედ, გარკვევით წარმოთქვა ყოველივე. მისმა
მკვეთრმა ხმამ, სასტიკმა სახის გამომეტყველებამ და რწმენით
აღსავსე კილომ ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
– ასეა, სწორედ ასეა! – ამტკიცებდა აღტაცებული ლებეზიატ-
ნიკოვი, – ასე უნდა იყოს უთუოდ, იმიტომ რომ, როგორც კი სო-
ფია სემიონოვნა შემოვიდა ჩვენთან, მეკითხებოდა, – „კატერინა
ივანოვნას სტუმართა შორის თვალი ხომ არ მოგიკრავს რას-
კოლნიკოვისთვისო?“ ფანჯარასთან მიმიხმო და ისე მკითხა, ჩუ-
მად. მაშასადამე, უთუოდ უნდოდა, რომ თქვენ აქ ყოფილიყავით!
ასეა სწორედ, ასეა!
ლუჟინი ჩუმად იდგა და სახეზე ზიზღნარევი ღიმილი დასთა-
მაშებდა. საშინლად იყო გაფითრებული. ეტყობა, ფიქრობდა, თა-
ვი როგორმე დაეძვრინა. იქნება სიამოვნებითაც მიეტოვებინა
ყველაფერი და წასულიყო, მაგრამ, ვაი, რომ შეუძლებელი იყო.
ამით ხომ გამოტყდებოდა და დაამტკიცებდა თავის დანაშაულს.
ამასთან ერთად, ნასვამი ხალხიც მეტად ღელავდა. ყველაზე
მეტს კი პროვიანტის მოხელე ყვიროდა და ლუჟინის წინააღმდეგ
მოქმედებას ითხოვდა, თუმცა გაგებით აღარაფერი გაეგებოდა,
ისე იყო გალეშილი. მაგრამ იყვნენ უფრო ფხიზლებიც; სონიაც
დიდი ყურადღებით უგდებდა ყურს ლუჟინს, მაგრამ ბურანში იყო
თითქოს, წვრილმანებში ვერ გარკვეულიყო. მხოლოდ რასკოლ-
ნიკოვს არ აშორებდა თვალს, როგორც თავის ერთადერთ დამ-
ცველსა და მფარველს. კატერინა ივანოვნაც ძლივსღა სუნთქავ-
და. ყველაზე სულელურ მდგომარეობაში კი ამალია ივანოვნა
იყო: იდგა პირდაღებული და ვერაფერი გაეგო, ხედავდა მხო-
ლოდ, რომ პეტრ პეტროვიჩი რაღაც მახეში გაება. რასკოლნი-
კოვმა კვლავ ითხოვა, მისთვის მოესმინათ, მაგრამ არ დასცალ-
და: ყველა ლუჟინისკენ მიიწევდა ლანძღვითა და მუქარით. მაგ-
რამ პეტრ პეტროვიჩი არ შეშინებულა; რომ ნახა, სონიას ვეღა-
რაფერი გაამტყუნებდა და წაგებული იყო საქმე, პირდაპირ
ურცხვ ოინს მიმართა:
– მოითმინეთ, ბატონებო, მოითმინეთ; ნუ ახორხორცდით,
გამატარეთ! – ამბობდა ლუჟინი და თან ბრბოს მიარღვევდა, – ნუ
იმუქრებით, გეთაყვა; გარწმუნებთ, მხდალი სულაც არ ვარ; პირი-
ქით, თქვენვე აგებთ პასუხს, ბატონებო, რომ ძალადობას მიმარ-
თეთ და ასეთი საქმე მიჩქმალეთ. ქურდი დაჭერილი მყავს და
არც დავანებებ თავს. სასამართლოში ბრმები როდი არიან. და
არც მთვრალები. თავზე ხელაღებულ ორ უღვთოს და შფოთის
ჩამომგდებს, რომლებიც პირადი ანგარიშითა და შურისძიებით
მამტყუნებენ და თავიანთი სულელობით არც მალავენ ამას, არა-
ვინ დაუჯერებს... დიახ, გამატარეთ, გეთაყვა...
მაგრამ მარტო ლანძღვა-გინებით გაშვება სულაც არ უნდო-
და პროვიანტის მოხელეს: დაავლო ჭიქას ხელი, მოიქნია და
პეტრ პეტროვიჩს ესროლა; მაგრამ ასცდა პეტრ პეტროვიჩს და
ამალია ივანოვნას მოხვდა. შეჰკივლა ამალია ივანოვნამ. პროვი-
ანტის მოხელემ თავი ვეღარ შეიმაგრა, შეტორტმანდა და ძირს
მოადინა ზღართანი. პეტრ პეტროვიჩი თავის ოთახში შევიდა, ნა-
ხევარი საათის შემდეგ კი, სულაც სახლიდან გავიდა.
ბუნებით წყნარმა, მოკრძალებულმა სონიამ ადრეც იცოდა,
რომ მისი დაჩაგვრა ყველას ადვილად შეეძლო და არცთუ ვინმე
გამოესარჩლებოდა, მაგრამ უკანასკნელ წუთამდე მაინც ეგონა,
რომ ხიფათს როგორმე თავს დააღწევდა, თუ სიფრთხილით,
მოკრძალებითა და მორჩილებით მოიქცეოდა, მაგრამ მწარედ
მოტყუვდა. რასაკვირველია, შეეძლო კიდეც მოეთმინა ყველაფე-
რი, – თუნდ ეს შეურაცხყოფაც, მაგრამ პირველად მეტად ემძიმა.
მიუხედავად იმისა, რომ გაამართლეს და არ შერცხვა. მოვიდა
თუ არა გონს და მოისაზრა თუ არა ყველაფერი, რაღაც უმწეობი-
სა და შეურაცხყოფის გრძნობამ საშინლად ატკინა გული, ტირი-
ლი აუვარდა. ვეღარ გაუძლო ბოლოს, გავარდა ოთახიდან და
შინისკენ გაქანდა. ეს იყო თითქმის ლუჟინის წასვლის უმალვე.
ვეღარ მოითმინა ვეღარც ამალია ივანოვნამ (ჭიქა რომ მოხვდა
და ყველამ სიცილი ატეხა), მოჰყვა კივილს და გაცოფებული მი-
ვარდა კატერინა ივანოვნას, როგორც ყველა ამ უსიამოვნების
მიზეზს:
– დამეკარგე ახლავე ბინიდან! ახლავე! ჰაიდა!
და დაუწყო ყველაფერს, რაც კი რამ მოხვდა ხელში კატერი-
ნა ივანოვნას ბარგიდან, ძირს, იატაკზე, გადმოყრა. უამისოდაც
თითქმის მკვდარი და გულშეღონებული, გაფითრებული კატერი-
ნა ივანოვნა წამოხტა ტახტიდან და ამალია ივანოვნას ეცა. მაგ-
რამ რას გახდებოდა? ამალია ივანოვნამ ბუმბულივით მოიშორა
თავიდან.
– როგორ! არ კმარა, რომ უღვთოდ დაგვწამეს ცილი, – ეს
საძაგელი ქმნილება მევე დამაცხრა! როგორ! ქმრის დასაფლა-
ვების დღეს და პურმარილის შემდეგ სახლიდან მითხოვენ, ობ-
ლებიანად ქუჩაში მაგდებენ! მერე სად წავიდე? – ქვითინებდა სა-
ცოდავი დედაკაცი, – ღმერთო! – შეჰყვირა უცბად და თვალები
ცეცხლივით აენთო, – ნუთუ, სამართალი არ არის! სხვა ვინღა უნ-
და დაიფარო, თუ არა ჩვენ, ქვრივ-ობლები? აბა, ვნახოთ, სამარ-
თალი თუ გამწყრალა ქვეყნად! მოვძებნი, ვპოვებ! მოიცა, შე უღ-
მერთო! პოლეჩკა, ბავშვებთან იყავი, ახლავე დავბრუნდები. მო-
მიცადეთ, თუნდ ქუჩაშიც გაგყარონ! ვნახავთ, არის ქვეყნად სა-
მართალი თუ არა!
და თავზე ის მწვანე თავსახვევი მოიგდო, რომელზედაც მა-
შინ განსვენებულმა მარმელადოვმა უამბო რასკოლნიკოვს. კატე-
რინა ივანოვნა გაძვრა ოთახში უწესრიგოდ მიმოფანტული
მთვრალ მდგმურებს შორის და ქვითინით ქუჩაში გავარდა, რომ
სადღაც, ახლავე, დაუყოვნებლივ, სამართალი ეპოვა. შეშინე-
ბულმა პოლეჩკამ ბავშვები კუთხეში მიყუჟა სკივრთან, მოხვია
ორივეს ხელები და მთლად აკანკალებულმა დედას დაუწყო ცდა.
ამალია ივანოვნა კი გაცხარებული დარბოდა ოთახში, ყვიროდა
და, რაც კი რამ მოხვდებოდა ხელში, ყველაფერს იატაკზე ყრი-
და. მდგმურებიც, ყველანი უთავბოლოდ გაჰკიოდნენ და ყვი-
როდნენ, ზოგი რას, ზოგი რას, – ზოგი მომხდარი ამბის შესახებ
განაგრძობდა ლაპარაკს, ზოგი ჩხუბობდა, ილანძღებოდა; სხვებ-
მა კიდევ, სიმღერა წამოიწყეს..
– „ახლა კი დროა, მეც წავიდე! – გაიფიქრა რასკოლნიკოვმა,
– ვნახოთ, აბა, სოფია სემიონოვნა, ახლა რას იტყვით!“
და სონიას ბინისკენ გასწია.

IV

მხნე და თავდადებული ვექილობა გაუწია რასკოლნიკოვმა


სონიას ლუჟინის წინააღმდეგ, თუმცა საკუთარიც ბევრი რამ ჰქონ-
და საფიქრალი და სატანჯველი. დილით, ამდენი გამოვლილი
ტანჯვის შემდეგ, გაუხარდა კიდევაც, რომ შემთხვევა მიეცა, აუტა-
ნელი შთაბეჭდილებები შეეცვალა, თუმცა გულით უნდოდა და,
რასაკვირველია, პირადადაც დიდი მისწრაფება ჰქონდა, გამო-
სარჩლებოდა სონიას. გარდა ამისა, საშინლად აწუხებდა სონიას-
თან შეხვედრაც: ხომ უნდა გაეცხადებინა, ვინ მოკლა ლიზავეტა.
ამიტომაც თავიდანვე გრძნობდა საშინელ ტანჯვას. მართალია,
კატერინა ივანოვნადან გამოსვლისას გამომწვევად შესძახა გუნე-
ბაში: „ვნახოთ, აბა, სოფია სემიონოვნა, ახლა რაღას იტყვითო?“
აშკარად ჩანდა, ლუჟინზე გამარჯვებით იყო გამხნევებული, მაგ-
რამ უცნაური რამ დაემართა. მივიდა თუ არა კაპერნაუმოვის ბი-
ნამდე, მაშინვე შიში და უძლურება იგრძნო. ფიქრში წასული, კა-
რის წინ შედგა და ეკითხებოდა თავს: „ვუთხრა თუ არა, ვინ მოკ-
ლა ლიზავეტა!“ მაგრამ უადგილო და უცნაური ეჩვენა ეს კითხვა,
რადგან იმავე წამს იგრძნო, არამცთუ არ შეიძლებოდა არ ეთქვა,
რამდენიმე ხნით დაგვიანებაც კი შეუძლებელი იქნებოდა. ჯერ კი-
დევ არ იცოდა, რატომ არ შეიძლებოდა; ეს მხოლოდ იგრძნო,
სხვა არაფერი, მაგრამ საშინლად კი დააუძლურა ამ მტანჯველმა
შეგრძნებამ. მეტი რომ არ ეფიქრა და აღარ დატანჯულიყო, სას-
წრაფოდ გააღო კარი და სონიას შეხედა. სონია იდაყვებდაყ-
რდნობილი იჯდა მაგიდასთან და ხელები სახეზე ჰქონდა აფარე-
ბული, მაგრამ დაინახა თუ არა რასკოლნიკოვი, სასწრაფოდ წა-
მოდგა და ისე მიეგება, თითქოს ელოდებოდაო.
– რა მეშველებოდა უთქვენოდ? – წარმოთქვა სონიამ, რო-
გორც კი რასკოლნიკოვს შეხედა. ეტყობოდა, უნდოდა ამის თქმა.
თითქოს ამიტომაც უცდიდაო.
რასკოლნიკოვი მაგიდასთან მივიდა და იმ სკამზე ჩამოჯდა,
რომლიდანაც ის იყო, სონია წამოდგა. სონია კი ორი ნაბიჯის
მოშორებით იდგა, სწორედ ისე, როგორც გუშინ.
– რაო, სონია? – დაიწყო ლაპარაკი და უცბად იგრძნო, რომ
ხმა აუკანკალდა, – მიხვდით ნეტავ, რომ საქმე მთლად „საზოგა-
დოებრივ მდგომარეობასა და მასთან დაკავშირებულ ჩვეულებებ-
ზე“ იყო აგებული?
სონიას საშინელი ტანჯვა აღებეჭდა სახეზე.
– გემუდარებით, გუშინდელივით არ მელაპარაკოთ! – გააწ-
ყვეტინა სონიამ, – ისიც კმარა, როგორ ვიტანჯები...
და მაშინვე გაუღიმა: შეეშინდა, ვაითუ არ მოსწონებოდა მას
ეს საყვედური.
– სისულელე ჩავიდინე, რომ წამოვედი. რა ხდება იქ? ახლა
კვლავ წამოსვლას ვაპირებდი, თან ვფიქრობდი, რომ საცაა...
თქვენ შემოივლიდით...
რასკოლნიკოვმა უამბო, რომ ამალია ივანოვნამ ბინიდან და-
ითხოვა, კატერინა ივანოვნა კი „სამართლის“ საძებნელად გაიქცა
სადღაც.
– ოჰ, ღმერთო ჩემო, – შესძახა სონიამ, – წავიდეთ საჩქა-
როდ...
და წამოსასხამს წამოავლო ხელი.
– რა ერთსა და იმავეს გაიძახით! – შეჰყვირა გულმოსულმა
რასკოლნიკოვმა, – თქვენ მხოლოდ მათზე ფიქრობთ! დარჩით
ჩემთან!
– მერე... კატერინა ივანოვნა?
– კატერინა ივანოვნა, რასაკვირველია, თვითონვე შემოგივ-
ლით, რაკი სახლიდან გამოიქცა, – დასძინა უკმაყოფილოდ, –
შინ თუ არ დახვდებით, ხომ თქვენვე იქნებით დამნაშავე...
ძლივს, როგორც იყო, გადაწყვიტა და ჩამოჯდა სონია, მაგ-
რამ საშინლად იტანჯებოდა. რასკოლნიკოვიც დუმდა. იატაკს
დასცქეროდა, რაღაცას ფიქრობდა.
– ვთქვათ, ლუჟინმა ახლა არ ისურვა, – წამოიწყო რასკოლ-
ნიკოვმა, მაგრამ სონიას არ უყურებდა, – რომ მოენდომებინა, ან
რაიმე ანგარიში ჰქონოდა და ჩვენ, მე და ლებეზიატნიკოვი, არ
შეგსწრებოდით, ხომ საპატიმროში გიკრავდათ თავს! ჰა?
– დიახ, – უპასუხა სუსტი ხმით სონიამ, – დიახ!
– ხომ შეიძლებოდა, მე არ შევსწრებოდი იმ დროს, თან ლე-
ბეზიატნიკოვიც სულ შემთხვევით გაჩნდა იქ.
სონია დუმდა.
– მერედა, რომ დაეპატიმრებინეთ? მაშინ რაღას იზამდით?
გახსოვთ, გუშინ რა გითხარით?
სონიამ კვლავ არ უპასუხა.
– მეგონა, ისევ ისე მიყვირებდით – „ნუ მეუბნებით, გაჩუმდი-
თო!“ – გაიცინა რასკოლნიკოვმა, მაგრამ როგორღაც ძალდატა-
ნებით, – რაო, ჩუმად ხართ ისევ? – დაეკითხა ერთი წამის შემ-
დეგ, – უნდა ვთქვათ რამე თუ არა? აი, მაგალითად, საყურადღე-
ბოა, ჩემთვის ვიცოდე, ლებეზიატნიკოვისა არ იყოს, როგორ გა-
დაწყვეტდით ერთ „საკითხს“ (რასკოლნიკოვი თითქოს იბნეოდა).
წარმოიდგინეთ, სონია, წინათაც გცოდნოდათ ლუჟინის ყველა
განზრახვა, გცოდნოდათ (ანუ დანამდვილებით), რომ კატერინა
ივანოვნაც და ბავშვებიც დაიღუპებოდნენ ამის გამო; გცოდნო-
დათ, რომ თქვენც თან მიჰყვებოდით (თან მიჰყვებოდით-მეთქი,
გეუბნებით იმიტომ, რომ თქვენს თავს არაფრად თვლით); პო-
ლეჩკაც... რადგან მასაც იგივე გზა ელის. მაშ ასე: ყველაფერი ეს
თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, რას იზამდით: უმჯობესი იქნე-
ბოდა, ლუჟინს ეცოცხლა და ყველა ეს საძაგლობა ჩაედინა, თუ
კატერინა ივანოვნა მომკვდარიყო? გეკითხებით, რას გადაწყვეტ-
დით?
სონიამ შეშფოთებულმა შეხედა რასკოლნიკოვს. რაღაც გან-
საკუთრებული განზრახვა ჩანდა შორიდან ჩამოგდებულ საუბარ-
ში.
– უკვე ვგრძნობდი, რომ უთუოდ ამგვარ რამეს მკითხავდით,
– მიუგო სონიამ და გამომცდელი მზერით დააკვირდა.
– კარგი, მაგრამ მითხარით მაინც, როგორ გადაწყვეტდით?
– რად მეკითხებით იმას, რაც შეუძლებელია? – უპასუხა სო-
ნიამ ზიზღით.
– ჩანს, უმჯობესია, ლუჟინმა იცოცხლოს და ათასგვარი სა-
ძაგლობა ჩაიდინოს! თქვენ ამის გადაწყვეტაც კი ვერ გაგიბე-
დავთ?
– ღვთის განგების რა ვიცი, აბა... მაგრამ რად მეკითხებით
ისეთ რამეს, რაც შეუძლებელია? ან რას ნიშნავს ეს ფუჭი შეკით-
ხვები? როგორ შეიძლება, ან როგორ უნდა მოხდეს, რომ ყვე-
ლაფერი ეს ჩემზე იყოს დამოკიდებული? ან მე ვინ დამაყენა მო-
სამართლედ, რომ გადავწყვიტო, ვინ იცოცხლებს და ვინ არა?
– უბედურებაც ესაა, როგორც კი ღვთის განგება ჩაერევა საქ-
მეში, მაშინ ვეღარაფერს გააწყობს კაცი, – წაიბუტბუტა დაღვრე-
მით რასკოლნიკოვმა.
– აჯობებს, პირდაპირ თქვათ, რაც გსურთ, – შეჰყვირა გატან-
ჯულმა სონიამ, – რაღაც იგავებით მელაპარაკებით... ნუთუ მარ-
ტო იმისთვის მოხვედით, რომ მტანჯოთ?
ვეღარ მოითმინა და უცბად აქვითინდა. რასკოლნიკოვი პირ-
ქუშად შეჰყურებდა. ასე განვლო ხუთიოდე წუთმა.
– მართალი ხარ, სონია, – ჩუმად თქვა ბოლოს. მოულოდნე-
ლად სრულიად გამოიცვალა; მოჩვენებითი, კადნიერი კილო
სადღაც გაუქრა. ხმაც კი უცბად მიუსუსტდა, – ხომ გითხარით გუ-
შინ, რომ პატიების სათხოვნელად კი არა, ისე მოვალ და
გეტყვით-მეთქი, ახლა კი ისე დავიწყე, თითქოს პატიებას
გთხოვთ... ლუჟინსა და განგებაზე რომ გელაპარაკებოდით, ჩემ-
თვის ვამბობდი... პატიებას გთხოვდით, სონია...
უნდოდა გაეღიმა, მაგრამ რაღაც უძლური და დაუმთავრებე-
ლი აზრი გამოიხატა მის მკრთალ ღიმილში. თავი ჩაღუნა, ხელე-
ბი პირზე მიიფარა.
მოულოდნელად გულში სონიასადმი მწვავე სიძულვილი
აღეძრა. ამ შეგრძნებამ გააკვირვა და შეაშინა კიდეც. უცბად თავი
ასწია და დაკვირვებით დააცქერდა სონიას; მის თვალებში
ამოიკითხა ტანჯვით სავსე, მზრუნველი თანაგრძნობა; ეს იყო
სიყვარული; სიძულვილი ლანდივით გაუქრა. აქ სულ სხვა რამ
იყო; ერთი გრძნობა მეორეში შეეშალა. ეს მხოლოდ იმას ნიშ-
ნავდა, რომ ის წუთი დადგა.
რასკოლნიკოვმა კვლავ აიფარა ხელები სახეზე და თავი ჩაჰ-
კიდა. უცბად გაფითრდა, სკამიდან წამოდგა, სონიას შეხედა და
უნებლიეთ, უხმოდ გადაჯდა მის ლოგინზე. საშინლად ჰგავდა ეს
წუთი იმას, ცული რომ ყულფიდან ამოიღო, ბებრუხანას დაუდგა
უკან და იგრძნო, რომ „არც ერთი წამით დაგვიანება აღარ შეიძ-
ლებოდა“.
– რა დაგემართათ? – ჰკითხა საშინლად დამფრთხალმა და
შეშინებულმა სონიამ.
რასკოლნიკოვმა ვერაფრის თქმა ვერ შეძლო. ასე არ აპი-
რებდა ამის გამჟღავნებას; ამიტომ თვითონაც არ ესმოდა, რა
ემართებოდა. სონია ჩუმად მივიდა, მიუჯდა გვერდით ლოგინზე
და უცდიდა, თვალს არ აშორებდა, გული საშინლად უცემდა, სუ-
ლი შეეხუთა. მიტკალივით გაფითრებულ რასკოლნიკოვს სონი-
ასკენ მიეტრიალებინა თავი, ტუჩები უძლურად ეღრიცებოდა; რა-
ღაცის თქმას ცდილობდა.
– რა დაგემართათ? – გაუმეორა სონიამ და თითქოს მოერი-
და კიდეც.
– არაფერია, სონია, ნუ გეშინია... სისულელეა! მართლაც სი-
სულელეა, თუ განვსჯით, – ბუტბუტებდა, თითქოს ბოდავს და არ
ესმის, რას ლაპარაკობსო, – ესაა მხოლოდ, რისთვის მოვედი,
შენს სატანჯველად? – დასძინა უცებ, თან თვალებში შესცქერო-
და, – მართლაცდა, რატომ მოვედი? სულ ამას ვეკითხები თავს,
სონია...
იქნებ ამ თხუთმეტიოდე წუთის წინ მართლაც ეკითხებოდა
თავს, მაგრამ ახლა კი აღარაფერი ესმოდა, მთლად მოწყვეტი-
ლი იყო და მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ მთელი სხეული
უცახცახებდა.
– ოჰ, როგორ იტანჯებით! – შესძახა სონიამ და თვითონაც
იგივე აღებეჭდა სახეზე.
– სისულელეა ყველაფერი!.. აი, რას გეტყვი, სონია (უცბად
რაღაცნაირად უსასოოდ გაეღიმა, წამიერად), – გახსოვს, რა უნ-
და მეთქვა თქვენთვის?
სონია მოუსვენრად უცდიდა.
– წასვლისას გითხარით, იქნება სამუდამოდაც გეთხოვებით,
მაგრამ თუ მოვალ, მაშინ გეტყვით-მეთქი... ვინ მოკლა ლიზავე-
ტა.
მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა სონიას.
– და აი, მოვედი, რომ გითხრათ.
– მაშ, მართალს მეუბნებოდით გუშინ?.. – ძლივს ჩაილაპარა-
კა ჩურჩულით სონიამ. – მერედა, თქვენ საიდან იცით? – დაეკით-
ხა უცებ, თითქოს ეს არის, გონს მოვიდაო.
სონია ძლივსღა სუნთქავდა, თანდათან ფერი მისდიოდა,
ფითრდებოდა.
– ვიცი.
ერთ წამს ჩუმად იყო სონია.
– იპოვეს თუ როგორაა? – დაეკითხა მოკრძალებით.
– არა, არ უპოვიათ.
– მაშინ თქვენ საიდან იცით? – კვლავ ჩაეკითხა ოდნავ გასა-
გონად, წამიერი სიჩუმის შემდეგ.
რასკოლნიკოვი მიუბრუნდა, ღრმად ჩააშტერდა სონიას.
– გამოიცანით, – გაიმეორა და უმწეოდ გაიღიმა.
სხეულში ისევ ცივმა ჟრუანტელმა დაურბინა სონიას.
– რა არის... რა... ასე რას... მაშინებთ? – ჩაილაპარაკა შეში-
ნებულმა და ბავშვივით გაეღიმა.
– როგორც ჩანს, დიდი მეგობარი ვყოფილვარ მისი... რომ
ვიცი, – განაგრძობდა რასკოლნიკოვი და თან სახეში შესცქერო-
და, თითქოს თვალი ვეღარ მოუშორებიაო, – ლიზავეტას... მოკ-
ვლა არ უნდოდა... შემთხვევით... მოკლა... ბებრუხანას მოკვლა
უნდოდა... როდესაც ის მარტო იყო... და მივიდა... მაგრამ უცბად
ლიზავეტაც შევიდა... აიღო და მოკლა.
განვლო კიდევ საშინელმა წამმა, ორივენი გაშტერებულები
შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
– ვერ მიხვდი, მაშ? – დაეკითხა რასკოლნიკოვი. ისეთ
გრძნობას განიცდიდა, თითქმის თვალუწვდენელი სიმაღლიდან
ვარდებაო.
– ვერა, – თითქმის ჩურჩულით მიუგო სონიამ.
– კარგად შემომხედე, აბა.
უთხრა თუ არა ეს, ადრე განცდილმა შეგრძნებამ კვლავ
გაუყინა გული: უცქერდა, მაგრამ სონიას სახით უცებ თითქოს
ლიზავეტას სახე გამოეცხადა. კარგად ახსოვდა ლიზავეტას სახის
გამომეტყველება იმ დროს, ცულით რომ უახლოვდებოდა. ის კი
ბავშვივით გულგახეთქილი უკან-უკან იხევდა კედლისკენ, წინ
ხელგაწვდილი, ისე, როგორც პატარა ბავშვებმა იციან: შეშინებუ-
ლები რომ იცქირებიან და ხელგაწვდილნი, თითქოს საშიშ სა-
განს იგერიებენო, სატირლად ემზადებიან. თითქმის იგივე
დაემართა სონიასაც: შეშინებული და ღონემიხდილი რამდენიმე
წამს გაშტერებული შეჰყურებდა, მერე უცბად მარცხენა ხელი გა-
იშვირა წინ, ოდნავ მიაბჯინა რასკოლნიკოვს თითები გულზე და
ნელ-ნელა საწოლიდან წამოდგა, უკან-უკან დაიხია, სახე კი უძ-
რავი ჰქონდა, გაშეშებული. სონიას საზარელი შიში მოულოდნე-
ლად რასკოლნიკოვსაც გადაედო: ისეთივე შიში და გამომეტყვე-
ლება აღებეჭდა სახეზე, თითქოს იმავე ბავშვური შიშით იღიმებო-
და.
– გამოიცანი? – ჩაიჩურჩულა ბოლოს.
– ღმერთო! – აღმოხდა საშინელი ოხვრა სონიას. ღონემიხ-
დილი ლოგინზე დაეცა, სახე ბალიშებში ჩამალა; მაგრამ არ გა-
სულა წამი, რომ სასწრაფოდ წამოდგა, ახლოს მიიწია, ორივე
ხელი დაუჭირა და მაგრად, მაგრად მოუჭირა თავისი წვრილი და
სუსტი თითები, თან კვლავ გაშტერებულმა დაუწყო ყურება. სასო-
წარკვეთილი მზერით უნდოდა თითქოს, რაიმე იმედი კიდევ მის-
ცემოდა. მაგრამ იმედი აღარსად იყო; საეჭვო აღარაფერი იყო!
შემდეგშიც კი, რომ მოიგონებდა ხოლმე ამ წამს, როგორღაც
ეუცნაურებოდა და უკვირდა: რატომ დაინახა მაშინ ისე უცბად,
რომ აღარავითარი ეჭვი აღარ იყო? ხომ არ შეეძლო ეთქვა, მა-
გალითად, რომ წინდაწინვე გრძნობდა რამე ასეთს? ახლა კი,
როცა რასკოლნიკოვმა უთხრა, მოეჩვენა, თითქოს უწინაც ამავეს
გრძნობდა.
– კმარა, სონია, კმარა! ნუ მტანჯავ! – შეევედრა რასკოლნი-
კოვი.
ასე არ აპირებდა თქმას, მაგრამ მიუხვდა, რას იზამდა.
თავდავიწყებული სონია გიჟივით წამოვარდა და ხელების
მტვრევით შუა ოთახამდე მივიდა, მერე სწრაფად მობრუნდა და
კვლავ გვერდით მიუჯდა, ისე ახლოს, რომ თითქმის მხარი მხარს
მიადო. უცბად თითქოს განგმირა რამემო, შეხტა, შეჰყვირა და
მუხლისთავებზე დაეცა მის წინ.
– რა გიქნიათ ეგ, რა გიქნიათ! – წამოიძახა სასოწარკვეთილ-
მა და წამოხტა, ყელზე შემოეხვია, მაგრად მიიხუტა გულზე.
რასკოლნიკოვმა უკან დაიწია, ნაღვლიანად გაუღიმა და შე-
ხედა.
– უცნაური ხარ, სონია, – მეხვევი და მკოცნი, როცა ასეთი სა-
ზარელი ამბავი გაგიმჟღავნე. ეტყობა, ვერაფერს ხვდები.
– ქვეყნად შენზე უბედური იქნება ახლა ვინმე?! – შეჰყვირა
გიჟივით და ქვითინი აუვარდა, ვერც კი გაიგო, რა უთხრა რას-
კოლნიკოვმა.
დიდი ხნის განუცდელი გრძნობა ტალღასავით მოაწვა გულ-
ზე და საშინლად აუჩუყდა. ორად-ორი ობოლი ცრემლი ჩამოეკი-
და წამწამებზე.
– ხომ არ დამტოვებ, სონია? – ეკითხებოდა და თან თვალებ-
ში შეჰყურებდა იმედიანად.
– არა, არა, არასოდეს! – შეჰყვირა სონიამ, – წამოგყვები
ყველგან, სადაც კი წახვალ! ოჰ, ღმერთო!.. ვაი, მე უბედურს!..
რატომ ადრე არ გიცნობდი! რატომ არსად შემხვდი? ოჰ, ღმერ-
თო!
– აი, ხომ მოვედი.
– ახლა? რა ვქნათ ახლა!.. ერთად ვიყოთ, ერთად! –
იმეორებდა თავდავიწყებული და თან მაგრად იკრავდა გულში, –
კატორღაზეც თან წამოგყვები.
რასკოლნიკოვი მოულოდნელად აირია, გააჟრჟოლა, უწინ-
დელი ზიზღით სავსე ამაყი ღიმილი შეუთამაშდა ტუჩებზე.
– ჯერჯერობით იქნებ არც კი ვაპირებ, სონია, კატორღაზე, –
უპასუხა.
სონიამ სწრაფად შეხედა.
ტანჯვით აღსავსე პირველი თანაგრძნობის შემდეგ მკვლე-
ლობის საზარელმა სურათმა კვლავ გაუელვა თვალწინ. რას-
კოლნიკოვის კილოგამოცვლილ სიტყვებში უცბად მკვლელის
ხმა მოესმა. განცვიფრებული შეჰყურებდა. არ იცოდა, რად, რო-
გორ და რისთვის ჩაიდინა მკვლელობა. ყველა ეს კითხვა უცაბე-
დად აღეძრა ცნობიერებაში. ვერ დაეჯერებინა კიდევ: „ის და
მკვლელი! ნუთუ შესაძლებელია?“
– რა ხდება, სად ვარ ნეტავ? – კითხულობდა გაშტერებული
და გონებააბნეული სონია, – ან როგორ, როგორ გაბედეთ... ასე-
თი რამ?.. რატომ, რისთვის?
– იმიტომ და იმისთვის, რომ გამეძარცვა. კმარა, სონია! –
უპასუხა როგორღაც გულნატკენმა და ღონემიხდილმა რასკოლ-
ნიკოვმა.
სონია თავზარდაცემული, გაბრუებული იდგა, მაგრამ უცბად
შეჰყვირა:
– მშიერი იყავი უთუოდ! გინდოდა... დედისთვის გეშველა,
ხომ?
– არა, სონია, არა, – ბუტბუტებდა თავდახრილი რასკოლნი-
კოვი და თან სახეს არიდებდა, – ისე არ მშიოდა... მინდოდა,
მართლა, დედისთვის მეშველა, მაგრამ... არც ეს არის მართა-
ლი... ნუ მტანჯავ, სონია.
სონიამ ხელები გაასავსავა.
– მაშ, ნუთუ ეს ყველაფერი მართალია?! ღმერთო, მართა-
ლია ეს? ვინ დაიჯერებს?.. როგორ მოხდა მაშინ, რომ უკანას-
კნელ გროშს სხვას აძლევთ და მოკალით, რომ გაგეძარცვათ!
ოჰ!.. – შეჰყვირა უცბად, – მაშ, ის ფულიც, კატერინა ივანოვნას
რომ მიეცით... ის ფულიც... ღმერთო ჩემო, ნუთუ ისიც...
– არა, სონია, – გააწყვეტინა საჩქაროდ, – ის ფული არ ყო-
ფილა, დამშვიდდი! დედამ გამომიგზავნა ერთი ვაჭრის ხელით.
ავად ვიყავი, რომ მივიღე, სწორედ იმ დღეს, რა დღესაც კატერი-
ნა ივანოვნას მივეცი... რაზუმიხინმა ნახა... მიღებითაც იმან
მიიღო ჩემ მაგივრად... ჩემი ფული იყო, ჩემი!
სონია ყურს უგდებდა გაშტერებული და რაღაცის მოსაზრებას
ცდილობდა.
– ის ფული კი... თუმცა არ ვიცი, ნამდვილად იყო კი ფული
იქ, – დასძინა ჩუმად, თითქოს დაფიქრებულმა, – ყელიდან ჩა-
მოვხსენი მაშინ მეშის ქისა... მთლად გატენილი... მაგრამ არ მი-
ნახავს, შიგნით რა იყო, ვეღარ მოვასწარი ალბათ... ნივთები კი,
რაღაც ძეწკვები და მაჯის შესაკრავები იყო. ეს ნივთები და ქისა
სხვის ეზოში დავფალი, ვ-ს პროსპექტზე, ქვის ქვეშ, მეორე დღეს
დილითვე... ახლაც იქაა ყველაფერი...
სმენად გადაქცეული სონია გაფაციცებით უგდებდა ყურს.
– მერედა, რატომ... რად თქვით: მინდოდა გამეძარცვაო, და
აღარ აიღეთ? – ჩაეკითხა ისე, როგორც წყალწაღებული ჩაეჭი-
დება ხოლმე ხავსს.
– არ ვიცი, ვერ გადამიწყვეტია, კიდევ ავიღებ ოდესმე იმ
ფულს თუ არა, – ჩაილაპარაკა ისევ ისე ჩაფიქრებულმა, მაგრამ
უეცრად გამოერკვა და გაეცინა, – ეჰ, რა სისულელე წამოვრო-
შე?
სონიას უცბად ფიქრმა გაუელვა: „გიჟი ხომ არ არისო?“ მაგ-
რამ იმავე წამს განდევნა: „არა, აქ უთუოდ სხვა რამ იქნება“. მაგ-
რამ რა, ვეღარ გაეგო საწყალს!
– იცი, სონია, – უთხრა უცბად როგორღაც აღტაცებულმა, –
იცი, რას გეტყვი? მართლაც რომ მხოლოდ იმის გამო მომეკლა,
რომ მშიოდა, – განაგრძობდა რასკოლნიკოვი ხაზგასმით და თან
გულწრფელად შეჰყურებდა, – მაშინ ახლა... ბედნიერი ვიქნებო-
დი! იცოდე ეს! ან შენ რა, რა გინდა ვითომ, – შეჰყვირა ერთი წა-
მის შემდეგ თითქმის სასოწარკვეთილმა, – რა შეგემატებოდა,
შენ რას მოგიტანს ეს სულელური გამარჯვება ჩემზე? ოჰ, სონია,
ნუთუ ამისთვის მოვედი ახლა!
სონიას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გაჩუმდა.
– იმიტომაც გიწვევდი გუშინ, რომ მხოლოდ შენღა მყავხარ.
– სად მიწვევდი? – შეეკითხა სონია.
– რასაკვირველია, არა საქურდლად და ვინმეს მოსაკლავად,
ნუ წუხხარ, ამიტომ არა, – გაეცინა მწარედ, – სხვანაირები ვართ
ჩვენ... იცი, სონია, ახლა გავიგე და მივხვდი მხოლოდ: სად გიწ-
ვევდი გუშინ! გუშინ კი, რომ გიწვევდი, არც ვიცოდი, არც მესმო-
და, სად. მხოლოდ ამიტომ კი არ მოვედი, ერთს გთხოვდი: თავი
არ დაგენებებინა. მარტო არ დამტოვებ, სონია?
სონიამ მაგრად მოუჭირა ხელზე ხელი.
– მაგრამ, რატომ ვუთხარი ნეტავ, რატომ გავუმხილე! – შეჰ-
ყვირა სასოწარკვეთილმა წამის შემდეგ და უსაზღვრო ტანჯვით
დაუწყო ცქერა, – აი, ახლაც იმას ელი, რომ აგიხსნა, სონია! ზი-
ხარ და მიცდი, ვხედავ ამას; მაგრამ, რაღას გეტყვი? ვიცი, ვერა-
ფერს გაიგებ, დაიტანჯები მხოლოდ... ჩემ გამო! აი, კიდევ ტირი
და მეხვევი, მაგრამ რად, რად მეხვევი? იმიტომ, რომ მე თვითონ
ვეღარ ავიტანე და სხვას ავეკიდე: „შენც იტანჯე ჩემთან და მეც
შეღავათს ვიგრძნობ-მეთქი!“ მერედა, შეგიძლია შეიყვარო ასეთი
ადამიანი?
– განა შენ არ იტანჯები? – შეჰყვირა სონიამ.
იმავე გრძნობამ კვლავ ტალღასავით დარია ხელი, წამით
კვლავ აუჩვილა გული.
– სონია, იცოდე, ბოროტი ვარ; ბევრი რამ ამით აიხსნება.
იმიტომ მოვედი, რომ ბოროტი ვარ. არიან ისეთებიც, რომლებიც
არ მოვიდოდნენ. მე კი მშიშარა ვარ და... საზიზღარი! სულმდაბა-
ლი! მაგრამ... დაე! ყველა ეს კიდევ არაფერია... უნდა ვთქვა, მე
კი ვერ მომიხერხებია...
რასკოლნიკოვი შედგა, დაფიქრდა.
– ეეჰ, არა, სხვადასხვანი ვართ! – შეჰყვირა კვლავ, – ერთმა-
ნეთს ვერ შევედარებით. მაგრამ რისთვის მოვედი, რისთვის? ვე-
რასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს!
– არა, არა, კარგია, რომ მოხვედი! – ეუბნებოდა სონია, – უმ-
ჯობესია, ვიცოდე! ბევრად უმჯობესია!
გულისტკივილით შეხედა რასკოლნიკოვმა.
– იქნებ, მართლაც ასეა! – ჩაილაპარაკა, თითქოს რაღაც
მოიფიქრაო, – ასე იყო, დიახ! აი, რა არის; მინდოდა, ნაპო-
ლეონი გავმხდარიყავი, იმიტომ მოვკალი! ახლა ხომ გესმის?
– არა, – მიუგო გულუბრყვილოდ და მოკრძალებით სონიამ,
– მაგრამ... მითხარი! მივხვდები, ჩემებურად ყველაფერს მივ-
ხვდები! – ეხვეწებოდა სონია.
– მიხვდები? კარგი, მაშ, ვნახოთ!
რასკოლნიკოვი გაჩუმდა, კარგა ხანს რაღაცას ფიქრობდა.
– საქმე რაცაა, გეტყვი: ერთხელ ჩემს თავს ასეთი კითხვა და-
ვუსვი: როგორ მოიქცეოდა-მეთქი ჩემს ადგილზე ნაპოლეონი,
რომ სახელის შესაქმნელად ჯერ არსად არც ტულონისა და ეგ-
ვიპტის ხსენება ყოფილიყო, არც მონბლანისა, რომ ამ უკვდავი
საქმეების ნაცვლად ვიღაც სასაცილო რეგისტრატორის ნაქვრი-
ვალი ბებრუხანა ჰყოლოდა მხოლოდ, რომელიც უნდა მოეკლა
და გაეძარცვა (რომ საქმე დაეწყო, სახელი შეექმნა, გესმის?),
როგორ მოიქცეოდა ნეტავ, გაბედავდა და იზამდა ამას, მეტი გზა
რომ არ ჰქონოდა? ხომ არ დაირცხვენდა, რომ ასეთი წვრილმა-
ნი რამ იყო და... ამასთან, ცოდვაც? ასე რომ, დიდხანს ვიტანჯე,
საკმაოდ დიდხანს ამ „საკითხის“ გადასაწყვეტად; ისე დიდხანს,
რომ შემრცხვა კიდეც ბოლოს, როცა მივხვდი (როგორღაც უც-
ბად), რომ დაირცხვინა კი არა, ფიქრადაც არ მოუვიდოდა, რომ
ეს წვრილმანი იყო... პირიქით, ვერც მიხვდებოდა, რა იყო აქ და-
სარცხვენი! ეჭვი არ არის, თუ სხვა გზა არ ჰქონდა, მიახრჩობდა
ისე, წამითაც არ დაფიქრდებოდა, ხმასაც არ ამოაღებინებდა! და
აი, მეც ფიქრისგან გამოვერკვიე... მივახრჩვე ისევე... როგორც
ამას ნაპოლეონი იზამდა. ასე მოხდა ყველაფერი! გაგეცინა? დი-
ახ, სონია, იქნება ისიც იყოს აქ ყველაზე სასაცილო, რომ შეიძ-
ლება ნამდვილად ასე მოხდა.
მაგრამ სონიას გაცინება ფიქრადაც არ მოსვლია.
– ჯობს პირდაპირ მითხრათ... მაგალითების გარეშე, – სთხო-
ვა უფრო მოკრძალებით და თითქმის ჩურჩულით სონიამ.
რასკოლნიკოვმა სახე შეატრიალა, ნაღვლიანად შეხედა და
ხელი დაუჭირა.
– მართალი ხარ, სონია, ყველაფერი ეს სისულელეა და ყბე-
დობა მხოლოდ! ხედავ: კარგად იცი, დედაჩემს არაფერი აქვს.
დამაც შემთხვევით მიიღო განათლება. ახლა კი, კარდაკარ უნდა
იაროს აღმზრდელად. მხოლოდ ჩემი იმედი ჰქონდათ. ვსწავ-
ლობდი, მაგრამ ფული დამაკლდა უნივერსიტეტში და იძულებუ-
ლი ვიყავი, დროებით თავი დამენებებინა. თუნდაც ასე ყოფილი-
ყო საქმე, მაინც შემეძლო, ათი-თორმეტი წლის შემდეგ (თუ გა-
რემოება ხელს შემიწყობდა) მასწავლებლის ან მოხელის ადგი-
ლი მეშოვა, ასი თუმანი ხელფასი მქონოდა (ლაპარაკობდა,
თითქოს დაზეპირებული აქვსო)... იმ დროს კი, მუდმივი ზრუნვი-
თა და დარდით, დედა მთლიანად ჩამოხმებოდა, ვერაფრით ვა-
ნუგეშებდი, დას კიდევ... ვინ იცის, უარესიც დაემართებოდა!.. ან
კი, როგორ უნდა ამერიდებინა თვალი, მთელი ჩემი სიცოცხლე
გარეწრად გამეტარებინა, ყველაფრისთვის ზურგი შემექცია, დე-
დაც დამევიწყებინა, დის შეურაცხყოფაც მორჩილებით მომეთმი-
ნა? რისთვის? მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დამემარხა და სამა-
გიეროდ, სხვები – ცოლ-შვილი – შემეძინა და ისინიც ულუკმაპუ-
როდ დამეტოვებინა, ღარიბ-ღატაკად? და... ამიტომ, გადავწყვი-
ტე, ბებრუხანას ფულები სასწრაფოდ გამომეყენებინა, დედა არ
შემეწუხებინა, უნივერსიტეტის შემდეგაც, პირველ ხანებში, ფეხი
როგორმე მომემაგრებინა, და ყველაფერი ისე მომეწყო, რომ
დამოუკიდებელი გზა მქონოდა... აი... ხედავ, სულ ეს იყო... რა-
საკვირველია, ბებრუხანა რომ მოვკალი, ცუდი ვქენი.. მაგრამ
მორჩა, გათავდა!

როცა ღონემიხდილმა დაამთავრა, თავი ჩაკიდა. – ოჰ, არა, არა,


არა! – იძახდა შეწუხებული სონია, – არ შეიძლება... ასე არ არის,
არა!
– თვითონ ხედავ, რომ ასეა!..
– ოჰ, რის მართალი! ღმერთო!
– მე მხოლოდ ტილი მოვკალი, სონია, უსარგებლო, საძაგე-
ლი, მავნე.
– როგორ, ადამიანი ტილია?!
– ეგ ხომ მეც ვიცი, რომ ტილი არ არის, – მიუგო რასკოლნი-
კოვმა და უცნაურად შეხედა, – მაგრამ ვტყუი, სონია, – დასძინა
მაშინვე, – დიდი ხანია, ვტყუი... ასე არ არის; მართალს ამბობ.
სხვა მიზეზი იყო აქ, სხვა მიზეზი... დიდი ხანია, სონია, აღარავის-
თან მილაპარაკია... თავი საშინლად მტკივა.
თვალები ციებიანივით უელავდა, ლამის ბოდავდა, ტუჩებზე
მოუსვენარი ღიმი უკრთოდა. ეტყობოდა, რომ სულიერი მღელ-
ვარებისგან საშინლად დასუსტდა, ღონე გამოეცალა. მასაც თავ-
ბრუ დაესხა. უცნაურია, ისე ლაპარაკობდა, რომ გასაგები იყო ვი-
თომ, მაგრამ... „მაგრამ როგორ, როგორ მოხდა! ოჰ! ღმერთო!“
სასოწარკვეთილი სონია ხელებს იმტვრევდა.
– არა, სონია, ასე არ არის! – დაიწყო ხელახლა და თავი
მსწრაფლ ასწია, თითქოს ახალმა აზრმა გაუელვა და გამოაფ-
ხიზლაო, – ასე არ არის! უმჯობესია... იფიქრო (მართლაც რომ
უმჯობესია), იფიქრო, რომ თავმოყვარე ვარ, შურიანი, ბოროტი,
საძაგელი, დიახ... და იქნებ შეშლილიც (დაე, ყველა ერთად
იყოს! შეშლილობას კი წინათაც ამბობდნენ, შევნიშნე). მართა-
ლია, გითხარი, უნივერსიტეტში ფული არ მეყო-მეთქი, მაგრამ იქ-
ნებ შემეძლო კიდეც? დედა სწავლის ფულს გამომიგზავნიდა შე-
სატანად, ჩაცმა-დახურვასა და ჭამა-სმისთვის კი მეც ვიშოვიდი
უთუოდ, ვიმუშავებდი! გაკვეთილები გამიჩნდა; ორ-ორ მანეთს იძ-
ლეოდნენ. ასე არ მუშაობს რაზუმიხინიც? მაგრამ გავბოროტდი,
აღარ მოვინდომე. დიახ, გავბოროტდი (კარგი სიტყვაა), ობობა-
სავით ჩემს კუთხეში მივიყუჟე, მივიმალე. ხომ იყავი ჩემს სორო-
ში, ხომ გინახავს?.. მერედა, იცი, სონია, რომ დაბალი და ვიწრო
ოთახები სულსაც და გონებასაც ავიწროებენ? ოჰ, როგორ მძულ-
და ეს სორო! მაინც არ მინდოდა! მთელი დღეებით შინ ვიყავი,
მაგრამ არაფერს ვაკეთებდი, არაფერი მინდოდა: არც სმა, არც
ჭამა, სულ ვიწექი. მომიტანდა ნასტასია – ვჭამდი, არადა – ვიყავი
ისე უჭმელი მთელი დღე და ღამე. გაბოროტებული, განგებ არ
ვითხოვდი საჭმელს! ღამღამობით სანთელი არ მენთო, ვიწექი
სიბნელეში, მუშაობა კი არ მინდოდა, რომ სანთელი მეყიდა. ჩემ-
თვის სწავლა იყო საჭირო, ყველა წიგნი კი გავყიდე. მაგიდაზე
ნაწერებსა და რვეულებს დღემდე თითის სისქე მტვერი ადევს.
უფრო წოლა და ერთთავად ფიქრი მიყვარდა... სიზმრებსაც სულ
უცნაურს ვხედავდი, სხვადასხვანაირებს, სათქმელად არც კი
ღირს! მაგრამ მაშინვე მელანდებოდა, ვითომ... თუმცა, არა, არ
გიამბობ! გესმის, რა ხდება? ვეკითხებოდი ჩემს თავს: ისეთი სუ-
ლელი როგორ ვარ, რომ ვიცი, ყველანი სულელები არიან და
მე კი მაინც არ ვცდილობ, გონიერება მოვიკრიბო-მეთქი? მერე
იმასაც მივხვდი, სონია, რომ დიდხანს მომიწევდა ცდა, სანამ ყვე-
ლანი გონს მოეგებოდნენ. გავიგე კიდევ ბოლოს, რომ არასო-
დეს ეს არ მოხდებოდა; რომ ხალხი არ გამოიცვლებოდა, არც
გადაკეთდებოდა. ცდა ამაო იქნებოდა! დიახ! ასეა!.. კანონია მათ-
თვის ასეთი... კანონი, სონია! ასეა, დიახ!.. ახლა კი ვიცი, რომ ის
არის მათი მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით
ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც
მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის;
ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე
იყო აქამდე, ასე იქნება ამას იქითაც! მხოლოდ უსინათლო ვერ
გაარჩევს და დაინახავს ამას!
ეუბნებოდა რასკოლნიკოვი სონიას და თან სახეში შესცქერო-
და, მაგრამ აღარ ზრუნავდა იმაზე, გაიგებდა თუ არა იგი ნათ-
ქვამს. გააცივა საშინლად. დაღვრემილი და როგორღაც უც-
ნაურად აღტაცებული იყო (მართლაც რომ დიდი ხანია არავის-
თან ულაპარაკია!).
მიუხვდა სონია, რომ რასკოლნიკოვს საშინლად ჰქონდა გუ-
ლი გატეხილი და ეს ბნელი რწმენაღა შერჩენოდა.
– მივხვდი მაშინ, სონია, – განაგრძობდა კვლავ გატაცებით, –
რომ ძალაუფლება მხოლოდ მის ხელთ არის, ვინც აიღებს. ერ-
თია მხოლოდ საჭირო: გაბედოს კაცმა. ერთი აზრი მომივიდა მა-
შინ, ჩემს სიცოცხლეში პირველად, რომელიც ადრე ფიქრად
არასოდეს არავის მოსვლია! დღესავით ნათლად წარმომიდგა
უცბად, რატომ აქამდის არავის გაუბედავს და ყველა ამ სისულე-
ლისთვის უცებ ბოლო არ მოუღია-მეთქი! და... აი, მოვისურვე და
მოვკალი... მე მხოლოდ მოვინდომე, გამებედა, სონია, მეტი არა-
ფერი.
– გაჩუმდი, გაჩუმდი! – შეჰყვირა სონიამ და ხელი ხელს გაკ-
რა, – ღმერთს განუდექით და აკი დაგსაჯათ კიდეც, ეშმაკს მიგყი-
დათ!..
– ეს იგი, სონია, ბნელში რომ ვიწექი ხოლმე და მუდამ რა-
ღაც მელანდებოდა, ეშმაკი მაცდენდა, არა?
– გაჩუმდით! ნუ იცინით უღმერთოდ, არაფერი გაგეგებათ!
ოჰ, ღმერთო! ის ვერაფერს შეიგნებს!
– არა, სონია, სულაც არ ვიცინი! თავადაც ვიცი, რომ ეშმაკი
მაგულიანებდა. ჩუ, სონია, ჩუ! – გაუმეორა დაჟინებით, – ყველა-
ფერი ვიცი, ყველაფერი ეს ათასჯერ მაქვს ნაფიქრი და ნაჩურჩუ-
ლევი ჩემდათავად, მარტო რომ ვიწექი ხოლმე სიბნელეში... ვინ
იცის, რამდენჯერ ჩემს თავს შევკამათებივარ თვით უმნიშვნელო
წვრილმანზეც კი; ყველაფერი ვიცი, ყველაფერი! ისე მომწყინდა,
ისე მომბეზრდა მაშინ ეს ყბედობა, რომ მინდოდა, ყველაფერი
დამევიწყებინა და მერე ხელახლა დამეწყო, სონია. მინდოდა,
ყბედობას შევშვებოდი! იქნება გგონია, სულელივით თავაღერე-
ბული წავედი? მე ძალზე გონივრულად წავედი ამაზე და სწორედ
ამან დამღუპა! ან იქნება გგონია, მაგალითად, რომ, რაკი შევე-
კითხე ჩემს თავს: მაქვს თუ არა უფლება-მეთქი, ამიტომ არ ვიცო-
დი, მქონდა თუ არა უფლება. ან, რომ ვეკითხებოდი ჩემს თავს:
ტილია ადამიანი თუ არა-მეთქი? არ ვიცოდი, რომ ტილი არ იყო
ჩემთვის ადამიანი? ტილია მხოლოდ მისთვის, ვისაც ფიქრად არ
მოსდის ამგვარი კითხვა და პირდაპირ მიდის... თუ ამდენი ხანი
ვიტანჯე და ვფიქრობდი: მოკლავდა ნაპოლეონი თუ არა-მეთქი?
ჩანს, ნათლად მიგრძნია, რომ ნაპოლეონი არ ვიყავი... ყოველი-
ვე ამან, ვინ იცის, როგორ დამტანჯა, სონია; ამიტომ მოვინდომე,
როგორმე თავი დამეღწია ამ უბედურებისთვის; მოვინდომე, სო-
ნია, მომეკლა პირდაპირ, დაუფიქრებლად, მომეკლა ჩემთვის,
მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის! არ მინდოდა, მეცრუა ჩემი თა-
ვის წინაშე! იმიტომ კი არ მოვკალი, რომ დედისთვის მეშველა
რამე, – არა, სისულელეა! არც იმისთვის, რომ ფული ჩამეგდო
ხელთ და კაცობრიობის კეთილისმყოფელი გავმხდარიყავი. არა,
არა, სისულელეა! ისე მოვკალი, უბრალოდ: ჩემთვის მოვკალი,
საცდელად! მერე კი, მართლა ვინმეს კეთილისმყოფელი გავ-
ხდებოდი, ან მთელი სიცოცხლე იმას ვეცდებოდი, რომ ობობასა-
ვით ქსელში გამება ყველა და უკანასკნელი სისხლი გამომეწოვა.
ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი იმჟამად!.. არც ფული მინდო-
და მარტო, სონია, რომ ვკლავდი; იმდენად ფული არ მინდოდა,
როგორც სხვა რამ... ახლა უკვე ყველაფერი ვიცი... მომისმინე:
იმავე გზით რომ მევლო, იქნება და, აღარც გამემეორებინა
ოდესმე მკვლელობა. სხვა რამ მინდოდა გამეგო, სხვა რამ
მაიძულებდა; მინდოდა გამეგო მაშინ და გამეგო საჩქაროდ, ტი-
ლი ვიყავი მხოლოდ, როგორც სხვები, თუ მართლა ადამიანი?
შევძლებდი დაბრკოლებათა გადალახვას, თუ ვერ? გავბედავდი,
ამეღო, თუ ვერა? მძრწოლარე რამ ქმნილება ვიყავი, თუ უფლე-
ბა მქონდა?
– უფლება, ხალხი რომ გეხოცა? – გაასავსავა ხელები სონი-
ამ.
– ეეჰ, სონია! – შესძახა გაბრაზებულმა და უნდოდა საწინააღ-
მდეგო ეთქვა, მაგრამ გაჩუმდა, – ნუ მაწყვეტინებ, სონია! მინდო-
და მხოლოდ ერთი რამ დამემტკიცებინა შენთვის: რომ ეშმაკმა
ჯერ მაცდუნა და მერეღა ამიხსნა მხოლოდ, რომ უფლება არ
მქონდა, ასე მოვქცეულიყავი; რომ მეც ისეთივე ტილი ვიყავი,
როგორიც სხვები. ერთი სიტყვით, სასაცილოდ ამიგდო, და აი,
მოვედი შენთან! მიმიღე სტუმრად! მართლა ტილი რომ არ ვყო-
ფილიყავი, განა მოვიდოდი შენთან? ყური დამიგდე: ბებრუხანას-
თან რომ წავედი მაშინ, საცდელად მივედი მხოლოდ, საცდე-
ლად!
– და ხომ მოკალი?! მოკალი!
– დიახ, მაგრამ როგორ მოვკალი? განა ასე კლავს ვინმე?
განა ასე მიდიან მოსაკლავად, როგორც მე წავედი მაშინ? თო-
რემ გიამბობ ოდესმე, როგორ წავედი. მერე განა ბებრუხანა მოვ-
კალი? ჩემივე თავი მოვკალი და არა ბებრუხანა! ასე დავღუპე
უცებ ჩემი თავი, სამუდამოდ!.. ბებრუხანა კი ეშმაკმა მოკლა და
არა მე... კმარა, სონია, კმარა! თავი დამანებე! – შეჰყვირა უცბად
აცახცახებულმა და მწარედ დაღონებულმა, – თავი დამანებე!
მუხლისთავს დაეყრდნო, წაივლო თავში ხელები და მარწუ-
ხივით მოუჭირა.
– როგორ იტანჯები! – აღმოხდა გულიდან მწუხარებით სონი-
ას.
– რა ვქნა ახლა, მითხარი! – დაეკითხა რასკოლნიკოვი და
თავი ასწია.
– რა ვქნა! – შესძახა და წამოხტა. ცრემლით სავსე თვალები
რაღაცნაირად გაუბრწყინდა, – წამოდექი! – უთხრა (მხარში ხელი
ჩაავლო. წამოდგა რასკოლნიკოვიც. გაკვირვებული შეჰყურებდა)
– წადი ახლავე, დადექი გზაჯვარედინზე, თაყვანი ეცი და ეამბო-
რე ჯერ მიწას, რომელიც შეაგინე, მერე მთელ ქვეყანას, ოთხსავე
მხარეს და ხმამაღლა უთხარი ყველას: „მე მოვკალი!“ მაშინ
ღმერთი კიდევ მოგანიჭებს სიცოცხლეს. წახვალ? წახვალ? –
ეკითხებოდა აცახცახებული სონია და თან რასკოლნიკოვის ხე-
ლები ჩაებღუჯა ისე მაგრად, თითქოს მარწუხს უჭერსო, ცეცხლი-
ვით აღგზნებული თვალებით შეჰყურებდა.
საოცრად გაუკვირდა რასკოლნიკოვს სონიას ასეთი
მოულოდნელი აღტაცება.
– კატორღაზე მელაპარაკები, სონია? თვითონ დავასმინო
ჩემი თავი? – შეეკითხა.
– ტანჯვა უნდა იკისრო და ცოდვა მოინანიო, აი, რა არის სა-
ჭირო.
– არა, არ წავალ, სონია.
– მერე ცხოვრებას როგორ აპირებ? როგორღა აპირებ
ცხოვრებას? – ეკითხებოდა სონია, – ნუთუ, ეს შესაძლებელია კი-
დევ? როგორ უნდა ელაპარაკო დედას (ოჰ, იმათ რაღა დაემარ-
თათ)? მაგრამ რას ვამბობ, ნეტავ! ხომ უკვე მიატოვე დედაც და
დაც. თავი ხომ დაანებე? ოჰ, ღმერთო! – შეჰყვირა სონიამ, –
თვითონაც ხომ კარგად იცი ეს! როგორ გინდა, ადამიანების გა-
რეშე იცოცხლო? რა მოგელის?
– ნუ ბავშვობ, სონია, – წყნარად უთხრა რასკოლნიკოვმა, –
რით ვარ მათთან დამნაშავე? რატომ წავიდე? რა უნდა ვუთხრა?
ყველაფერი ეს მხოლოდ აჩრდილია და მოჩვენება. თვითონ
რომ მილიონობით ტანჯავენ ხალხს და თან ქველობადაც ით-
ვლიან ამას, გაიძვერები და ფლიდები არიან ყველანი, სონია!..
არ წავალ. მერე რა ვუთხრა: რომ მოვკალი და ფულის აღება კი
ვეღარ გავბედე, ქვის ქვეშ დავმალე-მეთქი? – დასძინა მწარე და-
ცინვით, – მაშინ ხომ თვითონვე დამიწყებენ დაცინვას: ჩურჩუტი
ყოფილხარ, რომ არ აიღეო. მხდალი და ტუტუცი ყოფილხარო!
ვერ გაიგებენ, სონია, რად ჩავიდინე ეს, და არც არიან ღირსები,
გაიგონ. არ წავალ, ნუ ბავშვობ, სონია...
– გაიტანჯები, გაიტანჯები! – იმეორებდა სასოწარკვეთილი
მუდარით სონია და თან ხელებს იწვდიდა რასკოლნიკოვისკენ.
– იქნებ ტყუილად ვკიცხავ ჩემს თავს, – შენიშნა დაღვრემილ-
მა და ფიქრში წასულმა, – იქნებ, კიდევაც ადამიანი ვარ და არა
ტილი და ავჩქარდი მხოლოდ, თავი გავიმტყუნე? ჯერ ვიბრძო-
ლებ.
და როგორღაც მედიდურად გაიღიმა.
– როგორ? გინდა ასე იტანჯო მთელი სიცოცხლე?..
– მივეჩვიე... – ჩაილაპარაკა მოღუშულმა, დაფიქრებულმა. –
მომისმინე, – დაიწყო ერთი წამის შემდეგ, – კმარა ტირილი.
დროა, საქმეს შევუდგეთ: მოვედი სათქმელად, რომ უკვე მეძე-
ბენ...
– ოჰ! – შეჰყვირა შეშინებულმა სონიამ.
– რაო, რა იყო, რად შეჰყვირე! შენ თვითონ გინდა, კატორ-
ღაში წავიდე და ახლა შეგეშინდა? აი, რას გეტყვი მხოლოდ: არ
დავნებდები. შევებრძოლები, ვერაფერს მიზამენ. სამხილებელი
საბუთი არა აქვთ. გუშინ მეგონა, რომ მთლად დავიღუპებოდი,
მაგრამ დღეს გამოკეთდა საქმე. ყველა მათი საბუთი ორაზროვა-
ნია. ხელს ვერ დამადებენ; პირიქით, შემიძლია ყველა მათი
ბრალდება ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო, გესმის?.. და ასეც
ვიზამ. იმიტომ, რომ ვისწავლე უკვე... მაგრამ დაპატიმრებით კი
დამაპატიმრებენ. ერთ შემთხვევას რომ არ შეეშალა ხელი, იქნებ
დღესაც დავეპატიმრებინე. თუმცა, შეიძლება მაინც დამაპატიმ-
რონ... არა უშავს, სონია; ვიჯდები, გამომიშვებენ... რადგან არც
ერთი დამადასტურებელი საბუთი არა აქვთ და არცუ ექნებათ,
გარწმუნებთ. იმას კი, რაც ხელთ აქვთ, კაცის დაღუპვა არ შეუძ-
ლია. კმარა... მარტო შენ გეუბნები, რომ იცოდე... დედას და დას
როგორმე დავარწმუნებ, რომ არ შეშინდნენ... და, მგონი, მოგვა-
რებულია უკვე ეგ საქმე... მაშასადამე, დედაც... მორჩა და გათავ-
და. ფრთხილად იყავი მაინც. მნახავ ხოლმე, ციხეში რომ ვიჯდე-
ბი?
– ოჰ, რასკოლნიკოვ, გნახავ!
ისხდნენ ორივენი ერთად, მოწყენილები, თითქოს ქარიშ-
ხალს სადმე ზღვის უკაცრიელ ნაპირზე გაურიყავსო. უყურებდა
რასკოლნიკოვი და გრძნობდა, რომ ძალიან უყვარდა სონიას;
ეუცნაურა უცბად და ემძიმა, გული ეტკინა, ნეტავ, რის გამო უყ-
ვარდა. დიახ, უცნაური იყო და საზარელი ეს გრძნობა! სონიას-
თან რომ მიდიოდა, გრძნობდა, რომ ის იყო ერთადერთი იმედი,
ხსნა; ეგონა, ცოტათი მაინც იგრძნობდა შვებას. ახლა კი, როცა
უკვე მოინადირა სონიას გული, იგრძნო და მიხვდა, რომ წინან-
დელზე მეტად უბედური იყო.
– სონია, – სთხოვა რასკოლნიკოვმა, – ჯობს, არ მინახულო,
ციხეში როცა ვიჯდები.
სონიას არ უპასუხია, ტიროდა. რამდენიმე წამმა ასე განვლო.
– ჯვარი არ გაქვს გულზე? – დაეკითხა ბოლოს, თითქოს ახ-
ლახან გაახსენდაო.
რასკოლნიკოვმა თავიდან თითქოს ვერ გაიგო, რას ეკითხე-
ბოდნენ.
– არ გაქვს? დაიჭირე ეს კვიპაროსის ჯვარი, მე მეორეს გავი-
კეთებ, სპილენძის, ლიზავეტას ნაქონს. ჩვენ ჯვრები გავცვალეთ:
მან თავისი მომცა, მე ჩემი ხატი მივეცი. ახლა ლიზავეტასას ვატა-
რებ, შენ ჩემი გქონდეს. დაიჭი, აჰა... ჩემია! გესმის, ჩემია! – შეს-
თხოვდა სონია, – ერთად ვიკისროთ ტანჯვა. ერთადვე ვზიდოთ
ჯვარიც!..
– მოიტა! – უთხრა რასკოლნიკოვმა. არ უნდოდა ეწყენინები-
ნა, მაგრამ გაწვდილი ხელი იმავე წამს უკან წაიღო.
– ახლა არა, სონია! ჯობს, მერე იყოს, – დასძინა მაშინვე,
რომ დაემშვიდებინა.
– მართალია, მართალი, მერე ჯობს, – გაიმეორა გახარე-
ბულმა, – ტანჯვას რომ შეუდგები, მაშინ გაიკეთე. მოხვალ, ჩა-
მოგკიდებ, ვილოცებთ ორივენი და წავალთ.
სწორედ ამ დროს კარზე ვიღაცამ სამჯერ დააკაკუნა.
– სოფია სემიონოვნა, შეიძლება შემოვიდე? – მოისმა ვიღა-
ცის ნაცნობი ხმა.
შეშინებული სონია კარისკენ გაქანდა. ოთახში ქერათმიანმა
ლებეზიატნიკოვმა შემოყო თავი.

