Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

ნოე ჟორდანიას ,,ეკონომიკური წარმატება და ეროვნება“

ერიკ ჰობსბაუმი აღნიშნავს, რომ მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის


დასაწყისში, ხშირ შემთხვევაში, ,,სოციალისტური პარტიები იყვნენ ან გახდნენ
თავიანთი ხალხის ეროვნული მოძრაობების მთავარი ლოკომოტივები.“1 მათ შორის
ქართული სოციალისტური პარტიაც, ,,მენშევიკები“, მსგავსი შინაარსით არის
განხილული და ცხადია არც უსაფუძვლოდ. ეს უკანასკნელი იმ დროინდელი ეპოქის
გამოწვევებს სწორად პასუხობდა, ორი სახის საკითხი იდგა ,,მენშევიკების“ წინაშე:
რუსეთის იმპერიის კოლონიალიზმი და არსებული სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა. თუმცა ეს ორი საკითხი ცალკ-ცალკე არ უნდა განვიხილოთ, პირიქით,
ისინი არსობრივად შეკავშირებული იყო და ერთმანეთსაც კი განსაზღვრავდა.

,,ეროვნული საკითხი“, მისი აქტუალურობის გამო, ძველ მარქსისტებში ერთ-ერთ


წამყვან პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა, რადგან მათ თვალწინ სრულიად ახალი
ისტორიული პროცესი მიმდინარეობდა. მეცნიერული გამოკვლევა ერების
ჩამოყალიბების შესახებ, ძირითადად, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პროდუქტია,
მაგრამ მისი პრობლემატიკა წინა საუკუნეშიც იყო წამოჭრილი. ჰობსბაუმი აღნიშნავს,
რომ მარქსისტი თეორიტიკოსები ერებს განიხილავდნენ, როგორც კონკრეტულ
მოვლენას, ,,ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების გარკვეული ფაზის
კონტექსტში.“2 ნოე ჟორდანიაც თავის სტატიაში ამბობს, რომ: ,,ერის შეგნებულად
გაერთიანებას წინ მიუძღვის ნივთიერი გაერთიანება, ესე იგი, იბადებიან ამისათვის
საეკონომიო პირობები“,3 ეს ნიშნავს იმას, რომ ერის ჩამოყალიბება კონკრეტულ
ისტორიული პერიოდის ნაწარმოებია, არა როგორც თავისთავად არსებული
ცნობიერების შედეგი, არამედ გარკვეულ პირობებში გაჩენილი და განსაზღვრული
მოცემულობა. ჟორდანია მარქსის პოლიტ-ეკონომიურ პარადიგმაში ათავსებს
აღნიშნულ საკითხებს, ბაზისისა და ზედნაშენის პრინციპით4 არის განსაზღვრული
ნებისმიერი სტრუქტურა, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულ ,,ნივთიერ საფუძველზედ
შენდება შესაფერი პოლიტიკური, გონებრივი და ზნეობრივი მხარეები,“5 მათ შორის
,,ეროვნული შეგნების“ საკითხიც.

ჟორდანია ცდილობს გვიან შუა საუკუნეებში მიმდინარე ლოკალური პოლიტიკური


მოვლენები სწორედ მარქსისტული მიდგომებით ახსნას და დაალაგოს.

1 ჰობსბაუმი ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან პროგრამა, მითი, რეალობა გვ129


2 ჰობსბაუმი ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან პროგრამა, მითი, რეალობა გვ11
3 ჟორდანია ეკონომიკური წარმატება და ეროვნება გვ182

4 მარქსი წინასიტყვაობა პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისთის გვ408

5 ჟორდანია ეკონომიკური წარმატება და ეროვნება გვ182


ფეოდალიზმის პირობებში დაქსაქსული ქართული მხარეები თვითკმარად
არსებობდნენ: მოიხმარდნენ და მოჰყავდათ ის, რაც მათ მწირ მოთხოვნილებებს
დააკმაყოფილებდა. ,,შრომის განაწილება, აღებ-მიცემობა, წარმოება თითქმის
სრულებით არ არსებობდა და თუ ხანდახან აქა-იქ თავს იჩენდა, ისიც ისე ხანმოკლედ
და სუსტად, რომ ცხოვრების მიმდინარეობაზედ არავითარი გავლენა არ ჰქონდა“,6 ეს
უძრავი მდგომარეობა სრულიად საკმარისი იყო, რომ მათ, არათუ ეფიქრათ, როგორ
დაემყარებინათ კონტაქტი სხვა ქართულ მხარეებთან, არამედ ამის მოთხოვნილებაც
არ გასჩენოდათ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჟორდანიას აზრით ის ნივთიერი
პირობებიც კი, რომელიც ფეოდალიზმში არსებობს, ან სხვა ადრეულ წყობილებებში,
არარის საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე ბუნებრივი კავშირის საფუძველი გახდეს.
ყველა ადრეული სახელმწიფოებრივი გაერთიანება, ან მხოლოდ იმპერიული
ძალადობის ლოგიკის შედეგად იყო შექმნილი, ან თვითგადარჩენის ინსტინქტით
შთაგონებული, რომელიც ასევე მექანიკურ კავშირს ქმნის და დროთა განმავლობაში
დაშლისთვის არის განწირული.

