8

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ნასარიძე მარიამი

15.05.2023

კონსექტბარათი #️8
თემები:

 სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა და მოძიებული ინფორმაციის


გააზრება, სისტემატიზაცია: რეზიუმირება, კომენტარი, კომპილირება.
 არგუმენტი: რა არის არგუმენტი და მისი ფორმები; როგორ იწერება არგუმენტი

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა და მოძიებული ინფორმაციის გააზრება,


სისტემატიზაცია: რეზიუმირება, კომენტარი, კომპილირება.

რეზიუმე:

ნაშრომის ძირითადი ნაწილია და ყველაზე დიდი მოცულობისაა. მისი დანიშნულება


შესავალში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაა. ძირითადი ნაწილი მოიცავს.

 თემის წინამძღვრების ისტორიული აღწერა


 ტექსტის ინტერპრეტაცია
 სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, მასზე დაყრდნობით საკვლევი თემის
დეტალური ანალიზი
 თეორიების შედარება და კვლევის შეფასება
 პრობლემის გადაჭრის გზების ძებნა
 ექსპერიმენტების აღწერა

გამოირჩევა აკადემიური ნაშრომის ორი ტიპი: თეორიული და ემპირიული.

თეორიული ნაშრომები: ყურადღება ექცევა სხვისი თეორიის წარმოჩენას და შემდეგ


შედარებას. ძირითადი ნაწილი ეძღვნება სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას.

ემპირიული კვლევა: ამ დროს დგინდება კითხვარი. განისაზღვრება ვინ გასცემს


პასუხს დასმულ კითხვებზე, საბოლოოდ კი ხდება ყველაფრის შეჯამება.

 საკვლევი საკითხის ისტორიის წარმოჩენა, კონტექსტის აღწერა და ცნებების


განმარტება
 სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.

სტრუქტურა: სტრუქტურირება გვეხმარება კავშირების წარმოჩენაში, აზრების


დაწყობაში და სხვ.

მეთოდოლოგია: კვლევის წარმართვის დეტალები


ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 35-37; თურაბიანი: 104-106; 110-
111; ეკო: 229- 235; კომპილირება - გაიდი

არგუმენტი: რა არის არგუმენტი და მისი ფორმები; როგორ იწერება არგუმენტი

ნებისმიერი დებულების დასამტკიცებლად აუცილებელია არგუმენტი. ჯერ უნდა


ჩამოვაყალიბოთ ვარაუდები, ამის შემდეგ კი ამ ვარაუდების დამამტკიცებელი
არგუმენტები. არგუმენტაციის ასაგებად უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას. ვინ არის
კარგი მკითხველი? და უნდა გავცეთ პასუხი იმ კითხვებს, რომელიც შეიძლება
მკითხველს გაუჩნდეს.

 რა არის დებულება?
 რა ვარაუდი ამყარებს მას?
 რა არგუმენტებით შეიძლება არგუმენტის გამყარება?
 ალტერნატიულ თვალსაზრისი? /გაქვთ თუ არა პასუხი კონტრ
არგუმენტებისთვის?

როგორ წარმოვადგინოთ არგუმენტი.

 კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა, რომ დავეყრდნოთ


კვლევებს, ფაქტებს, რომლებითაც შევძლებთ მოსაზრების დადასტურებას.
 შეაჯამეთ ნაშრომის მთავარი სათქმელი და მოიყვანეთ არგუმენტები,
რომლებიც მას დაადასტურებენ.
 შეიმუშავეთ სტრატეგია, რომლითაც განვითარდება დებულება და
წარმოაჩინეთ არგუმენტი.

როგორ უნდა წარიმართოს არგუმენტირებული მსჯელობა.

მსჯელობისას აუცილებელია დებულებების დალაგება მათი დამადასტურებელი


არგუმენტების სიძლიერის მიხედვით. აუცილებელია არგუმენტის ისე წარდგენა,
რომ მოხერხდეს მკითხველის დარწმუნება დებულების მართებულობაში.

 დასაწყისი მოიყვანეთ ნაკლებად ძლიერი არგუმენტი.


 ძლიერი არგუმენტი წარმოადგინეთ მსჯელობის ბოლოს

რა გამოდგება არგუმენტაციის განსავითარებლად.

თქვენ უნდა შეძლოთ ერთმანეთისგან გაარჩიოთ მყარი და სუსტი არგუმენტი.


აკადემიური ნაშრომისთვის საჭიროა სიზუსტე, ამიტომაც სწორად უნდა
გადავწყვიტოთ, რა არის კვლევისთვის გამოსადეგი როგორც არგუმენტი და რა არა.
მტკიცებულებად ითვლება მხოლოდ ის არგუმენტი, რომელიც კონკრეტულ წყაროზე
დარყდნობით წარმართულ არგუმენტირებულ მსჯელობას ეყრდნობა.
ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 113-116; თურაბიანი: 74-90

You might also like