წრფივი დაპროგრამება - კაკო

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ცვლადების სტრიქონი (ანუ ზედა სტრიქონი ნახატზე)

ოპტიმალური ამონახსნი ჰქვია X1, X2, X3 ამონახსნებს.

ოპტიმალური მნიშვნელობა არის Z-ის ამონახსნი, ანუ მინიმალური ხარჯი ან


მაქსიმალური მოგება.

Reduced Cost - ეს სვეტი მიუთითებს რამდენით უნდა შეიცვალოს არაბაზისური ცვლადების


კოეფიციენტები ზეტში (Original Val), რომ ისინი გახდნენ ბაზისურნი. ბაზისური არის ის
ცვლადები, რომლებიც აქტიურია ანუ იყენებ. სანამ ტრანსპორტირების ხარჯი არ
შემცირდება ამ რიცხვით მაინც, არ იქნება გონივრული ამ ცვლადის წამოღება . ანუ ამ
შემთხვევაში 500 თუ შემცირდება 91.11-ით შეგვეცვლება ამონახსნი და X4 ცვლადი იქნება
გამოსადეგი, ანუ არ იქნება ნულის ტოლი.

კითხვა იქნება ასეთი: რამდენით უნდა შეიცვალოს არაბაზისური ცვლადების


კოეფიციენტები ზეტში რომ ისინი გახდნენ ბაზისურები?

პასუხი: უნდა დაწერო მინიმუმ ამდენით. სიტყვა მინიმუმ აუცილებლად უნდა გეწეროს.

ბოლო ორი სვეტი მიუთითებს დიაპაზონს. ამ დიაპაზონში ზეტის კოეფიციენტების


ცვლილებისას თავიდან ამოხსნის გარეშე შემიძლია დასკვნების გაკეთება . კერძოდ ,

1) ოპტიმალური ამონახსნი იგივეა


2) ზეტი იცვლება შესაბამისად.

კითხვა მოვა ასეთი: თუ პირველი საბადოდან ტრანსპორტირება გაძვირდება 200


ლარით, 800 იყო და გახდა ათასი, მაშინ რა შეიცვლება ოპტიმალურ მნიშვნელობაში და
ოპტ. ამონახსნში?

პასუხი: ა) ოპტიმალური ამონახსნი იგივეა, ბ) ზეტი შეიცვლება 200*0.26. ზეტ ახალი = ზეტ
ძველი + დელტა ზეტი.

კითხვა: როგორ შეიცვლება შედეგი თუ მეორე საბადოდან ტრანსპორტირება გახდება


500ლარი?
პასუხი: რადგან გაცდა დიაპაზონს ამიტომ საჭიროა თავიდან ამოხსნა .(შუალედურზე
თავიდან არ ამოხსნით და პირდაპირ ესეთი პასუხის დაწერა შეიძლება ).

შეზღუდვების სტრიქონი (ანუ ქვედა სტრიქონი)


Dual Value - მიუთითებს შემდეგს: შეზღუდვების მარჯვენა მხარის( Original Value, მარჯვენა
მხარეში იგულისხმება მაგალითად 10X + 20Y > 140 - აქედან რიცხვი 140) ერთი ერთეულით
ცვლილება იწვევს ზეტ მნიშვნელობის დუალ ველიუთი ცვლილებას, ოღონდ ეს ცვლილება
უნდა მოხდეს ბოლო ორი სვეტით მოცემულ დიაპაზონში. სამწუხაროდ, ოპტიმალურ
ამონახსნზე საზოგადოდ დასკვნას ვერ აკეთებს, ანუ ითვლის მხოლოდ მთლიან
დანახარჯს/მოგებას.

კითხვა: როგორ შეიცვლება ოპტიმალური ამონახსნი და ოპტიმალური მნიშვნელობა, თუ


მინიმალური მოთხოვნა A ელემენტზე 5ს მაგივრად გახდება 7.

პასუხი: ა) ოპტიმალურ ამონახსნზე დასკვნას ვერ გააკეთებ,

ბ) ზეტ ალფა იქნება 2*(-44.44) = -88.88.

ზეტ ახალი იქნება 511 + 88 = 699

ზოგადად თუ სიმრავლე გავამკაცრე მინიმუმი გამეზრდება.

ზოგადად:

მინიმუმის დროს Z ახ. = Z ძვ. - დელტა Z.

მაქსიმუმის დროს Z ახ. = Z ძვ. + დელტა Z.

შემდეგი შეკითხვა: როგორ შეიცლება შედეგი თუ C ნივთიერების მინიმალური მოთხოვნა


იქნება 31?

პასუხი: საჭიროა თავიდან ამოხსნა.


კითხვა: როგორ შეიცვლება შედეგი, თუ ბ ნივთიერებაზე მინიმალური მოთხოვნა
შემცირდება 20 ერთეულით.

პასუხი: დარჩება ორივე იგივე, ოპტიმალური ამონახსნიც და ოპტიმალური მნიშვნელობაც.

You might also like