10 ფაქტი ჩინეთზე (გეოგრაფია)

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

https://on.

ge/story/34042-დამატებითი
ინფორმაცია N1
10 საინტერესო ფაქტი ჩინეთზე, გარდა
იმისა, რომ ყველაზე ხალხმრავალი
ქვეყანაა

5,302წაკითხვა96გაზიარება
   
ჩინეთის ხსენებაზე პირველ რიგში წარწერა Made In China,
ჩინეთის დიდი კედელი და ყველაზე ხალხმრავალი
სახელმწიფო გვახსენდება, სადაც მილიარდზე მეტი ადამიანი
ცხოვრობს.
თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი
უძველესი კულტურის მქონე სახელმწიფოა, რომლის შესახებაც
გაცილებით მეტი საინტერესო რამის გაგებაა შესაძლებელი.

წაიკითხეთ 10 საინტერესო ფაქტი ჩინეთის შესახებ:

1. ფეხბურთს ჩინელები ათასობით წლის წინ თამაშობდნენ

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბურთით თამაში პირველად


ჩინეთში მოიგონეს. ამაზე ეს ფეხბურთის ბურთი მოწმობს,
რომელიც საუკუნეების წინ შექმნილ ნახატზეა გამოსახული.
2. ჩინეთის დასავლეთ ნაწილში ათი საათის მერე თენდება
გარდა იმისა, რომ ჩინეთი ყველაზე ხალხმრავალი
სახელმწიფოა, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერიტორიის
პატრონიც არის, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ
უდიდეს მანძილს ფარავს. ვინაიდან ქვეყანაში ერთადერთი
დროის სარტყელი არსებობს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ათი
საათის შემდეგ თენდება.

3. ხანშიშესული ადამიანების რეგულარული მონახულება


სავალდებულოა

ფოტო: Shutterstock
ჩინეთში ხანშიშესული ადამიანების რეგულარულ
მონახულებას მათ შვილებს კანონი ავალდებულებს.
4. ჩინური ახალი წელი 15 დღე გრძელდება

ფოტო: testing / Shutterstock


ჩინელების ახალი წელი ჩინური კალენდრის წლის პირველი
თვის პირველ დღეს იწყება და თვის მეთხუთმეტე დღეს
სრულდება. მთელი ამ დროის მანძილზე კი იქ უამრავი
ღონისძიება და ფესტივალი იმართება.

5. ჩინეთს ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს


ფოტო: Hung Chung Chih / Shutterstock
თუ ფიქრობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი
არმია ამერიკას ან რუსეთს ჰყავს ძალიან ცდებით, რადგან ამ
კუთხით ჩინეთი ლიდერობს და მის უსაფრთხოებაზე 2
მილიონზე მეტი ჯარისკაცი ზრუნავს.

6. 2020 წელს ჩინეთში მცხოვრები ქალების რაოდენობას,


კაცების რაოდენობა გადააჭარბებს
2020 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ჩინელი ქალების
რაოდენობას ჩინელი კაცების რაოდენობა რამდენიმე
მილიონით გადააჭარბებს, რაც ჩინეთისთვის ერთ-ერთი
მთავარი გამოწვევაა. გენდერული ბალანსი მრავალწლიანმა
პოლიტიკამ დაარღვია, რომელიც ოჯახებს ერთ შვილზე მეტის
ყოლას კანონით უკრძალავდა. მთელი ამ დროის განმავლობაში
კი ოჯახების უმრავლესობა არჩევანს ბიჭ შვილზე აკეთებდა.
7. ჩინეთს ყველაზე დიდი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა
აქვს

ფოტო: Shutterstock
მართალია, ჩინეთი ფართობის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე
სახელმწიფოა, თუმცა მას ყველაზე დიდი სარკინიგზო
ინფრასტრუქტურა აქვს. ცნობილია, რომ იქ არსებული
რელსების სიგრძე ჩვენს პლანეტას ორჯერ დაფარავდა
წრიულად.

8. ცხოველებზე ცდების ჩატარებას მასიური სახე აქვს


მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულმა სამყარო სულ უფრო
მეტად შეამცირა ცხოველებზე ცდების ჩატარების პრაქტიკა,
ჩინეთში ჯერ კიდევ მასიურად ხდება სხვადასხვა
პარფიუმერული პროდუქტის ცხოველებზე გამოცდა.

9. ყოველ მეხუთე დღეს ჩინეთში ახალი ცათამბჯენი


იხსნება
ჩინეთის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია მთელს
მსოფლიოში და ალბათ არც არსებობს ადგილი, სადაც ყოველ
მეხუთე დღეს ახალი ცათამბჯენი იხსნება.

10. 2009 წელს ჩინეთში ფეისბუქი დაიბლოკა


წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება სოციალური მედიის
გარეშე?! ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩინეთში 2009
წლიდან ფეისბუქი საერთოდ აღარ არსებობს. თუმცა, უნდა
აღინიშნოს, რომ მათ საკუთარი სოციალური ქსელებიც
გააჩნიათ. 

წყარო: Swedish Nomad
გაიგეთ მეტი: ჩინეთი, აზია, გართობა, ფაქტები

You might also like