მე-19 საუკუნეში, რუსეთის იმპერიაში შესული ქართული მხარეები, შეიძლება


ჩაითვალოს ზუსტად ასეთ მექანიკურ კავშირში გაერთიანებულებად. იმპერიის
რეფორმებმა ფეოდალური ურთიერთობების მსხვრევა დააჩქარა, მაგრამ ეს
რეალურად არაბუნებრივი ცვლილებები იყო და ხალხისთის ამ ცვლილებების
ცნობიერება არ მოუტანია, ,,ზევით, პოლიტიკაში, მოხდა ისეთი ცვლილება,
რომელსაც არავითარი ნივთიერი საფუძველი არ ჰქონდა მომზადებული ქვევით
ცხოვრებაში.“7 ამ გაუგებარ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქართული მხარეები,
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კვლავ ძველი ყაიდის ეკონომიკურ ცხოვრებას
ეწეოდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ სხვაგვარად შესაძლებელი იყო. თუმცა,
დროთა განმავლობაში, იმპერიამ ისიც უზრუნველჰყო, რომ გზებით დაეკავშირებინა
აქამდე დაქსაქსული ქართული მხარეები, გაემართა რკინიგზა, საბოლოოდ ვაჭრობაც
განვითარდა და მრეწველობაც, ნოე ჟორდანიას აზრით: ,,ვაჭრობა შეიქმნა
რევოლუციურ ძალად ჩვენის ქვეყნისა.“ 8

ნოე ჟორდანიას ამ სტატიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, სწორედ ვაჭრობის და


ზოგადად, ახალი ეკონომიკური მოდელის რევოლუციური ხასიათია. სტივენ ჯონსი
აღნიშნავს: ,,გამოსავალს ჟორდანია კაპიტალიზმის განვითარებაში ხედავდა,
კაპიტალიზმი იყო ძალა, რომელიც ახალ, თანამედროვე ქართველ ერს შექმნიდა და

6
ჟორდანია ეკონომიკური წარმატება და ეროვნება გვ185
7
ჟორდანია ეკონომიკური წარმატება და ეროვნება გვ190
8
ჟორდანია ეკონომიკური წარმატება და ეროვნება გვ191
მისი ეკონომიკისა და კულტურას გადაარჩენდა.“9 კაპიტალიზმის პროგრესულობა
იზომება ზუსტად იმდროინდელი სამყაროს ნივთიერი და ეკონომიკური
გამოწვევებით, ტექნოლოგიური პროგრესის გარკვეული დონით და ა.შ. მაგრამ,
ჟორდანიასთვის კაპიტალიზმს კიდევ სხვა დატვირთა აქვს, კერძოდ ის, რომ
გამრავალფეროვნებული ნივთიერი ურთიერთობები, შრომის დანაწილება,
აღნიშნული ეკონომიკური მოდელის გაფართოებისკენ და დაგროვებისკენ სწრაფვა,
იწვევს იმას, რომ იქმნება ბუნებრივი კავშირები. რთულ მიზეზ-შედეგობრიობაში
ჩაბმული სუბიექტები, საერთო კანონმდებლობებს, მთავრობებს და
ცენტრალიზებულ სტრუქტურებს ქმნიან, რომელიც ცხადია პასუხობს მათ ნივთიერ
საფუძვლებს. მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება შეიქმნას ეროვნული შეგნების ის
გარკვეული დონე, რომელიც უზრუნველჰყოფს ურყევ კავშირს. ამიტომ ეიმედება
ჟორდანიას ახალი ეკონომიკური მოდელი, მაგრამ მასში ისტორიის ერთი პერიოდის
გარდაუვალ აუცილებლობას ხედავს და არა საბოლოო მიზანს, რომელსაც ისტორია
კაცობრიობისთვის ამზადებს.

