Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები ვახტანგ მეექვსის სამართლის

წიგნის მიხედვით
42-ე მუხლი- ამათი სისხლი არ ითხოების და არც გაჩნდების
ერთი ესე,რომე ომში კაცი კაცს შემოაკვდეს მეპირისპირეს მეომრისა.
შინაარსი:
მოცემული ქვეპუნქტის(ნაწილის) თანახმად, ქონებრივი გადასახადი გადასახდელად
არ ეკისრება და არც იარსებებს,იმ შემთხვევაში თუ ომის დროს კაცი მოკლავს მტრის
მეომარს.
ტერმინები:
1)შემოაკვდეს-მოკლას
2)მეპირისპირე-მოწინააღმდეგე
იურიდიული ანალიზი:
42-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვიგებთ,რომ ძველი ქართული
სამართლის მიხედვით,კერძოდ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნით
პასუხისმგებლობის გამომრიცხველი ერთ-ერთი პირობაა ომის დროს მტრის
მოკვლა,ვინაიდან ხშირი იყო ომის შემთხვევები და საკუთარი სიცოცხლისა და
სამშობლოს დასაცავად მტრის მოკვლა აუცილებლობა იყო.

მეორე,რომ კიდემ კაცი თავისის დროშისა უცნობლად შემოაკუდეს,უმტერო და უქიშპარი.


და თუ ქიშპნი და ნამტერალნი ყოფილან და მკუდრის პატრონი შესწამებს,განზრახვით
მოკლაო,ამას ან ჯერი ან სისხლი უნდა.
შინაარსი:
მოცემული ნაწილის თანახმად ქონებრივი გადასახადი გადასახდელად არ
ეკისრება და არც იარსებებს კაცს,რომელიც დაზარალებულის
შეუცნობლად,განზრახვის გარეშე ჩაიდენს მკვლელობას ,მაგრამ თუ დამნაშავესა და
მოკლულს შორის ადრე ქიშპი და მტრობა იყო და ნათესავი წაუყენებს მკვლელს
განზრახი დანაშაულის ბრალდებას,ამ უკანასკნელმა უნდა იმართლოს თავი ან
სისხლი(ქონებრივი გადასახადი) გადაიხადოს.
ტერმინები:
1)უცნობლად-განზრახვის გარეშე,შემთხვევით
2)შემოაკუდეს-შემოაკვდეს,მოკლას
3)მკუდრის პატრონი-მკვდრის ნათესავი
4)შესწამებს-განზრახი დანაშაულის ბრალდების წაყენება
5)ჯერი-ფიცით თავის მართლება
6)სისხლი-ქონებრივი გადასახადი
7)ქიშპნი ყოფილან-დავა(ჯიბრი,სიტყვიერი დაპირისპირება) ჰქონდათ,
იურიდიული ანალიზი:
მოცემული ნაწილით შეიძლება დავუშვათ იმის ალბათობა ,რომ იმდროინდელ
საქართველოში არსებობდა ისეთი მკვლელობა,რომელსაც შეუცნობლად ,განზრახვის
გარეშე ჩადიოდა კაცი. იურიდიული შედეგი რა თქმა უნდა დადებითი
ხასიათისაა,ვინაიდან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საშუალებაა
განზრახვის გარეშე,შეუცნობელი მკვლელობა.ხოლო ქიშპის არსებობის შემთხვევაში
მოკლულსა და მკვლელს შორის,ნათესავი ბრალს წაუყენებდა სავარაუდო
დამნაშავეს.ამ დროს კი იურიდიული შედეგის ფორმად მიღებული იყო რეპრესიული
ხასიათის ფორმა,კერძოდ, სისხლის გადასახადი. ასევე შეეძლო ფიცით თავის
მართლება.

მესამე, მიმხდომის კაცის სიკუდილის სისხლი არ არის,რომ დამხდურმან მოკლას.


