Professional Documents
Culture Documents
შთა 2 - საშინაო ნაშრომები, შუალედური და დასკვნითი შეფასებები - 2021-2022 წწ.
შთა 2 - საშინაო ნაშრომები, შუალედური და დასკვნითი შეფასებები - 2021-2022 წწ.
შთა 2 - საშინაო ნაშრომები, შუალედური და დასკვნითი შეფასებები - 2021-2022 წწ.
კრებული
i
ავტორისგან
ედიკ კამალიანი
ii
თავი 1. საშინაო ნაშრომები
საკითხები:
2
ლომი ღირებულებების გარეშე რჩება, თუმცა მას საკუთარი ღირებულებების შექმნაც
არ შეუძლია, რადგან მას მახსოვრობა გააჩნია.
შეფასება: 5/5
4
1.2. ჯონ დიუი
საკითხები:
5
დიუის მიხედვით, ტრადიციულ განათლებაში შეზღუდულია მოსწავლეების
თავისუფალი და ჯანსაღი აზროვნება, არის მკაცრი დისციპლინა და, ასევე, მოსწავლე
იძულებულია დაემორჩილოს მასწავლებლის აზრს, რომელიც შესაძლებელია,
თვითონ მოსწავლის პირად შეხედულებასა და აზრს ეწინააღმდეგებოდეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტრადიციული სწავლებისას, მოსწავლეს არ გააჩნია იმის
საშაულება, რომ ის ისწავლოს, რაც მას აინტერესებს და სურს. ეს განათლების სისტემა
არ განიცდის განვითარებას, წარსულის დოგმებზეა დამოკიდებული და ამგვარი
სწავლებისას, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები რაიმეს დაძალებით
სწავლობენ, რაც არც მომავალში დასჭირდებათ მათ და არც აინტერესებთ, თუმცა არაა
სხვა გამოსავალი. ჯონ დიუი ტრადიციულ განათლებას თავს მოხვევად და
ძალდატანებად მიიჩნევს: „ტრადიციული სისტემა, თავისი არსით, არის ძალდატანება,
თავს მოხვევა. იგი თავს ახვევს მოწიფული, ზრდასრული ადამიანების სტანდარტებს,
სწავლების შინაარსსა და მეთოდებს მათ, ვინც ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების,
მომწიფების პროცესშია“ (დიუი 2018, 105).
შეფასება: 5/5
8
1.3. ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი
საკითხები:
9
მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გეგმაში იყო გაწერილი და უფრო მეტი
მოთხოვნა გაჩნდა მოცემულ პროდუქციაზე, ეს თავისთავად იწვევს ამ პროდუქციის
დეფიციტს. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო იმდენი საწვიმარო არ
გაიყიდა, რამდენიც გეგმაში იყო გაწერილი, ან საერთოდ არ გაიყიდა, ეს იწვევს უკვე
ეკონომიკურ ზარალს.
ჰაიეკი თავის ნაშრომში საურბობს ასევე იმის შესახებ, თუ ვინ ზღუდავს უფრო მეტად
ადამიანის თავისუფლებას - მილიონერი თუ ბიუროკრატი. თავდაპირველად
აღსანიშნავია ის, რომ სოციალიზმში საზოგადოებას არ გააჩნია იმის უფლება, რომ
ჰქონდეს კერძო საკუთრება, ეს უფლება სრულიად ჩამორთმეულია და აქედან
გამომდინარე, არც ჩგრული და არც მჩაგვრელი ფენები არ არსებობს. ბიუროკრატი ის
პიროვნებაა, ვინც აწესებს საზოგადოებს შეზღუდვებს, ხოლო მილიონერი ის
ადამიანია, ვინც მუშახელს აქირავებს საკუთარი საწარმოსთვის და უხდის გარკვეულ
თანხას მათი შრომის სანაცვლოდ. ჰაიეკი გვეუბნება, რომ სწორედ ბიუროკრატია ის
ადამიანი, ვინც ზღუდავს ადამიანების თავიუსფალ არჩევანს და თავისუფლებას. იგი
თავისი სურვილების მიხედვით სხვადასხვა შეზღუდვას აწესებს, საზოგადოების
ცხოვრებას განსაზღვრავს და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს. სწორედ მის
კეთილგონერებაზე არის დამოკიდებული, როგორ იცხოვრებს მუშა და როგორ
იშრომებს, ყველაზე მარტივი - მას არ შეუძლია შეცვალოს თავისი სამსახური და
აირჩიოს პროფესია სურვილისამებრ. რაც შეეხება მილიონერს, რომელსაც
ბიუროკრატთან შედარებით უფრო მეტი ქონება გააჩნია, მას საერთოდ არ გააჩნია
კავშირი თავისუფლების შეზღუდვასთან - მუშა ამ შემთხვევაში უფრო თავისუფალია
და შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ თავისი ცხოვრება მოაწყოს.
