Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

კონრად ზაქარიას ლორენცი

 რატომ არის პრობლემა მოსახლეობის სიჭარბე? (პირველი ცოდვა)


კონრად ზაქარიას ლორენცი იყო მეოცე საუკუნის გამოჩენილი ავსტრიელი
ბუნებისმეტყველი და მოაზროვნე. იგი თვლიდა, რომ აგრესიული თვისებები არა
მარტო ცხოველის, არამედ ადამიანის ქცევებსაც ახასიათებდა, ამიტომ მათი
შემეცნება და ანალიზი აუცილებელი საქმე იყო. მეცნიერმა მის მთავარ ნაშრომში,
„ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“, აღნიშნა ადამიანის
ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა, გრძნობების გაცივება და მისი გამომწვევი
მიზეზები. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, მათი საარსებო სივრცის
შემჭიდროვება და ერთმანეთთან მუდმივი კონტაქტი იწვევს ადამიანებს შორის
ემოციებისა და გრძნობების გაქრობას. ამ მიზეზებს ხელს უმართავს მსოფლიოში
მიმდინარე ტენდენცია მეგაპოლისების შექმნისა, რომელსაც ლორენცი სასტიკად
ეწინააღმდეგება, რამეთუ იგი მიიჩნევს, რომ გრძნობების უპირველესი მტერი არის
მჭიდროდ დასახლებული ქალაქები, „ჩვენ ყველამ, ვინც მჭიდროდ დასახლებულ
კულტურულ ქვეყნებში, ან დიდ ქალაქებში ვცხოვრობთ, თვითონაც აღარ ვიცით, რა
ძლიერ გვაკლია ყოვლისმომცველი წრფელი და გულთბილი ადამიანური
სიყვარული“ (ლორენცი, 2020, 255). ადამიანი თანამედროვე ეპოქაში ყველანაირი
გზით ცდილობს, გაექცეს უარყოფით ემოციებს. უარყოფითი ემოციების
უგულებელყოფა მწარე რეალობისგან თავის დაღწევას ნიშნავს და შედეგად
ადამიანების ცხოვრება ერთფეროვანი ხდება. სევდიანი ემოციების დახშობა
ადამიანში ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებს და დროთა განმავლობაში სიხარულის
შეგრძნებაც ითრგუნება. ეს ინდივიდისთვის მომაკვდინებელი ცვლილებაა, რომელიც
აისახება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. მენტალური მხარის გარდა,
საყურადღებოა დედამიწის რესურსების უკმარისობა ადამიანების
მოთხოვნილებებთან მიმართებაში. მსოფლიოში უსწრაფესი ტემპით მიმდინარე
გამრავლების პროცესის შედეგად, საარსებო რესურსები: წყალი, საკვები,
თავშესაფარი და სხვა ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ეს გამოიწვევს ადამიანების
დაღუპვას, ამიტომაც აუცილებელია გარკვეული ღონისძიებების გატარება

1
მოსახლეობის სიჭარბის აღსაკვეთად, ამ შემთხვევაში მისაბაძია ჩინეთის
ერთშვილიანი ოჯახების პოლიტიკა.

 რა პრობლემებს იწვევს ბუნების გაჩანაგება? (მეორე ცოდვა)

“საიდან უნდა გაუჩნდეს მოწიწების გრძნობა მოზარდს რაიმეს მიმართ, თუ


ყველაფერი, რასაც გარშემო ხედავს, ადამიანის ნახელავია და, თანაც, იაფფასიანი და
უშნო ნახელავი? ქალაქელისთვის თვით ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც მაღლივი
სახლებით და ქიმიური გამონაბოლქვითაა დაფარული.” (გვ.288). ცივილიზებული
კაცობრიობის მეორე უმნიშველოვანეს ცოდვად ლორენცი სასიცოცხლო სივრცის
გაჩანაგებას მიიჩნევს. გასული საუკუნის პირველ ნახევარში ფართოდ იყო
გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბუნებრივი რესურსები ამოუწურავია. ამგვარი
მიდგომა მცდარი და საზიანოა, რადგან ბუნების გაჩანაგებისკენ არის მიმართული.
სასიცოცხლო სივრცის ყველა ორგანიზმი შეგუებულნია თანაარსებობას. ეს იმ
სახეობებისთვისაც სამართლიანია, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთის მიმართ
მტრულ დამოკიდებულებაში არიან: მაგალითად, მტაცებელი და მისი მსხვერპლი.
მტაცებელი აკონტროლებს თავისი მსხვერპლის რიცხოვნობას, მაგრამ არასოდეს
ანადგურებას მას, არამედ ხელს უწყობს ჯანმრთელი, ძლიერი და მოხერხებული
ინდივიდების გადარჩევას. ჩლიქოსანი ჭამს ბალახს, მაგრამ ჩლიქებით გადათელვა
ბუნებრივ სისტემებში ხშირად ბალახების ზრდას და ბალახოვანი საფარის
განახლებას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ერთი სახეობის განადგურება
ყოველთვის აისახება მასზე დამოკიდებულ სახეობებსა და მთლიანად ეკოსისტემაზე.
ლორენცი აფრთხილებს ცივილიზებულ კაცობრიობას – ცოცხალი ბუნების
ბარბაროსული განადგურება, რომელიც საცხოვრებელს აძლევს და აჭმევს მას,
ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებას უქმნის.