ლებეზიატნიკოვი შეშფოთებული ჩანდა.


– ყგეახელით, სოფია სემიონოვნა, უკაცრავად... არ მეგონა,
აქ თუ გნახავდით, – მიმართა რასკოლნიკოვს, – ანუ, არა მიფიქ-
რია რა... იმგვარი... მაგრამ მეგონა მაინც... კატერინა ივანოვნა
ჭკუიდან შეიშალა, – მიახალა უცბად სონიას.
სონიამ შეჰყვირა.
– ანუ, ასე ვფიქრობ, თუმცა... აღარ ვიცი, რა ვუყო! დაბრუნდა
შინ, – მეგონა, საიდანღაც გამოაგდეს და თან ცემეს-მეთქი... ჩვენ
მაინც ასე გვეჩვენა... სიმონ ზახარიჩის უფროსთან ყოფილა, შინ
არ დახვედრია, – ვიღაც გენერალთან წასულიყო სადილად...
წარმოიდგინეთ, ამდგარა და პირდაპირ იქით გაქანებულა, სადაც
ის იყო... ანუ მეორე გენერალთან, და წარმოიდგინეთ, გამოუძა-
ხია სემიონ ზახარიჩის უფროსი, თან სუფრიდან აუყენებია. შეგიძ-
ლიათ წარმოიდგინოთ, რა ამბავი ატყდებოდა? რასაკვირველია,
გამოუგდიათ; კატერინა ივანოვნა კი გვიამბობს, ვითომ თვითონ
გაულანძღავს. თუმცა შესაძლებელიცაა... რატომ არ დააჭერინეს,
არ მესმის! ახლა ყველას უამბობს, ამალია ივანოვნასაც, მაგრამ
ვერაფერი გაგვიგია... ჰო, მართლა: იძახის და ყვირის, რაკი ყვე-
ლამ თავი დამანება, წავიყვან ბავშვებს და ქუჩა-ქუჩა ვივლი არ-
ღნით, ვიმღერებ და ბავშვებსაც ვათამაშებ და ვამღერებო, ფულს
ისე მოვკრებ, გენერალსაც ყოველდღე ფანჯრის წინ გავუვლ--
გამოვუვლიო... „ნახონ დაე, მოხელის კეთილშობილი შვილები
როგორ დაძრწიან ქუჩა-ქუჩა და მათხოვრობენო!“. ბავშვებსაც
სცემს სულ და ისინიც ტირიან. ლენას „ხუტორიკის“ სიმღერას ას-
წავლის, ბიჭს – ცეკვას, პოლინა მიხაილოვნასაც; კაბებს ხევს,
რაღაც ქუდებს უკეთებს მსახიობებივით; თვითონ ტაშტის წაღებას
აპირებს, რომ მუსიკის მაგივრად აბრახუნოს... არავის უსმენს...
როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ?
ლებეზიატნიკოვი კიდევ არ შეწყვეტდა ლაპარაკს, სონიას,
რომელიც სულს ძლივსღა იბრუნებდა, უცბად წამოსასხამისა და
ქუდისთვის რომ არ დაევლო ხელი და ოთახიდან არ გავარდნი-
ლიყო. მირბოდა და თან იხურავდა ქუდს. რასკოლნიკოვიც მა-
შინვე უკან გაჰყვა. რასკოლნიკოვს ლებეზიატნიკოვიც მიჰყვა
თან.
– ჭკუიდან შეიშალა! – ეუბნებოდა ლებეზიატნიკოვი რასკოლ-
ნიკოვს ქუჩაში, – არ მინდოდა, სოფია სემიონოვნა შემეშინებინა,
იმიტომ ვეუბნებოდი: „მგონია-მეთქი“, მაგრამ ეჭვი აღარაა. ამბო-
ბენ, ჭლექიანს ტვინზე მუწუკებს გამოაყრის ხოლმეო; ვაი, რომ
მკურნალობისა არაფერი ვიცი. მაინც ვეცადე, როგორმე დამერ-
წმუნებინა, მაგრამ ყურს აღარავის უგდებს.
– მუწუკებზე ელაპარაკებოდით?
– არა, მუწუკებზე არა. რას გაიგებდა, აბა! იმას ვამბობ: ადა-
მიანი რომ დავარწმუნოთ, სატირალი არა გვაქვს რაო, მარ-
თლაც გაჩუმდება, შეწყვეტს ტირილს. თქვენ, თქვენ როგორ გგო-
ნიათ, არ გაჩუმდება?
– მაშინ ხომ მეტად ადვილი იქნებოდა ქვეყნად ცხოვრება, –
უპასუხა რასკოლნიკოვმა.
– მოითმინეთ, მოითმინეთ! რასაკვირველია, კატერინა ივა-
ნოვნას დარწმუნება ძნელია; მაგრამ მოგეხსენებათ, რომ პარიზ-
ში უკვე სცადეს: შეიძლება თუ არა შეშლილების წამლობა მარ-
ტოდმარტო ლოგიკური ჩაგონებით. ერთმა ახლახან გარდაც-
ვლილმა თვალსაჩინო მეცნიერმა და პროფესორმა დაიწყო შეშ-
ლილების ასე წამლობა. პროფესორის ძირითადი აზრი ისაა,
რომ შეშლილების ორგანიზმში არანაირი ცვლილება არ არის
ხოლმე; ანუ შეშლილობა მხოლოდ მსჯელობის ლოგიკური შეც-
დომაა, მცდარი აზრია მხოლოდ. ნელ-ნელა შთაგონებით თურმე
ავადმყოფს უმტკიცდებოდა აზრი და რწმუნდებოდა, რომ ის ცდე-
ბოდა და, წარმოიდგინეთ, ამბობენ, კარგ შედეგსაც აღწევდაო!
მაგრამ, რაკი, ამავე დროს, წყლითაც წამლობდა, ეჭვობენ, რომ
შთაგონებას ჰქონდა აქ მხოლოდ ძალა... ყოველ შემთხვევაში,
ასეა საქმე...
დიდი ხანი იყო, უკვე აღარ უგდებდა ყურს. რასკოლნიკოვი
მივიდა თუ არა თავის სახლთან, დაუქნია თავი ლებეზიატნიკოვს
და ეზოში შეუხვია. ლებეზიატნიკოვიც გამოფხიზლდა, მობრუნდა,
შინისკენ გაიქცა.
შევიდა რასკოლნიკოვი თავის ბინაში და შუა ოთახში შედგა.
„რისთვის დაბრუნდა ნეტავ?“ გადახედა გაყვითლებულ, აგლე-
ჯილ შპალერს, სქლად ნადებ მტვერს, ტახტს... ეზოდან რაღაც
გამაყრუებელი, განუწყვეტელი კაკუნი ისმოდა: სადღაც ლურ-
სმანს აჭედებდნენ თითქოს... მივიდა ფანჯარასთან, შედგა თითის
წვერებზე და დიდხანს ყურადღებით რაღაცას ათვალიერებდა
ეზოში. მაგრამ ეზო ცარიელი იყო. არ ჩანდა, ვინ აკაკუნებდა.
მარცხნივ, გვერდიდან მიდგმულ შენობაში, აქა-იქ ღია ფანჯრები
მოჩანდა, ფანჯრებზე ბაბუაწვერას ქოთნები იდგა. ზოგან საცვლე-
ბიც გამოეფინათ... ყველაფერი ეს ზეპირად იცოდა. მიბრუნდა,
დივანზე დაჯდა.
სხვა დროს არსად უგრძნია ასეთი საზარელი მარტოობა!
დიახ, ერთხელ კიდევ იგრძნო, რომ შეეძლო, მართლაც
შეეძულებინა სონია, და სახელდობრ ახლა, როდესაც უარესად
გააუბედურა.
„რატომ მივიდა ნეტავ და აატირა? რად უნდოდა, რომ მის-
თვისაც მოეწამლა სიცოცხლე? ოჰ, სულმდაბლობავ!“
– დავრჩები მარტო! – წარმოთქვა უცბად, – და აღარც ციხეში
ივლის!
ხუთიოდე წუთის შემდეგ თავი ასწია და უცნაურად გაიღიმა.
უცნაური აზრი გაუჩნდა: „იქნება მართლაც კატორღაზე სჯობდეს“,
– გაიფიქრა.
არ ახსოვდა, რამდენ ხანს იჯდა ასე გაურკვეველ ფიქრებში
წასული. უცბად გაიღო კარი და შემოვიდა ავდოტია რომანოვნა.
ჯერ კარში შედგა და ისე შეხედა ძმას, სწორედ ისე, როგორც სო-
ნიას შეხედა წეღან რასკოლნიკოვმა; შემდეგ სკამზე დაჯდა სწო-
რედ იმ ადგილას, სადაც გუშინ. უხმოდ, როგორღაც უაზროდ შე-
ხედა რასკოლნიკოვმა.
– ნუ გაჯავრდები, ძმაო, ერთ წუთით შემოვედი მხოლოდ, –
უთხრა დუნიამ. ჩაფიქრებული იყო ავდოტია რომანოვნა, მაგრამ
ნათელი და წყნარი თვალები ამტკიცებდა, რომ ესეც სიყვარუ-
ლის გრძნობას მოეყვანა მასთან.
– ძმაო, ახლა უკვე ყველაფერი ვიცი, ყველაფერი. დმიტრი
პროკოფიჩმა მიამბო და ამიხსნა. ვიცი, გდევნიან და გტანჯავენ,
რაღაც სულელური და საზიზღარი ეჭვის გამო... დმიტრი პროკო-
ფიჩმა მითხრა, საშიში არაფერია, ტყუილად წუხს ასეო. რასაკ-
ვირველია, კარგად მესმის, როგორ უნდა იყო აღელვებული და
განრისხებული, ან როგორ იმოქმედებს ეს ყოველივე შენზე სამუ-
დამოდ. სწორედ ამის მეშინია. არ გამტყუნებ, თავი რომ დაგვანე-
ბე და არც შემიძლია, გაგამტყუნო. მაპატიე ისიც, რომ მაშინ გი-
საყვედურე. მეც რომ ასეთი დიდი რამ მქონდეს საწუხრად, ასევე
მოვიქცეოდი, გავშორდებოდი ყველას. დედას ამაზე არაფერს
ვეტყვი, მაგრამ დავაიმედებ შენი სახელით, რომ მალე მოხვალ.
ნუღარ იდარდებ, მე დავამშვიდებ; მაგრამ ნურც შენ გატანჯავ
საწყალს და მოდი სანახავად: ნუ დაივიწყებ, რომ დედაა შენი! ახ-
ლა კი იმიტომ მოვედი, რომ მეთქვა (და ადგომა დააპირა), თუკი
რამეში დაგჭირდები... მთელი ჩემი სიცოცხლე შენი ჭირის სანაც-
ვლოდ იყოს... შემატყობინე და მაშინვე მოვალ. მშვიდობით.
ავდოტია რომანოვნა საჩქაროდ მიბრუნდა და კარისკენ წავი-
და.
– დუნია! – შეაჩერა რასკოლნიკოვმა, – ეს დმიტრი პროკო-
ფიჩი, რაზუმიხინი, კარგი კაცია ძალიან.
დუნია ოდნავ გაწითლდა.
– მერე რა, – დაეკითხა მცირე ხნის შემდეგ.
– რა და, საქმის კაცია, შრომისმოყვარე, პატიოსანი და მო-
სიყვარულე... მშვიდობით, დუნია.
დუნია აენთო, მერე კი შეშფოთდა.
– რას ამბობ, ძმაო, ნუთუ მართლა სამუდამოდ ვშორდებით
ერთმანეთს! რატომ მეუბნები ასე?
– სულერთია... მშვიდობით...
და ზურგი შეაქცია, ფანჯრისკენ გასწია. მცირე ხანს კიდევ უც-
ქირა შეშფოთებულმა დამ და შეწუხებული გავიდა ოთახიდან.
არა, გულცივად როდი მოპყრობია დას. პირიქით, იყო ისეთი
წამიც (უკანასკნელად), როცა საშინლად მოუნდა მძლავრად მოხ-
ვეოდა და გამოსთხოვებოდა, თითქმის ეთქვა კიდეც, მაგრამ ხე-
ლის გაწოდებაც კი ვერ გაბედა.
„ვინ იცის, იქნებ შეკრთეს მერე, როცა მოიგონებს, როგორ
მოვეხვიე და ვაკოცე; იტყვის, კოცნა მომპარაო!“ – გაიფიქრა
რასკოლნიკოვმა.
„ეს კი აიტანს ნეტავ? – დასძინა რამდენიმე წუთის შემდეგ თა-
ვისთვის, – არა, არა, ვერ აიტანს! ამისთანები ვერასოდეს ვერ
იტანენ, ვერა!..“
სონია გაახსენდა.
ფანჯრიდან გრილმა ნიავმა დაუბერა. გარეთ უკვე ისეთი კაშ-
კაშა სინათლე აღარ იყო. რასკოლნიკოვმა მსწრაფლ დაავლო
ქუდს ხელი და გარეთ გავარდა.
რასაკვირველია, არც შეეძლო და არც უნდოდა თავის ავად-
მყოფობაზე ეზრუნა, მაგრამ განუწყვეტლივ შფოთი და საზარელი
სულიერი ტანჯვა, ეჭვი არ არის, გავლენას იქონიებდა. თუ აქამ-
დე ლოგინად არ ჩავარდა და ხურვება არ დაემართა, მხოლოდ
იმის გამო, რომ ეს შინაგანი შფოთი ამაგრებდა და გონებას არ
აკარგვინებდა, თუმცა დროებითი იყო ეს ყველაფერი.
უმიზნოდ დაეხეტებოდა. მზე ჩადიოდა. რაღაც განსაკუთრებუ-
ლი სევდა შეეპარა ამ ბოლო დროს. საგანგებო და მწვავე. მარ-
თალია, არა იყო რა ამ გრძნობაში, მაგრამ ატყობდა, სამუდა-
მოდ შერჩებოდა. ამ მომაკვდინებელ, ცივ ნაღველს ცხოვრებაში
თავს ვეღარ დააღწევდა. საღამო ჟამს ჩვეულებრივზე მეტად აწუ-
ხებდა ხოლმე ეს შეგრძნება.
– მოდი და ამ სულელურ, მზის ჩასვლაზე დამოკიდებულ ფი-
ზიკურ სისუსტეს გაუმაგრდი და სიტუტუცეს ნუ ჩაიდენ! არამცთუ
სონიასთან, დუნიასთანაც ამოყოფ თავს! – ჩაიბუტბუტა ზიზღით.
უცებ ვიღაცამ დაუძახა. მიიხედა, ლებეზიატნიკოვი წამოეწია.
– წარმოიდგინეთ, თქვენთან ვიყავი, დაგეძებდით. შეუსრუ-
ლებია, იცით, თავისი განზრახვა და ბავშვები წაუყვანია! მე და
სოფია სემიონოვნამ რის ვაი-ვაგლახითყ, ძლივს ვიპოვეთ.
დაუჭერია ტაფა, უბრაგუნებს და ბავშვებს ათამაშებს. ბავშვები ტი-
რიან, გზაჯვარედინზე, დუქნების წინ ათამაშებს. ბრიყვი ხალხი კი
უკან დასდევს.
– სონია რას შვრება? – შეეკითხა შეშფოთებული რასკოლნი-
კოვი და საჩქაროდ გაჰყვა უკან ლებეზიატნიკოვს.
– ჭკუაზე აღარ არის, ანუ, სოფია სემიონოვნა კი არა, კატე-
რინა ივანოვნა. თუმცა სოფია სემიონოვნასაც აღარაფერი აკ-
ლია. კატერინა ივანოვნამ მთლად დაკარგა გონება, გეუბნებით,
მთლად შეშლილია ჭკუიდან, პოლიციაში წაიყვანენ უთუოდ. წარ-
მოიდგინეთ, რას იზამს... არხთან არიან ახლა – სკის ხიდთან, იქ-
ვე, სოფია სემიონოვნას მახლობლად.
ხიდის მახლობლად, სონიას ბინიდან სულ რაღაც ორი თუ
სამი სახლის მოშორებით, ხალხი შეგროვილიყო, განსაკუთრე-
ბით გოგო-ბიჭები. კატერინა ივანოვნას ხრინწიანი, ჩახლეჩილი
ხმა ხიდიდანვე ისმოდა. მართლაც, ეს უცნაური სანახაობა ქუჩის
ხალხს, ეჭვი არ არის, მიიზიდავდა. შალში გახვეული კატერინა
ივანოვნა თავისი ძველი კაბითა და დაგლეჯილი ჩალის ქუდით,
რომელიც გვერდზე მოჰქცეოდა, მართლაც რომ მთლად შეშ-
ლილს ჰგავდა. ძლივს სუნთქავდა. გატანჯული, ჭლექიანი სახე
უფრო გასაცოდავებოდა (მით უმეტეს, რომ ქუჩაში და მზეზე ჭლე-
ქიანი უფრო შესაზარი სანახავია); მაგრამ მაინც არ ცხრებოდა.
ბავშვებს დასჭყიოდა, არიგებდა, ეხვეწებოდა და იქვე, ხალხის
თვალწინ ასწავლიდა, როგორ უნდა ეცეკვათ და ემღერათ. უხ-
სნიდა, რისთვის იყო ყველაფერი ეს საჭირო, ბრაზობდა, ბავშვე-
ბი რომ ვერაფერს ხვდებოდნენ, და სცემდა... მერე ამათ ეშვებო-
და და ხალხს მიმართავდა: შენიშნავდა თუ არა, რომ ცოტათი
რიგიანად ჩაცმული გამვლელი შეჩერდებოდა და დაუწყებდა ცქე-
რას, იმავე წამს უხსნიდა, რომ გაჭირვებამ „კეთილშობილი, თით-
ქმის არისტოკრატიული ოჯახის“ ბავშვები აქამდე მიიყვანა, მაგ-
რამ გაიგონებდა თუ არა ბრბოში სიცილს ან დაცინვას, მაშინვე
ამ თავხედს მიადგებოდა და ლანძღავდა. ზოგი მართლაც იცინო-
და, ზოგი კი მხოლოდ თავს აქნევდა სიბრალულით; ყველას უნ-
დოდა, შეშლილისა და მისი გულგახეთქილი ბავშვებისთვის
შეეხედა. ტაფა, მართალია, არსად ჩანდა, როგორც ლებეზიატნი-
კოვმა უთხრა რასკოლნიკოვს, მაგრამ გამხმარი ხელებით ტაშს
კი აყოლებდა ტაქტს, პოლეჩკას ამღერებდა და ლენასა და კო-
ლიას ათამაშებდა; თან თვითონაც ეშველებოდა, მაგრამ მაშინვე
საშინელი ხველა უვარდებოდა და აწყვეტინებდა, რაც საშინლად
აბრაზებდა, თავბედს აწყევლინებდა და ატირებდა კიდევაც. ყვე-
ლაზე მეტად კი კოლიას და ლენას ტირილი და შიში აბრაზებდა.
მართლაცდა, ქუჩის მომღერლებივით მოერთო ბავშვები. ბიჭს
რაღაც წითელი ეცვა და თავზე წითელზოლიანი თეთრი დოლ-
ბანდი ჰქონდა შემოგორგლილი, – ოსმალო იყო ვითომ. ლენას-
თვის ვერაფერი ეშოვა; რაღაც წითელი ჩაჩი ეხურა, განსვენებუ-
ლი სემიონ ზახარიჩის ნაქონი, რომელშიც სირაქლემას თეთრი
ფრთის ნაგლეჯი ჰქონდა გარჭობილი; და ფრთაც კატერინა ივა-
ნოვნას ბებიის ნაქონი იყო და სკივრში ჰქონდა შენახული, რო-
გორც საგვარეულო კაბა.
ის კი არ შორდებოდა, ცრემლებს ღვრიდა და ხვდებოდა,
რომ დედა შეიშალა, აქეთ-იქით მოუსვენრად იყურებოდა. ქუჩამ
და ხალხის ბრბომ საშინლად დააფრთხო და შეაშინა საბრალო.
სონია უკან დასდევდა კატერინა ივანოვნას და ტირილით ემუდა-
რებოდა, შინ დაბრუნებულიყო. მაგრამ კატერინა ივანოვნა არ
უსმენდა.
– გაჩუმდი, სონია, გაჩუმდი! – უყვიროდა და თან სულს
ძლივს იბრუნებდა, ახველებდა, – არ იცი, რას მთხოვ, არაფრის
გამო იმ ლოთ გერმანელ დედაკაცთან აღარ დავბრუნდები--
მეთქი. დაე, ნახოს ყველამ, მთელმა პეტერბურგმა ნახოს თავის
თვალით, როგორ ითხოვენ მოწყალებას ბავშვები კეთილშობი-
ლი მამისა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ერთგულად
იმსახურა და თითქმის სამსახურშივე დალია სული (კატერინა ივა-
ნოვნას ფანტაზიამ უკვე შეთხზა ეს და დაიჯერა კიდეც). დაე,
დაინახოს იმ საძაგელმა გენერალმა. მართლაც სულელი ხარ,
სონია: მითხარი, რა უნდა ვჭამოთ? კმარა, რაც გაწამეთ, აღარ
მსურს! ოჰ, როდიონ რომანიჩ, თქვენ ხართ! – შეჰყვირა უცბად,
დაინახა თუ არა რასკოლნიკოვი და მისკენ გაქანდა, – ჩააგონეთ
როგორმე, გეთაყვა, ამ სულელს, რომ უკეთესს სხვას ვერას მო-
ვისაზრებთ! ქუჩის მეარღნეებიც კი ლუკმას შოულობენ. ჩვენ ხომ
უცბად გაგვძარცვეს. ყველა, ყველა გაიგებს, რომ კეთილშობილი
ოჯახიდან ვართ ღარიბი ქვრივ-ობლები. ამ გენერლუკას ხომ
უთუოდ დაითხოვენ! ყოველდღე ფანჯრებთან გავუვლ--
გამოვუვლით, ხოლო გამობრძანდება თუ არა ხელმწიფე, მაშინ-
ვე დავუჩოქებ და შევჩივლებ. ამათაც წინ დავიყენებ და ვუჩვენებ:
„დაიფარე-მეთქი, მეფეო!“ ის არის მამა ობლებისა, მათი მოწყა-
ლე მფარველი და დაგვიფარავს კიდეც, თორემ აი, ნახეთ! გენე-
რალს კი... ლენა! Tenez-vous droite!37 შენც, კოლია, ახლავე
იცეკვებ. რას სლუკუნებ? კიდევ დაიწყო! აბა, ჰა, რისი გეშინია,
ტუტუცო! ღმერთო ჩემო, რა უნდა ვუყო ნეტავ, როდიონ რომა-
ნიჩ? რომ იცოდეთ, რა უგუნურები არიან! ამათთან აბა, რა გავაწ-
ყო?
ასე ტირილით (რაც სრულიადაც არ უშლიდა სხაპასხუპით
ლაპარაკს) უთითებდა აქვითინებულ ბავშვებზე. რასკოლნიკოვი
ცდილობდა, ჩაეგონებინა, შინ დაბრუნებულიყო. ისიც კი უთხრა,
რომ თავს იმცირებდა და არ შეჰფეროდა მას, როგორც კეთილ-
შობილ დედათა პანსიონის მომავალ გამგეს, მეარღნესავით
ქუჩა-ქუჩა სიარული...
– პანსიონის, ხა-ხა-ხა! იმედი გქონდეთ! – შეჰყვირა კატერინა
ივანოვნამ და ისევ ხველა აუვარდა, – არა, როდიონ რომანიჩ,
გაქრა ოცნება! ყველამ თავი მიგვანება. ამ გენერლუკას კი...

37 გასწორდი (ფრანგ.).
იცით, როდიონ რომანიჩ, სამელნე ვესროლე, იქვე, ლაქიის
ოთახში იდგა მაგიდაზე და ქაღალდიც გვერდით ედო, რომ ხე-
ლი მოეწერა, მოვაწერე მეც, მივახალე სამელნე და გამოვექეცი.
ოჰ, საზიზღრები! თავში ქვა უხლიათ, ახლა თვითონ მე ვაჭმევ
პურს, არავის ქედს არ მოვუხრი! საკმაოდ ვიტანჯეთ! (სონიაზე
მიუთითა) პოლეჩკა, მიჩვენე, რამდენი შევკრიბეთ! როგორ? ორი
კაპიკი მარტო? ოჰ, საზიზღრები! არაფერს იძლევიან, გადმოუგ-
დიათ ენა და უკან დაგვდევენ მხოლოდ! აი, თუნდ ეს ყურყუტა
რას იცინის! (და ვიღაცაზე უჩვენა ბრბოში) ეს სულ იმიტომ, რომ
კოლიამ ვერაფერი შეიგნო, გამაწვალა! რაო, პოლეჩკა, რა გინ-
და? ფრანგულად მელაპარაკე, parlez-moi francais, აკი გასწავ-
ლიდი, რამდენიმე წინადადება ხომ იცოდი!.. აბა, უამისოდ რო-
გორ გიცნონ, რომ კეთილშობილი ოჯახიდან ხართ და არა უბრა-
ლო ქუჩის მეარღნეები; „პეტრუშკას“ ხომ არ ვითამაშებთ ქუჩაში,
კეთილშობილთა რომანსი ვიმღეროთ... დიახ! მაგრამ რა ვიმღე-
როთ? აზრს ნუ მირევთ... ხედავთ, გავჩერდით აქ, როდიონ რო-
მანიჩ, რომ ამოვირჩიოთ, რა ვიმღეროთ, – ისეთი, რომ კოლკა-
საც შეეძლოს, იცეკვოს... იმიტომ მოგვდის ასე, რომ მოუმზადებ-
ლად გამოვედით; უნდა შევთანხმდეთ, კარგად გავივარჯიშოთ,
მერე კი ნევის პროსპექტზეც გავალთ, იქ მეტია მაღალი საზოგა-
დოების ხალხი და უცბად შეგვნიშნავენ. ლენამ იცის „ხუტორიკი“,
მაგრამ სულ „ხუტორიკი“ არ ივარგებს, რადგან ყველა იმას მღე-
რის თითქმის. უნდა კეთილშობილური ვიმღეროთ. აბა, რამე
მოიგონე, პოლეჩკა, შენ მაინც დაეხმარე დედას! მეხსიერება
მთლად დავკარგე, ვეღარაფერს ვიგონებ! „ხმალს დაჰყრდნობია
ჰუსარი“38 ხომ არ გვემღერა! ჰო, ფრანგულად ვიმღეროთ „Cinq

38 „ხმალს დაჰყრდნობია ჰუსარი“ – სიმღერა კ. ბატიუშკოვის


ლექსზე „განშორება“, მუსიკას მიაკუთვნებენ მ. ვილეგორსკის.
sous!39“ ხომ გასწავლიდით, არ გახსოვთ? უმთავრესი კი ის არის,
მაშინვე გიცნონ, რომ კეთილშობილი აზნაურის შვილები ხართ,
უფრო ძლიერ იმოქმედებს ყველაზე... შეიძლებოდა მალბორო-
უგჰ სენ ვა-ტ-ენ გუერრე გვემღერა კიდეც, მით უმეტეს, რომ სა-
ბავშვო სიმღერაა და ყველა არისტოკრატიულ ოჯახშია მიღებუ-
ლი. ბავშვებს აძინებენ ხოლმე ამ სიმღერით:
Malborough s’en va-t-en guerre,
Ne sait quand revienrda...40
დაიწყო სიმღერა: – მაგრამ არა, Cinq sous სჯობს! აბა, კო-
ლია, დოინჯი შემოიყარე, შენც, ლენა, მეორე მხარეს დაუარე; მე
და პოლეჩკა კი ვიმღერებთ და ტაშს დავუკრავთ!
Cinq sous, cing sous,
Pour monter notre ménage 41

ქიხ-ქიხ-ქიხ (ხველამ კინაღამ დაახრჩო)! კაბა გაისწორა, –


პოლენკა, მხრები ჩამოგჩაჩია, – შენიშნა ხველის დროს, – განსა-
კუთრებით უნდა ცდილობდეთ, რომ ზრდილობიანად გეჭიროთ
თავი, ყველამ დაინახოს თქვენი კეთილშობილება. ხომ გეუბნე-
ბოდით, ლიფი ცოტა გრძელი უნდა გამოიჭრას-მეთქი. ასეა
ხოლმე, სონია, სულ შენი ბრალია: „მოკლე იყოსო და მოკლე“,
აი, თითქმის დავამახინჯეთ ბავშვი... აბა, რა იყო, კიდევ ტირით
ყველანი?! რა იყო, თქვე ტუტუცებო! კოლია, დაიწყე! ჩქარა, ჩქა-
რა, ჩქარა-მეთქი, ჰა, ოჰ, რა საძაგელი ბავშვი ხარ!..
Cinq sous, cinq sous
აი, კიდევ! ჯარისკაცო, რაო, რა გინდა?

39 ხუთი გროში.
40 „მალბრუგი სალაშქროდ მოემზადა, ღმერთმა უწყის, რო-
დის დაბრუნდება“ (ფრანგ.).
41 „ხუთი გროში, ხუთი გროში ჩვენს მოსაწყობად“.
მართლაც, ბრბოში პოლიციელი გამოჩნდა, მაგრამ სწორედ
იმ დროს ვიღაც ორმოცდაათი წლის დარბაისელი, ვიცმუნდირში
გამოწყობილი მოხელე, რომელსაც ყელზე ორდენი ეკიდა (ეამა
ეს საშინლად კატერინა ივანოვნას და პოლიციელზედაც იქონია
გავლენა) მიუახლოვდა და კატერინა ივანოვნას ხმაამოუღებლად
ხელში მწვანე სამთუმნიანი ქაღალდის ფული ჩაუდო. სახეზე ეტ-
ყობოდა, რომ გულწრფელად შეებრალა. კატერინა ივანოვნამ
გამოართვა და თავაზიანად დაუკრა თავი.
– გმადლობთ, მოწყალეო ხელმწიფევ, გმადლობთ, – დაიწ-
ყო მედიდურად, – მიზეზი, რომელმაც მოწყალების თხოვნა გაგ-
ვაბედვინა... დაიჭირე ფული, პოლეჩკა. ხედავ, აი, ასეთი კეთილ-
შობილი და დიდსულოვანი ხალხი მუდამ მზადაა, გაჭირვებულ,
კეთილშობილ ქვრივს უბედურებაში დაეხმაროს. ხედავთ, მოწყა-
ლეო ხელმწიფევ, თქვენ წინ დგას კეთილშობილი, თითქმის
არისტოკრატიული, დაობლებული ოჯახი... აი, ის გენერალი კი
იჯდა და ტყის ქათმებს შეექცეოდა... ფეხები დამიბრაგუნა, რომ
გავბედე და შევაწუხე... თქვენო აღმატებულებავ, ქვრივ-ობლები
დაიფარეთ-მეთქი, – ვეუბნები, – რადგან სემიონ ზახარიჩს იცნობ-
დით, ვიღაც საზიზღარმა გაიძვერამ კი სწორედ დასაფლავების
დღეს მის უდანაშაულო ქალს ცილი დასწამა-მეთქი... კიდევ გა-
მომეცხადა ეს ჯარისკაცი! დამიფარეთ! – შეუძახა მოხელეს, – რა
უნდა ნეტავ ჩემგან, თავს რომ არ მანებებს! ერთს, როგორც იყო,
გამოვექეცით მეშჩანსკაიდან... მაინც რაო, რა გინდა, შე ტუტუცო!
– ის, რომ ქუჩაში ასე სიარული აკრძალულია. ნუ იქცევით
ასე.
– შენ თვითონ ურიგოვ და საზიზღარო! რა მნიშვნელობა
აქვს შენთვის, რა გინდა, არღნით დავდივარ ვითომ!
– არღნით სიარულსაც ნებართვა უნდა, თქვენ კი, თქვენით
დადიხართ და ხალხს აწუხებთ!
– რაო, ნებართვაო! – შეჰყვირა კატერინა ივანოვნამ, – ახ-
ლახან ქმარი დავმარხე, რის ნებართვას ავიღებდი!
– ქალბატონო, ქალბატონო, დამშვიდდით, – დაუწყო მოხე-
ლემ, – წადით, მე მიგიყვანთ... აქ, ხალხში, სირცხვილია... ავად
ხართ...
– მოწყალეო ხელმწიფევ, მოწყალეო ხელმწიფევ, არა იცით
რა! – ყვიროდა კატერინა ივანოვნა, – ნევის პროსპექტზე წა-
ვალთ... სონია, სონია! სად არის ნეტავ! ისიც ტირის? რა იყო, რა
დაგემართათ!.. კოლია, ლენა, სად გარბიხართ? – შეჰყვირა უც-
ბად შეშინებულმა, – ოჰ, ტუტუცებო! კოლია, ლენა, საით?
ბრბოსა და შეშლილი დედისგან დამფრთხალმა კოლიამ და
ლენამ ჯარისკაცი რომ დაინახეს, რომელსაც მათი წაყვანა უნ-
დოდა ვითომ სადღაც, უცბად ჩაავლეს ერთმანეთს ხელი და მო-
კურცხლეს. ტირილითა და წყევლა-კივილით გამოეკიდა უკან კა-
ტერინა ივანოვნა. საცოდავი და საზარელი სანახავი იყო ამ
დროს. სონია და პოლეჩკაც მაშინვე უკან დაედევნენ.
– დაიჭირე, დააბრუნე! სონია! ოჰ, სულელი, უმადური ბავშვე-
ბი! პოლეჩკა! დაიჭირე!.. თქვენთვის არ ვიკლავ თავს?..
გაქცეულმა უცბად რაღაცას წამოჰკრა ფეხი და დაეცა.
– დაიმტვრა, სისხლი წასკდა! ოჰ, ღმერთო! – შეჰკივლა სო-
ნიამ.
ყველანი მისცვივდნენ, გარს შემოერტყნენ. რასკოლნიკოვი
და ლებეზიატნიკოვი ყველაზე მალე მივიდნენ; მოხელემაც მა-
შინვე მიაშურა, პოლიციელიც უკან მიჰყვა ბუტბუტით და ხელი ჩა-
იქნია. იგრძნო, რომ ცუდად იყო საქმე.
– გასწით! მოშორდით! – ერეკებოდა ირგვლივ შეჯგუფულ
ხალხს.
– კვდება! – ყვიროდა ვიღაც.
– გაგიჟდა! – იძახდა მეორე.
– ღმერთო, უშველე! – ჩაილაპარაკა ვიღაც დედაბერმა და
პირჯვარი გამოისახა, – ის ბავშვები კი დაიჭირეს ნეტავ? აგერ
მოჰყავთ. უფროსი ქალი წამოსწევიათ... ხედავთ, რა დაუდეგარნი
ყოფილან!
მაგრამ კარგად რომ დააკვირდნენ კატერინა ივანოვნას, ნა-
ხეს, კი არ დამტვრეულიყო, როგორც სონიას ეგონა, სისხლი
გადმოსდიოდა პირიდან და ქვაფენილი წითლად შეეღება.
– ეგ ვიცი, მინახავს, – ეუბნებოდა მოხელე რასკოლნიკოვსა
და ლებეზიატნიკოვს, – ჭლექმა იცის: წასკდება ასე სისხლი და
ახრჩობს. ერთ ჩემს ნათესავ ქალსაც ასე დაემართა ამას წინათ.
მე თვითონ შევესწარი. ჭიქა-ნახევარი სისხლი ამოუვიდა... რა უნ-
და ვუყოთ მაინც, ახლავე მოკვდება?
– აქეთ მოიყვანეთ, აქეთ! – ემუდარებოდა სონია, – აქ ვცხოვ-
რობ!.. აგერ, მეორე სახლია აქედან... ჩემთან წავიყვანოთ, ჩქა-
რა!.. – შესთხოვა ყველას, – ექიმი დავიბაროთ... ოჰ, ღმერთო!
მოხუცის მცდელობით, როგორც იქნა, მოგვარდა საქმე; პო-
ლიციელმაც კი წაახმარა ხელი, რომ კატერინა ივანოვნა სახლში
გადაეყვანათ. თითქმის მკვდარი შეიტანეს სონიასთან და ლოგინ-
ზე დააწვინეს. სისხლი ჯერ კიდევ სდიოდა, მაგრამ, ეტყობა, გონს
მოდიოდა... სონიას გარდა, ოთახში შევიდნენ რასკოლნიკოვი,
ლებეზიატნიკოვი, მოხელე და პოლიციელი, რომელმაც ხალხი
გაფანტა, თუმცაღა ბევრი მათგანი მაინც მიჰყვა კარამდე. პო-
ლეჩკამ ლენა და კოლია შემოიყვანა, ერთმანეთისთვის ხელი
ჩაეკიდათ, შეშინებულები, ტიროდნენ და ცახცახებდნენ. კაპერ-
ნაუმოვებიდანაც თითქმის ყველამ აქ მოიყარა თავი: თავად უც-
ნაური გარეგნობის, კოჭლმა, დაკვანჭულმა კაპერნაუმოვმა ჯაგა-
რა თმითა და ბაკენბარდებით, დამფრთხალმა ცოლმა და რამ-
დენიმე პირდაღებულმა ბავშვმა. უცბად საიდანღაც სვიდრი-
გაილოვიც გაჩნდა. რასკოლნიკოვი გაოცებული შეჰყურებდა, ვერ
გაეგო, აქ საიდან აღმოჩნდა, როცა ბრბოში არ დაუნახავს.
ექიმი და მღვდელი ახსენეს. მართალია, მოხელემ ჩასჩურჩუ-
ლა რასკოლნიკოვს, ახლა ექიმი სრულიად ზედმეტიაო, მაგრამ
მაინც უბრძანა, მოეყვანათ. ექიმის დასაძახებლად თვითონ კა-
პერნაუმოვი გაიქცა.
კატერინა ივანოვნამაც სული მოიბრუნა, სისხლის დენა
გაუჩერდა. ავადმყოფური, მაგრამ ღრმად გამსჭვალული თვა-
ლით აკვირდებოდა გაფითრებულ და აცახცახებულ სონიას, რო-
მელიც შუბლიდან ოფლს წმენდდა ცხვირსახოცით. ბოლოს ით-
ხოვა, წამოესვათ.
– ბავშვები სად არიან? – იკითხა სუსტი ხმით, – შენ მოიყვანე,
პოლეჩკა? ოჰ, სულელებო! რას გარბოდით... ოჰ!
გამხმარ ტუჩებზე ჯერ ისევ ეცხო სისხლი, მიიხედ-მოიხედა,
იქაურობა მოათვალიერა.
– აი, თურმე როგორ ცხოვრობ, სონია! არც ერთხელ არ
ვყოფილვარ შენთან... ახლა კი მომიწია...
მერე ტანჯვით სავსე თვალებით დააშტერდა.
– მთლად გამოგწოვეთ, სონია, თუ რამე გქონდა... პოლეჩკა,
ლენა, კოლია, მოდით აქ... აი, სონია, ჩაიბარე... მე კი, მორჩა,
გავათავე... კმარა უკვე! ეჰ!.. დამაწვინეთ, მშვიდად მაინც დავ-
ლიო სული...
ბალიშზე მიაწვინეს ისევ.
– რაო? მღვდელიო? არ არის საჭირო... სად გვაქვს ფული,
რომ მისცეთ?.. მე ცოდვა არაფერი მაქვს!.. ისედაც უნდა მაპატი-
ოს ღმერთმა... იცის, როგორც ვიტანჯებოდი!.. არ მაპატიებს და,
არც არის საჭირო.
მოუსვენრად ბოდავდა. ხანდახან შეკრთებოდა, აქეთ-იქით
იხედებოდა და მაშინვე ცნობდა ყველას, მაგრამ იმავე წამს გონე-
ბას კარგავდა. ძლივს სუნთქავდა, ხრიალებდა, ყელში თითქოს
რაღაც უბუყბუყებდა.
– ვუთხარი: „თქვენო აღმატებულებავ!..“ – ბოდავდა და თან
ყოველი სიტყვის შემდეგ ქოშინებდა: – ეს ამალია ლუდვიგოვ-
ნაც... ოჰ! ლენა, კოლია, დოინჯი შემოირტყით, ჩქარა, ! ფეხები
აბაკუნე... მოხდენილად იცეკვე.
Du hast Diamanten und perlen...42
მერე რაღაა? ვიმღეროთ, აბა...
Du hast die schönsten Augen,
Mädchen, was willst du mehr?43
როგორ არა! – წას წილლსტ დუ მეჰრ... – იტყვის ვიღაც ჩერ-
ჩეტი!.. ჰო, მართლა აი, კიდევ რა:
შუადღის სიცხეში, დაღესტნის ველზე...44
ოჰ, როგორ მიყვარდა. გაგიჟებით მიყვარდა, პოლეჩკა, ეს
რომანსი! იცი, მამაშენი... გათხოვებამდე მიმღეროდა... ოჰ, ბედ-
ნიერო დროვ!.. მოდი, ვიმღეროთ! აბა, როგორ, მაშ, როგორ...
დამავიწყდა... მომაგონეთ...
ღელავდა საშინლად, ცდილობდა, წამოწეულიყო. ბოლოს,
როგორც იყო, დაიწყო ხრინწიანი, ჩახლეჩილი ხმით, თან ყოვე-
ლი სიტყვის შემდეგ სული უგუბდებოდა, ახველებდა, შიში ემატე-
ბოდა:
შუადღის სიცხეში!.. დაღესტნის... ველზე!
მკერდში ტყვიით!..
– თქვენო აღმატებულებავ! – შეჰკივლა უცბად გულგამგმირა-
ვი ქვითინით, – ობლები დაიფარეთ, სემიონ ზახარიჩის პურ--
მარილი გაიხსენეთ... თითქმის არისტოკრატისა!.. …ჰა! – შეხტა

42 „შენ ალმასები და მარგალიტები გაქვს...“ (გერმ.)


43 „შენ უმშვენიერესი თვალები გაქვს, გოგონა, მეტი რაღა
გინდა?“ (გერმ.)
44 „შუადღის სიცხეში, დაღესტნის ველზე“ – ცნობილი რომან-
სი მ. ლერმონტოვის ლექსზე „სიზმარი“.
უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, და შეშინებულმა დაუწყო ყვე-
ლას ყურება, თუმცა მაშინვე იცნო სონია, – სონია, სონია! – დაუწ-
ყო წყნარად, ალერსიანად, თითქოს გაიკვირვა, რომ გვერდით
ხედავსო, – სონია, საყვარელო, შენც აქ ხარ?
კვლავ წამოსვეს.
– კმარა!.. დროა!.. მშვიდობით, ბედშავო!.. დაქანცეს! – შეჰ-
ყვირა სასოდაკარგულმა და თავი ბალიშზე გადაუვარდა.
ისევ დაკარგა ცნობიერება, მაგრამ არა დიდი ხნით.
გაფითრებულ-გაყვითლებული, გამომშრალი სახე უკან გადააგ-
დო, პირი გააღო, შეაჟრჟოლა, ფეხები დაჭიმა, ერთხელ კიდევ
ღრმად ამოიქშინა და სული დალია.
სონია ზედ დაეცა მის გვამს, ხელები მოხვია და მაგრად მიიკ-
რა. პოლეჩკაც მაშინვე ეცა დედას. აქვითინებულმა ფეხებზე და-
უწყო კოცნა. კოლია და ლენა იმწუთას ვერაფერს მიხვდნენ, მაგ-
რამ იგრძნეს, რომ მეტად საზარელი რამ მოხდა, ერთმანეთს
მხრებში ჩააფრინდნენ და ბღავილი მორთეს.
მაგრამ, როგორ მოხდა, რომ „ქების ფურცელი“ კატერინა
ივანოვნას გვერდით გაჩნდა, ლოგინზე? იქვე იდო, ბალიშთან.
რასკოლნიკოვმა დაინახა.
რასკოლნიკოვი კუთხეში, ფანჯარასთან დადგა. ლებეზიატნი-
კოვიც მაშინვე გვერდით ამოუდგა.
– მოკვდა! – უთხრა ლებეზიატნიკოვმა.
– როდიონ რომანოვიჩ, ორიოდე სიტყვა მაქვს თქვენთვის
სათქმელი, – მიმართა სვიდრიგაილოვმა, რომელიც ის იყო,
მიუახლოვდა.
ლებეზიატნიკოვიც მაშინვე თავაზიანად ჩამოეცალა. გაოცე-
ბული რასკოლნიკოვი უფრო შორს, კუთხეში გაიყვანა სვიდრი-
გაილოვმა.
– ყველა ხარჯს, რაც კი დასაფლავებისთვის იქნება საჭირო,
მე ვკისრულობ. იცით რა, ფული იყოს, თორემ... ხომ გახსოვთ,
გითხარით, მეტი ფული მაქვს-მეთქი. ამ ორ პატარა ბავშვსა და
პოლეჩკას სადმე ობლების თავშესაფარ კარგ სახლში ჩავაბარებ
გასაზრდელად და თითოეულს ათას ხუთას მანეთს შევუტან ბან-
კში, რომ სოფია სემიონოვნა მოსვენებული იყოს. მას ხელს შე-
ვუწყობ, რომ ამ გარყვნილების წუმპეს თავი დააღწიოს, რადგან
კარგი გოგოა! გადაეცით ავდოტია რომანოვნას, რომ მისი ათასი
თუმანი ასე მოვიხმარე.
– ასე რატომ გაქველმოქმედდით? – ჩაეკითხა რასკოლნიკო-
ვი.
– ე-ეჰ! უნდო კაცი ხართ! – ჩაილაპარაკა სვიდრიგაილოვმა,
– ხომ გითხარით, მეტი მაქვს-მეთქი ეს ფული. რა აზრი უნდა
მქონდეს, ადამიანობა მაიძულებს; შეუძლებელი რა არის? ტილი
ხომ არ იყო (და თითით ანიშნა იმ კუთხეზე, სადაც განსვენებული
იწვა), ვიღაც მევახშე ბებრუხანასნაირი. დამეთანხმეთ, რა უფრო
სამართლიანია: „ის, რომ ლუჟინი ცოცხალი იყოს და ვინ იცის,
რა საძაგლობას სჩადიოდეს, თუ ეს კვდებოდეს?“ და რომ არ
მეშველა, „პოლეჩკაც ხომ იმავე გზას დაადგებოდა...“
ეუბნებოდა სვიდრიგაილოვი და თან ლამის მხიარულად, ეშ-
მაკურად თვალს უპაჭუნებდა. გაფითრდა რასკოლნიკოვი, გაიყი-
ნა უცბად, სონიასთან ნათქვამი თავისი სიტყვები რომ გაიგონა.
სასწრაფოდ უკან დაიხია და გაშტერებულმა შეხედა სვიდრი-
გაილოვს:
– საიდან იცით? – ჩაიჩურჩულა, სულს ძლივსღა იბრუნებდა.
– მე ხომ აქვე ვცხოვრობ, კედელს იქით, ქალბატონ რეს-
ლიხთან, კაპერნაუმოვი აქეთაა, რესლიხი იქით, ჩემი ძველისძვე-
ლი მეგობარია. მეზობელი ვარ.
– თქვენ?
– დიახ, – განაგრძობდა სვიდრიგაილოვი და თან სიცილით
იხრჩობოდა, – და შემიძლია დაგარწმუნოთ კიდეც, საყვარელო
როდიონ რომანიჩ, გეფიცებით პატიოსნებას, რომ საშინლად მი-
იპყარით ჩემი ყურადღება. ხომ გითხარით, კიდევ შევხვდებით--
მეთქი ერთმანეთს, ხომ გიწინასწარმეტყველეთ, და, აი, შევხვდით
კიდეც. ნახავთ, როგორ შევეწყობით ერთმანეთს. ნახავთ, რომ
ჩემთან ცხოვრება კიდევ შესაძლებელია...
ნაწილი მეექვსე

