Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

შემოვიდა ოთახში და მკითხა როგორ ხარო, მეც ის პასუხი გავეცი რომელსაც

ნებისმიერი გასცემდა და მაინც მისმა ხმამ ჩემი გულის სიმებს სათუთად გადაუსვა 
თითები, თითქოს და მოსინჯა თუმცა ეს საკმარისი იყო რათა ამ სამყაროდან
გავეტაცებიე უსასრულო მდელოზე, სახე გავასწორე გამოვბრუნდი თითქოს ამ ორი
წამში მოვასწარი სხვა სამყაროდან დაბრუნება და ჩემი თვალები იმ მდელოზე
მეტად გოგონამ გგააკვირვა, რომელისგანაც ძალიან ნაცნობი ენერგია ვიგრძენი,
შეიძლება მას ვიცნობ? განცდა მაქვს თუმცა არავინ კონკრეტული არ მახსენდება,
რის გამოც ამას გადაღლილობას ვაბრალებ, ისეთი ადამიანები როგორიც მე ვარ
მუდამ გადაღლილ მდგომარეობაში არსებობენ, ამიტომაც არც ესეთი სიტუაციაა
ჩემთვის უცხო მოვლენა, გასაკვირი უფრო ჩემი რეაგირებაა ამაზე, რაც ახლა
გვერდით უნდა გადავდო.

დიალოგში გახსნილად შემოვიდა, თავისუფალი იყო ისე თითქოს უკვე ბევრჯერ


გვქონოდა საუბარი, ან უბრალოდ ჩემი გონება ვერ დებს გვერდით აზრებს, იქნებ
ესე გამოვხატავ დაინტერესებას? წლების განმავლობაში არავითარი მსგავსი
შეგრძნება არავის მიმართ არ გამჩენია.

ვისმენ თუმცა მისი სიტყვებიდან აზრი ვერ გამომაქვს, როგორც ჩანს ეს შეამჩნია და
მაგიდაზე საწერი კალამი დადო, ინსტინქტურად გავიხედე და შევეცადე გონება
მომეკრიბა, რის შემდეგაც საუბარი განვაგრძეთ, მისი საუბრიდან გამომდინარე მას
უკვე ქონდა ცოდნა თუ როგორ უნდა მოეგვარებინა საკუთარი პრობლემები და მაშინ
როცა უკვე კითხვა უნდა დამესვა, მან დამასწრო ეს კითხვა არასდროს
დამავიწყდება, რადგანაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო ჩემთვის,
„გიყურებ და ვერ ვიგებ, რომელ ჩვენთაგანს უფრო ესაჭიროება დახმარება, იქნებ
შემდეგში ეს თქვენ მოხვიდეთ ჩემთან?“ ვერ გავიგე ეს ხუმრობა იყო თუ სერიოზული
დაპატიჟება, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის საათს დავხედე, როგორც ჩანდა დრო
ამოწურული იყო, გამიჭირდა მეთქვა რომ უნდა წასულიყო, ამიტომაც თითით
კედლის საათისკენ მივუთითე, მარტივად მიხვდა რომ მისი წასვლის დრო იყო,
კარებიდან გავიდა და ჩვენი გზები ისევე მარტივად გაიყო როგორც გადაიკვეთა.

ახლა კი ბნელ ოთახში სანთლის შუქზე ვწერ უსახელო ამბავს, ისტორია რომელიც
დღეს დაიწყო და დიდი ალბათობით უკვე დასრულდა, გულს უჭირს წერტილი
დასვას, სურს სამი წერტილი და დრამატული დასასრული თუმცა გონება ვერ ხვდება
რატომ, ალბათ ამას მაშინ გავიგებ როცა თვალს დავხუჭავ, ფიქრს მივეცემი, მაგრამ
ისიც კი არ ვიცი რაზე ვიფიქრო? იქნებ ფიქრი არცაა საჭირო დაე მივცე უფლება
გულს სადავენი წერისანი, რამეთუ მხოლოდ ასე თუ გავიგებ რა ქარიშხალი
დაატრიალა ერთმა უბრალო და უცოდველმა კითხვამ.
ნუთუ ახლა ის დამესიზმრება? ნუ ყოველ შემთხვევაში ერთადერთი რაც ამ თვეების
განმავლობაში განსხვავებული იყო ეს გოგო იყო, არ მინდა ის ჩემი სიზმრების
ნაწილად იქცეს, რადგან მიუხედავად იმისა რომ იქ ყველაფერი უფრო ლამაზი
მაქვს, მე მაინც ვერ ვაკონტროლებ იმას რაც იქ ხდება, შეიძლება ვიღაცამ ცადოს
და მართოს სიზმარი თუმცა მე ამას მაინც არ ვაკეთებ, მიუხედავად იმისა რომ
შემიძლია და ზოგს ვასწავლი კიდეც.

რა აზრი ექნება უსმინო ისტორიას რომელიც შენი დაწერილია? დავიღალე თვალები


მეხუჭება, ლოგინზე ტანსაცმლიანი დავწექი და მოდუნება ვცადე თუმცა რაღაც არ
მასვენებდა დიდხანს არ მიფიქრია და უბრალოდ თვალები დავხუჭე, რაც არ უნდა
იყოს საფიქრალად ხვალინდელი დღეც მეყოფა, არაა საჭირო ძილი მოვიკლო.

