1896

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

რადიოაქტივობა

ალფა-, ბეტა- და გამა- გამოსხივება


 ანტუან ბეკერელი
1896 წლის თებერვლის ღრუბლიანი დღე იყო. ფრანგი
ფიზიკოსი ანრი ანტუან ბეკერელი (1852-1908) მზის გამოჩენას
მთელი დღე უშედეგოდ ელოდა. მზე იმ ექსპერიმენტის
ჩასატარებლად სჭირდებოდა, რომლითაც თავისივე
ჰიპოთეზის ჭეშმარიტებას შეამოწმებდა: ბეკერელმა იცოდა,
რომ ზოგიერთი ნივთიერება (მათ შორის ურანის მარილები)
მზის სინათლით დასხივების შემდეგ თავადაც ანათებდა.
ბეკერელს კითხვა გაუჩნდა: ხომ არ ასხივებდა ურანის
მარილები მზის სინათლით დასხივების შემდეგ ხილულ
სინათლესთან ერთად რენტგენის სხივებსაც?
ბეკერელი ურანის მარილის მარცვლებს შავ ქაღალდში
გახვეულ ფოტოფირზე დებდა და კაშკაშა მზის სინათლეზე
ათავსებდა. გამჟღავნების შემდეგ ფოტოფირი იმ ადგილებში
შავდებოდა, სადაც მარილი იყო მოთავსებული. ფოტოფირის
გაშავება ამტკიცებდა, რომ ურანი ასხივებდა და მისი
გამოსხივება, რენტგენის სხივების მსგავსად, გაუმჭვირვალე
სხეულებში ატანდა და ფოტოფირზე მოქმედებდა. ბეკერელი
დარწმუნებული იყო,რომ გამოსხივება მზის სინათლის
გავლენით ჩნდებოდა. მზე რომ არ გამოჩნდა,
იმედგაცრუებულმა მეცნიერმა სეიფში შეინახა ფოტოფირი,
რომელზეც ურანის მარილით დაფარული სპილენძის ჯვარი
იდო.
რამდენიმე დღის შემდეგ მან ფოტოფირი გაამჟღავნა და
გაოცდა: ფოტოფირს ჯვრის ფორმის მკაფიო გამოსახულება
აჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ურანის მარილები
თავისთავად, გარე ფაქტორების გარეშე, ქმნიდა უცნობ
უხილავ გამოსხივებას, რომელიც განჭოლავდა ქაღალდს
და ფოტოფირზე მოქმედებს.
 მარია სკლოდივსკაია-კიური
1898 წელს საფრანგეთში მარია სკლოდოვსკაია-კიურიმ და
მასთან ერთად მომუშავე სხვა მეცნიერებმე თორიუმის
გამოსხივება აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი, მარია
სკლოდოვსკაია-კიურიმ და მისმა მეუღლემ, პიერ კიურიმ,
ორი მანამდე უცნობი ქიმიური ელემენტი გამოყვეს. ახლად
აღმოჩენილი ელემენტები, ურანის მსგავსად, თავისთავად
ასხივებდნენ უხილავ სხივებს, მაგრამ მათი გამოსხივების
აქტიურობა რამდენიმე ათასჯერ აღემატებოდა ურანისას. ერთ
მათგანს რადიუმი (ლათინური სიტყვაა და გამოსხივებას
ნიშნავს) უწოდეს, ხოლო მეორეს - სკლოდოვსკაია-კიურის
სამშობლოს, პოლონეთის პატივსაცემად, პოლონიუმი.
თავად გამოსხივებას მარია და პიერ კიურებმა
რადიოაქტივობა უწოდეს.
 ალფა-, ბეტა- და გამა- გამოსხივება
რადიოაქტიური ელემენტების აღმოჩენის შემდეგ მათი
გამოსხივების ფიზიკური ბუნების შესასწავლად ინტენსიური
გამოკვლევები დაიწყო. ბეკერელისა და კიურების გარდა ამ
საკითხზე სხვა მეცნიერებიც მუშაობდნენ. ერთი წლის
დაგვიანებით, 1899 წელს, ინგლისელმა მეცნიერმა ერნესტ
რეზერფორდმა (1871-1937) დაადგინა, რომ გამოსხივებას
რთული შედგენილობა აქვს და სულ ცოტა ორ კომპონენტად ,
ალფა და ბეტა სხივებად იშლება (ასე უწოდა მათ
რეზერფორდმა), რომელთაც სხვადასხვა
გამჭოლუნარიანობა ახასიათებს.
1900 წელს კი ფრანგმა მეცნიერმა პ.ვილარმა აღმოაჩინარა
რადიოაქტიური გამოსხივების მესამე კომპონენტი გამა
სხივები. სურათზე გამოსახულია იმ დანადგარის სქემა,
რომლის დახმარებითაც რადიოაქტიური გამოსხივების
რთული შედგენილობის გამოკვლევისთვის მეცნიერები
კლასიკურ ცდას ატარებდნენ: ტყვიის ცილინდრში
გაკეთებული ვიწრო არხის ფსკერზე ათავსებდნენ რადიუმის
მარცვალს. არხის პირდაპირ მოთავსებული იყო
ფოტოფირფიტა. არხიდან გამოსული გამოსხივება ძლიერ
მაგნიტურ ველში ხვდებოდა, რომლის ძალწირები
გამოსხივების მართობულად იყო მიმართული. დანადგარი
ვაკუუმში იყო მოთავსებული.
 გამოსხივების სამივე კომპონენტი განსხვავებულად
შთაინთქმებოდ სხვადასხვა ნივთიერების მიერ, ანუ მათ
განსხვავებული შეღწევისუნარიანობა ახასიათებდა.
შეღწევის მინიმალური უნარი α სხივებს აქვთ: მათთვის
0,1 მმ სისქის ქაღალდის ფენაც გაუმჭვირვალია. β
სხივებს მხოლოდ რამდენიმე მმ სისქის ალუმინის
ფირფიტა აკავებს. γ სხივები კი მაქსიმალური
შეღწევისუნარიანობით გამოირჩევა: მათთვის
სანტიმეტრის სისქის ტყვიის ფენაც კი არ არის
გადაულახავი წინააღმდეგობა.
 α სხივები
რეზერფორდმა დაადგინა: α - სხივები დადებითად
დამუხტული ნაწილაკების, α - ნაწილაკების ნაკადია.
α - ნაწილაკი ორგზის იონიზირებული ჰელიუმის ატომია.
 β სხივები
ბეკერელმა დაადგინა, რომ β - სხივებიუარყოფითად
დამუხტული ნაწილაკების ნაკადია: β - ნაწილაკები
რადიოაქტიური ნივთიერების მიერ გამოტყორცნილი ძალიან
სწრაფი ელექტრონებია.
 γ სხივები
γ - სხივები თავისი თვისებებით ძალიან ჰგავს რენტგენის
სხივებს, ოღონდ მათი შეღწევის უნარიანობა გაცილებით
მეტია.