უცნაური დროება დაუდგა რასკოლნიკოვს. უეცრად ბურუსში


გაეხვია, მძიმე, გაუსაძლისი მარტოობა დაეუფლა. შემდგომში
რომ იხსენებდა ამ დროს, დიდი ხნის შემდეგ, ხვდებოდა, დრო-
დადრო გონება როგორ უბნელდებოდა და ასე გრძელდებოდა
გარკვეული შუალედებით თითქმის საბოლოო კატასტროფამდე.
დარწმუნებული იყო, რომ ბევრი ცდებოდა მაშინ, მაგალითად,
როდის რა მოხდა და სხვა. ეს იმითაც მტკიცდებოდა, რომ ბევრი
რამ მხოლოდ სხვისი ნათქვამიდან გაიხსენა შემდეგ. დროდად-
რო რაღაც გასაოცრად მტანჯველი შფოთვაც მოიცავდა, რომე-
ლიც ხშირად საზარელ შიშად ექცეოდა. მაგრამ ახსოვდა ისეთი
წამებიც, საათები და თითქმის დღეებიც, როდესაც სრულიად
გულგრილად ეკიდებოდა ყველაფერს, არაფერზე ფიქრობდა,
არაფერი აწუხებდა – ისე, როგორც ზოგიერთ მომაკვდავს ემარ-
თება. ზოგადად კი, ამ ბოლო დროს თვითონვე ცდილობდა თით-
ქოს, არ წარმოედგინა ნათლად, რა მდგომარეობაშიც იყო. გან-
საკუთრებით აწუხებდა ზოგიერთი არსებითი, სასწრაფოდ გადა-
საწყვეტი საქმე, მაგრამ როგორი მოხარული იქნებოდა, რომ ზო-
გიერთი რამ სრულიად დავიწყებოდა, საზრუნავი აღარ ჰქონოდა,
თუმცა კარგად იცოდა, რომ აუცილებლად დაღუპავდა ეს დავიწ-
ყება.
განსაკუთრებით არ ასვენებდა სვიდრიგაილოვი. მას შემდეგ,
რაც სვიდრიგაილოვისგან სონიას ბინაში თავისი ნათქვამი მოის-
მინა კატერინა ივანოვნას გარდაცვალების დღეს, იმ წამიდანვე
სრულიად დაერღვა აზრთა ჩვეულებრივი დინება. მიუხედავად
იმისა, რომ საშინლად აწუხებდა ეს ახალგაჩენილი პრობლემა,
მაინც არ ჩქარობდა, ყოველივე ბოლომდე გამოერკვია. ხშირად,
როცა ქალაქის მივარდნილ ადგილას მოხვდებოდა ხოლმე, რო-
მელიმე საცოდავ ტრაქტირში და მარტოდმარტო უჯდა მაგიდას
ფიქრში გართული, თან ვეღარ გაეგო, საიდან გაჩნდა აქ, უცბად
სვიდრიგაილოვი ახსენდებოდა; აშკარა იყო, რაც შეიძლება სას-
წრაფოდ უნდა შეთანხმებულიყო ამ კაცთან და საბოლოოდ მო-
ემთავრებინა საქმე. ერთხელ საბაჟოს იქით გავიდა და წარმოიდ-
გინა, თითქოს სვიდრიგაილოვს ელოდა. იქ ჰქონდათ ვითომ შე-
სახვედრად დანიშნული ადგილი. მეორედ კიდევ, თითქოს ბუჩ-
ქებში ეძინა და მხოლოდ გამთენიისას გამოეღვიძა, მაგრამ არ
ახსოვდა და ვერ გაეგო, როგორ მოხვდა იქ. კატერინა ივანოვ-
ნას გარდაცვალების შემდეგ იმ ორ-სამ დღეს ორჯერ კიდევაც
შეხვდა სვიდრიგაილოვს და ორჯერვე სონიასთან, რომელსაც
სრულიად უაზროდ, რამდენიმე წუთით შეუვლიდა ხოლმე. ერ-
თმანეთს მხოლოდ თითო-ოროლა სიტყვით გამოეხმაურებოდ-
ნენ, უმთავრესად კი ხმას არ იღებდნენ, თითქოს პირობა შეუკ-
რავთ, რომ კრინტი არ დაძრანო. კატერინა ივანოვნა ჯერ ისევ
კუბოში ესვენა. სვიდრიგაილოვი დასაფლავების საქმით იყო
გართული, სონიაც მუდამ საქმეში იყო. ბოლოს რომ შეხვდნენ
ერთმანეთს, სვიდრიგაილოვმა აუხსნა, რომ კატერინა ივანოვნას
ბავშვების საქმე მოაგვარა, რომ ნაცნობობით სამივე ობოლი
კარგ თავშესაფარ სახლში მოათავსა; რომ ობლებისთვის გადა-
დებული ფულიც ბევრს დაეხმარა, რადგანაც ობლებს, ვისაც ფუ-
ლი აქვთ, უფრო ადვილად იღებენ ასეთ თავშესაფარში, ვიდრე
უმწეოსა და გლახაკებს. სონიაზეც უთხრა რაღაც და დაჰპირდა,
ამ დღეებში მე თვითონ შემოგივლით როგორმეო; „მოლაპარა-
კება მინდოდა რაღაც საქმის თაობაზე...“ კიბესთან საუბრობდნენ.
შემდეგ სვიდრიგაილოვმა რასკოლნიკოვს ჩურჩულით უთხრა:
– რა იყო, როდიონ რომანიჩ, რა დაგემართათ? ასე რამ შეგ-
ცვალათ? მართალია, მიცქერით და ყურს მიგდებთ, მაგრამ არ
გესმით თითქოს. გამხნევდით, მოდით, მოვილაპარაკოთ; მაგრამ
ვაი, რომ ჩემი თუ სხვისი საქმე ბევრი მაქვს; ეჰ, როდიონ რომა-
ნიჩ, – დასძინა მერე, – ჰაერი უნდა ყველას, სუფთა ჰაერი... ყვე-
ლაზე უპირველესად – ჰაერი!..
სვიდრიგაილოვი უცებ ჩამოეცალა, რომ მღვდელი და დიაკ-
ვანი გაეტარებინა. პანაშვიდის გადასახდელად მოდიოდნენ.
სვიდრიგაილოვის განკარგულებით მიცვალებულს ყოველ
დილა-საღამოს პანაშვიდს უხდიდნენ. სვიდრიგაილოვი თავის
გზას გაუდგა. რასკოლნიკოვი ცოტა ხანს კიდევ იდგა. რაღაცას
ფიქრობდა, მერე ისიც მღვდელსა და დიაკვანს შეჰყვა სონიას
სახლში.
რასკოლნიკოვი შემოსასვლელში დადგა. დაიწყო პანაშვიდი.
სიკვდილის შეგრძნება ბავშვობიდან რაღაც იდუმალი საშინელე-
ბით ავსებდა; გარდა ამისა, დიდი ხანია, აღარ მოესმინა პანაშვი-
დი, მაგრამ სხვა რამ იყო აქ უფრო საზარელი, შემაშფოთებელი.
ბავშვებს გადახედა. ყველანი კუბოს წინ იდგნენ დაჩოქილები,
პოლეჩკა ტიროდა. უკან სონია იდგა და ჩუმად, მოკრძალებით
ტიროდა და ლოცულობდა. „ამ რამდენიმე დღეში ხომ არც ერ-
თხელ არ შემოუხედავს ჩემთვის, არაფერი უთქვამს“, – გაიფიქრა
რასკოლნიკოვმა. კაშკაშა მზე ანათებდა ოთახს; საცეცხლურიდან
გორგალივით დახვეული კვამლი ადიოდა. მღვდელი „განუსვენე,
უფალო“-ს კითხულობდა. რასკოლნიკოვმა მთელი პანაშვიდი
მოისმინა. დალოცვისა და გამოთხოვების დროს მღვდელი რა-
ღაც უცნაურად იყურებოდა აქეთ-იქით. პანაშვიდის შემდეგ რას-
კოლნიკოვი სონიასთან მივიდა. სონიამ მოულოდნელად ორივე
ხელი დაუჭირა და თავი მხარზე დაადო. ამ უბრალო მეგობრულ-
მა მოპყრობამ გააკვირვა რასკოლნიკოვი: არავითარი ზიზღი და
სიძულვილი, არც ხელის თრთოლა ეტყობოდა, ეს თავის უსაზ-
ღვრო დამცირებას ჰგავდა. რასკოლნიკოვმა ასე გაიგო მისი
მოქმედების არსი. სონია არაფერს ეუბნებოდა. რასკოლნიკოვმა
თანაგრძნობის ნიშნად ხელი მოუჭირა და გავიდა. ნეტავ შესაძ-
ლებელი ყოფილიყო იმწამს სადმე გადახვეწა და მარტოდმარტო
დარჩენა, მაგრამ უბედურებაც ეგ იყო, რომ ამ ბოლო დროს ვე-
ღარ გრძნობდა თავს მარტოდ, თუმცა სულ მარტო დაძრწოდა.
გადიოდა ქალაქგარეთ, შარაგზაზეც, მაგრამ რაც უფრო მივარ-
დნილი იყო ადგილი, მით უფრო ძლიერად გრძნობდა ხოლმე
ვიღაცის შემაშფოთებელ სიახლოვეს. საზარელს, მართალია,
არას აგრძნობინებდა ეს სიახლოვე, მაგრამ მაინც აიძულებდა,
სასწრაფოდ ქალაქში დაბრუნებულიყო და ბრბოს შერეოდა.
ტრაქტირსა და სასმელების დუქანს მიაშურებდა, ან „ტოლკუჩკა-
ზე“ და სენის მოედანზე გავიდოდა. აქ თითქოს უკეთ, უფრო გან-
მარტოებულად გრძნობდა თავს. ერთ დუქანში საღამო ჟამს მღე-
როდნენ: იჯდა მთელი საათი, ყურს უგდებდა სიმღერას. დაამახ-
სოვრდა ისიც, რომ ეს ესიამოვნა. ბოლოს საშინელი მოუსვენრო-
ბა დაეტყო, – თითქოს სინდისმა შეაწუხაო: „აი, ვზივარ და სიმღე-
რას ვუგდებ ყურს, მაგრამ ასე უნდა ვიქცეოდე ვითომ?!“ –
გაიფიქრა. მაგრამ იქვე მიხვდა, რომ მარტო ეს არ აწუხებდა;
იყო რაღაც ისეთი, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვდა გადაწყვე-
ტას. თუმცა, ამის სიტყვით გადმოცემა არ შეეძლო, ყველაფერი
ისე იყო ჩახლართული. „არა, ბრძოლა ჯობს ისევ, ჯობს ისევ
პორფირი... ან სვიდრიგაილოვი... მალე მაინც მომეცეს მიზეზი...
ან გამომიწვიონ, გამომიძახონ... დიახ! დიახ!“ – ფიქრობდა რას-
კოლნიკოვი. გამოვიდა დუქნიდან და თითქმის გაიქცა. დუნიასა
და დედაზე გაფიქრებამ უცბად შიშის ზარი დასცა. სწორედ ამ დი-
ლით იყო, ბუჩქებში რომ გაეღვიძა, კრესტოვკის კუნძულზე; გაყი-
ნული იყო, აძაგძაგებდა. მაშინვე შინ წავიდა, რამდენიმე საათს
გულიანად ეძინა, ციებამ გაუარა, მაგრამ გვიან გაეღვიძა, ნაშუად-
ღევის ორი საათი იყო უკვე.
მოაგონდა, რომ კატერინა ივანოვნას დასაფლავება ამ დღეს
იყო დანიშნული და გაუხარდა, რომ არ დაესწრო. ნასტასიამ საჭ-
მელი მოუტანა; მადიანად შეუდგა ჭამას. თავს მსუბუქად გრძნობ-
და, შედარებით მშვიდად იყო, ვიდრე ამ რამდენიმე დღის წინ.
ასე რომ, გაუკვირდა კიდევაც თავისი საზარელი შიში. ამ დროს
კარი გაიღო, ოთახში რაზუმიხინი შემოვიდა.
– ოჰო! ჭამს! ჩანს, ავად არ ხარ! – შესძახა რაზუმიხინმა,
აიღო სკამი და რასკოლნიკოვის პირისპირ, მაგიდას მიუჯდა.
რაზუმიხინი აღელვებული ჩანდა, მაგრამ ამის დამალვას არ
ცდილობდა. ელაპარაკებოდა აუჩქარებლად, ხმას არ უმაღლებ-
და.
– ყური დამიგდე! – დაიწყო ლაპარაკი, – ჩემთვის, რასაკვირ-
ველია, სულერთია, ეშმაკსაც წაუღია თქვენი თავი, რადგან აშკა-
რად ვხედავ, ვერაფერი გამიგია; ნუ იფიქრებ, ვითომ გამოსაკით-
ხად და გამოსაძიებლად მოვედი. თავში ქვა გიხლიათ! თვითონ
რომ გამიმჟღავნო ახლა ყველაფერი და გადმომილაგო, რაც კი
საიდუმლო გაქვს, იქნებ ზედაც არ შემოგხედო, ისე გაგშორდე.
მოვედი გასაგებად და ისიც, ჩემთვის მხოლოდ: მართლა გიჟი
ხარ თუ არა? შენზე ხმა დადის (სად, რასაკვირველია, შენთვის
სულერთია), ვითომ გიჟი ხარ, ანდა, მიდრეკილი ხარ ამისკენ და
შეიძლება მალე შეიშალო ჭკუიდან. გამოგიტყდები, მეც ასე ვფიქ-
რობდი. ჯერ იმიტომ, რომ, ვინ იცის, რა სისულელე და უმსგავ-
სობა ჩაიდინე (რომლის ახსნაც რთულია ერთობ), და მეორეც,
იმის გამო, რომ დედასა და დას ისე მოეპყარი. მხოლოდ ფლიდ-
სა და არამზადა ადამიანს, ან შეშლილს შეეძლო ისე მოპყრობო-
და, როგორც შენ მოეპყარი მაშინ; მაშასადამე, შეშლილი ხარ...
– დიდი ხანია, რაც ისინი ნახე?
– ახლახან. შენ კი აღარ გინახავს მას შემდეგ? მითხარი, სად
დაეთრევი? სამჯერ ვიყავი შენთან. დედაშენი გუშინდელივით
ავად არის. შენს სანახავად წამოვიდა; არ უშვებდა ავდოტია რო-
მანოვნა, მაგრამ არ დაუჯერა: „თუ მართლა ავად არის და გონე-
ბა შეერყა, ვინ უშველის სხვა, თუ არა დედაო?“ მოვედით ყველა-
ნი. რას ვიზამდით, მარტოს ხომ არ გამოვუშვებდით. გზაზე ვეხვე-
წებოდით, ვამშვიდებდით, ვიდრე შენი სახლის კარს მოვაღწევ-
დით. შემოვედით, შინ არ იყავი. აი, აქ იჯდა დედაშენი მთელი
ათი წუთი და გელოდა. ჩვენც თავზე ვადექით. წამოდგა მერე და
თქვა: „თუ გარეთ დაიარება, ხოლო დედა დავიწყებული ჰყავს,
მაშასადამე, უხერხული და სამარცხვინოა, მშობელი დედა კარ-
თან იდგეს და შვილის ალერსს მოწყალებასავით ელოდესო“.
დაბრუნდა შინ და ჩაწვა ლოგინში; ახლა სიცხე აქვს: „კარგად
ვხედავ, სატრფოსთვის დრო აქვს, დედისთვის კი არაო...“ ჰგო-
ნია, სონია სემიონოვნა შენი სატრფოა... თუ საყვარელი, არ ვიცი
ზუსტად. მაშინვე სოფია სემიონოვნასთან წავედი, იმიტომ, ძმაო,
რომ მინდოდა ყველაფერი გამეგო. მივედი, ვნახე: კუბო დგას,
ბავშვები ტირიან. სოფია სემიონოვნა სამგლოვიარო ძაძებს უკე-
რავს. შენ იქ არსად ხარ. მივიხედ-მოვიხედე, ბოდიში მოვიხადე
და წამოვედი; ყველაფერი ავდოტია რომანოვნას ვუამბე. ყველა-
ფერი ეს, მაშასადამე, სისულელეა, არანაირი სატრფო არ გყავს;
თუ არის, ისევ შეშლილობაა მიზეზი. მაგრამ აი, ზიხარ და მო-
ხარშულ ხორცს მიირთმევ გულიანად, თითქოს სამი დღე არაფე-
რი გეჭამოს. ხმაც რომ არ გამცე, მაინც გატყობ, რომ... გიჟი არა
ხარ! თუნდ დავიფიცებ. უპირველეს ყოვლისა, გიჟი არა ხარ. ეშ-
მაკმა იცის თქვენი თავი, რაღაც საიდუმლოა აქ; მე კი სულაც არ
ვაპირებ, საიდუმლოებაზე თავი ვიმტვრიო. ისე შემოვედი მხო-
ლოდ, გასალანძღად, – თქვა მან ბოლოს და წამოდგომა დააპი-
რა, – მინდოდა გული მომეფხანა, თორემ ახლა კი ვიცი, რასაც
ვიზამ!
– რაო, რას აპირებ მაინც?
– შენი რა საქმეა, რას ვაპირებ?
– ვიცი, ადგები და გამოთვრები!
– საიდან... საიდან იცი?
– როგორ თუ საიდან!
რაზუმიხინი წამით გაჩუმდა.
– შენ მუდამ ჭკვიანი იყავი, არასოდეს შეშლილი არ ყოფილ-
ხარ, – დაიწყო უცბად ცხარედ, – ასეა, დიახ: გამოვთვრები! მშვი-
დობით! – და წასვლა დააპირა.
– გუშინწინ შენზე დას ველაპარაკე, რაზუმიხინ.
– ჩემზე? მაგრამ... სად ნახე გუშინწინ? – რაზუმიხინი თითქოს
ოდნავ გაფითრდა. ეტყობოდა, გულმა მძლავრად დაუწყო ცემა.
– აქ იყო, ჩემთან. მარტოდმარტო მოვიდა; იჯდა, მელაპარა-
კა.
– ავდოტია რომანოვნა?
– დიახ, ის!
– რაო მერე, რა უთხარი?..
– ვუთხარი, რომ კარგი და პატიოსანი, შრომისმოყვარე კაცი
ხარ. მართალია, არ მითქვამს, რომ გიყვარს იგი, იმიტომ, რომ
თვითონაც იცის.
– თვითონ იცის?
– აი, კიდევ რა უნდა გითხრა! სადაც უნდა წავიდე და რაც უნ-
და დამემართოს, არ მოშორდე. შენ გაბარებ, მისი მფარველი
იყავი. გესმის? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი, გულით გიყვარს.
ვიცი ისიც, რომ იმასაც შეუძლია შეგიყვაროს; შეიძლება კიდევაც
უყვარხარ. ახლა შენ გადაწყვიტე, რა აჯობებს, გამოთვრე თუ არ
გამოთვრე.
– როდკა... ხედავ... მაგრამ... აჰ, შე ეშმაკო! შენ სადღა აპი-
რებ წასვლას? მომისმინე, თუ ეს საიდუმლოა, დაე იყოს! მაგ-
რამ... გავიგებ მაგასაც... დარწმუნებული ვარ, დიდი სისულელე
იქნება, ისიც მხოლოდ შენგან წამოწყებული. მაგრამ საუცხოო კა-
ცი ხარ, საუცხოო!..
– მე კი სწორედ ეს მინდოდა მეთქვა, მაგრამ გამაწყვეტინე,
რადგან კარგად მოიფიქრე წეღან, საიდუმლოს გაგებას არ ვეც-
დებიო. მოიცა ცოტა, თავს ნუ შეიწუხებ. თავის დროზე ყველა-
ფერს გაიგებ. ერთმა მითხრა გუშინ, ჰაერი სჭირდება კაცს,
ჰაერიო! მინდა, წავიდე ახლა და ვკითხო, ჰაერში რას გულის-
ხმობს.
რაზუმიხინი დაფიქრებული იდგა.
„პოლიტიკური შეთქმულია უთუოდ! ვინ იცის, რას აპირებს?
უეჭველია!.. დუნიამაც იცის... – გაიფიქრა თავისთვის.
– მაშ, ავდოტია რომანოვნა შენთან დადის, – ჩაილაპარაკა,
– შენ კი იმ კაცის ნახვა გინდა, რომელსაც უთქვამს, ჰაერია მეტი
საჭიროო... მაშასადამე, ეს წერილიც უთუოდ მასვე შეეხება, –
თითქოს თავისთვის დაასკვნა რაზუმიხინმა.
– რა წერილი?
– დღეს ავდოტია რომანოვნამ რაღაც წერილი მიიღო, რო-
მელმაც ძალიან შეაშფოთა. მე შენზე დავუწყე ლაპარაკი, მთხო-
ვა, გავჩუმებულიყავი. მერე... მითხრა, იქნებ სულ მალე გავშორ-
დეთ ერთმანეთსო; მერე რაღაცისთვის მადლობას მიხდიდა
მხურვალედ; ბოლოს შევიდა თავის ოთახში და ჩაიკეტა.
– წერილი მიიღო? – დაეკითხა ფიქრში წასული რასკოლნი-
კოვი.
– ჰო, წერილი; როგორ, არ იცოდი? ჰმ!
ორივენი გაჩუმდნენ.
– მშვიდობით, როდიონ, ერთ დროს... ძმაო, მეც... მაგრამ
მშვიდობით! ხედავ, ეს იყო მხოლოდ ერთ დროს... მშვიდობით,
მაშ! დროა წავიდე. სმას არ დავიწყებ. საჭირო არ არის ახლა!..
რაზუმიხინს სადღაც მიეჩქარებოდა; გავიდა გარეთ და კარიც
გაიხურა, რომ უცბად ისევ შემოაღო და უთხრა, თან სადღაც სხვა
მხარეს იყურებოდა:
– მართლა, გახსოვს ის მკვლელობა! პორფირისა და ბებრუ-
ხანას საქმე! მაშ, იცოდე, რომ უკვე იპოვეს მკვლელი, თვითონვე
გამოტყდა და დასამტკიცებელი საბუთებიც წარმოადგინა. ერთი
იმ მღებავთაგანი ყოფილა, გახსოვს, მაშინ რომ ისე ვესარჩლე-
ბოდი? არ დაიჯერებ, მთელი ის სცენა, სიცილი და ჩხუბი კიბესა
და ეზოში იმ დროს, მეეზოვე და ის ორი მოწმე რომ ადიოდნენ,
განგებ მოაწყო თურმე, რომ თვალები აება, ეჭვი არ აეღებინები-
ნა. რა ეშმაკობა და მოხერხება ჰქონია იმ ლაწირაკს! ძნელია
დასაჯერებლად, მაგრამ თვითონვე გამოტყდა და ახსნა ყველა-
ფერი. არა, მეც რომ მოვტყუვდი! მაგრამ ეს მხოლოდ ნიჭია
თვალთმაქცობისა და მოხერხებისა, ნიჭია იურიდიულად თვალის
აბმისა, არც უნდა გაგიკვირდეს! განა ასეთი რამ შეუძლებელია?
რაც შეეხება იმას, რომ ვეღარ მოითმინა და გამოტყდა, ამას ხომ
უფრო სარწმუნოდ ვთვლი. ნამდვილი სიმართლეა!.. არა, რო-
გორ მოვტყუვდი მაშინ! თავგამოდებული ვუმტკიცებდი ყველას,
მართალია-მეთქი!
– მითხარი, საიდან შეიტყვე, ან რატომ გაინტერესებს ეგ საქ-
მე? – დაეკითხა რასკოლნიკოვი, რომელსაც მღელვარება ვერ
დაეფარა.
– ამას უყურე ერთი! რატომ გაინტერესებსო, მეკითხება!..
სხვათა შორის, პორფირისგან გავიგე. თითქმის ყველაფერი მის-
გან შევიტყვე.
– პორფირისგან?
– პორფირისგან.
– რაო... რას ამბობს? – დაეკითხა შეშინებული რასკოლნი-
კოვი.
– მშვენივრად ამიხსნა ყველაფერი. ფსიქოლოგიურად ამიხ-
სნა, თავისებურად.
– პორფირიმ აგიხსნა? თვითონ აგიხსნა?
– თვითონ. მშვიდობით! მერე ერთ რამეს სხვასაც გიამბობ,
ახლა კი სასწრაფო საქმე მაქვს. იქ... კი ვიფიქრე.. მაგრამ არა,
მერე იყოს!.. რა საჭიროა, რომ დავთვრე? ისედაც დამათვრე.
მთვრალი ვარ, როდკა! უღვინოდ ვარ მთვრალი. მშვიდობით.
შემოგივლი, მალე შემოგივლი.
და გავიდა.
„ეს უთუოდ პოლიტიკური შეთქმულია, ეჭვი არ არის! – გა-
დაწყვიტა საბოლოოდ რაზუმიხინმა და ნელ-ნელა დაეშვა კიბე-
ზე, – დაც ჩაუთრევია; ეს კი ძალიანაც შესაძლებელია, ავდოტია
რომანოვნას ხასიათი რომ ვიცი. ერთმანეთს ხვდებიან!.. ავდოტია
რომანოვნაც ხომ მაფიქრებდა... ბევრ მის სიტყვას... გადაკვრით
ლაპარაკსა და ეჭვებს ეტყობა ეს! აბა, სხვა მხრივ, რით აიხსნება
ეს ჩახლართული საქმე? ჰმ! მე კი მეგონა... ოჰ, ღმერთო ჩემო,
რა მომივიდა აზრად, დიახ, გონი დამიბნელდა, დამნაშავე ვარ
მის წინაშე! მაშინ იყო, დერეფანში, სანათთან, გონება რომ და-
მიბნელდა. ფუჰ! რა საძაგელი და საზიზღარი ფიქრი გავიტარე
გულში!.. ყოჩაღ, ნიკოლავ, რომ გამოტყდი... ეს მისი მაშინდელი
ავადმყოფობა, უცნაური საქციელი, უწინაც კი, ჯერ კიდევ უნივერ-
სიტეტში, დაღვრემილი და მოღუშული იყო მუდამ... მაგრამ ეს
წერილი რაღას ნიშნავს? ამასაც უთუოდ რამე აზრი აქვს. ეჭვი
მაქვს, მაგრამ... ჰმ! არა, ყველაფერს შევიტყობ“.
მოისაზრა და გაიხსენა ყველაფერი დუნეჩკაზე, გული გაეყინა
უცებ, დაიძრა და გაქანდა მაშინვე.
გავიდა თუ არა რაზუმიხინი, რასკოლნიკოვი მაშინვე წამოდ-
გა, მიბრუნდა ფანჯრისკენ, ხან ერთ კუთხეს ეცა, ხან მეორეს,
თითქოს დაავიწყდაო, რა ვიწრო იყო მისი პატარა ოთახი და...
ისევ დივანზე დაჯდა. თითქოს ხელახლა დაიბადა. ჯერ კიდევ შე-
იძლებოდა ბრძოლა, მაშასადამე, ხსნაც შესაძლებელი იყო!
„დიახ, გამოსავალიც გამოუჩნდა! თორემ მეტისმეტად იყო
ყველაფერი დახშული, შებორკილი, სულს უხუთავდა და ტანჯავ-
და რაღაც, თავბრუ ეხვეოდა. მას შემდეგ, რაც მიკოლკას სცენა
ნახა პორფირისთან, გრძნობდა, რომ სუნთქვა დაეხშო. მიკოლ-
კას შემდეგ, იმავე დღეს, სონიასთან ისევ ტანჯვა-წამება განიცა-
და; აქაც ისე ვერ შეასრულა ბოლომდე თავისი განზრახვა, რო-
გორც წინათ ფიქრობდა... დასუსტდა უცბად! ხომ დათანხმდა კი-
დეც სონიას, თვითონვე დათანხმდა; დათანხმდა გულში, რომ ასე
მარტოდმარტო, ამ საზარელი საიდუმლოთი ვერ შეძლებდა სი-
ცოცხლეს! სვიდრიგაილოვი? ის ხომ სრული გამოცანაა... მართა-
ლია, სვიდრიგაილოვიც არ აძლევს მოსვენებას, მაგრამ პორფი-
რი სულ სხვა საქმე იყო.
ანუ პორფირის თვითონ აუხსნია რაზუმიხინისთვის, ფსიქო-
ლოგიურად აუხსნია! ისევ თავის დაწყევლილ ფსიქოლოგიას
სწვდა! პორფირი? შეიძლება ერთი წამით მაინც დაიჯეროს პორ-
ფირიმ, რომ მიკოლკაა დამნაშავე? ისიც მას შემდეგ, რაც მი-
კოლკას შემოსვლამდე მათ შორის ამბავი მოხდა, რომელსაც შე-
იძლება მხოლოდ ერთადერთი ახსნა ჰქონდეს? შეუძლებელია
(რამდენჯერმე გაახსენდა ამ დღეებში რასკოლნიკოვს ნაწყვეტ--
ნაწყვეტ ის სცენა, მაგრამ მთლიანად ყველაფრის გახსენება ვერ
შეძლო). შიგადაშიგ ბევრი რამ ითქვა მაშინ, ისეთი კილოთი და
სახით უთხრეს ზოგიერთი რამ ერთმანეთს და იმ ზომამდე მივიდ-
ნენ, რომ ამის შემდეგ მიკოლკა (რომელიც პორფირიმ პირველი
სიტყვიდანვე შეისწავლა) ვეღარ შეუცვლიდა აზრს.
როგორია! რაზუმიხინსაც რომ ეჭვი შეეპარა! დერეფანში სა-
ნათთან მომხდარ სცენას უქმად არ ჩაუვლია. ამიტომაც მაშინვე
პორფირისთან გაქანდა... მაგრამ რატომ წამოაყრანტალა ამდე-
ნი ტყუილი? ნეტავ რას ფიქრობს, განგებ თვალებს უხვევს რაზუ-
მიხინს და მიკოლკაზე უთითებს? არა, უთუოდ სხვა განზრახვა
აქვს, უეჭველია, მაგრამ რა? მართალია, იმ დილის შემდეგ საკ-
მაო დრომ განვლო, – თითქმის ძალიან დიდმაც, მაგრამ პორფი-
რიზე არაფერი ისმის. რასაკვირველია, ეს უარესია...“ რასკოლ-
ნიკოვმა ქუდს ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა. მთელი იმ
ხნის განმავლობაში პირველად იყო თავის ჭკუაზე. „საჭიროა,
სვიდრიგალოვთან საქმე როგორმე მოვათავო, და რაც შეიძლე-
ბა მალე, – ფიქრობდა თავისთვის, – ისიც, მგონი, იმას ელის,
რომ თვითონ ვეახლო“, უცბად ისეთი სიძულვილი იგრძნო მისმა
დაქანცულმა გულმა, რომ ადვილად შეეძლო რომელიმე მათგა-
ნი – ან სვიდრიგალოვი, ან პორფირი – მოეკლა კიდეც. იგრძნო
აშკარად, რომ ახლა თუ არა, შემდეგში მაინც ასე მოიქცეოდა.
„ვნახოთ, ვნახოთ“, – იმეორებდა თავისთვის.
მაგრამ ის იყო, დერეფნის კარი გამოაღო, რომ უცებ პორ-
ფირი შეეჩეხა წინ. პორფირი მასთან მოდიოდა. რასკოლნიკოვი
წამით თითქოს გაშეშდა, მაგრამ მხოლოდ წამით. უცნაურია, მაგ-
რამ არც გაჰკვირვებია და არც შეშინებია, პორფირი რომ ეწვია.
ცოტათი შეკრთა მხოლოდ, მაგრამ იმავე წამს თავი შეიმაგრა,
მოემზადა. „იქნებ როგორმე გათავდეს ყველაფერი! მაგრამ კა-
ტასავით ისე როგორ ამოიპარა, რომ ვერაფერი გავიგე? იქნებ
მისმენდა?“
– არ მელოდით, როდიონ რომანიჩ? – შესძახა სიცილით
პორფირი პეტროვიჩმა, – დიდი ხანია, ვაპირებდი შემომევლო,
ახლა გზად მოვდიოდი და გავიფიქრე, რატომ არ ვინახულო ხუ-
თიოდე წუთით-მეთქი და შემოვედი. როგორც ჩანს, სადღაც მიიჩ-
ქარით? არ დაგაგვიანებთ. ერთ პაპიროსს მოვწევ, თუ ნებას დამ-
რთავთ.
– დაბრძანდით, პორფირი პეტროვიჩ, დაბრძანდით, – სთხო-
ვა რასკოლნიკოვმა ისეთი კმაყოფილი და მეგობრული კილოთი,
რომ თვითონვე გაუკვირდა. უკანასკნელ ნარჩენს და ნალექს
ეღებოდა ბოლო! ასე ემართება ხოლმე ხშირად ადამიანს: ყაჩა-
ღის წინაშე მდგომს ნახევარ საათს უზომო შიში აიტაცებს, მერე
კი თუნდ დანა მიაბჯინონ ყელზე, ვეღარაფერს გრძნობს. დაუჯდა
პირისპირ პორფირის და ისე უცქეროდა, თვალი არ დაუხამხამე-
ბია. პორფირიმ თვალი მოჭუტა, პაპიროსს დაუწყო მოკიდება.
„ილაპარაკე, ჰო, ილაპარაკე, – თითქოს მზად იყო, გულიდან
ამოხდომოდა რასკოლნიკოვს, – რაღას უცდი, რატომ არ იწყებ?“

II

– აი, ეს პაპიროსი! – დაიწყო პორფირი პეტროვიჩმა, რო-


გორც კი მოუკიდა და შეისუნთქა, – მავნეა, ნამდვილად ვიცი, მაგ-
რამ თავი ვერ დამინებებია! ვახველებ, მაქოშინებს. იცით რა, მში-
შარაც ვარ. წავედი ამას წინათ ბ-თან, – თითო ავადმყოფს სულ
ცოტა, ნახევარ საათს სინჯავს; გაეცინა, რომ შემომხედა: ყური
დამადო, გამსინჯა, – თამბაქო გწყენთ, ფილტვები გაქვთ გაგა-
ნიერებულიო. მერე, როგორ დავანებო თავი? სხვას რას შევეჩ-
ვიო? უბედურება ის არის, რომ არა ვსვამ, ხე-ხე-ხე! კიდეც ესაა
უბედურება! ყველაფერი შედარებითია მხოლოდ, როდიონ რო-
მანიჩ, შედარებითი!
„რას აკეთებს, წინანდებურ ხერხს მიმართავს კვლავ, თუ რა?“
– გაიფიქრა ზიზღით რასკოლნიკოვმა. უკანასკნელი შეხვედრის
ამბავი ბოლომდე გაიხსენა და იგრძნო, რომ მაშინდელივით რა-
ღაც მოაწვა გულზე.
– ამ სამი დღის წინაც შემოგიარეთ საღამოთი; თქვენ ალბათ
არც იცით? – განაგრძობდა პორფირი პეტროვიჩი და თან ოთახს
ათვალიერებდა, – ამ ოთახში ვიყავი. დღევანდელივით, გზად
მივდიოდი; ვიფიქრე, მოდი, შევუვლი, ვინახულებ-მეთქი. შემოვე-
დი, კარი ბოლომდე ღია იყო; მივიხედ-მოვიხედე და შევიცადე
მცირე ხანს, მაგრამ მოსამსახურე გოგოს არც დავუცადე, ისე წა-
ვედი. კარს არ კეტავთ ხოლმე?
რასკოლნიკოვს თანდათან უფრო ეღუშებოდა სახე. პორფი-
რი თითქოს მიუხვდა, რასაც ფიქრობდა იგი.
– მოვედი ასახსნელად, როდიონ რომანიჩ, ასახსნელად მო-
ვედი, ჩემო კარგო! მოვალე ვარ, ყველაფერი განგიმარტოთ, –
განაგრძობდა ღიმილით პორფირი პეტროვიჩი და თან მუხლის-
თავებზე ხელი ოდნავ დაიკრა. მაგრამ უცბად დინჯი გამომეტყვე-
ლება და ზრუნვა აღებეჭდა სახეზე. ცოტათი თითქოს დანაღვლი-
ანდა კიდეც, რამაც გააკვირვა რასკოლნიკოვი. არასოდეს ენახა
ასეთი პორფირი პეტროვიჩი, – უცნაური ამბავი მოხდა, როდიონ
რომანიჩ, ჩვენ შორის ბოლოს. მართალია, პირველადაც შეგვემ-
თხვა უცნაური ამბავი, მაგრამ მაშინ... ახლა კი სულ სხვაა. იცით
რა: იქნებ დამნაშავეც კი ვიყო თქვენ წინაშე; ვგრძნობ ამას, გახ-
სოვთ, როგორ დავშორდით ერთმანეთს: თქვენ მუხლები და
ნერვები გიკანკალებდათ. მეც მუხლები და ნერვები მიკანკალებ-
და. იცით რა, ცოტა უწესოდაც კი მოვიქეცით მაშინ ორივენი, თა-
ვაზიანობა სრულიად დავკარგეთ. მაინც ხომ ჯენტლმენები ვართ;
ყოველ შემთხვევაში, მაინც ჯენტლმენები ვართ, ეს პირველი და
უმთავრესია; კარგად უნდა შევიგნოთ ეს. გახსოვთ, სადამდე მივე-
დით?.. სავსებით მიუღებელი იყო.
„რა ნიშნავს ეს, ვინ ვგონივარ ნეტავ?“ – ეკითხებოდა გაკვირ-
ვებული რასკოლნიკოვი თავის თავს და გაშტერებული შეჰყურებ-
და პორფირის.
– ვიფიქრე, რომ გულახდილად მოქმედება უმჯობესია ჩვენ-
თვის, – განაგრძობდა პორფირი პეტროვიჩი, თან თავი ოდნავ
გვერდზე გადაეგდო, დაბლა იხედებოდა, თითქოს აღარ უნდო-
და, მსხვერპლი შეეკრთო და წინანდელ ხრიკებს მიმართავდა, –
დიახ, დიდხანს ასეთი ეჭვები და ამბები შეუძლებელია. მაშინ კი-
დევ მიკოლკამ გაგვაწყვეტინა ლაპარაკი, თორემ ვინ იცის, სა-
დამდე მივიდოდით. ის წყეული მოქალაქე, წარმოიდგინეთ, ფიც-
რულს იქით მეჯდა. რასაკვირველია, თქვენ უკვე იცით ეს; მეც
კარგად ვიცი, რომ იმ ამბის შემდეგ თქვენთან მოვიდა; მაგრამ
თქვენ რაც გეგონათ, ტყუილი იყო: არავის დასაძახებლად არ გა-
მიგზავნია, არავითარი განკარგულება არ გამიცია. იკითხავთ, რა-
ტომ არაო? როგორ გითხრათ: თვითონ მეც მაშინ თავგზა ამებ-
ნა. ძლივს გავეცი განკარგულება, რომ მეეზოვეები ეხმოთ (იმე-
დია, შენიშნავდით, გარეთ იდგნენ). ერთმა ფიქრმა გამიელვა;
მტკიცედ ვიყავი მაშინ დარწმუნებული, როდიონ რომანიჩ: ერთი
რომ დამისხლტეს ხელიდან, მეორეს მაინც კუდში წავავლებ, არ
გავუშვებ-მეთქი. მეტად მოუთმენელი ხართ და ფიცხი ბუნების,
როდიონ რომანიჩ, თუმცა ხასიათი და გულიც სხვანაირი გაქვთ;
იმედი მაქვს, ცოტაოდენ მივხვდი კიდეც თქვენს ხასიათს, თუმცა,
რასაკვირველია, მაშინაც კი შემეძლო მეფიქრა, რომ მუდამ ერ-
თნაირად არ ხდება, – წამოდგეს კაცი და უცებ ყველაფერში გა-
მოგიტყდეს, ყველაფერი გაგიმჟღავნოს. მართალია, ასეც ხდება
ხოლმე, განსაკუთრებით თავს რომ მოაბეზრებ და გაუჭირვებ
კაცს საქმეს, მაგრამ მაინც იშვიათად. მეც შემეძლო, რასაკვირვე-
ლია, განმესაჯა ეს. მაგრამ არა, მაინც მინდოდა, კვალს დავდგო-
მოდი! თუნდაც სულ მცირე კვალს, მაგრამ ისეთს, რომ ხელჩასა-
ჭიდი ყოფილიყო, რომ საბუთად გამომდგომოდა, მარტო ფსიქო-
ლოგიაზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული. რადგან ვფიქრობ-
დი, თუ ადამიანი დამნაშავეა, შეეტყობა და გამოჩნდება
როგორმე-მეთქი. შეიძლება სრულიად მოულოდნელმა შემთხვე-
ვამ გასცეს-მეთქი. თქვენი ხასიათის იმედი მქონდა მაშინ, როდი-
ონ რომანიჩ, ყველაზე მეტად – ხასიათის! დიდი იმედი მქონდა
თქვენი, დიახ!
– რაო... ნეტავ რას ამბობთ ახლა, – წაიბუტბუტა ბოლოს
რასკოლნიკოვმა, მაგრამ თვითონაც ვერ მოისაზრა ნათლად,
რას ეკითხებოდა. „რაზე მელაპარაკება, – ეკითხებოდა თავის
თავს დაბნეული, – ნუთუ მართლა უდანაშაულოდ მივაჩნივარ?“
– რას ვამბობ? რას და იმას, რომ წმინდა მოვალეობად ვცა-
ნი, მოვსულიყავი და ამეხსნა. მინდა, ყველაფერი დაწვრილებით
გიამბოთ, როგორ მოხდა მაშინდელი ამბავი. ბევრი კი გტანჯეთ,
როდიონ რომანიჩ. მართლა უღვთო და გულქვა კი არა ვარ. მეს-
მის, რა ძნელია ყოველივე ამის ატანა ამაყი გულისა და უფლე-
ბისმოყვარე, მოუთმენელი კაცისთვის, განსაკუთრებით მოუთმენ-
ლისთვის! ყოველ შემთხვევაში, უკეთილშობილეს და თითქმის
დიდსულოვან კაცად გთვლით მაინც, თუმცა თქვენს ყველა შეხე-
დულებას არ ვეთანხმები, რასაკვირველია; ამას პირდაპირ გიც-
ხადებთ. სრულიად გულწრფელად, რადგან არ მსურს, მოგატყუ-
ოთ. გაგიცანით თუ არა, მაშინვე მომეწონეთ. თქვენ შეიძლება გა-
გეცინოთ ჩემს სიტყვებზე, ეს თქვენი ნებაა. ვიცი, რომ პირველი
შეხვედრისთანავე არ შეგყვარებივართ, იმიტომ, რომ, არსები-
თად, არც არაფერი მაქვს შესაყვარებელი. როგორც გინდათ
ჩათვალეთ, მაგრამ მინდა როგორმე გაგინელოთ ის პირველი
შთაბეჭდილება და დაგიმტკიცოთ, რომ მეც კაცი ვარ, გულიც
მაქვს და სინდისიც, გულწრფელად გეუბნებით.
პორფირი პეტროვიჩმა ამაყად შეწყვიტა სიტყვა. რასკოლნი-
კოვმა უცებ სხვა, ახალი შიში იგრძნო. საშინლად შეაშინა იმის
გაფიქრებამ, რომ პორფირი მას დამნაშავედ არ მიიჩნევდა.
– რაზუმიხინმა მითხრა, რომ ახლაც მიკოლკა გგონიათ დამ-
ნაშავე; თურმე თქვენვე არწმუნებდით რაზუმიხინს...
მაგრამ სული შეუგუბდა, ვეღარ დაამთავრა. საშინლად
აღელვებული უსმენდა, როგორ უარყოფდა თავის ნათქვამს ის
ადამიანი, რომელმაც ასე კარგად შეიცნო იგი. მაგრამ ეშინოდა,
დაეჯერებინა და არც სჯეროდა, რასაც ეუბნებოდა. ცდილობდა,
პორფირი პეტროვიჩის ორაზროვანი სიტყვებიდან რეალური აზ-
რი გამოეტანა.
– ბატონმა რაზუმიხინმა თქვაო! – შეჰყვირა პორფირი პეტ-
როვიჩმა, თითქოს გაუხარდა, რომ აქამდე ჩუმად მყოფმა რას-
კოლნიკოვმა ხმა აიმაღლა, – ხე-ხე-ხე!აასე უნდოდა რაზუმიხინს.
საჭირო იყო მისი ჩამოშორება: როცა ორის საქმეა, მესამე არ
უნდა ერეოდეს. ბატონი რაზუმიხინი კი ასე არ იქცეოდა. მოირბი-
ნა ჩემთან გაფითრებულმა... მაგრამ, ღმერთმა კარგად ამყო-
ფოს, რა საჭიროა, ისიც ჩავრიოთ! მიკოლკაზე გინდათ გაიგოთ,
რა კაციც არის, ანუ რა აზრის ვარ? ჯერ ერთი, ბავშვია, თუმცა
მშიშარა არაა, თითქოს ხელოვანს უფრო ჰგავს. მართლა, ნუ
იცინით, უბრალოდ, მიამიტია და მასზე ყველაფერი ადვილად
მოქმედებს. გული აქვს ასეთი: ოცნებით ცხოვრობს – სიმღერა,
ცეკვა, ზღაპრები. ყველაფერი კარგად გამოსდის, როგორც გად-
მომცეს. ასე რომ, საიდან აღარ იკრიბებიან თურმე, რომ ყური
დაუგდონ. სკოლაშიც ხალისიანად დადიოდა, სიცილიც გულიანი
იცოდა, უგრძნობლად დათრობაც, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ
გარყვნილი იყო, ისე, ათასში ერთხელ თუ დაალევინებდა ვინმე.ა
აი, მაშინაც იქურდა, მაგრამ თვითონ კი არ ახსოვდა, რადგან
„ძირს ეგდო და ავიღე, რა ქურდობააო“? ახლა ისიც იცით, რომ
მწვალებელთაგანია თვითონ, – ანუ სექტანტი; ამას წინაზეც ორი
წელი ვიღაც მოხუცთან გაუტარებია სოფელში სულის განსაწმენ-
დად. ყველაფერი ეს მიკოლკაზე დაზარაისკელებისგან შევიტყვე.
უდაბნოში აპირებდა გაქცევას! ასეთი მისწრაფება ჰქონდა, ღამ-
ღამობით ლოცულობდა, ძველ, „ჭეშმარიტ“ წიგნებს თავდავიწყე-
ბით კითხულობდა. პეტერბურგმა მასზე ძლიერ იმოქმედა, განსა-
კუთრებით ქალებმა და ღვინომ. ადვილად იტაცებს ყველაფერი
და ამიტომაც მალე დაივიწყა მოხუციც და ყოველივე. ვიცი, მაგა-
ლითად, რომ აქ ერთმა მხატვარმა შეიყვარა, დადიოდა და სწავ-
ლობდა კიდეც, მაგრამ დაფრთხა საწყალი, შეშინდა; თავი უნდა
ჩამოეხრჩო! გაქცევა უნდოდა! რას იზამთ, როცა ჩვენი მართმსა-
ჯულების შესახებ ხალხში ასეთი წარმოდგენაა შექმნილი. ზოგი-
ერთს მარტო ერთი სიტყვა – „გასამართლებაც“ კი საზარლად
ეჩვენება. ვისი ბრალია! ვნახოთ, ახალი სამართალი რას გვეტ-
ყვის. ღმერთმა ინებოს! ასეა საქმე; ახლა ისევ გაახსენდა წმინდა
მოხუცი დაპატიმრებულს; „დაბადებაც“ ისევ გაუჩინა საიდანღაც.
იცით, როდიონ რომანიჩ, ზოგიერთი მათგანისთვის „ტანჯვა“ რას
ნიშნავს? სხვისი გულისთვის კი არა, ისე, უბრალოდ „ტანჯვის მი-
ღება“, მეტადრე, თუ ხელისუფლება მიაყენებს ამ ტანჯვას? ჩემს
ხელში ერთი მეტად მშვიდობიანი პატიმარი იჯდა ციხეში მთელი
წელიწადი; ღამღამობით სულ „დაბადებას“ კითხულობდა, ღუ-
მელზე დაწოლილი; ისე გაერთო კითხვაში, რომ ერთხელ
საიდანღაც აგური გამოაძრო და უფროსს ესროლა, თუმცა მას
შეურაცხყოფა არ მიუყენებია მისთვის. მერე, იცით, როგორ ეს-
როლა: მთელი არშინით შორს გადააგდო გვერდზე აგური, რომ
ვნება არ მიეყენებინა! მოგეხსენებათ, რა შედეგიც მოჰყვებოდა
უფროსზე თავდასხმას: „გამოდის, რომ ნებაყოფლობით იკისრა
ტანჯვა“. მიკოლკასაც უთუოდ ფიქრად ეს აქვს, სურს, „ტანჯვა
იკისროს“. ნამდვილად ვიცი, საბუთი მაქვს იმის, რომ ასეა. მაგ-
რამ თვითონ, რასაკვირველია, არ იცის, რომ მე ვიცი. როგორ
ფიქრობთ, ამათი წრის ხალხში არ არიან ოცნებით გატაცებულე-
ბი? რამდენიც გინდათ. მოხუცის გავლენა ისევ დაეტყო, განსა-
კუთრებით მას შემდეგ გაახსენდა, რაც თავის ჩამოხრჩობა განიზ-
რახა. მაგრამ ბოლოს თვითონ მოვა, მიამბობს ყველაფერს. რო-
გორ გგონიათ, შეიკავებს თავს? ისევ უარს იტყვის. ყოველ საათს
ველი, რომ მოვა და ჩვენებაზე უარს იტყვის. შემიყვარდა და დაწ-
ვრილებით ვარკვევ, რა ადამიანია. ხე-ხე-ხე! ზოგიერთი მუხლის
შესახებ ისე გონივრულად მაძლევდა პასუხს, ეტყობოდა, საჭირო
ინფორმაცია მოეკრიბა; სხვების შესახებ კი სულ არა გაეგება რა
და ვერც გრძნობს! არა, ჩემო კეთილო როდიონ რომანიჩ, მი-
კოლკა აქ არაფერ შუაშია! აქ უფრო ფანტასტიკური საქმეა, თანა-
მედროვე შემთხვევაა, ადამიანს რომ გული აემღვრევა და წარ-
მოუდგება, სისხლი „აახლოებს“ კაცსაო; შემთხვევა, როდესაც კე-
თილმოწყობილ ცხოვრებას ითხოვენ და ქადაგებენ. მწიგნობრის
ნაოცნებარია ეს, თეორიულად აღელვებული გულის ნაყოფია.
ეტყობა, საცდელად გაუბედავს, პირველი შემთხვევა ყოფილა,
მაგრამ გადაუწყვეტია და უცებ თითქოს მთიდან ან მაღალი სამ-
რეკლოდან გადმოვარდაო. უგრძნია, რომ უნებურად ჩაიდინა
დანაშაული. კარიც კი არ მოუხურავს, რომ შესულა – დავიწყებია;
მოკვლით კი ორი მოუკლავს, ისიც თეორიითვე. მოკლა, მაგრამ
ფულის წაღება ვეღარ მოახერხა; რაც წაიღო, ისიც ქვის ქვეშ
დაფლა. არ იკმარა, რა ტანჯვაც კარს უკან დგომის დროს გა-
მოიარა, გარედან რომ შესვლას ლამობდნენ, კარს ამტვრევდნენ
და ზარიც წკარუნობდა, – არა, არ იკმარა ეს: სიცხიანმა, ბოდვის
დროს, ერთხელ კიდევ მოინდომა ცარიელი ბინის ნახვა და ზა-
რის წკარუნის გაგონება; უნდოდა, კიდევ გაეხსენებინა წარსული
და ჟრუანტელს დაერბინა... ეს არაფერი, ავად იყო და იმიტომ.
საქმე ასეა: მოკლა, მაგრამ პატიოსან კაცად მიიჩნევს თავს, ხალ-
ხი სძულს და ფერმკრთალი ანგელოზივით დაიარება, – არა, ჩე-
მო მეგობარო, როდიონ რომანოვიჩ, რის მიკოლკა, რას ბრძა-
ნებთ!
მოულოდნელი იყო რასკოლნიკოვისთვის ეს სიტყვები, რად-
გან ადრე ნათქვამით პორფირი პეტროვიჩი მას არ ადანა-
შაულებდა. უცბად მთლად აცახცახდა, თითქოს განგმირეს რაღა-
ცითო.
– მაშ... ვინ... ვინ მოკლა?.. – ვეღარ მოითმინა და იკითხა
სულშეგუბებულმა რასკოლნიკოვმა.
პპორფირი პეტროვიჩმა უცებ უკან გაიწია, სკამს ზურგით მი-
ეყრდნო, თითქოს მოულოდნელი იყო მისთვის ეს კითხვა და გა-
იკვირვა.
– როგორ თუ ვინ მოკლა? – გაიმეორა, თითქოს ყურს არ
უჯერებსო. – ვინ და თქვენ, როდიონ რომანიჩ! თქვენ მოკა-
ლით... – დასძინა თითქმის ჩურჩულით, მაგრამ მტკიცედ.
რასკოლნიკოვი ტახტიდან წამოხტა, რამდენიმე წამს ასე იდ-
გა, მერე ისევ დაჯდა, ხმა არ ამოუღია. ბოლოს სახე აუთრთოლ-
და და დაემანჭა.
– ეგ ტუჩი მაშინდელივით აგითამაშდათ, – წაიბუტბუტა თით-
ქოს თანაგრძნობით, პორფირი პეტროვიჩმა, – ვგონებ, მთლად
ვერ გაიგეთ ჩემი ნათქვამი, როდიონ რომანიჩ, და ამიტომ გაიკ-
ვირვეთ, – დასძინა მცირე სიჩუმის შემდეგ პორფირიმ, – მოვედი
სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი გითხრათ და გაგიმჟღავნოთ.
– ტყუილია, მე არ მომიკლავს, – ჩაიჩურჩულა რასკოლნი-
კოვმა შეშინებული ბავშვივით, დანაშაულზე რომ წაასწრებენ.
– არა, სწორედ თქვენ მოკალით, როდიონ რომანიჩ, თქვენ,
სხვამ არავინ, – გაუმეორა მკაცრად და მტკიცედ პორფირიმ.
ორივენი გაჩუმდნენ, ასე იყვნენ დიდხანს, თითქმის ათ წუთზე
მეტხანს. რასკოლნიკოვი მაგიდას დაეყრდნო, თმას იბურძგნიდა
ჩუმად. პორფირი პეტროვიჩი წყნარად იჯდა და უცდიდა. უცებ
რასკოლნიკოვმა ზიზღით გადახედა პორფირის.
– ძველ ხრიკებს მიმართავთ ისევ, პორფირი პეტროვიჩ? მიკ-
ვირს, როგორ არ მოგწყინდათ...
– ეჰ, კმარა, გეთაყვა, ხრიკები რაღა საჭიროა? სულ სხვაა,
მოწმეები რომ გვყავდეს, თორემ ორნი ვსხედვართ მარტოდმარ-
ტო და ვჩურჩულებთ ჩვენთვის. კარგად ხედავთ, იმიტომ არ ვარ
მოსული, რომ კურდღელივით წაგიგდოთ და დაგიჭიროთ. გა-
მოტყდებით თუ არა, აღარ მაინტერესებს. მე უკვე დარწმუნებული
ვარ ყველაფერში.
– მაშ, თუ ასეა, რატომღა მოხვედით? – დაეკითხა გაბრაზებუ-
ლი რასკოლნიკოვი, – გეკითხებით მაშინდელივით: თუ მართლა
დამნაშავედ მთვლით, რატომ არ მიჭერთ?
– აი, ეგ მართლაც საკითხავია! ახლავე დაწვრილებით მო-
გახსენებთ: ჯერ ერთი, ასე პირდაპირ თქვენი დაპატიმრება არა-
ფერი სახეიროა ჩემთვის.
– როგორ თუ სახეირო არ არის? მოვალე ხართ, თუ მარ-
თლა დარწმუნებული ბრძანდებით...
– ეჰ, მერე რა, რომ დარწმუნებული ვარ? ჯერ ეს მარტო ოც-
ნებაა ჩემი. ან რა იქნება, რომ ჩაგსვათ და მოგასვენოთ? თქვენც
იცით ეს, იმიტომაც ჩამციებიხართ... მაგალითად ესეც კმარა:
ვთქვათ, მოქალაქეს პირზე დაადექით და ეუბნებით: „მთვრალი
ხომ არ ხარ?.. მე მთვრალი მეჩვენე და მართლაც მთვრალი იყა-
ვიო“. ის კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს; მითხარით ახლა, რა
ვთქვა ამაზე... მით უმეტეს, რომ თქვენ უფრო დაგეჯერებათ, ვიდ-
რე იმას, იმიტომ რომ მის ჩვენებაში მარტო ფსიქოლოგიაა, სხვა
არაფერი, თქვენ კი პირდაპირ გაამტყუნებდით, იმიტომ რომ უბე-
დურად სვამს და ყველამ იცის ეს: თვითონ მეც რამდენჯერმე გა-
მოგიტყდით, რომ ორაზროვანია ეს ფსიქოლოგია; ამასთან,
მეორე მხარე უფრო მეტად საბუთიანი იქნება და სიმართლის
მსგავსი, ამის მეტი კი თქვენ წინააღმდეგ სრულიად არაფერი
მაქვს. თუმცა მაინც ჩაგსვამთ და იმიტომაც მოვედი, რომ ყველა-
ფერი აღიაროთ... გამოგიტყდებით მაინც პირდაპირ, რომ ჩემ-
თვის ეს სულაც არ არის სახეირო. მეორეც... კიდევ იმიტომ მო-
ვედი, რომ...
– დიახ, დიახ, რატომ?! – (ჯერ კიდევ ვერ მოებრუნებინა სუ-
ლი რასკოლნიკოვს).
– იმიტომ, რომ მოვალედ ჩავთვალე თავი, ყოველივე ეს
ამეხსნა თქვენთვის. არ მინდა საზიზღარ ადამიანად მთვლიდეთ,
თანაც ხედავთ, რომ სრულიად გულწრფელად გეპყრობით. გინ-
დათ, მენდეთ, გინდათ – არა. მესამე კიდევ, მოვედი იმისთვის,
რომ გულახდილად მერჩია, გამოტეხილიყავით. თქვენთვისაც
ბევრად სახეირო იქნება ეს და ჩემთვისაც: მძიმე ტვირთივით მო-
მეშვება. მითხარით, გულახდილობაა ეს ჩემი მხრივ თუ არა?
რასკოლნიკოვი ერთ წამს ჩაფიქრდა.
– მოითმინეთ, პორფირი პეტროვიჩ, თქვენვე გამოტყდით,
ფსიქოლოგიაზეა ყველაფერი დამოკიდებულიო, და მათემატიკუ-
რად კი გადაგიწყვეტიათ საქმე. ხომ შეიძლება თქვენ თვითონაც
ცდებოდეთ ახლა?
– არა, როდიონ რომანიჩ, არ ვცდები! მიზეზი მაქვს, ხომ მა-
შინვე გამოვარკვიე, მადლობა ღმერთს!
– რა მიზეზი?
– არ გეტყვით, როდიონ რომანიჩ, რა მიზეზი. მაგრამ ყოველ
შემთხვევაში, უფლება აღარ მაქვს, მეტხანს გაცალოთ; ჩაგსვამთ,
მაშასადამე. იფიქრეთ, აბა: ჩემთვის ახლა ორივე ერთია, თუ გე-
უბნებით, თქვენთვის გეუბნებით მხოლოდ. გეფიცებით, უმჯობესი
იქნება, როდიონ რომანოვიჩ!
მწარედ გაეცინა რასკოლნიკოვს.
– ეს ხომ პირდაპირ უსირცხვილობაა და არა მარტო სასაცი-
ლო. თუნდაც მართლა დამნაშავე ვიყო (თორემ მე ხომ არ ვამ-
ბობ ამას), რაო, რისთვის მოვიდე და გამოგიტყდეთ, როდესაც
თვითონვე ამბობთ, მოსასვენებლად ჩაგსვამ ციხეშიო?
– ეჰ, როდიონ რომანიჩ, სიტყვას მუდამ როდი უნდა ენდოთ;
იქნება მოსვენებაც არ იყოს, ვინ იცის? ეს ხომ მარტო თეორიაა
და ისიც, ჩემი საკუთარი; მე კი, აბა, რატომ უნდა დამიჯეროთ. ვინ
იცის, იქნებ ახლაც გიმალავთ რამეს. ხომ არ ავიღებ და ყველა-
ფერს პირდაპირ არ გადმოგიშლით. ჰა-ჰა-ჰა! თუ იკითხავთ,
თქვენთვის სახეირო რა არის, გეტყვით: იცით, რა შეღავათი მო-
გეცემათ, თუ გამოტყდებით? აბა, იფიქრეთ, რა გარემოებაში
მოხვალთ და გამოტყდებით! მაშინ, როდესაც სხვამ იდო თავს
დანაშაული და საქმე არია. გეფიცებით ღმერთს, ისე მოვაწყობ
„იქ“ საქმეს, ვითომ მოულოდნელი იყო სრულიად ეგ თქვენი გა-
მოცხადება. ამ ფსიქოლოგიასა და ეჭვებს მთლიანად მოვსპობ,
არარაობად ვაქცევ. ასე რომ, თქვენი დანაშაული რაღაც გონე-
ბის დაბნელებად მოეჩვენებათ; და მართლაც, ასეა სწორედ...
როდიონ რომანოვიჩ, ვიტყვით იმასაც, რომ მე პატიოსანი კაცი
ვარ და შევძლებ კიდეც, შევასრულო ჩემი სიტყვა.
დდუმდა რასკოლნიკოვი, ნაღვლიანად თავი ძირს დაეხარა;
საკმაო ხანს რაღაცას ფიქრობდა, ბოლოს გაეღიმა კიდეც, მაგ-
რამ წყნარად იყო და ნაღვლიანად იღიმებოდა.
– ეჰ, რა საჭიროა! – ჩაილაპარაკა, თითქოს აღარც კი უმა-
ლავდა რამეს პორფირისო. – არ ღირს, არ მინდა ეს შეღავათი!
– აი, აი, მაგის მეშინოდა! – შესძახა თითქოს უნებურად, მაგ-
რამ ფიცხად პორფირიმ, – მაგის მეშინოდა, რომ ჩვენს შეღავათს
არ ინდომებდით.
ნაღვლიანად და დინჯად გადახედა რასკოლნიკოვმა პორფი-
რის.
– ეჰ, ეგრე ნუ მოიძულებთ სიცოცხლეს! – განაგრძობდა
პორფირი, – ჯერ კიდევ დიდი დრო გაქვთ წინ. როგორ არ გინ-
დათ შეღავათი! მეტად მოუთმენელი ხართ!
– რა მიდევს წინ?
– რა და, სიცოცხლე! წინასწარმეტყველი ხომ არ ხართ, რა
იცით, აბა? ეძიეთ და ჰპოვებთ. იქნება, განგებ შეგამთხვიათ
ღმერთმა. ბორკილი ხომ არ არის!
– შეღავათს მოგცემთო!.. – გაეცინა რასკოლნიკოვს.
– რაო, ბურჟუაზიული სირცხვილის შეგეშინდათ? არა, ვინ ამ-
ბობს. შეიძლება შეგეშინდათ კიდეც. მაგრამ თვითონაც არ იცით,
რადგან ახალგაზრდა ხართ! თქვენ მაინც არ უნდა გეშინოდეთ
და არც გრცხვენოდეთ გამოტეხისა და აღიარების.
– ეჰ, რა თავში ვიხლი! – ჩაიბუტბუტა ზიზღითა და სიძულვი-
ლით რასკოლნიკოვმა, თითქოს ლაპარაკიც აღარ სურსო. მერე
კვლავ წამოდგა, თითქოს წასვლა უნდაო, მაგრამ სასოწარკვეთი-
ლი ისევ დაჯდა.
– უბედურებაც ეგ არის! რა თავში იხლით! გული გაგტეხიათ
და გგონიათ, ვითომ გატყუებდეთ; მითხარით, დიდი ხანია, რაც
ცოცხლობთ? ბევრი რამ გესმით? გამოიგონეთ რაღაც თეორია
და შეგრცხვათ მერე, რომ არ გაგიმართლათ, ორიგინალურად
არ გამოგივიდათ! მართალია, საზიზღრად მოხდა ყველაფერი,
მაგრამ თქვენ მაინც უნუგეშოდ დაკარგული და წამხდარი არ
ხართ. სულაც არა! დიდხანს მაინც არ იტყუებდით თავს! რა გგო-
ნიათ, როგორ ადამიანად გთვლიან? ისეთ ადამიანად, რომ
თუნდ შიგნეულობაც გადმოეყრევინებინათ თქვენთვის, მაინც ღი-
მილით შეეგებებოდით თქვენს მტანჯველს, ოღონდ რწმენა გქონ-
დათ ღვთისა ან სხვა რამის. პოვეთ ეს რწმენა და შეძლებთ კი-
დეც ცხოვრებას. ჯერ ერთი, საჭირო იყო თქვენთვის, ჰაერი გა-
მოგეცვალათ. რა გგონიათ, ტანჯვაც კარგი საქმეა. იკისრეთ, მა-
შასადამე, სასჯელი და დაიტანჯეთ. შეიძლება მიკოლკაც არ
ტყუოდეს, რომ ტანჯვა უნდა. ვიცი, არაფერი გწამთ, მაგრამ ჭკუას
ძალას ნუ ატანთ ტყუილად; მიენდეთ ცხოვრებას, მსჯელობას თა-
ვი დაანებეთ, ნუ წუხხართ, – პირდაპირ ნაპირზე გაგიყვანთ და
ფეხზე დაგაყენებთ. რომელ ნაპირზე? რა ვიცი? მჯერა მხოლოდ,
რომ კიდევ დიდხანს იცოცხლებთ. ვიცი, ახლა გაზეპირებულ და-
რიგებად ჩამითვლით ამ სიტყვებს, მაგრამ იქნებ მერე მომიგო-
ნოთ, დაგჭირდეთ ოდესმე; ამიტომ გეუბნებით. კიდევ, კარგი
ისაა, რომ ბებრუხანა მოკალით, თორემ სხვა თეორია რომ მო-
გეფიქრებინათ, მაშინ ხომ მილიონჯერ უსაძაგლეს რამეს ჩაიდენ-
დით! იქნება ღმერთსაც უნდა უმადლოდეთ, ვინ იცის: იქნება სხვა
რამისთვისაც გიფარავთ. სულგრძელი იყავით და ნუ შეგეშინდე-
ბათ აღიაროთ, რომ დიდი საქმე გედოთ წინ შესასრულებლად.
არა, არა, სირცხვილია შიში. თუ ჩაიდინეთ ასეთი რამ, გამაგ-
რდით. სამართლიანობა მოითხოვს ამას. შეასრულეთ ეს მოთ-
ხოვნა. ვიცი, რომ არაფერი გწამთ და არც გჯერათ, მაგრამ გე-
ფიცებით, ცხოვრება შეგაძლებინებთ. შეგიყვარდებათ. ახლა მარ-
ტო ჰაერია თქვენთვის საჭირო, ჰაერი!
რასკოლნიკოვი ლამის შეხტა.
– მერედა, ვინ ხართ, გეთაყვა, რომ ასე წინასწარმეტყვე-
ლებთ, რა უფლებით?
– ვინ და, გათავებული კაცი, სხვა არაფერი. კაცი, რომელსაც
შეუძლია გრძნობაც და თანაგრძნობაც, მასთან ერთად, ცოდნაც
აქვს ზოგიერთი რამის, მაგრამ მისი საქმე მაინც წასულია. თქვენ
კი სრულიად სხვა ხართ: თვითონ ღმერთს გაუმზადებია თქვენ-
თვის სიცოცხლე (თუმცა შეიძლება კვამლივით გაგეფანტოთ, თუ
არაფერი გამოვიდა). რა მოხდება, თუ სხვა ჯურის ხალხში გა-
დაინაცვლებთ? თქვენი გულის პატრონს, ვიცი, განცხრომის დათ-
მობა არ დაგენანებათ! მერე რა, რომ დიდხანს ვერავინ დაგინა-
ხავთ? დროს ხომ არა აქვს აზრი, თქვენ გაქვთ, თქვენ თვითონ.
გაბრწყინდით მზესავით და ყველა დაგინახავთ. მზე რის მზეა მაშ,
თუ არ იმზევებს. რას იღიმით ისევ: რაო, გგონიათ, ვითომ განგებ
გელაქუცებით?! ვინ იცის, იქნებ მართლაც ასეა, ხე-ხე-ხე! სიტ-
ყვით ნურც მენდობით, როდიონ რომანიჩ, ნუ მენდობით ნურასო-
დეს, – ჩვეულება მაქვს ასეთი, გეთანხმებით; მაგრამ იცით, რას
გეტყვით: პატიოსანი ვარ თუ სულმდაბალი, ვგონებ, თქვენც შე-
გიძლიათ განსაჯოთ!
– დაპატიმრებას როდის მიპირებთ?
– ერთი-ორი დღე კიდევ შეგიძლიათ ისეირნოთ: კარგად
მოიფიქრეთ, ჩემო კარგო, ილოცეთ, მაგრამ გეფიცებით, თქვენ-
თვისაც სახეიროა.
– ჰო, მაგრამ რომ გაგექცეთ? – დაეკითხა რაღაც უცნაური
ღიმილით რასკოლნიკოვი.
– ეგ კი ტყუილია, ვერ გამექცევით. გლეხი კაცი გამექცევა,
ვინმე სექტანტი გამექცევა – სხვისი აზრის მსახური, ვისაც საკმა-
რისია, მიჩმანდირკასივით თითი უჩვენო მხოლოდ, რომ სამუდა-
მოდ დაიჯეროს და ირწმუნოს ყველაფერი, რასაც ისურვებ.
თქვენ კი თავადაც არ გჯერათ თქვენი თეორიის, – მაშ, რატომ
გაიქცევით? ან რას იხეირებთ? გადახვეწა მძიმეა, თქვენ კი, უპირ-
ველესად, სიცოცხლე, გარკვეული მდგომარეობა და შესაფერისი
ჰაერი გჭირდებათ. მერე აიტანთ კი ამ ჰაერს? გაიქცევით, მაგრამ
უკანვე დაბრუნდებით. უჩვენოდ ვერ გაძლებთ. ციხეში რომ ჩაგ-
სვათ, იჯდებით ერთი თვე, ორი, სამი, მერე უცბად მოიგონებთ
ჩემს სიტყვას და თვითონვე მოხვალთ, მაგრამ ისე, რომ თქვენ-
თვისაც მოულოდნელი იქნება. ერთი საათით ადრეც არაფერი
გეცოდინებათ, ვიდრე მოხვალთ და გამოტყდებით. თითქმის
დარწმუნებული ვარ, რომ „ტანჯვას იკისრებთ“; მართალია, ახლა
ჩემი არ გჯერათ, მაგრამ ვიცი, ამ გზას ვერ გაექცევით. რადგან,
როდიონ რომანიჩ, ტანჯვა სხვა რამეა; ნუ მიაქცევთ ყურადღებას,
რომ გასუქებული ვარ, რა ვქნა? მაგრამ ვიცი, ასეა! ნურც იცინით
ამაზე, რადგან ტანჯვასაც თავისი აზრი აქვს. მიკოლკა როდი
ცდება. არა, როდიონ რომანიჩ, არ გამექცევით.
რასკოლნიკოვი წამოდგა და ქუდი აიღო, წამოდგა პორფირი
პეტროვიჩიც.
– გასეირნებას აპირებთ? კარგი საღამო იქნება, ვგონებ, ეგ
არის მხოლოდ, შეიძლება იწვიმოს. თუმცა კარგიც კია ერთი
მხრივ, გააგრილებს...
პორფირი პეტროვიჩმაც ქუდს დაავლო ხელი.
– არ იფიქროთ, პორფირი პეტროვიჩ, – უთხრა მკაცრად და
დაჟინებით რასკოლნიკოვმა, – ვითომ გამოგიტყდით დღეს. უც-
ნაური კაცი ხართ და ამიტომ გიგდებდით ასეთი ცნობისმოყვა-
რეობით ყურს, მაგრამ არაფერში გამოვტეხილვარ... დაიმახსოვ-
რეთ ეს.
– რასაკვირველია, – ხედავთ, როგორ თრთით; ნუ წუხხართ,
გეთაყვა: თქვენი ნება იყოს. ისეირნეთ ცოტა კიდევ; ბევრი კი,
გაწყენთ. ყოველ შემთხვევაში, ერთი პატარა თხოვნა მაინც მაქვს
თქვენთან, – დაუმდაბლა ხმას პორფირი პეტროვიჩმა, – მართა-
ლია, უხერხულია ცოტა, მაგრამ მნიშვნელოვანი კია: რომ, ვინ
იცის (თუმცა არც მჯერა და ვერც შეასრულებთ), ჭკუაში დაგიჯდეთ
ამ ორმოცი ან ორმოცდაათი საათის განმავლობაში როგორმე
სხვანაირად, ფანტასტიკურად საქმის მომთავრება, – ანუ სასიკ-
ვდილოდ გაიმეტოთ თავი (მართალია, უგუნური მოსაზრებაა,
მაგრამ მაპატიეთ), გთხოვთ, მაშინ ბარათი მაინც დატოვეთ, ასე,
ორიოდე სტრიქონი, როგორ იყო საქმე... და ქვაც მოიხსენიოთ,
უფრო კეთილშობილური იქნება. ასე რომ, ნახვამდის... კეთილ
განზრახვას გისურვებთ!
პორფირი როგორღაც მოკაკული გავიდა, თითქოს ცდილობ-
და, არ ეცქირა რასკოლნიკოვისთვის. რასკოლნიკოვი ფანჯარას-
თან მივიდა და მოუთმენლად დაუწყო ცდა, როდის გავიდოდა
იგი ქუჩაში და თვალს მიეფარებოდა. მერე თვითონაც სასწრა-
ფოდ გამოვიდა ოთახიდან.