მაგრამე ბატონი რომ თავის ყმას მიუხდეს,იმისი არ გვითქუამს.
შინაარსი:
თავმდამსხმელი კაცის სიკვდილი არ მოითხოვს ქონებრივ გადასახადს ,თუ
მომგერიებელი მოკლავს თავდამსხმელს,მომხვდურს . მაგრამ თუ ბატონი თავის ყმას
თავს დაესხმება,იმისი არა გვითქვამს.
ტერმინები:
1)მიმხდომი-თავდამსხმელი
2)სიკუდილი-სიკვდილი,მოკვლად
3)დამხდური-მომგერიებელი
4)სისხლი-ქონებრივი გადასახადი
5)სისხლი არ არის-ქონებრივი გადასახადი არ ეკისრება,გადასახადი არ არის
6)მიუხდეს-თავს დაესხას

იურიდიული ანალიზი:
ძველად საქართველოში,როგორც ჩანს არსებობდა ფაქტები თავდასხმისა
კონკრეტულ ინდივიდებზე. იურიდიული ტერმინოლოგიით თუ გავაანალიზებთ
აღნიშნული 42-ე მუხლის მესამე ნაწილს, თავდამსხმელის მოკვლა თავდაცვის მიზნით
აუცილებელი მოგერიებაა და იგი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ერთგვარი
საშუალება და პირობაა. თუმცა ბატონის საკუთარ ყმაზე თავდასხმის იურიდიული
შედეგი უცნობია ჩვენთვის,ვინაიდან არც განუხილავთ. ასე ვთქვათ, ამ შემთხვევას
კანონი არ აწესრიგებს,კანონი ამ საკითხზე დუმს.

მეოთხე,ყმა არ იყოს მისი და ერთმან კაცმან კაცს საკუდავად შეუტია, და იმ უმცროსმა კაცმა
გარიდოს და უფროსმან ხმალი შემოჰკრას,მეორე კიდევ შემოსაკრავად მოინდომოს და
ახლა იმ უმცროსმა დაასწრა და მოკლა თუ დაჭრა,არც მისი სისხლი ითხოების,ამიტომ რომე
თავის სიკუდილის შიშს უქნევინებია,დათმობად ისიც კმარა,რაც პირველზე დაუთმია.
და თუ იმ ერთის შემოკურას გარეთად იმ უფროსს მეორე ხმლის შემოკურვა აღარ
მოუნდომებია და უმცროსს შემოუკრავს და მოუკლავს თუ დაუჭრია,უმცროსმა სისხლი
მისცეს,მაგრამე მისი უწინდელი ჭრილობაც უანგარიშეთ.
შინაარსი:
თუ ყმა არ არის მისი და ერთმა კაცმა მეორე კაცს მოსაკლავად შეუტია , და
წოდებრივად უმცროსმა კაცმა აიცილოს და უფროსმა ხმალი მოუქნიოს ,და თუ მეორედ
ისევ შემოკვრა მოინდომა და წოდებით უმცროსმა დაასწროს და მოკლას ან დაჭრას,არ
მოუწევს გადახდა მისი სისხლის,იმიტომ რომ თავისი სიკვდილის შიშით ქნა
ეს,დასათმობად ისიც კმარა,რაც პირველ ჯერზე დათმო.
და იმ ერთი ხმლის მოქნევის შემდეგ უფროსი წოდების კაცს მეორედ არ
მოუნდომებია ხმლის შემობრუნება(მოქნევა) ისევ და წოდებით უმცროსს შემოუკრავს
და მოუკლავს თუ დაუჭრია,წოდებით უმცროსმა კაცმა სისხლი გადაიხადოს ,მაგრამ
მისი წინანდელი ჭრილობაც მიუთვალონ გადასახად.
ტერმინები:
1)საკუდავად-მოსაკლავად
2)უმცროსი-წოდებით უმცროსი ადამიანი
3)უფროსი-წოდებით უფროსი ადამიანი
4)სისხლი-ქონებრივი გადასახადი
5)შემოკურა-ხმლის მოქნევა
6)სისხლი მისცეს-სისხლის გადასახადი გადაიხადოს
7)ჭრილობაც უანგარიშეთ-ჭრილობის გადასახადიც მიუთვალონ
იურიდიული ანალიზი:
მოცემულ ნაწილშიც ჩანს,რომ აუცილებელი მოგერიება სამართლებრივად
პასუხისმგებლობას აცილებს პირს,თუ ორჯერ სცადეს კაცის მოკვლა მაგრამ წოდებით
უმცროსი უფროსს ასწრებს და დაჭრის ან მოკლავს. ეს ნაწილი ატარებს პრევენციულ
ხასიათს.ხოლო სამართლებრივად პასუხისმგებლობას პირი მიეცემა ანუ იურიდიული
შედეგი რეპრესიული ხასიათის იქნება თუ ხმლის ერთჯერ მოქნევის შემდგომ
უპასუხებს მომგერიებელი თავდამსხმელს,კერძოდ წოდებით უმცროსი უფროსს
დაჭრის ან მოკლავს. რეპრესიული ხასიათის იურიდიული შედეგი დგება სისხლის
გადასახადის სახით, რომელიც შესაბამისია უფროსი წოდების კაცის გვარისა და ამას
ემატება ჭრილობის გადასახადიც.