 რადიოაქტიური დაშლა
გამოსხივება ატომის ბირთვებში მიმდინარე გარდაქმნების
შედეგია. ამ დროს ბირთვების გარდაქმნას კი
რადიოაქტიური დაშლა ჰქვია. რადიაქტიური დაშლის დროს
წარმოიქმნება ახალი ბირთვები, რომლებიც თავის მხრივ
ასევე რადიოაქტიურია.
α დაშლისას რადიოაქტიური ელემენტის X ბირთვი ახალ Y
ბირთვად გადაიქცევა და ამ დროს α -ნაწილაკი
გამოიტყორცნება:
X -> Y + α
ასე, რომ α დაშლისას ბირთვი კარგავს 2e დადებით მუხტს და
მისი მასა დაახლოებით ატომური მასის 4 ერთეულით
მცირდება.
β დაშლისას რადიოაქტიური X ბირთვი ახალ Y ბირთვად
გადაიქცევა და ამ დროს β- ნაწილაკი გამოიტყორცნება:
X -> Y + β
β დაშლის დროს ბირთვიდან გამოიტყორცნება ელექტრონი,
ამის შედეგად ბირთვის მუხტი ერთით იზრდება, ხოლო მასა
თითქმის უცვლელი რჩება.

γ - გამოსხივება რადიოაქტიური ბირთვის მუხტის


ცვლილებას არ იწვევს, ხოლო ბირთვის მასა უმნიშვნელოდ
იცვლება.

You might also like