III

რასკოლნიკოვი სვიდრიგაილოვისკენ გაეშურა. რას ელოდა


და რისი იმედი ჰქონდა ამ კაცისგან, თვითონაც არ იცოდა, მაგ-
რამ, ეტყობა, რაღაც ძალაუფლება კი ჰქონდა ამ კაცს მასზე. შე-
იგნო თუ არა ეს, ვერაფრით მოისვენა. ახლა ხომ დროც იყო მო-
ახლოებული.
ერთი რამ აწუხებდა საშინლად გზაზე, იყო თუ არა სვიდრი-
გაილოვი პორფირისთან?
რამდენადაც კი შეძლო და მოისაზრა, დარწმუნდა, რომ ჯერ
არ უნდა ყოფილიყო! რამდენჯერმე კიდევ გაიხსენა პორფირის-
თან შეხვედრა, გაიაზრა ყველაფერი და საბოლოოდ დაასკვნა,
რომ არა, რა თქმა უნდა, არ უნდა ყოფილიყო.
მაგრამ თუ ჯერ არ ყოფილა, წავა კი? აი, რა აფიქრებდა ამ-
ჟამად.
ჯერჯერობით არ ეგონა, თუ წავიდოდა. მაგრამ რატომ? ამის
ახსნა და დასაბუთება არ შეეძლო, თუმცა, თუნდ შესძლებოდა,
ახლა ამაზე ფიქრით თავის მტვრევა არ უღირდა. ყველაფერი ეს
ტანჯავდა, მაგრამ, ამავდროულად, ამისთვის არ ეცალა. არავინ
დაიჯერებდა, რომ თავის ახლობელსა და გარდაუვალ ბედისწე-
რაზე ასე ცოტას ზრუნავდა. რაღაც სხვა ტანჯავდა, გაცილებით
მნიშვნელოვანი და საყურადღებო, – ისევ მას შეეხებოდა და არა
სხვას, მაგრამ სულ სხვა რამ იყო და უმთავრესი, ეს ამბავი.
გრძნობდა საშინელ ზნეობრივ დაღლილობას, თუმცა იმ დილით
გაცილებით უკეთ სჯიდა მისი გონება, ვიდრე ბოლო დღეებში.
მაგრამ ღირდა კი განა, რაც მოხდა, მას შემდეგ, ახლა
წვრილმან დაბრკოლებათა დაძლევა? ღირდა, მაგალითად, ეცა-
და, რომ სვიდრიგაილოვს პორფირი არ ენახა? ან გაეგო და შე-
ეტყო, რას ფიქრობდა სვიდრიგაილოვი და ამაზე დრო დაეკარ-
გა?
ოჰ, როგორ მოსწყინდა ეს ყველაფერი!
მიუხედავად ამისა, მაინც მიეშურებოდა სვიდრიგაილოვისკენ;
იქნებ იმიტომ, რომ რამე ახალს ელოდა მისგან, მითითებისა და
ხსნის იმედი ჰქონდა? წყალწაღებული ხომ ხავსს ეჭიდება მუდამ!
ან იქნებ ბედისწერამ შეჰყარა ერთად? იქნება მხოლოდ დაღლი-
ლობა და სასოწარკვეთილება იყო ეს; იქნებ სვიდრიგაილოვს კი
არა, სხვა ვინმეს ეძებდა, მაგრამ ეს კი შერჩა ხელთ? იქნებ სონი-
აც უნდოდა? მაგრამ რისთვის და რაღა ახლა? ნუთუ იმისთვის
მხოლოდ, რომ აეტირებინა? არა, არა, რაღაც ულმობელ განა-
ჩენად და ურყევ გადაწყვეტილებად ეჩვენებოდა მასთან მისვლა.
ორში ერთი უნდა ყოფილიყო: ან სონიას არჩეულ გზას დასდგო-
მოდა, ან ჩამოსცილებოდა. განსაკუთრებით კი ახლა ეძნელებო-
და მისი ნახვა. იქნებ, უმჯობესია, სვიდრიგაილოვთან სცადოს: რა
არის ეს? და გამოუტყდა თავს, რომ მართლაც დიდი ხანია, სწო-
რედ ის სჭირდებოდა რაღაცის გამო.
მაგრამ რა უნდა ჰქონოდათ საერთო? ბოროტმოქმედებაც კი
შეუძლებელი იყო, ერთნაირი ჩაედინათ. იცოდა ამასთანავე, მე-
ტისმეტად უსიამოვნო, გარყვნილი, ეშმაკი და მატყუარა უნდა ყო-
ფილიყო, იქნებ ბოროტიც კი. ასეთი ხმები დადიოდა სვიდრი-
გაილოვის შესახებ. მართალია, კატერინა ივანოვნას ბავშვების-
თვის ზრუნავდა, მაგრამ, ვინ იცის, რისთვის? მუდამ რაღაც გაუგე-
ბარი განზრახვა და პროექტები აქვს ამ კაცს.
ერთი აზრი კიდევ ჰქონდა, უკანასკნელ დღეებში მოსვენებას
რომ არ აძლევდა რასკოლნიკოვს, თუმცა ცდილობდა კიდევაც,
როგორმე განედევნა იგი, ისე შეაწუხა! ფიქრობდა ზოგჯერ: სვიდ-
რიგაილოვი გარს მივლის ერთთავად, აღარ მასვენებს; ჩემი
საიდუმლო შეუტყვია; დუნიას მიმართაც რაღაც განზრახვა ჰქონ-
და. თითქმის დარწმუნებულია, რომ ისევ აქვს. იქნებ ახლა ამ
საიდუმლოს წყალობით ეცდება, ხელში ჩაიჭიროს და დუნიას წი-
ნააღმდეგ ბრმა იარაღად გამოიყენოს?
სიზმარშიც კი საშინლად ტანჯავდა ეს აზრი, მაგრამ ასე ნათ-
ლად პირველად მხოლოდ ახლა წარმოიდგინა. სვიდრიგაილოვ-
თან რომ მიდიოდა, ამაზე ფიქრიც კი საშინლად აბრაზებდა. ჯერ
ერთი, იმიტომ, რომ თვითონ მისი მდგომარეობაც შეიცვლებო-
და: მაშინვე უნდა გაემჟღავნებინა დუნეჩკასთვის საიდუმლო. იქ-
ნებ, უნდა გამოტეხილიყო კიდეც, რომ დუნეჩკას რამე დაუფიქ-
რებლად არ ჩაედინა. წერილი რაღა იყო ნეტავ? დღეს დილით
მიუღია დუნიას რაღაც წერილი! ვისგან უნდა მიეღო? ვინ ჰყავს
პეტერბურგში (ლუჟინისგან თუ?)? მართალია, რაზუმიხინი თვალ-
ყურს ადევნებს, დარაჯობს, მაგრამ არაფერი იცის. იქნებ საჭი-
როც იყოს, რაზუმიხინს გამოუტყდეს. მაგრამ იმავე წამს არ
მოეწონა ეს აზრი.
მაინც საჭიროა, რაც შეიძლება საჩქაროდ ინახულოს სვიდ-
რიგაილოვი, – საბოლოოდ გადაწყვიტა. კიდევ კარგი, მადლობა
ღმერთს, რომ დაწვრილებით საქმის გაგება არ არის საჭირო,
მხოლოდ არსი აინტერესებს მისი; მაგრამ მართლა რამე გან-
ზრახვა რომ ჰქონდეს და მახეს უგებდეს დუნიას, მაშინ?..
ისე იყო ამ ერთი თვის განმავლობაში დაღლილი და დაქან-
ცული რასკოლნიკოვი, რომ ამგვარი კითხვების სხვარიგად გა-
დაწყვეტას ვეღარ ახერხებდა: „მოვკლავ მაშინ“, – ცივად გაიფიქ-
რა სასოდაკარგულმა. შუა ქუჩაში შედგა, მიიხედ-მოიხედა: რა
გზით მიდიოდა და სად გაჩნდა? – სკის პროსპექტზე იყო, ორმო-
ციოდე ნაბიჯზე სენიდან, რომელიც გამოევლო უკვე. მარცხნივ,
სახლის მეორე სართული ტრაქტირს ეკავა. ყველა ფანჯარა ბო-
ლომდე გამოეღოთ; როგორც ფანჯრიდან მოჩანდა, ტრაქტირი
ხალხით იყო გაჭედილი. დარბაზში სიმღერები ისმოდა, კლარ-
ნეტზე, ვიოლინოსა და ოსმალურ დოლზე უკრავდნენ. ისმოდა
დედაკაცების წივილ-კივილი. ის იყო, უკან გაბრუნება დააპირა,
რადგან ვერ გაეგო, რისთვის შემოუხვია სკის პროსპექტისკენ,
რომ უცებ ტრაქტირის ერთ-ერთ შორეულ ღია ფანჯარაში სვიდ-
რიგაილოვს მოჰკრა თვალი: ფანჯარასთან ჩაის მაგიდას მის-
ჯდომოდა, ჩიბუხს ეწეოდა... საშინლად გააოცა და შეაშინა ამ გა-
რემოებამ. ყურადღებით ადევნებდა თვალს სვიდრიგაილოვიც,
მაგრამ გაოცებულმა რასკოლნიკოვმა შენიშნა, რომ მას თითქოს
ჩუმად წამოდგომა უნდოდა, რათა მოესწრო და შეუმჩნევლად
მოჰფარებოდა თვალს. რასკოლნიკოვმა მაშინვე განგებ მოარი-
და თვალი, ვითომ თვითონაც ვერ შეამჩნიაო და ჩაფიქრებულმა,
სხვა მხარეს დაიწყო ყურება; ცალ თვალს კი მაინც არ აშორებ-
და. გული როგორღაც მოუსვენრად უცემდა. ასე იყო სწორედ:
სვიდრიგაილოვს არ უნდოდა რასკოლნიკოვის დანახვა. პირიდან
ჩიბუხი გამოიღო და ცდილობდა, დამალულიყო, მაგრამ გასწია
თუ არა სკამი, შეამჩნია, რომ რასკოლნიკოვი თვალს არ აშო-
რებდა. ახლაც იგივე მოხდა მათ შორის, რაც პირველი შეხვედ-
რის დროს, სვიდრიგაილოვი რომ მძინარეს წაადგა თავზე. სვიდ-
რიგაილოვს ეშმაკურად გაეღიმა და თანდათან გაუფართოვდა
ღიმილი. ერთმაც იცოდა და მეორემაც, რომ ერთმანეთს ხედავ-
დნენ, თვალყურს ადევნებდნენ. სვიდრიგაილოვმა თავი ვეღარ
შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
– კარგი, ჰო, შემოდით, თუ გინდათ; აქ ვარ! – გადმოსძახა
ფანჯრიდან.
რასკოლნიკოვი ტრაქტირში შევიდა.
სვიდრიგაილოვი პაწაწინა, ერთფანჯრიან უკანა ოთახში იჯ-
და, რომლის გვერდითაც, ვეებერთელა დარბაზში, ოც პატარა
მაგიდასთან ვაჭრებს, მოხელეებს და სხვა ხალხს მოეყარა თავი
და ჩაის სვამდნენ. ისმოდა საშინელი ყვირილი და გამაყრუებე-
ლი სიმღერა. საიდანღაც ბილიარდის ბურთების კაკაკუკიც გაის-
მა. სვიდრიგაილოვს გახსნილი შამპანურის ბოთლი და ნახევრად
სავსე ჭიქა ედგა მაგიდაზე. ოთახშივე იყვნენ: პატარა მეარღნე
ბიჭი და თვრამეტი წლის ახალგაზრდა გოგო, ჯანსაღი და ლოყა-
წითელა, ზოლებიან კაბასა და ტიროლურ ქუდში გამოწყობილი.
მიუხედავად ამ საზარელი ხმაურისა და გუნდური სიმღერისა, მე-
ზობელ ოთახში რომ ისმოდა, გოგონა მაინც დამღეროდა არ-
ღანზე საკმაოდ ხრინწიანი და დაბალი ხმით, რაღაც ლაქიების
სიმღერას...
– კარგი ჰო, გეყოფათ! – გააწყვეტინა სვიდრიგაილოვმა,
როგორც კი რასკოლნიკოვი შევიდა.
გოგონამ მაშინვე შეწყვიტა სიმღერა და მოკრძალებით დაიწ-
ყო ლოდინი. თავის გარითმულ ლაქიურ სიმღერასაც როგორ-
ღაც დინჯად ასრულებდა, მოკრძალებით, თითქოს პატივს სცემ-
და სტუმარს.
– შენ, ეი, ფილიპე! ჭიქა მოიტანე, – გასძახა ბიჭს სვიდრი-
გაილოვმა.
– ნუ შეწუხდებით, ღვინოს არ დავლევ, – უთხრა რასკოლნი-
კოვმა.
– როგორც გსურდეთ, მაგრამ თქვენთვის არ მინდა. დალიე,
კატია! დღეს მეტი არაფერი მინდა, წადი!
გაუვსო ჭიქა გოგოს და ყვითელი ქაღალდის ფული გაუწო-
და. კატიამ უცბად გადაყლურწა ღვინო, როგორც ეს საზოგადოდ,
ქალებს სჩვევიათ ხოლმე – ოც ყლუპს ისე დალევენ, პირს არ
მოაშორებენ ჭიქას, მეარღნე ბიჭიც თან გაჰყვა... ტრაქტირის ლა-
ქია ფილიპე უკვე „ნაცნობი“ იყო, ცდილობდა, ეამებინა ბატონის-
თვის. საერთო დარბაზში გამავალი კარი მჭიდროდ გამოეკეტათ:
სვიდრიგაილოვი ამ ოთახში ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუ-
თარ სახლში და ზოგჯერ მთელ დღეებს აქ ატარებდა. ტრაქტირი
ჭუჭყიანი, საძაგელი, საშუალოზე დაბალი ღირსების იყო.
– თქვენთან მოვდიოდი, გეძებდით, – დაიწყო რასკოლნიკოვ-
მა, – მაგრამ რატომ გამოვუხვიე უცბად სენის მოედნიდან სკის
პროსპექტისკენ, არ ვიცი! არასოდეს დავდივარ აქეთ. სენიდან
მუდამ მარჯვნივ ვუხვევ. მეორეც, თქვენი გზა აქეთ არც არის. მაგ-
რამ შემოვუხვიე და აჰა, თქვენც! უცნაურია!
– ბარემ პირდაპირ თქვით: სასწაული-თქო, რაღას ყოყმა-
ნობთ!
– არ ვამბობ, იმიტომ, რომ შეიძლება მხოლოდ უბრალო
შემთხვევა იყოს.
– ხედავთ, რა ზნე სჭირს საზოგადოდ ხალხს! – გადაიხარხა-
რა სვიდრიგაილოვმა, – არ გამოტყდება, თუნდაც სჯეროდეს კი-
დეც სასწაულის! ხომ თვითონვე ამბობთ, „შეიძლება მხოლოდ“
შემთხვევა იყოსო. ვერ წარმოიდგენთ, როდიონ რომანიჩ, რა
მხდალები არიან; გაბედულად ვერავის გამოუთქვამს საკუთარი
შეხედულება! თქვენზე არ ვამბობ ამას. თქვენ გაქვთ საკუთარი
აზრი და არც შეუშინდით მას. ჩემი ყურადღებაც სწორედ ამით მი-
იპყარით.
– სხვა არაფრით?
– ეგეც საკმარისია.
ეტყობოდა, სვიდრიგაილოვი შეფიქრიანებული იყო, თუმცა
არცთუ ძალიან; ღვინო მხოლოდ ნახევარი ჭიქა დაელია...
– ჩემი აზრით, თქვენ უფრო ადრე მოხვედით, ვიდრე შეიტ-
ყობდით, რომ მე, თქვენებურად რომ ვთქვა, საკუთარი აზრი
მქონდა, – შენიშნა რასკოლნიკოვმა.
– მაშინ სხვა იყო, თავისი საქმე ყველამ თვითონ იცის. რაც
შეეხება სასწაულს, ამაზე კი მოგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი
ორი-სამი დღე, ვგონებ, სულ გძინებიათ, თვითონ მე არ მიგანიშ-
ნეთ ამ ტრაქტირზე? მაშასადამე, არავითარი სასწაული აქ არ
არის, თუ პირდაპირ მომადექით. მევე გასწავლეთ გზაც, საიდან
და როგორ მოსულიყავით; დაგინიშნეთ ადგილი და დრო, რო-
დის შეიძლებოდა ჩემი აქ ნახვა და სხვა, გახსოვთ?
– დამავიწყდა სწორედ, – უპასუხა გაკვირვებულმა რასკოლ-
ნიკოვმა.
– მჯერა, რომ დაგავიწყდათ. განგებ ორჯერ გაგიმეორეთ.
უნებლიეთ დაგხსომებიათ მისამართი. ამიტომაც, ასევე უნებლი-
ეთ გამოუხვიეთ აქეთ, თუმცა ეს აღარ გახსოვდათ. მართალია,
გეუბნებოდით მაშინ, მაგრამ იმედი არ მქონდა, თუ დაიმახსოვ-
რებდით. ცუდად გიჭირავთ თავი, როდიონ რომანიჩ. აი, კიდევ
რა უნდა გითხრათ: ვიცი, მაგალითად, ბევრია ისეთი ადამიანი
პეტერბურგში, რომლებიც სიარულის დროს თავის თავს ელაპა-
რაკებიან. პეტერბურგი ნახევრადშეშლილთა ქალაქია. ჩვენ, რუ-
სები, მეცნიერებას რომ მივსდევდეთ, ჩვენი მკურნალები, ვექი-
ლები და ფილოსოფოსები ძვირფას გამოკვლევებს მოახდენ-
დნენ, ყველანი თავ-თავიანთ დარგში. იშვიათია, ამდენი ბნელით
მოცული, მძაფრი და უცნაური გავლენა ჰქონდეს რამეს ადა-
მიანის სულზე სხვაგან, როგორც ეს პეტერბურგშია. მხოლოდ
ამინდის გავლენა რად ღირს! მაშინ, როდესაც ეს ქალაქი მთელი
რუსეთისთვის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს და მისი
გავლენა ყველაფერს უნდა ემჩნეოდეს. მაგრამ ახლა, საქმე ეს
როდია. რამდენჯერმე განგებ გადევნებდით შორიდან თვალს.
შინიდან რომ გამოდიხართ, პირველად მაღლა გიჭირავთ თავი.
მაგრამ გაივლით თუ არა ორიოდე ნაბიჯს, მაშინვე დაღუნავთ და
ხელებს უკან იწყობთ. მართალია, პირდაპირ იყურებით, მაგრამ,
გეტყობათ, აღარც წინ და აღარც გვერდით ვეღარაფერს ხე-
დავთ. ბოლოს იწყებთ ჩიფჩიფს და ლაპარაკობთ თქვენთვის.
ხშირად ხელსაც იშველიებთ, დეკლამაციას იწყებთ, ბოლოს ჩერ-
დებით შუა ქუჩაში და დგახართ ასე, დიდხანს, გაშტერებული. მე-
ტად ცუდია ეს. შეიძლება სხვამაც შეგნიშნოთ ვინმემ, თვალი გა-
დევნოთ. ეს კი, ეჭვი არ არის, ვერ არის კარგი. ჩემთვის, მართა-
ლია, სულერთია და ვერც მოგარჩენთ, მაგრამ ალბათ გესმით,
რატომ გეუბნებით ამას.
– მერედა, იცით, რომ თვალყურს მადევნებენ? – ჰკითხა რას-
კოლნიკოვმა და ღრმად ჩააცქერდა, თითქოს სცდისო.
– არა, არაფერი ვიცი, – მიუგო გაკვირვებით სვიდრი-
გაილოვმა.
– ჰოდა, თავი დამანებეთ... – წაიბუტბუტა რასკოლნიკოვმა.
– კარგი, დაგანებებთ თავს, მოგასვენებთ.
– უმჯობესია მითხრათ, თუ მართლა აქ დადიხართ დასალე-
ვად და თქვენვე დამინიშნეთ აქ ორჯერ შეხვედრა, რატომ იმა-
ლებოდით და აპირებდით წასვლას, ქუჩიდან რომ ფანჯარაში ვი-
ყურებოდი? მშვენივრად შევნიშნე ეს.
– ჰა-ჰა-ჰა! თქვენ? თქვენ რაღად მოიმძინარეთ მაშინ თავი,
ტახტზე რომ იწექით თვალებდახუჭული და მე კიდევ კარში ვიდე-
ქი, მაშინ, როდესაც სრულიადაც არ გეძინათ? მეც კარგად შევ-
ნიშნე ეს.
– შეიძლება... მიზეზი მქონდა... თქვენც კარგად იცით.
– შეიძლება მეც მქონდა ჩემი მიზეზი, თუმცა თქვენ ეს არ
იცით, რასაკვირველია.
რასკოლნიკოვი მარჯვენა იდაყვით მაგიდას დაეყრდნო, ნი-
კაპით თითებს დაებჯინა და სვიდრიგაილოვს თვალებში მიაშ-
ტერდა. უცნაური იყო როგორღაც. ბერიკაცს წააგავდა: თეთრ--
წითურ სახეზე ქერა წვერი და საკმაოდ ხშირი თმა ეყარა, ტუჩები
დასწითლებოდა. თვალები მეტად ციაგი, ცისფერი ჰქონდა, გამო-
ხედვა – მძიმე და უძრავი. რაღაც იყო მის წლოვანებასთან შედა-
რებით ამ მეტად ახალგაზრდა და ლამაზ სახეში საშინლად
უსიამოვნო. ტანთ კოხტად და მდიდრულად ეცვა, საზაფხულოდ,
მსუბუქად; განსაკუთრებით თვალს იტაცებდა საუცხოო წმინდა ტი-
ლოს პერანგი. თითზე ვეება, ძვირფასთვლიანი ბეჭედი ჰქონდა
წამოცმული.
– ნუთუ თქვენთანაც მომიწევს დავიდარაბა, – დაიწყო
მოულოდნელად რასკოლნიკოვმა, – თუმცა შეიძლება ყველაზე
საშიშიც იყოთ, თუ ზიანს მოინდომებთ. ეგ არის მხოლოდ, აღარ
მსურს მეტის მოთმენა. ახლავე გიჩვენებთ, რომ არც ისე ძვირად
ვაფასებ ჩემს თავს, როგორც თქვენ ფიქრობთ. იცოდეთ, მაშ! მო-
ვედი პირდაპირ სათქმელად, რომ თუ ისევ წინანდელი განზრახ-
ვა გაქვთ ჩემი დის მიმართ და ფიქრობთ, ისარგებლოთ იმით,
რაც იცით, უმალვე მოგკლავთ, ვიდრე ჩემს დაპატიმრებას
მოახერხებდეთ. გეფიცებით, არ ვხუმრობ, და იცით ალბათ, რომ
შევძლებ კიდეც ჩემი სიტყვის შესრულებას. მეორეც, თუ გინდათ
რამე მითხრათ, ახლავე მითხარით, თორემ დრო ძვირად გვი-
ღირს და შეიძლება ძალიან მოკლე ხანში გვიანღა იყოს.
– რაო, სად ეჩქარებათ ასე? – დაეკითხა სვიდრიგაილოვი,
თან ცნობისმოყვარეობით დააკვირდა.
– ყველას თავისი საქმე აქვს, – მიუგო მოუთმენლად რას-
კოლნიკოვმა.
– მეგონა, თვითონვე მთხოვდით, გულახდილად ვილაპარა-
კოთო და პირველ კითხვაზევე პასუხს არ მაძლევთ, – შენიშნა
ღიმილით სვიდრიგაილოვმა, – გგონიათ, ვითომ რაღაც დაფა-
რული მიზანი მქონდეს, ყველაფერი საეჭვოდ გეჩვენებათ. თუმცა
ეს სრულიად ბუნებრივია, თქვენი მდგომარეობა რომ ვიცი. მარ-
თალია, გულით მინდა დაგიახლოვდეთ, მაგრამ თქვენი დარწმუ-
ნება მეტად ძნელია. გეფიცებით, იმად არ ღირს, და არც მქონია
განზრახვა, რაღაც განსაკუთრებული მეცნობებინა თქვენთვის.
– მაშ, რად დაგჭირდათ ნეტავ? თქვენ არ იყავით, რომ მე-
ლოლიავებოდით?
– ისე, როგორც ცნობისმოყვარე ადამიანი, დაკვირვების-
თვის. თქვენი ფანტასტიკური მდგომარეობა მომეწონა! გარდა
ამისა, თქვენ იყავით იმის ძმა, ვინც ასე იპყრობდა ჩემს ყურადღე-
ბას, დაბოლოს, თავის დროზე მისგან მქონდა იმდენი რამ და ისე
ხშირად გაგონილი თქვენზე, რომ არ შემეძლო, ყურადღება არ
მომექცია. მით უმეტეს, რომ, ეტყობოდა, დიდი გავლენა უნდა
გქონოდათ მასზე. ნუთუ ეს საკმარისი არ იყო? ხე-ხე-ხე! თუმცა,
გამოგიტყდებით, რომ საკმაოდ რთულია თქვენი შეკითხვა და
მეძნელება, პასუხი გაგცეთ. აი, მაგალითად, ხომ მოხვედით ახ-
ლა ჩემთან, ეჭვი არ არის, საქმის გარდა, კიდევ სხვა რამ ახლის
გასაგებადაც? ხომ ასეა? – ეკითხებოდა დაჟინებით სვიდრი-
გაილოვი და თან ეშმაკურად უღიმოდა, – წარმოიდგინეთ, აქეთ
რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ უთუოდ თქვენც მეტყოდით
რამე ახალს და როგორმე გამომადგებოდა. აი, ხედავთ, რა სიმ-
დიდრის პატრონი ვარ?
– როგორ თუ გამოგადგებოდათ?
– რა ვიცი, რა გითხრათ? მე კი ვიცი, განა? ხედავთ, როგორ
ტრაქტირში ვატარებ დროს; წარმოიდგინეთ, მაკმაყოფილებს;
ანუ, კი არ მაკმაყოფილებს, მაგრამ ხომ უნდა ვიყო სადმე. აი,
თუნდაც ეს საცოდავი კატია ავიღოთ, მაგალითად, – ხომ ნა-
ხეთ?.. ნეტავ, დიდი მჭამელი მაინც ვიყო. აი, რისი ჭამა შემიძლია
(და მიუთითა იქვე, ოთახის კუთხეში მდგარ პატარა მაგიდაზე, სა-
დაც თუნუქის სინით საზიზღარი ბიფშტექსი იდო)! მართლა, ნასა-
დილევი ხართ? მცირეოდენი ძლივს გავღეჭე. მეტი აღარ მინდა.
ღვინოსაც არ ვსვამ. შამპანურის მეტს, სხვას ვერას ვეკარები და
იმასაც მთელი საღამოს განმავლობაში ერთ ჭიქას ძლივს ვსვამ,
თავის ტკივილი მეწყება. ესეც წასახალისებლად მოვატანინე ახ-
ლა, რადგანაც სხვაგან ვაპირებ წასვლას. ამიტომაც გემალებო-
დით წეღან; მეგონა, ხელს შემიშლიდით (ამოიღო საათი, დახე-
და), მაგრამ არა უშავს, ვფიქრობ, ერთი საათი კიდევ შემიძლია,
თქვენთან ვიყო; ხუთის ნახევარია ჯერ, ნეტავ, რამე შემეძლოს
მაინც: ან მემამულეობა, მამობა, ულანობა, ფოტოგრაფობა, ჟურ-
ნალისტობა, ან კიდევ სხვა რამ... მაგრამ არაფერი ვიცი! ზოგჯერ
საშინლად მწყინდება კიდეც... მართალს გეუბნებით, მეგონა, რა-
მე ახალს მეტყოდით.
– მაინც, ვინ ხართ და რატომ ჩამოხვედით აქ?
– რა ვარ და ვინ? აზნაური ვარ, ორ წელი ცხენოსან ჯარში
ვმსახურობდი, მერე უბრალოდ დავეთრეოდი პეტერბურგში, მე-
რე მარფა პეტროვნა შევირთე და სოფელში ვცხოვრობდი. აი,
ჩემი ბიოგრაფია!
– ვფიქრობ, ბანქოსაც თამაშობდით?
– არა, შულერმა რა თამაში იცის.
– როგორ, შულერობდით კიდეც?
– დიახ, ვშულერობდი კიდეც.
– მერე, არ გხვდებოდათ ხოლმე?
– რატომაც არა. რა, მერე?
– მაშასადამე, შეიძლებოდა დუელშიც გაგეწვიათ ვინმე... სა-
ზოგადოდ, ეს ახალისებს კაცს.
– არ აგიხირდებით და, ფილოსოფოსობის ნიჭი არ მაქვს, გა-
მოგიტყდებით, უფრო ქალების გამო ჩამოვედი აქ.
– მაშინვე, როგორც კი მარფა პეტროვნა დამარხეთ?
– დიახ, მაშინვე, – გაუღიმა გასაოცარი გულახდილობით
სვიდრიგაილოვმა, – მერე რა? ვფიქრობ, არ მოგეწონათ, ქა-
ლებზე ასე რომ ვამბობ. ცუდ საქმედ მიიჩნევთ?
– ანუ, ვამართლებ თუ არა გარყვნილებას?
– გარყვნილებასო! ხედავთ, საით უმიზნებთ?! თუმცა პასუხს
ყველაფერზე გაგცემთ. იცით რა, საერთოდ, ყბედობის ხასიათზე
ვარ! მითხარით, რატომ უნდა შევიკავო თავი? რატომ დავანებო
თავი ქალებს, თუკი მხოლოდ ისინი მიყვარს?
– როგორ, მაშ, აქ მხოლოდ გარყვნილების იმედი გაქვთ?
– რა მოხდა მერე, ვითომ? რა გაგიხდათ ეს გარყვნილება!
თუმცა, მაინც მომწონს, პირდაპირ რომ მეკითხებით. გარყვნილე-
ბა მუდმივი რამაა, დამყარებული ბუნებაზე, რომელსაც საერთო
არა აქვს ოცნებასთან, მუდამ დუღს სისხლში და ახალისებს ადა-
მიანს, და რომლის მინელება ხშირად სიბერეშიც კი ძნელია.
– მერედა, რა არის აქ სასიხარულო? ეს სენია და ამასთან,
საშიშიც.
– აი, საით გადავუხვიეთ! გეთანხმებით, რომ სენია, როგორც
ყველაფერი სხვა, რაც ზომიერებას გადასცდება, – აქ კი უთუოდ
უნდა დაირღვეს ზომიერება, – მაგრამ, ჯერ ერთი, ყველას ერ-
თნაირად არ იტაცებს ხოლმე, და მეორეც, ზომიერება, თუნდაც
საზიზღარი, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, საჭირო არ არის.
რას იზამთ? ასე რომ არ იყოს, ხომ ვერ ვიცოცხლებდით. თანახ-
მა ვარ, რომ წესიერი ადამიანი გამუდმებით მოწყენილი უნდა
იყოს, მაგრამ...
– თავის მოკვლას შეძლებდით?
– რას ამბობთ, რას! – უპასუხა სვიდრიგაილოვმა, – ამას რო-
გორ მეუბნებით, – დასძინა საჩქაროდ. – სირცხვილიც კია, მაგ-
რამ გამოგიტყდებით, რომ მეშინია სიკვდილის და არ მიყვარს,
როცა ამაზე მელაპარაკებიან. იცით, რომ ცოტა მისტიკოსიც ვარ?
– ჰო, მართლა! მარფა პეტროვნას აჩრდილი აღარ გამოგ-
ცხადებიათ?
– ნუღარ მომაგონებთ; რაც პეტერბურგში ვარ, აღარ; ეშმაკ-
საც წაუღია! – შეჰყვირა რატომღაც გაბრაზებულმა, – ჯობს ისევ
ამაზე... თუმცა, ჰმ! დრო ცოტა მაქვს, არ შემიძლია თქვენთან
დიდხანს დარჩენა! ვწუხვარ! შეიძლებოდა, რამე მომეყოლა.
– რაო, ქალი გელით ვინმე?
– დიახ, ისეთი მოულოდნელი შემთხვევა მქონდა... მაგრამ
ახლა ამაზე არ ვსაუბრობ.
– მერე, ეს საძაგლობა არ მოქმედებს თქვენზე? თუ ძალა
აღარ შეგწევთ, თავი შეიმაგროთ?
– როგორ? ძალასაც იჩემებთ? ხე-ხე-ხე! როგორ გამაკვირ-
ვეთ, როდიონ რომანიჩ, თუმცა თავიდანვე ვიცოდი, ასე იქნებო-
და. თქვენ მესაუბრებით გარყვნილებასა და ესთეტიკაზე! შილერი
ხართ, იდეალისტი! რასაკვირველია, ყველაფერი ასეც უნდა
იყოს. სხვანაირად რომ ყოფილიყო, უფრო გამაკვირვებდა. მაგ-
რამ ვაი, რომ სინამდვილეში მაინც როგორღაც უცნაურად მეჩვე-
ნება... ვწუხვარ, რომ დრო ცოტა მაქვს, თორემ თქვენ თვითონ
ძალიან საყურადღებო სუბიექტი ხართ! მართლა, შილერი გიყ-
ვართ? მე ძალიან მიყვარს.
– რა ბაქია ვინმე ხართ! – შენიშნა თითქმის ზიზღით რას-
კოლნიკოვმა.
– გეფიცებით! – მიუგო ხარხარით სვიდრიგაილოვმა, – თუმცა
არ აგიხირდებით, დაე, ბაქია ვიყო; მაგრამ მითხარით, გეთაყვა,
რატომ არ დავიკვეხნო, თუ არავის ავნებს ეს კვეხნა? შვიდი წე-
ლიწადი სოფელში ვცხოვრობდი მარფა პეტროვნასთან და ამ
დროს, ძლივს, ერთხელ ჭკვიან კაცს შევხვდი, ანუ თქვენ; მითხა-
რით, რად არ გესაუბროთ, მით უმეტეს, რომ ჭკვიანიც ხართ და
მეტად საყურადღებოც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ნახევა-
რი ჭიქა ღვინო მაქვს დალეული და ცოტა თავშიაც ამივარდა. უმ-
თავრესი კი ის არის, რომ ერთი გარემოება იპყრობს მეტად ჩემს
ყურადღებას, თუმცა, თქმით არას ვიტყვი ახლა... საით? –
დაეკითხა უცებ შეშინებული სვიდრიგაილოვი, – საით აპირებთ?
რასკოლნიკოვმა ადგომა დააპირა. უცბად სული შეეხუთა, ემ-
ძიმა და ეუხერხულა, რომ სვიდრიგაილოვთან მოვიდა (დარწმუნ-
და, რომ ცარიელი ბოროტება და არარაობა იყო სვიდრი-
გაილოვი).
– ეეჰ! დარჩით, დაჯექით, – სთხოვდა სვიდრიგაილოვი, – უბ-
რძანეთ, ჩაი მაინც მოგართვან. კარგი, ჰო, აღარაფერს გეტყვით;
დარჩით, კრინტსაც არ დავძრავ ჩემზე. სხვა რამეს გიამბობთ.
გინდათ გიამბოთ, თქვენებურად რომ ვთქვათ, როგორ „მიხსნა“
ქალმა? მით უმეტეს, რომ იგი იქნება თქვენი პირველი კითხვის
პასუხი, რადგანაც ეს ჩემი მხსნელი და იყო თქვენი. შეიძლება?
თან დროც გავა.
– მიამბეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენ...
– ოჰ, არა, ნუ წუხხართ, გეთაყვა! მით უფრო, რომ ავდოტია
რომანოვნა ჩემნაირ საძაგელსა და თავცარიელ კაცსაც კი მხო-
ლოდ ღრმა პატივისცემას უნერგავს.

IV

უთუოდ გეცოდინებათ (თუმცა, თვითონ გიამბეთ), – დაიწყო


სვიდრიგაილოვმა, – რომ ერთი დიდი ვალის გამო ციხეში ვიჯექი
და ვერანაირად ვერ ვიხდიდი. საჭირო არ არის, რასაკვირვე-
ლია, დაწვრილებით გიამბოთ, როგორ გამომისყიდა მაშინ მარ-
ფა პეტროვნამ; იცით, რა გაგიჟებით შეუძლია ზოგჯერ ქალს სიყ-
ვარული? ეს იყო პატიოსანი, საკმაოდ გონიერი დედაკაცი (თუმცა
სრულიად გაუნათლებელი). წარმოიდგინეთ, ამ პატიოსანმა დე-
დაკაცმა საყვედურების შემდეგ გადაწყვიტა, ჩემთან კონტრაქტი
დაედო, რასაც მთელი შვიდი წლის განმავლობაში ერთგულად
ასრულებდა. საქმე ის არის, რომ ასაკით ჩემზე ბევრად უფროსი
იყო და პირშიც მუდამ რაღაც მიხაკი ედო. ისეთი უნამუსო გამოვ-
დექი და თან თავისებურად პატიოსანიც, რომ პირდაპირ გამო-
ვუცხადე, ერთგულება არ შემიძლია-მეთქი. ამ გულახდილობამ
ხომ მთლად გადარია, მაგრამ ეს ჩემი უხეში და მოურიდებელი
გულახდილობა თითქოს მოეწონა კიდეც: „ეტყობა, მოტყუება არ
უნდა, რომ მაშინვე მატყობინებსო“, – ეჭვიანი დედაკაცისთვის კი
უმთავრესი ეს არის. დიდი ტირილისა და ვაი-ვაგლახის შემდეგ
ასე შევთანხმდით: პირველი: არასოდეს თავი არ დამენებებინა
მარფა პეტროვნასთვის; მეორე: მის ნებადაურთველად არსად
წავსულიყავი; მესამე: მუდმივი საყვარელი არ გამეჩინა; მეოთხე:
მარფა პეტროვნა ნებას დამრთავდა, ხანდახან მოახლე სოფლის
გოგოებისთვისაც გადამევლო თვალი, მაგრამ ისე, რომ საიდუმ-
ლოდ თვითონაც სცოდნოდა; მეხუთე: რომ ღმერთს დავეფარე
და არავითარ შემთხვევაში ჩვენი წოდების ქალი არ შემეყვარები-
ნა; მეექვსე: თუ ღმერთი გამიწყრებოდა და ვინმე შემიყვარდებო-
და, უთუოდ მარფა პეტროვნასთვის გამენდო. ამის თაობაზე კი
მარფა პეტროვნა საკმაოდ გულდამშვიდებული იყო. თვითონაც
ჭკვიანი დედაკაცი იყო და არც შეეძლო ეფიქრა, რომ ჩემისთანა
გარყვნილი ვინმეს ნამდვილად შეიყვარებდა. მაგრამ ვაი, რომ
ჭკვიანი ქალი და ეჭვიანი ქალი სხვადასხვაა და ერთმანეთთან
ვერ თავსდება, უბედურება ეს არის. თუ გინდა ადამიანზე მიუკერ-
ძოებელი აზრი დაგრჩეს, საჭიროა, თავიდანვე უარყო ზოგიერთი
წინასწარ მიღებული შეხედულება გარშემო მყოფ ხალხსა და
საგნებზე. სხვებზე მეტად თქვენს აზრს ვენდობი. შეიძლება ბევრი
რამ სასაცილო და უაზრო კიდეც გსმენიათ მარფა პეტროვნაზე.
მართალია, ზოგჯერ მეტად სასაცილო ჩვეულება ჰქონდა, მაგრამ
გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი უსიამოვნება და სიმწარე
მივაყენე.
– გამიგია. ლუჟინი გამტყუნებდათ, თითქოს ვიღაც ბავშვის
სიკვდილის მიზეზიც კი გახდით. მართალია?
– კარგი, რა, გეთაყვა, ნუ დაიჯერებთ ამას, – იუარა სვიდრი-
გაილოვმა, – თუ მართლა გინდათ გაიგოთ ეს მოჭორილი ამბა-
ვი, თვითონ გიამბობთ ოდესმე, ახლა კი...
– ასევე თქვენს რომელიღაც ლაქიაზეც ამბობდნენ, თითქოს
მაშინაც რაღაც მიზეზი თქვენ...
– კარგი, კმარა! – ისევ მოუთმენლად გააწყვეტინა სვიდრი-
გაილოვმა.
– ეს ის ხომ არ არის, სიკვდილის შემდეგ ჩიბუხის გასატენად
რომ გამოგეცხადათ... თქვენ არ მიამბეთ? – ღელავდა რასკოლ-
ნიკოვი.
ყურადღებით გადახედა სვიდრიგაილოვმა. რასკოლნიკოვს
მოეჩვენა, თითქოს სვიდრიგაილოვს სახეზე ღვარძლიანმა ღი-
მილმა გადაურბინა, მაგრამ თავი მალევე შეიკავა და ერთობ
ზრდილობიანად უპასუხა:
– დიახ, ის იყო. ვხედავ, რომ თქვენც მოუხიბლავხართ ამ ამ-
ბავს; მაშინ მოვალედ ვთვლი თავს, როგორც კი შემთხვევა მომე-
ცემა, დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა, ყველაფერი
დაწვრილებით გიამბოთ. ეშმაკმა იცის ჩემი თავი! მართლაცდა,
ზოგიერთს შეიძლება რომანის გმირად ვეჩვენო. თქვენვე განსა-
ჯეთ, რამდენად დამავალა მარფა პეტროვნამ, რომ ამდენი
საიდუმლო და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი ამბავი უამბო
თქვენს დას. არ ვიცი, რასაკვირველია, რა შთაბეჭდილებას მოახ-
დენდა თქვენს დაზე, მაგრამ ჩემთვის მაინც სახეირო იყო. მიუხე-
დავად იმისა, რომ ვძულდი ავდოტია რომანოვნას, ბოლოს მაინც
შევებრალე, შევებრალე, როგორც დაღუპული ადამიანი. უთუოდ
მორჯულებას მოისურვებს და პატიოსანი ცხოვრების გზაზე დაყე-
ნებას ეცდება, – ვინ იცის, კიდევ რას არ იოცნებებს ამგვარად.
მივხვდი, რასაკვირველია, მაშინვე, რომ ჩიტი თვითონვე აპირებ-
და კაკანათში გაბმას და მეც მოვემზადე. ვგონებ, რატომღაც იღ-
რუბლებით, როდიონ რომანიჩ? როგორც იცით, საამისო არაფე-
რი მომხდარა, საქმე მარტივად დამთავრდა (ეშმაკმა იცის ჩემი
თავი, რამდენს ვსვამ!). იცით, თავიდანვე ვნანობდი, რატომ
მეორე ან მესამე საუკუნეში არ დაიბადა-მეთქი თქვენი და, ვინმე
მთავრის, თავადის ან მცირე აზიის მმართველის ასულად. ეჭვი
არ არის, თამამად ეწამებოდა და ღიმილით შეეგებებოდა, რო-
დესაც გახურებული შანთებით გულმკერდს დაუდაღავდნენ. თვი-
თონვე მისცემდა განგებ მიზეზს, რომ ეწამებინათ; მეოთხე და მე-
ხუთე საუკუნეებში კი ეგვიპტის უდაბნოებში გადაიხვეწებოდა და
ოცდაათი წელიწადი განდეგილი იქნებოდა, ბალახის ძირებით,
მოჩვენებებითა და სულიერი აღტაცებით ისაზრდოებდა. თვითონ
სწყურია, ვინმეს გამო იტანჯოს; მაგრამ თუ ტანჯვა ვერსად პოვა,
ფანჯრიდან გადახტება. ყური მოვკარი, ვიღაც რაზუმიხინზე ლა-
პარაკობდნენ. კარგი და გონიერი ახალგაზრდაა თურმე (გვარიც
ამტკიცებს. სემინარიელი იქნება უთუოდ). დაე, მფარველობა
გაუწიოს თქვენს დას. ერთი სიტყვით, გავიგე, რა ბუნების იყო
თქვენი და; ვამაყობ კიდეც ამით. მაგრამ, მოგეხსენებათ, თავდა-
პირველი ნაცნობობის დროს რატომღაც მსუბუქად და ტუტუცუ-
რად უჭირავს თავი ადამიანს. ეშმაკმა იცის, რატომ არის ასეთი
კარგი და მომხიბვლელი თქვენი და! ჩემი რა ბრალია! ერთი
სიტყვით, მაშინვე დაუოკებელმა ვნებამ ამიტაცა. მაგრამ ავდოტია
რომანოვნა გაუგონრად უბიწოა, უმაგალითოდ უმანკო (გახსოვ-
დეთ, რომ ამას თქვენს დაზე, როგორც ფაქტს, გეუბნებით. ავად-
მყოფურად უმანკოა, რამაც შეიძლება ავნოს კიდეც, თუმცა დიდი
გონების პატრონია). გვყავდა ერთი გოგო, სახელად პარაშა, შავ-
თვალა პარაშა, იქვე, მეზობელი სოფლიდან, შინამოსამსახურედ
ახალმოყვანილი. მეტად ლამაზი იყო, მაგრამ საშინლად ტუტუცი
და ჩერჩეტი: ატეხა ტირილი და ღრიალი, მთელი სახლი თავზე
დამამხო. და აიწია სკანდალი. ერთხელ, სადილის შემდეგ, გან-
გებ მომნახა ავდოტია რომანოვნამ ბაღში, ხეივანში სეირნობის
დროს და მომთხოვა, თან თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა,
რომ საცოდავი პარაშასთვის თავი დამენებებინა. პირველად
მოხდა, რომ მე და ის მარტოდმარტო შევხვდით ერთმანეთს სა-
ლაპარაკოდ. რასაკვირველია, ბედნიერად ჩავთვალე თავი და
სურვილი ავუსრულე, თანაც ისე მოვაჩვენე თავი, ვითომ ძალიან
დარცხვენილი ვიყავი. ერთი სიტყვით, საკმაოდ კარგად ვითვალ-
თმაქცე. აქედან დაიწყო ჩვენ შორის დაახლოება, საიდუმლო
საუბარი, დარიგება და რჩევა, თხოვნა-მუდარა, ცრემლებიც კი,
წარმოიდგინეთ, ცრემლებიც კი! ხედავთ, ზოგიერთ ახალგაზრდა
ქალს სადამდე ღრმად უჯდება პროპაგანდის ცეცხლი! მე, რასაკ-
ვირველია, ბედს დავაბრალე ყველაფერი და მოვაჩვენე, ვითომ
გულით მწყუროდა სინათლის ხილვა, გამოკეთება; თან ქალის
გულის დასამორჩილებელ უდიდეს საშუალებას მივმართე ბო-
ლოს, საშუალებას, რომელსაც არასოდეს მოუტყუებია არავინ და
რომელიც ყველა ქალს ერთნაირად იმორჩილებს; ცნობილია
ერთი საშუალება, – პირფერობა და მლიქვნელობა ჰქვია. პირ-
ფერობაზე ადვილი კი არაფერია ამქვეყნად. თუ პირფერობაში
იოტისხელა სიყალბე მაინც შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფე-
რი იშლება, რასაც აურზაური მოსდევს; მლიქვნელობა კი, თუნ-
დაც ყოველნაირად ყალბი, მაინც საამო მოსასმენია. რაოდენ
უხამსი და მოურიდებელიც უნდა იყოს მლიქვნელობა, ნახევარი
მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს. ასეა ყველა წრისა და წო-
დების ხალხისთვის. მლიქვნელობით თვით ზეციური უმანკოების
შეცდენა შეიძლება. ჩვეულებრივ და უბრალო ხალხზე ხომ, რაღა
თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს. ამ ამბის ისე გახსენება არ შემიძ-
ლია, რომ არ გამეცინოს. როგორ შევაცდინე ერთხელ ქმრისა
და შვილების ერთგული კეთილი მანდილოსანი. რა მხიარულად
და ადვილად მოხდა ყველაფერი! მანდილოსანი კი მართლაც
კეთილი და პატიოსანი იყო. და რა ხერხი ვიხმარე? მისი უმან-
კოების წინაშე ერთთავად ქედს ვიხრიდი, მაგრამ უზომოდ
ვმლიქვნელობდი და ვეპირფერებოდი, ისე, რომ, როგორც კი
ხელს ჩამოვართმევდი მაგრად, ან წყალობით შემომხედავდა, მა-
შინვე სასტიკად ვუსაყვედურებდი ხოლმე ჩემს თავს, რომ ძალით
იყო ყველაფერი ეს გამოტყუებული; თვითონ რომ არ ვყოფილი-
ყავი ბიწიერი და გარყვნილი, ვერასგზით ვეღირსებოდი მის ყუ-
რადღებას; რომ გულუბრყვილობით მოსდიოდა ყველაფერი და
ვერ მიხვდა ჩემს ვერაგობას, როცა უნებლიეთ მნებდებოდა, თუმ-
ცა თვითონ ვერ გრძნობდა ამას და სხვა და სხვა. ერთი სიტყვით,
მივაღწიე საწადელს, მაგრამ ქალბატონი მაინც დარწმუნებული
იყო, რომ მოვალეობას პატიოსნად ასრულებდა და უნებლიეთ
შეცდა. მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაცხარდა, როცა ბო-
ლოს გამოვუტყდი, რომ ისიც, ჩემსავით სიამოვნებას ეძებდა. საბ-
რალო მარფა პეტროვნაზედაც საშინლად მოქმედებდა მლიქვნე-
ლობა და პირფერობა. რომ მნდომოდა, რასაკვირველია, მის სი-
ცოცხლეშივე შემეძლო მომეხერხებინა, მისი მთელი ქონება ჩემ-
თვის გადმოეცა (რამდენ ღვინოს ვსვამ და ვყბედობ.). იმედია, არ
გამიწყრებით, თუ გავიხსენებ, რომ იგივე დამემართა ავდოტია
რომანოვნასთან. თვითონ ვიყავი ტუტუცი და მოუთმენელი, მევე
გავაფუჭე საქმე. არ ვიცი, გჯერათ თუ არა, მაგრამ წინათაც, რამ-
დენჯერმე (განსაკუთრებით კი ერთხელ) არ მოეწონა საშინლად
ავდოტია რომანოვნას ჩემი თვალების გამომეტყველება! ერთი
სიტყვით, თანდათან მძლავრად და მოურიდებლად იჩენდა თავს
ცეცხლი, რომელიც ასე აშინებდა და ბოლოს შეეჯავრა კიდეც.
დაწვრილებით ყველაფრის მოყოლა საჭირო არ არის; ერთმა-
ნეთს დავშორდით. მაგრამ კიდევ ჩავიდინე სისულელე. მოური-
დებლად დავუწყე დაცინვა; პარაშაც და ბევრიც სხვა ისევ გავიხ-
სენე, – ერთი სიტყვით, სოდომ-გომორი განვაახლე. ოჰ, ერ-
თხელ მაინც რომ გენახათ, როდიონ რომანიჩ, როგორ ეგზნება
ზოგჯერ თვალები თქვენს დას! ეს არაფერი, რომ მთვრალი ვარ
ახლა და მთელი ჭიქა ღვინო გამოვცალე; მაინც მართალს ვამ-
ბობ. გარწმუნებთ, ძილში მეზმანებოდა ხოლმე მისი შემოხედვა.
ბოლოს იქამდე მივიდა, რომ მისი კაბის შრიალს ვეღარ ვუძლებ-
დი. გარწმუნებთ, მეშინოდა, ბნედა არ დამმართოდა; არ მეგონა,
თუ ოდესმე ასე გადავირეოდი. ერთი სიტყვით, უნდა შევრიგებუ-
ლიყავით, მაგრამ უკვე შეუძლებელი იყო. წარმოიდგინეთ, რა
ვქენი! ოჰ, როგორ გამოასულელებს ადამიანს გაბრაზება! სიბრა-
ზეში არაფერი ქნათ, როდიონ რომანიჩ! რაკი ვიცოდი, ავდოტია
რომანოვნა ღატაკი იყო (უკაცრავად, ეს არ მინდოდა მეთქვა...
მაგრამ სულერთი არ არის, თუკი სხვა სიტყვაც იმავეს გამოხა-
ტავს?). ერთი სიტყვით, რაკი ვიცოდი, რომ თავისი შრომით
ცხოვრობდა, – დედა და თქვენ ჰყავდით შესანახი (ფუი ეშმაკს,
ისევ იღრუბლებით...), გადავწყვიტე, მთელი ჩემი ფული (სამი
ათას თუმნამდე შემეძლო) მიმეძღვნა, ოღონდ ჩემთან ერთად გა-
მოქცეულიყო, თუნდაც აქ, პეტერბურგში. რასაკვირველია, შევფი-
ცავდი აქ, რომ მუდამ მეყვარებოდა, ნეტარებაში მეყოლებოდა
და სხვა და სხვა. წარმოიდგინეთ, ისე ვიყავი გადარეული, რომ
ეთქვა: მოკალი ან მოწამლე მარფა პეტროვნა და შემირთეო,
იმავე წამს შევასრულებდი! მაგრამ როგორ დამთავრდა ყველა-
ფერი, თქვენ უკვე იცით. წარმოიდგინეთ, მაშ, როგორ გადავი-
რეოდი, რომ შევიტყვე, მარფა პეტროვნა საზიზღარ და საძაგელ
სასამართლოს მოხელეს, ლუჟინს ურიგებს ავდოტია რომანოვნა-
სო, – რაც იგივე იქნებოდა, ეჭვი არ არის, რასაც მე ვთავაზობდი.
ასეა თუ არა? ხომ ასეა? ვატყობ, როგორღაც, ყურადღებით და-
მიწყეთ მოსმენა... საუცხოო ყმაწვილი...
სვიდრიგაილოვმა მოუთმენლად მუშტი დაჰკრა მაგიდას. ერ-
თიანად წამოჭარხლდა. ნათლად შეატყო რასკოლნიკოვმა, რომ
ერთმა თუ ჭიქა-ნახევარმა შამპანურმა, რომელიც სვენებ--
სვენებით დალია, საშინლად იმოქმედა სვიდრიგაილოვზე და გა-
დაწყვიტა, ესარგებლა ამ შემთხვევით. საეჭვოდ ეჩვენებოდა ეს
სვიდრიგაილოვი.
– ამის შემდეგ კი სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აქაც
ჩემი დის გამო ხართ ჩამოსული, – უთხრა პირდაპირ რასკოლნი-
კოვმა, რომ უფრო მეტად გაებრაზებინა.
– ეჰ, კმარა, – თითქოს უცებ მოვიდაო გონს სვიდრიგაილო-
ვი, – ხომ გითხარით... და მეორეც, ვძულვარ თქვენს დას.
– ამაში მეც დარწმუნებული ვარ, სძულხართ, მაგრამ საქმე
ეგ კი არ არის ახლა.
– მერედა, დარწმუნებული ხართ, რომ ვძულვარ? (სვიდრი-
გაილოვმა თვალი მოუჭუტა, დაცინვით გაუღიმა.) მართალი
ხართ, არ ვუყვარვარ; მაგრამ ცოლ-ქმარსა და საყვარლებს შო-
რის მომხდარ ამბებში ნურასოდეს ჩაერევით. არის მათ შორის
ყველასთვის უცნობი რაღაც, რომლის საიდუმლოც მხოლოდ იმ
ორმა უწყის. თავდები ხართ იმისა, რომ ავდოტია რომანოვნა
ზიზღით მეპყრობოდა?
– თქვენს ზოგიერთ სიტყვაში ახლაც აშკარად ვხედავ, რომ
რაღაც ცუდი განზრახვა გაქვთ დუნიას მიმართ.
– როგორ! წამომცდა რამე ასეთი? – გაიოცა ვითომ შიშით
სვიდრიგაილოვმა, თან თავისი განზრახვის „საძაგლად“ მონათ-
ვლას განგებ არ მიაქცია ყურადღება.
– არამცთუ წამოგცდათ, ახლაც კი ამას იმეორებთ. მაინც რი-
სი გეშინიათ? ასე უცებ რამ შეგაშინათ?
– რაო, მეშინიაო? თქვენი ვითომ? თქვენ უნდა გეშინოდეთ
ჩემი, cher ami, და არა მე – თქვენი. რა სისულელეა... მაგრამ
თავში ამივარდა, ვატყობ, ღვინო. კინაღამ რაღაც წამომცდა.
აღარ მინდა ღვინო! შენ, ეი, წყალი მოიტანე!
დაავლო ბოთლს ხელი და მოურიდებლად ფანჯრიდან გა-
დააგდო. მიმტანმა ფილიპემ წყალი შემოურბენინა.
– ყველაფერი ეს სისულელეა, – დაიწყო სვიდრიგაილოვმა,
თან პირსახოცს ასველებდა და თავზე იდებდა, – შემიძლია ერთი
სიტყვით გაგაჩუმოთ და ყველა თქვენი ეჭვი მოვსპო. იცით, მაგა-
ლითად, რომ ცოლს ვირთავ?
– ეგ თქვენ ადრეც მითხარით.
– გითხარით? დამავიწყდა. მაგრამ დაბეჯითებით თქმა კიდევ
არ შემეძლო, რადგან მაშინ საპატარძლო ნანახიც არ მყავდა,
მხოლოდ განზრახვა მქონდა. ახლა კი საქმე გათავებულია, საპა-
ტარძლო მყავს; პირდაპირ წაგიყვანდით, გაჩვენებდით, რადგან
მინდა, რჩევა გკითხოთ. ფუჰ, დასწყევლოს ეშმაკმა! ათი წამიღა
დამრჩენია. დახედეთ საათს; მაგრამ არა უშავს, გიამბობთ, რო-
გორ დავინიშნე, მეტად საყურადღებოა... მაინც საით? ისევ წას-
ვლას აპირებთ?
– არა, უკაცრავად, ახლა აღარ წავალ.
– სულ აღარ წახვალთ? ვნახოთ! წაგიყვანთ ოდესმე და გაჩ-
ვენებთ, მაგრამ ახლა არა, სხვა დროს. ახლა კი მალე გამოვეთ-
ხოვებით ერთმანეთს, მეჩქარება. თქვენ მარჯვნივ წახვალთ, მე –
მარცხნივ. რესლიხს იცნობთ? აი, იმ რესლიხს, რომელთანაც ახ-
ლა ვცხოვრობ! აი, იმას, გოგო რომ წყალში... ზამთარში, – გეს-
მით? ხომ გესმით. იმან მომიხერხა ყველაფერი; მოგწყინდება,
გაერთეო. მე კი მუდამ დაღვრემილი, მოწყენილი ვარ. გგონიათ,
მხიარული ვარ? არა, დაღვრემილი ვარ; არავის არაფერს ვვნებ.
ვზივარ ჩემთვის კუთხეში, ისე გავა ზოგჯერ ორი-სამი დღე, ხმას
არავის გავცემ, მაგრამ საშინელი გაიძვერა და ეშმაკია რესლიხი;
ვიცი, რაც უდევს გულში. იცის, მომწყინდება, თავს გავანებებ, წა-
ვალ სადმე, ქალი მას დარჩება, ხელმეორედ გაასაღებს. მეუბნე-
ბა, ერთი სამსახურიდან გადამდგარი დამბლადაცემული მოხელე
არისო, სამი წელიწადია, სავარძელში ზის და ვერ დადისო. ცო-
ლიც ჰყავს ამ მოხელეს, გონიერი დედაკაციაო. ვაჟი სადღაც გუ-
ბერნიაში მსახურობს, არ ეხმარებაო. უფროსი ქალი გაუთხოვები-
ათ თუ არა, იმ დღიდან ამათ აღარ კითხულობს, თავისთან ჰყავთ
ორი პატარა ძმისწული (თავისები არ ეყოფოდათ?) და უმცროსი
ქალიშვილი, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც გიმნაზიიდან
გამოიყვანეს, სწავლა არ დაასრულებინეს. ერთი თვის შემდეგ
თექვსმეტი წლის შესრულდება, მაშასადამე, გათხოვებაც შეიძლე-
ბა. ჩემზე ვითომ. წავედით; ოჰ, რა სასაცილო იყო; გავეცანი; მე-
მამულე ვარ, ქვრივი, ცნობილი გვარის, კარგი ნათესავებისა და
ნაცნობების პატრონი, ფულიანი-მეთქი. მერე რა, რომ ორმოც-
დაათი წლის ვარ და ის კი ჯერ თექვსმეტისაც არაა? ვინ უყურებს
ამას? როგორ გგონიათ, ეს შეაცდენს ადამიანს თუ არა? ხა-ხა-ხა!
არ მოინადირებს ადამიანის გულს? უნდა გენახათ, როგორ ვე-
ლაპარაკებოდი დედას და მამას! ფული უნდა გადაეხადა ადამი-
ანს, იმ დროს რომ ვენახე. გამოვიდა ქალი და თავდახრით მო-
მესალმა. წარმოიდგინეთ, მოკლე კაბა ეცვა. გაფურჩქნილი კო-
კორივით გაწითლებულიყო, ცისკარივით ანთებულიყო (რასაკ-
ვირველია, ნათქვამი ჰქონდათ,) არ ვიცი, თქვენ რა აზრის ხართ
ქალებზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს თექვსმეტი წლის ჯერ ისევ ბავ-
შვური თვალები, ეს მოკრძალება და სირცხვილის ცრემლები, სი-
ლამაზეზე უმჯობესია, თუმცა თვითონ უამისოდაც მშვენიერია. ქე-
რა, ლამაზი, ხუჭუჭა თმა, ფუნჩულა წითელი ტუჩები და პაწია ფე-
ხები – მშვენიერებაა!.. გავიცანით ერთმანეთი და გამოვუცხადე,
შინაური საქმეების გამო მეჩქარება-მეთქი; ადგნენ ისინიც და
დაგვლოცეს ამას წინათ. მას შემდეგ, მივალ თუ არა, დავისვამ
მუხლებზე და მიზის ასე, ხელიდან აღარ ვუშვებ... გოგონა დილის
ცისკარივით ფეთქავს. მეც წამდაუწუმ ვკოცნი; დედაც, რასაკვირ-
ველია, ასწავლის, ასე უნდა, ქმარი არისო. ერთი სიტყვით, სიტ-
კბოებაა ნამდვილი. მგონი, საქმროდ ყოფნა ჯობს, ვიდრე
ქმრად, აქ პირდაპირ La nature et la vérité45 არის! ხა-ხა-ხა! ერთი-

45 ბუნება და სიმართლე (ფრანგ.)