მეხუთე,თუ სწორმან სწორს შეუტია და ხმალს ხელი გაიკრა და იმ მეორემ ამ შემტევებელს


უწინ შემოჰკრა,დაჭრა,თუნდაც კიდეც მოკლას,ვერას შეუვა.
შინაარსი:
თუ კაცმა წოდებრივად თავის თანასწორს შეუტია და ხმალს მოჰკიდა ხელი და
მეორემ თავდამსხმელს ეგრევე მოუქნია ხმალი,დაჭრა ან თუნდაც მოკლა ,მას პასუხს
ვერ მოსთხოვენ, პასუხს არ აგებს.
ტერმინები:
1)სწორი-წოდებრივად თანასწორი
2) ხმალს ხელი გაიკრა-ხმალს მოჰკიდა ხელი
3)შემტევებელი-თავდამსხმელი
4)შემოჰკრა-მოუქნია
5)ვერას შეუვა-პასუხს არ აგებს
იურიდიული ანალიზი:
მოცემულ ნაწილში გაანალიზებულია წოდებრივად ერთნაირი გვარის ადამიანთა
დაპირისპირება. აქ კარგად ჩანს მოგერიების აუცილებლობა ,ვინაიდან
თავმდამსხმლის მიერ ხმლის მოქნევისას საპასუხო ქმედება მეორე პირისგან ,კერძოდ
ხმლის მოქნევა,რომელიც იწვევს დაჭრას ან მოკვლას,იურიდიული შედეგი
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაა ,ანუ მას ვერავინ ვერაფერს შეედავება .
მეექვსე, თუ ან ცოლზე და ან შვილზე ვაჟი იყოს თუ ქალი,სხუა კაცი დაახელოს და მოკლას.
შინაარსი:
თუ ვინმეს ფაქტზე შეუსწრებს სხვა კაცს საკუთარ ცოლთან,შვილთან, არ აქვს
მნიშვნელობა ვაჟი იქნება თუ ქალიშვილი და მოკლას.
ტერმინები:
1)დაახელოს-ფაქტზე წაუსწროს
იურიდიული ანალიზი:
მოცემული ნაწილიდან გამომდინარე,როგორც ჩანს არსებობდა
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების კიდევ ერთი პირობა ,რომელიც
გამოიხატებოდა უშუალოდ ფაქტზე წასწრებით უცხო კაცისა კონკრეტულად ცოლთან
და შვილებთან (სქესის განურჩევლად) . როგორც ჩანს ეს ნაწილი დადებითი ხასიათის
იურიდიულ შედეგს იძლევა მკვლელის მიმართ,ვინაიდან ილახება მკვლელის
ღირსება და ოჯახური სიწმინდე,რაც იმ დროის საქართველოში ქართველი კაცისთვის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ და სისხლის დაღვრით ასე ვთქვათ
ღირსებას იბრუნებს ეს უკანასკნელი.

მეშვიდე, თუ მოახლეზედ დაახელოს და მოკლას.მაგრამ ამას ცოტა რამ კი გაუჩნდების


სამარხივით.
შინაარსი:
თუ ახლობელთან ფაქტზე შეუსწროს და მოკლას.მაგრამ ამას ცოტა ექნება
გადასახადი დასაფლავების ხარჯებისთვის.
ტერმინები:
1)მოახლეზედ-ახლობელზედ,მსახური
2)სამარხი-დასაფლავების ხარჯის გადასახადი
იურიდიული ანალიზი:
მოცემული ნაწილიდან გამომდინარე,როგორც ჩანს არსებობდა
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების კიდევ ერთი პირობა ,რომელიც
გამოიხატებოდა უშუალოდ ფაქტზე წასწრებით ამჯერად ახლობელ ადამიანთან უცხო
კაცისა. ეს ნაწილი შედარებით რეპრესიული ხასიათის იურიდიულ შედეგს იძლევა
მკვლელის მიმართ,ვინაიდან მოკლულის დასაფლავების ხარჯების გადახდა
უწევს.როგორც ჩანს ეს შემთხვევაც ძალზედ გახშირებული იყო იმდროინდელ
საქართველოში.