ფრიდრიხ ჰაიეკი თავის ნაშრომში ასევე განიხილავს ისეთ საკითხს, თუ რომელი წეს-
წყობილებაა თავისუფლების გარანტია და რატომ. ჰაიეკის მიხედვით, თავისუფლების
გარანტია ის წეს-წყობილებაა, რომელიც კერძო საკუთრებაზე არის დაფუძნებული,
რადგან, ამ შემთხვევაში, წარმოების საშუალებები გადანაწილებულია ერთმანეთისგან
დამოუკიდებელ ადამიანებს შორის, რომლებიც ამავდროულად კონკურენტებიც
არიან და მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავისი ქმედებები. იმ
შემთხვევაში, როდესაც წარმოების საშუალებები მხოლოდ ერთი ადამიანის ხელშია
ცენტრალიზებული, ამ შემთხვავში, დიქტატორის, მას სრული ძალაუფლება გააჩნია
ადამიანებზე. იგი ეკონომიკურ ძალაუფლებას ერთგვარ პოლიტიკურ იარაღად
იყენებს და მთელ საზოგადოებას იმონებს. თუკი ვინმემ გაბედა და წინააღმდეგობაში
წავიდა სახელმწიფოსთან, მაშინ უპუროდ დარჩება და შიმშილისგან მოკვდება,
11
რადგან სხვა არავინაა ისეთი, ვისთანაც შეუძლია მას დასაქმება და თავისი თავის
რჩენა: „იმ ქვეყანაში, სადაც ერთადერთი დამქირავებელი სახელმწიფოა, ოპოზიციაში
ყოფნა შიმშილით სიკვდილს ნიშნავს“ (ჰაიეკი 2018, 212). ამ ყველაფრის უფრო კარგად
გასაგებად, შეგვიძლია დავბრუნდეთ სოციალიზმს, სადაც არ არსებობს კერძო
საკუთრება და რომელიც ზღუდავს ინდივიდის თავისუფლებას. სოციალიზმი
ათანასწორებს ყველა ინდივიდს საზოგადოებაში და იძულებულს ხდის, ყველამ
იარსებობს სპეციალური გეგმის მიხედვით, რომელიც ერთმა ადამიანმა შეიმუშავა და
დააწესა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არ არსებობს ერთგვაროვანი
და ერთნაირი ინდივიდებისგან შემდგარი საზოგადოებები - ყველა საზოგადოება
შედგება ერთმანეთისგან განსხვავებული ინდივიდებისგან, ეს იქნება ინტერესების
მიხედვით, შეხედულებების, მოთხოვნების და ა.შ. ძალიან რთულია მთელი
საზოგადოებისთვის, უნდათ თუ არ უნდათ, ერთი შემუშავებული და დაწესებული
გეგმის მიხედვით ცხოვრება სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო და ეს
მგდომარეობა ზღუდავს ხალხის თავისუფლებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე,
აშკარაა, რომ სახელმწიფოს ის წეს-წყობილება, რომელიც კერძო საკუთრებაზეა
დაფუძნებული, სადაც სოციალური ფენები არსებობს, არის თავისუფლების არა
შემზღუდავი, არამედ თავისუფლების მომტანი. აქ ეკონომიკა არ იგეგმება, ყველა
ადამიანი თავისუფალია თავის ქმედებებში, არ ცხოვრობს სახელმწიფოს
ინტერესებისა და სურვილების მიხედვით და ყველას უფლება აქვს, თავისუფლად
გადაწყვიტოს სად იმუშავებს, რას იყიდის, რამდენს იყიდის და ა.შ.
12
შეზღუდვების, გადაწყვეტილებებისა და ინტერესების მიხედვით ქმედებას, რაც
სწორედ დიქტატორული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი და თავისთავად
განაპირობებს ქვეყანაში დიქტატურას. იმისათვის, რომ ქვეყანაში არ დადგეს
დიქტატურა, საჭიროა, თვითონ ხელისუფლება იყოს შეზღუდული ხალხის მიერ,
რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში ძალაუფლების წყაროა ხალხი და ხელისუფლებამ
თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს.