ორჯერ დაველაპარაკე კიდევაც, – გონიერი გოგონაა; ზოგჯერ
ისე გადმომხედავს ქურდულად, ლამის დამწვას. იცით, სახე რა-
ფაელის მადონას მიუგავს. სიქსტის მადონას ხომ სახე საოცრად
ფანტასტიკური აქვს, დაღვრემილი, არ შეგინიშნავთ? ნამდვილად
ასეთია! დაგვლოცეს თუ არა, მეორე დღესვე ათას ხუთასი მანე-
თის საჩუქრები მივუტანე. ერთი სამკაული ბრილიანტის, მეორე –
მარგალიტის, ვერცხლის პატარა ყუთი. ასე რომ, თვით მადონა-
საც გაუნათდა სახე. დავისვი გუშინ მუხლზე, მაგრამ ისე მოური-
დებლად, რომ ერთიანად აიტკიცა და ცრემლები გადმოსცვივდა,
მაგრამ არაფერი თქვა, ცეცხლივით აენთო. ყველანი გავიდნენ,
მე და ის კი მარტო დავრჩით. უცბად მომეხვია ყელზე (თვითონ-
ვე, პირველი იყო ეს), მომხვია ორთავე ხელი და დამიწყო კოცნა
და ფიცი, რომ მორჩილი იქნება მუდამ და კეთილი, რომ გამა-
ბედნიერებს და მთელ სიცოცხლესა და არსებობას მე მანაცვა-
ლებს, ოღონდ, სამაგიეროდ, პატივს ვცემდე, სხვა „მეტი არა მინ-
და რა, არავითარი საჩუქრებიო!“ დამეთანხმეთ, რომ ამგვარი
აღსარების მოსმენა თექვსმეტი წლის ანგელოზისგან, რომელსაც
ტანთ ჯერ ისევ თხელი და მოკლე კაბა აცვია და სირცხვილის
ცრემლები ვეღარ შეუმაგრებია, მართლაც რომ მიმზიდველია.
ხომ ასეა? ღირს რამედ თუ არა? ჰა? ხომ ღირს? აბა... ჰო... კარ-
გი, ყური მიგდეთ... წავიდეთ ჩემს საპატარძლოსთან, მაგრამ ახ-
ლა არა!
– ერთი სიტყვით, თქვენ გხიბლავთ ეგ ზღაპრული განსხვავე-
ბა წლოვანებისა და განვითარების და ასევე გაღელვებთ, გაავ-
ხორცებთ. ნუთუ მართლა ცოლს ირთავთ?
– რატომაც არა, ვითომ! რაო? უეჭველად. ყველა თვითონ
ზრუნავს თავისთვის და ყველაზე მხიარულადაც ის ცხოვრობს,
ვინც უკეთ ატყუებს თავის თავს. ხა-ხა-ხა! მაპატიეთ, ჩემო კარგო,
ცოდვილი კაცი ვარ. ხა-ხა-ხა!
– მაშინ, კატერინა ივანოვნას ბავშვები რომ დააბინავეთ...
მაგრამ... ჰო, ვიცი, ვიცი, თქვენი საკუთარი ანგარიში გქონდათ.
ახლა კი მესმის.
– საერთოდ, ბავშვები მიყვარს, საშინლად მიყვარს, – გა-
დაიხარხარა სვიდრიგაილოვმა, – აი, ერთ მეტად საყურადღებო
შემთხვევასაც გიამბობთ, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩამო-
ვედი თუ არა, პირველ დღესვე სხვადასხვა ბინძურ, მივარდნილ
ადგილსა და რესტორნებში გავიარე, შვიდი წლის უნახავი, ხარ-
ბად დავაცხერი ყველაფერს. რასაკვირველია, შემატყობდით,
რომ ჩემს ძველ ამხანაგებთან და მეგობრებთან შეხვედრას არ
ვჩქარობ. ვეცდები, რაც შეიძლება მეტხანს მოვერიდო. მარფა
პეტროვნასთან, სოფელში, საშინლად მტანჯავდა მოგონებები ამ
იდეალურ ადგილებზე, რომლებშიც, ვინ იცის, რა არ მოინახება
მძებნელთათვის, ეშმაკმა იცის მათი თავი! ხალხი ლოთობს, გა-
ნათლებული ახალგაზრდობა აუსრულებელ ოცნებას აჰყოლია,
სხვადასხვა თეორიისგან სრულიად დამახინჯდა: საიდანღაც ებ-
რაელები ჩამოსულან, ფულებს ინახავენ, სხვა ყველაფერი კი
გარყვნილობას შთაუნთქავს. ჩამოვედი თუ არა, მაშინვე ნაცნობი
სუნი მეცა, მაშინვე მეცნო ქალაქი. ერთხელ, რომელიღაც საცეკ-
ვაო საღამოს დავესწარი, – ჭუჭყი და ვაი-ვაგლახი იყო ყველგან
(მე კი საშინლად მიყვარს ასეთი ჭუჭყიანი ადგილები), რასაკვირ-
ველია, თავდაუჭერელი კანკანი გაეჩაღებინათ, რაც ჩემ დროს
არ იყო. შევხედე უცბად, ლამაზად ჩაცმული ცამეტი წლის გოგო-
ნა ვიღაც ვირტუოზთან ცეკვავს; პირდაპირ კი სხვა იწვევს მეწყვი-
ლედ. მოშორებით, კედელთან დედა ზის სკამზე. უნდა გენახათ,
რა კანკანი იყო! რცხვენია, წითლდება გოგონა, ბოლოს შეურაც-
ხყოფილად იგრძნო თავი და ტირილი დაიწყო. ჩაავლო ვირტუ-
ოზმა ხელი, გაიტაცა და აპორწიალებს; ირგვლივ ყველანი ხარ-
ხარებენ – მიყვარს ამ დროს ახმაურებული, თუნდაც კანკანის მო-
ცეკვავე საზოგადოება, ხარხარებენ, ყვირიან, ხმაურობენ: „ასეც
უნდა! აბა რად დაჰყავთ ბავშვები ასეთ ადგილებში!“ მაგრამ მე
რა მრჯიდა, რა მესაქმებოდა: გონივრულად იქცევიან თუ უგუნუ-
რად, თვითონვე ინუგეშონ თავი! მაშინვე მივუჯექი დედას და გა-
ვუბი ლაპარაკი, რომ მეც ჩამოსული კაცი ვარ, რომ აქ ყველანი
ბრიყვები არიან, რომ პატიოსან ხალხს ვერ ცნობენ და შესაფე-
რისად პატივს არ სცემენ; გავაგებინე, რომ ფული ბლომად მაქვს;
ვთხოვე, ჩემი კარეტით მიგაცილებთ-მეთქი სახლამდე; მივაცი-
ლე, გავიცანი (რაღაც ერთი ბეწო ოთახი აქვთ ნაქირავები, ახა-
ლი ჩამოსულები არიან). გამომიცხადეს, რომ დედაცა და ქალიშ-
ვილიც ჩემს ნაცნობობას დიდ პატივად თვლიან; როგორც აღ-
მოჩნდა, არაფერი გააჩნიათ, ღარიბები არიან; ჩამოსულან, რომ
რომელიღაც დაწესებულებაში უშუამდგომლონ! მაშინვე დახმა-
რება შევთავაზე. გავიგე, რომ შეცდომით წამოსულიყვნენ საღა-
მოზე, – ეგონათ, ცეკვას ასწავლიანო; ქალის აღზრდაში დახმა-
რებას შევპირდი, ფრანგული და ცეკვა შეასწავლეთ-მეთქი. აღტა-
ცებით მიიღეს, დიდ პატივად ჩათვალეს; დღემდე ნაცნობობა
გვაქვს... გინდათ, წავიდეთ ოდესმე, მაგრამ ახლა არა.
– კარგი, ამ თქვენს საძაგელ და უკბილო ანეკდოტებს თავი
დაანებეთ. გარყვნილი, პატარა, ავხორცი კაცი ხართ!
– შილერს დამიხედეთ, ჩვენს შილერს Où va-t-elle la vertu se
nicher?46 იცით რა, განგებ სულ ასეთ რამეებს გიამბობთ, რადგან
თქვენი განერვიულებით ვტკბები!
– მეც ვიცი, რომ სასაცილო ვარ ახლა. – ჩაიბუტბუტა გაბო-
როტებით რასკოლნიკოვმა.
სვიდრიგაილოვმა ხმამაღლა გადაიხარხარა; მერე ფილიპეს
დაუძახა, ფული გადაუხადა და წამოდგომა დააპირა.
– ეჰ, კარგად მომკიდებია, assez causé!47 – ჩაილაპარაკა, –
ვტკბები, ვტკბები!

46 „სად აღარ ბუდობს კეთილშობილება?“ (ფრანგ.).


– რასაკვირველია, ტკბებით! – შესძახა რასკოლნიკოვმა და
ისიც წამოდგა, – განა თქვენნაირი გარყვნილი კაცისთვის, რო-
მელსაც ახლაც, ვინ იცის, რა უმსგავსობა აქვს განზრახული, სა-
სიამოვნო არ უნდა იყოს ასეთი ამბების თხრობა, მეტადრე, ამ
გარემოებაში და ისიც, ჩემისთანა კაცის წინაშე?..
– ისე, თქვენც საკმაოდ დიდი ცინიკოსი ხართ, – მიუგო გაკ-
ვირვებით სვიდრიგაილოვმა და თან თვალიერება დაუწყო, –
ბევრ რამეს ხვდებით... მაგრამ კმარა. გულწრფელად ვწუხვარ,
რომ ასე ცოტა ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერსად წამიხვალთ... ცო-
ტა დამაცადეთ მხოლოდ...
სვიდრიგაილოვი ტრაქტირიდან გავიდა. რასკოლნიკოვიც
უკან გაჰყვა. არცთუ ძალიან იყო გადაკრულში სვიდრიგაილოვი;
ერთ წამით აუვარდა მხოლოდ თავში, თანდათან ფხიზლდებოდა,
რაღაც აღელვებდა საშინლად და მოსვენებას არ აძლევდა. ამ
ბოლო წუთებში რასკოლნიკოვსაც როგორღაც სხვანაირად და-
უწყო მოპყრობა, უფრო მეტად დასცინოდა. ყველაფერი ეს რას-
კოლნიკოვმაც შენიშნა, შეშფოთდა და გადაწყვიტა, უკან გაჰყო-
ლოდა.
ფილაქანზე ჩამოვიდნენ.
– თქვენ – მარჯვნივ, მე – მარცხნივ, თუმცა, როგორც გირ-
ჩევნიათ, მაგრამ adieu, mon plaisir48, მშვიდობით გვენახოს ერ-
თმანეთი!
სვიდრიგაილოვმა მარჯვნივ, სენის მოედნისკენ გაუხვია.

47 მორჩით ყბედობას! (ფრანგ.).


48 მშვიდობით, ჩემო სიხარულო (ფანგ.))
V

რასკოლნიკოვიც კვალდაკვალ მიჰყვა.


– რას ნიშნავს ეს? – შეჰყვირა სვიდრიგაილოვმა, უკან რომ
მიიხედა და რასკოლნიკოვი დაინახა, – ხომ გითხარით.
– რას ნიშნავს და იმას, რომ აღარ ჩამოგეხსნებით.
– რაო, რაო?
ორივენი შედგნენ და ერთმანეთს თვალებით დაუწყეს ზომვა.
– თქვენი ნაამბობიდან, რომელიც ახლა თქვენგან, თითქმის
მთვრალისგან, მოვისმინე, – მოუჭრა მკაცრად რასკოლნიკოვმა,
– პირდაპირ და გადაჭრით დავასკვენი, რომ არამცთუ არ გაგნე-
ლებიათ თქვენი საზიზღარი განზრახვა ჩემი დის მიმართ, პირი-
ქით, ახლა უფრო გაგიბამთ ქსელი. ვიცი, მაგალითად, რომ ამ
დილით ჩემს დას ვიღაცისგან წერილი მიუღია, სკამზე ძლივს
იჯექით, თითქოს ეკლები გჩხვლეტენო... რასაკვირველია, შეგეძ-
ლოთ გზადაგზა სადმე ცოლიც გეპოვათ, მაგრამ ეს არაფერს
ნიშნავს. მინდა, პირადად დავრწმუნდე...
მაგრამ შეძლებდა კი რასკოლნიკოვი გაერკვია, რა უნდოდა
სახელდობრ ახლა და რაში უნდა დარწმუნებულიყო პირადად?
– გინდათ, ახლავე პოლიცია გამოვიძახო? – დაემუქრა სვიდ-
რიგაილოვი.
– დაუძახე!
ერთ წამს კიდევ იდგნენ. ბოლოს სვიდრიგაილოვს სახე შეეც-
ვალა. როდესაც დაინახა, რომ მუქარამ ვერ შეაშინა რასკოლნი-
კოვი, უცებ მხიარული, მეგობრული სახე მიიღო.
– ხომ ხედავთ! განგებ არ დავძარი სიტყვა თქვენს საქმეზე,
თუმცა ცნობისმოყვარეობა საშინლად მაწუხებს. ფანტასტიკური
რამ არის. სხვა დროისთვის გადავდე, მაგრამ ვაი, რომ მკვდარ-
საც კი გააბრაზებთ, ისეთი ადამიანი ხართ... კარგი, მაშინ წავი-
დეთ, მაგრამ თავიდანვე გეტყვით: შინ მხოლოდ ერთ წუთით შე-
ვივლი, რომ ფული წამოვიღო. მერე დავიჭერ ეტლს და მთელი
ღამით კუნძულზე წავალ. მითხარით, რა გინდათ ჩემგან, სადამდე
უნდა მდიოთ?
– მეც სახლში მივალ, სოფია სემიონოვნასთან, ბოდიში უნდა
მოვუხადო, რომ დასაფლავებას ვერ დავესწარი.
– როგორც გირჩევნიათ, მაგრამ სოფია სემიონოვნა შინ არ
არის. ბავშვები წაიყვანა ერთ ჩემს ძველ ნაცნობ მოხუც მანდი-
ლოსანთან, რომელიც ობოლთა სახლების გამგეა. მოვხიბლე
დღეს, სამივე ბავშვისთვის რომ აღსაზრდელი ფული წარვუდგინე
და სახლსაც შევწირე; ბოლოს სოფია სემიონოვნასაც ვუამბე
დაწვრილებით, არაფერი დამიმალავს. ამიტომაც ჰქონდა სოფია
სემიონოვნას ვადა დღეს დანიშნული, – იმ სასტუმროში მისული-
ყო უთუოდ, სადაც ჩემი ნაცნობი მანდილოსანი აგარაკიდან
დროებით არის ჩამოსული.
– რა ვუყოთ მერე, მაინც შევივლი.
– როგორც გენებოთ, მხოლოდ იცოდეთ, მეგობრად არ გა-
მოგადგებათ! აი, უკვე მოვედით. მითხარით, მხოლოდ იმიტომ
გეჩვენეთ საეჭვოდ, რომ ასე ზრდილობიანი ვიყავი და გამოკით-
ხვით თავი არ მოგაბეზრეთ?.. ხომ ხვდებით, რაზაც ვამბობ? უც-
ნაურად გეჩვენათ ყოველივე; დაგენაძლევებით, რომ ასეა!
– კარიდან კი ჩუმ-ჩუმად ყურს უგდებდით!
– იმაზე ამბობთ, ჰო! – ჩაიცინა სვიდრიგაილოვმა, – გამიკ-
ვირდებოდა, რომ ამის შემდეგ უყურადღებოდ დაგეტოვებინათ.
ხა-ხა-ხა! თუმცა, მართალია, ზოგიერთი რამ გავიგე კიდეც მა-
შინ... ის... რაღაც, რასაც სოფია სემიონოვნას უამბობდით. მაგ-
რამ მაინც რა, ვერ გავიგე. რადგან ჩამორჩენილი ვარ მეტად და
ვერაფერს შევიგნებ. ამიხსენით, გეთაყვა! ახალი აზრებით განმა-
ნათლეთ.
– ვერაფერსაც ვერ გაიგებდით, ტყუით, სულ ტყუით!
– იმაზე არ გეუბნებით, არა (თუმცა ზოგიერთი რამ გავიგონე
კიდევაც), აი, რომ ოხრავთ მუდამ, იმაზე გეუბნებით! კარს უკან
ყურს ნუ დაუგდებთო. წადით, რაკი ასეა, და მთავრობას გამოუც-
ხადეთ, ეს შემემთხვაო; თეორიაში შევცდიო. მაგრამ თუ დარწმუ-
ნებული ხართ, რომ კარს უკან ყურის გდება არ შეიძლება და ბებ-
რუხანების ჟუჟვა კი, რაც ხელში მოგხვდებათ, იმით შეიძლება სა-
კუთარი სიამოვნების გამო, საჩქაროდ ამერიკაში მოუსვით...
გაიქეცით, ყმაწვილო, ვიდრე დრო კიდევ გაქვთ. გულწრფელად
გეუბნებით. რაო, ფული არ გაქვთ! მე მოგცემთ.
– მაგაზე სულაც არ ვფიქრობ, – გააწყვეტინა ზიზღით რას-
კოლნიკოვმა.
– მესმის (ნურც ძალიან შეიწუხებთ თავს: თუ გინდათ, ბევრს
ნუღარ ილაპარაკებთ). ვიცი, მესმის, რაც გაიფიქრეთ: ზნეობრივი
კითხვები, ხომ? მოქალაქის და ადამიანის მოვალეობა? გვერდზე
მიაგდეთ; რად გინდათ? ხე-ხე-ხე! მეტადრე ახლა, რადგან ჯერ
ისევ მოქალაქე და ადამიანი ხართ? თუ ასე იყო, რაღას ეჩრებო-
დით, არ უნდა მოგეკიდათ ხელი, რაკი თქვენი სათქმელი არ
იყო. მაშ, თავი მოიკალით; ან იქნებ, არც ეგ გინდათ?
– განგებ ცდილობთ, ვგონებ, გამაბრაზოთ, რომ როგორმე
მოგშორდეთ...
– აი, სულელი! მოვედით. გთხოვთ, ამობრძანდეთ კიბეზე. ხე-
დავთ, აი, სოფია სემიონოვნასთან შესასვლელი კარი, არავინ
არის! არ გჯერათ? ჰკითხეთ კაპერნაუმოვს! გასაღებს ამათ აძ-
ლევს ხოლმე. რა იყო (ყრუ არის ცოტა)? წავიდა? სად? ახლა,
ახლა ხომ გაიგეთ? არ არის შინ და, ვინ იცის, გვიანობამდე არც
დაბრუნდება. წავიდეთ ახლა ჩემთან, ხომ თქვით, წამოვალო?
ესეც ჩემი ბინა. MMadame რესლიხი შინ არ არის. მუდამ რაღა-
ცას აკეთებს, მაგრამ კაი დედაკაცია, მერწმუნეთ... იქნებ გამოგ-
დგომოდათ კიდეც, ცოტა გონივრულად რომ მოქცეულიყავით.
აი, მიყურეთ: ვიღებ მაგიდიდან ამ ხუთპროცენტიან ბილეთს (თან
რამდენი მაქვს!), მეტ დროს ტყუილად აღარ დავკარგავ. ჩავკე-
ტავ მაგიდას, ბინას და ისევ კიბეზე გავჩნდები. გინდათ, ეტლი და-
ვიჭიროთ? მე ხომ კუნძულზე ვაპირებ. არ გინდათ, გავისეირ-
ნოთ? აი, ვიჭერ ამ ეტლს და ელაგინის კუნძულისკენ მოვუსვამ.
რა იყო? უარს ამბობთ? ვეღარ შეძელით? გავისეირნოთ, არა
უშავს რა. ეტყობა, წვიმას აპირებს, მაგრამ არა უშავს, მაღლა გა-
დავახურინოთ...
სვიდრიგაილოვი უკვე ეტლში იჯდა. მოისაზრა რასკოლნი-
კოვმა, რომ ამჟამად მაინც მისი ეჭვი უსაფუძვლო იყო. იბრუნა
პირი და ხმაამოუღებლად გაბრუნდა. უკან, სენისკენ ერთხელ მა-
ინც რომ მიეხედა, დაინახავდა, რომ ეტლს სულ ასი ნაბიჯიც არ
გაევლო, გადმოხტა სვიდრიგაილოვი, გაუსწორდა მეეტლეს და
ფილაქანზე გაჩნდა, მაგრამ რასკოლნიკოვს აღარ დაუნახავს, ქუ-
ჩის კუთხეს მიეფარა. ზიზღით გაექცა სვიდრიგაილოვს. „მეც, ერთ
წამს ვითომ რაღაცის იმედი მქონდა ამ საზიზღარი ბოროტმოქ-
მედისა და ავხორცი, გარყვნილი გაიძვერასგან!“ – შეჰყვირა უნე-
ბურად, ცოტა არ იყოს, აჩქარებითა და დაუფიქრებლად წარ-
მოთქვა რასკოლნიკოვმა. იყო მთელ ამ გარემოებაში ისეთი
რამ, რაც სვიდრიგაილოვს მცირედად მაინც ორიგინალურად თუ
იდუმალად აჩენდა. რაც შეეხებოდა მის დას, ამაში კი ნამდვი-
ლად დარწმუნდა რასკოლნიკოვი, რომ სვიდრიგაილოვი არ მო-
ასვენებდა.
დარჩა თუ არა რასკოლნიკოვი მარტო, ოცი ნაბიჯიც არ გა-
უვლია, რომ ჩვეულებრივ, ღრმა ფიქრში ჩაფლული, შედგა თუ
არა ხიდზე, მაშინვე მოაჯირთან დადგა და წყალს დაუწყო ყურე-
ბა. სწორედ ამ დროს ავდოტია რომანოვნა დაადგა თავს.
ხიდზე შედგომისთანავე შეეჩეხა დას რასკოლნიკოვი, მაგრამ
ვერ დაინახა, გვერდით გაუარა. დუნეჩკას აქამდე არსად უნახავს
ძმა ქუჩაში ასეთი; ამიტომაც შეეშინდა საშინლად. ავდოტია რო-
მანოვნა მაშინვე შედგა, მაგრამ არ იცოდა, რა ექნა: ხმა გაეცა თუ
არა? უცბად სენის მხრიდან სწრაფად მომავალ სვიდრიგაილოვს
მოჰკრა თვალი. ფრთხილად უახლოვდებოდა სვიდრიგაილოვი
ავდოტია რომანოვნას. ხიდზე სულ არ შეუდგამს ფეხი, შორიახ-
ლო გაჩერდა ფილაქანზე და ცდილობდა, როგორმე რასკოლნი-
კოვს არ დაენახა. დუნიას კარგა ხანია თვალი მოჰკრა, შორიდან
ანიშნებდა რაღაცას. როგორც კი მიუახლოვდა დუნია სვიდრი-
გაილოვს, სთხოვა, ხმა არ გაეცა ძმისთვის.
დუნია ასეც მოიქცა; ფრთხილად აუქცია გვერდი ძმას და
სვიდრიგაილოვს მიუახლოვდა.
– წავიდეთ, – წასჩურჩულა სვიდრიგაილოვმა, – არ მინდა,
ჩვენი შეხვედრის ამბავი როდიონ რომანიჩმა იცოდეს. ერთად
ვისხედით ტრაქტირში ახლახან. თვითონ მომძებნა, ძლივს მოვი-
შორე. საიდანღაც ჩემი წერილის ამბავი გაუგია, რაღაცას ეჭვობს.
რა თქმა უნდა, თქვენ არ ეტყოდით... მაშ, ვის უნდა ეთქვა?
– ქუჩის კუთხესაც მოვეფარეთ, – გააწყვეტინა დუნიამ, – რას
დაგვინახავს, გეუბნებით, ამას იქით არ გამოგყვებათ. მითხარით,
რა გაქვთ სათქმელი; ქუჩა არაფერს დაგვიშლის.
– ჯერ ერთი, ქუჩაში ამის თქმა შეუძლებელია; მეორე, უთუ-
ოდ უნდა მოუსმინოთ სოფია სემიონოვნას, და მესამე, ზოგი რამ
საბუთი უნდა გაჩვენოთ... ბოლოს, თუ უარს იტყვით და არ შემოხ-
ვალთ ჩემთან, მაშინ მეც უარს ვიტყვი ყოველგვარ განმარტებაზე
და უკანვე დავბრუნდები. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენი
საყვარელი ძმის მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი
საიდუმლო ჩემს ხელთაა.
შედგა, შეყოყმანდა დუნია, თვალი ღრმად დააშტერა სვიდ-
რიგაილოვს.
– რისი გეშინიათ! – შენიშნა, – ქალაქია, სოფელი ხომ არ
არის. სოფელშიც კი თქვენ მეტი მავნეთ, ვიდრე მე. აქ ხომ...
– სოფია სემიონოვნაც გააფრთხილეთ?
– არა, არაფერი მითქვამს. ისიც კი არ ვიცი, ახლა შინ არის
თუ არა. მაგრამ უთუოდ შინ იქნება. ერთი ნათესავი დამარხა
დღეს, სტუმრად როგორ წავიდოდა. მინდა, დროზე ადრე არავის
ვუთხრა ამის შესახებ. იმასაც კი ვწუხვარ, რომ თქვენ გაგაგები-
ნეთ. საკმარისია მცირედი გაუფრთხილებლობა და საქმე გაფუჭ-
დება. აი, აქვე, ამ სახლში ვცხოვრობ, მოვედით კიდეც. აი, ეს
ჩვენი მეეზოვეა; კარგად მიცნობს; თავს მიკრავს; ხედავს, რომ
მანდილოსანი მომყვება და თქვენი სახეც, ეჭვი არ არის, დაამახ-
სოვრდება; გამოგადგებათ, თუ ეჭვი გაქვთ ჩემზე და გეშინიათ.
ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოურიდებლად გელაპარაკებით. მე
თვითონ მდგმურებისგან ვქირაობ ოთახებს. სოფია სემიონოვნაც
ჩემ გვერდით ცხოვრობს, კედელი გვყოფს ერთმანეთისგან. იმა-
საც ასე აქვს მდგმურებისგან ნაქირავები ოთახი. მთელი სართუ-
ლი თითქმის ასეა გაქირავებული, მდგმურებით არის სავსე. რისი
გეშინიათ, ბავშვი ხომ არა ხართ? ან იქნებ, მართლა ასე საშიში
ვარ?
სვიდრიგაილოვს თითქოს გაეღიმა, მაგრამ სიცილისთვის
ნამდვილად არ სცხელოდა! გული ძლიერად უცემდა, სუნთქვა
უგუბდებოდა. განგებ ხმამაღლა ელაპარაკებოდა, რომ მღელვა-
რება დაეფარა; თუმცა, დუნიას არ შეუნიშნავს ეს მღელვარება;
საშინლად გააბრაზა იმან, რომ სვიდრიგაილოვმა ეჭვი მიიტანა,
ბავშვივით გეშინიათო, რომ ასე საშიში იყო ვითომ დუნიასთვის!
– ვიცი, მართალია... პატიოსანი კაცი არ ხართ, მაგრამ არ
მეშინია თქვენი. გამიძეხით წინ, – მიმართა ვითომ დამშვიდებულ-
მა, მაგრამ გაფითრებულ სახეზე მაინც ნათლად ეტყობოდა შიში.
სვიდრიგაილოვი სონიას ბინასთან შედგა.
– მოითმინეთ, ვკითხავ, შინ არის თუ არა... არ ყოფილა!
ვწუხვარ! მაგრამ ვიცი, უთუოდ მალე დაბრუნდება. თუ წავიდა, ეჭ-
ვი არ არის, ერთ ჩემს ნაცნობ მანდილოსანთან წავიდოდა ობ-
ლების თაობაზე. დედა მოუკვდათ... მეც გავერიე ამ საქმეში. თუ
სოფია სემიონოვნა ათი წუთის განმავლობაში არ დაბრუნდება,
მაშინ თვითონვე გამოვგზავნი თქვენთან, გინდათ, დღესვე; აგერ
ჩემი ბინაც. აი, ჩემი ოთახი. კარს იქით ჩემი დიასახლისი, ქალბა-
ტონო რესლის ცხოვრობს. ნახეთ ახლა, ჩემს საბუთებსაც გაჩვე-
ნებთ: ჩემი საწოლი ოთახიდან ეს კარი სრულიად ცარიელ გასა-
ქირავებელ ოთახებში გადის. აგერ ეს ოთახებიც... ამას კი ცოტა
მეტი ყურადღებით უნდა დააკვირდეთ...
სვიდრიგაილოვი ორ საკმაოდ მოზრდილ ოთახში ცხოვრობ-
და. დუნეჩკა უნდობლად იყურებოდა გარშემო, მაგრამ საეჭვო
ვერაფერი შენიშნა, თუმცა საგულისხმო იყო ის, რომ სვიდრი-
გაილოვის ბინა ორ, სრულიად ცარიელ და გამოყრუებულ ბინას
შორის იყო მოქცეული. შესასვლელიც პირდაპირ დერეფნიდან
კი არა, დიასახლისის ორი, თითქმის ცარიელი ოთახიდან ჰქონ-
და. საწოლი ოთახიდანაც, როგორც თვითონ სვიდრიგაილოვმა
უჩვენა, ასეთივე ცარიელ ბინაში გადიოდა კარი, რომელიც გასა-
ღებით გააღო. დუნია კარში შედგა, ვერ გაეგო, რისთვის უჩვენებ-
და სვიდრიგაილოვი ოთახების მდებარეობას.
– აი, შეხედეთ ამ მეორე დიდ ოთახს. დაიმახსოვრეთ, კარი
გასაღებით არის დაკეტილი. კართან სკამი დგას, მთელ ორ
ოთახში ერთადერთია ეს სკამი. მე მოვიტანე ჩემი ოთახიდან,
რომ უფრო კარგად დამეგდო ყური. აი, იქ, კარს იქით, სოფია სე-
მიონოვნას მაგიდა დგას. იქ იჯდა სოფია სიმიონოვნა და ელაპა-
რაკებოდა როდიონ რომანიჩს. მე კი აქ ვიჯექი სკამზე და ყურს
ვუგდებდი; ასე იყო ზედიზედ ორი ღამე. როგორ გგონიათ, შემეძ-
ლო გამეგო რამე, თუ არა?
– ყურს უგდებდით?
– დიახ, ვუგდებდი. წავიდეთ ახლა ჩემთან, თორემ დასაჯდო-
მიც კი არსადაა აქ.
ავდოტია რომანოვნა ისევ უკან გაიყვანა, თავის პირველ
ოთახში, რომელსაც სვიდრიგაილოვი სტუმრის მისაღებად იყე-
ნებდა. გაიყვანა, სთხოვა, დამჯდარიყო და თვითონაც მაგიდის
ბოლოში დაჯდა ერთი საჟენის მოშორებით, მაგრამ თვალებში
ისევ ის ცეცხლი უღვიოდა, რომელმაც ერთ დროს ასე შეაშინა
დუნეჩკა. შეკრთა დუნეჩკა, ერთხელ კიდევ უნდობლად მიმოავ-
ლო თვალი იქაურობას. უნებურად მოუვიდა როგორღაც ეს; ეტ-
ყობა, არ უნდოდა უნდობლობა ეჩვენებინა, მაგრამ სვიდრი-
გაილოვის ბინის განცალკევებით მდებარეობა საშინლად ეუც-
ხოებოდა. უნდოდა ეკითხა, დიასახლისი მაინც თუ არის შინო,
მაგრამ არ ჰკითხა... სიამაყემ ნება არ მისცა. ამასთან, მეორე, კი-
დევ უფრო მძიმე სატანჯველი აწუხებდა, ვიდრე შიში, საშინლად
იტანჯებოდა.
– აი, თქვენი წერილი, – დაუწყო დუნიამ და წერილი მაგიდა-
ზე დაუდო, – ნუთუ მართლა შესაძლებელია, რასაც თქვენ წერთ?
თქვენ მანიშნებთ, ვითომ ჩემმა ძმამ, როდიონმა, რაღაც დანა-
შაული ჩაიდინა. ეჭვი პირდაპირ არის გამოთქმული, ტყუილად ნუ
უარყოფთ. იცოდეთ, თქვენამდე მოვკარი ყური ამ სისულელეს,
მაგრამ არ მჯერა, სასაცილოა და საზიზღარი ეს ეჭვი. ვიცი ყვე-
ლაფერი, რა მიზეზით და როგორ მოიგონეს იგი. არავითარი
დამამტკიცებელი საბუთი არ გაქვთ. მაგრამ დამპირდით, დაგიმ-
ტკიცებთო, და დამიმტკიცეთ, აბა! თან აქედანვე იცოდეთ, რომ
არ მჯერა თქვენი!..
ყველაფერი ეს აჩქარებით, სხაპასხუპით წარმოთქვა დუნეჩ-
კამ, წამით წამოწითლდა კიდეც.
– როგორ, არ გჯეროდათ და გაბედავდით, მარტო მოსული-
ყავით ჩემთან? რისთვის მოხვედით? ნუთუ მხოლოდ ცნობისმოყ-
ვარეობის გამო?
– ნუღარ მტანჯავთ, თქვით, თქვით!
– თქმა არ უნდა, გამბედავი ყოფილხართ. მეგონა, ღმერთს
გეფიცებით, ბატონ რაზუმიხინს მოიყოლებდით თან. მაგრამ არც
თქვენთან, არც სადმე მახლობლად იგი არ ჩანდა, ვათვა-
ლიერებდი; გაბედულია, გაბედული თქვენი საქციელი; ეტყობა,
როდიონ რომანიჩს გაუფრთხილდით. მაგრამ განა მხოლოდ ეგ?
ყველაფერი ღვთაებრივი გაქვთ... რაც შეეხება თქვენს ძმას, რა
გითხრათ, აბა? ეს-ეს არის, თვითონ ნახეთ.
აი, აქ მოდიოდა ორი ღამე ზედიზედ, სოფია სემიონოვნას-
თან და უამბობდა, ხომ გიჩვენებდით კიდეც, სად ისხდნენ ხოლმე.
აღსარება უთხრა. მკვლელია იგი. მან მოკლა მევახშე ბებრუხანა,
რომელთანაც ნივთებს აგირავებდა; ბებრუხანას ალალი და, ლი-
ზავეტაც მოუკლავს, რომელიც მოულოდნელად შემოსულა
მკვლელობის დროს. ორთავე თან მიტანილი ცულით მოუკლავს.
მოუკლავს, რომ გაეძარცვა, და წაუღია კიდეც; ფული და რაღაც--
რაღაც ნივთები... თვითონ უამბო ყველაფერი ეს სოფია სე-
მიონოვნას საიდუმლოდ, მაგრამ არც მკვლელობაში, არც სიტ-
ყვით, არც საქმით არაფერში მონაწილე არ არის სოფია სე-
მიონოვნა და ისევე შეზარა და გააოცა ამ ყველაფერმა, რო-
გორც ახლა თქვენ. ნუ გეშინიათ, არ გასცემს...
– შეუძლებელია, შეუძლებელია! – ბუტბუტებდა ტუჩებგაფით-
რებული, მომაკვდავივით გაცრეცილი დუნეჩკა; სული უგუბდებო-
და; – შეუძლებელია, არავითარი მიზეზი არ ჰქონდა... სიცრუეა,
სიცრუე!
– მიზეზიო? რომ გაძარცვა და ნივთები და ფული წაიღო?
მართალია, თვითონ აღიარა, რომ არც ნივთებითა და არც ფუ-
ლით არ უსარგებლია, წაუღია და სადღაც ქვის ქვეშ შეუნახავს.
დღემდე იქ აწყვია თურმე, მაგრამ იმიტომ ალბათ, რომ ვეღარ
გაბედა, ესარგებლა.
– როგორ, შესაძლებელია განა, როდიონმა ვინმე გაძარ-
ცვოს?! ფიქრადაც არ გაივლებს გულში ამგვარ რამეს! – შეჰკივ-
ლა დუნიამ და სკამიდან წამოხტა, – ხომ გინახავთ და იცნობთ?
ნუთუ შეუძლია, იქურდოს?
თითქოს ემუდარებოდა სვიდრიგაილოვს, შიში მთლად და-
ვიწყებოდა.
– ავდოტია რომანოვნა, ათასი მოსაზრება და გარემოებაა
მიზეზი. ქურდი რომ ქურდობს, თავადვე იცის, რომ საზიზღარია;
მაგრამ აი, მაგალითად, ერთ კეთილშობილ კაცზე მითხრეს,
ფოსტა გაძარცვაო; ვინ იცის, იქნებ ეგონა კიდეც, რომ კარგ საქ-
მეს სჩადიოდა! ეჭვი არ არის, მეც თქვენსავით დაუჯერებლად მი-
ვიჩნევდი, სხვას რომ ეთქვა. მაგრამ ჩემს საკუთარ ყურებს დავუ-
ჯერე! მიზეზიც აუხსნა სოფია სემიონოვნას, მაგრამ ქალი თავი-
დან ყურებს არ უჯერებდა; ბოლოს თვითონ უამბო ყველაფერი.
– რა მიზეზები... მაინც?
– გრძელი საქმეა, ავდოტია რომანოვნა, როგორ აგიხსნათ.
რა ვთქვა, თეორიაა თავისებური, რომელსაც მეც ვეთანხმები. მა-
გალითად, რომ კერძო ბოროტება გასაკიცხი არ არის, თუ მთავა-
რი მიზანი სასიკეთოა. კერძოდ, ერთი ბოროტება და სამა-
გიეროდ – ასი კეთილი საქმე! რასაკვირველია, ისიც საწყენია მე-
ტად თავმოყვარე ახალგაზრდისთვის, როცა იცის, მაგალითად,
რომ სამი ათასი მანეთი საიდანმე გასჩენოდა, მთელ თავის მომა-
ვალ ცხოვრებას სხვაგვარად მოაწყობდა, მაგრამ არსად ჩანს ეს
სამი ათასი. ახლა ამას შიმშილი, ვიწრო, დახშული ოთახი, სიღა-
რიბე, დუხჭირი სოციალური მდგომარეობის მწვავე შეგრძნება
მიუმატეთ. დისა და დედის გაჭირვებული მდგომარეობა... ყველა-
ზე მეტად კი სიამაყე და თავმომწონეობა, მაგრამ, ღმერთმა უწ-
ყის, იქნება უიმისოდაც არ ასცდენოდა... არ ვამტყუნებ, არ იფიქ-
როთ, გეთაყვა; რა ჩემი საქმეა. გარდა ამისა, საკუთარი პატარა
თეორიაც ჰქონდა, რომლის ძალითაც მთელი ხალხი ორ ჯგუ-
ფად იყოფა: ერთია უბრალო მასალა, მეორე – საგანგებო,
რჩეული ხალხი, ვისთვისაც კანონი არ იწერება, პირიქით. თვი-
თონ უწერს კანონს დანარჩენებს, ანუ ამ უბრალო მასალას.
საამისო არა არის რა, უბრალო თეორიაა: une théorie comme
une autre49. ამან ნაპოლეონი გაიტაცა თურმე საშინლად, ანუ
იმან, რომ ბევრი გენიოსი კერძო ბოროტებას სრულიად არად
დაგიდევს და დაუბრკოლებლივ არღვევს ყველაფერს. მოეჩვენა,
ვგონებ, რომ თვითონაც გენიოსია, – ერთხანს მაინც დარწმუნებუ-
ლი იყო ამაში. საშინლად ბევრი იტანჯა და იტანჯება ახლაც იმის
გამო, რომ თეორია შეთხზა. მაგრამ ვერ შეასრულა კი სინდისის
ქენჯნის გარეშე, მაშასადამე, გენიოსი არ ყოფილა. თავმოყვარე
ახალგაზრდისთვის კი ეს დიდად დამამცირებელია, განსაკუთრე-
ბით ჩვენს დროში...
– განა ასეთია როდიონი?
– ეჰ, ავდოტია რომანოვნა, რატომღაც ახლა ყველაფერი
ბნელით არის მოცული, თუმცა წინათაც არ ყოფილა დიდი წე-
სიერება. დიდი გაქანების ხალხია რუსი ხალხი, როგორც თვით
მათი სამშობლო ქვეყანა, ამიტომ ფანტასტიკურია და უწესრიგო;
გაქანება კი უბედურებაა, თუ გენიოსობა არ ახლავს თან. არ გახ-
სოვთ, ჩვენც რამდენჯერ გვისაუბრია ამავე საგანზე იქ, სოფლად,
ვახშმის შემდეგ, ბაღში, ტერასაზე რომ ვისხედით ხოლმე. მეც
ამის გამო არ მკიცხავდით? ვინ იცის, ის კიდევ, იქნებ სწორედ იმ
დროს აქ იწვა მარტოდმარტო და თავისას ფიქრობდა. ჩვენში
ხომ განათლებულ საზოგადოებას განსაკუთრებული წმინდა გად-
მოცემები არა აქვს. ავდოტია რომანოვნა, კარგია, თუ წიგნიდან
ვინმე რაიმეს გაიგებს... მაგრამ ესენიც მეცნიერები არიან მეტწი-
ლად, ისიც – თავისებურად ჩურჩუტები. ასე რომ, საერო კაცს არც
კი შეჰფერის, მაგრამ არავის გადაჭრით არ ვამტყუნებ. თვითონ
მეც არაფერს ვაკეთებ და არც ვცდილობ, რამე გავაკეთო. რამ-
დენჯერ გვქონია ამაზე ლაპარაკი. გახსოვთ, თქვენს ყურადღება-
საც კი ვიზიდავდი ხოლმე ჩემი მსჯელობით, ვიყავი ასე ბედ-
ნიერი... ძალიან გაფითრებული ხართ, ავდოტია რომანოვნა!

49 ეს თეორია, როგორც ნებისმიერი სხვა (ფრანგ.).


– ეგ მისი თეორია უკვე მეც ვიცი. ჟურნალში წავიკითხე; წერს
ხალხზე, რომელსაც ყველაფრის ნება აქვს. რაზუმიხინმა მომიტა-
ნა ჟურნალი.
– ბატონმა რაზუმიხინმა? თქვენი ძმის წერილი? ასეთი რამ
დაუწერია? არ ვიცოდი, მეტად საყურადღებო უნდა იყოს! საით,
ავდოტია რომანოვნა?
– მინდა, სოფია სემიონოვნა ვნახო, – მიუგო სუსტი ხმით დუ-
ნეჩკამ. – გზა საითაა? იქნება მოვიდა კიდეც. მინდა, ახლავე ვნა-
ხო. დაე...
– სოფია სემიონოვნა გვიანობამდე არ დაბრუნდება. უნდოდა
მალე მოსულიყო, მაგრამ აქამდე რაკი არ ჩანს, დაიგვიანებს, ეტ-
ყობა..
– როგორ! ტყუი! ვხედავ, ვხედავ... რომ იცრუე... ყველაფერი
იცრუე!.. აღარ გენდობი! აღარ! – ყვიროდა გაბრაზებული, თავ-
გზააბნეული დუნია.
თითქმის გულწასული დაეცა სკამზე, რომელიც საჩქაროდ
მიაშველა სვიდრიგაილოვმა.
– ავდოტია რომანოვნა, რა დაგემართათ, გონს მოდით! აი,
წყალიც...
სვიდრიგაილოვმა წყალი ასხურა. დუნეჩკა შეხტა, გამოერკვა.
– ძალიან იმოქმედა! – ბუტბუტებდა თავისთვის დაღვრემილი
სვიდრიგაილოვი, – ავდოტია რომანოვნა. დამშვიდდით! იცო-
დეთ, მეგობრებიც ჰყავს თქვენს ძმას. ვუშველით, როგორმე ვიხ-
სნით. გინდათ, საზღვარგარეთ წავიყვან? ფული მაქვს; სამ დღეში
ბილეთს ვიშოვი. რაც შეეხება იმას, რომ მკვლელობა ჩაიდინა,
არა უშავს, სამაგიეროდ კეთილ საქმეებს გააკეთებს, ყველაფერი
ეპატიება; დამშვიდდით! კიდევ შეუძლია დიდებული კაცი შეიქნას.
რაო, რა დაგემართათ? თავს როგორ გრძნობთ?
– ბოროტო კაცო! დამცინით კიდეც, გამიშვით...
– საით? საით?
– საით და ძმასთან! სად არის? იცით, სადაა? ეს კარი რადაა
დაკეტილი? წეღან აქედან შემოვედით, ახლა კი დაკეტილია.
როდის მოასწარით დაკეტვა?
– არ შეიძლებოდა ამ ოთახებში ყვირილი იმაზე, რაზეც აქ
ვსაუბრობდით წეღან. სულაც არ დაგცინით; უბრალოდ, მომწყინ-
და ასეთი ტონით ლაპარაკი. მაინც, სად აპირებთ ასე წასვლას?
ან იქნებ გინდათ, გათქვათ? ან სიგიჟემდე მიიყვანოთ. ასე, სხვა
არაფერი, თავს გააცემინებთ. იცოდეთ, თვალყურს ადევნებენ,
ეჭვი უკვე აქვთ. თქვენ მხოლოდ გასცემთ, გამოამჟღავნებთ.
მოიცათ: ახლახან ჩემთან იყო, ველაპარაკე; ხსნა ჯერ კიდევ შე-
საძლებელია. მოითმინეთ, დაჯექით, მოვიფიქროთ. მეც სწორედ
ამიტომ მოგიხმეთ, მინდოდა ერთად მოგვესაზრა. დაჯექით!
– აბა, როგორ შეძლებთ ხსნას? რანაირად? განა შესაძლებე-
ლია?
დუნია დაჯდა. სვიდრიგაილოვიც გვერდით მიუჯდა.
– ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, მხოლოდ და მხო-
ლოდ თქვენზე, – დაიწყო თვალებგაბრწყინებულმა სვიდრი-
გაილოვმა თითქოს ჩურჩულით, თან ენა ებმოდა, მღელვარების-
გან სიტყვები ერეოდა.
შეშინებულმა დუნიამ სასწრაფოდ უკან დაიხია. სვიდრი-
გაილოვი მთლად ცახცახებდა.
– საკმარისია.. ერთი თქვენი სიტყვა და ეშველება, ვიხსნით
მაშინვე! მე... მე ვიხსნი. ფულიც მაქვს, მეგობრებიც მყავს. მაშინვე
საზღვარგარეთ გავისტუმრებ. პასპორტსაც ავიღებ, ორს ავიღებ,
ერთს მისთვის, მეორეს ჩემთვის. მეგობრები მყავს ისეთი; საქმის
ხალხი... შეუძლიათ. გინდათ? თქვენც აგიღებთ პასპორტს...
თქვენს დედასაც... რაზუმიხინი რად გინდათ? ისევე მიყვარხართ,
როგორც უწინ... მიყვარხართ უსაზღვროდ. ნება მომეცით, კაბის
კალთა დაგიკოცნოთ! მომეცით ნება! ვერ ამიტანია თქვენი კაბის
შრიალი. მითხარით: ეს გააკეთეო, გავაკეთებ! ყველაფერს შე-
გისრულებთ, – შეუძლებელსაც კი, რისიც თქვენ გწამთ, მეც ვირ-
წმუნებ. ყველაფერს შეგისრულებთ, ყველაფერს! ასე ნუ მიცქე-
რით, ნუ მიცქერით ასე! არ იცით, როგორ მკლავთ!.. – ლამის
ბოდავდა სვიდრიგაილოვი. უცბად რაღაც დაემართა, თითქოს
თავში რამემ დაჰკრაო. დუნია წამოხტა, კარს ეცა.
– გამიღეთ! ახლავე გამიღეთ! – ყვიროდა და თან აჩხაკუნებ-
და კარის სახელურს, – გამიღეთ-მეთქი! ნუთუ არავინ არის?
წამოდგა სვიდრიგაილოვი, გონს მოვიდა. აცახცახებულ ტუ-
ჩებზე დამცინავი, ბოროტი ღიმილი გამოეხატა.
– შინ არავინ არის. – შენიშნა წყნარად და მძიმე-მძიმედ
სვიდრიგაილოვმა, – დიასახლისი სხვაგანაა, ტყუილად ყვირით
და ღელავთ.
– გასაღები სადღაა? გამიღე ახლავე, სულმდაბალო კაცო!
– დამეკარგა, ვერ ვპოულობ!
– როგორ! გინდათ, ძალადობა იხმაროთ? – შეჰყვირა დუნი-
ამ და მიტკალივით გაფითრებულმა კუთხეს მიაშურა, წინიდან
საჩქაროდ იქვე მდგარი მაგიდა აიფარა.
დუნია არ ყვიროდა, მაგრამ თვალი მრისხანედ გაეყარა
თვალში თავისი მტანჯველისთვის და ყოველ მის მოძრაობას გა-
ფაციცებით თვალყურს ადევნებდა. სვიდრიგაილოვიც აღარ იძ-
როდა, ოთახის მეორე ბოლოში იდგა. გარეგნულად ცოტათი
დამშვიდდა, თავი შეიკავა, დაიმორჩილა კიდეც. მაგრამ სახე წი-
ნანდელივით გაფითრებული ჰქონდა. დამცინავი ღიმილი ისევ
არ შორდებოდა.
– ეს იყო, ახსენეთ, „ძალადობაო“, ავდოტია რომანოვნა. სო-
ფია სემიონოვნა შინ არ არის; კაპერნაუმოვებამდე კი ხმა ვერ მი-
აღწევს, შორს არის, ხუთი ოთახია გადაკეტილი. ბოლოს, თვი-
თონ მეც თქვენზე ღონიერი ვარ, მაგრამ რა საჭიროა, არც შედე-
გის მეშინია: თქვენვე ხომ ვერ იჩივლებთ და გასცემთ ძმას? არც
არავინ დაგიჯერებთ: რაო, არ იტყოდნენ, რად მიდიოდა მარტო
ქალი მარტოხელა კაცის ბინაზეო? ასე რომ, თუნდ ძმაც გემ-
სხვერპლათ, მაინც ვერას დაამტკიცებდით: ძნელია ძალიან, ავ-
დოტია რომანოვნა, ძალადობის დამტკიცება!
– საზიზღარო ადამიანო! – წაიბუტბუტა განრისხებულმა დუნი-
ამ.
– როგორც გირჩევნიათ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ მე
მხოლოდ მოსაზრება გამოვთქვი ჩემი. ჩემი პირადი რწმენით კი
გეთანხმებით, მართალი ხართ: ძალადობა საზიზღრობაა! გითხა-
რით მხოლოდ, რომ სინდისი აქ სრულიად არ იქნებოდა შელა-
ხული, თუნდაც... ნებაყოფლობით მოგესურვებინათ ძმის დახსნა,
როგორც მე გირჩიეთ. თქვენ მხოლოდ დაემორჩილებოდით გა-
რემოებას და ძალას, რაკი ასე არ გამოდის... იფიქრეთ, თქვენი
ძმისა და დედის ბედი თქვენს ხელთაა, მე მხოლოდ მონა ვიქნები
თქვენი... მთელი სიცოცხლე გემსახურებით... აი, აქ გიცდით, აქ...
სვიდრიგაილოვი დივანზე ჩამოჯდა, რომელიც რვა ნაბიჯის
მოშორებით იდგა. დუნიას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მას მტკიცედ
ჰქონდა ყველაფერი გადაწყვეტილი. გარდა ამისა, იცოდა ისიც,
რა უნდოდა.
დუნიამ უცბად ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო, ასწია ჩახმახი
და მაგიდაზე დადო. სვიდრიგაილოვი ტახტიდან წამოხტა.
– ეჰე! ხედავთ ამას! – შეჰყვირა გაკვირვებულმა და ბორო-
ტად გაეცინა, – ეს კი სრულიად ცვლის საქმის ვითარებას! თქვენ-
ვე მიადვილებთ საქმეს, ავდოტია რომანოვნა! საიდან ჩაიგდეთ
ხელში რევოლვერი? იქნებ ბატონმა რაზუმიხინმა გიშოვათ? ჰე--
ჰე! რევოლვერი ჩემია თითქოს! ძველი ნაცნობია! მე კი როგორ
ვეძებდი მაშინ! ეტყობა, სროლის გაკვეთილებს სოფლად უქმად
არ ჩაუვლია!
– შენი კი არა, მარფა პეტროვნასია, რომელიც შენვე მოკა-
ლი, ბოროტო! არაფერი გქონდა შენი, ყველაფერი მისი იყო. მას
შემდეგ სულ თან დამქონდა, როგორც კი ეჭვი შემეპარა, რომ სა-
ზიზღრობა ჩაიდე გულში. გაბედე აბა, და გადმოდგი ნაბიჯი. გე-
ფიცები, მაშინვე გაგათავებ!
გამწარებულ და გაბრაზებულ დუნიას რევოლვერი მომარ-
ჯვებული ეჭირა.
– მერე, ძმას რაღას უშვრებით? ცნობისმოყვარეობის გამო
გეკითხებით, – ჩაეკითხა სვიდრიგაილოვი, მაგრამ ადგილიდან
არ დაძრულა.
– დაასმინე, თუ გინდა! მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა! არა--
მეთქი! გესვრი! შენვე მოწამლე ცოლი, ვიცი, შენ თვითონ ხარ
მკვლელი!
– მტკიცედ ხარ დარწმუნებული, რომ მე მოვწამლე მარფა
პეტროვნა?
– შენ! გახსოვს, შხამზე რომ მელაპარაკებოდი... ვიცი, განგებ
წახვედი მოსატანად... მზად გქონდა... ეჭვი არ არის, შენ ხარ
მკვლელი... საზიზღარო!
– თუნდ ასეც იყოს, რა მოხდა? შენთვისვე ვცდილობდი... მი-
ზეზი მაინც შენ იყავი.
– ტყუი! ტყუი! მძულდი მუდამ...
– ეჰ, ავდოტია რომანოვნა! დაგვიწყებიათ, გეტყობათ, გახუ-
რებული პროპაგანდის დროს უკვე როგორ გიზიდავდით... თვა-
ლებზე გატყობდით, გახსოვთ, საღამო ხანს, მთვარის შუქზე,
ბულბულიც ტკბილად გალობდა?
– ტყუი! (რისხვისაგან ცეცხლი სცვიოდა თვალებიდან დუნიას)
ტყუი, ცილისმწამებელო!
– ვტყუი? შეიძლება მართლაც ვტყუოდე, მაგრამ ქალებს ამა-
ზე ეთქმის რამე (ჩაეცინა)? ვიცი, რომ მესვრი, კოხტა ნადირო!
მესროლე, აჰა!
მიტკალივით გაფითრებულმა და ტუჩებაცახცახებულმა დუნი-
ამ რევოლვერი მაღლა ასწია. ცეცხლისმფრქვეველი დიდრონი
შავი თვალები ღრმად ჩააშტერა, დაუწყო ცდა, რას მოიმოქმე-
დებდა იგი. ჯერ ასეთი მშვენიერი არ სჩვენებია დუნია სვიდრი-
გაილოვს. სწორედ ამწამს დუნიას თვალებიდან გაკვესილმა ცეც-
ხლმა, რევოლვერი რომ მაღლა ასწია, თითქოს დაწვა, გული
ატკინა. გადადგა წინ სვიდრიგაილოვმა ნაბიჯი და რევოლვერიც
გავარდა. შედგა სვიდრიგაილოვი, ჩუმად გაეცინა.
– თავში მიმიზნებს.. რა არის ეს? სისხლი!
ამოიღო ცხვირსახოცი და მოიწმინდა სისხლი, რომელიც
მარჯვენა საფეთქელზე წვრილად წვეთავდა, ალბათ ოდნავ
გაუკაწრა ტყვიამ კანი. დუნიამ რევოლვერი დაუშვა და გაშტერე-
ბულმა თუ შეშინებულმა დაუწყო სვიდრიგაილოვს ყურება. თით-
ქოს ვერ გაეგო, რა ხდებოდა.
– რა ვქნათ, ამაცდინეთ! კიდევ მესროლეთ, გიცდით, – უთ-
ხრა წყნარად, მაგრამ დაღვრემით სვიდრიგაილოვმა და ისევ
გაეცინა, – მოვასწრებ თქვენს დაჭერას, ვიდრე ჩახმახს ასწევთ!
დუნეჩკას შეაჟრჟოლა, სასწრაფოდ გამოსწია ჩახმახი და რე-
ვოლვერი ისევ დაუმიზნა.
– დამანებეთ თავი! – სთხოვა სასოწარკვეთილმა, – გეფიცე-
ბით, კიდევ გესვრით... მოგკლავთ...
– მესროლეთ. რა ვუყოთ... სამ ნაბიჯზეც რომ ვერ მომახვედ-
როთ, სასაცილო იქნება, რომ ვერ მომკლათ... მაშინ... – თვალე-
ბი აუელვარდა, ორი ნაბიჯი გადადგა წინ სვიდრიგაილოვმა.
დუნეჩკამ ესროლა და აუცდა!
– კარგად ვერ გადაგიტენიათ. არა უშავს! ერთი სროლა კი-
დევ გაქვთ. გაასწორეთ, მოგიცდით.
სვიდრიგაილოვი დუნიასგან ორ ნაბიჯზე იდგა, ჯიუტი გადაწ-
ყვეტილებით უცქერდა.
მიხვდა დუნია, რომ სვიდრიგაილოვი უთუოდ თავს შეაკლავ-
და და არ გაუშვებდა. „რასაკვირველია... ახლა ორ ნაბიჯზე უთუ-
ოდ მოკლავს!“
რევოლვერი უცბად მოისროლა.
– გადააგდო! – წარმოთქვა გაოცებულმა სვიდრიგაილოვმა
და ღრმად ამოისუნთქა, სული მოიბრუნა, თითქოს მოეშვა გულ-
ზე. მაგრამ მარტო სიკვდილის შიში არ უნდა ყოფილიყო ეს. ეს
იყო უფრო მძიმე, გაურკვეველი, ნაღვლიანი გრძნობა, რომელ-
საც თვითონაც ვერ ხვდებოდა.
მივიდა სვიდრიგაილოვი დუნიასთან და წყნარად მოხვია ხე-
ლი წელზე. წინააღმდეგობა, მართალია, არ გაუწევია დუნიას,
მაგრამ ფოთოლივით თრთოდა, მუდარით შეჰყურებდა. სვიდრი-
გაილოვს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვეღარ შეძლო, ტუჩებს
ვერ იმორჩილებდა.
– გამიშვი! – სთხოვდა მუდარით დუნია.
შეკრთა სვიდრიგაილოვი: წეღანდელს არ ჰგავდა ეს თხოვ-
ნა.
– არ გიყვარვარ? – დაეკითხა სვიდრიგაილოვი ჩურჩულით.
დუნიამ თავი გაიქნია უარის ნიშნად.
– და... არც შეგიძლია? არასოდეს? – ჩასჩურჩულა სასოწარ-
კვეთილმა.
– არასოდეს! – ისევ უპასუხა ჩურჩულით დუნიამ.
ერთ წამს ჩუმად იყვნენ ორივენი. სვიდრიგაილოვის გულში
ბრძოლა მიდიოდა, უსიტყვო, საშინელი. გამოუთქმელი იყო ის
ტანჯვა. უცბად ხელი მოაშორა, პირი იბრუნა, ფანჯრისკენ გასწია.
გავიდა კიდევ ერთი წამი.
– აი, გასაღები (ამოიღო პალტოს მარცხენა ჯიბიდან და და-
დო მაგიდაზე, დუნიასკენ არ გაუხედავს)! – აიღეთ და საჩქაროდ
გასწიეთ!..
ფანჯარას თვალს არ აშორებდა.
დუნია მაგიდასთან მივიდა გასაღების ასაღებად.
– ჩქარა! ჩქარა! – გაუმეორა სვიდრიგაილოვმა ისევ ზურ-
გშექცეულმა, არ შეუხედავს, მაგრამ საზარელი რამ გაისმა ამ
„ჩქარაში“.
მიხვდა დუნია, ეცა მაშინვე გასაღებს, გაქანდა კარისკენ,
გააღო საჩქაროდ და გავარდა გარეთ. თვალის დახამხამებაში
არხზე გაჩნდა გიჟივით, თავდავიწყებული – სკის ხიდისკენ გარ-
ბოდა.
სამიოდე წამს ასე იდგა ფანჯარასთან სვიდრიგაილოვი; ბო-
ლოს მძიმედ შემობრუნდა. მიმოიხედა ირგვლივ და შუბლზე ხე-
ლი გადაისვა. უცნაურმა ღიმილმა სახე დაუღრიჯა. ეს იყო რაღაც
საცოდავი, ნაღვლიანი, სუსტი, უსასოობის გამომხატველი ღიმი-
ლი. სისხლი თითქმის შეხმობოდა, ხელისგული მაინც გასის-
ხლიანებული ჰქონდა. გაბოროტებულმა დახედა როგორღაც
სისხლს; მერე პირსახოცი დაასველა და საფეთქელი ჩამოიწმინ-
და. დუნიას მიერ კართან დაგდებული რევოლვერი უცებ თვალში
ეცა. აიღო. ეს იყო სამვაზნიანი, ძველი სისტემის პაწია რევოლვე-
რი; შიგ კიდევ იყო ორი ტყვია და ერთი ცარიელი კაფსულა. ერ-
თხელ კიდევ შეიძლებოდა გასროლა. ჩაიდო რევოლვერი ჯიბე-
ში, აიღო ქუდი და ოთახიდან გავიდა.