თვალები დავხუჭე და ჩემი გონება წყვდიადმა შთანთქა, ვერაფერს ვხედავდი და


ვერც ვერაფერს ვგრძნობდი, თითქოს გონება ყველაფერს ბლოკავდა, სიბნელეს
ფერები შევძინე წარმოსახვის უნარს უფლება მივეცი დაეხატა, ვუყურებდი როგორ
იქმნებოდა თითქოს ქვეცნობიერი ადგილს ხატავდა სადაც შევძლებდი დამესვენა
ყოველდღიურობისგან, მქონოდა ის რაც რთულია გქონდეს ამ სამყაროში, ნახატი
თითქმის დასრულებულია და შემიძლია მისი სილამაზით დავტკბე, ნუთუ რამე
შეიძლება ასეთი ლამაზი იყოს, მთის ძირში პატარა ქოხი რომლის გარშემოც
ყვავილებით დაფარული მინდორია.

დავჯექი და ქოხს დავაკვირდი, რომლიდანაც სასიამოვნო სურნელი მოდიოდა,


ავდექი და მისკენ წავედი, თუმცა გზაში რაღაცამ შემაჩერა, ფეხზე დავიხედე და
დავინახე გაძვალტყავებული ხელები რომლებიც ჩემ მიწაში ჩათრევას
ცდილობდნენ, სხეული არ მემორჩილებოდა, შიშს ვერ ვგრძნობდი რადგან ასეთ
შემთხვევაში წესით აქამდე უკვე გამეღვიძებოდა.

პროცესს მივენდე მაინტერესებდა რა მოხდებოდა, თუმცა არც არაფერი როგორც


ჩანს მაღვიძარა ამჯერად მაინც ჩაირთო დროულად და მეც ოფლიანი წამოვხტი,
ისევ დაიწო.

როგორც წესი ახალი გაღვიძებული პირდაპირ ყავას მივადგები ხოლმე, თუმცა


ამჯერად რაღაც სურვილი არ მქონდა თავს ისედაც ფხიზლად ვგრძნობდი, რაც ჩემ
შემთხვევაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, წყალი გადავივლე და თავი
მოვიწესრიგე რის შემდეგაც უკვე იმას ვფიქრობდი ოფისში რითი მივსულიყავი.

ავტობუსი ამ დროს ყოველთვის სავსეა ხოლმე, არც მიკროავტობუსი იყო ჩემთვის


კარგი არჩევანი, ამიტომაც მანქანასთან მივედი, რომლის ანარეკლშიც საკუთარი
თავი დავინახე ამან სურვილი გამიჩინა ფეხით წავსულიყავი თუმცა საბოლოოდ
მაინც მანქანით წასვლა გადავწყვიტე, სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ უკვე
ოფისთან ვაჩერებდი მანქანას, როცა დავინახე სკოლის მოსწავლეები რომლებიც
შესასვლელთან იდგნენ, ოთხი ბიჭი დაახლოებით მეათე კლასელები ნუთუ ახლა
მოუნდა ყველას ფსიქოლოგი? მანქანიდან გადმოვედი და ოფისის კარისკენ ნელი
ნაბიჯით მივედი.

ბავშვებმა მალე შემამჩნიეს და მკითხეს მეც ხომ არ ველოდები ფსიქოლოგს, რაზეც


სერიოზული სახით გავეცი პასუხი.

-კი წესით ამ დროს უკვე აქ უნდა იყოს.

-ხო ჩვენც ეგრე ვიცით, ამ შეხვედრის გამო გაკვეთილებს ვაცდენთ. თქვა ამ


ოთხიდან ყველაზე გაბედულმა.

-ნუთუ ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი ნახვა?

-სკოლაში უნდა მივიწვიოთ პატარა ღონისძიებასავით ვაწყობთ და გვჭირდება.

ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და კარები გავაღე, ბავშვების სახეზე დიდად გაოცება არ


შემინიშნავს, ალბათ თავიდანვე მიხვდნენ ან უბრალოდ ახლაც ვერ ხვდებიან რა
ხდება.

-ასეც ვიცოდი ეს თქვენ ხართ, ჩემი და იყო აქ ერთხელ მოსული და აგღწერათ,


თუმცა ვეჭვობდი მაინც.

-და რატომ ეჭვობდი?

-უბრალოდ ჩემმა დამ უფრო თბილ ადამიანად აგღწერათ, თუმცა მსგავსი აღწერა
არც ისე შეგეფერებათ.
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ცოტა ჩავიცინე და შიგნით შევედი, სავარძელში
ჩავჯექი და ბიჭებიც შიგნით შემოვიპატიჟე, მათ დეტალურად ამიხსნეს რას
აპირებდნენ, მე რა როლი უნდა შემესრულებინა და თუ როდის იქნებოდა ეს
ყველაფერი.

5 დღეში ქალაქის ცენტრალურ სკოლაში უნდა ყოფილიყო აბიტურიენტებისთვის


გამართული პატარა ღონისძიება სადაც სხვადასხვა პროფესიაში მომუშავეების
შეკრებას ცდილობდნენ რათა ასე ვთქვათ აბიტურიენტები დაეკვალიანებიათ,
როგორც მივხვდი გოგო რომელიც გუშინ იყო მოსული მართლაც ჩემ
შესამოწმებლად იყო, ასე ვთქვათ გამომცადა რის შემდეგაც ეს ბავშვები გამოუშვა.

ბიჭებმა თანხმობა მიიღეს მე კი სიწყნარე, რის შემდეგაც უბრალოდ სავარძლის


საზურგეს მივეყრდნე და ჭერს დავუწყე ყურება, მგონი დროა ისევ შევღებო უკვე
მოსაწყენია.

You might also like