შეფასება: 5/5
13
1.4. ჟან-პოლ სარტრი
საკითხები:
15
ირჩევს, ადასტურებს თავის არჩეულ ღირებულებებს, რადგან ის არასდროს აკეთებს
ცუდ არჩევანს და რასაც ირჩევს, ყოველთვის და ყველასთვის კარგია. მაგალითად, თუ
ადამიანს სურს დაქორწინება და უნდა, რომ ჰყავდეს ბავშვები, იგი ამ არჩევანს არა
მხოლოდ თავის თავს უძღვნის, არამედ კაცობრიობასაც მოუწოდებს მონოგამიისკენ.
სარტრის ეგზისტენციალიზმი ამტკიცებს, რომ ადამიანის პასუხხისმგებლობა მთელ
სამყაროზე ზეჰუმანურია, ვინაიდან და რადგანაც ის სამყაროს ცენტრში ადამიანის
ქმედებებს და თვითონ ადამიანს აყენებს.
16
ზემოთ აწერილი სიტუაცია განაპირობებს ადამიანის გაგდებას ისეთ რეალობაში,
რომელიც მისგან მოითხოვს ძალიან დიდ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას.
ადამიანი გაგდებულია ამ სამყაროში იმიტომ, რომ მას დაიბადეს მისგან
დამოუკიდებლად და უნდა თუ არ უნდა, იღებს პასუხისმგებლბას თავის არსებობაზე.
ადამიანი იძულებულია, აიღოს ნებისმიერ პასუხისმგებლობა თავის თავზე, ვინაიდან
მას სხვა საყრდენი არ აქვს. სარტრი მიიჩნევს, რომ ადამიანის თავისუფლად ყოფნა
წყევლაა: „ადამიანი დაწყევლილია, იყოს თავისუფალი“ (სარტრი 2018, 322).
თავისუფლებაში მოიაზრება არჩევანის გაკეთების თავისუფლება, რომ რეალობაში
გადაგდებული ადამიანი მარტოდ იღებს გადაწყვეტილებებს. ხოლო დაწყევლილია
იმიტომ, რომ თავისი თავი მისი შექმნილი არაა, თან თავისუფალი, დაბადების
ადგილი, გარემო, ყველაფერი მისი არჩევანი არაა, მაგრამ ამ სამყაროში
მოსვლისთანავე, პასუხისმგებლობას იღებს თავის ქმედებებზე. ამ შემთხვევაში,
აშკარაა, რომ თავისუფლება არ ანიჭებს ბედნიერებას ადამიანს.
შეფასება: 5/5
17
1.5. მერაბ მამარდაშვილი
საკითხები:
19
ხელს უშლის ადამიანს, საკუთარი და ცოდვის ხმების გარჩევაში და იმაში, რომ
განავითაროს მან ინდივიდუალური აქტი.
შეფასება: 5/5
21
1.6. იუვალ ნოა ჰარარი
საკითხები:
იუვალ ნოა ჰარარი თავის ნაშრომში ყურადღებას ამახვილებს ფიქციის ენასა და მის
ფუნაქციაზე. ის წერს, რომ ფიქცია ესაა ის ყველაფერი, რაშიც დღეს ჩვენ, ადამიანები
ვცხოვრობთ და ესაა ის ყველაფერი, რასაც ვქმნით. ჰარარის მიხედვით,
კოლექტიურობისა და წარმოსახვის უნარების შეძენა საპიენსმა სწორედ რომ ფიქციის
23
საშუალებით შეძლო, ანუ მან შეიძინა იმის უნარი, რომ აკეთოს საქმე სხვა
ადამიანებთან ერთად, თანაც შედარებით მოხერხებულად და კომფორტულად. ჰარარს
აქ წინ წამოაქვს ისეთი საკითხი, თუ როგორ მოახერხა ჰომო საპიენსმა, როგორ შეძლო
მან ისეთი იმპერიების და ქალაქების შექმნა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი
ცხოვრობდა, რომელთა რიცხვი ასიათასს, მილიონს აღწევდა ხოლმე. ამ საინტერესო
კითხვის პასუხია - ფიქციის ენის წყალობით. ჰარარის მიხედვით, ადამიანთა დიდმა
რაოდენობამ, რომელიც შედგება ერთმანეთისთვის უცხო ინდივიდებისგან,
წარმატებულად ითანამშრომლებს მხოლოდ საერთო მითის ქონის შემთხვევაში:
„დიდი რაოდენობით უცხო ადამიანების წარმატებული თანამშრომლობა მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეიძლება, თუ მათ რაიმე საერთო მითი სწამთ“ (ჰარარი 2018, 456).
ნებისმიერი დიდი ორგნიზაცია, სახელმწიფო იქნება ეს, ანტიკური პერიოდის ქალაქი,
ეკლესია თუ სხვა, ყველა საკუთარ საფუძველს პოულობს ამ ორგანიზაციაში მომუშავე
წევრების კოლექტიურ წარმოსახვაში არსებულ მითში. მაგალითად, ეკლესიების
შემთხვევაში ეს არის რელიგია.