VI

მთელი ის საღამო, ათ საათამდე სხვადასხვა ტრაქტირსა და


დუქნებში გაატარა, სადაც კატიას წააწყდა, რომელიც ახლა ლა-
ქიების სხვა სიმღერას მღეროდა, ვიღაც „გაქნილმა და მტარ-
ვალმა“ როგორ დაუწყო კატიას კოცნა.
ასვა სვიდრიგაილოვმა კატიასაც, მეარღნესაც, მომღერლებ-
საც, ლაქიებსაც და ვიღაც ორ გადამწერელსაც. ეს ორი აიდევნა
მხოლოდ იმიტომ, რომ ორივეს მოღრეცილი ცხვირი ჰქონდა, –
ერთს მარცხნივ, მეორეს – მარჯვნივ. ამან გააოცა სვიდრი-
გაილოვი. ამათვე წაიყვანეს ბოლოს სადღაც ბაღში, სადაც მათ
მაგიერ ისევ გადაიხადა შესვლის საფასური და დანახარჯი.
მთელ ბაღში ერთი სამი წლის ნაძვი იდგა და კიდევ სამიოდე
სხვა ბუჩქი. გარდა ამისა, გამართული იყო „ვაგზალი“, ანუ სასმე-
ლი განყოფილება; აქვე შეიძლებოდა ჩაის დალევაც. ერთ მხა-
რეს რამდენიმე მწვანე მაგიდა და სკამები იდგა. საზოგადოებას
ამხიარულებდნენ საძაგელი მომღერლების გუნდი და ერთი ვი-
ღაც ლოთი, ცხვირწითელა მიუნხენელი გერმანელი, ცირკის მას-
ხარის მსგავსი. გადამწერლებმა ვიღაც სხვა გადამწერლებს და-
უწყეს ჩხუბი და ცემა. ბოლოს მსაჯულად სვიდრიგაილოვი აირჩი-
ეს. მთელი თხუთმეტი წუთი არიგებდა და ასამართლებდა სვიდ-
რიგაილოვი, მაგრამ ისე საშინლად ყვიროდნენ მოჩხუბრები, შე-
უძლებელი იყო, გაერჩია რამე ადამიანს. ჭკუასთან ახლოს იყო
უფრო ის, რომ ერთ მათგანს რაღაც მოეპარა და იქვე ვიღაც
ურიისთვის მიეყიდა, მაგრამ ამხანაგს დაუმალა, წილი არ მისცა.
ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს სადავო საგანი „ვაგზლიდან“ მოპა-
რული ჩაის კოვზი იყო. მოიკითხეს მაშინვე და შეიქმნა პრობლე-
მა. სვიდრიგაილოვმა კოვზის საფასური გადაუხადა პატრონს,
ადგა და გამოვიდა ბაღიდან. საღამოს ათი საათი იქნებოდა. მთე-
ლი ამ ხნის განმავლობაში თვითონ ჭიქა ღვინო არ დაულევია.
მხოლოდ „ვაგზალზე“ მოითხოვა ერთი ჭიქა ჩაი, მაგრამ ისიც,
თავაზიანობის გამო. ათ საათზე უცებ მოიღრუბლა ცა, ატყდა ქუ-
ხილი, კოკისპირული წვიმა საშინელი ღვართქაფით მოდიოდა.
წამდაუწუმ საზარლად ელავდა, თითო გაშუქებაზე ხუთ-ექვს ხაზს
ავლებდა. მთლად სველი მივიდა შინ, ჩაკეტა კარი, გამოაღო მა-
გიდის უჯრა, ამოიღო, რაც კი რამ ფული ჰქონდა, ორი-სამი ქა-
ღალდიც დახია. ჩაიწყო ჯიბეში ფული, უნდოდა, ვითომ ტანისა-
მოსი გამოეცვალა, მაგრამ გაიხედა ფანჯარაში, მიუგდო ყური
წვიმას და ქუხილს, ხელი გაიქნია, დაიხურა ქუდი და გამოვიდა
ოთახიდან, ისე, რომ კარი არ დაუკეტავს. პირდაპირ სონიასკენ
გასწია. სონია შინ დახვდა.
მარტო არ იყო, გარშემო კაპერნაუმოვის ოთხივე პატარა
ბავშვი ეჯდა და ჩაის ასმევდა. პატივით მიიღო სვიდრიგაილოვი,
განცვიფრებულმა აათვალიერა მისი გალუმპული ტანისამოსი,
მაგრამ არაფერი უთქვამს. შეშინებული ბავშვები იმავე წამს აქეთ-
იქით მიიფანტ-მოიფანტნენ.
სვიდრიგაილოვი მაგიდას მიუჯდა, სთხოვა სონიასაც, დამ-
ჯდარიყო. მოწიწებით მოემზადა სონია მოსასმენად.
– სოფია სემიონოვნა, შეიძლება ამერიკაში მომიწიოს წას-
ვლამ, – უთხრა სვიდრიგაილოვმა, – ამიტომ მოვედი, რომ რა-
ღაც გითხრათ; შეიძლება, ვეღარც გნახოთ. ის მანდილოსანი
ხომ ნახეთ დღეს? ვიცი, რაც გითხარით, ხელმეორედ თქმა საჭი-
რო აღარ არის (სონია გაწითლდა, შეირხა). ვიცი, რა ჩვეულებაც
აქვს ამ ხალხს. რაც შეეხება თქვენს დებსა და ძმას, სრულიად უზ-
რუნველყოფილნი არიან და ფულიც შეტანილი მაქვს, ყველას-
თვის ცალ-ცალკე, ხელწერილით. მაინც, ყოველ შემთხვევაში,
თქვენ გქონდეთ ეს ხელწერილები! მაშ ასე, დამთავრებულია
საქმე. აჰა, ეს სამი ხუთპროცენტიანი ქაღალდიც თქვენ, სამი ათა-
სი მანეთის. თქვენი იყოს, ოღონდ არავის უთხრათ, ჩვენ შორის
დარჩეს. დაგჭირდებათ.
– ისე ვარ თქვენგან დავალებული და იმდენი სიკეთე გვიყა-
ვით მეც, ობლებსაც და განსვენებულსაც, რომ... აღარ ვიცი, –
დაიწყო საჩქაროდ სონიამ, – თუ აქამდე ვერ მოვახერხე და მად-
ლობა ვერ გადაგიხადეთ... უმადურობად ნუ ჩამითვლით...
– კმარა, კმარა.
– ამ ფულისთვის კი დიდად გმადლობთ, არკადი ივანოვიჩ,
აღარ მჭირდება. მარტოდმარტო თავს მუდამ შევინახავ; მაგრამ
უმადურობაში კი არ ჩამომართვათ: თუ აღარ დაგიშლიათ, მაშინ
ისევ...
– თქვენია, თქვენი, სოფია სემიონოვნა, ნუღარც მალაპარა-
კებთ მეტს. გეთაყვა, არ მცალია, მეჩქარება. თქვენ კი უთუოდ
დაგჭირდებათ, რადგან როდიონ რომანოვიჩს ორი გზა აქვს
მხოლოდ: ან ტყვია იკრას შუბლში, ან ვლადიმირკას გზას გაუყ-
ვეს (გიჟივით შეხედა სონიამ სვიდრიგაილოვს, კანკალი დააწყე-
ბინა.) ნუ წუხხართ, ყველაფერი თვითონვე მითხრა და არც ყბედი
ვარ; არავის ვეტყვი. თუ ურჩევდით თქვენც, რომ თვითონ გამოც-
ხადებულიყო და გამოტეხილიყო, უკეთესი იქნებოდა მისთვის.
ვლადიმირკის გზით რომ მოუწიოს წასვლამ, მაშინ ხომ თქვენც
უკან გაჰყვებით უთუოდ? ასე არ არის? და თუ ასეა, ფულიც საჭი-
რო იქნება. ამისთვის იქნება საჭირო, გესმით? ვითომ მისთვის მი-
მიცია, ორივე ერთია. ამასთანავე, ვიცი, ამალია ივანოვნასაც
დაჰპირდით, გადაგიხდით ვალსო, მე თვითონ მოვისმინე. ასე
დაუფიქრებლად როგორ კისრულობთ სხვადასხვა ვალდებულე-
ბას? კატერინა ივანოვნას ემართა მისი ვალი და არა თქვენ. თუ
ასე მოიქცევით, ამქვეყნად ცხოვრება ძნელი იქნება თქვენთვის.
გარდა ამისა, თუ გკითხავთ ვინმე, – ხვალ ან ზეგ, – ჩემზე (არა-
და, უთუოდ გკითხავენ), ნუ ეტყვით, რომ ვიყავი თქვენთან, ნურც
ფულს უჩვენებთ ვინმეს და ნურც ეტყვით, ვინ მოგცათ. ახლა კი
მშვიდობით, ნახვამდის (სკამიდან წამოდგა)... როდიონ რომანიჩს
ჩემი სალამი. მართლა: მანამდე ფული ბატონ რაზუმიხინს მიაბა-
რეთ. ხომ იცნობთ რაზუმიხინს? რასაკვირველია, გეცოდინებათ.
არა უჭირს რა, ჭკვიანი ბიჭია. ხვალვე წაუღეთ, ან... როცა დრო
გექნებათ. მანამდე კი კარგად მიმალეთ სადმე.
სონია სკამიდან წამოხტა, შეშინებული შეჰყურებდა. გულით
უნდოდა რაღაც ეთქვა, რაღაც ეკითხა, მაგრამ ვერ გაებედა და
არც იცოდა, როგორ დაეწყო.
– როგორ... როგორ აპირებთ ახლა ასეთ წვიმაში წასვლას?
– ჰმ, ამერიკაში წასვლას ვაპირებ და წვიმის უნდა შემეშინ-
დეს? ხე-ხე-ხე-ხე! მშვიდობით, სოფია სემიონოვნა, ჩემო კარგო!
იცოცხლეთ, დიდხანს იცოცხლეთ, გამოადგებით სხვას. მარ-
თლა... მოიკითხეთ ბატონი რაზუმიხინი. პირდაპირ უთხარით: არ-
კადი ივანოვიჩ სვიდრიგაილოვი გიძღვნით სალამს-თქო. არ და-
გავიწყდეთ, უთუოდ უთხარით.
და გავიდა. სონია გაოცებული და შეშინებული დარჩა. ბუნ-
დოვანი, მძიმე ეჭვი ჩაეჭრა გულში.
როგორც აღმოჩნდა, იმავე საღამოს, შუაღამისას, ერთგან
კიდევ მივიდა. ჯერ კიდევ წვიმდა. თორმეტის ოცი წუთი იქნებო-
და, რომ მთლად გაზუნზლული მიადგა თავისი საცოლის მშობ-
ლების ვიწრო ბინას, ვასილის კუნძულზე, მცირე პროსპექტის მე-
სამე ხაზზე. როგორც იყო, ძლივს გააგონა; გაუღეს. თავიდან დი-
დი ალიაქოთი გამოიწვია ასე უდროოდ მისვლამ, მაგრამ არკადი
ივანოვიჩს, როცა კი მოესურვებოდა, ადვილად შეეძლო ადა-
მიანის მოხიბვლა; ასე რომ, თავდაპირველი ეჭვი კეთილგო-
ნიერი მშობლებისა, ვითომ გამომთვრალი იქნება არკადი ივანო-
ვიჩი და აღარ ესმის, რას სჩადისო, მაშინვე გაქარწყლდა. გულ-
მტკივნეულმა, კეთილგონიერმა დედამ დაუძლურებული მამა სა-
ვარძლით გამოაგორა და ჩვეულებისამებრ, მაშინვე შორიდან
დაუწყო რაღაც-რაღაცების გამოკითხვა (ასე იცოდა, არასდროს
პირდაპირ არ იკითხავდა არაფერს: მოჰყვებოდა ჯერ ხელების
სრესას, მერე კი, თუ უნდოდა გაეგო, მაგალითად, როდის აპი-
რებდა არკადი ივანოვიჩი ჯვრისწერას, დაუწყებდა ჯერ ცნობის-
მოყვარეობით პარიზისა და იქაური სასახლის ცხოვრებაზე გამო-
კითხვას და მერე, ნელ-ნელა ვასილის კუნძულის მესამე ხაზსაც
მიადგებოდა). სხვა დროს იქნებ პატივისცემასაც აგრძნობინებდა
ყოველივე ეს, მაგრამ ამჟამად მოუთმენლად მიადგა არკადი ივა-
ნოვიჩს და მოითხოვა, საპატარძლო ეჩვენებინათ, თუმცა ადრევე
უთხრეს, დასაძინებლად დაწვაო. საპატარძლო, რა თქმა უნდა,
მაშინვე გამოცხადდა, არკადი ივანოვიჩმა პირდაპირ განუცხადა,
რომ ერთი ფრიად საჭირო საქმის გამო იძულებულია, დროებით
პეტერბურგიდან წავიდეს; ამიტომ ათას ხუთასი მანეთი მოუტანა,
როგორც საჩუქარი. მით უმეტეს, რომ წინათაც გულში ედო
ჯვრისწერამდე ეჩუქებინა რამე. საქმე მშვიდობიანად მოგვარდა.
სხვადასხვაგვარ ოხვრასა და ვაი-ვუისაც კი, ასევე გამოკითხვას
და გაოცებას უცებ როგორღაც უკლეს, დაწყნარდნენ; სამა-
გიეროდ, სულითა და გულით გადაუხადეს მხურვალე მადლობა.
კეთილგონიერმა დედამ ცრემლიც კი დაღვარა. წამოდგა არკა-
დი ივანოვიჩი, წასასვლელად მოემზადა; გაიცინა, საპატარძლო
გადაკოცნა, ლოყაზე ხელი უცაცუნა და კიდევ გაუმეორა, რომ
უთუოდ მალე დაბრუნებოდა. შეამჩნია საპატარძლოს, რომ რა-
ღაც ბავშვური ცნობისმოყვარეობა და გაუგებრობა აღბეჭდოდა
სახეზე. პატარა ხანს კიდევ იფიქრა, ხელმეორედ გადაკოცნა და
იწყინა იქვე გულში, რომ საჩუქარს იმავე წამს უკეთილგონიერესი
დედა უთუოდ ცხრაკლიტულში ამოაყოფინებდა თავს. გამოეთხო-
ვა ბოლოს და გასწია; ყველა აღელვებული დატოვა. მაგრამ
გულმტკივნეულმა დედამ იმავე წამს ჩურჩულით და სხაპასხუპით
თავისებურად გადაწყვიტა, არკადი ივანოვიჩი დიდი გვარის კაცია
და, ამასთან, მეტად მდიდარიც, – ღმერთმა იცის, გულში რა
უდევს, უფიქრია და მიდის, მოეგუნება და ფულიც აჩუქა; საკვირ-
ველი, მაშასადამე, არაფერია აქო. უცნაურია, რასაკვირველია,
რომ ისე დასველებული მოვიდა, მაგრამ ინგლისელები განა უფ-
რო უცნაურად არ იქცევიან! საზოგადოდ ეს მაღალი წრის ხალხი
არაფერს ყურადღებას არ აქცევს, არას დაგიდევს, ვინ რას იტ-
ყვის და რას იფიქრებს. იქნებ განგებაც სჩადის ამას, რათა უჩვე-
ნოს ყველას, რომ არავისი არ ეშინია. მაგრამ მთავარი ისაა,
არავის არაფერი უთხრან, კრინტი, ხმა არ დაძრან, თორემ,
ღმერთმა იცის, იქნება და, რა ხდება; ფული ახლავე ყუთში დამა-
ლონ და დაკეტონ მაგრად. კარგია, რომ ფედოსიას გოგო სამზა-
რეულოში იჯდა და ვერაფერი გაიგო; გაიძვერა რესლიხსაც არა-
ფერს გააგებინებენ, თორემ... ასე ისხდნენ ღამის ორ საათამდე
და ჩურჩულებდნენ საიდუმლოდ. საპატარძლო კი ადრე წავიდა
დასაძინებლად, გაკვირვებული და ცოტა დაღონებული.
შუაღამე იქნებოდა, სვიდრიგაილოვი რომ პეტერბურგის მხა-
რეს – კოვის ხიდზე გადადიოდა. წვიმა შეწყდა, მაგრამ ქარი მა-
ინც ძლიერ უბერავდა. ცოტა თითქოს გააკანკალა, შედგა ერთ
წამს, უცნაური ცნობისმოყვარეობით ჩააკვირდა მალაია ნევას შავ
წყალს, მაგრამ მალე სიცივე იგრძნო; წყალს მოშორდა, მიბრუნ-
და, პროსპექტისკენ გასწია. ნახევარ საათამდე იარა ამ დაუსრუ-
ლებელ პროსპექტზე. რამდენჯერმე კინაღამ კისერი წაიმტვრია
სიბნელეში, ხით დაფენილ ქუჩაზე, მაგრამ არ შედრკა მაინც და
პროსპექტის მარჯვენა მხარეს გაფაციცებით რაღაცას ეძებდა. აქ
სადღაც, პროსპექტის ბოლოს, ერთხელ გავლისას ხის ვეება სას-
ტუმრო შენიშნა, რომელსაც სახელად „დრიანა პოლი“ უნდა
რქმეოდა; ასე ახსოვდა. არ მოტყუვდა: ამ მიყრუებულ ადგილას
ისეთი უშველებელი და თვალსაჩინო რამ იყო ეს სასტუმრო, სიბ-
ნელეშიც კი შენიშნავდა ადამიანი. ეს იყო ჩაშავებული ხის ძველი
შენობა, ჯერ კიდევ აქა-იქ განათებული. თუმცა შუაღამეს გადაცი-
ლებული იყო, ხალხი კიდევ ირეოდა. სვიდრიგაილოვი შევიდა
სასტუმროში და ნომერი მოითხოვა. მსახურმა აათვალიერ--
ჩაათვალიერა, მხრები შეიშმუშნა და რომელიღაც შორეულ, ვიწ-
რო და ჩახუთულ ნომერში, დერეფნის ბოლოს, კიბის ქვედა კუთ-
ხეში მისცა. სხვა თავისუფალი ნომერი არ ჰქონდათ, ყველა და-
კავებული იყო. მსახური სვიდრიგაილოვს შეჰყურებდა, უცდიდა,
ვნახოთ, რას მიბრძანებსო.
– ჩაი გაქვთ? – დაეკითხა სვიდრიგაილოვი.
– გვაქვს.
– კიდევ რა გაქვთ?
– შემწვარი ხბოს ხორცი, არაყი, საუზმე.
– მომიტანეთ ხბოს ხორცი და ჩაი.
– მეტი არაფერი? – შეეკითხა ცოტა არ იყოს გაკვირვებული
მსახური.
– არაფერი!
მსახური გულგატეხილი გაბრუნდა.
– კაი ადგილი უნდა იყოს უთუოდ, – გაიფიქრა სვიდრი-
გაილოვმა; – რატომ აქამდე არ ვიცოდი. მეც უთუოდ კაფე შანტა-
ნიდან დაბრუნებულ მოქეიფეს ვგავარ; იფიქრებენ, გზაზე შემ-
თხვევია რამეო. საყურადღებოა მაინც, ვინ და რა ხალხი ათევს
ღამეს აქ?
აანთო სანთელი, დაწვრილებით დაუწყო ოთახს შემოწმება.
ნომერი გალიას ჰგავდა, ერთფანჯრიანი და მეტად დაბალი იყო.
სვიდრიგაილოვი ძლივს იმართებოდა წელში. ტახტზე ჭუჭყიანი
ლოგინი ეფინა. პატარა შეღებილი მაგიდა და ერთი სკამი შეად-
გენდა ნომრის მთელ მოწყობილობას. მეტი ადგილი აღარც იყო.
კედლები ფიცრებისგან უბრალოდ შეეკრათ; დაგლეჯილ--
დაფლეთილ და გამტვრიანებულ შპალერს ოდნავღა ეტყობოდა
ყვითელი ფერი. კედლის და ჭერის ცალი მხარე ცერად იყო ჩა-
მოკვეთილი, როგორც ეს საზოგადოდ ჩარდახში დატანებულ
ოთახებშია, მაგრამ აქ, ზედ ამ ჩამოკვეთილზე, მაღლა სართულ-
ზე კიბე ადიოდა. სვიდრიგაილოვმა დადგა სანთელი, დაჯდა და
დაფიქრდა. მაგრამ უცნაურმა და განუწყვეტელმა ჩურჩულმა, რო-
მელიც მეზობელი ოთახიდან გამოდიოდა და დროდადრო ყვი-
რილად იცვლებოდა, უნებურად მიიპყრო მისი ყურადღება. ყური
დაუგდო: ვიღაც საშინლად ლანძღავდა და თითქმის ცრემლმო-
რეული საყვედურობდა მეორეს, მაგრამ ხმა მარტო ერთის ისმო-
და. სვიდრიგაილოვი წამოდგა, მივიდა სანთელთან, ააფარა ხე-
ლი და იმავე წამს კდელზე ჭუჭრუტანა და სინათლე გამოჩნდა.
მივიდა, ცქერა დაუწყო. სვიდრიგაილოვის ნომერზე ცოტათი
მოზრდილ ნომერში ორი კაცი ჩანდა. ერთი მათგანი უსერთუკოდ
იყო, თმახუჭუჭა, სახეგაჭარხლებული; იდგა და პათოსით ეჩხუბე-
ბოდა მეორეს, გლახაკი ხარ, ღატაკი და არავითარი „ჩინი“ არა
გაქვს ჯერ; ტალახიდან და წუმპიდან ამოგათრიე და როცა კი მო-
ვინდომებ, მაშინვე პანღურს ამოგკრავო. მხოლოდ ღმერთია
ყველაფერ ამის მოწმეო. საყვედურის საგნად გამხდარი მეგობა-
რი კი იჯდა ჩუმად სკამზე და უგდებდა ყურს; სასაცილო სანახავი
იყო: გეგონებოდათ, ცხვირის დაცემინება უნდა გულით, მაგრამ
ვერ ახერხებსო. მხოლოდ ათასში ერთხელ გახედავდა ხოლმე
ცხვარივით ფიცხ ორატორს. აშკარად ვერ ხვდებოდა, რას ეუბნე-
ბოდნენ. მაგიდაზე სანთლის პატარა ნამწვი ბჟუტავდა; იქვე ელა-
გა თითქმის ცარიელი არყის გრაფინი, ჭიქები, პური, კიტრი და
ცარიელი ჩაის ჭურჭელი.
მსახურმა ჩაი და ხბოს ხორცი შემოიტანა, მაგრამ ვერ მოით-
მინა და ჰკითხა: „რამე ხომ არ გინდათ?“ სვიდრიგაილოვმა უარი
უთხრა, მსახური გავიდა, აღარ შემობრუნებულა. სვიდრიგაილო-
ვი ეცა ჩაის და ხარბად დაუწყო სმა, რომ, როგორმე გამთბარი-
ყო. ხორცისთვის კი ხელიც არ უხლია, მადა სრულიად არ ჰქონ-
და. ეტყობა, გააცივა. გაიხადა პალტო, ჟაკეტი, გაეხვია საბანში
და მიწვა ლოგინზე. მხოლოდ ფიქრობდა: „უკეთესი იყო, მაინც
ჯანსაღად ვყოფილიყავი ახლა“, – გაიფიქრა და ჩაეცინა. ოთახში
ჰაერი შეხუთული იყო, სანთელი ოდნავ ბჟუტავდა, გარეთ ქარი
ზუზუნებდა. სადღაც კუთხეში თაგვი ხრავდა რაღაცას; ზოგადად
მთელ ოთახში თაგვების და ტყავის სუნი იდგა. იწვა და თითქოს
ოცნებობდა და ბოდავდა: ფიქრი ფიქრს მისდევდა. ძალიან უნ-
დოდა, ოცნებით რამეს ჩასჭიდებოდა. „ფანჯრის ქვემოთ ბაღია
უთუოდ, – ფიქრობდა თავისთვის, – ხეები შრიალებს; ოჰ, რო-
გორ მეჯავრება ბნელ ღამეს ქარიშხლის დროს ხეების შრიალი,
საძაგლობაა!“ მოაგონდა, რომ წეღან, პეტრეს ბაღს რომ ჩაუარა,
ზიზღით გახედა. მოაგონდა აგრეთვე – კოვის ხიდიც, მალაია ნე-
ვაც და იგრძნო, რომ წეღანდელივით, როცა წყალს გადაჰყურებ-
და, სიცივემ აიტანა. „არასოდეს მყვარებია წყალი, ნახატზეც კი“,
– გაიფიქრა და კვლავ გაიღიმა ერთ უცნაურ ფაქტზე: „თითქოს
ახლა სულერთი უნდა იყოს ჩემთვის, კეთილმოწყობას აღარ უნ-
და დავეძებდე, აქ კი უცბად ნადირივით... როგორც იმათ იციან
ხოლმე ასეთივე შემთხვევაში, მოხერხებულ ადგილს დავუწყე
ძებნა. ნუთუ არ ჯობდა, პირდაპირ პეტრეს ბაღისკენ გამეხვია!
მაგრამ სიბნელე იყო, შემცივდა, ჰა-ჰა-ჰა! თითქოს სასიამოვნო
რამეს ვეძებდი! მართლა, რატომ სანთელს არ ვაქრობ (და
შეუბერა, ჩააქრო)? „მეზობლებიც მიყურებდნენ, – გაიფიქრა მან,
ჭუჭრუტანაში სინათლე რომ ვეღარ დაინახა, – აი, ახლა გაქვთ
დრო, მარფა პეტროვნა, ბნელა, ადგილიც შესაფერისია, დროც
საგანგებოდ შერჩეული. მაგრამ ვიცი, სწორედ ახლა არ ინებებთ
მობრძანებას...“
მოაგონდა უცბად, რომ ერთი საათის წინ, ვიდრე დუნიას მი-
მართ თავის განზრახვას შეასრულებდა, რასკოლნიკოვს ურჩევ-
და, – რაზუმიხინს მიანდე, უპატრონებსო – „მართლაცდა, ჯიბრით
ვუთხარი; მიმიხვდა რასკოლნიკოვი! ბევრი რამ გამოუცდია!
უარესი იქნება თავის დროზე, როცა ამ მიქარვებს დაანებებს
თავს, ახლა კი უნდა სიცოცხლე, სწყურია მეტად. ამ მხრივ მაინც
ყველა მისნაირი საძაგელია. თუმცა, როგორც ერჩიოს, მე რა, ეშ-
მაკსაც წაუღია“...
ძილი არ მიჰკარებია. წეღანდელი სახე დუნეჩკასი ნელ-ნელა
თვალწინ წარმოუდგა, უცებ ტანში ჟრუანტელმა დაურბინა. „არა,
უთუოდ თავი უნდა დავანებო, – გაიფიქრა, როგორც კი გონს მო-
ვიდა, – სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო. უცნაურია და სასაცილო
სწორედ: არასოდეს არავინ ასე არ მძულებია, არავის შურის-
ძიება არ მქონია ფიქრად; ეს კი ცუდი ნიშანია, ცუდი, დიახ. არც
შეკამათება და გულის მოსვლა ვიცოდი, – ესეც ცუდი ნიშანია!
მაგრამ რამდენ რამეს დავპირდი წეღან. ფუჰ! შეიძლება მთლად
მტვრად ვექციე...“ გაჩუმდა ისევ. კვლავ დუნეჩკას სახე წარმოუდ-
გა თვალწინ, სწორედ ისე, როგორც რევოლვერის პირველად
დაცლის შემდეგ იყო, შეშინებული, გაფითრებული; რევოლვერი
ძირს დაუშვა, გაშტერებული შეჰყურებდა, გაქვავებულიყო თით-
ქოს. ისე, სვიდრიგაილოვს თავისუფლად შეეძლო, ორჯერვე ხე-
ლი ეტაცა მისთვის და ის არც კი გაინძრეოდა, თვითონვე რომ
არ მოეგონებინა, მესროლეო. მოაგონდა, რომ შეებრალა თით-
ქოს, გული რაღაცამ მძლავრად შეუხუთა... „ეჰ, რა ეშმაკად მინ-
და! ისევ და ისევ ფიქრები; ყველაფერი უნდა დავივიწყო, გან-
ვდევნო გონებიდან!“
ციების კანკალმა გაუარა, ჩასთვლიმა. უცბად საბანქვეშ თით-
ქოს ხელ-ფეხზე რაღაცამ გადაურბინა. შეხტა – „ფუჰ დასწყევ-
ლოს ეშმაკმა! თაგვია თუ რა! – გაიფიქრა... – ხბოს ხორცი დამ-
რჩა მაგიდაზე, იმის გამო იქნება...“ ჩათბუნებულს არ უნდოდა წა-
მომდგარიყო, გაყინულიყო, მაგრამ კიდევ რაღაცამ გადაურბინა
ფეხზე; უცბად საბანი გადაიხადა, სანთელი აანთო. ციებისგან
აცახცახებულმა ლოგინი მოსინჯა, – არაფერი ჩანდა. გადაბერ-
ტყა საბანი. უცებ ზეწარზე თაგვი გადმოხტა. სვიდრიგაილოვმა
დაჭერა მოინდომა, მაგრამ თაგვი არ ემორჩილებოდა, ლოგინზე
დაძვრებოდა, თითებქვეშ უსხლტებოდა; ბოლოს ხელზე გადაურ-
ბინა და ბალიშქვეშ შეძვრა. ბალიში მაშინვე იღლიის ქვეშ შეიკე-
ცა, თაგვმა ტანზე, პერანგქვეშ, ზურგზე დაურბინა. ნერვულმა ცახ-
ცახმა აიტანა, გაეღვიძა. ოთახში ბნელოდა, ტახტზე იწვა წეღან-
დელივით საბანში გახვეული; ფანჯრის ქვეშ ქარს გაჰქონდა ზუზუ-
ნი: „რა საძაგლობაა!“ – გაიფიქრა გაბრაზებულმა.
წამოდგა, საწოლზე ჩამოჯდა, ზურგი ფანჯარას შეაქცია.
„ჯობს სულაც არ დავიძინო“, – გადაწყვიტა. ფანჯრიდან სიცივე
და ნესტი შემოდიოდა. მჯდომარემ საბანი დაითრია, წამოისხა,
შიგ გაეხვია. სანთელი არ აუნთია. არაფერზე აღარ ფიქრობდა
და არც უნდოდა ეფიქრა; მაგრამ ფიქრები მაინც არ ასვენებდნენ,
უთავბოლოდ და უკავშიროდ ცვლიდნენ ერთიმეორეს. თითქოს
ჩასთვლიმა კიდეც. სიცივე იყო მიზეზი, სიბნელე, თუ ნოტიო ქა-
რი, გარეთ რომ გაჰქონდა ფანჯრის ქვეშ ზუზუნი და ხეებს არხევ-
და, აშრიალებდა, ძნელი იყო გამოსაცნობად. მაგრამ ფანტასტი-
კური მიდრეკილება და სურვილი აღეძრა, – უცებ თვალწინ ყვა-
ვილები გადაეშალა. მშვენიერი აყვავებული სანახაობა წარმოუდ-
გა; ნათელი, თბილი, თითქმის ცხელი, სადღესასწაულო სამების
დღე. საუცხოო, მდიდრული სახლი სოფლად, ინგლისურ გემოვ-
ნებაზე აშენებული; სახლის გარშემო სურნელოვანი ყვავილების
კვლებია და ხვეული მცენარეებით არის დაბურული. ნათელ,
გრილ კიბეს მშვენიერი ხავსი აქვს გადაკრული, აქეთ-იქით იშ-
ვიათი ყვავილებია ჩარიგებული პირგანიერი ჩინური ქოთნებით.
მისი ყურადღება განსაკუთრებით წყლით სავსე ქოთნებმა მიიპ-
ყრო, ფანჯრებზე. თეთრი და ნაზი ნარგიზების თაიგულებმა –
ამაყად აწვდილი ღია მწვანე ღეროებით, რომლებიც მძლავრ
სურნელებას აფრქვევდნენ გარშემო. აღარც კი უნდოდა მოშო-
რებოდა, მაგრამ აიარა კიბე და ვეება, მაღალ დარბაზში შევიდა.
აქაც ყველგან, ფანჯრებთან, აივანზე გამავალ გაღებულ კათან,
ირგვლივ, ყველგან ქოთნის ყვავილები დაედგათ. ძირს, იატაკზე,
ახალმოცელილი ბალახი იყო მოფენილი; ღია ფანჯრებში სუფ-
თა, მსუბუქი, გრილი ნიავი შემოდიოდა; ფანჯრებთან ჩიტები ჭიკ-
ჭიკებდნენ; დარბაზის შუაგულში, თეთრი ატლასით მორთულ მა-
გიდაზე, კუბო იდგა. კუბოს გარშემო თეთრი ნაოჭასხმული მარმა-
ში ჰქონდა შემოკრული, ირგვლივ – დაწნული ყვავილები შემოვ-
ლებული. მთლად ყვავილებით იყო დაფარული შიგ მწოლიარე
ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მარმარილოსავით თეთრი ხე-
ლები გულზე დაეკრიფა; ტანთ თხელი, თეთრი კაბა ეცვა. მაგრამ
გაშლილი ქერა თმა სველი ჰქონდა. თავზე ვარდების გვირგვინი
ედო. სასტიკი გამომეტყველების, გამხდარი სახე თითქოს მარმა-
რილოსგან იყო გამოკვეთილი, მაგრამ მკრთალ ტუჩებზე რაღაც
არაბავშვური, უსაზღვრო მწუხარებისა და ჩივილის გამომეტყვე-
ლი ღიმილი აღბეჭდოდა. იცნობდა სვიდრიგაილოვი ამ ბავშვს...
არც ხატი მოჩანდა სადმე, არც სანთლები ენთო, არც ლოცვა ის-
მოდა. თავი დაეხრჩო საბრალოს! თოთხმეტი წლის იყო მხო-
ლოდ. მაგრამ გული უკვე გატეხილი ჰქონდა და დაიღუპა საშინე-
ლი შეურაცხყოფის გამო, რომელმაც მისი ნორჩი, ბავშვური შეგ-
ნება გააოცა, მოშხამა და უსაზღვრო სირცხვილით აავსო მისი ან-
გელოზებრივი სპეტაკი სული; გულიდან უკანასკნელი, სასოწარ-
კვეთილებით აღსავსე გმინვა აღმოხდა, მაგრამ არავის გაუგონია
ეს, ურცხვად შეაგინეს, შებღალეს ბნელ ღამეში, სიცივეში, წვიმა-
ში, როცა ასევე გმინავდა და ზუზუნებდა ქარი...
სვიდრიგაილოვი გამოფხიზლდა, ლოგინიდან წამოდგა, ფან-
ჯარასთან მივიდა, მიუსვ-მოუსვა ხელი, იპოვა რაზა და ფანჯარა
გამოაღო. ქარი გრიალით შემოვარდა ვიწრო ოთახში, სახესა და
პერანგისამარა გულმკერდზე ჭირხლი მოედო თითქოს. ფანჯრის
ქვემოთ მართლაც ბაღის მაგვარი რაღაც წარმოისახა. დღისით
უთუოდ აქაც სიმღერები და ჩაის სმა იქნებოდა გაჩაღებული. ახ-
ლა კი, ხეებიდან და ჩირგვებიდან ფანჯარაში წვიმის წინწკლები
ცვიოდა, საშინლად ბნელოდა, ისე, როგორც სარდაფში, აქა-იქ
მხოლოდ ძლივს მოჩანდა შავ ლაქებად სხვადასხვა საგანი.
სვიდრიგაილოვი წახრილი და ფანჯრის რაფაზე იდაყვებდაყ-
რდნობილი გაჰყურებდა წყვდიადს, მთელი ხუთი წუთი თვალს
არ აშორებდა. უცბად ბნელში ზარბაზნის ხმა გაისმა – ერთხელ,
მეორედ...
„ოჰ, ნიშანს იძლევიან! წყალი მოდიოდა ეტყობა, – გაიფიქრა
სვიდრიგაილოვმა, – დილით უკვე დაბლობ ქუჩასა და ადგილებს
მოედება. სარდაფებში ჩადგება, თაგვებს სულ ზემოთ ამოყრის
და ხალხიც ლანძღვა-გინებით დაიწყებს ამ ქარსა და წვიმაში ქვე-
და სართულებიდან და სარდაფებიდან ზედა სართულებზე ბარგი-
ბარხანის აზიდვას... რომელი საათია, ნეტავ?“ – ის იყო, გაიფიქ-
რა ეს, რომ უცებ, თითქოს ჩქარობსო, სადღაც, ძალიან ახლოს,
კედლის საათის ხმა გაისმა: სამჯერ დაჰკრა. „ეჰე, ერთი საათის
შემდეგ ინათებს კიდეც! რაღას ვუცადო? გავალ, პეტრეს ბაღის-
კენ გავწევ, პირდაპირ შევარჩევ წვიმისგან მთლად დასველებულ
რომელიმე მოზრდილ ბუჩქს, გავეხახუნები ოდნავ, თავს შევუშ-
ვერ და იმავე წამს მილიონი წინწკალი დამეპკურება თავზე...“
ფანჯარას მოშორდა, დაკეტა, სანთელი აანთო, ჟილეტი და პალ-
ტო ჩაიცვა, ქუდი დაიხურა და დერეფანში გავიდა, რომ სადმე
ბუდრუგანა ოთახში ხარახურასა და სანთლის ნამწვებს შორის ჩა-
ძინებული სასტუმროს დაბრანძული მსახური მოეძებნა, ნომრის
ფასი გადაეხადა და წასულიყო... „უკეთეს დროს სხვას ვერ ვპო-
ვებ!“ – გაიფიქრა.
დიდხანს იარა გრძელსა და ვიწრო დერეფანში, მაგრამ ვე-
რავინ ნახა. ის იყო, უნდა დაეყვირა და დაეძახა ვინმესთვის, რომ
უცებ ერთ ბნელ კუთხეში, ძველ კარადასა და კარს შუა, რაღაც
უცნაურ, თითქოს ცოცხალ საგანს მოჰკრა თვალი. სანთელი
მიანათა – ბავშვი აღმოჩნდა: ეს იყო გაწუწული და სიცივით მო-
ძაგძაგე ხუთი წლის მტირალი პაწია გოგო, თითქმის არც კი
შეეშინდა სვიდრიგაილოვის, უცქერდა გაკვირვებული თავისი
დიდრონი შავი თვალებით და ხანდახან გულამოსკვნით სლუკუ-
ნებდა, ისე, როგორც ნამტირალევმა ბავშვებმა იციან ხოლმე. გუ-
ლი უკვე მოეოხებინა ტირილით, მაგრამ შიგადაშიგ მაინც წაის-
ლუკუნებდა. სახე ფერმკრთალი, დაუძლურებული ჰქონდა; სიცი-
ვისგან გაშეშებულიყო. „მაგრამ საიდან მოხვდა აქ?.. ეტყობა და-
მალული იყო... მთელი ღამე, არ სძინებია“... სვიდრიგაილოვმა
გამოკითხვა დაუწყო. ბავშვი უცებ გამოცოცხლდა, სხაპასხუპით
მოჰყვა ტიტინს. რაღაცას ეუბნებოდა „დედილოზე“, რომ „დედი-
ლომ სცემა“, რომ რაღაც ფინჯანი „გაუტეხა“... შეუჩერებლად ტი-
ტინებდა ბავშვი. ამ ტიტინიდან გამოირკვა, ერთი სიტყვით, რომ
დედას, ნიადაგ მთვრალ მზარეულ გოგოს, იქნებ იმავე სასტუმ-
როში მომუშავესაც, არ ჰყვარებია ის და მუდმივი ცემა-ტყეპით
მთლად დაუფრთხია საწყალი; ბავშვს დედისთვის ფინჯანი გაუტე-
ხია და ისე შეშინებია, რომ საღამოსვე გამოქცეულა; დიდხანს
იყო უთუოდ დამალული სადმე ეზოში, ბოლოს წვიმამ რომ
შეაწუხა და დაასველა, შემოიპარა აქ და კარადის უკან დაიმალა.
აქ გაუტარებია მთელი ღამე სიცივესა და სიბნელეში, ბევრი უტი-
რია, უკანკალია და ახლაც იმის ეშინია, რომ ამის გამო მაგრად
მიიტყიპება. სვიდრიგაილოვმა ხელში აიყვანა პატარა განდეგი-
ლი, ნომერში შეიყვანა, ტახტზე დასვა და გახდა დაუწყო. შიშველ
ფეხზე ჩაცმული, გაგლეჯილი ფეხსაცმელი მთლად დამბალი
ჰქონდა, გეგონებოდათ, მთელი ღამე სადმე გუბეში დებულაო.
ტანთ გახადა, საწოლში ჩააწვინა და საბანში გაახვია. ბავშვს მა-
შინვე ჩაეძინა. მორჩა თუ არა ამ საქმეს, დაღვრემილი კვლავ
ფიქრებს მიეცა.
„რისთვისღა გადავიკიდე, ნეტავ! – გაიფიქრა გულმოსულმა,
– რა სისულელეა!“ – გაჯავრებულმა სანთელს ხელი წამოავლო,
რომ წასულიყო, დაბრანძული სასტუმროს მსახური მოეძებნა და
გასცლოდა იქაურობას... „ეჰ, გოგონავ!“ – გაიფიქრა წყევლა--
კრულვით და კარი გამოაღო, მაგრამ მობრუნდა ისევ, რომ
დაეხედა, ეძინა თუ არა პატარას. ფრთხილად მიუახლოვდა, სა-
ბანი ასწია... ტკბილად ეძინა გოგოს. გამთბარიყო. ლოყები დას-
წითლებოდა. მაგრამ უცნაური იყო სწორედ: როგორღაც უფრო
მუქი ჩანდა ეს სიწითლე, ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვური სიწით-
ლეა. „ციებიანივით უხურს ლოყები,“ – გაიფიქრა სვიდრი-
გაილოვმა, თითქოს მთელი ჭიქა ღვინო დაულევინებიათო, –
ლოყებიც და ტუჩებიც ალისფერი გახდომოდა. მაგრამ რას ნიშ-
ნავს, ნეტავ? მოეჩვენა უცებ, თითქოს გრძელი, შავი წამწამებიც
ოდნავ უხამხამებდა... არ ეძინა გოგონას. დიახ, დიახ, ასეა სწო-
რედ: აგერ ტუჩზე თითქოს ღიმილი გადაეფინა, აუთრთოლდა,
მაგრამ თავს იმაგრებდა. თავსაც ვეღარ იკავებს, იცინის, აშკა-
რად იცინის; რაღაც ურცხვი, გამომწვევი, არაბავშვური გამომეტ-
ყველება უკრთის სახეზე. ეს ხომ გარყვნილებაა – სახე კოპწია,
გარყვნილი ფრანგი ქალისა. ახლა უკვე მოურიდებლად ახელს
თვალებს: ცეცხლს აფრქვევს, უსირცხვილოდ მიშტერებია, უცი-
ნის, თავისთან იხმობს... რაღაც უსაზღვროდ შეურაცხმყოფელი
და საზიზღარი იყო მისი სიცილი, მისი თვალების გამომეტყველე-
ბა, მისი სახე... „როგორ! ხუთი წლის გოგო! – წაიბუტბუტა ზარდა-
ცემულმა სვიდრიგაილოვმა, – ეს ხომ... რას ნიშნავს, ნეტავ?“
აგერ, სულმთლად იბრუნა მისკენ პირი, სახეანთებული ხელებს
იწვდის, ეძახის... „ოჰ, წყეულო!“ – შეჰყვირა თავზარდაცემულმა
სვიდრიგაილოვმა და ხელი შეუმაღლა... მაგრამ იმავ წამს გამო-
ეღვიძა.
იწვა ისევ ლოგინში, ისევ საბანში გახვეული; სანთელი ჩამ-
ქრალიყო, ფანჯარაში დღეს შემოეღწია.
„ჩანს, მთელი ღამე ვბოდავდი!“ – წამოიწია გაბოროტებულ-
მა, იგრძნო, რომ მთლად მოშლილიყო; ძვლები საშინლად
სტკიოდა. გარეთ სქელი ბურუსი გადაჰფენოდა არემარეს; არაფ-
რის გარჩევა არ შეიძლებოდა. ხუთი საათი სრულდებოდა; ძილ-
ში გამოჰპაროდა დრო! წამოდგა, თითქმის სველი ჟაკეტი და
პალტო ჩაიცვა ისევ. ჯიბეში ხელი ჩაიყო, მოძებნა რევოლვერი,
ამოიღო... დაჯდა მერე, ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო და სათა-
ურ ფურცელზე, გამოსაჩენ ადგილას, მსხვილი ხელით რამდენი-
მე სტრიქონი ჩაწერა, გადაიკითხა, ჩაფიქრდა, მაგიდას დაეყ-
რდნო. იქვე, მაგიდაზე, ხელუხლებლად დარჩენილ ხბოს ხორცს
გაღვიძებული ბუზები დახვეოდნენ. დიდხანს უცქირა ბუზებს, ბო-
ლოს თავისუფალი მარჯვენა ხელით ერთ ბუზს დაუწყო დაჭერა.
დიდხანს ეცადა მის მოგერიებას, მაგრამ ვერ იქნა, ვერ მოახერ-
ხა. გამოერკვა ბოლოს, გონს მოვიდა, წამოდგა, ოთახიდან გა-
მოვიდა. ერთი წამის შემდეგ ქუჩაში იყო უკვე...
ქალაქი ხშირ ბურუსში გახვეულიყო, სვიდრიგაილოვმა გა-
ლიპული და ბალახიანი, ხით დაფენილი ქუჩით გასწია მალაია
ნევისკენ, ელანდებოდა, ვითომ იმ ღამეს მალაია ნევა ნაპირიდან
გადმოსულიყო, მოელანდა პეტრეს კუნძული, სველი გზები, სვე-
ლი ბალახი და ხეები, სველი ჩირგვები და ბოლოს თვითონ ის
ჩირგვიც... გაბრაზებულმა სახლებს დაუწყო თვალიერება, რომ
სხვა რამეზე გადაეტანა ფიქრი. არც გზად მიმავალი იყო ვინმე
მთელ პროსპექტზე, არც მეეტლეები ჩანდნენ. მოწყენილად გა-
მოიყურებოდა დარაბებდახურული ღია ყვითელი ხის ტალახიანი
სახლები... სიცივემ და სინესტემ ტანში დაურბინა, კანკალი დააწ-
ყებინა. იშვიათად, აქა-იქ მწვანილეულობისა და საწვრილმანო
დუქნების წარწერები მოჩანდა, თითქმის ყველას გულდასმით
კითხულობდა. აგერ, ხით დაფენილი ქუჩაც გასრულდა. ქვის დიდ
შენობას გაუსწორდა. ტალახიანმა და გაყინულმა პატარა კუდა-
მოძუებულმა ლეკვმა გზაზე გადაურბინა, ფარაჯაში გახვეულ ვი-
ღაც უგონო მთვრალს პირქვე წაეყო თავი, ზედ ფილაქანზე გარ-
დიგარდმო იწვა და ეძინა. გადახედა სვიდრიგაილოვმა და გას-
წია, ისევ გზას გაუდგა. მაღლა აწოწილ ცეცხლის საზვერავ კოშკს
მოჰკრა თვალი. „ეჰე! – გაიფიქრა, – აგერ ადგილი, პეტრეს ბაღ-
ში რა დამრჩენია? აქ ოფიციალური მოწმე მაინც მეყოლება...“
კინაღამ გააცინა ამ ახალმა ფიქრმა. მაშინვე სკის ქუჩისკენ გაუხ-
ვია. აქ იყო სწორედ მაღალი სახლი, ცეცხლის საზვერავი კოშ-
კით. ჩაკეტილ ალაყაფის კართან ფარაჯაში გახვეული პატარა
ტანის კაცი იდგა, თავზე აქილევსის სპილენძის ჩაჩქანი ეხურა,
ცივად გადახედა მთვლემარემ მისულ სვიდრიგაილოვს, რომელ-
საც სახეზე აღბეჭდოდა ის ზიზღნარევი სამარადისო ნაღველი,
რომელიც ყველა ებრაელის სახეს დაღივით ადევს. ერთხანს,
სვიდრიგაილოვი და აქილევსი ჩუმად ათვალიერებდნენ ერთმა-
ნეთს. აქილევსს ბოლოს უწესო საქციელად ეჩვენა, რომ კაცი,
ეტყობა, ფხიზლად იყო, მაგრამ სამ ნაბიჯზე იდგა, დაშტერებით
შესცქეროდა და თქმით კი არაფერს ეუბნებოდა.
– რა გინდათ აქ? – დაეკითხა დარაჯი, მაგრამ ადგილიდან
არ დაძრულა.
– არაფერი, გამარჯობა, ძმაო! – უპასუხა სვიდრიგაილოვმა.
– აქ ადგილი არაა...
– მე, ძმაო, უცხოეთში მივდივარ.
– უცხოეთში?
– ჰო, ამერიკაში.
– ამერიკაში?
სვიდრიგაილოვმა რევოლვერი ამოიღო, ჩახმახი ასწია, აქი-
ლევსმა თვალები დააბრიალა.
– აბა, აქ რა ადგილია, რას ხუმრობთ?
– რაო ვითომ, რატომ არ არის ადგილი?
– იმიტომ რომ, არ არის.
– არა, ძმაო, სულერთია, კარგი ადგილია ძალიან. თუ გკით-
ხონ, უთხარი, ამერიკაში წავიდა-თქო.
სვიდრიგაილოვმა რევოლვერი საფეთქელთან მიიტანა.
– არა, არა, არ შეიძლება, აქ ამის ადგილი არ არის! – შე-
ტორტმანდა აქილევსი, თვალები უარესად გაუფართოვდა.
სვიდრიგაილოვმა ჩახმახი გამოსწია.