 რას გულისხმობს შეჯიბრი საკუთარ თავთან? (მესამე ცოდვა)

„შეჯიბრი საკუთარ თავთან“ ლორენცის ჩამოთვლილ ცოდვებს შორის მესამეა და


მეცნიერი მას დიდ ყურადღებას უთმობს, ვინაიდან ცხოველებსა და ადამიანებს
საერთო თვისება აღმოაჩნდებათ. ძირითადად, ცხოველები ერთმანეთს საკვებისთვის
შეეცილებიან, ამით მოიპოვებენ საარსებოს და გადაურჩებიან სიკვდილს, ასეთი
შემცილებლობა შიდასახეობრივია. არსებობს სახეობათაშორისიც, რაც უმეტესად

2
არაცოცხალი გარემო ფაქტორებია და ცხოველი მასთან უძლურია. ადამიანების
შემთხვევაშიც საქმე გვაქვს შიდასახეობრივ ბრძოლასთან. მას მერე რაც ტექნიკურმა
პროგრესმა ჩვენს ცხოვრებაში შემოაღწია, ადამიანისთვის უპირველესი ღირებულება
მზარდი კონკურენციის პირობებში სხვისი დაჯაბნა გახდა, „თანამედროვე
ადამიანისთვის ღირებული ხდება მხოლოდ ის, რაც თანამოძმის გადასწრების
საშუალებას აძლევს“ (ლორენცი, 2020, 245-246). სხვისი დაჯაბნის ხარჯზე
მოვიპოვებთ ფულს, საყოფაცხოვრებო პირობებს, შემდგარ კომფორტის ზონას,
რომლის იქითაც აღარ ვიხედებით, ამას თანამედროვე ეპოქაში გამეფებული
გამოთქმა „დრო ფულია“-ც მოწმობს. ადამიანებმა დაიწყეს კომფორტის ყიდვა და
გადაეჩვივნენ კომფორტის შექმნას, როდესაც ადამიანი კომფორტს ყიდულობს მასზე
დამოკიდებული ხდება და როდესაც თავად ქმნის მას, ხდება ინოვატორი, შემოქმედი.
ამიტომაც ლორენცი სკეპტიკურად უყურებს ტექნიკური პროგრესის გავლენას
ადამიანების ცხოვრებაზე. ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანები შეუბრალებელ
ცხოველებს დაამსგავსა, „Homohomini lupus est” - ამბობს ლორენცი და ნიშნავს
„ადამიანი ადამიანისთვის მგელია“. ადამიანები იმდენად დაუნდობელ
კონკურნეციაში არიან ერთმანეთთან, რომ წარმატების მისაღწევად სხვების გარდა,
საკუთარ თავსაც ეჯიბრებიან, რაც მათში უფრო მეტ დაუნდობლობას აღძრავს.
საბოლოოდ, ასეთი კონკურენციის პირობებში ადამიანი საკუთარ თავსაც გაურბის,
მას ეშინია საკუთარი თავის გაცნობის, რადგან შესაძლოა, არასასურველი თვისებები
აღმოაჩინოს.

 რატომ არის პრობლემა გრძნობების გაციება? (მეოთხე ცოდვა)

როცა ამ რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში დენი გამოირთო, ძალიან ბევრმა