მერვე, თუ ბატონმა ყმის ცოლს უაშიყოს,ან ღამით და ან დღისით, და ცოლთან საწოლად


დაახელოს, და მან კაცმან მოკლას,დიდი იყოს თუ მცირე,სისხლი არ გაუჩნდების.
შინაარსი:
თუ ბატონმა შელახა ყმის ცოლქმრული სიწმინდე,მის ცოლს უტრფიალოს ღამით ან
დღისით და ცოლთან საწოლში ფაქტზე შეუსწროს,და ამ კაცმა მოკლას იგი,არ აქვს
მნიშვნელობა ბატონის გვარის წოდებრივობას,სისხლის გადასახადი არ ექნება .
ტერმინები:
1)უაშიყოს-უტრფიალოს
2)დაახელოს-ფაქტზე წაუსწროს
3)სისხლი-ქონებრივი გადასახადი
4)სისხლი არ გაუჩნდების-სისხლის გადასახადი არ ექნება .
იურიდიული ანალიზი:
მოცემული ნაწილის მიხედვით,ჩანს რომ არსებობდა პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების ერთ-ერთ საშუალებად, ყმის მიერ ფაქტზე წასწრებით ბატონის მიერ
საკუთარ ცოლთან ტრფიალის გამო,ბატონის მოკვლა,განურჩევლად ბატონის
წოდებრივობის მიხედვით გვაროვნებისა. ეს ნაწილი დადებითი ხასიათის იურიდიულ
შედეგს იძლევა მკვლელის მიმართ,ვინაიდან ილახება ცოლქმრული სიწმინდე ,რაც იმ
დროის საქართველოში ქართველი კაცისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
გახლდათ და სისხლის დაღვრით ასე ვთქვათ ღირსებას იბრუნებს ეს უკანასკნელი და
ერთგვარად შურს იძიებს უსამართლობაზე.
როგორც ჩანს ეს შემთხვევაც ძალზედ გახშირებული იყო იმდროინდელ
საქართველოში. თუმცა ასეთი მუხლი ფეოდალური კანონმდებლოისთვის ძალზედ
იშვიათია.

მეცხრე, თუ კაცმან თავისი ცოლი ბოზობაზე დაახელოს და მოკლას,არც ძმისაგან,არც


ნათესავისაგან სისხლი არ ეთხოების.
შინაარსი: თუ კაცმა თავის ცოლს მრუშობაზე,ღალატის ფაქტზე წაუსწროს და მოკლას ,
ვალდებული არაა არც მის ძმასა და არც ნათესავს სისხლის საფასური გადაუხადოს .
ტერმინები:
1)ბოზობა-მრუშობა,ღალატი
2)სისხლი-ქონებრივი გადასახადი
3)სისხლი არ ეთხოების-სისხლის გადასახადი არ მოეთხოვება
იურიდიული ანალიზი:
როგორც ჩანს იმდროინდელ საქართველოში იყო შემთხვევები ცოლის
ღალატისა,თუმცა უშუალოდ ღალატის ფაქტზე წასწრება იყო აუცილებელი
ფაქტორი,რათა აქედან გამომდინარე მკვლელობის ფაქტი ყოფილიყო
პასუხისმგებლობისგან არიდების საშუალება . შესაბამისად იურიდიული შედეგი არ
დგებოდა არც სისხლის გადასახადით მოკლულის ძმისადმი ან რომელიმე
ნათესავისადმი.

მეათე,რომ კაცს ქურდი შეეპაროს და ის ქურდი მოკლას თავის სახლში.


შინაარსი:
თუ ქურდი შეიპარება კაცის სახლში და ამ ქურდს მოკლავს თავის სახლში.
ტერმინები:
1)შეეპაროს-ვინმეს სახლში შეპარვა ქურდობის მიზნით
იურიდიული ანალიზი:
როგორც ჩანს, საქართველოში იმ დროისთვის გავრცელებული იყო სახლებში
შეპარვა ქურდობის მიზნით,რაც შესაბამისად საჭიროებდა აღკვეთას . ამიტომ ქურდის
მოკვლა სახლში შემოჭრის დროს როგორც ჩანს წარმოადგენდა
პასუხისმგებლობისგან არიდების საშუალებას .

You might also like