VII

იმავე დღეს, საღამოს, ასე შვიდ საათზე, რასკოლნიკოვი დე-


დისა და დის ბინას მიადგა, ბაკალეევის სახლში, რაზუმიხინმა
რომ ურჩია და დააყენა, იქ. შესასვლელი ქუჩიდან ჰქონდა. მი-
დიოდა რასკოლნიკოვი, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა,
ყოყმანობდა რატომღაც: შევიდე თუ არაო? მაგრამ აღარც უკან
დაბრუნდებოდა არაფრის გულისთვის; ასე ჰქონდა გადაწყვეტი-
ლი. „მაინც ხომ არაფერი იციან ჯერ, – ფიქრობდა რასკოლნიკო-
ვი, – მეც რაღაც უცნაურად მთვლიან..“ სანახავად შესაზარი იყო
მისი ტანსაცმელი: ჭუჭყიანი, წვიმისგან დასველებული,
დაძონძილ-დაფლეთილი. დაღლილობისგან სახეც მთლად
დაღრეჯოდა, – უამინდობას, მთელი ღამის სულიერ ბრძოლას
ემოქმედა. მთელი ღამე მარტომ გაატარა, ვინ იცის, სად. სამა-
გიეროდ, გადაწყვიტა, საბოლოოდ გადაწყვიტა...
კარზე დააკაკუნა; დედამ გაუღო. დუნეჩკა შინ არ იყო. მოსამ-
სახურე გოგოც კი არსად ჩანდა. განცვიფრებისა და სიხარულის-
გან ჯერ მთლად ენა ჩაუვარდა პულხერია ალექსანდროვნას;
სტაცა მერე ხელი და საჩქაროდ ოთახში შეიყვანა.
– ძლივს არ მოგკარი თვალი! – დაიწყო გახარებულმა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტ, – ნუ გამიჯავრდები, როდია, რომ ასე სულელუ-
რად შეგეგებე; ვტირი: სიხარულისგან მომდის. გგონია, მართლა
ვტირი? მიხარია და იმიტომ, ჩვეულება მაქვს ასეთი სულელური:
მაშინვე ცრემლები მცვივა. მამაშენის სიკვდილის შემდეგ დამჩემ-
და ასე, ყველაფერზე ვტირი. დაჯექი, ჩემო კარგო, დაიღლებო-
დი, გეტყობა. ოჰ, როგორ გათხუპნილხარ.
– წვიმაში მოვყევი გუშინ... – უპასუხა რასკოლნიკოვმა.
– ნუ, ნუ! – გააწყვეტინა პულხერია ალექსანდროვნამ, – გე-
გონა, გამოკითხვას დაგიწყებდი ძველებურად, დედაკაცურად? ნუ
წუხხარ, არა. მესმის, ყველაფერი მესმის. შევეჩვიე ყველაფერს
და დავრწმუნდი, რომ ასე ჯობს, უფრო გონივრულია. ერთხელ
და სამუდამოდ გადავწყვიტე, რომ არ შემიძლია შენი მოსაზრე-
ბის გაგება, მაშასადამე, არც ანგარიშის მოთხოვნა შემიძლია.
ღმერთმა იცის, რა ფიქრი და აზრი, რა გეგმა გაქვს შედგენილი;
ხელს ხომ არ წაგკრავ წარამარა: რას ფიქრობ-მეთქი? აი, მეც...
ეჰ, ღმერთო! რას მივედ-მოვედები და კედელ-ყორეს ვეხლები...
აგერ, შენს წერილს ვკითხულობ მესამედ, ჟურნალში რომ ყოფი-
ლა დაბეჭდილი; დმიტრი პროკოფიჩმა მომიტანა. დავხედე თუ
არა, განცვიფრებული დავრჩი: რა ჩურჩუტი ვარ-მეთქი, გავიფიქ-
რე; აი, თურმე რას ფიქრობს და რას საქმიანობს. სწავლულები
მუდამ ასეთები არიან-მეთქი. მე კი ვტანჯავ და არ ვასვენებ. ვკით-
ხულობ, ჩემო მეგობარო, მაგრამ ბევრი რამ, რასაკვირველია,
არ მესმის და ვერ გამიგია; თუმცა ასეც უნდა იყოს: სად მე და
სად შენი ფიქრები და აზრები?
– მაჩვენე, აბა, დედა.
რასკოლნიკოვმა გაზეთი აიღო, თავის წერილს ქურდულად
თვალი გადაავლო. მართალია, უადგილო იყო ამჟამად და მის
მდგომარეობას არ შეჰფეროდა ეს, მაგრამ უცნაური სიტკბოება
იგრძნო მაინც, როგორც ეს ემართება ავტორს, თავის პირველად
დაბეჭდილ ნაწარმოებს რომ ხედავს; ოცდასამმა წელმაც თავისი
გავლენა იქონია. მაგრამ მხოლოდ წამიერი იყო ეს გრძნობა.
ჩაიკითხა თუ არა რამდენიმე სტრიქონი, უცებ საშინლად მოიღ-
რუბლა, რაღაც საზარელმა ნაღველმა შეუხუთა გული. უკანასკნე-
ლი თვეების სულიერი ბრძოლა თვალწინ დაუდგა. გაბრაზებულ-
მა, ზიზღით მოისროლა გაზეთი მაგიდაზე.
– მართალია, არაფერი გამეგება, როდია, მაგრამ ვფიქრობ
მაინც, რომ მალე უთუოდ, თუ პირველი არა, პირველთაგანი მა-
ინც იქნები ჩვენს სწავლულებს შორის. ისინი კი ბედავდნენ და
ფიქრობდნენ, რომ ჭკუიდან შეიშალე, ჰა-ჰა-ჰა! ჰო, შენ ხომ არა-
ფერი იცი ამის შესახებ!.. ნამდვილად ასე ფიქრობდნენ! ოჰ, უბე-
დური ჭიაყელები, რა გაეგებათ, რა გაეგებათ, დიდი გონება რა
არის! მერე დუნეჩკამაც რომ კინაღამ დაიჯერა – როგორ მოგ-
წონს ეს! განსვენებულმა მამაშენმა ორჯერ გაგზავნა ჟურნალში
დასაბეჭდად, – ჯერ ლექსები (რვეული ახლაც შენახული მაქვს,
გიჩვენებ ოდესმე), მერე კი, მთელი მოთხრობაც (მე თვითონ გა-
მოვთხოვე ნებართვა, რომ გადამეწერა). როგორ ვლოცულობ-
დით ორივენი, რომ მიეღოთ და დაებეჭდათ. მაგრამ არ მიიღეს!
მე, როდია, ამ ექვსი-შვიდი დღის წინ კინაღამ თავი მოვიკალი.
შენი პალტო რომ ვნახე, რომ ვნახე, როგორ ცხოვრობდი, რას
ჭამდი, როგორ დადიოდი. ახლა კი ვხედავ, რომ ვცდებოდი. იმი-
ტომ, რომ ყველაფერს ადვილად იშოვი შენი ჭკუითა და ნიჭით,
თუკი მოინდომებ... ჯერჯერობით კი ასე გსურს ცხოვრება, უფრო
მნიშვნელოვანი საქმეებით ხარ გატაცებული..
– დუნია შინ არ არის, დედა?
– არა, როდია. ხშირად სხვაგან დაიარება, მარტოს მტოვებს.
მადლობა ღმერთს კიდევ, დმიტრი პროკოფიჩი შემოდის ხოლმე,
შენზე მელაპარაკება სულ. ძალიან უყვარხარ და პატივს გცემს,
ჩემო მეგობარო. დუნიაზე, რასაკვირველია, იმას არ ვიტყვი, ვი-
თომ არ მცემდეს პატივს. არ ვუჩივი. უბრალოდ, მას თავისი ხა-
სიათი აქვს, მე – ჩემი; რაღაც თავისი საიდუმლოება გაუჩნდა; მე
კი არაფერი მაქვს თქვენგან დაფარული. რასაკვირველია, მტკი-
ცედ ვარ დარწმუნებული, რომ გონიერია მეტად დუნია, ამასთანა-
ვე, ჩვენც, – მეც და შენც ვუყვარვართ... მაგრამ არ ვიცი სწორედ,
რა აქვს აზრად. აი, შენ დიდად გამაბედნიერე, როდია, რომ შე-
მოიარე და მნახე, ის კი სადღაც არის სასეირნოდ; მოვა, აღარც
ვეტყვი: შენი არყოფნისას როდია იყო აქ, სად ბრძანდებოდი--
მეთქი? ნურც ძალიან გამანებივრებ: თუ შეგეძლება – შემოიარე,
არადა – ნუ შეწუხდები, მოვითმენ. ის ხომ მაინც მეცოდინება,
რომ გიყვარვარ, ესეც კმარა ჩემთვის. უშენოდ შენს ნაწარ-
მოებებს წავიკითხავ ხოლმე, მოვისმენ, რას იტყვიან შენზე სხვე-
ბი, დროდადრო კი შენც შემომივლი, მეტი რა მინდა? აი, ახლაც
ამიტომ მოხვედი, დედა გენუგეშებინა, კარგად ვხედავ ამას...
პულხერია ალექსანდროვნას უცებ ტირილი აუვარდა.
– ისევ ვტირი... ყურადღებას ნუ მომაქცევ, ჩურჩუტი ვარ, გა-
მოთაყვანებული! ოჰ, ღმერთო ჩემო? – წამოიძახა უცბად და წა-
მოხტა, – ყავა ხომ მაქვს, რატომ არ ვასმევ?.. ხედავ, რა არის
ბებრუხანას თავკერძობა! ახლავე, ახლავე!..
– არა, დედა, არ მინდა ყავა, ახლავე წავალ, ყავის დასალე-
ვად კი არ მოვსულვარ... ყური დამიგდეთ, გეთაყვა.
პულხერია ალექსანდროვნა მოკრძალებით მიუახლოვდა.
– დედა... რაც უნდა მოხდეს და გაიგო ჩემზე, რაც უნდა გით-
ხრან, ისევ ისე გეყვარებით, როგორც ახლა? – დაეკითხა უცბად
გულწრფელად, თითქოს სრულიად არ უფიქრია, რას ეუბნებაო.
– როდია, როდია, რა მოხდა, რა დაგემართა? ან კი, რო-
გორ მეკითხები ამას? ვინ რა უნდა მითხრას შენზე? მე არავის
დავუჯერებ, ვინც გინდა მოვიდეს და მითხრას რამე ცუდი... მაშინ-
ვე გავაგდებ...
– მოვედი, დამერწმუნებინეთ, რომ მუდამ მიყვარდით; ახლაც
მოხარული ვარ დიდად, რომ მარტონი ვართ, მოხარული ვარ
კიდეც, რომ დუნია არ არის შინ, – განაგრძობდა რასკოლნიკოვი
იმავე გატაცებით, – მოვედი პირდაპირ მეთქვა, რომ იქნებ უბედუ-
რიც იყოთ, მაგრამ იცოდეთ მაინც, რომ თქვენს შვილს ახლა ყვე-
ლაზე მეტად თქვენ უყვარხართ, საკუთარ თავზე მეტადაც და
ტყუილია ის, რასაც წინათ ფიქრობდით, ვითომ მკაცრი ვიყავი და
უგულო და საკმარისად არ მიყვარდით. იცოდეთ, მაშ, რომ არა-
სოდეს თქვენს სიყვარულს გულიდან არ ამოვიგდებ...
პულხერია ალექსანდროვნა ჩუმად იკრავდა გულში შვილს
და თან ტიროდა.
– რა იყო, რა დაგემართა, როდია? – ჰკითხა ბოლოს, – მე-
გონა, აქამდე ვითომ თავს გაბეზრებდით მხოლოდ, ახლა კი
თითქოს ვხედავ, რაღაცა დიდი მწუხარება გელის, იმიტომაც
დარდობ ასე... დიდი ხანია კი, როდია, ვგრძნობდი ამას. მაპატიე,
რომ ლაპარაკი ჩამოგიგდე, მაგრამ ღამე ძილი გამკრთალი
მაქვს, ერთთავად ამაზე ვფიქრობ. დუნიასაც არ სძინებია წუხელ,
ბოდავდა, შენ გიგონებდა სულ, რაღაცას კი მოვკარი ყური, მაგ-
რამ ვერაფერი გავიგე. მთელი ეს დილა როგორღაც მოუსვენ-
რად გავატარე, სიკვდილმისჯილივით დავდიოდი ოთახში წინ და
უკან, რაღაცას ვგრძნობდი წინათვე, აკი მოხვედი კიდეც!.. რო-
დია, როდია, საით მიდიხარ? სხვაგან აპირებ წასვლას?
– ჰო, დედა!
– აკი, მეც ასე ვფიქრობდი! შემიძლია მეც თან წამოგყვე, თუ-
კი საჭირო იქნება. დუნიაც წამოგყვება; საშინლად უყვარხარ;
დაე, სოფია სემიონოვნაც წამოვიდეს, თუ საჭიროა. ხედავ,
სიამოვნებით წავიყვან, ვითომ ისიც შვილია ჩემი. დმიტრი პრო-
კოფიჩი ყველაფერში დაგვეხმარება, გვიშველის... მაგრამ... სა-
ით... საით აპირებ?..
– მშვიდობით, დედა!
– როგორ! დღესვე მიდიხარ?.. – შეჰყვირა შეშინებულმა,
თითქოს ეს არის, ახლავე სამუდამოდ კარგავს შვილსო.
– არ შემიძლია, დრო არ ითმენს...
– არც ჩემი წამოსვლა შეიძლება?
– არა, მუხლი მოიყარე და ილოცე, ღმერთს შეავედრე ჩემი
თავი. იქნებ გისმინოს.
– მოიცადე, პირჯვარს გადაგწერ, დაგლოცავ! აი, ასე, ასე.
ოჰ, ღმერთო, ამას რას ჩავდივართ!
დიახ, უხაროდა, უხაროდა მეტად, რომ არავინ იყო შინ, რომ
მარტოდმარტო დახვდა დედა. მთელი ამ საზარელი დროის გან-
მავლობაში ახლაღა აუჩვილდა უცებ გული. დაეცა დედის წინ
იატაკზე, უკოცნიდა ფეხებს და ერთმანეთს გადახვეულები ტი-
როდნენ ორივენი. მაგრამ არ გაჰკვირვებია დედას მისი საქ-
ციელი. არაფერს ეკითხებოდა. დიდი ხანია იცოდა, რომ შვილის
თავს რაღაც საზარელი ამბავი ტრიალებდა და ახლა რაღაც სა-
შინელი წამიც მოახლოებულიყო.
– როდია, ჩემო საყვარელო, ძვირფასო, ჩემო პირმშოვ, –
ეუბნებოდა ქვითინით დედა, – ისეთივე ხარ ახლა, როგორიც პა-
ტარაობისას იყავი, ასევე მოხვიდოდი ხოლმე, მეხვეოდი და
მკოცნიდი; ჯერ ისევ საცოდავი მამაშენის დროს, ვინ იცის, რამ-
დენჯერ გინუგეშებივართ ორივენი მარტო იმით, რომ ჩვენთან
იყავით. სიკვდილის შემდეგ რამდენჯერ ასე გადახვეულებს გვი-
ტირია მის საფლავზე. ასე იმიტომ ვტირი ახლა, რომ დედის გუ-
ლი წინათვე გრძნობდა უბედურებას. როგორც კი შემოგხედე
პირველად, გახსოვს, იმ ღამეს, რომ ჩამოვედით, მაშინვე შეგატ-
ყვე და გულმა საშინლად დამიწყო ცემა. დღეს კი, გაგიღე თუ
არა კარი და შემოგხედე, გავიფიქრე მაშინვე, ეგ არის, უთუოდ
დამდგარა-მეთქი საბედისწერო წამი. როდია, როდია, ახლავე
ხომ არ მიდიხარ?
– არა!
– მაშ, მოხვალ კიდევ?
– მოვალ...
– როდია, ნუ გამიჯავრდები, ხომ ხედავ, ვერაფრის კითხვას
ვერ გიბედავ, ვიცი, რომ უფლება არ მაქვს, მაგრამ ისე მითხარი,
მარტო ორი სიტყვით... შორს აპირებ წასვლას?
– ძალიან შორს.
– სადმე სამსახური იშოვე?.. თუ სხვა რამ წარმატებისთვის
გადაწყვიტე წასვლა?
– რასაც ღმერთი ინებებს... ილოცეთ მხოლოდ ჩემთვის...
რასკოლნიკოვმა კარისკენ გასწია, მაგრამ დედამ მაგრად
ჩასჭიდა ხელი, სასოწარკვეთილმა დაუწყო თვალებში ცქერა, ში-
შისგან სახე მთლად დაღრეჯოდა.
– კმარა, დედა, – უთხრა რასკოლნიკოვმა და ინანა დიდად,
რომ მის სანახავად მოვიდა.
– სამუდამოდ ხომ არ მეთხოვები? ხვალ ხომ კიდევ მოხ-
ვალ?
– მოვალ, მოვალ... მშვიდობით.
როგორც იყო, გაუსხლტა ხელიდან.
თბილი, მოკრძალებული, საამური საღამო იდგა, დილიდან-
ვე მშვენიერი ამინდი გამოსულიყო. რასკოლნიკოვი თავისი ბი-
ნისკენ მიეშურებოდა, უნდოდა, ყველაფერი მზის ჩასვლამდე
მოეთავებინა. იმ დრომდე კი აღარ უნდოდა შეხვედროდა ვინმეს.
ოთახში რომ ადიოდა, შენიშნა, ნასტასიამ სამოვრის დადგმას
თავი მიანება, ყურადღებით გააყოლა თვალი. „ჩემთან ხომ არა-
ვინ არის, ნეტავ?“ – გაიფიქრა გუნებაში. უცბად პორფირის სახე
წარმოუდგა, შეეზიზღა საშინლად. მაგრამ მივიდა ოთახთან, გა-
მოაღო კარი და დაინახა, რომ დუნეჩკა ელოდა. იჯდა მარტოდ-
მარტო, ღრმად ჩაფიქრებული; ეტყობოდა, კარგა ხანს უცდიდა.
რასკოლნიკოვი კარში შედგა. წამოდგა შეშინებული დუნია ტახ-
ტიდან, ძმას გამოეჭიმა წინ, უძრავ თვალებში რაღაც შიში, ღრმა
მწუხარება და ნაღველი ეხატებოდა. შეატყო მაშინვე რასკოლნი-
კოვმა, რომ დუნეჩკამ უკვე ყველაფერი იცოდა.
– როგორ მოვიქცე, მითხარი: შემოვიდე თუ წავიდე? –
დაეკითხა უნდობლად დას.
– მთელი დღე სოფია სემიონოვნასთან ვიჯექი; ორივენი
დიდხანს გელოდით. გვეგონა, უთუოდ შემოივლიდი.
რასკოლნიკოვი ოთახში შევიდა. დაუძლურებული, სკამზე და-
ეშვა.
– სუსტად ვარ როგორღაც, დუნია; საშინლად დავიღალე;
არადა, სწორედ ახლა მინდოდა გულით, კარგად ვყოფილიყავი.
– მთელი ღამე სად იყავი?..
– არ მახსოვს კარგად... მინდოდა, საბოლოოდ გადამეწყვი-
ტა საქმე; ამიტომაც ნევას არ ვცილდებოდი, გარს ვუვლიდი სულ;
კარგად მახსოვს. იქვე მინდოდა დამესრულებინა ყველაფერი,
მაგრამ... ვერ გავბედე... – ჩაიჩურჩულა დაბალი ხმით და ისევ
ისე უნდობლად გადახედა დუნიას.
– მადლობა ღმერთს! მერე, როგორ გვეშინოდა მეც და სო-
ფია სემიონოვნასაც! ჩანს, მაშ, სიცოცხლე ჯერ კიდევ გსურს; მად-
ლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს!
რასკოლნიკოვს მწარედ გაეღიმა.
– არ მწამდა, მაგრამ დედასთან ვიყავი ეს-ეს არის ახლა, გა-
დავეხვიეთ ერთმანეთს და ვტიროდით; არ მწამს და არაფრის
მჯერა, მაგრამ მაინც ვთხოვე, ელოცა ჩემთვის... ღმერთმა იცის,
დუნეჩკა, როგორ ხდება ეს; მეც ვერაფერი გამიგია...
– დედასთან იყავი? შენვე უთხარი? – შეჰყვირა შეშინებულმა
დუნიამ, – ნუთუ გაბედე და უთხარი?
– არა, არ მითქვამს... სიტყვით; მაგრამ თვითონვე მიხვდა,
ყური მოეკრა ღამე, როგორ ბოდავდი თურმე. დარწმუნებული
ვარ, თუ ყველაფერს არა, ნახევარს მაინც მიხვდა უკვე. არ ვიცი,
იქნებ ცუდადაც მოვიქეცი, რომ შევედი და ვნახე. არც კი ვიცი
სწორედ, რისთვის შევედი. სულმდაბალი კაცი ვარ, დუნია, დაცე-
მული!
– დაცემული, და ტანჯვას კი არ გაურბიხარ, ხომ? შენით მი-
დიხარ... იქ...
– მივდივარ, აი, ახლავე, შერცხვენას რომ თავი დავაღწიო.
ამის გამო იყო, თავი დავიხრჩვე კინაღამ; მაგრამ ვიფიქრე, დუ-
ნია, თუ აქამდე მჯეროდა, რომ ძალა შემწევდა, ახლა რატომ უნ-
და შევუშინდე-მეთქი სიცოცხლეს, და გადავიფიქრე. ვითომ სიამა-
ყემ მძლია, დუნია?
– სიამაყემ, როდია.
თითქოს უცებ ცეცხლით აენთო მისი ჩამქრალი თვალები,
ეამა, რომ ჯერ კიდევ შერჩენოდა სიამაყე.
– როგორ გგონია, დაო, იქნებ წყლისაც შემეშინდა, ჰა? –
დაეკითხა როგორღაც საზარლად დაღრეჯილი და ღრმად ჩააშ-
ტერდა თვალებში.
– ოჰ, როდია, კმარა, გეთაყვა! – შესძახა მწარედ დუნიამ.
ორიოდე წამს ასე იყვნენ გაჩუმებულები. რასკოლნიკოვი
თავჩაღუნული იჯდა, იატაკს ჩასცქეროდა; დუნეჩკა მაგიდის
მეორე ბოლოში იდგა, ტანჯვით შეჰყურებდა ძმას. რასკოლნიკო-
ვი უცბად წამოდგა.
– დროა... დამაგვიანდა! მივდივარ, რომ გამოვტყდე ყველა-
ფერში. მაგრამ არ ვიცი მაინც, რად, რისთვის უნდა გავწირო თა-
ვი!
დუნეჩკას მდუღარე ცრემლები სცვიოდა.
– ტირი, დაო? მაშ, შეგიძლია, ხელი მეგობრულად გამომი-
წოდო?
– როგორ? ეჭვობდი განა? – ჩაეკითხა განცვიფრებული დუ-
ნია და მაგრად მოეხვია ძმას, გულში ჩაიკრა.
– ნუთუ, სანახევროდ მაინც არ იმსუბუქებ დანაშაულს, ტან-
ჯვას რომ კისრულობ? – ეუბნებოდა დუნეჩკა და თან გულში
მძლავრად იკრავდა, კოცნიდა.
– დანაშაულს? რის დანაშაულს! – შეჰყვირა უცებ აღშფოთე-
ბულმა რასკოლნიკოვმა, – დანაშაულია ის, რომ მავნე და საძა-
გელი ტილი, მევახშე ბებრუხანა მოვკალი, ადამიანი, რომელიც
არავის არაფრად გამოადგებოდა, ღარიბებს უკანასკნელ სისხლს
სწოვდა. მისი მოკვლა ხომ მადლიც კი იყო! არა, დაო, არ მაწუ-
ხებს ეს დანაშაული და არც ვფიქრობ მის მონანიებას! რაო, რა
არის ნეტავ, რომ ყველა მხრიდან ერთსა და იმავეს შემომძახიან:
„დანაშაულია, დანაშაულიო!“ ახლა ვხედავ ნათლად, რა სულ-
მოკლეობასა და სისულელესაც ჩავდივარ, ვხედავ ახლა, როცა
უკვე გადავწყვიტე ყველაფერი და ეს შერცხვენა ტყუილად ვიკის-
რე! მართლაც მდაბალი ხასიათის ვარ და უნიჭო, იმიტომ ვმოქ-
მედებ ასე, და კიდევ იმიტომ იქნებ, რომ სახეიროა ჩემთვის, რო-
გორც... ის... პორფირი მირჩევდა!..
– ძმაო, აბა, რას ამბობ, რას! სისხლი ხომ დაღვარე... – შეჰ-
ყვირა სასოწარკვეთილმა დუნიამ.
– სისხლი, რომელსაც ყველა ღვრის მუდამ, – ჩამოართვა
სიტყვა გაცეცხლებულმა, – რომელიც ნიაღვარივით და შამპანუ-
რივით იღვრება, რომლისთვისაც კაპიტოლიუმში გვირგვინით უმ-
კობენ თავს და შემდეგ კაცობრიობის კეთილისმყოფლად
აღიარებენ? აბა, ცოტა ღრმად დაუკვირდი, იფიქრე! თვითონ მეც
მხოლოდ კარგი მინდოდა ხალხისთვის და უთუოდ ასობითა და
ათასობით გავაკეთებდი კეთილ საქმეს, რომ ასეთი მარცხით არ
დასრულებულიყო ყოველივე (მარცხის შემდეგ კი ყველაფერი
სულელურად გვეჩვენება!)... მინდოდა მხოლოდ, ამ სულელობით
მცირედი დამოუკიდებლობა და საშუალება მომეპოვებინა, პირვე-
ლი ნაბიჯი გადამედგა. თორემ მერე ყველაფერს გამოისყიდდა
შეუდარებელი სარგებლობა... მაგრამ ვაი, რომ პირველ ნაბიჯ-
საც ვერ გავუძელი, იმიტომ რომ სულმდაბალი ვარ! აი, რა არის
მიზეზი! მაინც უარვყოფ თქვენს აზრსა და შეხედულებას... რომ
გამემარჯვა, მაშინ ხომ ყველა მომიწონებდა, გვირგვინით შემამ-
კობდა, ახლა კი ხაფანგში უნდა გამაბან!
– ეგ ხომ, ძმაო, სხვა რამეა სულ! რას ამბობ, რას!..
– ჰო, მესმის, რომ ესთეტიკური და მშვენიერი არ არის! მაგ-
რამ არ მესმის სწორედ: ყუმბარებითა და ალყის შემორტყმით
ხალხის ჟლეტა რითია ამაზე საპატიო? ესთეტიკური შიში ხომ
პირველი ნიშანია უძლურებისა!.. არასოდეს ასე ნათლად და აშ-
კარად არ მქონია ეს შეგნებული, როგორც ახლა... არც ჩემს
უდანაშაულობაში ვყოფილვარ ასე დარწმუნებული! არასოდეს
ასე დარწმუნებული არ ვყოფილვარ ჩემს სიმართლეში, არასო-
დეს ასე მძლავრად არ მიგრძნია თავი, როგორც ახლა!..
მის მქრქალსა და გატანჯულ, დაუძლურებულ სახესაც კი სი-
წითლემ დაჰკრა თითქოს. მაგრამ სწორედ ამ დროს, მოულოდ-
ნელად, დუნიას შეხედა და იმოდენა ტანჯვა ამოიკითხა მის თვა-
ლებში, უნებურად გამოერკვა, იგრძნო, რომ ორი საბრალო ქა-
ლის – დედისა და დის – გაუბედურების მიზეზი ის გახდა მაინც.
– დუნია, საყვარელო! მაპატიე, თუ დამნაშავე ვარ (მაგრამ,
როგორ უნდა მაპატიო, თუ მართლა დანაშაული ჩავიდინე). მშვი-
დობით! კამათს ნუ მოვყვებით! დრო არის უკვე... დროა... არ გა-
მომყვე, გემუდარები, სხვაგანაც უნდა შევიარო... წადი ახლავე და
დედას მიხედე. გემუდარები! ჩემი უკანასკნელი და ყველაზე დიდი
თხოვნა ეს არის, დაო! ნუ მოშორდები; საშინლად აღელვებული
დავტოვე, ვაითუ, ვერ აიტანოს: მოკვდება, ან ჭკუიდან შეიშლება.
თვალს ნუ მოაშორებ, ყური უგდე! რაზუმიხინიც თქვენთან იქნება;
ნათქვამი მაქვს... ჩემთვის, დაო, ნუ იტირებ: ვეცდები, მხნედ ვიყო
და პატიოსანი დავრჩე, თუმცა მკვლელი ვარ... მართალია. იქნებ
ოდესმე გაიგო ჩემზე რამე, არ შეგარცხვენთ, თორემ აი, ნახავთ;
დავუმტკიცებ კიდევ ყველას... რომ... მაგრამ ჯერჯერობით კი
მშვიდობით, – დასძინა საჩქაროდ, რადგანაც შეატყო კვლავ,
რომ თვალებში რაღაც უცნაური გამომეტყველება აღებეჭდა დუ-
ნიას მის უკანასკნელ დაპირებებზე – რაო, რად ტირი? ნუ ტირი,
გეთაყვა, ნუ ტირი; სამუდამოდ ხომ არ ვემშვიდობებით ერთმა-
ნეთს?.. ჰო, მართლა!.. დამავიწყდა!..
რასკოლნიკოვი მაგიდასთან მივიდა, სქელი, გამტვრიანებუ-
ლი წიგნი გადმოიღო, გადაშალა, ამოიღო ფურცლებს შუა ჩადე-
ბული, სპილოს ძვალზე აკვარელით გამოსახული პატარა სურა-
თი და ცქერა დაუწყო. ეს იყო მისი საპატარძლო, დიასახლისის
შვილი, ის უცნაური ახალგაზრდა ქალი, რომელიც მონასტერში
აპირებდა წასვლას, მაგრამ ხურვებამ იმსხვერპლა. ერთ წამს ყუ-
რადღებითა და ღრმად ჩააკვირდა საცოდავის სნეულ, მეტყველ
სახეს, მერე აკოცა და დუნეჩკას გადასცა.
– აი, დაო, ვისთან მაქვს ბევრი რამე ამაზე ნალაპარაკევი,
მარტოდმარტო ამან იცოდა ყველაფერი, – უთხრა დაფიქრე-
ბულმა, – ბევრი რამ გავუმჟღავნე საცოდავს იქამდე, სანამ სულს
განუტევებდა... ნუ წუხხარ, – მიუბრუნდა დუნიას, – ეგეც, შენსავით,
არ მეთანხმებოდა; მიხარია ამიტომ, რომ აღარ არის. უმთავრესი
კი ის არის ახლა, რომ ყველაფერი სხვანაირად მოეწყობა,
ორად გაიყოფა, – შეჰყვირა უცებ და კვლავ დანაღვლიანდა, –
ყველაფერი... ყველაფერი... მერე, მე კი მომზადებული ვარ ამის-
თვის? მოწადინებული ვარ?.. რაო, ნეტავ, რისთვის და რა საჭი-
როა ეს უგუნურება? ვითომ რას შემძენს ეს მონანიება? ტანჯვისა
და წვალებისგან გამოყრუებული და დაუძლურებული, ხანდაზმუ-
ლობის დროს, ოცი წლის კატორღის შემდეგ უკეთ ვიგრძნობ
თავს, თუ რა ხდება? ან სიცოცხლე რაღად მინდა მაშინ? რისთვის
ვთანხმდები ასეთ სიცოცხლეს? ოჰ, ვიცი სწორედ, დღესვე ვიცო-
დი გათენებისას, ნევას რომ გადავყურებდი, რა საძაგელი და სა-
ზიზღარი რამ ვიყავი!..
ბოლოს ორივენი ერთად გამოვიდნენ... ძნელი იყო, მართა-
ლია, დუნიასთვის ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ ძალიან უყ-
ვარდა ძმა! გაშორდნენ ერთმანეთს. ორმოცი ნაბიჯი არ გაევლო
ჯერ დუნიას, რომ მოიხედა. უნდოდა ერთხელ კიდევ მოეკრა
თვალი ძმისთვის, რომელიც უკვე ძლივს მოჩანდა... მიუახლოვდა
თუ არა ქუჩის კუთხეს, რასკოლნიკოვმაც გამოიხედა; უკანასკნე-
ლად შეხედეს ერთმანეთს; მაგრამ შენიშნა თუ არა, რომ დუნიაც
უცქერდა, მოულოდნელად გაუქნია გაბრაზებულმა ხელი, რომ
წასულიყო და თვითონაც მაშინვე შეუხვია ქუჩის კუთხისკენ.
„ვგრძნობ, გაბოროტებული ვარ, – ფიქრობდა თავისთვის
რასკოლნიკოვი და სირცხვილით იგონებდა, როგორ გაუქნია
გაბრაზებულმა დუნიას ხელი, – ვისი ბრალია, რისთვის ვუყვარ-
ვარ ან ერთს და ან მეორეს, თუკი ღირსიც არ ვარ ამ სიყვარუ-
ლისა!.. ოჰ, მარტო რომ ვიყო და არავის ვუყვარდე, არც მე მიყ-
ვარდეს... მაშინ... მაშინ ხომ აღარც ის ამბავი მოხდებოდა! საყუ-
რადღებოა მაინც, – ნუთუ ამ ოცი თუ თხუთმეტი წლის განმავლო-
ბაში ისე მოვთვინიერდი და მოვტყდი სრულიად, რომ ყველას
წინ მორჩილებითა და კრძალვით ვისლუკუნებ და ყოველ სიტ-
ყვაზე ყაჩაღი ვარ-მეთქი, დავიყვირებ? დიახ, დიახ, ასე უნდა
იყოს სწორედ! ამიტომ არ უნდა გადამასახლონ, განა? აზრად ეს
აქვთ სწორედ... აგერ, ყველანი ქუჩა-ქუჩა დაძრწიან; მაგრამ განა
ყველა მათგანი ასეთივე საძაგელი და ყაჩაღი არ არის ბუნებით?
ზოგი ჩურჩუტიც! მაგრამ აბა ერთი, აგცდეს კატორღა, ყველა მა-
შინვე უსაზღვრო კეთილშობილური რისხვით აივსება! ოჰ, რო-
გორ მძულს ყველა...“
ფიქრებმა გაიტაცა: რანაირად მოხდა ნეტავ, რომ ყველას
წინ ქედს მოიხრის, მთელი შეგნებითა და რწმენით დაემორჩი-
ლება! მაგრამ რატომ არა? რასაკვირველია, ასეც იქნება. ოცი
წლის განუწყვეტელი ტანჯვა ვერ შეძლებს განა ამას და ვერ
მოდრეკს საბოლოოდ? წყალი რა არის, ისიც კი ქვას ხვრეტს
ბოლოს. მაგრამ რაღად უნდა სიცოცხლე მერე? ან რისთვის მი-
დის ახლა, როცა კარგად ხედავს და იცის, რომ ყველაფერი ასე
იქნება?..
მეასეჯერ ეკითხებოდა, ვგონებ, თავს ერთსა და იმავეს გუშინ-
დელს აქეთ, მაგრამ დაშლით მაინც არ იშლიდა, მიდიოდა...

VIII

ბინდბუნდი იყო, სონიასთან რომ შევიდა. მთელი დღე საშინ-


ლად აღელვებული ელოდა სონია. დუნია და ის ერთად უცდიდ-
ნენ. დილითვე მისულიყო დუნია, როგორც კი წინადღით სვიდრი-
გაილოვის ნათქვამი მოჰგონებოდა – „სონიამ იცის ეს ამბავიო“.
არაფერს ვიტყვით დაწვრილებით იმაზე, როგორ ტიროდნენ და
უზიარებდნენ ერთმანეთს მწუხარებას დუნია და სონია; ან რამდე-
ნად შეეწყვნენ ერთმანეთს; დუნია მაინც კმაყოფილი დარჩა და
დიდად ანუგეშა იმ გარემოებამ, რომ ძმა მარტო არ იქნებოდა:
სონიას ხომ მან თვითონ გაუმჟღავნა პირველად ყოველივე, რო-
ცა თავის თავზე უამბობდა; ახლაც იმას მიმართა, როცა ადა-
მიანის თანაგრძნობა დასჭირდა. ისევე წაჰყვებოდა ყველგან,
საითაც კი ბედი უკრავდა თავს. მართალია, დუნიას არაფერი
უკითხავს, მაგრამ იცოდა, რომ ეს ასე იყო. როგორღაც მოკრძა-
ლებითა და მოწიწებით ეპყრობოდა ამიტომ სონიას, ასე რომ,
პირველ ხანებში თითქოს შეაკრთო კიდეც სონია მისმა ასეთმა
ქცევამ. თითქმის მზად იყო, ეტირა: პირიქით, სონია თვლიდა
თავს უღირსად და პირდაპირ შეხედვასაც ვერ ბედავდა. მშვე-
ნიერი სახე დუნიასი, პირველად ნახვისას რომ ასე ყურადღებითა
და პატივისცემით ეპყრობოდა რასკოლნიკოვს, სამუდამოდ აღე-
ბეჭდა სონიას გონებაში და მისი ცხოვრების უმშვენიერეს და უტ-
კბილეს მოჩვენებად გადაიქცა.
ვერ მოითმინა ბოლოს და გამოეთხოვა სონიას, რომ ბინაზე
მოეცადა ძმისთვის. სონია მაშინვე საშინელმა ფიქრმა გაიტაცა,
ვაითუ, მართლა თავი მოიკლასო. დუნიასაც ამის ეშინოდა. მაგ-
რამ მთელი დღე ერთმანეთს არწმუნებდნენ მაინც, რომ შეუძლე-
ბელია, ასე მოქცეულიყო, არაფრის გამო ამას არ იზამდა; ერთი
სიტყვით, გულს უკეთებდნენ ერთმანეთს. ახლა კი გაშორდნენ თუ
არა ერთურთს, ერთიცა და მეორეც მხოლოდ ამაზეღა წუხდა.
მოაგონდა სონიას, როგორ უთხრა გუშინ სვიდრიგაილოვმა,
რომ რასკოლნიკოვს მხოლოდ ორი გზა ჰქონდა: ვლადიმირკა
ან... იცოდა ისიც, რა თავმოყვარე, თავმომწონე, ზვიადი და ურ-
წმუნო იყო – „ნუთუ მარტო სულმოკლეობა და სიკვდილის შიში
აიძულებს, იცოცხლოს?“ – გაიფიქრა ბოლოს სასოწარკვეთილ-
მა.
მზე უკვე ჩადიოდა. სონია მოწყენილი იდგა ფანჯარასთან,
მეზობელი სახლის გაულესავი ვეება კედლის მეტი, სხვა არაფე-
რი მოჩანდა. ბოლოს, როცა თითქმის დარწმუნდა, რომ უკვე
მკვდარი იყო რასკოლნიკოვი, მან უცებ შეაღო კარი და ოთახში
შევიდა.
სიხარულით შეჰყვირა სონიამ, მაგრამ შეხედა თუ არა და ჩა-
აცქერდა თვალებში, ისევ გაფითრდა.
– ჰოდა! – დაიწყო რასკოლნიკოვმა და ოდნავ ჩაიცინა, – შე-
ნი ჯვრების გამო მოვედი, სონია. შენ არ იყავი, თვითონ მირჩევ-
დი, ამ გზას დაადექი და ქვეყანას გამოუტყდიო; ახლა კი, საქმე
საქმეზე რომ მიდგა, შეკრთი, შეგეშინდა?
განცვიფრებული უცქერდა სონია, უცნაურად ეჩვენებოდა რო-
გორღაც რასკოლნიკოვის კილო; ტანში ცივმა ჟრუანტელმა და-
ურბინა; მიხვდა იმწამს, რომ კილოც და სიტყვებიც განგებ შეარ-
ჩია, თანაც კუთხისკენ იყურებოდა ერთთავად, თითქოს პირს არი-
დებსო.
– გესმის, სონია, გადავწყვიტე, რომ ასე უფრო სახეირო იქნე-
ბა. არის აქ გარემოება, რომელიც... მაგრამ გრძლად ლაპარაკი
რა საჭიროა. იცი, მხოლოდ რა მაბრაზებს! ახლა ეს ტუტუცი
ხალხი, ყველა თვალდაჭყეტილი მე უნდა შემომყურებდეს და,
ვინ იცის, რა სისულელეს არ მეკითხებოდეს. მეც პასუხი უნდა
ვაძლიო; თან თითით უნდა ანიშნებდნენ ჩემზე ერთმანეთს... ფუჰ,
რა ვიცი, პორფირისთან როდის მივალ; თავი მომაბეზრა. ჯობს,
ისევ ჩემს მეგობარ პოროხს მივმართო; ნახე აბა, რა შთაბეჭდი-
ლებას იქონიებს ჩემი მოულოდნელი აღიარება. ცოტა დამშვიდე-
ბული უნდა ვიყო; მეტისმეტად ვბრაზობ ყველაფერზე ამ ბოლო
დროს. არ დაიჯერებ: ეს არის ახლა, თითქმის მუშტი მოვუღერე
დას, მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედა და უკანასკნელად შემომხე-
და მიმავალმა. უბედურება და ღორობაა ასეთი საქციელი! ეჰ,
რას მივაღწიე!.. ჯვრები სად გაქვს?..
როგორღაც აღტაცებული იყო, მოუსვენრობდა; ვეღარაფ-
რისთვის მიეპყრო დიდხანს ყურადღება, აზრი აზრს უსწრებდა,
ხელები ოდნავ უკანკალებდა.
სონიამ უსიტყვოდ ყუთიდან ორი ჯვარი ამოიღო, კვიპაროსის
და სპილენძის, პირჯვარი გადაისახა, რასკოლნიკოვსაც გადასწე-
რა და კვიპაროსის ჯვარი გულზე ჩამოჰკიდა.
– მაშასადამე, იმას ნიშნავს, ტანჯვას ვკისრულობ, ჰა! ჰა!
თითქოს აქამდე ცოტა მეტანჯოს! კვიპაროსის ჯვარი მდაბიო
ხალხისაა; სპილენძისას – ლიზავეტასას, შენთვის იღებ, მაშ? მიჩ-
ვენე, აბა!.. ეს ჰქონდა გაკეთებული... მაშინ?.. მე ვიცი ორი ასეთი
ჯვარი, ერთი ვერცხლისა და მეორე, ხატით ბებრუხანას დავადე
მაშინ გულზე. აი, ისინი უნდა მქონოდა ახლა მართლა და გამეკე-
თებინა... მაგრამ ვცრუობ სულ, საქმე კი მავიწყდება; დაბნეული
ვარ როგორღაც!.. ხედავ, სონია, იმიტომ მოვედი, რომ გამეგები-
ნებინა, რომ გცოდნოდა... მეტი არაფერი... იმიტომ მოვედი მარ-
ტო (ჰმ! თუმცა მეგონა, მეტს გეტყოდი), შენც ხომ სწორედ ეს გინ-
დოდა, რომ წავსულიყავი; აი, გადავწყვიტე მეც, რომ ციხეში ვიჯ-
დე, ასრულდება შენი წადილი; მაშ, რაღა გატირებს? შენც ტირი?
კმარა, გეყოფა... ოჰ, როგორ მემძიმება ეს ყველაფერი!
გრძნობა დაჰბადებოდა უკვე, გული ძლიერად შეეხუთა, სო-
ნიას რომ უცქერდა: „ამას, ამას რაღა დაემართა? – ფიქრობდა
თავისთვის, – ამისთვის რაღა ვარ? რატომ ტირის? რას მამზა-
დებს, თითქოს დედა იყოს ან დუნია? ძიძაობას თუ მიპირებს!“
– პირჯვარი გადაიწერე და ილოცე ერთხელ მაინც, – შეს-
თხოვა სონიამ აკანკალებული ხმით, მოკრძალებით.
– ინებე, გეთაყვა, რამდენიც გინდა! თანაც გულით, სონია,
წმინდა გულით...
თუმცა, ეტყობოდა, სხვა რაღაცის თქმა უნდოდა...
რასკოლნიკოვმა რამდენჯერმე გამოისახა პირჯვარი. სონიამ
უცებ თავშალს დაავლო ხელი, წამოიხურა. ეს იყო დედამისის
მწვანე თავშალი, უთუოდ ის, რომელიც განსვენებულმა მარმე-
ლადოვმა „საგვარეულოს“ სახელით მონათლა. მაშინვე გაიფიქ-
რა ეს რასკოლნიკოვმა, მაგრამ აღარაფერი ჰკითხა. მშვენივრად
გრძნობდა, რომ საშინლად დაბნეული იყო, შეშფოთებული და
თვითონვე შეშინდა. ელდასავით ეცა უცებ ისიც, რომ სონიას მას-
თან ერთად უნდოდა წასვლა.
– რა მოხდა!.. საით?.. დარჩი, შინ დარჩი! მარტო წავალ, –
შეჰყვირა გულმოსულმა სულმოკლედ და თითქმის გაბოროტე-
ბულმა კარს მიაშურა, – ამალა რა საჭიროა! – ბუტბუტებდა გას-
ვლის დროს.
სონია შუაგულ ოთახში დარჩა; აღარც კი გამოსთხოვებია,
დაავიწყდა იგი უკვე რასკოლნიკოვს. ერთი რამ მწვავე, გულის
მომკვლელი ეჭვი არ ასვენებდა.
„ნეტავ, მართლა ასეა საქმე, ასეა ყველაფერი? – გაიფიქრა
ხელახლა, კიბეზე რომ ჩამოდიოდა: – ნუთუ საქმის გამოსწორება
აღარ შეიძლება... ნუთუ არ შეიძლება გადავიფიქრო და აღარ წა-
ვიდე? ყველაფერი შევცვალო ისევ?“
მაგრამ უკვე მიდიოდა და იგრძნო უცებ უკანასკნელად, რომ
კითხვების დრო აღარ იყო. გამოვიდა თუ არა ქუჩაში, მოაგონდა,
სონიას არც კი გამოეთხოვა; რომ შუა ოთახში დარჩა მწვანე
შალმოსხმული, გაშტერებული. რასკოლნიკოვის შემოტევით დაბ-
ნეულმა ვეღარც რამის თქმა მოასწრო, ვეღარც გაინძრა;
მოაგონდა ეს და შედგა ერთ წამს. იმავე წამს რაღაც აზრმა
გაუელვა და დასძლია კიდეც საბოლოოდ.
– რაო, რისთვის, რისთვის ვიყავი ახლა? ვუთხარი: საქმის-
თვის მოვედი-მეთქი, მაგრამ რა საქმისთვის? არაფერი საქმე არ
მქონდა! იმისთვის ხომ არა, რომ გამომეცხადებინა, მივდივარ--
მეთქი; რა მოხდა მერე, რომ მივდივარ, რა საჭირო იყო! მიყ-
ვარს თუ რა? ხომ არ მიყვარს?.. ახლაც ძაღლივით გავაგდე...
მართლა ხომ ჯვრები არ მინდოდა? ოჰ, რა საზიზღარი და ზნე-
დაცემული ვარ! არა, მინდოდა, ეტირა უთუოდ, მინდოდა, შემეში-
ნებინა, მენახა, როგორ დაიტანჯებოდა და ეტკინებოდა გული!..
უთუოდ უნდა მომემიზეზებინა რამე, საქმე გამეჭიანურებინა!.. არა,
როგორ მქონდა ჩემი თავის იმედი, ამდენს როგორ ვოცნებობდი
მე გლახა, არარაობა!..
არხის პირას მიდიოდა ქუჩის გასწვრივ. მივიდა თუ არა ხიდ-
თან, შედგა ერთ წამს და უცებ სენის მოედნისკენ გაუხვია.
გაფაციცებით იყურებოდა ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ,
ყველა საგანს ღრმად აკვირდებოდა, მაგრამ ყურადღება სადღაც
ეფანტებოდა. „აი, ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ გამატარე-
ბენ პატიმართა დახურული ეტლით ხიდზე, ნეტავ, მაშინ როგორ-
ღა შევხედავ ამ არხს! – გაიფიქრა თავისთვის, – აი, დუნიას წარ-
წერაც, როგორ ამოვიკითხავ მაშინ ამ ასოებს? აი, აქ ამხანაგობა
წერია; აი, დავიმახსოვრებ ასო-ასო და ერთი თვის შემდეგ შევხე-
დავ ამავეს; როგორ შევხედავ, ნეტავ? რას ვიგრძნობ და რას ვი-
ფიქრებ მაშინ? ღმერთო ჩემო, რა საძაგლობაა ეს ჩემი დღევან-
დელი... ზრუნვა! რასაკვირველია, ყოველივე ეს საყურადღებო
უნდა იყოს (ჰა-ჰა-ჰა! რას ვფიქრობ, რას)... ბავშვივით ვარ, ვბა-
ქიაობ; რაო, რას ვირცხვენ თავს? ფუჰ, როგორ იკვრევინებიან
ხელს!.. აი, ამ გასივებულმა (გერმანელი იქნება უთუოდ), ხელი
რომ მკრა, იცის ნეტავ, ვის ჰკრა ხელი? აგერ, დედაკაცს ხელში
ბავშვი უჭირავს და მოწყალებისთვის ხელი გამოუწვდია; ჰგონია,
იმაზე ბედნიერი ვარ. რა იქნებოდა, რომ მართლაც გამეწოდები-
ნა რამე. რასაკვირველია, ყურადღების მოსაქცევად. ეჰე, შაური
საიდანღაც ჩამრჩენია ჯიბეში! აჰა, დაიჭი, დედი... დაიჭი“...
– ღმერთი იყოს შენი მფარველი! – დაიწუწუნა მათხოვარმა.
სენის მოედანზე გავიდა. არ ესიამოვნა საშინლად, ხალხი
რომ ხედავდა, მაგრამ მაინც სწორედ იქით მიიწევდა, საითაც უფ-
რო მეტი ხალხი მოჩანდა. ვინ იცის, რას არ მისცემდა ახლა,
მარტო რომ დაეტოვებინათ; მაგრამ გრძნობდა იმასაც, რომ
არაფრის გამო, არც ერთ წამს მარტო დარჩენა არ შეეძლო.
ხალხის ბრბოში ვიღაც მთვრალი კაცი უმსგავსოდ იქცეოდა, უნ-
დოდა ვითომ ეცეკვა, მაგრამ ფეხზე ვეღარ იდგა, – ხან აქეთ
ედებოდა ხალხს, ხან იქით. ყველა მას შემოეხვია გარს. რას-
კოლნიკოვიც გაძვრა ხალხში, რამდენიმე წამს შესცქეროდა
მთვრალს, მერე უცებ გადაიხარხარა. ერთი წამის შემდეგ აღარც
კი ახსოვდა, თუმცა ისევ თვალით ხედავდა ბრბოში მიმავალს.
მოშორდა ბოლოს და უაზროდ გააგრძელა გზა, მაგრამ მიაღწია
თუ არა მოედნის შუაგულს, რაღაც შეგრძნებამ სულითა და ხორ-
ცით ერთბაშად შთანთქა...
უცებ სონიას სიტყვები მოაგონდა: „დადექ ჯვარედინზე, მარ-
ჯვნივ და მარცხნივ ხალხს თავი დაუკარი, დედამიწას ეამბორე,
იმიტომ, რომ შესცოდე მის წინაშე, და მთელ ქვეყანას გამოუტ-
ყდი ხმამაღლა: მკვლელი ვარ-თქო!“ – მოაგონდა ეს და კანკალ-
მა აიტანა. ისე ძლიერად იმოქმედა ამ ბოლო დროის და განსა-
კუთრებით კი ბოლო წამების ნაღველმა და მწუხარებამ და იქამ-
დე შთანთქა მთელი მისი არსება, რომ მზად იყო, თითქმის შეეს-
რულებინა კიდეც, მზად იყო, ეს ახალი გრძნობა განეცადა. თით-
ქოს რაღაცამ მოუარა, თითქოს ნაპერწკალივით გაჰკრა სულში
და ცეცხლივით მოედო. უცბად სულ მოეშვა, მოდუნდა და ცრემ-
ლები წასკდა. მიწაზე დაეცა...
დაიჩოქა შუაგულ მოედანზე და რაღაც სიამოვნებითა და
ბედნიერებით ეამბორა ჭუჭყიან მიწას. წამოდგა მერე და ხელახ-
ლა თაყვანი სცა.
– ვერ უყურებთ, როგორ გამსკდარა! – შენიშნა ვიღაც ჭაბუკ-
მა.
აქეთ-იქით სიცილი გაისმა.
– იერუსალიმში აპირებს, ძმებო, წასვლას, შვილებს, სამშობ-
ლოს ეთხოვება, ქვეყანას თაყვანს სცემს, სატახტო ქალაქს,
სანქტ-პეტერბურგს და მის ნიადაგს ეამბორება! – დასძინა ვიღა-
ცამ.
– ჯერ ახალგაზრდაა! – ჩაერია მესამე.
– ეტყობა, კარგი ოჯახიშვილია! – შენიშნა მეოთხემ.
– ახლა სწორედ ძნელია ცნობა, ვინ არის კარგი ოჯახიდან
და ვინ არა.
ამ საუბარმა, ცოტა არ იყოს, შეაკავა რასკოლნიკოვი და
სათქმელად გამზადებული სიტყვები: „მე მოვკალი“ – პირზე
შეეყინა. გულდამშვიდებულმა მოისმინა ყველაფერი, წამოდგა და
უკან არ მოუხედავს ისე, შესახვევით პირდაპირ კანტორისკენ გას-
წია. გზად თითქოს ვიღაც შენიშნა, მაგრამ არ გაჰკვირვებია;
გრძნობდა წინათვე, რომ ასე იქნებოდა უთუოდ. სენის მოედანზე
მუხლი რომ მოიდრიკა მეორედ და თაყვანი სცა დედამიწას, მარ-
ცხნივ, ასე ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე, უცებ სონიას მოჰკრა თვა-
ლი. მოედანზე აშენებულ ხის ფარდულებს მოჰფარებოდა,
თვალს ადევნებდა; მაშასადამე, კვალდაკვალ მიჰყვებოდა, ისიც
გაიგო რასკოლნიკოვმა, რომ სონია ახლა სამუდამოდ მასთან
იქნებოდა, ჯოჯოხეთშიც თან გაჰყვებოდა. უცებ გულმა ძლიერად
დაუწყო ბაგაბუგი... მაგრამ აი, მიაღწია, აი, მიადგა საბედისწერო
ადგილს...
ეზოში გაბედულად შეაბიჯა. მესამე სართულზე უნდა ასული-
ყო. „სანამ ავაღწევ...“, – გაიფიქრა გუნებაში. ეგონა, ჯერ დიდი
დრო ჰქონდა ფიქრისთვის.
მაშინდელივით ისევ ნაგავი იყო მიმობნეული დაგრეხილ კი-
ბეზე, სამზარეულოებიდან გამოსასვლელი კარებიც ბოლომდე
იყო ღია, გარშემო საშინელი, მყრალი სუნი და ოხშივარი ას-
დიოდა ყველაფერს.
რასკოლნიკოვს მუხლები ეკეცებოდა, მაგრამ მაინც წინ
მიიწევდა. ერთ წამს შედგა, რომ სული მოებრუნებინა, გამხნევე-
ბულიყო, ვაჟკაცურად შესულიყო. „მაგრამ რისთვის? რატომ? რა-
ტომ?“ – გაიფიქრა უცებ. მის ოცნებას ერთ წამს ილია პეტროვიჩ
პოროხის სახე წარმოუდგა. „ნუთუ მართლა მას წარვუდგე? არ
შეიძლება სხვა იყოს? ხომ არ ჯობს, ნიკოდიმ ფომიჩთან მივი-
დე?.. არა, ჯობს ახლავე დავბრუნდე და პირდაპირ უბნის ზედამ-
ხედველს მივაკითხო სახლში!.. შინაურულად მაინც ჩაივლის...
არა, არა, პოროხთან ჯობს, პოროხთან!.. ჯობს ერთად ვიწვნიოთ
ყველაფერი...“
მთლად დაბნეულმა და აცახცახებულმა, როგორც იქნა, გა-
მოაღო კანტორის კარი. იმჟამად თითქმის არავინ იყო კანტორა-
ში. იდგა ვიღაც მეეზოვე და კიდევ ერთი უბრალო კაცი. ყარაულს
არც კი გამოუხედავს თავისი ფიცრულიდან. რასკოლნიკოვი
მეორე ოთახში ავიდა. „იქნებ კიდევ შეიძლება, რომ არაფერიც
არ ვუთხრა“, – უტრიალებდა თავში. აქ ვიღაც სერთუკიანი გადამ-
წერელი საწერად ემზადებოდა. კუთხეში მეორე გადამწერელს
მოჰკრა თვალი. ზამეტოვი ჯერ არსად ჩანდა. არც ნიკოდიმ ფო-
მიჩი ჩანდა, რასაკვირველია.
– არავინაა? – დაეკითხა რასკოლნიკოვი საწერად გამზადე-
ბულ სერთუკიანს.
– ვინ გნებავთ?
– აჰა! რამდენი ხანია, საიდანღაც ისმოდა თქვენი ხმა... უჩინ-
რად, უხილავად... მაგრამ მაინც რუსული სული ტრიალებდაო...
როგორ არის ზღაპრად ნათქვამი?.. დამავიწყდა!.. ჩემი სალამი!
– შეჰყვირა უცებ ნაცნობმა ხმამ.
რასკოლნიკოვს კანკალი დააწყებინა. მის წინ პოროხი იდგა;
უცბად გამოვიდა მესამე ოთახიდან... „ბედისწერაა უთუოდ, –
გაიფიქრა რასკოლნიკოვმა, – თორემ, რა უნდა აქ?“
– ჩვენთან მოხვედით? რა საქმისთვის? – ეკითხებოდა ილია
პეტროვიჩი (ეტყობოდა, მშვენიერ გუნებაზე იყო და ცოტათი აღ-
ტყინებულიც), – თუ რამე საქმე გაქვთ, ადრეა ცოტა, მე თვითო-
ნაც შემთხვევით ვარ ახლა აქ... მაინც, თუკი რამით შემიძლია
გემსახუროთ, მზად ვარ... თქვენი სახელი, უკაცრავად...
– რასკოლნიკოვი ვარ.
– რასკოლნიკოვი! ნუთუ გგონიათ, რომ დამავიწყდა? ნურც
ასეთ გულმავიწყად ჩამთვლით, გეთაყვა. როდიონ რო.. რო..
როდიონიჩ, აგრეა, ვგონებ, არა?
– როდიონ რომანიჩ.
– დიახ, დიახ, დიახ! როდიონ რომანიჩ, როდიონ რომანიჩ!
ეგ მინდოდა სწორედ მეთქვა. რამდენჯერ ვიკითხე კიდეც. გამო-
გიტყდებით, მას შემდეგ ბევრჯერ გულწრფელად ვინანე, რომ მა-
შინ ჩვენ ისე... მერე ამიხსნეს და შევიტყვე, თურმე ახალგაზრდა
ლიტერატორი და მეცნიერი ყოფილხართ... პირველი ნაბიჯია
თურმე. ო, ღმერთო ჩემო! მაგრამ რომელ ლიტერატორსა და
სწავლულს არ უმოქმედია პირველად ასე თავისებურად! მეც და
ჩემი ცოლიც – ორივე დიდ პატივს ვცემთ ლიტერატურას, ცოლს
ხომ გატაცებით უყვარს!.. საქმე კეთილშობილი ბუნებაა, თორემ
ნიჭით, ცოდნით, გონებითა და გენიით ყველაფერი ადვილად
მოიპოვება! ქუდი რა არის, ციმერმანთან ვიყიდე, მაგრამ იმას კი,
რასაც ქუდი ფარავს და ინახავს, ყიდვით ვერ იყიდი!.. გამოგიტ-
ყდებით, მინდოდა კიდეც, მოვსულიყავი თქვენთან და ყველაფე-
რი აგეხსნათ, მაგრამ ვიფიქრე, ვაითუ... როგორ დამავიწყდა,
მართლა: რა გნებავთ, რისთვის გვესტუმრეთ?.. ამბობენ, თქვენე-
ბი ჩამოგსვლიათ?
– დიახ, დედა და და ჩამომივიდნენ.
– მქონდა ბედნიერება და ვნახე კიდეც თქვენი და, მშვენიერი,
განათლებული ქალია. გულწრფელად მოგახსენებთ, ვინანე,
რომ მაშინ ისე გავცხარდი. მოხდა, რას იზამ! მაშინ რომ თქვენი
გულშეღონების გამო ისე როგორღაც შეგხედეთ, ბოლოს მშვე-
ნივრად აიხსნა! ფანატიზმის ბრალი იყო! მესმის თქვენი გულის-
წყრომა. იქნებ დედისა და დის ჩამოსვლის გამო, ბინა გინდათ
გამოიცვალით?
– არა... მე მხოლოდ ისე... შემოვედი, მეკითხა... მეგონა, ზა-
მეტოვს ვნახავდი.
– ჰო, მართლა! მგონი, დამეგობრებულხართ კიდეც, გავიგე,
მაგრამ ზამეტოვი აქ აღარ არის, – ვერ მოუსწარით. დიახ, გამო-
ვემშვიდობეთ ალექსანდრ გრიგორიევიჩს! გუშინდლიდან აქ არ
მუშაობს... წავიდა... და წასვლისას ყველასთან ჩხუბი მოუვიდა...
მეტად უზრდელად მოიქცა... თავქარიანი ბიჭია, სხვა არაფერი;
იმედს კი იძლეოდა; ხედავთ, რა ემართება ამ ჩვენს ბრწყინვალე
ახალგაზრდობას!.. ბაქიაობენ და გამოცდაც ამით მთავრდება.
თქვენ და ბატონი რაზუმიხინი კი, თქვენი მეგობარი, სულ სხვანი
ხართ! თქვენი იდეალი სამეცნიერო ნაწილია. თქვენი ასეთი
ცხოვრებით, შეიძლება ითქვას – განდეგილს და ბერს ემსგავსე-
ბით!.. თქვენთვის მხოლოდ წიგნი, ყურს უკან გადებული კალამი
და სამეცნიერო გამოკვლევები არსებობს, – აი, რას ეტრფის
თქვენი გონება! თვითონ მეც ცოტათი... ლივინგსტონის50 ნაწერე-
ბი წაგიკითხავთ?
– არა.
– მე კი წამიკითხავს. თუმცა დღეს მეტად მომრავლდნენ ნი-
ჰილისტები... დრო არის ასეთი, ხომ! მე თქვენ მაინც... თქვენ
ხომ, რასაკვირველია, ნიჰილისტი არ ხართ! გულახდილად მიპა-
სუხეთ! არ ხართ ხომ?
– ა-არა.
– იცით რა, ნუ მომერიდებით, გულახდილი იყავით, მენდეთ,
როგორც საკუთარ თავს! სამსახური სხვა საქმეა, სხვაა... გეგო-
ნათ, მეგობრობას ვიტყოდი; არა, ვერ გამოიცანით! მეგობრობა
კი არა, მოქალაქისა და ადამიანის გრძნობაა საქმე, საქმე კაც-
თმოყვარეობაა და უზენაესის სიყვარულია. შეიძლება ოფი-
ციალური პირი და თანამდებობის მქონე კაცი ვიყო, მაგრამ ვალ-
დებული ვარ, მოქალაქისა და ადამიანის მოვალეობა არ დავი-
ვიწყო, ამაშიც ანგარიში ვაძლიო ჩემს თავს... აი, თქვენ ზამეტო-
ვის ხსენება ინებეთ. ზამეტოვს მარტო აურზაურის ჩამოგდება შე-
უძლია უპატიოსნო სახლში, შამპანურის სმის დროს, ისე, რო-
გორც ფრანგებმა იციან ხოლმე, – აი, რა არის თქვენი ზამეტოვი!