სრულიად სერიოზულად ირწმუნა, ქვეყნის აღსასრული დადგაო.” (გვ.298).
ცივილიზებული ადამიანის გასათუთების შედეგად მასში ძლიერი გრძნობების და
ემოციების გაქრობა მეოთხე ცოდვაა, რომელსაც ლორენცი „გრძნობის გაცივებას“
(გრძნობების სითბურ კვდომას) უწოდებს. თანამედროვე ადამიანი ცდილობს გაექცეს
უარყოფით შეგრძნებებს, ამის შესაძლებლობას მას ფარმაკოლოგიის და ტექნიკის
საშუალებები აძლევენ. ადამიანი თანდათანობით კარგავს უნარს, მძაფრად
განიცადოს ის სიხარული, რომელიც მრავალი წინააღმდეგობის გადალახვის
შედეგად ენიჭება. სიხარულისა და ტანჯვის მონაცვლეობა რაც ასე ბუნებრივია,
3
თანდათან ქრება და იბადება ერთფეროვნება და მოწყენილობა. სიხარულის განცდის
კარგვის უნარი ის ძირითადი საფრთხეა, რაც, ლორენცის აზრით, ადამიანის
ემოციურ სფეროს ემუქრება.

 რას გულისხმობს ლორენცი გენეტიკურ რღვევაში? (მეხუთე ცოდვა)

“ჩვენი თანაგრძნობა ასოციალური, საზოგადოებიდან ამოვარდნილი ადამიანისადმი,


რომლის არასრულფასოვნებაც შეიძლება გამოწვეული იყოს გამოუსწორებელი, ადრე
ბავშვობაში აღზრდით მიყენებული ზიანით, ხელს გვიშლის დავიცვათ
საზოგადოების ნორმალური წევრი.” (გვ.307). ცხოველთა და ადამიანთა სოციუმებში
არსებობს საზოგადოებრივი ქცევის ნაკრები, რომელიც მიმართულია საზოგადოების
სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. სავარუდოდ, სოციუმის სტაბილურობისკენ და
ასოციალური ქცევის აღმოფხვრისკენ სწრაფვას გულისხმობს ლორენცი
„თანდაყოლილი სამართლებრივი გრძნობის“ ქვეშ. თუმცა ყველას როდი გააჩნია იგი.
ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანში სიამოვნების მიღებისკენ მუდმივი სწრაფვა,
საკუთარი მოთხოვნილებების სწრაფი დაკმაყოფილების სურვილი, სხვების
გრძნობებისადმი გულგრილობა, პასუხისმგებლობის თავიდან არიდება
ინფანტილური ქცევის განვითარებას იწვევს. რიგ შემთხვევებში ასეთი
ინფანტილიზმი სამართლებრივი დანაშაულის მიზეზი ხდება, რადგან ადამიანი ვერ
აცნობიერებს მისი ქმედებებით გამოწვეულ ზიანს. ლორენცი ვარაუდობს, რომ
მეამბოხე ახალგაზრდების ნაწილში, რომლებიც გამოდიან საკუთარი მშობლების და
საზოგადების წინააღმდეგ, თუმცა თვლიან რომ მშობლებმა უნდა არჩინონ და
საზოგადოებამ იზრუნოს მათზე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ინფანტილიზმს
გენეტიკური საფუძვლები აქვს. ასეთ შემთხვევაში რთულია გამოასწორო, ან შეცვალო
რაიმე. ამიტომ ე.წ. გენეტიკურ გადაგვარებას ლორენცი უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს.

 რა შედეგებამდე მიჰყავს კაცობრიობა ტრადიციებისგან მოწყვეტას? (მეექვსე


ცოდვა)

მცდარ აზრს, თითქოს კაცობრიობის მყარ ცოდნას მხოლოდ გონებით მისაწვდომი,


უფრო მეტიც, მხოლოდ მეცნიერულად დამტკიცებადი შეადგენს, დამღუპველი
შედეგი მოაქვს.” (გვ.314). “Homo faber”. ტრადიციებისგან მოწყვეტა, რომელსაც
ლორენცი მეექვსე ცოდვად მიიჩნევს, ხდება იმ კრიტიკული წერტილის მიღწევის

4
შემდეგ, როდესაც ახალი თაობა ვეღარ აღწევს ურთიერთგაგებას უფროს თაობასთან,
აღარ აიგივებს კულტურულად მასთან საკუთარ თავს და საერთოდ ცალკე
„სახეობად“ განიხილავს. ამ დროს ახალგაზრდები ცდილობენ, უარყონ მშობლების
წეს-ჩვეულებები, ტრადიციები. ერთი მხრივ, საუკუნეებით ჩამოყალიბებულ
ტრადიციებზე უარის თქმა ნიშნავს სასარგებლო ცოდნის უგულვებელყოფას, მეორე
მხრივ კი – მხოლოდ ტრადიციებზე დაყრდნობა, ახალი ცოდნის, ახალი ტრადიციის
ჩამოყალიბებაზე უარის თქმაა. ლორენცი თვლის, რომ ადრეულ ასაკში
ახალგაზრდების მიერ ტრადიციების უარყოფა და ახალი ცოდნის მიღება ჯანსაღი
პროცესია, თუ შემდგომში ახალი თაობა გააცნობიერებს ზოგი ტრადიციის, როგორც
სასარგებლო ცოდნის, მნიშვნელობას და გაამდიდრებს მათ ახლად შეძენილი
გამოცდილებით. ასეთ შემთხვევაში უსარგებლო, მოძველებული ტრადიციები
დავიწყებას მიეცემა, დარჩება მხოლოდ ისეთი, რომელიც კულტურის განვითარებას
საფუძველს შეუქმნის.