შეფასება: 5/5
25
თავი 2. შუალედური შეფასებები
შეფასება: 20/20
საკითხები:
26
თავში, რომ არის ისეთი საკითხები, რომლის შესახებ არც კი ფიქრობს. აღსანიშნავია,
რომ, როდესაც ეგოს სურს კულტურის ფარგლებში იმოქმედოს, სურს მოარიგოს იდის
(ლიბიდოზურ ენერგიას) და სუპერეგოს, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებაში
არის, ეს იწვევს უარყოფით შედეგს, ანუ ადამიანისთვის ქმნის სტრესს, დისკომფორტს
და, საბოლოო ჯამში, ნევროზს.
29
2.2. შუალედური შეფასება II
შეფასება: 20/20
საკითხები:
30
არაინ და არა რაიმე სათამაშოებიი, ან თუნდაც მანეკენები. ისინი თავად ადგენენ
თვიანთ ცხოვრების არს და საზრის თავისი არჩევანით. მათ ეკისრებათ თავიანთ
არსებობაზე პასუხისმგებლობა, თუმც ეს პასუხისმგებლობა ისე კი არ უნდა გაიაზროს
ინდივიდმა, რომ ის მარტოდმარტო თავის თავზე არის პასუხისგებელი, არამედ იგი
ყველა ადამიანზეა პასუხისმგებელი, რადგან თავისი არჩევანით ამბობს დანარჩენებს,
რომ ასე მოქცევა სწორია, ანუ მოუწოდებს ამგვარი მოქმედებისკენ. მოცემული
ფრაზით სარტრი ამბობს, რომ როგორიც ახლა არის ადამიანი, ის მხოლოდ ასეთი კი
არაა, ის ასევე ისეთია, როგორიც უნდა მას, რომ მომავალში იყოს, რა არჩევანსაც
გააკეთებს, ისეთიც გახდება.
ჰანა არენდტი ასევე საუბრობს პირადი პასუხისმგებლობის გაუქმებაზე. იგი წერს, რომ
ტოტალიტარული ორგანიზაცია რთული ამოსაცნობი შეიძლება იყოს მის საწყის,
პირველ ეტაპზე თავისი თითქოს ღირსეული პროპაგანდის გამო და ეს
ტოტალიტარული ორგანიზაცია მუდმივად არის აქტუალური, რადგან ადამიანებს
ხშირად გულგრილი დამოკიდებულება აქვთ იმის მიამრთ, რაც უშუალოდ მათ არ
ეხებათ. სწორედ ამის გამო, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, არსებობს მუდმივი
საფრთხეც ტატალიტარიზმისა და ტოტალიტარული ორგანიზაციის არსებობისა.
არენდტი სწორედ ამას გუსლისხმობს პირადი პასუხისმგებლობის გაუქმებააში. ანუ
პირადი პასუხისმგებლობის გაუქმება, არენდტის მიხედვით, ნიშნავს იმას, რომ
ადამიანები აუქმებენ თავის პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ ყველა კითხვით
ფიუერეს მიმართონ, მათ არ ჰკითხონ. ეს, რა თქმა უნდა, არის დამღუპველი. რთულად
შესაძლებელია, რომ რაღაცა ხდებოდეს ადამიანის გვერდით და მან არ იცოდეს ამაზე
არაფერი. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მის გვერდზე
მომხდარი ამბების მიმართ გულგრიულია. სწორედ ამ პირადი პასუხისმგებლობის
გაუქმება, ანუ ეს გულგრილი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, უმოქმედობა
არის საწინდარი ტოტალიტარული რეჟიმის და საკონცეტრაციო ბანაკებისა. ეს
ადამიანები იმიტომ აუქმებენ თავის პასუხისმგებლობას, იჩენენ გულგრილ
დამოკიდებულებას, რადგან არ სურთ გასვლა კომფორტის ზონიდან, ისინი უბრალოდ
გვერდიდან უყურებენ, როგორ ვითარდება მოვლენები. ადამიანებმა არ უნდა
გაჩუმდნენ, არ უნდა გააუქმონ თავისი პასუხისმგებლობიდან, უნდა იბრძოლონ
ძალადობის მამართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ის, რაც ნაცისტურ გერმანიაში
მოხდა.
32
დასკვნითი შეფასება
შეფასება: 30/30
საკითხები:
36
გამოყენებული ლიტერატურა
ჰარარი, იუვალ ნოა. 2018. „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“. წიგნში შესავალი
თანამედროვე აზროვენბაში II, 428-468. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
37
© ედიკ კამალიანი. 2022