50 დევიდ ლივინგსტონი (1813-1873) – ცნობილი ინგლისელი


მოგზაური და აფრიკის მკვლევარი.
მე კი, იქნება მაღალ გრძნობებსა და ერთგულებას გადავყვე,
მასთან ხარისხიც მაქვს, ადგილიც მიჭირავს! ცოლ-შვილი მყავს.
მოქალაქისა და ადამიანის მოვალეობას ვასრულებ. ის კი, ნება
მიბოძეთ გკითხოთ, ვინ არის? გეპყრობით ისე, როგორც განათ-
ლებულ, კეთილშობილ კაცს შეჰფერის. აი, ეს ბებიაქალებიც ერ-
თობ მომრავლდნენ.51
რასკოლნიკოვმა წარბები ასწია. ეტყობოდა, ილია პეტროვი-
ჩის სიტყვები რახარუხად ეჩვენებოდა, ყურს არ უგდებდა. მაინც,
ზოგიერთი რამ ოდნავ შეიგნო უნებურად; უცქერდა გაკვირვებუ-
ლი, მაგრამ არ იცოდა, საქმე რითი გათავდებოდა.
– აი, იმ თმაშეკრეჭილ ქალებზე მოგახსენებთ, – განაგრძობ-
და ყბედი ილია პეტროვიჩი, – ბებიაქალებს ვეძახი, დიახ, და
მგონია, ზედგამოჭრილი სახელია, უკეთესი არ შეიძლება, ჰა-ჰა-
ჰა! აკადემიაში მიალაჯუნებენ, ამიტომაც სწავლობენ; მაგრამ,
ვთქვათ, ავად გახდი, მითხარით, გეთაყვა, ქალს მოვიწვევ, რომ
მიმკურნალოს? ქალს ვანდობ თავს? ჰა-ჰა-ჰა!
თავისი სიტყვამახვილობით მეტად კმაყოფილი ილია პეტ-
როვიჩი გულიანად ხარხარებდა.
– მართალია, სწავლის წყურვილი დიდი აქვთ; მაგრამ ვინ
უშლის, ბატონო, ისწავლონ, რამდენიც სურდეთ. ეს ცოდნის ბო-
როტად გამოყენება რაღაა? რად უნდა შეურაცხყონ კეთილშობი-
ლი ადამიანები, როგორც ამას ეს უკეთური ზამეტოვი სჩადის?
მითხარით, გეთაყვა... თავი რატომ უნდა შეურაცხვყო?.. აი, ეს
თავის მოკვლაც მეტად გახშირდა, წარმოიდგინეთ. ჯერ მთლად
გაფლანგავენ თავიანთ ქონებას, მერე თავს იკლავენ. ქალი, კა-

51 პორუჩიკი პოროხი ამ სიტყვებით აბუჩად იგდებს ქალთა


ემანსიპაციას: XIX საუკუნის 60-იანი წლების რუსეთში ქალთა გა-
ნათლება ორი – ბებიაქალისა და მასწავლებლის პროფესიით
ამოიწურებოდა.
ცი, ახალგაზრდა, მოხუცებული... ყველა ასე იქცევა... აი, ამ დი-
ლითაც ვიღაც პროვინციიდან ჩამოსულს მოუკლავს თავი. სულ
რამდენიმე დღის ჩამოსული ყოფილა. ნილ პავლიჩ, ნილ პავ-
ლიჩ! რა გვარია, წეღან რომ გვატყობინებდნენ, პეტერბურგის
მხარეს მოიკლაო თავი?..
– სვიდრიგაილოვი, – უპასუხა ხრინწიანად და უნდილად ვი-
ღაცამ მეორე ოთახიდან.
რასკოლნიკოვი შეკრთა.
– სვიდრიგაილოვი! სვიდრიგაილოვს მოუკლავს თავი?! –
შესძახა გაოცებულმა.
– როგორ, იცნობდით განა?
– დიახ... ვიცნობდი... დიდი ხანი არ არის, რაც ჩამოვიდა.
– დიახ, დიახ, ახლახან ჩამოვიდა, ცოლი მოჰკვდომია, თა-
ვაშვებული მოქეიფე ყოფილა და უცებ თავი კი მოიკლა. მერე,
ისიც რა სამარცხვინოდ, ვერ წარმოიდგენთ... უბის წიგნაკში
ჩაუწერია რამდენიმე სტრიქონი, რომ საღ გონებაზე იკლავდა
თავს, არავინ მის მკვლელობაში დამნაშავე არ არის. ამბობენ,
ფულიც ჰქონია... თქვენ საიდან იცნობდით?
– მე... იქიდან... რომ... და მსახურობდა ჩემი მის ოჯახში აღ-
მზრდელად...
– ჰე-ჰე-ჰე... ეს კარგია... შეგიძლიათ გვაცნობოთ რამე მის
შესახებ?.. თქვენ კი ვერ წარმოიდგენდით, რომ...
– გუშინ ვნახე... ღვინოს სვამდა... მაგრამ თავის მოკვლას თუ
აპირებდა, ამაზე არაფერი ვიცოდი...
გრძნობდა რასკოლნიკოვი, რომ უცებ თითქოს რაღაც დააწ-
ვა, რაღაცამ სული შეუხუთა.
– თითქოს ოდნავ გაფითრდით... დახუთული ჰაერის ბრალი
თუ იქნება...
– დიახ, ასეა... მაგრამ დროა, წავიდე, – წაიბუტბუტა რას-
კოლნიკოვმა, – ბოდიშს ვიხდი!.. დიდად მოხარული ვარ თქვენ-
თან შეხვედრით... მინდოდა მხოლოდ... ზამეტოვი მენახა...
– მესმის, მესმის, მოხარული ვარ, რომ გნახეთ, – ილია პეტ-
როვიჩმა ხელიც კი გაუწოდა.
– მეც... მოხარული ვარ... მშვიდობით, ნახვამდის... – დაემ-
შვიდობა რასკოლნიკოვი.
რასკოლნიკოვი გავიდა; ბარბაცებდა, თავბრუ ეხვეოდა, ვე-
ღარ გრძნობდა, ფეხზე იდგა თუ არა. კიბეზე დაიწყო ჩასვლა,
მარჯვენა ხელით კედელს ებჯინებოდა. მოეჩვენა, ვითომ ქვემო-
დან ამომავალი, იღლიაში დავთარამოჩრილი მეეზოვე დაეჯახა;
რომ სადღაც ქვედა სართულზე ძაღლი ყეფდა გამწარებული და
ვიღაც დედაკაცმა რაღაც ესროლა და დაუყვირა. ჩამოვიდა ქვე-
მოთ და ეზოში გავიდა. აქ, ეზოში, ალაყაფის კართან, მიტკალი-
ვით გაფითრებული სონია იდგა და გონებააბნეულივით შეჰყუ-
რებდა. რასკოლნიკოვი მის წინ შედგა. სონიას სახეზე ტანჯვით
აღსავსე ტკივილი აღბეჭდოდა. რასკოლნიკოვმა უცბად ხელები
გაასავსავა, ზიზღის მომგვრელი, უაზრო ღიმი გაუკრთა ტუჩებზე.
შედგა პატარა ხანს, ჩაიცინა და უკანვე დაბრუნდა კანტორაში.
ილია პეტროვიჩი რაღაც ქაღალდებს ჩასცქეროდა. წინ ედგა
სწორედ ის მეეზოვე, რომელმაც კიბეზე ავლის დროს ხელი
ჰკრა რასკოლნიკოვს.
– აჰაა! ისევ მობრუნდით! ხომ არაფერი დაგავიწყდათ?.. რა
მოხდა?.. რა დაგემართათ?..
გაფითრებული რასკოლნიკოვი უმოძრაო სახით ნელ-ნელა
უახლოვდებოდა მას, მივიდა მაგიდასთან, დაეყრდნო ხელით, უნ-
დოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა; მხოლოდ
გაუგებარ სიტყვებს ლუღლუღებდა უაზროდ.
– გული მიგდით... სკამი! აი, დაჯექით!.. წყალი!..
რასკოლნიკოვი სკამზე დაეშვა, მაგრამ უცნაურად გაოცებულ
ილია პეტროვიჩის სახეს მაინც თვალს არ აშორებდა. ერთ წამს
ორივენი ერთმანეთს შეჰყურებდნენ, იცდიდნენ. წყალიც მოიტა-
ნეს.
– მე... – დაიწყო თითქოს რასკოლნიკოვმა.
– წყალი დალიეთ.
რასკოლნიკოვმა მოიშორა ხელით ჭიქა და მშვიდად, გარ-
კვევით დაიწყო:
– მე მოვკალი მოხელის ცოლი, მევახშე ბებრუხანა და მისი
და ლიზავეტა. მოვკალი ცულით და გავძარცვე კიდეც.
ილია პეტროვიჩმა პირი დააღო. მაშინვე ყველა მხრიდან
მისცვივდნენ, გარს შემოერტყნენ.
რასკოლნიკოვმა ჩვენება გაიმეორა...
ეპილოგი

ციმბირში, უდაბური და განიერი მდინარის პირას ქალაქია


გაშენებული, რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრი. ქა-
ლაქში ციხეა, ციხეში – საპატიმრო. აგერ, ცხრა თვეა, საპატიმ-
როში ზის კატორღაში გამოგზავნილი, მეორე ხარისხის პატიმა-
რი როდიონ რასკოლნიკოვი. დანაშაულის ჩადენის დღიდან კი
წელიწად-ნახევარია თითქმის გასული.
სასამართლოში საქმე დაუბრკოლებლად წარმოებდა. დამნა-
შავე მტკიცედ და ნათლად იმეორებდა თავის ჩვენებას; გარე-
მოებას არ ურევდა და არ აბნევდა, ფაქტებს არ ამახინჯებდა, თა-
ვის სასარგებლოდ არაფერს იყენებდა, ყველაფერს დაწვრილე-
ბით იგონებდა. დაწვრილებით უამბო მკვლელობის პროცესი:
აუხსნა საიდუმლო გირაოს შესახებ (რკინაგადაკრული ხის ფირ-
ფიტის), რომელიც ბებრუხანას აღმოაჩნდა ხელში; უამბო დაწ-
ვრილებით, როგორ ჩამოჰგლიჯა მკვდარს გასაღებების აცმა,
აუწერა მათი მოყვანილობა, სკივრი, სადაც ბებრუხანას ნივთები
ელაგა, და რითი ჰქონდა სავსე; ზოგიერთი ნივთი კი ცალ-ცალკე
დაუსახელა; განუმარტა, როგორ მოხდა, რომ ლიზავეტაც შემო-
აკვდა; უამბო, როგორ ავიდა კოხი და უბრახუნებდა, მერე სტუ-
დენტი... გადასცა სიტყვასიტყვით ყველაფერი, რაც კი მათ ერ-
თმანეთში ილაპარაკეს, როგორ ჩამოირბინა ბოლოს კიბე და მი-
კოლკასი და მიტკას ყვირილი შემოესმა; როგორ დაიმალა ცა-
რიელ ბინაში და მივიდა შინ. დასასრულს, უჩვენა ის ქვაც, ვოზნე-
სენსკის პროსპექტის ეზოში, რომლის ქვეშაც ქისა და ნივთები
ჩაფლა. ერთი სიტყვით, საქმე მთლიანად გამოააშკარავა. გან-
ცვიფრდნენ გამომძიებელიც და მოსამართლეებიც, სხვათა შო-
რის, იმის გამო, რომ ქისა და ნივთები ქვის ქვეშ შეინახა და არ
ისარგებლა; ყველაზე მეტად კი იმან გააკვირვათ, რომ არამცთუ
არ ახსოვდა, რა და რა მოეპარა, რიცხვიც კი სწორად ვერ
დაასახელა, რამდენიმე ნივთი წაეღო სულ. ის გარემოება კი,
რომ არც ერთხელ ქისაში არ ჩაეხედა და არ იცოდა, რამდენი
იყო შიგ ფული, დაუჯერებლად მიიჩნიეს (ქისაში აღმოჩნდა სამას
ჩვიდმეტი მანეთი ქაღალდის ფული და სამი ორშაურიანი; დიდი
ხნით მიწაში დების გამო, ზემოთა მსხვილი ქაღალდის ფული მე-
ტად დაზიანებულიყო). დიდხანს ცდილობდნენ გაეგოთ, რა მიზე-
ზი იყო, რომ მარტო ამაში სტყუოდა დამნაშავე, სხვას კი ყველა-
ფერს სისწორითა და ნებაყოფლობით უამბობდა. ბოლოს ზოგი-
ერთებმა (განსაკუთრებით ფსიქოლოგებმა) დაადგინეს, რომ
მართლაც შესაძლებელი იყო, არ ჩაეხედა ქისაში და არ სცოდ-
ნოდა, რამდენი იყო შიგ ფული, ისე წაეღო და დაეფლა ქვის
ქვეშ, მაგრამ დაასკვნეს იქვე, რომ მაშინ დანაშაული სრულ გონ-
ზე მყოფს არ უნდა ჩაედინა, მკვლელობისა და ძარცვის მონომა-
ნიით იყო უთუოდ ავადმყოფურად შეპყრობილი და, მაშასადამე,
შემდგომ ნაძარცვით სარგებლობა ფიქრადაც არ მოსვლია. სწო-
რედ ამ დროს, დროებითი შეშლილობის ახალმა თეორიამაც
მოუსწრო, რომელსაც ჩვენს დროში ასე ხშირად მიმართავენ
ხოლმე გასამართლების დროს. დაამტკიცეს აგრეთვე ისიც, რომ
წინათვე იპოქონდრიით იყო შეპყრობილი, რაც დაამოწმეს ექიმ-
მა ზოსიმოვმა, მისმა ზოგიერთმა ძველმა ამხანაგმა, დიასახლის-
მა და მოსამსახურე გოგომ. ყოველივე ამის შემდეგ დაადგინეს,
რომ რასკოლნიკოვი ჩვეულებრივ მკვლელს, მძარცველსა და
ყაჩაღს არაფრით ჰგავს, რომ მისი დანაშაული სხვა რამ გაუგება-
რი მიზეზით იყო გამოწვეული. ბოლო კითხვაზე: – რამ გაიძულა
მაინც, რომ მკვლელობა ჩაიდინე და გაძარცვე ადამიანიო,
მოურიდებლად და აშკარად უპასუხა, რომ მიზეზი მისი გაჭირვე-
ბული მდგომარეობა და სიღარიბე იყო, რომ უნდოდა, ცხოვრე-
ბაში გამოსასვლელად პირველ ხანს ხელი როგორმე გაემართა
სამიოდე თუმნით, რომელიც, მისი მოსაზრებით, უთუოდ აღმოაჩ-
ნდებოდა მოკლულს. მკვლელობა კი ქერქეტობამ და სულმოკ-
ლეობამ ჩაადენინა, რასაც ხელმოკლეობა და სხვადასხვა მარ-
ცხი უწყობდა ხელს. როცა ჰკითხეს, რაღამ გაიძულათ და რად
გამოტყდითო, პირდაპირ პასუხობდა – გულწრფელმა სინანულ-
მაო...
განაჩენი მაინც უფრო მოწყალე აღმოჩნდა, ვიდრე მოლო-
დინი ჰქონდათ; იქნებ იმიტომაც, რომ თვითონ დამნაშავე ცდი-
ლობდა თითქოს, თავის მართლების ნაცვლად, უარესად გამტყუ-
ნებას. გაითვალისწინეს აგრეთვე ყველა უცნაური და საგანგებო
გარემოება საქმისა, მისი ავადმყოფობა და სიღარიბეც, ვიდრე
დანაშაულს ჩაიდენდა. ის კი, რომ ნაძარცვით არ ისარგებლა,
ერთი მხრივ, დანაშაულის მონანიებას მიაწერეს, მეორე მხრივ
იმას, რომ მკვლელობის დროს თავის ჭკუაზე არ იყო უთუოდ.
ლიზავეტას უნებლიე მკვლელობაც ამავე მოსაზრების მაგალი-
თად გამოიყენეს: კაცი ორ-ორ ადამიანს კლავს და ივიწყებს იმა-
ვე დროს, რომ კარი ღია რჩებაო! დასასრულ, დიდად დაეხმარა
ის გარემოებაც, რომ თავისით მივიდა და თავს იდო დანაშაული
სწორედ იმ დროს, როდესაც იმედგადაწყვეტილი ურჯუკი ნიკო-
ლას ჩვენებამ საქმე საშინლად დახლართა და ნამდვილი დამნა-
შავის წინააღმდეგ არათუ საბუთი, არავითარი ეჭვიც არ შერჩათ
(პორფირი პეტროვიჩმა შეასრულა სიტყვა); ყველაფერმა ამან
დიდად შეუმსუბუქა სასჯელი.
სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა რამდენიმე სხვა გარე-
მოება, რომლებმაც დიდი დახმარება გაუწია დამნაშავეს. ნასტუ-
დენტარმა რაზუმიხინმა გამოძებნა საიდანღაც ცნობები იმის შესა-
ხებ, რომ დამნაშავე რასკოლნიკოვი უნივერსიტეტში ყოფნის
დროს თავის უკანასკნელ ლუკმას მთელი ნახევარი წელიწადი
ღარიბსა და ჭლექიან ამხანაგ სტუდენტს უზიარებდა თურმე. ამხა-
ნაგის სიკვდილის შემდეგ კი უვლიდა და პატრონობდა აგრეთვე,
მის დაძაბუნებულ მოხუც მამას (რომელსაც ავადმყოფი შვილი
მხოლოდ თავისი შრომით ინახავდა ცამეტი წლიდან), მოათავსა
ბოლოს საავადმყოფოში და, როცა გარდაიცვალა, დამარხა კი-
დეც. ყველა ამ ცნობამ დიდი გავლენა იქონია რასკოლნიკოვის
მომავალ ბედზე. თვითონ რასკოლნიკოვის დიასახლისმა (გარ-
დაცვლილი პატარძლის დედამ), ქვრივმა ზარიცინამაც დაამოწმა
მოსამართლეებთან, რომ წინანდელ სახლში ცხოვრების დროს
რასკოლნიკოვმა ერთ ღამეს ორი პატარა ბავშვი გამოიყვანა
ცეცხლმოკიდებული ბინიდან და დაწვას გადაარჩინა, თვითონ კი
კინაღამ დაიღუპა. დაწვრილებით გამოიძიეს ეს შემთხვევა და
დამტკიცდა, რომ მართალი იყო. ერთი სიტყვით, საქმე გათავდა
იმით, რომ დამნაშავეს მეორე ხარისხის სასჯელი გამოუტანეს და
მხოლოდ რვა წლით გაგზავნეს კატორღაში, რადგანაც თვითონ
გამოცხადდა და აღიარა დანაშაული.
პროცესი ჯერ ახალი დაწყებული იყო, რომ რასკოლნიკოვს
დედა გაუხდა ავად. დუნიამ და რაზუმიხინმა გადაწყვიტეს, მაშინვე
პეტერბურგიდან სხვაგან წაეყვანათ ავადმყოფი, ვიდრე საქმე
დასრულდებოდა. რაზუმიხინმა იქვე, პეტერბურგის მახლობლად
ამოარჩია რკინიგზის პირას ერთი ქალაქი, რომ საქმის მსვლე-
ლობისთვის თვალყური ერთგულად ედევნებინა და ავდოტია
რომანოვნას ნახვაც ხშირად შესძლებოდა. პულხერია ალექსან-
დროვნას სნეულება უცნაური იყო, როგორღაც ნერვები ჰქონდა
აშლილი და ცოტათი თითქოს, შეშლილსაც ჰგავდა. უკანასკნე-
ლად რომ ნახა ძმა დუნიამ და შინ დაბრუნდა, დედა უკვე ავად
დაუხვდა: სიცხე ჰქონდა, ბოდავდა. მოილაპარაკეს იმავე საღა-
მოს რაზუმიხინმა და დუნიამ, რა ეთქვათ დედისთვის, თუ გამო-
კითხვას დაუწყებდა, და მოიგონეს ეს ამბავიც: ვითომ რასკოლნი-
კოვი ვიღაცის მინდობილობით შორს, სადღაც რუსეთის საზ-
ღვარზე წასულიყო, საიდანაც ბოლოს, ფულიანი და ცნობილი
კაცი დაბრუნდებოდა. მაგრამ ორივენი გააკვირვა იმ გარე-
მოებამ, რომ არც მაშინ და არც შემდგომ პულხერია ალექსან-
დროვნას ამაზე აღარ უკითხავს არაფერი. პირიქით, თვითონვე
შეედგინა საიდანღაც საკუთარი ამბავი, სად და რისთვის წავიდა
მისი შვილი ასე უცბად; ცრემლმორეული ჰყვებოდა, როგორ მი-
ვიდა გამოსათხოვებლად; ანიშნებდა და აგრძნობინებდა, რომ
მარტოდმარტო მან იცოდა ბევრი რამ საყურადღებო და საიდუმ-
ლო შვილზე, რომ მის როდიას ძლიერი მტერი ჰყავდა და საჭი-
რო იყო, დამალვოდა. რაც შეეხება შვილის მომავალ ცხოვრება-
სა და ბედს, თვითონაც უეჭველად სჯეროდა, რომ ბრწყინვალე
მომავალი ექნებოდა, როგორც კი ზოგიერთი მტრული და ხე-
ლის შემშლელი გარემოება ასცილდებოდა, რაზუმიხინს არწმუ-
ნებდა, რომ თავის დროზე მისი შვილი სახელმწიფო მოღვაწე შე-
იქნებოდა; ამას ამტკიცებს უკვე დაბეჭდილი წერილი და მწერ-
ლობის ბრწყინვალე ნიჭიო. წერილს თვითონ ხშირად კითხუ-
ლობდა, ზოგჯერ ხმამაღლაც და ძილის დროსაც არ იშორებდა;
მაგრამ კითხვით საერთოდ არ კითხულობდა, სად იყო მისი რო-
დია, თუმცა მარტო ის გარემოებაც საკმარის ეჭვს ჰბადებდა, რომ
განგებ ერიდებოდა ხოლმე და კრინტს არ ძრავდა მათთან ამაზე.
შიშიც კი შეეპარათ ბოლოს და ეუცნაურათ, რომ პულხერია
ალექსანდროვნა დუმდა და არაფერს კითხულობდა. არ ჩიოდა,
მაგალითად, იმის თაობაზე, რომ წერილი არ მოსდიოდათ, მა-
შინ, როდესაც უწინ, პატარა ქალაქში ცხოვრების დროს, ეს იყო
მისი ერთადერთი სულისჩამდგმელი და მანუგეშებელი, ერთთა-
ვად საყვარელ როდიას წერილს ელოდა ხოლმე. ვერაფრით
აეხსნა ეს გარემოება და საშინლად წუხდა დუნია, ვაითუ საზა-
რელ რამეს გრძნობს საბრალო დედა და ეშინია, ვეღარ უკით-
ხავს ვერაფერიო! დუნია მაინც ნათლად ხედავდა, რომ დედა უკ-
ვე სრულ ჭკუაზე აღარ იყო.
ერთი-ორჯერ თვითონაც ჩამოაგდო ისე ლაპარაკი, რომ არ
შეიძლებოდა, არ ეთქვათ, სად იყო მისი როდია; მაგრამ, რაკი
დედა პასუხმა ვერ დააკმაყოფილა და ნათქვამი საეჭვოდ მიიჩ-
ნია, მოიწყინა საშინლად, დაღონდა, დიდხანს ხმა აღარ
ამოუღია. ბოლოს მიხვდა დუნია, რომ მუდამ მოტყუება და სხვა-
დასხვა მიზეზის გამოგონება ძნელი იყო, ამიტომაც გადაწყვიტა,
ზოგიერთ რამეზე სულაც არაფერი ეთქვა; მაგრამ თანდათან აშ-
კარად ხვდებოდა, რომ საცოდავ დედას რაღაც საზარელი ეჭვი
დაებადა. მოიგონა დუნიამ ძმის ნათქვამიც, რომ ძილში ბოდვის
დროს დედას ყური ეგდო უნებურად, იმ ღამეს სწორედ, სვიდრი-
გაილოვი რომ ინახულა; იქნებ მაშინ მოჰკრა რამეს ყური. ხში-
რად რამდენიმე დღისა და კვირის დაღვრემილობის, ჩუმი ცრემ-
ლისა და დუმილის შემდეგ ავადმყოფი უცბად უცნაურად გამო-
ცოცხლდებოდა ხოლმე და გაუთავებელ ხმამაღლა ლაპარაკს
იწყებდა, თუ რისი იმედი და მოლოდინი ჰქონდა მომავალში შვი-
ლისგან. უცნაური იყო ზოგჯერ მისი ეს ოცნებები. ანუგეშებდნენ,
კვერს უკრავდნენ (იქნებ თვითონაც გრძნობდა, რომ განგებ უკ-
რავდნენ კვერს და აამებდნენ), მაგრამ მაინც არ ცხრებოდა და
თავისას განაგრძობდა ხოლმე...
დამნაშავის გამოტეხიდან ხუთი თვის შემდეგ განაჩენიც გამო-
აცხადეს. როცა კი შესაძლებელი იყო, რაზუმიხინი მუდამ და-
დიოდა საპყრობილეში როდიას სანახავად. დადიოდა სონიაც.
ბოლოს გამოეთხოვებოდნენ და შორდებოდნენ ერთმანეთს. დუ-
ნია ეფიცებოდა ძმას, რომ სამუდამო არ იყო ეს განშორება, რა-
ზუმინიხიც იმავეს უმეორებდა. რაზუმინიხის ახალგაზრდა, ფიცხ
თავში უკვე მტკიცედ შედგა პროექტი, როგორ მოეგროვებინა
სამ-ოთხ წელიწადში ცოტაოდენი ფული და გადასახლებულიყ-
ვნენ ციმბირში, სადაც ნიადაგი ყოველმხრივ მდიდარი იყო,
ოღონდაც გამრჯე ხალხი და ფული აკლდა; როგორ დასახლებუ-
ლიყვნენ სწორედ იმ ქალაქში, სადაც როდია იქნებოდა და...
ახალ ცხოვრებას ერთად როგორ შესდგომოდნენ. გამოთხოვე-
ბისას ყველა ტიროდა. უკანასკნელ დღეებში რასკოლნიკოვი ერ-
თავად დაფიქრებული იყო, დედის ამბავს კითხულობდა, საშინ-
ლად წუხდა. იქამდე წუხდა, რომ დუნია დააფიქრა ამ გარე-
მოებამ. დედის ავადმყოფური მდგომარეობა რომ გაიგო, საშინ-
ლად დასევდიანდა. სონიას თითქმის არ სცემდა ხმას, თუმცა
სვიდრიგაილოვის ფულით უკვე მოემზადა საწყალი და პატიმარ-
თა იმ წყებასთან ერთად აპირებდა ციმბირში გამგზავრებას, რო-
მელშიც რასკოლნიკოვი ერია. არც რასკოლნიკოვსა და არც სო-
ნიას არასოდეს კრინტი არ დაუძრავთ ამაზე, მაგრამ ორივემ
იცოდა, რომ უთუოდ ასე იქნებოდა. უკანასკნელი გამოთხოვები-
სას უცნაურად იღიმებოდა რასკოლნიკოვი, დუნია და რაზუმიხინი
რომ ცხარედ უმტკიცებდნენ, ბედნიერად დავიწყებთ ცხოვრებას,
როგორც კი კატორღიდან გამოხვალო. წინათვე გამოთქვა შიში,
რომ დედის ავადმყოფობა ალბათ მალე უბედურებით დასრულ-
დებოდა. გზას გაუდგნენ ბოლოს, რასკოლნიკოვიც და სონიაც.
ორი თვის შემდეგ დუნია რაზუმიხინს მისთხოვდა. ქორწილი
ნაღვლიანი იყო. მიწვეულები იყვნენ, სხვათა შორის, პორფირი
პეტროვიჩი და ზოსიმოვი. ბოლო ხანს რაზუმიხინს ყველაფერი
მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. დუნიასაც მუდამ სჯეროდა, რომ
რაზუმიხინი მართლაც შეასრულებდა ყველა განზრახვას, რადგან
მტკიცე და უდრეკი ხასიათის იყო. უნივერსიტეტის ლექციებსაც
ისევ ისმენდა, უნდოდა, უთუოდ დაემთავრებინა კურსი; ორივენი
მომავლის გეგმას ადგენდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ხუთი
წლის შემდეგ უეჭველად ციმბირში გადასახლდებოდნენ. მანამდე
კი სონიას იმედი ჰქონდათ...
პულხერია ალექსანდროვნამ სიხარულით დალოცა ქალი და
რაზუმიხინი; მაგრამ ჯვრისწერის შემდეგ თითქოს უარესად და-
ღონდა, დანაღვლიანდა. ავადმყოფისთვის რომ როგორმე
ესიამოვნებინა, რაზუმიხინმა სხვათა შორის უამბო სტუდენტისა
და ძაბუნი მამის შემთხვევა, აგრეთვე, როგორ იხსნა როდიამ
შარშან ორი ბავშვი ცეცხლმოკიდებული სახლიდან; როგორ და-
იწვა ხელ-ფეხი და ავადაც იყო ამის გამო. ორივე ამბავმა დიდად
გაახარა და აღაფრთოვანა გონებაშერყეული, საბრალო პულხე-
რია ალექსანდროვნა. ერთთავად ამაზე ლაპარაკობდა და გარე-
თაც თითქმის ყველას უამბობდა (თუმცა დუნია მუდამ თან ახლდა
ხოლმე). ქუჩაში იქნებოდა, მაღაზიაში თუ საზოგადო ეტლში, ვი-
საც კი მოიხელთებდა, ყველასთან მაშინვე თავის შვილზე დაიწ-
ყებდა ლაპარაკს, – თუ რა ღირსეული წერილი დაბეჭდა ჟურ-
ნალში, როგორ შველოდა ამხანაგ სტუდენტსა და მის მამას, რო-
გორ გადაარჩინა ბავშვები ცეცხლმოკიდებული ბინიდან, თვითონ
კი დაშავდა და სხვა. ასე რომ, აღარც კი იცოდა დუნიამ, როგორ
მოეთოკა დედა. გარდა ამისა, საშიში იყო, მისი ავადმყოფური
მდგომარეობა უფრო გაუარესებულიყო, თუ ამ ამბების თხრობის
დროს რასკოლნიკოვის გვარი და საქმე მოაგონდებოდა ვინმეს
და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იტყოდა რამეს. გაიგო
პულხერია ალექსანდროვნამ იმ ორი ბავშვის დედის მისამართი,
რომლებიც ცეცხლში დაწვისაგან გადაარჩინა რასკოლნიკოვმა
და უნდოდა, უთუოდ ენახა. ბოლოს და ბოლოს, მისმა მოუსვენ-
რობამ ყველაფერს გადააჭარბა. დაიწყებდა უცებ ტირილს, ხში-
რად ხდებოდა ავად და სიცხიანი ბოდავდა. ერთხელ, დილით,
პირდაპირ გამოუცხადა ქალსა და სიძეს, რომ მისი ანგარიშით,
დრო იყო როდიას დაბრუნებისა, რომ ახსოვს, გამოთხოვებისას
თვითონ უთხრა, ცხრა თვის შემდეგ მელოდეთო. დაუწყო სახლს
დალაგება და მზადება დასახვედრად; გაუმზადა ოთახი (თავისი
საკუთარი), დაწმინდა ავეჯი, დარეცხა ფარდები და სხვა. დუნია
შეფიქრიანდა, მაგრამ რას ეტყოდა, თვითონაც შველოდა ოთა-
ხის დალაგებაში, რომელშიც ძმას უნდა ეცხოვრა ვითომ. დაუს-
რულებელ მხიარულ მოლოდინსა და ტირილში მოუსვენრად გა-
ტარებული დღის შემდეგ ღამე ავად გახდა, სიცხე მისცა, ბოდვა
დააწყებინა. ხურვება დაემართა. ორი კვირის შემდეგ სული და-
ლია. ბოდვით ნათქვამი სიტყვებიდან გამოირკვა, რომ უფრო სა-
ზარელი ეჭვი ჰქონდა შვილის ბედ-იღბალზე, ვიდრე ეგონათ.
დედის სიკვდილის შესახებ დიდხანს არაფერი იცოდა რას-
კოლნიკოვმა. თუმცა ციმბირში მისვლისთანავე მიწერ-მოწერა
გააბა. ამაში სონია ეხმარებოდა, რომელიც ყოველთვე ერთგუ-
ლად გზავნიდა წერილებს პეტერბურგში რაზუმიხინის სახელზე.
რასკოლნიკოვის ამბავს ატყობინებდა და იქიდანაც ასევე იღებდა
პასუხს. თავდაპირველად, როგორღაც უსიცოცხლოდ მიაჩნდათ
დუნიასაც და რაზუმიხინსაც სონიას წერილები და არ კმაყოფილ-
დებოდნენ თითქოს, მაგრამ დარწმუნდნენ ბოლოს, რომ უკეთ წე-
რა არ შეიძლებოდა. სონიას წერილებში ამოიკითხავდით უბრა-
ლოდ და ნათლად აღწერილ ყოველდღიურ ცხოვრებას კატორ-
ღაში მყოფი რასკოლნიკოვისა. არ იყო აქ არც სონიას საკუთარი
გრძნობები და იმედები მომავალზე, არც სხვა რამ ისეთი აღწე-
რილი, რაც პირდაპირ არ შეეხებოდა დამნაშავის ცხოვრებას.
რასკოლნიკოვის სულიერი განწყობილების, შინაგანი განცდებისა
და გრძნობების ნაცვლად, მხოლოდ მშრალ ფაქტებს ატყობინებ-
და და მის საკუთარ ნალაპარაკევს სწერდა, დაწვრილებით აცნო-
ბებდა მისი ჯანმრთელობის ამბავს, იმას, თუ რა მოისურვა ან
სთხოვა და დაავალა ამა და ამ დროს ნახვისას, და სხვა. ამას კი,
ყველაფერს დაწვრილებით ატყობინებდა. როგორც იყო, ბო-
ლოს, ნათლად წარმოუდგათ, რა ყოფაში იყო მათი უბედური
ძმა. შეცდომა აქ შეუძლებელი იყო, რადგანაც საქმე ნამდვილ
ფაქტებთან ჰქონდათ.
მაგრამ სანუგეშოს ვერაფერს პოვებდნენ ვერც დუნია და
ვერც მისი ქმარი ამ ცნობებში, განსაკუთრებით თავდაპირველად.
სონია სულ ერთსა და იმავეს იწერებოდა: რომ რასკოლნიკოვი
დაღვრემილი იყო მუდამ, არაფერს ამბობდა და არავითარ ყუ-
რადღებას არ აქცევდა იმ ამბებს, რომლებსაც სონია წერილების
მიღებისთანავე ატყობინებდა; იშვიათად, მხოლოდ დედის ამბავს
თუ იკითხავდა; ბოლოს, როცა სონიამ შეამჩნია, რომ ისედაც მიმ-
ხვდარი იყო რასკოლნიკოვი ყველაფერს, დედის სიკვდილი შე-
ატყობინა, ძალიან გააკვირვა, რომ ამანაც აღარ იმოქმედა მას-
ზე; პირველად მაინც ასე ეჩვენა სონიას. იწერებოდა: სხვათა შო-
რის, გარეგნულად მეტად დაფიქრებულია და გულს არავის უშ-
ლის, ახალ ცხოვრებას მაინც უბრალოდ და პირდაპირ შეეგებაო;
თავისი მდგომარეობა სავსებით შეგნებული აქვს; უახლოეს დრო-
ში არაფერს კარგს არ მოელის, არავითარი იმედით არ არის
ატაცებული (როგორც ეს საზოგადოდ სჩვევიათ მის მდგომა-
რეობაში მყოფთ) და არაფერი უკვირს თავისი ახალი, უცნობი
ცხოვრებისაო. იტყობინებოდა, რომ ჯანზე იყო. სამუშაოზე თით-
ქმის სულ დადის, არ ცდილობს, მოსცდეს, მაგრამ არცთუ იხვეწე-
ბა დიდადო. საჭმელს იმდენად არ ეტანება, მაგრამ ისეთი საზიზ-
ღარია კვირა-უქმე დღის გარდა ეს საჭმელი, რომ სიამოვნებით
მიიღო ბოლოს ჩემგან ცოტაოდენი ფული, რომ ყოველდღე ჩაი
მაინც ჰქონოდაო; დანარჩენზე კი სთხოვა სონიას, არ შეწუხებუ-
ლიყო, რადგან მისი ასეთი ზრუნვა თავს აბეზრებდა, სონია
ცოლ-ქმარს ატყობინებდა ასევე, რომ სატუსაღოში საცხოვრებე-
ლი ბინაც საერთო ჰქონდა ყველას; მართალია, შიგნიდან არ
უნახავს მათი ყაზარმები, მაგრამ, ეტყობა, სივიწროვე და უსუფ-
თაობა უნდა იყოსო; რომ უბრალო ფიცრის ტახტზე სძინავს, რო-
მელზედაც მხოლოდ ქეჩა უგია, – სხვა არაფერი მინდაო. მაგრამ
წინასწარ შედგენილი გეგმისა და განზრახვის გამო კი არ ცხოვ-
რობს ასე დაუდევრად და ღარიბად, არა, მხოლოდ იმიტომ, რომ
თავის სიცოცხლეს არავითარ ყურადღებას არ აქცევსო. დაუფა-
რავად იწერებოდა სონია იმასაც, რომ რასკოლნიკოვი პირვე-
ლად არამცთუ ყურადღებას არ აქცევდა, სწყინდა თითქმის და
ბრაზობდა კიდეც, რომ მის მოსანახულებლად დადიოდა; არა-
ფერზე არ ელაპარაკებოდა, უკმეხად ექცეოდა, მაგრამ შემდგომ-
ში ნელ-ნელა ჩვეულებად და მოთხოვნილებად გადაექცა სონიას
მოსვლა, ასე რომ, მოიწყინა კიდეც თურმე, როდესაც ერთხანად
სონია ავად გახდა და რამდენიმე დღე ვეღარ მივიდა სანახავად.
მეტწილად უქმე დღეებში ხედავს, საპყრობილის შენობის ალაყა-
ფის კართან ანდა, საყარაულოში, აქ გამოიხმობენ ხოლმე რამ-
დენიმე წუთით; ასევე, სამუშაოზეც ნახულობს ხოლმე: სახელოს-
ნოში, ან არადა, მდინარე ირტიშის პირას აშენებულ ფარდულებ-
ში. თავის თავზე კი იმას იწერებოდა სონია, რომ ქალაქში ზოგი-
ერთი ოჯახობა კარგად იცნობდა თურმე და მფარველობას უწევ-
და; რომ ჭრა-კერვას მისდევს და რაკი ქალაქში სხვა არავინ
არის მკერავი, ბევრ ოჯახში მეტად საჭირო ადამიანი გახდა; იმას
კი აღარ იწერებოდა, რომ სონიას წყალობით რასკოლნიკოვსაც
მფარველობას უწევდნენ ციხის უფროსები, სამუშაოს უმსუბუქებ-
დნენ და სხვა. ბოლოს მოვიდა ის ამბავიც, რომ (დუნიამ უკვე შე-
ნიშნა, რომ ბოლოს და ბოლოს, სონიას წერილებს რაღაც განსა-
კუთრებული მღელვარება და შიში ეტყობოდა), რომ ყველას
თურმე ერიდებოდა, სხვა პატიმრებს შესძულებოდათ, რომ მთე-
ლი დღეები ჩუმად იყო და საშინლად დაკარგა ფერი. უცებ, ბო-
ლო წერილში ავადმყოფობის ამბავიც მოიწერა სონიამ, – სე-
რიოზულად არისო ავად და პატიმართა საავადმყოფოში წევსო.

II

დიდი ხანია, ავად იყო რასკოლნიკოვი, მაგრამ კატორღის


საზარელ ცხოვრებას, იქაურ სამუშაოს, უხეირო საჭმელს, გაპარ-
სულ თავსა და დაძონძილ ტანისამოსს არ გაუტეხავს! რა იყო
მისთვის ყველა ეს ტანჯვა-წამება? არაფერი! პირიქით, მოხარუ-
ლიც კი იყო: ფიზიკურად დაღლილს რამდენიმე საათი მაინც
ღრმად ეძინა ხოლმე. ან ეს წყალწყალა, მატლებიანი შჩი რას
ნიშნავდა? სტუდენტობის დროს ხომ ბევრჯერ ესეც არ ჰქონდა.
ტანისამოსი თბილი და სამუშაოსთვის შესაფერისი ეცვა. ბორკი-
ლებსაც თითქმის ვეღარ გრძნობდა. გაპარსული თავის და ტუსა-
ღის ქურთუკის შერცხვენოდა? მაგრამ ვისთან? სონიასთან? სო-
ნიას ხომ მისი ეშინოდა, მაშ, რატომღა უნდა შერცხვენოდა?
რასკოლნიკოვს სიამაყე ჰქონდა შელახული; ავადაც ამ შე-
ლახული თავმოყვარეობის გამო გახდა. ოჰ, რა ბედნიერი იქნე-
ბოდა, რომ შესძლებოდა, გულში თვითონაც ეღიარებინა თავისი
დანაშაული! მაშინ ყველაფერს აიტანდა უთუოდ: სირცხვილსაც,
შეურაცხყოფასაც. სასტიკი მსაჯულობა გააწევინა დაუნდობელ
სინდისს, მაგრამ ვერავითარი საშინელი დანაშაული ვერ აღ-
მოაჩინა, გარდა იმისა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მარცხი, რომე-
ლიც ყველას შეიძლება მოსვლოდა, რცხვენოდა იმისა, რომ, ის,
რასკოლნიკოვი, რატომღაც ტუტუცურად და სულელურად დაღუ-
პა ბრმა ბედისწერამ და ახლა იძულებული იყო, რაღაც „უგუნურ-
სა და უაზრო“ განაჩენს დამორჩილებოდა, უნდოდა, რამდენადმე
მაინც დამშვიდებულიყო.
უსაგნო და უაზრო წუხილი აწმყოში, მომავალში კი მხოლოდ
მსხვერპლი და მსხვერპლი, რომელიც არაფერს შესძენდა, – აი,
რა მოელოდა ამქვეყნად. რა არის მერე, რომ რვა წლის შემდეგ
ოცდათორმეტი წლის იქნება მხოლოდ და შეეძლება ახლად და-
იწყოს ცხოვრება? რისთვის იცოცხლოს? რისი იმედი უნდა ჰქონ-
დეს? რას უნდა ესწრაფოდეს? იცოცხლოს, იმიტომ იცოცხლოს
მხოლოდ, რომ იარსებოს? მაგრამ უწინ კი არ იყო განა ათასჯერ
მზად, აზრისა და იმედის გამო, წარმოიდგინეთ, ოცნებისთვისაც
კი, არსებობა მსხვერპლად შეეწირა? არასოდეს მარტო არსებო-
ბა არ აკმაყოფილებდა; მეტი სწადდა უფრო. იქნებ, ესეც იყო მი-
ზეზი მაშინ, რომ სხვებზე მეტუფლებიან ადამიანად ცნო თავი?
ნეტავ, სინანული მაინც ერგუნებინა წილად ბედს, ის მხურვა-
ლე სინანული, რომელიც გულს მოსდრეკს, ძილს აკრთობს,
რომლის გამოც ადამიანი საზარელ ტანჯვაშია და მარადჟამს
სახრჩობელას ხედავს თვალწინ. ოჰ, როგორ გაახარებდა ეს სი-
ნანული! ტანჯვა და ცრემლიც ხომ იგივე სიცოცხლეა. მაგრამ საქ-
მე ის იყო, რომ არ ნანობდა თავის დანაშაულს.
ნეტავ, თავის სულელურ საქციელზე მაინც შესძლებოდა გაბ-
რაზებულიყო, როგორც წინათ იცოდა ხოლმე გაბრაზება თავისი
უმსგავსო ქცევის გამო, რამაც კატორღაშიც ამოაყოფინა თავი.
მაგრამ უბედურებაც ეგ იყო, რომ ახლა, როცა საპატიმროში
ფიქრისა და განსჯის საშუალება ჰქონდა, ისე უაზროდ და სულე-
ლურად როდიღა ეჩვენა თავისი საქციელი, როგორც მაშინ, იმ
საბედისწერო დღეს.
„რითია, რითი, – ფიქრობდა იგი, – ჩემი აზრი სხვების აზრსა
და თეორიებზე სულელური, რომლებიც აგერ, ქვეყნიერების შექ-
მნიდან დღემდე ერთმანეთში ირევა, ერთმანეთს ექიშპება. საკმა-
რისია, დავუკვირდეთ საქმეს დამოუკიდებლად და თავისუფლად,
ყოველდღიურ გავლენებსა და შეხედულებებს ყურადღება არ მი-
ვაქციოთ და ვნახავთ, რომ ჩემი აზრი არც ისე უცნაური მოგეჩვე-
ნებათ. ოჰ, ბრძენო კაცუნებო და სიტყვის უარმყოფელნო, რის-
თვის შემდგარხართ შუა გზაზე?
რითია, აბა, ჩემი საქციელი ასეთი საძაგელი? – ამბობდა
ხოლმე თავისთვის, – იმით, რომ ბოროტმოქმედებაა? მაგრამ
რას ნიშნავს ბოროტმოქმედება? სინდისი დამშვიდებული მაქვს.
რასაკვირველია, სისხლის დანაშაულია ჩადენილი; რასაკვირვე-
ლია, დარღვეულია კანონი და დაღვრილია სისხლი, ჰოდა, მაშ
ამ დარღვეული კანონის ფასად ჩემი თავი მიიღეთ... საკმარისია!
ასე ხომ კაცობრიობის კეთილისმყოფელთა უმეტესობა, რომელ-
თაც მემკვიდრეობით არ მიუღიათ უფლება და მერე ჩაუგდიათ
იგი ხელში, მაშინვე, სამოქმედოდ გამოსვლისთანავე უნდა
დაესაჯათ სიკვდილით... მაგრამ მათ გადააბიჯეს თავიანთ საქცი-
ელს და მართლებიც დარჩნენ, მე კი ვერ გადავაბიჯე და დავმარ-
ცხდი, მაშასადამე, არც უფლება მქონდა, ასე მოვქცეულიყავი.
ერთადერთი დანაშაული, რომელსაც რასკოლნიკოვი
აღიარებდა, იყო ის, რომ ვერ გადააბიჯა თავის საქციელს და
თვითონვე გამოტყდა დანაშაულში.
ტანჯავდა საშინლად იმაზე ფიქრიც, რომ მაშინვე თავი არ
მოიკლა. რად დაჰყურებდა მაშ, მდინარეს, თუ დანაშაულში გა-
მოტეხას ირჩევდა? ნუთუ მართლა ასე უძლეველია სურვილი სი-
ცოცხლისა? მაშ, სვიდრიგაილოვმა როგორ დასძლია იგი? აკი
სიკვდილის ეშინოდა.
გატანჯული ეკითხებოდა ხშირად ამას თავის თავს და ვერ
გაეგო, რომ ეს წინააღმდეგობა ცხოვრების გარდატეხის მომავა-
ლი აღდგენისა და ცხოვრებაზე ახალი შეხედულების მომასწავე-
ბელი იქნებოდა.
მისი აზრით, მიზეზი უფრო სიცოცხლის ინსტინქტი უნდა ყო-
ფილიყო, რომლის დაძლევაც, რასაკვირველია, მას არ შეეძლო
(თავისივე სისუსტისა და არარაობის გამო). უცქეროდა თავის კა-
ტორღელ ამხანაგებს და უკვირდა: როგორ ყველას უყვარდა სი-
ცოცხლე, რა ძვირად აფასებდნენ ყველანი! ეჩვენა, ვითომ კა-
ტორღაში უფრო მეტად აფასებდნენ და უყვარდათ იგი, ვიდრე
თავისუფლებაში ყოფნის დროს. ვინ იცის, რა საზარელი ტანჯვა--
წამება არ ჰქონდა ზოგ მათგანს გამოვლილი, მაგალითად, მა-
წანწალებს! ნუთუ მართლა ასე ძვირფასია მათთვის მზის სხივი,
დაბურული ტყე, სადმე მივარდნილ ადგილას ცივ-ცივი ანკარა
წყარო, რომელიც სამი წლის წინათ უნახავს სადღაც და საყვა-
რელ არსებასთან შეხვედრასავით ოცნებობს კვლავ მის დანახ-
ვას; სიზმრადაც კი, ერთთავად ეს წყარო, მის გარშემო მობიბინე
მწვანე ბალახი და სადმე ჯაგნარში მხიარულად მოჭიკჭიკე ჩიტები
ელანდება. რამდენადაც ღრმად უკვირდებოდა ცხოვრებას, იმდე-
ნად უფრო მრავლად ხედავდა ასეთ მაგალითებს.
კატორღაში თავის გარშემო, რასაკვირველია, მართლაც
ბევრ რამეს ხედავდა და არ კი უნდოდა, შეენიშნა. ცხოვრობდა,
როგორღაც თვალებახვეულივით, უმძიმდა და ეზიზღებოდა ყვე-
ლაფრის ცქერა. მაგრამ ბოლოს ბევრმა რამემ გააკვირვა: უნებუ-
რად შენიშნა ის, რასაც უწინ ვერ ხედავდა. საზოგადოდ კი, ყვე-
ლაზე მეტად გააკვირვა იმ საზარელმა, გაუვალმა უფსკრულმა,
რომელიც მასსა და დანარჩენ კატორღელებს შორის აღმართუ-
ლიყო. თითქოს სხვადასხვა ეროვნების ყოფილიყვნენ. ერთმა-
ნეთს უნდობლად, მტრულად უყურებდნენ. იცოდა, რასაკვირვე-
ლია, და ესმოდა, რა იყო საერთო მიზეზები ასეთი განცალკევე-
ბისა; მაგრამ ადრე ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ასე ღრმად
გაიდგამდა ფესვებს, ან, თუ ეს ძალა ექნებოდა. კატორღაში იყ-
ვნენ აგრეთვე პოლიტიკური დამნაშავე პოლონელებიც. ისინი
ყველას ბრიყვებად და მონებად თვლიდნენ, მედიდურად უყურებ-
დნენ, მაგრამ რასკოლნიკოვს არ შეეძლო ასე ეცქირა: ხედავდა,
რომ ეს „ბრიყვი პოლონელები“ სხვებზე ჭკვიანები იყვნენ. იყვნენ
ისეთი რუსებიც, რომლებიც ასევე აფასებდნენ ამ ხალხს, – ერთი
მათგანი ოფიცერი იყო, ორი – სემინარიელი. რასკოლნიკოვი
მათ შეცდომასაც კარგად ხედავდა.
თვითონ რასკოლნიკოვი არავის უყვარდა, ყველა ერიდებო-
და, ბოლოს შეიძულეს კიდეც, მაგრამ რისთვის? არ იცოდა. უფ-
რო კი ისინი დასცინოდნენ, რომელთაც მასზე მძიმე დანაშაული
ჩაედინათ.
– აზიზი ბატონი ხარ! – ეუბნებოდნენ, – რა შენი საქმე იყო
ცული?
დიდმარხვის მეორე კვირას მთელი ყაზარმა საზიარებლად
დადიოდა. დადიოდა ისიც და ლოცულობდა სხვებთან ერთად.
რატომ და რა მიზეზით, თვითონაც არ იცოდა. ერთხელ ჩხუბიც
მოუვიდათ; ყველანი რასკოლნიკოვს დაესივნენ გაცოფებულები:
– უღმერთო ხარ! არაფერი გწამს! – უყვიროდნენ გამხეცე-
ბულნი, – მოგკლავთ, გაგაქრობთ!
არასოდეს ღმერთსა და სარწმუნოებაზე ლაპარაკი არ ჰქო-
ნია მათთან, მაგრამ მაინც უნდოდათ, მოეკლათ, როგორც უღ-
ვთო. რასკოლნიკოვი დუმდა, ხმას არ იღებდა. ერთი კატორღე-
ლი გაბრაზებული ეცა რასკოლნიკოვს, მაგრამ წარბი რა არის,
წარბიც არ შეუხრია, იდგა თავისთვის წყნარად და სიკვდილს
მხოლოდ დარაჯმა გადაარჩინა, რომელიც მკვლელსა და რას-
კოლნიკოვს შუა ჩადგა თავის დროზე, თორემ უთუოდ სისხლი
დაიღვრებოდა.
კიდევ ერთი რამ ვერ გაეგო რასკოლნიკოვს: რატომ იყო,
რომ სონია ყველამ შეიყვარა. თვითონ არაფრით უცდია, თავი
შეეყვარებინა: ხედავდნენ იშვიათად, ისიც მაშინ, ერთი წამით
რომ მოვიდოდა სამუშაოზე რასკოლნიკოვის სანახავად. ცნობით
კი ყველა იცნობდა უკვე, იცოდნენ ისიც, რომ მას გამოჰყოლოდა
თან... სონიას ფული არავისთვის მიუცია, საგანგებო რამ სამსახუ-
რი არავისთვის გაუწევია. მხოლოდ ერთხელ, საშობაოდ, მიუტა-
ნა ყველა პატიმარს ღვეზელი და კალაცები. მაგრამ ნელ-ნელა
ერთმანეთს დაუახლოვდნენ: სონია სწერდა მათ ნათესავებთან
წერილებს და გზავნიდა ფოსტით. ქალაქში ჩამოსული პატიმარ-
თა ნათესავებიც სონიასვე უტოვებდნენ მათთვის ჩამოტანილ ნივ-
თებს და ფულს. მათი ცოლები და საყვარლებიც კარგად ცნობ-
დნენ სონიას. როგორც კი სამუშაოზე მოჰკრავდნენ თვალს რას-
კოლნიკოვთან მისულს, ან სამუშაოდ გამოსულ პატიმართა
ჯგუფს შეხვდებოდა, მოწიწებით თავს უკრავდა ყველა: „ჩვენო ნა-
ზო, გულთბილო სოფია სემიონოვნა“, – ეუბნებოდნენ ხოლმე ეს
მოუხეშავი, დაღდაკრული კატორღელები ამ გამხდარ-გამხდარსა
და ტანმომცრო ქმნილებას. სონიაც ყველას ალერსიანად უღი-
მოდა და აძლევდა ხოლმე სალამს. უყვარდათ მისი ღიმილი, უყ-
ვარდათ მისი სიარულიც კი და დიდხანს გაჰყურებდნენ ხოლმე
მიმავალს და თან აქებდნენ...
მთელი დანარჩენი დიდმარხვა და აღდგომა საავადმყოფოში
გაატარა რასკოლნიკოვმა. გამოკეთებული, იგონებდა მერე, რა
სიზმრებს ხედავდა სიცხიანი, ბოდვის დროს. ეზმანებოდა, ვითომ
მთელი ქვეყანა აზიიდან ევროპაში გადმოსულ რაღაც საშინელსა
და უმაგალითო ჭირს უნდა გაეჟლიტა. ვითომ ყველანი გაწყდე-
ბოდნენ, გარდა ზოგიერთი რჩეულისა. გაჩნდა რაღაც ახალი,
მიკროსკოპული, თვალით უხილავი ტრიქინები, რომლებიც ადა-
მიანის სხეულს ესეოდნენ. მაგრამ ეს უჩინარი არსებანი სუ-
ლიერები იყვნენ ვითომ: გონებაც ჰქონდათ, ნებაც. ვისაც კი
შეესეოდნენ ტანში, მაშინვე ჭკუიდან იშლებოდნენ. მაგრამ არა-
სოდეს ხალხს ისეთი გონიერი და შეუცდომელი არ ეგონა თავი,
როგორც ამ ჭირიანებს. არასოდეს თავისი განაჩენის, სამეც-
ნიერო დასკვნებისა და ზნეობრივი რწმენის ასე მტკიცედ შემგნე-
ბი არ ყოფილა კაცობრიობა. ჭირი ედებოდა სოფელს, ქალაქს,
ხალხს და ჭკუიდან შლიდა ყველას. ყველანი შეშფოთებულები
იყვნენ, ერთმანეთის აღარავის ესმოდა; ყველას ეგონა, ვითომ ის
იყო ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო და დასაბამი და დანარ-
ჩენთა შემყურე, საშინლად იტანჯებოდა. აღარ იცოდნენ, ვინ რო-
გორ გაესამართლებინათ; ვერ შეთანხმებულიყვნენ, რა იყო კე-
თილი და რა ბოროტი. არ იცოდნენ, ვინ გაემტყუნებინათ, ვინ
გაემართლებინათ. გაბოროტებულები ერთმანეთს ხოცავდნენ...
ხანდახან, ლაშქრობის დროს უცებ ერთმანეთს დაერეოდნენ,
ჩეხდნენ, ხოცავდნენ, კბენდნენ და ჭამდნენ. ქალაქებში მთელი
დღე ბუკსა და ნაღარას სცემდნენ: იწვევდნენ ყველას, მაგრამ
რისთვის და ვინ იწვევდა, არავინ იცოდა, ყველა საშინლად
აღელვებული და შეშფოთებული იყო. ჩვეულებრივი ხელობა
ყველამ მიატოვა, ყველა თავის აზრსა და წინადადებას ურჩევდა,
მაგრამ ვერ შეთანხმებულიყვნენ. მიწათმოქმედება შეწყდა. აქა-იქ
ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდა, თითქოს თანახმა იყო, ერთად
რამე დაეწყოთ, ფიცს დებდნენ, რომ არ დაშორდებოდნენ, მაგ-
რამ მაშინვე ისევ სხვა რამე მოაფიქრდებოდათ, ამტყუნებდნენ
ერთმანეთს, ჩხუბს ტეხდნენ. გაჩნდა ცეცხლი, იწვოდა ყველაფე-
რი, შიმშილი ჩამოვარდა. ყველაფერი იღუპებოდა. ჭირი თანდა-
თან ვრცელდებოდა, მთელ ქვეყანას ედებოდა. დარჩა მხოლოდ
რამდენიმე რჩეული, წმინდა ადამიანი, რომელთაც ქვეყანა უნდა
განეახლებინათ ხალხის ახალი შთამომავლობით. დედამიწა გა-
ნეწმინდათ, ცხოვრება კვლავ აღედგინათ, მაგრამ არსად ისმოდა
მათი ხმა, თვალით არავის ენახა, ვინ უნდა ყოფილიყვნენ ეს
რჩეულები.
რასკოლნიკოვს ტანჯავდა ის, რომ ამ უაზრო ბოდვამ ასე
ძლიერ იმოქმედა მის მეხსიერებაზე, ამდენ ხანს გამოჰყვა ეს
შთაბეჭდილებები. აღდგომის მეორე კვირა იყო უკვე, გაზაფხუ-
ლის თბილი და მზიანი დღეები დამდგარიყო; პატიმართა პალა-
ტაში რკინისგისოსებიანი ფანჯრები გააღეს (მათ ქვემოთ მუდამ
მცველი დადიოდა), მთელი ავადმყოფობის განმავლობაში სონი-
ამ მარტო ორჯერ ძლივს მოინახულა რასკოლნიკოვი; ყოველ-
თვის ნებართვა იყო საჭირო, ეს კი ძნელად ხერხდებოდა, მაგ-
რამ თვითონ საავადმყოფოს ეზოში ხშირად მოდიოდა ხოლმე
საღამოობით, რომ ორიოდე წუთით ეცქირა პალატის ფანჯრის-
თვის.
ერთხელ, საღამო ხანს, გულიანად ჩაეძინა გამოკეთებულ
რასკოლნიკოვს; რომ გაეღვიძა, გაიხედა და უცებ საავადმყოფოს
ალაყაფის კართან სონიას მოჰკრა თვალი. იდგა და რაღაცას უც-
დიდა თითქოს. გულში უცბად რაღაცამ უჩხვლიტა რასკოლნი-
კოვს: შეკრთა, საჩქაროდ მოშორდა ფანჯარას. მეორე დღეს
აღარ მოსულა სონია, აღარც მესამე დღეს; შენიშნა რასკოლნი-
კოვმა, რომ რატომღაც მოუსვენრად ელოდა გოგონას. ბოლოს
საავადმყოფოდანაც გამოწერეს. რასკოლნიკოვმა საპყრობილე-
ში შეიტყო პატიმრებისგან, რომ სონია ავად გამხდარიყო, შინ იწ-
ვა, გარეთ არ გამოდიოდა.
რასკოლნიკოვი მოუსვენრობამ შეიპყრო. წარმოიდგინეთ,
საკითხავადაც გაგზავნა კაცი სონიასთან, როგორ არისო. მაგრამ
გაიგო მალე, რომ საშიში არაფერი იყო. თავის მხრივ სონიამაც
რომ გაიგო, როგორ წუხდა და დარდობდა მასზე რასკოლნიკო-
ვი, გამოუგზავნა ბარათი და ატყობინებდა, უბრალო გაციება იყო
მიზეზი, ახლა კარგად ვარ და მალე უთუოდ გნახავ კედეც სამუ-
შაოზეო. სონიას ბარათს რომ კითხულობდა, რასკოლნიკოვი
გრძნობდა, რომ გული რატომღაც ძლიერ უცემდა, რაღაც განსა-
კუთრებულ ტკივილს გრძნობდა.
თბილი, მოწმენდილი დღე იყო. დილაადრიან, ექვს საათზე,
რასკოლნიკოვმა ქარხნისკენ, სამუშაოზე გასწია, სადაც ალე-
ბასტრს წვავდნენ და ფქვავდნენ. სულ სამი მუშა წავიდა იქით.
ერთმა მათგანმა მცველი გაიყოლა და ციხეში დაბრუნდა, რომ
რაღაც სამუშაო იარაღი წამოეღო; მეორემ შეშას დაუწყო პობა
და ქურაში შეყრა. რასკოლნიკოვი კი ფარდულიდან გამოვიდა,
დაჯდა წყლის პირას დალაგებულ მორებზე და დაუწყო განიერსა
და უდაბურ მდინარეს ყურება. მდინარის მაღალი ნაპირიდან
ვრცელი მინდორი გადაშლილიყო. მდინარის გაღმიდან, შორს,
სიმღერა ისმოდა თითქოს. იქ, თვალუწვდენელ მზიან მინდორში,
აქა-იქ ოდნავ შესამჩნევ შავ წერტილებად ალუჩები მოჩანდა... იქ
ყველგან თავისუფლება იყო, სხვა ხალხი ცხოვრობდა, აქაურებს
არაფრით ჰგავდნენ; იქ დროც თითქოს შეჩერებულიყო, აბრაამი-
სას მოგაგონებდათ; მინდვრად, ფარა-ფარა, საქონელი გაშლი-
ლიყო... იჯდა უძრავად რასკოლნიკოვი და თვალს არ აშორებდა
ამ სანახაობას; ფიქრი და აზრი ზმანებად გადაჰქცეოდა. თითქოს
არაფერზე ფიქრობდა, მაგრამ რაღაც ნაღველი დასწოლოდა
გულზე, არ ასვენებდა, ტანჯავდა.
უცბად მის გვერდით სონია გაჩნდა. მივიდა ჩუმად და გვერ-
დით მიუჯდა. ჯერ ისევ ადრიანი დილა იყო: დილის ნიავი ცივად
სისინებდა. სონიას ძველი ბურნუსი ეცვა და მწვანე თავშალი ეხ-
ვია; სახეზე ჯერ ისევ ფერმკრთალი იყო, ავადმყოფობის კვალი
დამჩნეოდა. ალერსითა და მხიარულად გაუღიმა სონიამ რას-
კოლნიკოვს, მაგრამ ხელი ჩვეულებისამებრ მოკრძალებით
გაუწოდა.
მუდამ ასე მოკრძალებით უწვდიდა ხოლმე ჩამოსართმევად
ხელს, ზოგჯერ კი სულაც არ ართმევდა, ეშინოდა, ვაითუ, მომი-
შოროსო. მართლაც, თითქოს მუდამ ზიზღით ართმევდა ხოლმე
რასკოლნიკოვი ხელს, გაბრაზებული ეგებებოდა, დუმდა, ხმას არ
სცემდა. მომხდარა ბევრჯერ ისეც, რომ შიშისგან აკანკალებული
სონია მეტად გულდაწყვეტილი და შეწუხებული დაბრუნებულა
შინ. ამჟამად კი ხელებს აღარ აშორებდნენ ერთმანეთს. შეხედა
უცებ რასკოლნიკოვმა, მაგრამ არაფერი უთხრა, თავი ჩაჰკიდა,
მიწას დააშტერდა. მარტონი იყვნენ, არავინ უყურებდათ, მცვე-
ლიც რაღაც ფიქრებში გართულიყო.
თვითონაც არ იცოდა, როგორ მოხდა, მაგრამ თითქოს რა-
ღაცამ აიტაცა, წამოხტა რასკოლნიკოვი და სონიას ჩაუვარდა ფე-
ხებში. ტიროდა და ეხვეოდა მუხლებზე. პირველად შეშინდა და
გაფითრდა ასე სონია; წამოვარდა ზეზე და აკანკალებული შეჰყუ-
რებდა დაჩოქილს, მაგრამ იმავე წამს მიხვდა ყველაფერს, თვა-
ლებში უსაზღვრო ბედნიერება აღებეჭდა; მიხვდა, რომ რასკოლ-
ნიკოვს უსაზღვროდ უყვარდა, რომ ბოლოს ძლივს ეღირსა ამ
ბედნიერ წამს...
ორივეს უნდოდა, ერთმანეთისთვის რამე ეთქვათ, მაგრამ არ
შეეძლოთ, ცრემლები მორეოდათ. ორივენი გაცრეცილები, გამ-
ხდრები იყვნენ. მაგრამ მათ ნაავადმყოფარსა და გაფითრებულ
სახეებს ნათლად ემჩნეოდა მაინც განთიადი განახლებული ცხოვ-
რებისა. სიყვარულმა აღადგინა ორივე... ერთის გული მეორის-
თვის ცხოვრების ახალ, უშრეტ წყაროს წარმოადგენდა...
გადაწყვიტეს, მოეთმინათ, მოეცადათ, შვიდი წელიწადი ჯერ
კიდევ წინ იყო; მაგრამ, ვინ იცის, ამ ხნის განმავლობაში რამდენი
ტანჯვა და უსაზღვრო ბედნიერება მოელოდათ! გრძნობდა რას-
კოლნიკოვი, რომ მთელი მისი არსება განახლდა, ხელახლა აღ-
დგა სასიცოცხლოდ, სონია ხომ მხოლოდ მისით ცოცხლობდა.
იმავ დღეს, საღამოს, დაკეტეს თუ არა ყაზარმები, რასკოლ-
ნიკოვი ტახტზე წამოწვა და დაიწყო სონიაზე ფიქრი. მოეჩვენა
თითქოს, ვითომ ყველა კატორღელი, მისი წინანდელი მტრები,
ახლა უკვე სხვა თვალით უყურებდნენ. თვითონვე გამოელაპარა-
კა ზოგიერთ მათგანს და იმათაც ალერსით უპასუხეს. გაიხსენა
ყველაფერი ეს, მაგრამ ხომ ასეც უნდა ყოფილიყო: ახლა ხომ
ყველაფერი უნდა შეცვლილიყო?
რასკოლნიკოვი სონიაზე ფიქრობდა. მოიგონა, როგორ ტან-
ჯავდა და აწვალებდა ხოლმე საცოდავს; მოაგონდა მისი
გამხდარ-გამხდარი, გაფითრებული სახეც, მაგრამ სრულებით არ
ტანჯავდა ეს მოგონებები: ალბათ იმიტომ, რომ იცოდა, თავისი
უსაზღვრო სიყვარულით სრულიად გამოისყიდდა ამ ტანჯვას.
ან კი, მართლაც, რა იყო ეს წარსული ტანჯვა! დანაშაულიც,
განაჩენიც და სასჯელიც. ყველაფერი ეს რაღაც უმნიშვნელო და
უცნაურ, გარეშე მოვლენად მიაჩნდა, თითქოს მას არც კი შეხებო-
დეს. არც შეეძლო ამ ღამეს დიდხანს რამეზე ეფიქრა, ან აზრი
ერთ განსაკუთრებულზე შეეჩერებინა. ვერც ვერაფერს გადაწ-
ყვეტდა ახლა შეგნებულად; ყველაფერს მხოლოდ გრძნობდა.
კამათისა და მსჯელობის ნაცვლად, ცხოვრებას უნდა შესდგომო-
და, მის შეგნებას სულ სხვა რამ უნდა შეემუშავებინა.
ბალიშის ქვეშ სახარება ედო. უნებურად ხელში აიღო. ეს წიგ-
ნიც სონიასი იყო, სწორედ ის, საიდანაც მაშინ ლაზარეს აღდგო-
მა წაუკითხა. პირველ ხანებში ეგონა, ვითომ სონია კატორღაში
რელიგიით თავს მოაბეზრებდა, სახარებითა და სხვა ამგვარი
წიგნებით მოსვენებას აღარ მისცემდა, მაგრამ, მისდა განსაცვიფ-
რებლად, არც ერთხელ ამაზე ხმა არ ამოუღია სონიას, არასო-
დეს სახარება არ შეუთავაზებია. თვითონვე მოსთხოვა ავადმყო-
ფობის წინ რასკოლნიკოვმა და სონიამაც მოუტანა. მაგრამ აქამ-
დე ხელში არც აუღია.
ახლაც კი არ გადაუშლია, მაგრამ ერთმა აზრმა გაუელვა უც-
ბად: „ნუთუ ახლა მისი რწმენა ჩემზეც გადმოვა? მისი გრძნობა და
მისწრაფებანი მაინც...“
სონიამაც მთელი ის დღე აღელვებულმა გაატარა, საღამოს
კი უქეიფოდ შეიქნა ისევ, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო და ამას-
თან, ისეთი მოულოდნელი იყო ეს ბედნიერება, რომ შეეშინდა ამ
ბედნიერებისა... შვიდი წელიწადი მხოლოდ!.. შვიდი!.. პირველ
ხანებში ორივე ისე თვლიდა ამ შვიდ წელიწადს, როგორც შვიდ
დღეს. არც კი იცოდა რასკოლნიკოვმა, თუ რა ძვირად დაუჯდე-
ბოდა ეს ბედნიერება, მთელი შვიდი წელიწადი კიდევ რამდენი
უნდა ეწვალ-ეტანჯა...
მაგრამ აქ უკვე ახალი ამბავი იწყება. ამბავი ადამიანის თან-
დათანობით აღდგენისა, თანდათანობით გარდაქმნისა და ერთი
სამყაროდან მეორეში გადასვლისა, სრულიად ახალი და უცნობი,
ნამდვილი ცხოვრების გაცნობისა... ეს შეადგენს საგანს ახალი
მოთხრობისა, – ამ მოთხრობას კი ამით ვამთავრებთ.

You might also like