 რა არის ინდოქტრინაცია? (მეშვიდე ცოდვა)

ლორენცის ჩამონათვალში მეშვიდე, კაცობრიობის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა


გახლავთ ინდოქტრინაცია. ინდოქტრინაციის არსი რომ ჩამოვაყალიბოთ,
აუცილებელია გავეცნოთ შემეცნების ორ საფეხურს, ჰიპოთეზის აგებასა და
შემოწმებას. ჰიპოთეზა რომელიც სხვადასხვა გზით შემოწმებისა და დახვეწის
საშუალებას იძლევა, არის საუკეთესო ვარიანტი ჰიპოთეზებს შორის. ჩვენდა
სამწუხაროდ, თანამედროვე ეპოქაში მომრავლდა შეუმოწმებელი ჰიპოთეზები,
მეტწილად ვრცელდება გადაუმოწმებელი თეორიები და საზოგადოებაც
გულუბრყვილოდ იჯერებს მოწოდებულ მასალას. მოწოდებული დეზინფორმაციის
ანუ დოქტრინის საზოგადოების მიერ ჭეშმარიტ მოსაზრებად აღიარება, მედიის
ხელშეწყობით დოქტრინის მასიური გავრცელება, დოქტრინის მოწინააღმდეგეთა
დევნა, ანუ მათზე „MOBBING”-ი წარმოადგენს ინდოქტრინაციას. აღნიშნული
პროცესის მასობრივი გავლენის ქვეშ მოქცეული საზოგადოება კონსუმერულ,
ყიდვაზე ორიენტირებულ საზოგადოებად ჩამოყალიბდება, რომელიც მოდაზე,
რეკლამაზე, შესყიდვასა და „მოდურ სისულელებზე“ იქნება გადართული.
ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის მასიურ ინდოქტრინაციასაც, მისი
მოქმედების შედეგად დაბრმავებული საზოგადოების აზროვნება უნიფიცირებული
5
გახდება. უნიფიცირებული საზოგადოება რომელსაც სხვადასხვა ტექნიკური
საშუალებებით თავს ახვევენ სტერეოტიპებს, ადვილად სამართავი გახდება,
„დღევანდელი მოდა მეცნიერებას თავს ახვევს ტენდენციას, რომელიც
არაადამიანურია ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით“ (ლორენცი, 2020, 305).

 არის თუ არა პრობლემა ბირთული იარაღი? (მერვე ცოდვა)

დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საფრთხეა ბირთვული იარაღი, იგი


ლორენცის უმძიმეს ცოდვათა სიაში მერვე ადგილზეა. მეცნიერის აზრით,
ბირთვული იარაღი ყველაზე ნაკლებად პრობლემატური საკითხია და არც უმძიმესი
ცოდვაა. ჩვენ ის მაინც ვიცით, თუ როგორ ავიცილოთ ბირთვული იარაღის
საფრთხეები და რა უნდა მოვიმოქმედოთ მის წინააღმდეგ. ეს მარტივია, ადამიანმა
უბრალოდ თითი არ უნდა დააჭიროს ასამოქმედებელ ღილაკს. ხშირ შემთხვევაში
ადამიანები თავს იკავებენ ბირთვული იარაღის გამოყენებისაგან, რადგან ხვდებიან,
რომ ეს უკანასკნელი სიცოცხლეს გააჩანაგებს, საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით.
მაშასადამე, ვინაიდან ბირთვული იარაღის ცოდვისგან თავის დაღწევის გზა
ჩვენთვის ცნობილია, იგი ნაკლებად პრობლემატური და მძიმე ცოდვაა სხვა
ცოდვებთან შედარებით, „მაგრამ ის მაინც ვიცით ნათლად და გარკვევით, თუ რა
უნდა მოვიმოქმედოთ „ბომბის“ წინააღმდეგ: იგი არ უნდა დავამზადოთ, ან არ უნდა
ჩამოვაგდოთ“ (ლორენცი, 2020, 304).

You might also like