,,რა ამოძრავებს ისტორიას? ვის უჭირავს ამ მოძრაობის ჩარხის ტარი? რაში


მდგომარეობს დედა-ძარღვი? ერთის სიტყვით რა მოქმედებს ისტორიაში?“10 -
ჟორდანია მარქსისტულ ტრადიციას არც აქ შორდება და აღნიშნავს, რომ ისტორიას
სწორედ ადამიანთა ჯგუფური ინტერესები ამოძრავებს, რომელსაც არა იმდენად
გვარ-ტომული საფუძველი და საერთო ენა აფორმირებს, არამედ ,,ომი, ბუნების ძალა
და აღებ-მიცემობა ანუ ვაჭრობა, – აი ეს მოვლენანი მოქმედებენ საზოგადოებაში,
როგორც ადამიანთა შემაერთებელნი და შემაკავშირებელნი.“11 ჟორდანია მანდვე
აღნიშნავს, რომ ადამიანთა ყველაზე დიდი მოტივატორი ამ გაერთიანებებში
შესასვლელად არის შიმშილი, ანუ მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეალური ბრძოლა ისტორიაში
ინტერესთა გადაკვეთების შედეგად იწარმოებოდა, რომელსაც თავის მხრივ
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იწვევდა. ,,ისტორიამ გამოიწვია მონობა,
მაგრამ მანვე უარჰყო მისი არსებობა; ისტორიამ შვა ბატონ-ყმობა, მაგრამ მანვე მოსპო
და აღგავა დედამიწის ზურგიდან; ისტორიამ გააჩინა აზნაურობა, მაგრამ მანვე
გარდაჰქმნა და გააქარწყლა დასავლეთ ევროპაში; ისტორიის ნაყოფია თანხის
(კაპიტალ) ბატონობა (ევროპაში)“12. თუმცა ეს ჯერ კიდევ არარის ისტორიის
დასასრული, კონკრეტული ეკონომიკური წეს-წყობილება, ერთ ისტროიულ

9
ჯონსი სოციალიზმი ქართულ ფერებში გვ81
10
ჟორდანია ეკონომიკური წარმატება და ეროვნება გვ174
11
ჟორდანია ეკონომიკური წარმატება და ეროვნება გვ177
12
ჟორდანია ეკონომიკური წარმატება და ეროვნება გვ193-194
პერიოდში კაცობრიობისთის და ერისთვის პროგრესული მოვლენა, მეორე ხანაში
რეგრესულად შეიძლება იქცეს, ამიტომაც ,,ისტორია მაშინვე გადაუდგება ძველს
წყობას და ემხრობა ახალს.“13 ჟორდანიას ეს მოსაზრება, თავის მხრივ ეხმიანება
მარქსის აზრს, რომ როდესაც ერთმანეთთან თანხმობაში ვერ მოდის მატერიალური
მწარმოებლური ძალები, არსებულ წარმოებით ურთიერთობებთან, მაშინ ხდება
ცვლილების აუცილებლობა, ,,ეკონომიკური საფუძვლის ცვლილებასთან ერთად
მთელი უზარმაზარი ზედნაშენიც მეტი თუ ნაკლები სისწრაფით გადატრიალდება.“14

სწორედ ამგვარად მოძრაობს ისტორია და კონკრეტული კლასები რევოლუციურ


როლს ასრულებენ მასში, ამიტომ მიიჩნევს ჟორდანია ვაჭრობას მნიშვნელოვნად და
მარქსი ბურჟუაზიას უმადლის ძველი წეს-წყობილების ნგრევას.15 ჟორდანია
აღნიშნავს, რომ სანამ იარსებებს ეკონომიკური ექსპლუატაცია, მანამდე იარსებებს
დაპირისპირება, მარქსი კი შენიშნავს, რომ ,,ბურჟუაზიული წარმოებითი
ურთიერთობანი წარმოადგენენ საზოგადოებრივი წარმოების პროცესის უკანასკნელ
ანტაგონისტურ ფორმას.“16 შესაბამისად, ბურჟუაზიული ურთიერთობების
ჩამნაცვლებელი ეკონომიკური ფორმა, თავის თავში არაანტაგონისტური უნდა იყოს
და ისტორიით განსაზღვრულ წესს თუ გავყვებით, არც ექსპლუატაციას უნდა
შეიცავდეს.

ირაკლი ბიტიაშვილი

13
ჟორდანია ეკონომიკური წარმატება და ეროვნება გვ194
14
მარქსი წინასიტყვაობა პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისთის გვ408
15
მარქსი კომუნისტური პარტიის მანიფესტი გვ413
16
მარქსი წინასიტყვაობა პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისთის გვ408
ბიბლიოგრაფია:

მარქსი, კარლ კომუნისტური პარტიის მანიფესტი


https://argus.iliauni.edu.ge/uploads/145/145748.pdf (10.01.2021)

მარქსი, კარლ წინასიტყვაობა პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისთის


https://argus.iliauni.edu.ge/uploads/145/145751.pdf (10.01.2021)

ჯონსი, სტივენ სოციალიზმი ქართულ ფერებში. 2007 მთარგმნ. ხათუნა ჩხეიძე.


თბილისი: ილიას ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

ჰობსბაუმი, ერიკ ერები. 2012 და ნაციონალიზმი 1780 წლიდან პროგრამა, მითი,


რეალობა. მთარგმნ. სანდრო გაბისონია. თბილისი: ილიას ჭავჭავაძის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა
https://www.scribd.com/document/465823297/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1
%83%99-
%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%90%E1%83%
A3%E1%83%9B%E1%83%98-
%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-
%E1%83%93%E1%83%90-
%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83
%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-1780-
%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C
(10.01.2021)

ჟორდანია, ნოე. 2015. ეკონომიკური წარმატება და ეროვნება. ქართული


მემარცხენეობის ქრესტომათია I. 174-216. თბილისი: თბილისის ფაბიანური
საზოგადოება და შენ დემოკრატიისთვის

You might also like